დარაბებს მიღმა (თავი 5)
შაბათს იმის და მიუხედავად, რომ ლექციებზე წასვლა ესიკვდილებოდა მაინც ინამუსა და სულ იძულებით მიღოღდა უნივერსიტეტში. პირველ ლექციაზე შესულს ლექტორის მიერ ახალი მასალის ახსნის სტილი იმდენად მოეწონა, თავის თავზე ბრაზობდა ის სამი ლექცია, რომ ჩააგდო და არ დადიოდა. კაფეტერიაში იყო კურსელებთან ერთად, რომლებიც იმ დღეს გაიცნო დილის საგნის ლექციიდან. ნანკა, მარი და სოსო. -ძაან საყვარელი ლექტორია. ნანკამ ღიმილით თქვა და ყავის ერთჯერად ჭიჯაქ თითები შემოხვია. -კი, მაგარი კაცია ძაან. მეორე კურსზე ამასთან გავიარე ერთი საგანი. სოსო ენას არ აჩერებდა. მეტად აქტიური, ტრაბახა და ცრუ ისტორიების მოყვარული ჩანდა. -ტურიზმზე ხართ ყველა ? მეტრეველმა იკითხა და დაკვირვებით შეათვალიერა კურსელები. -არა მე ფინანსებზე ვარ. არჩევითში იყო ეს საგანი და ავირჩიე ასე. ნანკამ ღიმილით თქვა და ყავა მოსვა. -კარგია, რომ ერთად ვიქნებით ამ საგანზე. -ნამდვილად. გვერდით მჯდომ ბიჭს გაუღიმა თათიამ. -მეორე საგანიც გაქვთ თუ მორჩით თქვენ დღეს? -მე პირველადი სამედიცინო დახმარება მაქვს 1ზე. -მე არაფერი. სახლი და ძილი..გაიცინა სოსომ. -ბედნიერო.. მარიმ ტელეფონს თავი ანება და დიალოგში ჩაება..-მეც 1ზე მაქვს ოღონდ გეოგრაფია. -მეც მაგ საგანზე ვარ. -მართლა? ანუ ერთად ვართ ორ საგანზე? სიცილით კითხა თათიას.. -ასე გამოდის. ყავას სვამადა და კურსელებს ელაპარაკებოდა. უკეთ, რომ გაეცნოთ ერთმანეთი ინფორმაციებს ცვლიდნენ. ძალიან ბევრი ილაპარაკეს და დროც ასე გაიყვანეს. მეტრეველი სოსოს სასაცილო ისტორიებზე კისკისებდა კაფეტერიაში გეგვე დადვანი, რომ შევიდა. ვიღაც ბიჭს მიესალმა და ზუსტად მეტრეველის წინ დაჯდა გაბრაზებული გამომეტყველებით. ჩალურჯებები იმდენად აღარ ემჩნეოდა სახეზე, მაგრამ ფეხის ტკივილის გამო სიარული შესამჩნევად უჭირდა. თათია თვალს არიდებდა, მაგრამ მისმა ჯიქურმა მზერამ ისე შეაწუხა უკვე აღარ შეეძლო იქ ყოფნა. -1ია.. მე ავალ აუდიტორიაში. -კაი სად გეჩქარება იყავი რა. -არა სოსო მირჩევნია ავიდე ისედაც გავაცდინე სამი ლექცია.. მოგვიანებით გნახავთ. ჩანთა მხარზე გადაიკიდა. -მარი შენ მოდიხარ თუ მერე ამოხვალ? -წამოვალ ბარემ მეც. ღიმილით წამოდგა. გეგვეს გვერდი აუარა და კაფეტერია დატოვა. აუდიტორიაში რამოდენიმე წუთის შესული იყო, წინა მერხზე იჯდა და ლექტორს ყურადღებით უსმენდა. კარი გაიღო და გეგვე დადვანი შემოვიდა, კარებშივე გაშეშდა რამოდენიმე წამი, თათია მეტრეველს თვალს არ აცილებდა. მერე თითქოს გონს მოეგო, კარს მოსცილდა და მეტრეველის გვერდით მდგომ სკამზე დაჯდა. მეტრეველის გაოცებული სახე. დადვანის უცნაური მზერა და დარჩენილი 11 ლექცია დადვანი და მეტრეველი ერთ აუდიტორიაში, ერთ სივრცეში, ერთ საგანზე.. **** -შოკში ვარ.. აქეთ იქეთ დადიოდა ლინა. -შენ მე მკითხე. -შენ და ის? წარმოუდგენელია.. დაუჯერებელია. თქვენ ისევ ერთად ერთ საგანზე. სიცილი აუტყდა. -ლინა მაგ ხარხარის მაგიერ მითხარი რა გავაკეთო. -და რა უნდა გააკეთო? არც არაფერი.. უბრალოდ მიყევი დინებას. -რომელ დინებას? მე, რომ უფრო მიყვარდება ადამიანი რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია მაქვს ? -ასეთია სიყვარული. -სიყვარული? ესაა სიყვარული? მე მასზე ცალმხრივად ვარ შეყვარებული და თავი მეზიზღება ამ უაზრო გრძნობის გამო, რომლითაც თითქოს მას ვავალდებულებ გინდა თუ არა შემიყვრეთქო. არა წარმოუდგენელია ეს ცხოვრებაც ასე ცინიკურად, რომ მექცევა. როცა ვივიწყებ.. რა წამსაც მის დავიწყებას ვფიქრობ იმ წამს ჩნდება და თავიდან იწყება ამ წყეული გრძნობის აფეთქება. -შემომხედე! დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე და აჰა ეს წყალი დალიე.. -მე ასე შევიშლები -იქნებ და.. -არ თქვა ახლა მას, რომ მოვწონვარ, ვუყვარვარ, რამეს იზამს და მსგავსი წინადადებები. არც გაბედო ამის თქმა.. ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.. "ჯანდაბა თათია, ჯანდაბა შენ ჩემო უაზრო თავო.. ეს როგორ დავუშვი.. როგორ გავები.. შემიყვარდა. მე იდიოტს ის დეგენერატი შემიყვარდა.. " *** უნივერსიტეტში მისული მუდამ ხედავდა გეგვეს. ყველაგან იყო საითაც არ უნდა გაეხედა. მუდამ მის გვერდით ტრიალებდა. თვალს არ აცილებდა მეტრეველს და მუდამ მის თვალთახედვაში იმყოფებოდა. -გამარჯობა. შეიძლება ? აუდიტორიაში დაგვიანებით შესულმა ლექტორს გაღიმებულმა კითხა. -შემოდი.. შემოდი.. გაუღიმა ლექტორმა და გეგვეს მიმართა. -გააგრძელეო. მანაც განაგრძო ლექციის მოყოლა. -ქალბატონო ლამარა შეიძლება, რომ წავიდე? -სადმე გეჩქარება გეგვე? -დიახ, სამსახურში მაგვიანდება.. -კარგი მაშინ წადი, მაგრამ დღეს შუალედურის საკითხები უნდა ამეხსნა. -ვინმეს ვკითხავ.. -მე ჩავიწერ და გავუგზავნი. ნინა ჯაბადარმა წამოყო თავი. მეტრეველი ტელეფონში ვიღაცას წერდა და დიდად ყურადღება არ მიუქცევია ამ დიალოგისთვის. -არა! თათია გამომიგზავნის.. მეტრეველთან სწრაფად მივიდა, ტელეფონი ხელიდან ააცალა მესენჯერი გახსნა, ჯერ მესენჯერი გადაამოწმა მერე თავისი თავი მოძებნა და ლაიქი გააგზავნა. -საღამოს მოგწერ, რომ არ დაგავიწყდეს მაინც.. გაოგნებულ გოგოს ტელეფონი უკან დაუბრუნა, თვალი ჩაუკრა და აუდიტორია დატოვა. იჯდა გულ აჩქარებული, არეული, აკანკალებული და უყურებდა გეგვე დადვანის მესენჯერს. "არ აყვე თათია.. არ აყვე ამ წყეულ გრძნობას.." სახლში მისულმა ჩანთა სკამზე დადო და ნიკას ოთახში შევიდა. ბიჭს მშვიდად ეძინა. ბოლო თვეების განმავლობაში პანიკური შეტევები არ ქონია. შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. -დედა მოხვედი.. -მოვედი დე.. შენ როგორ ხარ ? წნევა ისევ გაქვს ? -წამალი დავლიე და ახლა აღარ.. მოდი ჭამე რამე და მერე დაისვენე. -არ მინდა, ვჭამე უნივერსიტეტში..ოთახში შესული საწოლზე გულაღმა დაწვა. საღამოს მესენჯერში შეტყობინება მოუვიდა თვით გეგვე დადვანისგან. -შუალედურის საკითხები გამოუშვი.. "მხოლოდ ეს? არც სმაილი ? არა მაინც რას ელოდი თათია? სიყვარულს აგიხსნიდა თუ.. ჯანდაბა.. მე შენ გიჩვენებ სეირს. " -ახლა თან არ მაქვს რვეული და ჯაბადარს მიწერე -ჯაბადარს მივწერდი, რომ მდომოდა.. "აქეთ, რომ მენაგლება კიდე" გაბრაზებულმა მიაგდო ტელეფონი საწოლზე. შეტყობინების ხმამ არ მოასვენა და მაინც ძლია სურვილმა დადვანისთვის ეპასუხა. -რვეული, რომ გექნება თან მერე გამომიგზავნე.. თუ რამე შეგახსენებ. -არაა საჭირო შეხსენება.. ნახა.. ლაიქი გამოაგზავნა და გავიდა.. თვალები ცრემლებით ამევსო და გულში რაღაც ჩამწყდა. ამ მოწერიდან მეორე დღეს ბიბლიოთეკის შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ დადვანმა ისე გაუარა გვერდით თითქოს არც კი შეუმჩნევია. -გუშინ მომწერა და ახლა უყურებ ? -დაანებე თავი ვერაა ეგ ბიჭი მატორზე. ლინამ თვალებ დაწვრილებულმა გააყოლა მზერა მიმავალ გეგვეს. -ეს რომ ვინმეზე იტყვის მატორზე არ არისო. სიცილი დაიწყო ლევანმა. -მაჩაიძე ჯობს თავიდან მომწყდე. -ლინა შეგახსენებ, რომ თავადვე მომიწვიე აქ რადგანაც ჩემი პიპიით გინდა სახლში კომფორტულად მიბრძანება. წარბი ნიშნის მოგებით აწკიპა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -როგორ მინდა მოვახრჩო, მაგრამ რა გავაკეთო? კოზირი ყოველთვის ააქვს. -ისე საოცარი წყვილი იქნებოდით. მეტრეველმა გადაიკისკისა. -ღმერთმა დამიფარის.. პირჯვარი გადაიწერა ლევანმა და გაღიმებულმა შეხედა ლინას. -ღმერთმა მე უნდა დამიფაროს.. გაბრაზებულმა გახედა მაჩაიძეს. -ჩემნაირ გოგოს ვერასდროს ეღირსები შენ. ცხვირ აბზუებული გავიდა ბიბლიოთეკიდან. -ხანდახან მინდა შენც და ისიც მაგრად გცემოთ ასეთი ჩლუნგები, რომ ხართ. თვალები აატრიალდა მეტრეველმა და გაქცეულ ლინას დაედევნა. *** კაფეტერიაში იყო ლინასთან ერთად ლევანს ელოდებოდნენ. შუალედური გამოცდების პერიოდი ქონდათ და ერთ ამბებში იმყოფებოდნენ. უეცრად კაფეტერიაში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. -რახდება ლინა? -არ ვიცი მგონი ჩხუბია. მოიცა ლევანია იქ მგონი.. ყვირილი, გინება, აქეთ იქით მიმოფანტული საზოგადოება. მეტრეველის გაფითრებული სახე და გეგვე დადვანი, რომელიც ბიჭების გაშველებას უშედეგოდ ცდილობდა. ვერც დაცვა აკავებდა ლევან მაჩაიძეს, რომელიც ქერა ბიჭისკენ საცემრად იწევდა. მხოლოდ ლინამ შეძლო მისი ყვირილით ყველას ყურადღების მიქცევა, როდესაც თათია მეტრეველს გული წაუვიდა და ძირს მოწყვეტით დაეცა. -რა მოუვიდა? პირველი გეგვე მივარდა და გოგო ხელში აიტაცა. -გული წაუვიდა.. ჩხუბებზე ასეა ხოლმე. -ექიმთან ჩავიყვან. -მეც მოვდივარ. ტირილით გაჰყვა გეგვეს.. -შენ ხელი გამიშვი. ლევანის ხელი მოიცილა და ლიფტში შევიდა. -ფუ ამის.. ხელი თავზე გადაისვა. უნივერსიტეტიდან გარიცხვას გადაურჩა, მაგრამ გაფრთხილება საბოლოო იყო. ასეთი სცენა კიდევ ერთხელ თუ განმეორდებოდა ნამდვილად გარიცხავდნენ. მაჩაიძე, ტუჩ გახეთქილი, თმა არეული შეშლილი სახითა და პატარა დამნაშავე ბიჭის გამომეტყველებით იდგა დერეფანში და ელოდა, როდის გამოვიდოდა ვინმე და ეტყოდა რომ სერიოზული არაფერი არ სჭირდა მეტრეველს. -როგორ არის? გეგვეს მივარდა ლევანი. - ხომ კარგად არის? რამე ხომ არ ჭირს? -ახლა არაუშავს მაგრამ... არა ნაკლებ შეშლილი სახით იყო დადვანიც. იქვე მდგომ სკამზე დაჯდა და მაჩაიძეს ახედა. - ტვინის შერყევა აქვს.. -შესვლა ხო შეიძლება? -კი მაგრამ იმ ქერამ გამომაგდო და არამგონია შენც, რომ შეგიშვას. მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და წინ გადაიწია. -ვინ? ლინამ? თავი უხმოდ დაუქნია ბიჭმა და გამოსულ გოგოს შეხედა. -შენ კიდევ აქ ხარ ? გეგვეს მიუახლოვდა.- მგონი გასაგებად გითხარი არ მიუახლოვდე თათიას, არც მის ახლოს გამოჩნდე და შეეშვი ამ შენს უაზრო ქმედებებს. თვალებიდან ნაპერწკლებს ისვროდა და ბიჭს მაინც ჩუმად ელაპარაკებოდა სტუდენტების ყურადღება, რომ არ მიექცია. -ერთობა ბიჭი გოგოს გრძნობებით. -მგონი ზედმეტები მოგდის. გამაფრთხილებელი ტონით უთხრა და ფეხზე წამოდგა. -ლინა.. ლევანი ჩადგა მათ შორის. -უი შენც აქ ხარ? ვერ შეგამჩნიე..სწერვულად გაუღიმა. - ორივე მომწყდით თავიდან.. ხელი აიქნია და სახე დამანჭა. -გასაგებად გითხარი და იმედი მაქვს, რომ გაიგებ.. თათიას არც კი მიუახლოვდე თორემ გეფიცები ისეთ რამეს დაგმართებ.. -ნუ მაცინებ. ჩაიცინა და მასზე ორი თავით დაბალ გოგოს დახედა.-შენ ვერ ამიკრძალავ ვერაფერს. -აგიკრძალავ როცა საქმე თათიას ეხება და სჯობს ჩემი გაბრაზება არ გამოიწვიო შენი ქმედებებით გეგვე დადვანო. ზურგი აქცია და დატოვა ორი გაოგნებული ბიჭი. -ეს გიჟია ხო ? გაიცინა დადვანმა და მაჩაიძეს მიუბრუნდა.. -ხომ ეტყობა არა?. ღრმად ამოისუნთქა..-არ გინდა, რომ დავლიოთ? გეგვეს კითხა და მისკენ მთელი ტანით შებრუნდა. -თუ შენ არ სვამ? -ზოგადად არ ვსვამ, მაგრამ ახლა უარს არ ვიტყვი მართლაც მშვენიერი იდეაა გონების გასათიშად. კლუბში იყვნენ. ბართან ისხდნენ და ერთი მეორეს მიყოლებით ცვლიდნენ ალკოჰოლით გავსებულ ჭიქებს. დადვანი ჩაფიქრებული, სევდიანი თვალებით თითქოს სხვა სივრცეში იყო გადასული. -თათია გიყვარს? ლევანის კითხვამ გამოარკვია ფიქრებიდან. -მას? -ეგ თავად მას უნდა კითხო. -პირველ კურსზე, რომ დავინახე იმ წამიდან რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ რაც უფრო მეტად ჩნდებოდა ჩემს ირგვლივ, ეს გრძნობაც უფრო მეტად იზრდებოდა. დაუჯერებელია.. ჩაიცინა -ერთი ნახვით თუ არსებობდა სიყვარული ამას არასდროს დავიჯერებდი, მაგრამ ფაქტია.. ჭიქაში არსებული სასმელი ბოლომდე ჩაცალა -არ ვიცი რა ქვია ამ გრძნობას.. გინდ სიყვარული დაარქვან, მაგრამ ეს სიყვარულზე მეტია..ეს სხვა გრძნობაა. სულის შეხუთვამდე, რომ გინდა უბრალოდ მასთან ერთად ჩახუტებული იყო და სხვა არაფერი. ხანდახან საზოგადოებას, რომ გავიწყებს და მხოლოდ მას ხედავ. გულის გამალებული ფეთქვა, რომ თავად გესმის მისი დანახვისას. ეს სიყვარულზე ბევრად მეტია.. -ვიცი.. გაღიმებულმა დახარა თავი.- ვიცი ეგ გრძნობა.. ჩემთვის მეტად ნაცნობია, რომელიც მგონი დაბადებიდან თან მსდევს. -ლინა? -კი.. ლინა. გაიცინა.-დღესაც მის გამო ვიჩხუბე.. ჯერ სკოლაში, უბანში და არა მარტო უბანში ვებრძვოდი ბიჭებს, რომლებიც მისით იყვნენ მოხიბლულები.. ახლა უნივერსიტეტში მიწევს.. ბედის ირონიაა არა ? გეგვეს გახედა - არა და ყველაზე მეტად ჩემს თავს ვებრძვი.. -რატომ არ ეუბნები? -იგივე შემიძლია გკითხო იცი ? -ჩემს შემთხვევაში ყველაფერი რთულადაა. ერთი დიდი უდაბნოა გადასალახი. არც კი ვიცი ამ უდაბნოს გადავლახავ თუ არა. -სიყვარული როდისაა ადვილი? არც ჩემს შემთხვევაშია მარტივი, მაგრამ მჯერა, რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. სასმელი ბოლომდე ჩაცალა, ბიჭს მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა, ფეხზე წამოდგა და კლუბი დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.