შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი მოლოდინი (თავი 2)


18-02-2020, 02:18
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 131

როცა პატარა ხარ, ბავშვი, გარკვეულ ასაკამდე რა თქმა უნდა წინასწარ არავინ საზღვრავს და არავინ გეგმავს იმ მომავალს, რაც თითოეულ ადამიანს ელის. რა თქმა უნდა ყველას აქვს სურვილები და ოცნებები,მაგრამ გარემოებები ხშირად გვაიძულებენ სხვა მიმართულებებით წასვლას. ცხოვრებაში მიზანი დაისახო ადვილია, მისკენ მიღწევაც მაგრამ გზად რამდენი რამ შეგხვდება დაბრკოლების სახით არავინ იცის. არც მე ვიყავი გამონაკლისი და ბავშობიდანვე მქონდა ჩემი სურვილები. არასოდესმიოცნებია პრინცზე, პრინცესობაზე და ა.შ. ბავშობიდან რეალურად აღვიქვამდი ცხოვრებას, და როდესაც გარკვეულ ასაკში აზრი ჩამომიყალიბდა, მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების მიზანი იყო მაქსიმალურად აქტიური ცხოვრება მქონოდა. ეს არ გამოიხატებოდა რაიმე კონკრეტულით,უბრალოდ არასოდეს მდომებია დავმსგავსებოდი სხვებს. სტაბიულურობა კარგია, მაგრამ დაკმაყოფილდე რაც გაქ და არასოდეს ისურვო მეტი ეს დევიზი საჩემო არასოდეს ყოფილა.
თითქოს მასეც მოხდა, ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელი ცხოვრება ვისწავლე,ურთიერთობებს მეგობრებთან თუ ნათესავებთან,თავად ვსაზღვრავდი და თავად ვაკონტროლებდი. ასევე თავად მქონდა სურვილი ტავში „რამე „მქონოდა, ჩემი სურვილით ხდებოდა ინფორმაციების მოძიება და მიღება. ვთვლი ამ მხრივ მართლაც კარგი ჩვევა თ ხასიათი აღმომაჩნდა. მაგრამ ეხლა რომ ვფიქრობ,,,რათ მინდოდა?!,,, ალბათ ჩემთს და არა სხვისთის, ეგოისტი არასოდეს ვყოფილვარ, პატივს ვცემდი საკუთარ თავს და არ მინდოდა ამის დაკარგვა. „საკუთარი თავი თუ არ გიყვარს, არცსხვას ეყვარები“.
როგორც ყველას მეც მქონდა რაგაც გატაცებები,რაც იმ ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონოდა. „წიგნის ჭია“ არასოდეს ვყოფილვარ მაგრამ პრაქტიკული გონება მქონდა მარტივად აღვიქვამდი ყველაფერს. არც ლოგიკურ ლაპარაკსდა აზროვნებას ვუჩიოდი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო,როგორც პიროვნება საკმაოდ კარგი ჩამოვყალიბდი უბრალოდ რაში დაროგორ გამოვყენებდი ამ ყველაფერს, ალბათ ცხოვრებაზე, გამართლებაზე და მონდომებაზეც იყო.

- -- -- --

-ლილე სად ხარ?!- დილის 10 საათია და მობილურ ტელეფონზე ჩემი დაქალი მირეკავს.
- გოგო ბაღში ვარ ბავშვი მოვიყვანე... შენ გღვიძავს?!- გამიკვირდა ასე ადრე ქეთას ზარი.
-დედაჩემია ცუდად და საავადმყოფოში გადაყავთ... შეგიძლია მოხვიდე?
- რა თქმა უნდა, აქედანვე წამოვალ...სმს-ად მომწერე საით მიყავთ და მოვალ.
ტაქსიში ჩავჯექი ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც გვიან დაძინებული და ადრე გაღვიძებული ადამიანი იქნებოდა. უმაკიაჟოდ, თმები არეული უბრალოდ აწეული რეზინით შეკრული, მაისური, ელასტიკი და წელზე შემოხვეული სპორტული მოსაცმელით. ტელეფონში გამოკითხვები არ დამიწყია ქათასთვის, ვერ ვიტან ზედმეტ უაზრო კითხვებს რომ სვავენ და შესაბამისად არც მე ვსვამდი.სმს-ით გამოგზავნილ მისამართზე მივედი და მიმღებში ქეთა და მამამისი ვნახე.
-რა ხდება?- მართლა მიკვირდა ასეთი მოულოდნელი, ქ-ნი ნონას ცუდად გახდომა.
-გული...ჰოსპიტალიზაცია გვირჩიეს..
-ძალიან კარგი გიქნია, ეხლა საიმედო ხელშია - შევეცადე დამემშვიდებინა
- ცოტა ხანი იყავი და წადი,,, ვიცი საქმეები გექნება, ხო იცი რო არ დამერეკა არ შემეძლო შენ ხო ჩემი..
- კაი ქეთა რას მიხსნი?! არ მეჩქარება არსად შენს გვერდითვარ.- მხარზე ხელი მოვხვიე და მივიზიდე.
მიმღების მოსაცდელში დაახლოებით ორი საათი დავყავით, როგორცხდება ნათესავების რეკვები, გულშემატკივრების მოსვლა... მოკლედ როგორც საქართველოშია მიღებული ისე მოხდა. როგორც იქნა ექიმმა მიიღო ყოველი ანალიზის პასუხი და განგვიცხადა რომ უნდა დაეტოვათ, საგანგაშო არაფერი, მაგრამ რამოდენიმე დღე დაკვირვება. მთავარიმიმღების მოსაცდელში დალოდება გვირჩია ვიდრე პალატაში გადაიყვანდნენ. ქეთამ მალევე „იფრინა“ ზედმეტი ხალხი, მამამისიც სახლში გაამწესა საჭირო ნივთების მოსატანად და ორვიენი მთავარ მოსაცდელში ავედით. სკამების დანახვამ ძალიან გაგვახარა,ამდენი ხნის მანძილზე ფეხზე იდგე,,,აშკარად დავიღალეთ
-აუ ყავა მინდა სასტიკად-ვთქვუ მე
-მეც და აპარატისყავას ჯობია მოვიცადოტ და მერე დავლიოტ სავადმყოფოს კაფეში.
-ხო, მართალი ხარ
- ცოტა ხანიც და წადი შენ
- კარგი რა,,, მოვაგვარე ჩემი საქმეები და ბავშვის ბაღიდან გამოყვანის დრომდე მცალია,ასე რომ ...
-ლილე, მოპირდაპირე მხარეს ვიტრინიდან ვიღაც ტიპი გიყურებს
-მე?!- გამიკვირდა, გრძელ მრავალ დასაჯდომიან სკამზე ვისხედით ერთმანეთს პირისპირდა მე ვიტრინას ვერ ვხედავდი.
-ხო.. მემგონი დაევასე- გაიცინა ქეთამ
- ღადაობ?!..ამ ფორმაში თუ ვინმეს დავევასე ალბათ ისე რომ მნახოს შევუყვარდები - სიცილი აგვიტყდა ორივეს და ამ სიცილში თითქოს შეუმჩნევლად გავიხედე ვიტრინისკენ, თეთრხალათში მაგიდასთან „ტიპი“ იჯდა.
რატო რა არ გაგიგია?? ქალი ყველაზე ლამაზი ბუნებრივი, უმაკიაჯოაო-რაღაცა მობოდა ჩემს გასამხნევებლად.
- ალბათ, მაგრამ ეხლა შანსი არ არის ამ ფორმაში აშკარად არა,
- გიყურებს და...
- ვიცი, მარა ის ისე მიყურებს აშკარად იხსენებს საიდან მიცნობს
- შენ რა იცი?
- ეგეთი გამომეტყველებ აქვს.-გავუღიმე თავდაჯერებულად
- -იცნობ?!
- მაგრად მეცნობა მაგრამ სიმართლე გითხრა ვერ ვიხსენებ საიდან -ისევ გავხედე, ჩემ გახედვასმზერა აარიდა და ფეხზე წამოდგა. მე თავი მოვაბრუნე და ქეთამ განაგრძო მისი მოქმედებების გადმოცემა.
- გოგოებთან მივიდა, ალბათ კოლეგები არიან .. ტელეფონში რაღაცას აჩვენებს,, ლილე მოდის..
- რა?!
- მოდის..-თქვა და სხვა მხარეს გაიხედა, მე კი „ტიპი:-სკენ გავიხედე რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ თვალებში ვუყურებდი, ორი ნაბიჯი დარჩა ჩვენამდე და ზუსტად მაშინ ამომიტივტივდა ბავშვობა და სკოლა
- ერეკლე?!- წამოვდექი და დაეჭვებით მივმართე
- შენ ლილე?!-ისიც არ იყო დარწმუნებული
- კი მე ვარ..- გავუღიმე და გადასაკოცნელად გამოწეულს მეც გავწიე მისკენ.- ქეთა ეს ჩემი კლასელია გაიცანი ერეკლე- ქეთიმ ხელი ჩამოართვმე კაფეში ავალ ყავას დავლევ- შეეცადა ქეთი მარტო დავეტოვებინეთ
- თწინააღმდეგი არ ხართ ერთად დავლიოთ- ტავაზიანობა გამოიჩინა ერეკლემ
- არა იცით იყოს თქვენ ისაუბრეთ მე დაგტოვებთ და მერე დავლიოთ ერთად.- ქეთი წავიდა, ჩვენ ისევ ფეხზე ვიდექიტ. გამომხედა და ამათვალლიერა, მაგრამ ესარ იყო უხამსი ათვალლიერება
- აბა როგორ ხარ? რა დრო გავიდა??/ აქ რა გინდა?- კითხვები მომაყარა
- დაახლოებით 17 წელი- გამახსენდა პანჯარასთან მდგარ მერხთან რომ იჯდა, ხუჭუჭა ერეკლე- ქეთის დედაა ცუდად და აქ მოიყვანეს.. შენ? აქ რა პონტში?- არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად უცბად დავკომპლექსდი, რაღა მაინცდამაინც ეხლა, აქ და ასეთ ფორმაში შევხვდი?! არადა რა მოხდა?! უბრალოდ ძველი ნაცნობი, არც ახლო კლასელობა არც მეგობრობა უბრალოდ ნაცნობი და ორ წლინაი თანაკლასელი იყო, მაგრამ მაინც თავისთავად ვეპრანჭებოდი.
- მე აქ ვმუშაობ.. საიდან სად არა?..... დახმარება ხომ არ გინდათ რამეში?
- არა რავიცი მაგრამ მადლობა
- შენ როგორ ხარ რას შვები? როგორ განვითარდა შენი ცხოვრება?
- რავიცი, ალბათ ისე როგორც ყველასი, გავთხოვდი მყავს შვილი, ვმუშაობ ვცხოვრობ და ასე შენ?
- მეც ვმუშაობ მეტი არაფერი..
- ცოლი?- და გამიელვა თავში, რა უაზრო კითხვებს ვსვამ?!ხომ მეტყოდა მაშინ?! ვაზუსტებ თუ რა მჭირს??
- არა ცო;ო არა,,ანუშენ დაოჯახებული ხარ
- ჰმ.. ნუ უკვე აღარ- ცოტა შემრცხვასავით
- გასაგებია..გაშორდი..
- კი..-ისევ უხერხულად ვიგრძენი თავი, არ მიყვარდა პირადულზე ლაპარაკი საერთდ არავისთან, „პირადია“ და იმიტომ.
- თავის ამბებს მიყვებდა, ოჯახის თემებს და ალაგ ალაგ ვუსმენდი, რატომ? ვათვალიერებდი და ვაფასებდი, რატომ დამემართა მსგავსი რამ? რამდენ თანაკლასელს შევხვედრილვარ და ჩვეულებრივი საუბრები, მოკითხვები,მაგრამ მასთან ესე რატომ? ვუყურებდი და ვგძნობდი რომ სასწაულად მიზიდავდა, შინაგანადრაღაცა მჭირდა, ვაფასებდი როგორც მამაკაცს, სასწაულად სიმპათიური მეჩვენებოდა, აშკარად როგორც ქალი ისე ვიდექი მის წინ და თითქოს ვცდილობდი კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა. ის საუბრობდა მე კი მის სახეზე თითოეული ნაწილი კარგად შევისწავლე, საოცრება ის იყო რომ საშინელი სურვილი გამიჩნდა მისი, სასწაულად მინდოდა მისი პიზიკური შეხება მაგრამ ჩახუტება კოცნა თუ სექსი ამას ვერ ვიგებდი, საშინლად არეული ვიყავი გონებაშიც, ემოციებშიც და პიზიკურადაც აშკარად ვცქმუტავდი. უცბად სურვილი გამიჩნდა რომ დიალოგი დამთავრებულიყო, გამახსენდა რომ ცუდად გამოვიყურებოდი და ქეთის მოსვლა ძალიან ვინატრე.
- კლასელებს ნახულობ?1
- ზოგიერთს კი, შენ?
- მე ისე შემთხვევით თუ შემხვდებიან კონტაქტი არ მაქვს ისე არავისთან.
- ხო არა მე რამოდენიმესთან ვკონტაქტობ-დავასახელე გვარებიც
- ისე სკოლაში უფრო დაბალი იყავი, გაზრდილხარ
- ხო..- გამეცინა,, და ამ დროს ქეთიც მოვიდა და ყავა მომაწოდა.
- კარგით მე დაგტოვებთ სამუშაოს დავუბრუნდები.. ლილე ჩაიწერე ჩემი ნომერი რამე რომ დაგჭირდეთ მაინც...
- კარგო- მობილური ამოვიგე და მისი ნომერი ჩავიწერე
- სოციალურ ქსელებში როგორ გიპოვნო?- მკითხა და თავის ტელეფონი მომაწოდა, მოვძებნე ჩემი ფეისბუქ გვერდი და ასე დაიწყო.
- რაღაც მინდა გკითხო- როცა ტელეფონი მივაწოდე- იმ შენ თანამშრომლებს ტელეფონში რა ანახე ??- დამაინტერესა რადგან ამ საქციელის მერე გამოემართა ჩვენკენ.
- ააა.- გაეცინა-მე აქ გიპოვე-და ჩემი ძველი საიტი მაჩვენა- ხოდა სურათზე შევახედე გავს თუ არა ეს გოგო ამასთქო
- ახლა უკვე იცი სადაც ვარ
- კარგი.. კარგად ქეთი და თ რამე არ მოგერიდოთ, ლილე, შეგეხმიანები და მერე „ვიჭორავოთ“ გავიხსენოთ ბავშვობა.. ხო და თ არდაგავიწყდება გამაგებინე ექიმები რას გეტყვიან
- კარგი ერეკლე მადლობა- და მივხვდი რო ფეხზე დგომამ ძალიან დამღალა, ან რატო ვიდექი? საბოლოოდ ერეკლესთან საუბარს და ჩემს აზროვნება და საქციელებს რომ გადავხედე მოგვიანებით, მივხვდი რო ადამიანმა „ გამაბრუა“ არადა არც არაფერი უთქვამს საამისო მაგრამ აშკარად რაღაცა მეტაკა რითაც საერთოდ დავკარგე კონტროლი, თავდაჯერებულობა, აზროვნების უნარი და რეალობის აღქმა.
- გოგო ვინ არი?
- ხომ გითხარი კლასელია ჩემი, ორი თუ სამი წელი ვსწავლობდით ერთად... ხომ გითხარი ისე მიყურებს მიხსენებსთქო
- ხო მაგრამ მოეწონე კიდეც თუ გინდა დავნაძლევდეთ- ხელი გამომიშვირა ქეთამ.
- ოოო კაი ეხლა, კლასელია
- ვაიმე მერე რა,,, მამრი არ არის? რას ერჩი მშვენიერი ბიჭია..
ორივე გავჩუმდით და ყავის დალევას სევუდექით. ქეთა ალბათ თავის პრობლემებზე ფიქრობდა მე კი ამ 15 წუთიან შეხვედრაზე. ვიხსენებდი იმ დროს როცა სკოლაში ერთად ვსწავლობდით, მომენტებში მახსენდებოდა, კარგად არც მახსოვს, რარაც თავისებური ბავშვი იყო, არც თუ კომუნიკაბელური როგორც სხვები,არც ტანით არ იყო დიდი. სამაგიეროდ ეხლა ტუ კი მე „გავიზარდე“ მასაც აუყრია ტანი და სიმპათიური მამაკაცი დამდგარა. მაგრამ კარგად მახსოვს დედამისი, ვიდრე თითონ. გამხდარი ქალი, შავებში ჩაცმული დადიოდა და მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ძალიან ეშინოდათ მისი  არადა საშიში რა ჰქონდა  ის უბრალოდ დედა იყო რომელიც შვილს არავის დააჩაგვრინებდა.
ისე რაარის ცხოვრება?! ამდენი დრო გავიდა და სად და როგორ გადავეყარეთ ერთმანეთს... ორივეს საკუთარი ცხოვრება საკუთარი გაგება და საკუთარი ურთიერთობები. ნეტავ რატომ ვპიქრობდი ამდენს მასზე? რატომ გადავვარდი ბავშვობაში? რატომ მაღელვებდა ის რომ ახლა არ მოვეწონებოდი? არ ვიცი მაგრამ ფაქტი იყო რომ მაღელვებდა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

მიხარია შენი დაბრუნება, ყოველთვის ინტერესით ველოდი ხოლმე ახალ თავებს. ახლაც საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდი.

 


№2  offline წევრი თაკუნა86

სტუმარი ქეთო
მიხარია შენი დაბრუნება, ყოველთვის ინტერესით ველოდი ხოლმე ახალ თავებს. ახლაც საინტერესო ისტორიით დაგვიბრუნდი.

მადლობა ჩემო კარგო <3 მიხარია თუ ვახსოვარ ვინმეს, იმედი მაქვს მოგეწონებათ <#

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

წინა დაუმთავრებელ ისტორიას აღარ აგრძელებ?
თან დარჩენილი თავების რაოდენობაც განსაზღვრული გქონდა.

 


№4  offline წევრი თაკუნა86

სტუმარი ანა
წინა დაუმთავრებელ ისტორიას აღარ აგრძელებ?
თან დარჩენილი თავების რაოდენობაც განსაზღვრული გქონდა.

ის ისტორია დამთავრებული მაქვს უბრალოდ აქ ვეღარ ვახერხებდი ხოლმე ატვირთვას და აუცილებლად დავდებ. მიხარია რომ გახსოვარ და გახსოვს ის ისტორიაც :) :*

 


№5  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

თაკუნა86
სტუმარი ანა
წინა დაუმთავრებელ ისტორიას აღარ აგრძელებ?
თან დარჩენილი თავების რაოდენობაც განსაზღვრული გქონდა.

ის ისტორია დამთავრებული მაქვს უბრალოდ აქ ვეღარ ვახერხებდი ხოლმე ატვირთვას და აუცილებლად დავდებ. მიხარია რომ გახსოვარ და გახსოვს ის ისტორიაც :) :*

მე მომეწონა პირველად წავიკითხე

 


№6  offline წევრი თაკუნა86

ninnnnnnnoooooooo
თაკუნა86
სტუმარი ანა
წინა დაუმთავრებელ ისტორიას აღარ აგრძელებ?
თან დარჩენილი თავების რაოდენობაც განსაზღვრული გქონდა.

ის ისტორია დამთავრებული მაქვს უბრალოდ აქ ვეღარ ვახერხებდი ხოლმე ატვირთვას და აუცილებლად დავდებ. მიხარია რომ გახსოვარ და გახსოვს ის ისტორიაც :) :*

მე მომეწონა პირველად წავიკითხე

მადლობააააა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent