სიცარიელე {4}
ყელზე მოხვეულ შარფში ჩაეყო გაყინული ცხვირი და სწრაფად კვეთდა ქუჩებს. ერთ-ერთ კაფესთან მისულმა გიჟივით გამოაღო შუშის კარი და გაყინულ სახეზე მოხვედრილმა თბილმა ჰაერმა კანი აუწვა. მალევე მოხვდა თვალში ოთახის კუხთხეში მჯომი საუკეთესო მეგობარი, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მისკენ, თან პალტოს ღილების გახნას შეუდგა. -სად ხარ აქამდე? დაღამდა. - მიმტანს ხელი აუქნია გოგომ, თან წინ მჯომ ანას შეხედა. -ძლივს გამოვიყვანე დედაჩემი მაღაზიიდან, ხვალ ოცდამეათე წლისთავი აქვთ და ორი საათი არჩევდა მამაჩემისთვის საჩუქარს. -მომიყევი ერთი რა უნდოდა იმ ვაჟბატონს? -არ გამახსენო საერთოდ. - ხელი აიქნია წარბშეკრულმა, თან ჩანთიდანა ამოღებული პარკი გაუწოდა. - ეს ჩემს პატარას წაუღე, დღეს რომ დავინახე ხელი გამექცა და ვუყიდე. - პატარა ლამაზ კაბაზე ანიშნა, ქალმა კი თვალები აატრიალა. -ზედმეტად განებივრებულია, გუშინ მამამისმა მოუტანა სათამაშიებუ და ჭკუაზე არაა. -ორი ბიჭის მერე ძლივს ჰყავს ერთი გოგო და აბა რა იქნება. -მომიყევიი! -რაღაც სიდებილეები იბოდიალა, ვერ გავიგე რა უნდოდა ან საიდან დაებადა ასეთი აზრები. რომელ კაცზეა საუბარი, მაშინ ჯაჭვაძემ ტ.რაკზეც ვერ მომკიდა ხელი, ლამის მე დავადებინე. - მაგიდაზე იდაყვებით დაურდნობილმა სახე ხელის გულებში ჩარგო, თან ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - რა მოელანდა ნეტა. ერთი კვირის წინ ისე მაკოცა ლამის იქვე ფეხები გავფშიკე, გუშინ კიდე ბო.ად შემრაცხა. დეგენერატი. ვერ ვიტან. კიდევ ერთხელ რომ შემხვდეს და ისევ იმ ცინიკური ღიმილით მიყუროს იმ ნაცრისფერ თვალებს ამოვთხრი. რა გაცინებს?! უზრდელი, ჩამქრალი, უემოციო კაცია. -ალბათ მაგიტომ მიგიზიდა, შენ ხომ გაქვს ეს ფსიქოლოგიური ნიჭის გამოვლინებები. - მხრები აიჩეჩა დაქალის საუბარით გამხიარულებულმა. იცოდა რომ ნიკოლოზ მენაბდემ ძალიან დააინტერესა და ჩამქრალი ჰორმონებიც აუმუშავა. სხვა შემთხვევაში არასდროს ილაპარაკებდა ამდენს. -მართლა რაღაცნაირია. ჯანდაბა, ძალიან სიმპატიურია, თან ჩემთვის უცნაური, ოდნავ ჩაკეტილი და საინტერესო პიროვნებაა. უნდა ნახო როგორ უელავს ის ნაცრისფერი თვალები როცა ვიბნევი. ხალისობ გეფიცები. უბრალოდ გუშინ რა მოუვიდა მართლა არ ვიცი. თან გავარტყი. როგორი გაბრაზებული ვიყავი შენ არ იცი, დღეს კიდე შედარებით დავწყნარდი. -კი გეტყობა რომ დაწყნარებული ხარ. - სიცილით გააქნია თავი, ანამ კი შუბლი ჩამოადო მაგიდას. -როდის ვიყავი ასეთი, კაცზე ასე არასდროს გამიჭედია. თან უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობ. ისეთს არავის მიმართ რომ არ მიგრძვნია. -ლევანი? -ლევანი რა შუაშია მარიამ?! - წარბები ოდნავ დაახლოვა, თან დაქალს თვალებში ჩახედა. -მიზიდულობას არ გრძნობდი? -ლევანი მიყვარდა! ყველაფერი გავაკეთე მისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი მივეცი ჩემი სხეულის გარდა, მადლობა ღმერთს მთლად გამოშტერების უფლება რომ არ მომცა და იმ ნაბი.ჭვარს ფეხები არ გავიშალე. -რას ამბობ არ აპირებდი. -ძველ ცოდვებს ნუ მახსენებ, საერთოდ აღარ მიხსენო ლევანი, სამი წელი გავიდა მას შემდეგ და… -ჩამოვიდა. -რა? - როგორ კი თქვა მარიამმა მაშინვე შეკრთა. დაინახა როგორ ეცვალა ფერი ანას, სუნთქვაც კი შეეკრა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. -გუშინ იყო ჩვენთან, ისევ ისეთია, ისევ ისეთი სიცილი აქვს და… -აღარ გააგრძელო. აღარ მაინტერესებს. - ფეხზე წამოდგა და პალტო შემოიცვა. -სად მიდიხარ? -მარტო მინდა ყოფნა. - ლოყაზე აკოცა მარიამს, შემდეგ ჩანთას დაავლო ხელი და კაფიდან გავიდა. აღარ ახსოვდა სიცივე რომელიც კანქვეშ უძვრებოდა და ძვლებს უყინავდა, ვერაღც ირგვლივ მოსიარულე ხალხს ამჩნევდა, რამდენიმეს შეეჯახა კიდეც, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. მიდიოდა ქუჩაში სამყაროს მოწყვეტილი და წარსულში გადავარდნილი. წარსულში რომელსაც ლევანი სისაური ერქვა. ახსენდებოდა მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი და ღიმილს ცრემლებიც ერეოდა. არცერთ მასთან გატარებულ წუთს არ ნანობდა, ყველა მოგონება უყვარდა რომელიც ლევანისთან აკავშირებდა, მაგრამ თვითონ ლევანს ვერ იტანდა. ასე ეგონა მის ნახვას ვერ გაუძლებდა, ვერ აიტანდა მისი მწვანე თვალების ყურებას რომელშიც მუდამ მოცეკვავე ბიჭებს ხედავდა და გულს უფრიალებდა. ვერ მიხვდა როგორ მივიდა ნაცნობ ბარში, მხოლოდ მერე მოვიდა გონს როცა ჭაღარა კაცმა ხელი აუფრიალა ცხვირწინ და ნელ-ნელა მისი ხმაც ჩაესმა ყურში აქამდე გათიშულს. -ეს დალიე. - წყალი დააჭერინა აკანკალებულ ხელში დაბნეულმა ირაკლიმ, ანამაც ცოტა მოსვა. -მე… არც კი ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდი. - ხალხით გადატენილი ბარი მოათვალიერა, წყნარი მელოდიის ხმაც გაიგო და შედარებით გამოფხიზლდა. -კარგად ხარ? -არა. კი. მე… არ ვიცი. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ ისევ წყალი დალია. -იმან ხომ არ გაგაბრაზა. -ვინ? - გაკვირვებულმა ახედა, წამით წარმოიდგინა რომ ლევანიზე ეკითხებოდა და დაბნეულმა წამსვე შეუბრუნა კითხვა. -ნიკოლოზმა. -აა, არა. ნუ გუშინ გამაბრაზა, მაგრამ ახლა არაფერ შუაშია. -გინდა მომიყვე? -არა, მადლობა. თუ შეგიძლიათ სასმელი დამისხით, ისიც მეყოფა. -როგორც მეტყვი ქალბატონო… უბრალოდ დაიმახსივრე, შენს ნერვიულობად და ამ ლამაზ ცრემლებად არავინ ღირს. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, შემდეგ ქვევიდან ძველი ბოთლი ამოაძვრინა და ბარზე შემოდგა. - ეს ჩემი გაკეთებულია, მხოლოდ შენნაირ სტუმრებს ვასმევ, ანუ ძალიან იშვიათად თუ დავალევინებ ვინმეს. - ჭიქაში დაუსხა მოწითალო სითხე და დაელოდა როდის გასინჯავდა. -მადლობა. - ხმა ჩამწყდარმა თქვა, შემდეგ კი სასმელი გადაჰკრა. ერთ ჭიქას, მეორე მიაყოლა, მეორეს მეოთხე და ასე გააგრძელა სმა იქამდე სანამ მკლავები არ მოეხვია უკნიდან. *** რესტორანში იჯდა გაშლილ მაგიდასთან, ყურადღებით უსმენდა მოპირდაოირედ მსხდომ კაცებს, რომლებიც ახალი კორპუსის აშენებას გეგმავდნენ ქალაქის ცენტრში. -მერაბ, მერაბ. - ხელით ანიშნა რომ გაჩერებულიყო დაქოქილი კაცი. - ბოდიში, უზრდელობაში არ ჩამომართვა. წლებია უკვე ვთანამშრომლობთ და ისიც გეცოდინება რომ პროექტის ვიზუალი კი არა, აქედან აღებული მოგემა უფრო მაინტერესებს. -ვიცი. -და? რამდენია მოგება? -ბევრი. - სიცილით გამოეპასუხა მეორე. - ძალიან ბევრი. -თან ქალაქის ცენტრში, ბევრი მოინდომებს ყიდვას. -შემახედე ერთი. - ფურცელზე ამობეჭდილ კორპუსის სურათს შეხედა, ყურადღებით შეათვალიერა ნამუშევარი, ბოლოს კი გვერდიგვერდ მჯომებს ახედა. - კარგი. ელზას დაურეკეთ და ყველაფერი მასთან ერთად მოაგვარეთ. - ხელი მოაწერა მერაბის გაწვდილ ფურცელზე. - მოკლედ არ ისვენებ მერაბ. -ბიზნესი ბიზნესია. - კმაყოფილი მიეყრდნო სკამის საზურგეს და ხმამაღლა ამოიოხრა. - ჯანდაბა, ისეთ სახეს იღებ მაგრად მანერვიულებ ხოლმე ნიკოლოზ. - სიცილით გააქნია თავი, ნიკოლოზის გაცინებაც შესძო, შემდეგ კარებში შემოსული წყვილისკენ გაეპარა თვალი. დაკვირვებით შეათვალიერა ქალის სხეული, მის წელზე შემოხვეულ მკლავზე გააჩერა რამდენიმე წამით მზერა, ბოლოს კი მომსახურე პერსონალს ადევნებულს გააყოლა თვალი. ნერვები ეშლებოდა მათი ერთად დანახვის დროს, ჯერ სასტუმროს ამბავი და წინა დღის ქცევა ვერ მოენელებინა, ახლა კი ისევ მის თვალწინ იყო წყვილი. ბედნიერად მომღიმარი ქალი იჯდა რამდენიმე მაგიდის იქით, რომელიც სიყვარულით სავსე მზერას არ აშორებდა კაცს, რომელიც მტევანზე ეამბორებოდა. შემდეგ რაღაც თქვა, ფეხზე წამოდგა და საპირფარეშოსკენ დაიძრა. -მოვალ ახლავე. - უცებ წამოხტა ფეხზე, ისე რომ მერაბისთვის არც შეუხედავს და ქალს უკან აედევნა. უკვე ეჭვიც კი ეპარებოდა იმაში რომ ეს ქალი ანა იყო, მაგრამ როგორ შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო, როცა სიარულით, საუბრით და სიცილითაც კი ანას ჰგავდა. ქალების საპირფარეშოს წინ კედელზე აყუდებული იდგა და მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას. ახლა შეეძლო პასუხი მოეთხოვა გუშინდელი გარტყმისთვის და სამხილიც წინ დაედო. მალე საპირფარეშოს კარებიც გაიღო და მაშინვე ცისფერ თვალებს შეეჩეხა მენაბდე. -უკაცრავად. - ლოყებ შეფარკლულმა აარიდა სახე, ნიკოლოზს კი გაოცებისგან ლამის პირი დარჩა ღია. უკვე წასვლას აპირებდა მაჯაში რომ წაავლო ხელი ნიკოლოზმა და ქალი თავისკენ შეატრიალა. -რომ გკითხონ არავინ გყავს. -რა? - გაკვირვებულმა ასწია წარბები, ნიკოლოზს კი გაეცინა. -კარგი რა პატარა, სერიოზულად? -უკაცრავად, ვიცნობთ ერთმანეთს? - ხელი გამოსტაცა ქალმა, ნიკოლოზმა კი დაბნეულმა უკან დაიხია. -მეთამაშები? - სიმწრით გაეცინა. აშკარად ანა იყო, ხმაც კი მისი ჰქონდა და ის წარბების შეკვრაც. სულ არეოდა გონება, უკვე ისიც ეგონა რომ ელანდებოდა. - ანა! -აშკარად ვიღაცაში გეშლები ძია. -ძია? - წარბები ასწია, თან გოგოს სიცილზე თვითონაც ჩაეცინა. -ლიზა მქვია. -კი მაგრამ… - ეჭვით შეათვალიერა გოგო, ბოლოს თითზე დამაგრებულ ნიშნობის ბეჭედზე გაუშეშდა თვალი. -მგონი მეცნობით… ნიკო, ნიკოლოზი ხარ ხო? - გახარებულმა წამოიძახა, მენაბდე კი ისევ მიშტერებული უყურებდა. -მაბნევ. -დაახლოვებით ათი წლის წინ შეგხვდი ამერიკაში, მანქანა გამიფუჭდა და შენ დამეხმარე… ჰო ზუსტად მახსოვს! მაშინ თვითმფრინავზე გეჩქარებოდა და მაინც ამხელა ნივიორკში გაჩერებულ მანქანაზე ნომერი რომ ამოიკითხე შენც გააჩერე. -GEO1221? -ჰო! მაშინ აქ მოფრინავდი, შენი შვილის დაბადების დღეზე უნდა ჩამოგესწრო. -ლიზაა, ახლა გამახსენდი. - სიცილით გადააგდო თავი უკან. - ჯანდაბა… მე სხვა მეგონე. -მივხვდი. -გავიდეთ. - წინ გაატარა და თვითონაც უკან მიჰყვა. - აქ როგორ გაჩნდი, რამხელა გოგო გაზრდილხარ, მაშინ თვრამეტის იქნებოდი. -ჩემმა საქმრომ წამომიყვანა. ქორწილის გადახდას აქ ვაპირებთ, მალე ჩემი მშობლებიც ჩამოვლენ. -საქმრო ქართველი გვყვავს ხო? -კი, გაბრიელი. -ძალიან კარგი. -უნდა წავიდე თორემ ისეთი თვალებით მიყურებს მალე მოვარდება. - სიცილით ანიშნა თავით კაცისკენ. -მიდი. გამიხარდა შენი ნახვა, ბედნიერებას გისურვებ. -მადლობა და ნახვამდის. -შეხვედრამდე. - თბილად გაუღიმა, შემდეგ კი საკუთარი ადგილი დაიკავა. ისევ საუბრის დაწყებას აპირებდა ტელეფონი რომ აწკრიალდა და ბოდიშის მოხდით იქვე უპასუხა ირაკლის. - რესტორანში ვარ რაღაც საქმეზე… ვინ?.. მანდ რა უნდა?.. კარგი, მოვალ არსად არ გაუშვა. - სწრაფად გათიშა ტელეფონი და ფეხზე წამოდგა. - უნდა წავიდე. -ხომ ყველფერი რიგზეა? -კი მერაბ, მადლობა. ნახვამდის ზვიად. - ორივეს ჩამოართვა ხელი, საფულიდან ამოღებული ფული დაუთვლელად დატოვა მაგიდაზე და შენობიდან სწრაფად გავიდა. უკვე მოთმენა უჭირდა ისე უნდოდა ანას ნახვა. გონებაში ისევ არეულობა ჰქონდა. ანას სიტყვები უტრიალებდა გონებაში და მართალიც იყო. ნანობდა თავის დაუფიქრებელ სიტყვებს რომელიც გაბრაზებულზე წამოაყრანტალა. ახლა ხვდებოდა რატომ ეცნო ანა პირველი დანახვისას. თავის თავზე ეცინებოდა ასეთ ამბავში რომ გაჰყო თავი. არ იცოდა ასე რატომ მიეჩქარებოდა, მაგრამ მანქანაში საჭესთან მჯომი სიჩქარეს არაფრის დიდებით არ უკლებდა. ერთადერთხელ შეანელა როცა წინ მიმავალი პოლიციის მანქანა შენიშნა, შემდეგ გადაუხვია და მალე ისევ ბორბლების ხმაურით აიკლო ქუჩა. ბართან მისულმა მანქანა სადაც მოახერხა იქ დააყენა, შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა ბარისკენ, შიგნით შესულს მაშინვე მოხვდა თვალში ბართან მჯდომი ქალი, რომელიც ირაკლის ელაპარაკებოდა, ისიც ღიმილით უქნევდა თავს. ნელა მიუახლოვდა, ხელები მუცელზე მოხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოადო. -და აი ჩვენც ისევ შევხვდით პატარა. - მის ყურთან დაიჩურჩულა, ანამ კი წამსვე მიაბრუნა თავი წარბშეკრულმა და მუცლიდან მისი ხელების მოშორება სცადა. -მომშორდი. -დათვერი? -დავთვერი, მერე? -ნუ მეუხეშები, წამოდი წავიდეთ და ვილაპარაკოთ. - ისევ სცადა მისი წამოყენება, მაგრამ ვერაფრით წამოაყენა. -თავი დამანებე ნიკოლოზ! -ანა… -რა გინდა? ისევ უნდა მითხრა რომ ბევრი კაცი მყავს? თუ ახლა პირდაპირ სახლში მიგყავარ და ჩემი სურვილების ასრულებას იწყებ? -მაგასაც ვიზამ, უბრალოდ ახლა წავიდეთ, ჰაერზე გავიდეთ და ვისაუბროთ. - მისი ამღვრეული თვალების დანახვაზე ცოტა დაიბნა, მაგრამ მაინც სცადა ხუმრობა მის გასამხიარულებლად. -არ მინდა! -ჰმ. - ირაკლის გახედა, მის სიცილზე თავი გააქნია, სწრაფად მოხვია ხელი მუხლებზე მახევრად გათიშულ ქალს და მხარზე გადაიკიდა. -რას აკეთებ! დამსვია ახლავე! -არა და დაწყნარდი. - უკანალზე მიარტყა ხელი სიცილით, ანა კი სულ გაგიჟდა. -როგორ ბედავ შე ცხოველო! ახლავე დამსვი თორემ გიჩივლებ! თავი ვინ გგონია? -ნიკოლოზი ვარ, მენაბდე. -მენაბდე და ჯანდაბა შენ! ვერ გიტან! -კარგი. - მისი საუბარით გამხიარულებულმა რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, ბარისგან მოშორებით ძირს დასვა, არაფერს დალოდებია ისე შეუცურა კეფაზე ხელი და ტუჩებზე დააცხრა. -გამიშვი! - ხელი ჰკრა ნიკოლოზს, შემდეგ კი მკერდზე დაუშინა ხელები. - მე ხომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ, მე ხომ უამრავი კაცი მყავს, ბევრთან ერთად ვარ და ყოველ საათში სხვადასხვას ვიცვლი! რა გინდა ჩემთან?! -ანა. -თავი დამანებე! შენ არაფერი იცი ჩემზე! არ მიცნობ და არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკებოდე ან მექცეოდე! არავინ ხარ ჩემთვის! -გეყოფა, დამშვიდდი. - წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოიქცია მისი სახე ხელის გულებში და ცრემლიან თვალებში ჩააშტერდა. -ვერც ერთ კაცს ვერ ვიტან, ყველა ერთნაირი ხართ, მეგონა შენ სხვანაირი იყავი, მაგრამ შენც ყველასნაირი ხარ. - ცდილობდა მისი დიდი ხელები მოეშორებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პანიკა ჰქონდა. უკვე დიდი ხანი იყო არ ეტირა. ბოლოს ლევანის წასვლისას იტირა და მას შემდეგ ყველა ემოციას გულში იკლავდა. -არ ვარ, გეფიცები მართლა არ ვარ და მაპატიე ის რაც გითხარი, შევცდი ხო და ვნანობ. - გაიღიმა, თან შუბლზე აკოცა. - რა დაგემართა პატარა, დავიჯერო ჩემს გამო ტირიხარ? -ეგღა მაკლია. - კიდევ ერთხელ ამოიტირა, შემდეგ ხელები კისერზე მოხვია და სახე მის ყელში ჩარგო. - მოკეტე უბრალოდ. -კარგი. - თმებზე ეფერებოდა, თან იღიმოდა და ნელ-ნელა ამშვიდებდა ანასაც. - როგორ დათვერი. -აღარ მინდა სიმთვრალე… ყველაფერი ბრუნავს. -წამოდი. - ანას მკლავი გადაიდო მხარზე, თვითონ წელზე მოხვია ხელი და მანქანისკენ დაიძრა. -სად მივდივართ? -სახლში. -დედაჩემის თავი არ მაქვს. -მაშინ ჩემთან. - მანქანაში სავარძელზე ფრთხილად დასვა, ღვედი შეუკრა, შემდეგ კი თავის ადგილას მოთავსდა და იქიდან წამებში გაქრა. - კარგად ხარ? - თვალებ დახუჭულს შეხედა წამით, ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს რომ არ გასცინებოდა. -ჰო. -გაზიანი წყალი გინდა? -ჰო. - ისევ ამოიბურტყუნა, ნიკოლოზმა კი სიცილით გააქნია თავი, მალე კი მაღაზიის წინ გააჩერა ავტომობილი. -აქ იყავი მოვალ მალე. - სწრაფად გადავიდა მანქანიდან, სამი კიბის საფეხური აირბინა და მაღაზიის შუშის კარი სწრაფად შეაღო. მაცივრიდან ორი ბორჯომის ბოთლი აიღო, კიტრის მწნილსაც წაავლო ხელი, სალაროსთან მისულმა სიგარეტიც იყიდა და მაღაზიიდან გავიდა. წამით გაჩერდა კარის წინ სანამ კიბეებზე დაეშვებოდა, მაღაზიის პარკში ჩალაგებულ ბოთლებს დახედა, წამით დაფიქრდა თავის ქცევაზე, თუ რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს ქალისთვის რომელსაც არ იცნობდა. ბოლოს ყველაფერი ადამიანურობას დააბრალა და იმას რომ ქალის ამ დგომარეობაში დატოვება არ სურდა. თმები აიჩეჩა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და მანქანისკენ დაიძრა. შიგნით მოთავსებულს ანა უკვე სიზმრებში წასული დახვდა, ნახევრად ჩამწვარი ღერი ჩააქრო, იქვე ნაგვის ურნაში ჩააგდო და მანქანა ნელა დაძრა. კორპუსის შიდა ავტოფარეხში გააჩერა მანქანა თავის ადგილზე, მძინარე ანას გადახედა, მისკენ გადაიხარა და მხარზე დადებული ხელით ოდნავ შეანჯღრია გამოსაფხიზლებლად. -ანა, გაიღვიძე პატარა. -არ შემიძლია. - ჩუმად ამოიბურტყუნა და ლოყა მენაბდის ხელის გულში უკეთ მოათავსა. ცოტა ხანს უყურებდა ნიკოლოზი, შემდეგ პარკით ხელში მანქანიდან გადავიდა, ანას მხარეს კარები გამოაღო და ღვედის გახსნის შემდეგ მისი ფარფატა სხეული თავისუფლად ააფრიალა. კარი ფეხით მიხურა, გასაღებით ჩაკეტა და ლიფტისკენ დაიძრა. ბოლო სართულზე ასულმა ბინის კარი გაჭირვებით გააღო, შიგნით შეიყვანა და ინსტიქტურად თავის საძინებლისკენ დაძრულმა დიდ საწოლზე დააწვინა. კისერზე მოხვეული ანას მკლავების წყალობით ზევიდან დაემხო ქალს, მის ხმამაღალ ამოსუნთქვაზე გაეცინა, ოდნავ დაღლილმა ტუჩები ცოტა ხნით მხარზე ჩამოდო და ღმრა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვებით სუნთქვის დარეგულირებას შეუდგა. ჰაერს ანას სასიამოვნო სურნელიც მოჰყვებოდა და თვალებიც ეხუჭებოდა. ნელ-ნელა უფრო და უფრო აბრუებდა. ძლივს გამოფხიზლდა, ძლივს მოვიდა გონს, ანას სხეულს მოშორდა, ფეხზე გახადა, გადასაფარებელიც გადააფარა, შემდეგ კი საძინებელი დატოვა. აბანაზანაში წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტ ხანს იდგა, მარცხენა ხელის გული კედელზე მიედო, თახრილი თავი წყლის ნაკადისთვის მიეშვირა და წყლის წვეთებიც გზას იკვალავდნენ ცვირის წვერამდე, იქიდან კი ძირს ეცემოდნენ. თავის ფიქრებთან ისევ მარტო დარჩენილი ხვდებოდა რომ ანასთან ყოფნის დროს სულ სხვანაირი შეგრძნება ეუფლებოდა და მასში გავრცელებული სიცარიელეც ავიწყდებოდა. არ იციდა რას აკეთებდა, ან რას უშვრებოდა ასეთს ეს ქალი, მაგრამ ფაქტი იყო მასთან ყოფნა სიამოვნებდა. ფიქრებიდან კარების გაღების ხმამ გამოიყვანა, ინსტიქტურად გაიხედა კარისკენ მაგრამ დაორთქლილი შუშიდან არაფერი ჩანდა. -ანა?! - თვალებს აცეცებდა, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდა. უცნაური ხმები რომ შემოესმა მერე გაყო თავი და უნიტაზზე დამხობილი ქალის დანახვისას არც უფიქრუა ისე დაკეტა წყალი, პირსახოცი წელზე შემოიხვია და ანას წონასწორობის დაცვაში მიეხმარა. ბოლოს ფეხზე დააყენა, პირი დააბანინა, მერე კი სველი ხელებით სახე დაუსველა. - ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადამიხდი. - ამღვრეულ თვალებში ჩახედა, შედარებით გამოფხიზლებულიყო ამ ყველფრის შედეგად. -ჩემ თავს ვერ ვიტან. ასე არასდროს გამოვმთვრალვარ. - პირსახოცით შეიმშრალა სახე, შემდეგ ნიჟარას დაეყრდნო და თვალები დახუჭა. -არაუშავს, ყველა ყოფილა ამ სიტუაციაში. -ხო, მაგრამ შენ არ უნდა გენახე. - სარკიდან გახედა კედელზე მიყრდნობილს. ნიკოლოზი ცოტა ხანს თვალებში უყურებდა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, ხელი მუცელზე მოხვია და მხარზე აკოცა. -დაივიწყე, ჩემი მეგობარი იმდენჯერ მყავს ამ სიტუაციაში ნანახი რეაქცია აღარ მაქვს. - ნიკაპი ჩამოადო მხარზე, მერე კი სარკიდან თვალი თვალში გაუყარა. -უცნაური ხარ. - თვალები მოჭუტა მამაკაცის ქცევით დაბნეულმა. - გუშინ შეურაწყოფას მაყენებდი ისე რომ არც გადარდებდა რას ვიგრძნობდი, დღეს კი ჩემს წასაყვანად მოხვედი. მაოცებ. - კაცის სხეული მოიშორა და აბაზანიდან გავიდა. -ჯანდაბა. - სველ თმაში შეიცურა თითები, შემდეგ უკან გაჰყვა და იმის სათქმელად რომ გუშინდელის გამო წუხდა საძინებელში შესულს იქ შექმნილი სანახაობის დანახვისას ენა ჩაუვარდა. წამსვე აენთო თვალები და წამებში მთელი სხეული შეუთვალიერა საცვლებით მდგომ ქალს, რომელიც თავის მაისურს იცვამდა. -ნუ მიყურებ უნახავივით. - როგორც კი დაიფარა სხეული ნიკოსკენ შებრუნდა, ჯერ კიდევ დანამული კანი შეუთვალიერა, საოცრად გამოიყურებოდა წელზე პირსახოც შემოხვეული რომლის თავშიც მენჯის ორი ზოლი ნახევრად მოუჩანდა. მუცელზე კუბიკები შესამჩნევად ეტყობოდა და ეგონა ცოტაც და მკერდის კუნთებს აათამაშებდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ბოლოს მის მომღიმარ ტუჩებს დააკვირდა და ისე მოუნდა ეკოცნა ყველაფერი აეწვა. -კიდე მე გიყურებ უნახავივით? - სიცილით მიუახლოვდა კარადას მენაბდე, საცვალთან ერთად პიჟამო შარვალიც გამოიღო, შემდეგ ანას მიუახლოვდა. - ღამე მშვიდობის პატარა. - ყურთან ჩასჩურჩულა, მერე ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. აფორიაქებული საწოლში შეწვა, საბანი გადაიფარა და თვალები დახუჭა. ამდენი ემოციით ერთად გადაღლილი იყო, ცალკე ნიკოლოზის ქცევა აბნევდა, ცალკე ლევანიზე ეფიქრებოდა რომელსაც წლები იყო არ შეხვედროდა და ახლა არ იცოდა რა გაეკეთებინა. ადრე უამრავჯერ უფიქრია მისი ნახვისას როგორ მოიქცეოდა, მაგრამ ახლა ტვინი გათიშოდა და ვერაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა რომ სადღაც იქვე, რომელიღაც ოთახში ნიკოლოზ მენაბდე იწვა და დარწმუნებული იყო მასთან ერთად ისიც ვერ იძინებდა. ნიკოლოზსაც აბნევდა შექმნილი სიტუაცია და უამრავ საფიქრალს უჩენდა. ..................... ერთი სიტყვით მეგობრებო, რამხელაც მოვახერხე იმხელა დავდე. ვეცდები შემდეგი უფრო დიდი იყოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.