დამელოდე...მოვალ!... [თავი 1]
პირველი თავი არ მახსოვს როგორ დავიწყე ცხოვრება. ალბათ ისევე როგორც სხვებმა, ტირილით. ჩემს მახსოვრობაში ჩემი პირველი დღე იყო როდესაც 4 წელიწადი შემისრულდა.წვიმიანი ამინდი იყო. მთებს ნისლი ფარავდა. ეტლში ვიჯექი და მიხაროდა დეიდასთან სტუმრობა. მაშინ არ ვიცოდი, რომ საუკეთესო წლების გატარება აქ მომიწევდა. ისიც ბუნდოვნად მახსოვს, ხანდახან სიზმარში მერევა. მამაჩემმა ჩემს დეიდასთან და დეიდაშვილებთან მომიყვანა აქ ,,ლავენდერ ჰოლში''. დეიდას არ ვძულდი, მაგრამ არც გამორჩეული გრძნობები ჰქონდა ჩემს მიმართ. მაღალი და მეტად შეხედული ქალი გახლდათ. მუქი ფერის თვალები სახეს უნათებდა და მიყვარდა როდესაც მის ნაზ მხრებზე მისივე გადმოფენილ კულულებს ვხედავდი. ის არასდროს მყვარებია. ის არ მტუქსავდა ხოლმე, მაგრამ მან ჩემი სიყვარული ვერ დაიმსახურა იმის გამო, რომ ის არ მამჩნევდა. ცდილობდა ჩემგან აერიდებინა თავისი ქალიშვილები იმის გამო, რომ ღარიბი გვარის წარმომადგენელი ვიყავი. იმ ოჯახში მე, დეიდაშვილები და დეიდა ვცხოვრობდით 6 მოსამსახურესთან ერთად. 6-დან ერთ ერთი მერი როუზი იყო. მას ვუყვარდი მაგრამ ის არასდროს არავის მიმართ არ გამოხატავდა სიყვარულს. მთელი დღე ჩუმად დავხეტიალობდი ხან კი სარკმლიდან გადავყურებდი მედეასა და ელიზას, ჩემს დეიდაშვილებს. მეც მინდოდა მათთან ერთად თამაში, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. ამ ერთფეროვან დღეებში შესრულდა ჩემი მე-10 დაბადების დღე. ბოლო ხანს შევამჩნიე, რომ დეიდა ხშირად მიბარებდა თავის კაბინეტში, იმის ასახსნელად, რომ უკვე დიდი გოგონა ვიყავი და საკუთარ თავზე ზრუნვა შემეძლო. მე ჭკუასუსტი არასდროს ვყოფილვარ, რომ მის გამოცანებს ვერ მივმხვდარიყავი. ის ჩემს დატოვებას აპირებდა. ამ გამოცანებით 6 წელი გავიდა. ის საღამო სუსხიანი იყო. ოთახიდან მძიმე ჩემოდნით გამოვედი. დერეფანი გავირბინე. სულმოუთქმელად ჩავირბინე დახვეული კიბე და უკანა ხის კართან მივედი. დავხედე და წამებში გავიაზრე რა მელოდა. შიმშილი, უსახლკარობა, ტკივილი, მარტოობა... შიშმა მომიცვა, მაგრამ არ მინდოდა მთელი ცხოვრება ისეთი ადამიანის ხარჯზე გამეტარებინა,როგორიც დეიდაჩემი იყო. დიდი ტკივილით გაყინული ხელის ორი თითი რკინის ცივ გასაღებს მოვკიდე და გადავტრიალე. კარი გაიღო და ქარმა მთელი სახლი შეიპყრო. ჩემი უმწეობა უძლური იყო დაუნდობელ სიცივესთან. სახეში მაწვებოდა და სახლიდან გამოსვლის საშულაებას არ მაძლევდა. ეს ბრძოლა იყო რომელიც ჩემივე კეთილდღეობისთვის უნდა მომეგო. ჩემს თავზე პასუხისმგებლობა პირველად იმ დღეს, იმ საღამოს ავიღე და კარის ზღურბლს გადავაბიჯე. დღემდე სხეულზე მაწვება ეს ტკივილი რაც მაშინ ვიგრძენი. მივდიოდი და სხეულში რაღაც მქენჯნიდა, თითქოს გული მივარდებოდა, ღრმად ვსუნთქავდი და ცივი ჰაერი უსიამოვნოდ მიხრინწავდა ყელს. თითები გამეყინა. ჩემი სხეულიდან შინაგანად თითქოს ვიღაცამ მიჩურჩულა ,,ჯერ დასაწყისია''. შიშმა მომიცვა, მაგრამ ნაბიჯს არ ვანელებდი. მხოლოდ 16 წლის ვიყავი და ვებრძოდი სტიქიასა და საკუთარ თავს. მხარში არავინ მედგა. მარტო ვიყავი, მხოლოდ მე. არაფერი არ მემორჩილებოდა. სხეული სახლისკენ მექაჩებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ქარი ყველა მხრიდან,მიბერავდა, მაგრამ ვერც ის მაკლებდა რამეს. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ამხელა ტკივილი ამ ასაკში დეიდაჩემის ბრალი იყო. ვფიქრობდი როგორ გამემწარებინა ის და შურისძიება ისე მტკივნეულად მიჭერდა ყელში რომ დახრჩობის პირას ვიყავი. მახსენდებოდა მამაჩემის სიტყვები ,,ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ შურისძიებაზე დახარჯო''. ეს სიტყვები რომ არა, ის დღე ჩემთვის უკანასკნელი იქნებოდა. მამაჩემი მღვდლის შვილი იყო. ენდრიუ ელიოტი. მე ის არ მახსოვს, არ მახსოვს მასთან გატარებული დრო ისევე როგორც დედაჩემი. მამა ერთხელ მახსოვს. როდესაც ლავენდერ ჰოლში პირველად მომიყვანა ეტლიდან გადმოვედი და ყურება დავუწყე ჩემს მოპირდაპირე მხარეს წასულ ეტლს. ის გრძნობა ახლაც ვერ დავაძინე სხეულში, ის ისევ ჩემშია, ის ჩემს გულშია. საბოლოოდ ის მაინც მამაჩემი იყო,მე ის მიყვარდა. რაც შეეხება ობლობის გრძნობას, ის დაუვიწყარია, ის აუტანელი და დაუნდობელია. იმდენად ბოროტად მიყურებდა ცა, ბუნება, რომ ჩემი უსუსურობა, უმანკოება აღმოიფხვრა და უძლურ ბავშვად ვიქეცი. თვალს არ ვაშორებდი ეტლს და მამაჩემის სხეულის კონტურები ეტლში ჩრდილებად ჯერ კიდევ მოჩანდა. მთელი ცხოვრება წინ წარმომიდგა და სასწაული ის არის, რომ ეს წამებში ხდებოდა. ჩემი თვალთახედვით მამას სუბიექტი გაქრა და ახლა ეტლს მივჩერებოდი. მისი ხრაგუნი უხეშ გზაზე ჯერ კიდევ გარკვევით ისმოდა. გაუნძრევლად ვიდექი სანამ ეტლი ნისლმა არ შეიწირა. ჩემთვის იმ ზამთარს მოკვდა მამა. ვიცოდი მისი ნახვა აღარასდროს მეღირსებოდა და არც შევმცდარვარ. ის მაღალი კაცი იყო, მაგრამ მისი სახის გახსენება ძალიან უჩინარია ჩემთვის. მე ის ძალიან დამაკლდა. აღარავინ მყვდა ისეთი ვისთვისაც შემეძლო სიკვდილის წინ სიყვარულით შემეხედა. მამშვიდებდა ის ფიქრები, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩემი მშობლებისგან განსხვავებით უკან აღარასოდეს მოვიხედები. მამას დედა ძალიან უყვარდა. დედაჩემს იზაბელა ერქვა. ამბობენ, რომ მას ძალიან ვგავარ. ის ჩემზე მშობიარობას გადაყვა და მასთან ერთი დღეც არ გამიტარებია. მე უდედოთ დავიბადე, მე დედა არასდროს მყოლია. ის არც მყვარებია. მე მას არც ვიცნობდი. მისი პორტრეტი არ მაკმაყოფილებდა, რომელიც მამას თავის ოთახში ეკიდა. მამა დედაზე არასდროს საუბრობდა. დეიდაჩემის გადმოცემით იზაბელა (დედაჩემი) ამპარტავანი და უხეში ქალი ყოფილა. ის ზემოდან უყურებდა მასზე უმცროსებს, თანამდებობითა და ასაკით. დეიდაჩემიც მას ჰგავდა. მას ყველაზე მეტად მოსამსახურეები და მე ვუშლიდი ხელს ცხოვრებაში. მან იშვითად იცოდა ბავშვის დასჯა, მაგრამ ის იშვიათი ზედმეტად მკაცრი იყო. მახსოვს 7 წლის როცა ვიყავი თმის ჩოთქზე თმა დავტოვე და ამის გამო, დეიდამ თმა ჩემი ასაკის-ოდენად(7 სანტიმეტრით) მომაკლო. მშვენივრად მახსოვს მისაღებში შევედით. ულამაზესი ოთახი იყო. სწრაფი ნაბიჯით გავცდი დივნებს, სავარძლებს, შანდლებს და ოთახი სიგრძეზე დაკიდულ სამ ჭაღს. მივედით ლამაზ ჩარჩოიან სარკესთან. სილამაზე გაქრა როდესაც დეიდამ 2 მეტრის სიგრძეზე მდგარი უჯრიდან მაკრატელი ამოიღო და ჩემკენ წამოვიდა. მივხვდი რასაც აპირებდა, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ მასთან ბოდიში არასდროს ჭრიდა. ის ბოდიშს მხოლოდ სეირის ყურების შემდეგ იღებდა და ისიც ბევრი ხვეწნის შემდეგ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.