შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე {6}


26-02-2020, 20:59
ავტორი painter1
ნანახია 2 947

დილით კისრის ტკივილმა გამოაღვიძა. თვალები ოდნავ გაახილა, წამსვე ქალის თმებს წააწყდა, შემდეგ დაბლა დაიხედა და მძინარე ანას სახის დანახვას შეეცადა. მკერდით მთლიანად ნიკოლოზზე იყო აკრული, ცხვირი მის ყელში ჩაერგო და მშვიდად ფშვინავდა. მერე მიხვდა სად და რა პოზაში იწვა. ანა მთლიანად თავის მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული, არც ახსოვდა როგორ აღმოჩნდა ამ პოზაში. ფეხების ამოძრავება სცადა, მაგრამ ისიც ანას ფეხებში ჰქონდა ახლართული. თავი უკან გასწია, ტუჩებ დაბუშტულს დააკვირდა და სიცილი ძლივს შეიკავა მის ბავშვურ სახეზე. მის მოძრაობაზე ანაც გამოფხიზლდა, ხელი მკერზე მიიბჯინა და მენაბდეს უფრო მეტად აეკრო. ეტყობოდა რომ სციოდა, მხრები მაღლა აეწია და მაქსიმალურად ცდილობდა გათბობას.
-ანა. - ქალის ყურთან დაიჩურჩულა, თმა უკან გადაუწია და შუბლზე აკოცა.
-ჰო. - ძილბურანში მყოფმა ამოიბურტყუნა, თან კაცის სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-გამიშვი, გადასაფარებელს მოგიტან.
-ცხელი ხარ.
-ვიცი რომ ვარ. - ჩაიცინა, მერე კი ანას სხეულიდან თავი დაიხსნა. თბილი პლედი დააფარა ისევ სიზმრებში წასულს, გათბობას აუწია და დივანთან ანას პირდაპირ ჩაიკუზა. ციტა ხანს უყურებდა სახეზე, ხელი თმაზე გადაუსვა, ისიც გარინდული იწვა, ეტყობოდა რომ სითბო სიამოვნებდა. მალე ფეხზე წამომდგარი აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და ციტახანში მთლიანად მოწესრიგდა. მომღიმარი დააბიჯებდა, პირველი დილა იყო რომელიც კარგი განწყობით დაიწყო. რამდენჯერაც თვალს მოჰკრავდა დივანზე მწოლს იმდენჯერ ეღიმებოდა. ყავას სვამდა სამზარეულოში, თან ტელეფონზე საუბრობდა. მშენებარე პროექტის სანახავად იყო წასასვლელი, იქიდან კი რამდენიმე საქმე უნდა მოეგვარებინა. უკვე ათი საათი იყო, ანასთვის ყავას აკეთებდა როცა ზურგი მიშტერებული მზერის გამო აეწვა. არ შეიმჩნია, ჭიქაში წყალი ჩაასხა, შემდეგ კი მთლიანი ტანით შებრუნდა შესასვლელის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი ანასკენ. თავი კედლისთვის რომ მიედო და ხელები მკერდზე დაეკრიფა.
-დილამშვიდობისა. - ყურებამდე გაიღიმა, ნელა მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა მენაბდეს, შემდეგ სკამზე ჩამოჯდა.
-დილამშვიდობის. - ანას ღიმილზე თვითონაც გაეღიმა. მაცივრიდან გამოღებული ნამცხვარი წინ დაუდო და თვითონაც მის მოპირდაპირედ მოთავსდა.
-ასე ნუ მიყურებ. - ლოყებ შეფარკლულმა ჩანგლით ჩამოჭრა ნამცხვრის ნაჭერი და ნაშინვე პირში გაიქანა. - ღმერთო… ნამცხვარზე გემრიელი არაფერი არსებობს. - თვალებ მინაბულმა კიდევ ერთი ნაჭერი დააგემოვნა, მერე ყავაც მიაყოლა. ნიკოლოზი კი სკამის საზურგეს მიყრდნობილი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა.
-ანა, და გყავს? - მოულოდნელად დაუსვა კითხვა თვალებ მოჭუტულმა, ანამ კი ჩანგალი თეფშზე დადო, ცოტა ხანს ნამცხვარს მიშტერებული უყურებდა, შემდეგ თვალი გაუსწორა ნიკოლოზს და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-რატომ გაინტერესებს ასე?
-ხომ გითხარი? მეცნობი.
-დედამ მითხრა რომ ტყუპი მყავდა, ერთი დღე კარგად იყო, ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მეორე დღეს კი მოულოდნელად ცუდად გახდა, სასუნთქი მილები ჩაეკეტა და გარდაიცვალა. ამის გამო ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს. დედაჩემს სულ ახსოვს შვილი რომელიც დაკარგა, ყოველ წელს როცა ჩემი დაბადების დღე ახლოვდება ხასიათი ეცვლება. დაბადების დღეს მომილოცავს, შემდეგ კი რამდენიმე დღე არ მენახება. მესმის ძნელია დაკარგული შვილისგან გამოწვეული ტკივილის გადატანა, მაგრამ 28 წელი გავიდა. ზოგჯერ ამბობს რომ ცოცხალია, სრულიად ჯამრთელ ბავშვს წამებში არაფერი დაემართებოდა. ხომ იცი იმ წლებში როგორი სიტუაცია იყო. მაშინ არც მამაჩემს ჰქონდა იმდენი ფული და გავლენა რამდენიც ახლა აქვს. ამიტომ ზოგჯერ ყველას გვაფიქრებინებს რომ ცოცხალია… მითუმეტეს სხეული არ მიუციათ, მაგრამ თუ ცოცხალია 28 წლის მანძილზე ერთხელ მაინც როგორ ვერ შევხვდი? - სიმწრით ჩაიცინა, თან თავი გააქნია. - მთელი ცხოვრებაა გაუჩინარებულ ტყუპისცალთან ერთად ვცხოვრობ და ზოგჯერ იმდენად მღლის ეს ყველაფერი სახლში მისვლაც არ მინდა. ხომ შეეძლო გაეჩინა კიდევ ერთი, მე თუ ვერ გავუქრე ის ტკივილი სხვები მაინც გაუქრობდნენ. - ხმა ჩაუწყდა, ცრემლები მოაწვა და ის ცისფერებიც გაუმუქდა. - შეეძლო ის დრო რაც ერთი დღის შვილზე ფიქრში დაკარგა ჩემთვის დაეთმო. ყოფილიყო უფრო თბილი და უფრო მოსიყვარულე. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ რომ ჯობდა მე მოვმკვდრიყავი და ის გადარჩენილიყო, რადგან ხანდახან ისეთი აუტანელია დედაჩემის ქცევა ვეღარ ვუძლებ. - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა და თავჩახრილი საკუთარ ხელებს დააშტერდა.
-ანა. - მოსმენილით გაკვირვებული მიშტერებული შესცქეროდა ქალს, რომელსაც თავი ჩაეხარა და მაქსიმალურად ცდილობდა თვალების დამალვას. არ ეგონა ამდენ დარდს თუ მალავდა. ვერც წარმოიდგენდა ამ ქალის უკან ამხელა ტკივილი თუ იმალებოდა.
-არაფერი მითხრა გთხოვ. დაივიწყე უბრალოდ. - ნამცხვარს დახედა, ჭამის სურვილიც დაჰკარგვოდა, იცოდა ყელში არ გადაუვიდოდა არაფერი. სწრაფად დატოვა სამზარეულო, დივანთან დაწყობილ ფეხსაცმელში ტერფები ჩაყო, თან ცრემლი შეიმშრალა.
-მოდი აქ. - მკლავზე მოკიდა ხელი, თავისკენ შეატრიალა და სხეულზე აკრულს არეული თმები შეუსწორა. - მაპატიე. - თვალებში უყურებდა, თან ლოყაზე ეფერებოდა.
-არაფერია. მე... უნდა წავიდე.
-სად წაგიყვანო?
-სახლში. - მენაბდისკენ გადაიხარა, ტუჩები მხარზე ჩამოადო და თვალები ცოტა ხანს მინაბა. ნიკოლოზი კი თმაზე ფერებას განაგრძობდა. ბოლოს ისევ ანა მოშორდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ცოტა ხანს უყურებდა ნიკოლოზს, შემდეგ გასასვლელისკენ დაიძრა. მანქანაში მოთავსებულებმა ჩუმად იმგზავრეს ანას სახლამდე. ხასიათი სულ შეეცვალა წიკლაურს და ხმის ამოღება საერთოდ აღარ სურდა. - მადლობა. - სახლთან მისულებმა რამდენიმე წამით გადახედა მენაბდეს, შემდეგ კარები გააღო მანქანიდან გადასასვლელად, მაგრამ ნიკოლოზმა თავისკენ შეატრიალა.
-ნუ გარბიხარ. - კეფაზე შეუცურა ხელი, თავისკენ მისწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა. - ყველაფერი კარგად იქნება.
-ჰო, იქნება. - ჩაიცინა, ლოყაზე აკოცა ნიკოლოზს და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. არ დალოდებია მის სახლში შესვლას ისე მოსწყდა ადგილს მენაბდე. ნელ-ნელა ღიმილიც უქრებოდა სახიდან, ბოლოს კი ისევ მარტო დარჩა. ისევ მარტო თავის ფიქრებთან. ისევ შეახსენა თავი სიცარიელემ. ისევ უგრძნობი გახდა. შეხვედრაზე მისული ისევ უემოციო, ცივი გონებით მოქმედებდა და ელაპარაკებოდა ხალხს. ისე იყო საქმეში გართული სულ გადაავიწყდა ანა. საქმის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა და ერთადერთი რაც ადარდებდა დღის მალე დამთავრება იყო. სოფის ნახვა, რომელიც მენაბდეების სახლში მიეყვანა ეთოს.
გვიან დაბრუნდა სახლში, კარები დაღლილმა შეაღო, პირდაპირ მისაღები ოთახისკენ დაიძრა, დაინახა დივანზე მიწოლილი ქალიშვილი და პირდაპირს მისკენ დაიძრა. ფეხზე გაიხადა, კინოს ყურებაში გართულს უკნიდან მიუწვა, ხელები მუცელზე მოხვია და სახე მის ყელში ჩარგო.
-ჩემი ცხოვრება ვინ არის? - იქვე აკოცა, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, მერე ყბის ძვალზე გადავიდა და ლოყამდეც ავიდა. - მაა… რა გჭირს, რატომ არ მელაპარაკები? - უმოქმედოდ მწოლი შვილი რომ შეამჩნია მაშინვე გადაატრიალა თავისკენ და თვალებში ჩახედა.
-გაბრაზებული ვარ. - თავი გვერდზე გაატრიალა, ნიკოლოზმა კი ისევ ლოყაზე აკოცა.
-რა დააშავა შენმა მამიკომ მითხარი და თავს გავუსიებ. - ისევ განაგრძობდა ბავშვის სახის დაკოცვნას. ერთადერთი იყო სოფი ვინც ყველანაირ დაღლილობას უხსნიდა და დიდი სიყვარულით მუხტავდა.
-ოო მამა კარგი რა. - ღიტინი რომ დაიუწყო ნიკოლოზმა სიცილს ძლივს იკავებდა. უნდოდა ისევ სერიოზული სახე შეენარჩუნებინა, მაგრამ ვეღარაფერს ხდებოდა. - მამაა!
-მეტყვი?
-გუშინ ჩემთან უნდა დაგეძინა, შენ კიდე სხვაგან წახვედი და ღამე არ მოხვედი.
-პატარა, კარგი რა. ჩემს ახლობელს ვჭირდებოდი და რომ არ წავსულიყავი არ შეიძლებოდა.
-კარგად არის?
-ისე რა, ცოტა გამოკეთდა… აღარ მინდა მაგაზე საუბარი, ჩამეხუტე, მაკოცე და მომეფერე. - მკერდზე მიიხუტა, შუბლზე მიაკრო ტუჩები და მკლავები მჭიდროდ მოხვია.
-მე და ბებომ საჭმელი გაგიკეთეთ, არ გინდა?
-მინდა.
-წამოდი. - ლოყაზე აკოცა მენაბდეს, უცებ წამოხტა დივნიდან და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-უი დე, მოხვედი? ვერ გავიგე როგორ შემოხვედი. - წიგნიდან თავი ამოსწია ეთომ, სათვალის ზევიდან ამოხედა შვილს და მთლიანად შეათვალიერა.
-რომ კითხულობ ამ სამყაროდან გადიხარ, ასე რომ არ მიკვირს. - მხრები აიჩეჩა, თან მაგიდასთან დაჯდა.
-შენც მე მგავხარ და შენი შვილიც. - წიგნი გვერდზე გადადო, ფეხზე წამოდგა, საჭმელი თეფშზე ამოუღო ნიკოლოზს, შემდეგ წინ დაუდო, ძველ ადგილს დაუბრუნდა და სოფის გახედა. - მიდი ბებო მაცივრიდან სალათი გამოუღე, ის პურიც მოუტანე.
-დიმა სად არის?
-ძინავს, დღეს ვერ იყო კარგად.
-რატომ?
-წნევა ჰქონდა, წამალი დალია და ცოტა ხნის წინ წამოწვა.
-ხომ ყველაფერი რიგზე აქვს?
-კი არ ინერვიულო, არ იცი მამაშენს თავისი თავი როგორ უყვარს? თითქმის ყოველ თვე ექიმთან დადის. გუშინ ირაკლისთან ერთად გამოთვრა, დღეს ცუდად არის. რომ დაბერდა კი ვერ ხვდება.
-კარგი რა. - თავი გაქნია სიცილით.
-მოგწონს? - გვერდზე მჯდომმა აბრჭყვიალებული თვალები შეანათა ნიკოლოზს, მენაბდემაც უცებ გადახედა ქალიშვილს.
-ძალიან მა. - თითებზე აკოცა, თან ეთოს თვალი ჩაუკრა.
-ხვალ სკოლაში წამიყვან?
-წაგიყვან. - წამსვე მოხვია მუცელზე ხელი და კალთაში ჩაისვა. - რა ხდება სკოლაში?
-რავი არაფერი. - მხრები აიჩეჩა, მერე კი მხარზე ჩამოადო თავი მამას.
-ადექი ბებო, ჭამოს წესიერად. დიდი გოგო ხარ უკვე.
-დაანებე თავი დედა, არ მიშლის ხელს, რომ მიშლიდეს არ ჩავისვამდი. - ყბის ძვალზე აკოცა შვილს, შემდეგ ისევ დააგემოვნა სოფის მომზადებული საჭმელი და ნეტარი ხმებიც ამოუშვა. - რა გემრიელია მა, სახლშიც გავაკეთოთ მერე.
-კარგი.
-შენ არ გშია პატარა?
-ვჭამე მე.
-დარჩებით დღეს? - მომღიმარმა შეათვალიერა მამა-შვილი. გული უთბებოდა მათი ყურებისას, მოსწონდა დამოკიდებულება რომელიც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ.
-დავრჩეთ რა. - თავი წამოსწია მამის მხრიდან და ნიკოლოზს თვალებში ჩახედა.
-კარგი. მიდი მაშინ გაიქეცი, საღამურები ჩაიცვი და მოვალ მეც მალე. - ლოყაზე აკოცა, ბავშვს, იმანაც იგივე გაიმეორა და საძინებლისკენ წავიდა.
-რა ხდება დედი რუსასთან. - როგორც კი ბავშვი ოთახში დაიგულა ნიკოლოზისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-რა უნდა ხდებოდეს დედა?
-ნახულობ?
-ორჯერ ვნახე სოფის წასაყვანად რომ მოვიდა და საერთოდ რაში გაინტერესებს ჩემი და ჩემი ყოფილი ცოლის ურთიერთობა.
-რა გაყვირებს?
-იცი რომ არ მევასება ჩემს ურთიერთობებზე ჭორაობა და მაინც შენსას აწვები.
-საერთოდ არაფერს გკითხავ. - ხელი აიქნია, სათვალე გაისწორა და წიგნი ჩანიშნულ გვერდზე გადაშალა.
-მადლობა, წავედი მე. - თავისი თეფში ნიჟარაში ჩადო, ეთოს ლოყაზე აკოცა და საძინებლისკენ წავიდა. - აბა მამას გოგო… რაზე ვსაუბრობდით? - ტაში შემოჰკრა ოთახში შესულმა, კარი მიკეტა, ტანსაცმელი გაიხადა და სოფის გვერდზე მიუწვა.
-სკოლაზე?
-ჰო, რას ვამბობდით? - მკლავი კისრის ქვეშ ამოუდო, მეორე ხელით საბანი ზურგზე გაუსწორა, შემდეგ თმაზე მიეფერა.
-მამა. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, თან თვალებში ჩახედა.
-რა გაინტერესებს?
-მე ხომ გოგო ვარ.
-მერე?
-შემიძლია ის გამოვიდე რაც მინდა?
-რა გინდა რომ გამოხვიდე? - შუბლიდან თმას უკან უწევდა, ეფერებოდა და მთლიან სახეს უთვალიერებდა.
-არქიტექტორი. მინდა ბევრი სახლი ავაშენო, დიდი ფანჯრებით, ჩვენს სახლს რომ აქვს ისეთი.
-შენ რაც გინდა ის უნდა გამოხვიდე მა, რა მნიშვნელობა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი?
-ანას დედამისმა უთხრა რომ ან ექთანი უნდა გამოვიდეს, ან კბილის ექიმი, იმიტომ რომ გოგოა. მე არ მომწონს არცერთი.
-ანას უთხარი რომ ეგრე არ არის, ძალიან კარგია რომ გოგოა, ყველაფერი უნდა გააკეთოს თავის მიზნებისთვის და უნდა გახდეს ის რაც თვითონ უნდა რომ იყოს. - გაეღიმა შვილის გაბრწყინებულ თვალებზე. საერთოდ არ ეგონა კიდევ თუ იყო მსგავსი აზროვნება ქალაქში. არასდროს გაუგია ოჯახში მსგავსი რამ და არც თავის დისთვის შეუზღუდავთ რამე. - იცოდე რომ ყველაზე ძლიერი უნდა იყო. არასდროს არავის დაუხარო თავი, მითუმეტეს კაცს. ყოველთვის თავ აწეულმა უნდა იარო და უნდა იამაყო იმით რომ ქალი ხარ. ყველაზე ლამაზი ქმნილება დედამიწაზე. ადამიანი ხარ და ყველანაირი უფლება გაქვს იმოქმედო შენი სურვილებისამებრ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის დაგეხმარები რაშიც დახმარება დაგჭირდება. კიდევ ცოტა რომ გაიზრდები ამაზე მერე ვილაპრაკოთ. ახლა დავიძინოთ, მეც დავიღალე, თან ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.
-მიყვარხარ. ყველაზე კარგი ხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარა. - ცხვირის წვერზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ წელზე მოხვია ხელი და თვალები დახუჭა.
რამდენიმე წუთში ჩაეძინა სოფის, მალე გვერდიც იცვალა და საწოლზე გაიშალა. ნიკოლოზიც განთავისუფლდა. უფრო კომფორტულად მოთავსდა და თვალები ერთ ადგილს გაუშტერა. ანაზე წიკლაური გაახსენდა, მისი ნაღვლიამი თვალები, რომელიც არ მოქმედებდა მენაბდეზე, მაგრამ შენარჩუნებული ადამიანობის გამო მის მდგომარეობაში შესვლას ცდილობდა. არეული იყო. თითქოს არც ადარდებდა, არც ახსენდებოდა და არც მასთან ყოფნის სურვილი უჩნდებოდა დაცარიელებულს, მაგრამ მასთან ყოფნა მოსწონდა. მოსწონდა საუბარი, მისგან წამოსული სითბო, მისი ბრჭყვიალა თვალები რომლითაც ხვდებოდა რომ ქალს მოსწონდა, იზიდავდა და სურვილებს უჩენდა. მისი რეაქციები მოსწონდა ყველა მოქმედების დროს. ის გრძნობაც მოსწონდა რაც მისი სიახლოვისას უჩნდებოდა, გრძნობა რომელიც მივიწყებული ჰქონდა და ახლა თავიდან ახსენებდა თავს. უბრალოდ მასთან ურთიერთობა უნდოდა, უბრალო თავისუფალი ურთიერთობა ყველანაირი ჩარჩოების გარეშე.
***
-როგორ ხარ? - ქალს აკვირდებოდა რომელიც შვილის ფერებაში იყო გართული, თან სიგარეტს ეწეოდა.
-კარგად, შენ? - ცოტახანს უყურებდა, ეგონა რამე მაინც შეიცვლებოდა მის სახეზე, რაიმე, ჩვეულებრივი გრძნიბა მაინც დაეტყობოდა, მაგრამ ისევ ისეთი იყო ნიკოლოზი. ისევ ისეთი უემოციო, ჩამქვრალი კაცი.
-რა იყო? - ჩაიცინა მენაბდემ და მასზე მიშტერებული ქალიც გამოიყვანა ფიქრებიდან.
-მგონი კარგიც არის რომ გაგშორდი.
-შენ გამშორდი. - ჩაიღიმა, თან თავი დაუქნია. - კი, კარგია.
-წავედით ჩვენ.
-მოდი მა. - ხელები გაშალა და სოფიც უცებ მოეხვია. - ზეგ გნახავ. - თავზე აკოცა, შემდეგ რუსას ადევნებულს დააკვირდა მანქანაში წინ რომ მოთავსდა და ღვედი შეიკრა, თან რაღაცას გახარებული ეკითხებოდა რუსას. სწრაფად მოთავსდა მანქანაში, ადგილიდან დაძრა და გიგას გამოგზავნილი მისამართისკენ წავიდა. მალე გააჩერა მანქანა ერთ-ერთი კაფის წინ. ყიფშიძის მანქანაც დაინახა, სწრაფად გადავიდა და კაფისკენ დაიძრა. კუთხეში მაგიდასთან მჯდომიც მოხვდა თვალში, ნამცხვარს გემრიელად მიირთმევდა, თან ტელეფონში რაღაცას უყურებდა. როგორც კი ნიკოლოზის მიახლოვება იგრძნო წამსვე ახედა.
-სად ხარ აქამდე შე ჩემა? - ფეხზე წამომდგარი როგორც სჩვეოდა ისე მოეხვია, მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა და მიმტანს ხელით ანიშნა მისულიყო.
-სოფი მივიყვანე რუსასთან… მშია იცი?
-ანგარიში თუ შეიძლება. - ყურებამდე გაუღიმა გოგოს, ისიც უკან გაბრუნდა. - რა ვჭამოთ.
-აქ რატომ მომიყვანე? - სახეზე ჩამოისვა ხელები.
-ჩემი მანქანა გაფუჭდა. - მხრები აიჩეჩა და მენაბდის სახეზე ჩაიცინა. - დავრეკე, მოვლენ, წაიყვანენ და გააკეთებენ, მაგრამ მარტო ხომ არ ვიჯდებოდი აქ? - ფული გადაიხად ფეხზე წამოდგა და ნიკოლოზთან ერთად გავიდა კაფდან. - რა ვჭამოთ?
-ნებისმიერი რამ რაც გინდა, ოღონდ რაღაც სი.ული სალათები არ მაჭამო ძმურად, კუჭი ცუდად მაქვს უკვე.
-ბიჭო… ხინკალი არ გინდა?
-აქ სად გინახო კარგი ხინკალი? - თვალები აატრიალა მენაბდემ, თან საჭეს მიუჯდა.
-ვიცი მე.
-ოღონდ სადმე ისეთ ადგილას სადაც მარტო ვიქნებით რა, მაგრად მიტყდება ხალხმრავლობაში ხინკლის ჭამა, წვენი რომ ჩამოგდის მკლავებზე, ტეხავს.
-შენ თუ ჭამა არ იცი ხალხის რა ბრალია.
-თან რაღაც უნდა გითხრა. - გიგას ნათქვამი დააიგნორა და გზას გახედა. მალე მივდნენ ერთ-ერთ რესტორანში, განცაკლევებით დასხდნენ და ხინკალიც შეუკვეთეს ლუდთან ერთად.
-აუ რა გემრიელად შევჭამ შენ აზრზე არ ხარ. - მუცელზე მოისვა ხელი ყიფშიძემ და კიდევ ერთხელ გაიხედა მიმტანის შესამოწმებლად. რამდენჯერაც გამოჩნდებოდნენ ხინკლით ხელში იმდენჯერ თავისი ეგონა და ნერწყვებს ყლაპავდა. ნიკოლოზი კი მის ქცევაზე იცინოდა. ბოლოს როგორც იქნა მოიტანეს და მაშინვე ჭამას შეუდგნენ. ჭამის დროს ნეტარ ხმებს უშვებდა, თან საუბრობდა. - აღარ ჩადის და კიდე მინდა. - ლუდი მოსვდა და კათხა მაგიდაზე ხმაურით დადგა. - გისმენ.
-ახალ წელს, შენთან რომ ვიყავი ერთი ქალი გავიცანი.
-ვინ? - გაკვირვებულს თვალები ოდნავ გაუფართოვდა. სულ ჰყავდა ნიკოლოზს ვიღაც მას შემდეგ რაც რუსასგან წამოვიდა, მაგრამ ასე არასდროს ულაპარაკია არცერთ ქალზე.
-ნუ აჭყიტავ თვალებს, არაფერი სერიოზული. უბრალოდ საყვარელია, განსხვავებული, მასთან რომ ვარ ვხალისობ. სულ იბნევა, მაგ დროს ისეთი საყვარელია თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
-ნიკო.
-დამაცადე… სულ რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ ისეთია ვერ ვეკარები. ნუ შემიძლია, მაგრამ დიდად არ მინდა. ასეთი ურთიერთობაც მომსწონს. თან იმასაც ეშინია მგონი.
-რამდენი წლისაა? - დაეჭვებულმა ჰკითხა ყიფშიძემ, ცოტა დააბნია კიდეც ძმაკაცის მსგავსმა საუბარმა.
-28. - ქვედა ტუჩზე იკბინა და ძმაკაცის თვალებში ამოკითხულ კითხვაზე პასუხის ნიშნად თავი დაუქნია. - ჰო, ქალიშვილია.
-დაგერხა ძმაო… 28 წლის ქალი, თან… აუ რა ტვინის ბურღვაა ტო. შენს ადგილას შევეშვებოდი.
-პირიქით, უფრი საინტერესოა ჩემთვის.
-კაი დალშე?
-ტყუპი ჰყავს, მაგრამ არ იცის.
-ვათ? - წარბ აწეულმა ჰკითხა, ნიკოლოზმა კი თვალები აატრიალა.
-არ იცის რა. მე აღმოვაჩინე. გახსოვს ის ბავშვი ნიუ იორკში? ქართველი, მანქანა რომ გაუფუჭდა.
-არა.
-ათი წლის წინ შე ჩემა, სოფის დაბადების დღისთვის რომ მოვფრინავდით.
-ჰო, რა ერქვა? ლიკა თუ რაღაც.
-ლიზა.
-ჰო მერე?
-მაგის ტყუპია. - თავზე გადაისვა ხელი, თან პირ დაღებულ გიგას თვალი გაუსწორა. ყველაფერი მოუყვა განვლილ თვეზე, ყიფშიძეც ყურადღებით უსმენდა და გამომეტყველებებს ყოველ წუთში ცვლიდა.
-ამის დედაც. - თავი მოიქექა გიგამ, თან ხინკალს დააკვირდა. ცოტა დრო სჭირდებოდა ყველაფრის გასააზრებლად. - და ახლა რა უნდა ქნა?
-აზრზე არ ვარ… მეზარება ოჯახის დრამაში ჩართვა, ჩემიც მყოფნის, მაგრამ რომ არ ვუთხრა ტეხავს, სადმე მაინც შეხვდება როდისმე. თან მაგის მშობლებს გონიათ რომ მკვდარია. ალაბთ დაბადებისას ორნი რომ იყვნენ ერთი გაყიდეს.
-აუ რა ცოდოები არიან ტო. - ლუდი მოსვა, შემდეგ სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-თან ლამაზი ცისფერი თვალები აქვს, წყლიანი. ეგეთი არასდროს მინახავს.
-შენც დაგერხა ძმაო.
-უბრალოდ მომწონს როგორც ქალი, არ შეიძლება? - წარბები ასწია გიგას სიცილზე. - თან რაღაცნაირად სიცარიელეს მივსებს.
-შენ და შენი სიცარიელე… ერთი გამაგებინა რა ხდება შენ თავში რა.
-მაგის გაგება მეც მინდა. - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა, მერე კი კიდევ ერთ ხინკალს მოკიდა ხელი.
გვიანობამდე იყვნენ ერთად, ბილოს ქალბატონმა კატომ დარეკა, ბავშვს სიცხე ჰქონდა და გიგაც იძულებული გახდა ნიკოლოზი დაეტოვებინა. ქუჩას ნელა მიუყვებოდა, სიგარეტს ეწეოდა, თან ძირს იყურებოდა. ბოლოს მანქანასთან დაბრუნდა, სწრაფად მოსწყვიტა ადგილს და ნაცნობი ადგილისკენ წავიდა. შენობის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა მანქანა, გზაზე გადაირბინა და მალევე ბარის კარი შეაღო. უკვე მოგროვილიყო ხალხი, უკვე ისმოდა საცეკვაო სიმღერა, ირაკლიც შეამჩნია, ჭიქის წმენდაში გართული წინ მჯდომს ესაუბრებოდა, თან იცინოდა. პარასკევი იყო, უამრავი ხალხი ირეოდა და ვერ ხედავდა ბართან მჯდომ სხეულს. ძლივს მიაღწია იქამდე, ბართან ჩამოჯდა და ირაკლის მომღიმარმა ახედა.
-ვაა ეს ვინ მოსულა… შენ ამ გოგოს დასდევ კუდში თუ ცალკე რატომ არ მოდიხარ? - გვერდზე მჯომი ქალისკენ ანიშნა და ნიკოლოზმაც წამსვე მიაბრუნა თავი. ანას დანახვაზე გაეღიმა, ირაკლის მომზადებულ კოქტეილს წრუპავდა, მერე ნიკოლოზსაც ამოხედა.
-არა ირა, აშკარად ფეხებს მოვყავარ თავისით. - ჩაიღიმა, მთლიანად შეათვალიერა მოკლე კაბაში გამოწყობილი ქალი, შემდეგ თვალებში ჩახედა.
-რას დალევ?
-აი იმას, დაბლა რომ მალავ.
-ერთი ჭიქა იცოდე. - თვალებ მოწუტულმა დაუქნია საჩვენებელი თითი,
-კარგი. - გაიცინა, შემდეგ მთლიანი ტანით ანასკენ შებრუნდა. ფეხი ფეხზე გადაედო წიკლაურს, ოდნავ მკერდიც მოეღერა და მომღიმარი უყურებდა კაცს, რომელიც მთლიან სხეულზე დაატარებდა თვალებს. - როგორ ხარ?
-კარგად. - უემოციოდ გასცა პასუხი, მაგრამ ნიკოლოზის სხეულს არც თვითონ აშორებდა თვალს. გაეღიმა მენაბდეს, ირაკლის დადებული ჭიქა სწრაფად მოიქცია თითებში და უცებ დალია, შემდეგ ფეხზე წამოდგა, მტევანზე მოკიდა ხელი ანას, ფეხზე წამოაყენა, ხალხს შეერია, მერე კი ქალის წელზე მოხვეული ხელებით ტანი ააყოლა შენობაში გავრცელებულ წყნარ მელოდიას. ისევ ცეკვავდნენ ახალი წლის მერე, ისევ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და უბრალოდ სხეულებს ამოძრავებდნენ. უხასიათოდ იყო ანა, ეტყობოდა კიდეც სახეზე. ის ცისფერი თვალები ისე არ უნათოდა როგორც სჩვეოდა, თითქოს ჩამქრალი იყო და ანთებას ელოდებოდა. უნდოდა ხასიათზე მოეყანა მენაბდეს, გაემხიარულებინა ათასი სასაცილო სიტყვით, მაგრამ შინაგანად არ შეეძლო. თითქოს სიტყვის თქმაც ეზარებოდა, მოსწონდა როცა ანა ლაპარაკობდა, მაგრამ თვითონ ბევრი საუბარი არ სურდა.
-რამე მოხდა? - ყურთან ჩასჩურჩულა, თან იქვე აკოცა.
-არა. - თვალები მიენაბა, ტუჩები მხარზე ჩამოადო, კისერზე მჭიდროდ მოხვია მკლავები და კაცის სურნელი შეისუნთქა. სიმაოვნებდა მისი სიახლოვე, მთელი არსებით იზიდავდა მენაბდე, თავისი სიცარიელით, იდუმალებით რადგან თავის თავზე არასდროს არაფერს ყვებოდა და მხოლოდ ანას უსმენდა. ნამდვილად კარგი მსმენელი იყო. მოულოდნელად აკოცა ყელში, შემდეგ ნიკაპზე მიაკრო ტუჩები, ბოლოს თავი წამოსწია და ვნებისგან ამღვრეული თვალებით იმ ნაცფრისფერებში ჩახედა, თავიდანვე რომ მიიზიდა. უნდოდა ყველა ემოციისგან დაცლილიყო, გონება გაეთიჩა და ყველა პრობლემა ზურგს უკან მოეტოვებინა რამდენიმე საათით მაინც.
-წავიდეთ. - ყველაფერი ამოიკითხა ანას თვალებში მენაბდემ. ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი ხელი ჩაკიდა და ბარი დატოვა. ანასთან ერთად გადაკვეთა გზა, მანქანის კარები გაუღო წიკლაურს, თვითონ თავის ადგილზე მოთავსდა და მანქანაც ადგილიდან დაძრა. ხმას არცერთი იღებდა. ანას სავარძლის საზურგეზე მიედო თავი, თვალები დაეხუჭა, თან მანქანაში დაბალ ხმაზე გაჟღერებულ სიმღერას უსმენდა. ნიკოლოზი უბრალოდ იღიმოდა, ხანდახან გააპარებდა თვალს ქალისკენ, მერე კი ისევ გზას შეხედავდა, თან თითებს საჭეზე ათამაშებდა. - ანა. - როგორც კი მანქანა გააჩერა თვალ დახუჭულს გადახედა, ეგონა უკვე ეძინა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი სახელი.
-გავიგე ნიკოლოზ. - ჩაიცინა, მანქანიდან გადავიდა და პირდაპირ ლიფტისკენ დაიძრა. შიგნით შესულმა ღილაკს თითი მიაჭირა, თან მოპირდაპირედ მდგომი სხეული ვნებიანი თავებით შეათვალიერა. - სულ რატომ იღიმი. - ერთ ნაბიჯში აესვეტა წინ მენაბდეს, ხელები პალტოს შიგნიდან მხრებზე დააწყო, იქიდან კი მეკრდის გავლიდ მუცელზე ჩამოვიდა, სვიტერის ქვეშ შეუცურა და ნავარჯიშებ სხეულზე აატარა, მერე წელზე გადავიდა.
-შენს საქციელზე მეღიმება. - ხელი მოაშორებინა წელიდან, ლიფტიდან პირველი ანა გაატარა, თვითონ კი უკან გაჰყვა. უყურებდა როგორ მიარხევდა უკანალს და ისევ იღიმოდა. ბინის კარი როგორც კი შეაღო პალტო იქვე დაკიდა, ანას კი უკვე მოეწრო გახდა, ფეხსაცმელიც იქვე მიეყარა და ერთ ადგილზე მდგომი მენაბდის ნაბიჯს ელოდა.
-მე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა და ვიქცები ისე როგორც მინდა. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის. მიზიდავ, თან ძალიან. ასე არც ერთ კაცს მივუზიდივარ და ახლა ყველაზე მეტად რაც მინდა შენთან ყოფნაა. არ აქვს მნიშვნელობა რას იფიქრებ, ისედაც ყველაფერს შესანიშნავად ხვდები და ისიც იცი რომ ძალიან მომწონხარ. არ მაინტერესებს რა იქნება ხვალ, ზეგ ან მაზეგ, უბრალოდ გაიხადე ეგ წყეული სვიტერი ასე ძალიან რომ გიხდება და მოიშორე ეგ კმაყოფილი ღიმილი.
-რაღაცას არ მეუბნები, მაგრამ მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. - სწრაფად მიუახლოვდა, სვიტერი სხეულიდან მოიშორა და წამებში წელზე შემოსმულ ქალთან ერთად თავის საძინებელში შევიდა. საწოლზე მის ზევიდან მოქცეულმა ხელი მოკეცილ მუხლზე აატარა, მოკლე კაბის ბოლოებიც აიყოლა და მალე საცვლის ამარა დატოვა. ნელა დაატარებდა ხელებს თვალებთან ერთად ქალის სხეულზე, ყველა წერტილს აკვირდებოდა, ყველა მის მოქმედებას აქცევდა ყურადღებას და სასწაულოდ სიამვნებდა ის თუ რამხელა გავლეანას ახდენდა ქალზე. ტუჩები შიშველ მკერდზე მიაკრო, იქვე უკბინა, შემდეგ მუცლისკენ ჩაუყვა კოცნით და თვალებ მინაბულ ქალს ქვევიდან ახედა.
-ნიკოლოზ! - თმებში შეუცურა ხელი, სახე თავისთან ახლოს მიატანინა კაცს და ის იყო უნდა ეკოცნა ფეხებს შორის თითები რომ იგრძნო და სხეულში ტალღამ დაუარა. - ვერ გიტან. - ქვედა ტუჩზე გამოსდო კბილები, სხეულზე უფრო მეტად აეკრო მენაბდეც კოცნაში აიყოლა. ხელის ერთი მოძრაობით შემოახია საცვალი და ანასაც ტკივილისგან კვნესა წასკდა. მთლიანი სხეული უხურდა ისე უნდოდა კაცის მთლიანად შეგრძნება, ის კი არ ჩქარობდა, ერთობოდა მისი რეაქციებით და ნელ-ნელა უფრო უმძაფრებდა სურვილს წიკლაურს. ისე გააბრუა სულ გამოეთიშა სამყაროს ანა, მხოლოდ მის სასიამვნო კოცნებს და ხელებს გრძნობდა სხეულზე. გაუაზრებლად, უმისამართოდ დაატარებდა თითებს კაცის სხეულზე და ნიკოლოზსაც მოთმინების უნარს უკარგავდა. პირველი ბიძგისგან გაუაზრებლად მოსწყდა ბგერები ანას პირს, მაგრამ ნიკოლოზმა დანარჩენი კოცნით ჩაუხშო…
თითქმის მთელი ღამე გაათენეს ვნების ქარიშხალში გახვეულებმა. ნიკოლოზს მისი ყველა მოქმედება აოცებდა, ეცინებოდა ქალის ჩაუხშობელ ვნებაზე და წიკლაურსაც აცინებდა.
ბოლოს ყველანაირად ძალა გამოცლილი მიესვენა კაცის მკერდს, თვალები დახუჭა და დაღლილს წამებში ჩაეძინა. არც ნიკოლოზი იყო ნაკლებ სიტუაციაში, დიდი ხნის შემდეგ პირველად გრძნობდა ენერგიის გამოცლას და ამ ღამით ნასიამოვნები თვითონაც მალე გაითიშა.
***
-ჯანდაბა ყველა კუნთი მტკივა. - დილით ქალის ბურტყუნმა გამოაღვიძა, უკვე რამდენიმე წუთი იყო მის მოძრაობას გრძნობდა, მაგრამ ძილს ვერაფრით ტოვებდა. ბოლოს თვალებიც გაახილა, თეთრ მაისურში გამოწყობილი ქალის სხეული ბუნდოვნად გაარჩია, დაინახა როგორ დაიძრა კარისკენ ნელი მოძრაობით და წამსვე ღიმილი აეკრა სახეზე. თვალები დახუჭა, შემდეგ ისევ გაახილა და გვერდიც იცვალა. საწოლზე დადებულ ანას ტელეფონს მოკიდა ხელი, ეკრანი გაანათა და საათს შეხედა. თერთმეტს უჩვენებდა. ისვ უკან დააბრუნა ტელელფონი, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და საწოლზე წამოჯდა. ცოტა ხანს ხელებში ჰქონდა სახე ჩარგული, წინა ღამის კადრები უტრიალებდა გონებაში და ინსტიქტურად ეღიმებოდა. საცვალი ამოიცვა, ფეხზე წამომდგარმა თვითონ გამოცვალა ზეწარი, შემდეგ საპირფარეშოში შევიდა, მოწესრიგდა და უკან გასულს ანა ისევ საძინებელში რომ არ დახვდა სამზარეულოსკენ წავიდა. დაინახა კიდეც, სამზარეულოს ზედაპის დაყრნობილს ფეხის გული მეორე ფეხზე მიედო, თან ყავის აპარატს მიშტერებოდა.
-მეც მიკეთებ? - ნელა მიუახლობდა, კისერზე აკოცა, მერე კი მაგიდაზე ნახევრად ჩამოჯდა.
-ჰო. - მომღიმარმა წამით გახედა, შემდეგ აპარატი გამორთო, ყავით სავსე ჭიქის ყურს თითები მოხვია და ნიკოლოზს გაუწოდა. - როგორი კმაყოფილი ღიმილი გაქვს აკრული ბატონო ნიკოლოზ, დიდი ხნის დაუკმაყოფილებელ კაცს გავხართ რომელიც ძლივს დაკმაყოფილდა.
-შეიძლება ასეც არის. - ყავა მაგიდაზე დადო, წელზე მოხვია ხელი ქალს და თავის ფეხებს შორის მოიქცია. ხელი უკანალზე აატარა, მისი სიშიშვლე რომ იგრძნო გაეღიმა, ქვედა ტუჩზე იკბინა და თითები მოუჭირა.
-ნუ იღიმი, გუშინ ნაფლეთებად აქციე ჩემი საყვარელი საცვალი და რა ჩამეცვა? - მხრებიდან მკლვებზე გადაატარა წვრილ თითები, შემდეგ ისევ ზევით აუყვა და მკერდიდან საცვლამდე ჩამოატარა, მერე კი ორ ზოლზე გადაუსვა საჩვენებელი თითები.
-რამხელა საიდუმლოს მალავდი პატარა, აქამდე როგორ გაძელი?
-მოკეტე, არავის მიმართ მქონია იმხელა სურვილი და ვნება რომ ფეხები გამეშალა.
-ლევანი?
-არც მაგის მიმართ. ლევანი მიყვარდა, შენ მომწონხარ და ნუ ადარებ შენს თავს.
-იქნებ მეც შეგიყვარდე.
-არა. - ხელები მოაშორა, უკან დაიხია და მის მოპირდაპირედ კარადას მიეყრდნო.
-ასე კატეგორიულად რატო?
-შენ სიყვარული არ შეგიძლია. მე კი ასეთ კაცს ვერ შევიყვარებ.
-მე შეიძლება ახლა არ შემიძლია, მაგრამ შენ შეგიძლია. - უცებ შემოსვა მარმარილოს ზედაპირზე, ფეხები გააშლევინა და თვალებ ანთებულმა მაისური მოაშორა.
-ნიკოლოზ.
-კუნთების ტკივილის დასაამებლად ისევ ვარჯიშია საჭირო, არ იცი?
-ჯანდაბა. - სიცილით თქვა, თან თავი უკან გადააგდო.
................

ჰო, ვიცი რომ ეს დაგვიანება და ლიდინი საშინელებაა, უბრალოდ მართალ ვერ მოვახერხე. წინ თავის კომენტარშიც ვთქვი მიზეზი.
გუშინ საღამოს კი საერთოდ ვიჩხუბე ახლობელთან, მერე ცოტა ვიტირე.
ხშირად ვერ ვიცლი, ყველას ხომ არ აქვს დრო. მთელი დღე აქეთ-იქით დავქრივარ, სახლში მხოლოდ ღამე ვარ და ხშირად არ შემიძლია დაწერა და დადება. მესმის რომ ლოდინი აუტანელია და ვერც მე ვიტან ლოდინს, ყველაზე მეტად მძულს. მეც მინდა დავდო ყოველ დღე ისე როგორც ვდებდი მაგრმ ახალი წლის მერე ჩემი ცხოვრება ცოტა შეიცვალა, საცხოვრებელი ადგილიც შემეცვალა, გარემოც და როცა გარემო იცვლება თავისთავად გონებაზე მოქმედებს. ზოგჯერ უხასიათოდ ხარ, ზოგჯერ პირიქით. დავიჯერო არ გაქვთ ისეთი მომენტები როცა უბრალოდ მარტო ყოფნა და რომელიმე სევდიანი ფილმის ყურება გინდათ? ამ ბოლო დროს ხშირად მაქვს უამრავი მიზეზის გამო რომელიც ჩემს ცხოვრებაშია. არც ტელეფონში ვარ იცდაოთხი საათი და ვცდილობ ვისწავლო ისევ და ისევ ჩემი მომავლის გამო რომ ჩემი დაწყობილი გეგმები და სურვილები ავისრულა, ის სურვილები რომლებიც თავისით არ ასრულდება. წერა მსიამოვნებს და ამიტომ ვწერ და ვდებ, შემიძლია ვწერო ჩემთვის და არ დავდო არც ეგ არის პრობლემა, უბრალოდ თქვენთან კონტაქტი მსიამოვნებს და სტრესს თუ დაღლილობას მიხსნის.
მადლობა.



№1  offline წევრი ვიპნი

არ იდარდო ჩემო კარგო,წარმატებებს გისურვებ,მთავარია საკუთარი თავის ირწმუნო და ყველაფერი კარგად იქნება მერწმუნე.საოცარი გოგო ხარ ❣️

 


№2 სტუმარი ank

ხოომ... აი არ გეკადრება ასე რომ გვალოდინე და მოგვანატრე თავი.. თან თურმე რა ცეცხლ თავს ველოდით ამდენი ხანი.. ძალიან ძალიან მომწონს და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება სიტუაციაა.. ძალიან მომწონს ანას და ნიკოლოზის წყვილი .. იმედია მალე მიხვდებიან როგორ უყვართ ერთმანეთი ან ჯერ თუ არ უყვართ მალე შეუყვარდებათ❤️❤️ გელოდები მალეე❤️❤️

 


№3  offline მოდერი painter1

ვიპნი
არ იდარდო ჩემო კარგო,წარმატებებს გისურვებ,მთავარია საკუთარი თავის ირწმუნო და ყველაფერი კარგად იქნება მერწმუნე.საოცარი გოგო ხარ ❣️

მადლობაა ❤️

ank
ხოომ... აი არ გეკადრება ასე რომ გვალოდინე და მოგვანატრე თავი.. თან თურმე რა ცეცხლ თავს ველოდით ამდენი ხანი.. ძალიან ძალიან მომწონს და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება სიტუაციაა.. ძალიან მომწონს ანას და ნიკოლოზის წყვილი .. იმედია მალე მიხვდებიან როგორ უყვართ ერთმანეთი ან ჯერ თუ არ უყვართ მალე შეუყვარდებათ❤️❤️ გელოდები მალეე❤️❤️

ჯერ ნიკოლოზს გამოფხიზლება სჭირდება რომ მერე შეყვარება დაიწყოს, ასე რომ ჯერ ნიკოლოზის მხრიდან მაგას არ ელოდოთ. არ მინდა უცებ შევაყვარო და მივაფუჩეჩო. ამიტომ ვნახოთ რა იქნება. ❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

დავიწვი შენი ცოდვით. ასეთი რა "მიგაკაჩავეს" რომ ამხელა ახსნა-განმარტება დადე:)).

ამ თავზე მართლა ვიხალისე. ნიკოლოზს მაგრად დასცინი პარალელურად და ეგ ძალიან მომეწონა. გულზე მალამოდ მომეფინა გიგას ნათქვამი "შენ და შენი სიცარიელეო". ძმაკაციც რომ ეკაიფება. სერიოზულად სჯერა რომ ცარიელია და ახლა თითქოს როლიდან გამოსვლა უტყდება, აზარტშია შესული. რუსას ნათქვამზე სწორედ აღნიშნა რაც თქვა და რომ გაუტყდა, დაცინვა მოიფიქრა მხოლოდ:)).
ანას გამოსვლაზე ბოლოშიც ძალიან გამეცინა. სდიოს ახლა კუდში თავის სიცარიელეს და როგორც დაიცარიელა თავი ისევე ამოივსოს.

 


№5  offline წევრი დარინა

მე ველოდები ანას მხრიდან ნიკოლოზის მიჩექმვას, მკლავს მაგის უემოციობა და სიცარიელე რომელიც მისი ხასიათიდან გამომდინარე გრძნობს, იმედია მალე გამოფხიზლდება და ჩვენი ქალბატონის შეყვარებას დაიწყება, აი მინდა რომ ანამ ახვეწიოს აბა რომ იცის ანას მოწონს ერთიბა ვაჟბატონი მე კი ნერვები მეშლება მის ქცევებზეეე. წყვილი საოცრად მომწონს. ნიკოლოზის მხრიდან ეჭვიანობაზეც არ ვიტყოდი უარს, აი მინდა რომ წჭვიანობისგან და ბოღმისგან გასკდეს.მიყვარხარ შენ და დაგვიანებაზე არ იდარდო როცა შეძლებ მაშინ დადე.

 


№6  offline მოდერი painter1

grafo
დავიწვი შენი ცოდვით. ასეთი რა "მიგაკაჩავეს" რომ ამხელა ახსნა-განმარტება დადე:)).

ამ თავზე მართლა ვიხალისე. ნიკოლოზს მაგრად დასცინი პარალელურად და ეგ ძალიან მომეწონა. გულზე მალამოდ მომეფინა გიგას ნათქვამი "შენ და შენი სიცარიელეო". ძმაკაციც რომ ეკაიფება. სერიოზულად სჯერა რომ ცარიელია და ახლა თითქოს როლიდან გამოსვლა უტყდება, აზარტშია შესული. რუსას ნათქვამზე სწორედ აღნიშნა რაც თქვა და რომ გაუტყდა, დაცინვა მოიფიქრა მხოლოდ:)).
ანას გამოსვლაზე ბოლოშიც ძალიან გამეცინა. სდიოს ახლა კუდში თავის სიცარიელეს და როგორც დაიცარიელა თავი ისევე ამოივსოს.

გოგო, მიკაჩავება რა შუაშია. უბრალოდ მე რომ ვცდილობ ყველსთან ცინიკოსობის თუ რაღაც უაზრო გამოხტომებისგან თავი შევიკავო და ყველასთან ნორმალური, მეგობრული თუ რაც არის, მსგავსი ურთიერთობა დავიჭირო, იგივეს ვითხოვ მეც. ხომ იცი რომ მართლა ვერ ვახერხებ. ვერ მოვწყდები ყველაფერს და მხოლოდ წერაზე ვერ ვკონცენტრილდები. მიყვარს გართობა, ხალხთან კონტაქტი და საუბარი. თან კიდე სულ ვცდილობ რომ დავწერო, რომ ვცდილობ კიდე გამოეკვეტება ხოლმე რამე ისეთირ აც ხელს მიშლის. ის ახსნა განმარტება კიდე იმიტომ დავწერე რომ მინდა გაიგონ და შემოვიდნენ ჩემს სიტუაციაში.

რას მოვესწარი :დ
ასე უბრალოდ იხალისე, ყველაფერი მოგეწონდა და არანაირი შეცდომა?
მგონი ასეთი არ მომწონხარ.
სად არის გრაფო? დააბრუნე! :დ

მე კი ვიცი ნიკოლოზისგან რა მინდა და რას ველოდები და რას გავუკეთებ, მთავარია მოთმინება და ჩემი “სიშუსტრე” თუ რა ქვია? “შუსტრობა”? :დ სწრაფი მოქმედება ერთი სიტყვით. :დ

დარინა
მე ველოდები ანას მხრიდან ნიკოლოზის მიჩექმვას, მკლავს მაგის უემოციობა და სიცარიელე რომელიც მისი ხასიათიდან გამომდინარე გრძნობს, იმედია მალე გამოფხიზლდება და ჩვენი ქალბატონის შეყვარებას დაიწყება, აი მინდა რომ ანამ ახვეწიოს აბა რომ იცის ანას მოწონს ერთიბა ვაჟბატონი მე კი ნერვები მეშლება მის ქცევებზეეე. წყვილი საოცრად მომწონს. ნიკოლოზის მხრიდან ეჭვიანობაზეც არ ვიტყოდი უარს, აი მინდა რომ წჭვიანობისგან და ბოღმისგან გასკდეს.მიყვარხარ შენ და დაგვიანებაზე არ იდარდო როცა შეძლებ მაშინ დადე.

მოთხოვნები შესრულებადია და აუცილებლად მივხედავ ნიკოლოზს. მაგაზე არ ვწერ ზუსტად? ცოტახანში მოვა გონს აბა რას იზამს. ❤️❤️

 


№7  offline წევრი მე♥უცნაურე

არ იდარდო❤️
სულ გელოდებით❤️
ცოტა ნერვები მომეშალა ნიკოლოზზე :D
აი, ხომ არის, დეპრესიაში კომფორტის ზონას რომ ვპოულობთ და აღარ გვინდება ღიმილიან-ბედნიერ ცხოვრებაზე მორგება... ასეა მგონი ეს ნიკოლოზიც...

პ. ს. ბავშვი ეჭვიანია აშკარად

 


№8  offline მოდერი painter1

მე♥უცნაურე
არ იდარდო❤️
სულ გელოდებით❤️
ცოტა ნერვები მომეშალა ნიკოლოზზე :D
აი, ხომ არის, დეპრესიაში კომფორტის ზონას რომ ვპოულობთ და აღარ გვინდება ღიმილიან-ბედნიერ ცხოვრებაზე მორგება... ასეა მგონი ეს ნიკოლოზიც...

პ. ს. ბავშვი ეჭვიანია აშკარად

შეიძლება ასეც იყოს. ვფიქრობ ცოტა არეულია ნიკოლოზი და დალაგება სჭირდება.

ხო ბავშვი ცოტა ეჭვიანია :დ ❤️

 


№9  offline წევრი Kathara

ვაიჰ რა კარგი იყო, სწორი რომ გითხრა არ ველოდი ასეთ თავს, მაგრამ კარგი იყო, ნიკოლოზს ცოტა არ იყოს დალაგება სჭირდება, თავის თავში გარკვეული არ არის, დაფიქრება სჭირდება, მისი მესმის ამდენი ხნის განმავლობაში ქალის სითბო ისე არ უგვრძნია როგორც საჭირო იყო ანას გამოჩამ კი ყველაფერი შეცვალა, მისგან ისეთი მუხტი მოდის რაც მენაბდეს სჭირდება, ანას კი ნიკოლოზი სჭირდება, ის ადამიანი ვინც მოუსმენს და დაამშვიდებს, ორივე ერთმანეთს ავსებს, ასე რომ ვთქვათ ერთმანეთისთვის არიან დაბადებულნი, ხოლო სოფია რაც შეეხება მისიც მესმის მამის სითბო სჭირდება და ამიტომაც ეჭვიანობს,ისეთი პერიოდი აქვს რომ მშობლის მხარდაჭერა ყველაზე საჭიროა მაგრამ საკმაოდ ძლიერი გოგონაა, სოფის სიყვარულის ისტორიასაც ველოდები, წინა თავში რომ ბიჭი გამოჩნდა მგონი ტუიილ უბრალოდ არ გიხსენებია, მომავალში კარგი ამბები გველოდება, ერთი სიტყვით ძალიან კარგი თავი იყო, ველოდები შემდეგს, წარმატებები♥️

 


№10 სტუმარი ele

აუ დღეს არ დადებ ახალ თავს? :( გელოდები <3

 


№11  offline მოდერი painter1

Kathara
ვაიჰ რა კარგი იყო, სწორი რომ გითხრა არ ველოდი ასეთ თავს, მაგრამ კარგი იყო, ნიკოლოზს ცოტა არ იყოს დალაგება სჭირდება, თავის თავში გარკვეული არ არის, დაფიქრება სჭირდება, მისი მესმის ამდენი ხნის განმავლობაში ქალის სითბო ისე არ უგვრძნია როგორც საჭირო იყო ანას გამოჩამ კი ყველაფერი შეცვალა, მისგან ისეთი მუხტი მოდის რაც მენაბდეს სჭირდება, ანას კი ნიკოლოზი სჭირდება, ის ადამიანი ვინც მოუსმენს და დაამშვიდებს, ორივე ერთმანეთს ავსებს, ასე რომ ვთქვათ ერთმანეთისთვის არიან დაბადებულნი, ხოლო სოფია რაც შეეხება მისიც მესმის მამის სითბო სჭირდება და ამიტომაც ეჭვიანობს,ისეთი პერიოდი აქვს რომ მშობლის მხარდაჭერა ყველაზე საჭიროა მაგრამ საკმაოდ ძლიერი გოგონაა, სოფის სიყვარულის ისტორიასაც ველოდები, წინა თავში რომ ბიჭი გამოჩნდა მგონი ტუიილ უბრალოდ არ გიხსენებია, მომავალში კარგი ამბები გველოდება, ერთი სიტყვით ძალიან კარგი თავი იყო, ველოდები შემდეგს, წარმატებები♥️

ჰოო, სწორედ ამას ვცდილობ რომ ერთმანეთი შეავსონ და ჰო, ზუსტად ასეა როგორც შენ ამბობ. ერთმანეთი სჭირდებათ.
სოფი ბავშვია და რათქმაუნდა მზრუნველობა სჭირდება, თან სითბოს მოყვარული ბავშვია.
მადლობაა❤️❤️

ele
აუ დღეს არ დადებ ახალ თავს? :( გელოდები <3

დღეს ვერა ელე, ვერ ვახერხებ❤️

 


№12 სტუმარი elen

rodis dadeb shemdeg tavs?

 


№13 სტუმარი ana

ხვალ დადებ ახალ თავს?

 


№14 სტუმარი სტუმარი painter1

elen
rodis dadeb shemdeg tavs?

ana
ხვალ დადებ ახალ თავს?

დღეს დავდებ კი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent