დემეტრე ფილფანის საკუთრება(თავი5)
მეგობრებოოოო თქვენ ხართ სასწაული ადამიანები მინდა გითხრათ❣❣❣ როცა დავამატე მეოთხე თავი თან ასეთი პატარა მეგონა, რომ შეფასება ძალიან ნეგატიური ექნებათქო და ვნერვიულობდი და იმას ვამბობდი ხომ არ ჯობდა საერთოდ არ დამემატებინათქო, მაგრამ შევდივარ მეოთხე თავის დამატებიდან ალბათ 12 საათში ჩემს გვერდზე და სრული შოკი მივიღე❣❣❣ ასეთი შეფასება, ასეთი თბილი სიტყვები, რჩევები ჩემთვის უდიდესი ემოციის მომტანი იყო, მინდა დაიჯეროთ რომ ამის გამო ცრემლები წამომივიდა, იმიტომ რომ საერთოდ არ მოველოდი ასეთ დადებით და პოზიტიურ სიტყვებს და დიდხანს რომ აღარ გავწელო საუბარი კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყველას ჩემო ერთგულო მკითხველებო და ყველაფერს საუკეთესოს და კარგს გისურვებთ❣❣❣ ყოველთვის ბედნიერი დღეები და წუთები გქონოდეთ ცხოვრებაში❣❣❣❣❣❣???????? პირველ საათზე ვიღვიძებ და ადგომას ვაპირებ რომ საწოლში, გვერდზე ვარდების თაიგული მხვდება, პატარა კონვერტთან ერთად "პატარავ არ გამიჭედო ხოლმე რა ასე უაზროდ, თორემ უფრო მაგრად შემომეჭმევი და მერე უფრო გაბრაზდები. მიყვარხარ" ასეთი დილა არის ადამიანისთვის ბედნიერების მიმნიჭებელი. დემეტრე მიყვარს ხალხო, მიყვარს გაიგეთ, არ გამიბრაზდეთ და არ განმკიცხოთ და არ მითხრათ, რომ ასე მალე როგორ შეგიყვარდაო, მაგრამ უცბად გეჯახება სიყვარული ისე რომ ვერც კი ხვდები და ვერც კი იაზრებ. სიყვარულზე დიდი ძალა ამ ქვეყნად არ არის, ეს ძალა არაამქვეყნიურია და უსაზღვრო, ვერ მიხვდები როდის მოვა და წავა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ჩემი და დემეტრეს გაცნობა, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები ამ ადამიანმა ისე რომ მეც ვერ მივხვდი შეძლო და მთელ ჩემ გულს და სულს დაეპატრონა, ამ რამდენიმე დღეში ეს ბიჭი ჩემს გულში ჩიტივით შემოიჭრა, გალიაში ჩაიკეტა და ალბათ აქიდან გამოსვლას არასდროს დააპირებს. ახლა ვზივარ და ვფიქრობ როგორ განვითარდება ჩემი მომავალი, როგორ განვითარდება ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა. დემეტრეს ნათქვამი მიყვარხარ იყო ჩემი აზრების, ფიქრების, გეგმების საფუძვლიანი ცვლილების მიზეზი და ახლა ამიტომაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ჩემს თავთან ვაღიარე, რომ დემეტრე მიყვარს, მაგრამ ჯერ ვერ ვეტყვი იგივეს დემეტრეს, ასე ადვილად მისაწვდომი არ ვიქნები, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. დემეტრე ეს არის ადამიანი, რომელსაც გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია უკვე წლებია, არ გეტყვით იმას რომ დემეტრე ბაბნიკი იყო, ეს რომ იფიქროთ ძალიან მოტყუებულები დარჩებით რსდგან დემეტრე ქალის გრძნობებს და აზრს დიდ პატივს სცემდა და არასდროს დაუშვებდა იმას რომ გოგოსთან მხოლოდ ერთ თვიანი ურთიერთობა ჰქონოდა. მას მხოლოდ ჰყავდა გოგონები, რომლებმაც იცოდნენ მისი ეს ხასიათი და არასდროს ცდილობდნენ რომ მის მიმართ რამე გრძნობა გასჩენოდათ. მშობლებსაც გაგაცნობთ აქვე ბარემღა, ეს ორი ადამინი ეკა და კახა არიან სიკეთის მაგალითები, არასოდეს ვინმესთვის ცუდი არ გაუკეთებიათ და შესაბამისად დემეტრეც ზუსტად ასეთი კეთილი გულით აღზარდეს და არასდროს მისთვის ცუდი არ უსწავლებიათ. მოკლედ ეს ორი პიროვნება დემეტრესთვის იყვნენ ზეადამიანები. ანასტასიასთან სურს რომ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, წყნარი და მშვიდი და არ სურს თავისი კონტროლიორი, მკაცრი ხასიათი გამოაჩინოს და წინაზე გადაგმული მირთმეული ვარდები და ბედნიერი ღიმილი აღმოჩნდა ამ ურთიერთობის დასაწყისის პირველი საფეხური. უნდა გენახათ როგორ ჩუმად დაწერა პატარა კონვერტზე წერილი და როგორ დადო ტასუნას გვერდზე წითელი ვარდების დიდი თაიგული. უნდა გენახათ როგორი ბედნიერი იყო დემეტრე, ისეთი სიყვარულის თვალებით უყურებდა ანასტასიას. დიახ დიახ ეს ჩვენიდემეტრე, რომლისაც ყველას ეშინია ასეთი თბილი ადამინი აღმოჩნდებოდა. როგორც იქნა საწოლიდან ავდექი, ვარდები და კონვერტი დაბლა ჩავიტანე და ვაზაში მოვათავსე, ავბრუნდი ოთახში და დალაგებას შევუდექი, ამდენი ხანია აქ ვარ და სირცხვილია ბოლოსდაბოლოს არაფერი გამიკეთებია თან ცოტას ვიმოძრავებ. საწოლი ავალაგე, მტვრები გადავწმინდე, იატაკიც მოვასუფთავე, აბაზანაც მივალაგე, ფარდები გავსწორე და გამოვიხურე კარებიც. დაბლა ჩავედი და სამზარეულოც დავალაგე და მისაღებიც, სხვა ოთახებში არ ვყოფილვარ და ვერ დავალაგებ თან იმდენია ვერ შევძლებ ამდენს. სამზარეულოში გავბრუნდი და სადილის მომზადებას შევუდექი. გემრიელი ორი სახის სალათი გავაკეთე და წვნიანი. პიცის გაკეთებასაც შევუდექი და მზადებაში ვიყავი როცა ვერც კი მივხვდი, როგორ გავიდა რამოდენიმე საათი და შემეშინდა როცა ზურგიდან დემეტრე მომეკრო -ვაიმე დემეტრე როგორ შემეშინდა -რატო ტო? ჩემ გარდა ვინ უნდა მოგეკაროს ერთი შენ მითხარი აბა? -არა დემეტრე უბრალოდ არ მოველოდი შენს მოსვლას და მაგიტომ -კარგი კარგი პატარავ, მაგრამ იცოდე რომ თუ ვინმე ასე მოგეკარება მხოლოდ მე ვიქნები და აღარ შეგეშინდეს, ახლა კი მითხარი ჩემი გოგო რას აკეთებს? ისეთი გემრიელი სუნებია თან როგორ მშია -შენი გოგო არა დემეტრე და დაჯექი და ახლავე გავშლი მაგიდას თან მეც ძალიან მშია -ჩემი ხარ აბა ვისი ხარ შენ? თან ყელში მიტოვებს კოცნებს და მუცელზე რომ არ ჰქონდეს შემოხვეული ხელი ალბათ იქვე დავეცემოდი -დემეტრე გაჩერდი გთხოვ -ჩემი ხარ მარტო შენ და ეს დაიმახსოვრე ტუჩებშიც მკოცნის და ოთახში ადის -გამოვიცვლი და ჩამოვალ მალე და ნუ დარჩი ეგრე გაშტერებული პატარავ ოხ დემეტრე ფილფანო როგორ ნერვებს მიშლი, როგორ მინდა ეგ ტუჩები შემოგაჭამო და ეგ სახე და სხეული დაგიმახინჯო და გემრიელად მიგირთვა. სიფრა გავშალე და მაგიდას მივუსხედით -ოჰო პატარავ დღეს მოგინდომებია -საქმე მაინც არაფერი მაქვს და ასე მაინც გავიყვანო დრო თან ვაკვირდები როგორ სინჯავს საჭმელს და მისი რეაქცია მაინტერესებს როგორ შემიფასებს, მაგრამ ჩუმადაა და ხმის ამოღებას არც აპირებს, ერთია რომ ვუყურებ და ვხვდები რომ მოეწონა მაგრამ სუკ სხვაა როცა თვითონვე გეტყვის და შეგიქებს ნაწვალებს -დემეტრე მადლობა ვარდებისთვის, ძალიან მომეწონა -მართლა? ძალიან კარგი და ანასტასია საღამოსთვის მოემზადე გავისეირნოთ და სადმე გავერთოთ, თან ჩემ მეგობრებსაც გაგაცნობ --მართლა? სერიოზულად დემეტრე? ასე დიდიხანია უკვე არაფერი გამხარებია როგორც გარეთ გასვლა -კი კი თან რამდენი ხანია გარეთ არ გასულხარ და მართლა მონსტრი კი არ ვარ მე -და სად მივდივართ? -ჩემს აგარაკზე ავალთ ყველანი ერთად და თან ჩემი ძმაკაცებიც თავის გოგოებს წამოიყვანენ და გაიცობ იმ გიჟებს და ძლაიან მალე შეგაყვარებენ თავს -სულ რამდენი ხართ? -ძალიან ბევრნი ვართ ჩვენ, იქ რომ ავალთ გაიცნობ ყველას, ახლა კი მოდი ავალაგოთ და გავემზადოთ უკვე, რამოდენიმე დღე გავჩერდებით იქ. სიხარულით ავალაგეთ მაგიდა, მე ჭურჭელს ვრეცხავდი, დემეტრე კი მაგიდას ალაგებდა, მოკლედ ამ ერთ დღეში ამხელა ცვლილება ცოტა ძალიან გასაკვირია. ტანსაცმელი ჩავალაგე ჩემიც და დემეტრესიც, ამასობაში კი დემეტრე ყველას ატყობინებდა რომ აგარაკზე მივდიოდით. 2საათსი გზას გავუდექით და თან მთელი გზა ვნერვიულობდი, თუმცა რაზე ვნერვიულობდი არ ვამბობდი -პატარავ უკვე მაჭედინებ ეხლა შენი ნერვიულობით -არ ვნერვიულობ დემეტრე -არა მე არ ვუსვენებ თითებს მთელი გზა თან ისე, რომ ვერც ხვდები ამას, თქვი ახლა გელოდები ჩქარა თორე გავჭედე ახლა -აუ დემეტრე ანუ იცი... ჩვენ.. მათ.. -ვაიმე ანასტასია დავიტანჯე უკვე, თქვი ნორმალურად -აუუ დმეტრე მათ იციან ჩვენ შესახებ? -და ამაზე ნერვიულობდი? კი მათ იციან რომ ჩემი ცოლი ხარ, მაგრამ როგორ და რანირად არ იციან -აჰამ კარგი სულ მალე ჩავედით დანიშნულების ადგილას. ულამაზესი ორსართულიანი სახლი იყო, გარეთ მანწანები იდგა და ჩანდა რომ ყველანი შიგნით იყვნენ -წამო წამო პატარავ ნუ ნერვიულობ ხელი გადამხვია და გზას გავუდექით, კარები გავაღეთ და ბავშვების შემოხვევა ერთი იყო ყველა გავიცანი, გოგოებიც და ბიჭებიც უბრალოდ სახელები ვერ დავიმახსოვრე ჯერ. იცით როგორი თბილები და საყვარლები იყვნენ? როგორ მინოდდა ყივეკთვის ასეთი მეგობრები მყოლოდნენ, მაგრამ ბედი არ მქონდა ამაშიც. გოგოები მაშინვე კონტაქტში შემოვიდნენ -ანასტასია ნუ ხარ ასეთი მორცხვი რა, ჩათვალე უკვე შენი დაქალრბი ვართ(მარიამი, ლუკას შეყვარებული) -თან თავიდან მაინც ვერ მოგვიშორებ(ელენე, იოანეს შეყვარებილი? -წარმოიდგინე ვითომდა უკვე წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და არა ეხლა გავიცანით ერთმანეთი(ბარბარე, ანდრიას შეყვარებული? -აი ეგრე გაიცინე რა და ვსო მორჩა ჩვენიანი ხარ შენ უკვე(კესო, ვაჩეს შეყვარებული) ამ ერთ საათში ისე დავახლოვდით მართლაც, რომ თითქოს და დიდიხანია ერთმანეთს ვიცნობდით. საღამოს მაგარი ბაითი წავიდა სახლში, ყველანი დათვრნენ, ერთი ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ მე კიდე სუკეკივით ვიცინოდი და სამ ჭიქაში გათიშული და დაბუჟებული დავდიოდი, ნუ ახლა მთლად ასე ცოტა არ დამილევია მაგრამ ალბათ 10+ დავლიე. რანაირად ავედით ოთახებში ან როგორ დავწექით არაფერი მახსოვს, უბრალოდ დილას მივიღე შოკი -ააააააა -რა მოხდა ტასო? -დემეტრე მითხარი რატომ ვართ ორივე შიშვლები? -შენ მართკა არაფერი გახსოვს? -რა უნდა მახსოვდეს დემეტრე? მითხარი ჩქარა -ტასო ჩვენ.... ესეც ასე მეგობრებოოოოოო, შემიფასეეთ როგორი თავი გამოვიდაა❣❣❣❣❣ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.