შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალენტინა -4- +18


24-02-2020, 19:09
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 428

თავდაჯერებული გადავედი მანქანიდან, როგორც შევთანმხდით, მატიასი წინ მიმიძღვოდა. პროკურატურის კარებიც მან შემიღო. მიმღებში ისევ ის მწვანეთვალება გოგონა დამხვდა, რომელიც ჩემი პირველი ვიზიტისას იყო.
- გამარჯობა - წინა სიტუაცია გავითვალისწინე და ვეცადე, მეტნაკლებად თავაზიანი და მომღიმარი გამოვჩენილიყავი. თუმცა, ისიც კარგად ვიცოდი, რომ პირველ შთაბეჭდილებას რთულად თუ შეცვლის რაიმე მომავალში. მაგალითად, ასე იყო რაიდერის შემთხვევაშიც. სხეულში უსიამოვნოდ გამცრა და ნერწყვი საყლაპავ მილში ისე გამეჩხირა, ნათლად ვგრძნობდი როგორ ვიხრჩობოდი. თავი ხელში ავიყვანე. მწვანეთვალება გოგონას პერანგზე მიმაგრებულ ბეიჯზე მისი სახელი ბუნდოვნად ამოვიკითხე და დაძაბულმა გავუღიმე. - დილა მშვიდობის, ელის.
- მის ფორბს. აღარ გელოდით.
- რატომ ვითომ, უკვე ყველა ჭორაობთ რომ იმ მხეცს ვერ გავუმკლავდები, არა?! - როგორც კიდავასრულე, მატიასის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ ჩემი წამების წინ შენიღბული თავი წამის მეასებეში ვამხილე და სახე სრულიად ამეშალა. ღრმად ამოვისუნთქე და ხელი ჩავიქნიე.
- მის ფორბსს პირადად სურს რაიდერ ფლინთან საუბარი.
- თქვენ ადრეც მოდიოდით ხოლმე, საბუთებზე... - გონს რომ მოეგო ელისი სახიდან ფერი დაეკარგა.
- ესეც შეესწრო? - ვკითხე მატიასს დაბღვერილმა.თავი უარყოფის ნიშნად გამიქნია. მე კიდევ ფანტაზიასა და რეალობას შორის დაკარგული აშკარად ვხედავდი იმ მომენტს, როგორ ფლეთდა ლურჯთვალება ცხოველი ჩემს მიერ შედგენილ საბუთებს, სადაც ფაქტიურად თეთრი დროშის გარდა არაფერი იყო ნახსენები.
- მოკლედ, ამ ახალგაზრდას მოუსმინეთ ელის. ვატყობ უკვე გაგიცნიათ ერთმანეთი, ასე რომ როგორც პირადი დაცვა ისე შემომყვება. პრობლემაა რამე?!
- მის ფორბს, - დაბნეულმა ჩაახველა და თითი მაუსზე მსუბუქად რამდენჯერმე დააწკაპუნა. - თქვენ გავლენიანი პიროვნება ბრძანდებით, იცით რომ თქვენთვის საზღვრები არ არსებობს. უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ პროკურატურა თქვენს მიერ გადადგმულ სარისკო ნაბიჯზე პასუხს არ აგებს.
- კოდექსს მიკითხავ ელის, თუ რა ხდება?!
- ნუ მიწყენთ, მის ფორბს. ასეთი წესებია.
- გგონიათ იმდენად სუსტი ვარ, რომ ერთ ქარაფშუტა ეჭვმიტანელს ვერ გავუმკლავდები? - თვალი მოვავლე დერეფანში მყოფ საზოგადოებას, რომელთაც აშკარად ჰქონდათ ყურები ჩემი მიმართულებით მომართული. - ასე გგონიათ, რადგანაც ქაღალდის ფურცლების დაგლეჯვა კარგად ეხერხება, მეც ნაკუწებად მაქცევს?! - მკაცრი ხმით მივმართე რამდენიმე წყვილ თვალს. თავდახრლნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ისეთ სიჩუმე დატრიალდა, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გავიგებდი, რომ ყოფილიყო. სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა. მატიასს ასევე გავხედე. - წავედით მატიას. მადლობ ელის შენი საქმის შესრულებისთვის. შენ არავინ დაგადანაშაულებს.
დაბნეულ გოგონას სახე ოდნავ მოულბო ჩემმა სიტყვებდა და ვიგრძენი დაძაბულობისგან დაგროვილი ჰაერი ფილტვებიდან როგორ ამოუშვა. ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით გავიმართე დაკითხვის ოთახისკენ. გაოფლილ ხელებს მთელი ძალით ვუჭერდი საბუთებით გატენილ ქეისს და ვცდილობდი წონასწორობა შემენარჩუნებინა. უკან სამი ადამიანი მომყვებოდა. რამდენიმე მეტრის დაშორებით გაჩერდნენ ვერცხლისფერი მეტალის კარებისგან და შესვლის ნებართვა მომცეს. ტუჩები ერთმანეთს მჭიდროდ დავაჭირე, ცხვირიდან გამოვუშვი ცხელი ჰაერი, თვალი დაუხამხამებად გავუსწორე კარს და მატიასს თანხმობის ნიშნად თავი მუბუქად დავუქნიე.
კარები გაიხსნა. ციხის ნაცრისფერ ტანისამოსში გამოწყობილი რაიდერ ფლინი თავაწეული ამაყად იჯდა სკამზე და ცინიკური ღიმილი სიმეტრიულად ჰქონდა გადაჭიმული მთელს სახეზე. თვალები ჩასისხლიანებოდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ცუდად გამოიყურებოდა. მატიასმა ჩემს გვერდით სკამზე დაიკავა ადგილი და მკაცრი მზერა გაუსწორა ეჭვმიტანელს.
- არ გელოდით, მის ფორბს. - ხმაჩახლეჩილმა ამოიბურტყუნა და გამიღიმა.
სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადამირბინა. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი.
- დავიწყოთ, თუ შეიძლება. - მოწიწებით მივმართე და ქეისი გავხსენი. რამდენიმე საბუთი ერთდროულად ამოვაძვრინე კალამთან ერთად და მაგიდაზე დავდე.
- მეთამაშებით, ვალენტინა?!
- რაც გინდათ, ის დაარქვით.
- ერთგული საცოლე ჰყოლია ბლეიკს, დასანანია. - მხრები აიჩეჩა და გაწვდილი საბუთები გამომართვა.
- თქვენგან არასწორი სვლა იქნება რაიდერ, თუ მაგ საბუთებს თავზე დამახევთ.
- ზუსტად ამაზე ვფიქრობდი. როგორ მიხვდით?! - სასიამოვნოდ გამაჟრიალა, როდესაც მოპასუხემ ირონიაზე ირონიით მიპასუხა. ღიმილი გავზარდე. მატიასისკენ არ ვიხედებოდი, მაგრამ ისეც ვგრძნობდი, როგორ ელოდა რაიმე არასწორს, რომ მაშინვე ჩაფრენოდა მხრებში რაიდერს.
- ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ.
წარბი აზიდა და ასევე ჩახედა ქაღალდებს. ენის წვერს კითხვის დროს მსუბუქად იტარებდა ქვედა ტუჩზე. გონება მერეოდა. თვალი ავარიდე და საკუთარ კალამს დავხედე. რომელზეც ჩემი ოფისის სახელწოდების მეტი არაფერი ეწერა.
- არასწორად გავიგე თუ მიშვებთ?! თქვენ რა, მართლა მეთამაშებით? - გაეცინა და საბუთები უხეშად დადო.
- ბავშვს ვგავარ მისტერ ფლინ?!
- კალამი. - ბრძანებასავით გასცა და თავის ქნევით ხელი გამომიწოდა. მეტალის გაპრიალებული კალამი ღიმილით გადავაწოდე. ჯერ წარწერას დახედა, შესამჩნევლად გაიღიმა და ხელი დაუყოვნებლივ მოაწერა საბუთებს, სადაც შინა პატიმრობაზე იყო საუბარი.
- ამას დავიტოვებ, თქვენ ბევრი გექნებათ. - თვალი ჩამიკრა და კალამზე მანიშნა. ნაცრისფერ მაისურის მარცხენა მხარეს პატარა ჯიბეზე დაიმაგრა და გამიღიმა. - ახლა კი ამიხსენით, რა ხაფანგს მიწყობთ, ვალენტინა. ხომ ხვდებით რომ არ გავებმები?!
- კალამი თქვენი იყოს, მისტერ ფლინ. - იდაყვებს დავეყრდენი და მისკენ როგორც შემეძლო ისე გადავიხარე. ჩვენს შორის ალბათ ერთი ნაბიჯი თუ იქნებოდა. კარგი ნაკვთები ჰქონდა ამ ნაბი#ვარს.- თვქვენგან განსხვავებით მე არ ვთამაშობ. უბრალოდ, ადამიანის ფსიქოლოგიაში ასე თუ ისე ვერკვევი. თქვენი ბავშვური საქციელები, კონკრეტულად საბუთების დახევა, თანაც არაერთხელ, თქვენს პროტესტზე მიანიშნებს. წაიკითხეთ მაინც?! მე ხომ თანამშრომლობას გთავაზობდით. უარი თქვით სიახლოვის გარეშე? არც ეს არის პრობლემა, რაიდერ. ნახევრად თავისუფალ ხარ, ჩემს ოფისში დღეგამოშვებით ივლით დაკითხვაზე, მაშინ როდესაც არავინ იქნება და პირისპირ დავრჩებით. რას იტყვით?
სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, ვერც თვითონ. რამდენიმე წამით მატიასს გადახედა და მე დამიბრუნდა. საკუთარ ადგილს დავუბრუნდი და კმაყოფილმა, რომ შუა სიტყვით გამოსვლის დროს ხმა არ ამიკანკალდა ან სიტყვა არ ჩამეყლაპა, თავს ვაქებდი.
- მუჰამედი მოვიდა მთასთან?
გულწრფელად ჩამეცინა ცნობილი ფრაზის გაგონებისას და თავი მსუბუქად დავუქნიე.
- ასეც შეიძლება ითქვას. თუმცა მთას ნაკლებად, უფრო ჭირვეულ ბავშვს დაგიძახებდით.
ფეხზე ღიმილით წამოვდექი. მატიასიც მე მომყვა. როგორც ჩანს, საკუთარ საქმეს მართლაც პროფესიონალურ დონეზე უდგებოდა და ახლა, ზედმეტადაც კი იყო როლში შეჭრილი. კარები გამიხსნა.
- შეხვედრამდე, მისტერ ფლინ.
- ვიღაცას მახსენებთ, ვალენტინა.
- არამგონია შევხედროდით. - თავი დავუკარი და სუნთქვა შეკრულმა სწრაფად დავტოვე ოთახი. კედელს მივეყრდენი და სუნთქვა დავარეგულირე. დავიჯერო, მართლა მიცნო? შეუძლებელია, მაშინ აქამდე რაიმე მინიშნებას მომცემდა თავისი ურჩი ენის წყალობით, ან სულ სხვანაირად მოიქცეოდა.
- მის ფორბს, მაპატიეთ მაგრამ თქვენ მოთხოვნას ვერ ავასრულებთ.
მომიახლოვდა ჰალსტუხიანი. თან შუბლზე წამოსულ ოფლს ვითომდა შეუმჩევლად იწმენდდა.
- უკაცრავად?!
- რაიდერ ფლინი ეჭვმიტანელია მკვლელობაში. მისი გარეთ ყოფნა სახიფათოა.
- რაშია პრობლემა ვერ ვხვდები? დაცვა ეყოლება 24 საათი. საპირფარეშოშიც კი შეყვებიან და ჩემი ოფისის გარდა არსად ივლის.
- თავს საფრთხეში იგდებთ, ვალენტინა.
- დაჟინებით მოვითხოვ მის განთავისუფლებას! ბლეიკი ჩემი საქმრო იყო და მის მკვლელობას თქვენ ვერ განდობთ! არ გეწყნოთ, უბრალოდ ეჭვმიტანელზე, რომელიც თქვენი თქმით ასეთი საშიშია, ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მოიძიეთ. დარწმუნებული ვარ, მარტო მშვენივრად გავართმევ თავს.
წელში გავიმართე და გასასვლელისკენ გავემართე.
- და არ დაგავიწყდეთ, რაიდერ ფლინის განთავისუფლებას არ ვითხოვ, არამედ მოვითხოვ!
არც კი შევტრიალებულვარ ისე მივაძახე ჰალსტუხიანებს და შენობა ჩქარი ნაბიჯებით დავტოვეთ. ადუღებული ორგანიზმი იმის მომასწავლებელია, რომ დიდი შანსია ახლა ნებისმიერ გამვლელზე ამომენთხია დაგროვილი ემოციები.მატიასს მადლობა გადავუხადე და ვთხოვე ოფისში წასულიყო, ენახა ქეროლს ხომ ყველაფერი კარგად ჰქონდა.
ალბათ, ათ წუთზე ოდნავ მეტი ხნით ვიჯექი მანქანაში საჭეზე თავ მიყრდნობილი. ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე და იმაზე, თუ რამდენად არა იდეალური ქალი ვიყავი. ერთი შეხედვით საკუთარი რეპუტაცია ზოგჯერ, გულსაც კი მირევდა. მინდოდა, საკუთარი მეობიდან ამომეგლიჯა და ყველაზე ბინძურ ნაგვის ურნაში მომესროლა. მახსოვს ერთხელ, ბავშვობაში მაღალი სიცხის გამო ვბოდავდი. რატომღაც ზუსტად მახსოვს რას ვგრძნობდი და რას ვფიქრობდი. თითქოს მხოლოდ ფიზიკური არ ყოფილა ავადმყოფობა და გონებაშიც შეიჭრა.
- გამაგრდი ლენა, შენში ფორბსის სისხლია, ძლიერი გოგო ხარ!
ასე მამხსნევებდა მამაჩემი. მაშინ ვამაყობდი. ახლა კი ეს ყველაფერი საწყენად მიმაჩნია. ფილიპ, ნეტავ შენ თუ ხვდები, რომ რეპუტაცია ერთი უბრალო ქაღალდის ნაგლეჯივითაა, რომელიც ადამიანმა შეილება ქარივით აგაცალოს სახიდან?!
მაშინ მეგონა, ვიყავი არა ერთი მთლიანი, არამედ ორი ნაწილისგან შემდგარი - მარჯვენა და მარცხენა მე. მარჯვენა იყო ძალიან სუსტად და მარცხენა ნამდვილი ვალენტინა ფორბსი, სთხოვდა ექიმს მოგიყვანო, მარჯვენა უარზე იყო. უთანხმოებაც აქედან დაიწყო…
მერე არ მახსოვს რომელიმემ გაიმარჯვა თუ არა. ისევ მამაჩემის გრილმა ხელებმა გამომაფხიზლა, რომლებიც შუბლზე მეხებოდნენ. დაუმარცხებელი, შეუდრეკელი ვალენტინა ფორბსი.
ახლა უფრო მეტი ვარ.თითქოს ერთმა უბრალო გადატრიალებამ ჩემს ცხოვრებაში უფრო ძლიერ პიროვნებად მაქცია. მარჯვენა, მარცხენა, ზედა, ქვედა და მგონია, კიდევ ძალიან ბევრი “მე”.მაგრამ ერთმანეთთან ვერცერთი თანხმდება. ერთმანეთის დასამარცხებლად იბრძვიან და მთლიანობის შექმნა არ შეუძლიათ. მესმის მათი უარყოფის ხმები, შეჯახების განცდა საკუთარ თავთან.მგონია, საბოლოოდ დანცალკევდებიან და ძალიან ბევრ, წვრილ და არაფრისმომცემ ნაწილად დავიშლები...
ტორმუზის პედალს იმდენად ხმაურიანად დავაჭირე ფეხი, რომ სრულიად გამოვფხიზლდი საკუთარი შავბნელი ფიქრებიდან. გული ლამის საგულედან ამომიხტა, როდესაც ბავშვობის სახლს შევავლე თვალი. აქამდე როგორ მოვედი?! დავიჯერო საკუთარმა ფიქრებმა თავისით მომიყვანეს?!
დიდი სურვილი მქონდა, მანქანა მიმებრუნებინა და უკან წავსულიყავი, საკუთარ სახლში გამოვკეტილიყავი და ასე, დროებით ყველა პრობლემისთვის თავი ამერიდებინა.
გვიანი იყო. ჭიშკართან მდგარი დაცვა სანახევროდ მიღიმოდა და თითქოს ჩემი ვინაობის სიზუსტეში რწმუნდებოდა. მას არ ვიცნობდი, ალბათ ახალი იყო. თან, რაციაში რაღაცას ბურტყუნებდა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მანქანის ნომერს ამოწმებდა. ფანჯარა ბოლომდე ჩავწიე და თავი მსუბუქად გადავყავი.
- ფილიპთან ვარ. სანამ გადავიფიქრე შემიშევბ თუ სიგნალით ავიკლო აქაურობა?!
კაცს თვალები შუბლე აუვიდა. თითქოს ხმა რომ ამოვიღე, ჩემი ტონით ნათელი გავხადე ის ფაქტი, რომ ნამდვილად ვალენტინა ვიყავი. ჭიშკარმა გაღება ნელა დაიწყო.
- მაპატიეთ მის ფორბს, რომ გალოდინეთ და გისამძიმებთ თქვენი დანაკარგის გამო.
- დანაკარგის?!
- თქვენს საქმროს ვგულისხმობ.
¨შენ ეს არ უნდა იცოდე¨ საეჭვოდ ავათვალიერე დაცვის კაცი. ვეცადე კოპები გამეშალა და საკადრისი პასუხი ასე გამეცა:
- თვე ნახევრის წინ მოგესამძიმრებინათ, უკეთესი იქნებოდა.
მანქანა თავისუფალ ადგილას გავაჩერე და ღრმად ამოვისუნთქე.
¨კარგი ვალენტინა, დაწყნარდი. არ შეგჭამს!¨
თვალები რამდენჯერმე მაგრად დავხუჭე, ხმადაბლა შევიკურთე და მანქანიდან ძალიან ნელა გადავედი.მაღალქუსლიანი, როგორც ყოველთვის ახლაც თავდაჯერებულობას მმატებდა. წელში გამართული მივიწევდი სახლის კიბეებისკენ და ხელში მანქანის გასაღებს ისე ვზელდი, ვიგრძენი როგორ გამიოფლიანდა ხელისგული. კარი უხმაუროდ შევაღე. ჩემდა გასაკვირად არ ველოდი, რომ შესასვლელშივე დამხვდებოდა დიდებული, მუდამ ამაყი ფილიპ ფორბსი. სანამ მის ზურგს შევავლებდი თვალს, მასზე ადრე შემომსასვლელში მარცხნივ გამოკრული ჟურნალ ფორბსის უახლესი პოსტერი იყო და იქვე ჟურნალის პატარა მაგიდაზე, მსუბუქი სურნელის მატარებელ ორქიდეებთან ერთად ახლად დაბეჭდილი ჟურნალის რამდენიმე ეგზემპლიარი იდო. ალბათ სპონსორებისთვის განკუთვნილი.
ამ სახლში ბოლოს რამდენი წლის წინ ვიყავი, აღარც მახსოვდა. ისიც მაშინ, როდესაც მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნით რომ ბლეიკის გაცნობა სურდა. იმდენად უთავმოყვარეო გამოჩნდა მამაჩემი მაშინ ჩემ თვალში, რომ დიდი სურვილი გამიჩნდა ბლეიკისთვის ხელი დამევლო და აქედან წამეყვანა. მახსოვს, მისაღებ ოთახში გრანდიოზულად გაშლილ სუფრასთან მხოლოდ სამი პერსონა ვისხედით. ხელები ერთმანეთში მქონდა ახლართული და ისე დავყურებდი საჭმელს, თითქოს ეჭვი შემქონდა მათ სიჯანსაღეში.
- ლენა, ასე ნუ უყურებ. არ არის მოწამლული და გთხოვ სტუმარს ნუ დამიფრთხობ.- მიმიხვდა მამაჩემი ფიქრებს და ყალბად გამიღიმა. საკუთარ გაღიზიანებას ისიც დაემატა, რომ ახლაც ბავშვობის სახელით მომმართა, რომელიც საშინლად არ მომწონდა და ყოველთვის ვფიქრობდი რომ ზედმეტად მიმახინჯებდა სახელს.
-ბლეიკი არ არის სტუმარი.- ასევე ყალბი ღიმილი ვაჩუქე მამაჩემს. - ან ეს მოსაწვევების გამოგზავნა რა იყო, ვერ დარეკავდი ფილიპ ?
ბლეიკმა ისეთი თვალებით გადმომხედა, თითქოს მეკითხებოდა ზედმეტი ხომ არ მომდიოდა. ის არასდროს დაინტერესებულა ჩემი ოჯახთან დამოკიდებუკებით და ახლაც ალბათ ამის გამო ჩარევასაც ვერ ბედავდა.
- არ მომისმენდი. თან ასე უფრო ფორმალური გამოვიდა. გაზეთი ფორბსიც დავაყოლე.
- ნამდვილი შედევრი იყო შემოდგომის გამოშვება.- არ დააყოვნა ბლეიკმა და თავის ქნევით მიუგო მამაჩემს.
- არც გადამიშლია ისე ვაჩუქე თანაშემწეს.- ისევ ღიმილით მივმართე მამაჩემს. ორივე მამაკაცს ოდნავ სითბოშერეული თვალები გაუშრათ და გაეყინათ.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ დანა ჩანგლის ხმაურმა დაძაბული სიტუაცია ოდნავ განტვირთა.
- ბლეიკ, რას საქმიანობ?
- ამჟამად ვალენტინასთან ერთად ვმუშაობ გამოძიებაზე.
- თქვენ და თქვენი გამოძიებები.- მარცხელა ხელი ისე ჩაიქნია ფილიპმა, რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩვენთვის. როგორ ჩანს ჯერ კიდევ არ მპატიობდა სახალხოდ მის შერცხვენას და ასევე, ვერც მე ვპატიობდი იმას, რომ სულელური ბიზნესის გამო შვილზე უარი თქვა.
- იმედი მაქვს, მალე შეუღლდებით და მეც სიამოვნებით გადმოგცემ ჩემს ბიზნესს. კარგი კაცი ჩანხარ ბლეიკ.
- ამისთვის დაგვიბარე?!-ავყვირდი.- შენი ბიზნესი არავის სჭირდება და არც ჩვენ გვჭირდება შენი დალოცვა!
- ლენა!
- გისმენ, მამიკო.- ირონიური ღიმილი ვაჩუქე ფილიპის სევდით გაჟღენთილ თვალებს. იმის წარმოდგენამ უფრო მეტად ამშალა, თუ როგორ ცდილობდა საკუთარი ბიზნესის ვინმესთვის შეტენვას.- ასე ძალიან თუ გინდა ხელები დაიბანო, უსახლკარო ხალხს გადაუნაწილე შენი ქონება. დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა!
- და რატომ, როდესაც შესაძლოა ეს ჩემს შთამომავლობას მოხმარდეს?!
- ვფიქრობ, ეს ბლეიკის წინ განსახილველი თემა არ არის. ჩემი მოსაზრებაც კარგად იცი!
- გაიზარდე, ვალენტინა. განა დრო არ არის რომ მოეშვა ამ ადვოკატობანას?
- ბლეიკ, მივდივართ.
ხელები გავასავსავე და მსუბუქად ხელი მხარზე ჩამოვადე იმ დროისთვის ჩემს ‘საქმროს’. მამაჩემისთვის თვალებში შეხედვაც აღარ მინდოდა.
-არ გეწყინოთ მისტერ ფორბს, მაგრამ მე ვალენტინას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ვფიქრობ, თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.
-ინანებთ. ამას ორივე ინანებთ!

ფეხი კიდევ ერთხელ, მყარად დავდგი და სანამ ზურგით მდგარი უკვე ჭაღარა შერეული ფილიპი შემობრუნდებოდა, მანამ გავბედე ხმის ამოღება.
- მოვლენებს ხომ არ ჩამორჩი, მამიკო?!
- ლენა…
ისეთი ხმით აღმოხდა, გეგონება სადაცაა სულს დალევსო. თვალი გამისწორა და რამდენჯერმე ამათვალიერა. მისი თვალები სევდით და ბრაზით ერთიანად იყო სავსე. ხელში ძვირადღირებული ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ემოციებმა ჭიანჭველების არმიასავით დამიარა მთელ სხეულში. მინდოდა ყველაფერი გამქრალიყო, ყველანაირი კამათი და საერთოდაც ეს ჟურნალი ფორბსი! რომელმაც ცხოვრება ამირია…
- შენმა ახალმა დაცვამ რატომ იცის, რომ ბლეიკი ჩემი საქმროა?!
- იმიტომ,რომ ასეც იყო. ვიზიარებ ლენა. წარმოდგენაც არ მინდა, რისი გადატანა მოგიხდა. თუმცა მშვენივრად გამოიყურები…
- მე და ბლეიკი სამი წელია დავშორდით, მამა.
ბოლო სიტყვის წარმოთქმისას ხმა გამებზარა და თავი ჩავხარე. რის გამო ვწუხდი?!
ფილიპს სახიდან ფერი დაეკარგა. ისე გაფითრდა, ცოტა შევშინდი კიდეც, რაიმე არდამართვნოდა. რამდენიმე წამი თვალი ღვინოს გაუსწორა, შემდეგ კი ორი ყლუპი დაუყოვნებლივ მოსვა.
-მოდი, შევიდეთ.
ეცადა თბილად გაეღიმა, მაგრამ ნაკლებად გამოუვიდა.
-არ ვიცოდი, თუ დაშორდით.
-საინტერესო არაფერია.
-აქ იმისთვის მოხვედი რომ…
სიტყვა გავაწყვეტინე. შუშის მაგიდაზე მანქანის გასაღები ხმაურით დავდე და მამაჩემს მივუბრუნდი. ზუსტად ვიცოდი ახლა ნამდვილ გველეშაპს ვგავდი. ტაო დაყრილი, უკონტროლო ემოციებით ვიყავი კაცის წინაშე, რომელსაც სურდა ჩემთვის მომავალი გადაეწყვიტა.
-იცი საიდან მოვდივარ, ფილიპ?!- ვეცადე არ მეყვირა, თუმცა ხმის კონტროლი შეუძლებელი მეჩვენებოდა.-პროკურატურიდან.ბლეიკის პოტენციური მკვლელის დაკითხვიდან. და იცი რატომ ვარ ახლა აქ?! იმიტომ, რომ იმ ტალახში ამოსვრილმა კაცმა, რომელსაც სული დიდი ალბათობით ეშმაკისთვის აქვს მიყიდული ეს ყველაფერი სხვა თვალით დამანახა!-ორივე ხელი ოთახს მოვავლე. დაბნეულმა ფილიპმაც ჩემს ხელებს დახედა და შემდეგ ოთახს. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ვერ გაეგო რა იყო ამ ოთახში უჩვეულო.
-ვერ მიგიხვდი.
- რათქმაუნდა, შენი რანგის ფენის წარმომადგენლისთვის ეს რთული მისახვედრია. რეპუტაცია მამა. ფული და რეპუტაცია. აი ეს ყველაფერი მეზიზღება!
თმებში ხელები მსუბუქად წავიჭიდე, როგორც ამას ბავშვობაში ჭირვეულობისას ვაკეთებდი ხოლმე.
- აღელვებული ხარ, დანაკარგი განიცადე. ჯობს დაისვენო…- ხელი სანუგეშოდ გამოსწია თუ არა, მაშინვე უკან დავიხიე. არ მინდოდა შემხებოდა. ამას ვერ ავიტანდი.
- პატარა ბავშვი აღარ ვარ! არ შეგიძლია ჩემი კონტროლი და უნდა შეწყვიტო!
- რაიმე დავაშავე, ვალენტინა?!-ხმა გაუმკაცრდა და ღვინო ჩაამთავრა.
- ის დააშავე, რომ ყველას ნაბოდვარი შენს თავს მახსენებს!
- იქნებ დროა, რომ გონს მოეგო და მოლაპარაკება ვაწარმოოთ.
- წარმოუდგენელია!- არარეალური ხმით შევკივლე და ხელები ჰაერში ავღმართე.- მგონი, ჩემს პოზიციას ნათლად ვერ ხედავ, არა?!
- ვხედავ და დასანანია, რომ ასე იქცევი,
- სამწუხაროა, რომ იგივეს თქმა შემიძლია შენზეც.
ვიგრძენი, გული სინანულით როგორ ამევსო და უარესად გავმწარდი რაიდერზე. სისულელე და შეცდომა იყო ჩემი აქ მოსვლა. ასე მეგონა უბრალოდ დავსხდებოდით მამა-შვილურად და ურთიერთობას ჩამოვაყალიბებდით?! ღმერთო, გაიზარდე ვალენტინა!
არ მახსოვს, როგორ ჩავჯექი მანქანაში და იქაურობას სწრაფად მოვშორდი. როდესაც დავრწმუნდი რომ საკმარისად შორს ვიყავი იმ დაწყევლილი სახლიდან, მანქანა გავაჩერე და ღრმად ამოვისუნთქე. რაიდერ ფლინის ბრალი იყო, რომ მე იქ მივედი. მეთამაშებოდა?! იქნებ ყველაფერი გათვალა... არა, ასეთი ჭკვიანი ვერ იქნებოდა.
სახლში მისულს ქეროლის შეტყობინებები დამხვდა. მამცნობდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და ის და მატიასი ასე თუ ისე უმკლავდებოდნენ ოფისის ამბებს.

მეორე დღეს ინსპექციამ მაცნობა, რომ ფლინი უკვე შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ორ დაცვასთან ერთად. აინტერესებდათ, როგორი იქნებოდა მისი ჩემთან სიარულის განრიგი და ჩემს პასუხს მოთმინებით ელოდებოდნენ.
ლოდინი საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ. ერთი კვირა შვებულება ავიღე და მთებში გავიქეცი. ბანალურად რომ ვთქვა, შვება ვპოვე. თუმცა საკუთარ სულიერ აურზაურს შვებას ნაკლებად დავარქმევდი.
- რაიმე პრობლემა ხომ არაა, ქეროლ?
- უნდა ვაღიარო ვალენტინა. უშენოდ აქაურობის კონტროლი ძალიან რთულია. - მის სიტყვებზე გამეღიმა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე და დაცლილი ჭიქა ნიჟარაში ჩავდე.
- რაც დაგვავალეთ, ყველაფერს ვაკეთებთ. რაიდერ ფლინის ამბებს მატიასი აგვარებს. ყოველ ორ დღეში ერთხელ მიდის. საეჭვო ფაქტები შევნიშნეთ. თუ გსურთ დაელოდეთ თქვენი შვებულების დასრულებას და აქ აგიხსნით ყველაფერს.
- ქეროლ, ისევ თქვენობითზე გადახვედი? ხომ გთხოვე. - ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე ინფორმაციის ნაკადი როგორმე გადამეხარშა. გონებაში ვილანძღებოდი. ერთი კვირა ნუთუ ასეთი რთული იყო რაიდერისთვის, რომ რაიმე მისტიური არ გამოევლინა?! - მოკლედ მითხარი, ზეგ უკვე მანდ ვიქნები. ყველა თანამშრომელს სათითაოდ მეილი გაუგზავნე, რომ ოთხშაბათს ერთი საათით ადრე დაასრულონ მუშაობა და რაიდერ ფლინთან შეხვედრა დამინიშნე. მხოლოდ მატიასი დარჩება, შენც თავისუფალი იქნები.
- კარგი, ვალენტინა. შევამოწმეთ და დავაკვირდით, ფლინთან არავინ მიდის სანახავად. არც ოჯახის წევრი გამოჩენილა, არც მეგობარი. მეზობელსაც კი არ მოუკითხია. ოდნავ საეჭვოა...
- ბინა ვისზეა გაფორმებული?! - გონება დავძაბე. სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი. ეს ამბავი მართლაც არ მომწონდა. ერთი ნაცნობი მაინც ყავს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოიკითხავს. ქვეცნობიერმა ცქმუტვა დამიწყო. მე მყავდა მსგავსი ადამიანი? მყავდა რომ მსგავსი მეგობარი? კარგი რა ვალენტინა... რომელ მეგობრებზე ვკითხულობდი?... საკუთარ თავს მაგრად დავცინე და ყურადღება ქეროლზე გადავიტანე.
- ეგ არ მოგვიძებნია.
- მომიძებნე. ხვალ ჩამოვალ.
მის პასუხს არ დავლოდებივარ, მალევე გავუთიშე და თვალები დავხუჭე. სრულ სიჩუმეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარიანტი მიტრიალებდა. დაქირავებული მკვლელი? შეუძლებელია. მაგრამ ის კი ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
მამაჩემის დრამებისგან ნამდვილად გავთავისუფლდი. მასთან დაკავაშირებითაც უამრავი კითხვა მაწუხებდა. მასთან მომუშავეებმა ზედმეტად ბევრი იცოდნენ ჩემი და ბლეიკის ურთიერთობის შესახებ. ან უბრალოდ, ფილიპმა კარგად წაიჭორავა საკუთარი შვილის ბედზე.
უამრავი საქმე დამიგროვდა და ცივ გონებაზე ფიქრი არ მაწყენდა. ქალაქში რომ დავბრუნდებოდი, საკუთარი მანქანა ხელოსნისგან უნდა გამომეყვანა, რადგან მატიასის მანქანის მისაკუთრება ვხვდებოდი მეტისმეტად გამიგრძელდა. ასეთი უნამუსო ნამდვილად არ ვიყავი.
რამდენიმე ჭიქა წითელი ღვინისგან გაბრუებულს ტკბილად მეძინა.თუმცა, თვალები გავახილე თუ არა გუნება მასინვე წამიხდა. ვიცოდი, რაც მელოდა როდესაც დავბრუნდებოდი.
პირდაპირ სახლში მივედი, იქაურობა ოდნავ მივალაგე და საღამოსთვის გამოვეწყვე. ქეროლის ნახვა მინდოდა. საქმის კურსში ჩავდგებოდი და ხვალისთვის მოვემზადებოდი. თვით რაიდერ ფლინი ჩემს ოფისში უნდა მობრძანებულიყო.
- ყველაფერი წესრიგშია. თავი საკმაოდ კარგად გაართვი, ქეროლ.- შევაქე დაბნეული ქერა და შეძლებისდაგვარად გავუღიმე. ჩემი გაღიმება იმდენად იშვიათი მოვლენა გახდა, რომ სახის მიმიკები ერთი უბრალო მოქმედებისგანაც კი დამეჭიმა.
- მხოლოდ შემოსასვლელში, ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილებია გამოსაცვლელი. მატიასს უთხარი, რომ გამოცვალოს ხვალისთვის.
- გასაგებია, ვალენტინა. კიდევ? - თვალები სწრაფად დამიხამხამა და პატარა ბლოკნოტში ჩანიშვნები გააკეთა.
- არაფერი. - თვალი მოვავლე ოფისს და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მართლაც წესრიგში იყო. თანამშრომლები თვალებს ქვემოდან აპარებდნენ. ვხედავდი, როგორ მათვალიერებდნენ და როგორ დაურბოდათ ათიათასი კითხვა თავში, თუ სად გაქრა მათი „ბოსი“.
- შემიძლია წავიდე? - გამომაფხიზლა ქეროლმა. მსუბუქად მიღიმოდა. თვალში მომხვდა მისი შინდისფერი ტუჩსაცხი. აქამდე არასდროს შემიმჩნევია. სხვათაშორის, უხდებოდა.
- შეგიძლია. სადმე მიგეჩქარება? - წარბები ავუწიე. - ვიცი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ასე რომ, თუ გინდა ნუ მიპასუხებ. - საბუთებში ქექვა დავიწყე, რომ თავი დაკავებულად მეგრძნო. მივხვდი, რომ ქეროლთან ურთიერთობის საზღვრებს მკვეთრად გადავაბიჯე. ნამდვილად უფრო ახლოს მყავდა, ვიდრე ძველი თანაშემწეები.
- იცით... - საშინლად დაიბნა. მაშინვე წამოუწითლდა ფერმკრთალი ღაწვები. - მე და მატიასმა გადავწყვიტეთ ერთად გვევახშმა... - თვალები ისე ჰქონდა დაჭიმული, ასე მეგონა სადაც იყო მკვლელობას აღიარებდა. - თუ გნებავთ წამოდით, ვალენტინა. - ბოლო სიტყვები ერთმანეთს სწრაფ-სწრაფად მიაყარა და თავი ჩახარა.
ღიმილი ძალაუნებურად ყურებამდე გამეზარდა. თურმე, ჩემი არ ყოფნისას ზედმეტად დაახლოვებულან ეს ორნი. წინააღმდეგი არ ვიყავი მათი ურთიერთობის. რომ დავფიქრებულიყავი, ერთმანეთს უხდებოდნენ კიდეც.
- დრო არ დაკარგო, ქეროლ. თქვენთან ვახშამზე მე ნამდვილად ზედმეტი ვიქნები. ისიამოვნეთ. - თვალი მეგობრულად ჩავუკარი და მხარზე ხელი მსუბუქად მოვუსვი. - უბრალოდ რაც გითხარი, უთხარი მატიასს და ჩემგან მოკითხვაც გადაეცი.
ფართე ღიმილით დავტოვე აწითლებული ქერა და საკუთარ საწერ მაგიდას დავხედე. ყველაფერი იმდენად წესრიგში იყო, რომ გასაბრაზებელს ან ნერვების ასაშლელს ვერაფერს ვპოულობდი. ორი თითი ნაზად გადავატარე კომპიუტერის ზედაპირს. მოვსინჯე, მტვერი ედო თუ არა. მაგრამ ესეც გაპრიალებულიყო.
- შემოდი კრისტინა.- ხმადაბლა დავუძახე თანამშრომელს, რომელიც კართან ატუზულიყო და ელოდებოდა როდის მივაქცევდი ყურადღებას. ორი ხელი საბუთებისთვის ძლივს შემოეჭიდა და ცდილობდა არ დაყროდა. - გისმენ. - თავი ღიმილით დავუქნიე. რა ჯანდაბა მჭირდა?! როდის აქეთ ვიყავი მომღიმარი სამსახურში? მაშინვე კოპები შევკარი და თავი ჩავხარე. მზერა მის მიერ გამოწვდილ საბუთებზე გადავიტანე, რომლებიც უკვე მაგიდაზე დაეწყო.
- ასაკობრივად გავფილტრე თქვენს მიერ დატოვებული სია, მის ფორბს. - საჩვენებელი თითით მიმანიშნა ერთ ქაღალდზე, რომელზეც ხელი მსუბუქად მედო. თავიდან გონზე ვერ მოვედი, რაზე მესაუბრებოდა. შემდეგ კი გამახსენდა, რომელ სიაზეც მესაუბრებოდა. მსუბუქად ჩამეცინა და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე. მაშინვე ვიგრძენი სისხლის მოძრაობა საკუთარ ვენებში. როგორ სტყორცნიდა გული აქეთ-იქეთ. გაუაზრებლად, სწრაფად დავისვენე ენით ქვედა ტუჩი და კრისტინას თვალებში შევხედე.
- უკვე ვიპოვე, კრისტინა. თუმცა მადლობ.
- ხვალ მართლა საათით ადრე უნდა წავიდეთ?
- კი. ოღონდ, ყველაფერი წესრიგში დამიტოვეთ. - თავი სწრაფად დამიქნია და მარტო დამტოვა. თვალები გამიშტერდა ფურცელზე, რომელზეც ალბათ 15 კაცის სახელი თუ ეწერა მხოლოდ. მსუბუქად ჩავეშვი ჩემს სავარძელში და კალამი მოვიმარჯვე ხელში. მეშვიდე სახელზე გავქვავდი. თითქოს, ისედაც ვიცოდი. მაგრამ ახლა, როდესაც ხელში მტკიცებულება მეჭირა, ნერწყვი მძიმედ გადავაგორე. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ყოფილი საქმროს მკვლელობაში ეჭვმიტანელი ჩემი ერთი ღამის გასართობი იყო.



№1  offline წევრი Hickie

ძაალიან დავიბენი. ვალენტინამ ხო დამაბნია და დამაბნია რაიდერზე საუბარი არ მაქ. თითქოს აუტანელია მაგრამ აშკარად რაღაცას მალავს. ზოგადად გიყვარს შენ მისტიური პერსონაჟები. მომეწონა წარსულში რომ ჩაგვაჭყიტე. ვგრძნობ კარტები იშლება ნელნელა. წარმატებბი❤️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

Hickie
ძაალიან დავიბენი. ვალენტინამ ხო დამაბნია და დამაბნია რაიდერზე საუბარი არ მაქ. თითქოს აუტანელია მაგრამ აშკარად რაღაცას მალავს. ზოგადად გიყვარს შენ მისტიური პერსონაჟები. მომეწონა წარსულში რომ ჩაგვაჭყიტე. ვგრძნობ კარტები იშლება ნელნელა. წარმატებბი❤️

კარგია თუ მეთანხმები, რომ მისტიურ ხალხს თავისი ხიბლი აქვთ :დ მაგრამ ადრე თუ გვიან ეგ ნაშენები მისტიკაც დაიმსხვრევა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ვგიჟდები ასეთ ქალებზე, არასრულყოფილებზე <3

 


№4  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლილე
ვგიჟდები ასეთ ქალებზე, არასრულყოფილებზე <3

უი, რა დამთხვევაა smile heart_eyes

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

რაღაც ძალიან მიზიდავს ეს ისტორია.
ეს ამოუცნობი კავშირები, ეშხში მაგდებს.

 


№6  offline მოდერი Moonlight17

მე♥უცნაურე
რაღაც ძალიან მიზიდავს ეს ისტორია.
ეს ამოუცნობი კავშირები, ეშხში მაგდებს.

მეც ასევე ❤️მიხარია, თუ მასეა

 


№7  offline წევრი ვიპნი

ცოტა დავიბენი,ეს კაცი თუ კლუბში იყო და მერე ამ გოგოსთან ეჭვმიტანილი როგორღაა,ცუდია რომ ვალენტინამ ბლეიკის დატოვებული საქმეც დაივიწყა ,გელოდები მოკლედ :)

 


№8  offline მოდერი Moonlight17

ვიპნი
ცოტა დავიბენი,ეს კაცი თუ კლუბში იყო და მერე ამ გოგოსთან ეჭვმიტანილი როგორღაა,ცუდია რომ ვალენტინამ ბლეიკის დატოვებული საქმეც დაივიწყა ,გელოდები მოკლედ :)

მანდ მარხია ძაღლის თავიც, როგორც იტყვიან ხოლმე. საკმაოდ მყარი მოსაზრება გაქვს.
მაგრამ ვალენტინას ნამდვილად არ დაუვიწყებია ბლეიკის საქმე, იძიებს smile

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ინტრიგა ინტრიგააა და კიდეევ ინტრიგა! ♥️♥️ მოკლედ იცი როგორც უნდა დამადუმო და გამომაშტეროდ;დ
აი რავქნა მაინც ქიმიაა ამ ორს შორის და თან ეს ცუდი ბიჭები როგორ მომწონს შეიძლება ასე ?? :დდ მოკლედ გელოდები ისევ მოუთმენლად ♥️♥️

 


№10  offline მოდერი Moonlight17

ტკბილიწიწაკა
ინტრიგა ინტრიგააა და კიდეევ ინტრიგა! ♥️♥️ მოკლედ იცი როგორც უნდა დამადუმო და გამომაშტეროდ;დ
აი რავქნა მაინც ქიმიაა ამ ორს შორის და თან ეს ცუდი ბიჭები როგორ მომწონს შეიძლება ასე ?? :დდ მოკლედ გელოდები ისევ მოუთმენლად ♥️♥️

ვაი, როგორ გამახარა შენმა დანახვამ იცი?! <3 მიხარია, რომ ისევ აქ ხარ და მომყვები. ვნახოთ, როგორ მოგეწონება მოვლენების განვითარება <3

 


№11 სტუმარი Guro

Auuu ramagariaaa

 


№12  offline წევრი sofo_sofia13

როდის დადეებ <3

 


№13  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia13
როდის დადეებ <3

ჯანმრთელობასთან მაქვს რაღაც პრობლემები და როგორცვე შევძლებ წერის გაგრძელებას ავტვირთავ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent