შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული (თავი 2)


22-02-2020, 14:42
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 404

შაბათი დილა გათენდა. კატომ ადრე გაიღვიძა, მამა უკვე საქმეზე წასულიყო, ანკას ეძინა. არ გააღვიძა, სამზარეულოში გავიდა, და ბლინები დააცხო, შემდეგ ჩაიცვა, სპორტულ სტილში და მაღაზიაში ჩაირბინა ხილის ამოსატანად, როცა სახლში ბრუნდებოდა, ლევანს უკვე სტუმრები ყავდა და გარეთ სიგარეტს ეწეოდნენ ირაკლისთან ერთად აივანზე. თამარმა კარი შეაღო თუ არა, ყავის მძაფრე სუნი იგრძნო,
- ყავა მოვამზადე, შენ ასე ადრე როგორ ამდგარხარ , გასძახა სამზარეულოდან დაქალს ანკამ რომელიც კართან ფეხსაცმელს იხდიდა.
- გოგო მამა ადრე გადიოდ დღეს და მინდოდა მომესწრო ადგომა და დამშვიდობება მაგრამ წასული დამხვდა, მერე ვეღარ დავიძინე
- ვსო, ყავა მზად არის, აივანზე დავლიოთ ხო, გასძახა ანკამ,
- აუ არა , აივანზე მოგვიანებით გავიდეთ რა, გვერდით აივანზე ვიღაც ტიპები არიან და რაღაც არ მინდა გასვლა, - უპასუხა კატომ, ისე რომ არც კი გაუაზრებია , აივნის კარი რომ ღია იყო და ხმა შესაძლოა მეზობელთანაც გადიოდა.


ბიჭებმა რა თქმა უნდა კატოს ხმა გაიგეს , ოთხივეს ჩაეცინათ აბაზანიდან გამოვიდა,
- რა იყო რა მალე შემოლაგდით - ღიმილით კითხა ბიჭებს და ირაკლის გახედა- არ დაგხვდა შენი პრინცესა ? ირონიულად გახედა ირაკლის
- შენ შემთხვევით ხომ არ ეჭვიანობ, აღადავდა ირაკლიც.
- ხო ცოტა არ იყოს კი, ჩემი მეზობელია ბოლოსდაბოლოს, იქნებ დამაცადო რა, ისევ სიცილით უპასუხა ლევანმა , ხალათი შეისწორა და ყავის აპარატისკენ გაემართა
- სხვათაშორის , როგორც ჩანს ჩვენი მოერიდა თორემ აივანზე უნდოდა ყავის დალევა.
- აჰაჰა, ეს რაებს აჯერებს თავს ახარხარდა ლევანი
- არა მართლა ეგრე იყო, დაქალმა უთხრა გავიდეთო და ამან ვირაც ტიპები არიან მეზობელთან და სხვა დროს გავიდეთო.- სერიოზული სახით ამოხედა ლაშამ ტელეფონიდან.
- არადა ეგეთი მორცხვიც არ ჩანდა- სიცილს არ წყვეტდა ლევანი
- რა იყო რას გაჭორეთ ეგ გოგო , დაასვენეთ- მიუბრუნდა ლაშა - ახალი მეზობელია ხო, როგორც ჩანს- აქამდე არ მინახავს, დააყოლა
- სადღაც ერთი კვირაა რაც გადმოვიდა.
- ჰოო, კაი გოგოა ისე ვიდზე , რავი შორიდან რაც ვნახე
- ხო მახინჯი არაა, მაგრამ კაიც არაა- ჯიბრში ჩაუდგა ლევანი - თვითონაც ვერ მიხვდა ასე ღვარძლიანად რატომ უპასუხა, ვეერც ის მიხვდა რატომ ამოიჩემა ეს გოგო, და ვერც ის რატომ მიიქცია კატომ მთელი მისი სამეგობროს ყურადღება- ისე ახლა როდემდე უნდა ილაპარაკოთ ვიღაც ჩემ პროვინციელ მეზობელზე- გახედა ბიჭებს ირონიულად
- აუ ეს რა სნობია ჩემი, გახედა ირაკლიმ, შენ იმენა ვაკელი ნაშოჩკების გარდა არავის იკარებ ხო.
- აი რა შუაშია აქ ვაკე ან ნაშოჩკები
- აბა პროვინციელი რა შუაშია, ლამაზი გოგოა, მეტრა 75 თუ არ არის, კაკ მინიმუმ დახვეწილია და მოვლილი, რავი არც ცანცარა ჩანს და არც ქარაფშუტა, და ყველას რომ ასე უყურებ ეგ დაგღუპავს შენ, და დარჩები ჩაბერებული.
- შენ როდის მერე დაიწყე ისე გოგონებზე სერიოზულად ფიქრი- ალმაცერად გახედა ძმაკაცს
- სერიოზული რა შუაშია, ძაან ამოითვალისწუნე ეგ გოგო,და ვერ ვხვდები რატო
- ორი დღეა ტვინი წაიღეთ მაგით და მაგიტომ , არ მოგბეზრდათ სულ ამ ნაშებზე ლაპარაკი
- არ იცნობ ადამიანს და გაიძახი ნაშააო, იქნებ როგორია
- ა შენ უკვე სულიერების სტანდარტებზე დახვედი
- კაი რა ტოო, რა გაჩხუბებთ ჩაერია დავითი, რომ არ გიცნობდეთ ვიფიქრებდი ორივე შეყვარებულია მაგ გოგოზე უზომოდთქო,
- კაი ხო მორჩით რა მართლა -ჩაერია ლაშაც.
- კაი წამო აივანზე გავიდეთ, თქვა ლევანმა.

ისევ აივანზე გავიდნენ , კარგი ამინდი იყო. მზიანი, ანკა და კატო , მეგობრებთან ერთად კახეთში უნდა წასულიყვნენ, პატარა ჩემოდნები ჩაალაგეს, ჩაიცვეს, მოწესრიგდნენ, ამასობაში თიკომ და ნიკამაც გამოუარეს და ეზოში ჩავიდნენ. თიკო და ნიკა მანქანიდან გადმოვიდნენ, ანკა და კატო გადაკოცნეს და ბარგი საბარგულში მოათავსეს.

კახეთში არაჩვეულებრივი ამინდები დემთხვა, ბევრი იცინეს, იცურავეს, ითამაშეს, ცხენებზე იჯირითეს და თბილისში დაბრუნდნენ, კვირას უკვე საკმაოდ გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდა კატო. ნიკამ გადმოაცილა და ბარგი ლიფტამდე მიატანინა, სადაც ირაკლი და ლაშაც სწორედ ლიფტს რომ ელოდებოდნენ,
-მართლა არ გინდა რომ აგატანინო ?- კითხა ნიკამ
- არა არა , მართლა არაა მძიმე, თან აქამდე ხომ მოიტანე.
- მაშინ გავალ ხო, გკოცნი და აბა შენ იცი- უთხრა ნიკოლოზმა და გადაკოცნა
- ისე კარგი იქნებოდა ამოსულიყავით.
- ხომ იცი დათო უნდა გავაცილოთ
- ხო , ხო ვიცი, კარგი მიდი ხვალ გნახავთ, კიდევ ერთხელ გადაეხვია კატო მეგობარს და დაემშვიდობა. რამდენიმე წუთი მოუხდათ ლიფტისთვის ლოდინი. კატო ერთი მიმართულებით იყურებოდა და ბიჭებს არც კი იმჩნევდა, ირაკლი კი ალმაცერად ათვალიერებდა. შავი პიჯაკი და რუხი შარვალი ეცვა, კლასიკური სტილი ორივე მამაკაცს აკვდებოდა. სადარბაზოში სიჩუმე კატოს ტელეფონის ზარმა გაარღვია.
- ხო მა... კაარგად ვიმგზავრეთ... ხო ლიფტს ველოდები და ავდივარ... შენ რას შვები... ხომ კარგად ხართ ყველა... კარგი... გკოცნი... აჰა, სანამ დავიძინებ დაგირეკავ ... მეც. - საოცრად წყნარი და მშვიდი ხმა ქონდა კატოს, ამ დროს ლიფტიც გაიღო და ბიჭებმა პირველი შეატარეს, ირაკლიმ ჩემოდანზე ხელის მოკიდება დაასწრო და ლიფტში შეიტანა.
- მადლობა , მაგრამ არ იყო მძიმე. - უპასუხა კატომ
რატომღაც ირაკლი ელოდა გოგოს ღიმილს დაიმსახურებდა, თუმცა კატოს თავაზიანობა მხოლოდ ხმაში გამოიხატა, სახის გამომეტყველება კი ოდნავაც არ შესცვლია, ირაკლიმ კარებამდე მიუტანა ჩემოდანი.
- მადლობა კიდევ ერთხელ, და ღამემშვიდობის , დაემშვითობა კატო.
- ხო მართლა მობრუნდა ირაკლი, მე ირაკლი- და ხელი გაუწოდა გოგოს, ლევანის მეგობარი ?
- ლევანი ? გაკვირვებით იკითხა თან ეჭვნარევი მზერით კატომ
- შენი მეზობელი, კარისკენ გაიშვირა ხელი ირაკლიმ- გასაგებია ყველაფერი, როგორც ჩანს ჯერ არ გაგიცვნიათ ერთმანეთი- ძალიან დამაჯერებლად იცრუა ირაკლიმ, თითქოს არ იცოდა რომ არ იცნობდნენ ლევანი და კატო ერთმანეთს
- მე ლაშა ზრდილობის გამო ხელი გაუწოდა ლაშამ.
- კატო. სასიამოვნო,ღამემშვიდობის, საბოლოოდ დაემშვიდობა კატო და სახლში შევიდა.



- ნაშა არ ვიცი და უჟმური კი ჩანს, ჩაილაპარაკა სახლში შესულმა ლაშამ
- მგონი ღიმილი საერთოდ არ იცის, არადა ლამაზი კბილები აქვს და მოუხდებოდა გაეცინა ირაკლის.
- ხო რავი, სერიოზული გოგო ჩანს, მგონი შენ არ გამოგადგება გაიცინა ლაშამ- და ირაკლის გახედა- ისე ფრთხილად იყავი , მართლა არ შეგიყვარდეს და არ გაება მახეში- სიცილი აუვარდა ლაშას.
- შემიყვარდეს არა ის, გაბრაზდა ირაკლი,
- სად ხართ ბიჭო ამდენ ხანს, ლევანი გაბრაზებული გამოვიდა ოთახიდან
- სად და შენს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებდით- სიცილი დაიწყო ირაკლიმ
- ეს რაებს ბჟუტურობს გახედა ლაშაას , (ლაშა სამეგობროში ყველაზე სერიოზული და გაწონასწორებული ბიჭი იყო.)
- შენი მეზობელი გავიცანით, კატო
- აუუ ისევ მაგ გოგოს თემაა... მობეზრებით წამოროშა ლევანმა და ჭიქით ხელში გავიდა მისაღებისკენ
- ისე ასე რატომ გაღიზიანებს კატო ? მთელი სერიოზულობით კითხა ლაშამ ლევანს
- საიდან მოიტანე
- შენთავს დააკვირდი, როცა მასზე საუბარს ვიწყებთ ბრაზდები.
- მეზობელია ბოლოსდაბოლოს, ყოველდღე მე უნდა ვუყურო, ხო არ შეიძლება ბოლოსდაბოლოს ყველა გოგოს აეკიდოთ არა...
- სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ თავადვე მოიხსენიე ნაშად, ჯერ იქნებ ჩამოყალიბდე რა გინდა, მშვიდად უთხრა ლაშამ
- მე არაფერი არ მინდა. უბრალოდ დაასვენეთ ეგ გოგო.
- კარგი რა ლევან, ახლა გაგვიცანი? ან ახლა გაიცანი ირაკლი? დაევასა გოგო, და სანამ მისას არ გაიტანს არ მოისვენებს ხომ იცი, და შენც თუ დაგევასა პირდაპირ თქვი, და გოგოს გამო ნუ იჩხუბებთ ახლა 35 წლის კაცები
- შენ ხო არ გაჟრუალებს , რა დამევასა, როდის იყო ეგეთ გოგოებს ზედ ვუყურებდი თუ ძმა ხარ
- ნუ რაფერს ნუ მიმტკიცებ თუ ძმა ხარ რა, მაშინ მოთოკე ნერვები, უთხრა ლაშამ

ირაკლი ბიჭების საუბარს ჩუმად უსმენდა
- შენ მართლა ხომ არ დაგევასა კატო ? სერიოზული სახით შეხედა ირაკლიმ ლევანს - ეგრე თუ იყყო ძმობას გეფიცები ვერ წარმოვიდგენდი, მაგ გოგოს სახელს არ ვახსენებ ძმობას გეფიცები...
- ბიჭო რა დამევასა ხო არ გაჟრჟოლებთ რა სისულელეა, კაცო რას არ ახსენებ, ახსენებ კი არა თუ გინდა ცოლად მოიყვანე ჩემი რა საქმეა, პროსტა ისე ვთქვი რა, დაიკიდეთ მოკლედ, უბრალოდ მგონი არ გავს ნაშას ტიპაჟს რა და ზედმეტადაც ნუ აუცანცარდებდი
- ეგ კაი მარა, ორ დღეში რამ შეგიცვალა აზრი ? ლაშას თქმის არ იყოს რამდენიმე დღის წინ სხვა არრაცას ამბობდი
- არაფერს აზრი არ შეუცვლია , არ ვიცი როგორია და რანაირია, პროსტა უკვე ორი კვირაა ყოველ დღე ვხედავ და თითქოს არ გავს ეგეთ ტიპს რა, ხშირად ვხედავ ამ ბოლო დროს, იმ დღეს მთელი ღამე მუშაობდა აივანზე,...
- ვაჰ... ინწერესნოოო... ჩაილაპარაკა ირაკლიმ
- ისე მე მგონი სერიოზულად დამევასა ეგ გოგო-განაგრძო ირონიულად.
- თურმე მამაჩემი იცნობს ორივეს, კატოსაც და მამამისაც, გუშინ მთხოვა ყურადღება მიაქციეო.
- ვაჰ ჩემი, მერე ასე დაგეწყო თორემ რამის ვიფიქრე ლევანსი სულიერებამნ გაიღვიძათქო.
- ზაზა იყო შარშან მათთან რუსთავში საქმეზე სტუმრად, წელს დაუწინაურებით კატო და სადღაც სერიოზულ პოზიციაზეაო .
- ვერი ვერი გუუუდ, ანუ ჩვენთვის ვერ მოიცლის როგორც ჩანს კატოო,- ჩაიცინა ისევ ირაკლიმ,მაგრამ ხომ იცი მთავარია მე მოვინდომო, სანამ მიზანს არ მივაღწევ არ შევეშვები.
- არ გინდა რა.. ტეხავს , რჩევის ტონით უთხრა ლევანმა.

ირაკლის უმცროსმა დამ დაურეკა და მის სახლსი წასაყვანად წავიდა. ლაშა და ლევანი კი მარტო დარჩნენ.
- ტვინი რომ მო***ნა არ მინდა მაგრამ, სერიოზულად ცოტა რაღაც ვერ ხარ თუ რა ხდება ვერ ვხდები, რაღაც კატოზე როცა ვსაუბრობთ ბრაზდები.
- ო რა ტვინი გაბურღეთ, რა სისულელეს ბაზრობ ლაშა კაი რა
- რატომღაც მგონია რომ ის ფაქტი არ მოგწონს ირაკლის რომ კატო მოსწონს.
- ბიჭო კაცმა დამირეკა გუშინ მეუბნება ყურადღება მიაქციეო, და ჩემი ძაკაცი ტვინს ბურღავს უნდა დავკერო, კაი ნაშააო, და არ მისწორდება ასეთი ყ**ი სიტოაცია რა
- ერთადერთი , ვინც კატო ნაშად მოიხსენია იყავი შენ, ირაკლის დაევასა და ხომ იცი როგორი ტიპია, თუ არ გაუვა კატსთან არაფერი ხე კი არაა რომ ტვინი შეუჭამოს, თუ კარგი გოგოა რომ შეუყარდეს მაგასაც არ გამოვრიცხავ
- აი ირაკლი და სიყვარული ხომ იცი რომ არ არსებობს
- არ გეუბნები იმას რომ გინდა თუ არა გევასებათათქო, მაგრამ მგონია რომ მაგ გოგომ რაღაცით მოგხიბლა და ამიტომ ბრაზდები , რომ შენს ძმაკაცს ევასება და თან იხტიბარს არ იტეხ, თუ მოგეწონა ამ მართლა ყ**რ სიტოაციას ნუ ქმნი და კაცურად უთხარი ირაკლის რა.
- ბიჭო რომ არ მინდოდეს ძალით დამავასებთ მაგ გოგოს რა, ბოლოს გგოგო როდის დამევასა არც კი მახსოვს
- ბოლოს კატოსნაირი გოგო როდის მოჩითე
- და რა იცი კატო როგორია
- როგორია ნამდვილად არ ვიცი , მაგრამ ტიპურ ნაშას არ გავს, არც სხვებს გავს, გინდა არ გინდა სხვებისგან მაინც რაღაცით გამოირჩევა, შეიძება არ არის ვიქტორია სეკრეტის მოდელივით, მაგრამ დახვეწილია და შემდგარი, მანერებზეც გინდა არ გინდა ეტყობა რა. და მე თუ მკითხავ მაგრად კიდია ბიჭების თემებიც რა.
- შენ ძაან შორს წასულხარ, ბავშვობიდან ხომ არ იცნობ და ხომ არ ვმალავ
- ყველაფერზე ნუ ღადაობ და დაფიქრდი რასაც გეუბნები. ბავშვობის ძმაკაცები ვართ ბოლოსდაბოლოს და ვიცი როგორი გემოვნებაც გქონდა, ირაკლის ყოველთვის ნაშები და გართობა აინტერესებდა, საერთოდ ზედ არ შეუხედავს არასდროს კატოსნაირი გოგოსვით, ახლა კიდევ მუღამსი ჩააგდო მაგ გოგომ პროსტა, და შენ ყოველთვის რეალურად კატოსნაირები გევასებოდა, გაწონასწორებული, მშვიდი და შემდგარი
- აი რა იცი კატო როგორია , ასე რომ ლაპარაკობ, თავიდან ყველა ეგეთად გაჩვენებს თავს, მერე გაიცნობ ახლოს და ვაბშე სხვანაირები არიან
- აი ეკას გამო თუ ძმა ხარ , ამ სისულლეებს ნუ ბაზრობ, დაივიწყე 7 წლის წინ რა იყო რა, და გაიზარდე, ყველა კაცი ერთანირიაო რომ ამბობენ ეგრე ბაზრობ ახლა, ეკაში რადგან არ გაგიმართლა მთელი ცხოვრებაეგრე არ უნდა იყო, დიდი დრო გავიდა რა
- ეკა არაფერ შუასია, ძაან მაღიზიანებს ეგ შენი კატო რა, ტიპურად მამიკოს გათამამებული გოგოა, ან აქვს რამეზე თავისით მიღწეული ან არა,სერიოზულ პოზიციაზე მამამის არ გაუჭირდებოდა რომ დაესვა რა
- ეგრეც რომ იყოს, ტვინი რომ არ ქონდეს ვერ გაქაჩავდა, თუ ქაჩავს ? შენზეც შეიძლება იგივე ვიღაცამ თქვას
- მე სხვა ვარ
- არა არ ხარ სხვა, მასაც შეუძია ეგრე შეგაფასოს რა
- აი შემეშვი ძაან გთხოვ, არ მაინტერესებს ეს ვიღაც კატო, თავი ამტკივდა უკვე, სულ ცალ ფეხზე ვინ არის და რა არის. ირაკლიმ რაც უნდა ის ქნას რა , პროსტა ჩემთან ტვინს ნუ გაბურრავთ.
- როგორც გინდა, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, წამოდგა ლაშა და ძმაკაცს დაემსვიდობა.

ირაკლიმ ვისკი დაისხა, აივანზე გავიდა, სადაც კატო იჯდა წიგნით ხელში და თან ჩაის სვამდა, რამდენიმე წუთი გოგოს მიასტერდა ლევანი, რაღაცაზე ჩაფიქრდა, მაგრამ გაბრაზებული სემობრუნდა ოთახსი, ვისკი მაგიდაზე დადო და თავი ხელებში ჩარგო. თვითონაც ვერ იაზრებდა რატომ ღიზიანდებოდა ასე კატოს ხსენებაზე, 7 წლის წინ რომ გაეცნო ალბათ აუცილებლად ეცდებოდა კატოსთან რამეს გამხდარიყო, მაგრამ ახლა არ ქონდა ურთიერთობების არანაირი სურვილი, და ალაბათ სწორედ ეს აიძულებდა ასეთი აგრესიული ყოფილიყო ამ გოგოს გამო. ჩაფიქრდა. "ნეტავ მარტლა ისეთია როგორიც ჩანს თუ ყალბ იმიჯს ამოფარებული ტიპური გოგოა" , და მაინც ვერ იჯერებდა რომ ამ თაობაში შეიძლებოდა კატოსნაირი გოგო არსებულიყო.


ბოდიში ბავსვებო დაგვიანებისთვის. აბა როგორ მოგწონთ მეორე თავი ?



№1  offline წევრი tamuna.s

მე ძალიან მომწონს. ველოდებიდი როდის ატვირთავდნენ ადმინები. უბრალოდ სახელები გერევა ერთმანეთში და ამას ცოტა დაუკვირდი. ველოდები ლევანის ეჭვიანობას და კატოზე გადარევას heart_eyes

 


№2  offline წევრი LI_BE

კატო, მე მგონი, მართლა წაიუჟმურებს smile . ადამიანი მიეხმარა, გამოხატე რა მადლიერება. ხრეში გეხაჯება, თუ ცემენტი laughing მეც შემეპარა ეჭვი, ხელოვნური ხომ არ არის მისი ასეთი თავდაჭერილობა. ლევანი იმდენად ამახვილებს ყურადღებას ამ გოგოზე, რომ აშკარად დიდი აქვს ინტერესი. არ მიყვარს, ადამიანები, ასე უაზრო პრინციპების გულისთვის რომ უკან იხევენ. ხოდა, ლევანიც კაი უჟმური მგონია. smiley

ხო ცოტა წერტილ-მძიმეებსაც თუ მიაქცევ ყურადღებას, კარგი იქნება. ბიჭების ჟარგონული ლექსიკა ტიპიური ქართული ლექსიკაა, მაგრამ, ეცადე დიალოგს გარეთ ტექსტში, ნუ გადმოიტან.

წარმატებები bowtie

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent