შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარულის ცოლ-შვილი ( ნაწილი1)


7-03-2020, 00:42
ავტორი AITANI
ნანახია 1 151

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში ქაოსი შემოაქვთ. ყველაფერს, რაც მანამდე წიგნებივით თაროზე, მწკრივში ჩაგველაგებინა ერთი ხელის მოსმით ურევენ. ასეთი ადამიანები ყოველთვის მიდიან და დროთა განმავლობაში ბუმერანგის მსგავსად გვიბრუნდებიან. მიძინებულ ვულკანს ჰგვანან, რომლებიც ყოველი წასვლისას უფრო დიდ ალიაქოთს ტოვებენ.
ყველაფერი შენ.. ყველაფერი მე ...
გასულკვირას, პარასკევ დღეს, მაღვიძარამ გაფანტა სიზმრების მეჯლისი..
- ღმერთო, როგორ მძულს ეს ხმა.. თვალგაუხელლად, ხელის აქა-იქ ფათურით ვიპოვნე ტელეფონი და გავაჩუმე..
ცხრა საათი იყო, თერთმეტზე უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი..
ხუთი წუთი წუთებად დავყავი, თან ვითვლიდი საწოლთან განშორების ბოლო წამებს, შემდეგ უცაბედად წამოვხტი, უფრო რომ არ გამჭირვებოდა განშორება.. წინ კიდევ უფრო დიდი დაბრკოლება მელოდა „რა ჩავიცვა?!“. საოცარი ნიჭი მაქვს კარადის გამოღების და კარს დაყრდნობილი ძილის. არც დღეს დავარღვიე ტრადიცია. ხუთ წუთში გამომეღვიძა, რაც პირველი მომხვდა თვალში გამოვიღე და საბოლოოდ შავ თავისუფალ შარვალსა და შავ როლინგში გამოწყობილი აღმოვჩნდი.. ვიცი არც ისე მრავალფეროვანია, ამიტომ „საფირმო“ ნაწნავები გავიკეთე, თავი წითელი ბერეტით გავიფერადე და იმავე ფერის ტუჩსაცხი მოვიშველიე. საბოლოოდ ყველაფერი არც ისე ცუდი იყო..
არ ვიცი ვინ გადავიკიდე სატრანსპორტო ბიზნესში, მაგრამ ჩემს სამარშუტო ტაქსის საოცარი ნიჭი აქვს მაშინ გამასწროს, როცა ლამისაა შევაბიჯე მასში.. ბოლოს და ბოლოს დაიძრა შემდეგი, უკვე თერთმეტის ოცი წუთია, მე კი სარაჯიშვილიდან საოცარი ძალის დახმარებით თერთმეტ საათზე თსუს მეექვსე კორპუსში უნდა აღმოვჩნდე..
მეტროს შესასვლელშივე იგრძნობოდა ელენეს ბრაზი და ჩემი ხმაც სწორედ იქიდანვე იფანტებოდა - მაპატიე, ისევ გამომასწრო ტრანსპორტმა..
როგორც ყოველთვის ბრაზი მალევე ქრებოდა და ჩვენ ორს შორის უსასრულო დიალოგი იმართებოდა ნებისმიერ საკითხზე.. ქვეგრიალაც შემოგრიალდა და შევაღწიეთ, კართან დგომა გვიყვარს.. არა, ხომ წერია ნუ მიეყრდნობითო, მაგრა ნახევრად მძინარე ადამიანებს საყრდენად ცივი კარიღა გვრჩება... წინ მომზიმარი ნუ მიეყრდნობი დაიკეტა, შემდეგი სადგურიც გამოცხადდა..
ელენეს ვერ შემდგარ ხუმრობაზე სანახევროდ ვიცინოდი, როცა სამადგილიანი სკამისკენ გავიხედე და მზერა ცოტახნით იქვე დამიპაუზდა. ახლა უკვე ელენეს ხუუმრობის ნაცვლად ჩემს უიღბლო დღის დასაწყისზე მეცინებოდა. სკამზე საშუალო სიმაღლის, მწვანეთვალება, ოდნავ მოსუქებული გოგო იჯდა, მისი მომატებული კილოგრამები სულაც არ იყო უმიზეზო, თუ მზერას მუცლისკენ ჩააპარებდი მიზეზსაც მონახავდი. უკვე დიდი მუცელი ჰქონდა, მეშვიდე ან მერვე თვეში იქნებოდა ქეთი მაისურაძე. ნუ მიეყრდნობი საყრდენად გაეხადა ლაშა ლაშხს, ხელი ორსული გოგონასთვის ჩაეჭიდა. საოცარი ოჯახური სანახაობა იქნებოდა ყველასთვის, მაგრამ არა თებეა გოცირიძესთვის. ჩემს წინ, ჩემი ვერ შემდგარი სიყვარულის ისტორიის დასასრული გამომეცხადა. მზერა საპირისპირო მხარეს გავაქციე, ღიმილი ჯერაც არ მომშორებოდა სახეზე, თუმცა ვგრძნობდი როგორ მტკიოდა ლოყები, სახე მიხურდა, დახშურლი, მეტროში მომწყვდეული ჰაერი ძლივს შემოვუშვი ფილტვებში და ისევ ელენეს დავუბრუნდი, რომელიც ქეთის საერთოდ არ იცნობდა, ლაშა კი ალბათ ვერ დაინახა ან საუბარსი გართულმა ვერ იცნო...
ვგრძნობდი როგორ მეწვოდა სახის მარცხენა ნაწილი. გამომიჭირეს, მეც შემამჩნიეს. არ ვიცი იცნობდა თუ არა ქეთი, ან იცოდა თუ არა რაიმე ჩემი არსებობის შესახებ.. მზერა ლაშასი იყო, მე კი ჯიუტად ვაგრძელებდი ელენესთვის ისე ყურებას თითქოს ყველაფერი მესმოდა, რასაც მიყვებოდა. თავში კი ერთი აზრი დარბოდა - არ მიიხედო, რავ არ უნდა მოხდეს არ მიიხედო ! .
უსაშველოდ გაიწელა სადგურები.. ვერა და ვერ მივაღწიეთ რუსთაველამდე, არც ისინი ჩასულან, რადგან სახე ისევ-ისე მეწვოდა.
- შემდეგი სადგური რუსთაველი.
არასდროს ყოფილა ასეთი გაწელილი გზა მარჯანიშვილსა და რუსთაველს შორის. როგორც იქნა მივუახლოვდით სადგურს, უნდა მიეხედა, სხვაგვარად ვერ ჩავიდოდი. მაქსიმალურად გამოვიყენე ბოლო წამები. მოვტრიალდი და მაშინვე ორი მზერა ერთად იქცა. ასე მეგონა მთლიანად ჩემში შემოაღწია, გაიარა , მთლიანად დამისერა შიგნნით ადამიანობა. სწრაფი ნაბიჯებით გავედი, თუმცა სულ წამის მეასედით, როცა გავუსწორდით ერთმანეთს ისევ ის სურნელი შემოიპარა ჩემში.. სურნელი, რომელიც სადაც არ უნდა მეგრძნო გამოვარჩევდი.
არ ვიცი როგორ ავიარეთ გზა რუსთაველიდან ჭავჭავაძემდე.. რამდენჯერმე სცადა ჩემი ფიქრებიდან გამორკვევა ელენემ, მაგრამ მხოლოდ ის მოვახერხე მეთქვა - ჩუმად ვიაროთ მეთქი..
ვიცოდი ლაშამ ცოლი რომ მოიყვანა. გასული წლის თებერვალში. ჩემს ოთახში მუსიკას ვუსმენდი, როცა მესენჯერში ჩემი მამიდაშვილის სმს ამოხტა - მე ჩვენი ბიჭი მეგონა და თურმე სხვისი ყოფილა. თან ფოტო ერთვოდა ლაშას და ქეთის, მილოცვებით და ნაცნობებისგან ბედნიერი მომავლის უკვე დასახული პერსპექტივით.
მეგობრეების საერთო ჩატში ერთი წინადადება დავწერე - ლაშამ ცოლი მოიყვანა.
ინტერნეტი გამოვრთე, ტელეფონი საწოლში ჩავკარგე და აბაზანაში შევიკეტე. სარკის წინ ვიდექი, ერთხანს ჩემს სახეს ვუყურებდი, უემოციო იყო, თვალები არაფრის მთქმელი. არვიცი რამდენხანს გაგრძელდა ასე, მერე სახე ათასგვარად დავმანჭე, ძალით ავტირდი, მანამ არ მოვეშვი, სანამ ცრემლი არ ჩამომვარდა.. ყველაზე რთული დასაწყისი იყო, მერე თავისით მოჰყვა ყველა მოგონება ცრემლად გადაქცევას. ყველა ფიქრი, ყველა ნათქვამი სიტყვა, ყველა დაპირება. ყველა სიმართლე, რომელიც ტყუილად გადაიქცა.
ყველაფერი შენ, ყველაფერი მე..
სააბაზანოდან გამოვედი, საწოლში შევიმალე და დავიწყე გახსენება ყველაფრის, რაც ისედაც არასდროს დამვიწყებია..
ბოლოს ლაშა ცოლის მოყვანამდე ექვსი თვით ადრე ვნახე. მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, როცა მომწერა. მის უბანში მივდიოდი მეგოვართან დასარჩენად და მნახეო მთხოვა. ღამის სამი საათი იყო, პარკში ჩავედი. არავინ იყო ჩვენს გარდა. მხოლოდ სიჩუმე.
-თებეა, როგორ ხარ? გაარღვია სიჩუმის დაბრკოლება.
-კარგად ლაშა, შენ ?
-არამიშავს. მომენატრე
-თავიდან ვიწყებთ? უკვე მერამდენენ მივდივართ ერთი და იგივე გზაზე?
-რატომ დამთანხმდი ნახვაზე?
-იმიტომ, რომ მთხოვე.
-შეიძლება გაკოცო?
-არა.
-კარგი. შეიძლება ჩაგეხუტო ?
-არა.
-მოგწონს რომ მაწვალებ ?
-კი
-სამაგიეროს მიხდი ?
-არა.
-ასეთი ცივი უნდა იყო, ასეთი პასუხებით ?
-რას ელოდი? ჩაგეხუტებოდი, კისერზე მოგეხვეოდი და გეტყოდი, რომ ყველაფერი კარგადაა?
-შეიძლება გაკოცო ?
-უნდა წავიდე.
-გთხოვ, თებეა. ნუ მექცევი ასე.
ავდექი, სიტყვა აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის. წინ მივდიოდი ის კი ჩუმად მომყვებოდა უკან.
-მიცილება არ მინდა.
ხმა არ გაუცია, ბოლომდე გამომყვა, სადარბაზოსთან შემომხედა,მიტრიალდა და წავიდა. ვუყურებდი, როგორ მიდიოდა და არ ვიცოდი რა მინდოდა, რას ვგძნობდი, არც ის ვიცოდი რატომ დავუძახე
-ლაშა
მოტრიალდა, მისკენ წავედი, ჩავეხუტე და ყურში ჩავჩურჩულე - მიყვარხარ.
მისი ხელებს მთლიანად ვგრძნობდი ჩემს წელზე, მის სურნელს ვიპარავდი, ტუჩები გამიშრა კოცნის სურვილით
-შეილება გაკოცო ?
არ დავასრულებინე ისე აღმოჩნდა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შორის. ტუჩები, რომელიც პირველი იყო ჩემთვის ჯერ კიდევ მაშინ, როცა თექვსმეტის ვიყავი. ხარბად ვიპარავდით ერთმანეთს, თითქოს ვიცოდით, რომ ახლა და ამ წუთას იყო და იქ დამთავრდებოდა.
სახლში გამთენიას ავედი. სოფოს ძილბურანში იყო - აბა, რა ქენით ?
- შევრიგდით.
- რააა? ერთ წამში გამოფხიზლდა. მომიყევი.
- ხვალ დავშორდებით. დაიძინე.
აღარცერთ გვითქვამს რამე.. ფანჯრიდან ძლივს მბჟუტავ მთვარეს ვუყურებდი, როცა ჩამეძინა. ძალიან სწრაფად გათენდა.
მეორე დღეს ყველაფერი წამიერ სიზმარს ჰგავდა. ისევ დავეკარგეთ ერთმანეთს.
ყოველთვის ასე ხდებოდა. არასდროს იყო ჩვენი ურთიერთობა მუდმივი. ერთად ძალიან კარგად ვიყავით, თუმცა როგორრც კი ერთმანეთს დავშორდებოდით ვიცვლებოდით. არც ერთად შეგვეძლო ყოფნა და არც უერთმანეთოდ. ჩვენებურად გვიყვარდა, თითქოს ერთმანეთთან ვიყავით დაკავშირებულნი, ვიღაცამ დიდიხნის წინ ჩაგვიფიქრა. ვერასდროს ვუშვებდით ერთმანეთს საბოლოოდ.

ბოლოს ცოლის მოყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე მომწერა.
-თებეა, მე ვარ.
-მიპასუხე.
-რაღაც უნდა გკითხო, მომწერე.
არ ვუპასუხე, რადგან ვიფიქრე, რომ მიმეწერა ყველაფერი ისევ მეათასედ განმეორდებოდა. ერთ წრეზე სიარული კი აღარ შემეძლო. ძალას მთლიანად მაცლიდა.
ვინ იცის რა უნდა ეკითხა? რისი თქმა უდნოდა..
გამუდმებით ვუსვამდი ჩემს თავს ამ კითხვას მისი დაქორწინების შემდეგ.

როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე უკვე უნივერსიტეტის კართან ვიყავით. ახლა ფერაფრით შევიდოდი ლექციაზე, ამიტომ ელენე შევუშვი მე კი იქაურობას გავეცალე. ასეთი ჩვევა მაქვს, როცა ცუდად ვარ იქვე მზიურში ავისეირნებ ხოლმე.. დავიარები ჩემთვის, შემდეგ ერთ სკამს ამოვირჩევ და ვზივარ, ვკლავ დროს და ჩემში მომწყვდეულ დარდს.. ახლაც მზიურს შევაფარე თავი.
მახსოვს ჩვენ შვილისტვის დემეტრე უნდა დაგვერქმია, ნეტა მას დაარქმევს?
ასეთ დეტალებსზე ვფიქრობდი, როცა მობილურის ზარმა შემოაღწია ფიქრების ქაოსში. უცხო ნომერი იყო, არ ვუპასუხე. ისევ და ისევ რეკდა, ბოლოს სმს-ის ხმაღა გაისმა
-თებეა მე ვარ, მიპასუხე.

სალამი მეგობრებო. გამიზიარეთ თქვენი აზრი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.



№1 სტუმარი სტუმარი Nako

Ra kargad daiwye sainteresoa shemyoli me momwons

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

სათაურმა დამაინტერესა და ჩავედი ბოლომდე,ძალიან მომეწონა,ისტორია საინტერესოა.წერითაც კარგად წერ,გელოდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent