შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების სურნელი [თავი 1]


5-03-2020, 21:21
ნანახია 888

და აი კიდევ ერთხელ მივედი ჩემს უცნაურ და არც ისე გადასარევ საწოლთან. გადავხედე ჩემს არც ისე საოცარ ოთახს და ჩემს ლეპტოპს. ჩამოვჯექი... დავიწყე ფიქრი. და აი კიდევ ერთხელ დავიბენი. არ ვიცი რას ველი. რა მინდა. რა მჭირდება და რა არა. კიდევ ერთხელ გავახილე თვალები ფართოდ და კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში რეალობას. იგი მკაცრი იყო, მაგრამ შეშინებული... ეშინოდა... მისი თავის. სხვისი არა. სასოწარკვეთილი გეგონებოდათ, მაგრამ არა. იგი იმედით აღსავსე იყო, ისევე როგორც შიშით. და აი მე სარკეში ვიყურებოდი. რეალობა ჩემს თვალებში დავინახე. შიში, მაგრამ იმედი. ტკივილი, მაგრამ გამოსავალი. ყველაფერს აქვს გამოსავალი. მომენატრა ერთი გრძნობა. აი როდესაც ავისუნთქავ, ამაყად ვწევ თავს და ვიღიმი. გაგიკვირდებათ და ბედნიერებასაც აქვს სუნი... მე მას ძალიან იშვიათად შევიგრძნობ... მაგრამ შევიგრძნობ... უცნაური სუნი აქვს. ტანში ჟრუანტელი მივლის და მგონია რომ ის ღიმილი სამუდამოდ გამყვება. სუნთქვას ვერ ვაჩერებს. მის სუნს კიდევ და კიდევ უფრო მკაფიოდ შევიგრძნობ... მაგრამ ეს წამიერია... იგი ქრება. დიდხანს არ ჩერდება. მალევე მიჰქრის. სხვებთანაც უნდა, რომ წავიდეს. ყოველდღე თითო შეგრძნება და უძლებ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე ამ სუნს ძალიან იშვიათად ვგრძნობ... ერთხელ ვიგრძენი და იმის მერე აღარ მინდა მისი შეგრძნება. განა იმიტომ, რომ არ მომეწონა. არა, არამედ იმიტომ, რომ ვიცი ის ერთი იყო... განსაკუთრებული, ერთადერთი და აღარ განმეორდება მისი მაგვარი. თუ ყოველდღე შევისუნთქავ, მაშინ ის მნიშვნელობას დაკარგავს და ამისთვის არც არავინ აღარ იბრძოლებს... ის იყო ერთი შესუნთქვა... განსაკუთრებული. პირველი და უკანასკნელი... ბედნიერებას კარგი სურნელი აქვს... ბგერებიც და ყველაფერი. მე ეს ერთხელ გავიგე და შევიგრძენი. მისი მაგვარი აღარ იქნება... და ვეღარც უკეთესი... უკვე მივიღე ჩემი წილი სურნელი... ჰაერში ასეთი ბევრია, მაგრამ ის უკვე ჩემთვის აღარაა... დაიხარჯა... უკვე ღრმად ჩავისუნთქე... ახლა სხვისი დროა... არ ვაპირებ ეს სურნელი სხვას მოვპარო... ჩემი ბედნიერება იყო უცნაური და განსაკუთრებული... საქმე იმაშია, რომ მე მისი გამოყენება არ ვიცოდი და ერთიანად ჩავისუნთქე... ამას კი ცუდი შედეგები მოჰყვა. აღარ დამრჩა ჩემი წილი ბედნიერების სურნელი და ამიტომაც გამოსავალის პოვნის მიზნით, მე სხვისი კუთვნილი სურნელი ჩავისუნთქე...
ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო.. ჩემი ამბავი განსაკუთრებული არ იყო მისი ტიპითა და სიტუაციებით, მაგრამ ის მასწავლის თუ როგორ ჩავისუნთქო ბედნიერება, ისე რომ არ ვატკინო არავის და არასდროს....
ყველაფერი ჩემდა უნებურად მოხდა... არ ველოდი ამ ყველაფერს. ეს იყო დინება, რომელიც ძლიერად მექაჩებოდა რაღაცისკენ... ეს იყო რაღაც ან ვიღაც... თითქოს მომწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად დიდ ტკივილს მგვრიდა... ვიღლებოდი, მაგრამ შესვენებას ვერ ვახერხებდი... იყო ტკივილი, სევდა, მაგრამ რაღა მადგმევინებდა წინ ნაბიჯებს?! არვიცი... ეს იყო რაღაც უხილავი... იგი მექაჩებოდა. ეს ყველაფერი ამ დრომდე შეცდომა მეგონა, მაგრამ ახლახანს გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი იყო მაგალითი, წესი, სწავლება... მე არ უნდა ჩამესუნთქა ასე ღრმად... უკვე გვიანაა... უკვე ჩავისუნთქე და ამას ვეღარაფერი შეცვლის, მაგრამ მაინც ვწერ, რათა სხვალ შეძლოს თავისი წილი ბედნიერების სწორედ გამოყენება... ნეტავ ისევ გათენებულიყოს ის დღე როდესაც მე ეს ჩავისუნთქე... იცით?! ამას არ გავაკეთებდი... არ ჩავისუნთქავდი ასე ღრმად, რადგან ყოველ ჩასუნთქვაზე ტყუილი დამჭირდა... ტყუილი, რომელმაც აქამდე მომიყვანა, დღემდე, რომელიც ძირს მანარცხებს და თავს წარმომადგენინებს, როგორც ფურთხს, რომელიც მზის გულზეა და შრება... რა არის ადამიანი?! რას გვიშვება ღრმად ჩასუნთქვა? დაგვჭმუჭნის და მზის გულზე დაგვაფურთხებს, ამის შემდეგ კი უბრალოდ ცდილობ, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს გაძლო მზის გულზე... მეც ასე მომივიდა და ვემალები მზეს... მიყვარს მთვარე. ის არ მაშრობს, პირიქით... არსებობაში მეხმარება... ვინც ღრმად ჩაისუნთქავს, მას მზისგან დამალვა მოუწევს... მზისგან, რომელიც მას აცოცხლებს... სულ იქნება მთვარე, მაგრამ ყოველთვის ის მზე დაგჭირდებათ... ყოველთვის მოიგონებთ მის ფერს, სურნელს და სიკაშკაშეს... მაგრამ უკვე გვიანი იქნება, რადგან მასთან შეხვდრა გაგაშრობთ... დაგწვავთ...
ჩემი ისტორია კი ასე უცნაურად და მოულოდნელად, ერთ წვიმიან და უცნაურად მომაბეზრებელ დღეს დაიწყო... დაიწყო და წვიმა შემაყვარა, რადგან ამ დღეების შემდეგ მიწევს დავემალო მზეს, მზეს რომელიც ამ დღეს გავიცანი და რომელმაც სიცოცხლისა და გულის ნატეხი მომპარა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent