This time
დილით ყურთასმენებში მუსიკა მაღვიძებს,როგორც ჩანს ჩართული დამრჩა ღამით. ვდგები ყურებიდან ვიძრობ ყურთასმენებს,პირველს რასაც ვაკეთებ ფანჯარაში ვიხედები. მზის სხივები ფანჯრიდან შემოდის და სასიამოვნოდ ეხება ჩემს სხეულს, მეც ვდგავარ და სილამაზით და სიამოვნებით ვტკბები, ძალიან მსიამოვნებს მზის სითბო,ასე ვდგავარ რამოდენიმე წუთი შემდეგ კი ტანზე წყალს ვივლებ,წყლის წვეთებიც რა სასიამოვნოდ ეცემა ჩემს სხეულზე,შემდეგ ხელს ვუშვერ საშხაპე მილს და ვაკვირდები როგორ ეცემა წვეთები ხელის გულზე,ყველაფერში სიამოვნებას ვიღებ და სილამაზეს ვხედავ,ზოგი ადამიანი კი დაბრმავებულია იმით რომ ბედნიერი არაა , მაგრამ მათ ცხვირწინ აქვთ სილამაზე ბედნიერება ასეთი პატარა რაღაცეეები კი ბედნიერებას მანიჭებს,გამოვდივარ საშხაპედან მაგრამ თმას არ ვიშრობ თავისით გაშრება, არ მიყვარს თმის საშრობი თმას წვავს,მაგრამ მაინც მაქ შეძენილი და მხოლოდ ცივ დღეებში ვიყენებ. შევდივარ საძინებელში და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ და ბოლოს ვიცვამ თეთრ კაბას რომელიც გამომწვევი კი არა უფრო ნაზია და ძაან კომფორთული,ნაზი ნაჭრისგან არის შეკერილი და ძალიან თეთრია მისის სიგრძე მუხლებამდეა,სარკესთან ვდგები და ვუყურებ კაბას და შემდეგ ჩემს კანს, საერთოდ არ განსხვვავდება კანის ფერი აბის ფერისაგან,ძალიან თეთრი კანი მაქვს და ვერასდროს ვერ ვირუჯები,ოჰ ლიზარა თეთრი ხარ. სიმართლე გითრხრათ არც მინდა მომწონს ფითქინა კანი. ფეხზე თეთრ კეტებს ვიცვამ,შემდეგ ისევ სარკესთან მივდივარ და გამჭირვალე ტუჩსაცხს ვისვამ ტუჩებზე რომელიც ბუნებრივად წითელია ძალიან წითელი,წამწამებს წამწამების საპრეხით ვიპრეხ და აი მორჩა ეს იყო ჩემი ვითომდა მაკიაჟი,თმას ვიშლი და ვუყურებ ,ლამაზი თმა მაქ ოდნავ ტალღოვანი , თმის ფერი კი წაბლისფერი , თვალების ფერი ძალიან ღია ყავისფერი მაქ რომელიც ხან მწვანეში გადადის ხან ყვითელში,ტუჩები სქელი მაქ მაგრამ ძააან არა .გავედი გარეთ და იმწამსვე მზის სხივებმა კინაღამ დამაბრმავა და ხელი ავიფარე თვალებთან,ყურთასმენები გავიკეთე ყურებში და Lykke Li-I follow rivers ჩავირთე. გადავწყვიტე ბოტანიკურ ბაღში წავიდე რომელიც ქართლის დედასთან მდებარეობს. და აი უკვე ქართლის დედაზე ვარ, გადმოვყურებ მთელ თბილისს და ფოტოაპარატს ვამზადებ რომ გადავუღო ქალაქს ფოტო ,თან ცოტა უკან დავიხიე რომ კარგი კადრი დამეჭირა და ვიღაცას შევასკდი ,მოვიხედე უკან და ვიღაც ქერა ბიჭი დამხვდდა ნაცრისფერი თვალებით და ნავარჯიშები სხეულით -გოგონა თვალებიდან ვერ იყურებით? -ამ..მე მაპატიეთ( დაბნეული ვიყურებოდი აქეთ იქით თან ენაც დამებნა ღმერთო როგორ მრცხვენია) -კარგი არაუშავს ..შემდეგში ყურადღებით იყავით ეს მითხრა ირონიულად გამიღიმა,შემდეგ ერთერთმა ბიჭმა დაუძახა ნიკაო და ისიც გამეცალა. ღრმად ამოვისუნთქე,ფოტო არც გადამიღია ბოტანიკურ ბაღში შევედი, ბუნებას ვათვალიერებდი ძალიან ლამაზია ყველაფერი,მცენარეებს ვუღებდი ფოტოს შემდეგ ჩანჩქერთან დავჯექი როგორც ჩანს მარტო ვარ რა სასიამოვნო ხმა აქვს ჩანჩქერს....მოკლედ მოვიარე ყველაფერი და სახლში წავედი ძალიან დავიღალე, რა ფოტოებიც გადავუღე ყველაფერს ჩემს ალბომს მივამატე.რატომღაც გული თავგადასავლებს მიგრძნობს, ნეტავ როგორი იქნება ხვალინდელი დღე,მაგრამ სახლში არ გავჩერებულვარ ავიღღე წიგნი "კოლექციონერი" და კაფეში წავედი,ფოტოაპარატიც წავიყოლე, დავჯექი კაფის კუთხეში ფანჯარასთან და ცხელი შოკოლადი შევუკვეთე კაფე "კოფისტაში".ავდექი გასასვლელისკენ მივდიოდი როცა ვიღაცამ მაისურზე შემთხვევით ყავა შემასხა, ავხედე და მწვანე თვალებს წავაწყდი,მისი თვალები ნამტირალებს გავდა, ჩაწითლებული იყო და მგონი მართლაც ნამტირალები თვალები აქ ამ უცნობ ბიჭს..... იმედია მოგეწონებათ,ველოდები თვქენს კომენტარებს და შეფასებას <3 და ამის მიხედვით განვსაზღვრავ დავდო თუ არა შემდეგი თავი..<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.