შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 13)


24-02-2020, 00:03
ავტორი Smailiki
ნანახია 10 394

- სამწუხაროდ ისევ. - ამბობს ელე და ტელეფონს ჩემსკენ ატრილებს. ეკრანს შორიდან ვაკვირდები. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც მე და ნიკა რესტორნის შესასვლელთან ვიდექით.
    თავბრუ მესხმის და კედელს ფრთხილად ვეყუდები წონასწორობის შესანარჩუნებლად. ვგრძნობ თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამომენგრა. ამის შემდეგ სკოლაში როგორ-ღა მივიდე? ან რას იტყვის დედა? მეზარება მისი ჩხუბის, კრიტიკის და ყვირილის მოსმენა. თუმცა ეს გარდაუვალია! სამწუხაროდ.
    ბაგეებს ვაღებ და სიტყვას ისე წარმოვთქვამ, რომ ჩემს ყურამდეც არ მიდის მგერათა ჯგუფი. იატაკის შემყურე თვალს ვერ ვუსწორებ ვერც ელეს და ვერც ტელეფონს.
    - უარესები დაწერეს? - ვკითხულობ ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ. ხმა ისე მაქვს ჩამწყდარი თავად ძლივს მესმის ჩემი წარმოთქმული სიტყვები.
    - წაიკითხე. - ამბობს და აშკარაა ტელეფონს მიწვდის. იატაკიდან თვალები ელენეზე და მის გამოწოდებულ, ხელში არსებულ ტელეფონზე გადამაქვს. შევძლებ ამის წაკითხვას? არამგონია.
    - არ შემიძლია. - ვამბობ ტირილნარევი ხმით და ობოლი ცრემლი სწყდება ჩემს თვალს. ფეხები მიკანკალებს, მუხლები მეკეცება. თითქოს სადაცაა მიწაზე გავიშხლართები. ნელი ნაბიჯით მივდივარ საწოლამდე და ძალაგამოცლილი ვეხეთქები მის ზედაპირს.
   - არ გინდა ყველაფერი მომიყვე? -ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ელენეს სევდიანი ხმა არღვევს. ამბის მოყოლას ვიწყებ, უმნიშვნელო საკითხებიდან დაწყებული ნიკას კოცნებით დასრულებული ყველაფერს წამებში ვფქვავ. გახსენებისას ხან ვიღიმი, ხან ვწითლდები და ალმური მედება, ხანაც ვბრაზდები. უამრავი ემოცია რიგ-რიგობით იკვეთება ჩემს სახეზე. ისე ვარ თოთქოს ლოდი მომხსნეს მხრებიდან. თურმე ადამიანი მჭირდებოდა ვისაც გულს გადავუშლიდი.
   ელენე ძლიერად მეხუტება მეც მტკიცედ ვხვევ ხელებს და მჭიდროდ ვიხუტებ.
    - ნიკას დაურეკე. ვფიქრობ, მანაც უნდა იცოდეს ეს ამბავი. - წამის მეასედში ელენე მშორდება და ისე ყვირის თითქოს სახლში მარტო ვიყოთ.
    ტელეფონს ვიღებ და ნიკასთან ვრეკავ. არ იღებს! უკვე გათიშვას ვაპირებ, რომ მეორე მხრიდან ჩემთვის საყვარელი ხმა გაისმის.
    - გისმენ მარიამ. - ჩემი სახელის გაგონებაზე ტრადიციულად ტანში ჟრუანტელი მივლის და ალმური მედება. ოდნავ მეღიმება კიდეც. ვცდილობ ფიქრებს თავი მოვუყარო და სწორი სიტყვები შევარჩიო სათქმელად. ყველაფრის გახსენებაზე ღიმილი სახეზე მეყინება და ისევ ცუდ ხასიათზე ვდგები.
    - ისევ იგივე განმეორდა. ჩვენზე ისევ დაწერეს სტატია... - ვამბობ ჩახლეჩილი, დაბალი ხმით. არც კი ვიცი გაიგო თუ არა ნიკამ. მინდა კიდევ ვუთხრა რაიმე, თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობ.
    - ვიცი, ვნახე, არ ინერვიულო. დამერწმუნე სტატიას ხვალამდე გავაქრობ. მალე ვერავინ ვერსად იპოვის ამ სიახლეს. ჩემი ხომ გჯერა? - ნიკას თავდაჯერებული ხმის შინაარსზე გაუცნორიერებლად მეღიმება. მჯერა, ის ყველაფერს მოაგვარებს. მისდამი ჩემი ნდობა განუსაზღვრელია. თავადაც არ ვიცი რატომ.
   - მჯერა. - ჩემს ხმაში სიხარული იკვეთება. უკვე თავს გადარჩენილად ვგრძნობ. თითქოს ეს სტატია უკვე აღარ არსებობდეს. ჩემს სიტყვებზე ნიკას სიცილის ხმა მესმის. კმაყოფილი, ბუნებრივი, რეალური სიცილის. ნუთუ ნიკა ჩემმა პასუხმა გაახარა?
   - უკვე გვიანია, დაიძინე. ტკბილ სიზმრებს გისურვებ მარიამ. - მის სიტყვებზე ნიკას კმაყოფილი სახე მიდგება თვალწინ. ყურებამდე მეღიმება. ნიკა ჩემზე ზრუნავს!   
   ელენეს ვაკვირდები გაოცებული სახით მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის მოვუყვები ამ სატელეფონო საუბარს დაწვრილებით.
   - ღამე მშვიდობის ნიკა. - ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. ელეს სახეს ვაკვირდები, ლამისაა ცნობისმოყვარეობისაგან გასკდეს.
    - ნიკა ყველაფერს მოაგვარებს. სტატიას ხვალამდე გააქრობს.- ელენეს ვეხუტები და თან ამ სიტყვებს ვეჩურჩულები ყურში. ის კი ბოლო ხმაზე იწყებს კივილს, რაზეც ჩემი და შემორბის ოთახში.
    - თქვენ სულ გაგიჟდით ხო? - გვეკითხება და ლოგინზე მძიმედ ეხეთქება.
    - აბა ვის ეძინება? - ღიმილიანი სახით ვუყურებ ჩემს გიჟ დას და კარებისკენ ვანიშნებ.
    - არც არავის. - მპასუხობს და ისეთ კაკანს იწყებს, მე და ელესაც სიცილი გვიტყდება. ბოლოს ძლივს ვსულიერდებით. თუმცა სიცილისგან ყველას მუცლები და ლოყები გვტკივა.
    სიცილზე სიცილი ძალიან სახალისოა.
     - მოდი კითხვობანა ვითამაშოთ.  მე ვკითხავ თქვენგან რომელიმეს, ვთქვად მარის. შემდეგ მარი კითხავს ჩევნგან რომელიმეს და ასე... - ამბობს ელე და მომლოდინედ გვიყურებს. აინტერესებს რამდენად მოგვეწონა მისი იდეა.
    - კარგი მაშინ მე არ ვიწყებ. - ამბობს ლიზი და საწოლში კომფორტულად თავსდება.
    - არც მე. - ამბობს ელე და გვერდით უწვება. იდეა მომწონს. ვერ ვხვდები რა პრობლემაა პირველი დაწყება?
    - კარგი მე დავიწყებ. ლიზი მითხარი ყველაზე საყვარელი მომენტი შენი და ლევანის ურთიერთობიდან. - მწვანეთვალება დაიკო ფიქრს იწყებს. მე კი პასუხის მოლოდინში მის გვერდით ვწვები და ჭერს შევყურებ.
    - ერთხელ კინოში დამპატიჟა. ყურების დროს ცოტა დაღლილი ვიყავი და წინა სკამზე მსუბუქად ჩამოვდე თავი. ასე განვაგრძე ყურება. ერთი წუთიც არ იყო გასული ლევანიმაც მსგავსი გააკეთა. ჩემს გვერდით სკამზე ჩამოდო თავი და ისე გააგრძელა ყურება. ცოტა ხანში თავი ავწიე და ისევ ჩემს სკამს მივეყუდე. არც მან დააყოვნა და იგივე გაიმეორე. ძალიან საყვარელი იყო. ძალიან ძალიან ხარისხში. - სამივენი ვიღიმით. რა საყვარელი სანახაობა იქნებოდა. რას არ მივცემდი ოღონდაც მენახა. 
    - კარგი ახლა ჩემი ჯერია. მარიამ როგორ შეარიგე გვანცა და ტატო? ძალიან მაინტერესებს. ვერავისგან გავიგე.
    - გვანცამ და ტატომ ვის გამოც იჩხუბეს ის გოგო გავიცანი. სინამდვილეში ტატოს ბრალი არაფერი ყოფილა. არც იმ გოგოსი. ანუ შემთხვევით მოხდა. გვანცა უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა. მას ყველაფერი ავუხსენი და შესაბამისად ტატო და გვანცა შევარიგე. - ძლივს ვასრულებ საუბრას. თან ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ მოვყვე. ახლა ჩემი ჯერია. ვის ვკითხო ან რა ვკითხო?
    - ელე ყველაზე მეტად რა მოგწონს ბექაში? რა გიზიდავს მასში? რით არის გამორჩეული?
    - ჰმმ... ბექა ძალიან თბილი ადამიანია. სულ ჩემს გვერდით არის, გამუდმებით მეხმარება პრობლემების მოგვარებაში, თუნდაც უმნიშვნელო იყოს. ერთგულია და არასოდეს მატყუებს. ექსტრემალური ადამიანია და როდის რას მოიფიქრებს ღმერთმა იცის. მაგალითად წინა შაბათს სახლში დამადგა წამო ქალაქგარეთ წავიდეთო. ასე სპონტანურად ამოვყავით თავი ბაკურიანში. ის ძალიან სიმპატიურია და თან ძალიან კარგი კოცნა იცის. -  ბოლო სიტყვებს ჩუმად ამბობს, თითქოს ვინმე სხვა გაიგებდეს და სიცილს იწყებს.
    - ლიზი ბექამ სიყვარული უკვე აგიხსნა? - კითხვას სვამს ელე და ორივენი ინტერესიანი თვალებით შევყურებთ ლიზის.
   - კი. - ამბობს ლიზი მორცხვად. მგონი უკვე ჩამეძინა. ჩემი გიჟი და და სიმორცხვე? შანსი არაა.
    - რას მიყურებ ბოჩოლას თვალებით. ახლა შენ ნახავ სეირს. - ამბობს და ცოტა ხნით ფიქრობს. რას ვერჩოდი? რატო მივაშტერდი? ახლა ისეთს მკითხავს აქედან აორთქლება დამჭირდება. ვინმემ მიშველეთ რა... დაძაბული ვუსმენ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, გული შიშისგან სწრაფად იწყებს ძგერას. ნეტა რას მოიფიქრებს?
     - ნიკა გიყვარს? - ჩემს ყურებამდე ლიზის წარმოთქმული სიტყვები ძლივს აღწევს. სწრაფად ვხურდები და ჩემს თავს ვეკითხები იგივეს. ნიკა მიყვარს? რას ვგრძნობ მის მიმართ?
    - რას გაჩუმდი გვიპასუხე. - ამბობს ელე და ორივე ცნობისმოყვარე მზერას მაბყრობს. რამე დავაშავე?
    - არ ვიცი. ავირიე. მისი ქცევა მაკვირვებს. ხან საოცრად თბილია, ხანაც საშონლად ცივი. მისგან შორს, რომ ვარ მისი ნახვა მინდა და ახლოს, რომ ვარ შორს ყოფნა მინდება. რადგან ვიცი იმედები მაინც გამიცრუვდება და ის არ მოხდება რაც მინდა. სინამდვილეში ისიც არ ვიცი რა მინდა. მოკლედ არაფერი არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. როგორ გაარკვიეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი იპოვეთ? ელე საიდან იცოდი, რომ ბექა ის იყო ვინც გჭირდებიდა. ან შენ ლიზი. როგორ მიხვდი, რომ ლევანი გიყვარდა?
    - რა ვიცი. ამას ადამიანი ინტუიციურად გრძნობს. თუ იმას ხედავ ვინც გიყვარს მაშინ გული გიჩქარდება და თვალის გუგები გიფართოვდება. ხელის გულები გიოფლიანდება და მის ნებისმიერ სულელურ ნათქვამზე შეგიძლია გაიღიმო. თუ გიყვარს მასთან ყოფნა გამუდმებით გინდა. გინდა მხოლოდ შენ გეხებოდეს. თვალებს, რომ დახუჭავ მისი სახე გიდგება თვალწინ. დღე და ღამ მასზე გეფიქრება. არ ვიცი მეტი რა-ღა გითხრა. - ფიქრებში ვიკარგები მე ნიკა მიყვარს? ამის შემდეგ ცოტას კიდევ ვთამაშობთ, თუმცა ყურადღება გაფანტული მაქვს. ბოლოს ძილს ვიმიზეზებ და თამაშსაც ვწყვეტთ.
 

  ******

    დადგა სასურველი ორშაბათიც. დილა ადრიან ავდექი, მოვემზადე და სასწავლებლისკენ წავედი. სკოლაში შესვლისთანავე ნიკას მოვკარი თვალი. ისე ხდება, რომ მისალმება გარდაუვალია. მისკენ მხიარული სახით მივაბიჯებ.
   - გამარჯობა, როგორ ხარ ნიკა? - ვამბობ მასთან ახლოს მისვლისას და დაბადების დღეზე კრინტსაც არ ვძრავ. ბავშვების შეთანხმება იყო. გადავწყვიტეთ სიურპრიზი მოვაწყოთ. საღამოს დარბაზს მოვრთავთ და გიორგი ნიკას ჩუმად მოიყვანს. რაც ყველაზე მთავარია, სკოლაში არც ერთმა არ უნდა მივულოცოთ.
   - კარგად, შენ? - მეკითხება ნირწამხდარი და იმედგაცრუებული სახით.
   - მეც კარგად. წავალ მალე გაკვეთილი დაიწყება და კიდევ რაღაც უნდა გითხრა. დღეს სამსახურში ვერ მოვალ. - სიტყვებს ვაფუჩეჩებ და კლასისკენ გავრბივარ, რადგან ზარი ნიკასთან საუბრის დროს დაირეკა.
    მთელი დღე სულელურად გადის. სულ სიურპრიზზე მეფიქრება. იმედია ყველაფერს კარგად მოვაწყობთ და ნიკასაც მოეწონება.
     გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში მივდივარ. ლამაზ ღია ცისფერ, წელზე მომდგარ და ქვევით გაშლილ კაბას ვიცვამ. თხელი ქსოვილი იმდენად გრძელია, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელები ძლივს მოჩანს. მსუბუქ მაკიაჭსაც ვიკეთებ და შემდეგ ჩემი დის ლოდინს ვიწყებ. ლამაზი მწვანე ფერის კაბა აცვია, მუხლს ზემოთ. ეს კაბაც წელზე მომდგარია, თუმცა ქვემოთ იმაზე მეტად იშლება, ვიდრე ჩემი.
    მომზადების შემდეგ მე და ლიზი გარეთ გავდივართ. ქეთოს ველოდებით და სამივენი ერთად მივდივართ დაქირავებული დარბაზისკენ.
    - მოვედით. - ვყვირი ბავშვების დანახვისთანავე. ძალიან საოცრად გამოიყურება ყველა. უკვე სრული შემადგენლობით ვართ: ელე და ბექა, ლევანი და ლიზი, ტატო და გვანცა, გიგი და ანი, ლუკასი, ლიკა და ქეთო. ევაც დავპატიჟეთ, ნიკას ასე თუ ისე იცნობს და თან დარბაზის მორთვაშიც დაგვეხმარება.
    - როგორც ჩანს თითქმის ბოლოები მოვსულვართ, გიორგი გვაკლია. - ვამბობ ხმამაღლა და ყველას რიგ-რიგობით ვეხუტები.
    - არა ჯერ არ ვართ სრული შემადგებლობით. გიორგიც მოსასვლელია და ერთი ჩვენი ძმაკაციც. მას და ნიკას კარგი ურთიერთობა ქონდათ, თუმცა ერთი გოგოს გამო გაუფუჭდათ. გვინდა ეს ორი დღეს შევარიგოთ. - ამბობს ლუკასი ჩვეული ტონით და თავის შეყვარებულს გვერდიდან არ იცილებს. ბედნიერება უცბად ქრება და მის ადგილს დეპრესიის მაგვარი გრძნობა იკავებს. ნიკამ და იმ ბიჭმა გოგოს გამო იჩხუბეს? ვინ არიან ის ბიჭი და გოგო? ან რა მოხდა მათ შორის? ნიკას ის გოგო უყვარს? თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს. ლუკასის მიმართულებით ვდგამ ნაბიჯს და ახლაღა ვამჩნევ მასთან მდგომ ქეთოს.
    - ვინ არის ის ბიჭი? ან ვის გამო იჩხუბეს? - მესმის ქეთოს ხმა და პასუხის მოლოდინში ყურებს "ვცქმუტავ".
    - წამოდი, დარბაზის მორთვა დავიწყოთ. - ლიზი ხელს ძლიერად მჭიდებს და გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევს. ვერც პასუხი გავიგე და ვერც ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე. ამისთვის მადლობა ჩემს დას. ჯანდაბა ჩემს თავს, რაღა ახლა მოუნდა ჩემი იქიდან წამოთრევა.
     - გამიშვი ლიზი. მოვალ ორ წუთში. - დაიკოს ხელს ვაშვებინებ და უკან ვტრიალდები, თუმცა მე ხომ ბედი არ მაქვს. ჩემთვის საინტერესო საუბარი უკვე დასრულდა და ქეთო საპირფარეშოსკენ მიემართება. ხმამაღლა ვხვნეში და ყველას ვაკვირდები, ბოლოს კი შემოსასვლელში მდგომ გიორგის ვხედავ. მაშინვე მისკენ მივდივარ გაღიმებული სახით. "რა დროს საპირფარეშოში წასვლა იყო ქეთო?" - ვამბობ ფიქრებში და ჩემს ნათქვამზე მაცდურად მეღიმება.
      შემოსასვლელი კიბეებისკენ მივიწევ. ქეთო ჩემი მიმართულებით იწყებს სვლას და გიორგის დანახვაზე მის სახეზე უამრავი ემოცია ერთად იხატება.
      - ნახე გიორგი მოვიდა. წამოდი მივესალმოთ. - ხელში ვეჭიდები და ბიჭისკენ ვუბიძგებ.
      - უკვე დავივიწყე. შემეშვი. - ამბობს ხმამაღლა, ოდნავ უხეშად და თვალს გიორგისკენ აპარებს. როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვას? ვაიჰ, რა ეშველებათ. აშკარაა ბიჭმა გაიგო გოგონას ნათქვამი, რომელიც წამის მეასედში გაეცალა იქაურობას. გიო მკრთალად იღიმის. მისი რეაქცია მიკვირს. წესით ახლა უნდა ბრაზდებოდეს, ხო?
   - ვხედავ როგორც დამივიწყე. - ამბობს თავისთვის და იმ კულონისკენ აპარებს თვალს, რომელიც ქეთოს აჩუქა. ეს ლამზი სამკაული ჯერ ისევ ამშვენებს გოგონას ყელს.
     არ ვიმჩნევ, რომ მისი ნათქვამი გავიგონე. ლიზისკენ და ევასკენ ვიწყებ სვლას, რომლებიც ღრმად არიან ჩაფლულები დარბაზის მოწყობაში.
    დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აქეთ-იქით "დავბრუსიალობ" და მითითებებს ვიძლევი. ყველაზე რთულ საქმეებს ან ქეთოს ვაბარებ ან თავად ვაგვარებ.
    მაგიდის კიდეზე ბოლო დეტალს ვანთავსებ. უკან ვიხედები და ჩემი თვალები დაუჯერებელს ხედავს. შემოსასვლელ კიბეებზე ანდრეა ჩამოდის. ის ბიჭი, ვის გამოც გიომ იეჭვიანა. აქ რა უნდა? იქნებ ის არის ნიკას ყოფილი ძმაკაცი. ვინაიდან და რადგანაც ნიკას გიორგიმ ყველაფერი მოუყვა, შესაძლოა ქეთოს გამო იჩხუბეს ძმაკაცებმა. ამ შემთხვევაში საეჭვიანო სრულებითაც არ მაქვს. არა და თავი ვიმტვრიე ამ ამბავზე ფიქრით.
    ანდრია ქეთოს მიმართულებით მიდის. გიორგის სახე ეძაბება და ბიჭს თვალს აყოლებს.
    ყურადღება ევაზე გადამაქვს. ცალ ხელში სასმლით სავსე ჭიქა და ბლოკნოტი უჭირავს. მეორეში კი კალამი და რაღაცას ინიშნავს. გაუცნობიერებლად ევა და ანდრია ერთმანეთს ეჯახებიან. სამელი კი ლამაზად იღვრება ბიჭის სამოსზე. სანახაობისგან მხიარულ განწყობას ვდგები და სიცილს ვერ ვიკავებ. გიორგისაც კმაყოფილი სახე აქვს, ქეთოს ჩვეულებრივი. თითქოს არც არაფერი მომხდარა. დანარჩენები კი მომხდარს ვერ ხედავენ, ისე არიან საქმეში გართულები.
    - ბოდიში დაგეხმარები. - ამბობს ევა დარცხვენილი ხმით, სალფეტკს იმარჯვებს და თეთრი საროჩკისკენ მიაქვს.
    - არ მჭირდება. - ანდრეა ხელს უხეშად იქნევს, არც მისი ხმაა ლმობიერი. ევას ზედაც არ უყურებს ისე მიდის საპირფარეშოსკენ. ქეთო რამდენიმე ნაბიჯს დგამს ანდრეას მიმართულებით, თუმცა შემდეგ გეზს იცვლის და სხვა მხარეს მიდის.
     გიორგი უკან მიყვება. მალევე ეწევა და რაღაცაზე იწყებს საუბარს, თუმცა ქეთო უხეშად ეპასუხება და სხვა მხარეს მიდის. გიორგი ისევ უკან მიჰყვება და შუა გზაში აჩერებს.
    - მგონი დროა წახვიდე და ნიკა მოიყვანო. - ამბობს ქეთო უხეშად და გზას აგრძელებს. გიორგი ისევ უკან მიჰყვება. რა საყვარლად სულელები არიან.
    - გიორგი, მგონი შენი წასვლის დროა. ნიკა უნდა მოიყვანო. - ქეთოს მხარს ვუჭერ და გიორგის გასასვლელისკენ ვანიშნებ. რომ არ ჩავრეულიყავი, არც კი ვიცი რა მოხდებოდა.
     გიორგი ნიკას წასაყვანად მიდის. ჩვენ კი ბოლო დეტალებსაც ვაგვარებთ. ცოტა ხანში ანდრეაც გამოდის საპირფარეშოდან. მომხდარის გახსენებაზე მეცინება და ტორტისკენ მივდივარ. დიდი დრო გავიდა, ვფიქრობ მალე მოვლენ. მეც მომზადებული დავხვდები.
     დარბაზიდან პატარა ოთახში შევდივარ და ტორტს ყუთიდან ვიღებ. აქედან ყველას კარგად ვხედავ, თუმცა არამგონია მათაც მსგავსი თქვან ჩემზე. მალე შუქს აქრობენ და რა დონეზეც არ უნდა მოვინდომო მათი დანახვა, ეს შეუძლებელია.
    - ძმაო მგონი ადგილი შეგეშალა. - კარი იღება და ორ ნაცნობ სილუეტს ვლანდავ. გარედან მკრთალი სინათლე შემოდის დარბაზში, თუმცა ნიკა ჯერ ისევ ვერაფერს ხედავს. უეცრად შუქი ინთება და ყველა ერთმანეთის მიყოლებით ულოცავს ნიკას. ბიჭს სასიამოვნოდ გაოგნებული სახე აქვს. სიურპრიზი ძალიან მოეწონა. მის გახარებულ სახეს, რომ ვხედავ გაუცნობიერებლად ვიღიმი. ნიკა ბავშვებიდან ყველას თვალს ავლებს და სახე ეძაბება, თითქოს რაღაც ეწყინაო. ქეთოსთან მიდის და საუბარს იწყებს. ხმა არ მესმის, თუმცა ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ ჩემი სახელი ახსენა. ჩემი იქ არ ყოფნა შეუმჩნევია. გახარებული ვანთებ სანთლებს და ტორტით ხელში გავდივარ გარეთ. ჩემს დანახვაზე ნიკა მაცდურად იღიმის. მინდა მისკენ გავიქცე და ძლიერად ჩავეხუტო, თუმცა ეს ტორტი ხელს მიშლის სურვილის განხორციელებაში. ბავშვები დაბადების დღის სიმღერას ვმღერით. სწრაფი ნაბიჯით მივდივარ ნიკასთან და მის წინ ვდგები. ბიჭი სანთლებს აქრობს და ჩემს ათვალიერებას იწყებს. ოდნავ ვიშმუშნები, ქეთოს ვაჩეჩებ ტორტს და ნიკას ვეხუტები.
    - გილოცავ. - ვამბობ მხიარული ხმით და ჩემს გულის ძგერას ყურებში ვგრძნობ. უკვე ხელების გაშვებას ვაპირებ, თუმცა უეცრად ნიკა მხვევს ხელებს და უფრო მჭიდროდ მიხუტებს. ისევ ძლიერად ვეხვევი და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო. ნიკა ყურის ქვეშ ნაზად მკოცნის. ტანში ჟრუანტელი მივლის, ალბათ პომიდორსაც ვაჯობე სიწითლით. ძლივს ვსუნთქავ. ჰაერი დაგუდული მეჩვენება, იმის მიუხედავად, რომ კარიც კი ღიაა.
   - მგონი ლიზი მეძახის. - ვუჩურჩულებ მის ყურთან ახლოს და ისე ვშორდები, რომ ჩემი აწითლებული სახის დანახვა ვერ მოახერხოს.


    ******

    ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ახლა კი ყველა ერთად ვცეკვავთ. მალე მთვარდება მუსიკა და მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ისე დავიღალე ალბათ შემდეგ ცეკვას ჩავაგდებ. მალე მშვიდი მუსიკა ირთვება დარბაზში. ანდრეა ქეთოსთან ერთად იწყებს ცეკვას. გიორგის სახე ეძაბება და ევასთან ერთად იწყებს ცეკვას. ახლა ქეთოს სახეზე ვამჩნევ ბრაზს.
    - ვიცეკვოთ? - ნიკა მაცდურად ათამაშებს წარბებს და ხელს მიწვდის. მას ვუღიმი და ცეკვაზე ვთანხმდები. ბიჭი ხელს მკიდებს და საცეკვაო ადგილისკენ მივყავარ. დანიშნულების ადგილას მისულს ხელით მექაჩება, წონასწორობას ვერ ვიკავებ და მის სხეულს მსუბუქად ვეჯახები. გაკვირვებული სახით ვაკვირდები მის ლოყებზე არსებულ ჩაღრმავებებს. ნიკა ცალ ხელს წელზე მჭიდროდ მხვევს და ორივენი ერთად ვიწყებთ ცეკვას. ცოტა ხნით თვალებში ვუყურებ, შემდეგ კი მის მხარზე ვანთავსებ თავს და ისე განვაგრძობთ ცეკვას.  თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობ. ყველა წყვილი ჩვენს მსგავსად, ჰარმონიულად, ცეკვავს. ელე და ბექა, გვანცა და ტატო, ლიზი და ლეო, ლუკასი და ლიკა, ქეთო და ანდრეა, ევა და გიორგი. ყველა მშევინვრად ცეკვავს. თავის მეწყვილით უკმაყოფილო მხოლოდ ქეთო და გიორგი არიან. ორივე საშინლად ეჭვიანობს ერთმანეთზე. თვალებს წამის მეასედით ვხუჭავ და როცა ვახელ, ისეთ სანახაობას ვხედავ, ღიმილს ვერ ვიკავებ. გიორგი მოხერხებულად უცვლის ადგილს ანდრიას და ქეთოსთან ერთად აგრძელებს ცეკვას. სახტად დარჩენილი ბიჭი კი ძალაუნებურად ევასთან ერთად აგრძელებს ცეკვას.
    - თვალს რატომ მარიდებ? - გიორგი ლაპარაკს იწყებს. ისე ახლოს არიან ჩემთან და ნიკასთან, რომ მათ საუბარს ძალაუნებურად ვიგებ. ქეთო მის სიტყვებს აიგნორებს და მშვიდად აგრძელებს ცეკვას. 
  - პასუხის ღირსადაც არ მთვლი? - ისევ გიორგი არღვევს ქეთოს "მყუდროებას". ჩემს დაქალს მალე გადაეკეტება და აფეთქდება.
  - უნდა გიკვირდეს მომხდარის შემდეგ უარესად, რომ არ ვიქცევი. - ამბობს გაბრაზებული ტონით, წამიერად აკვირდება გიორგის თვალებს და ისევ აშორებს მზერას. ხელებს ითავისუფლებს და საპირფარეშოს მიმართულებით მიდის.
   - ბოდიში. - ამბობს გიორგი შედარებით დაბალი ხმით და უკან მიჰყვება. ახლა ანდრეას და ევას წყვილზე გადამაქვს ყურადღება.
   - ბოდიში. - ამბობს ევა დაბალი ხმით და თავს ოდნავ დაბლა ხრის. გიორგი და ევა ამ ქცევით ერთმანეთს ძალიან გვანან. ჩემს ფიქრებზე ჩუმად "ვხითხითებ."
    - წინ უნდა იყურო და ბოდიშის მოხდაც აღარ დაგჭირდება. - ამბობს ანდრეა უხეშად. ლამისაა სიფათში მუშტი გავუქანო. ცოტა ძაან აკლია ამას ხო?
    - ამას შენ მეუბნები? - ამბობს ევა და დამცინავად იცინის. მეც მასავით ვიქცევი და ვცდილობ ჩუმად გავიცინო.
   - სხვას ვინმეს ხედავ ვისთვისაც ამის თქმას დავაპირებდი? - არც ანდრია აკლებს ცინიზმს და ევასთან თვალის კონტაქტს არ წყვეტს. ზუსტად ისეთივე მწარე ენა აქვს ანდრიას, როგორც ნიკას. ეტყობათ, რომ ძმაკაცები იყვნენ ოდესღაც. ნეტა როდის აპირებენ ამ ორის შერიგებას?
    - შეიძლება სასმელი გადაგასხი, თუმცა, აღიარე შენ დამეჯახე. - ამბობს ევა და კვლავ დამცინავად უღიმის. ანდრია ბრაზდება ევას სხეულს თავისაზე მჭიდროდ აკრავს. მათი სახეები ერთმანეთისგან მილიმეტრებით არიან დაშორებულები. ევა იბნევა და სახეზეც ოდნავ წითლდება.
   'გთხოვ გოგონი ახლა არ დანებდე და ანდრიას ჭკუა ასწავლე.'
    ბიჭი გოგოსკენ იხრება, თავისი სახე ევას ყურთან ახლოს მიაქვს და რაღაცას ეჩურჩულება. ევა იძაბება და ბრაზდება. უხეშად იშორებს ანდრიას ხელებს და თავისი ადგილისაკენ მიდის. ანდრეა თვალს აყოლებს და იცინის. როგორ ჰყვარებია ნერვებზე თამაში! იდიოტი! დებილი!
    ცეკვა მალე მთავრდება. ქეთო გაბრაზებული სახით მიდის თავისი ადგილისკენ, მას კი დაღონებული გიორგი მოჰყვება უკან.
   - მე და ლიზის გვშია. ტორტი არ უნდა გავჭრათ? - ამბობს ლევანი, რომელსაც ჩემი დის ხელი აქვს თავისაში ახლართული და ორივენი ერთად იცინიან. რა საყვარლები არიან! ორივე მაგარი დარტყმული და გიჟია, ასე რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან. ამას სიტყვაზე ვამბობ, თორემ სინამდვილეში ორივე ძალიან მიყვარს.
    - კარგი მე დავჭრი ტორტს, მაგრამ იმედი არ გქონდეთ, რომ კუჭს დააკმაყოფილებთ. ეს შეუძლებელია ღორმუცელებო! - სიცილით ვდგები ფეხზე, საპირფარეშოებს გვერდს ვუვლი და პატარა ოთახში შევდივარ.
     დანას ვიღებ და ტორტს ვჭრი. ორი ნაჭერი შედარებით დიდია დანარჩენებზე. ლიზის და ლევანის კუჭებიც გავითვალისწინე და...     
     საქმეს მალევე ვასრულებ. ორ თეფშს ვიღებ და ჩამორიგებას ვიწყებ. დიდ ნაჭრებს ლიზის და ლევანის ვაძლევ და უკან ვბრუნდები. კიდევ ორ თეფშს ვიღებ და უეცრად საუბრის ხმა მესმის. ჩუმად მივდივარ კარისკენ და ვიჭყიტები. ისე მაგარი გამომძიებელი დადგებოდა ჩემგან. ჰაჰ...
     - ანდრიას ვის გამო ეჩხუბე? - დაძაბული სახით ეკითხება ქეთო ნიკას. ვიცოდი, რომ ეს ორნი დამეგობრდნენ. მაგრამ არ მეგონა ერთმანეთს ყველაფერს თუ უყვებოდნენ.
    - გიორგიმ ყველაფერი მომიყვა. თქვენ ორნი სწორედ ანდრიას გამო იტანჯებით. ის სულ სხვანაირი მეგონა და სხვანაირი აღმოჩნდა. ის ცდილობდა შენი და გიორგის დაშორებას და...
    - ანდრია ჩემი ბავშვობის მეგობარია. მას არ ვუყვარვარ და გთხოვ მეტ სისულელეს ნუღარ იტყვი. ვფიქრობ, უნდა შეურიგდე. გაუგებრობის გამო ერთმანეთი არ უნდა დაკარგოთ. - ამბობს ქეთო და მკრთალად უღიმის ნიკას.
    - რაღაც უნდა გკითხო. - ბიჭი უკვე წასვლას აპირებს, თუმცა ქეთოს ხმას გადაწყვეტილებას აცვლევინებს და ისევ გოგონას აბყრობს მთელ ყურადღებას.
    - მარიამი გიყვარს? - მესმის ქეთოს  საოცრად ჟღერადი ხმა. ნიკას ისე უყურებს თითქოს რაღაცაში გამოიჭირაო. გულისცემა მიხშირდება ყურებშიც კი ვგრძნობ აჩქარებულ პულსს. თოთქოს სისხლი სისხლძარღვს კი არა მე მეჯახებოდეს. გული მილიონჯერ მიცემს პასუხის მოლოდინში. შიში ეუფლება ჩემი ორგანიზმის თითოეულ უჯრედს. ნიკა პასუხს დიდ ხანს აყოვნებს ან უბრალოდ ჩემთვის ეს წამები მთელ საუკუნეს უდრის.
    - არ გვინდა ამაზე საუბარი. - ამბობს ნიკა და მიდის. ქეთო სახტად რჩება და არც მე ვარ მასზე ნაკლებად გულ აცრუებული. პასუხი, რომ გაეცა რა მოხდებოდა? არც არაფერი. უბრალოდ გავარკვევდი იმას რაც ამდენი ხანია მაინტერესებს. ჯანდაბა ნიკა! ამ კითხვის უპასუხოდ დარჩენა იქნებოდა?
     ფიქრებში გართული ტატოს და გვანცას ტორტს ვაწვდი და ისევ პატარა ოთახისკენ ვიღებ გეზს. ბოლო ორი ნაჭრის გამოსატანად. ალბათ ყველამ კარგად იცის ჩემი უბედობის შესახებ. ნაბიჯს ვდგამ და ფეხი მიტრიალდება. საწყალ ფესაცმელს ქუსლს ვაძრობ. სკამისკენ ასკინკილით მივდივარ და მოწყვეტით ვჯდები მასზე. კუჭში ყველაფერი ამენჯღრა, რა ჯანდაბაა? ახლა რაღა ვქნა?
  - ევა გთხოვ შენთვის და ანდრეასთვის გამოიტანე რა! - ვუყვირი ევას და ჩემს ფეხსაცმელს ზემოდან დავყურებ. არა და რა ლამაზი იყო! გუშინ ვიყიდე და დღეს უკვე ნაგავში მიწევს მისი გადაგდება.
   - ევას არ დაავალოთ კიდევ ვინმეს დაეჯახება. - ამბობს ანდრეა სიცილით. ევა კი მკვლელი სახით უყურებს. ახლა სიარული შემეძლოს... მივასიკვდილებდი ამ საწყალს.
   - შენ არავინ არაფერს გეკითხება. - ამბობს ევა მტკიცე ხმით და ჩემი საქმის შესრულებას აგრძელებს. ანდრია სიცილს იწყებს. ნაგავი!
     ფეხსაცმელს დავყურებ. მოტეხილ ქუსლსიან ფეხს ძირს ვდებ. მგონი შევძლებ ამაზე სიარულს. მეორე ფეხსაცმლის ქუსლს ხელს ვკიდებ და ჩემსკენ ვექაჩები, თუმცა ვერ ვტეხავ. ფეხს მაღლა ვწევ და იატაკზე ოდნავ გვერდულად ვახეთქებ. ორივე ქუსლს ხელში ვიჭერ და ნაგავში ვაგდებ. ჩემთვის ტორტის მოჭრა დამვიწყებია. გეზს ოთახისკენ ვიღებ და ნელი ნაბიჯებით მივდივარ დანიშნულების ადგილისკენ. შორიდან ვინმემ, რომ დამინახოს გიჟი ვეგონები. მაგრამ ვის რაში აინტერესებს?
    ოთახისკენ ვიხედები, შიგნით ანდრია შედის. ამას აქ რა ჯანდაბა უნდა? კართან მივდივარ და ჩუმად ვზვერავ იქაურობას.
    - აქ რა გინდა? - ეკითხება ანდრიას გაოცებული ევა. მე და ეს გოგო ზუსტად ერთნაირად ვფიქრობთ.
    - მეშინია ვინმე ტორტით არ დაისვაროს. - ანდრია ევას უახლოვდება. ჩანგალს იღებს და ერთ ლუკმას ჭრის. ტორტიანი ჩანგალი კი ევას ტუჩებისკენ მიაქვს. გოგონა გაოგნებული უყურებს, ბოლოს ფიქრობს არაფერი დაშავდებაო და ტორტს აგემოვნებს. ევას სახიდან გამომდინარე მართლაც ძალიან გემრიელი უნდა იყოს.
    - შენ არ მაჭმევ? - კითხულობს ანდრია მაცდურად, მის საქციელზე მეღიმე. რა საყვარლები არიან. იმედია რამე გამოუვათ. მგონი ცუდი წყვილი არ უნდა იყოს. თანაც ორივე თავისუფალია.
    - არა. - ამბობს ევა კატეგორიულად. ანდრიას ჩანგალს ართმევს და კიდევ ერთ დიდ ლუკმას აგემოვნებს. ტორტი ტუჩზე ეცხობა, თუმცა მსუნაგი ევა ისევ ჩანგლით ჭრის შემდეგ ლუკმას.
    - კარგი მაშინ მეთვითონ გავსინჯავ. - ამბობს ბიჭი და თანდათან ევასკენ მიდის. გოგონა უკან უკან სიარულს იყვებს და ბოლოს კედელს მსუბუქად ეჯახება. ანდრია თვალს ევას ტუჩებისკენ აპარებს და წამის მესადში ეწაფება გოგონას უცოდველ ბაგეებს.
    ზუსტად ერთნაირი ქცევები აქვთ ნიკას და ანდრიას. ველურები არიან ორივენი. წვეულებაზე ნიკამ ჩემი პირველი კოცნა მოულოდნელად მოიპარა. ახლა კი ანდრია აკეთებს მსგავსს ევასთან მიმართებაში.
    იქაურობას ბარბაცით ვშორდები. ჩემი ფეხსაცმელები არ მაძლევს მეტის საშუალებას. კიდევ კარგი კაბა გრძელია და უქუსლო ფეხსაცმელები არ ჩანს.
   - რა გჭირს? - მეკითხება ნიკა, როდესაც ბავშვებთან მივდივარ და ფეხსაცმელზე მანიშნებს.
   - არაფერი. უბრალოდ ამ ქუსლიანებმა ფეხები მატკინა. - ვამბობ და სულელურ ღიმილს ვიკრავ სახეზე.
     უეცრად ისევ სწრაფი მუსიკა ირთვება. ყველა ბავშვი სცილდება მაგიდას და სცენისკენ მიიწევს.
    - წამოდი ვიცეკვოთ. - ამბობს ნიკა და ხელს მიწვდის. რა უიღბლო ვარ. მომიწევს უარით გავისტუმრო. რამე დავაშავე? ღმერთო რისთვის მსჯი?
     - არაააა. მგონი სჯობს ცოტა ხნით დავისვენო. - ვამბობ და ჩემს თავს გულში მილიონჯერ ვლანძღავ. ნიკა მიდის და ბავშვებს უერთდება. ევა აწითლებული გამოდის ოთახიდან, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. მასაც იგივე რეაქცია აქვს, როგორც მე მქონდა პირველი კოცნის დროს. გოგონა მიახლოვდება და ჩემს გვერდით ჯდება.
    - კარგად ხარ?
    - ვერ წარმოიდგენ რა მოხდა. - ამბობს ევა და თვალს ვერ მისწორებს. იატაკს დაჰყურებს. მისთვის ეს ყველაფერი რაღაც ახალია.
    - ვერ წარმოიდგენ, მაგრამ ვიცი. - ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე ევა წითლდება. მზერა ანდრიასკენ გადამაქვს. ჩემი შემხედვარე ევაც იქით იხედება საითაც მე. ამ ორის თვალები ერთმანეთს წამიერად ხვდება და ევა მაშინვე ჩემსკენ იხედება.
    - იდიოტი! - ამბობს გაბრაზებული ხმით და ბავშვებს უერთდება საცეკვაოდ. ანდრია თვალს აყოლებს და თავიდან ფეხებამდე იწყებს მის შეთვალიერებას. ამას, რომ ვამჩნევ იმაზეც კი სირცხვილით ვიწვი და ანდრია კიდევ...
    გიორგი მოღუშული სახით უყურებს ქეთოს. ბოლოს სკამიდან დგება და დარბაზის შემაღლებული ადგილისკენ მიდის. მაღლა ადის და მიკროფონს იღებს. გაკვირვებულ შევყურებ მის სილუეტს. რის გაკეთებას აპირებს?  საუბარს იწყებს და ყველას ყურადღებას იმ წამსვე იქცევს.
     - ბანალურობა არასდროს მყვარებია  მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვათ. დიდი ხანია რაც ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ულამაზესი გოგონა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად შემიყვარდა. მის გარეშე  ცხოვრება არ წარმომიდგენია.
ჩემი სულელური საქციელის გამო მე ის დავკარგე და ამას ყველაზე მეტად ვნანობ. მართალია პატიების ღირსი არ ვარ, მაგრამ... - გიორგი თავს აქნევს და იღიმის. შემდეგ ისევ ასერიოზულებს გამომეტყველებას, ქეთოს მზერას უსწორებს და საუბარს განაგრძობს. -ცდა ბედის მონახევრეა. - ასრულებს საუბარს.
     ქეთოს სახეს ვაკვირდები. გაოგნებული უყურებს ბიჭს და თვალები თანდათანობით უწყლიანდება. გიორგი მიკროფონს თავის ადგილას აბრუნებს და ქეთოსთან მიდის. მისი ხელი ტუჩებთან მიაქვს, ნაზად კოცნის და რაღაცაზე იწყებს საუბარს. შორიდან ხმა არ მესმის. მე მხოლოდ შედეგს ვხედავ. ეს ორი სულელი ძლივს რიგდება. ერთმანეთს ისე ეხვევიან თითქოს საუკუნეა ერთმანეთი არ უნახავთო.
    უცბად გიორგი ქეთოს სხეულს იშორებს. რა ჯანდაბას აკეთებს? ძლივს დაალაგეს ურთიერთობა. ასე უხეშად რატომ იქცევა? ყურებას განვაგრძობ. გიორგი ქეთოს სახეს ხელებში იქცევს და მის ბაგეებს ეწაფება. გაოგნებული ქეთო თავიდან ხელებს მკერდზე ადებს და გაწევას ცდილობს. შემდეგ ხვდება, რომ მის ქმედებას აზრი არ აქვს და კოცნაში თავადაც ყვება.

    საყვარელი სულელები!
  
______
შემდეგი თავი დაიდება 40 ლაიქზე.
მგონი სისაყვარლე თავი გამოვიდა სიხარულებო!
ამ მოთხრობის სათაური არ მომწონს, ზედმეტად ბანალური მეჩვენება. აბა რას შემომთავაზებთ საინტერესოს? :დდდ
  



№1 სტუმარი nia

Dzalian momewona ase gagrdzele imedia Andria da nika sherigdbian. ❤❤

 


№2  offline წევრი Smailiki

nia
Dzalian momewona ase gagrdzele imedia Andria da nika sherigdbian. ❤❤


იმედია :დდდდდ ვეცდებკ ასე გავაგრძელო მიხარია თუ მოგეწონა ❤❤❤

 


№3 სტუმარი ნიცა

ძაან მომწონს მიხარია რო ქეთო და გიორგი შერიგდნენ ძაან მომეწონა ეს თავი ასე განაძრძე❤❤❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი Smailiki

ნიცა
ძაან მომწონს მიხარია რო ქეთო და გიორგი შერიგდნენ ძაან მომეწონა ეს თავი ასე განაძრძე❤❤❤❤❤❤❤


მადლობა სიხარულოო. მიხარია, რომ მოგეწონა ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი Tamcho

ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს უბრალოდ ასე არ შეიძლება ითხოვდე ლაიქებს გვპირდებოდე და არ ასრულებდე პირობას ფარულ ფბს ველოდებოდი მარა არაუშავრს წარმატებები

 


№6  offline წევრი Smailiki

სტუმარი Tamcho
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს უბრალოდ ასე არ შეიძლება ითხოვდე ლაიქებს გვპირდებოდე და არ ასრულებდე პირობას ფარულ ფბს ველოდებოდი მარა არაუშავრს წარმატებები


ვიცი რომ არ შეიძლება უბრალოდ საშინლად ვარ გაციებული და დაწერის კი არა საწოლიდან ადგომის თავი ძლივსმაქ. :დდდ
რაც შეეხება ფარულ ფბს უკვე შევქმენი და შემდეგ თავს მივაწერ თუ როგორ უნდა მიპოვოთ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent