შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყაყაჩოს იმპერია მე-3 თავი


24-02-2020, 23:00
ავტორი angry strawberry
ნანახია 782

როდესაც საყვარელ ადამიანს შენი სამყაროს კარებს უხსნი, წყდება კავშირი რეალობასა და ცნობიერს შორის და უნებურად ყველაფერი იდეალურად გეჩვენება. მსგავსი გატაცება ძლებს წუთები, დღეები, კვირები შეიძლება თვეებიც, მაგრამ არა წლები. პიროვნება, რომელიც სრულყოფილი გეჩვენება, გონების თამაშის ნაყოფი და ერთგვარი სატყუარაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხეულში მოფუსფუსე ნაწილაკები ქვეცნობიერს აძლევენ ძალას, დაბლოკოს გონიერი აზრი. ილუზიური სამყარო მალე, ჯერ არ დაწყებული რომანის ერთ-ერთ მხარეს თავზე ექცევა . მწარე რეალობა , რომელიც მიჯნურს ეჯახება იმაზე სასოწარკვეთილს ხდის ადამიანს, ვიდრე ნებისმიერი შიში. აღტაცება მალე ქრება, თუმცა აშლილი გრძნობები არა. სამწუხაროა, რომ ეს ტრაგიკული ნაწილი ყველა ურთიერთობის შეუქცევადი პროცესია და ადამიანთა აზროვნების გაჩენის წამიდანვე არსებობს. როგორც ცოცხალს, მეც ყველას მსგავსად მომიწია ამ ქარცეცხლში გავლამ!
დარბაზის ცენტრში ვარ , წყლის ცისფერ ფონზე შიშველ სხეულს სანთლის რკალი გასდევს და მოღერებულ მკერდთან ჩერდება. კამკამა წყლის ზედაპირზე ლადოსისს ლანდს ვარ მიშტერებული. ყელში დიდი ბურთი მიჭერს და მთელი ძალით ფეთქავს, ვგრძნობ როგორ ღელავს კეფის რკალზე სისხლი და როგორ მიჭერს ფილტვები ყოველი ჩასუნთქვისას. ალისფერი ღვინით სავსე, შევერცხლილ თასს სულმოუთქმელად ვცლი და ვხვდები, რომ ლადოსს სიტყვაც არ უთქვამს. მისკენ ვტრიალდები, ის კი თითქოს მოჯადოებულაო, ერთ წერტილს მიშტერებია ჰორიზონტზე. ჩაბნელებულ დარბაზში, სანთლის შუქზე მისტიკურად რომ ელავდა მეფის ნაცრისფერი თვალები, ჩემს მწვანეებს შეერწყა და მის მერე არც მოშორებია.
სქელ ტუჩთან ხალი აქვს ლადოსს, გამომეტყველება კი იმაზე მჭრელი, ვიდრე სანადიროდ გამზადებულ ლომს. თვალებში მიყურებს და დინჯად იხდის სამეფო სამოსელს. ვგრძნობ, რომ ვერ ვუჩერდები ოთახში ჩამოწოლილ დაძაბულობას, თუმცა არ ვნებდები და ეს საუცხოო, უღმრთოდ მშვენიერი მტერი ჩემს თავთან იმუხლება, ნიკაპზე ხელს მკიდებს და მომეტებული გრძნობით, ისე თითქოს ცხოვრება ამ წამების ლოდინში გალიაო, მეუბნება:- რა უნდა ვქნათ ახლა ფრეია?! რა უნდა ვქნა, ან რა უნდა გიქნა, როდესაც მთელი ჩემი არსება შენია, როდესაც მთელი ჩემი გონება სავსეა შენით და მაინც ვერ კმაყოფილდება, ვერ ძღება ბუნებით ეგოისტი. მკლავ და ვერ ჩერდები. შეგთხოვ, არა როგორც მეფე, არამედ როგორც მამაკაცი, ნუ მეტყვი ნურაფერს ახლა, იფიქრე როგორც საჭიროა და იმოქმედე მანამ, სანამ არ გასცდები კომფორტის საზღვრებს, ეს კი იცოდე, ამიერიდან სამუდამოდ ტოვებ კვალს ჩემს გულში!
გათიშული და გამოფიტული ვხვდები, რომ ლადოსისს სიტყვებმა იმაზე მეტი ძალაუფლება მომანიჭა, ვიდრე ნებისმიერი ჩაფიქრებული საქმისთვის იყო საჭირო და გათამამებული ზედ ტუჩებზე ვეჩურჩულები:- ლადოს, შენც კარგად იცი, რომ ყველა ადამიანი ტოვებს ყველა ადამიანში კვალს, თუმცა იქნება თუ არა ის პოზიტიური, ჩვენი გადასაწყვეტია!
ვგრძნობ რომ ღიმილს ვერ ვიკავებ და ყველანაირი ემოციის დაბლოკვას ვცდილობ, როდესაც ქვეწარმავალივით მეხება და მისრიალებს მკერდიდან კისრამდე დაძარღვული ფალანგები. მოულოდნელობისა და სიამოვნებისგან ბაგეებს კვნესა სცდება და ტანზე ჟრუანტელი მაყრის. დაღალულ, თუმცა სიამოვნებისგან მდნარ თვალებში მიყურებს ბასრი მზერით ლადოსი, ენის წვერით ტუჩებს ისველებს და ვნებით ეწაფება ჩემს ღვინისგან აწითლებულ ბაგეებს. ძლიერ ხელს შეთხელებულ, წვრილ წელზე მხვევს და ჩემთან ერთად ეშვება ცხელ წყალში. მთელი ძალით ვეკვრი მის ძლიერ სხეულს და ვგრძნობ, როგორ გვიჭირს სუნთქვა. უეცრად ჩერდება, წინ მისი აჩქარებული, არეული მკერდი მხვდება. სასწრაფოდ მაკრობს ტუჩებზე ბოლო, ცხელ კოცნას და ვერც კი ვხვდები, თუ როგორ უჩინარდება დარბაზიდან.
ლიქორისის დღებიი არასდროს ცდება და მისგან დატოვებულ კვალს ახლაც ვგრძნობ სულში. ნუთუ მომეჩვენა?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent