შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -1- [+18]


7-03-2020, 01:05
ავტორი Hilalli
ნანახია 3 503

22 წლის ვიყავი თბილიში რომ დავბრუნდი. ჩემი დეიდაშვილი გიორგი ,პეკინზე მარტო ცხოვრობდა და მასთან დარჩენა გადავწყვიტე. ადრე ერთად ვიზრდებოდით და ასე თუ ისე ვმეგობრობდით. არც იმდენად რომ ერთად გვეცხოვრა თუმცა 8 წელი გავატარე გერმანიაში და თბილისურ ცხოვრებას გადაჩვეულს მარტო ძალიან გამიჭირდებოდა. მას კი მეზობელი სჭირდებოდა რომელიც კომუნალურებს გადაიხდიდა და სახლში ახალი საჭმელს მიიტანდა. სხვა თუ არაფერი ბინის ქირის გადახდა მაინც არ მომიწევდა თანაც ეს საკითხები წინასწარ განვიხილეთ და ერთმანეთს არ დავუმალეთ რომ პირადი გამორჩენის მიზნით გადავწვიტეთ ერთად ცხოვრება. ეს მუტუალიზმს ჰგავდა რომლის დროსაც ორი სახეობის თანაცხოვრებისას ორივე იღებს სარგებელს. კარგათ ჟღერდა უბრალოდ მთავარი იყო ეს ურთიერთობა პარაზიტიზმში არ გადასულიყო რომლის დროსაც ერთი სარგებელს იღებს მეორე კი ზიანდება. გადასვლა სასიამოვნო მომენტი იყო. ჩემი ნივთები გადავიტანე სახლისთბის ახალი დეკორაციები და ჭურჭელი ვიყიდე. საღამოს კი გიორგის ძმაკაცები ამოვიდნენ ჩემს გასაცნობად და ჩამოსვლის აღსაღნიშნად. კარგი საღამო იყო დავლიეთ ერთმანეთი გავიცანით. ჩემი ისტორიები მოვუყევი მათ კი თავიანთი საერთო ისტორიები მომიყვნენ რომლებიც ერთად გადახდათ. ბევრი ვიცინეთ საინტერესო ცხოვრება მრავალი თავგადასავალი ჰქონიათ.
მისაღები ოთახი პატარა აივანზე გადიოდა პეკინის მხარეს სადაც კედლის მაგივრად შუშის ვიტრინა იყო მთელი ქუჩა ფართოდ ჩანდა. ასეთი სასიამოვნო რომ არ ყოფილიყო ამ ვიტრინიდან მახინჯი ქალაქის ხედის ყურება ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ნასვამი ღამის ქალაქს გავცქეროდი სანამ ჩემი ახალი მეგობრები რომელიღაც კლუბში მომხდარ ამბავს იხსენებდნენ. მეკი მოპირდაპირე კორპუსის განათებულ ფანჯრებში ვიყურებოდი და სამყაროს ამაოებაზე ვფიქრობდი. ნებისმიერი ქალაქი უაზრობა იყო ჩემთვის ღამით მაგრამ ისე არცერთს შევუწუხებივარ როგორც თბილისს. ერთი შეხედვით განათებულ ხმაურიან ქალაქში სირცხვილის და შიშის სუნი იდგა რომელიც ამ შუშის მიღმაც აღწევდა და ცხვირს მიწვავდა. ყოველი მომღიმარი გამვლელი მეზიზღებოდა რომლებსაც ასე მძაფრად ასდიდოდათ უბედურების სუნი ამ ფარისეველი ღიმილის მიღმა. მივხვდი რომ ერთი შეხედვით შემაზიზღა თავი ამ ქალაქმა და მართალიც ვიყავი რომ დიდი იმედები არ დავამყარე თბილისზე. 16 წლიდან ვსწავლობდი ფოტოგრაფიას საუკეთესო აპარატურით მაგრამ კარგად მქონდა გააზრებული ის ფაქტი რომ რასაც თვალით აღიქვამდა ადამიანი ვერასდროს გადმოცემდა კამერა სრულყოფილად. მას ემოცია აკლდა, ემოცია რომელსაც გამოსახულების წინაპირობა გაძლევდა .მაგალითად იმ ემოციას რომელიც მე გამიჩნდა ამ მახინჯი ქალაქის თვალიერებისას მოპირდაპირე სახლის განათებულ აივანზე მამაკაცის საროჭკის ამარა გამოსული შავგვრემანი გოგონას დანახვისას. თითქოს სილამაზის წვეთი დაეცა ამ უშნო ქალქს. ნასიამოვნები ღიმილით გამოვიდა, აივნის მოაჯირს ამაყად დაეყრდნო და დაბლა მიმავალ ხალხს ისე გადახედე როგორც ქვეშელმდომებს დედოფალმა რომელმაც სულ ახლახანს დაიდგა გვირგვინი და ამ ეიფორიითაა გამაყებული. წელში გამართული მხრებში გაშლილი იდგა და სახეზე ჭეშმარიტი ბედნიერების ღიმილი გადაჰფენოდა და არა ძალდატანებული ტრაგიკული ღიმილი. ბედნიერება სულიდან ამოსდიოდა, თვალები ჯერ კიდევ ორგაზმის ზეგავლენის ქვეშ ჰქონდა გაბრწყინებული. და ღიმილი სასიამოვნო ფიქრებისაგან მოდიოდა საოცარი სექსის დეტალების გახსენებისაგან გამოწვეული ღიმილით. ეს გოგონა ანათებდა ამ ქალაქში ციდან ჩამოვარდნილი მზის სხივივით იყო სუსხში. საოცრად მომინდა ეს მომენტი აღმებეჭდა რადგან დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის გამახსენდებოდა წინაპირობით გამოწვეული ემოცია ამ ფოტოს დანახვისას. ეს ჩემი საუკეთესო ნამუშევარი უნდა ყოფილიყო და რადაცარუნდა დამჯდომოდა მიმეღწია. უეცრად წამოვხტი ტუმბოდან ფოტოაპარატი ავიღე და აივნის კართან გიჟივით მივვარდი. გიორგიმ კი იმ წამსვე გამომდო მკლავში ხელი და მგრად დამიჭირა
⁃ რას აკეთებ სულ გაგიჟდი? - დამიყვირა
⁃ საოცრებაა ფოტო უნდა გადავუღო - ხელის განთავისუფლება ვცადე თუმცა უფრო მომიჭირა
⁃ ლუკა! - ხმას აუწია - თავი გერმანიაში გგონია? არ შეიძლება უცხო გოგოს სურათები უღო აივნიდან. ეს თბილისია.
⁃ შენ რა გინდა ანკა დადიანს ფოტო გადაუღო? - საუბარში გიორგის ძმაკაცი დემეტრე ჩაერია - სიკვდილი გინდა ძმაო? დილამდე არ გაცოცხლებენ
⁃ რა? - გავოცდი და გამეცინა
⁃ დაჯექი და არ გაინძრე! - წარმოთქვა გიორგიმ - ამ გოგოს კიდე არ გაეკარო
⁃ ვინ არის ასეთი?
⁃ გოგო რომლის საქმროსაც არსად არ უნდა გადაეყარო. ცოცხალს არ დაგტოვებს - დაამატა დემეტრემ
⁃ რას გიჟობდთ ერთი ფოტოა - დავიძახე და გიორგის ხელს მკლავი გამოვგლიჯე
ის იყო უნდა გამომეღო აივნის კარი და შეშლილივით უნდა გავარდნილიყავი მიზნის მისაღწევად გოგონას აივანზე ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის, უმაიკო ბიჭი გამოვიდა, გადახოტრილი თმით. სპორტული შარვლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო ერთი ღერი ლამაზმანს ტუჩებში ნაზად ჩაუდო მეორე კი თვითონ.გოგონა არც განძრეულა გზას უყურებდა მხრებში გამართული. თავიც არ დაუხრია სადაც დაიჭირა სიგარეტი სანთებელის ალი იქ მიუტანეს. ღრმა ნაპასი გამოარტყა მთელი სიამოვნებით და თავის მამაკაცს სიყვარულით სავსე თვალებით გახედა ისე თბილად გაუღიმა როგორც მხოლოდ უაზროდ შეყვარებულ ქალს შეუძლია. ბიჭმა ვიწრო წელზე შემოხვია ხელი, მის ჩამოშლილ გრძელ დალალებს ხელით გაეთამაშა და ვნებიანად აკოცა. საოცრად ბედნიერები ჩანდენ მორცხვად შემოვბრუნდი და სავარძელზე ჩამოვჯექი. ბიჭებმა დამწუხრებული თვალებით გამომხედეს, თუმცა დუმილი მალევე დაარღვიეს.
⁃ ამ ტიპს რო უყურებ რამდენი შენნაირი ყავს ნაცემი იცი ამ გოგოს გულისთვის? - დაიწყო გიორგიმ
⁃ თან როგორი ნაცემები იცი? თვეები ფაფის მეტს რო ვერაფერს ჭამდნენ. - გაეცინა დემეს
⁃ აფანატებს ამ გოგოზე. ეხლა ვეღარავინ ბრდავს შეხედვას თორე დრო იყო ყოველდღე ჩხუბობდა მაგის გამო. თან ლამაზი გოგოა ძაან ბევრს ევასება. - გააგრძელა საბამ - ჩემი კლასელი იყო ანკა კარგათ ვიცნობ ვმეგობრობ და რაღაცა ძაან საყვარელია ხასიათითაც მარა იმენა ვერ გაეკარები. ნახევარი ჩვენი სკოლა ნაცემი ყავს. წლებია ერთად არიან.
⁃ და ვინარი ესეთი ეს ტიპი?
⁃ ნიკიტა იოსელიანი - მითხრა გიორგიმ - მთელ საბურთალოს ეგ აკონტროლებს. თუ ვინმე ბლატაობს აქ მაგის მერე. ხალხი თვალებში ვერ უყურებს.
⁃ აკონტროლებს? - გამეცინა
⁃ შენ რა გგონია სადხარ? აქ ისევ 90 იანები და ქურდული გაგებაა
⁃ ამ ჭაობიდან მაინც ვერ ამოვედით არა? - მეცინებოდა ამაზე
⁃ კიდე დიდხანს ვერ ამოვა ეს ქვეყანა ჭაობიდან პროსტა ესეთ ხალხს არ გაეკარო რა დამიჯერე. კიკინით საყურით და ფერადი ნასკებით დადიხარ შენნაირებს პიდარასტებს ეძახის ეს კატეგორია და პროსტა გასართობად ცემენ.
⁃ ნუ მაშინებ რა - ისევ გამეცინა - ვინ რაუნდა მიქნას
⁃ აუ მოეშვი მაგ ლაპარაკს არიცი თქო რახდება აქ! მდს რო დალევ და მთელი ღამე კლუბებში ცეკვავ ეგენი ხალხს ცენენ და ჭრიან. აზრზე მოდი აღარ ხარ ბერლინში. მოერგე აქაურობას.
⁃ ჯიგარი ტიპია ისე ნიკიტა შემიძლია გაგაცნო - ღიმილით თქვა საბამ
ამაზე ყველას გაეცინა და დემემ საბას დაცინვა დაიწყო. მხოლოდ იმიტომ არ ყავს აქამდე ნიკიტას მოკლული რომ ანკას ბავშობის მეგობარია და მისი მფარველობის ქვეშააო. ესეც ჩვენთან მაგრად აგინებს და ლანძღავს ნიკიტას მაგრამ როგორც კი რამე პრობლემა ექმნება ანკას უყვება ის ნიკიტას და მერე იძულებულია ამაზეც იზრუნოს და პრობლემები უგვაროს რაქნას საყვარელ ქალს ვერ უტეხავს. ცოლის პატარა დასავით იცავს ნიკიტა ჩვენ საბასო.
⁃ ანუ საბას და ანკას დაქალების პრობლემებს ერთად აგვარებს ნიკიტა? - სიცილით ვიკითხე როგორც პატარა გოგოს ისე დასცინოდნენ
⁃ ჯერ ამას უგვარებს და მერე გოგოებს. ანკას გლავნი დაქალია ჩვეულებრივი
⁃ ზატო მარტო ანკას და მაგის დაქალებს კიარა მეც ვერავინ ვერაფერს მიბედავს ნიკიტას შიშით . - სიამაყით თქვა საბამ - კლასიდან მარტო ჩემთან მეგობრობდა ანკა და შესაბამისად რაც ეგენი ერთად არიან ყველაზე გაჩითული ბიჭი ვარ კლასში
⁃ შენ პირადი ინტერესი გქონია მაგ გოგოსთან - გამეცინა
⁃ არა რა ინტერესი მართლა უზომოდ მიყვარს პირველი კლასიდან ვმეგობრობთ...
რაღაც ამბებს კიდევ მიყვებოდა საბა ანკაზე და ნიკიტაზე. ძირითადათ იმ ამბებს სადაც მაგრად ცემა ვიღაც საბას გამო ნიკიტამ ან რას უშვებოდა ხალხს ნიკიტა ანკას გამო. ამაყობდა რომ ამ თემებს ესწრებოდა. ეტყობოდა დიდად არ მოსწონდა ნიკიტა მაგრამ იმითა ამაყობდა რომ იცნობდა. ეს შურს გავდა. სიამოვნებით იქნებოდა ისეთი რადგან ფიქრობდა რომ ნიკიტას ყველაფერი ქონდა. აღფრთოვანებული იყო მისი ცხოვრებით. ხალხი ქუჩაში პატივს სცემს ყველაზე ლამაზი გოგო ყავს გვერდით რომელიც გიჟდება მასზე, ოჯახშიც კარგათ არიან სადარდებელუ არ აქვსო. თუმცა მაინც ვფიქრობდი რომ ამ ბიჭს იმაზე მეტი ჰქონდა სადარდებელი ვიდრე ჩვენ ოთხივეს ერთად. ამხელა სახელი ადვილი მოსაპოვებელი არა რომელიც პატარა ასაკში თავად შეიქმნა არც მამიდან გადასცემია ავტორიტეტი და არც ბაბუიდან. რაც აქვს ყველაფერი თავისი შრომით 14-15 წლის ბიჭმა მოიპოვა და მყარად ინახავს. ხალხს თავისი სახელის შიში ჩააგონა. თან არა კამანდის ანუ საძმაკაცოს არამედ კონკრეტულად მხოლოდ მისი შიში. თავიდან გამეცინა ამს გაგონებაზე ახლა კი წამით აღვფრთოვანდი მისით და შემშურდა მისი სიძლიერის, ოღონდ არა ფიზიკური არამედ მორალური სიძლიერის. მისი მიზანდასახულობის და გამბედაობის ფსიქოლოგირი ძალის და სწორი სტრატეგიის. რადგან აშკარა იყო ისინიც აღფრთოვანებულნი იყვნენ ამ ბიჭით ვისაც ძულდა და ამხელა ძალაუფლების მოპოვების უნარი რომ უყვარდე შენს მტერს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. სტალინსაც შეშურდებოდა ამ სიყვარულის.



№1 სტუმარი elen

imedi makvs nikita mtavar personajaf darcheba da am bichs anka ar sheukvardeba
ravici me nikitas da ankas istoria ufro mainteresebs

 


№2 სტუმარი Siu

ნიკიტას პერსონაჟი შემიყვარდა უკვე არაფერი დაუშავო და მეტი იმფორმაცია მოგვაწოდე მასზე

 


№3  offline წევრი Hilalli

Siu
ნიკიტას პერსონაჟი შემიყვარდა უკვე არაფერი დაუშავო და მეტი იმფორმაცია მოგვაწოდე მასზე
vecdebi aucileblad shegidzlia shemdegi tavic naxo <3

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

სანტერესოა

 


№5 სტუმარი ია

დავიწყე კითხვა და საკმაოდ ნასიამოვნებიც ვიყავი სანამ არ ,,ჩაისვარა" მოთხრობამ ამ ,,საროჭკით"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent