მე შენ და ცხოვრება (თავი 6)
სახლში რომ მივედით,დათამ ნია გააცილა, აკომ თაკო და ზუკა ჩემთან დარჩა.. -აბა ლომიძე როგორ ხარ? -კარგად მირა.-ყავას არ შემომთავაზებ? -ვისკსაც თუ გინდა. ცალი თვალი მოვჭუტე და ისე გავხედე ლომიძეს. -არ ვიტყოდი უარს. -რაღაც უხერხულად ხარ თუ მეჩვენება? -ხოო?!რავი ცოტა დაძაბული ვარ,დიდიხანია არ მინახიხარ და... -მერედა რატომ ლომიძე? თან ვსაუბრობდი და თან ჭიქები და ვისკი მიმქონდა მაგიდასთან,სავარძელზე ჩამოვჯექი და თვალებში შევხედე. -ბოლო ნახვის შემდეგ მეგონა, რომ ჩემი ნახვა აღარ მოგინდებოდა.. -მაშ დღეს რატომ დამირეკე? -მომენატრე და მაგიტომ. -მეც მომენატრე ლომიძე,მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რასაც გრძნობ ჩემს მიმართ.-შენ კარგი მეგობარი ხარ, ვერ მოგიშვებ გულმადე იმ მხრივ,რა მხრივათაც შენ გიყვარვარ,მაგრამ მე არ მსურს შენი დაკარგვა.. -ვიცი მირა.-მაპატიე,უბრალოდ რომ არ მეთქვა აღარ შემეძლო.-ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი ყველაფერში,თუ ოდემსე დაგჭირდე იცოდე,რომ ერთი საყრდენი გყავს ჩემი ჩათვლით,ყოველთვის და ყველანაირ სიტუაციაში... -ვიცი ზუკა.-მაგრამ, შენ არ მინდა დაიტანჯო ჩემთან ასე ახლოს ყოფნით ,მე მეგობრობაზე მეტის მოცემას ვერასდროს შევძლებ შენთვის.-არც ის მინდა ჩემს გვერდით იყო,ყოველდღე მხედავდე და ჩემში მხოლოდ ქალს ხედავდე ჩემი სახით და არა მეგობარს. -გასაგებია მირა ყველაფერი.-არ ვიქნები შენთან იმ სიხშირით რაც მანამდე ვიყავი, მაგრამ სულ ნუ დამაკარგვინებ შენს თავს... -არც მე მინდა შენი დაკარგვა ზუკა, ამიტომ როცა მოგენატრები, ჩემი სახლის კარი იცი,ნომერი ისევ ის მაქვს და ზოგადად,ჩემი მოძებნა არ გაგიჭირდება ხომ იცი? -ვიცი მირა.-კარგი! შენ გაგიმარჯოს მირა. -გამიმარჯოს ზუკა.. -რახდება შენს ცხოვრებაში ახალი და კარგი მითხარი? -ახლა ამას, როგორც მეგობარი ისე მეკითხები, თუ როგორც ჩემზე შეყვარებული მამაკაცი? -მეგობარი. -არაფერი ისეთი. -ესეიგი რაღაცა ხდება. ლომიძემ ტუჩის კუთხე ჩატეხა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ნაკანს.. -არ მინდა ამ თემაზე საუბარი ზუკა.. -ესეიგი კაცის თემაა? -რაღაც მაგდაგვარი. მირამ უთხრა და კარებზე ზარიც გაისმა.. -ვინმეს ელოდები? -არავის!- ალბათ რომელიმეა ჩემი სამეგობროდან.-იყავი გავაღებ და მოვალ.. მირა კართან მივიდა, არც გაუხედია ისე გააღო კარი და ზღურბლზე ყიფიანი რომ დაინახა ცოტა არ იყოს გაუკვიდრა.. -შეენ?! -რაიყო მოჩვენება დაინახეე? ყიფიანმა უკან მიიხედა, მირას ისეთი სახე ქონდა. -რახდება ყიფიანო? ბრაზი მოერია მირას.. -მირა ვინ არის? მისაღებიდან გამოიხედა ზუკამ... ყიფიანს ლომიძის დანახვაზე ყბები დაეჭიმა.. -სტუმარი გვყოლია. ირონიულად თქვა ბათამ და სახლში ისე შევიდა,ვითომ იქ მცხოვრები ყოფილიყო.. -ბათა რას აკეთებ? მირამ კარი მიხურა და უკან მიყვა ყიფიანს.. -რას ვაკეთებ? გაიოცა ბათამ. -აქ რას აკეთებ? -შენთან მოვედი.-არ გამაცნობ ამ ყმაწვილს? -ზუკა ვარ ლომიძე. -ჰმ ესეიგი ზუკა ლომიძე. თითი ტუჩთან მიიტანა ბათამ და ჩაფიქრების იმიტაცია გააკეთა, თვალი მოჭუტა და ისე გახედა კარებში დაყუდებულ ლომიძეს და ნაკანს... -მერედა ვინ ხარ შენ ზუკა ლომიძე? -კონკრეტულად რა გაინტერესებს?არც ზუკამ დააკლო.. -აი აქ რას აკეთებ და ვინ ხარ?-პირველად გხედავ მირას გვერდით. -სხვათაშორის მეც პირველად გხედავ და შენ ვინ ხარ? -მოდი მირას ვკითხოთ.-ვინ ვარ მირა? -საკმარისია.-ბათა მთვრალი ხარ და სისულელეებს ლაპარაკობ.-და საერთოდ რა დღეში ხარ?ან აქ რას აკეთებ ამ დროს და ჩემს სახლში მყოფს რა დაკითხვებს უწყობ?-ზედმეტი ხომ არ მოგდის ყიფიანო? მწყობილებიდან გამოვიდა მირა.. -ესეიგი მე მომდის ზედმეტი? -კი შენ. ბათას გულში რაღაც ჩაწყდა.ნეტავ რას ელოდა?მოვიდოდა მირასთან და ყველაფერი თავის ნებაზე იქნებოდა?ნურას უკაცრავად. -ვინ არის ზუკა ლომიძე? ბათამ ჯიქურ გაუმეორა კითხვა. -კაცი რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ. ზუკას თვალები გაუფართოვდა. მირამ ვერ მიხვდა რატომ თქვა ეს ყველაფერი.. აი ბათა კი ამ ქვეყანაზე აღარ იყო,ყურში ზარივით ჩაესმოდა,კაცი რომელიც მიყვარს,მიყვარს, მიყვარს, იმეორებდა და არ ჩერდებოდა.. -ჰმ გიყვარს? კბილებს შორის გამოცრა ყიფიანმა.მირას მიუახლოვდა და ყურთან ახლოს, ძლივს გასაგონად უთხრა. -საშინელი ქალი ხარ მირა. -რახდება აქ გამაგებინებთ რომელიმე? მირას სიტყვებით შეგულიანებულმა ლომიძემ იკითხა.. -არაფერი ძმაო! ხელი დაკრა მხარზეე. -ნუ გეშინია სხვის ქალებს არ ვეტანები, არც ეგეთი არამზადა ვარ... სიტყვებს ზუკას ეუბნებოდა მაგრამ, მირას თვალს არ აშორებდა. მირამ ხმა ვერ ამოიღო, ენა გადაყლაპა,სხვის ქალებს არ ვეტანები,მასაც ზარივით ჩაესმა ეს სიტყვები ყურში და გახევებული იდგა ერთ ადგილას.. -ღამე მშვიდობისა გვრიტებო. ირონიულად გაიცინა ყიფიანმა და სახლი ისე დატოვა, მხოლოდ კარის ხმამ მოიყვანა აზრზე მირა... -მირა ვინ არის ეს ბათა? -ყიფიანი. თვალებ გაშეშებულმა უთხრა,ისე რომ არც შეტოკებულა. -ეგ გავიგე!-მაგრამ შენთვის ვინ არის? -არავინ ზუკა,არავინ! -მაგ არავინის გამო დაიბრალე ჩემი სიყვარული?-ან მაგ არავინის გამო ხარ გახევებული?მაგ არავინის გამო გაქვს თვალებში ცრემლები?-ვერ გცნობ მირა.-შენ რა ტირი? -არ ვტირი ლომიძე. -გიყვარს! წამოიყვირა ლომიძემ ,ისე თითქოს რაღაც მაგარი აღმოაჩინა. ზარივით გაისმა ლომიძის ხმა. -რაა?! -გიყვარს!- აი ის ბათა გიყვარს. -აღარ გააგრძელო გთხოვ.-გემუდარები. -რატომ იტანჯები მირა?-არც ის უნდა იყოს გულგრილი შენს მიმართ..-ერთი სული ქონდა როდის გამგლეჯადა შუაზე. -ტყუილია.-უბრალოდ თამაშობს.-მეთამაშება. დარწმუნებით თქვა მირამ.. -დათა არ მეყოფოდა,ახლა ეს გიჟი ყიფიანიც დამემატა ტო.-ვინაა ვაფშე საიდან მოვიდა?-ან როდის მოასწარი შეყვარება? -ლომიძე მოკეტავ? -მოვკეტავ მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებთ.-წავალ ახლა, დაიძინე შენც და ხვალ შევხვდეთ სადმე.. -კარგი ზუკა.-მაპატიე. -საპატიებელი არაფერია.. ჩაეხუტა და სახლის კარიც გაიხურა.. მირა ზლაზვნით შევიდა საძინებელში და საწოლზე დაემხო, ვერ გაერკვია რა უნდოდა, ვერ ხსნიდა იმ გრძნობას,რასაც ბათას მიმართ განიცდიდა.გიყვარს!გაახსენდა ლომიძის სიტყვა.. -ნუთუ მართლა მიყვარს?რასაც მე მის მიმართ ვგრძნობ,ამას თუ სიყვარული ქვია მაშინ მიყვარს და მაგრად დაგენძრა ნაკანო!თავის თავს უთხრა და გადაიხარხარა ისე,რომ შეეშინდა კიდეც თავის საქციელის.. ნაკანის სახლიდან წასული ბათა გაგიჟებული იყო,მანქანასთან მივიდა და საბურავს ფეხი დაუშინა,დედას შე*ეცი ახია შენზე ყიფიანო,ისე ეტაკე გოგოს არც გიკითხავს, რომ ვინმე ყავდა. ყიფიანიც თავის თავს ეჩხუბებოდა.. არ იყო ბათა ის კაცი,ვინმეს შუაში ჩადგომოდა და ვინმესთვის ქალი აეხია.არც მირა იყო ის ქალი ვინმეს მის თავს რომ აახევდა.იმდენად ძლიერი იყო მირა, იმდენად სპეტაკი ბათასთვის, რომ ვერასდროს კადრებდა იმ სტატუსს ,რასაც ახევა ქვია..მართალია არ იცოდა თავიდან დადას შვილი როგორი იყო ფიზიკურად ,მაგრამ იცნობდა მიმი ნაკანს დაუსწრებლად.იცნობდა და რას არ გაიღებდა, რომ მის გულში ნაკანი არ შეჭრილიყო იმ დოზით, რა დოზითაც მოეკიდა ფესვები უკვე..თავზე ხელები გადაისვა ნერვიულად,მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდა..კარი რომ გააღო მისაღებში მამამისი დახვდა.. -ოჰ მოხვედით ბატონო? -ვახტანდ არ მაქვს ახლა ჩხუბის თავი.-სხვა დროს რა. -შენ არასდროს გაქვს არაფრის თავი.-როდის უნდა გაიზარდო?-გამაგებინე რომ ვიცოდე. -არასდროს ვახტანგ.არასდროს გავიზრდები. -მისმინე ბათა.-ვბერდები შვილო,ამხელა კომპანია ვის დავუტოვო? -ფეხებზე შენი კომპანია.-რაც გინდა ის უქენი. -უზრდელი ხარ შვილო.-უზრდელი და უმადური.. -შენი შვილი ვარ.-ვინმეს ხომ არ გაგონებ?-აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი და ნუ გამაქცევ ამ სახლიდანაც.. -გაიქეცი შენ ხომ მეტი არაფერი იცი.. ბათას ხმა აღარ ამოუღია საძინებელში შევიდა და კარი გადაკეტა... ......... დილით რომ გავიღვიძე წუხანდელი ღამე გამახსენდა.ვფიქრობდი, რატომ ვუთხარი ბათას ,რომ ზუკა მიყვარდა, ისე დავიძაბე ,მივხვდი რომ რაღაც კარგი მჭირდებოდა ხასიათზე მოსასვლელად.გამახსენდა რომ გვრიტები ორი დღეა წყნეთში არიან.ტელეფონით აკოს დავურეკე. -აკოოო !! ჩავძახე ტელეფონში. -რახდება მირა იქცევა ქვეყანა? -აუ ადე რაა?! იმათ დავადგეთ თავზე. -ვის იმათ? -იკოს და ნინის გელაშვილო.. -აუ მაცადე რა თავი მისკდება. -ადექი თორემ თუ მოვედი მანდ მე გაგიხეთქავ თავს. -კაი ავდგები.-მოუშორებელი ჭირი ხარ! -ჩემთან ამოდი. -ამოვალ ხო. -ახლა დანარჩენებს დავურეკავ. -თაკო ჩემთან არის. -რა უნდა შენთან? -წუხელ ნიკუშა გაახსენდა და ჩემს გულზე მოთქვამდა. -ააგდე ეგეც ფეხზე.მაგას რა უნდა ვერც მე გავიგე. -კაი მიდი ტო ჩავიცმევთ და გამოვალთ. აკოს რომ გავუთიშე მერე ნიას დავურეკე. -ნიაკო ჩემო პატარავ დილამშვიდობისა. -დილამშვიდობისა მირა. -ნია გამო ჩემთან რა,დღეს ვაპირებთ იკოსთან და ნინისთან ასვლას წყნეთში. -კარგი ჩავიცვამ და გამოვალ. -რამდენხანში მოხვალ? -40 წუთში მანდ ვიქნები. -მისმინე!დათამ თუ დაგირეკოს არ უპასუხო რა გთხოვ სანამ ჩემთან არ მოხვალ. -რატომ? -მერე გეტყვი. -რაღაცას უჩალიჩებ ხო? -ნუ ხარ სულსწრაფი.-რომ მოხვალ გაიგებ ჩემო ფერია. -კარგი კარგი ხო.გამოვალ ახლავე. ნიას მერე დათასთან დავრეკე. -დილამშვიდობისა ჩემო გაუცინარო ხელმწიფევ. -მირა რახდება?-თავი მისკდება დროზე მითხარი. -ნია მოიტაცეს უჟმურო. -რა ნია მოიტაცეს?არ შემშალო ვინ მოიტაცა? ონიანი ფეხზე წამოფრინდა და შარვლის ჩაცმა დაიწყო. -ვინ მოიტაცა? ყველას დედას მოვ**ნავ ტო არ ვაცოცხლებ არავის. -ონიანი არ გვარგებს ახლა შენი გადარევა უნდა მოვბილიზდეთ და ისე ხო იცი? -რა მობილიზება მირა.გამოვდივარ უკვე. -ჩემთან ამოდი. დათამ წამებში ჩაიცვა და გაგიჟებული გავარდა სახლიდან..უბანში ბათა შეხვდა, ისეთი სახე ქონდა ონიანს, მიხვდა ბათა რომ რაღაც უჭირდა. -ონიანო ხომ კარგად ხარ? -ნია მოიტაცეს. -ვინ გაბედა? -არვიცი მაგრამ დედას რომ შევ*ემ ეგ ვიცი. -გიყვარს ტო? -მიყვარს. -კარგია ძმაო მაგას რა ჯობია.-დავიხსნით შენს გოგოს. მხარზე ხელი დაკრა. -დავიხსნით აბა რას ვიზამთ.-მირასთან ავდივარ წამოხვალ? -მირასთან? -ხო მოხდა რამე? -არა არაფერი.-წამოვალ. ესეც ასე შევკრიბე სასტავი.სიხარულისგან ტაში შემოვკარი,სამზარეულოში გავედი ,ყავა მოვადუღე, 5 ფინჯანი მაგიდაზე დავაწყე და მშვიდად დაველოდე გიჟების გამოჩენას.აი კარებზე ზარია, ნეტავ პირველი ვინ მოასწრებს?დათა იქნება გავიფიქრე გულში და კარიც გავაღე..ღიმილი სახეზე შემეყინა შეშლილი სახით რომ დავინახე დათა და მის უკან კიდევ ყიფიანი. -დავიღუპე ხო? -მოიცა ტო რამ დაგღუპა. -მოიცა მოიცა ნია გუშინ სახლში მივიყვანე.-როდის მოიტაცეს?-ან შენ საიდან გაიგე? ოო აქ დამერხა, ამდენი ვეღარ გავთვალე ,უფროსწორად არ გამახსენდა რომ დათამ მიაცილა სახლამდე.დავიბენი,თვალებს აქეთ იქეთ ვაცეცებდი,ვერ გავიგე რა მეთქვა.ბათას მზერა დავიჭირე და მასზე გადავიტანე თემა. -შენ რატომ მიყურებ? შევუღრინე ყიფიანს,რომელიც სამზარეულოს კარადასთან იდგა და მიყურებდა. -მირა ნახევრად შიშველი ხარ. -ხო!მართალია დათა,მე კი არ ვარ მიჩვეული,ნახევრად შიშველ ქალებს ავარიდო მზერა. -თავხედი ხარ ყიფიანო. ვუთხარი და კარებზე ზარიც გაისმა. -კიდევ ვიღაც მოვიდა. სამივე გავედით კარის გასაღებად,კართან ნია რომ დავინახე,მე ბათას ამოვეფარე,დათა კი ისე დაეტაკა ნიას მგონი ეს ტყუილი ღირდა ამად. დათა ნიას მივარდა, ჩაეხუტა თმაზე ეფერებოდა და თან ელაპარაკებოდა. -ნია!ნია აქ ხარ,ჩემთან ხარ.კარგად ხარ?ვინ იყო?ხომ არაფერი დაგიშავეს?-მითხარი ახლავე. -დათა გავიგუდე.-რახდება? -ჩემო პატარავ! შენ რომ რამე მოგსვლოდა! უშენოდ ვერ ვიცხოვრებდი.. ამ სიტყვების გაგონებაზე მივხდი, რომ ჩვენი იქ ყოფნა ზედმეტი იყო,ბათას ხელი მოვკიდე და ოთახში შევათრიე. -რახდება ნაკანო?-უკვე საძინებელშიც მეპატიჟები? ყურები ვცქვიტე და თვალები ლამის გადმომცვივდა. -ოცნებას კაცი არ მოუკლავს ყიფიანო. -ვაფშე არ მაქვს ეგ ოცნება.-რომ მქონდეს არ გამიჭირდებოდა. -ნუთუ?-არ გაგიჭირდებოდა არა, ოცნება,ოცნებად დაგრჩებოდა. ფეხზე ადგა და კედელთან მიმიმწყვდია, ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა,გავშეშდი,გავიტრუნე, ისე მინდოდა კიდევ შევხებოდი მის ტუჩებს,კანკალმა ამიტანა. -ვინ შემაჩერებს?-მოიცა რა ერქვა?ზუკა?-ა ხომ ზუკა. თვალებში მიყურებდა და ისე მეუბნებოდა, მე კი არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მისი შეხების სურვილი მკლავდა, მანამ,სანამ ჩემმა ტვინმა არ გადახარშა, ზუკას სახელის ხსენება.. -თუნდაც ზუკა. ვუთხარი უტეხად. -მასთან ახლოს ყოფნის დროსაც ასეთ დღეში ხარ?თუ მხოლოდ ჩემი სიახლოვისას დნები მირა?ირონიულად მითხრა და მომშორდა. -ყიფიანო მწარედ განანებ შენს ყველა საქციელს. -გელოდები ნაკანო არსად არ მეჩქარება.-მოდი ახლა გავიდეთ სულაც არ მაქვს სურვილი აქ შენთან ერთად ყოფნის.-თუ რამე გინდა მითხარი იქნებ მიიღო? -მე არა მაგრამ შენ მიიღებ. ისეთი სილა გავაწანი ხელი მეტკინა.გავცოფთი მის სიტყვებზე და აბა რა მექნა? -აღარასოდეს გაბედო ჩემთან ეგეთი ლაპარაკი.ა რა სო დეს. -აღარასოდეს გაბედო ჩემზე ხელის აწევა, თორემ კარგად არ დამთავრდება.-გაფრთხილებ! მითხრა და გაცოფებული გავარდა საძინებლიდან.. მეც უკან მივყევი,გაგრძელებას ვაპირებდი მაგრამ,მისაღებში ნია და დათა რომ დავინახე ერთმანეთზე მიკრული,ცოტახნით გადავდე გვერდზე. -ვახ გვრიტებო დაგვაყენეთ საშველი? -ხო რა. უემოციოდ მიპასუხა დათამ.ნია კი თავჩახრილი დამნაშავე ბავშვივით იყო მიხუტებული დათაზე. -ე რა მაგარია! ამ დღესაც მოვესწარი როგორც იქნა, შევკივლე და აკომ და თაკომაც შემოაღეს კარები. -რახდება? -მაგარი ამბავი!-სასტავში ორი წყვილი გვყავს უკვეე.. -ვინ ტო? -ვის ხედავ აკო ახლა მიხუტებულს ერთმანეთზე? -ვახ დათა დაგვაყენე საშველი? -კაი ნუ გამიტრაკებთ ახლა. -აუ ეს ისევ ისეთია, სიყვარულმაც არ შეგცვალა ტო? -დითხანს უნდა განიხილოთ ახლა? -ნია შენ რა გჭირს?ხმას რატო არ იღებ? -მრცხვენია. -რისი გრცხვენია ტო ?!ეს თქვენ ვერ ხვდებოდით ამდენხანს თორემ ,ჩვენ დიდიხანია ვიცოდით.-ისე და როგორ მოაბით თავი? -აი იმ გიჟის დამსახურებაა. -ხო ჩემია, ჩემი-ისევ მე თორემ კიდევ დითხანს მომიწევდა თქვენი ტანჯვის ყურება. -რა გააკეთე? -რა და შენ რომ გელაპარაკე დილით,მერე დათას ვუთხარი ნია მოიტაცესთქო და გიჟივით რომ მოვარდა აქ ,სანამ გადახარშავდა რომ მოვატყუე, მანამ მოვიდა ნია და კი ეცა.-ხოდა ჩემო ძმაო,ასე დაგვირგვინდა ამათი ამბავი.. -იმენა გიჟი ხარ..-შენ ვინ დაგაჭკვიანებს ახლა?-რომელმა მოვირგოთ მაგის როლი? -ჯერ თქვენ უნდა ჩაგაბაროთ პატრონს და მერე.-თაკო შენ რა გჭირს?არ გაგიხარდა და თუ რახდება? -როგორ არ გამიხარდა ბავშვებო,უბრალოდ ნიკუშა მჭირს. -კაი მაგას მოვუვლით...-ისე ყავა მქონდა მოდუღებული თქვენთვის, წამოდით სამზარეულოში ,მართალია გაცივდებოდა მაგრამ თავიდან გავამზადებ.. ყველა სამზარეულოში გავდიოდით თან ვსაუბრობდით. -წყნეთში როდის ავდივართ? -დღეს უჭველი დავლიოთ ყავა და გავიდეთ.. სამზარეულოშიც შევედით და ახალი ყავის მოდუღება დავიწყე.. -ბათა ხომ წამოხვალ?კითხა აკომ.. -ჩემი ადგილი არ არის. -რა ადგილი არ არის ტო ღადაობ? ბათას სიტყვებზე უკან მოვბრუნდი,დავინახე როგორ უყურებდა მაგიდაზე დალაგებულ 5 ფინჯან ყავას.გული შემიქანდა,მივხვდი რატომ თქვა ეს სიტყვები. -წავალ ახლა და იკო და ნინი რომ ჩამოვლენ გნახავთ. ისე უცებ გავიდა პასუხის თქმა ვერავინ მოასწრო.წამებში გავეკიდე უკან.კარებთან იყო უკვე ხელზე რომ ჩავავლე ხელი. -მოიცადე. -რა? -არ წახვიდე. -რატომ?-გინდოდა რამე? -დარჩი.-მე უბრალოდ არ გელოდებოდი და იქ მაგიდაზე, მიტომ არ იყო მეექვსე ფინჯანი.-მაპატიე. ვუთხარი და საწყალი თვალებით ავხედე. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავი გვერდზე გააქნი. -ანუ მპატიჟებ? -ბათა ჩემს მეგობრებს უყვარხარ.ნუ ჯერ ვერ ვეგუებით მე და შენ ერთმანეთს ,მაგრამ იქნებ მათი ხათრით მოვგვარდეთ? -მე არ მაქვს საწინააღმდეგო თუ ისევ ისე არ მოიქცევი. -ვეცდები. -ვერ გავიგე? -კარგი ხო კარგი. -ასე უფრო მომწონს. მოვიდა და ჩამეხუტა.დამეფიცება, რომ ასეთი სასიამოვნო,არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში.მასთან თავს სუსტად და მშვიდად ვგრძნობდი და ეს მომწონდა, მინდოდა სულ მის მკლავებში ვყოფილიყავი.მისი სხეულის სითბო, ჩემს სხეულს გადმოეცემოდა და სასიამოვნო იმპულსები მივლიდა ტანში.ისევ ჩახუტებული ვიყავი რომ დავუძახე. -ბათა. -გისმენ მიმი. მიმი!უკვე მეორედ დამიძახა და მაინც რა ლამაზია მისი პირიდან ნათქვამი მიმი. -დაპატიჟება არ გჭირდება ჩემთან და იცოდე რა. მომიცილა,ხელები სახეზე შემახო,თავი ამაწევინა, შუბლზე მაკოცა გამიღიმა და მითხრა. -მეცოდინება.-ახლა კი ერთით მეტი ყავა გაამზადე. -კარგი. სამზარეულოში დავბრუნდით ყველა მაგიდასთან ისხდნენ. -ვა ბათა დაბრუნდი? -ხო მეც წამოვალ წყნეთში. -კარგია ძმაო. -მივირთვათ და გავიდეთ. ყავა რომ დავლიეთ, ჩავიცვი და წყნეთში წავედით ჩვენს ორ გიჟ გვრიტთან.დათა და ნია ერთად წამოვიდნენ დათას მანქანით.აკომ თაკო წამოიყვანა.მე კიდევ ბათასთან მომიწია ჩაჯდომა, რადგან ბიჭებმა აიტეხეს დღეს კაცები მოგემსახურებითო,თან იქ რომ დავლიოთ ბათა ისე ხომ არ იქნებაო, თუ რამე შენ დაჯდები იქედანო.ამიტომ ჩემი შავი ბიჭი დავტოვე ეულად და ბათას მანქანით წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.