ესპანელი მაფიოზები 13
ლიზა ჩაბნელებულ ოთახში იწვა და ჭერს მისჩერებოდა.ტკივილმა არაფრით დააძინა.მარტო დარჩენილს გონებამ მთელი დღის მოგონებები თვალწინ დაუტრიალა და ფიქრებმა მთელი ცნობიერება შეიპყრო. ფიქრმა,ბრაზმა,იმედგაცრუებამ და ტკივილმა ოღონდ ეს უკანასკნელი არ ყოფილა ფიზიკური ტკივილი.არა,ნამდვილად არა!ლიზა უბრალოდ ჩაქრა.შემეძლო სხვა სიტყვა გამომეყენებინა და მეთქვა გატყდა,ცხოვრებამ დააუძლურა მაგრამ არა.ლიზა უბრალოდ ჩაქრა. გაქრა იმედი გადარეჩენისა და თუ ამდენი ხანი სიმართლეს თვალს არიდებდა,დღეს პირდაპირ მზერა გაუსწორა მაფიის სამყაროს და მთელი არსებით შეიგრძნო თუ რამდენად საშიში იყო ის.ბრძოლის სურვილი ჩაკვდა და სანდროს იმედიღა შერჩენოდა ოდნავ მბჟუტავ ნაპერწკლად. ახლა როცა თბილად იწვა საწოლში და ყველაფერს ხარშავდა მხოლოდ მაშინღა გაოცდა როცა გაიაზრა რომ მატიასმა გადაარჩინა,მეტიც,ნაკერების დადებისას არ დაუტოვებია და ფერნანდოს 6წასვლის შემდეგ ყოველ საათში ოთახში იხედებოდა და ლიზას ამოწმებდა,ის კი თავს იმძინარებდა. ცდილობდა იმ კაცთან მაქსიმალურად შეეზღუდა ურთიერთობა ვის გამოც ამ დღეში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ ხედავდა მატიასი რამხელა ყურადღებას იჩენდა, მის მიმართ მაინც სიძულვილით ივსებოდა. ვერც გაამტყუნებდით. მატიასმა მოიტაცა მატიასმა გამოკეტა მატიასის გამო აწამა დიეგომ და მატიასის გამოა ახლა ცოცხალი. გაბრაზებული ქალის დამშვიდება და შემორიგება რთულია და ეს ერთი დახმარება მატიასისგან თანაც იმისთვის რაც თავად მატიასის გამო მოხდა ვერც ლიზას მოუბრუნებდა გულს. დიახაც რომ მატიასი ვალდებული იყო ლიზა გადაერჩინა!ვალდებული იყო და არ არის ეს სამადლობელი! გოგონამ თვალები დახუჭა და ტკივილის დაიგნორება სცადა. *** _ენდრიუ!_მუდამ ფანჯარასთან სიგარეტით ხელში მდგომმა მატიასმა ხმამაღლა დაიძახა _აქ ვარ!_ზანტად ასწია თავი საბუთებში მოფუთფუთე ემდრიუმ.მატიასმა გაკვირვებულა გახედა და მერე თავი გადააქნია _დამავიწყდა _შევამჩნიე _დღეს მადრდში დავბუნდებით და მოემზადე_მატიასმა ისევ ფანჯარაში გაიხედა _მერე დიეგო?_თვალები მოჭუტა ენდრიუმ _ტვირთი აქ დიდი ხანი აღარ ჩამოვა.თანაც ეგ ტვინგამორეცხილი ჩვენ დაგვყვება._ენდრიუმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. მატიასი? მატიასმა თავადაც არ იცოდა რას ფიქრობდა,არც ის იცოდა რას გრძნობდა მაგრამ ის კი მილიონპროცნტიანი სიზუსტით იცოდა რომ დიეგოს ცოცხალს არ დატოვებდა. იმასაც ხვდებოდა რომ ლიზას ცხოვრებას უნადგურებდა და ძალიან კი ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა მაგრამ ფაქტია გოგონა უნდა გაეშვა. *** მთელი სამი დღეა მატიასს აღარ შემოუხედავს.იმ ღამის მერე აღარც გამოჩენილა.ენდრიუ და ფერნანდო მამოწმებდნენ და საჭმელი შემოჰქონდათ.ბამბის რბილი სპორტულებიც მომიტანეს რომ გამომეცვალა.დიდი ვაი-ვაგლახით მაგრამ გამოცვლა მოვახერხე და თავი უკეთ ვიგრძენი. დღეს დილიდან ხმაური ისმის.არ ვიცი რა ხდება და სიმართლე რომ ვთქვათ არც მაინტერესებს. სულ ვცდილობ სამყაროს გამოვეთიშო და დავიძინო არ მინდა ვიცოდე რა ხდება.თუნდაც ქვეყანა იქცეოდეს.ეშმაკსაც წაუღია. ახლაც ვწევარ და საბანი თავზე მაქვს წაფარებული მზემ რომ არ შემაწუხოს და ხმაური არ მესმოდეს. კარის გაღების ხმა გავიგონე მაგრამ პოზა წამითაც არ მიცვლია,მერჩივნა ეფიქრათ რომ მეძინა არც იმის შემიწუხებია თავი რომ თვალები ჩუმდ გამეხილა და გამეგო ვინ შემოვიდა. _მადრიდში უნდა დავბრუნდეთ ადექი_მატიასის ის უგრძნობი,ცივი ხმა გაისმა ადრე ჟრუანტელს რომ მივლიდა.მაგრამ უგრძნობზე მეტად უემოციო იყო.ვერ გაიგებდი რას გრძნობდა,რას ფიქრობდა,რა ხასიათზე იყო.რობოტს გავდა. ვინებე და საბანი თვალებიდან ჩამოვიწიე _რაა?_ამოვიბურდღუნე გაურკვევლად საბანში _ადექი,მადრიდში მივდივართ _გასაგებია._საბანი ისევ წავიფარე _ახლავე მივდივართ!_მატიასის ხმაში მოუთმენლობის ნოტებ გაისმა.ფეხზე წამოვიზლაზნე და მატიასს მზერა გავუსწორე _მზად ვარ!_ხელები გავშალე. _წამლები არ გაქვს?_ამრეზით ამათვალიერა მატიასმა _ავად კი არ ვარ. _მაშინ წამოდი_აღარ დამლოდებია ისე გამიძღვა წინ.ეზოში ჩავედით,ჭიშკარი გაეღოთ და მანქანებში ლაგდებოდნენ _მე რომელში უნდა დავჯდე?_მატიასს კითვისნიშნიანი მზერა მივაპყარი _იმაში_ნიკაპით წინ მდგომი შავი მერსედესისკენ მანიშნა.მანქანისკენ წავეხეტე და უკანა სავარძელზე დავჯექი.სარკეში ჩემს აბურდულ ქერა თმებს მოვკარი თვალი.რბილად რომ ვთქვათ ნამდვილ გიჟს ვგავდი.ჩემი აწეწილი თმებით,ჩაშავებული უპეებით,დასივებულ-დაწითლებული თვალებითა და გათეთრებული სახით ყველაზე უარეს შემთხვევაში ალბათ უცხო თვალი ფსიქოპათად ჩამთვლიდა. თმაზე ხელი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვისვი და თავი სავარძელს მივადე. ამ პატარა გზის გავლამაც კი დამღალა და ფეხის ტკივილი განმიახლა.რამდენიმე წამში ენდრიუ,მატიასი და ერთი დაცვის ბიჭიც ჩასხდენენ და მადრიდისკენ დავიძარით. *** გზაში ხედები ერთმანეთს ანაცვლებდა.ხან უზარმაზარ მაგისტრალებზე მივქროდით, ხან შედარებით ვიწრო გზებზე მივდიოდით და ირგვივ მინდვრები და მთები მოჩანდა.მართლაც ლამაზი სანახაობები იყო მაგრამ არ მაინტერესებდა. თითქოს ინტერესი ყველაფრის მიმართ გამქრობოდა . ამიტომ მთელი გზა ფანჯარაში თვალებდაჭყეტილი არ ვიყურებოდი და ერთი-ორი საათი წავუძინე კიდეც. გაღვიძებისას დიდი სიამოვნებით გეტყოდით ჩასული ვიყავითმეთქი მაგრამ ეს ქუთაისი-თბილისის გზა ნამდვილად არ ყოფილა და ენდრიუმ დიდისამბით მაცნობა რომ წინ კიდევ სამი საათის გზა დარჩენილიყო.ამის გაგებას ყველაფერი მერჩივნა მითუმეტეს რომ ვეღარ ვიძინებდი. ამდენი ძილი ნორმალურს კი არა ჩემნაირ არანორმალურსაც არ შეუძლია, თანაც ენდრიუ და მატიასი უაზრო თემებზე ხმამაღლა ლაყბობდნენ,სერიოზულზე ჩემი და დაცვის ბიჭის თანდასწრებით ვერც ილაპარაკებდნენ. _ძილის წამალი ხომ არ გაქვთ?_ამოვიოხრე ათწუთიანი ტანჯვის შემდეგ.მატიასი გაჩუმდა და გადმომხედა _ხომ გკითხე გჭირდებოდა თუ არა? _ძილის წამალი არ მქონდა!_თავი ვიმართლე და განგსტერს აღშფოთებული მზერა ვესროლე _ხოდა ცოტა ხანი გაუძელი!_მატიასმა ისევ წინ გაიხედა.ტუჩები "მოვპრუწკე" და ჩემი გავერანებული თმის ბოლოებზე თამაში დავიწყე.ცოტა ხანში ესწც მომბეზრდა და ფანჯარაში გარემოს თვალიერება დავიწყე.ისევ ფიქრებმა სცადეს შემოწოლა მაგრამ მთელი გონება მოვიკრიბე და მათი უკუგდების შემდეგ სასწრაფოდ დავიწყე ფიქრი პირველივე სულელურ თემაზე რაც კი გამახსენდა დიეგოზე და მატიასზე ფიქრებს ისევ მთელი გონება რომ არ მოეცვა. მაგალითად რა მოხდებოდა მე რომ ვინმეს პრეზიდენტად დავენიშნე. მეტად საინტერესო საფიქრალმა იმდენად ჩამითრია რომ ბოლოს ხმამაღლა დავასკვენი კიდევ კარგი რომ არ დამნიშნესმეთქი.წამით ყველამ მე შემომხედა. _რა თქვი?_მკითხა მატიასმა.აჰ ჰო ქართულად ვთქვი.ეს ესპანელი ყეყეჩები რას გაიგებდნენ.გართობის ხასიათზე მოვედი _არაფერი რა უნდა მეთქვა სიხარულო?_ისე გავიღიმე ყველა კბილი გამომიჩნდა მაგრამ იმ ბავშვს ვგავდი დედები სურათის გადაღებას რომ აძალებენ და სიმწრით იღიმიან. _რას გავხარ ახლა რომ იცოდე_ოხ მატიას გესლი არ გახრჩობდეს რა დაშავდებოდა _შენ ვისზე ლაპარაკობ შე უპატრნო_ისევ ქართულად ვუბერავდი და ამჯერად ალბათ გაცხარებულ იმერელ ბებიას დავემსგავსე_მოგიშვია წვერი და დამსგავსებიხარ ტყის კაცს!მე რომ კაცი " რას გავხარს" მეტყვის იმას ტვინი უდევს თავში?_მატიასმა ხელი ჩაიქნია და სიგარეტი ამოიღო _არ მოწიო!_მტკიცე ტონით ვუთხარი ესპანურად.მატიასმა წარბებშეკრულმა გამომხედა _უკაცრავად? _არ მოწიომეთქი _მიბრძანებ?_მატიასს ნელნელა გაბრაზება რევდა ხელს _მანქანაში არ მოწიო გავიგუდები!მაგის სუნი ცუდად მხდის _თითქმის დამითანხმე კიდეც_მატიასმა სანთებელა აანთო _რა გინდა მაინცდამაინც ხელებში ჩაგაკვდე?_სარკიდან გამომხედა რამდენიმე წამი მზერით გამბურღა და ბოლოს სიგარეტი და სანთებელა ისევ ჯიბეში ჩაიბრუნა.საკუთარი თავით კმაყოფილმა ქედმაღლურად მივუგდე მადლობა და ფანჯარაში გავიხედე. *** რამდენიმე საათის შემდეგ მადრიდში შევედით. არ ვიცი მატიასის სახლი სად იყო და იქ რამდენ ხანში მივიდოდით მაგრამ შვება ვიგრძენი.დიდი გზა წესით არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი მე კი ამდენი ხანი მანქანი ჯდომისგან ყველაფერი მტკიოდა. ნორმალური ადამიანი თვალებს გააფართოვებდა და გზას კარგად დაიმახსოვრებდა იმ შემთხვევისთვის რომ სცოდნოდა გაქცევის შემთხვევაში სად წასულიყო,მაგრამ მე როგორც ცხოვრებაზე ხელჩაქნეულმა ადამიანმა თავი ფანჯრის მინას მივადე და თვალები დავხუჭე.ოც წუთში მანაქნა გაჩერდა და თვალები სწრაფად გავახილე.დავიჯერო ასე მალე მივედით? _ლიზა გადმოდი._მშვიდად მითხრა მატიასმა .გავოცდი და კარი გავაღე.მაფიოზს უკვე ჩემს კართან მოსვლა მოესწრო და მოუთმენლად ელოდა ჩემს გადმოსვლას. ფეხზე დავდექი თუ არა ხელი მაჯაში ჩამკიდა და მანქანას ცოტათი მომაშორა.მატიასს გაკვირვებულ მზერას ვერ ვაშორებდი,ტვიმი მთელი სისწრაფით მიმუშავებდა.ვერ გამეგო რა ხდებოდა.რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა და ჩემსკენ შემოტრიალდა.მაჯაზე შემოჭდობილი გრძელი თითები არ გაუშვია _გიშვებ_ვერ გავიგე რა მითხრა. _ვერ გავიგონე_მოუთმენლად ვუთხარი მას.თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა _გიშვებ ლიზა!თავისუფალი ხარ!_თითოეულ სიტყვას გამოკვეთილად ამბობდა.გავხევდი.სახეზე ალბათ ემოციების ქარბორბალა ბრუნავდა.მიშვებს?ღმერთო!ვაიმე...მადლობა...გამალებით ვფიქრობდი,მართლა მიშვებს?რამდენჯერმე ისიც კი ვიფიქრე რომ მომესმა _მართლა მიშვებ?_ხმის კანკალით ვკითხე,თავი დამიქნია.პირზე ხელი ავიფარე და ცრემლები წამომივიდა. _მე...მართლა?აუ...ვაიმე...მადლობა..!_არც ვიცოდი რა მეთქვა.იცით როგორია თავისუფლების შეგრძნება?მე მეგონა ვივოდი მაგრამ ახლა ნამდვილად გავიგე.თითქოს ავმსუბუქდი,იმ მომენტში რომ გეთხოვათ ალბათ უზარმაზარი ჯიპის გადატრიალებასაც შევძლებდი სიხარულისგან იმხელა ენერგიას ვგრძნობდი.ცრემლები მოვიწმინდე,მთელი გულით გამეღიმა,თვალებითაც ვიღიმოდი.მატიასი კი თითქოს სევდანარევი ღიმილით მიცქერდა. _ამ ჩიხიდან რომ გაცვალ მარჯვნივ გაუხვიე და პირდაპირ იარე.დაახლოებით ასი მეტრი იქნება შენს სახლამდე._თავი დავუქნიე _პოლიცია აღარ გადარდებს? _თუ პოლიციაში ჩივილს გადაწყვეტ ისიც გაითვალისწინე რომ შენი სიცოცხლე გადავარჩინე და მთელი შენი ოჯახის მისამართი და გრაფიკიც ზეპირად ვიცი._ტუჩის კუთხე ჩატეხა მატიასმა.ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქედან ჩემი ტელეფონი და ააფულე ამოაძვრინა._ესენი აიღე,შენია!_გამოვართვი და ჯიბეში ახლა მე ჩავიწყვე. _აბა მშვიდობით მატიას._თვალი ჩავუკარი და ჩიხის გასასვლელისკენ ლამის ფრთებგამოსხმული წავედი.ხუთიოდე ნაბიჯის შემდეგ მატიასმა დამიძახა. _ლიზა!_შევბრუნდი.მატიასი მომიახლოვდა.ძალიან მომიახლოვდა.მეტისმეტად მომახლოვდა.იმდენად მომიახლოვდა რომ ერთი სანტიმეტრიც და ცხვირით შემეხებოდა _ამას არ უნდა ვაკეთებდე!_ამოიბუტბუტა,დაიხარა და მაკოცა.გავშეშდი, ის კი მკოცნიდა.მკოცნიდა ნაზად და ისე გეგონება დამახსოვრებას ცდილობსო.ცალი ხელი წელზე შემიცურა მეორე ხელით თითები კისერზე მომხვია და როცა ზედა ბაგეზე გადაინაცვლა ბოლოსდაბოლოს გამოვფხიზლდი და ავფართხალდი.მაგრამ ხმელეთზე გამორიყული თევზივით ვერაფერი გავახერხე.მკოცნიდა და არ ჩერდებოდა მე კი ვცდილობდი ვნება არ მომრეოდა. მართლაც რომ გამაგიჟებლად ნაზი კოცნა სცოდნია. ყველაზე საშინელი კი ის იყო რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო.ასეთი ნამდვილად არ წარმომედგინა. მომშორდა და აცრემლიანებულს თვალები შემიმშრალა.თვალები დაბინდვოდა. _ახლა შეგიძლია წახვიდე. ერთი რაც მინდა ვთქვა ისაა რომ ბოდიში მოვიხადო ჩემი უსინდისობის გამო რადგან უინტერნეტობისა და ავადმყოფობის შემდეგ შეწყვეტა მართლაც გადავწვიტე. ჰო პირველ კვირას უამინდობის გამო ინტერნეტი გაფუჭდა და ვერ ავტვირთე.მერე ვირუსი შემხვდა და წერის კი არა რომ ვიწექი და მეძინა იმის თავიც არ მქონდა. არ ვცდილობ თავი შეგაცოდოთ ან თავი ვიმართლო უბრალოდ გეუბნებით რაც მოხდა.თუ გინდათ მატყუარა მიწოდეთ მაგრამ სიმართლეს ვამბობ მერე რამდენიმე დღე შემოსვლაც არ მინდოდა საიტზე რადგან არ ვიცოდი რა დამხვდებოდა და ვხვდებოდი გაგრძელებას გადავწყვეტდი. მაგრამ დღეს ვიფიქრე რომ სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა და გამეგო რა ხდებოდა. წარმოდგენაც კი არ გაქვთ რამხელა სიცხადით შევიგრძენი ჩემი უნამუსობა.ჰოდა აი ახალი თავიც მაშინვე ავტვირთე. დიდი მადლობა ყველას ვინც მისაყვედურეთ (ოღონდ მართლა იმიტომ რომ ეგრევე დავჯექი და წერა დავიწყე) და დიდი მადლობა ანას!ყველაზე მეტად მან მომაბრუნა სააქაოს დდ იცის რატომაც. არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა გთხოვთ თუ ვერ გავარძელე ამისთვის ნუ გამკიცხავთ ერთი უბადრუკი დაუმთავრებელი მოთხრობა არაფერს დაგაკლებთ დდ მიყვარხართ! ბოდიშს გიხდით და მაინც უსინდისოდ ველოდები თქვენს კომენტარებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.