შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილურჯესა და სიმწვანეში (სრულად)


20-02-2020, 22:57
ავტორი ტურაგო
ნანახია 3 341

√დროს არასდროს სწყინდება სინანული გვაგრძნობინოს...მე არასდროს შემეძლო მესაუბრა ხმამაღლა გრძნობებზე,ისინი გონებაში იდგავდნენ ფესვებს...და როცა ჩემში წარმოიშვა ყველაზე მთავარი შეგრძნება სიყვარულის იმ ერთადერთის მიმართ დაბადებული გრძნობა-გონებას არ მივეცი უფლება მიეტანა გულამდე,ალბათ ასეც ხდება ხოლმე გაურკვევლობას თავადვე ვუქმნით ხანდახან საკუთარ თავს.

ერთი წლის წინ ათი წლის უნახავ საყვარელ მხარეს ვესტუმრე,სულ რამდენიმე დღით,იქ ჩასულმა გადავწყვიტე დამევლო ის ადგილები რომლებთანაც განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებდა.ჩასვლისთანავე,იმ ღამესვე გავეშურე გარეთ ქუჩებში რათა არც ერთი წამი არ დამეკარგა...მივაბიჯებდი და ვიხსენებდი ძველ დროს...ბავშვობაში როცა აქ ყოფნის დროს სახეს ხელებში ვრგავდი და ოთახის სარკმლიდან ჩემს წინ ამაყად აზვირთებულ მთებს შევყურებდი მეგონა რომ სადღაც მიწის სიღრმეში ვიჯექი,მეფიქრებოდა რომ ეს სხვა სამყარო იყო,ხოლო როცა გზას ვადგებოდით და ვხედავდი როგორ ამოვდიოდით ამ სასიამოვნო გარემოდან და ვუერთდებოდით ხმაურიან ქალაქს,მინდებოდა თითოეულ გზად შემხვედრ ადამიანთან მივსულიყავი და მეთქვა მათთვის "ეს უნდა ნახოთ იქ რა კარგია"...ჩემთვის განსაკუთრებული იყო საათები რომლებსაც მდორედ მოსეირნე მდინარის ნაპირთან ვატარებდი,აჩემებულ ლოდზე ჩამოვჯდებოდი და ჩავყურებდი მწვანე,ჭაობისფერ მდინარეს რომელიც მის ზემოთ გადაფურცლული ცის სილურჯის ნაცვლად ნაპირის ზოლზე აშოლტილ ხეთა ტოტების ანარეკლს მასპინძლობდა,გულის სიღრმეს უხსნიდა სუსტ ტოტებზე დაკიდებულ ფარატინა ფოთლების ფურცლებს,რაკრაკებდა მდინარის ხმა და ამ დროს მე არ მესმოდა შრიალი ფოთლების,სულ ვფიქრობდი გულუბრყვილოდ,ბავშვურად რომ ფოთლები არა შრიალებდნენ არამედ წყლის მსგავსად რაკრაკებდნენ,ჩხრიალებდნენ.ჩავყურებდი მზის დატყვევებულ სხივებს თუ როგორ ლღვებოდნენ სიმწვანეში,წყლის ნაკადთა ნაჭრები სიფრთხილით უვლიდნენ ზედაპირზე უფრთხილდებოდნენ არ ჩაექროთ...ვუყურებდი და ვოცნებობდი დაუსრულებლად რას აღარ ებღაუჭებოდნენ ჩემი ფიქრები.ოცნების დროს ზეცისკენ იშვიათად თუ ავიხედავდი,ისე ვბუტბუტებდი მდინარის ნაპირთან თითქოს ჩემს ღმერთს იქ ვეძებდი ადგილში საიდანაც გასაკვირი სიმშვიდითა და ნეტარებით ვივსებოდი.მე თავზე მაჩრდილავდა ბროწეულის თავმომწონე ხე და მას ჩემნაირად არ სწყინდებოდა მზერა მდინარის.მერე...მერე დრო გავიდა,საოცარი სისწრაფით მიედინებოდა დღეები,ჩემი ოჯახი ვეღარ ახერხებდა აქ დაბრუნებას...დღე არ გასულა არ მომეგონებინოს თითოეული წუთი რომლებიც აქაურობასთან მაკავშირებდა,უცნაურ გულისწყვეტას განვიცდიდი თითქოს აქ რაღაც ჩემი ნაწილი დავტოვე...სწორედ ამ წარსულის,მოგონებების გასახსენებელი სტრიქონებით ვივსებდი გულს იმ ერთი წლის წინ როცა სახლისაკენ მიმავალ ჩიხსაც მივუახლოვდი,უცებ ვიგრძენი როგორ შევეჯახე ვიღაცას თუ რაღაცას...ვერ გავაცნობიერე რომ ჩემს წინ ადამიანი იდგა,იმ წამებში მე დაბნეული მზერით მივშტერებოდი წინ მდგომს,თუმცაღა იმავეს აკეთებდა ისიც...ქარი ჩემზე ყოჩაღი აღმოჩნდა სწრაფად აახვეტა სხეულიდან სურნელება და მე შემომაფრქვია,გამოვცოცხლდი თითქოს,უსიტყვოდ გავუარე გვერდი,ნაძალადევმა ნაბიჯებმა უკან მიიხედეო მითხრეს,ვენდე მათ შევჩერდი,შევტრიალდი...ისე დავიბენი რადგან ისიც იდგა და მადებნებდა მე თვალს.ჩაიღიმა ეს შევნიშნე,მერე ჩემკენ წამოვიდა,უხერხულად შევიშმუშნე...როცა ჩემს პირისპირ აღმოჩნდა სახეზე ღიმილ წარუშლელად მითხრა თავჩაკიდებულს:
-ნუ ჩაკარგე მზერა სადღაც მიწისკენ-და მაშინ ავიხედე მისი ნათელი სახისკენ
-შენ სტუმარი ხარ ალბათ?
-რამდენიმე საათია რაც ჩამოვედი-გავეპასუხე მე
-ვხედავ დროს არ კარგავ და ღამის მიუხედავად გარეთ ხარ
-ადრე ჩვევად მქონდა მევლო ყოველ საღამოს ქუჩებში,ასე რომ...
-გაგაცილებ,თუ ხელს არ შეგიშლი შენ და შენს ფიქრებს-ისევ გაიღიმა,თავიდან ვიუარე მერე როცა დაიჟინა თავი დავუქნიე მეც თანხმობის ნიშნად.როცა ცოტა მანძილი გავიარეთ წამით შეჩერდა,მზერა გაუთბა და ისევ ღიმილ შეპარვით მითხრა
-ნუთუ ვეღარ მცნობ დეა?-ეს ხმა იმ წამს ისეთი ახლობელი მეჩვენა.და როცა დაკვირვებით დავაცქერდი სახეზე მწვანე თვალებში გაოცებისაგან შევხტი და უნებურად დავეკიდე კისერზე
-ჯერ ვერ მიხსენებდი ახლა კი ლამისაა სუნთქვა შემიკრა-მხიარული ხმით წარმოთქვა
-ღმერთო ჩემო ეს როგორ დამემართა,ჩემი საყვარელი ბავშვობის ნაწილი სანდრო როგორ ვერ გიცანი,მაგრამ შენ ისე შეცვლილხარ!-აღტაცებული ავლაპარაკდი სწრაფად
-ჩვენ ორივე შევიცვალეთ...მთელი ამ წლების მანძილზე ერთხელაც კი არ ჩამოსულხარ აქ
-ხომ იცი ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული...დიდი ხანია რაც აქ ხარ სანდრო?
-უმეტესობა სახლების დაცარიელდა დეა,ყველა ტოვებს აქაურობას,ადამიანების გარეშე აქ ასე გგონია დრო არც კი გადის...თუმცა მე აქ ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი,ჩამოვდიოდი და შენს სახლთანაც მოვდიოდი იცი მინდოდა შენც გამოჩენილიყავი-მან მელანქოლიურად გაიღიმა,მე კი ვიდექი და ვუყურებდი...ცოტა კიდევ გავისაუბრეთ,შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ,როცა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უცებ შემოტრიალდა და დამიძახა "მომდევნო დღის საათებამდე " ისე ბედნიერი ღიმილით გამეღიმა,ამდენი წლის შემდეგ მას კვლავ ახსოვდა ფრაზა რომლითაც დღის ბოლოს ერთმანეთს ვემშვიდობებოდით."მომდევნო დღის საათებამდე" გავეპასუხე მეც,შემდეგ ცოტახანს ვადევნებდი თვალს მიმავალს სანამდე სრულად არ შთანთქა ღამემ მერე კი სახლისკენ შევტრიალდი მეც.
როცა სახლის კარი შევაღე და დავიწყე შედარება თუ როგორი ხმაურით ივსებოდა ჩვენით ადრე ეს სითბო შემონახული კედლები როგორღაც ყელში სევდა ჩამიგუბდა.ოთახის ერთი კუთხიდან გაშლილი ხელის მტევნით დავუყევი კედლებს იმავე კუთხემდე,იგრძნო გულმა შემონახული მოგონებები.შუქი არ ამინთია სანთლებით გავანათე სივრცე,ოთახის შუა გულში ჩავჯექი,ჰაერი და სანთლების შუქი გადაექსოვა ერთმანეთს,წინ ალბომი გადავიშალე,დროის მტვრის ნამცეხებისაგან გადაფერფლილან მომღიმარი სახეები...მტვერი აცრიდა,აწვიმდა,მაგრამ ვერ დაალბო სისველით,იცოდნენ რომ მოვიდოდი მათთან და ჩამოვწმენდდი მტვრის საფარველს.როცა ახალი გვერდი გადავფურცლე იქედან ჩემი და სანდროს პატარაობის ფოტომ გამიღიმა-აი როდის გრძნობ რაოდენი დრო გასულა!

მეორე დღეს დილით როცა ინათა მზის სხივებმა თვალები მომჭრეს,გაიშალნენ გაფართოვდნენ და სითბოდ გაეჟღინთნენ ჰაერს,ჩემი სარკმლის რაფაზე აყვავებულ ვარდს დაედო თავი და თავმომწონედ შემომყურებდა.
მალევე წავედი მდინარის მოსანახულებლად,ნელა მივუყვებოდი გზას ვიხანგრძლივებდი ამ ჩემთვის განსაკუთრებულ ადგილთან შეხვედრის სიამოვნებას და როცა მივედი გული სხვაგვარად ამიძგერდა,თითქოს ჩემი აჩემებული ლოდი მელოდა უძრავად გარინდებულიყო იქ სადაც წლების წინ დავცილდით ერთმანეთს...ვინმეს რომ დავენახე იფიქრებდა რომ ჭკუაზე არ ვიყავი რადგან მე მას გადავეხვიე,ჰო მკლავები შემოვაჭდვე.მდინარე ვეღარ იყო ისეთი ჭაობის ფერი,მწვანე როგორიც ადრე,მასში მელნისფერი ჩაეღვარა ბუნებას.ტირიფისთვის კი თითქოს აქ წლები მართლაც არ გასულა ის კვლავ მშვენიერებით ავსილი,ტოტებგადმოკეცილი უმზერდა მდინარეს,ისევ ირეოდნენ ტალღებში ფოთლები მე კი გონება შევაჩერე...მახსოვდა პატარა რომ ვიყავი რაზე ვოცნებობდი იმ წამებში კი უცებ ვერ მივხვდი სად და როდის დავკარგე ჩემი მეოცნებე ხასიათი...მე ისევ მდინარის ფსკერზე ვიწყე კარგვა პასუხებისთვის და აი სწორედ ამ დროს ვიგრძენი თვალებზე თითების ჩრდილი,იმავ წამს ფარდის მაგვარად გადამეფარნენ ხელები უცხო,არ მეკითხებოდა ვინ ვარო მე მანდობდა გამოცნობას,საკუთარი თითები გადავუტარე მისას,არა ვერ ვცნობდი!მერე ხელის მტევანს მაჯამდე ავუყევი,კანის მცირე მონაკვეთზე გაუხეშებული ზედაპირი ვიგრძენი
-სანდრო!-წამოვიძახე გახარებულმა
-ცოტა დიდი დრო დაგჭირდა გეცვნე-თქვა და ზემოდან ჩამომხედა
-ხომ გესმის ბავშვები აღარ ვართ
-ჰო ეს შეიმჩნევა...იცი აქ ხშირად მოვდიოდი შენს ლოდს მარტოდ რომ არ ეგრძნო თავი და მაინც მე შენნაირად არ გამომდიოდა ასე გადაკარგვა ტალღების ხმაში
-მახსოვს შენ ყოველთვის ზეცას აყურებდი
-შენ ხანდახან თუ გამოიხედავდი ჩემკენ,ზეცას ავყურებდი ის ხომ ფერით შენს თვალებს გავს,ვფიქრობდი რომ შენს ნაცვლად ის იმეტებდა ჩემთვის მზერას
-და იქნებ ეს მდინარე შენი თვალების სიმწვანეს ირეკლავს
-გავიზარდეთ დეა თუმცა მაინც გულიბრყვილო ბავშვების მსგავსად ვსაუბრობთ-გაგვეღიმა,ცოტახანს გავჩუმდით მერე ისევ მე დავიწყე:
-სანდრო როცა მაჯაზე თითები გადაგიტარე ის დღე გამახსენდა ხელი რომ დაიწვი
-მეც კარგად მახსოვს მაშინ ალბათ გულს ამოვიგლეჯდი ტირილით,მაგრამ როცა ჩემს წინ შენ იდექი თავს ცრემლის დაღვრის უფლებას როგორ მივცემდი
-ხედავ,იმდროინდელი შენი ტკივილი ახლა მე ღიმილად გამომადგა,რადგან სწორედ მაგით გიცანი
-...მითხარი დეა დიდხანს არ დარჩები ხომ?
-ვერა სანდრო,ხვალ საღამოსვე უნდა წავიდე...
-რათქმაუნდა,მიკვირს კიდევაც შენმა მშობლებმა აქ ამ ორი დღითაც რომ გამოგიშვეს...მათ ყოველთვის სურდათ შენ აქაურობისგან შორს ყოლოდი და ჩემგანაც!
-სანდრო აზვიადებ...-როცა ეს ვთქვი აღარაფერი უთქვამს,გაჩუმდა ის ისევ ცისკენ აპარებდა მზერას მე კი ამჯერად მისკენ,არ ვიცი რას ვგრძნობდი თითქოს მინდოდა მასთან რაღაც შებოჭილ გრძნობაზე საუბარი და ვერაფრით ვერ გამომდიოდა.მერე უცებ მომიბრუნდა "მოდი ვიცურავოთო" მითხრა.გავუღიმე,ცოტათი ვჭოჭმანებდი მე ხომ არ ვიცოდი ცურვა "დაგეხმარები დეა,ჩემთან ერთად ნუ გეშინია" შემომხედა ხელი გამომიწოდა,ნაბიჯებაწყობილი ვეპარებიდით მდინარეს,ძლიერად მქონდა ჩაჭიდებული ხელები მისთვის,ვხედავდი როგორ არ მაცილებდა თვალს სახეზე
-დეა იცი რატომ გახდა მდინარე მელნისფერი?
-რატომ სანდრო
-ჩვენი თვალები აირივნენ ერთმანეთში
-ისევ ბავშვური სიტყვები არა!-ხმამაღლა გავიცინეთ,რამდენიმე ნაბიჯი შევდგით წყლისკენ,ვგრძნობდი როგორ იყრიდა ჩემში თავს მისდამი მომნუსხველი გრძნობა,როცა მომინდა ჩავღრმავებოდი ამ შეგრძნებას თვალი გამესწორებინა მისთვის გამიფანტეს ყურადღება სანდროს სიტყვებმა და აზრები დაიმალნენ
-დეა,გინდა ფსკერზე დაგაწვენ,შენ თვალები გაახილე და ნახავ მზე როგორ ახლოს წყლის ზედაპირზე მწოლიარე მოგეჩვენება,ის გავარვალებულ სფეროდ წარმოგიდგება რომელიც სულ უფრო და უფრო მოიწევს შენსკენ,იცი როგორი ლამაზია ეს!
-გავიგუდები სანდრო!
-ჩაიღიმა,წარბები შეყარა-სუნთქვა შეიკავე,როგორ გგონია დავუშვებ წყალს დავუთმო შენი თავი-თქვა და ხელები მომჭიდა,ძალიან ნელა გავკვეთე ზურგით წყალი,ნაკადმა სხეულზე გადამიარა,მოვწყდი ჰაერს და წყლის ბინადარივით ფსკერზე დავიდე ბინა,პატარა ქვები გრილი ლოყებით შემეხნენ ზურგზე,შიშით შევარხიე წამწამები,ავყურებდი მაღლა ზედაპირს ჩაბრწნილ სხივებს მაგრამ მზის ნაცვლად მე ვხედავდი სანდროს სახეს,არ ვიცი ამ დამინული შუშის მაგვარად გაბუნდოვანებულ სახეზე როგორ შევძელი თუმცა ჰო მე დავინახე თუ როგორ კაშკაშებდნენ იმისი თვალები,მე წყლის ფსკერზე მყოფი თითქოს სხვა სამყაროს მივეკუთვნებოდი,წყალში მაჯებამდე მყოფი სანდრო კი თითქოს სხვას...უცებ ჰაერის წყურვილმა გამომაფხიზლა,მაჯაზე ჩავჭიდე და თითქოს გადამისროლესო ისე მომაქცია წყლის ზედაპირზე,ღრმად დავიწყე სუნთქვა,ვგრძნობდი რომ სიამოვნებით მსურდა იგივეს გამეორება
-ხომ კარგად ხარ დეა?-მკითხა მან
-ძალიან!სანდრო თითქოს ეს რამდენიმე წუთი საათებად გაიწელა...
როცა სული მოვითქვი წელზე ძლიერ ჩამჭიდა ხელები "დამეყრდენიო" მითხრა,მსუბუქად ამიყვანა ჰაერში და ისე შემაჩერა თითქოს მე წყლის ზედაპირზე ვიდექი,სასიამოვნოდ ტოკავდა და მელამუნებოდა რბილი სითხე ფეხის გულებზე...ეს ძველი შეჩერებული კადრის გაცოცხლებას ჰგავდა,თითქოს შევეხეთ და ამოძრავდა...ბავშვობაში მახსოვს ხშირად ვთხოვდი სანდროს "სანდრო გადამადგმევინე ნაბიჯები წყალზე"მაშინ ძალა არ ჰყოფნიდა ავეყვანე ხელში და ფეხის ტერფებით შევეჩერებინე დანაოჭებული წყლის ზედაპირზე,ახლა კი ამას ისე მსუბუქად ახერხებდა.მალევე ამოვედით მდინარიდან მომნუსხველად გადაფურჩქვნილ ტირიფთა ტოტებქვეშ შევიყუჟეთ,ცოტახანში სიჩუმე სანდრომ დაარღვია
-არაჩვეულებრივად ჟღერს ფოთლების ხმა მაშინ როცა მას შენს გვერდით მჯდომი შენთვის ძვირფასი ადამიანიც ისმენს-ერთი ამოსუნთქვით ამოატანა სიტყვები სამდრომ მერე კი ისევ განაგრძო-დეა,იცი მე აქ იმ იმედით ჩამოვდიოდი რომ ერთ დღესაც შენ შეგხვდებოდი,მაშინ როცა წახვედი მე არ შემეძლო შემეჩერებინე რადგან თავადაც ბავშვი ვიყავი...ხომ გესმის არა!ყოველთვის მთელი ამ ხნის მანძილზე გელოდი,მჯეროდა რომ დაბრუნდებოდი...მეც გამოვდიოდი ღამ-ღამობით ქუჩებში ვიცოდი რომ შენც ასე იქცეოდი იქ სადაც იყავი,არ ვიცი მე არ შემეძლო შენი დავიწყება,კვალი დატოვე ჩემში რომელიც არაფრის დიდებით არ იშლებოდა აქედან-ხელი გულზე მიიბჟინა-როცა აქ იჯექი ხოლმე და იღიმოდი მე ისე ვიჯექი შენს გვერდით ხშირად ვერც მამჩნევდი,თუმცა ეს მე არ მადარდებდა ისიც მკმაროდა რომ შენი ყურების ამოდენა დრო მქონდა
-შენ განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს ჩემს გულში სანდრო,შენთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს...
-თუმცა არა იმდენად ტკბილი მოგონება რომ მეგობრობაზე მეტი უწოდო არა!
-გთხოვ,გამიგე...წლებია არ შევხვედრილვართ ,მაშინ პატარები ვიყავით,დიდი დროა გასული...დაფიქრება მჭირდება
-იცი დეა სულაც არ მგონია რომ ასაკს სიყვარულის არ ესმის,თუმცა ჰო თითოეული ადამიანი განსხვავებული სახით იღებს მას და განსხვავებულად შეიგრძნობს...დამიჯერე დეა მე უკეთ ვიცი რა ხდება შენს გულში სამწუხაროა რომ ჯერ კიდევ ვერ გისწავლია მისი მოსმენა,კიდევ უფრო სამწუხაროა რომ სხვების აზრებით აფსურდული რჩევებით გაქვს გონება სავსე...
-ასე არაა სანდრო...
-არ გინდა დეა,ვიცი რომ არ უნდათ ჩემთან იყო-ცოტახნით გაჩუმდა მერე შემომხედა და ისევ დაიწყო საუბარი:
-გაზაფხულზე როცა მე აქ ვიყავი შენ კი არ,არ მავიწყდებოდა რომ იები გიყვარდა,ვკრეფდი და ვინახავდი მეგონა მოხვიდოდი და შევძლებდი დამეხვედრებინა შენთვის,შენ არ ჩანდი ისინი კი ჭკნებოდნენ,შუაზე ვყოფდი მათ,ნახევარს ვინახავდი,ნაწილს კი ამ მდინარეს ვატანდი სათითაოდ ვალაგებდი წყალში და ვფიქრობდი რომ შენი საყვარელი მდინარე შენამდე მოიტანდა მათ,გავიზარდე,ბავშვი აღარ ვარ მაგრამ ამ გაზაფხულზეც ისევ ისე მოვიქეცი...შენ ახლა აქ ხარ მაგრამ ვხედავ რომ ჩემს ასე გრძნობით ნაგროვებ იებს შენთვის არავითარი ფასი არააქვს,სანამ აქ მოვიდოდი კარებთან დაგიტოვე ამ წლების მანძილზე ნაგროვები...როცა დაბრუნდები თუ გინდა გადაყარე...
-სანდრო...-მინდოდა რამე მეთქვა თუმცა ვერ ვპოულობდი სიტყვებს!
-დეა,გეფიცები მიჯობდა არ ჩამოსულიყავი არ მენახე,ასე უფრო დიდ ტკივილს მიტოვებ,მანამდე გულში მცირე იმედი მიღვივოდა და ეს მახარებდა...-როცა ეს სიტყვები დაასრულა გადამეხვია,დიდხანს ვყავდი ჩაკრული,მერე ხელები შემიშვა...ვგრძნობდი მელოდა როდის ვეტყოდი დარჩენილიყო ჩემთან,ნაბიჯები გადადგა,ზურგი მაქცია ვხედავდი უხმოდ მის ნაძალადევ ნაბიჯებს,ისევ ვგრძნობდი როგორ ელოდა ჩემს ხმას რომელიც მოახედებდა უკან,მაგრამ არ ვაჩერებდი.სადღაც ქვეცნობიერი ბრძოლობდა,ბრძოლობდა რომ შემეჩერებინა მაგრამ ეს არ გავაკეთე-გავუშვი.
მან იმ საღამოსვე დატოვა სოფელი ისე რომ ვერ მოვასწარი მენახა,მეორე დღის საღამოს მეც წავედი.
უკვე შორს მყოფი ვგრძნობდი ფორიაქს,ვგრძნობდი რომ ჩემი იქ ყოფნის იმ დღეებში საგრძნობლად შეიცვალა შემში რაღაც.იმოდენა ემოციები გაღვივდა რომ შეუძლებელი გახდა მათი არ მოსმენა.მინდოდა მესაუბრა მაგრამ როცა ირგვლივ მიმოვიხედე გონების თვალით მივხვდი რომ არ მეგულებოდა ისეთი ვინმე ვინც შეძლებდა განეცადა ყოველივე ისე როგორც მე ვგრძნობდი,მივხდვი რომ ასეთი სანდრო იყო,ის უთქმელადაც იგებდა რა მჭირდებოდა,რა მახარებდა მიუხედავად იმისა რომ ხანგრძლივი დროით ვიყავით მოშორებული ერთმანეთს...ჰო იყო ასეთი ჩემს ცხოვრებაში და მე ის დავკარგე!

კიდევ ერთმა წელმა განვლო და ამ ხნის მანძილზე პირველად შევძელი გაზაფხულზე აქ ყოფნა,პირველად დავკრიფე საკუთარი ხელით იები...როცა გაჭკნენ მეც გავყავი ორად,მდინარესთან მივიტანე ნაწილი და მათი დაფშვნილ ფურცლებს ცურვის ნება დავრთე...სანდროს ნაჩუქარ იებს ვინახავ ,ორი მათგანი გულსაკიდში მაქვს შენახული,გულთან ახლოს...ახლა როცა აქ ვარ ისევ,ვგრძნობ როგორი სიცარიელეა გამეფებული,აქ დრო თითქოს მართლაც არ გადის...მთემბა თითქოს მართლაც მიწის გულში გადაისროლა ეს მხარე,სიჩუმემ ეგოისტურად შემოხვია მკლავები და არ უშვებს.
ადრე როცა სანდრო ჩვენთან სახლში მოდიოდა მე და ის სარდაფის გვერდით მდებარე ოთახში ვმარტოვდებოდით,ეს ოთახი ასე ვთქვათ მოსაგონებელ კუთხედ აღიქმებოდა,თითოეულ უცხო სტუმარს ვთხოვდით გაეკეთებინა რაიმე ინიციალი,მინაწერი ან რაც მას სურდა,ეს მის გასახსენებლად იარსებებდა აქ როცა დრო გავიდოდა...ჩვენ ორნი კი საღამო ხანს ოთახის შუაგულში ვჯდებოდით,სასაცილო ფორმაში ვჩერდებოდით და ერთმანეთის გამოსახულ სილუეტებს დავდევდით კედელზე ცარცით,ჩვენმა ნაჯღაბნებმა ბევრის სახელს გადაურბინა მაგრამ არა ისე რომ შეუძლებელი გამხდარიყო მათი გარჩევა...ახლაც ამ ოთახში ვზივარ,მოძველებულ სავარძელს ვარწევ,ეთამაშება ჩემი ჩრდილი წლების წინ გაკეთებულ მინაწერებს,ჩვენს პატარა ნაჯღაბნ სილუეტებს,სანდრო რომ ახლა აქ იყოს ისევ გაეკიდებოდა ცარცით კედელზე დაცემულ ჩემს გამოსახულებას,მერე რა თუ ბავშვები აღარ ვართ,იმ ერთი წლის წინ მან დაამტკიცა რომ ისევ შეუძლია ბავშვივით მოქცევა ჩემს გასაბედნიერებლად,სამწუხაროა რომ ამას ახლა ვიაზრებ,თუმცა ასეა ხშირად ადამიანური ბუნება- დაკარგვის შემდეგ ვსწავლობთ დაფასებას.

ხშირად ჩამოვალ აქ,ვიხეტიალებ ღამის ქუჩებში იქნებ მივაწვდინო ხმა,იქნებ ნახოს ინიციალები რომელიც მდინარესთან ლოდზე დავტოვე,მაპატიოს იქნებ სისუსტე და იქნებ წაიშალოს შეგრძნება იმისა თუ როგორ იქცევა ჩემთვის საყვარელი ადგილი ჩემივე გულის სიცარიელის საბუდრად.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

ვნანობ აქამდე რომ არ გიცნობდი. კარგად წერ, არც მინდოდა გაჩერება და დასრულება. ყველა შენს ისტორიას წავიკითხავ აუცილებლად. ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა.

 


№2  offline წევრი ტურაგო

სტუმარი ქეთო
ვნანობ აქამდე რომ არ გიცნობდი. კარგად წერ, არც მინდოდა გაჩერება და დასრულება. ყველა შენს ისტორიას წავიკითხავ აუცილებლად. ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა.


მიხარია რომ მოგეწონა
მადლობა ჩემო კარგო...

 


№3  offline წევრი ვიპნი

სურვილი გამიჩნდა შენი სხვა ნაწარმოებებიც წავიკითხო :*

 


№4  offline წევრი ტურაგო

ვიპნი
სურვილი გამიჩნდა შენი სხვა ნაწარმოებებიც წავიკითხო :*


მესიამოვნა შენი სიტყვები ...☺️

 


№5  offline წევრი ნანა73

იცი, რა კარგად წერ? რაღაც განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული ელფერი აკრავს შენს ჩანახატებს, მე ასე ვიტყოდი და ძალიან ძალიან მინდა ვრცელი ისტორია წავიკითხო შენი ❤️ არაჩვეულებრივი ხარ! ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ტურაგო

ნანა73
იცი, რა კარგად წერ? რაღაც განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული ელფერი აკრავს შენს ჩანახატებს, მე ასე ვიტყოდი და ძალიან ძალიან მინდა ვრცელი ისტორია წავიკითხო შენი ❤️ არაჩვეულებრივი ხარ! ❤️❤️❤️



როგორი თბილი სიტყვებია♥️
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ნანა ♥️

 


№7  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მე მომწონს heart_eyes kissing_heart მაგარიაააააა

 


№8  offline წევრი ტურაგო

ninnnnnnnoooooooo
მე მომწონს heart_eyes kissing_heart მაგარიაააააა


მადლობა...☺️

 


№9  offline წევრი Imagination88

ერთ_ერთი საუკეთესო მათგანი ხარ ამ საიტზე ❣️❣️ მართლა ძალიან მაგრად წერ აი გულს და სულს რომ ეხება ეგრე უბრალოდ სიტყვა არ არსებობს შენი ისტორიების შესაფასებლად ❣️❣️ ძალიან მაგარია ასე გააგრძელე ❣️❣️ვგიჟდები შენზე ❣️❣️

 


№10  offline წევრი ტურაგო

A.N.A
ერთ_ერთი საუკეთესო მათგანი ხარ ამ საიტზე ❣️❣️ მართლა ძალიან მაგრად წერ აი გულს და სულს რომ ეხება ეგრე უბრალოდ სიტყვა არ არსებობს შენი ისტორიების შესაფასებლად ❣️❣️ ძალიან მაგარია ასე გააგრძელე ❣️❣️ვგიჟდები შენზე ❣️❣️


♥️♥️♥️
როგორ აგიხსნა რამდენს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის...
დიდი მადლობა საყვარელო...მიხარია...♥️
მადლობა სტიმულისთვის...

 


№11 სტუმარი ეკა 5

ძალიან საყვარელი ისტორია იყოოოოოო ❤️ მაგრამ ფინალმა გული მატკინა, დაგეტოვებინა, რა, ერთად... გასაგებია, ყველაფერი კარგად არ მთავრდება ყოველთვის, მაგრამ სხვა მოლოდინი მქონდა????❤️ გააგრძელე, რაა, შეახვედრე ერთმანეთს იმ ლოდთან... ლამის ვიტირე, ისე დამენანა ორივე... დაასრულე, კარგად, გთხოვ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️წარმატებები❤️❤️❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი ტურაგო

ეკა 5
ძალიან საყვარელი ისტორია იყოოოოოო ❤️ მაგრამ ფინალმა გული მატკინა, დაგეტოვებინა, რა, ერთად... გასაგებია, ყველაფერი კარგად არ მთავრდება ყოველთვის, მაგრამ სხვა მოლოდინი მქონდა????❤️ გააგრძელე, რაა, შეახვედრე ერთმანეთს იმ ლოდთან... ლამის ვიტირე, ისე დამენანა ორივე... დაასრულე, კარგად, გთხოვ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️წარმატებები❤️❤️❤️❤️❤️



♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent