სხვა სამყარო /2/
დილით ტელეფონმა იქამდე არ შეწყვიტა წკრიალი სანამ სესილი არ გააღვიძა - დილის 7 საათია, ამ დროს რომელი ნორმალური უნდა რეკავდეს?- ჯუჯღუნებდა სესილი - საქმის დროა ლამაზო ქალბატონო- თაზოს ხმა გაისმა ტელეფონიდან - ჯანდაბა, დღეიდან აუცილებელია დაწყება? - 1 საათში მზად იყავი მძღოლი მოგაკითხავს და მიგიყვანს იქ სადაც საჭიროა - არ მჭირდება მძღოლი, მისამართი მომწერე და მეთვითონ მივაგნებ - არა შენით ვერ... - შეტყობინების გამოგზავნა იმედია იცი- წინადადების დასრულება არ აცადა და ტელეფონი გათიშა- სიმდიდრის აფიშირებას რომ აკეთებენ როგორ მძულს „მძღოლი მოგაკითხავს“- ამოიბურდღუნა და თაზოს გააჯავრა- გაიკეთეთ უკან ეგ თქვენი სიმდიდრეც და მაღალფარდოვნებაც - ამ დილაადრიან ვის ეჩხუბები სეს?- თავი ოთახში შემოყო მაქსიმემ - ბატონ თაზოზე ვჯავრობ - ჯანდაბა ეგ ნაბი*ვარი, სეს არ წახვიდე, არ გინდა ამხელა მსხვერპლის გაღება - ვიღაც უცნობს ხომ არ ვეხმარები? ჩემი ძმა ხარ და ყველაფერს გავაკეთებ შენს დასახმარებლად - იცოდე თუ არაკომფორტულად იგრძენი თავი დამირეკე- დას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა - ხომ იცი რომ ჩემს თავს მეთვითონაც მივხედავ- გაუღიმა სესილიმ - ვიცი დაიკო, ძმას გავხარ- გაეღიმა მაქსიმეს - არა, ვაღიაროთ შენზე ბევრად ძლიერი ვარ- გადაიხარხარა სესილიმ - კი საკმაოდ მწარე ენა გაქვს - კარგი ახლა თუ შეიძლება ოთახი დატოვე, უნდა მოვემზადო და წავიდე - კარგი, ჭკვიანად იყავი- კიდევ ერთხელ აკოცა და სესილი ოთახში მარტო დატოვა 1 საათის შემდეგ სესილი იმ სახლის ზღურბლთან იდგა საიდანაც დაიწყებოდა ჯოჯოხეთური ცხოვრება. გზა გააგრძელა და სახლის კარსაც მიუახლოვდა. იმდენი აკაკუნა ლამის კარს იქით გააძვრინა ხელი მაგრამ არავინ გამოეხმაურა. - ჯანდაბა, რა უბედურებაა- გაბრაზებულმა ხელი მთელი ძალით დაარტყა კარს- უნდა შევამტვრიო მაინც და მაინც?- კარებს მიეყრდნო რომელიც უეცრად გაიღო და სესილიც ინერციით დაენარცხა ძირს - ჯანდაბა- ხელს ისრესდა ძილს გართხმული სესილი რომელსაც წინ მდგომი მამაკაცი არც კი შეუმჩნევია - კიდევ დიდხანს უნდა ეგდოთ ძირს?- ზემოდან გადმოჰყურებდა მამაკაცი - მე? მე... - ხო თქვენ. ან საერთოდ ვინ ხართ და ჩემს სახლში რას აკეთებთ - აიი ჩემო კარგებოო აქ ყოფილხართ- სიცილით შემოვიდა თაზო სახლში- საყვარელო ძირს რატომ მოკალათებულხარ?- ხელი გაუწოდა სესილის - მოდი დაგეხმარები - არ მჭირდება- ხელი გააწევინა და თვითონ დადგა ფეხზე - გაეცანით უკვე ერთმანეთს? - ძირს გართხმული არ დავინტერესებულვარ იმ კაცის ვინაობით ვისაც წვლილი მიუძღვოდა ამაში- გესლიანი ენით ცდილობდა ბიჭის გუნების მოშხამვას - მოიცადე ამ ყველაფერში მე მადანაშაულებ? - აბა ჩემით გავაღე კარი და ჩემით დავეცი ძირს?- არ უთმობდა სესილი - კარგით ბავშვებო მორჩით- მათ შორის ჩადგა თაზო- დანიელ გაიცანი სესილი შენი ახალი ასისტენტი - ახალი ასისტენტი? და როდიდან მირჩევ თანამშრომლებს თაზო? - ერთხელ მაინც ნუ შემეწინააღმდეგები დანიელ - ჩემს საქმეში ასე უხეშად ჩარევის უფლება არავის აქვს მათ შორის არც შენ - ამის დედაც უბრალოდ ასისტენტია რა გჭირს - ასისტენს რომელსაც ასე ზედაპირულად უყურებ მთელი ჩემი დღის განრიგი აბარია, შეხვედრები, დოკუმენტები, თავად მეც მასზე ვარ რაღაც მხრივ დამოკიდებული. გავაგრძელო მამა?- მამის სახის დანახვაზე გაეღიმა დანიელს - კარგი გეყოს. უბრალოდ ამ ერთხელ გაჩერდი. ამ გოგოს ძალიან სჭირდება სამსახური - ასეთი ასისტენტი არ მჭირდება თაზო - ასეთი როგორიი?- დანიელს მიუბრუნდა სესილი - ასეთი დაბნეული და უფროსს რომ ეტლიკინება ისეთი - უფროსს?- გაეცინა სესილის- აქ ჩემს უფროს ვერ ვხედავ და იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩემი უფროსი გახდებით თქვენი უკანალის ლოკვას არ ვაპირებ- მზერით ბურღავდა დანიელს- რა თქმა უნდა საზღვარს არ გადავკვეთავ მაგრამ ვიღაც უბრალო გოგო არ გეგონოთ რომელიც უფროსის შიშით ხმასაც ვერ იღებს - საიდან ამხელა ამბიცია?- თვალს არ აშორებდა გოგონას დანიელი - ადამიანი რომელსაც არაფრის ამბიცია არ აქვს ვერც ვერაფერს იღებს ამ ცხოვრებაში, ასე რომ მე ასეთი ვარ- თავი დაუკრა სესილიმ დანიელმა ვითომ ვერ გაიგო მისი ნათქვამი გვერდი აუარა, სახლის ზღურბლს გადააბიჯა და სესილის მიუბრუნდა- მოსაწვევი გჭირდება რომ წამოხვიდე? - უკაცრავად? - საქმეები გიხმობს ქალბატონო, დღეიდან ჩემი ასისტენტი ხარ- გაიღიმა და სესილის ზურგი აქცია - წარმატებები ჩემს შვილთან ლამაზო ქალბატონო- თავი დაუხარა თაზომ - დამიჯერეთ ჯობს წარმატება თქვენს შვილს შეუთვალოთ- გაეღიმა და დანიელს უკან აედევნა. - მოკლედ ამ ადამიანთან შეხვედრა 5 საათზე გაქვთ დანიშნული - ამ ადამიანთან?- წარბი აზიდა დანიელმა- როგორ უნდა გავიგო ვის გულისხმობ თუ სახელს და გვარს არ მეტყვი? - ძალით აკეთებთ ამ ყველაფერს ხომ ასეა?- რვეული მაგიდაზე დაუხეთქა სესილიმ - და მაინც რას? - მეხუთედ მამეორებინებთ ერთი და იგივეს და ახლა კიდევ სახელს და გვარს კითხულობთ რომელიც მეასედ ვთქვი- ცოფებს ყრიდა სესილი - რა ნერვიული ასისტენტი ამიყვანია- თავი გააქნია დანიელმა- სანამ ნორმალურად საუბარს, ქცევას და საქმის შესრულებას არ ისწავლი მანამ მოგიწევს ერთი და იგივეს მეასედ და მეათიათასედ გამეორება- ნელ-ნელა უახლოვდებდა სესილის, იქამდე მიიწევდა მისკენ სანამ კედელზე არ აეკრო, თმა ყურს უკან გადაუწია და სახეზე ხელი მოუჭირა- ამის შემდეგ არ გაბედო ასე უხეშად და ცხოველივით მოქცევა შენი უფროსის წინაშე, გასაგებია? - როგორც უკვე გითხარით არ ვარ ისეთი... - კითხვა დაგისვი, გასაგებია თქო?- მკაცრი იყო დანიელის ხმა - გასაგებია უფროსო, მაპატიეთ რომ ხმას ავუწიე და რვეული თქვენს მაგიდაზე დავახეთქე, ამას აღარ გავიმეორებ, ძალიან ვწუხვარ - რა ირონიული ხარ- გაეცინა დანიელს - თუ არაფერი არ გჭირდებათ დაგტოვებთ- ცალყბად გაუღიმა სესილიმ - კარგი წადი, როცა დამჭირდები დაგიძახებ - თქვენს სამსახურში მიგულეთ უფროსო- ქედი მოიხარა დანიელის წინაშე და კაბინეტიდან გავიდა პატარა თავია მაგრამ ვერ მოვითმინე რომ არ დამედო დღეს <3 :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.