შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ყველა ფერი გაუფერულდა!!


1-12-2018, 19:10
ავტორი -Unknown-
ნანახია 1 389

ყველაფერი ყველა ფერი გაუფერულდა, ცხოვრება დუნედ მიედინება და შენც მიედინები მასთან ერთად. არაფრის სურვილი გაქვს, არაფრის კეთება და არავინ გინდა, გინდა მხოლოდ მარტოობა.. ან იქნებ არ არის ასე.. იქნებ,ყველაფერი,რომ სხვანაირად მომხდარიყო ასე აღარ იქნებოდი,ასე აღარ იფიქრებდი,მაგრამ ეხლა რაღა აზრი აქვს.. მხოლოდ იმის სურვილი გაქვს,რომ უბრალოდ იწვე,ასე უაზროდ იწვე თბილ ლოგინში,თბილი პიჟამაში და არაფერი აკეთო. მაგრამ შენ ხომ სხვა "მოვალეობებიც" გაქვს.. მოვალეობები, რომელთაც მართლაც მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებ,როგორც რობოტი...
ფიქრები გჭამს...
არავის ახსოვარ...
არავის ჭირდები...
და... არც არავინ ფიქრობს შენზე.. ყველა მათქანს სხვა საფიქრალი აქვს,სხვაზე ზრუნავს, სხვასთან გამოხატავს სითბოს, შენ კი მარტოდმარტო ხარ და ფიქრობ...რა უაზროა და უფერულია ეს ცხოვრება. შემდეგ საკუთარ თავს უბრაზდები,რომ უმადური ხარ. უფალმა სიცოცხლე გაჩუქა და შენ კი ამით უკმაყოფილო ხარ, მაგრამ.. ისევ,ისევ ეს ფიქრები..
იციი?! ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, ბედისწერსზე.. უბრალოდ აი ასე უბრალოდ ერთ ჩვეულებრივ დღეს,გახვიდე სახლიდან და გზაზე გადასვლის დროს მანქანამ დაგარტყას და ადგილზე მოკვდე.. სიკვდილამდე შენი ხანმოკლე ცხოვრება თვალწინ ჩაგირბენს.. შენი სიკვდილიეწყინებათ,იტირებენ,იგლოვებენ, შეეცოდები, სინანულს იგრძნობენ, იფიქრებენ.. რომ იქნებ რაიმეს შეცვლა შეეძლოთ.. ზოგიც ვისაც აქამდე არც კი უყვარდი და არავინ იყავი, რაღაც დროით გახდები მისთვის ვიღაც, მაგრამ გავა დრო.. გავა დრო და აღარავის ემახსოვრები.. ვისაც უყვარდი და ვისაც არ უყვარდი.. ალბათ ექნებათ ისეთი მომენტები,რომ წამიერად მოენატრები, ყელში ბურთი გაეჩხირებათ, ცრემლი ჩამოუგორდებათ.. მაგრამ დრო, დრო ხომ ყველაფრის მკურნალია.
გააგრძელებენ ცხოვრებას შენს გარეშე,როგორც ახლა ცხოვრობენ,ბედნიერად..
იციი,ვერ გავამტყუვნებ,აბა მთელი ცხოვრება,ხომ ერთ ადამიანს არ იგლოვებენ..მას ხომ არ გადაყვებიან,ცხოვრება ხომ გრძელდება...
და ხვდები,რომ არარაობა ხარ,
არაფერს წარმოადგენ.. არავისთვის..უბრალოდ, აი ასე ჩვეულებრივად გაქრები ამ ცხოვრებიდან და არანაირ კვალს დატოვებ.



№1  offline წევრი Maryam_

არანაირ კვალს დავტოვებთ :(
მეც შენთან ვარ :
კარგადწერ ისე heart_eyes

 


№2  offline წევრი -Unknown-

Maryam_
არანაირ კვალს დავტოვებთ :(
მეც შენთან ვარ :
კარგადწერ ისე heart_eyes

დიდი მადლობა❤️

 


№3  offline წევრი -Unknown-

eremar
მართალია stuck_out_tongue_winking_eye ჩემი ბოთე heart_eyes kissing_heart

❤️❤️

ჰაიკო
მთლად მასეც არ არის!

გეთანხმები,რომ მთლად ასეც არ არის.. უბრალოდ ყველას ცხოვებაში დგება ალბათ ისეთი მომენტი, როდესაც ასე ვფიქრობთ.. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent