ახალი სიცოცხლე (ნაწილი მეორე)
თავი ტყვიასავით მაქვს დამძიმებული, ზუსტად რომ შესაფერისი შედარებაა ჩემი მდგომარეობის გამოსახატავად. თავის აწევა მინდა მაგრამ არ შემიძლია, ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. ნელ-ნელა თვალებს ვახელ და ვხედავ რომ ექიმი მიყურებს ინტერესის თვალებით და რაღაცას ჩამძახის. თუმცა ყრუდ მესმის ხმა და მისი ტუჩების მოძრაობით ვხვდები რასაც მეუბნება. -თავს როგორ გრძნობ ძვირფასო? -საშინლად მტკივა თავი ექიმო,რა მოხდა იქნებ ამიხსნათ? -კიბიდან დაგორდი და ტვინის შერყევა გაქვს, მაგრამ ნუ გეშინია მალე გამოკეთდები. გამაყუჩებელს გაგიკეთებს ექთანი და ტკივილიც გაგივლის. გინდა შენი მოახლე ნახო, მთელი დღეა ელოდება შენს გაღვიძებას. როდესაც ექიმმა კითხვა დამისვა თავში ათასმა ფიქრმა ერთად გამიარა, კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ და მთლიანი სურათი ნელ-ნელა მიდგებოდა თვალწინ. -მოახლე,მოახლე... ჩუმად ბუტბუტებდა ეჟენი. -მაგრამ ჩვენი მოახლე იქ არ იყო... და უცებ წამოიყვირა. -ვაიმე,დედა,მამა,ჩვენ ხომ ავარიაში მოვხვდით. ექიმო გთხოვთ მითხარით ჩემი მშობლები,როგორ არიან. მახსოვს სისხლის გუბეები იდგა,მახსოვს ძალიან სტკიოდათ,ცრემლები სდიოდათ და თვალებით დახმარებას მთხოვდნენ. ექიმო მითხარით,რომ კარგად არინ ,მითხარით,რომ ყველაფერი კარგადაა. ეჟენი ბოლო ხმაზე ყვიროდა,თვალები ჩასისხლიანებოდა,სახე აწითლებოდა. იმ პატარა სიფრიფანა გოგოსგან არაფერი დარჩენილიყო. დაჭრილ ნადირს გავდა,თურმე როგორ ცვლის მწუხარება ადამიანს. სულისშემძვრელი იყო მისი გამომეტყველება, თითქოს ათი წლის ნაგროვებმა ცრემლებმა ერთიანად გადმოლახეს ჯებირები და წყევლასავით დაატყდნენ გვალვა ნახულ ბაგეებს. მწუხარებამ შეძრა და გაანადგურა. ეჟენს სული გაუმწარდა და ტკივილმა ერთიანად შეშალა მისი ცნობიერი. ამ ყვირილზე ნინო და გიორგი შემოცვივდნენ და ეჟენის დამშვიდება სცადეს მისი გულში ჩაკვრით, მაგრამ ის მაინც არ ცხრებოდა. ექთანმა დამამშვიდბელი შემოიტანა,მილში შეიყვანა და რამდენიმე წუთში ეჟენი კვლავ დაუბრუნდა პირვანდელ სახეს და ფერმიხდილი დაესვენა ლოგინზე. ექიმმა და მოახლეებმა დატოვეს პალატა და დასვენების შესაძლელობა მისცეს სიკვდილამდე განაგურებულ ქალბატონს. ექიმი გაოცებული თვალებით უყურებდა ნინოს და გიორგის, გაკვირვებას ვერ მალავდა და ცდილობდა თავი მოეყარა სათქმელისთვის. -როგორც ჩანს,ეჟენი გამოერკვა ილუზიიდან და რეალობას დაუბრუნდა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ათი წლის განმავლობაში არანაირმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი და პატარა ტვინის შერყევამ კი სასწაული მოახდინა. ათი წლის განმავლობაში ილუზიაში ცხოვრობდა და ლანდებს ელაპარაკებოდა, თითქოს მათ მართლა ხედავდა და გრძნობდა. ვერცერთმა ფსიქოთერაპევტმა ვერ შეძლო მისი განკურნება და ახლა, როდესაც თავისით მოეგო გონს ძალიან გაუჭირდება რეალობის აღქმა,მაგრამ ჩვენი და დემეტრეს დახმარები ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. ექიმი ფიქრიანად ისვამდა შუბლზე ხელს. -დღეს დაველაპარაკები დემეტრეს და ავუხსნი სიტუაციას.მინდა იცოდეთ, რომ ის საოცარი ფსიქოთერაპევტია და შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ მას. ეჟენს აუცილებლად გამოიყვანს ამ შოკიდან. ნინო და გიორგი იმედისთვალით უყურებდნენ ექიმს, როგორც მხსენლად მოვლენილ ანგელოზს. ეჟენს ღრმა ძილით ეძინა, ვინ იცის იქნებ სიზმრად მაინც ესტუმრნენ გარდაცვლილი მშობლები და გულში მაგრად ჩაიკრეს ერთადერთი ქალიშვილი. ეჟენის ბაგეზე გადარბენილი ღიმილი იქნებ მართლაც მშობლებს ეკუთვნოდათ, მათ მონტრებას და სიყვარულს. ერთი კვირის შემდეგ,როდესაც ეჟენი ფიზიკურად გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულიერად კვლავ სნეული იყო, საავადმყოფოდან გამოწერეს და კიკეთში წაიყვანეს, სადაც მშობლების ლანდები მას აღარ ელოდა. საძინებელ ოთახში ატარებდა მთელ დღეს და ჩუმად ქვითინებდა დარდისგან. ვერ აცნობიერებდა,რომ ასეთი მწარე იყო რეალობა და მას უნდა შეგუებოდა. საჭმელს არ ჭამდა და ისედაც ფერმკთალი სხე უფრო გაუთეთრდა. ნინო ძალიან დარდობდა ქალბატონის მდგომარეობას, არ იცოდა მისთვის დარდი როგორ შეემსუბუქებინა. * კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინო სასწრაფოდ გაეშურა სტუმრის შესაგებებლადდა კარისკენ. -მობრძანდით,კეთილი იყოს თქვენი ფეხი. თქვენი იმედი მაქვს,ჩათვალეთ რომ ჩემს თვალისჩინს გაბარებთ, რადგან მე და გიორგის მის მეტი არავინ გვყავს. -დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ნდობისთვის, ვეცდები თქვენი მოლოდინები გავამართლო. -კარგით,მაშინ წამომყევით ეჟენის ოთახამდე მიგაცილებთ. ფუსფუსა მოახლე წინ გაუძღვა დემეტრეს და ლამაზი ხის კარებამდე მიაცილა. დემეტრემ თავი დაუკრა,მადლობა გადაუხდა. ოთახის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და პასუხს დაელოდა. -მობრზანდით. გაისმა მისუსტებული ხმა. დმეტრემ კარები გააღო და ეჟენს თავი წარუდგინა. -გამარჯობა ეჯენ. მე დემეტრე ვარ,შეგიძლია დემე დამიძახო. დღეიდან ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ეს თქვა და გაუღიმა. ეჟენი უტყვი იყო,როგორც ამ სახლის კედლები,რომლებსაც ბევრი ენახათ და მოესმინათ. ოთახი მორთული იყო იასამნის ლამაზი ყვავილებით, საამური სურნელი ტრიალებდა. გაზაფხულის სითბო და ყვავილების სურნელი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. დემეტრემ სკამი აიღო და ეჟენთან ახლოს ჩამოჯდა. -ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ მიპასუხე. ყვავილი რომ ყოფილიყავი რომელ ყვავილად ყოფნას აირჩევდი? -იასამნად. -და რატომ? -იასამანი,თავისმხრივ წვრილი ლამაზი ყვავილებისგან შედგება. ისინი ერთად ყვავილს ჰქმნიან და არსს აძლევენ ერთმანეთს. ხოლო თუ დაიფანტებიან მათი არსებობა უკვე არა რად იქცევა. ასეა ჩემი ცხოვრებაც, თუ მე დამავიწყდება ჩემი წარსული, თითოეული წუთი და მოგონება მე ის ადამიანი აღარ ვიქნები,რაც ახლა ვარ. რადგან ყოველი წამი ჩემს ისტორიას წერს და ერთად კრავს. სამარადისოდ ავსებს ჩემს არსებობას. მე თუ ის ნაწილი დავკარგე რასაც წარსული ჰქვია მე ის ეჟენი აღარ ვიქნები. ვიცი აქ რატომაც მოგიყვანეს. ჭკუა უნდა დამარიგო და ყოველ დღე ერთი და იგივე მიმეორო, რომ ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და მე ამ ფაქტს უნდა შევეგუო. მაგრამ შენ არ იცი, როგორი ძნელია ეს ჩემთის, შენ არ იცი მე რას ვგრძნობ,როგორ ვიტანჯები და მტკივა. ეჟენის თითოეული სიტყვა გულს უკლავდა დემეტრეს. თითქოს მის გრძნობას ამხელდა ეჟენის ბაგეები. თავი ჩახარა და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.