შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 14)


1-03-2020, 00:46
ავტორი Smailiki
ნანახია 1 713

მზის ნათელი სხივი ჩემს პრიალა კანს ნაზად ეხება და ძილის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს. თვალებს ვიფშვნეტ და საწოლიდან ვდგები. სააბაზანოში შევდივარ, კბილებს ვიხეხავ, წყალს ვივლებ. შემდეგ კი ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. შავ მოტკეცილ შარვალს და წითელ ტოპს ვიცვამ. ფეხზე კი თეთრ კეტებსა და ამავე ფერის ნასკებს, რომელსაც შავი, დიდი ასოებით აწერია "seen". ოჯახს ვემშვიდობები და სკოლისკენ ვიწყებ სვლას.
    დრო საკმარისზე მეტი მაქვს. პირველად მოხდა, რომ ლიზის გამოვასწარი. ნელი ნაბიჯით, ფიქრებში გართული მივუყვები ქუჩებს.
    გუშინ საოცარი დღე იყო. ძლივს შერიგდნენ ქეთო და გიორგი. ჩემთვის უსაყვარლესი წყვილი. ნიკამ და ანდრიამაც მოაგვარეს პრობლემა. ბოლოს მხოლოდ გიორგის ჰქონდა პრეტენზიები ანდრიას მიმართ, თუმცა შემდეგ ეჭვიანობა გვერდზე გადადო და ბიჭს თავადაც დაუმეგობრდა. ევა კი ალბათ ისევ ლანძღავს პირველი კოცნის მოპარვისთვის.
    - მარი. - ფიქრებში გართული ჩემს დას ვერ ვამჩმნევ და მის ხმაზე ოდნავ ვხტები. ლიზის სახეზე აშკარად ჩანს, რომ კიდევ რაღაც სისულელი მოიფიქრა.
    - რა იყო ლიზი? - ვეკითხები კატეგორიული ხმით და ოდნავ ვიღიმი, პირველი "მსხვერპლი" მე, რომ არ გავხდე.
    - აშკარად რაღაცას აპირებ, თუმცა ჯერ ვერ ვხვდები რას. - სიჩუმეს ისევ მე ვარღვევ და გზას ერთად ვაგრძელებთ.
    - მალე მიხვდები დაიკო. - ეშმაკურად იღიმის და გზას აგრძელებს. ახლა რაღა მოიფიქრა? მალე ვნახავთ...
   რამდენიმე წუთში ჩვენს ახლომახლო ლიზის კლასელს ვხედავ. ჩემი დაიკო ბოლო ხმაზე უწივის მოდიო. ლამის ყურის ბარაბნები შეიწირა. ხელს სმენის ერთადერთი საშუალებისკენ (ყურისკენ) ვაპარებ და ნაზად ვისვამ ხელს. დაყრუება ჩემი დის ახალი ოინია?
    - როგორ ხართ? - გოგო ორივეს გვესალმება და ჩვენც ანალოგიურად. ახლა იმაზე ნელა მივდივართ სკოლისკენ ვიდრე კუ ივლიდა.
    - ხო მართლა ლიზი, შენი ნომერი ჩამაწერინე რა... - ამბობს ჩემი დის კლასელი თიკა და ტელეფონს ხელში იმარჯვებს. ინტერესიანი სახით დაჰყურებს ეკრანს. უკვე მზადაა ციფრების ჩასაწერად.
   - რა დროს ნომრებია. შე ნაგავო, დამპალო, სულელო, დებილო, უზრდელო... - ლანძღვის საერთაშორისო დღეა და არ ვიცოდი? თიკა გაოგნებული უყურებს ჩემს დამს, რომელიც სიცილით კვდება. მეც მეცინება და მოვლენების განვითარებას ველოდები.
    - მეც მიყვარხარ! - თიკას სიტყვებზე ყველა ერთად ვიწყებთ სიცილს.
   რა მაგრად აკლია ჩემს დაიკოს. ჯერ ახლა დაიწყო, წარმომიდგენია დღეს რამდენს გამოლანძღავს. დიდი სიამოვნებით ვუყურებ ლიზის ყველა ლანძღვას.
    რამდენიმე წუთში ლიზის ახალ კლასელს, ლუკას ვხედავ. ჩვენგან რამდენიმე მეტრით შორსაა და სკოლისკენ მიდის. ლიზი შორიდან ეძახის ახალ მსხვერპლს, თუმცა ხმას ვერანაირად აწვდის.
    - ლუკა, ლუკა, ლუკა... შე დამპალო, გარეწარო, ნაგავო, იდიოტო, შტერო. - იმხელა ხმაზე ყვირის ჩემი დაიკო, რომ ბიჭი მაშინვე ჩვენსკენ იხედება და გაოცებული სახით უყურებს ლიზის. ბოლოს იცინის და ჩვენსკენ მოდის. მეც ლამისაა მოვკვდე სიცილით. უკვე ლოყები და მუცელი ამტკივდა.
     - ანუ ყველა ვლანძღე და ახლა შენი ჯერი იყო. - ლუკას მოახლოებისთანავე ლიზი ჩვეულებრივი ტონით უხსნის მომხდარის მიზეზს.
    - ააა.. ბაზარი არაა. - პასუხობს ლუკა "ძველ ბიჭური" ტონით და გოგოებს გვესალმება. ახლა ოთხი ვაგრძელებთ გზას და რომ არა ლიზის წამოსროლილი სიტყვები ასეც გაგრძელდებოდა.
    - ჩევნ გვეჩქარება, სწრაფად უნდა წავიდეთ. თქვენ კი ერთად მოდით. - ხელს მავლებს და სწრაფად "მიმაქანებს" სკოლისკენ. ბავშვებს კი შორიდან უყვირის ამ სიტყვებს.
     - მარტო რატომ დავტოვეთ? - ვეკითხები ლიზის, რადგანაც ასე მოულოდნელად არ წამომათრევდა. თან წარბების ათამაშებას ვიწყებ.
     - ჩემი აზრით კარგი წყვილია და  იმიტომ. - მიხსნის ისე, რომ არც მიყურებს და გარემოს ათვალიერებს. ჰაჰ, ალბათ შემდეგ მსხვერპლს ეძებს.
     ახლა ვასკვნი რომ ჩემი გიჟი და ძალიან მიყვარს. მასთან ერთად თუ ხარ ვერანაირად მოიწყენ.
     როგორც იქნა სკოლამდე მივაღწიეთ. ლიზი კარს აღებს და რიგ-რიგობით შევდივართ შიგნით.
     მაშინვე ანის გაბრაზებულ მზერას ვაწყდები, რომელიც გიგისკენაა მიმართული. ბიჭი ვიღაც გოგოს ღიმილიანი სახით ესაუბრება. რაზეც ანი აშკარად ეჭვიანობს.
    - ვაიმეეე... ეს გოგო ოჯახს გინგრევს.  - ეუბნება ლიზი ანის და მსუბუქად არტყამს თავის მხარს ანისაზე. თან გიგის და მასთან მდგომ გოგოს სევდიანი სახით შესცქერის. თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც ეპარება. დარწმუნებული ვარ მსახიობობიაში ბევრს მიაღწევს.
   - შენ არ ინერვიულო ერთად ვასწავლოთ ჭკუა. მათთან ჩხუბში მე დაგეხმარები!   - საუბარს ისევ ჩემი და აგრძელებს. თავს ძლივს ვიკავებ სიცილისგან. არ მინდა ანის რაიმე ვაწყენინო.
    - ვაი შე საცოდაო. - პასუხობს გაბრაზებული ანი და თვალებს უბრიალებს. მას ასეთი ხუმრობები საშინლად არ მოსწონს.
   - მადლობა, მაგრამ ბრაზს ჩემზე ნუ ანთხევ. მიდი გიგის და იმ გოგოს ეჩხუბე. მე რა შუაში ვარ? გეხმარები-თქო და შენ მე მეჩხუბები? შე ნაგავო, შტერო, დებილო, უნამუსო, უზრდელო... - ამბობს ლიზი სერიოზული სახით. ანი ლამისაა ბრაზისგან აფეთქდეს. ლიზის მხარს ამოფარებული ვიწყებ სიცილს. ანიმ რომ არ შემამჩნიოს. არ მინდა დედაჩემს ორივე შვილი ერთ დღეს მოუკვდეს!
     ანი გაბრაზებული გვიყურებს, ჩვენც ელვის სისწრაფით გავრბივართ მისგან. ლამისაა გული ამომვარდეს ისე სწრაფად დავრბივარ. ლიზი ჩამომრჩა, მას ანი დაეწია და ერთმანეთს თმებში წვდნენ. მე კი ხარხარით კედელს ვეყუდები, ამ სანახაობის შემყურე სიცილით ძირს, რომ არ დავეცე. ანი ლიზის თმაში ახლართულ ხელს ძირს ექაჩება, რასაც ლიზის თავიც მიჰყვება. შემდეგ ჩემი დის ჯერი დგება და მტრის თმას ქვემოთ ექაჩება. მოულოდნელობისაგან ანის ხელი ეშვება ლიზის თმიდან, თუმცა მალევე უბრუნდება ძველ პოზიციას. ყველა მათ უყურურებს. მთელს დერეფანში ჩემი სიცილის ხმა ისმის, მაგრამ ყურადღება მაინც მათკენ არის მიმართული.
    ბოლოს სანახაობას ასრულებენ ანი და ლიზი. სხვადასხვა მხარეს მიდიან. ჩემი დაიკო ჩემსკენ, ანი კი საპირისპირო მხარეს. დერეფანში შეკრებილი ბავშვების ყურადღება  ისევ ამ ორისკენ არის მიმართული.
    - რას მიყურებთ? ანგელოზი არ გინახავთ? - ამბობს ლიზი სიცილით. აბურდულ თმას იშლის და თავიდან იკრავს. მის რეპლიკაზე ისევ სიცილი მიტყდება.
     "დღეს აშკარად სიკვდილის დღე მაქვს. არ მინდოდა სიცილი ყოფილიყო ამ სამყაროდან იმ სამყაროში გადასვლის მიზეზი." - ჩემს ფიქრებზე მეცინება და გზას ვაგრძელებ ლიზისთან ერთად.
     შორიდან ნიკას უნაკლო სხეულს ვაწყდები. წარმოვიდგენ, თუ როგორ ლანძღავს ჩემი და. ისე მაგარი იდეაა.
    - ახლა ნიკას ჯერი იყოს გთხოვ. - ვეხვეწები ლიზის.
    - არა ნიკას გალანძღვას არ ვაპირებ. არ მინდა ჩემი და გაუთხოვარი დავტოვო. - ძლივს მესმის ლიზის ხმა, რადგან სიცილს მანამ იწყებს, სანამ წინადადების თქმას დაასრულებს. თავიდან მკვლელი სახით ვუყურებ, თუმცა მერე მეც სიცილი მიტყდება.
    ლიზი ვიღაც გოგოსთან მიდის. მეც მას მივყვები. არ ვაპირებ მისი მორიგი ლანძღვა გამოვტოვო.
   - ვაიმე ნატა. - ამბობს გახარებული ხმით და ეხუტება. მგონი სულ ტყუილად წამოვედი. ამის გალანძღვას არ აპირებს.
   - ჰო. - პასუხობს გოგო და თავადაც ეხუტება. მე მიყურებს და მისი სახე  ასეთ კითხვას გამოხატავს- " ნეტა ეს ვინაა?"
    უკვე თქმას ვაპირებდი, "ლიზის და ვარ-თქო". მაგრამ მახსენდება, რომ ამ კითხვამ მხოლოდ ჩემს თავში გაიელვა და ნატას არ დაუსვამს.
   - შე უსირცხვილო, გარეწარო, იდიოტო, ნაგავო...- ეჩურჩულება ჩემი და ყურში, თუმცა მისი ხმა მეც მესმის.
   - ჰა? - ნატა ლიზის საუბარს აწყვეტინებს, მას შორდება და გაოცებული სახით უყურებს.
   - არ იცოდი დღეს ლანძღვის საერთაშორისო დღეა. - ამბობს ლიზი. ჩემი და მთლად გაგიჟდა. მოიცა დღეს პირველი აპრილია და არ ვიცი?
    - ვაიმე, მეთქი რა დავაშავეე.- ამბობს ნატა, ლიზი კი მაშინვე დერეფანს ათვალიერებს ახალი მსხვერპლის პოვნის მიზნით. მალე თავისი კლასელი ნიასკენ იღებს გეზს. ძალიან სწრაფად მიდის. თან გაბრაზებულ "სიფათს კერავს."
   - ვაი შე ნაგავო, დებილო, გარეწარო, უზრდელო, შტერო, უსირცხვილო. - ნიას სახეზე უმარავი ემოცია რიგ-რიგობით ჩნდება. ალბათ ახლა ფიქრობს "ვაი ამ დებილს რატო გადავეყარეო."
    - რა იყო, ხო კარგად ხარ? - მის მოხერხებულ პასუხზე მეცინება. ვაი მე... უკვე ყველაფერი მტკივა სიცილისგან და სირბილისგან.
    - კარგად ვარ. უბრალოდ დღეს ყველას ვლანძღავ და ახლა შენი ჯერი იყო. - ძლივს ისმის ლიზის სიტყვები, რომელსაც ზარის დამაყრუებელი ხმა ფარავს. ყურებზე ხელებს ვიფარებ და დაუმშვიდობებლად მივდვივარ ჩემი კლასისკენ. რა დროს გაკვეთილის დაწყება იყო? ახლა დავიწყეთ გართობა!


    ******

   სკოლისაგან დაქანცული ძლივს ვდგამ ნაბიჯებს ოფისის შესასვლელისკენ. ორ წუთიან მანძილს ხუთ წუთში ვფარავ და ბოლოს და ბოლოს ნიკას კაბინეტსაც ვუახლოვდები. კარის სახელურს ხელს ვკიდებ და ამავდროულად საათს ვამოწმებ. ორი წუთით დამიგვიანია. იმედია აქაურობას თავზე არ დამამხობს. კარს ვაღებ და შიგნით ნიკასთვის მოულოდნელად შევდივარ. კარზე დაკაკუნება და მისი გაფრთხილებაც დამავიწყდა. შარში ვარ! ახლა მის ჩხუბს რა მოუსმენს?!
    ნიკასკენ ნელა ვაპარებ მზერას. მწვანე თვალები ჩემსკენ აქვს მომართული და მიღიმის. ჩხუბი და რამე არ იქნება?
    შავი ფერის პიჯაკისკენ ხელს აპარებს და ჰალსტუხს ისწორებს. გამიგია თუ კაცი ან ბიჭი ასე იქცევა ის ქალი ან გოგო მოსწონს ვისზეც ასეთი რეაქცია აქვსო. ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნა, რომ ახლა ნიკა ჩემს გამო არის აღელვებული. ამ წამსვე ვასკვნი, რომ ეს თეორემა არასწორია. ნიკა და აღელვებული? თან ჩემს გამო?
    - რამე ხომ არ გნებავთ? - ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე ნიკა თავს ოდნავ დაბლა ხრის და მსუბუქად იღიმის. ვფიქრობ, ეს ქმედება ჩემმა თქვენობითმა ტონმა განაპირობა.
     ნიკა სახეს ასერიოზულებს და მზერას მისწორებს. პირს აღებს რაღაცის სათქმელად, მაგრამ ბოლოს თავს იკავებს საუბრისგან და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება.
    არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ნიკას მწვანე თვალები თითქოს ქაოსში მამყოფებს. რატომ მიყურებს ასე გაშტერებით? მზერას არ მაცილებს. ან მე რა გავაკეთო? განვაგრძო ასე ყურება? წამიერად თვალებს დაბლა ვხრი, თუმცა შემდეგ ისევ ნიკას ვუსწორებ მზერას. ამ მწვანე რგოლებში წამიერად ვიძირები.
    მისი ჩემთვის საუკუნოვანი სიარული მალევე სრულდება. ნიკას სახე იმდენად ახლოს არის ჩემთან, რომ მისი სხეულიდან მომავალ სითბოს ვგრძნობ. ბიჭი თავისი ხელით ლოყაზე მეხება და ნაზად მეფერება. ტანში ჟრუანტელი მივლის და სიამოვნების ზენიტში ვიმყოფები. თუმცა ამ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს კარის გაღების ხმა არღვევს და რეალურ სამყაროში მაბრუნებს. ნიკას სწარაფად ვშორდები რამოდენიმე ნაბიჯით. მას თავისი მზერა ჩემს უკან მდგომ სილუეტზე გადააქვს, რომელიც წამის მეასედის წინ შემოვიდა ოთახში.
     უკან ვტრიალდები და მოხდენილ ქალბატონს თვალს ვავლებ. თაფლისფერი თვალებით უკმაყოფილოდ მიყურებს.
    - დედა. - მესმის ნიკას ხმა. ეს ქალბატონი მისი დედაა? აღფრთოვანებული ვარ ამ ქალის გარეგნობით. ყველაფრის და მიუხედავად ეს ქალბატონი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ოცდახუთ წელზე მეტს არ მივცემდი, თუმცა...
    ნიკა დედამისს გვერდით უდგება და ნაზად კოცნის ლოყაზე. ქალს ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება, თუმცა საკუთარ თავს გაღიმების უფლებას არ აძლევს.
    ამ ორ ადამიანს შორის გარეგნულ მსგავსებას ვეძებ, თუმცა ვერ ვპოულობ. განსხვავებული თვალის ფერი, დედამისს უფრო სანდოს ხდის ჩემს თვალში ვიდრე ნიკას. მისი მწვანე თვალები ხომ ყოველთვის მაცდურია ჩემთვის. თმის განსხვავებული ფერი, სხვადასხვა სიმაღლე, განსხვავებული აღნაგობა და კიდევ უამრავი წვრილმანი მაკვირვებს. უკვე ეჭვი შემაქვს იმაში, რომ ნამდვილად დედა-შვილი არიან.
    - თუ შეიძლება დაგვტოვეთ. - ამბობს ქალი მკაცრი ინტონაციით ისე, რომ ზედაც არ მიყურებს. მისი ხმა ბრძანებას უფრო ჰგავს ვიდრე თხოვნას. თავიდან ბრაზი მეუფლება და ადგილზე ვიყინები. შემდეგ თავს ვთოკავ და სწრაფად გამოვდივარ ნიკას კაბინეტიდან.
     ხასიათი! აი რა არის ამ ორში მსგავსება. ორივენი ცივები და მკაცრები არიან. პირველი შეხვედრისას ამ ქალში ადამიანურობაც კი ვერ შევამჩნიე.
     ნუთუ ფულმა ქედმაღალობა შეჰმატა?!
     ჩემს კაბინეტში შევდივარ და შავი შოკოლადის ჭამას ვიწყებ. თანდათან თითქოს ჩემს თავში დეპრესიული ადამიანის თვისებებს ვამჩნევ და ეს ფაქტი მაგიჟებს. ფიქრს ვწყვეტ, თუმცა შოკოლადის ჭამას არა.
    ვცდილობ კონცენტრაცია ჩემს წინ არსებულ დოკუმენტებზე გადავიტანო, თუმცა არ გამომდის. ბოლოს მოუსვენრობას წყობიდან გამოვყავარ და კაბინეტის კარს ვაღებ. გარეთ გავდივარ და ნიკას დედას ვაწყდები, რომელიც კიბეებით დაბლა ჩადის. ეს ფაქტი მახარებს. ნიკას კაბინეტისკენ სწრაფად მივდივარ, სახელურს ვწევ და ღიმილიანი სახით შევყურებ უფროსს.
  - რა გაცინებთ ქალბატონო მარიამ? - ნიკას ტონზე ნერვები "მეწეწება". ასე სწრაფად ვუბრუნდებით თქვენობით ტონს? ნიკა პასუხის მოლოდინში მზერას არ მაშორებს. თავიდან ვიბნევი, შემდეგ კი იმას ვამბობ რაც პირველად მომდის თავში.
  - მიზიეზი არ მაქვს.
  - ანუ ამბობთ, რომ გიჟი ხართ? - ახლა რა შეურაცხყოფას მაყენებს? მისი ცვალებადი ხასიათი ტვინს ჭამს.
   " მგონი ნიკას ძალიან მოშივდა და ამიტომაც ნერვების ჭამა დაიწყო" - ჩემს ფიქრებზე მეღიმება და სითამამე მემატება.
  - დიახ გიჟი ვარ. რაიმე პრობლემაა?
  - გიჟებს სამსახურში არვიღებ ხოლმე. - ისეთი ტონით ამბობს თითქოს მე კი არა კედელს ელაპარაკებოდეს. მისი თვალებიც მოშორდა ჩემს სილუეტს და  საბუთებზე გადაიტანა ყურადღება. მისი ასეთი საქციელი მაცოფებს.
   - ანუ გინდათ, რომ სამსახურიდან გამაგდოთ?
   - არა.
   - მაგრამ რატომ? მე ხომ გიჟი ვარ? - ვამბობ და ღიმილს ძლივს ვიკავებ. თანდათან შენივე წამოწყებული საუბრის მახეში ებმები ნიკუშ!
   - ჯერ თქვენს ყველა მოვალეობას კარგად ასრულებთ.
   - გააჩნია მოვალეობის კარგად შესრულებაში რა იგულისხმება, ანასთან ერთად ჭორაობა თუ თქვენი...- არ ვიცი ეს სისულელე საიდან მოვიფიქრე, მაგრამ მის დასრულებას, რომ არ ვაპირებ ეს ზუსტად ვიცი.
   - დაასრულეთ, ქალბატონო მარიამ. - ამბობს მომთხოვნი ტონით და გაბრწყინებული სახით. ისე თითქოს რაღაცაში გამომიჭირა და ასეც არის.
   - არა! - ჩემს პასუხზე იღიმის და დგება. მისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა ნულამდე ეცემა. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება. მე კი უკან ვიწევი. არ მინდა მომიახლოვდეს და პასუხი გამომტყუოს.
   ნელ-ნელა მივდივარ უკან, ნიკა კი სწრაფი ნაბიჯით მოდის ჩემსკენ. მეც ვასწრაფაბ ნაბიჯებს და მანამ მივდივარ უკან სანამ კედელს არ შევასკდები.
   - აუჩ - ვამბობ და მტკივან ხელს თავზე ვიდებ. ძალიან ძლიერად მივეჯახე კედელს. ჩემზე ფეთხუმი ადამიანი თუ არსებობდეს...
    ნიკას ვუსწორებ მზერას. მის სახეზე გამოსახული ღიმილი ნერვებს მიშლის. დასცინე შენნაირ იდიოტებს!
    - მითხარი. - ჩემთან მოახლოებული ნიკა მხოლოდ ამ ერთ სიტყვას ჩურჩულებს ჩემს ყურთან ახლოს. მისი ნათქვამი ჩემს აღელვებას იწვევს, თუმცა დანებებას და თქმას ნამდვილად არ ვაპირებ.
    - ხომ იცი მაინც ვერ მათქმევინებ. - ვამბობ ცინიზმით გაჯერებული ხმით და ყურებამდე ვიღიმი.
   - მართალი ხარ! არა და მინდოდა შენი პირიდან გამეგო სიმართლე. -  ისე ამბობს თითქოს სიმართლე უკვე იცის და ახლა აღიარრება-ღა სჭირდება. ნუთუ მიხვდა რაც ვიგულისხმე? ან იქნებ უბრალოდ ჩემს დაბნევას ცდილობს?
    - ანუ მიხვდი რაც ვიგულისხმე? - ნიკა თავისი სკამისკენ მიდის. მსუბუქად ჯდება და ღიმილიანი სახით მიყურებს. ამ ჟესტით რა უნდა ვიფიქრო? ანუ მიხვდა?
   - გააჩნია მოვალეობის კარგად შესრულებაში რა იგულისხმება, ანასთან ერთად ჭორაობა თუ თქვენი კოცნა. აი რა უნდა გეთქვა მარიამ. თუ გინდა უარყავი, მაინც არ დაგიჯერებ. - გაკვირვებული სახით ვუყურებ მის კმაყოფილ გამომეტყველებას. როგორ შეეძლო მიმხვდრაიყო? რატომ შეუძლია ასე კარგად გამოიცნოს ჩემი ფიქრები? მე რატომ არ შემიძლია ნიკას ფიქრების გამოცნობა?
   - სისულელეა. - ვამბობ, ისე თითქოს ჩემთვის სულ ერთი იყოს და კაბინეტიდან გამოვდივარ. ნიკა რაღაცას ამბობს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემს კაბინეტში შევდივარ. სკამზე ნერვიულად ვჯდები და ვცდილობ ნერვები დავიმშვიდო. უეცრად კარი იღება და ნიკა შემოდის. დამცინავი ღიმილი აქვს გადაკრული. აშკარად სიამოვნებს ის ფაქტი, რომ გამაწბილა და გამოიცნო ის, რის თქმასაც არ ვაპირებდი.
    - მამაჩემს შენი გაცნობა უნდა.- ისეთი ტონით ამბობს თავადაც მიკვირს. არანაირი გრძნობა არ იკითხება. უგრძნობი! მოიცა რა თქვა? მამამისს უნდა ჩემი გაცნობა?
   - რატომ? - ვეკითხები ოდნავ ჩამწყდარი, შეშინებული ხმით.
   - გიორგი ყველა თანამშრობელს იცნობს. შენი გაცნობაც სურს.
   - აქამდე რატომ არ გამიცნო?
   - აქამდე არ უფიქრია, რომ ისეთი ასისტენტი იშოვა, რომელსაც სამსახურიდან არ გავაგდებ.  - თავიდან მიხარია მისი სიტყვები. მე განსაკუთრებული აღმოვჩნდი. პირველი ვარ, რომელმაც ნიკას ასისტენტის თანამდებობა შეინარჩუნა. მაგრამ მერე მის ნათქვამს ვუღრმავდები. ისეთი ტონით თქვა თითქოს მიმარიაჟებდეს -"მაგარი ვარ და ყველას ვაგდებ სამსახურიდანო."
    - ახლა წადი მოემზადე და ერთ საათში გამოგივლი. - ბრძანების ტონით გამოთქმული სიტყვებს ჩემი ყური უხეშად აღიქვამს. რა ხდება ვერ გავიგე? რას ნიშნავს ეს ტონი? წესიერად მოქცევა არავინ ასწავლა? თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი რატომ ჰგონია? მართალია მისი ოფისია და აქაურობის ბატონ-პატრონია, თუმცა ასე მოქცევა მაინც არ შეიძლება!
     წამშივე ტოვებს კაბინეტს და კარს მიღმა უჩინარდება. მე კი ფიქრს ვიწყებ თუ რა ჩავიცვა. ვფიქრობ ყველა ქალის/გოგოს უდიდესი პრობლება სწორედ ეს არის. ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნიკას მამაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დავტოვო. და მართლაც, რა უნდა ჩავიცვა?

   ******

    მანქანა ულამაზესი მდიდრული სახლის წინ ჩერდება. გაოცებული სახით ვათვალიერებ იქაურობას. მანქანის კარს ვაღებ და გადმოვდივარ. ახლა უკეთ ვაკვირდები მიდამოებს. აღფრთოვანებული ვარ. ისეთი საოცარია აქაურობა, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ. ისეთი მოწესრიგებული და ლამაზია...
     სახლში შევდივართ თუ არა მომსახურე პერსონალი მოსაცმელებს გვართმევს და მიაქვს. სარკეში ვიხედები. საოცრად გამოვიყურები, იმედია კარგ შთაბეჭდილებას დავტოვებ. რა საკვირველია ვიზუალური მხარე დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ...
    მსუბუქი მაკიაჟი ჩემს ცისფერ თვალებს ამკვეთრებს. ჩემს მაღალ და გამოყვანილ სხეულს საოცრად უხდება შავი ფერის, თხელი კომბინიზონი. ქვემოთა ნაწილი გაშლილი შარვლის სტილშია, წელზე კი მომდგარია. კომბინიზონი  ყელიანია, თუმცა მას დეკოლტეც ამშვენებს. (როგორც ფოტოშია)

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 14)


ნიკა წინ მიმიძღვის, მე კი უკან მივყვები. მისი ზურგის გარდა ვერაფერს ვხედავ. ბოლოს ბიჭი ჩერდება, ოდნავ გვერდით იწევა და საშუალებას მაძლევს ჩვენს წინ მდგარი სილუეტი დავინახო.
    მამაკაცი შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი. ცალ ხელზე ძვირადღირებული საათი უკეთია. ლურჯი ფერის ჰალსტუხი შეეფერება მისი ჩაცმულობის კონტრასტს.
    ჩემს წინ თითქოს შედარებით ხნიერი ნიკა დგას. იგივე თვალები, იგივე ნაკვთები, მსგავსი ფერის თმა, სიმაღლითაც თითქმის ტოლი. თვალებ გაფართოებული შევცქერი ნიკას მამას.
    - გამარჯობა. - ამბობს ბატონი გიორგი და ხელს მიწვდის, თან ამავდროულად მკრთალად მიღიმის.
   - გამარჯობა. - ვუღიმი და ხელს ვართმევ. ბატონი გიორგიდან მზერა ამ უშველებელ ოთახზე გადამაქვს. მოწყობა ძალიან მდიდრული და ლამაზია, ძირითადად შავ-თეთრია და ნაკლებად გადაჭედილი.
    ნიკა და მამამისი ერთმანეთს ეხვევიან და სიცილ-ხარხარით მიმიძღვიან მაგიდისაკენ. მისვლისთანავე ნიკა სკამს ოდნავ უკან წევს და მიცდის. ჩემი ჯენტლმენი!

  *****

    ბევრი ვისაუბრეთ. ნიკას მამა ძალიან სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა. ძალიან კარგად მიმიღო. მეგონა მასაც თავში ავარდნილი ჰქონდა ქონება, თუმცა არა... საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი აღმოჩნდა და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
    - მახსოვს ერთხელ ნიკამ თმა გაიზარდა და სირაქლემას ჰგავდა. თუ პალმას? გავიჭედე. არ ვიცი, რომელს უფრო ჰგავდა.  - ამბობს ბატონი გიორგი ჩაფიქრიანებული და ბოლოს სიცილს იწყებს. როგორც ჩანს მასაც ჩემსავით არ მოსწონს ბიჭებზე გრძელი თმა. მეც სიცილს ვიწყებ, მერე ნიკას ვუყურებ და მის გაკვირვებულ, "ამჟავებულ" სახეზე უარესად ვკისკისებ.
    - ბატონო გიორგი სტუმარი გყავთ. - ამბობს ის გოგო, რომელმაც მე და ნიკას მოსაცმელები გამოგვართვა. ოთახში ნიკას დედა შემოდის. ჩვენს დანახვაზე თვალები შუბლზე აუდის გაოცებისგან და ისეთი სახე აქვს თითქოს მოშიებული მგელი იყოს, რომელმაც ცხვრები დაინახა.
    - ვაუ, სტუმრები გყოლია გიორგი. - ამბობს და ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით გვიახლოვდება. თან ტყავის ხელთათმანებს რიგ-რიგობით იხდის და მოხდენილად დაჰყურებს ზემოდან.
   - რამ შეგაწუხა საყვარელო? - დამცინავ ტონს არც ნიკას მამა აკლებს. მის ამ რეპლიკაზე ქალი მკვეთრად იღიმის და ბატონ გიორგის მზერით "კლავს."
    - ვიღაც მდაბიოში გამცვალე, ისევე როგორც ეს შენმა შვილმა გააკეთა არა? - ქალი ნერვიულად საუბრობს და თითს ჩემსკენ იშვერს. გულში რაღაც მწყდება. ისევ იგივე სიტყვა მიწოდეს. თავს საშინლად ვგრძნობ.
     ფეხზე ისე ვდგები, რომ სკამი ძირს ეცემა და ძალაუნებურად ყველას ყურადღებას ვიპყრობ. არც ერთს ვაქცევ ყურადღებას და მაშინვე სახლიდან გამოვრბივარ. უკნიდან მომავალი ნაბიჯების ხმით ვხვდები, რომ ვიღაც მომყვება. ალბათ ნიკაა, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად მასთან ერთად ყოფნა მინდა.
     ისევ იგივე ტერმინით მომიხსენიეს. ისევ შემახსენეს თავი. ისევ ჩამაწვეთეს ის აზრი, რომ მე მათი მსგავსი ვერასდროს ვიქნები. მე ხომ მათთან შედარებით არარაობა ვარ. ვერ ვიტან! ნიკას დედა საშინლად მეზიზღება! ჰგონია, რომ უფლება აქვს ყველას საშინლად მოექცეს, რდაგან ფული და გავლენა აქვს?! მდაბიოა, სულით მდაბიო ადამიანი. საშინელი, სასიზღარი.
    მან კიდევ ერთხელ მიმახვედრა, რომ ორ სხავადასხვა ფენის წარმომადგენელს შორის ურთიერთობა შეუძლებელია. ნიკასთან არაფერი გამომივა. საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობაა ჩვენს შორის. თანაც არამგონია მას ვუყვარდე ან მოვწონდე.
    " აბა უკან გაიხედე. ნიკა შენ გამოგეკიდა. მშობლების ჩხუბის მოგვარებას შენი დამშვიდება არჩია. მას შენ უყავრხარ ნუთუ არ გესმის? სხვა შემთხვევაში შენი სახელის ძახილს არ დაიწყებდა ამ სიშორიდან." - ჩემი მეორე მეს ხმა ძალაუნებურად ჩამესმის და მის წინააღმდეგ აზრის გამოსახატავად ფიქრს ვიწყებ.
    " მას არ ვუყვარვარ. უბრალოდ ვეცოდები. ნიკას ჩემზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული, სახლში უსაფრთხოდ უნდა დამაბრუნოს. თანაც სამეგობრო წრის გამო ჩემი ატანა უწევს. " -  შინაგან ხმას გულში ვეპასუხები. ავტობუსს ვხედავ, რომელიც ჩემს სახლთან მიმიყვანს, ამიტომაც გაჩერებისკენ სწრაფად მივრბივარ. შიგნით შევრბივარ და მაშინვე უკან ვიხედები. ნიკა არც ისე შორსაა, როგორც კი მხედავს, რომ ავტობუსში ჩავჯექი უკან სირბილით მიდის.
    დანებდა. მისთვის სულ ერთი ვარ, თორემ ასე უცბად სახლში არ გაიქცეოდა. სულელი ვარ! რატომ შემიყვარდა მაინც და მაინც ის? რატომ?
     ახლა ვამჩნევ, რომ ავტობუსში ცარიელი ადგილებია. ერთერთისკენ მივდივარ და ის-ისაა უნდა დავჯდე, რომ ნიკას მანქანას ვხედავ. ცდილობს ავტობუსს დაეწიოს.
   " ახლაც იტყვი, რომ შენს მიმართ არაფერს გრძნობს? " - ჩემს შინაგან ხმას ვაიგნორებ და ნიკასთან ვრეკავ. თან უკან ვიხედები და მანქანაში მჯდომ ბიჭს ვაკვირდები. შორიდან კარგად არ ჩანს მისი სახე. ცალ ხელს საჭეს აშორებს და ტელეფონს ჯიბიდან იღებს.
    - არ გამომყვე! - ჩემი სიტყვები ბრძანებასავით გაისმის. ვცდილობ ხმა არ გამიტყდეს და ამ სიტყვების თქმის შემდეგ თვალებიდან ცრემლები მომდის. დედამისი წარმოთქმული "მდაბიო" და მისი ზიზღნარევი მზერა მახსენდება.
    - მაგრამ... - მას ისეთი მზრუნველი ტონი აქვს უკვე ეჭვი მეპარება მართლა ნიკაა თუ სხვა ვინმე ჩაუსახლდა. თუმცა ახლანდელი ნიკა ჩემზე ნერვიულობს. მას არ ვეცოდები, შესაძლოა ჩემს მიმართ გრძნობები მართლაც აქვს.
   - გთხოვ არ გამომყვე. - ვამბობ ჩურჩულით და უკვე იმაშიც ეჭვი მეპარება გაიგო თუ არა ჩემი ხმა. მაღალი ტონით ამ სიტყვებს ვერ წარმოვთქვამდი, ხმა აუცილებლად ჩამიწყდებოდა.
    ნიკა მანქანას ატორმუზებს და ჩვენს შორის არსებული პატარა მანძილი თანდათანობით დიდდება. ავტობუსის მინაზე ხელს მსუბუქად ვდებ. თითქოს ის წაიღებს ამ შინაგან ტკივილს და არეულობას.

   ******

   პარასკევი საღამოა. სამსახურიდან ახლახანს მოვედი. ბოლო სამი დღეა ნიკას თავს ვარიდებ და ხმას არ ვცემ. სამსახურშიც უბრალოდ მის ბრძანებეს ვასრულებდი. როცა სერიოზულად იწყებდა საუბარს თემას ვცვლიდი. იმ საშინელი  დღის ერთმანეთისთვის შეხსენებას ვერცერთი ვბედავდით.
     ზარის მკვეთრ ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ. ზანტად ვდგები და სახლის კარს ვაღებ.
    - თქვენთან ამანათი გამომატანეს. აქ ხელი მომიწერეთ, იმის დამამტკიცებლად, რომ ჩემი სამუშაო ზუსტად შევასრულე. - არც თუ ისე ახალგაზრდა კაცი კონვერტს ხელში მაჩეჩებს და თან პასტასაც მაწვდის. კალამს ხელში ვიღებ და ხელს ვაწერ. ნაცრისფერთვალება, ჭაღარა კაცი მაშინვე მიდის.
     კონვერტს ვხსნი. ვიზუალურად მოსაწვევს ჰგავს. ვინმეს ქორწილი აქვს და არ ვიცი? მალე გავიგებ. მოსაწვევს მეორე მხარეს ვატრიალებ და სახელებს ვკითხულობ. სერიოზულად? სიზმარში ვარ თუ რა ხდება? ვინმემ, რომ გამაღვიძოთ არა?

______
შემდეგი თავი დაიდება 45-50 მოწონენაზე.
აბა რას ფიქრობ? რა ხდება? რა მოსაწვევზეა საუბარი ან მარიამს რატომ გაუკვირდა ასე ძალიან? დააფიქსირე შენი აზრი კომენტარებში.
თუ გსურს ჩემი გაცნობა: ფბ-ს საძიებო სისტემაში უნდა ჩაწერო madeline petterson. მთავარ ფოტოზე გამოსახულია ქერა, ლამაზი გოგო დიდი ტუჩებით და ღია ფერის თვალებით. (იმედია მიპოვი!) მომწერეთ, რომ მოთხრობის გამო მწერთ. (ბევრი უცნობი მწერს და ძირითადად ვსინავ ხოლმე :დდდდ)





 



№1 სტუმარი mariammmm

დაგამატე იმედია დამიდასტურებ.
რაც შეეხება თასვ მომეწონა,იმედია შემდეგსაც მალე დადებ❤

 


№2  offline წევრი Smailiki

mariammmm
დაგამატე იმედია დამიდასტურებ.
რაც შეეხება თასვ მომეწონა,იმედია შემდეგსაც მალე დადებ❤


მიხარიააა. ვეცდები შემდეგი მალე დავდო ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენიკო

ვაიმეე ძაანნ მაგარიაა მალეე დადე რა შემდეგი თავი თორე როდის ავა 50 მოწონებამდეე ;დდდ ❤️

 


№4  offline წევრი Smailiki

სტუმარი ელენიკო
ვაიმეე ძაანნ მაგარიაა მალეე დადე რა შემდეგი თავი თორე როდის ავა 50 მოწონებამდეე ;დდდ ❤️


მიხარია, რომ მოგეწონა სიხარულო. ვეცდები მალე დავდო. როგორც კი დავწერ უკვე აქ ატვირთვაზეც ვიფიქრებ. დაწერაა რთული თორემ.. :დდდ ❤❤❤

 


№5 სტუმარი niii ❤

Dzalian magaria erti suli maq rodis daideba ahemdegi tavi ❤❤

 


№6  offline წევრი Smailiki

niii ❤
Dzalian magaria erti suli maq rodis daideba ahemdegi tavi ❤❤


მადლობა სიხარულო შეფასებისათვიის❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენიკო

დადეე რააა ავიდაა უკვეე 46 მოწონებაზე ;დდ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent