ცარიელი ფურცელი (თავი 9)
ავარიის შემდეგ ყოველთვის მაშოსთან ერთად ვიყავი, მიხაროდა ჩემი ცხოვრება ასე ლამაზი და მშვიდი, რომ იყო ამიტომაც გადავწყვიტე მაშო წამეყვანა ბაკურიანში დასასვენებლად. დიდი არაფერი მარტო მე და ის ვიქნებოდით ბუხართან და იმას გავაკეთებდით რაც გვიდოდა არანაირ ზეწოლას არ ვიგრძნობდი სხვებისგან. (არ ვიცი რატომ მაგრამ, ეს სურვილი ამიხდებოდა მეგონა). სანამ ვკითხავდი მაშოს თუ რას ფიქრობდა ამ აზრზე უნდა დამეგეგმა თუ როგორ ვეტყოდი ამ ამბავს ამიტომაც ჩემი მეგობარ თათას ვთხოვე დახმარება ამ ყველაფერში. ვთხოვე მოსულიყო საღამოს 6 ზე ჩემთან სახლში, რადგან სერიოზულ საქმეზე მინდოდა ლაპარაკი. თათა ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ზუსტად ეს მიყვარდა მასში, ამიტომაც მოვიდა 5 ზე. - კაი მითხარი რა ხდება ვერაფრით მოვითმენ. - კაი, კაი დაწყნარდი აგიხსნი ყველაფერს. - ნუ მაწყნარებ დაიწყე. - მინდა მაშო წავიყვანო დასასვენებლად ბაკურიანში. - რაა? - ხოო რა გაგიკვირდა ტყუილად კი არ ვმუშაობდი ეს 3 თვე. - აუუუუ რა მაგარია, და მისმინე დაგთანხმდა მაშო? - არვი... - რას ვბოდიალობ დაგთანხმდებოდა აბა რას გააკეთებდა ვაიმე იცი როგორ მიხარია. თათას ყოველთვის უხარია ჩემი ამბავი რაც არ უნდა იყოს ყოველთვის გადამეტებულად გადმოსცემს თავის ემოციას და გრძნობებს. მე კიდევ მის ასეთ რეაქციაზე ვაბოდებ ,მიხარია როცა ადამიანს ასე უხარია რაღაც, ალბათ მაშინაც მიხაროდა სანამ ყველაფერი დამავიწყდებოდა, სიმართლე გითხრათ სულ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა რაც მანამდე იყო რადგან არც კი მახსოვდა ამიტომ უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელე. - თათა, ჯერ არ მითქვამს, ამიტომ მოგიყვანე მინდა გკითხო თუ როგორ ვუთხრა ბოლო-ბოლო ჩემზე უფრო რომანტიკოსი ხარ. - ყველაფერს ისე გავაკეთებთ , როგორც მე გეტყვი და მაშო ბაკურიანში წამოსვლაზე კი არა ცოლობაზეც დაგთანხმდება. - ჯერ ადრეა ეგ ამბავი. თათა ვიცოდი რომ ცუდ რჩევას არ მომცემდა ამიტომაც გავითვალისწინე ყველაფერი რაც მითხრა. დიდი იმედი მქონდა, რომ დღესვე გავიგებდი პასუხს და დღესვე მოვასწრებდი ყველაფერს. რა თქმა უნდა ჯერ მაშოს მშობლებს უნდა დავლაპარაკებოდი ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი მოწიწებით მივედი მაშოს მშობლებთან, იმედი მქონდა რომ მაშო იმ დროს სახლში არ იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა. მივედი თუ არა სახლში მაშოს დედა შემეგება, მისი მშობლები ძალიან კარგად მიცნობდნენ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ მათ თვალწინ ვიზრდებოდით. - როგორ ხართ ქალბატონო ანა? - საბა რაში გვინდა ასეთი ფორმალობა უბრალოდ ანა, მადლობ კარგად შენ როგორ ხარ? - მადლობა, მეც კარგად. დათო ბიძია სახლშია? - არა, სადღაც ნახევარ საათში მოვა. რამე ხომ არ მოხდა შენსადა მაშოს შორის? - არა რას ამბობთ. თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი, მაშოს მშობლებთან. - თავიდანვე რაღაც ოფიციალურად მოხვედი და რა ხდება? მაშოს ხელი უნდა გვთხოვო მე და დათოს? - არა რას ამბობთ, ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ. - საბა უბრალოდ ვიხუმრე, ვიცი რომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ჯერ ადრეა. ძალიან მიხარია შენ და მაშო ერთად რომ ხართ. მიხარია იმიტომ, რომ გიცნობ ვიცი როგორი ადამიანიც ხარ, გულის კეთილი გაქვს. - მიხარია, ჩემზე კარგი წარმოდგენა რომ გაქვთ. - რაზე გინდოდა ლაპარაკი? - მინდა თქვენ და დათო ბიძიას გითხრათ. - როგორც ვთქვი დათო ნახევარ საათში იქნება აქ. მანამდე ყავა ხომ არ დაგველია? - დიდი სიამოვნებით დავლევ ყავას, ოღონდ თქვენ არ შეწუხდეთ, მე გავაკეთებ. ვიცი ყველაფერი სად დევს არაერთხელ ვყოფილვარ მაშოსთან სახლში და არც გამჭირვებია ყავის გაკეთება. - როგორ ყოველთვის ხომ? უშაქრო ყავა?- ვკითხე ანას. - ხო. და შენ ისევ იყრი 3 კოვზ შაქარს? - გაღიმებულმა მკითხა. - არა, 1,5 ჩამოვედი. - გაღიმებულმა ვუპასუხე. სამი ჭიქა გავაკეტე ერთი ჩემთვის, ერთი ანასთვის და მესამე დათოსთვის. გავაკეთე თუ არა ყავა მალევე მოვიდა დათოც. - სტუმარი გვყოლია როგორც ჩანს - წამოიძახა ხმამაღალი ხმით. - საბა როგორ ხარ? - დათო დიდი პიროვნება იყო და ასევე ბოხი ხმაც ჰქონდა. ასევე ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის გამგები და მხიარული კაცი იყო. - კარგათ თავად როგორ ბრძანდებით? - მეც კარგად, ძალიან კაი დღე მქონდა ძალიან. - იმედი მაქვს მეც ასეთი გრძნობა როგორიც თქვენ გაქვთ დღეს მეც მექნება.- ეს ჩემი აზრით ერთგვარი ნამიოკი იყო. - გელოდებოდით, ანა დეიდამ მითხრა რომ მალე მოხვიდოდით ამიტომ ყავა გავამზადე, იმედი მაქვს არ დამვიწყებია, უშაქრო, ხომ? - ვუთხარი თუ არა უშაქრო იმწამსვე თვალი ჩავუკარი, ანას უნდოდა მიეჩვია თავისი ქმარი უშაქრო ყავას ამიტომ დათო ბიძია სულ ჩუმად უკეთებდა ყავას შაქარს.- სალაპარაკო მქონდა თქვენთან და იმედი მქონდა გამიგებდით და ნებასაც დამრთავდით. - მადლობა საბა ყავისათვის. ანუ საბა შენ აქ ხარ მოსული როგორც მაშოს შეყვარებული. - ხო. და იმედი მაქვს რის თხოვნასაც ვაპირებ გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინებთ ჩემს ხასიათს რადგან მიცნობთ. - არაა პრობლემა. - პირდაპირ გეტყვით, მაშო მინდა 2 კვირით ბაკურიანში წავიყვანო დასასვენებლად და იმედი მაქვს არ დაუშლით წამოსვლას. სასტიკად ვნერვიულობდი პასუხზე თუ რას მეტყოდნენ მაშოს მშობლები, გული გამალებით მიცემდა უფრო და უფრო იზრდებოდა გულის ჯაგა ჯუგი რადგან ჯერ პასუხი არ ვიცოდი მინდოდა ყველაფერი გამოსულიყო და დათო ბიძიამ მითხრა. - საბა, ძალიან... ამ დროს ისმის კარის ხმა, გავიხედე და დავინახე, რომ მაშო შემოვიდა სახლში და ვუთხარი ეგრევე. - გთხოვთ დაფიქრდით და მიპასუხეთ მინდა, რომ ეს სურპრიზი იყოს მაშოსთვის და გამიხარდება თუ დამთანხმდებით. დავასრულე თუ არა წინადადება ეგრევე მაშო შემოვიდა. დამინახა თუ არა ჩამეხუტა ეგრევე და მკითხა. - რა გინდა შენ აქ? - არაფერი გელოდებოდი მინდოდა ერთად გავსულიყავით პარკში. - კაი გამოვიცვლი და გავიდეთ. დათო მოვიდა ჩემთან და მეუბნება. - საბა მიხედე ჩემს შვილს პარკში რომ წახვალთ და ყველგან სადაც არ უნდა იყოთ, გიცნობთ და გენდობით. - აუცილებლად. - ხო კიდევ საბა, იმ თემასთან დაკავშირებით რაზეც ვლაპარაკობდით მე თანახმა ვარ არაა პრობლემა და არ ვიცი ანა რას იტყვის. - გახედა თავის ცოლს დათომ. - მეც რა თქმა უნდა თანახმა ვარ ძალიან კაი გეგმაა. - უღრმესი მადლობა თანხმობისათვის. - იმედი მაქვს დეტალებს განვიხილავთ ცოტახანში. - მითხრა დათომ. - რა თქმა უნდა. ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით. მაშო გაკვირვებული გვიყურებდა ჩვენ ვერცკი ხვდებოდა რა მოელოდა წინ. გამოსასვლელად შევიდა, მაშინ შევუთანხმდი მაშოს მშობლებს რომ დეტალებზე დაველაპარაკებოდი ისეთ მომენტში როდესაც მაშო არ იქნებოდა სახლში. ისინიც დამთანხმდნენ. მაშო გამოვიდა თუ არა ეგრევე წავედით პარკში. - კაი საბა ახლა მითხარი თუ რაზე ლაპარაკობდით შენ და ჩემი მშობლები. ძალიან მაინტერესებს. - მალე გაიგებ მალეეე. ვუთხარი და ვაკოცე ის კი გაბუტული მოდიოდა პარკში. მე კიდევ მეცხრე ცაზე ვგრძნობდი თავს სიხარულისაგან და ვუყურებდი მაშოს გაბუტულ სახეს. ვაიმე არ იცით თუ როგორ მიყვარს მისი გაბუტული სახე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.