შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 5-


27-02-2020, 02:26
ავტორი Marrieakh
ნანახია 1 029

ბუნდოვნად ჩაესმის ყურში ბარიტონი, უნდა თვალების გახელა, მაგრამ სიზმარი ჰგონია და ძილს აგრძელებს. არა და არ ჩუმდება, კიდევ ეძახის, გამუდმებით სთხოვს თვალის გახელასა და გაღვიძებას. თვალებს ნელ-ნელა ახელს და სილუეტი, რომელიც თვალ წინ უდგება მასში შიშს იწვევს, ამიტომ ინსტიქტურად თხელ ნაჭერს, რომელიც ტანს უფარავს, ხელებით ებღაუჭება და ცდილობს მთელი ტანი უკან გააცუროს. ბოლოს თვალები გაახილა და დაჩის დამაშვიდებელი ხმაც გაიგონა.
-ვიკა მე ვარ... მე .... ნუ გეშინია
სიტუაცია რომ ბოლომდე გააანალიზა წამოჯდა, ერთხანს თვალიი გაუშტერა დაჩის, შემდეგ კი ერთიანად ამოიღო ყველაფერი რაც გულში ჰქონდა დაგროვილი იმ წამს.
-შენ სულ გადაირიე ხო? შუაღამეს მადგები და გულს მიხეთქავ. ახლა მამშვიდებ, საერთოდ რომელი საათია და აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-არ მაფიქრებინო, რომ ახლა ზრდასრული 21 წლის გოგოს ნაცვლად 3 წლის ბავშვმა გაიღვიძა
ჩაისუნთქა ღრმად და ბალიში გაასწორა, რათა კომფორტულად დამჯდარიყო.
-როგორ შემოაღწიე აქ?
ტუჩის კუთხესთან ორი ნაკეცი გაუკეთდა დაჩის,
-კარგი რა.. მეორე სართულზე მაინც არ ცხოვრობდე.
-ნუ მაიძულებ ყველაფერი ჩავრაზო!. თვალი გაუსწორა დაჩის.-შეგიძლია სამზარეულოში დამიცადო?. ადგა ახოვანი მამაკაცი, რომელიც ვიკას საწოლთან მუხლებზე დამდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული იყო დაჩიზე, ბრაზზე მეტ ადგილს მასში გაკვირვება იკავებდა. თავში მილიონობით კითხვა უტივტივდებოდა, რომელიც აუცილებლად პასუხგაუცემელი დარჩებოდა მისთვის.
საძინებლის პატარა აბაზანაში შევიდა და თავი ოდნავ მოიწესრიგა, ზემოდან თხელი მოსაცმელი მოიცვა და სამზარეულოსაკენ გაემართა.
-ყავა? მოკლედ მოუჭრა შეკითხვა, რადგან მას კარგად ესმოდა ყოველთვის ვიქტორიასი და აღარ იყო ბევრი საუბარი საჭირო, თანაც გაბრაზება რაიმე ჟესტით ხომ უნდა გამოეხატა.
-ახლა ნამდვილად მჭირდება.
მიბრუნდა და დაიწყო ყავის გაკეთება, თან ინტერესმა სძლია და იქიდანვე დაუწყო საუბარი.
-რამ მოგიყვანა აქ აღარ იტყვი?
აფორიაქდა დაჩი, სიტყვებს ვეღარ პოულობდა, არ იცოდა როგორ უნდა დაეწო საუბარი. ბოლოს რაღაცნაირად მაინც მოახერხა.
-ვიკა არ მინდა ჩემში ეჭვი გეპარებოდეს, ვიცი უნდა მეთქვა ერთი სიტყვა მაინც იმაზე, რომ მივდიოდი მაგრამ ვერ მოვასწარი.
ხმას არ იღებდა საღამურში გამოწყობილი ქალბატონი, რადგან ხვდებოდა, რომ დაჩი რაღაც რთულზე აპირებდა საუბარს, ამიტომ ისევ ჩუმად დგომა, საქმის გაგრძელება და მისი მოსმენა ამჯობინა.
-გერმანიაში წასვლა ჩემი ნება არ ყოფილა, ორი წლის წინ მამაჩემმა დამირეკა და მაცნობა,რომ აზარტული თამაშების გამო დააკავეს, მთელი ქონება რაც კი გააჩნდა თამაშში წააგო, მისი კომპანია კი ძლივს გადარჩა, ეგეც დედაჩემის მეშვეობით, მათ რომ ხელი ჰქონოდათ მოწერილი არანაირი შემოსავლის წყარო არ დაგვრჩებოდა. არ გეგონოს ახლა შუა ღამეს შენთან მოვედი და თავს ვიმართლებ რაიმეში, ვფიქრობ არ უნდა გქონდეს ჩემზე არასწორი წარმოდგენა, არ მინდა ჩემმა ძველმა მეგობარმა, რომელიც... ვიკა უბრალოდ არ მინდა ჩემზე არასწორი შეხედულება შეგექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე რთულ პერიოდში გაუფრთხილებლად მარტო დაგტოვე.
ყავის ფინჯნები მაგიდაზე დადგა და სკამზე ჩამოჯდა. ახლა უნდოდა ძალიან, ძალიან ხმამაღლა ეტირა, დაჩის მხარზე თავი დაედო და მისი დამშვიდება მოესმინა, მარამ არა... სიამაყე ამის უფლებას არ აძლევდა, ამიტომ მისი გული ახლა ბოლო ხმაზე ტიროდა და ეს მისთვის ასჯერ მეტად რთული იყო. თავი მაიც გაიმაგრა, არც ერთი წამით არ უფიქრია, რომ დაჩი მის შინაგან ტკივილს დაინახავდა, მაგრამ ძალიან სცდებოდა, დაჩის იმაზე კარგად ესმოდა მისი, ვიდრე ნებისმიერი წარმოიდგენდა.
- გავალ მოვწევ, მანამდე შეგიძლია დაფიქრდე მაპატიებ თუ არა.
- არ გინდა, ჩემი სახლი ჩემი სამფლობელოა, ფანჯარას გამოვხსნი და შეგიძლია ოთახში მოწიო. წამოდგა ფანჯარა შემოხსნა, ქუჩაში სიმშვიდე იყო, მიუხედავად იმისა, რომ შუა ზაფხული იყო გარეთ სასიამოვნო ნიავი ქროდა, რომელიც ძალიან ესიამოვნა მას.-ოღონდ ერთი მეც მინდა. ეშმაკურად მოელვარე თვალები შეავლო ახლოს მჯდომ მამაკაცს, მოუკიდა სიგარეტს და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-მომენატრა, ძალიან მომენატრა... დაჩი ძალიან მიჭირს, ხანდახან იმდენად უკონტროლო ვხდები ამას ვერც აღვწერ. რომ მახსენდება მისი თბილი გამოხედვა ცხოვრება უკუღმა ტრიალდება... 11 წლის და დავკარგე და ეს დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება ჩემთვის.
წამოდგა დაჩი და ხელებით ანიშნა მასთან მისულიყო. ბოლო ნაფაზი დაარტყა სიგარეტი ჩააქრო და ძალიან ძლიერად ჩაეხუტა ქალბატონი ვიქტორია. ეს ჩახუტება არ ჰგავდა დანარჩენ ჩახუტებას, ეს იყო რაღაც სხვა არაამქვეყნიური, ყველაზე თბილი და გამორჩეული გრძნობა, რაც მათ აქამდე არც ერთხელ არ განუცდიათ, მაგრამ ეს გრძნობა თავისთვის დარჩება და ეცდება მეორედ აღარ დაბრუნდეს.
-უნდა წავიდე, გაგაღვიძე, შეგაწუხე, რაც არ მასვენებდა ის მოგიყევი და გამიხარდება თუ ამას გაგებით მოეკიდები, თუ არა და რა გაეწყობა.
-დაჩი შეგიძლია დარჩე... აკვირდებოდა დაჩი მის ღიმილს და ხვდებოდა რამდენად გულწრფელი ემოციებით იყო ვიკა სავსე, რამდენ ტკივილს იტევდა მისი გული, მაგრამ ის მაინც გულწრფელი იყო და თავს არ კარგავდა. -მისაღებში დაწექი და ხვალ წადი, ჩემთვის პრობლემა არ არის შენი აქ ყოფნა.
დასაძინებლად ორივე დაწვა, ხან იქით გადატრიალდნენ, ხან აქეთ. მთელი ღამე ვერც ერთმა ვერ მოხუჭა თვალი, ბოლოს გამთენიისას დაეძინა ვიკას, მაგრამ დაჩის ძილი კვლავ არ მიჰკარებია არც ერთი წამით, უძილობის გრძნობასაც კი არ შეუწუხებია ის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent