ხაფანფი (დასასრული)
...სამუშაოდან დაღლილი ვბრუნდები და სახლის კარს ვერ ვხსნი. სახეზე ხელს ვისმევ, ვფხიზლდები და კარს ვაღებ. შუქი ჩართულია და კართან კაცის ფეხსაცმელებს ვხედავ. ჩანთიდან იარაღს ვიღებ, ვტენი და სახლს ვათვალიერებ. მისაღებში შევდივარ და დივანზე მჯდარი გაბრიელის დანახვმაზე ყბა მივარდება. 1 თვის შემდეგ სრულიად არ შეცვლილიყო. ნიკაპი ხელებს დაეყრდნო და ირონიული ღიმილით მიყურებდა. დგება, მიახლოვდება, ჩემს სახეს ხელებსი იქცევს და დიდხანს ვნებიანად მკოცნის. მონატრებულ ტუჩებს იმავე ვნებით ვპასუხობ. მშორდება, დივანზე ვჯდებით, მის კალთაზე თავი მაქვს დადებული და იდიოტური აზრებით გამოტენილი ტვინით ჭერს მივშტერებივარ, თან ვუცდი გაბრიელს განმკიცხოს. მის თითებს ვაწვალებ და როგორც იქნა საუბარს იწყებს: -„ გაბო დღეს დიდხანს იყავი ლამაზი. მე არ მახსოვს, როგორ მივლიდი, მაგრამ შენი სურნელი და ღიმილი ჩემთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენთვის ჩემი. მეც შემიყვარდი გაბო. შენი ღიმილი, ქცევები, შენი ყველაფერი. იცი, როცა მაკოცე ამას მაშინ მივხვდი. მივხვდი, რომ კიარ მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები. ახლა მჯერა ერთი ნახვით შეყვარების. არ მეგონა, სადღაც ერთ დღეში ვინმეს ასე თუ მივენდობოდი და შემიყვარდებოდა. მიხარია შენი არსებობა და ყველაზე მეტად ის, რომ რამდენჯერმე გავხდი შენი ბედნიერების მიზეზი. მიყვარხარ გაბო. მიყვარხარ ყოველთვის და ყველგან. გჯეროდეს, რომ მალე ისევ გნახავ. სიყვარულით მუდამ შენი ნაილა ფილფანი“. -შემოუხედავად მომიყვა ჩემი წერილი - ზეპირად ვისწავლე, ყოველ ღამე კითხვაში. თითქოს შენთან ვიყავი მისი კითხვის დროს. თვალებში ვერ ჩამხედე და ისე ვერ მითხარი,მივდივარო. - შენ არ გამიშვებდი. - ფულიც კი დატოვე.-აგრძელებდა. პასუხი აღარ გავეცი. - თან თქვი მალე გნახავო. -გაბრიელ მსუბუქი ყოფაქცევის არ ვარ, რომ შენს ოჯახსაც ტვირთად დავაწვე. ჩემი პრინციპები მეც მაქვს. -მოგიტ*ან პრინციპები. შენთვის ეგ პრინციპები ჩემზე მნიშვნელოვანია! -არა. -დიახ. -არა- მეთქი. -ზუსტადაც. რომ გეთქვა რას აპირებდი, მეც წამოგყვებოდი. -და შენი ოჯახის საწყევლი გავმხდარიყავი, შვილს დაგვაშორაო. -სხვათაშორის დედაჩემმა გიპოვა და შენთან გამომგზავნა. რომ არ დომებოდა ჩემი შენთან ყოფნა, არ მეტყოდა სად იყავი. -შენ სუ გამოკრეტინდი? საფრთხეში იქნებოდი შენ ჩემს გვერდით. თუ მამაჩემი მიხვდებოდა რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ არ გაცოცხლებდა. -ანუ შენს ცხოვრებაში ისევ მე ვარ!- სარკასტულად გაიღიმა. -დაასკვნა. -შენ არ თქვი მნიშვნელოვანიო,თუ მომესმა? -რაო, გაუხარდა პატარა გაბოსო? -მეცხრე ცაზეა!-ახითხითდა. -გავიცინეთ გვეყ...-დამაცემინა. -მხედავს და ერთმანეთზე სიტყვებს ვერ აბამს. - ხო აბა. შენს დანახვაზე სუ გული მეკაჩავება. -როდის გამომიტყდები გრძნობებში, მშვენიერო? -ამაღამ დამესიზმრება და გეტყვი. - შენთან დავიძინებ. -იდი ნახუის გაუსწარი ამსტერდამის „პავაროტში“.- ახარხარდა და მაკოცა. ბაგეები დავახვედრე და მეც ავყევი. თავი დივანზე გადამადებინა, წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. გამიხარდა, როცა უკან პიცით და ჰამბურგერების შეკვრით დაბრუნდა. მადიანად ვილუკმებოდი და მასაც ვტენიდი პირში ბურგერს. მაგიდა ავალაგეთ და დივანზე მოვსკამდით. გაბრიელი უნებურად მომვარდა და ყელში ძალიან მწარედ მიკბინა. -შე ჩობანო- დავუყვირე, მივვარდი და ჭიდაობა დავუწყე. ხელები და ფეხები დამიჭირა, ისე რომ განძრევა არ შემეძლო. სახეზე, კისერზე, ლავიწებზე და ყველგან ვგრძნობდი მის ტუჩებს. ხელები გავითავისუფლე, ფეხები მოვხვიე და საძინებლისკენ გავყევი. ვიღვიძებ. თავი საშინლად მტკივა. აბაზანას ვიღებ და გაბრიელსაც ვაღვიძებ. მიღიმის და კისერში მავლებს ხელს და მკბენს: -რას აკეთებ შე ჩობანო, დამემჩნევა- ვკივი და გათავისუფლებას ვცდილობ. -ვინმეს თუ მოსწონხარ, ასე მიხვდება, რომ ჩემი ხარ! -ჰო აბა, ხალხი პირდაპირ გიჟდება ჩემზე. - გუშინ შენმა ტელეფონმა არ დამაძინა. ესემესები მოდიოდა და მოდიოდა, მაინტერესებდა ვისგან მარა დაბლოკილი იყო, ისე გეძინა, ვერ გაგაღვიძე. ვინმე ხომარ გყავს?- სახე დაასერიოზულა: -ჰო მყავს. -ნუ მიწვევ,-ირონიული სახით გამომხედა-თორემ ვერ წახვალ. -შევძლებ. -როგორ აპირებ მაგას? -დაგაბნევ და ისე წავალ ვერ მიხვდები. -ვერ შეძლებ.-კალთაში ჩავუჯექი და ტუჩებით ყურის ბიბილოდან კისრისკენ ნელა მოვეფერე. ასე ვაგრძელებდი, სანამ სიამოვნებისგან თვალები არ დახუჭა. გავიცინე და ტუჩებში ვაკოცე. გამოფხიზლდა: -კარგი, გავიგე. -ნახვამდის. სახლს თუ მიალაგებ, კარგს იზამ.- კარი გავაღე და ლიფტი გამოვიძახე, თუმცა, სანამ შევიდოდი კეფაზე ტკივილი ვიგრძენი და გავითიშე. თავი მიბჟუის და განძრევა არ შემიძლია. ხელებიც და ფეხებიც საშინლად არაკომფორტულ სკამზე მაქვს მიბმული. სიბნელეა და ვერაფერს ვარჩევ. იმ იდიოტს ტელეფონი დაუტოვებია. ჯიბიდან ვაგდებ და შიშველი ფეხებით გაბრიელს ვწერ „დამეხმარე“. მერე ტლეფონს ვრთავ, ფეხს ვურტყამ და ახლოს მდგარ მაგიდის ქვეშ ვაცურებ. მშვიდად ველოდები მამაჩემის გამოჩენას და ისიც არ აყოვნებს: -გახსოვს, გაგაფრთხილე მოულოდნელობებს ელოდე-მეთქი.-ჩვეული ირონიული ღიმილით შემოაბიჯა რკინის კარიდან. -მე მხოლოდ ნაცნობ ინფორმაციას მოვუსმინე გერმანიაზე. -სწრაფი სიკვდილი გინდა, თუ ნელი? -დედაჩემისნაირი.-სახე გაებადრა და ყელში მწვდა- გაფრთხილებ, ის აღარ ახსენო.-ხმამაღალ ხმაზე სიცილი დავიწყე, ჩემი შემხედვარე იფიქრებდით საგიჟეთიდან გამოიქცაო. თოკებს მოვუშვი და ნაკეცების გახსნა ვცადე. დიდხანს ვეჯაჯგურე, ძლიერად მოვქაჩე და ცალი ხელი ამოვიღე. არც მან ამიცადა და იარაღი ამოიღო: -უკანასკნელად რას მეტყვი? -კვანძის შეკვრაში ივარჯიშე.- ხელები კისერში მოვკიდე და მოვტეხე. უსულოდ დაეცა მიწაზე და ხრიალი დაიწყო. ვერ ვიჯერებდი, რომ მის სისხლში გავისვარე ხელები... ...როცა მივაკითხე, მამამისი უსულოდ იწვა თვითონ იჯდა და გაშტერებული უყურებდა კისერმოტეხილ ადამიანს. ვუყვიროდი ნაილა რა გააკეთე-მეთქი, მაგრამ თითქოს არ ესმოდა. გავაფრთხილე არ ადგე ახლავე მოვალ- მეთქი, რადგან გვამის დამალვას ვაპირებდი. რკინისკარიან ოთახში საჭირო ნივთების საძებნელად შევედი, მის დამარხვაში რომ დამჭირდებოდა, მაგრამ იარაღის ხმამ შემაჩერა. როცა მოვტრიალდი, სისხლიანი მამამისს ესვენა... ... ახლა ფსიქიატრიულში გვამად ვარ ქცეული. დღეები წიგნების კითხვაში გამყავს. ყველა სათვითმკვლელო იარაღი შორსაა ჩემგან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებ თავი მოვიკლა. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, რამდენად ლამაზი ვარ ახლა?... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.