დარაბებს მიღმა (თავი 2)
გეგვე დადვანი ზედმეტად ცნობილი იყო მთელს უნივერსიტეტში. "ზე" სასტავთან ერთად მოძრაობდა. დათა გასვიანი მისი ბავშვობის მეგობარ იყო, ორივე მესტიიდან. დადვანი მეტად სერიოზული, მხარბეჭიანი ნამდვილი სვანი ბიჭი გახლდათ. სპორტული გარეგნიბის ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი. დათა კი ბაბნიკი, ძერსკი ბიჭის სტატუსს ატარებდა. თავი ისე ეჭირა თითქოს მის გარდა არავინ არსებობდა. რადიკალურად განსხვავებული ხასიათების იყვნენ და მაინც უგებდნენ ერთმანეთს. *** -რა ხდებოდა დღეს ლექციაზე? -რა უნდა მომხდარიყო თათო? ისევ იგივე კობერიძემ ქულებს არ ვაღირსებ არავის ვინც არ მესწრებოდა ამდენი კვირის განმავლობაშიო. ბოლოს მოვა ყველა და მიზეს მიზეზზე ამობობენო. -ანუ შანსი არ მაქვს მე!. -ცადე, იქნებ და გიწერს ქულას. პრეზენტაცია ჩააბარე, ორი თემაც აანაზღაურე გამოცდებზეც კაი ქულები, რომ აიღო ჩააბარებ. -ხომ იცი ახლა მაგას მე, რომ ვერ ვიზამ? არ შემილია ამ ბოლო კვირაში მისვლა. -ხომ იყავი რამოდენიმეჯერ? -5ჯერ ვიყავი 14 ლექციის განმავლობაში. წარბი ზევით აწია. -გევლო! რატომ არ დადიოდი? -რაღაც მიზეზი მქონდა. თავი ჩახარა -ეჰ -გეჩქარება? -არა -წამოდი მაშინ გავისეირნოთ. -წავიდეთ. -ის არ გინახავს? -ვინ? -დადვანი -არა, დღეს არ იყო. დათა იყო მოსული მარტო. პრეზენტაციის თემა შეარჩია. -გასაგებია -ორივე სიმპათიურია ვერაფერს იტყვი. სამწუხაროა რო გადავდივარ. -სად გადადიხარ? -ქუთაისში. -იმედიმაქვს, რომ ხუმრობ. -არა. მართლა მივდივარ -კი, მაგრამ რატომ? -აქ ხომ იცი მამიდასთან ვარ. ეს კიდე ისე მავიწროვებს, რომ ამასთან ვერ გავჩერდები. ვერც ქირით გავალ. სად აქვთ ჩემებს მაგის ფული? უნივერსიტეტის გადასახადს ძლივს მიხდიან. -სალ მომენატრები. -კარგი გოგო არ დამახრჩო. ჩახუტებულს ხელები თავადაც მოხვია - მეც მომენატრები. გამაგებინე ხოლმე გასვიანის და დადვანის ამბები. გაიცინა. *** მეორე სემესტრიც ასე ჩამთავდა. სალოსთან და თათიასთან ერთად. ამჯერად მხოლოდ 2 საგანი ჩარჩა. სწორედ ის საგანი, რომელზეც დადვანთან ერთად იყო. მთელი ზაფხული ბრაზობდა თავის თავზე. ჩარჩენილი საგნების გამო უბრაზდებოდა თავს და გახსენებაც არ უნდოდა იმის რაც გააკეთა. განა არ შეეძლო ჩაბარება? ძაან კარგად შეეძლო უნივერსიტეტში, რომ ნორმალურად ევლო, მაგრამ მეტრეველი და თავისი დეპრესიები. ერთხელ აიჩემა უნის ფობია მაქვს და ვერ წავალო. კომპლექსები გაუჩნდა. თითქოს და მისი ძმის ამბავი ყველამ იცოდა. ნიკას შიზოფრენიული შემოტევებიც ემატებოდა ამ ყველაფერს. როგორ უძლებდა ასე ცხოვრებას თავადაც არ იცოდა. *** მეორე კურსის მესამე სემესტრი იწყებოდა. ოქტომბრის დასაწყისი იყო. სალოს გარეშე იწყებოდა წელი. მის გარეშე უნდა ყოფილიყო უნიში. პირველ ლექციებზე ტრადიციულად არ მივიდა . აი მეორე ლექციები კი აღარ გაუცდენია. ერთ-ერთ საგანზე გაიცნო მაკო და მია.. ორივე გათხოვილი იყო. მესამე კურსზე იმყოფებოდნენ. -ტურიზმზე ხარ? წინიდან მობრუნდა ქერა პუტკუნა გოგო. -კი -კურსი? -მეორე.. შენ ? -მესამე. -მეც მესამეზე ვარ. მიაც აგვყვა საუბარში. -გათხოვილი ხარ? -კი. შვილიც მყავს. გაეცინა მაკოს. -თქვენ? -მე არა.. თავი გავაქნიე -მე ახლახანს გავთხოვდი. გაინაბა *** აი აქედან დაიწყო ახალი ხალხის გაცნობის, მეგობრობის, სიყალბის, გამოყენების, მოწონებების, გულუბყვილობის დაძლევის, სიმართლის შეცნობის, დაცილებების, განშორებების და უამრავი ცხოვრებისეული გამოცდების პერიოდი. დადვანი მას მერე რამოდენიმეჯერ ნახა. ისიც კაფეტერიაში თვალს თუ მოკრავდა ეგ იყო. თავად გეგვეს ინტერესიც არ ქონია მეტრეველის. ზედაც არ უყურებდ, მეტრეველი დადვანისთვის შეუმჩნეველი იყო. ხო და მეტრეველმაც დაივიწყა ზემოთ ხსენებული პირი და განაგრძო ცხოვრება ისე, როგორც აქამდე აგრძელებდა *** -ძლივს გააღე ეს კარი. სად იყავი გოგო აქამდე? -ჩამეძინა. შენს ლოდინში სხვათაშორის. -მარტო ხარ ? -ხო. ყავას დალევ? -დავლევ. -რახდება იმ სვანთან? ნახე? -თვალში მუდამ მეჩეხება. ზედაც არ მიყურებს წარმოიდგინე. მაგის და თავის სასტავი სხვა განზომილებაა. არც შემომხედავს, სად მე და სად ეგ. -ნუ ბოდიალობ ახლა უაზრობას. -სიმართლეა! კაი დავივიწყოთ ეგ. შენთან რა ხდება ანო? -არაფერი. იგივობა. ორი რეისი მაქვს სახლი სამსახური, სამსახური სახლი. ისე დავიღალე სადაცაა გავაფრენ. -არ აბარებ უნიში ამ წელს? -არ ვიცი. დალიე თორემ გაცივდება. დაამთავრე ეს სემესტრი? -მესამე სემესტრს მოვჩი. გამოცდები მაქვს ახლა. ერთი თვე დავისვენებ. -გუშინ ბიძაშენი ვნახე. მარკეტში იყო ჩემთან შემოსული, შენი ბიძაშვილიც თან ყავდა.. ისეთი საყვარელია. -ორჯერ მყავს ნანახი ისიც შორიდან. ცრემლი მოიწმინდა. -ბოდიში -კაი რა ანო, როდესღაც ხომ მაინც შევხვდები არა. ნაძალადევად გაიღიმა და ყავა მოსვა. *** მეორე კურსი მეოთხე სემესტრი. უნივერსიტეტი დაიწყო. ამჯერად ახალი გაცნობილი მეგობრებით. სოფია, რომელიც ინგლისურზე იყო თათიასთან ერთად. მაკო ოთხ საგანში ემთხვეოდა. ერთ საგანში კი მარტო უხდებოდა სიარული. ბუღალტრულ აღრიცხვაზე მაკოსთან ერთად შევიდა. აუდიტორიაში ორი ბიჭი იჯდა მათ წინ ლექტორი იყო და რაღაცაზე ესაუბრებოდა. -გამარჯობათ -გამარჯობა გოგოებო -თქვენ უნდა ჩაგვიტაროთ ლექციები? მაკომ, გაღიმებულმა კითხა ქალბატონ ლალის. -დიახ. დაბრძანდით, ბავშვები შემოვლენ და დავიწყებ. -კარგით. -ის ცისფერთვალება ბიჭი ისე გაკვირდება აშკარად მოეწონე. -კარგი რა მაკო. -ისე რა კარგი ბიჭია. ძაან სიმპათიურია. -ქმარი, რომ გყავს შენ გაიხსენე. -მე სულ მახსოვს და შენ ნუ იცინი. აუდიტორია ნელ ნელა ივსებოდა. მაკოს ესაუბრებოდა გაღიმებული მოულოდნელად ნაცნობი ხმა რომ გაიგო. -გამარჯობათ. თავი სწრაფად მიაბრუნა დადვანი. გეგვე დადვანი. მის წინ იდგა და ლექტორს უღიმოდა. ბედი იყო თუ არა მაგას ვერავინ იტყოდა, მაგრამ აშკარა იყო უკვე მეორე საგანზე ემთხვეოდა თათია მეტრეველს, გეგვე დადვანი. გასაკვირი ის ფაქტი გახლდათ, რომ დათა მის გვერდით არ იყო. მეტრეველს ის გრძნობა აღარ გააჩნდა მის მიმართ, რომელსაც წინა წელს გრძნობდა. აღარც გული უჩქარდებოდა, არც კანკალი ეწყებოდა და არც იბნეოდა. დაივიწყა დადვანი. როგორც თავად არ იმჩნევდა და აიგნორებდა ასევე იქცეოდა თათიაც. დრო ისე გადიოდა, რომ ვერც ხედავდნენ ერთმანეთს. როცა მეტრეველი იყო ლექციაზე მაშინ დადვანი არ იყო. დადვანის ყოფნის დროს კი თათია აცდენდა ლექციას. დადვანი თითქმის არც დადიოდა ლექციებზე. ერთხელ მაკო არ მივიდა და მარტო მოუხდა ლექციაზე შესვლა. აუდიტორია თითქმის ცარიელი იყო .რამოდენიმე ბავშვი იჯდა მიმოფანტული. დაჯდა თუ არა მაშინ შემოვიდა დადვანი. თავისუფალ აუდიტორიას თვალი მოავლო და მაინდამაინც თათია მეტრეველის წინ დაჯდა. ზედაც არ შეუხედავს მეტრეველს. ლექტორის მიერ მიცემულ დავალკებას წერდა ტელეფონში არსებული კონსპექტების დახმარებით. -რას ვწერთ? გეგვეს შეკითხვა მისი მიმართულებით იყო. -ამოცანებს. აი ამ ამოცანებს -კონსპექტი არ გაქვს? -ტელეფონში მაქვს -გადავიწრ რა -აიღე -დაგიბრუნებ ახლავე.. აი აიღე. ტელეფონი გაუწოდა და რაღაცნაირად შეხედა. თითქოს რაღაც სხვა ნახა მობილურში კონსპექტის გარდა. - მადლობა -არაფრის. თვალი აარიდა დადვანს და მის გვერდით მდგომ ბიჭს გახედა. -ფურცელს ვერ მომცემ ? ლუკა იყო. ეს ის ცისფერთვალება ბიჭი გახლდათ მაკო თათიას, რომ უმტკიცებდა მოწონხარო. ამ საგნის ლექციებზე მუდამ მეტრეველთან დაახლოებას ცდილობდა ყმასწვილი. გეგვემ გამოხედა ორივეს. ლუკას მიმართულებით რაღაც ჩაიბურდღუნა და მიბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.