შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყაყაჩოს იმპერია


22-02-2020, 11:56
ავტორი angry strawberry
ნანახია 870

როდესაც დაისის ბოლო სხივი დაკრავს ყაყაჩოს სასოწარკვეთილ წითელს, მზე ჩაესვენება და მასთან ერთად გაქრება კუთვნილი სისხლისფერი ღირსების მშვენიერება, ყაყაჩო ამოწურავს მოვალეობის შესრულების დროს და ბნელში დაქანცული მიისვენებს. რა, თუ არა მოვალეობა, მცენარეთა ხვედრი ყოფილა უპირველესად და რომ არა ეს, მაშინ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრების კრედოს მთავარი იარაღი?
როდესაც წმინდა ქაოტიკას მიწაზე მეფის სასახლის კარიბჭე საბოლოოდ მშვიდად ამოისუნთქავს და ღრმა ძილს მიეცემა, მაშინ გაიღვიძებს ერთადერთი და ჭეშმარიტი სიცოცხლე იმ მიწის ქვეშ, რომელიც ჩემი ყმაწვილი თითებით გავთხარე. ამ მიწაში დაიმარხება ძველი და დაიბადება ქაოტიკას ახალი ერა, რომელიც არა შურისძიების, არამედ პრინციპების ნაყოფი იქნება.
*მერვე საუკუნის დასაწყისი* ქაოტიკას ცენტრალურ მოედანი, თავშეყრის ადგილი იმ ახალი ამბებისა, რომელიც ან აშენებს, ან ღუპავს. მოედანი ვრცელია და ასობით თუ არა, ათასობის კაცს იტევს. სივრცე ალყაში ჰყავს მოქცეული ბუჩქებს, რომლებიც ყაყაჩოთა შემდეგ არანაირ ყურადღებას იქცევს. ეშაფოტი დიდზე მეტად მაღალია და დაბალი, დამჭკნარი მოხუცი მდიდრულ ტანსაცმელში, ძლივს ახერხებს აცოცებას. ხალხთა უმრავლესობა მოუთმენლობისგან მკერდს იგლეჯს, ზოგიერთი ახალშობილს ძუძუს აჭმევს და ამ მოვლენით გახალისებული ჭაბუკობა პირღია შეჰყურებს სანახაობას. ვისღა ახსოვს მეფე, როდესაც ღმერთმა ქალი მკერდით დააჯილდოვა. ეს არის ერთ-ერთი მოკლევადიანი, თუმცა მნიშვნელოვანი ძალა ქალისა, რომელზეც შემდგეშიც ვისაუბრებთ. ზარი რეკავს და..
- მეფე და უპირველეს ყოვლისა ადამიანი, პატრონი ჩვენი და იმედი იმ გზას დაადგა,რომელიც ყველას ხვედრია. სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, მეფე გარდაცვლილია! მეფის ანდერძის თანახმად, კაცი სახელად სერვანტინი, როგორც მეფის უსასტიკესი მტერი, სიკვდილით დაისჯება ალიონზე, რადგან ბოლოჯერ შეიგრძნოს და გამოემშვიდობოს ახალი დღის მადლს, მზეს, რომელიც მის გარდა ამიერიდან ყველასთვის გაანათებს!
ტახტზე რვა წლის ჭაბუკი, მეტად დინჯი და ეგოისტი, სიტყვაძუნწი ლადოსი ადის. ადის და ზეიმობს მაშინ, როდესაც ვობლდები მეფის ბრწყინვალე ანდერძისა და სურვილების გამო. პაწაწინა დედამიწაზე უღმრთოდ ვრჩები, მარტო. ბიბლიოთეკის კარს ვხსნი და ვიფიცებ, რომ ცხოვრებას შევწირავ არა შურისძიებას, არამედ პრინციპებს. ადამიანის იმ მომაკვდინებელ თვისებას, რომელმაც ობლად დამტოვა. ვერ განრისხდება ღმერთი ჩემზე, მას არ აქვს უფლება, ჩემზე აღარავის არ აქვს უფლება! მე ვარ ფრეია, მცენარეთა ოსტატის, სერვანტინის უკანასკნელი შვილი!
828წ. ქაოტიკას იმპერია რვა სამეფოს ნაყოფია და თუ თითოეულს სათავაში უნდა ედგას მმართველი, ამ უცნაურ მიწას არა რვა არამედ ერთი განაგებს. ლადოსი, რომელსაც სიმშვიდეზე მეტად ქალებიც კი არ უყვარს. ობლად დარჩენილი მე, რვა წლის ფრეია, როგორც მცენარეთა მკურნალების უკანასკნელი შთამომავალი, იმ სასახლეში გამომკეტეს, რომელშიც მეფე იწვრთნებოდა და ვიზრდებოდით ერთად. მაშინ არავინ იცოდა, თუ რა ტრიალებდა ჩემს პაწაწინა გულში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ახლაც არავინ იცის, რადგანაც აქ არავინ აღიარებს ქალს ჭკვიან, მოაზროვნე არსებად. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განუიარაღებელი იარაღი, რომელიც ძირფესვიანად ამოთხრის სასახლის არისტოკრატიას და დიდებულთა ბატონობას, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესებისგან შემდგარს.
სასახლეში მთავარი მზარეულის ადგილს ვიკავებ და წვდომა მაქვს ყველასთან, ვინც საჭიროა. მიწისქვეშა საბჭოს შეადგენს რვა ადამიანი, რომელთა იდენტობაც თქვენთვის უცნობი იქნება გარდა ერთისა. მეფის მრჩეველი და მარჯვენა ხელი, ინკუბუსი, სულისჩამდგმელი ამ მომავლის საქმისა.
საბჭო ყოველი თვის რვა რიცხვში იმართება და იბადება რვა გეგმა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შესრულებული უნდა იქნას.
სიტყვით ინკუბუსი გამოდის და გვამცნობს უცნობ სიახლეს. მეფის სასახლეში სტუმრობას აპირებს მშვენიერი როსა, დედოფალი მეზობელი სამეფოსი, სახელად რაილი. ეს მეტად ლამაზი არსება გამოირჩევა ზედმეტი უყურადღებობითა და გაფანტულობით და რომ არა ღვთისგან ბოძებული სილამაზე, როგორც პიროვნება უსათუოდ დაღუპული იქნებოდა. მისი მოვალეობა ამ ცხოვრებაში ყაყაჩოს ჰგავს. ასრულებს მაშინ, როდესაც მზე ანათებს, მზის გარეშე მისი იდენტობა მკვდარია.
სასახლის კარზე გაიმართება ბალი, სადაც თავს მოიყრის უმნიშვნელოვანესი მასა. რაც მთავარია ქაოტიკას მიეცემა ის, რასაც მთელი მისი სიცოცხლე ელოდა, ქაოსი!
საბჭო უშვებს გამონაკლისს და სახავს არა რვა, არამედ ერთ გეგმას და ამ გეგმის შემსრულებელი იქნება ვინ, თუ არა მე, ფრეია!
თუმცა არავინ იცის სისუსტე, რომელიც კლავს და ალპობს ჩემს ახალგაზრდა, ყმაწვილ სულს. მე ხომ უაზროდ მიყვარს ის, ვინც ჩემი მტერია, ის ვისაც მივუძღვენი საკუთარი პრინციპული ცხოვრება მთელი არსით. მე ხომ დღეებს ლადოსზე სამიჯნურო ფიქრში, ხოლო ღამეებს შეთქმულების დაგეგმვაში ვფანტავ . მთელი ჩემი საყმარო ამ კაცის გარშემო ტრიალებს და მე არ ვიცი რა გადატრიალებას მოახდენს გული გონებაზე მაშინ, როდესაც მოსახდენი უნდა მოხდეს! და მაინც, რას აღარ აკეთებს ქალი სიყვარულისათვის?! ყველაფერს! მთავარია პრიორიტეტები!



№1  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent