Je t'aime (თავი 12)
დღეს 20 მაისია, სწორედ ის დღე როდესაც სანდრო სიყვარულში გამომიტყდა. ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა. მახსენდებოდა ყველა ის შეხება სადაც სანდრო ოდნავ მაინც შემხებია და ყველა მათგანი ერთდროულად ამეწვა. საოცარია, როგორ შეიძლება იმ ადამიანს გადავუსვათ ხაზი, რომლითაც ადრე ყოველი დღე იწყებოდა. შეიძლება ერთ ადგილას გაიჭედო და ამას ვერც კი მიხვდე, ფრთხილად თუარ იქნები შეიძლება სამუდამოდ იქ დარჩე, როგორც მე! ისევ უაზროდ და ერთფეროვნად განვლო რამდენიმე კვირამ. უნივერსიტეტიდან დაღლილი ვიყავი მოსული, ცოტა დავისვენე და შემდეგ სამეცადინოს შევუდექი. შუა პროცესში ვიყავი, როდესაც ტელეფონმა დარეკა, უცხო ნომერი იყო -გისმენთ -ელენე ვარ, საქმე მაქვს შენთან -მე არ მაქვს -გთხოვ, აუცილებლად უნდა გნახო -კარგი -დღეს ან სადმე შევხვდეთ ან შენთან მოვალ -ჩემთან მოდი ავნერვიულდი და დავიძაბე. მოუთმენლად ველოდი 7 საათს, ძალიან მაინტერესებდა რა საქმე ჰქონდა, ქალბატონ ელენეს. ალბათ კვლავ ჩემი გამწარება უნდოდა და მომიყვებოდა თუ როგორი ბედნიერები არიან ერთად.. ფიქრისგან თავი გამისკდა. როგორც იქნა მოვიდა 7 საათი და კარზე ზარსაც აღარ დაუყოვნებია -შემოდი -მადლობა -გისმენ -ძალიან სერიოზული საქმე მაქვს -კარგი -არც კი ვიცი როგორ უნდა დავიწყო -ამჯერად რა ხდება? -გთხოვ არ შემაწყვეტინო -იქნებ ოდესმე დაიწყო -მომხდარიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და არც კი ვიცი ასე გვიან რატომ გადავწყვიტე აქ მოსვლა და ყველაფრის თქმა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. -ძაან გთხოვ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ნუ მელაპარაკები -გთხოვ დამაცადე -გაცდი -აქამდე ამდენი გამბედაობა არმქონდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერს მივხვდი. თავიდან მეგონა, რომ ამის გასაკეთებელი მიზეზი მქონდა და ღირსი იყავი, თუმცა მწარედ ვცდებოდი. -ვერ ვხვდები რას ლაპარაკობ -ყველაფერი მოგატყუე. მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობდა. მე და ლევანს თავიდან ყველაფერი კარგად მიგვდიოდა. რაღაც დროის შემდეგ კი ყველაფერი აგვერია. მუდმივად ვჩხუბობდით, ჩემდამი ყურადღებას აღარ იჩენდა და ნელ-ნელა ერთმანეთს ვშორდებოდით. ეჭვები გამიჩნდა ამიტომ თვალ-თვალი დავუწყე და აღმოვაჩინე, რომ ის ისევ შენით იყო დაინტერესებული. როდესაც ერთად ვიყავით მაშინაც გონებით ჩემთან არიყო, ვიცოდი, რომ შენზე ფიქრობდა. არ ვიმჩნევდი მეგონა გადაუვლიდა, თუმცა ერთ დღეს ადგა და გამომიცხადა, რომ ისევ შენ უყვარდი და სწორედ მე ვიყავი თქვენი დაშორების მიზეზი. მითხრა რომ არასოდეს ვუყვარდი და თავგზა ავუბნიე, ძალიან მეჩხუბა, გამლანძღა და დამშორდა. დაშორების შემდეგაც ვადევნებდი თვალს რადგან ვერაფრით ვეგუებოდი ამ ფაქტს. მთელ მის დროს შენ გითმობდა, შორიდან გაკვირდებოდა, ერთ დღესაც კი შენთან მოსვლა და დალაპარაკება გაბედა. იმ დღეს თქვენი საუბარი ვერგავიგე, თუმცა გხედავდით, ლევანს ვხედავდი, ისეთი თვალებით გიყურებდა, ჩემთვის არასდროს შემოუხედავს ეგრე, მას მართლა უყვარდი. მანამდეც არმომწონდი, თუმცა იმ დღიდან შენი შეძულება დავიწყე! ლევანი მას შემდეგ დანაღვლიანებული იყო, აშკარად მტკიცე უარით გაისტუმრე და მე დამშვიდება და დალაპარაკება ვცადე ლევანთან, თუმცა იმდენად გაწბილებული და გულგატეხილი იყო, უკანასკნელი სიტყვებით გამლანძღა, ყველაფერს მე მაბრალებდა და ამან საშინლად გამაბაზა, იმდემად ვეჭვიანობდი რომ შენზე გული მერეოდა! გადავწყვიტე შური მეძია და ის მეგრძნობინებინა შენთვის, რასაც თავად ვგრძნობდი. მალევე გავიგე შენ და სანდროს შესახებ, შემდეგ სად მუშაობდა ის გავიგე და ჩემდა სასარგებლოდ, ვაკანსია ჰქონდათ და მეც დავიწყე მუშაობა, ასე ვთქვათ ჩაწყობით, ნუ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრების აზრი შურისძიება იყო, მხოლოდ ეს მამოძრავებდა. რაც მუშაობა დავიწყე სანდროსთან, მის შემდეგ ყველანაირად ვცდილობდი, რომ მოვწონებოდი, სულ მის წინ ვტრიალებდი. ყველანაირ ჩემ სექსუალურობას ვიყენებდი მასთან, თუმცა არანაირი რეაგირება, ზედაც არ მიყურებდა. ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია და კულტურულად ცდილობდა ჩემ ჩამოშორებას და იმის მიხვედრას რომ არ ვაინტერესებდი, თუმცა თითქოს ამას ვერ ვხვდებოდი და არ ვიმჩნევდი. შემდეგ გავიგე სად ცხოვრობდა და სულ მის სახლის ირგვლივ ვტრიალებდი. სადაც სანდრო დადიოდა მეც იქ დავდიოდი და ვითომ შემთხვევით გადავეყრებოდი, შემდეგ ამასთან დაკავშირებით ნამიოკებს ვურტყავდი, რომ ბედი იყო და სამყაროს უნდოდა, რომ ერთად ვყოფილიყავით. შემდეგ ვიფიქრე ზედმეტად ვაქტიურობდი და ასეთი გოგოები არმოსწონდა და გარკვეული დროით შევწყვიტე ჩემი მხრიდან აქტიურობა. სხვა ბიჭთან ერთადაც ვეჩითებოდი მაგდროს და მოკლედ ყველაფერი ვცადე, რომ ეეჭვიანა, თუმცა არანაირი შედეგი. თავი სახლში ბევრჯერ დაძალებით წავაყვანინე, ბევრჯერ შევთავაზე ჩემთან ამოსულიყო, თუმცა არასოდეს დამთანხმებია. მას შენ ძალიან უყვარდი, ისე ძალიან, რომ მე აქამდე ასე არავის არასდროს ვყვარებივარ. ყველანაირი ხერხით ვეცადე ის შემეცდინა და მისთვის თავბრუ დამეხვია. აგვისტოში კი როცა აქეთ მარტო იყო, მეტად გავაქტიურდი თუმცა არაფერი! არ გამომდიოდა და არაფერმა გაჭრა.. შემდეგ კი ის მოვიფიქრე, რასაც შენ შეესწარი. ვიცოდი, რომ ჩამოდიოდი და მას შემდგ ყოველ დღე სასურველ მომენტს ვეძებდი, რომ ერთად გვენახე. იმ დღეს, შენ რომ სანდროს მიწერე, არიყო ოთახში და ტელეფონი კი მაგიდაზე ჰქონდა დარჩენილი, მე კი შენი მონაწერი წავიკითხე. საუკეთესო დრო იყო და მე გამოვიყენე კიდეც. იციი იმ დროს იმდენად მქონდა გონება დაბინდული, რომ მეგონა სწორს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა.. ვხვდები, რომ საშინელი ადამიანი ვარ და საშინლად მოგექეცი, არანაირი გამართლება რომ არ მაქვს ვიცი, თუმცა ამას ახლა მივხვდი, როდესაც მართლა ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მართლა მიყვარს და მასაც ვუყვარვარ და რომ წარმოვიდგინე ის გაეკეთებინა ვინმეს, რაც მე შენ გაგიკეთე, რომ.. ამ ადამიანმა თვალი ამიხილა, მივხვდი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, ჩემი ეგოიზმი. სიყვარულმა იმდენად დამაბრმავა, რომ საზიზღრობები ვაკეთე. -... შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი, თავზარი დამეცა.. ვინ შემეძულებინა არვიცოდი, ელენე თუ საკუთარი თავი. -მაპატიე, რომ ცხოვრება გაგიმწარე. ვიცი შენი ცხოვრება როგორც შეიცვალა მომხდარის შემდეგ და ძალიან ვწუხვარ. დიდწილად მევარ დამნაშავე, არა მთლიანად მევარ დამნაშავე. იმდენად დაგარწმუნე ყველაფერში, რომ.. შეიძლება ფიქრობ, რომ შენი ბრალია, რომ უნდობლობა გამოიჩინე სანდროს მიმართ, თუმცა ეს უნდობლობაც ჩემი ბრალია. შენი წარსული, რომელშიც მე ჩავერიე, შენ შეყვარებული და საუკეთესო მეგობარი დაკარგე, წლების წინ. იცი მე რომ იგივე შემმთხვეოდა, მეც შენ მდგომარეობაში ვიქნებოდი, მეც ვეღარ ვენდობოდი ადამიანებს.. -გთხოვ შეწყვიტე და წადი -მაპატიე -ელენე წადი ელენე წავიდა. მე კი სასოწარკვეთილი ვიყავი.. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რაუნდა მექნა. იმდენად ცუდად გავხდი და იმდენად ვინერვიულე, რომ გული ამერია. ამდენი ხნის შემდეგ გავაანალიზე, რომ ჩემი ბედნიერება ჩემივე ხელით დამინგრევია! ჩემი უნდობლობით, ეგოიზმით, სიჯიუტით, ეჭვიანობით.. უნდობლობა, რომელიც ადამიანების მიმართ ყოველთვის მქონდა, სწორედ ამან დამღუპა. სანდრო, თურმე რომელიც ცამდე მართალი იყო.. არდავუჯერე! ვერ ამეხსნა იმ დროს ელენეს მიმართ ნდობა რატომ მქონდა, როცა მის ნათქვამს დავუჯერე და სანდროს ნორმალურად ახსნის საშუალება არ მივეცი. არც მას და არც მეგობრებს! მძულდა საკუთარი თავი, თავს ძალიან უსუსურად და საშინლად ვგრძნობდი. გოგონებს დავურეკე, რომ ჩემთან მოსულიყვნენ. მალევე მოვიდნენ. -რახდება ბარბი (ლილე) -დღეს ელენე იყო აქ -რაა? (დეა) ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი გოგონებს, რაც ელენემ მითხრა -რა საშინელი ადამიანია (დეა) -არ ვიცი რა ვქნა. ძალიან ცუდ დღეში ვარ, თავს საშინლად ვგრძნობ და ძალიან ვნანობ. ნორმალურად არც სანდროს ავახსნევინე, არც თქვენ. არ ვიცი რა დამემართა. თავის გამართლებას ვერ დავიწყებ, მაგრამ მართლა მეგონა, რომ.. მეგონა სანდრო მატყუებდა, არ ვუყვარდი. იმდენად დამარწმუნა ელენემ ყველაფერში.. -ვერ გცნობდით ბარბარე, როგორც კი ახსნას ვცდილობდით ამის საშუალებას არ გვაძლევდი.. სანდროს კი ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ არ გაუშვებდი. ბოლო წუთამდე უკან იმ იმედით იხედებოდა, რომ შენ მოხვიდოდი, ისეთი დანაღვლიანებული იყო, რომ.. ჩვენც გაუჩერებლად გირეკავდით, გწერდით არ იღებდი და ალბათ არც კითხულობდი, როგორც მას, ჩვენც გვქონდა იმედი, რომ მოხვიდოდი. თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს, ამაზე საუბარს.. მას შემდეგ უამრავი დრო გავიდა. (ლილე) -ამდენი ფიქრისგან და ნერვიულობისგან თავი გამისკდა. არ ვიცი რა ვქნა.. საცაა ჭკუიდან გადავალ! ამდენი ხნის მანძილზე, თითქოს ოდნავ დამავიწყდა, მაგრამ ახლა არც კი ვიცი.. სასოწარკვეთილი ვარ! ყველაფერი დამემსხვრა და თავზე ჩამომექცა! -ძალიან ბევრსაც ნუ იფირებ, 8 თვე თითქოს არაა დიდი დრო, მაგრამ თქვენ ცალ-ცალკე უფრო დიდიხანი ხართ ვიდრე ერთად.. თან ისე დაშორდით, რომ.. (ლილე) -უნდა წავიდე -სად (ლილე) -სანდროსთან -ლონდონში? (დეა) -ხო, ვნახავ უახლოეს რეისს და წავალ -უცხო ქალაქში, უცხო გარემოში.. იცი სად ცხოვრობს საერთოდ? (დეა) -დემეს ვკითხავ. აუცილებლად უნდა წავიდე, მაგრამ არცერთმა არაფერი უთხრათ -არ ვეტყვით (ლილე) -დემე სადაა? -სამსახურში ბევრი საქმე ჰქონდა, მალე მივა ალბათ სახლში, შეილება მისულიცაა უკვე -კარგი, მე შენთან წამოვალ, დემეს უნდა ველაპარაკო -კარგი ლილესთან მივედით და დემეც მალევე მოვიდა, ერთად ვივახშმეთ, შემდეგ კი მასაც მოვუყევი მომხდარის შესახებ -ხომ იცნობ სანდროს როგორიცაა, რამე თუ ძალიან არ აწუხებს, არიცის ლაპარაკი მის პირად ცხოვრებაზე. შენს შემთხვევაში კი საკმაოდ სხვანაირად იყო ყველაფერი. აქამდე ვერაფერს გეუბნებოდით, რადგან რამდენი მას ვახსნებედით გვეჩხუბებოდი. არც კი ვიცი რა დაგემართა ბარბარე, გასაგებია წარსული, მაგრამ ასე ყველას არ ნდობა, თან სანდროსი, ძალიან არასწორი მიმაჩნდა და მიმაჩნია. -არვიცი რა დამემართა, ისედაც მქონდა ნდობასთან პრობლემები მუდმივად და მე რაც დავინახე იმის მჯეროდა, შემდეგ ელენემ ისეთები მელაპარაკა რომ.. -ნუ არვიცი ბარბარე.. -სანდრო მახსენებს? -აღარ -დიდიხანია? -საკმაოდ.. -როგორაა? -მე სანდროს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, მაგრამ ეგეთი არასდროს მახსოვს და მინახავს. შენ რომ ბათუმში წახვედი, მაგ დროს საერთოდ ვერ ვცნობდი. ნუ არმინდა თქვენ საქმეში ჩარევა მაგამ მკითხე და ამიტომ გეუბნები -კარგი, წავალ ახლა გვიანია -გაგიყვან -არმინდა, მარტო მირჩევნია -კარგი ბარბი, ჭკვიანად (დემე) -გამაგებინე რასიზამ (ლილე) -აუცილებლად სახლში, როგორც კი მივედი ბილეთებს გადავხედე, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ვიზეარზე იყო და რეისი სამ დღეში იყო, გადავწყვიტე ამ ავიაკომპანიით წავსულიყავი, ამიტომ ბილეთი შევიძინე.. ნერვიულობისგან, დარდისგან, ფიქრისგან თავი საშინლად მტკიოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი, ვშფოთავდი, მართლა აღარ შემეძლო ამდენი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, იმის გამო რომ ამდენიხნის მანძილზე სანდრო მოღალეტე, მატყუარა და უნამუსო მეგონა. როგორ ცდილობდა და როგორ უნდოდა რომ დამეჯერებინა მისი სიმართლე, თუმცა მე ამის საშუალებას არ ვაძლევდი, ნორმალურად არც ვუსმენდი. მეგონა რომ ერთადერთი ადამიანი იყო ვისი ნდობაც მქონდა, თუმცა მე არც მისი და არც არავის ნდობა არ მქონდა! მე არავისი მჯეროდა 100% ით, მხოლოდ სანახევროდ და ეს რომ მეგონა დავძლიე, თურმე ვერ.. არავისი არასდროს მჯეროდა და სწორედ ამიტომ მოხდა ეს! ახლა კი.. ახლა მისი ბოლომდე, გულწრფელად მჯეროდა, თუმცა რის ფასად?! იმ ღამესაც ნორმალურად არ მეძინა, თუმცა ამას უკვე შეჩვეული ვიყავი. მეორე დღეს დილით უნიში წავედი, სახლში მოსულმა დავისვენე და შემდეგ ჩანთის ჩალაგება დავიწყე. გადმოვქექე მთელი თარო და ჩემი რამდენიმე შარვალი და მაიკა ჩავაგდე, მოულოდნელად კი თვალი სანდროს მაისურს მოვკარი. მისი დანახვა და გულის აჩქარება ერთი იყო. ხელში ავიღე და მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა, შემდეგ კი ცხვირთან მივიტანე და თვალები დავხუჭე.. მას კიდევ ოდნავ შერჩენოდა სანდროს სურნელი, ღმერთი ჩემო! როგორ მაკლდა ეს! ცრემლები წამსკდა, რომელიც ბედნიერებით და მონატრებით იყო გამოწვეული.. თვითმფრინავში ვარ და საშინლად ვნერვიულობ. გონებაში ყველანაირ სცენარს ვატრიალებ.. თან სურვილი მაქვს რომ დრო მალე გავიდეს და მალე ჩავაღწიო და ხანაც ეს დრო საუკუნოდ გაიწელოს. შუადღისას უკვე ლონდონში ვიყავი. ჯერ სანრო სამსახურში იქნებოდა, ამიტომ მე სასტუმროში წავედი, დავლაგდი, დავისვენე და როდესაც მოსაღამოვდა წავედი. ამინდი ისეთი იყო, როგორც ლონდონს სჩვეოდა, წვიმიანი და ნისლიანი.. ტაქსმა დანიშნულების ადგილას მიმიყვანა, მე კი რაც უფრო ვუახლოვდებოდი მის სახლს, გული უფრო მეტად მიცემდა. მის კართან ვიდექი და ძალას ვიკრებდი, რომ დამეკაკუნებია. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვიყავი, თუმცა ზუსტად რამდენხანს ვერგეტყვით, შემდეგ კი როგორც იქნა გავბედე, ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე. მეტად ავნერვიულდი და დავიძაბე, ნაბიჯების ხმა მესმოდა, შემდეგ კი საკეტის.. ეს წამები თითქოს საუკუნოდ გაიწელა, მეგონა დრო გაჩერდა.. კარი გაიღო და ალექსანდრე დავინახე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.