აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 2-
დაჩი მაჩაბელი ჩემი ძველი მეგობარი გახლავთ, დაახლოებით ორი წელია რაც გერმანიაში გადავიდა და იქ ააწყო თავისი ცხოვრება, მასთან არც ისე დიდ ხნიანი მეგობრობა მაკავშირებს, თინისგან განსხვავებით, მაგრამ საუკეთესო იყო რჩევების მიცემაში, დარიგებაში და მასთან საუბარი, როდესაც უხასიეთოდ ვიყავი პირველადი დახმარება იყო. თინისთან განსაკუთრებული ურთიერთობით არასდროს გამოირჩეოდა, რაც გულის სიღრმეში მწყინდა კიდეც, მაგრამ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და რა თქმა უნდა, მე მათი ურთიერთობის დათბობისთვის ვერაფერს გავაწყობ. თაგვი და კატა ხომ გინახავთ? უზუსტესი შედარება იქნება თუ ამ ორს შევადარებთ მათ. ეს შესაძლებელია დაჩის ჩაკეტილობასა და სიცივეს მივაწეროთ, რადგან ეს ბიჭი ის ადამიანია, რომელსაც ადამიანების შერჩევა სჩვევია. შორიდან გამარჯობასაც არ ეტყვის იმ ადამიანს, ვინც მისთვის მიუღებელია, ამას კი არაფრით არ განსაზღვრავს, უბრალოდ ან მოსწონს ან არა! *** ჩემში თითქოს რაღაც სასიამოვნო გრძნობამ წამიერად გაიელვა, ვგრძნობდი რომ თინა ელოდებოდა როდის გამოვკითხავდი მის ამბებს, ამიტომ პირდაპირ მომახალა დაუფიქრებლად -დაჩის შენი ნომერი დავუტოვე, საღამოს სავარაუდოდ შეგეხმიანება. ამ სიტყვებმა მეტად გამახარა, რადგან ახლა ეს მართლა ძალიან მჭირდება. -შენც ხო წამოხვალ თუ სადმე გავალთ? ამ სიტყვების გაგონებაზე თინის სახე გაუწითლდა და ცოტა ხასიეთიც აემღვრა. მივხვდი რომ დაიბნა, რადგან ჩემგან ამ შემოთავაზებას ნამდვიად არ მოელოდა. -კარგი რა ვიკა.. კარგი... ხომ იცი მისი უაზრო გამოხტომების თავი ნამდვილად არ მაქვს და დარწმუნებული ვარ, ახლა იმაზე ოცნებობს თუ ვიკუშას ვნახავ დღეს ოღონდ ის სისინა გველი არ გამოჰყვესო. -რატომ ფიქრობ ასე?.. სათქმელი ბოლომდე ვერ დავამთავრე ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა. თინამ თვალები აატრიალა და თავი აქეთ-იქით გააქნია, ამოიოხრა და თან დაიწუწუნა. -ძაღლი ახსენეო... ასეთი მოუთმენელი როგორ არის, საღამოსაც არ ელოდება *** -გისმენთ. -უკაცრავად ქალბატონო ვიქტორია, თქვენს სტილს არ ღალატობთ და იმიტომ მაგონებთ გვიან, თუ დავიჯერო, რომ დაგვიანება ყველგან და ყველაფერში გენეტიკით გადმოგეცა ან სისხლში გაქვს გამჯდარი? თქვა და ჩაიცინა. -გრძელი სიტყვით საუბრის წამოწყება როდიდან გახდა თქვენი? -კარგი ხოო... რას შვრები როგორ ხარ? -ნორმალურად.. რას უნდა ვუმადლოდეთ შენს გამოჩენას? პასუხისთვის ბევრი არ უფიქრია მალევე მიპასუხა. -მონატრებას.. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გრძნობ დროსა და მანძილს ძალიან დიდი ძალა აქვს, რადგან ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, როგორი უცხო იყო ის ჩემთვის, თითქოს მისი ხმაც აღარ მახსოვდა და იმასაც ვხვდებოდი დაჩი ძალიან შეიცვალა... მივხვდი აღარ იყო ის მხიარული არსება, რომელსაც შეეძლო ღამის 5 საათზე დაერეკა ჩემთვის და ეთქვა "მიდი რაა რამეს ვუყუროთ, რამე კაი ფილმი არ იცი?'' -დაჩი მაჩაბელს ვიღაც ენატრება? გავიკვირვე. -თუ სამშობლოს სიყვარულმა გძლია და ვეღარ გაძელი ბერლინში... -მაგრად მომენატრა აქაურობა. -მისმინე ახლა სამსახურში უნდა გავიდე,ცოტა ხნის წინ დამირეკეს, გეგმაში არ მქონდა და მოგვიანებით შეგეხმიანები. -დღეს არ მნახავ? -რომელზე მომაკითხავ? -7 გაწყობს? -ჰმმმ... მცირედი პაუზა გავაეთე და წამიერად დღის განრიგზე დავფიქრდი, რომელიც ჩემმა ასისტენტმა რამდენიმე წუთის წინ მაცნობა. - 8 იყოს რაა. -კაი მიდი, არ დააგვიანო რაა, ან თუ დააგვიანებ ნახევარ საათს არ გადააცილო თორემ აღარ დაგელოდები. ჩავიცინე და ტელეფონი გავუთიშე. *** ვიქტორია საკმაოდ მომხიბვლელი გოგო იყო, ამიტომ მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა არასდროს მცირდებოდა, იზრდებოდა ის და უფრო მომხიბლელიც ხდებოდა. ხშირად, მის ღია ყავისფერ და გრძელ თმას, რომელსაც ქერა ფერიც დაჰკრავდა, ჩამოშლიდა ხოლმე, გამოეწყობოდა სამსახურისთვის განკუთვნილ ფორმაში და ქუჩაში გასვლისას ყოველთვის გრძნობდა, თუ როგორ აკვირდებოდა ხალხი მას, ადამიანების ეს ქცევა მასში პატარა ბრაზის ნაპერწკალს აღვივებდა, რადგან მას არ უყვარდა გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა. მისი გიტარისებრი ტანის ფორმა კი უბრალოდ დამატებითი პლიუსი იყო. იმდენად წვრილი წელი ჰქონდა თითებს შემოაწვდენდით, თეძოები შედარებით განიერი, სიმაღლით ვერ იტყოდით, რომ დაბალი იყო... ყველაფერი ზომიერი იყო მასში. ხასიეთითაც გამოირჩეოდა იგი. შეპაკუნდა ახლა უკვე "ქალბატონი ვიქტორია" თავის კაბინეტში და სავარძელში ჩაეშვა. მისი თვისებები ასისტენტმა კარგად იცოდა, კარგი მეგობრებიც იყვნენ. ვიკას სავარძელში მოკალათება და მისი ასისტენტის - ანას გამოჩენა ცხელი კაპუჩინოთი, ერთი იყო ხოლმე. -გამარჯობა ქალბატონო ვიქტორია, ეს თქვენი კაპუჩინო და საბუთებსაც შემოგიტანთ, გეგა ერთი კვირით საფრანგეთში მიდის, ამიტომ მის ნაცვლად ყველა პასუხისმგებლობის აღბა თქვენ გეკისრებათ. -ანაჩკა... პირველი- ქალბატონო ვიქტორია და მსგავსი ამბები შენთვის საჭირო არ არის, უბრალოდ ვიკაც მაკმაყოფილებს. მეორე-შეგიძლია შემოხვიდე საბუთებს რომ შემოიტან და ყავაც შემოაყოლო შენთვის, ჯერ საქმე არაფერი გაქვს, "ბატონი გეგას" ჩემს კაბინეტში ჯდომას ნამდვილად ვერ ავიტან, ასე კი იფიქრებს საქმიან მოლაპარაკებას ვაწარმოებ შენთან. თვალი ჩავუკარი და მივხვდი რამდენს ნიშნავს თანამშრომლებთან თბილი დამოკიდებულება. ჩვენ ხომ შეგვიძლია ერთმანეთი მხოლოდ სამსახურისათვის არ გამოვიყენოთ და ადამიანური გრძნობებიც გავითვალისწინოთ. გეგა ჩემი უფროსი და მამას განუყრელი მეგობრის შვილია, გომბეშო, რომელიც ფულში ცურვს და მისთვის შეუფერებელია ყველაფერი კარგი, რაც არსებობს დედამიწაზე. იცით როგორია? რომ შეხედავ და უკვე იძაბები. ამ სამყაროში ქვიშა მეტად ძვირფასია და მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ამ ფულისა და ქონის ნაზავს. რატომ დავიწყე მასთან მუშაობა თუ ასე მეზიზღება? -არა მე ის არ მეზიზღება, უბრალოდ მეცოდება, რადგან 29 წლის კაცი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ერთხელაც მისი ძვირფასეულობა ნაგვის გროვად გადაიქცევა და მისგან ამ ქვეყნად აღარაფერი დარჩება, არც სახელი, რომლითაც დღეს ასე სარგებლობს და არც მისი და მამამისის ძალაუფლება და გავლენა ხალხზე. სამუშაოს რაც შეეხება, დადებითი მხოლოდ ის აქვს, რომ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა, სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ მუშაობა მამას მეგობრების შესანარჩუნებლად და "აჩიკო ძიას" გულისთვის მიწევს. მას ხომ ძალიან აწყენინებს მთელი ჩემი ოჯახი, რომ ბავშვობის მეგობრის შვილმა სხვაგა დაიწყოს მუშაობა. მოკლედ დიდად ჩახლართული ამბავია და არც ამის მოყოლა მსიამოვნებს. ------------------------------------------------ ჩემო ძვირფასებო, ვიცი პატარა თავებია და მოვლენებიც ნელა ვითარდება, მაგრამ იმედი მაქვს მოგწონთ და ღირს გაგრძელება, ვეცდები მესამე თავიც დავამატო დღეს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.