შავი და თეთრი
არასასურველი მესამე შვილი აღმოვჩნდი ჩემი ოჯახისთვის.. სიღატაკე... სიცივე... ქუჩა... შიმშილი.. ცემა.. მოკლე მონახაზი ჩემი ბავშვობისა. არც იმდენად გამიმართლა ცხოვრებაში,რომ ნაგავსაყრელზე დატოვებული 25 წლის უკან ვინმე შეძლებულ და თბილ ადამიანს ვეპოვნე,პირიქით..ჩემი უფროსი მარინა,როგორც მასე ვეძახდით ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი იყო,ქუჩაში გვაიძულებდა მოწყალების თხოვნას და ყველა ფულს გვართმევდა დღის ბოლოს რასაც კი ვაგროვებდით..მზიანი დღეც კი ნაცრისფერი იყო..მეც მინდოდა ბავშვობა,მეც მინდოდა ხალისი ცხოვრების..მეც მინდოდა ოჯახი და საბანი რომ მქონოდა..თუმცა მიტოვებულ შენობაში,კარდონებით გაშლილ საწოლზე ისხდნენ ნინი და გიორგი,ძველ პურს ერთმანეთს უნაწილებდნენ და ოცნებობდნენ..ოცნებობდნენ მომავალზე... მე და გიორგი ერთად გაგვზარდეს და ის არარსებული ოჯახები ვიყავით ერთმანეთისთვის,რომლებმაც მოგვიშორეს და ქუჩას მიგვაბარეს.ყოველთვის გვერდში ვედექით ერთმანეთს და ვცდილობდით ერთმანეთის გატანას.ერთად ვტიროდით,ერთად ვიცინოდით,ერთმანეთის გამო ორივე ვისჯებოდით,საჭმელს ერთმანეთის გარეშე არ ვჭამდით,ჩვენი და-ძმობა იმაზე ძვირფასი და ნამდვილი იყო,ვიდრე სხვა სისხლით ნათესაობა. მანამ,სანამ ერთმანეთს არ დაგვაშორეს... შემდეგი ეტაპი ჩვენი ცხოვრების ბავშვთა სახლი აღმოჩნდა..სადაც გიორგი მალევე გააშვილეს და დავრჩი სრულიად მარტო დედამიწაზე,6წლის ასაკში იმაზე მარტო ვიყავი როგორც არასდროს... ჩემი სახელი და გვარია ნინი ამაშუკელი... ვასილ ამაშუკელი და ანკა ამაშუკელი გახდნენ ჩემი მშობლები... მახსოვს დიდი მწვანე ეზო და ხეებში ჩამალული თეთრი სახლი..ანკას დიდი ცისფერი,წყლიანი თვალები და ვასილის გამოწვდილი ხელი.. მე აღმოვჩნდი ის ბავშვი,რომელსაც ამაშუკელების დიდი დანაკარგი,4 წლის გოგონას სიკდილი უნდა შემევსო და მათთვის ახალი სიცოცხლის მიზანი გამხვდარიყავი.მამაჩემი ვასილ ამაშუკელი საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში,მისი თანამდებობა და წოდება ზეგავლენას ახდენდა ყველაზე და ყველაფერზე,ის ხომ თბილისის მთავარი პროკურორი გახლდათ.დედაჩემი ერთ-ერთი ცნობილი ექიმი გახლდათ,ასე რომ ქუჩიდან უცებ აღმოვჩნდი დიადი ოჯახის შვილი საიდანაც დაიწყო ჩემი ისტორია.. ანიტა ჩემი მშობლების ნანატრი შვილი იყო,თუმცა 4 წლის ასაკში მოკლეს..დიახ,არ მოგესმათ,მოკლეს..რამდენადაც კარგ ოჯახში დაიბადა ანიტა,იმდენად საშიშიც გახლდათ..მამაჩემი და მისი მტრები.. *** 6 წლიდან ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა,შავიდან თეთრში გადავიდა,ყვლაფერი მაკვირვებდა იმდენად კომფორტში მაცხოვრებდნენ,არ მაკლდა არაფერი დედამიწის ზურგზე,არც განათლება დაუკლიათ,არც სითბო და სიყვარული,თუმცა მე გიორგი მაკლად,ჩემი ძმა,რომლის ასავალ-დასავალსაც ვერსად ვერ მივაკვლიე..ანკას ძალიან უნდოდა სამედიცინო სფერო ამერჩიე ჩემს მომავალ პროფესიად,თუმცა დიდი კამათის და წინააღმდეგობის შემდეგ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე,ეს ფაქტი რამდენადაც ახარებდა,იმდენად აშინებდა მამაჩემს,თუმცა პირობა მივეცი,რომ არ გავუცრუებდი იმედს და ჩემით აუცილებლად იამაყებდა.. შეიძლება ზედმეტად ბევრი ინფორმაცია მოგაწოდეთ,თუმცა ყველა დეტალი გაგახსენდებათ ისტორიის წაკითხვის დროს... მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი,როდესაც მამაჩემმა პრაქტიკებზე ერთ-ერთ განყოფილებაში გამიშვა.ძალიან დაბნეული და აღელვებული ვიყავი პირველ დღეს,მთელი გარდერობი გადმოვატრიალე შესაფერისი ტანისამოსის შესარჩევად,ანკაც მეხმარებოდა,მიუხედავად იმისა,რომ სულაც არ იყო ამ ფაქტით აღფრთოვანებული..შავი შარვალზე,პერანგზე და კოსტუმზე შევაჩერე არჩევანი,უბრალოდ ჩემს საყვარელ კედებზე უარი ვერ ვთქვი,რადგან ფოზოკურად არ შემიძლია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება,მუქი წაბლისფერი,ტალღოვანი თმა მაღლა ავიკარი,ჩანთას ხელი დავავლე და სასწრაფოდ კიბეებზე ჩავირბინე.. -გასაღები?ანკამ კიბეებზე დაწევა სცადა.. როგორც ყოველთვის,მთავარი ნივთები მრჩებოდა ყველგან და ყოველთვის,მანქანაში ჩავჯექი და სულიერად თბილისის საცობებთან გასამკლავებლად გავემზადე... შენობაში ფეხი შევდგი თუ არა,მაშინვე ვიღაც აყლაყუდამ ისე ჩამიქროლა და ისეთი ძალით გამკრა გვერდი ლამის იქვე სამარცხვინოდ გავიშხლართე..არც კი გამოუხედავს,ისე ჩამიარა გვერდი,ბოდიშზე ზედმეტია ლაპარაკი..გულში შესაბამისად გავლანძღე და მეორე სართულზე ავედი,სადაც დაბარებული ვიყავი,ყველა თბილად და კარგად დამხვდა როგორც ვასილის შვილი..პრაქტიკებზე ორი გოგო და სამი ბიჭი ვიყავით,ყველა ამრეზად მიყურებდა,აშკარად მივხვდი თბილი გარემო არ იქნებოდა მომავალი 6 თვე ჩვენს შორის.. ზუსტად 1 საათი ველოდებოდით ვიღაც გიგას,რომელიც გვიხელმძღვანელებდა მომავალი 6 თვის განმავლობაში,უკვე ნერვები მიტევდა,რამხელა უპასუხისმგებლობა იყო,მაგრამ რადგან ამ გზას დავადექი მზად ვიყავი ყველაფრისთვის..უხეშობისთვის,ცივი დამოკიდებულებისთვის და იმისთვისაც,რომ მე პროკურორის შვილი ვიყავი.. კარი იმ აყლაყუდა უხეშმა ტიპმა შემოაღო,არც კი შემოუხედავს ჩვენთვის,იარაღი მაგიდაზე დააგდო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,სკამზე დაენარცხა და შემდეგ იკადრა ჩვენსკენ გამოხედვა.. -აბა ახლებო,მზად ხართ ემსახუროთ საქართველოს?მთელი ცინიზმით იკითხა რაც კი შეეძლო -დიახ,მზად ვართ,უპასუხა მეორე გოგომ,ნათიამ,რომელსაც უკვე პრანჭვა დაეწყო გიგასთვის..თვალები გადავატრიალე და ღრმად ამოვისუნთქე -რაიყო?თქვენ არ აპირებთ ემსახუროთ საქართველოს თუ თვალები რატომ გადაატრიალეთ საქალბატონე..?სახელი? -ნინი.. -საქალბატონე ნინი? თავი ჩავხარე და ქვემოდან ვუყურებდი მის დიდ შავ თვალებს,რომლებიც სიცივისა და ცინიზმის გარდა არაფერს აფრქვევდა.. -არავითარი ზედმეტი კომენტარები და არც მიმიკები,ნუ გავიწყდებათ,რომ აქ პოლიციაა,გასაგებია ნინო?და ისევ ცინიზმით გადმომხედა.. -ნინი,ო არა ი..თავი ვერ შევიკავე და ცინიზმითვე ვუპასუხე.. -შენიშვნებისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის ნინო?მოკლედ აი თქვენი საქმე..მაგიდაზე ხმაურიანად დააგდო პაპკა.. ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე ნერვები არ მომშლოდა პირველივე დღეს ვიღაც კაპიტან გიგა გიგაშვილზე.. -გაეცანით საქმეს და 1 საათში გავდივართ..ისევ მკაცრი ტონით ბრძანა და ოთახიდან გავიდა.. ზუსტად ნახევარ საათში დაგვიძახა და მანქანებისკენ წავედით.. -ამაშუკელი ჩემთან ჩაჯდება,დანარჩენები გადანაწილდით,მკაცრი ტონით თქვა,თანაც ისე,რომ არც კი გადმოუხედავს ჩემთვის..უკან ჩაჯდომა დავაპირე როცა შემომიბრუნდა და ისევ ცინიზმით მითხრა: -ნინო,ტაქსში არ ჯდები და არც მე ვარ შენი მძღოლი,გამოფხიზლდი და დროულად წინ ჩაჯექი.. უკვე ნერვები მასხამდა,მაგრამ უკან ვერ დავიხევდი,თავსაც მაქსიმალურად ვიკავებდი,არმინდოდა პირველივე დღეს მეჩხუბა.ჩავჯექი თუარა მანქანაში სისწრაფით დაძრა და მისამართისკენ გავეშურეთ.. -თამამი ყოფილხარ,მამაშენის შვილი რომ პოლიციაში მოხვედი..ცინიკურ ტონს არ აგდებდა,არ ვუპასუხე,სათვალე შევისწორე,თავი მაღლა ავწიე და წინ გავაგრძელე ყურება.. -მე გაგაფრთხილე,რომ ეგ მიმიკები ჩემთან არ გამოგადგება...საკმაოდ დიდი გოგო ხარ,გეცოდინება რა გჭირდება და რა არა პოლიციელს... -ვიცი,ძალიან კარგად ვიცი,ამიტომ არც შეხსენება მჭირდება,ცივად ვუპასუხე.. გაკვირვებული გამომხედა,როგორც ჩანს არ ელოდა ჩემს ასეთ პასუხს.. -უკმეხიც ყოფილა ლამაზი ნინო ყველაფერთან ერთააად,ახლა უკვე მხიარული ტონით წამეთამაშა.. -კომპლიმენტად პირველ ნაწილს მივიღებ მხოლოდ თქვეგან,უკმეხად ვუპასუხე და ძალით გავუღიმე.. -როგორც ჩანს არ მოვიწყენ მომავალი 6 თვე,ნუ რა თქმა უნდა თუ გაძელი ამდენი ხანი ჩემთან..მანქანა გააჩერა,სათვალე მოიხსნა და ჩემკენ გადმოიწია.. -დავიწყეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.