შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 4-


26-02-2020, 00:37
ავტორი Marrieakh
ნანახია 9 511

მას შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა გავიდა, დაჩი წამით მოსვენებას არ აძლევდა ვიკას, ყოველ დღე ურეკავდა, მაგრამ უშედეგოდ. ფიქრობდა ვიქტორია, რომ უნდა მოესმინა დაჩისთვის, მაგრამ ამისათვის ის მზად ნამდვილად არ იყო. მათ არაფერი განსაკუთრებული არ აკავშირებდათ, არც რაიმე ძალიან ახლო, მაგრამ ასეთი იყო ვიკას ბუნება, მას არ მოეწონა დაჩის საქციელი, ამაზე გაბრაზდა და ეს ბრაზი გულიდან დღესაც ვერ ამოიღო. სინამდვილეში არანაირად არ იყო ის ვალდებული, გოგონასთვის აეხსნა რატომ და რისთვის წავიდა მოულოდნელად ქვეყნიდან, მაგრამ გულის სიღრმეში მას რაღაც მოსვენებას არ აძლევდა, ამიტომ ძველი მეგობრის დაკარგვას, ისევ თავისი პრობლემის შესახებ საუბარი არჩია.
***
თვალები გაახილა და აქეთ-იქით მიმოიხედა. თინის არანაირი ნაკვალევი არ ჩანდა სახლში, არც დილით გააღვიძა ვინმემ, არც სამზარეულოდან ისმოდა თეფშების მტვრევის ხმა და არც მუსიკა იყო ბოლო ხმაზე ჩართული. საათს რომ დახედა მიხვდა, დიდხანს ვეღარ ინებივრებდა საწოლში, ამიტომ ადგა და მოწესრიგებას შეუდგა.
კაბინეტში შესვლისთანავე ანა გამოცხადდა მასთან კაპუჩინოთი ხელში და აცნობა, რომ ბატონ გეგას სურდა მასთან საუბარი,
-ახლა ის შეხვედრაზეა და ნახევარ საათში მოითხოვა თქვენთან საუბარი.
-მადლობა ანა შეგიძლია საქმე განაგრძო.
მიეყრდნო სავარძელს და თავი უკან გადააგდო. ყოველთვის ეზარებოდა ბატონ გეგას კაბინეტში სტუმარივით ჩამოჯდომა და მისი პრეტენზიების ან შექების მოსმენა, მას ადამიანები არ სძულდა, მაგრამ ეს ნამდვილად უკიდურესი შემთხვევა იყო, ეს კი თავად გომბეშოს დამსახურებაა.
პიჯაკი შეისწორა, ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა. მალევე გაიგონა ხრინწიანი და შემზარავი ხმა კარს იქიდან
-შემოდი. მისი ხმის გაგონება დილიდანვე წარმოგიდგენიათ რამდენად საშინელ შეგრძნებას დაუტოვებდა მთელი დღის განმავლობაში?. უფრო მეტიც, მისი ლაპარაკი და მითითებები უნდა აეტანა.
კარი შეხსნა და პირდაპირ სავარძელში მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და წელში გაიმართა.
-დილამშვიტობის ბატონო გეგა, მიუგო მშვიდი ტონით და ამას ღიმილი დააყოლა, რომელიც საშინლად ხელონური იყო, მაგრამ "გომბეშოს" ჭკუას აკარგინებდა.
-როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები.
ვიკამ მადლობის სანაცვლოდ კიდევ გაუღიმა და სთხოვა პირდაპირ საქეზე გადასულიყო.
-ამ ერთი კვირის მანძილზე ძალიან კარგად გიმუშავია ჩემს აქ არ ყოფნაში.
ვიქტორიამ მოკლედ მოუჭრა.
-შევეცადე.
"გომბეშო" გრძნობდა, რომ ვიკა მასთან დამოკიდებულებას არ იცვლიდა და მისთვის თავი უბრალოდ მის დამხმარედ მოჰქონდა. ეს ბატონ გეგაში ყოველთვის ცვლიდა ხასიეთს და მის შინაგან "მე"-ს ძალიან აბრაზებდა. ერთ დროს ბატონი ფიქრობდა კიდეც ამ სიფრიფანას ცოლად მოყვანას, მაგრამ მიხვდა სიჩქარით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ ცდილობდა მისთვის უბრალოდ თავი მოეწონებინა და შემდეგ ხელშიც ჩაიგდებდა.
-ჰო და გადავწყვიტე ამ ერთი კვირის მანძილზე თავდაუზოგავად რომ იმუშავე დაგაწინაურო.
ვერ ვიტყვით ვიკას სახეზე სიხარული შეეტყო ან ოდნავ მაინც ესიამოვნა, რადგან მას არასდროს აკლდა ფული, ეს დაწინაურება კი უბრალოდ ერთი ზედმეტი შოპინგი იყო მისთვის, რომელიც დაიმსახურა.
-გმადლობთ ყურადღებისთვის ბატონო გეგა.
ფეხზე წამოდგა და გასასვლელად გაემზადა. -უნდა წავიდე საქმეები მაქვს, თუ რაიმე დაგჭირდეთ იცით ჩემი კაბინეტი.
-მოიცა... მოიცაა.. შეაჩერა ვიქტორია და სავარძელზე გადათხლეშილი ძლივს ამოიზლაზნა, ვიკას მიუახლოვდა და სთხოვა.
-იქნებ მადლობა სულაც არ არის საჭირო და საღამოს სავახშმოდ გამომყვე.
ამ დროს გონებაში ვიკა ზუსტად იმას ოცნებობდა "ოღონდ ახლა სადმე არ დამპატიჟოს...ოღონდ ახლა არა"
ჩაახველა და ეცადა თავაზიანად დაებრუნებინა პასუხი.
-იცით დღეს მე არ მცალია.
-რა გაეწყობა მაშინ ხვალ იყოს.
მიხვდა უარის თქმას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დანებდა და თან გაიფიქრა იქნებ ამ ერთხელ რომ გავყვები თავი დამანებოსო და მიუგო.
-ხვალინდელ გეგმებზე ჯერ არ მიფიქრია, ამიტომ მოდით ამაზე ხვალ დავილაპარაკოთ.
პასუხს აღარ დალოდებია, გამოვიდა კაბინეტიდან და ამოისუნთქა. მოეშვა, როდესაც ცხვირში აღარ უღიტინებდა საშინლად მძაფრი სუნამოს სუნი და აღარც იმ დაძაბულ აურაში იჯდა უბრალოდ მამამისა და მისი მეგობრის ხათრით.
***
დაჩიმ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, შეცვლილი ნამდვილად იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ შუა ღამეს ვიკას სახლში ასვლა დასზარებოდა. სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან, გადაიცვა თხელი მაისური, ამოიცვა შარვალი, აიღო მანქანის გასაღები და სახლიდან გავიდა. არეულობა იყო მის გონებაში, ხმამაღლა თავის თავს ეჩხუბებოდა.
-რას აკეთებ მაჩაბელო რას?!
ცხოვრებაში პირველად დაეუფლა ეს შეგრძნება მას, თითქოს თუ ახლა ვერ შემოირიგებდა ვიქტორიას ამას, ვეღარასოდეს შეძლებდა.
ქუჩები ცარიელი იყო, ამიტომ მას დიდი დრო სახლამდე მისასვლელად არ დასჭირვებია.
მანქანიდან რომ გადმოვიდა მერე დაფიქრდა, როგორ უნდა შეეღწია სახლში ისე, რომ არც კარზე კაკუნი აეტეხა და არც ტელეფონი "აეფეთქებინა" მისთვის.
პატარა ბავშვივით იწვა მოკეცილი საწოლში ვიკა, მისი გრძელი თმები მიმოფანტული იყო ლამაზად, დაჰყურებდა დაჩი მთვარის შუქზე მწოლიარეს, თეთრ თეთრეულში გახვეულს და ხვდებოდა რამხელა შეცდომა დაუშვა მისი აქ დატოვებით ორი წლის წინ, როდესაც გაუფრთხილებლად გერმანიაში წავიდა.
__________________________________________________________________
ვცდილობ მოვლენები არც ძალიან სწრაფად განვავითარო და არც ძალიან ნელა იმედია მოგწონთ...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო ძალიან.მომწონს, აამ გეგას რა სჭირს ,თავის შესაფერის ვერ მონახავს❓

 


№2 სტუმარი nia

Dzalian kargi Iyo ❤

 


№3  offline წევრი Marrieakh

სტუმარი nancho
კარგი იყო ძალიან.მომწონს, აამ გეგას რა სჭირს ,თავის შესაფერის ვერ მონახავს❓

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ smile ან ყველას ეშველება ან არავის smile heart_eyes

nia
Dzalian kargi Iyo ❤

მადლობები kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent