შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარაბებს მიღმა (თავი 3)


14-02-2020, 00:20
ავტორი chelo10
ნანახია 9 573

ლექციებიდან დაბრუნებულს სახლში ერთი ალიაქოთი დახვდა. დედამისი გულწასული იწვა იატაკზე, ნიკა მის წინ იყო ჩამუხლული და თავში ხელებს იშენდა. გაგიჟებული მივარდა და გამოფხიზლებას ეცადა.
-რა ჩაიდინე?
-ნუ ყვირი.. ნუ ყვირი. ერთი და იგივეს იმეორებდა და კუთხისკენ იმალებოდა.
-ჯანდაბა. ალო.. ნელიკო გესმის ჩემი?​ არაა მშვიდობა. არ ვიცი რა მოხდა მარა დედიკუა ცუდად. გთხოვ სასწრაფოდ მოდი.. მალე მოდი გთხოვ.. არ ვიცი. გათიშულია. კარგი ვნახავ ახლავე..
ტელეფონი სადღაც დააგდო. ნიშადურის სპირტი მოძებნა და დედამისის გამოფხიზლებას შეეცადა.
-მოკვდა?
-არ მომკვდარა ნიკოლოზ დამშვიდდი. დე კარგად ხარ?
-კარგად ვარ. წამოდგომაში მიეშველა და საწოლზე დააწვინა.​
-ამან დაგიშავა რამე?
-ისევ ისტერიკული შემოტევები ქონდა. ცუდად გავხდი. არ ეჩხუბო.
-არ ვეჩხუბები. რაზე ვეჩხუბო თვითონაც არ იცის რას აკეთებს. სადამდე გავუძლებთ ის მანტერესებს.
-რავქნა ? რა გავაკეთო? ჩემი შვილია.
-არაა დედა კარგად.
-ვიცი, მაგრამ მე იქ ვერ გავუშვებ. კარზეა ვიღაც.
-ნელიკო იქნება, მაშინვე დავურეკე.
-როგორაა?
-ახლა უკეთაა, მაგრამ წნევა გაუსინჯე შენ მაინც. ნიკა ადექი მანდედან კარგადაა დედიკო არაფერი არ მოსვლია.
-მართლა?
-მართლა. მოდი ადექი.
****
გოგოებთან ერთად იყო კაფეტერიაში. უცებ ოჯახზე ჩამოვარდა საუბარი.
-თათ შენ და გყავს თუ ძმა? ახალი გაცნობილი კურსელი ეკითხებოდა მეტრეველს.
-ძმა მყავს.
-ალბათ ძაან გიყვარს.
-მიყვარს.
-რამდენი წლისაა?
-ჩემზე ორიწლით დიდია.
-სწავლობს ალბათ ხო?
-არა არ სწრავლობს.
-მუშაობს?
-არა.. მე მეჩქარება ჯობია წავიდე. კარგად.
-კი მარა რა დემარათა?​
-რავიცი. შეიძლება მართლა ეჩქარებოდა სადმე.
-თათია შემხვდა.. მგონი ტიროდა. მხრები აიჩეჩა მაკომ და გოგოებს შორის დაჯდა.
***
ბუღალტრული აღრიცხვის ლექცია ისე დასრულდა, რომ არც ლუკა და არც დადვანი არ უნახია. სავარაუდოდ ორივეს ჩარჩა ეს საგანი. სამაგიეროდ მეტრეველმა ჩააბარა.
გამოცდის ბოლო დღე ქონდა ახალი მეგობარი, რომ შეიძინა. უნიში გაიცნო ლინა. ძალიან საყვარელი, მხიარული და მისი მსგავსი გოგო იყო.
მთელი ზაფხული წერდნენ ერთმანეთს კითხულობდნენ, ურთიერთიბდნენ. ისე დაახლოვდნენ ხანმოკლე პერიოდში საუკეთესო დაქალი ანო ეჭვიანობდა კიდეც მათზე.
ზაფხული მალევე გავიდა. ისევ უნი.. ისევ სწავლა. მაგრამ ამჯერად მესამე კურსი.
რამოდენიმე საგანი ლინასთან და მაკოსთან ერთად აირჩია. ერთ საგანში კი მოუხდა მარტო ყოფნა.
სწავლა რამოდენიმე კვირის დაწყებული იყო გიდის ხელოვნების ლექციაზე, რომ შევიდა. ჩანთა მაგიდაზე დადო და კომფორტულად მოთავსდა სკამზე. აუდიტორიაში გასვიანი შემოვიდა თავის მოსახელე​ მეგობართან ერთად. რატომღაც გოგოს ეგონა, რომ დადვანიც შემოყვებოდათ, მაგრამ არა.. მერხებს შორის ისე გაიარა მეტრეველის ჩანთა ძირს დავარდა. არც ბოდიში მოუხდია და არც ჩანთა აუღია. გაბრაზებულმა აიღო და ისევ მერხზე მოათავსა.
-უზრდელი.
-რამე მითხარი? უკნიდან მოესმა სვანური ჟღერადობით ნათქვამი.
-არა როგორ შეგკადრებთ.
მთელი კვირები უნის ჭორიკნები მხოლოდ გასვიანზე და მის შეყვარებულზე საუბრობდნენ. რატომღაც მეტრეველს ეს ბიჭი თვალში არ მოსდიოდა. ან რა ასატანი იყო. ერთხელ კარი ისე მიუხურა ცხვირ წინ ლამის სახე შეულამაზა გოგოს.
ბიბლიოთეკაში უნდა ასულიყო ლიფტს ელოდებოდა დათა, რომ ამოუდგა გვერდით. ისე იდღლარძებოდა ძერსკ გოგოს შეშურდებოდა ამის შემყურეს. როგორც კი ლიფტი გაიღო იმწამსვე შევარდა​ ​ გასვიანი და მეტრეველი ლამის გაიტანა.
-გამიკვირდებოდა, რომ შეგეტარებინე. თავისთვის ჩაიბურდღუნა.
მას მერე ყოველთვის ასე იყო. ასე უზრდელურად იქცეოდა მუდამ. ძირითადად სულ თავის შეყვარებულთან ერთად დადიოდა. მარტოს ვერ ტოვებდა ძლივს ნაშოვნ ტურფას.
დადვანი? მასაც აწყდებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ რადგანაც მისი ინტერესი აღარ გააჩნდა ზედაც არ უყურებდა.
იანვარი იყო. 26 იანვარი. ფინალური გამოცდების აღდგენაზე უნდა გასულიყო. მარტო წასვლა​ ესიკვდილებოდა, ამიტომ ანო წაიყვანა სულ ძალით.
-ნახე ის კაფე ღიაა. წამო შევიდეთ ყავა ვიყიდოთ. უნივერსიტეტის წინ არსებულ​ შენიბაში შევიდნენ. მეტრეველი თვალს ადევნებდა მინის იქეთ, დახლზე დაწყობილ საჭმელს. დაჟინებულ მზერას გრძნობდა. უკვე გვერდი ეწვოდა ისე იყო მისკენ მზერა მიმართული.
-რამე გნებავთ?
-კაპუჩინო არ გაქვთ რძით?
-რძე არ გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ 5 წუთში მოიტანენ და გვექნება.
-კარგით, მოგვიანებით შემოვალთ მაშინ.​ ანო გავალ მაშინ მე გამოცდაზე და მერე შემოვიდეთ.
-კარგი.
კარისკენ მიდიოდნენ კუთხეში მჯდომი დადვანი, რომ შენიშნა. ვიღაც გოგოსთან ერთად იჯდა. თათიას უყურებდა. თვალს არ აცილებდა მეტრეველს.
-გოგო ის ვინ იყო?
-ვიზე ამბობ?
-კუთხეში ბიჭი, რომ იჯდა შავებში ჩაცმული. თვალი არ მოუცილებია შენთვის.
-ეგ არის ის სვანი.
-მოწონხარ!
-ნუ სულელობ
-რას ვსულელობ ვერ ნახე ბიჭი თვალებით გჭამდა.
-გვერდით რა ვიდიანი გოგო ეჯდა ეგეც შენიშნე ალბათ.
-მერე ?
-მერე მე შემომხედე და მერე იმ გძელფეხებას.
-ხო დაამცირე შენი თავი და​ არ დააფასო . უჭკუო.
-ამ თემაზე აღარ დამელაპარაკო.
-ხელებიც ამიწევია აგერ მე და აგერ შენ. ვნახავთ ცოტახანში სიტუაციის განვითარებას
-ეჰ ანო. ანო.
მას მერე მართლაც შეიცვალა სიტუაცია.
ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდა. მესამე კურსის ბოლო თვეები იყო, გეგვე დადვანი მეტრეველით, რომ დაინტერესდა.
-ლინა იმ ბიჭს ხედავ?
-შესასვლელში რომ დგას?
-ხო თეთრი მაიკა, რომ აცვია.
-ვინაა?
-ადრე კურსელი იყო.
-გიყურებს.
-ნუ სულელობ. ფრთხილად გადმოდი გზაზე მანქანამ არ გაგიტანოს.
-სხვათაშორის ისიც გზაზე გადმოდის და თან შენ გაკვირდება.
-ნუ იცინი და მორჩი ჩემს დაცინვას.
-ეგ თავი სირაქლემასავით ჩარგე ბარემ მიწაში. გეგონოს, რომ ვერ გხედავს.
-იცინე იცინე შენ..
-მოიცა.. შენ ის... მოგწონს?
-არ მომწონს.
-კი, როგორ არა.
-ადრე მომწონდა..
-მერე?
-ზედაც არ მიყურებდა. თითქოს არც ვარსებობდი, ამიტომ მეც ჩავკალი ეგ გრძნობა ჩემში და დავივიწყე.
-ფაქტია, რომ მას მოწონხარ.
-მე რას გეუბნები მგონი არ გესმის. ნუ ღიღინებ ამ სასიყვარულო რაღაცას უნიში ვართ. გაჩუმდი ლინა.
-მე შენს მეტიიიი მე არავინ მყვარებია.
-შეწყვიტე!
-კაფეტერიასაც მოაგნო შენმა ბიჭმა.
-არაა ჩემი ბიჭი.
-ვიღაც გოგოებს ებაასება.
-ვხედავ ლინა, ჯერ არ დავბმავებულვარ. წამო წავიდეთ.
-ყავა უნდა დავლიოთ.
-ქვევით ჩავიდეთ და იქ დავლიოთ.
-რატომ კანკალებ ჩიტო?
-ლინა!
-ხომ თქვია არაფერი არ იქნებაო?
-არც იქნება!
-ხო და მაშინ დამშვიდდი.
ლინა ყავის საყიდლად წავიდა. გეგვეც სწორედ იმ წამს შემოტრიალდა მეტრეველისკენ, მაგრამ არ დაუნდახავს კუთხეში მჯდომი. მხოლოდ მაშინ შეამჩნია გასასვლელისკენ, რომ წავიდა. გასასვლელთან იჯდა თათია და ლოგიკურიც იყო, რომ შეამჩნევდა. კაფიდან გავიდა დადვანი, მაგრამ რამოდენიმე წამში ისევ უკან დაბრუნდა და მეტრეველის გვერდით მდგომ სკამზე ჩამოჯდა. მობილურში ძრომიალობდა.
-გამომართვი, ფრთხილათ გოგო ცხელია. ეს აქ როდის მოვიდა. მისკენ გადაიხარა და ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა. მეტრეველმა თვალით ანიშნა წავიდეთო, მაგრამ ლინამ ეშმაკურად გაიღიმა და მის გვერდით მოთავსდა.
-რას მეუბნებოდი იმ ბიჭზე, ეთიკიდან?
-რას?
-მეც მაგას გეკითხები გოგო.
-ქერაზე ამბობ.
-ხო პაემანზე,​ რომ დაგპატიჟა. ამ სიტყვების თქმა და დადვანის გავარდნა კაფიდან ერთი იყო. თვალიც ვერ მოკრეს ისეთი სისწრაფით გაიშხუილა.
-აი რა გაცინებს ლინა? ეს რა გააკეთე საერთოდ. ახლა ეგონება, რომ მარტივად ასაგდები გოგო ვარ. თანაც იმ ქერამ პაემანზე კი არ დამპატიჟა უბრალოდ ყავა დავლიოთო შემომთავაზა.
-მიხვდეს თავის დანაშაულს. ხომ არ გიყურებდა ზედ და არ გიმჩნევდა? ხო და ახლა შენი დროა.
-ერთხელ იქნება მაგ თვალს ამოგთხრი და მერე როგორ აპაჭუნებ ერთი ეგ მაინტერესებს.
-სუ დავბმავდები ოღონდ თქვენ იყოთ ერთად.
-უკომენტაროდ.
მას მერე აკვირდებოდა დადვანს, თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. ის გრძნობები, რომელსაც ასე სათანადოდ ჩაკლა და ჩამალა ისევ გაცოცხლდა.
რაც არ უნდა ეთქვა თათია მეტრეველს ფაქტი ფაქტი იყო, რომ​ გეგვე მართლაც ინტერესდებოდა მისით. მუდამ უყურებდა, აკვირდებოდა, ყოველთვის მის გვერდით იყო და თვალს არ აშორებდა.
შაბათს ლექციები ერთი და იგივე დროს, გვერდი გვერდ აუდიტორიებში​ უტარდებოდათ. რატომღაც მეტრეველის ლექტორს ჩვევა ქონდა, რომ ლექცია იმ შემთქვევაში უნდა ჩაეტარებინა თუ აუდიტორიის კარი ღია იქნებოდა. თათიასაც ქონდა ჩვევად ლექტორის წინ ჯდომა, ამიტომ ღია კარში რომ შეგეხედათ ლექტორთან ერთად კარგად შეამჩნევდით წინ დასკუპებულ მეტრეველსაც. დადვანი მუდამ დაწყებულ ლექციაზე მიდიოდა და ისე გადიოდა​ დერეფანს, რომ მუდამ ხედავდა თათია მეტრეველს. ხანდახან ასე დერეფანში იდგა და უყურებდა. ერთხელ აუდიტორიის წინ იდგა ლექტორს ელოდა დადვანი, რომ გამოჩნდა.
-მუხბე. (ძმა) ვიღაც ბიჭი მიეჭრა დადვანს და სვანურად დაუწყო ლაპარაკი.
-იმჟი ხარი? (როგორ ხარ?)
-მი ხოჩამდ ხვარი.. სი მუხბე? (მე კარგად ვარ.. შენ ძმა? )
თათიასთვის გაუგებარი იყო მათი დიალოგი. უეცრად გეგვემ მეტრეველს შეხედა. გოგო მოულოდნელად დაიბნა, თვალი აარიდა და აუდიტორიაში მიიმალა.



№1 სტუმარი ნიცა

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent