მიყვარხარ (თავი 4)
ზუსტად 10წუთში კარზე ზარი გაისმა, გავაღე და გაკრეჭილი სანდრო შემრჩა ხელთ წამლებითა და სასუსნავებით ხელში -როგორი სწრაფი ხართ ყანჩელო, შემობრძანდით -ჯერ მაკოცე თორე ვერ შემოვალ ისე -რატო ვითომ? -იმიტომ რომ ვერ შემოვალ-გაიცინა -არა, გადაგდებ -არაუშავს მერე შენ მომივლი -არა, ჭირვეული პაციენტი ბრძანდები ყანჩელო -რა ბოროტი ხარ ქალბატონო ლიზა, ადამიანი ვკვდები შენი ტუჩების დაგემოვნების სურვილით და შენ არაფრით მაგემოვნებინებ -რას იზამ ჩემო კარგო, შეჩვევა მოგიწევს ბოროტი შეყვარებულისთვის -კარგი ხო-გაიბუსა და ისე შემოვიდა-რამდენი გაქ სიცხე -38.5 -რაამბავია -რავიცი ჯანდაბა -ჭამე რამე? -არა -მოგიმზადო? -იცი საჭმლის კეთება?-გამიკვირდა -რასაა რო მკადრებ ბარამიძე-წარბები აზიდა -ბოდიში ბატონო სანდრო -მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარხარ, ამ ერთხელ გაპატიებ ქალბატონო -დიდი პატივია-გავიცინე -არა ლიზა რო გადამდო კიარა სულ რო მომკლას შენმა კოცნამ რო არ გაკოცო დავიბრიდები შენ თავს გეფიცები-მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა -სანდრო... მოიცადე...ნიკუშა....სახლშია....სირცხვილია ბიჭო -არარის ჩემი ძმაკაცია თან არ უკვირს შეყვარებულისთვის კოცნა და არარის გრუზინი -ჯანდაბას შენი თავი-ვთქვი და მეც ავყევი კოცნაში -ღმერთო სანდროო...გავიგუდები ასე...-ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევდა -კარგი ხო-გაიცინა-გადი დაწექი მე მოვამზადებ რამეს და მოვალ,თან რაღაცას გეტყვი -რას?! -რო მოვალ გეტყვი გოგო, წადი ახლა-მითხრა და შემაბრუნა -კარგი რა -ნუხარ სულსწრაფი ლიზა -კარგი ხო უფფ-ბუზღუნით გავედი სამზარეულოდან ნახევარ საათში საჭმლით წამლებით და ღიმილით გამოვიდა სანდრო სამზარეულოდან -რა გემრიელად გამოიყურება -შენ გემო უნდა ნახო-მითხრა და საჭმლით სავსე ჩანგალი პირში ჩამიდო -ღმერთო, რა გემრიელია სულ გამიკეთე ხოლმე საჭმელი, ჩემზე ბევრად კარგად გამოგდის-გავიცინე -შენ საერთოდ გამოგდის?! -არცისე-გავიცინე -ლიზა ხო მოგეწონა და გაძეხი ახლა მეც მინდა გაძღომა-მითხრა და ჩემკენ გადმოიხარა -მოიცა,ჯერ მითხარი ის რაღაც რო უნდა გეთქვა -ფეხბურთელი შეყვარებული რო გყავს არ იცოდი ხო?! -არა, მოიცაა რა?! ფეხბურთელი ხარ და ახლა მეუბნები?!-გავიბუსე -კაი რა ლიზა, ნუ მებუტები, 6თვის წინ ტრამვა მივიღე და თამაში აკრძალული მქონდა, საერთოდ თუ შევძლებდი თამაშს არავის ეგონა -სად თამაშობდი?! -საბურთალოს დუბლებში, ხვალ ისევ ვიწყებ ვარჯიშს, მთავარ გუნდთან ერთად და თუ შევძელი და მოვაწონე თავი მწვრთნელს, ახალი სეზონიდან მთავარი გუნდის წევრი ვიქნები-აჟიტირებული და ძალიან ბედნიერი მელაპარაკებოდა და ძალიან მიხაროდა ასეთს რომ ვხედავდი-არ მჯერა ლიზა, არ მჯერა რომ ჩემი საყვარელი საქმის გაგრძელებას ჩემს საყვარელ ქართულ კლუბში, ტრამვის შემდეგ,ვერავინ წარმოიდგენდა რომ არათუ პროფესიონალურ არამედ უბნის ფეხბურთსაც თუ ვითამაშებდი, მხოლოდ სასწაულის შემთხვევაში თუ შევძლებდი თამაშის გაგრძელებას, სასწაულების დავიჯერე, გავაგრძელებ გესმის?გავაგრძელებ და ოდესმე ჩემი ოცნების კლუბშიც ვითამაშებ სადაც შევძელი და ვაგრძელებ ფეხბურთის თამაშს ის სასწაულიც მოხდება და ერთ დღეს ბარსელონაში ვითამაშებ და შენ ჩემს გვერდით იქნები, ხომ იქნები? -სანდრო, ძალიან მიხარია შენს გამო, ძალიან ბედნიერი ვარ ასეთს რომ გხედავ საერთოდ სხვა სხივი ანთია შენს თვალებში, ყოველთვის, ყველგან, ყველა სიტუაციაში შენს გვერდით ვიქნები-ვუთხარი და ვაკოცე -ხვალ პირველი ვარჯიში მაქვს ამდენი ხნის შემდეგ-მითხრა როცა მოვშორდით ერთმანეთის ტუჩებს -ფიტნესზეც ივლი ხო?! -შენ არ გინდა ვარჯიში? კი გაქვს კარგი წონა მაგრამ მარტო ვარჯიში მეზარება-მითხრა და გამიღიმა -კი მინდა, ფორმებს დავიყენებ -და გამაგიჟებ ხო?! ახლა მაგიჟებს შენი ფორმები მერე რა დამემართება-ამოიოხრა- არააა არაა აღარ გინდა ვარჯიში-გაიცინა -ჰო აბა რა და შენ გაგიშვა მარტო გოგოების გარემოცვაში-გავიცინე -დავიჯერო იეჭვიანებ? -არა-გავიცინე-ეჭვიანი საერთოდ არ ვარ როგორც აღმოვაჩინე -კარგია, ფეხბურთელის შეყვარებულობა და ეჭვიანობა მაინცდამაინც კარგი არარის -ხო იცი, მაინც სულ შენთან ვიქნები, ყველა თამაშზე ვიქნები თან მოედანზე ვერშემოგივარდებიან, მაგრამ ვარჯიში მართლა მინდა -კარგი ხვალიდან წამო შენც -საღამოს ოღონდ რა თორე მასწავლებლები რა ხოიცი -ჰო 8ზე წავალთ და 10ზე წამოვალთ -და რო წამოვალთ ყოველდღე მაკში შევივლით ხო?-გავიცინე -რანაირად შეიძლება სულ ჭამაზე ფიქრობდე ძალიან ბევრს ჭამდე და მაინც იდეალური სხეული გქონდეს -განსაკუთრებული ნიჭია სიცოცხლევ-გავიცინე მთელი დღე ვლაპრაკობდით ვიცინოდით საღამოს ბიჭები მოვიდნენ, ლევანიც მათთან ერთად მოვიდა -დაგაავადმყოფა ხო უკვე ჩემმა ძმამ-გაიცინა და ლოყაზე მაკოცა -კი-ვთქვი და ტუჩები გავბუსე -არა რა არ უნდა გამეცნო ესენი ერთმანეთს, დგანან ახლა და დამცინიან ასე -ვაიმე აბაა როგორი ცოდო ხარ -კარგი კარგი წავიდეთ ჩვენ დასვენება ჭირდება ლიზას, ხვალ სკოლაში წამო რა-მავედრებელი მზერა მტყორცნა სანდრომ -თუ წამიყვან წამოვალ -რა კითხვაა?!-მითხრა და გაიცინა -აჰა ანუ სკოლაში წაყვანაც აღარ შედის ჩემს მოვალეობაში?ეგეც ამახიე?!-გაიბუსა ნიკა -ვაიმეეე ახლა ამას შევჭამ-წამოვიყვირე-ძამიკოოოო როგორი საყვარელი ხარ ვითომ რო იბუტები, მოდი რააა მოდიი ჩამეხუტე თორე მოვკვდები- არაფერი უთქვამს გაიცინა და ჩამეხუტა-აუუუუ ნიკა დღეს ერთად დავიძინოთ რა -რა ბზიკმა გიკბინა პატარავ?!-ჩამომხედა ნიკამ -უბრალოდ შენთან ძილი მომენატრა, ბოლოს როდის გეძინა ჩემთან გახსოვს?!-ვუთხარი და თვალები ცრემლებით ამევსო -არ იტირო, არ იტირო თორე გეფიცები მოგკლავ-კიდევ უფრო მიმიხუტა და თავს დაცულად ვგრძნობდი, სანდროს და ლევანის გაკვირვებულ მზერას ვგრძნობდი -უბრალოდ მომენატრა შენთან ძილი თითქმის ორი წელია აღარ გძინავს ჩემთან ერთად, არადა ადრე სულ ერთად გვეძინა-ცრემლი მაინც ვერ შევიკავე,ბიჭებს შევუბრუნდი-გახსოვთ?ადრე სულ ჩემს გვერდით უნდოდა ძილი ახლა კიდე ხანდახან სახლშიც ვერ მოდის, ჩემთან ძილზე ზედმეტია ლაპარაკი, როდის უნდა მიხვდე რო შენ არ ხარ დამნაშავე ნიკუშა, შენი ბრალი არ არის რომ დაიღუპნენ, თითქოს ცდილობ ძველებური ნიკუშა იყო ჩემთვის, ჩემ გამო ცდილობ მაგრამ არ ხარ, გეფიცები შევიშლები, ასეთი ნიკას ყურება მაიას და გიოს(მშობლებს) ესიამოვნებოდათ?! გთხოვ ნუ გაურბიხარ რეალობას, ნუ ადანაშაულებ შენს თავს მათ სიკვდილში,არავინაა ამაში დამნაშავე ნიკა, უბედური შემთხვევა იყო, რა შენი ბრალია თუ მშობლები და პატარა დაიკო მოგენატრა სწავლისას და გამოცდების გამო ვერ ჩამოდიოდი და ჩვენ გადავწყვიტეთ შენთან ჩამოსვლა, ჩვენ გადავწყვიტეთ და კიდევ იდანაშაულებ თავს? ორ წელზე მეტია ნიკა ორწელზე მეტია ჩემი საყვარელი ძამიკო სხვა ადამიანად იქცა, ისიც ვიცი რატომ არ იძინებ ჩემთან, მათი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე ჩემთან მაინც იძინებდი, ღამე რომ ბოდავდი იცი?! შენს თავს აბრალებდი ყველაფერს, ახლაც ასე ხდება ახლაც ასე გემართება ღამით და ამიტო ხდება ასე არა?!-ცრემლების შეკავებას აღარ ვცდილობდი მინდოდა ბოლომდე გამეთავისუფლებინა თავი და ჩემი ძმაც-ნიკა ნუ მექცევი ასე, დამიბრუნე ნამდვილი ნიკა რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ჩემი საყვარელი ძამიკო რომელიც ყოველთვის ჩემთან იწვა და მეხუტებოდა როცა ღამით მეშინოდა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შორის სხვაობა 6წელია, ყოველთვის ისე მექცეოდი როგორც შენს ტოლს, არ მექცეოდი ტიპიური უფროსი ძმასავით, ახლაც ასე ხარ მაგრამ მე მაინც ჩემი ნიკუშა მენატრება-ბიჭებს გავხედე-თქვენ არ გენატრებათ თქვენი ძმაკაცი რომელიც არ იყო ჩაკეტილი თავის თავში და პრობლემას მარტო არ უმკლავდებოდა?! -გვენატრება ლიზუ, გვენატრება-მოვიდა საბა და ჩამეხუტა-ველოდით იცი?! ველოდით რო ამოფეთქავდი და შენს ძმას ყველაფერს ეტყოდი-გამიღიმა-მხოლოდ შენ შეგიძლია ჩვენთვის ჩვენი ძმაკაცის დაბრუნება პატარავ, მხოლოდ შენ ნიკუშა იჯდა და არაფერს ამბობდა შევუბრუნდი -ნიკა, მითხარი რამე თორემ გეფიცები შენს თავს გეფიცები, მოვკვდები, დამიბრუნე ჩემი უფროსი ძლდა საყვარელი ძამიკო -რავთქვა ლიზა, ჩემ გამო მარტო მაია და გიორგი კიარ მოკვდნენ, შენც კინაღამ მოკვდი, ჩემი ფერია კინაღამ შეიწირა იმან რო გითხარით მინდა აქ მყავდეთთქო-თქვა და თვითონაც ცრემლებს გასაქანი მისცა -გეყოს უკვე შენი თავის დადანაშაულება ნიკა, გეყოს, მე გადავრჩი და ძმა მჭირდება რომელიც თავის ფერიასთან ერთად იქნება ისეთი როგორიც იყო, ლაღი, ბედნიერი ბიჭი რომელიც იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრებით ტკბებოდა ვისაც უყვარდა, დამიბრუნდი ნიკა, დამიბრუნდი-მისი სახე ხელებში მოვიქციე და შუბლზე ვაკოცე-დამიბრუნდები?! -დაგიბრუნდები ფერიავ დაგიბრუნდები-მითხრა და ჩამეხუტა-მაგრამ გთხოვ ცოტახნით, სულ ცოტახნით ჩემთავთან უნდა დავრჩე მარტო, უნდა ვიყო ჩემს ფიქრებთან ერთად და მოვიშორო ერთხელ და სამუდამოდ მერე კი გპირდები, შენს თავს გეფიცები, ჩემო სიცოცხლე დაგიბრუნდები, შენს გვერდით ვიქნები ისეთი როგორიც ადრე ვიყავი, დედას და მამას საფლავზეც წამოვალ, მარტო არ გაგიშვებ, ყველაფერი ძველებურად იქნება მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მაია და გიორგი აღარ იქნებიან ჩვენთან-თქვა და წამოდგა- მაპატიე ლიზა, მაპატიე ამ ორი წლის გამო პატარავ, ცოტაც მოითმინე და ყველაფერი ისევ ისე იქნება, თქვენც მოითმინეთ ბიჭებო დაგიბრუნდებათ ის ნიკაც-გადახედა საძმაკაცოს-სანდრო დარჩები ლიზასთან? -რათქმაუნდა დავრჩები-მივიდა და მხარზე ხელი დაკრა ძმაკაცს-წამოდი ჩემო სიცოცხლე ოთახში შევიდეთ, დაიძინე -კი მაგრამ, ნიკა-კიდევ უფრო ავტირდი-არ მინდა შენს გარეშე აქ-მივედი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე-მაგრამ კარგი კიდევ გავძლებ მაგრამ გთხოვ ძალიან მალე დაბრუნდი, შენს ფერიას დიდხანს ნუ დატოვებ ძამიკო -გპირდები რომ მალე მოვალ, მანამდე შენი შეყვარებული ჩამანაცვლებს-გაუღიმა -ვერასდროს ვერავინ შემიცვლის შენს თავს, ახლა წადი ფორემ რაც უფრო ბევრს ილაპარაკებ, საერთოდ არ გაგიშვებ და აღარც დამჭირდება ლოდინი -მივდივარ ხო-გაიღიმა და გავიდა -ლევანი მომიტან ჩემს ნივთებს?-სანდრო შეუბრუნდა ძმას -რათქმაუნდა, ლიზა-მითხრა და ჩამეხუტა-ხომ იცი რო მალე დაგიბრუნდება აღარ იტირო-ლოყაზე მაკოცა და გავიდა -ჩვენც წავალთ ლიზუ, საიმედო ხელში ხარ-თქვა საბამ და ჩემთან მოვიდა-ყველაზე ძლიერი რომ მყავხარ და ყველაზე კარგი ხარ მითქვამს? -თქმით არა მაგრამ მაგრძნობინებდით სულ, განსაკუთრებით მათი გარდაცვალების მერე -ყველაფერი მალე დამთავრდება პატარავ და ისევ ისე გავერთობით როგორც ადრე-შუბლზე მომაკრო ტუჩები-იცოდე ხვალაც არ გააცდინო სკოლა თორემ ნიკა გაბრაზდრბა რომ მოვა ხო იცი -არ გავაცდენ ხო, არც ფიტნესზე სიარული გადამიფიქრებია სანდრო-ავხედე-თუ რამეს არ გავაკეთებ მოვკვდები, თან ყურადღებას გადავიტან თან ჩემს ძმას მოძლიერებული დავხვდები და ვცემ მერე-სერიოზული ტონით ვთქვი, რომ გაიაზრეს რაც ვთქვი ყველა ახარხარდა -აჰა, ხომ ვთქვი ყველაზე ძლიერი გვყავსთქო-ამაყად თქვა საბამ -წადით ახლა დავაძინო ქალბატონი თორე არ წამომყვება ხვალ სკოლაში -კარგად პატარავ-ერთხმად მითხრეს და დატოვეს სახლი, სანდრომ ხელში ამიტაცა და ითახში შემიყვანა-შედი იბანავე, მე ვახშამს მოგიმზადებ, ჩამოდი ჭამე წამლები დალიე და დაიძინე მერე ზედმეტად რთული საღამო გამოდგა -არა სანდრო რთული ეს ორი წელი იყო, ახლა როცა ვიცი რომ დამიბრუნდება, აუცილებლად დამიბრუნდება ჩემი ნიკუშა, ძალიან ბედნიერი ვარ, ამდენი ხნის დაგროვილი ცრემლებს გასაქანი მივეცი და ჩემი სათქმელიც ვუთხარი ჩემს ძმას, მიხარია რომმივახვედრე-ვთქვი და სანდროს ჩავეხუტე-ახლა ჩემი ყველაზე მტკინვეული ისტორიაც იცი ბატონო სანდრო, მე როდის გავიგებ თქვენს ცუდ მოგონებებს?! -დღეისთვის ეგეც გეყოფა, სხვა დროს მოგიყვები -კარგი -მიდი ახლა იბანავე მე ქვემოთ ვიქნები -კარგი-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე სანდრო ქვემოთ ჩავიდა მეც აბაზანაში შევედი ძალიან მესიამოვნა ცხელი შხაპი მაგრამ მალევე გავოვედი რადგან ძალიან მშიოდა, ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ლევანიც ქვემოთ იყო -ლიზა, როგორ ხარ? -კარგად ვარ -კარგი წავალ მე -ჭამე შენც შენიძმის გაკეთებული ვახშამი -არა ნაჭამი ვარ, ასე რომ ხვალამდე -ხვალამდე-ვუთხარი და გავაცილე -სხვათაშორის ეგ შორტი გიხდება, ნუ კი მართალია უკვეცივა მაგრამ სახლში სულ გეცვას ხოლმე რა -კარგი-გავიცინე გემრიელადვჭამეთ მივალაგეთ და დასაძინებლად წავედით, არ მინდოდა მარტო დაძინება და ჩემს გვერდით დაწოლა ვთხოვე, გემრიელად მოვათავსე თავი მის გულმკერდზე და დავიძინე, დილით უკვე ეღვიძა და მიყურებდა -დილამშვიდობის-ვუთხარი და ვაკოცე -დილამშვიდობის-მანაც იგივე გაიმეორა-სხვათაშორის ძალიან მინდა ყოველი დილა ასე იწყებოდეს -რომელი საათია? -რვის ნახევარია -ავდგეთ -კარგი-თქვა და წამოდგა -მიდი იბანავე მე ყავას და ტოსტებს მოგიმზადებ-ვუთხარი და მეც ავდექი -კარგი-თქვა და სააბაზანოში შევიდა, ცოტახანში უკვე გამზადებული ჩამოვიდა ქვემოთ ვისაუზმეთ და ალაგება დაიწყო მე კი მოსამზადებლად გამიშვა, 5წუთში უკვე ქვემოთ ვიყავი -წავედით -ჰო წავიდეთ-ვუთხარი და გარეთ გავედით, კარები გადავკეტე და წავედით -დღეს სკოლის მერე ვარჯიშზე უნდა წავიდე, საღამომდე ვეღარ გნახავ, 8ისნახევარზე გამოგივლი და წავიდეთ დარბაზში ხო? -ჰო მე სახლში დაგხვდები -კარგი-მითხრა და მაკოცა, შემდეგ მანქანიდან გადავედით და ჩვეულებრივი მეგობრებივით ვიქცეოდით, სკოლის შემდეგ მასწავლებლები არ მქონდა და პირდაპირ სახლში წავედი, რვისნახევრამდე დრო სწავლით გავიყვანე მალე კარი სანდრომ შემომიღო -წავედით ჩემი სიყვარულო ვივარჯიშოთ -წავედით ვივარჯიშეთ და მაკდონალდსში დავჯექით -რასშეჭამ? -საშუალო მენიუ და შოკოლადის შეიკი მინდა -კარგი-თქვა და გავიდა მალევე მობრუნდა საჭმელით ხელში, ბევრი ვიხალისეთ, ვჭამეთ და კიდევ ავიღეთ შეიკები უკვე გავდიოდით როცა სანდროს გაშეშდა -სანდრო, რა გჭირს?!-ხელი მოვკიდე და ვკითხე ის კი ხმას არ იღებდა- სანდრო მეთქი-სახით ჩემსკენ შევაბრუნე -გთხოვ ლიზა ჩქარა გავიდეთ თორემ საკუთარი დედის მკვლელად ვიქცევი, წავიდეთ და სახლში ყველაფერს მოგიყვები -კარგი-ვუთხარი და ჩავეხუტე -სანდრო?!-უკვე გასულებს ხმა მოგვესმა, სანდრო ძალიან დაიძაბა -სანდრო გთხოვ დამშვიდდი-ვუთხარი და მივეხუტე -რა გინდა ნანა?!-კბილებს შორის გამოსცრა სანდრომ -დედას არც უნდა მიესალმო?! -დედაჩემი მკვდარია ჩემთვის-უთხრა ხელი ჩამკიდა და იააურობას გავეცალეთ, სახლამდე ხმა არ ამოგვიღია, სახლში შესვლისთანავე მითხრა -წამოდი, მოგიყვები -გისმენ -დედაჩემი, ქალი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა ჩემთვის 5თვის წინ მოკვდა, როდესაც.............. ------------------------------------- ვიცი რომ საშინელი არსება ვარ მაგრამ შემინდეთ ვერ ვახერხებდი დადებას, იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.