შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექანიკურად!(2 თავი)


17-02-2020, 21:02
ავტორი nia_93
ნანახია 2 233

-გაფიცებ,რანაირად მოახერხე?-შეწუხებული ეკითხებოდა კატო და თან მალამოს ეძებდა კარადაში-აჰა,ეს წაისვი და იმდენად აღარ აგეწვება-იპოვა რასაც ეძება

-შენი ძმა შემოვიდა და ხმამაღლა დაიძახა,უცებ ისე შემეშინდა,თავი ვერ შევიკავე და გამივარდა-უხასიათოდ აუხსნა.კატომ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და კიდევ ერთხელ გადაუსვა მალამო

-მორჩა,სიწითლეც არ დაგეტყობა მალე-კრემს თავზე დააფარა და მაგიდაზე დადო

-წავალ რა მე, ხასიათი უარესად გამიფუჭდა

-აუ კარგი რა,მეგონა დღეს ჩემთან დარჩებოდი

-ხო,რავიცი.არ მინდა უჟმური სახით ვიჯდე-მხრები აიჩეჩა

-არაფერიც, მალამო წაგისვი,ახლა არ აგეწვება და მოდი ისევ ხასიათზე- იმდენი ქნა,მაინც დატოვა თათა თავისთან.სტუმრებთან დაბრუნდნენ და მხიარულ საზოგადოებას შეუერთდნენ.

ქეიფს მორჩნენ და სტუმრებმა დაშლა დაიწყეს.

-აუ რა აალაგებს ახლა ამებს-როგორც ყოველთვის დაიწუწუნა კატომ,როცა ბოლო სტუმარიც გააცილა

-მოგეხმარები და ნუ წუწუნებ-გაუცინა თათამ.

-ჰა,გინდა მოგეხმარო კატო?-მისაღებში ლევანიც შემოვიდა,ალექსი უკვე საძინებელში იყო და სავარაუდოდ ეგრევე დაეძინა

-როდის იყო მაგიდას ალაგებდი?-თვალები გაუფართოვდა კატოს

-კარგი,რახან არ გინდა,წავედი მეც და დავიძინე. 2 გოგოც მშვენივრად გაართმევთ თავს-მხრები აიჩეჩა და საძინებლისკენ წავიდა.

-რა ცინიკოსია ღმერთო-ჩაილაპარაკა თათამ

-გეთანხმები.გვეღადავა თავისი ჭკუით,იცოდა მაინც არაფერს რომ არ იზამდა-გაეცინა კატოს
გოგოები დიდხანს მოუნდნენ სახლის ბოლომდე დალაგებას.მერე დაღლილები საძინებელში წავიდნენ

-ზურგი ჩემი აღარ არის-წელზე ხელები მიიდო და უკან გადაიზნიქა

-ხო,მეც დავიღალე-დაღლილმა უპასუხა თათამ და ლოგინზე გაწვა.ერთხანს უხმოდ იწვა და თვალები ჭერისთვის ჰქონდა გაშტერებული

-კატო-დაიწყო ცოტა ხნის დუმილის შემდეგ

-გისმენ-უპასუხა და ღამისპერანგჩაცმული ისიც გვერდით მიუწვა თათას

-შენი ძმა რატომ ვერ მიტანს?-პირველად დაუსვა ცხოვრებაში ეს კითხვა კატოს

-კაი,საიდან მოიტანე რომ ვერ გიტანს-სხვათაშორის უპასუხა

-შენც ხომ იცი რომ ასეა?-დამწუხრებულმა უთხრა

-არა,ასე არ არის,ლევანი ცოტა უჟმურია და თავისებური ხასიათები აქვს,შენც გეუხეშება ხშირად,მაგრამ არ ძულხარ,ეს ზუსტად შემიძლია გითხრა. მას არავინ სძულს!-დარწმუნებით თქვა

-არ ვიცი,ჩემს მიმართ აშკარად აგრესიულია,სულ მკბენს ხოლმე თავისი რეპლიკებით,არასდროს არაფერი მოსწონს რაც არ უნდა გავაკეთო და ვთქვა

-თუ გინდა დაველაპარაკები და ვკითხავ-მხრები აიჩეჩა

-არა,არა, გაგიჟდი? არ მინდა-იუარა თათამ-უბრალოდ შენ რას ფიქრობდი ამასთან დაკავშირებით ის მაინტერესებდა,მასთან არც კი იფიქრო რომ ეს განიხილო რა,გთხოვ

-კარგი,არ ვკითხავ არაფერს რახან არ გინდა-ამოილაპარაკა ნახევრად მძინარემ. მერე მარტივად დაეხუჭა თვალები და მიეძინა.

მიუხედავად იმისა,რომ 4 იყო დაწყებული,როცა დაიძინეს, თათამ თვალები მაინც 8 საათზე ჭყიტა. არადროს უყვარდა ზედმეტი ძილი,რაც არ უნდა გვიან დაეძინა,მაინც სულ ადრე იღვიძებდა. არც ეს დილა იყო გამონაკლისი. ცოტა ხანი ისე იწვა,სოციალურ ქსელში სიახლეებს ეცნობოდა.მალევე მობეზრდა და ადგომა გადაწყვიტა.იცოდა კატოს ამბავი,მინიმუმ 12 საათამდე თავს ვერ ასწევდა.

ტანსაცმელი ჩაიცვა და სააბაზანოში გავიდა.თავი მოიწესრიგა და სამზარეულოს მიაშურა,რადგან ყავა რომ არ დაელია,მერე თავის ტკივილი შეაწუხებდა.
სამზარეულოში ლევანი დახვდა.ისიც ყავას იმზადებდა.

-დილამშვიდობის-მიესალმა თათა

-დილამშვიდობის-მშრალად მიესალმა-დალევ?-ყავაზე მიანიშნა,რადგან თათა უხერხულად იდგა,ვერც გასვლა მოახერხა და სამზარეულოშიც არ იყო კომფორტულად,ლევანის გვერდით

-იყოს,მე თვითონ გავიმზადებ-კარადისკენ წავიდა და ჭიქა გამოიღო.ლევანმა მხრები აიჩეჩა და მაგიდას მიუჯდა. ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა,მაგრამ წამიერად თათსკენ გაექცა თვალი,რომელიც უკვე მესამე კოვზ შაქარს აყრიდა ყავას

-მასე დიაბეტს დაიმართებ-სხვათაშორის უთხრა და ისევ ტელეფონში განაგრძო ყურება

-რა ვქნა,ტკბილი ყავა მიყვარს-მოკლედ მოუჭრა

-ნამდვილი ყავის გემო თუ გინდა გაიგო,უშაქროდ უნდა დალიო-ისევ გააგრძელა ლევანმა

-მე ასეც მაკმაყოფილებს

-არ ყოფილხარ ნამდვილი მოყვარული

-კარგი,არ ვარ-გაეცინა თათას და მოკლედ დაეთანხმა,რადგან არ სურდა ამ თემაზეც ეკამათათ. ცოტა ხანი ორივე ჩუმად სვამდა ყავას და წესის გამო იტანდნენ ერთმანეთს,რადგან უკულტურობა იყო რომელიმეს სამზარეულოში მარტო დატოვება,როცა მხოლოდ იმ ორს ეღვიძა.ლევანი ისევ ტელეფონში იყო ჩამძვრალი,თათამ რომ თვალი მას გაუშტერა...

ძალიან სიმპათიური იყო ლევანი. მაღალი,წაბლისფერთმიანი,ამავე ფერის თვალებით.სწორი ცხვირი და საშუალო სისქის ტუჩებით.ყველაზე მეტად კი ,მისი თითები მოსწონდა,გრძელი და თხელი.
ზოგადად, მოსწონდა თათას ლევანი.ზუსტად ისეთი ტიპის მამაკაცი იყო,მის გემოვნებაში რომ ჯდებოდა- სიმპათიური,განათლებული,უკვე დაღვინებული-ცოტა მკაცრი და ამასთანავე იუმორის გრძნობის მქონე. სწორედ ასეთი იყო ლევანი,ყველასთან, გარდა თათასი.რამდენჯერ დასწყდომია გული,მაკუნას ისე თბილად მოიკითხავდა ხოლმე,რომ ლამის იქვე აღრიალებულიყო,როცა მას ცივად უბრალოდ მიესალმებოდა,რომელ მოკითხვაზეა საუბარი.თათა კი ამ ყველაფერს გულის სიღრმეში ძალიან განიცდიდა,რადგან ვერ ხვდებოდა რა იყო მისი ასეთი აგრესიის მიზეზი მის მიმართ, მას ხომ არანაირი საბაბი არ მიუცია,რომ ასე მოქცეოდა,პირიქით,ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად მორიდებულიც კი იყო ლევანთან მიმართებით.ასე რომ არ ყოფილიყო,აუცილებლად გააბამდა მასთან ფლირტს და რაიმე შანსისთვის იმოქმედებდა კიდეც,მაგრამ არ სურდა კიდევ უფრო გაეღიზიანებინაა და გულში იმარხავდა მის მიმართ გაჩენილ სიმპათიებს.

-ლევან,შეყვარებულს რატომ დაშორდი?-უეცრად,სიჩუმე თათას მოულოდნელმა შეკითხვამ დაარღვია და ლევანის გაფართოებულ თვალებს რომ შეხედა,მიხვდა რომ ძალიან მიქარა. ან რა შუაში იყო ახლა ეს შეკითხვა? დასვა თუ არა ეგრევე ინანა,მაგრამ უკვე გვიანი იყო,რადგან კითხვამ გაიჟღერა და ლევანმაც ძალიან კარგად გაიგო.თათას ჩვევად ჰქონდა,ხანდახან ისეთ დროს ისეთ კითხვას დასვამდა,თვითონაც არ სჯეროდა რომ ეს იკითხა

-რა შეკითხვაა??-გაოცებულმა, აგრესიულად დაუბრუნა კითხვა და თათას ეგონა ახლა ჭიქა არ მესროლოს გაბრაზებულმაო

-მაპატიე,რა ჩემი საქმეა,ან საერთოდ საიდან მომაგონდა ეს ამ დილით-თავი იმართლა და სასწრაფოდ წამოდგა,ჭიქის ნიჟარაში ჩასადებად. თავის თავს წყევლიდა ამ კითხვის დასმისთვის

-მართალი ხარ,შენი საქმე არ არის და შენი გრძელი ცხვირი იქ არ უნდა ჩაყო,სადაც არაფერი გესაქმება-აგრესიული ტონი არ შეუცვლია.თათას,მიუხედავად იმისა,იცოდა რაც ,,მიქარა’’,მაინც ეწყინა მისი ეს სიტყვები

-ბოდიში ხომ მოგიხადე,რა საჭიროა ამხელა აგრესია?-ვერ მოითმინა- შეგეძლო საერთოდ არაფერი გეპასუხადა ისე დაგეტოვებინე. მეც არ ვიცი ეს რატომ გკითხე-ცოტაც და ხმა გაუტყდებოდა

-მომავალში გეცოდინება სად რა უნდა იკითხო-უთხრა და ჭიქა ნიჟარაში ჩადო.

-იცი რა,სულ არ მიკვირს რომ დაგშორდა-უეცრად,თათას ენამ დაასწრო გონებას და ისევ შეუფერებელ დროს,შეუფერებელი რამე თქვა-ალბათ ვერ გაუძლო შენს ჯმუხ ხასიათს და მარტივად დაგადო-არც ახლა უფიქრია გაჩერება.ლევანს ლამის თვალები გადმოსცვივდა, ეს გაიგო თუ არა ეგრევე მაჯაში ხელი სტაცა მის გვერდით მდგარ თათას და ისე ძლიერად მოუჭირა,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა

-მეორეჯერ რომ ჩემს შეყვარებულზე რამე მკითხო ან შენი შტერული ვარაუდი გამოთქვა,იცოდე ისეთ რამეს ჩავიდენ,რაც არ მეკადრება და გაფრთხილებ,არაფერი გამომტყუო-ზიზღით მიახალა, ხელი გაბრაზებულმა გაუშვა და სასწრაფოდ დატოვა მარტო.

თათა კი უზომოდ ნანობდა თავის ნათქვამ სიტყვებს,მაგრამ უკვე ნათქვამს ვერაფერს შველოდა. ლევანის სიტყვებზე გული იმაზე მეტად დასწყდა,ვიდრე წარმოედგინა.მერე კი თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა,რომელიც უხეშად მოიშორა,შემდეგ ინსტიქტურად ნიჟარას მიუბრუნდა და მისი და ლევანის ყავის ჭიქები გარეცხა.

იმედია მოგწონთ:)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მომეწონა აბა ისე როგორ, რა კარგი გოგო ხარ ახალი თავი ასე მალე რომ დადე, ლევანი მართლაც ძალიან უხეშოა თათასთან. თათაც კი კოხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა მაგრამ ლევანი მართლა
არასწორად იქცევა, მოკლედ ჩამითრია ამ ისტორიამ უკვე ... ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

მომწონს სიუჟეტი და პერსონაჟები, მაგრამ არ მომწონს 3 წუთში რომ ვკითხულობ. იქნებ გაზარდო??

 


№3  offline წევრი დარინა

მე მომწონს ლევანის და თათას წყვილი, უკვე ვგულშემატკივრობ კიდევაც, მინდა რომ გააგიჟოს ლევანი და თავის უხეშობები ძმრად ამოადინოს, ისე საინტერესოა ასე უხეშად რატომ ექცევაა? შემეცოდა როცა მოგწონს მაგრამ ის არ გიმჩნევ და ამავე დროს უხეშად გექცევა და თან გულს გტკენს საშინელებაა. მე უკვე შემდეგ ველოდებიი.

 


№4 სტუმარი ტუტა

ვაიმე თათა და ლევანი მომწონს ....ვგულშემატკივრობ <3 აუ როგორ გამიხარდი<3 როგორ გამაბედნიერე

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ძალიან მაგრამ არ მომწონს აგრესია ლევანს რომ აქვს თათია მიმართ,ასე როგორ შეიძლება გოგოს ექცეოდეს

 


№6  offline წევრი sofo_sofia13

რატომმმგონია რომ ეს ორი ერთად იქნებიან ბოლოს?

 


მომწონს ლევანის და თათას წყვილი, მაგრამ კატოს რატო მიჩაგრავ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent