სიცარიელე {3}
სიცარიელე, გრძნობა რომელიც შენში შემოდის, ყველა უჯრედს ედება და გაგრძნობინებს რომ სინამდვილეში არ გყვარებია. გახვედრებს რომ ყველა ის მოქმედება, თუ გრძნობა რაც კი შენში არსებულა შენივე ფანტაზიების ნაყოფი იყო. უყურებ გარემოს, ხედავ ფერებს, მაგრამ მაინც ყველაფერი უფერული გეჩვენება. ყველა ის დეტალი რაც კი მნიშვნელოვანი იყო, აზრს კარგავს, ცხოვრების ხალისს გიქრობს შენში შემოჭრილი სიცარიელე და ხვდები რომ ეს აზრიც რეალურად არასდროს არსებულა. შიგნიდან რაღაც გღრღნის, უემოციობაში წამიერ ტკივილს გრძნობ, ტკივილს იმის გამო რომ შენი შექმნილი ილუზიაც ჩამოგენგრა და აღარაფერი დაგრჩა. აივანზე მჯდომს ფეხები მოაჯირზე შემოედო, სახე მოღრუბლული ცისთვის მიეშვირა თვალდახუჭულს და დროდადრო სიგარეტის კვამლს ფილტვებში უშვებდა. უკვე მესამე დღე იყო ბაკურიანში ყოფნის, მთელ დღეებს დათოვლილი მთების ყურებაში ატარებდა აივანზე მჯდომი. სასტუმროდან არ გადიოდა და სიწყნარეში ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. რუსასგან შემომავალ ზარებს აიგნორებდა, მხოლოდ სოფის ელაპარაკებოდა, ისიც მხოლოდ მაშინ როცა იცოდა ბავშვი მარტო იქნებოდა. მეოთხე დღეს გადაწყვიტა სასტუმროდან გასვლა, თბილად ჩაიცვა და სათხილამუროდ წავიდა. გვიანობამდე სრიალებდა მთელ ენერგიას ხარჯავდა და ფიქრებში გართული ირგვლივ მყოფ ხალხს ყურადღებას არ აქცევდა. უკვე დაღმართის ბოლოში იყო გაჩერებული, სათვალეს იხსნიდა როცა ზევიდან კივილით დაშვებული ქალის სხეული შეასკდა, წონასწორობის ვერ დაცვის გამო ზურგზე დაეცა და ტკივილისგან თვალები ერთმანეთს დააჭირა. -მადლობა! ღმერთო… მაპტიე უბრალოდ მე… მე ახლა ვსწავლობ და… - ბურტყუნით ცდილობდა მამაკაცის სხეულიდან წამოდგომას ქალი, ნიკოლოზს კი ნაცნობ ხმაზე თვალები დაეჭყიტა და მიშტერებული შესცქეროდა ნაცნობ სახეს. მალე მისი ცისფერი თვალებიც დაინახა, მის წუთიერ გაშეშებაზე გაეცინა და წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია. -გამარჯობა პატარა. - ქვედა ტუჩზე იკბინა მის დაჭყეტილ თვალებზე რომ არ ახარხარებულიყო. - ასე აპირებ წოლას თუ ადგები? - როგორც კი სიტყვა დაამთავრა მაშინვე მოსცილდა ქალის სხეული, არა ნებით, მაგრამ წელზე მოხვეულმა ძლიერმა მკლავებმა უცებ დააყენეს ფეხზე, მენაბდეს კი ისევ თოვლზე ედო თავი და მოჭუტული თვალებით ქვევიდან უყურებდა ერთმანეთში მოსაუბრე წყვილს. -რა ბრაკი ხარ ტო, რამე ხომ არ იტკინე? გაგიშვა ხელი? - სიცილით ფერთხდა თოვლს ბიჭი, ანა კი ისევ ნიკოლოზისკენ აპარებდა თვალს. - ანა! - ხელი აუფრიალა ცხვირწინ დამუნჯებულ ქალს, შემდეგ დაბლა გაწოლილ ნიკოლოზს დახედა. - ერთი შეხედეთ ვინ გაიტანა ჩემმა გოგომ. - სიცილით გააქნია თავი, ხელი გაუწოდა მენაბდეს და მის მტევანს ჩაჭიდებულმა ფეხზე წამოაყენა. - რა დამთხვევაა. -სასწაული. - ნიკოლოზსაც გაეცინა, ნაცრისფერი თვალები შეანათა ანას, ისე შეცბა ქალი ლამის ხმამაღლა გაიცინა მენაბდემ. -გაიცანი ანა, ნიკოლოზი. - ერთმანეთზე ანიშნა ხელით. ის იყო უნდა ეთქვა ვიცნობო ხელი რომ გაუწოდა ქალმა და მისი საქციელით გამხიარულებულმა თავისი გრძელი თითები შეაგება. -სასიამოვნოა. - სახე აწითლებულმა თვალი აარიდა მენაბდეს, ნიკოლოზმა კი მტევანზე აკოცა. -ჩემთვისაც. - ეტყობოდა როგორ დაუხტოდნენ ჭინკები ნაცრისფერ თვალებში, ანაც მიხვდა რომ ამ ქცევით უფრო გაახალისა კაცი. მოუნდა იქვე მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა, ან მოულოდნელად გამქრალიყო იქიდან და მისი ირონიულად მომღიმარი სახე აღარასდროს ენახა. -მარტო ხარ? - ისევ განაგრძო საუბარი გიორგიმ და ორივეს ყურადღებაც მიიქცია. -ჰო, მეოთხე დღეა აქ ვარ, თბილისს გამოვექეცი. -მეც, ვეღარ გავძელი და გუშინ წამოვიყვანე ესენი… ნინი! მოდი აქ! - ტელეფონზე ლაპარაკში გართულ წითელ თმიან გოგოს ხელი დაუქნია და ისიც წარბშეკრული დაიძრა მათკენ. - ნინის ხომ იცნობ, ადრე გაგაცანი მგონი. -კი ვიცნობ. - თავი დაუკრა გოგოს და მანაც იგივე მოქმედება გაიმეორა. -რა ხდება? - წელზე მოხვია ხელი ნინის, ლოყაზე აკოცა, შემდეგ ტუჩებზე და მენაბდესაც დაჭიმული სხეული შედარებით მოუდუნდა როცა გააანალიზა რომ ანას არაფერი აკავშირებდა გიორგისთან მეგობრობის გარდა. -მაიკო გულწასული იპოვნა ჩემ ძმამ, ახლა საკეისროს უკეთებენ და ჯერ არ იციან როგორ იქნება. დედამ მთხოვა ჩამოდიო, ლუკა ხმას არ იღებს თურმე, გათიშულია. - ლოყა მიადო მკერდზე და დაუკითხავად გადმოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა. -რას ამბობ ტო… წაგიყვანო გინდა? -ხო რა. - თვალებ ამღვრეულმა ახედა ქვევიდან. გიომ ჯერ შუბლზე აკოცა, შემდეგ ანას გახედა. -შენ რას იზამ? დარჩები თუ წამოხვალ? -წამოვალ, მარტომ რა ვაკეთო აქ. - თვალი გაუსწორა მომღიმარ ნიკოლოზს, მაინც ერთ ადგილს გაშეშებული იდგა, თითქოს რაღაცას ელოდა. მენაბდეს ნაბიჯს ელოდა და მისი მოლოდინიც გამართლდა. -ღამდება უკვე, მალე თოვას დაიწყებს და ჯობია დღეს დარჩეთ. საშიშია მაინც. თან იქ რომ მიხვიდე მაინც არაფერი შეიცვლება, გარემო დაგძაბავს, უფრო მეტად ინერვიულებ და პატარაზეც იმოქმედებს. - მუცელზე ანიშნა, ნინის თვალები გაუფართოვდა, შემდეგ დაბნეულ გიორგის ახედა. -რა? - ერთი სიტყვა ძლივს თქვა ბექაურმა, თვალებ გაბრწყინებულმა დახედა საყვარელ ქალს ზევიდან, შემდეგ უკან გასწია მაგრამ დიდი კურტკის გამო ვერაფერი დაინახა. -აუ… არ იცოდა? - თავი მოიქექა ვითომ უხერხულად მყოფმა. გიორგი სერთოდ არავის აქცევდა ყურადღებას, როგორც კი უთხრა ნინიმ ორსულად ვარო მას შემდეგ გაუჩერებლად კოცნიდა, ეხუტებოდა და ეფერებოდა. შემდეგ აფეთქდა, უამრავი კითხვა დაუსვა და ლამის ხელში აყვანილმა ატარა იქვე მდგომ კაფემდე. საერთოდ აღარაფერი ახსოვდა იმის გარდა რომ მალე მამა გახდებოდა. მომღიმარი უყურებდა წყვილს მენაბდე და სულ ის დღე ახსენდებოდა პირველად რომ გაიგო სოფიზე. მაშინ ყველაზე ბედნიერი კაცი იყო, სულ რაღაც 25 წის. ზუსტად დაბადების დღეზე უთხრა რუსამ ბავშვის შესახებ. ის იყო პირველი და ბოლო დაბადების დღე, რომელიც ასე ბედნიერმა გაატარა. სოფი იყო ყველაზე მნიშვნელობანი მის ცხოვრებაში და ყოველთვის ცდილობდა კარგი მამა ყოფილიყო. ყველაზე მეტად კი მასთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერას ცდილობდა. არ უნდოდა ბავშვს კომპლექსები ჰქონოდა რაიმე საკითხთან დაკავშირებით, არ უნდოდა სოფის მისთვის რამე დაემალა იმის გამო რომ მამასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და რაიმე საკითხში ვერ გაუგებდა. შეძლო კიდეც, ჩამოაყალიბა ისეთი ურთიერთობა როგორიც უნდოდა რომ ჰქონოდა შვილთან, არ არსებობდა რამე რასაც სოფი ნიკოლოზს არ უყვებოდა. ნიკოლოზმაც ყველაფერი იცოდა, ვინ როდის მოსწონდა, როდის უყვარდა, ვის და რამდენს მოსწონდა. იცოდა ყველა საჭმელი, რომელიც სძულდა, ან უყვარდა. თავისუფალ დროს ყოველთვის დაჰყვებოდა საყიდლებზე და სოფიც მთელი დღე მაღაზიებში დაატარებდა პატარაობიდან. დედის მსგავსად უყვარდა შოპინგი, გაპრანჭვა და ლამაზი ტანსაცმლის ყიდვა, ნიკოლოზი კი ყოველთვის გაოცებული რჩებოდა მისი მაღალი გემოვნებით. მასზე ფიქრებში იმხელა მონატრება იგრძნო უცებ წამოდგა ფეხზე, გარეთ გავიდა და ტელეფონზე გადაურეკა. მალე ბავშვის სახეც გამოჩნდა, რომელიც საწოლზე იწვა მოწყენილი, თან თვალებიც ტირილისგან დასიებოდა. -რა გჭირს მა? - წამსვე წარბები შეკრა მენაბდემ, სოფიმ კი ბალიშში ჩარგო სახე და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა ისევ რომ არ ეტირა. - სოფიო! შემომხედე და მითხარი რა მოხდა! - სხეული დაეჭიმა კაცს, წამსვე მოიცვა ბრაზმა როგორც კი გაიაზრა რომ თავის ქალიშვილს ვიღაცამ იმდენად აწყენინა ტირილამდე მიიყვანა. -არაფერი. - ღრმად ჩაისუნთქა თან ცრემლები შეიმშრალა. -სოფი მა. - ჰაერისგან დაცალა ფილტვები, თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და ნელა სუნთქვას მოჰყვა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. - მითხარი რა მოხდა, ვინ გაწყენინა?! -დედამ. -მომიყვები პატარა? -რომ ჩამოხვალ მერე მოგიყვები. მალე ჩამოდი რა… ხომ მალე ჩამოხვალ? -კი პრინცესა, ხვალ წამოვალ. -შენთან წამიყვან? -სოფი უკვე ვბრაზდები! რა მოხდა მითხარი! -შენთან მინდა მე. არ მინდა დედასთან, სულ მიყვირის, სულ მეჩხუბება და დავიღალე. წეღან უნდა მეჭამა და იმხელაზე მიღრუალა ნუ ჭამ გასივდებიო თეფში ხელიდან გამივარდა. მერე იმაზე მეჩხუბა რომ გავტეხე. - ისევ ტიროდა, ნიკოლოზი კი წარბშეკრული უსმენდა, თან სიგარეტს აბოლებდა. -კარგი, ხვალ ჩანთა ჩაალაგე, ჩემთან წამოხვალ. -რომ არ გამომიშვას? -მამაშენს არ იცნობ პატარა? ყველაფერს მოვაგვარებ გპირდები, ახლა ნუ ტირიხარ კარგი? დაწყნარდი და დააიგნორე, რომ ვეყრები მაგიტომ არის გავრაზებული. -კარგი. -მალე დაიძინე იცოდე, განრიგს ძალიან ვურევთ ბოლო დროს. -კარგი ჰო. -მიდი მა, უნდა წავიდე მე, შენ აღარ იტირო იცოდე. -კარგი, მიყვარხარ. -მეც ძალიან. - გაუღიმა, კოცნა გაუგზავნა და ზარის გათიშვის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. ცოტა ხანს იყო მათთან, ბოლოს ტერასაზე მოსიარულე ქალს მოჰკრა თვალი, გულში გაეცინა, მიხვდა რომ მას ელოდებოდა ამდენ ხანს. წყნარი ნაბიჯებით დაიძრა ტერასისკენ, მოაჯირზე მიყრდნიბილს მუცელზე მოხვია ხელი და ლოყა ლოყაზე მიადო. - სასიამოვნოა შენი გაცნობა პატარა. - სიცილით თქვა, მის შეკვრულ სუნთქვაზე კი უფრო გახალისდა. -მომშორდი! - კაცის მკლავის მოშორება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ მოხერხებულად შეტრიალდა და წამებში მის მკერდზე აკრული აღმოჩნდა. -რა საყვარელი ხარ. - ცხვირის წვერზე ჩამოჰკრა თითი, თან ცისფერ ბრჭყვიალა თვალებში ჩახედა. -რა გინდა? - ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა კაცი. თითქოს არც აინტერესებდა მისი შეხება, მაგრამ დარწმუნებული იყო მენაბდესაც ესმოდა მისი გულის ცემა. სულ გაბრუვდა თმაში რომ შეუცურა ხელი კაცმა და თითები აათამაშა. -არაფერი, რა უნდა მინდოდეს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. - უბრალოდ… შენ მოქმედებებზე ვკაიფობ. - ტუჩები ყურთან მიუტანა, ჩუმად ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა. -მაბნევ და ყველაფერი მაგის ბრალია. - გაუაზრებლად თქვა, ნიკოლოზის ტუჩებს მიაშტერდა, თეთრ კბილებს შირის რომ მოექცია და უცნაურად იღიმოდა. -გინდა? - როგორც კი მისი მზერა შეამჩნია დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, სახე ანასთან ახლოს მისწია და სუნთქვა შეუკრა ქალს. ხმას ვეღარ იღებდა, მაგრამ არც ინძრეოდა, ნიკოლოზის სახე უფრო და უფრო უახლოვდებოდა, ის კი ხესავით გაშეშებული იდგა და აზრზე ვერ მოდიოდა რამის გასაკეთებლად. -ნიკოლოზ. - თითქმის ეხებოდა სასურველი კაცის ტუჩები, მაგრამ თავი დახარა და მენაბდის სახელი ჩახლეჩილი ხმით წარმოსთქვა. - ახლა არ ძვირფასო, სხვა დროს იყოს. - წამში გახალისებულმა ქვევიდან ახედა წარბაწეულს და მხართან მიდებული ხელის გული რამდენჯერმე მიარტყა. - გამატარე ახლა. -მიბრძანდი. - უვებ მოაშორა ხელები, ქალმა კი გაოცებულმა ახედა. ეგონა წინააღმდეგობას გაუწევდა, მისმა საქციელმა კი უფრო მეტად მოანდომა ეკოცნა. - არ მიდიხარ? -მაწვები. - კაცის სხეულსა და მოაჯირს შორის მომწყვდეულმა მხოლოდ ამ სიტყვის თქმა მოახერხა, ნიკოლოზს კი ხმამაღლა გაეცინა. -წადი. - ხელებ გაშლილი უკან გაიწია, ანა კი ისევ მოაჯირს მიყრნობილი იდგა მომღიმარი თვალებით. - კარგი, მე წავალ. - სიცილით შებრუნდა უკან, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ქალის მზერას კი ისევ გრძნობდა. რომ ვეღარ იგრძნო ზურგის წვა მაგ დროს შებრუნდა თავდახრილი ქალისკენ და ზედმეტი ფიქრის, თუ სიტყვის გარეშე მიაკრო ტუჩები ქალის რბილ ბაგეებს. ხელი დუტის ქვეშ წვრილ წელზე მოხვია, სხეულზე აიკრა და ანაც კოცნაში აიყოლა. ქალის წვრილი თითები რომ იგრძნო თმაში გაეღიმა, ზუსტად მაგ დროს მოშორდა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა. - ესეც შობის საჩუქარი პატარა. - ყბის ძვალზე აკოცა, წამით ჩახედა თვალებში, შემდეგ კი უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა. *** მეორე დღეს ოთახიდან გამოსული პატარა შემოდნით სასტუმროს დერეფანს კვეთდა. ლიფტის წინ გაჩერებული წითლად განათებულ ღილაკს უყურებდა, შემდეგ დერეფნის ბოლოდან მომავალი ნავნობი ხმა შემოესმა და წამსვე იქით გაიხედა. დაინახა კიდეც ქალი, რომლის ტუჩების გემო ჯერ კიდევ ჰქოდნა შემორჩენილი ბაგეებზე და მისმა დანახვამ წამით გაჩენილი იმედიც ჩაუხშო. იმედი იმის რომ ისევ მიიღებდა ქალისგან სიამოვნებას. არა მისი სხეულისგან, არამედ მისი სულისგან. წამით ისიც დაუშვა რომ შეიძლებოდა ეს ქალი ყოფილიყო ის ვინც მასში გაბატონებულ სიცარეიელეს დაეუფლებოდა და მისგან სრულიად გაწმენდდა. ახლა კი სუნთქვაშეკრული უყურებდა როგორ ხვევდა ვიღაც კაცს ხელებს, ეკეკლუცებოდა და ბევრს კოცნიდა. კაციც იცინოდა, ბოლოს წელზე შემოისვა და ოთახში ისე შეყვანა აკისკისებული. -შემოდიხართ? - გაღებულ ლიფტში მდგომმა კაცმა გაუფანტა ფიქრები ჯერ ისევ ოთახის კარებს მიშტერებულ მენაბდეს, ისიც უცებ მოეგო გონს და შიგნით შევიდა. სასტუნროდან გავარდნილმა სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი გამოქაჩა და ფილტვებში რამდენიმე წამი გაიჩერა. -ამის დედაც. - მანქანის სახურავს გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა, შემდეგ შიგნით მოთავსდა და იქიდან სწრაფად აორთქლდა. - დედას შევე.ი. სულ გაუფუჭდა ხასიათზი, სულ აერია გონება. კადრებად უტრიალებდა გონებაში ის მომენტები როცა სხვა კაცი იმ ტუჩებს კოცნიდა რომელსაც ეგონა რომ გუშინ დაეპატრონა. გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა, იმდეგაცრუებას გრძნობდა. ვერც წარმოიდგენდა ანა ასეთი თუ იქნებოდა და თავის თავზე უფრო ბრაზობდა ასე რომ გაება. ვერასდროს ატყუებდნენ ქალები, ყოველთვის იციდა და კითხულობდა მათ აზრებს. ეგონა ანას გონებაში შეძვრომაც მოახერხა, მაგრამ შეცდა და ამის მონელება უჭირდა. სახლში ჩასულმა უკვე იცოდა რაც ელოდა, ცალკე რუსა, ცალკე დედამისი, წინასწარ გრძნობდა დაღლილობას, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. სახლის კარზე დააკაკუნა, თან სიგარეტს ეწეოდა და მობუზული ელოდა როდის გაუღებდა ვინმე. ბოლოს სოფიც გამოჩნდა გაღებული კარის მიღმა და ნიკოლოზმაც წამსვე ღიმილი აიკრა სახეზე. -შობას გილოცაავ! - მკლავები კისერზე მოხვია, ნიკოლოზმა კი ჰაერში ააფრიალა და ტუჩები ყელზე მიაწება. -მეც გილოცავ მა. - რამდენჯერმე კიდევ აკოცა, შემდეგ დასვა და სახლში ტანზე მიკრულ სოფისთან ერთად შევიდა. სავარძელში მჯდომი დახვდა რუსა, ღვინით სავსე ჭიქა ლოყაზე მიედო და მენაბდეს ისე ათვალიერებდა. -გილოცავ. - ფეხზე წამოდგა, იქვე დადებული საბუთები მაგიდაზე დაუგდო და ნელი სვლით სამზარეულოსკენ წვიდა. -რუსა. -თავი დამანებე ნიკოლოზ. -მოდი აქ და დაჯექი ორი წუთი! - უფრო მკაცრად თქვა, რუსამ კი ირონიული ღიმილით გამოხედა. -რა გინდა. -სოფი მიმყავს. -როდის მოიყვან? - მშვიდად თქვა, თან ღვინო მოსვა. -ჩემთან მიმყავს საცხოვრებლად. -არა! -დედა გთხოვ. - თვალებ ამღვრეულმა ახედა ქალს ნიკოლოზზე მიკრულმა. -არა! მამაშენი აქეთ-იქით დაეთრევა, ხან ვინ მიჰყავს სახლში ხან ვინ, შენთვის არ ეცლება და… -გეყოფა. - უცებ გააჩუმა რუსა, ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი და იქვე აკოცა. - შენ ითახში ადი და მოვალ ცოტახანში. -მა… -მალე! - რუსაზე მიშტერებულმა ჩაილაპარაკა. როგორც კი თვალს მიეფარა ბავშვი მაჯაში ჩაავლი ხელი ქალს და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. -არსად არ წამოვა! -რეებს ეუბნები ბავშვს გოგო სულ გამოშტერდი?! - კედელზე აყუდებულს თითები ყელზე მოხვია და სახე მის სახესთან ახლოს მისწია გაცეცხლებულმა. -რა ვუთხარი ტყუილი? - ცინიკურად ჩაიცინა, თან მკლავები კისერზე შემოხვია კაცს. გულის რევის შეგრძნება აწუხებდა მენაბდეს, უყურებდა და თავს ძლივს იკავებდა რამე რომ არ დაეშავებინა. სწრაფად მოშორდა, მისგან ორი მეტრის დაშორებით დადგა და ხელები სახეზე ჩამოისვა. -რა გინდა რუსა? რა არ გასვენებს მითხარი! ხომ გავარკვიეთ ის რომ ერთად ვერ ვიქნებით, გავარკვიეთ რომ აღარ ვგრძნობთ იმას რასაც წლების წინ ვგრძნობდით, რატომ იქცევი ასე და რატომ მეჯიბრები! -მე ისევ ვგრძნობ! ისევ მიყვარხარ და არ მინდა რომ წახვიდე! -არ გინდა! დიდი ხანია გაქრა ის რაც იყო. მე ვერ ვგრძნობ შენს სიყვარულს, დიდი ხანია უკვე ვეღარ ვგრძნობ და შენც იცი ეს! უბრალოდ არ გინდა რომ ჩემს ყოფილ ცოლად მოგიხსენიონ. იცი რომ გექნება კარტაზე თანხა და ივლი იქ სადაც მოგესურვება! დროა უკვე შენით შექმნა რამე. ხომ გიყვარს მოდა, ხომ ჩააბარე? ამიტომ ადექი და გააკეთე ისეთი რამ რაც კარტაზე ფულს არ გამოგილევს, მანამდე კი დაგეხმარები, როგორც ჩემი შვილის დედას. გინდა ეს სახლი? შენი იყოს, დაიტოვე მანქანაც და გააგრძელე ცხოვრება ისე როგორც ჩემი წასვლის შემდეგ აგრძელებდი. -შენ არ გესმის. - ცრემლები გადმოსცვივდა ქალს, სახეზე აიფარა ხელის გულები, მერე საერთოდ ატირდა. -რა არ მესმის რუსა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ნელა მიუახლოვდა, ხელები მოაშორებინა სახიდან და თვალებში ჩახედა. -მიჩვეული ვარ შენს ცოლად ყოფნას, ცამეტი წელია უკვე, შენზე ვარ დამოკიდებული და ახლა მგონია რომ ნიადაგი მეცლება. -მადლობა. - სიმწრით გაეცინა, ისევ მოშორდა და დაელოდა როდის განაგრძობდა საუბარს. -რომ გაიგებენ გაგშორდი ჭორაობას დაიწყებენ, ისე აღარ შემომხედავენ როგორც ახლა მიყურებენ და მეც მიტოვებული ქალი ვიქნები! -მაგათ დედას შევე.ი მე! რატომ ხარ ეგეთი შტერი გოგო?! უთხარი რომ გღალატობდი, შენც ვერ აიტანე და გამშორდი, რატომ ართულებ ყველაფერს. გაეცი ყველას თავისი პასუხი, ლაპარაკი კი კარგად შეგიძლია იმხელა ენა გაქვს. -ჯანდაბას, კარგი! წადი! -სოფი ჩემთან იცხოვრებს. -არა. -რუსა მისმინე. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, სახეზე მოკიდა ხელები და მწვანეებში ჩააჩერდა. - ხომ ხედავ რომ თავს ვიკავებ ღრიალისგან, ვცდილობ მშვიდად გელაპარაკო და ნუ გამომიყვან მწყობიდან. ისიც ხომ იცი რომ სოფი ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემთან უფრო კარგად იქნება. როცა მოინდომებ ნახავ. ნუ მიიყვან ამ ყველაფერს სასამართომდე და ნუ მარბენინებ აქეთ-იქით როცა შეგვიძლია მშვიდად მოვგვარდეთ, მითუმეტეს იცი რომ ბავშვს არ დავთმობ. -კარგი. -შესანიშნავია. გიას მივცემ საბუთებს და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. - სწრაფად გააღო კარი, სიფის ოთახში აირბინა, ჩემოდანს ხელი დაავლო და საწოლზე მჯდომიც წამოაყენა. - დანარჩენი მერე წავიღოთ პატარა. -ხომ არ ეჩხუბე? -არა, ვილაპარაკეთ. არ ინერვიულო შენ კარგი? - ლოყაზე აკოცა, შემდეგ კიბეებზე ჩასული გასასვლელისკენ დაიძრა. -ჰო. - ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა რუსას, დამორცხვილმა მოხვია ხელები და თავი მკერდზე მიადო. მერე მალევე მოშორდა, ნიკოლოზს აედევნა უკან, მის გვერდზე დაიკავა ადგილი და როგორც კი ღვედი შეიკრა მენაბდემაც მანქანა დაძრა. - მეც მივდივარ ბაკურიანში. -როდის? - მომღიმარმა გადახედა შვილს. -29 იანვარს, კონცერტვი გვექნება პარასკევს და შაბათს, კვირას ღამე ჩამოვალთ. ორშაბათს კრებაა და ხომ წამოხვალ? -აბა რას ვიზამ, როდის არ მოვსულვარ? -აუუ მერე ახალი შარვალი მაქვს საყიდელი, ძველი დამიპატარავდა. -შაბათს წავიდეთ და ვიყიდოთ. -მართლა? -ჰო აბა, შაბათ-კვირა ხომ შენია. -კარგი. - გახარებულმა ლოყაზე აკოცა სწრაფად. მალე მივიდნენ სახლში და როგორც კი შევიდნენ მაშინვე ყველას ყურადღება მიიქციეს. -შობას გილოცავთ! - მომღიმარმა წამოიძახა სოფიმ, ჯერ ეთოს მოეხვია, შემდეგ იქვე მჯდომ უფროს მენაბდეს. ნიკოლოზი ჯერ დას გადაეხვია, სიძესაც მიულოცა და პატარა დის შვილი ხელში ფრთხილად აიყვანა. -რუსა სად არის. - მალევე დასვევს კითხვა რომელსაც შემოსვლის წამიდან ელოდა მენაბდე. ოთხი თვის დის შვილს ნაზად აკოცა ყელში, შემდეგ დედას ახედა. -რუსას ვეყრები, დავშორდით და დიდი ალბათობით დღეს თავის მშობლებთან წავა. -რას ამბობ. - წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა დიტომ. -მამა ძალიან გთხოვ ზედმეტი კითხვების და წიოკის გარეშე. ჩემი ქორწინება ჩემი და რუსას საქმეა, თუ მოგვინდება გავშორდებით, თუ მოგვინდება შევრიგდებით. თავიდანვე შეთანხმებულები ვიყავით რომ ჩემი და ჩემი ცოლის პირადში არ ჩაერეოდით. ისედაც იცით რომ დიდი ხანია სხვაგან ვცხოვრობ და რამე პრობლემაა? -დაწყნარდი, რომ არ გაშორდით გვეგონა შერიგდებოდით. - ხელი დაადო მხარზე ელენემ, ნიკოლოზმაც მტევანზე აკოცა. -არაფერიც არ მეგონა. არ არსებობს კაცი ერთი წლით წავიდეს და ერთი წლის შემდეგ ისევ ყოფილ ცოლს მიუბრუნდეს. წავიდა? მორჩა. მისაბრუნებელიც აღარ არის. ეგ იმის გაჩალიჩებულია, მიკვირს როგორ დაითანხმე გაყრაზე. - ხელი აიქნია ეთომ. -დედა, როცა ჩემი შვილია აქ ეცადე თავი შეიკავო… რა უნდათ ძია ამათ? დამღალეს ტო. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ შუბლზე აკოცა და იმასაც გაეცინა. - რა კარგი ხარ პატარა. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ელენე კი გაღიმებული უყურებდა. - რომ ვიშვილო გამატანს სიძე? - სავარძელში მჯდომს დახედა თვალებ მოჭუტულმა. -მაგას ვერ, ის წაიყვანე თუ გინდა. - შვიდი წლის შვილზე ანიშნა, აქეთ-იქით მოუსვენრად რომ დარბოდა, ხან რას წამოსდებდა ხელს ხან რას. -ეგ არ მინდა. -მაშინ ორივე ჩემთან რჩება. - უდარდელად აიჩეჩა მხრები. -ესეიგი ჩემს სახლში ვეღარ ვნახავ იმ ქალს. - ყოფილი რძლით მეტად უკმაყოფილო ეთომ თვალებში ჩახედა შვილს, ნიკოლოზიც თვალების ტრიალით დაეთანხმა, თან უკვირდა ასე წყნარად რომ შეხვდა ამ ამბავს. -დედა ეთო, მე მგონია გიყვარვარ და ოცნებებს ნუ დამიმსხვრევ. - სიცილით მოხვია ხელი ცოლს, გვერდზე მიისვა, თან სიდედრს გახედა. -მასხარა ხარ. - თავი გააქნია სიცილით, ფეხზე წამოდგა, სამზარეულოდან თავის გაკეთებული ნამხვარი და თეფშები გამოიტანა, შუშის მაგიდაზე დაალაგა, სიძეს და ქმარს კი ყავა მიართვა. -შენ მაგაზე არ ინერვიულო ოთო, ჩემზე მეტად მგონი შენ უყვარხარ. - თვალი ჩაუკრა სიძეს, დედისგან კი პირდაპირ სახეში ნასროლი ბალიშიც მიიღო. მალე ირაკლიც შეუერთდათ თავის ცოლთან ერთად, რამდენიმე ნათესავიც მივიდა და ბოლოს მაგიდასაც შემოუსხდნენ. მხიარულად გაატარეს შობის დღე. ყველა ერთობოდა, იცინოდა და ბედნიერად გრძნობდა თავს. -მამი. - უკნიდან ყელზე მოხვია ხელები სოფიმ, თავი მხარზე დაადო სკამზე მჯომს და კისერზე აკოცა. -გეძინება პატარა? - თმაზე გადაუსვა ხელი, თან შუბლზე აკოცა. -ჰო. -დავიძინოთ? -ჰო რა, დავიღალე. -წადით, ყველფერი ამალაგებინა ჩემმა გოგომ და დაიძინეთ ახლა. - ხილის ასორტი მაგიდის შუაგულში მოათავსა, შემდეგ შვილიშვილს აკოცა თავზე, ნიკოლოზსაც მიაკრო ტუჩები ლოყაზე და ისევ სამზარეულოსკენ წავიდა. -ღამემშვიდობის. - ფეხზე წამოდგა მენაბდე, ყველას დაემშვიდობა, შემდეგ ხელი ჩაკიდა სოფის და საძინებლისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა. ოთახში შესულმა სწრაფად გაიხადა ტანზე, ოთახში დატოვებული სპორტული ჩაიცვა, სოფის თავის მაიკა მისცა და საწოლში შეწვა. უყურებდა როგორ იცვამდა თხელ სხეულზე მაისურს ზურგით მდგომი, ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, თან ყველა მის მოქმედებას თვალყურს ადევნებდა. - გავიზარდეთ და გვრხვენია მამიკოსი? - საბანი გადასწია და ლოყებ შეფარკლულს თავით საწოლზე ანიშნა. -ოო კარგი რა. - მამის გაშლილ მკლავზე დადო თავი, ხელი მუცელზე მოხვია და თვალები დახუჭა. -ჩემი პრინცესა, რით ვერ გადაეჩვიე ჩემთან ძილს ტო. - თმაზე მიეფერა, მერე ლოყაზე აკოცა, ხელები მოხვია და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -შენთან ძილი მიყვარს, სულ თბილი ხარ. - საყვარლად ამოიკრუტუნა, ნიკოლოზს კი მთლიან სხეულში სითბო ედებოდა. ბოლოს კი ორივეს ჩაეძინა. *** გიგა ყიფშიძის დაბადების დღე იყო 14-ში, ძველ ახალ წელსაც აღნიშნავდნენ დაბადების დღესთან ერთად და ყიფშიძის რესტორანიც გადატენილი იყო ხალხით. სკამზე მჯდომი მენაბდე მოცეკვავე ხალხს უყურებდა, თან სასმელს აგემოვნებდა. მოულოდნელად თვალში მოხვდა ნაცნობი ქალის სხეული, თვალები მოჭუტა უკეთ დასანახად. ტანს ნელა, გამომწვევად არხევდა, თოთქოს ძალით აკეთებდა მენაბდეს რომ შეემჩნია, მაგრამ თვალ დახუჭული სრულიად იყო ამ სამყაროს მოწყვეტილი და ნიკოლოზმაც ფიქრები გაიფანტა. წვრილი ფეხებიდან თვალი ააყოლა, ტანზე მომდგარ კაბაში გამოკვეთილ საჯდომს დააკვირდა, შემდეგ წვრილს წელს აუყვა და ღრმა დეკოლტიდან მომზირალი მკერდი ნერწყვის ყლაპვით შეათვალიერა. თავიდან იფიქრა მისულიყო, მაგრამ სასტუმროში მომხდარი გაახსენდა და წამსვე ყბები დაეჭიმა. სუნთქვა გაუხშირდა, იქ საერთოდ ვეღარ გაჩერდა და ფეხზე წამომხტარი აივნისკენ დაიძრა. სიგარეტს ეწეოდა, ჰაერს ღრმად ისუნთქავდა და ვერ ხვდებოდა ასე რა აბრაზებდა. ის ხომ ქალი იყო, უბრალოდ ლამაზი ქალი, რომელსაც შესანიშნავი სხეული და გემრიელი ტუჩები ჰქონდა. -ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები, ტუჩებზე ცერი ძლიერად გადაიტარა, თითქოს მის კვალს გააქრობდა. როცა ივიწყებდა ზუსტად მაშინ ჩნდებოდა და უკვე ნერვები ეშლებოდა მენაბდეს. -და აი ჩვენც ისევ შევხვდით. - გვერდიდან შემოესმა ქალის წკრიალა ხმა, სწრაფად შებრუნდა და მის მომღიმარ სახეზე ყბები დაეჭიმა. -და? - ცინიკურად ჩაიცინა, ქალმა კი მაშინვე წარბები შეკრა. -და? - გაკვირვებულმა ასწია წარბები, ნიკოლოზს კი ისევ გაეცინა. -მისმინე პატარა, მაგრად მეზარება შენთან ფლირტი, სექ.სი გინდა? ახლავე წავიდეთ, თუ არადა გასართობად მონახავ ვინმეს. - როგორც კი სიტყვა დაამთავრა მაშინვე გაშლილი ხელი მოხვდა მარცხენა ლოყაში. ბრაზით სავსე ნიკოლოზმა ცისფერებში ჩახედა და დაინახა კიდეც მისი აელვებული თვალები. -შენ მე ვინ გგონივარ?! რადგან კოცნის უფლება მოგეცი საწოლში ჩაგიგორდები?! თუ ყველას ასე კერავ? -რას ამბობ ჯერ არავის ჩაგორებიხარ. - უნებურად დასცდა ტუჩებს სიტყვები, ისე მოეწონა მისი გაბრაზება უფრო აზარტში შევიდა. -წადი შენიც, ამაზრზენი ხარ. -უი, ანგელოზმა კუდი გამოაჩინა. -რა გინდა? საიდან რა აზრები გებადება?! თუ არ გაინტერესებ უბრალოდ გაიარე, რა საჭიროა ეს ღვარძლის ამოფრქვევა? -ჰო მერე რა, ერთი კაცით მეტი გეყოლება თუ ნაკლები შენთვის რა მნიშვნელობა აქვს. -შეურაწყოფას ნუ მაყენებ როცა ჩემზე არაფერი იცი და ნუ მაკარგვინებ შენზე წარმოდგენას, თუ ეს არ გინდა რა თქმა უნდა. -ცოტა მკი.დია რას იფიქრებ ჩემზე. - თვალებში ჩააშტერდა, შემდეგ კი მის ყურთან დაიხარა და ჩუმად ჩასჩურჩულა. - ადამიანებს ნუ შეუქმნი შენზე ისეთ წარმოდგენას, რაც არ ხარ. ჯობია პირდაპირ დაანახო საკუთარი თავი. -არც კი იცი რას ამბობ და ადრე თუ გვიან ინანებ შენს სიტყვებს. - ამღვრეული ცისფერები შეანათა, შენდეგ კი იქაურობა დატოვა ხასიათ გაფუჭებულმა. -ამის დედას შევე.ი. - თავზე გადაისვა ხელი, სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და კვამლი დიდი რაოდენობით ჩაუშვა პილტვებში. ეზიზღებოდა ასეთი ქცევა, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა იმდენად ჰქონდა ნერვები მოშლილი ქალზე. რამენიმე წამი ისევ იმედგაცრუებას და ბრაზს გრძნობდა, შემდეგ დამშვიდდა, ისევ ყველაფერი გაქრა, ისევ ვერაფერი იგრძნო და სიცარიელით შეპყრობილი იქიდან საერთოდ წავიდა. ...................... მოგესალმებით ყველას ვინც მელოდით! ბოდიში დაგვიანებისთვის, რაღაც ძალიან მოვუხშირე. ნუ სხვა სათქმელი მგონი არც არაფერი მაქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.