შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობადი სახე და მექალთანე (4)


1-08-2015, 00:49
ავტორი N7
ნანახია 5 399

–ნუ მასხარაობ, ნიკოლოზ! – წყობიდან გამოსულმა დაუყვირა და მკერდის არეში, როგორც შეეძლო, ძლიერად ჰკრა ხელი, რათა მოეშორებინა, თუმც არ გამოუვიდა.
–ნუ ყვირი, ხომ არ გავიწყდება სად ხარ, – გამაფრთხილებლად დაიჩურჩულა მამაკაცმა და მანძილის მეტად შემცირებას შეეცადა. ქალმა ორი ნაბიჯი გადადგა უკან და ძლიერად შეეჯახა კარადას, რის გამოც იმხელა ტკივილი იგრძნო ზურგის არეში, რომ კვნესა ვეღარ შეიკავა და თვალები ძალაუნებურად აუწყლიანდა.
–სახლში მინდა წასვლა, – ამოიკნავლა საცოდავად და სახე აარიდა მამაკაცს, რომელსაც სურდა წატანებოდა მის გემრიელ ტუჩებს.
–გაგიყვან, მაგრამ ჯერ უნდა მაკოცნინო! – წარბები სასაცილოდ აათამაშა და გამარჯვებას დაელოდა.
–ვერ ეღირსები! – გესლიანად ჩაილაპარაკა.
–მაშინ შენც დარჩები ჩემთან სამუდამოდ! – უდარდელად აიჩეჩა მხრები, პოზიცია იცვალა და მაცივართან მივიდა. წყალი გამოიღო და ხმაურით ჩაასხა ჭიქაში. მოსვა და ინტერესით შემოხედა ქალს, რომელიც მის სხეულს აკვირდებოდა. ჩაეცინა, ირონიულად, თავისებურად. – მოგეწონა? – სასაცილოდ აუთამაშა უკანალი, რაზეც ანა კი არა, ვერავინ შეიკავებდა სიცილს და ქალსაც მორცხვი ღიმილი შეეპარა სახეზე.
–წამიყვანე, გთხოვ, – რამოდენიმე წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ სცადა საწყის პოზიციაში დაბრუნება, ოღონდ ამ ჯერად თხოვნაზე გადავიდა.
–იცი შენ, რომ არ მიყვარს ჯიუტი ქალები? – რქებით მიაწვა მამაკაცი, ისევ.
–ვერ დამაჯერებ შენ, რომ რაიმე სახის ქალი არ გიყვარს, – ცინიკური ტონით უთხრა.
–ხო? – ჩაიცინა, – რაღაც პონტში კარგიცაა ყველა ქალის სიყვარული... ჯენტლმენური გამოძახილია!
–ჯენტლმენურის რა მოგახსენო, არაკაცული გამოძახილი კი არის! – დაგესლა მამაკაცი, რომელსაც ღიმილი გაკვირვებით შეეცვალა.
–ანუ ის, რომ გიყვარდეს ქალი, რომელიც სამყაროს გიფერადებს, არაკაცული საქციელია? – ოდნავ აეჭრა ხმა.
–გიყვარდეს მერე შენც ის ერთი, რა საჭიროა მთელი სამყაროს სიყვარული! – ეგოისტურად ჩაილაპარაკა და როცა გააცნობიერა თავისი ნათქვამის არსი, ლოყაზე სიწითლემ დაჰკრა და შერცხვენილმა ენაზე იკბინა.
–ბედნიერი იქნები თუ შენ იქნები ის ერთადერთი? – თბილი ღიმილი შეეპარა ისევ სახეზე.
–მე არ ვიქნები! – წამოიძახა ისე, თითქოს ვინმე არჩევნის საშუალებას აძლევდა. – ახლა კი, წამიყვანე სახლში ან ფეხით წავალ! – მუქარისავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
–წამოდი, – ამოიხვნეშა მამაკაცმა, ხელით ანიშნა აქეთო და წინ გაუძღვა.
უნდა აღიაროს, ასეთი ჯიუტი და თან ამავდროულად ასეთი მიმზიდველი ქალი, ცხოვრებაში ჯერ არ შეხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ქალების კორიანთელშია და უკვე სათვალავიც აერია, დიდი ხანია.
შავ ჯიპში ჩასხდნენ. კარგად ვერ შეხედა ანამ, მაგრამ ფიქრობს, რომ თავისი საყვარელი მარკის ავტომობილია, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს, თუმც ვერ გამონახა მამამისმა იმდენი თანხა, რომ ვალებიც გადაეხადა და თან შვილის ოცნება აესრულებინა. პატარა კომპანია აქვს ლევანს, რომლითაც ცდილობს ოჯახი გაიტანოს თვიდან–თვემდე. სახლში მხოლოდ ერთ დღეს თუ ატარებს კვირაში, მთლიანად რომ მოვთვალოთ... ხან ისე ათენდება მუშაობაში, ვერც აცნობიერებს. თავიდან მაო გაგიჟებული იყო, ქმარი ენატრებოდა, ვერ გუობდა ასეთ განრიგს, შემდეგ კი შეეჩვია.
ანა იმდენად დააბნია ნიკოლოზის სიახლოვემ და მასში შეპარულმა სიცივემ, რომ იმის თქმაც ვერ მოახერხა, თუ სად ცხოვრობდა. ერთ ტერიტორიის ‘დაკრუგვის’ შემდეგ, ღრენვით უთხრა ნიკოლოზმა:
–მეტყვი ახლა სად მიგიყვანო თუ ჩამოგსვა აქ?
შეშინებულმა შეხედა მამაკაცს, რომელსაც სახე წაშლილი ჰქონდა. გააკანკალა. ასეთ გადატრიალებას არ მოელოდა მამაკაცში. „ვითომ ის ეწყინა, რომ არ ვაკოცნინე?“ – გულში გაიფიქრა და იმ წამსვე დასცინა თავის თავს: „შენისთანა იმდენი ყავს კიდევ, გული არ დაწყდება მაინცდამაინც“. სასწრაფოდ უკარნახა მისამართი და სწრაფად მიმავალი მანქანის შიშით გაუცნობიერებლად ჩასჭიდა ხელი სავარძლის ზედაპირს და იმდენად ჩააჭირა ბასრი ფრჩხილები, რომ ხმა გამოსცა ზედაპირმა, ორივე მიხვდა, რომ ქალმა რაღაც გააფუჭა.
–სერიოზულად? – იკითხა მამაკაცმა აბსოლუტური სერიოზულობით და გაფუჭებულ სავარძელს დააშტერდა, – იცი რა ღირს? – ისე იკითხა, თითქოს შეუძლებელი იყო მისთვის ახლის ყიდვა. მანქანა გაჩერდა.
–მაპატიე... მე... უბრალოდ... – თვალებში ძალაუნებურად ჩაგუბდა წყალი და მძიმედ გადააგორა სასულეში ნერწყვი.
მამაკაცს თავისდაუნებურად ჩაეტეხა ტუჩის კუთხე და ახლოს მისწია სახე ქალის სახესთან. ჩამოგორებული ცრემლი ცერა თითით მოაშორა ნაზი სახიდან და მის კეთილ თვალებს დააკვირდა.
–ბაჭია ხარ, – სიცილით უთხრა და სანამ ანა რაიმეს გაპროტესტებას მოასწრებდა, მანამ დააცხრა მის გემრიელ ტუჩებს და სათითაოდ დაუკოცნა ოდნავ გახსნილი ბაგეები.
გატვრენილი და გაშეშებული ვერც კი ახერხებდა კოცნაში აყოლოდა მამაკაცს. რას უშვრება ნიკოლოზი ისეთს, რომ მის სიახლოვესაც კი ფეტვის მარცვალივით იბნევა, მთელ ტაში ჭიანჭველები ეფანტება და ტაოს აყრის? ვნებას მიაწეროს ეს თუ სიყვარულს, ვეღარ ხვდება. იმის, რომ თავს შეაყვარებს და შემდეგ გულს ატკენს მამაკაცი, ძალიან ეშინია. ამის შიში ადრე არასდროს ქონია, ალბათ იმიტომ, რომ არც არავინ ჰყავდა გვერდზე ისეთი, ვინც მისცემდა საშუალებას, რომ შიში შეეგრძნო. ახლა კი ხვდება, რომ ამაზე ცხადი შიში არასდროს დახვედრია გზაზე და ბარიერივით ეძნელება მისი გადალახვა.
–ვგიჟდები იმაზე, რომ ითენთები ჩემი ყოველი შეხებისას და რაღაც ორდინალურს განიცდი, – ღიმილით მოშორდა მამაკაცი მის ტკბილ ბაგეებს. თავადაც უკვირს, აქამდე როგორ ვერ შეტოპა უფრო ღრმად და როგორ ვერ გაითავისა ეს ქალი.
–წუხელ... – კრუსუნით წამოიწყო საუბარი ანამ და როდესაც ნიკოლოზი მიხვდა რის კითხვას აპირებდა, თან ამ კითხვას თავის ცრემლებს აყოლებდა – გაუადვილა საქმე.
–ჯერ არაფერი მომხდარა... – შეაგულიანა, თუმც პირველივე სიტყვით აღუწერელი შიში დაუტოვა.
–მეშინია... – აღსარებასავით გაისმა ქალის ხმა.
–რისი? – გულახდილად გაუკვირდა ნიკოლოზს.
–ვხვდები, რომ თავს მაყვარებ, შემდეგ კი მიმატოვებ, როგორც, ალბათ, ყველა ქალს უკეთებ, შენ ხომ ცნობადი სახე და მექალთანე ხარ, – კრუსუნებდა და ცრემლები უნამავდნენ სახის ნაზ კანს.
–ბაჭია ხარ... ჩემი ბაჭია, – სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ისევ ცერით მოწმინდა სახე, შემდეგ თბილად გაუღიმა, – შემომიშვი და კაცურ სიტყვას გაძლევ, რომ არასდროს ვიქნები შენთან ის, ვინც სხვა ყველასთან ვარ! – იმედით სავსე იყო ნიკოლოზის სიტყვები. ანას უნდოდა თუ არა, მაინც გაეღიმა და ახლა თავად გამოიჩინა, თავისდაუნებურად, ინიციატივა იმის, რომ თავადაც დაეგემოვნებინა მამაკაცის ბაგეები.
გამოუცდელობა ეტყობოდა, ძალიან, მაგრამ მაინც ტკბილად და სათუთად კოცნიდა და არა სხვა ალქაჯი ქალების მსგავსად, რომელნიც დააცხრებიან მამაკაცს და დააგლეჯენ ხოლმე ტუჩებს. ექსტრემალური პირობები ხელს არ აძლევდათ, რომ შორს წასულიყვნენ, რისთვისაც ახლა ანაც კი მზად იყო, მაგრამ მამაკაცის ინიციატივა, რომ ქალის სათუთ კისერს შეხებოდა თავისი ცხელი ბაგეები, იმით დასრულდა, რომ ქალმა ხმამაღალი კვნესა ამოუშვა და საბოლოოდ საქარე მინაზე კაკუნის ხმამ დააფეთიანა ორივე.
პოლიციელი იყო, აშკარად. გაცეცხლდა ნიკოლოზი. ხომ იცოდნენ პოლიციელებმა, რომ არ უნდა გაეჩერებინათ ვაშაძის მანქანა.
–აქ დაიცადე, – დაიჩურჩულა, ტუჩზე ცერა თითი გადაიტარა, ყალყზე დამდგარი თმა სარკეში შეიწსწორა და მანქანიდან გადავიდა.
–ლეიტენანდი ნინა ჯოლოგუა, – თავის თავზე გაგიმვით ანიშნა ჩაპრანჭულმა პოლიციელმა, – თქვენ დაარღვიეთ კანონი, რისთვისაც ვიტოვებ უფლებას, რომ ჯარიმა გამოგიწეროთ! – ტუჩების ბრეცით გაიხსენა მომხდარი.
–ხო? – ჩაეცინა ნიკოლოზს, – და შენ იცი ვინ ვარ?
–დიახ, თქვენ ვინ არ გცნობთ! – მხიარულად წამოიძახა ქალმა.
–მერე ჩემი გაჩერება რომ ჩემსავე კანონებს არღვევს და ეწინააღმდეგება ეგ თუ იცით ქალბატონო... – სახელი ვეღარ გაიხსენა და იქვე გაწყვიტა წინადადება.
–მე პოლიციელი ვარ, თქვენ დაარღვიეთ კანონი და უფლება მაქვს, რომ მიგითითოთ სწორი საქციელისკენ! შუა ქუჩაში ამგვარი აქტივობით დაკავება არც ისე სახარბიელოა თქვენი მხრიდან, ბატონო, – ნიშნისმოგებით აზიდა ცალი წარბი და ისე დააკვირდა მამაკაცს,რომელიც სიმწრით იღიმოდა. ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს არაფერი მომხდარიყო იქ.
–გამომიწერე ჯარიმა მერე, რას წიკვინებ, შენი დედა... – ნერვიულობისგან გადაისვა თავზე ხელი და ოდნავ უბიძგა ქალს მხარზე.
პოლიციის მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა. სწრაფი ნაბიჯებით გამოსცდა მანქანას და როგორც კი ქალს მიუახლოვდა, ერთმანეთს რაღაც უჩურჩულეს, შემდეგ მამაკაცმა ხელ–ბორკილი დაადო ნიკოლოზს და პოლიციის მანქანისკენ წაიყვანა. ნინამ კი კარი გახსნა და ანას მიმართა:
–გადმობრძანდით თუ არ გინდათ, რომ თქვენც იგივე ხერხით წაგიყვანოთ. მითუმეტეს, ნახევრად სუფთა ხართ! – მკაცრად დაუყვავა ქალმა და გაოგნებულ ანკას ხელები მტკივნეულად გადაუღუნა უკან.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მაპატიეთ დაგვიანებისთვის. მუზა და მე ერთმანეთში ვერ ვთანხმდებით. იმდენჯერ წავშალე და დავწერე ეს თავი, რომ აღარ ვარ 'ქალი':დ.
იმედია მოგეწონებათ და ვეცდები აღარ დავაგვიანო.
დასვენება გადამედო, ამიტომ გაგრძელდება ეს ისტორია იმაზე მეტ ხანს, ვიდრე გეგმაში იყო..
მიყვარხართ!
ახლა შემიძლია წყნარად შევცურო მონატრებულ მორფეოსის სამეფოში.. :დ



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

euuuf es ra iyo ras erchodnen axla uuuf :D male dade raa :)) am qalma iechviana uechveli :D

 


№2  offline წევრი KaTE:))

ვაიმე შვიდიანო, ეს თავი ჯერ-ჯერობით საუკეთესო იყო რაც მე წავიკითხე ^_^ ძალიან მომეწონა... მართლა... love love love
P.S თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვს შეგიძლია გაეცნო ჩემს მოთხრობას, რომელიც 29 წუთით ადრე განთავსდა საიტზე მანამ შენ გამოაქვეყნებდი თავდვე შენსას, მე მაგალითად ძალიან გამახარებ თუ შენი კომენტარით დააჯილდოვებ მითხრობას ^_^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline მოდერი D-roni

aiii ese chemo nichiero ❤❤❤

 


№4  offline წევრი N7

უღმესი მადლობა! გამიხარდა ძალიან ის, რომ მოგეწონათ❤
KaTe ვნახავ აუცილებლად❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი lamazi gogona

მომწონს.მალე დადე

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო ჩანს..გეტყობა,რომ ყველანაირად ცდილობ ბანალური არ გამოგივიდეს,რაცკარგად გამოგდის.ბოლოში პოლიციელების გამოჩენას არ ველოდი.

 


№7  offline წევრი N7

drunkinlove
საინტერესო ჩანს..გეტყობა,რომ ყველანაირად ცდილობ ბანალური არ გამოგივიდეს,რაცკარგად გამოგდის.ბოლოში პოლიციელების გამოჩენას არ ველოდი.

მე ნაკლებად, ჩარლი მეტად ცდილობს, მონდომებულია .. :დ
როცა ვიცი, რომ კითხულობენ ჩემს ნაწერს, მიჩნდება იმდენი შეგნება, რომ არ გავუცრუო მათ იმედები.
და ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ! ვბედნიერდები! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent