შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Je t'aime (თავი 14)

3-03-2020, 04:09
ავტორი -Unknown-
ნანახია 2 515

მთელი ზაფხული მშობლებს ვეხმარებოდი სამსახურში ჩემი ინიციატივით, მინდოდა ბევრი საქმე მქონოდა, რომ ნაკლებად მეფიქრა. თავისუფალ დროს კი, ხან ზღვაზე ვიყავი, ხან ვსეირნობდი, ხან მეძინა, ხან კი უბრალოდ არაფერს ვაკეთებდი. ზაფხული არიყო მხიარული, თუმცა არც ზედმეტად სევდიანი იყო..
ხანდახან თავს ძალიან მარტოსულად, ცუდად ვგრძნობდი და საშინელი ფიქრები მიტევდა.. ვფიქრობდი რომ არაფერს წარმოვადგენდი.. უბრალოდ ხანდახან არაფრის სურვილი მაქვს, არაფრის კეთება და არავინ მინდა, მინდა მხოლოდ მარტოობა.. ან იქნებ არ არის ასე.. იქნებ, შეცდომა რომ არ დამეშვა და ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო ასე აღარ ვიქნებოდი, ასე აღარ ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა აღარაფერს აქვს აზრი.. მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ უბრალოდ ვიწვე, ასე უაზროდ ვიწვე ლოგინში, პიჟამაში და არაფერი ვაკეთო. მაგრამ მე ხომ სხვა "მოვალეობებიც" მაქვს.. მოვალეობები, რომელთაც მართლაც მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ, როგორც რობოტი...
ფიქრები მჭამს...
არავის ახსოვხარ...
არავის სჭირდები...
და... არც არავინ ფიქრობს შენზე..
ყველა მათგანს სხვა საფიქრალი აქვს, სხვაზე ზრუნავს, სხვასთან გამოხატავს სითბოს, შენ კი მარტოდმარტო ხარ... რა უაზროა და უფერულია ეს ცხოვრება. შემდეგ საკუთარ თავს ვუბრაზდები, რომ უმადური ვარ! უფალმა სიცოცხლე მაჩუქა და მე კი ამით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ.. ისევ, ისევ ეს ფიქრები..
იციი?! ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, ბედისწერსზე.. უბრალოდ აი ასე უბრალოდ ერთ ჩვეულებრივ დღეს, გახვიდე სახლიდან და გზაზე გადასვლის დროს მანქანამ დაგარტყას და ადგილზე მოკვდე.. სიკვდილამდე შენი ხანმოკლე ცხოვრება თვალწინ ჩაგირბენს.. შენი სიკვდილი ეწყინებათ, იტირებენ, იგლოვებენ, შეეცოდები, სინანულს იგრძნობენ, იფიქრებენ, რომ იქნებ რაიმეს შეცვლა შეეძლოთ.. ან იქნებ შეეძლოთ კიდეც.. ზოგიც ვისაც აქამდე არც კი უყვარდი და არავინ იყავი, რაღაც დროით გახდები მისთვის ვიღაც, მაგრამ გავა დრო.. გავა დრო და აღარავის ემახსოვრები.. ვისაც უყვარდი და ვისაც არ უყვარდი.. ალბათ ექნებათ ისეთი მომენტები, რომ წამიერად მოენატრები, ყელში ბურთი გაეჩხირებათ, ცრემლი ჩამოუგორდებათ.. მაგრამ დრო, დრო ხომ ყველაფრის მკურნალია.
გააგრძელებენ ცხოვრებას შენს გარეშე, როგორც ახლა ცხოვრობენ, ბედნიერად.. იციი, ვერ გავამტყუვნებ, აბა მთელი ცხოვრება, ხომ ერთ ადამიანს არ იგლოვებენ.. მას ხომ არ გადაყვებიან, ცხოვრება ხომ გრძელდება... და ხვდები, რომ არარაობა ხარ, არაფერს წარმოადგენ.. არავისთვის.. უბრალოდ, აი ასე ჩვეულებრივად გაქრები ამ ცხოვრებიდან და არანაირ კვალს დატოვებ.
საკუთარ თავს როდესაც ზემოდან ვუყურებ, მე არ მომწონს რასაც ვხედავ, არ მომწონს ჩემი ქმედებები, სიტყვები, ფიქრები.. მინდა თავიდან ამოვიგდო, არ ვიფიქრო, არვიყო ცუდად, არ ვგრძნობდე ტკივილს, თუმცა ვერაფერს ვცვლიდი, ეს არ შემეძლო.. მე არ ვიცი როგორ შევიცვალო და მეშინია რომ ეს გრძნობა, ეს ტკივილი არასდროს გაივლის..
ასე განვლო თვეებმა და სწავლაც დამეწყო, უკვე მეოთხე კურსელი ვიყავი. ამ ორი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება და პირადად მე რადიკალურად შევიცვალეთ. ჩემი და ჩემი ცხოვრების შეცვლის მიზეზი, ორივე შემთხვევაში ალექსანდრე იყო.. მან ჩემ ცხოვრებაში გამოჩენისთანავე ჩემი სამყარო თავდაყირა დააყენა. მე ამ ადამიანმა სრულიად შემცვალა. სანდრომ შემოიტანა ნათელი, კაშკაშა ფერები და ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება გახადა საოცრად მრავალფეროვანი! გაცნობისთანავე ჩვენს შორის გაჩნდა ნაპერწკალი, რომელიც მალევე გაღვივდა და გადაიქცა ცეცხლად. ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანის შესაყვარებლად დიდი დრო იყო საჭირო, თუმცა ვცდებოდი.. ჩვენს შორის დანახვისთანავე გაჩნდა უხილავი ძაფი, რომელიც მას შემდეგ ერთმანეთთან მუდმივად გვაკავშირებდა. სანდრო ისე შემოიჭრა, ჩემს ცხოვრებაში და ისე შემიყვარდა პირველივე დღეებში, რომ ამას ვერ მივხვდი და შემდეგ დიდხანს არ ვაღიარებდი. ჩემი ცხოვრება ამოაბრუნა და თავდაყირა დააყენა. სრულიად შემცვალა, უკეთესობისკენ. მისი დანახვა მუდამ მაღიმებდა და გულს მიჩქარებდა. ალექსანდრემ მე გამაბედნიერა! სამწუხაროდ ამან დიდხანს არ გასტანა ჩემი მისდამი არ ნდობის გამო. ჩემი იდეალური ცხოვრება წამებში დაიფშვნა და მისი ნაწილები მთელ სხეულში გაიფანტა.. ყოველდღე ამ ნაწილების ამოგლეჯას ვცდილობდი სხეულიდან, თუმცა იმდენად იყო დაფშვნილი და გაფანტული მთელს სხეულში, რომ არვიცოდი მის სრულიად გაქრობას რა დრო დასჭირდებოდა. ალბათ სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს სხეულში, შეიძლება დიდი ნატეხები ამომეცალა, თუმცა სულ პაწაწინა მაინც დარჩებოდა, რომელიც კვლავ გამიძნელებდა სუნთქვას და მატკენდა.. თითოეული ნატეხის ამოცლისას წამიერ შვებას ვგრძნობდი, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო.. ეს "ბედნიერებები" ძალიან ცოტახანს თუ გასტანდა და თანაც ეს არიყო ნამდვილი, არამედ მოჩვენებითი, ეს ჩემი წარმოსახვა და ილუზია იყო! ყველა ამბავს, გადადგმულ ნაბიჯს თუ შეცდომას რაღაც მიზეზი აქვს.. აქვს ცუდი და კარგი მხარეები. მე მწარედ შევცდი და ახლა ამ შეცდომაზე პასუხს ვაგებდი, ძალიან მწარედ, თუმცა ამასაც აქვს რაღაც დადებითი.. ვისწავლე ადამიანების ნდობა, ერთგულება, ტკივილის და დაბრკოლებების გადატანა, სიყვარული.. მოკლედ მე ამან გამაძლიერა და გამზარდა!!
დღეს 21 ოქტომბერია ოთხშაბათი, ხვალ კი ჩემი დაბადების დღეა.
დილით ჩვეულებისამებრ ავდექი, გავემზადე და უნივერსიტეტში წავედი.. მისვლისთანავე დეა შემეგება ჭიშკარში
-ბარბარიკაა როგორ ხარ
-კარგად შენ
-მე და ბავშვიც მშვენივრად
-კარგია
-საქმე მაქვს შენთან კიარადა მოთხოვნა
-აბა გისმენ
-ხვალ დიდი გოგო ხდები, 22 წელი აღარაა სახუმარო და ყოველმიზეზგარეშე იხდი
-აუ..
-არ გამაგონო ახლა აუუ, არ მაქვს მაგის თავი, არვარ ხასიათზე და ეგეთები.. ჩვენ ადგილი უკვე ნანახი გვაქვს და დავჯავშნეთ კიდეც.. არ გვაინტერესებს, უნდა გამხიარულდე. ბოლოს და ბოლოს ოქროს დაბადებისდღე გაქვს!
-ყველაფერი დაგიგეგმავთ და მე რატო მეკითხებით
-დიახაც, შენი ამბავი რომ ვიცით მაგიტომაც დავგეგმეთ ჩვენ.
-გიჟები ხართ
-შენ კი სულ კვდები
-ნუ რავქნა ახლა
-რაუნდა ქნა და უნდა გამხიარულდე
-შევეცდები
-შევეცდები არმინდა! აუცილებელია.. დღეს უნის მერე მოლში გავიდეთ, კაბა მინდა ვიყიდო და შენც ხო გინდა
-შეწინააღმდეგებას აზრი აქვს?
-არა!
-კარგი წავიდეთ
-ძალიან კარგი
ლექციებმა მშვიდად ჩაიარა და შემდეგ კი პირდაპირ მოლში წავედით. ბევრი რჩევის შემდეგ ორივემ შევარჩიეთ სასუეველი კაბები და დაღლილები სახლში წავედით. სახლში მისულმა დავისვენე, ვიმეცადინე და შემდეგ ფილმი ჩავრთე.. დივანზე მიწოლილი ვუცქერდი ფილმს, როდესაც კარზე ზარი გაისმა. ჩემი ბავშვები იყვნენ, ხელში ტორტით და ბუშტებით
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ბარბარიკას დაბადების დღეა, ბარბიი გილოცავთ!!
-აუუ როგორ გამახარეთ, თქვენ არიცით
ძალიან გამახარა მათმა მოსვლამ, გავმხიარულდი და ხასიათზე მოვედი. ბევრი ვიჭუქჭუკეთ და გავერთეთ.
-კარგი წავედით (დემეტრე)
-აუ არ წახვიდეთ რა ჯერ
-საკმაოდ გვიანია, თან ნიცაც ღამით იღვიძებს და უნდა წავიდეთ (ლილე)
-თქვენ მაინც დარჩით ცოტახნით
-წავალთ ჩვენც თან ცოტა მეძინება
-კარგი
დავრჩი ისევ მარტო, ჩემს ფიქრებთან.. დივანზე წამოვწექი და დაპაუზებული ფილმი განვაგრძე, როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, გაჭირვებით წამოვდექი, მოვემზადე და წავედი უნივერსიტეტისკენ.. ჭიშკარში შესვლისთანავე მომღიმარი დათო შემეგება ეზოში, ყვავილებით ხელში
-ბარბი გილოცავ დაბადების დღეს!!
-მადლობა, მაგრამ რატომ შეწუხდი არიყო საჭირო
-იყო.. იციი, მე კიდევ მაქვს იმედი რომ..
-მისმინე დათო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ მართლა, მაგრამ.. უბრალოდ ვიმეგობროთ. არმინდა რომ იმედები გქონდეს, რადგან არ მომწონხარ და ჩვენს შორის არაფერი გამოვა, მე კი აზრს არ შევიცვლი..
-კარგი გასაგებია, ბოდიში თუ შეგაწუხე ჩემი გრძნობებით
-არ შეგიწუხებუვარ, უბრალოდ მინდა სიმართლე იცოდე.. მე სხვა მიყვარს.. შეიძლება იცოდი, მაგრამ აშკარად მაინც გაქვს იმედები.. დაა არმინდა ასე იყოს და სწორედ ამიტომ გითხარი
-გასაგებია
-კარგი, მადლობა საჩუქრისთვის
-რისი მადლობა
-უნდა წავიდე თორემ ლექციაზე დამაგვიანდება
-კარგი მიდი
აუდიტორიაში შესვლისთანავე, კურსელებმა მომილოცეს, დეამ კი ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა ყვავილებთან და დათოსთან დაკავშირებით, მე კი ყველაფერი სიტყვა სიტყვით ჩავუკარკლე.. ლექციებმა მშვიდად ჩაიარა, 4 საათზე უკვე სახლში ვიყავი.. დავისვენე და საღამოს კი ჩემს დაბადების დღეზე წავედი. ძალიან კარგი ადგილი იყო, ლამაზი ხედით, გემოვნებიანი მუსიკით და გემრიელი საჭმელ-სასმელით. დროს ძალიან კარგად ვატარებდით, ვერთობოდი და მეტი მხიარულებისთვის დავლიე კიდეც.. შუა ცეკვის დროს, მოულოდნელად შუქი ჩაქრა, რიტმული მუსიკა, შეცვალა წყნარ და სასიყვარულო სიმღერამ.. შემდეგ დარბაზი ოდნავ განათდა, მხოლოდ მე ვიდექი და გარშემომყოფებს ვერ ვხედავდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.. შემდეგ ჩემი მიმართულებით უამრავმა ადამიანმა სვლა დაიწყო და თითოეული წითელ ვარდს მაწვდიდა, გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი, დაბნეული ვიყავი,
გაშეშებული მხოლოდ იმას ვახერხებდი რომ ჩემკენ წამოსული ადამიანებისთვის ვარდი გამომერთმია. ულამაზესი სანახაობა იყო. ხალხმა სვლა შეწყვიტა და შორიდან, ვიღაცის სილუეტს დავინახე, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.. გული გამიჩერდა, როდესაც ალექსანდრე დავინახე.. გული გამალებით ამიძგერდა და სუნთქვა გამიჭირდა.. თვალებს ვერ ვუჯერებდი, მეგონა ეს ყველაფერი ილუზია იყო.. გაშეშებული ვიდექი, ბედნიერებისგან ვტიროდი და ვერაფერს ვაკეთებდი.. სიზმარში მეგონა საკუთარი თავი, უბრალოდ არ მჯეროდა. რაც უფრო მიხლოვდებოდა, გული მეტად მიჩქარდებოდა და სუნთქვა მეტად მეკვროდა.. თვალები ისე მეწვოდა, თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი. ბედნიერებისგან მეტირებოდა..
საბოლოოდ კი ალექსანდრე ჩემს წინ გაჩერდა
-გილოცავ ბარბი დაბადების დღეს!
ვარდები ხელში ვიღაცას შევაჩეჩე. სანდროს ხელები სწრაფად მოვხვიე და მთელი ძალით ჩავიკარი გულში. სულ მაკანკალებდა. გული იმდენად სწრაფად მიცემდა, ასე მეგონა, მალე გამისკდებოდა. ვგრძნობდი მის სხეულს, იმდენად მჭიდროდ მყავდა მიკრული, მეშინოდა არ გამეჭყლიტა. მეგონა, რომ ვეღარასდროს ვიგრძნობდი მის სხეულს ჩემს მკლავებში, მეგონა რომ ვეღარასდროს შევძლებდი მისი სხეულით გათბობას, მეგონა ვეღარსოდეს ვნახავდი, მეგონა ვეღარასოდეს შევიგრძნობდი მის სურნელს.. ძლიერად ვიკრავდი, ძალიან ძლიერად და ხარბად ვისუნთქავდი მონატრებულ სურნელს.. ფილტვები მისი სურნელით ავივსე!!!

№1 სტუმარი სტუმარი ელე

წინა თავზეც მინდოდა დამეწერა რო რატომღაც მათი შეხვედრის შმედეგ ბარბარე ძალიან იდანაშაულებდა თავს , სულ მთლიანად მისი ბრალი არ ყოფილა.(ეს კი ჩანს შემდგომ)

ჩემი მოსაზრებით და აზრით ცპტა პრიმიტიული იყო მათი შეხვედრა 1 ან 2 წლის მერე მითუმტეს გვახსოვს სანდრო როგორ ელაპარაკ ბოლოს.

№2  offline წევრი -Unknown-

სტუმარი ელე

მთლიანად მისი ბრალი არ ყოფილა, თუმცა დამნაშავე ნამდვილად იყო. ნდობა არ ქონდა მის მიმათ, მისი არ ჯეროდა.. ურთიერთობები ხომ ნდობის გარეშე არაფერია, ინგრევა.. როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს მაგთ შორის უნდა იყოს ნდობა, მითუმეტეს სანდროს არნდობისთვის არანაირი საბაბი მიუცია.. ელენემ დაარწმუნა ამბავის სიცრუეში და ბარბარეც უსიტყვოდ ენდო, მხოლოდ ელენეს ენდო, არ დაუშვია რომ შეიძლებოდა სანდრო მართალი ყოფილიყო.. ეს ესმოდა სანდროს და ითვალისწინებდა, მაგრამ მაინც ყველაფერს აქვს ზღვარი.. შეხვედრას რაც შეეხება, შეიძლება პრიმიტიულია დიდი ხნის განშორების შემდეგ, თუმცა ორივესთვის მთავარი ხომ შერიგება და ერთმანეთის კვლავ ნახვა იყო..

№3 სტუმარი სტუმარი ნინო

მომეწონააა მალეე მინდა შემდეგიიი ❤❤❤❤

№4 სტუმარი ელეე

-Unknown-

მაგ დროს ძალიან რთულია ვინმეს ენდო შენც კარგად გაქ აღწერილი იმ თავში სანდრო და ბარბი როცდილობდა ურთიერთობის აწყობას. ბარბარემ ორივეჯერ ის დაინხახსაყვარელ ადამიანზე რაც არ უნდა დაენახა და მაგ დროს ძალიან რთულიაა ენდო ადამიანს. და ბოლოს მინდოდა მეთქვა რო ასეთი სტუაციის გამო საერთოდ არ მომეწონა ეგეთი პრიმიტიული შეხვედრა. ძაან კაი ისტორია მართლა.იმიტო ვკითხულობ რო ერთნაირი სიუჟეტები არ გაქ როგორც სხვა ისტორიებში მაგრამ გამიცრუვდა იმედი. ძალიან არ მომეწონა მათი შეხვეხრა. პს იმედიაა არ განაწყენდები

№5  offline წევრი -Unknown-

ელეე

არ გავნაწყენდები, ყველას აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის❤️

№6  offline წევრი Soft girl

ძალიან მაგარია❤️ მეგონა რომ ბაბის ყოფილი რომ გამოჩნდა თავიდან და ბაბის პატიებას თხოვა თავს ასე მალეც არ დაანებე და მიუხედავად ბაბის ცივი დამოკიდებულებისა❤️ სულ ისეთი ისტორიებია დაშორების შემდგომ ერთ-ერთი ახალ შეყვარებულს რომ იჩენს მეორის საეჭვიანოდ????და გამიხარდა აქაც მაგ მხრივ არ წარიმართა ისტორია რადგან ვფიქრობ რომ რა მიზეზიც არ უნდა იყოს თუ გიყვარს ბოლომდე გეყვარება და სხვას არ დაუწყებს ლაქუცს????????

ბაბიზე მეც გავბრაზდი ეჭვი ელენეს ტყუილში როგორ არ შეეპარა. ორივე შეყვარებულმა უღალატა ერთ გოგოსთან? მესმის ბაბისიც რომ ვერც ბოლომდე ენდობოდა მაგრამ ნუ ეს მაინც ცოტა ზედმეტი იყო❤️ kissing_heart

№7  offline წევრი -Unknown-

Soft girl

ძალიან დიიდიი მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს❤️ ძალიან მახარებს თითოეული ადამიანის კომენტარი და სტიმულს მიჩენს❤️❤️❤️

№8 სტუმარი Mari

როდის დადებ?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent