შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი - 3


24-11-2017, 22:45
ავტორი mimimimo
ნანახია 1 816

3 - შემთხვევა
მეთორმეტე კლასი იყო, როდესაც ლაშას - შარშან გადმოსული მოსწავლის - აქტივობამ პიკს მიაღწია.
აუტანელი გახდა მისი ქცევები, უსაფუძვლო ეჭვიანობები და უკან დევნა.
-ადამიანო, არ მომწონხარ! რთული გასაგებია? არ მინდა შენთან ურთიერთობა. არა!
შუა ქუჩაში, როდესაც აანალიზებ, რომ ქურდივით მოგდევს ის ადამიანი, რომელიც არ მოგწონს, თან ღამის 10 საათზე, როდესაც მასწავლებლიდან ბრუნდები, შიში გიპყრობს.
-ნენე, მშვიდობაა? - მიშო გამოჩნდა.
-შენ ვინ ხარ? - ირონიული სახით გახედა ლაშამ.
-საქმრო. მოხდა რამე? - ისევ მე გამომხედა.
-არა, არაფერი. - შიშისგან თითები ამიკანკალდა.
-კარგი, წამოდი. - ხელი გადამხვია და დაუმშვიდობებლად გავეცალეთ ლაშას.
იმ მომენტში მისი მადლიერი ვიყავი, თუმცა, როდესაც გავაანალიზე, თუ რა უპასუხა გაბრაზებულმა მისი ხელი მოვიშორე და წარბშეკრულმა გავხედე.
-რა საქმრო? კარგად ხარ?
-რა უმადური ხარ.
-მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო.
-იყო.
-არა.
-კარგი.
სახლამდე მიმაცილა, წასვლისას ჩამეხუტა და წავიდა. სრულ შოკში ვიყავი.
მიშო იყო?
არ მჯეროდა.

ერთი კვირა ლაშა არ ჩანდა.
არც სკოლაში, არც მასწავლებლიდან გამოსული მხვდებოდა სადმე, მეც შედარებით დამშვიდებული დავდიოდი.
სკოლაში მოსულს კი ეტყობოდა ჩალურჯებები.
უცებ ამომიტივტივდა მიშოს ხელები და კლასი დავტოვე.
-რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?
-რა მოხდა? - გაკვირვებულმა გახედა.
-რა უფლებით სცემე?
-ხელები მექავებოდა, - ირონიულად გამიცინა.
-კიდევ ერთხელ, რომ... - სიტყვა შუაზე გამიწყდა, არ ვიცოდი რა მეთქვა, გავჩუმდი, გავბრუნდი და კლასში დავბრუნდი.

&

ნენესთან ურთიერთობა თბება.
ხშირად იღიმის და ვხედავ როგორ უბრწყინავს თვალები.
ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია თავისი ლურჯი, ყვევილებიანი კაბა და ისევ მამწარებს.
ამ დროს ისეთი საყვარელია ხოლმე.

მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთობა გასცდა მეგობრობას მალევე დასრულდა.

&

მე და მიშოს ურთიერთობა იმდენად დაგვითბა.
ვიყავით მეგობრებზე მეტი.
მიყვარდა.
ვაფასებდი.

ყოველ დღე ერთად ვატარებდით დროს.
ყოველ საღამოს ღიმილით მეძინებოდა.
ვფიქრობდი მასზე და ფიქრში მეძინებოდა.
ის დრო, რაც ერთად ვიყავით იყო ბედნიერება.

მაშინ, როდესაც გავიაზრე, რომ მიყვარდა - დავკარგე.

ხდება ისე, რომ ბედნიერებას უბედურება მოჰყვება.
წასულა თქვენგან ადამიანი?
რა სულელური შეკითხვაა
რა თქმა უნდა წასულა, მაგრამ
წასულა კი - აუხსნელად?
ახსნა-განმარტების გარეშე
მიგატოვა და წავიდა?
გაიხურა კარები?
ზამთარი, რომელიც ასე ძალიან მძულდა
უარესად შემძულდა.
ის იყო ჩემი უბედურების დასაწყისი.
ამ წელს მოხდა ყველაფერი.

-მიშო, რა ხდება შეგიძლია ამიხსნა?
-რა ხდება?
-მე და შენ, - სიტყვა გამაწყვეტინა.
-ჩვენ!
-ხო, ჩვენ...
შეგიძლია მითხრა რა ხდება?
რა შეიცვალა?
რატომ შეიცვალა?
მოხდა რამე?
-არაფერი. - თვალებში არ შემოუხედავს. ჩემ უკან იხედებოდა.
-მიშო, თვალებში მიყურე!
-ნენე, რა გინდა? - ასეთი ტონით არასოდეს მოუმართავს.
-არაფერი, მიშო, არაფერი. - გვერდი ვაქციე და სახლში ავედი.

წავიდა.
აი, ასე მარტივად
ადგა და წავიდა.
ვერ გამერკვია
რატომ წავიდა?
რა სჭირდა?
რა მოხდა?

დღეები დღეებს მისდევდა.
ზამთარი.
სიცივე.
მიშოს გარეშე გატარებული 2 თვე.
უბედურებას
უბედურება ემატება.
სახლში სულ მარტო დავრჩი.
ბებია
მოკვდა
აღარ არის
დამტოვა
მატკინა
მიმატოვა.
დედა, რომელიც საზღვარგარეთაა და კილომეტრები გვაშორებს.
როგორ გინდა ახლა გყავდეს ადამიანი, რომელიც ჩაგიხუტებს, მოგეფერება და თბილ სიტყვებს გეტყვის, მაგრამ მშველელი არავინაა.

&

ნენესთან განშორება ადვილი არ ყოფილა.
არ ყოფილა ადვილი ამდენი ხნის შემდეგ კვლავ მისი მიტოვება.
მიჭირდა მასთან განშორება, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

მე ამერიკაში
შენ საქართველოში.

ამერიკაში წასვლა მომიწია, ვერ შევძელი ნენესთვის ამეხსნა, რომ მისი მიტოვება მომიწევდა.
ვერ ვატკენდი.
ვერ გავუძლებდი მის ცრემლიან თვალებს.
როგორ მენატრება მისი ღიმილი.
მისი ნარნარა ხმა.
მისი ნაზი ტუჩები
და
მისი ჩახუტება.

ვიცოდი
ნენე არ მაპატიებდა
აუხსნელად წასვლას
ვიცოდი
მაგრამ
მაინც მქონდა რაღაც იმედი.

3 თვე, რომელიც ნენეს გარეშე გავიდა.
დღეებს ვითვლი, როდის ჩავალ საქართველოში.
ვიცი, ვერ მივალ ნენესთან
ვერ გავბედავ
ისიც ვიცი არ მომთხოვს ახსნას
მაგრამ
ლაჩარივით მეშინია.
ჩემი ნენე
როგორ მომენატრა.

&

-ნენე, ჩამოვიდა.
-ვინ ჩამოვიდა?
-მიშო.
-კარგი.


ესეც მესამე თავი.
იმედია მოგეწონებათ.
თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მადლობა, რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი ))♡

Kargia kargiii kargi kiara superia ????????????????????????❤????❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2 სტუმარი სტუმარი Tikoo

gaagrdzeleee ra

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აღარ დებბბ შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent