შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 6-


28-02-2020, 00:51
ავტორი Marrieakh
ნანახია 991

დილით სამზარეულოდან გამოსულმა ხმაურმა გააღვიძა, ისე უნდოდა ძილის გაგრძელება, მაგრამ შემდეგ გაახსენდა წუხანდელი ამბები და თავი წამოწია საწოლიდან. ფანჯარაში რომ გაიხედა დაინახა მოღრუბლული ცა, რამაც საკმაოდ სასიამოვნო გრძნობა დაუტოვა, რადგან წვიმიანი ამინდი მის დღეს ეხმარება მეტად მშვიდად და ნოსტალგიურად ჩაიაროს, რაც მისთვის ყველაზე... ყველაზე საყვარელი მომენტია. საათს რომ დახედა ცხრა ხდებოდა, ამიტომ თავის მოწესრიგებას სწრაფი ტემპით შეუდგა, ტანსაცმელი ჩაიცვა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში რომ შევიდა დაინახა ლამად გაწყობილი დილის სუფრა, და ფანჯარასთან მდგარი დაჩი, რომელსაც ყავის ფინჯანი დაეჭირა ხელში და ელოდებოა ვიკას. დანახვისთანავე ღიმილით დახვდა ის.
-ვეცადე რაღაც მომეხერხებინა...მართალია ცოტა გამიჭირდა შენს სამზარეულოში ტრიალი მაგრამ მგონი თავი გავართვი.
გაიღიმა ვიქტორია და სკამზე ჩამოჯდა.
-რა გინდა?. ვაღიარებ კარგად გაართვი თავი... მოსვა თეთრი ფინჯნიდან ყავა, მაგრამ მიხვდა დღეს რამდენი ყავაც არ უნდა დაელია მაინც ვერ შეძლებდა გამოფხიზლებას. -აბა როგორ გეძინა? ძალიან უკომფორტოდ ხომ არ იწექი?
მივიდა და ისიც მაგიდასთან ჩამოჯდა.
-სიმართლე რომ გითხრა საერთოდ არ მძინებია.
ქვემოდან ამოხედა ვიკამ.
-ამდენად მოუხერხებლად იწექი?
-არა არაა... მაგაზე ნუიფიქრებ უბრალოდ ვერ დავიძინე.
-ისე მეძინება.. მაგრამ სამსახური ახლა ყველაფერს აფუჭებს.
-სამსახურში მე გაგიყვან... ფანჯარა გამოხსნა და გაიჭყიტა. ქუჩიდან ნესტის სუნი შემოვიდა, რამაც ოთახში გამჯდარი თამფაქოს სუნი ნელ-ნელა გააქრო.- წვიმას აპირებს.მათ ლაპარაკს ხელი შეუშალა ჭექა-ქუხილის ხმამ, რომელიც ვიკასთვის რაღაც განსაკუთრებულთან ასოცირდებოდა. -საღამოსაც გამოგივლი და სადმე გავიაროთ არ გინდა?
იმედგაცრუებულმა გადახედა დაჩის თან გაუღიმა და უთხრა.
-ნეტა იცოდე რამდენად მიშველიდა საღამოს შენთან ერთად თუნდაც ყველაზე სულელურ თემაზე საუბარი, მაგრამ ჩემს უფროსს უნდა შევხვდე.
მისი სიტყვები არ ესიამოვნა, მეტიც ძალიან გაბრაზდა და ყველაფერი წამებში შუბლზე დაეწერა.
-დაველაპარაკო შენს უფროსს? ვიცნობ მაგას შორიდან.
-არა დაჩი პრობლემები ახლა ნამდვილად არ მჭირდება, ერთ საღამოს გადავაგორებ რამენაირად და მერე სულ დაიკარგება.
-ვიკა სერიოზულად გეუბნები! თუ გაწუხებს იცოდე არ გაჩუმდე და ყველაფერი მითხარი. მთელ სახეზე ალმური ასდიოდა, იცოდა შორიდან რა ნაგვის გროვაც იყო ის "გომბეშო", ამიტომ მეტად ბრაზდებოდა და თითქოს მასში ეჭვიანობის გრძნობაც ნელ-ნელა მძაფრდებოდა, მაგრამ რატომ ეჭვიანობდა ასე ძალიან მაინც ვერ გაეგო.
-კარგი რა, ამას მართლა მეუბნები?.. დაჩი ხომ იცი არც ხმამაღლა საუბარი გამიჭირდება და არც სწორი პასუხის დაბრუნება მათთვის ვინც ჩემს შეწუხებას გაბედავს.
-არ ვიცი ვიკა მე გაგაფრთხილე და ახლა შენი საქმის შენ იცი. ხმაურიანად დადგა ყავის თეთრი ფინჯანი მინის მაგიდაზე და მანქანის გასაღები აიღო. -მანქანაში დაგელოდები.
სახლიდან რომ დააპირა გამოსვლა, ზუსტად მაშინ გაიგო კარზე კაკუნი. კარში თინი დახვდა სველი თმით, "კოპლიანი" ბოტებითა და ტანზე ყვითელი საწვიმარით. ხელში კი ვებერთელა ჩემოდანი ეჭირა.ფეხები გაიწმინდა საფენზე და ბუზღუნით დაიწყო მეგობართან საუბარი, მისალმება სულ არ ახსოვდა რა იყო.
-შემხვდა ის ჰიპოპოტამი, კიბეებზე ჩადიოდა რა უნდოდა აქ ამ დილა ადრიან.
ვიკამ ჯერ გაიკვირვა თინას ამხელა ჩემოდნით დანახვა, შემდეგ კარი დაკეტა და ხელით მიანიშნა შესულიყო მისაღებში.
-ფეხზე დაიხადე, არ ამიტალახო აქაურობა. საწვიმარი გამოართვა და აბაზანაში დადო, რომ გამოვიდა განაგრძო. -დილა ადრიან კი არა წუხელ მოვიდა გვიან და აქ დარჩა... თინა მშვიდობა გაქვს შენ? ერთხანს მიაშტერდა მეგობარს, მანამდე ვერ მოვიდა აზრზე სანამ ტელეფონის რეკვის ხმა არ გაიგონა. -ჯანდაბა... მისმინე უნდა გავიქცე, ძალიან მაგვიანდება ჩემი ასისტენტი მირეკავს, ვინ იცის იქნებ გააგიჟა იმ გომბეშომ ჩემი დაგვიანების გამო...
-მიდი მიდი.. მე მაინც ჯერ არსად ვაპირებ წასვლას. სიცილით უთხრა და სამზარეულოსაკენ გაფლარტუნდა.
-საჭმელი მაცივარშია, შაქარია მხოლოდ საყიდელი თუ არ დაგეზარება ჩაირბინე მაღაზიააში, დღეს ცოტა დამაგვიანდება, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.
გასძახა კორიდორიდან და სახლიდან გავიდა.



№1  offline წევრი ნაამა

კარგია ძალიან ძაალიან მომწონს❤️ასე გააგრძელე ❤️

 


№2  offline წევრი Marrieakh

ნაამა
კარგია ძალიან ძაალიან მომწონს❤️ასე გააგრძელე ❤️

ძააალიან ძააალიან გამახარე heart_eyes მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent