სხვა სამყარო /1/
-სესილი... სესილი- ბუნდოვნად ჩამესმის ნაცნობი ხავერდოვანი ხმა, გავრბივარ ბურუსით მოცულ სამყაროში, გავრბივარ და მივისწრაფვი იმ ხმისაკენ რომელიც მეძახის, მელოდება, ჩემთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ისე მეცნობა ეს ხმა მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე ამ ხმის ავტორი ვინ არის. -სესილი... სესილი...-უეცრად ყველაფერი ტრიალდება, ოფლში გაწურული ვიღვიძებ თავზე კი ჩემი ძმა მაქსიმე მადგას რომელიც დროულად რომ არ მოვსულიყავი გონს უკვე ცივი წყლის გადასხმას აპირებდა -ჯანდაბა, ძლივს გონს მოხვედი-შვებით ამოისუნთქა მაქსიმემ და გადამეხვია - რა გჭირს უბრალოდ მეძინა და გავიღვიძე, უფროსწორად გამაღვიძე- გაღიმება ვცადე მაგრამ ამაოდ. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, არ ვიცი რატომ მაგრამ სრულიად დაცლილი ვიყავი ემოციებისგან, ჩემი ნაწილი ჯერ კიდევ სხვა სამყაროში იყო სადაც ვიღაც მელოდა, ვიღაც რომელიც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. - ლამის საიქიოს მიგაბარე ამიტომ მადლობა თქვი რომ ვიყოჩაღე და გამოგაღვიძე- ლოყაზე მიჩმიტა და ლოგინიდან წამოდგა - ასეთი ცუდი დასანახი ვიყავი? - მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, მოწესრიგდი და ქვემოთ ჩამოდი, გასასვლელები ვართ - სად ვაპირებთ წასვლას? - რესტორანში საყვარელო- თვალი ჩამიკრა და კარი მიიხურა -ჯანდაბაა, რესტორანი- შუბლზე ხელი ძლიერად მიიჭირა სესილიმ- სულ ამომივარდა თავიდან 1საათის შემდეგ მაქსიმე მანქანის კარს უღებდა საგანგებოდ გამოწყობილ დას - რა ჯენტლმენური საქციელია- თბილად გაუღიმა ძმას სესილიმ - როგორც ყოველთვის-თავი დაუკრა მაქსიმემ -კარგი, დროულად შევიდეთ- სწრაფად გადაჭრა გზა და ის იყო რესტორანში უნდა შესულიყო რომ მაქსიმეს ხელმა სწრაფად შეატრიალა მისკენ - სეს, მაპატიე რომ ამ ყველაფერში გაგრიე- ნაღვლიანი თვალები შეანათა ძმამ - ახლა რა გიპასუხო? ყველაფერი კარგად იქნება ერთად ყველაფერს გადავლახავთ თქო? ხომ იცი ასეთი ტიპის ქალი არ ვარ-ძმას ზურგი აქცია და მოხდენილად გასწია რესტორანისკენ -ვიცი სეს,ვიცი- ჩაეცინა და საკუთარ დას უკან გაჰყვა მაგიდასთან მამაკაცი იჯდა რომელიც მოუთმენლად ელოდა საპატიო სტუმრების გამოჩენას - უფროსო მოდიან - ხო ვხედავ... ვხედავ- კაცმა ღრმად ჩაისუნთქა, ფეხზე წამოდგა და სტუმრებს შეეგება - არაჩვეულებრივად გამოიყურები- სესილის თლილ თითებს ხელი ჩაავლო და მაგიდამდე მიაცილა - მადლობა- ზიზღით წარმოსთქვა და ხელი გაითავისუფლა- როგორი თავაზიანი ხართ - თქვენ კი ისევ ისეთი მომხიბვლელი ხართ-ენა გაილოკა კაცმა რომელიც მზერით აშიშვლებდა გოგონას - მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და თქვენს ბინძურ აზრებს მოწყდით სადაც უამრავი ხერხი გაქვთ ჩემი ხმარების - ისევ ისეთი მწარე ენა გაქვთ - გაეცინა კაცს - თუ არ გინდათ რომ ტკივილი ფიზიკურადაც შეიგრძნოთ დროზე ამოიდგით ენა და თქვით თქვენი სათქმელი- ხმას აუწია სესილიმ - სესილი მშვიდად- ხელი ჩაავლო მაქსიიმემ- თაზო დავიწყოთ იმ საკითხის განხილვა რისთვისაც შევიკრიბეთ - კარგი როგორც გინდათ, ნიკა შემოიტანე- დაცვის წევრს მიმართა რომელმაც სწრაფად აასრულა უფროსის ბრძანება და საჭირო ნივთი მაგიდაზე დაუდო - ეს რა ჯანდაბაა? რისთვისაა აქ- თვალებით ბურღავდა ლეპტოპს რომელიც წინ ედო - გთხოვთ უყურეთ და ისიამოვნეთ- ხელები გაშალა და და-ძმას ლეპტოპი გადაულოცა სადაც კარგად გაიგებდნენ შეხვედრის მიზეზს ვიდეოჩანაწერი ჩაირთო... ჩაირთო და აქედან დაიწყო ყველაფერი - შე ო- ძარღვები დაეჭიმა მაქსიმეს - ღმერთო, მაქსიმე- ჩუმად ამოიხრიალა სესილიმ - ეს შემთხვევით მოხდა სესილი- დას მიუბრუნდა მაქსიმე - ოჯახური დრამა მაშინ განაგრძეთ როდესაც სახლში დაბრუნდებით- გაეღიმა თაზოს- ახლა კი საქმეზე გადავალ. არ მაინტერესებს შემთხვევითობა იყო თუ არა, შენ ის კაცი შემოგაკვდა არ მაინტერესებს მიზეზი, მთავარი შედეგია. თუ არ გინდა რომ ეს ვიდეო ყველამ ნახოს და რეპუტაცია შეგელახოს მოგიწევს ის გააკეთო რასაც გეტყვი- ხელები გადაიჯვარედინა თაზომ - შენი ფინია არ გავხდები თაზო- კბილებში გამოსცრა მაქსიმემ - ამას არც გთხოვ დიდო ბიჭო- გადაიხარხარა თაზომ - რა ჯანდაბა გინდა - ბოროტი კაცი არ ვარ მაქსიმე, ჩემი შვილისთვის კარგი მინდა ამიტომ შენს დაიკოს გამოვიყენებ ამისთვის. 1წელი, მხოლოდ 1 წელი იმუშავებს ჩემს შვილთან, მისი ასისტენტი იქნება, კარგი შემოსავლით რომელიც ძალიან წაადგება. თუ თქვენს შორის არაფერი გამოვა გაგიშვებ, არაფერს დაგაძალებ. ვადის გასვლისთანავე თქვენს თვალწინ გავანადგურებ ვიდეომასალას - ღმერთო რა საცოდავი ხართ- თავი გააქნია სესილიმ - შე , ჩემი და სათამაშო ხომ არ გგონია- მაქსიმე გიჟივით წამოვარდა სკამიდან და თაზოს მხეცივით ეცა - ბევრს ხომ არ ბედავ დიდო ბიჭო?- თაზოც წამოდგა და ხელით უკან გასწია მაქსიმე - დედას შევე*ი- მუშტი მოუქნია კაცს რომელიც მოწყვეტით დაეცა ძირს - ახლა უკვე ზედმეტი მოგდის პატარა ლაწირაკო- მაქსიმესკენ გაემართა როდესაც წინ სესილი გადაუგა - შეჩერდი მოხუცო კაცო- ხელით გააჩერა თაზო, რომელსაც სახე უეცრად ეცვალა- საშიშროება იგრძენი არა?- ირონიით მიმართა სესილიმ რომელსაც დანა მის ღირსებასთან ჰქონდა მიბჯენილი- თუ არ გინდა რომ აქვე მოგაჭრა კვერცხები და პირდაპირ პირში ჩაგტენო ახლავე უკან დაიხიე - როგორი ბრაზიანი ხარ- გაეღიმა თაზოს- ჩემს შვილს ზუსტად შენნაირი ქალი შეეფერება- დაცვის წევრებს ხელით ანიშნა რომ უკან დაეხიათ - სწორი გადაწყვეტილებაა- თაზოს ზურგი აქცია და მაგიდას მიუჯდა- მაქსიმე დამშვიდდი და დაჯექი - ერთი რამ მაინტერესებს ბატონო თაზო- ფეხი ფეხზე გადაიდო სესილიმ - გულისყურით ვუსმენ ლამაზ ქალბატონს - თქვენი შვილი მამიკოს ბიჭია? - ამას რატომ მეკითხები? - აბა ქალს თქვენ რატომ ურჩევთ? სადაც ხელს გაუშვერთ იიქით მიექანება? რატომ უნდა სჭირდებოდეს დამოუკიდებელ კაცს მამის ნებას დაჰყვეს როცა საქმე ქალს ეხება. როცა საქმე სიყვარულს ეხება პარტნიორს თქვენ რატომ ურჩევთ? ასეთი დაუცველია? თუ ასეთია მაშინ არ მიკვირს ქალი რატომ არ ჰყავს გვერდით - შენნაირი ჭკვიანი ქალი ნაადრევ დასკვნას არ უნდა აკეთებდეს- ხელში დანა აათამაშა თაზომ- მან არც იცის ამ ყველაფრის შესახებ. მას რომ გაიცნობ მიხვდები რომ ცდები - მას რომ გავიცნობ? რა დარწმუნებული ხართ რომ გავიცნობ უკვე რომ მომავალს გეგმავთ?- წარბი აზიდა სესილიმ - გინდა რომ შენი ძმა ციხეში ჩაჯდეს? - იმ წლებს ავიტან და არ დავუშვებ ჩემს დას ცხოვრება გაუნადგურდეს- კბილებში გამოსცრა მაქსიმემ - ეს პატიოსნება და თავგანწირვა ხალხს დაღუპავს- თავი გააქნია თაზომ- აქ საუბარი 1 წელზეა, მანიაკი არაა ჩემი შვილი რომ გაგამწაროს, თანაც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებ, ლოგინში ჩაგორებას ხომ არ გთხოვ? ასეთი არაკაციც არ ვარ - ამას ამბობთ მაშინ როცა ჩემს ძმას აშანტაჟებთ?- გაეცინა სესილის - ნება თქვენია პატარა ქალბატონო, იმედია კარგი დიასახლისი ხართ, თქვენი ძმის მონახულება და საჭმლის მიტანა ციხეში ხშირად მოგიწევთ - ჯანდაბა. მხოლოდ 1 წელი, 1 დაწყევლილი წელი - სესილი რას აკეთებ- დას მიუბრუნდა მაქსიმე - შენი უკანალი უნდა გადავარჩინო- ისე გასცა პასუხი რომ მისთვის არც შეუხედავს - ჭკვიანი და ძლიერი ქალი ხარ სესილი- სახეზე კმაყოფილება აესახა თაზოს - ხო და სიფრთხილე გამოიჩინე ჩემნაირ ჭკვიან და ძლიერ ქალთან. ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს- გაეცინა სესილის - კარგი ჩემი წასვლის დროა, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, დროს და ადგილს მოგწერთ და ხვალვე დაიწყებთ მუშაობას- ეს თქვა და დაცვასთან ერთად გაიკვალა გზა გასასვლელისაკენ მოგესალმებით მეგობრებო (: დავბრუნდი ახალი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ და ველოდები თქვენს შეფასებებს ის რაც ასე ძალიან მჭირდება <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.