შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრეიპფრუტისფერი არავინ /სრულად/

28-02-2020, 00:04
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 16 546

- რა უცნაური ფერის თმა გაქვს. - გამთენიის ხუთი საათია. ქალაქს გამოფხიზლება ჯერ არ დაუწყია, მე კი მასთან ერთად შუა გზაზე ვზივარ და ჩვენკენ მომავალ მსუბუქ ავტომობილს ვუმზერ. არაფრის მეშინია, მხოლოდ სიცივე მეპარება და ხელებს ძლიერად მხვევს. თუმცა ადგილიდან არ ვიძვრი.
- წითურია. - მოკლედ ვპასუხობ ისე, რომ წითელ მანქანას თვალს არ ვაშორებ.
- არა, წითური არ არის.
- ფაქტია.
- სისულელეა. ფაქტები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ აღქმა. - ფეხები ფართოდ გაშალა და ხელებს დაეყრდნო. სიწითლეშაპერულ ცას უყურებდა და ტკბებოდა.
- ანუ ჩვენ ახლა ასფალტზე არ ვზივართ და მანქანა არ გვიახლოვდება?
- ჩვენ ახლა მინდვრის აბიბინებულ, ცვრიან ბალახზე ვართ და უზარმაზარი ჭიამაია მოფრინავს ჩვენკენ, რომელიც აუცილებლად აგვივლის გვერდს. - წარბიც არ შესტოკებია ისე მიპასუხა.
- შენს ჭიამაიას საოცრად როხროხა ხმა აქვს, მინდა გითხრა.
- შესაძლოა მართალიც ხარ.
- ვინ ხარ?
- ვინ გინდა, რომ ვიყო? - ღიმილით მეკითხება და მე მის არაბუნებრივად თეთრ კბილებს თვალს ვერ ვწყვეტ.
- არავინ. უფრო სწორად, არ ვიცი. - ტუჩები უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე.
- სანამ ზუსტად მოიფიქრებ, არავინ ვიქნები.
- ეგ როგორ?
- აი, ასე.
- როგორ შეიძლება იყო არავინ?
- შეიძლება. თუ შენ თვლი, რომ არავინ ვარ, მე შენთვის არავინ ვარ და მორჩა.
- მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანებზე ეგრე ვერ იტყვი. - შევედავე. არ იყო ყოველივე იმდენად მარტივი და უბრალო, როგორც ის ამბობდა.
- ჰიი, რატომ ? - ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს. თითქოს სამუდამოდ მიეკრო მის ნაკვთებს და ძალითაც რომ მოგენდომებინა, ვერასდიდებით მოჰპარავდი მას. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მეგონა, რომ აბსურდს ლაპარაკობდა.
- როგორ თუ რატომ? როდესაც ქმნი ატომურ ბომბს, როდესაც წერ ან ხატავ შედევრს, როდესაც პლანეტას განადგურებით ემუქრები, განა არავინ ხარ?
- პი-პი. - გაწელა მან, როდესაც მანქანამ გვერდი უკმაყოფილოდ აგვიარა. - როხროხა ჭიამაიამ ორ პეპელას გვერდი წარმატებით აუარა და წინმდებარე ყვავილისკენ აიღო გეზი! - წამოიძახა და მოხრილი ხერხემალი გაასწორა. - შენ გეშინია, რომ პლანეტასთან ერთად განადგურდები, ის ადამიანი კი მტრად გესახება. მაგრამ როდესაც სიკვდილი, პლანეტა და მისი მაცხოვრებლები არ გადარდებს, ის უბრალოდ არავინაა.
- რა მარტივად მსჯელობ, ნუთუ არაფერი გადარდებს ?
- მე ეს არ მითქვამს. - თვალებში ჭინკები აუთამაშდა. ახლაღა შევამჩნიე, რომ მის თვალებს მოწითალო ფერი დაჰკრავდა.
- ანუ გადარდებს ?
- არც ეგ მითქვამს. - გადაიხარხარა.
- ნუ მაბნევ. - გავბრაზდი და აშკარად დამეტყო კიდეც. მან კი ჩემი ნათქვამი ყურად არ იღო და ჩემს გრძელ თმას დასწვდა, ორ თითს შორის მოიქცია და დაყნოსა.
- არა, აშკარაც არ ჰგავს წითურს. არც წითელია, არც ნარინჯისფერი.
- მიპასუხე. - ვუთხარი და თმა გამოვტაცე.
- რაზე?
- არავინ გადარდებს?
- შესაძლოა.
- რატომ?
- რატომ უნდა მადარდებდეს?
- ახლო ადამიანები არ გყავს? - გავოცდი და მთელი ტანით შევბრუნდი მისკენ.
- შეიძლება ითქვას, რომ კი, ან რომ არა, ან, ან… რომ წარმოიდგინო, რომ არავინ გყავს, არც ვინმე გადარდებს.
- ამის წარმოდგენას როგორ ახერხებ?
- მარტივად, ძალიან მარტივად.
- ვინ ხარ?
- არავინ.
- ნუ მეთამაშები. - კიდევ რამდენიმე მანქანამ ჩაგვიქროლა გაბმული სიგნალით, თუმცა ამჯერად სცენა არ დაუდგამს.
- მართლა არავინ ვარ შენთვის. არც სახელი, არც გვარი. ახლა თუ წავალ და აღარასოდეს გამოვჩნდები, შენ ჩემს არსებობაშიც კი ეჭვი შეგეპარება.
- სისულელეა!
- არანაირად. - ფეხი მოხარა და ხელი მუხლზე იდაყვით დააყრდნო. - არანაირი დამამტკიცებელი საბუთი გექნება, რომ ჩემს რეალურობაში ეჭვი არ შეგეპაროს.
- გამორიცხულია. - თავი გავაქნიე.
- გამორიცხული არაფერია.
- გააჩნია როგორ აღიქვამ. - ნიშნის მოგებით ვუპასუხე და გავიკრიჭე.
- მომწონხარ. - ზურგზე გადაწვა იგი. - მარტივად ითვისებ.
- არ მესმის.
- ვერც გაიგებ, სანამ შენს ტყავზე არ გამოცდი. ასე არაა? წარმოიდგინო რაღაც, ადამიანს ძალიან რთულ ამოცანად ესახება, როდესაც ეს არ გამოუცდია. არა, წარმოიდგენს, მაგრამ რეალური შეგრძნებები წარმოსახვას იშვიათად თუ დაემთხვევა.
- ამაში გეთანხმები, თუმცა ვერ დამაჯერებ მაინც, რომ ეჭვს შევიტან შენს არსებობაში. გხედავ, ვამჩნევ, რომ სუნთქავ, იღიმი, თვალებს ახამხამებ… - კვლავ ვედავებოდი მე.
- და ეგ საკმარისია იმისთვის, რომ ვიარსებო? - ჩაეცინა. - იქნებ ილუზიაა, იქნებ გეჩვენები? თუ არავინ დაგიმტკიცებს ჩემს არსებობას, ყოველთვის იფიქრებ ჰომ არ მომეჩვენაო.
- იგივე იქნება, თუ მე წავალ ახლა და აღარასოდეს გამოვჩნდები? - აინუნშიაც არ ჩავაგდე მისი ნათქვამი. უკვე ბრაზი მიპყრობდა, რადგან რაღაც ლოგიკის მარცვალი ვიპოვე მის აზრებში.
- სავსებით შესაძლებელია. - მკრთალად გამიღიმა.
მე კი მოვიღრუბლე. როგორ? ის ჰომ მესაუბრება, შეუძლია შემეხოს კიდეც. დარწმუნდეს, რომ რეალურად ვარსებობ. როგორ შეიძლება ამაში ეჭვის შეტანა? რა რთულია, როდესაც შენში ეჭვი ეპარებათ.
- აი, გესმის? - მოულოდნელად მისი მიტკალისფერი დიდი ხელი ავიღე და ჩემს გულს მივაბჯინე. - გრძნობ? გული მიცემს. ამის შემდეგ ვერასოდეს შეიტან ეჭვს ჩემს არსებობაში. - თვალები ოდნავ გაუფართოვდა და ჩაეცინა.
- რატომ გინდა, რომ დაგიმახსოვრო და დარწმუნებული ვიყო, რომ არსებობ?
- იმიტომ, რომ…
- იმიტომ, რომ?
- იმიტომ, რომ, როდესაც სხვამ იცის, რომ არსებობ ე.ი. მართლა არსებობ. - მაშინ მეგონა, რომ ბოლო დონის სისულელე წამოვროშე. წლების შემდეგ კი გავიაზრე, რომ ყოველივე, რაც ამ წამის შემდეგ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, განაპირობა ზუსტად ამ ფრაზამ.
ორიოდე წუთი დაჟინებით მაშტერდებოდა სახეში და ცოტათი წამოვწითლდი კიდეც. ავფორიაქდი და პულსიც ამიჩქარდა. ის კი გრძნობდა ამას. მას ჯერ კიდევ მიბჯენილი ჰქონდა ხელი ჩემს გულზე.
- მე… - ოდნავ ჩახლეჩილი ხმით დაიწყო. - მე მინდა დამიმახსოვრო, მინდა არასოდეს შეგეპაროს ეჭვი ჩემს არსებობაში.
- არასოდეს!
***
არ ვიცი მაშინ ეს რატომ ვუთხარი. არ ვიცი, წარმოდგენაც კი არა მაქვს, მაგრამ ადრენალინის არნახული დოზა მოაწვა ჩემს სისხლძარღვებს, თითქოს ჩემი ცხოვრების ამაზრზენად საპასუხისმგებლო მისია მომეცა, რომელიც სიცოცხლის ფასად უნდა შემესრულებინა.
მან კი ჩემს სიტყვებს ასე უპასუხა:
- მაგრამ მაინც იფიქრებ, რომ ეს ყველაფერი ილუზია იყო. - ჩემს გულს ხელი გაუშვა, სიტყვის თქმა არ დამაცადა და წავიდა.
თან კი რაღაც ამოუხსნელად მნიშვნელოვანი წაიღო თურმე. ის, რაც მჭირდებოდა იმისთვის, რომ მესუნთქა. მან ჩემი თავისუფლება გამომტაცა. ან მე აღვიქვამდი ამას ასე.
თითქოს ჩემს პირად დედამიწაზე ჟანგბადი სრულიად ამოტუმბა, მე კი ჩასუნთქული ჰაერის ანაბარად დავრჩი.
მაგრამ როდესაც წავიდა, უკან დადევნება აზრადაც არ მომსვლია. მე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფერს. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი. როდესაც წავიდა, ჯერ კიდევ მე "მე" მეგონა და… ვცდებოდი.
მასზე ფიქრი კანქვეშ შემიძვრა და ჩემი სასიცოცხლო ენერგიით დაიწყო საზრდოობა. დრო ლოკოკინასავით მიიზლაზნებოდა, მე კი ყოველწამს ვცქმუტავდი. გამუდმებით მასზე მეფიქრებოდა, მესიზმრებოდა. ვცდილობდი ყოველი დეტალი აღმედგინა ჩვენი შეხვედრიდან, სულ მცირეც კი. ძვლებში მტეხდა და შიშისგან მაკანკალებდა. იმედის ვერგამართლების მეშინოდა და ამ შიშმავე დამღუპა.
ნუთუ შესაძლებელია ადამიანს სისხლისფერი თვალები ჰქონდეს?
ნუთუ ბუნებრივია საოცრად თეთრი კანი? ან ამდენად თოვლისფერი კბილები? ნუთუ…

მე მას ვესაუბრებოდი, მე მას შევეხე, მე ის შემიყვარდა… შემიყვარდა და შემზიზღდა, რადგან ცამდე მართალი იყო.
გადიოდა წლები და მისგან არაფერი გამიგია. არსაიდან მოსული ჭია და უკვე ძვლებამდე იყო მისული და მღრღნიდა.
მჯეროდა, მთელი არსებით მწამდა, რომ ეს ყოველივე რეალური იყო. ამას ვგრძნობდი მთელი ჩემი რაობით.
ამ ყველაფერს კი საღი აზრი კლავდა. ის საღი აზრი, რომელიც საერთოდაც არ იყო საღი. ის რაციონალიზმი მანადგურებდა, რომელიც ირაციონალური იყო.
მეცინებოდა საკუთარ თავზე და ამავდროულად ცრემლები მახრჩობდა.
მე არავინ მჭირდებოდა.
მე ჩემი არავინ მჭირდებოდა.
***
- მივხვდი! გრეიპფრუტისფერია! - მესმის შუა გზაზე გართხმულს და ვგრძნობ როგორ იწყებენ ცრემლები ჩემს ხრჩობას. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვხვდები, რომ ეს ყველაზე სულელური საქციელია, რომელიც ოდესმე ჩამიდენია. - ჩუ, ნუ ტირი. - ამბობს და სველ ლოყებზე მეფერება.
- მაპატიე. - უიმედოდ ვხავი და სლუკუნს ვიწყებ. ყველა გრძნობა ერთიანად ფეთქდება და მე მათ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ.
- არ გეგონოს, რომ შენ მე იმედი გამიცრუე. უბრალოდ ასე მოხდა. - მეუბნება და გულში მიკრავს.
- უბრალოდ არაფერი ხდება, მაპატიე, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იწინასწარმეტყველე. მაპატიე!
- შენ ეჭვი მხოლოდ იმიტომ შეგეპარა, რომ მე გითხარი ამ ეჭვის შესახებ. სხვა შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა.
- მეზიზღები, მეზიზღები, რადგან ყოველთვის ყველაფერი იცი და ამავდროულად არასდროს არაფერი! შენ გაანადგურე შენივე ხელით ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო!
- რა იცი, რომ არ ყოფილა? - მეკითხება, ხელს კვლავ გულზე მაბჯენს და ჩემ თვალწინ მთელი ცხოვრება მიჰქრის. ის ერთი დიალოგი იდეალური ცხოვრების ტოლფასი იყო, გრეიპფრუტისფერი არავინ კი ჩემი ცხოვრების ადამიანი.
ღრმად ჩავისუნთქე და ჭიამაიამ, რომელიც ჩვენკენ მოფრინავდა, გეზი არ შეიცვალა და გვერდი უბრალოდ ვერ აგვიარა.

ჯანდაბა, ამის დედაც! უბრალოდ ასე მოხდა!

№1  offline წევრი amalia miyvarxar

მაგარიაააააა

№2  offline წევრი ninio nino

ეხლაწავიკითხე წარმატებები

№3  offline მოდერი Catherine Di Perso

amalia miyvarxar
მაგარიაააააა

გმადლობ ^^

ninio nino
ეხლაწავიკითხე წარმატებები

მადლობა ❤❤

№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არ ვიცი რატოომ მომეწონა..
მაგრამ სიგიჟემდე მომეწონა!

№5  offline მოდერი Catherine Di Perso

ანი ანი
არ ვიცი რატოომ მომეწონა..
მაგრამ სიგიჟემდე მომეწონა!

ვაიჰ, გამახარე ^~^ გმადლობ ❤

№6  offline მოდერი guroo

თბილი და საყვარელი გრძნობებისა და განცდების დასაუფლებლად იდეალური ვარიანტია, რომ ეს ჩანახატი წაიკითხო. ვერ ვიტყვი, რომ გამაკვირვე. ადრეც აღვნიშნე, ელპინის შემოქმედებას ძალიან ჰგავს შენი... ერთი კითხვა მაქვს. "ის რაციონალიზმი მანადგურებდა, რომელიც ირაციონალური იყო" - ეს რას ნიშნავს?ამაში რას გულისხმობ?
რა თქმა უნდა, საიტერესო პარადოქსი და ანტაგონიზმია, მაგრამ მომეჩვენა, რომ მეტი განმარტება სჭირდება. უფროსწორად, მგონია, რომ გაუზარებლად გაქვს დაწერილი და მხოლოდ გამომსახველობით ინტერესებს ემსახურება.
შენს პასუხს იტერესით ველი. მჯერა, დამაჯერებელ და საინტერესო განმარტებას შემომთავაზებ

№7  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo

ელპინის შემოქმედებას არ ვიცნობ, ამაზე ვერაფერს გეტყვი.
რაც შეეხება მეორე საკითხს - ირაციონალური რაციონალიზმი. მას სჯეროდა და მან იცოდა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი იყო, მაგრამ მაინც ეჭვი სჭამდა. რაციონალურად იაზრებდა, რომ რეალურად მართალი იყო არავინ, როდესაც ამბობდა, რომ დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ არავინ არსებობდა, არ არსებობდა. გამომდინარე აქედან, ის, რომ რაციონალურად უდგებოდა საკითხს და ცდილობდა გარკვეულიყო რეალობა იყო თუ ილუზია, სრულიად ირაციონალური ქმედება იყო. დარწმუნებული იყო არსებობაში და ამავდროულად არარსებობის რაციონალურ გამართლებას ეძებდა. It's so f"cking weird, but it's true.
არ მჩვევია მხოლოდ ხატოვნებისთვის ამგვარი პარადოქსების სროლა. თავად მაქვს იგივე განცდილი ერთი ერთში, სხვაგვარად ვერ გავბედავდი სიტყვების ამგვარად თამაშს.
გმადლობ შეფასებისთვის ❤

№8  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso

კარგია, რომ პასუხისმგებლიანი მწერალი ხარ.
ელპინის შემოქმედებას უნდა გაეცნო, თუ კითხვა არ გეზარება. ამ საიტზე იმ ავტორთაგან ერთ-ერთი უპირველესია,რომლის ისტორიებსაც სულმოუთქმელად უნდა ელოდე.
რაც შეეხება შენს პასუხს, კმაყოფილი ვარ, რომ მოლოდინები გამიმართლე.

№9  offline წევრი Spongebob

დადების წუთიდანვე ვიცი რომ აქ ეს ისტორია არსებობს,მაგრამ თავს გარიდებდი. ახლა ვნანობ,მაგრამ არაუშავს,მთავარია რომ საბოლოოდ მაინც წაგიკითხეთ. მიუხედავად იმისა რომ წერის განსხვავებული სტილი გაქვს მაინც ყველაფერი მარტივი გასაგები იყო,ადვილად შესაგრძნობი დ ეს ძალიან კარგია. დანარჩენ ისტორიებსაც გავეცნობი და ვფიქრობ,მომავალშიც აუცულებლად დაგელოდები ხოლმე,წარმატებები❤

№10  offline მოდერი Catherine Di Perso

Spongebob
დადების წუთიდანვე ვიცი რომ აქ ეს ისტორია არსებობს,მაგრამ თავს გარიდებდი. ახლა ვნანობ,მაგრამ არაუშავს,მთავარია რომ საბოლოოდ მაინც წაგიკითხეთ. მიუხედავად იმისა რომ წერის განსხვავებული სტილი გაქვს მაინც ყველაფერი მარტივი გასაგები იყო,ადვილად შესაგრძნობი დ ეს ძალიან კარგია. დანარჩენ ისტორიებსაც გავეცნობი და ვფიქრობ,მომავალშიც აუცულებლად დაგელოდები ხოლმე,წარმატებები❤

ვუაიჰ, ძალიან გამახარე ეხლა შენ. მადლობა დიდი ❤❤

№11 სტუმარი სტუმარი Keti

არ ხარ ვალდებული ამ საიტზე ვინმეს შემოქმედებას გაეცნო,
აქ ყველაფერი პირიქით არის, ამიტომ თუ გინდა განვითარდე უბრალოდ ატვირთე და ბევრი წერე.
მე მომეწონე!
არ მინდა ფერები გამოგსტყუონ, ამიტომ წერე შენთვის, არ იკითხო აქ ვინმეს ნამუშევრები და შენი მუზები ზოგჯერ ჩვენც გაგვიზიარე.

მერწმუნე, ამაზე უკეთეს რჩევას აქ ვერ მიიღებ.
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი <3

№12  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი Keti
არ ხარ ვალდებული ამ საიტზე ვინმეს შემოქმედებას გაეცნო,
აქ ყველაფერი პირიქით არის, ამიტომ თუ გინდა განვითარდე უბრალოდ ატვირთე და ბევრი წერე.
მე მომეწონე!
არ მინდა ფერები გამოგსტყუონ, ამიტომ წერე შენთვის, არ იკითხო აქ ვინმეს ნამუშევრები და შენი მუზები ზოგჯერ ჩვენც გაგვიზიარე.

მერწმუნე, ამაზე უკეთეს რჩევას აქ ვერ მიიღებ.
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი <3

უღრმესი მადლობა ❤ სხვის ნაწერებს არ მივცემ საშუალებას, რომ ჩემზე იმოქმედონ. ეგ პერიოდი წარმატებით გადავლახე. გაგიზიარებთ ჩემს მუზებს ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent