შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალენტინა -5- +18


2-03-2020, 19:22
ავტორი Moonlight17
ნანახია 4 065

ოფისში ოცი წუთით ადრე მივედი. მინდოდა, ყველაფრის სრულყოფილებაში თავად დავრწმუნებულიყავი. ყოველი შემთხვევისთვის, თუ რაიდერს თამაში მოუნდებოდა, მაგიდის ქვედა უჯრაში შამპანიური მოვათავსე ორცხობილებით. რათქმაუნდა, მე გამოთრობას არ ვაპირებდი. უბრალოდ, ვაგრძობინებდი რომ თამაშში ავყევი. იქნებ თავდაჯერება სადღაც გაჰქრომოდა და სიმართლე ეთქვა. ასე ყველაფერს გამიმარტივებდა.
დრო საშინლად მეწელებოდა. ფურცელზე პუნქტების ჩამოწერა დავიწყე.
პუნქტი პირველი. - რაიდერ ფლინი არ იყო მკვლელი. ვაპირებდი ზედა საფეხურზე მყოფი საზოგადოება შემეწუხებინა და გამერკვია, რის საბაბზე დაიჭირეს. თუმცა, ის ფაქტიც იყო დასაშვები რომ ჩემს ოფისში სიარულისას რაიმე დასცდენოდა ფლინს.
პუნქტი მეორე - ვინ იყო ბლეიკის ნამდვილი მკვლელი და სად იყო ახლა?! ეს კითხვა ყველაზე მეტად მიფორიაქებდა სულს.
პუნქტი მესამე - მამაჩემი.
ეჭვგარეშე იყო, რომ მის გარშემო საიდუმლოებები ტრიალებდა. ვიღაც ზედმეტად ტლიკინებდა ჩემს პირადზე, რაც ძალიან არ მომწონდა. ამისთვისაც უნდა დამესვა წერტილი.

- ვალენტინა. - თავი მაშინვე წამოვწიე. იმდენად ვიყავი ჩაფლული ფიქრებში, რომ კალამი შეუმჩნევლად გამივარდა ხელიდან. საკუთარი დაბნეულობის დასაფარად მსუბუქად ჩავახველე და მატიასს თვალები გავუსწორე. - აქ არის, დაბლა.
- ამოვიდეს. შენ დაბლა დამიცადე. თუ რაიმე დამჭირდება, დაგიძახებ.
სახე მაშინვე შეეცვალა მატიასს.
- არამგონია, რომ მასთან დარჩენა კარგი იდეა იყოს, მის ფორბს... - მოკლე თმები ცალი ხელით აიქექა და თვალები მოჭუტა.
- ეგ შენი მოსაზრებაა, მატიას. ჩვეულებრივი ადამიანია. გააკეთე რაც გითხარი და ხო, დღეს შეგიძლია შენი მანქანა წაიყვანო. მადლობა, რომ ამდენ ხანს მათხოვე. - მსუბუქად გავუღიმე. საკუთარმა სიტყვებმა გულზე მახათივით გამკრა. თითქოს და ამ საწყალ ბიჭს სხვა გზა ჰქონდა. მისთვის არც კი მითქვამს თავიდან, რამდნეი ხნით დამჭირდებოდა მისი მანქანა. ხსნებისას თვალები გაუბრწყინდა, არ შეიმჩნია და დამტოვა. ღრმად ამოვისუნთქე. წამდენიმე წამში ლურჯთვალება ჩემი ოფისის ზღურბლს გადმოკვეთავდა. ისე მქონდა გაწკრიალებული მთელი ოფისი, თვალებით რაიმეს ვეძებდი, რომ როდესაც ამოვიდოდა დაკავებული ვყოფილიყავი.
- თქვენს ადგილას კარს გადავღებავდი. - რაიდერის ხმაზე შევხტი. სწრაფად მივბრუნდი. ღმერთს მადლობა, ზედაც არ მიყურებდა. ლურჯ კარებზე ჰქონდა თვალები გაშტრებული და საჩვენებელი თითი ერთ ადგილას გაეჩერებინა. რომ კარგად გამეგო რაზე მესაუბრებოდა.
- სხვათაშორის, თავიდან ეგ მეც ვიფიქრე. შემოდით. - მყარად გავეცი პასუხი. საკუთარი მიმიკების კონტროლი ჩემდა გასაკვირად არ დამჭირდებოდა. სავარძლებში, ერთმანეთის მოპირდაპირედ მოვთავსდით. ყველაფერს ზედმიწევნით ათვალიერებდა. თითქოს, თვალს მარიდებდა.
- რა ხდება, მისტერ ფლინ?! კარგი შენობაა ვინმეს მოსაკლავად? - ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე, მან კი უარესით მიპასუხა. მზერა ჩემზე გადმოიტანა თუ არა, დავინახე ჭინკები როგორ დახტოდნენ მის თვალებში. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი ყელში. - ვიხუმრე. - განვუმარტე ცოტა ხანში, რადგანაც მიმიკას არ იცვლიდა. სახე ოდნავ მოულბა.
- საშინლად ხუმრობთ, ვალენტინა. - თითქოს სიტუაციის განმუხტვას ეცადაო. მკვლელის თაობაზე ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა. ჩამქრალი თვალები, რომლებზეც დავიფიცებდი რომ ძალით იმორჩილებდა. ჩამოყრილი, მოშვებული მხრები, რომლებზეც დაძაბულობის ოდნავი კვალიც არ ემჩნეოდა.
მისი პასუხი დავაიგნორე, რაც უფრო ნაკლებად ავყვებოდი მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. ვეცადე უფრო მნიშველოვანი ინფორმაცია გამეგო მისგან.
- რის საფუძველზე დაგაკავეს?
- მართლა არ იცით, თუ უბრალოდ ჩემგან გინდათ ამის გაგება? - წარბები ამიწია და პენაგის პირველი ღილი შეიხსნა. თითქოს საუბარში უშლიდა ხელსო. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი და თვალებში ჩავაშტერდი.
- რაიდერ, ხომ შეიძლება რომ ასე მოგმართო? - თვალები მოვუჭუტე. იმაზე ჭკვიანი და სიტყვებით მოთამაშე ყოფილა, ვიდრე ვფიქრობდი.
- შეგიძლია. - ღიმილი გაზარდა. მივხვდი, რომ ასე თვითონაც შეცვლიდა თქვენობითის ფორმას. თავი მსუბუქად დავაქნიე. რა გაეწყობოდა.
- შენგან მინდა გაგება, რათქმაუნდა ვიცი. - ვიცრუე. ფეხი ფეხზე გადავიდე და ორივე ხელი მუხლზე დავიდე.
- იარაღი მკვლელობის ადგილზე დამრჩა. - დაასრულა თუ არა, ხმამაღლა გამეცინა. სრულიად ცარიელ შენობაში ჩემი სიცილი ექოდ გაისმა. შეუკავებლობისგან პირზე ხელი მსუბუქად ავიფარე და ჩავახველე.
- ნამდვილად პროფესიონალის საქციელს გავს. - ტუჩები უხერხულად მოვკუმე. ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა ვიგრძენი, მოზღვავებული სისხლისგან სახეზე როგორ წამოვწითლდი.
- ეგ სიცილი კი ნიშნავს, რომ აშკარად არ იცოდით ამ ფაქტის შესახებ.
- ვიცოდი! - მაშინვე დავასერიოზულე სახე და შეტევაზე გადავედი. - არ ვხუმრობ, რაიდერ. რა მოტივი გამოძრავებდა? - ვიკითხე, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ტყუილებით ამავსებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ღამით ის ჩემს სახლში იყო და არა ბლეიკთან. ჯანდაბა! ვის აფარებ ხელს, რაიდერ.
- შენთვის არ მემეტებოდა. - ჩაიცინა. ეს მამაჩემის სიტყვები იყო. კოპები თავისით შემეკრა. ცოტაც რომ მეფირა ამის შესახებ, ცრემლებიც მომადგებოდა თვალებზე. საკმარისი იყო. განტვირთვა მჭირდებოდა. ფეხზე ელვის სისწრაფით წამოვდექი და მაგიდის უჯრაში გადამალული შამპანიურისკენ დავიძარი. ამ ბოთლის ასე გახსნა ნამდვილად არ მქონდა გეგმაში, თუმცა როგორც ვხედავ გეგმა სრულიად შეიძლება შეიცვალოს.
უკან შამპანიურით და ორი ჭიქით ხელში დავბრუნდი.
- გაგიმასპინძლდები, როდესაც შესაბამის პასუხებს მივიღებ. არც ბავშვი ვარ, არც ამ საქმეში დამწყები, რაიდერ. - სრული სერიოზულობით ვუთხარი და შამპანიურით ჭიქა სანახევროდ გავივსე. ჩემი საქციელისგან გაკვირვებული, მაინც არ იმჩნევდა და ლურჯ თვალებს ჭინკასავით აცეცებდა.
- მადლობა, არ მწყურია. - მხრები აიჩეჩა და საზურგეს კარგად მიეყრდნო.
- ეს არ არის თანამშრომლობა. - ამოვიხვნეშე და ჭიქა სწრაფად ჩავცალე.
- ხშირად სვამ ხოლმე?
- ღვინოს ყოველ საღამოს. - დაუფიქრებლად ვუპასუხე. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ თემა ძალიან სწრაფად შემიცვალა და მეც ვითომ არაფერი ისე გავეცი პასუხი. უკვე მაღიზიანებდა. იქნებ, სიმართლე რომ მეთქვა ყველაფრის შესახებ მაშინ მაინც ამოეღერღა.
- ასე ძალიან რატომ გინდა ციხეში ჩაჯდომა?
მხრები აიჩეჩა, ისე რომ შამპანიურის ბოთლისთვის თვალი არ მოუშორებია.
- მტკივნეულია.
ასე მეგონა, ქანდაკებამ ამოილაპარაკა. ტუჩებიც კი ნაწილობრივ აამოძრავა, ისე აღმოხდა ერთი სიტყვა. მეორე ჭიქას ვასრულებდი და საზიზღარ სიჩუმეს მხოლოდ შამპანიურის ბურთულების შუშხუნი არღვევდა, ისიც ნაწილობრივ.
- განმივრცე, თუ შეიძლება. - მისი ასეთი ცვალებადობა უკვე მაშინებდა.
- საყვარელი ადამიანის დაკარგვა მკტივნეულია. - წინადადება რომ დაასრულა, მხოლოდ მაშინ შემომხედა ჩამქრალი თვალებით. სილურჯეებში უზარმაზარი ტკივილი ამოვიკითხე. ის სიმარტოვე დავინახე, რასაც თავად ვებრძოდი ცხოვრებაში. უსიამოვნოდ გამაჟრიალა და თავი ჩავხარე.
- დაგიკარგავს?
- ტყუპისცალი დავკარგე, ვალენტინა. - მკაცრად გამცა პასუხი. ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი, თუმცა კარგად კი გამოსდიოდა. უკვე თავს უნამუსოდ ვგრძნობდი და ბოლო ჭიქა მასაც გავუნაწილე. ჩემმა ქმედებამ გააკვირვა და ჭიქა ხელიდან ნელა გამომართვა. სასმელს მსუბუქად დასუნა და გაიღიმა.
- შენ კი, გლოვის დიდად არაფერი გეტყობა. - მსუბუქად ჩაიცინა. ვგიჟდებოდი რა სწრაფად იცვლიდა ხასიათებს, მიმიკებს, საუბრის მანერას.თვალები ავატრიალე და სასმელი მოვსვი. ტუჩებთან მიტანილი ჭიქა წამით შეაჩერა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ისე შემომხედა. თვალი ჩამიკრა და ხმა ამოიღო.
- მოდი, ბლეიკის ხსოვნისას დავლევ. - თავს დავდებ, ძლივს შეიკავა რომ არ ახარხარებულიყო. ფეხზე სწრაფად წამოვხტი და ჭიქა ინერციით ხელიდან გავაგდებინე.
- ნაბი*ვარი ხარ! - ხმადაბლა ამოვილაპარაკე. კედელთან ატუზულს თვალს ვუსწორებდი და ვცდილობდი კონტროლი არ დამეკარგა. უფლება ნამდვილად არ ჰქონდა ასე მასხრად ავეგდე მე, ან ის უბედური ბლეიკი. იმდენად მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, სურვილს მიჩენდა სახეში შემეფურთხებინა. საკუთარი გახშირებული სუნთქვა ჭკუიდან მშლიდა. ყბა დაჭიმული ვიკარგებოდი მის უზომოდ ლურჯ თვალებში და საკუთარ თავს ვაიძულებდი, კუნთები ამემოძრავებინა, რომ ნაბიჯით უკან დამეხია. მისი მშვიდი მიმიკა რაღაცამ დაარღვია, როდესაც წარბეები ოდნავ დაახლოვა ერთმანეთს. ტუჩები ოდნავ გაეპო შუაზე. თვალები მზიმედ დავხუჭე, იმის მოლოდინში, რომ კიდევ რაიმე საზიზღრობას მეტყოდა. მაგრამ მისმა ქმედებამ ახლა მართლა ერთ ადგილას გამყინა. რბილ ტუჩებზე ვიგრძენი უხეში ბაგეების შეხება, რამაც უსახლკარო, სიცივეში დარჩენილი ცხოველივით ამაკანკალა. მაშინვე ხელი მსუბუქად ვკარი და უკან დავიხიე. ჩემი ოფისი ნამდვილი ტელენოველას გადასაღებ მოედანს დაემსგავსა. აფექტის მდგომარეობაში ჩავარდნილმა ხელი მთელი ძალით დავარტყი ყბაში. თუმცა არც გატოკებულა. შერცხვენილთან ერთად საშინლად დაბნეული და გაბრაზებული ვიყავი. რამე უნდა მეთქვა. ჯანდაბა ვალენტინა! გამოფხიზლდი!
- რაიდერ, საზღვრებს სცდები! - თვალი ძალაუნებურად აქეთ-იქეთ დაყრილი ჭიქის ნამსხვრევებისკენ გამექცა.
- ჭიქებს შენ ამსხვრევ და ისტერიკებსაც აწყობ. მე არ ვცდები საზღვრებს. - მხრები აიჩეჩა და თავის ადგილზე ჩამოჯდა. ფეხების კანკალს ვერაფერს ვშველოდი, ამიტომ მეც მის წინ ჩამოვჯექი.
- წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა გააკეთე! იმ ქალს კოცნი, ვინც ციხეში ჩასმით გემუქრება და ფაქტიურად შენი უბადრუკი მომავალი ხელში უჭერია! - ისე ავუწიე ხმას, მე თვითონაც ვერ გავიაზრე.
- ფეთქებადი, იმპულსური, გაუწონასწორებელი ვალენტინა! - ტაში შემოკრა და ჭერს დამშვიდებულმა ახედა. - საკუთარ თავზე ნამდვილად დიდი წარმოდგენა გაქვს. ისტერიკაში ჩავარდნილი, კოცნით მოგადუნე რომ დამშვიდებულიყავი. არ გეგონოს რომ რაიმე მამაკაცური დამოკიდებულება მამოძრავებს.
- წარმოუდგენელია! აქეთ მადანაშაულებ? გიმეორებ, ასე ვერ შევთანხმებით...
- ახლა იმასაც იტყვი, რომ საერთოდ ნანობ რომ ჩემი თავი იქიდან გამოაშვებინე. - ფართოდ გამიღიმა, მუხლებს დაეყრდნო და ჩემსკენ გადმოიწია. - ვგიჟდები შენნაირ ქალებზე. არასრულყოფილებზე, რომლებსაც თავი სრულყოფილი ჰგონიათ.
რა ჯანდაბას აკეთებდა! ვერ ვხვდებოდი, მისი საუბრისთვის როგორ მომესმინა. როგორ მივდგომოდი. ერთადერთი რაც მსურდა იყო, რომ მასთან კონკტაქტი რაც შეიძლებოდა მალე დამესრულებინა და აღარასდროს მენახა. მინდოდა აქვე მოვკუნტულიყავი რბილ სავარძელზე და ბავშვურად მეტირა იმის გამო, რომ მართლაც არასრულყოფილი ვიყავი. საკუთარი იმიჯი, რეპუტაცია უკვე მაღიზიანებდა.
- მარტივად აგიხსნი, ფლინ. არაა აუცილებელი ვიღაც ნაბო*ვრის გამო, ციხეში ჩაჯდეს ვინმე თავად ნაბო*ვრის გარდა. უკეთ გაიგე?!- ცენზურის დარღვევისგან გაკვირვეულმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და სიჩუმე დაარღვია.
- ანუ მეუბნები, რომ მე არ ვარ ნაბო*ვარი? - პატარა ბავშვივით გაუხარდა. ახლა ნამდვილად გავგიჟდებოდი. თავით ხელს მსუბუქად დავეყრდენი.
- არა, შენ ნაბი*ვარი ხარ.
- და მაგ ორს შორის რა განსხვავებაა?
- სისულელეებს ნუ მახსნევინებ, რაიდერ.
- აშკარად შეურაცხყოფილი ხარ.
საპასუხოდ მხოლოდ ღრმად ამოვისუნთქე. რამდენიმე წამი მინდოდა იმისთვის, რომ საღ აზროვნებას დავბრუნებოდი.
- შეგიძლია წახვიდე. სახლამდე მიგაცილებენ.
- ანუ, დავასრულეთ?
- ხვალ იარაღს ვნახავ. ანაბეჭდების ასლს საბუთებად ვაქცევ და ციხეში გაგიშვებ. სხვა გზას არ მიტოვებ.
თავი რამდენჯერმე მძიმედ დააქნია. ტუჩებმოკუმული წამოდგა, ზემოდან წამიერად ამათვალიერა და დინჯად დაიძრა გასასვლელისკენ. თვალდახუჭული ვუსმენდ მისი ნაბიჯების ხმას, რომლებიც ნელ-ნელა მშორდებოდნენ. რამდენიმე წუთის წინ განცდილი გრძნობა თავს არ მანებებდა. არ ვიცოდი, რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა თუ არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, მომავალში ნამდვლად გადავიფიქრებდი. მობილური მოვძებნე და სასწაფოდ მატიასს გადავურეკე.
- ზემოთ ამოდი, გთხოვ.
ვთხოვ?! რა ჯანდაბა მემართებოდა?! თავს მართლა უსუსურ არსებად ვგრძნობდი. დამძიმებული სხეული როგორღაც დავიმორჩილე და სანამ მატიასი ამოვიდოდა ჭიქის ნამსხვრევების აკრეფვა დავიწყე.
- აქ რა მოხდა?! რატომ არ დამიძახეთ? - გააფთრებული მომმვარდა მატიასი და ჩემთან დაიმუხლა. ერთად შეგროვებული ნამსხვრევები მაშინვე ხელიდან გავაგდე და ბიჭს თვალებში შევხედე.
- ნამდვილად ვერ დაგიძახებდი, მატიას...- იატაკზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. - სიმართლეს ვერავის ვეტყვი. კონფიდენციალურობა და ამბები, ხომ იცი.
თავი დინჯად დამიქნია და ჩემმიერ შეგროვებული ნამსხვრევების აკრეფვა განაგრძნო. უხმოდ ვუყურებდი როგორ ასუფთავებდა იატაკს და ერთ ადგილას გაშტერებული ძლივს ვიკავებდი ყელში ბურთად გაჩხერილ ცრემლებს. უდანაშაულო კაცი უნდა გამეშვა ციხეში, სრულიად უმიზეზოდ.
როდესაც ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, ფეხზე წამოვდექი და ტაქსი გამოვიძახე, რომელიც ხუთ წუთში მოვიდოდა.
- როგორ ჩაიარა? - მზურნველად იკითხა ოფისი რომ დავტოვეთ.
- ხვალ გავცემ დასტურს, რომ დამნაშავეა და ჩაჯდება.
თავი მსუბუქად დააქნია და მანქანისკენ დაიძრა.
- გაგიყვანთ სახლში, ვალენტინა.
- მადლობ, მატიას. ტაქსი უკვე გზაშია.
საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა. კარგი ბიჭი იყო მატიასი. ნამდვილად მემეტებოდა ქეროლისთვის. მზრუნველი, სიმპატიური, თავაზიანი. ჩემ ქერა თანაშემწეს ნამდვილად ჰქონდა იღბალი.
ფიქრებში გართულს მალე გამეპარა დრო. ტაქსში რომ ჩავჯექი, მისამართი სწრაფად ვუთხარი მძღოლს და თავს უფლება მივეცი ოდნავ მოვდუნებულიყავი. აჩქარებულ გულისცემას ვერაფერს ვუხერხებდი. ალბათ, რომ გამოვიძინებდი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა. ფაქტიურად გამოდიოდა, რომ რაიდერს სურვილს ვუსრულებდი მისი ციხეში გაშვებით. ვიცოდი, უბრალოდ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. მის სიახლოვეს კონტროლის დაკარგვა დ აყოველ სიტყვა აფორიაქება უბრალოდ არ ხდებოდა. ცხოვრებამ ძალიან უცნაურად დააკავშირა რაიდერ ფლინი ჩემთან. სახეზე ღიმილი რომ მომედო, მაშინ მივხვდი რომ ჩემი საქმე წასულიყო და ახლად ჩათესილი გრძნობები მანამ უნდა მომესპო, სანამ ფესვების გადგმას დაიწყებდა.
სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩამოვედი.სიგრილეში გასეირნება არ მაწყენდა. გონებაში ნაბიჯებს სულელივით ვითვლიდი და ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა. საკუთარი ნაბიჯების ხმა იმდენად უცნაურმა ხმამ დაფარა, რომ გაკვირვება ვერ დავმალე. ერთ ადგილას გავჩერდი და გარშემო მიმოვიხედე. არავინ იყო. ხმამაღლა გამეცინა საკუთარ თავზე და სიარული განვაგრძე. ღამის პლიუსები სწორედ ესაა. ძირითადად მარტო ხარ, სახლში, ქუჩაში. რაც არ უნდა გააკეთო ვერავინ გაიგებს, არავინ გაგკიცხავს. ამიტომაც, რამდენიმე წამი გიჟივით ვიცინოდი, სანამ ქუჩის განათება ჩემს წინ ჩრდილმა არ გადაფარა. ზემოთ რომ ავიხედე, უემოციო სახეს შევეგებე. ალბათ ათიათასმა აზრმა გამიელვა გონებაში . აქ რა უნდოდა? სახლში რატომ არ იყო? სად იყო მისი დაცვა? როგორ მომაგნო? ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ახლა, მინდოდა უკან შევტრიალებულიყავი და ჩემი სახლის საპირისპიროდ გავქცეულიყავი, მაგრამ ბოლობოლო მართლა ფილმში ხომ არ ვიყავი.
- რაიდერ - ძალდატანებით გავუღიმე. - აქ არ უნდა იყო.
საპასუხოდ ღიმილი მხოლოდ გაზარდა. მკლავზე სწრაფად და უხეშად მომკიდა ხელი და ჩაბნელებული ჩიხისკენ გამათრია.
- რა ჯანდაბაა! - ხმამაღლა დავუყვირე.
- ისევ გამარტყავ? - გამიცინა და კედელს ზურგით მიმაჯახა. ხელს იმხელად მიჭერდა, ჩემი მარცხენა ხელი უკვე დაბუჟებას იწყებდა.
- შემდეგ ისევ მაკოცებ?!- დამცინავად გავუღიმე. მინდოდა თავი დამნაშავედ ეგრძნო იმ კოცნის გამო. თავი ჩახარა და მსუბუქად ჩაიცინა. რის მიღწევას ცდილობდა?! მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის კი არა, ახლა მისთვის უნდა დამესვა კითხვები.
- გინდა შემაშინო და დამარწმუნო რომ ნამდვილი კრიმინალი ხარ?! - ახლა მართლაც ავადმყოფივით გავიცინე. - დამშვიდდი, ფლინ. შენი ნატვრა ახდება და ამ დღეებში აყროლებულ გისოსებში იქნები!
- ჰმმ. - ისე ჩაფიქრდა, სანამ თავი არ ამოწია, იქამდე ვფიქრობდი რომ მოლბა და გახალისდა. მეორე ხელის სწრაფი მოძრაობით ვიგრძენი პატარა, ცივი იარაღი როგორ მომედო საყლაპავ მილთან. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი. ახლა მიახლოებით ვხვდებოდი რას გრძნობდნენ მსხვერპლები მკვლელობისას. შიში? არა, მე შიშს არ ვგრძნობდი. მისი ანთებული თვალები ჩემს რეაქციას გამალებით აკვირდებოდა. არ უნდა შემემჩნია, რომ საერთოდ რაიმე შეცვალა იმ დანამ, რომელიც ყელზე მქონდა მობჯენილი.
- გადავიფიქრე. - ხმადაბლა ჩამჩურჩულა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- რა?! რა ჯანდაბაა! საერთოდ აქ როგორ ხარ! - ახლა მართლა შოკირებული ვიყავი. ეს ის ადამიანი არ იყო, ვინც ლამის მეხვეწა ოღონდაც ციხეში გამეშვა?!
- საპირფარეშოს ფანჯრიდან გადმოვძვერი. ამის შემდეგ გეცოდინება რომ კრიმინალისთვის ორი კაცი არ არის საკმარისი. შენ კი , არ მეგონა ასე მალე თუ დანებდებოდი, ვალენტინა.
ყველაფრისგან ერთიანად გაბუჟებულმა თვალებში შევხედე. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა, რა უნდა მეთქვა რომ მისგან ის გამეგო, რისი მოსმენაც ასე ძალიან მინდოდა. სიმართლე.
ის კი ვიცოდი, რომ მის სიახლოვეს მხოლოდ გონების დაკარგვამდე მივდიოდი. ისევ გავიცინე, ყელზე დანამიდებულმა გავიცინე და დაუფიქრებლად, თვალებდაუხუჭავად წავიწიე წინ. ვიგრძენი დანის წვერის სიმწარე მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მივაქციე. თვალი-თვალში გავუყარე და პირი დავკუმე. თუმცა მაინც ყურებამდე ვიღიმოდი.მისი ცხელი ტუჩები და თბილი გამონასუთქი ვამჯობინე ყველაფერს. რასაკვირველია, ადრენალიმა ჭიანჭველების არმიასავით ჩამიქროლა სისხლძარღვებში. ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ვბედავდი. მეშინოდა. საკუთარი რეფლექსების, გრძნობების და მარტო მყოფს მისი მბრწყინავი თვალების მეშინოდა და არა სასუნთქ მილზე მოდებული დანის...ყელზე მედებოდა ცივი, ბასრი ‘იარაღი’. ვკრთოდი, მაგრამ არ გავურბოდი. მაჟრიალებდა, მაგრამ არა შიშისგან. იმ წამს ორი რამისკენ ვისწრაფვოდი- ვნებისა და ტკივილისკენ. იმ წამს აღმოვაჩინე ზუსტად, რა იყო ჩემი სიამოვნების და რაიდერთან დამოკიდებულების მთავარი წერტილი. დანიან ხელზე გაყინული მტევანი მჭიდროდ მოვხვიე და ძალდატანებით ჩამოვასმევინე მკერდამდე.ვაღიარებ, არარეალურ გამძლეობად დამიჯდა, რომ იმ მომენტში არ ავკრუსუნებულიყავი, მაგრამ მის თვალებში ცქერა ყველანაირ უსიამოვნო შეგრძნებას მავიწყებდა.
როდესაც ზედმეტად დაბლა ჩავაწევინე, უკან დაიხია. ხელთან ერთად თავიც გაატრიალა და შემდეგ მისი ჩამქრალი, გაკვირვებული თვალებით დამაკვირდა. ვიცოდი დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ შესაძლო იყო აქვე და ახლავე სწორად იმ დანის მსხვერპლი გავმხარიყავი, რომელსაც უკვე მთელი ძალით უჭერდა მუშტს. მისთვის თვალი არ მომიშორებია, კედელს მოვშორდი და კვლავ გავუცინე:
- რაიყო, ასე შეგაშინა საკუთარმა დანამ?
-არანორმალური, სადისტი ქალი ხარ,ვალენტინა. შენთან ურთიერთობა მხოლოდ გიჟებს შეუძლიათ...
ხმა აკანკალებულმა, თვალებ შესიებულმა ამოიბურტყუნა. ასეთი პირველად ვნახე. თითქოს ზიზღიანი მზერით დამაჯილდოვა,შეტრიალდა და წავიდა. ადგილიდან არ გავნძრეულვარ, სახეზე ღიმილ შერჩენილი ვუყურებდი როგორ მიდიოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როდესაც გავიაზრე რომ მხოლოდ მე ვიყავი მიტოვებულ ადგილას დარჩენლი, ჩემი თვალები ცრემლებმა გააბრწყინა ღამის შუქზე.



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

ეს ის მომენტია, თამამად რომ ვიტყვი ლოდინად ღირდათქო.
მაგარი ხარ heart_eyes

 


№2  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლელა
ეს ის მომენტია, თამამად რომ ვიტყვი ლოდინად ღირდათქო.
მაგარი ხარ heart_eyes

ჰაჰა, მადლობა საყვარელო <3

 


№3  offline წევრი Hickie

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი რომ შენი ისტორიები იმაზე მეტ მკითხველს იმსახურებს ვიდრე გყავს. ყველა ხო აკატეგორიულად და აფსოლოტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.გინდ სიყჟეტები გინდ ჟანრი აი საერთოდ ყველაფერი. ჯერ ჯერობით ჩემთვის ფავორიტად მაინც გამიზნული შხამი რჩება.
რაც შეეხება ამ ისტორიას რაიდერის თქმის არ იყოს მართლა ძალიან დიდი ხიბლი აქ ჩვენ არასრულყოფილ ვალენტინას. ეგ არაპერფექციონყრობა უფრო მაგარ ქალად აჩენს. რაიდერი კიდევ ვერ გავიგე მართლა ბავვშვივით იქცევა ასე მგონია ძალიან ეთამაშება ვალენტინას და მაინც მგონია რომ ხვდება ვინც არის და ახსოვს მათი შეხვედრის შესახებ. იმედია არ გვალოდინებ და მალე შემოგვთავაზებ ახალ თავს. ❤️❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Hickie
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი რომ შენი ისტორიები იმაზე მეტ მკითხველს იმსახურებს ვიდრე გყავს. ყველა ხო აკატეგორიულად და აფსოლოტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.გინდ სიყჟეტები გინდ ჟანრი აი საერთოდ ყველაფერი. ჯერ ჯერობით ჩემთვის ფავორიტად მაინც გამიზნული შხამი რჩება.
რაც შეეხება ამ ისტორიას რაიდერის თქმის არ იყოს მართლა ძალიან დიდი ხიბლი აქ ჩვენ არასრულყოფილ ვალენტინას. ეგ არაპერფექციონყრობა უფრო მაგარ ქალად აჩენს. რაიდერი კიდევ ვერ გავიგე მართლა ბავვშვივით იქცევა ასე მგონია ძალიან ეთამაშება ვალენტინას და მაინც მგონია რომ ხვდება ვინც არის და ახსოვს მათი შეხვედრის შესახებ. იმედია არ გვალოდინებ და მალე შემოგვთავაზებ ახალ თავს. ❤️❤️

უდიდესი მადლობა ❤️ მიხარია რომ მომყვები.

 


№5  offline წევრი sofo_sofia13

ვგიჟდები შენს განხვავებულ წერის სტილზედა ზოგადად შენს მოთხრობებზე

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

რა თამაშს თამაშობს ეს კაცი...
ვალენტინას გაბედულობამ გამაოცა!

 


№7  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia13
ვგიჟდები შენს განხვავებულ წერის სტილზედა ზოგადად შენს მოთხრობებზე

მე კიდევ,ჩემს მკითხველზე ვგიჟდები ❤️

მე♥უცნაურე
რა თამაშს თამაშობს ეს კაცი...
ვალენტინას გაბედულობამ გამაოცა!

შენ წარმოიდგინე და ვალენტინას პერსონაჟი ზოგჯერ მეც კი მაოცებს, რაიდერზე საუბარი აღარ მაქ :დდ

 


№8 სტუმარი სტუმარი lika

გავგიჟდი გავგიჟდი გავგიჟდიიიი
ეს რა იყო. ვალენტინას ადგილზე შიშისგან გავითიშებოდი ალბათ joy ყოჩაღ ამ ქალს რა, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მოლბა იმის შემდეგ რაც რაიდერი გაჩნდა მაგის ცხოვრებაში. გრძნობები აქვს და ამას უკვე ნელნელა თავის ტავსაც უტყდებაა
მაინტერესებს რაიდერს რა მოტივი ამოძრავებს საერთოდ. ან რა უნდოდა ვითომ შეაშინა? თუ რამის თქმა უნდოდა. ვერაფერი გავიგე.
მოკლედ ესაა შენი გაურკვეველი ისტორიების ხიბლი. გითრევს გითრევს გითრევს და რომც მინდოდეს სანამ არ დასრულდება ვერ ვწყვეტ კითხვას.
მოკლედ გელოდებით heart_eyes kissing_heart

 


№9  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი lika
გავგიჟდი გავგიჟდი გავგიჟდიიიი
ეს რა იყო. ვალენტინას ადგილზე შიშისგან გავითიშებოდი ალბათ joy ყოჩაღ ამ ქალს რა, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მოლბა იმის შემდეგ რაც რაიდერი გაჩნდა მაგის ცხოვრებაში. გრძნობები აქვს და ამას უკვე ნელნელა თავის ტავსაც უტყდებაა
მაინტერესებს რაიდერს რა მოტივი ამოძრავებს საერთოდ. ან რა უნდოდა ვითომ შეაშინა? თუ რამის თქმა უნდოდა. ვერაფერი გავიგე.
მოკლედ ესაა შენი გაურკვეველი ისტორიების ხიბლი. გითრევს გითრევს გითრევს და რომც მინდოდეს სანამ არ დასრულდება ვერ ვწყვეტ კითხვას.
მოკლედ გელოდებით heart_eyes kissing_heart

პირველ რიგში დიდი მადლობა.
ახლა მეორე, გთხოვ არ გაგიჟდე რა :დ გასაგიჟებელი ამბები თამამად ვიტყვი რომ ჯერ კიდევ წინაა. რაც შეეხება ვალენტინას, ცოტა შეუდრეკელი და ამაყი ქალია, მაგრამ მოვუვლით მაგასაც ნელა ნელა :დ ❤️ რაიდერზე ჯერჯერობით არ გავაკეთებ კომენტარს, რომ სამომავლოდ ხიბლი არ დაგეკარგოს ????

 


№10 სტუმარი nino

gmerto, imedia kvlav ar daikargebi da male gamoanateb

 


№11  offline მოდერი Moonlight17

nino
gmerto, imedia kvlav ar daikargebi da male gamoanateb

ყველანაირად ვეცდები რამდენიმე დღეში ავტვირთო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent