ალიონის ფრინველი +18 (სრულად)
1. ცალი ხელით სახლის კარი გააღო, ცალი ხელი კი გოგონასთვის წელზე შემოეხვია. გამომწვევად ჩაცმული გოგონა ორივე ხელით ბიჭის კისერს ჩაფრენოდა და გააფთრებული კოცნიდა ტუჩებში. ბიჭი კი ორივე ხელით გოგონას საჯდომს ჩააფრინდა და ხელში აიტაცა. გოგონას სიამოვნებისგან კვნესოდა. ხელში აიტაცა და კიბე აირბინა, საძინებელში შეიყვანა, გოგონას ხელი გაუშვა, პიჯაკი გაიძრო და თეთრი პერანგის ღილებს წაეტანა თითებით, თან გამომცდელი მზერით მის წინ მდგარ ათრთოლებული გოგონა აათვალიერა. გამხდარი და ლამაზი იყო, გრძელი ფეხებით, მუქი თმით და წაბლისფერი თვალებით. შავი, ბრჭყვიალა მოკლე კაბა ეცვა, მკერდთან ფართოდ ამოღებული, წვრილ ბრეტელზე. გაბერილი ძუძუს თავები კაბაზევე ეტყობოდა. ბიჭმა ნასიამოვნებმა ჩაიცინა, კმაყოფილი გახლდათ დღევანდელი ნანადირევით. - აბა, ლიკა, რით გამაოცებ? - მის წინაშე ნახევრად შიშველი იდგა, მისი უზარმაზარი და დაკუნთული სხეული უკვე გონებას ართმევდა გოგონას. - ლიკა არა... ვიკა... მიუახლოვდა და ხელები დაკუნთულ სხეულზე ჩაუცურა, შეეხო მკერდს, მუცელზე დაყენებულ კუბიკებს და ნელ-ნელა უბისკენ ჩაუყვა. ბიჭმა ისევ წელზე შემოჰხვია ხელი და სხეულზე აიკრა. გოგონამ შარვლის ელვა გაუხსნა და ხელი საცვალში ჩაუცურა, სადაც მისი გამაგრებული ერეგირებული ასო იმალებოდა. რამდენიმე შეხებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ბიჭის საბოლოოდ აღსაგზნებად. წამებში გადააძრო ვიკას კაბა, საცვალი მოუსინჯა. - როგორ დასველებულხართ, ქალბატონო? - უთხრა ღიმილით. - და რატომ მალოდინებთ? გოგონა საწოლზე დააწვინა, ხელების უხეში მოძრაობით გადააშლევინა ფეხები, რაც აშკარად ესიამოვნა ნანადირევს, ხელები თავს უკან გადააწევინა და ძლიერი ბიძგით შეერწყა. გოგონას ყვირილმა ოთახი მოიცვა. რამდენიმე საათის შემდეგ ძალაგამოცლილმა ვიკამ ხმა ამოიღო. ბიჭი საწოლის გვერდით დივანზე იჯდა და ლეპტოპს ჩასცქეროდა. - შეიძლება მოვწიო? - მე მეგონა გეძინა... - გადმოხედა ბიჭმა საწოლში მიკუნტულ რაღაც სუსტ არსებას, რომელიც რატომღაც ძალიან შეეცოდა. - მეგონა შენც დაიძინებდი... - უთხრა ცოტა ნაწყენი ხმით. ბიჭს ჩაეცინა. - შეგიძლია მოწიო... ვიკამ მოხდენილად მოიქცია თითებს შორის სიგარეტი, მოუკიდა და გემრიელად მოქაჩა. ბიჭი მიხვდა, რომ ამ ხერხით გოგონა ისევ ცდილობდა ბიჭის აღზნებას. - საკმარისად არ დაგღალე? - ჰკითხა გამომცდელად. გოგონამ პასუხი არ გასცა. - რამდენი წლის ხარ? - ისევ აათვალიერა გოგო. - რა მნიშვნელობა აქვს? - არანაირი, უბრალოდ მაინტერესებს. - 19. ბიჭს წამიერად გაკვირვება დაეტყო სახეზე. - უფრო მეტის მეგონე. - რა იყო? თავის დროზე რომ მეთქვა ასაკი აღარც აქ წამომიყვანდი? - რატომღაც გაღიზიანებული იყო ვიკა. - მე მსგავსი არაფერი მითქვამს და რატომ ცდილობ რომ შარი მომდო? - არ ვცდილობ. - ცდილობ. და დაიძინე ახლა. ამის დრო არაა. ბიჭს მეტი აღარაფერი უთქვამს, ვიკაც მიხვდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ რამდენიმე წუთიანი წრიალის შემდეგ ჩაეძინა. გამთენიისას გაეღვიძა, ლეპტოპი ჯერ კიდევ მუცელზე ედო. თვალები მოიფშვნიტა და თავის საწოლზე გადაშხლართულ მძინარე ვიკას დახედა. მშვიდად ეძინა, პატარა ბავშვივით უდარდელად. - ჯერ ისედაც ბავშვია... - დაიჩურჩულა და წამოიზლაზნა. - აი, შენ კი, ნამდვილი არაკაცი... აბაზანაში შევიდა და ცხელი წყლის ჭავლს მიუშვირა დაღლილი სხეული. მერამდენე უაზრო დილა გაუთენდა ნოე ლეშკაშელს. მერამდენე ერთჯერადი ურთიერთობა დაამთავრა გუშინ საღამოს. მერამდენედ ჩაეძინა ლეპტოპით ხელში, იმ იმედით, რომ უაზრო ფიქრებს გაექცეოდა. ახლაც გაურბოდა, ყოველთვის გაურბოდა. გაურბოდა ყველას და ყველაფერს. რატომ? აბაზანიდან გამოსულს ვიკა ისევ მძინარე დახვდა. შეეცოდა გოგონას გაღვიძება. სწრაფად ჩაიცვა და დაბლა დაეშვა. ერთ-ერთ კორპუსში ბოლო ორ სართულზე ცხოვრობდა. დაბლა მხოლოდ მისაღები, ბარ-სამზარეულო და პატარა საძინებელი იყო, მაღლა თავისი საძინებელი და უზარმაზარი ვერანდა. ყავის აპარატს თითი მიაჭირა და ცხელი, ყავისფერი სითხე ჩამოასხა. ყავამ კიდევ უფრო გამოაფხიზლა. სახლის გასაღები მაგიდაზე დატოვა, გვერდით პატარა წარწერით: „გასაღები მეზობელს დაუტოვე, ჭკუით.“ ვიკა, ლიკა, ანი, მარი, ნინი... მერამდენე იყო უკვე აღარც ითვლიდა. აღარც ის ახსოვდა მისი ცხოვრება ასეთ უაზრობად როდის იქცა, არადა ჯერ მხოლოდ 27 წლის გახლდათ. ოჯახის წევრები საქართველოში არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას დიდად არც განიცდიდა, შეეჩვია. მხოლოდ მისი და ცხოვრობდა თბილისში, თავის ქმართან და შვილთან ერთად, რომელზეც ნოეს მზე და მთვარე ამოსდიოდა. მისი ერთადერთი სუსტი წერტილი სწორედ ეს პატარა არსებები გახლდნენ, ნოე ლეშკაშელი ბავშვებზე ჭკუას კარგავდა. არასერიოზული არ იყო, პირიქით, თავისი ასაკისთვის ზედმეტად სერიოზულიც კი, მაგრამ რთული ხასიათის პატრონი. მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ, უჩვეულოდ ცივი და გულგრილი ყველას და ყველაფრის მიმართ. წარმოშობით ლეჩხუმიდან იყო, მთის ხასიათი მუდამ თან სდევდა. მანქანაში ჩაჯდა და სანაპიროსკენ დაიძრა. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილე გახლდათ, თვითონ პროფესიით არქიტექტორი იყო. მანქანა ოფისთან გააჩერა და მესამე სართულზე ავიდა. შესასვლელში მჯდარი გოგონა ნოეს დანახვაზე ფეხზე წამოიჭრა, თითქოს დენმა დაარტყაო, სახე გაუბრწყინდა. - დილა მშვიდობისა, ბატონო ნოე! ნოეს ზედაც არ შეუხედავს, ამ გოგონას სახელიც კი არ იცოდა, არადა რამდენიმე თვის წინ თავისი ჰარამხანის ქალების სიას მიათვალა. გოგონას ჯერ კიდევ ჰქონდა ნოესთან კიდევ ერთი ღამის გატარების იმედი, მაგრამ ამაოდ. პირდაპირ საკონფერენციო დარბაზში შეაჭრა. - ბატონი ლეშკაშელიც მობრძანდა... - დაიძახა მისმა პარტნიორმა. კომპანიის მეორე მეწილე ნოეს ნათლია, ბატონი ემზარ კობალაძე გახლდათ. ემზარი იყო მისი მშობელი მას შემდეგ, რაც ნოეს ოჯახი ავსტრალიაში გადასახლდა. მამამისმა თავისი წილი ნოეს გადმოუფორმა და ძმაკაცს შვილისთვის საქმის სწავლება დაავალა. - ემზარს ვახლავარ... აბა რა გამოვტოვე? ნოეს არ შეუმჩნევია ოთახში მყოფი მანდილოსნების რეაქცია, როდესაც ბიჭის შემოსვლაზე ზოგი თმების გასწორებას მოჰყვა, ზოგი კი დეკოლტის და კაბის. - ისეთი არაფერი, ისევ სასტუმროს შეკვეთას ვამუშავებთ. - გუშინ ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე. ნამდვილად არ მინდა რაღაც მობეზრებული და გადაცვეთილი სიმახინჯე ჩავდგათ, მით უმეტეს მთაში, ამიტომ თქვენგან მაქსიმუმს ველოდები. ვინც ვერ გაართმევს თავს ამ პროექტს, ეჭვიც არ შეგეპაროთ, უსამსახუროდ დარჩება. ბიჭი მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მის გარშემო მსხდომ დამფრთხალ სახეებს თვალი მოავლო. - მე არ მჭირდება კომპანიაში ტვინგაყინული თანამშრომლები, მე თქვენ მხოლოდ იმიტომ აგირჩიეთ, რომ გამორჩეულები მგონიხართ, ამიტომ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და გამაკვირვეთ. გაკვირვებას პრემიაც მოჰყვება. ახლა კი დრო არ დაკარგოთ. ბიჭმა ორჯერ ტაში შემოჰკრა და ყველას გასასვლელისკენ მიუთითა. - ზედმეტად მკაცრად ხომ არ ექცევი თანამშრომლებს? - ჰკითხა ემზარმა წარბის აწევით, როცა ოთახიდან ყველა გავიდა. - ასეთი ვარ, ემზარ, და მგონი შენ ყველაზე კარგად იცნობ ჩემს ხასიათს. - მთლად ასეც არ შეიძლება, თანამშრომლებთან უნდა იმეგობრო, იურთიერთო. - მეგობრად შენც ეყოფი მაგათ, მე უფროსობა უფრო მომწონს. ემზარს გაეცინა და ბიჭს ზურგზე ხელი დაუტყაპუნა. - ჭკვიანად იყავი შენ და დატოვე ერთი გოგო მაინც წაუბილწავი. - მე არავის არაფერს ვაძალებ, ხომ კარგად იცი. - გაეღიმა ცივად. - კარგი, წავედი მე, დღეს სხვა საქმეები მაქვს, ამათ შენ მიხედე. - და მერე მეტყვის მკაცრი არ იყოო... მთელი დღე თავის კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩავიდა სასადილოში და ისევ უკან დაბრუნდა. მართლაც, თავისი მკაცრი გარეგნობით შიშის ზარს სცემდა მომუშავეებს. საკმაოდ მაღალი იყო, განიერი მხარ-ბეჭით, დიდი კუნთებით. გრძელი თმა უკან შეეკრა, მოკლე წვერი, სწორი ცხვირი და სქელი ტუჩები ჰქონდა. თვალები ოდნავ წვრილი და ლამაზი მოყვანილობის. მზერას თითქმის ვერავინ უსწორებდა, თუ ვინმეს შეხედავდა, ისეთი დაჟინებით აკვირდებოდა, რომ უხერხულობაში აგდებდა და აიძულებდა სხვაგან გაეხედა. იშვიათად იცინოდა, მაგრამ თუ გაიცინებდა, ყველა მანდილოსანი ჭკუას კარგავდა. ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისთვის ლეშკაშელს, მაგრამ მაინც ძალიან უაზროდ და მარტოსულად გრძნობდა თავს. სწორედ ამ მარტოსულობის შეგრძნებას გაურბოდა, ყველაზე მეტად მისი ეშინოდა და ემალებოდა. ასობით ქალთან გატარებული ღამეებით ცდილობდა გაჰქცეოდა თავის თავს, მის სულში ჩასახლებულ მარტოსულობას, მაგრამ ამაოდ. ოფისიდან გვიან წამოვიდა, დაღლილობისგან თავბრუ ეხვეოდა. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, რამდენიმე ყლუპი ვისკი დაელია და გათიშულს დაეძინა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო, აქა-იქ თითოოროლა მანქანა დადიოდა. მანქანა დაქოქადა გზას გაუდგა. ფიქრები შემოაწვა, ყველა ფიქრი ერთდროულად დაესხა თავს. ისევ სიცივე, ისევ მარტოსულობა. თითქოს დემენტორები დაფრინავდნენ მანქანის გარშემო. მის წინ რაღაცამ გაიელვა, შეჯახების ხმამ გამოაფხიზლა, სასწრაფოდ გააჩერა მანქანა. ასფალტზე გონებადაკარგული გოგონა ეგდო, წარბიდან სისხლი სდიოდა. - ჯანდაბა... ჯანდაბა... ამის დედაც... გაგიჟებულ ნოეს წარბები შუბლზე ასვლოდა, ცივი ოფლი ასხამდა და აღარ იცოდა რა ექნა. გოგონას პულსი გაუსინჯა, ცოცხალი იყო, ამოისუნთქა. - საიდან გადმოხტი, გამაგებინე, როგორ ვერ დაგინახე... - ეუბნებოდა უგონოდ მყოფს. გოგონა ხელში აიტაცა, მანქანის უკანა სკამებზე დააწვინა და ქარის სისწრაფით გააქროლა. მანქანების სიგნალებს სიგნალებით და გინებით პასუხობდა. ორ წამში ერთხელ უკან იყურებოდა, ამოწმებდა უცნობი ისევ სუნთქავდა თუ არა. - სიკვდილი არ გაბედო, გაიგე? რაც არ უნდა იყოს, ცოცხალი დარჩი! ისევ ხელში აიტაცა და საავადმყოფოში შევარდა. ექიმები უგონოდ მყოფ გოგონას დაეხვივინენ. შოკირებული ნოე კი მოსაცდელ ოთახში დატოვეს. ენით აღუწერლად მტანჯველად გაიწელა წუთები, ექიმები არა და არ ჩანდნენ. ყველა გაოგნებული შესცქეროდა ნოეს, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა და ბოლთას ცემდა. ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა ექიმი, რომელმაც ლეშკაშელი მოიხმო. - წამობრძანდით თუ შეიძლება. - როგორ არის, ექიმო? გადარჩება? - კი, ნუ ნერვიულობთ, მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, წარბი ჰქონდა გახეთქილი და სხეული ოდნავ დაჟეჟილი აქვს. თქვენ ვინ ბრძანდებით? - მე... მე მას... მოულოდნელად რაღაც აწიკწიკდა. ექიმმა ტელეფონს დახედა და სირბილით წავიდა ერთ-ერთი პალატისკენ. - აქეთ წამობრძანდით... უთხრა ერთ-ერთმა ექთანმა ნოეს, რომელიც ჯერ კიდევ იქით იყურებოდა, სადაც ექიმი გაუჩინარდა. - გოგონა კარგად იქნება... - უთხრა ქალმა და ოთახში შეუძღვა. საწოლზე თავშეხვეული გოგონა იწვა, „ რა ლამაზიაო“ - გაიფიქრა ნოემ, მაგრამ თავი გააქნია. „ ახლა ამის დროა, არაკაცო?“ გაუბრაზდა თავის თავს. - გონზე არ მოვა? - ჰკითხა შეშინებულმა. - დამამშვიდებელი გავუკეთეთ, წესით რამდენიმე საათში გამოიღვიძებს. თქვენ ამ დივანზე დაბრძანდით და დაელოდეთ. შეგიძლიათ ცოტა დაიძინოთ, ძალიან დაღლილი ჩანხართ, რომ გაიღვიძებთ მერე შევავსოთ საბუთები... გოგონა აშკარად თანაგრძნობით იყო სავსე ნოეს მიმართ. „ნუთუ ასე საშინლად გამოვიყურებიო“ - გაიფიქრა ბიჭმა. - მადლობა დიდი! - უთხრა ექთანს და გოგონას მიუახლოვდა. რამდენიმე წუთს უყურა, მართლაც, საოცრად ლამაზი იყო უცნობი. ქერა თმები ჰქონდა, საკმაოდ გამხდარი და ფერმკრთალი გახლდათ. ექთანმა შუქიც კი გამორთო, მხოლოდ ერთი პატარა ნათურა დატოვა და პალატიდან გავიდა. დაღლილი ნოე დივანს მიესვენა, ასე კომფორტულად დივანი ჯერ არასდროს მოსჩვენებია, რამდენიმე წამში გაითიშა და თავი ძილს მისცა. რამდენიმე საათში ხმაურმა გააღვიძა. ექიმები და ექთნები გოგონას დასტრიალებდნენ. ფეხზე წამოფრინდა და უცნობი ქერა გოგონას საწოლს მიუახლოვდა. მას თვალები გაეხილა და შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. - როგორც გითხარით, ჩვენმა პაციენტმაც გაიღვიძა... - მოუბრუნდა ნოეს ექთანი. - როგორ არის? - ჰკითხა ჩამწყდარი ხმით. - სტაბილურად, საშიში არაფერია. - კარგი იქნებოდა ტომოგრაფია გადაგვეღო... - უთხრა ჩაფიქრებული სახით სათვალიანმა ექიმმა. - თავის ტვინის დაზიანება რომ გამოვრიცხოთ... - დიახ... დიახ... ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭიროა. ყველაფერს მე გადავიხდი... ექიმი ერთ-ერთ ექთანთან ერთად პალატიდან გავიდა, თან რაღაც მითითებებს აძლევდა. ნოე გოგონას მიაშტერდა. მართლაც რომ ულამაზესი გახლდათ. ძალიან ღია, თითქმის გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, რომელიც დაბნეულობით და შიშით შეჰყურებდნენ ნოეს მოქუფრულ მუქ თვალებს. პატარა აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, ლამაზი ტუჩები, ძალიან ღია ფერის კანი და ალაგ-ალაგ ჭორფლები. - უკაცრავად, ბატონო, რაღაც საბუთებია შესავსები... - დაიწყო ქალმა. - აჰ... დიახ... - იმედია ცოტა გამოიძინე... - უთხრა მზრუნველი ხმით, ამ ქალის შემხედვარე ნოეს თავისი ბებია გაახსენდა. - ძალიან დაღლილი ჩანდი, შვილო... - კი, კარგად ვარ... ქალი დივანზე მოკალათდა, ხელში რაღაც დავთარი ეჭირა. - თქვენი სახელი? - ნოე... ნოე ლეშკაშელი... ქალმა რაღაცის წერა დაიწყო, როგორც ჩანს პაციენტის პირველად მდგომარეობას აღწერდა. - ახლა გოგონას სახელი მითხარით... დაბნეულმა ნოემ ქერა გოგონას გახედა, რომელიც ისევ ნოეს მიშტერებოდა. ბიჭმა წარბები ასწია, ანიშნა, დროა ხმა ამოიღოო. გოგონამ ჩაახველა, სახე მოეჭმუხნა, როგორც ჩანს თავი ასტკივდა. - დარია... - თქვა ძალიან ჩუმად. - აბულაძე... „დარია“ - გაიმეორა ნოემ გულში, „როგორი შესაფერისი სახელია, თითქოს სხვა სახელი არც უნდა რქმეოდა.“ - გაიფიქრა. - რამდენი წლის ხარ, დარია? - 23. „უფრო პატარა მეგონე“ - ბიჭი კიდევ უფრო დააკვირდა დარიას. - და რა მოგივიდა, შვილო? - იცით... მე მას... - დაიწყო ნოემ. - დავეცი... - ხმა აიმაღლა გოგონამ. - ბნელოდა და კიბეზე ფეხი დამისხლტა... ნოემ კიდევ უფრო მაღლა აზიდა წარბები და გოგონას თვალი თვალში გაუყარა. - უი, მოგიკვდი, შვილო... ასე როგორ შეიძლება... ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონდეს... - თანაგრძნობით გააქნია თავი ქალმა. რამდენიმე წუთს კიდევ რაღაცას წერდა, ბოლოს წამოდგა და დარიას მიუახლოვდა. კათეტერი ხელით მოსინჯა, რაღაც წამალი შეუყვანა. - ახლა გამაყუჩებელი გაგიკეთე, შეიძლება მალე დაგეძინოს, საყვარელო... - როდის გამწერთ? - დღეს აქ უნდა იყო, ექიმი დაგაკვირდება, დილით ტომოგრაფიას გადაგიღებენ და თუ ყველაფერი რიგზეა ხვალ გაგწერენ, მაგრამ წოლით რეჟიმს დაგინიშნავენ. გყავს, შვილო, ვინმე მომხედავი? დედა ან და... რამდენიმე დღე გაუნძრევლად უნდა იწვე... - არა. - თქვა გოგონამ ჩუმად. ნოე ასეთ პასუხს არ ელოდა. - ვაი, შენ მოგიკვდი მე... იქნებ ვინმეს დაურეკო, შვილო... რამდენიმე დღე მაინც რომ გაჩერდეს შენთან... - არ ინერვიულოთ, ქალბატონო, მე ვიქნები მასთან. - თქვა ლეშკაშელმა მტკიცე ხმით. გაოგნებულმა დარიამ ბიჭს ახედა. - აი, ყოჩაღ, შვილო... მშვიდად ვიქნები... - ქალმა ამოისუნთქა. - ნეტა იცოდე, როგორ ნერვიულობდა შენზე, სანამ უგონოდ იყავი... მიუბრუნდა გაბადრული სახით დარიას. დარიამ ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა. - კარგი, წავედი მე, ღამით კიდევ შემოვიხედავ... აბა თქვენ იცით... ექთანი ბარბაცით გავიდა პალატიდან. რამდენიმე წუთს უხმოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს კოპებშეკრული ნოე და დაბნეული დარია. ბოლოს სიჩუმე ისევ გოგონამ დაარღვია. - შენი დარჩენა არ არის საჭირო. მადლობა ყველაფრისთვის. - კაი ერთი... - თქვა ცინიკურად. - არსადაც არ წავალ, სანამ არ ამიხსნი რატომ არ თქვი სიმართლე. მე შენ მანქანით დაგეჯახე. სულელი ხარ? დარია არ ელოდა ბიჭისგან ასეთ უხეშ გამოხტომას, სახე მოექუფრა და მზერა აარიდა. რაღაცნაირი სიცივე მოდიოდა ნოესგან, ეს სიცივე გოგონას ძვლებშიც კი ატანდა და ძალიან არ სიამოვნებდა. - როცა გელაპარაკები თვალებში მიყურე! გოგონამ შეშინებული და გასაცოდავებული მზერით ახედა. ნოე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და მიდგომა შეცვალა. - უბრალოდ არ ველოდი შენგან ასეთ საქციელს... და მაინტერესებს რატომ დამიცავი... - ციხეში გინდა წასვლა? - ბიჭი დადუმდა. - ხო და გააგრძელე ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. დარიამ თვალებზე რაღაც სიმძიმე იგრძნო, როგორც ჩანს წამალმა მოქმედება დაიწყო. ბიჭი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ძილმა დაასწრო დარიას წართმევა. 2. გოგონას დილით გაეღვიძა, ოთახში მზის სხივები იღვრებოდა. გვერდით ისევ ის ექთანი ედგა და რაღაცას იწერდა. - დილა მშვიდობისა, ჩემო ლამაზო! - გაუღიმა თბილად და სათვალე ჭაღარა თმაზე გადაიწია. - როგორ ხარ? - უარესადაც ვყოფილვარ... - უპასუხა ჩახრეწილი ხმით. - ცოტა ხანში ექიმი შემოვა და მერე ტომოგრაფიაზე წაგიყვანთ. გოგონამ ოთახს თვალი მოავლო. კუთხეში მდგარ დივანზე საცოდავად მოკუნტულიყო ნოე, რომელიც თავისი სიმაღლის და განიერი მხარ-ბეჭის წყალობით ძლივს ეტეოდა. - ეს კიდევ აქ არის? - გაუკვირდა ბიჭის დანახვა. - რას ამბობ, შვილო, მთელი ღამე აქ იყო. ის „ადიალა“ მე გადავაფარე ღამით რომ შემოვედი. როგორი კარგი ბიჭია... როგორ ზრუნავს შენზე... ქალი როგორც ჩანს აღფრთოვანებული იყო ლეშკაშელით და ამას არ მალავდა. - გინდა გავაღვიძო? ტომოგრაფიაზე გამოგვყვება... - არა, არა... იყოს, ეძინოს... ცოდოა... - უპასუხა სწრაფად დარიამ. მალე მეორე ექთანი შემოვიდა და დარიაც პალატიდან გორგოლაჭებიანი საწოლით გააგორეს. როცა უკან დაბრუნდნენ, ნოე უკვე გაღვიძებული დახვდათ. - მადლობა ღმერთს! - ამოისუნთქა ბიჭმა გონებაზე მყოფი დარიას დანახვაზე. - მე კიდევ რა არ ვიფიქრე! - ხომ გითხარი გავაღვიძოთ, ინერვიულებს თქო. - მოუბრუნდა დარიას გამწყრალი ექთანი. - შენ კიდევ აქ ხარ? - თავი ვეღარ შეიკავა გოგომ. - აბა სად უნდა წავსულიყავი? - სახლში... სადაც ცხოვრობ... - თვალები აატრიალა. ნოეს სიბრაზისგან სახე მოეღრიცა. პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ექიმი შემოვიდა. - კარგი ამბავი მაქვს, დარია. ტომოგრაფიამ საშიში არაფერი აჩვენა. ესეიგი თავისუფალი ხარ. მაგრამ იცოდე, თუ წოლით რეჟიმს არ დაიცავ, დიდი შანსია ისევ აქ დაბრუნდე და საოპერაციოშიც ამოყო თავი, გაიგე? დარიამ თავი დაუქნია. - თქვენ კი, ახალგაზრდავ... - მოუტრიალდა ნოეს. - თვალყური ადევნეთ, რომ 1 კვირა მაინც დაიცვას წოლითი რეჟიმი. - ნოემაც თავი დაუქნია. - თუ ტკივილები გაუსაძლისი გახდა, მაშინვე დამირეკეთ. დანარჩენს ექთანიც აგიხსნით. - მადლობა, ექიმო. - უთხრა დარიამ მშვიდი ხმით. კაცმა გაუღიმა და პალატა დატოვა. - დარია, საყვარელო, ექიმს დაუჯერე. ასე როგორ დაეცი, შვილო... ფეხები სულ დაჟეჟილი გაქვს, გვერდებიც. ექიმმა წამლები გამოგიწერა, დღესვე შეიძინე და თავს მიხედე... დაჟეჟილობებზეც „მაზები“ უნდა წაისვა... შენ, შვილო, მანქანით ხარ? - მოუბრუნდა ნოეს. - კი... - ხოდა ძალიან კარგი... დიდხანს მისი ფეხზე დგომა არ შეიძლება, არც ჯდომა, გაითვალისწინე... ნოემ მორჩილად დაუქნია თავი. ექთანმა დარია ეტლში ჩასვა. ნოე უკნიდან მიუდგა და ეტლი გააგორა. საავადმყოფო დატოვეს. - სად მიგყავარ? - მანქანაში. - უპასუხა ცივად. დარია გაოგნებული იყო ამ ბიჭის საქციელით. ასეთ რამეს არ ელოდა. გონებაში გეგმებს აწყობდა, რას ეტყოდა, როგორ დაემშვიდობებოდა. - ტელეფონი გაქვს? - მოუტრიალდა გოგონას, როცა საჭეს მიუჯდა. - კი, მაგრამ დამჯდარია. - ჩემით დარეკე. - ტელეფონი გამოუწოდა. - სად? - ჰკითხა გაოცებულმა. ნოემ თვალები აატრიალა და კოპები შეკრა. - ხო გითხრეს ვინმეს დაურეკე ვინც მოგხედავსო! დედა არ გყავს? ან შეყვარებული... ან დაქალი, რავი... ვინმე... - არა. - რა? მეღადავები? - უბრალოდ სახლში დამტოვე, გთხოვ. - უთხრა მშვიდი ხმით, თავი ყრუდ სტკიოდა და თავბრუ ეხვეოდა. - გოგო, ასე ხომ არ დაგტოვებ! რამე რომ დაგემართოს რა ვქნა მერე?! - არაფერი დამემართება, შენ არ იდარდო. - დარია! - გოგონას სხეულში რაღაცამ დაუარა, ნოემ პირველად წარმოთქვა მისი სახელი, თან საშინელი სიბრაზით. - დროზე დარეკე! - გთხოვ, სახლში წამიყვანე, თავი მტკივა და წამოწოლა მინდა. ნოემ გაბრაზებით დაძრა მანქანა, გინებაც მიაყოლა და ძალიან სწრაფად გაქანდა. - სანზონაში ვცხოვრობ... ნოეს აღარც მიუქცევია ყურადღება. დარიამ თვალები დახუჭა. მხოლოდ მაშინ გაახილა, როცა მანქანა გაჩერდა. ნოე გადმოვიდა და გოგონას მხარეს კარი გამოაღო. - ხელში აგიყვანო თუ შენით ივლი? - ჰკითხა ძალიან ცივად და გულგრილად. - ჩემით ვივლი. დარიამ გადმოსვლა სცადა, მაგრამ ისევ თავბრუ დაეხვა და თავისი ხელებით ნოეს ძლიერ მკლავს ჩააფრინდა. ბიჭმა მეორე ხელი ინსტიქტურად წელზე შემოჰხვია. რაღაცნაირი უჩვეულო გრძნობა დაეუფლა გოგონას შეხებისას. - ნოე... სად ვართ? - შეშინებულმა შეხედა ბიჭს. როგორც კი მყარად დადგა, მაშინვე მოიშორა ბიჭის ხელები, რასაც ნოეს გაოცებისგან აწეული წარბები მოჰყვა. - სოლოლაკში. - უპასუხა მშვიდად. - აქ რა გვინდა?! არ გითხარი სანზონაში ვცხოვრობ თქო? - არ გითხარი ვინმეს დაურეკე თქო? დარია დადუმდა. - და სად მიგყავარ? - ჩემთან. - არ წამოვალ! - ბიჭს ხელი უშვა და ამჯერად მანქანისკენ გადაქანდა. - დამიჯერე, გოგონი, არც მე მინდა ვიღაც უცხოს სახლში აყვანა, რომელიც აშკარად დაარღვევს ჩემს მყუდროებას, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ. მე შენთან ვალში ვარ და თუ მომხედავი არ გყავს მე უნდა მოგხედო. - არ მჭირდება არავის მოხედვა! არანაირ ვალში არ ხარ! საავადმყოფოს ფული ხომ გადაიხადე? ეგეც საკმარისია ყველაფრისთვის! წამიყვანე სახლში! - დიდხანს იდგები აქ თუ დაველოდო როდის გაითიშები? - ვაიმე! ვინ ხარ ასეთი შეუგნებელი? - დარია, ფეხი გამოადგი, სანამ კარგ ხასიათზე ვარ! - ღმერთო, ყველა არანორმალური მე რატომ უნდა გადამეყაროს? - ამოიკნავლა და ცას ახედა. - რამდენს ტლიკინებს ეს გოგო! მოთმინების ფიალა აევსო, ხელები მოჰხვია და ნაზად აიტაცა ჰაერში. - ნოე, რას აკეთებ... ნოე... დამსვი... - ტვინის შერყევა შენ გაქვს თუ მე? რატომ არ ჩუმდები? რამდენიმე წუთში უკვე თავისი სახლის კართან იდგა. მგონი პირველი შემთხვევა იყო, როცა სახლში გოგონა ისე შეჰყავდა, რომ გზად ტანსაცმელს არ ახევდა. დარია თავის საძინებელში აიყვანა. ოთახი გაწკრიალებული დახვდა, სულაც არ ეტყობოდა იქაურობას, რომ წინა ღამით აქ ნოემ ვიკასთან ერთად სრული ბარდაგი მოაწყო. ნოე თავისი დამლაგებლის ასეთი მადლიერი არასდროს ყოფილა. გოგონა საწოლში ჩააწვინა. გარშემო ბალიშები შემოუწყო. - ნოე... არ ხარ ვალდებული ეს გააკეთო... - ჯერ კიდევ გაოგნებული იყო დარია. - მართლა არ ხარ ვალდებული... კარგად ვიქნები, დამიჯერე... ბიჭი არც კი უსმენდა. თავის დივანზე მოკალათდა და ლეპტოპი გაშალა. - ნოე... რატომ არ მისმენ? - ხმაში სასოწარკვეთა ჟღერდა. - მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი! - დასჭექა თავისი ბოხი ხმით. - ახლა კი გაჩუმდი და დამაცადე მუშაობა. დარიას ხმის ამოღების აღარც ძალა ჰქონდა და აღარც სურვილი. თავში თითქოს რაღაც უფეთქავდა, ისევ იგრძნო სიმძიმე ქუთუთოებზე, ისევ ჩაეძინა. მართალია ნოე ისე იქცეოდა, თითქოს სულ არ ადარდებდა მის საწოლში მძინარე გოგონა, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან უჩვეულო ხდებოდა მის თავს. რამდენჯერმე ნერვიულად წამოიჭრა ფეხზე, აქეთ-იქით დადიოდა და თან დარიას უყურებდა. „რა ლამაზია ეს გოგო...“ მიშტერებოდა საცოდავად მოკუნტულ პატარა არსებას. აკვირდებოდა მის ლამაზ სახეს, მშვიდ სუნთქვას, რომელსაც აქა-იქ ტკივილისგან გამოწვეული კვნესა არღვევდა. დარიას აღარც გაუღვიძია, ნოემ რამდენიმე ლუკმა შეჭამა და თვითონაც დაღლილი მიესვენა თავის დივანზე. გამთენიისას დარიას კვნესამ გააღვიძა. გოგონა ბორგავდა. ბიჭი ფეხზე წამოფრინდა და საწოლს მიუახლოვდა. დარია ოფლში ცურავდა. - დარია... რა გჭირს... - დაბნეულობისგან აღარ იცოდა რა ექნა. - თავი... თავი... - კვნესოდა გოგო. - საშინლად მტკივა... ნოემ სასწრაფოდ ექიმის ნომერი აკრიფა. ელოდა, რომ სასწრაფოს გამოძახება მოუწევდა ან კიდევ რამე უფრო უარესი, მაგრამ ექიმმა მშვიდი ხმით უთხრა ნემსი უნდა გაუკეთო და დამშვიდდება, მოსალოდნელიც იყოო. ნოეს დაჭიმული სხეული მოუდუნდა. ამპულა გადატეხა და შპრიცი გაამზადა. გოგონა მუცელზე გადმოაწვინა. რამდენიმე წამის განმავლობაში უყურა მის საჯდომს, ორჭოფობდა, იფიქრა მკლავზე ხომ არ გავუკეთოო, მაგრამ მხარში ნემსი არასდროს გაეკეთებინა, ამიტომ ისევ ძველ გეგმას დაუბრუნდა. შარვალი ჩამოუწია და ნემსი დაარჭო. დამამშვიდებელმა უშველა, დარია მალევე დაწყნარდა და ისევ დაეძინა. ბიჭი იატაკზე დაეშვა და ზურგით თავის საწოლს მიეყრდნო. - რა უცნაურია შენი ცხოვრება, ლეშკაშელო... გოგონას ტრ*კს ნემსის გასაკეთებლადაც შენ მიადექი... ბრავო... შეეშინდა მისი დატოვების, შიგადაშიგ პულსს უსინჯავდა. ვერც იგრძნო ამასობაში როგორ ჩაეძინა. კარზე გაბმულმა ზარმა გააღვიძა. მჯდომარე ძილისგან წელი და კისერი საშინლად სტკიოდა. დარიას დახედა, ხომ არ გაეღვიძაო, ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან და დაბლა დაეშვა. კარს მიღმა თავისი და და დის შვილი იდგნენ. დღეს ხომ კვირა იყო! ოჯახის დღე. - ნოეეეე... - კისერზე ჩამოეკიდა 4-5 წლის გრძელ თმიანი ბიჭუნა. - ბიძას კაცი... - ჰაერში აიტაცა ბავშვი. თითქოს ყველაფერი დაავიწყდა. დაავიწყდა, რომ კინაღამ გოგონა გაიტანა, დაავიწყდა, რომ 2 დღეა ნორმალურად არც უჭამია და არც უძინია, დაავიწყდა, რომ მაღლა სართულზე ტვინის შერყევიანი, გათიშული გოგონა იწვა. - სად ხარ რომ გირეკავ? - გაუწყრა და. ნოეს და საკმაოდ მაღალი და ეფექტური ქალი გახლდათ. წვრილი ფეხები მოტკეცილ ჯინსში ლამაზად მოუჩანდა, გადაწეული შავი თმა მის დახვეწილ სახეს და დიდ თვალებს კიდევ უფრო გამოჰკვეთდა. - თათა... ბოდიში... - დისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. - კიდევ ვინმე ნაშა თუ გყავს აქ იცოდე ეგრევე წავალთ! - ეჭვის თვალით აათვალიერა ძმა. - არა, დამშვიდდი. შემოდით, ყველაფერს მოგიყვები... სანი, მიდი ოთახიდან სათამაშოები გადმოალაგე, კარგი? და მეც მოვალ... ბავშვი იმავე სართულზე არსებული საძინებლისკენ წავიდა, რომელსაც ნოე მხოლოდ სანისთან სათამაშო ოთახად იყენებდა. - ყავას დალევ? - შესთავაზა დას. - კი, დავლევ. ბიჭი მშვიდად წავიდა ყავის აპარატისკენ. - ნოე! ამოღერღავ რა მოხდა? - მოთმინება ელეოდა თათას. - გუშინ გოგო გავიტანე მანქანით. თათამ შეჰკივლა. - რა ქენი? - ხელები პირზე აიფარა. - რატომ კივი? - ნოემ თავისი საძინებლისკენ აიხედა. - რა ქენი? - თითქოს არც გაუგია. - სამსახურიდან მოვდიოდი დაღლილი... კაციშვილი არ იყო ქუჩაში... და ეს გოგო საიდანღაც შემოხტა... რომ გავაჩერე და გადავედი უგონოდ ეგდო ძირს... - მოკვდა? - სახე მოეღრიცა შიშისგან. - რა კითხვებს სვამ თათა! რომ მომკვდარიყო აქ ვიქნებოდი მე? - როგორაა ის გოგო? - ტვინის შერყევა აქვს და დაჟეჟილია. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მიჩივლა. საერთოდ არც უხსენებია ავარია... კიბიდან დავგორდიო... - ვაიმე... - სახე გაუნთდა თათას. - კიდევ კარგი... მერე? - მერე მასთან ვიყავი გუშინ საავადმყოფოში, წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ვინმემ უნდა მოგხედოსო. ამას აღმოჩნდა რომ არავინ ჰყავს მომხედავი... - და? - და აქ წამოვიყვანე. - დაასრულა მშვიდად. - რა? მოიცა, ახლა ის გოგო აქ არის? თათამ შიშით აიხედა ძმის საძინებლისკენ. - ხო, აქ არის. სძინავს. - ნოე, რას მეღადავები? - არ დაუჯერა. - რას გეღადავები, გოგო, მართლა აქ არის... ნახე თუ გინდა... - და რა უნდა ქნა? - ცოტა ხანი იქნება, სანამ წოლით რეჟიმს არ მოუხსნიან... და წავა მერე თავის გზაზე... - მხრები აიჩეჩა ნოემ. - ასე უცხო ადამიანს სახლში როგორ გამოგყვა? - შეშფოთებას არ მალავდა და. - არ მომყვებოდა, მაგრამ ძალით წამოვიყვანე. სხვა გზა არ მქონდა, თათა... სად უნდა წასულიყო? ღამე ისე ცუდად იყო, ვინ იცის რა მოუვიდოდა მარტო რომ ყოფილიყო. - კი მაგრამ ვინმე არ ჰყავს ამ გოგოს? ოჯახის წევრი ან მეგობარი! - არ ვიცი, იძახის არ მყავსო... - არ მჯერა მე მაგისი... ვინაა, რას წარმოადგენს? იქნებ ქურდია ან მკვლელი? ნოემ თვალები აატრიალა. - კარგი რა... დარიას კრიმინალის არაფერი ეტყობა. - აჰ... ესეიგი დარია... - თათა! საჩხუბრად მოხვედი? - ბავშვი მომყავს და მეუბნები გუშინ გოგო გავიტანეო, ახლა სახლში მყავს და ვუვლიო. რა რეაქციას ელი ჩემგან? - რაც გინდა ის ქენი... წავედი მე ბავშვთან... დატოვა გაოგნებული და და სანისთან სათამაშოდ შევიდა. ბავშვთან თამაშის დროს ნოეც პატარა 4 წლის არსებად იქცეოდა. ავიწყდებოდა ყველაფერი და იყო უბრალოდ ლომი, ან ვეფხვი, მგელი, მონადირე და სახლიც კი, რასაც კი სანი მოისურვებდა. გიჟდებოდა ენამოჩლეფილ დისშვილზე, საათობით რომ შეეძლო ეტიტინა, სულგანაბული უყურებდა და უსმენდა, თან შიგადაშიგ ბავშვის ფაფუკ ლოყებს კოცნიდა. მხოლოდ მაშინ გაახსენდა ამქვეყნიური ცხოვრება, როცა თამაშისგან გადაქანცულ სანის სკამებისგან აშენებულ სახლში ჩაეძინა. სანი ხელში აიტაცა და მისაღებში დივანზე წამოაწვინა. თათა გაზთან იდგა და რაღაცას ურევდა. - თა, რას აკეთებ? - შენს პაციენტს ჭამა არ უნდა? - ვაიმე... ჩემი მიხვედრილი გოგო... თათამ ისევ განრისხებული მზერა ესროლა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ ბრაზობდა ძმაზე. - აქ მაწვნის სუპია, სანამ ცხელია აჭამე იმ გოგოს. უთხრა რამდნიმე წუთის შემდეგ. სანი შეაღვიძა და მოსაცმელი მოაცვა. - უკვე მიდიხართ? - არ უნდოდა სანისთან დამშვიდობება. - კი, სანი მიმყავს დაბადების დღეზე. აი შენ კი... - თითი ჰაერში გააქნია. - გულს თუ არ გამიხეთქავ გამიხარდება! ამხელა კაცი ხარ! როდის უნდა დასერიოზულდე? თათაც ისეთივე ჯიუტი იყო, როგორიც თვითონ, ქვის ხასიათითაც ერთმანეთს ჰგავდნენ, ამიტომ არ გაჰკვირვებია დის ასეთი რეაქცია. როცა ორივე გააცილა, წვნიანით სავსე თეფშით საძინებელში ავიდა. დარიას ეღვიძა, თავი ფანჯრისკენ მიეტრიალებინა და სადღაც სივრცეში იყურებოდა. - დილა მშვიდობისა... - მიესალმა თავისი ბოხი ხმით გოგონას. „ეს გოგო სულ ასეთი ლამაზი როგორ არის?“ - გაიფიქრა თავისთვის და დარიას გაცრეცილ სახეს კარგად დააკვირდა. - სტუმრები გყავდა... - ხო, ჩემი და და მისი შვილი იყვნენ. - შვილის ხსნებაზე მის გაყინულ მზერაში წამიერმა სხივმა გაიელვა, მაგრამ მალევე ჩაქრა. - ჩემმა დამ შენზე იზრუნა... მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა. დარია შეიშმუშნა, ავტომატურად გვერდზე გადაჩოჩდა. - რა იყო? ვიკბინები? არ ესიამოვნა გოგონასგან ასეთი უნდობელი საქციელი. დარიას პასუხი არ გაუცია. - ნუ ნერვიულობ, არავინ გეხება. ეს გამომართვი და ჭამე. უთხრა თავისი ჩვეული ცივი და მბრძანებლური ტონით, თეფში მიაჩეჩა და ვერანდაზე გავიდა. რაღაცნაირად უჩვეულოდ მოქმედებდა მასზე ეს გოგო. ვერ გაეგო რატომ. აბნევდა გოგონას უკარებლობა, დაბნეულობა და რაღაცნაირი შიში, რომელიც მის უფერო თვალებში ცხოვრობდა. დარიასთვის ხმა აღარ გაუცია. მეორე დღეს არ აპირებდა სამსახურში წასვლას, მაგრამ სასწრაფო საქმეზე დაურეკეს. სხვა რა გზა ჰქონდა. გოგონასი არ მორიდებია, ნახევრად შიშველი გამოვიდა აბაზანიდან, გრძელი და სველი გაშლილი თმა მხრებამდე სცემდა, ნავარჯიშები სხეული ნებისმიერ გოგონას თავს დააკარგვინებდა. ბიჭი კარადას მიუახლოვდა საგულდაგულოდ დაუთოვებული თეთრი პერანგი გამოიღო. ეგონა, ახლა მაინც შევამჩევ ჩემს უკარება სტუმრას რაიმე რეაქციასო, მაგრამ დარიამ უბრალოდ მზერა აარიდა და მეორე მხარეს გაიხედა. აგიჟებდა! გოგონას ასეთი დამოკიდებულება აგიჟებდა! მგონი ერთერთი ქალი იყო, ვისზეც ნოეს ღმერთკაცული გარეგნობა არ მოქმედებდა. - გვიან დავბრუნდები. სახლიდან ფეხი არ გაადგა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! 15 წუთზე მეტ ხანს ფეხზე არ დადგე! საჭმელი მაცივარშია. დარიას ისევ არ გაუცია ხმა, უბრალოდ უყურებდა. ნოემ პასუხს ელოდა, მაგრამ რომ ვერ მიიღო შებრუნდა და წავიდა. ძალიან, ძალიან ბრაზობდა. მთელი სხეული დასჭიმვოდა და ვერ გაეგო რატომ. სულ გინებ-გინებით ჩაჯდა მანქანაში. არც თანამშრომლებს გაუთენდათ კარგი დღე. გაბრაზებულმა ნოემ ისეთი ამბავი დააწია, რომ ორმა თანამშრომელმა თავისი ნებით დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე. კიდევ ბევრი დაწერდა, ემზარს რომ არ მოესწრო და ბიჭი არ დაემშვიდებინა. თავის კაბინეტში შეიყვანა და წინ დაისვა. - გამაგებინებ რა ჯანდაბას აკეთებ? გინდა კომპანია თანამშრომლის გარეშე დამიტოვო? - მე ვაკეთებ კიდევ რამეს? უსაქმურები რომ არიან და არ იციან საქმის კეთება, მაგაზეა რომ ვბრაზობ. - და ამის გამო სამსახურიდან ყრი? - ემზარ, რა გინდა? - ნოე! ამისთვის არ დამირეკავს შენთვის! მეგონა ცივილურად დავილაპარაკებდით და თანამშრომლებთან ერთად გადავჭრიდით პრობლემას! - ცივილურად ამათ არ ესმით! - ნოე! ახლავე დაურეკავ იმ ორს და ბოდიშს მოუხდი, სამსახუში დააბრუნებ და პრემიასაც დაურიცხავ! - ხო და მინე*საც გავუკეთებ ბარემ! ასეთ პასუხს არ ელოდა. სახეზე ფერი დაკარგა. - ნოე... - დაიწყო მშვიდად. - რამე პრობლემა გაქვს? ასეთი არასდროს მინახიხარ. თუ რამე გიჭირს მითხარი და ხომ იცი რომ დაგეხმარები. - არაფერი მჭირს, ან მჭირს... არ ვიცი... - წადი. უშენოდაც დავლაგდებით როგორმე... როცა დამშვიდდები მერე მოდი... ამის მეტი ემზარს აღარაფერი უთქვამს. ნოე გააფთრებული გამოვიდა ოთახიდან. მთელი ოფისი დუმდა, თავიანთი კაბინეტებიდან შეშინებული თვალებით უყურებოდნენ. ნამდვილად არ აწყობდათ სამსახურის გარეშე დარჩენა. ლიფტთან ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა იდგა, წელში გამოყვანილი კაბით და ქუსლებით. რაღაც დავთარს ჩასცქეროდა. ნოეს მოახლოვება რომ იგრძნო, დავთარი დახურა, თავი დაუკრა და წასასვლელად შებრუნდა. - მოიცადე! - დაიგრგვინა ბიჭის ხმამ. გოგონა ადგილზე გაშეშდა. ნოემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გოგონას ზურგიდან ამოუდგა. დაიხარა და ტუჩები ყურთან მიუტანა. ხელი მუცელზე შემოხვია და თავის სხეულზე აიკრა, ტუჩებით ყურთან ახლოს კისერზე შეეხო, გოგონამ თვალები დახუჭა. - მარტო ცხოვრობ? - ჩასჩურჩულა სუნთქვაარეულმა. - კი... - უპასუხა ბიჭის საქციელით გაოგნებულმა გოგონამ. მაჯაში ხელი ჩაავლო და ლიფტში შეიყვანა, კედელზე მიანარცხა და გოგონას ტუჩებს დაეწაფა. გააფთრებული კოცნიდა, ენას პირში უყოფდა, ხელებით მის საჯდომს ჩაფრენოდა. ტუჩებს მოსწყდა და სველი კოცნებით კისერს ჩაუყვა, შიგადაშიგ კბენდა და თანამშრომლის თეთრ კანს სისხლჩაქცევებს უტოვებდა. მკერდამდე ჩავიდა, ბიუსჰალტერი გადაუწია და ენით გამაგრებულ თავებს წაეტანა. გოგონას კვნესა აღმოხდა. ნოეს ბოროტი ღიმილი გადაეფინა სახეზე. - ჯერ სად ხარ... ლიფტის კარი გააღო, ისევ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისი მანქანისკენ წაიყვანა. - ახლოს ცხოვრობ? გოგონამ თავი დაუქნია. რამდენიმე წუთში თანამშრომლის სახლის კართან იდგა და უყურებდა, როგორ ცდილობდა ათრთოლებული გოგონა სახლის კარის გაღებას. - მომეცი, მე გავაღებ... ღიმილით გამოართვა გასაღები. როგორც კი შევიდნენ, გოგონა ხელში აიტაცა და ისევ კედელს მიანარცხა, ამჯერად უფრო ძლიერად. ისევ ტუჩებზე დააცხრა. გოგონა ბიჭის პერანგს ჩააფრინდა და ღილების გახსნა დაიწყო. ვინ იცის, რამდენჯერ ჰქონდა ნანატრი ეს წამი. პერანგი გადააძრო და ხელები დაკუნთულ მხრებზე შემოჰხვია. - აი ასე... მეტი სითამამე... - შეაქო ნოემ. ამჯერად თვითონ შეუდგა საქმეს და რამდენიმე წამში ვნებისგან აკანკალებული გოგონა მხოლოდ ტრუსის ამარა დატოვა. - ძალიან ლამაზი მკერდი გაქვს... - უთხრა და საწოლზე გადააწვინა. ხელები უკან გადაუწია, ერთი ხელით მკერდს ჩააფრინდა, მეორეთი საჯდომს და ისევ მკერდს დაუწყო კოცნა, თითებით სრესა. კოცნით მუცლისკენ ჩამოვიდა, თან გოგონას საცვალს დასწვდა და დედიშობილა დატოვა. ერთხანს ათვალიერა ნანადირევი, შემდეგ კი თვითონაც გაშიშვლდა და ნანადირევს ზემოდან მოექცა. აღზნებისგან გონებაარეულ გოგონას ბევრი აღარ ალოდინა, ისედაც საკმარისად დასველებული იყო, ფეხები გადაუშალა და ბიძგით შეერწყა. გოგონას ღრიალი აღმოხდა. უყურებდა გოგონას სიამოვნებისგან მოღრეცილ სახეს, მაგრამ გონებით მაინც თავის სახლში მარტო დარჩენილი დარიასთან იყო. ძალიან უხეშად ექცეოდა, ძლიერი ბიძგებით ცდილობდა თავის თანამშრომელზე „ეძია შური“, რაც გოგონას აშკარად მოსწონდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაღლილი მის გვერდით მიესვენა. ორივე ხმამაღლა სუნთქავდა, არც ერთი ხმას არ იღებდა. ცოტა ხნის შემდეგ ნოე წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. - უკვე მიდიხარ? - უთხრა ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით. - რა თქმა უნდა. - პერანგის ღილების შეკვრა დაიწყო. - იქნებ დარჩე? - ჰკითხა იმედიანი ხმით. - რა გქვია? - ეკა. - სიბრაზე გაერია. - ეკა, არაჩვეულებრივი გოგონა ხარ... ეცადე სიყვარული იპოვო და ჩემნაირი არაკაცებისგან თავი შორს დაიჭირო... დატოვა გაოცებული ეკა და სახლის კარი მოიხურა. 3. უკვე გვიანი იყო, როცა სახლში დაბრუნდა. ბნელოდა. კიბე ისე აიარა შუქი არ აუნთია. ოთახის კარი ნახევრად ღია იყო და მხოლოდ ერთი პატარა ბრა ანათებდა. დარია საწოლში იწვა და ეძინა. შვებით ამოისუნთქა ნოემ, თითქოს რაღაც უზარმაზარი ლოდი მოეხსნა გულიდან. თავისი თავისაც გაუკვირდა, ნუთუ ეს ამბავი ასე მადარდებდაო. მძინარეს მიუახლოვდა. გოგონა მშვიდად სუნთქავდა. უყურებდა დარიას ლამაზ ნაკვთებს, აპრეხილ ცხვირს და მადის აღმძვრელ ტუჩებს. ის ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც თავისი ერთი ღამის მსხვერპლად ვერ აღიქვამდა, ერთადერთი ქალი იყო, რომელსაც მის საწოლში ეძინა და არც კი შეხებია. კიდევ რამდენიმე ხანს უყურა გოგონას, შემდეგ კი თავის განუყრელ დივანზე მოკალათდა. დილით დარია უკვე გაღვიძებული დახვდა. ეტყობოდა, რომ უფრო ყოჩაღად იყო, თავის ტკივილებმაც იკლო. - ჩემს ტყვეს გაუღვიძიაო... რაო? ალიონის ფრინველი ხარ? - წამოჯდა და გაიზმორა. - დილა მშვიდობისა. - ოდნავ გაუღიმა გოგონამ. - ხომ არ მოიწყინე გუშინ უჩემოდ? - ცოტათი... მაგრამ ეგ არაფერი... დარიას უღიმღამო ტონმა თავისი ჩვეული სიცივე დაუბრუნა ბიჭს. - შეიძლება გავიგო რატომ არავის დაურეკე? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ. - იმიტომ, რომ არავინ მყავს. - მაგას ვერ დავიჯერებ. - ნუ დაიჯერებ. - დარია! მგონი დარწმუნდი, რომ მანიაკი არ ვარ და შეგიძლია რაღაც მაინც გამიზიარო. გოგონას ხმა არ გაუცია. - დედა არ გყავს? - მყავს, მაგრამ მას ვერ დავურეკავდი. - და ან ძმა? - არა, არც ერთი. - შეყვარებული? დარიამ მეორე მხარეს გაიხედა. - არც ეგ. - უთხრა ძალიან ჩუმად. - სადმე სწავლობ ან მუშაობ? - მოთმინების ფიალა ევსებოდა ბიჭს. - არა... ვსწავლობდი ადრე... - სად? - სამხატვრო აკადემიაში. ნოე ასეთ პასუხს არ ელოდა, გაოცებისგან წარბები მაღლა აზიდა. - შენ ხატავ? - ადრე ვხატავდი... - რაღაცნაირი სევდა ამოაყოლა. - მეტს არაფერს მეტყვი? - რა საჭიროა? ნოეს პასუხი აღარ გაუცია, ოთახიდან გამოვიდა და კიბეზე დაეშვა. დარიას მთელი დღე თითქმის ხმა არ ამოუღია. რამდენჯერმე დაბლა ჩამოვიდა, საჭმელიც ჭამა, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს მოჩვენება იყო. ნოეს მოეჩვენა, რომ ამ 3 დღეში კიდევ უფრო გახდა და ჩამოდნა მისი სტუმარი, სახეზე ყვრიმალები დაეტყო. - არაფერს არ ჭამ? - ვერ მოითმინა ბიჭმა. - ვჭამ... უბრალოდ ბოლო თვეებში ბევრი სანერვიულო მქონდა... მეტი აღარაფერი უკითხავს, მიხვდა, რომ მაინც არაფერს მოუყვებოდა. მეორე დღეს ნოე სამსახურში დაბრუნდა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შეშინებულები იყვნენ თანამშრომლები, მაგრამ ნოეს დამშვიდებული სახის დანახვაზე თვითონაც დაწყნარდნენ. ლეშკაშელი კაბინეტში განმარტოვდა, ერთ-ერთი მაკეტი გადმოიღო და მის დამუშავებას შეუდგა. ეს მაკეტი მისი ძმაკაცისთვის გახლდათ, რომელიც წყნეთში აგარაკს იშენებდა. ახლა საბოლოო შტრიხები უნდა შეეტანა და დაესრულებინა. „კოსწიკ, სალამი... გაგახარო, ? შენი აგარაკი ხელში მიჭირავს და რომ მოიცლი ამომიარე...“ - ახარა ტელეფონით ძმაკაცს. კოტე გაბაშვილი ნოეს ბავშვობის მეგობარი გახლდათ. მაღალი, გამხდარი და სათვალიანი ქერა ბიჭი მალევე გამოჩნდა ნოეს ოფისში. - კოსწიას ვახლავარ... - ხელი ჩამოართვა და მოეხვია ძმაკაცს. - რომ დამირეკე მაკოსთან ერთად ვიყავი, შენი ნათქვამი რომ გაიგო იმენა სახლიდან გამომაგდო... წადი და მაკეტი მომიტანეო... ვეღარც შევეწინააღმდეგე, ხო იცი, ტირილი რომ დაეწყო გადავირეოდი... - რას იზამ, კოსწ, ორსული ცოლი ეგეთია... - გაეცინა და თან შეებრალა მეგობარი. - მოდი აგიხსნა ახლა... დაახლოებით ნახევარი საათი მაკეტის ახსნას მოანდომა. ყველა კარიდან და ფანჯრიდან შეახედა, ყოველი კუთხე და კუნჭული დაგეგმილი ჰქონდა. კოტე სერიოზული სახით უსმენდა, შიგადაშიგ ცხვირზე ჩამოცურებულ სათვალეს ისწორებდა, მაგრამ ლეშკაშელის ნამუშევრით ნამდვილად კმაყოფილი ჩანდა. - სხვა რა ხდება, შე ჩემა, სად დამეკარგე ამდენი დღეა? - დივანზე მოკალათდა კოტე და ვისკი ჩამოისხა. - ეჰ... არ მკითხო... - ხელი შეიცურა გრძელ თმებში. - ხო მშვიდობაა?! - სათვალიდან წარბაწეულმა ამოხედა. - რამდენიმე დღის წინ გოგოს დავეჯახე მანქანით... - რა ქენი? - ვისკი გადასცდა და ხველა აუტყდა. - ნელა ბიჭო... - ზურგზე ხელი დაარტყა. - ხო, გოგო გავიტანე... - ცოცხალია იმედია, ხო? - კი, კი, ცოცხალია... - ერთი წუთით რომ არ დაიტოვები მარტო თუ ხვდები? ნოემ პასუხი არ გასცა. - სად არის ახლა ის გოგო? ფული გადაუხადე? - ჩემთან არის სახლში... - რა? - არ სჯეროდა. - რაღაცას მემასხრები ახლა შენ! - სახლშია ჩემთან, ტვინის შერყევა აქვს და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. - და შენთან რატოა? თავისი სახლი არ აქვს? - აქვს... მაგრამ მომვლელი არავინ მყავსო, ხოდა ჩავისვი მანქანაში და ჩემთან წამოვიყვანე... - ნოე... არც კი მჯერა, რომ ამას შენ ყვები... და ისიც ასე მიამიტურად გამოგყვა ვიღაც უცხოს, რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმე? - არა... მთლად ეგრეც არ არის... მეხვეწა სახლში წამიყვანე, მოხედვა არ მჭირდებაო, მაგრამ რა მექნა? სახლში რომ დამეტოვებინა მარტო და მერე ის იქ მომკვდარიყო? - შენც ხო ხვდები, რომ სისულელეს ბაზრობ? - კოტე, რა გინდა? - ვიღაც გოგო გაიტანე, მერე სახლში წაიყვანე და ახლა სახლში გიზის... რა ჰქვია გოგოს? - რა? - რა ჰქვია მეთქი... ახლავე გავარკვევ ვინაა... - დარია... დარია აბულაძე... კოტემ თავისი ბოლო გამოშვების ტელეფონი ამოაძვრინა და რაღაც ნომერი აკრიფა. გაბაშვილი გამომძიებელი გახლდათ, შესაბამისად ყველანაირ ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა. „ანია, პრივეტ, კომპიუტერთან ხარ? მშვენიერი... ახლა სახელს და გვარს გეტყვი და რასაც ამოყრის ყველაფერი გამომიგზავნე, კარგი? დარია აბულაძე... ბევრი ამოყარა?“ - როგორ გამოიყურება? - მოუტრიალდა ნოეს. - რავი... - ენა დაება ლეშკაშელს. - ქერაა, ღია ცისფერი თვალები აქვს... გამხდარია... „ქერა, ცისფერთვალება, გამხდარი... ნახე? ყოჩაღ, ანია... ოქროს გოგო ხარ... გამოუშვი აბა...“ რამდენიმე წამში კოტეს ტელეფონში დარიას პირადობის მოწმობის ფოტო აციმციმდა. - მაშ ასე... დარია მარტინენკო/აბულაძე. იცოდი ორი გვარი რომ ჰქონდა? - არა... - უპასუხა ჩუმად. - 23 წლის... დაბადებული 01.05.1996 წელს... დედისერთა... მისი მშობლები რუსთავში ცხოვრობენ... თბილისში სად ცხოვრობს არ ჩანს... ოჰო... - შეიცხადა კოტემ. - ამას ნაღდად არ ველოდი... - რა ხდება? - მოთმინების ფიალა აევსო ნოეს. - დაოჯახებული... შენი დარია გათხოვილია... ეს სიტყვები ლახვარივით დაესო ლეშკაშელს, ყველაფერს ელოდა და ამას არა. - ქმარი ვინ არის? - ჰკითხა სიმტკიცედაკარგული ხმით. - ვიღაც ლევან აბულაძე. ორჯერ ნასამართლევი... ციხეშიც მჯდარა, MDMA-ის გასაღებისთვის, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს და გამოუშვეს... ამჟამად პოლონეთშია გადაკარგული... ნოემ თავი ხელებში ჩარგო, საღაც საშინლად ასტკივდა მთელი თავი, კისრიდან დაწყებული შუბლით დამთავრებული. იმდენად ასტკივდა, რომ წამით თვალთ დაუბნელდა. კოტეს ნჯღრევამ გამოაფხიზლა. - რა დაგემართა, შე ჩემა! - უნდა წავიდე... - წამოიჭრა ფეხზე. - სად უნდა წახვიდე? - მაკეტი მაკოს წაუღე და საღამოს დაგირეკავ... მოსაცმელი აიღო და გიჟივით გავარდა. არ ელოდა... მართლა არ ელოდა, რომ გოგონა, რომელიც მის სახლში მისივე საწოლში იწვა გათხოვილი იყო. სიჩქარის ყველანაირი გადაჭარბებით მიქროდა ქუჩაზე მისი მანქანა, აქეთ-იქიდან გაბმული სიგნალებით იკლებდნენ, მაგრამ ნოეს არაფერი ესმოდა. მანქანა გააჩერა და სირბილით ავიდა სახლში. თავის ოთახში შევარდა, დარია იწვა და ფანჯრიდან იყურებოდა. ნოეს შემოვარდნის ხმაზე თვითონაც შეკრთა. - რატომ... რატომ არ მითხარი, რომ გათხოვილი ხაარ? - დაუღრიალა ბიჭმა. დარიას თვალებში შიში ჩაუდგა. - რა იყო? გეგონა ვერ გავიგებდი? ამიხსენი ახლავე! რატომ არ მითხარი, რომ ქმარი გყავს? გოგონა ისევ დუმდა. - ვის ველაპარაკები მე? - ღრიალით მიუახლოვდა საწოლს. - პასუხი გამეცი! ვინ იცის ახლა შენი ქმარი გეძებს და შენ სად ხარ? - არ მეძებს... - თქვა ჩუმად. - დარია! ან ყველაფერს მომიყვები ან ახლავე მიბრძანდები აქედან! დარია წამოიწია, ნელა წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა. - სად მიდიხარ? - მიბრძანებას ვაპირებ. - უთხრა ძალიან მშვიდად. - ოოოოხ... - გაბრაზდა და თითქმის კართან მისულ გოგონას ხელი მოჰკიდა. - ხელი გამიშვი! - დაიყვირა გოგონამაც. - არ შემეხო! ხელი გამიშვი! ასეთ რეაქციას არ ელოდა, ხელი უშვა და უკან დაიხია. გოგონა ერთიანად კანკალებდა. - დარია... - დაიწყო მშვიდად. - შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება... დაბრუნდი საწოლში... - მე ჩემს სახლში მივდივარ! - თქვა მტკიცედ. - დარია... დაბრუნდი საწოლში... გთხოვ... - ბოლო სიტყვა ძლივს წარმოთქვა. გოგონა მის ნებას დაჰყვა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ თავბრუ დაეხვა. - მე და ეგ კაცი გავშორდით... ოფიციალურად არა... მაგრამ გავშორდით... თუ ეს გაინტერესებს... - თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ. ნოეს ხმა აღარ ამოუღია, ოთახიდან გავიდა და დაბლა დაეშვა. მაღლა აღარც ასულა. ვისკის ბოთლს დაეპატრონა და ნელ-ნელა ბოლომდე ჩაცალა. რატომ ეფიქრებოდა ამ გოგოზე? რატომ ეჩვენებოდა, რომ დარია ყველაზე ლამაზი გოგონა იყო მთელ სამყაროში? რატომ იყოს ეს გოგონა ყოველთვის მოწყენილი, მდუმარე და ჩაფიქრებული? და მაინც, რატომ არ შორდებოდა დარიაზე ფიქრები? სასმელმა მაინც თავისი ქნა და ნოეს მალევე ჩაეძინა. დილით საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა, ნაბახუსევზე ყველაფერი სტკიოდა და სამყარო ორმაგად ეზიზღებოდა. ოთახში ჩუმად შევიდა, დარიას ეძინა. სწრაფად გადაივლო და ჩაიცვა, არ უნდოდა მის სტუმარს გაეღვიძა და დალაპარაკებოდა. სულ გინებ-გინებით მივიდა სამსახურში. როგორც ჩანს, ადრე მოუვიდა მისვლა, ჯერ თანამშრომლები არ ჩანდნენ. თავისი კაბინეტის დივანზე ჩამოჯდა და თავი უკან გადასწია. საშინლად ეხვეოდა თავბრუ. უცებ კარი გაიღო, ნოეს არ გაუხედავს ვინ მოვიდა. უცნობმა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და პირდაპირ კალთაში ჩაუჯდა. ნოემ გაოცებისგან თავი წამოწია. - არ მელოდი? - გამომწვევად ჰკითხა შავ კულულებიანმა და შავთვალება გოგონამ. აი მისი სახელი კი ნოემ მშვენივრად იცოდა. მარისია კომპანიის ერთ-ერთი დამფუძვნებლის შვილი გახლდათ, რომელიც გარდაიცვალა და თავისი პატარა წილი თავის გოგონას დაუტოვა. ნოეს მარისიასთან წლების წინ ჰქონდა ურთიერთობა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა სიყვარულის და ჭეშმარიტი გრძნობის არსებობის სჯეროდა. მაშინ 23 წლის იყო, ჯერ კიდევ „ბავშვი“ და გამოუცდელი. მარისია კი მასზე 7 წლით უფროსი გახლდათ. რამდენიმე თვე გრძელდებოდა მათი ურთიერთობა და ალბათ კიდევ გაგრძელდებოდა, რომ არა მარისიას ღალატი. ძალიან ბანალურად, როცა ერთ დღეს ნოე მარისიას სახლში დაადგა, საძინებელში სხვა კაცის მკლავებში მწოლიარე აღმოაჩინა. აი მაშინ დამთავრდა მათი ურთიერთობა და ნოეს „ბავშვობა“. მიუხედავად ამისა, მარისია მეწილე იყო, შესაბამისად ერთად უწევდათ მუშაობა. დრომ თავისი ქნა და ორივეს გადაავიწყა ძველი გრძნობები, ერთი კი ნამდვილად იყო, რომ ნოე მას შემდეგ მარისიას არც კი შეხებია. ფაქტობრივად გემო გაუსინჯა ყველა ქალს, ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ მარისიას აღარ მიჰკარებია. - მარისია... რას აკეთებ? - ცინიკურად აზიდა წარბი, თუმცა გოგონას მოშორება არ უცდია. - რა იყო ნოე? დავიჯერო არ მოგენატრე? - მთვრალი ხარ? - ხო, ცოტა... - გადაიკისკისა გოგომ. - დილით ადრე გამეღვიძა და გადავწყვიტე ყავით არ დამეწყო... ასე მაშინ ვაკეთებდი... წლების წინ... - მარისია... წადი სახლში... - უთხრა მშვიდი ხმით. - კარგი რა... სულ მიშორებ... რატომ მიშორებ? კიდევ ვერ მპატიობ იმ ერთი ღამის ვიღაც გამოსირებულ პარტნიოს? - მარისია... შენთან ჩხუბს არ ვაპირებ... არც რაიმეს ახსნის სურვილი მაქვს... მით უმეტეს მოსმენის... და თან ისეთი ისტორიის, რომელიც კარგა ხანია დავივიწყე და ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან... - ჩემი ცხოვრებიდან ამოშლა ასეთი მარტივი არ არის! - დაიწივლა გოგომ, საშინელი, სულის შემძვრელი ხმა ჰქონდა. გოგონამ ნოეს მკერდზე თავი დაადო, ტუჩებით კისრისკენ წავიდა და აკოცა. საზიზღარი შეგრძნება დაეუფლა ბიჭს, თითქოს რაღაც ბინძური ეხებოდა მას, ეკვროდა და ვერ იშორებდა. - მარისია! თავი ხელში აიყვანე და ბოლომდე ნუ გათელავ შენს თავმოყვარეობას! - რომელ თავმოყვარეობას?! რაც შენ მიმატოვე ადამიანს აღარ ვგავარ! გგონია თავმოყვარეობა გამაჩნია?! შეეეენ! შენ გადათელე ის!!! - მარისია! - რა?! დავიჯერო არ გენატრები? მე ხომ შენთვის ერთადერთი ვიყავი! აღიარე! დღემდე ჩემზე ფიქრობ! ჩემზე ანძ*ევ! მხოლოდ ჩემზე! აღიარე! მოულოდნელად ბიჭში ზიზღის გრძნობა საოცარმა სიბრალულმა ჩაანაცვლა. სწორედ ის არსება შეებრალა, რომელიც ოდესღაც, თავისი ჭკუით, მთელ სამყაროს ერჩივნა. შეებრალა მის განიერ მკერდზე მოგრეხილი გოგონა, რომელიც რაღაცის მიღწევას ცდილობდა. - მარისია... - შეხედა გოგონას და ჩამოყრილი შავი კულულები გადაუწია. - მე შენ მეცოდები... მართლა მთელი გულით მებრალები... შენ ეგოისტი ხარ... საოცარი ეგოისტი და მეც ეგოისტად მაქციე... შენ... შენ არც კი გიცდია, რომ მე უკეთეს ადამიანად გექციე, პირიქით... მეც შენნაირად გარდამქმენი... რამდენი წელია შენნაირად ვცხოვრობ და იცი რა? მე მეზიზღება ეს ცხოვრება... ის ჯოჯოხეთი მეზიზღება, შენ რომ აქ მომიწყვე და ამდენი წელია მასში ვარ გამომწყვდეული... რატომ არ შეგეცოდე? რატომ გამიმეტე იმისთვის, რომ მეც შენნაირ უბედურ და მარტოსულ ადამიანად ვქცეულიყავი? - როგორ ბედავ! - მთელი ძალით გააწნა სილა მარისიამ. ნოეს სახე აეწვა, ასე ეგონა ცეცხლი ეკიდა, მაგრამ ყველაზე რეალურად ამ სიტუაციაში სწორედ რომ ეს ცეცხლი მოეჩვენა. - მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე და გაიყოლო შენი აჩრდილები... მინდა, რომ თავი დამანებო... მეც ხომ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც ვიყო ბედნიერი?! - შეეენ... შეენ... ვიღაც გყავს... - თითი დაუქნია გოგონამ. - ვიღაც გყავს... ასე არ არის? აღიარე... მოულოდნელად ნოეს თვალწინ დარიას სახე დაუდგა. დარიას გაცრეცილი სახე, პატარა ცხვირი, წყლისფერი თვალები. - ვიღაც გყავს... ნამდვილად გყავს... - რობოტივით იმეორებდა გოგონა, თან იცინოდა. - ვიღაცაში გამცვალე! მთელ ქალაქთან იწექი, მაგრამ გონებით სხვაგან იყავი... ახლა კი... ახლა... - მარისია! გეყოს! - დაუღრიალა ლეშკაშელმა. - ახლავე ტაქსს გამოგიძახებ და სახლში წახვალ... გამეცალე! შენი დანახვა არ მინდა! შემეშვი! გოგონას ხელი ჩაავლო და ოთახიდან გაიყვანა, ზღურბლს იქით დატოვა და კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. თავი საშინლად სტკიოდა, ეგონა შიგნით რაღაც უფეთქავდა, ისევ დივანზე წამოწვა და სახე ხელებში ჩარგო. და მაინც... რატომ დაუდგა დარიას სახე თვალწინ? მთელი დღე კაბინეტიდან არ გამოსულა. დაძინება სცადა, მაგრამ არ დაეძინა. მაკეტის აწყობა სცადა, მაგრამ თავის ტკივილმა არ დაანება. 2 გამაყუჩებელი დალია, არც ამან უშველა. ბოლოს უბრალოდ დანებდა და ისევ წამოწვა. რა აუფერულებს გრძნობებს? რა ხდის ერთ დროს შენთვის ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანს ყველაზე უცხო და საძულველად? ძველი მარისია გაახსენდა, აი ის მარისია, საყვარელი მამა რომ გარდაეცვალა, თვალცრემლიანი რომ დადიოდა შავებში ჩაცმული. ნეტავ იმ ნაზ გოგოდ დარჩენილიყო, როგორიც მაშინ იყო. ნოესაც მაშინ არ შეუყვარდა? მისი სისადავე მოეწონა, მისი თავისუფლება, არანაირი სიყალბე. რაღაცნაირი სუფთა, წმინდა იყო მარისია ნოესთვის. სწორედ ამიტომ შეუყვარდა თავდავიწყებით, სწორედ ამიტომ აღმერთებდა, მაგრამ ამაოდ. იმ გოგონაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნოეს კალთაში იჯდა და შერიგებას სთხოვდა, არაფერი იყო დარჩენილი იმ მარისიასი, რომელიც ნოეს გულში ცხოვრობდა. დარიაც ამიტომ მოეწონა. უცნობი ქერა გოგონა არ ჰგავდა სხვებს, ისიც რაღაცნაირი უბრალო იყო, რაღაც წმინდას ასხივებდა და საოცარი სევდა ჩანდა მის უფერო თვალებში. „გათხოვილია...“ - დაიბუბუნა ნოეს ქვეცნობიერმა. ბიჭი ფეხზე წამოიჭრა, სასწრაფოდ დასვდა მოსაცმელს და ოფისიდან გავარდა. გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, თავი ისევ სტკიოდა. სახლში მისულს დარია სამზარეულოში დახვდა. როგორც ჩანს, საჭმელი ჭამა და ახლა ჭურჭელს რეცხავდა. - დადე, ხელით ნუ რეცხავ... ჭურჭლის სარეცხი მანქანა რისთვის მაქვს? ან, ვაფშე, შეიძლება შენთვის ამდენი ხანი დგომა? ყველაფერი ერთად მიაყარა, დარია არ ელოდა ნოეს ასე ადრე დაბრუნებას, ის ხომ ყოველთვის მაშინ მოდიოდა, როცა დარიას უკვე ეძინა. ბიჭის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ბოლომდე გარეცხა და საწრეტზე დაამხო, ხელები გაიმშრალა და კიბისკენ წავიდა. ისევ ის სიცივე იგრძნო, როგორც ჩანს, ეს სიცივე ნოე ლეშკაშელს ყველგან თან სდევდა. - რა იყო? ერთი სიტყვაც არ გემეტება ჩემთვის? - გაღიზიანდა ბიჭი. დარია შედგა და ნოესკენ შემობრუნდა. - მემეტება... უკეთ ვარ... ხვალ უკვე სახლში წავალ, თუ ნებას დამრთავ... ნოე ასეთ პასუხს არ ელოდა. ნუთუ უკვე მოვიდა დარიას წასვლის დრო? რატომ არ ესიამოვნა ეს ამბავი? რატომ დაეუფლა ასეთი ცუდი შეგრძნება? - შენთან საუბარი მინდა! - დაიბრუნა ძველებური მბრძანებლური ტონი. დარია უხმოდ დაემორჩილა, ბიჭისკენ წამოვიდა და დივანზე დაჯდა. - გისმენ. - შენზე მეტის გაგება მინდა. მაინტერესებს ვინ ხარ, რა ხარ, საიდან მოდიხარ. მინდა, რომ მომიყვე. დარიას სახეზე წამიერი გაკვირვება გაკრთა. - მართალი ხარ, უნდა იცოდე ვინ წამოიყვანე სახლში. - დაეთანხმა ძალიან მშვიდი ხმით. - მხოლოდ ის ვიცი, რომ დარია აბულაძე ხარ, 23 წლის, გათხოვილი. - ბოლო სიტყვაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. - ჩემი ნამდვილი გვარია მარტინენკო, აბულაძე ქმრის გვარია. - უკრაინელი ხარ? - არა, ქართველი. ბებია მყავდა უკრაინელი, რომელმაც გამზარდა და გვარი მომცა. - მშობლები? - როცა მე დავიბადე, მამაჩემი გაქცეული იყო, პოლიცია ეძებდა და დედაჩემიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამწერეს ბებიის გვარზე. - ცოცხლები არიან? - კი, რუსთავში ცხოვრობენ. - და რატომ არ წამაყვანინე თავი რუსთავში? - მშობლებს არ ველაპარაკები, წლებია მათთან აღარ ვცხოვრობ და ძალიან იშვიათად ვნახულობ. - რატომ აღარ ელაპარაკები? - ძალიან გრძელი ისტორიაა. ბევრი მიზეზის გამო. - რამდენი ხანია გათხოვილი ხარ? - 6 წელია. ნოეს გაოცებისგან წარბები შუბლზე აუვიდა. - 17 წლის გათხოვდი? - ეგრე გამოდის. - სკოლა დაამთავრე? - რა თქმა უნდა. - თითქოს ეწყინა ასეთი კითხვის მოსმენა. - აკადემიაში ვსწავლობ. - ახ, გამახსენდა, მხატვარი გოგო. დარიამ მზერა აარიდა. - 17 წლის რამ გაგათხოვა? - ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. - დაიჩურჩულა. - კაი ერთი! აბა ვისი სურვილი იყო? - მამაჩემმა ძალით გამათხოვა... გამყიდა... - რას ნიშნავს გაგყიდა? - ჩემი ქმრის მამა დაეხმარა სახელის და გვარის შეცვლაში, ახალი საბუთების შოვნაში და ქვეყნიდან გაპარვაში. - შენს სანაცვლოდ? - ხო, ჩემს სანაცვლოდ. - რომელი საუკუნეა? ასე მგონია რაღაც ბანძ და ბანალურ მე-18 საუკუნის ტრაგიკომედიას მიყვები! ხმა ვერ ამოიღე? - ნოე, რადგან ასე მოხდა, ესეიგი ვერ ამოვიღე. ბიჭი დადუმდა. უყურებდა მის წინ მჯდარ გამხდარ, ლოყებჩავარდნილ გოგონას, თოვლივით თეთრი კანით და ამოუცნობი თვალებით. - ქმარს რატომ გაშორდი? - იმიტომ, რომ მოძალადეა. - და მოძალადეს ეჯექი 6 წელი? სულელი ხარ? - მემუქრებოდა! მემუქრებოდა, რომ ბებიაჩემს მოკლავდა და ჩემს მშობლებსაც ზედ მიაყოლებდა. მერე მეც მომკლავდა. - და გჯეროდა? - მე ვიცი, რომ გამკეთებელია. - კარგი რა... კაცი, რომელიც თავის ძალას ცოლზე ანთხევს საერთოდ რამის გამკეთებელია ამ ცხოვრებაში? ცოტა მეტი რომ გეფიქრა, ამ დასკვნამდეც მიხვიდოდი. დარიას პასუხი არ გაუცია. - სად არის ახლა შენი ქმარი? - არ ვიცი. სადღაც იმალება. - რატომ? - პოლიცია ეძებს, ქურდობისთვის. - ბოლო სიტყვა რაღაცნაირი სირცხვილით თქვა. - ბანძი ტრაგიკომედია აღარაა, ახლა უფრო ბრაზილიურ სერიალს მიყვები. - შენ სულ ასეთი ცინიკოსი ხარ? - ვეღარ მოითმინა გოგონამ. - ვარ. შეეგუე. ოფიციალურად რატომ არ გაშორდი? საბუთზე ხელი არ მოგიწერა? დარიამ დაბლა დაიხედა, ცალი ხელით დივნის სახელურის წვალება დაიწყო. - მომიწერა... საბუთები სახლში მაქვს და ჩემი ხელის მოწერას ელოდება. - და შეიძლება გავიგო, რატომ არ აწერ? - დამემუქრა. თუ ხელს მოაწერ ჯერ შენს მშობლებს მოვკლავ და მერე შენო. - ვაიმე... შეიგნე, რომ ეგეთი კაცი ვერავის ვერ მოკლავს! დიდი ხანია საბუთები სახლში გაქვს და ასე შორიდან უყურებ? - არა, ავარიის დღეს მომიტანეს სახლში. - შენი ერთი მისვლა პოლიციაში და ვეღარავინ შეგეხება ვერც შენ და ვერც შენს მშობლებს, თუ ასე დარდობ იმ ხალხზე, ვინც ბავშვობა წაგართვა და გაგყიდა. მაგრამ მე შენს ადგილას მათზე საერთოდ არ ვიდარდებდი. - მე ვდარდობ... თორემ ჩემი თავი სულ არ მაინტერესებს, ისედაც დიდი ხანია სიკვდილს ვნატრობ... ნოემ კიდევ უფრო მაღლა აზიდა წარბები, შემდეგ კი განრისხებისგან კოპები შეკრა. - საერთოდ ხვდები რას ბოდავ? შენ თვითონ ჩაიგდე თავი ეგეთ დღეში და ცხოვრებას აბრლებ რამეს? ღმერთმა ხელები, ფეხები და ტვინი რისთვის მოგცა? ვიღაც მოძალადეს მიეცი ნება, რომ ბრაზი შენზე ანთხიოსო? თავის დროზე რომ პოლიციაში მისულიყავი, ხელი გაგენძრია და შენი თავისთვის გებრძოლა, ცხოვრებას ნამდვილად არ დაადანაშაულებდი შენი უბედურებისთვის. ლეშკაშელის ეს სიტყვები ლახვარივით დაესო გოგონას გულს. გულის სიღრმეში ხომ ისედაც იცოდა, რომ ბიჭი სიმართლეს ამბობდა. - სიკვდილის ნატვრა უფრო მარტივი და რეალური იყო ჩემთვის. - სულელი პესიმისტკა ხარ, მეტი არაფერი! გაბრაზებისგან ფეხზე წამოიჭრა. აქეთ-იქეთ სიარულს მოჰყვა. მოულოდნელად შედგა, შეშინებული თვალებით გამოხედა გოგონას და თითქოს მის გონებაში რაღაცას ფარდა აეხადა. - მე შენთვის შემთხვევით არ დამირტყამს! ხო... ასე იყო! დაღლილი ვიყავი, მაგრამ გზას მშვენივრად ვხედავდი! დარიას შიშისგან თვალები გაუფართოვდა. - ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ! აქამდე როგორ ვერ მივხვდი! ძალით შემომიხტი ხო?! აღიარე!!! გინდოდა! აღიარე!!! აზრი არ აქვს!!! - ხო მინდოდა! - ყვირილითვე უპასუხა მარტინენკომ. - სულელო! სულელო გოგო! ხვდები მაინც რა გააკეთე?! მე რომ არ გამეჩერებინა, შეიძლებოდა მომეკალი! გინდოდა მკვლელად გექციე მხოლოდ იმიტომ, რომ სუსტი ხარ და ვითომ ცხოვრებამ დაგჩაგრა?! ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?! გააფთრებული ნოე გიჟს ჰგავდა, პირიდან ცეცხლს აფრქვევდა, იფიქრებდი, ცოტაც და აფეთქდებაო. - ნუ მიყვირი! ნუ მიყვირი! - ფეხზე წამოიჭრა დარიაც და ხელები ყურებზე აიფარა. - ვიცი რაც გავაკეთე და საჭირო არ არის ამის გამეორება! და მიუხედავად ამისა იცი რას ვნატრობ? ნეტავ ვერ დაგენახე! ნეტავ არ გაგეჩერებინა! ნეტავ მოვმკვდარიყავი! - ხო არა? - ღრიალს უმატა ბიჭმა. - მაშინ მიბრძანდი! - ხელით კარისკენ ანიშნა. - მიბრძანდი და სხვას შეუხტი ბორბლებში! მიდი, სხვა გააუბედურე! სხვას დაუნგრიე ცხოვრება! სხვა აქციე მკვლელად! მიდი! რას უცდი?! - წავალ! არ ინერვიულო! ისედაც ვაპირებდი წასვლას! დარია კიბეზე ავიდა, ოთახში შევიდა და თავისი ნივთების მოხიკვა დაიწყო. - მეც არ გამიკვირდა, რატომ არ მიჩივლა მეთქი?! - აგრძელებდა ნოე. - ნებისმიერი სხვა იმდენ ფულს მომთხოვდა ამისთვის, რომ სახლსაც კი მაყიდინებდა, ალბათ. - მე ისედაც არ გიჩივლებდი, თუ ამის მოსმენა გინდა! - გამოვიდა ოთახიდან და კიბეზე დაეშვა. - ოჰო... ხმაც გქონია, თურმე! შენს ქმართან ვერ აიმაღლე ასე? დარია კარს მიუახლოვდა, წამით შედგა. - მადლობა ყველაფრისთვის. - თქვა შედარებით მშვიდი ხმით. - არავის სჭირდება შენი მადლობა! - დარიას ამ სიტყვებმა საერთოდ გადარია. -სულელი გოგო! გოგონას აღარაფერი უთქვამს, კარი გააღო და გაუჩინარდა. ნოე ერთ ხანს იდგა ასე გახევებული, ქშინავდა. მერე მობრუნდა და მაგიდაზე მდგარი ვაზა კედელს მიაფშვნიტა. ხელი გაეჭრა, სისხლი თქრიალით წამოუვიდა. - დედას შევე*ი! - შეიკურთხა და აბაზანაში შევიდა. რამდენიმე წუთიანი ჯახირის შემდეგ ხელი შეიხვია. ძალაგამოცლილი მიესვენა დივანს და თავი ხელებში ჩარგო. არ ელოდა, რომ დარია წავიდოდა. უცნობი უკრაინელი ლამაზმანი წავიდა და გაიყოლა ის სიმშვიდე, რომელიც ნოეს აფორიაქებულ და აბურდულ ცხოვრებაში შემოიტანა. წავიდა და დააბრუნა ის ჩვეული სიცარიელის და მარტოსულობის შეგრძნება ლეშკაშელის უაზრო ცხოვრებაში. 4. დარიას წასვლის შემდეგ თითქმის ერთი თვე გავიდა, შემოდგომაც მიილია და როგორც ნოემბრის ბოლოს სჩვევია ხოლმე, ისე აცივდა. ნოეს არ უყვარდა სიცივე. ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს, როცა ტანსაცმელში შეფუთნულს მაინც სციოდა. სოლოლაკში კი ცხოვრობდა, მაგრამ მთაწმინდისკენ უფრო ახლოს იყო, შესაბამისაც თოვლიან მთებსაც გასცქეროდა ხოლმე, თუმცა არანაირ სიამოვნებას არ განიცდიდა. არ აღიარებდა, მაგრამ დარიას წასვლამ კიდევ უფრო უხასიათოდ აქცია. ყველაფრის ხალისი დაეკარგა, მოჟამული და სევდიანი ამინდებიც ხელს უწყობდნენ მის ამ მდგომარეობას. მარტინენკოს წასვლის შემდეგ ოთახში აღარ ასულა, დივანზე ეძინა. მხოლოდ დილით ავიდა შხაპის მისაღებად და იგრძნო დარიას სურნელი, რომელიც მთელ ოთახში გამჯდარიყო. რაღაც ყვავილების სუნი ჰქონდა, ალბათ იასამნების და პიონების, მაგრამ იყო კიდევ რაღაც ეგზოტიკური. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები სძულდა, გულის სიღრმეში ამ სურნელზე გიჟდებოდა. დამათრობელად მოქმედებდა მასზე დარიას სუნი, ამიტომ ოთახში დიდხანს აღარ გაჩერებულა. წასვლამდე დამლაგებელს დაურეკა და მთელი სახლის კაპიტალურად დალაგება უბრძანა, თავისი ჩვეული მბრძანებლური კილოთი. როცა იქიდან დაბრუნდა, ეგონა მეშველაო, სახლში ათასი ქიმიური საშუალების სუნი ირეოდა, მაგრამ ოთახში ისევ დახვდა დარიას სურნელი. დარია ყველგან იყო, ყველა კუთხეში, ყველა წერტილში. მეორე დღეს თავისი ჩვეული საქმიანობისთვის დაბრუნება სცადა. სამსახურის შემდეგ ბარში წავიდა დასალევად, თან კოტეს უნდა შეხვედროდა. დარიაზე ბევრი არაფერი უთქვამს, უბრალოდ წავიდაო და ძმაკაცს ანიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურდა. კოტეს მალევე დაურეკა ცოლმა, შესაბამისად, ნოეც მარტო დარჩა. კიდევ რამდენიმე ჭიქა ვისკის გადაკვრის შემდეგ, ნადავლიც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ნოესნაირი გარეგნობის ადამიანს ყურადღების მიქცევის გარეშე ვერ ჩაუვლიდი, თეთრ მაისურზე პიჯაკი ჰქონდა მოცმული, მუქი ჯინსი და თეთრი ფეხსაცმელი ამშვენებდა, გრძელი თმა გაეშალა და მხოლოდ ნაწილი ჰქონდა გადაწეული უკან, თავისი ჩვეული კუშტი გამოხედვით და შეკრული კოპებით მისჩერებოდა ხან თავის სასმელს, ხან კი გარშემომყოფებს. არ ერიდებოდა გამომწვევად ჩაცმული გოგონებისთვის ურცხვი მზერის გასწორებას, ისე უყურებდა, თითქოს თვალებით აშიშვლებდა ყველას, ყურადღებას მიჩვეული და განებივრებული ქალებიც კი ვერ უძლებდნენ მის ასეთ გამოხედვას. ათვალიერებდა გარშემომყოფებს, მაგრამ გონებით მაინც სხვაგან იყო, უყურებდა მათ თვალებს და მაინც წყლისფერ თვალებს ეძებდა. მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ წყლისფერი თვალები მორიგმა ყავისფერმა თვალებმა ჩაანაცვლა. - ვინმეს ელოდები თუ შემიძლია შემოგიერთდე? - მის მაგიდას მოუახლოვდა ერთი ჩვეულებრივი, კარგად მოკაზმული გოგონა. - რამდენი საათია მაკვირდები, მგონი უნდა მიმხვდარიყავი, რომ არავის ველოდები. - არც კი შეუხედვს გოგონასთვის ისე უპასუხა და თან მწელი სასმელი კუჭში გადაუშვა. გოგონას თითქოს ეწყინა ასეთი პასუხი, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. - მე კატო მქვია. შენ? - რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია? პირდაპირ გეტყვი, სერიოზულ ურთიერთობებს არ ვეძებ, ერთი ღამის ურთიერთობაზე თუ თანახმა ხარ, ახლავე გავიდეთ აქედან. კატომ თავიდან ვითომ გაოცებისგან აზიდა წარბები, მაგრამ რამდენიმე წამში თავი დაუქნია. ნოემ გოგონას წელზე ხელი შემოჰხვია და ბარიდან გაიყვანა. მანქანასთან მისულს, კარზე ააკრა, ჩამოყრილი მოკლე თმა ყურს უკან გადაუწია, ორი თითით სახეზე მოეფერა და თან დააკვირდა. - ლამაზი ხარ... უთხრა თავისი ბოხი ხმით, თავი ახლოს მიუტანა და კატოს ტუჩებს თავისი ტუჩებით შეეხო. ჯერ ძალიან ნაზად აკოცა, გოგონამ სიამოვნებისგან თვალებიც კი დახუჭა, ერთი ხელით თავისკენ უფრო ახლოს მოიზიდა, მეორეთი კაბის ქვეშ შეუძვრა და საჯდომზე წაეტანა. ნელ-ნელა უფრო გაშმაგებით დაუწყო კოცნა, გოგონაც აჰყვა. რამდენჯერმე ენაც ჩაუყო პირში, რითაც კატო კიდევ უფრო მეტად აღაგზნო. - ჩაჯექი... - მოულოდნელად მოსწყდა მის ტუჩებს. გოგონა ბრძანებას დაემორჩილა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც ერთს, მხოლოდ მათი გახშირებული სუნთქვა ისმოდა. გოგონა ხელი კაბისკენ წაიღო. - აპ, აპ, აპ! შენს თავს ხელი არ ახლო! - უბრძანა ლეშკაშელმა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ნოეს კორპუსის ლიფტში იყვნენ. ბიჭი ზურგიდან უკვროდა თავის ნანადირევს და ამჯერად კისერში კოცნიდა, მეორე ხელი კი საცვალში ჩაუცურა. - მიყვარს ასე რომ სველდებიან ხოლმე... გოგონას გაეღიმა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნოეს საძინებელში იყვნენ. ბიჭმა კაბა გადააძრო თავის ნადავლს, საცვლის ამარა დატოვა. კოცნით ჩაუყვა კისერს, მხრებს, ლავიწებს და მკერდს მიუახლოვდა. გოგონას სიამოვნებისგან ღმუილი აღმოხდა. თან კოცნიდა, თან კბენდა თან თავებს უსრესდა. მოსწონდა, რომ გოგონას დაუცველობას გრძნობდა, მოსწონდა, რომ მას იმორჩილებდა, მოსწონდა, რომ მას სიამოვნებას ანიჭებდა. არც კატო იყო გამოუცდელი, ნოეს მაისური გადააძრო და თვითონაც კოცნებით დაუყვა მის დაკუნთულ სხეულს. ჩაიმუხლა, შარვალი შეუხსნა და მის ერეგირებულ ასოს შეეხო. ნოეს სისხლმა ტვინში აასხა, როცა თავისი ასო გოგონას პირში აღმოჩნდა. - ვააუ... კატო... - არ ელოდა ასეთ რამეს. რამდენიმე წუთში სრულიად შიშვლები ნოეს საწოლზე იწვნენ, ბიჭი ზემოდან მოჰქცეოდა და ისევ კისერში კოცნიდა, თან ხელებით მის ვაგინას ეთამაშებოდა. ფეხები გადააშლევინა და ათრთოლებულ გოგონას შეერწყა. კატოს კივილმა მთელი ოთახი მოიცვა. უყურებდა გოგონას, რომელიც სიამოვნებისგან იკლაკნებოდა, მაგრამ მაინც დარიას სახე ედგა თვალწინ. თავის საწოლს მაინც დარიას სურნელი ასდიოდა, მიუხედავად კატოს ტკბილი სუნამოს სუნისა, მაინც დარიას იასამნის, პიონების და კიდევ რაღაც ეგზოტიკურის ნაზავის სურნელი სწვავდა ცხვირს. ყველგან დარიას გაცრეცილ სახეს, პატარა ცხვირს და წყლისფერ თვალებს ხედავდა. რამდენიმე წუთში აქოშინებული გოგონას გვერდით მიესვენა. როცა ძალები აღიდგინა, მაშინვე წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. - სადმე მიდიხარ? - ჰკითხა გაკვირვებულმა კატომ დაღილილი ხმით. - არა, ცოტა ხნით აივანზე გავალ, შენ დაიძინე... რომც არ ეთქვა, კატოს თვალები ისედაც ეხუჭებოდა. გარეთ გავიდა, სუსხმა მაშინვე ძვალ-რბილში შეატანა და ააკანკალა. მოაჯირს დაეყრდნო და ქალაქს გადახედა. განათებულ ქუჩაზე ხალხი აქა-იქ მოძრაობდა. - რა მიქენი, დარია, ჰა? - ამოიჩურჩულა თავისთვის. - რატომ ამირიე ტვინი? რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში შებრუნდა, თავის საყვარელ დივანს მიაშურა და თავისდა გასაკვირად ძილს მიეცა. კატოს შემდეგ კიდევ ერთ გოგონასთან სცადა მსგავსი ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ სურვილიც კი გაუქრა და მისი გონება მთლიანად უკრაინელმა დარიამ მოიცვა. რუტინას დაემსგავსა მისი ცხოვრება, დილით სამსახურში მიდიოდა, საღამოს კი სპორტ დარბაზში. ამდენი ხნის შემდეგ გადაწყვიტა ვარჯიშს ისევ დაბრუნებოდა, რამდენიმე საათი ვარჯიშობდა და ცდილობდა ისე დაეტვირთა თავი, რომ სახლში მოსულს მხოლოდ დაეძინა და არაფერზე ეფიქრა. მაგრამ დარია მაინც ყველგან იყო... მუდამ მის გონებაში ტრიალებდა. იასამნის, პიონების და კიდევ რაღაც ეგზოტიკური ყვავილის სურნელი ერთი თვის შემდეგაც ტრიალებდა მის ოთახში, თითქოს დარია ისევ იქ იყო და ნოეს დაბრუნებას ელოდა 5. როგორც ყოველთვის, ახლაც დარბაზში ატარებდა საღამოს ნოე ლეშკაშელი. თავის „ეარპოდებში“ მუსიკისთვის ბოლომდე აეწია და ბოლომდე მისცემოდა თავდავიწყებას. საღამოს 11 საათი იქნებოდა, როცა დაღლილი სახლში მიესვენა. როგორც ჩანს ზედმეტად ბევრი ვარჯიში მოუწია, რადგან კუნთები განსაკუთრებით სტკიოდა. თითქმის თვე სრულდებოდა, რაც ქალისკენ აღარც კი გაუხედავს. თითქოს რაღაც გარდატეხა მოხდა მის პიროვნებაში, რაღაც შეიცვალა. დარიაზე ფიქრებს შეეჩვია. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, აღარ ცდილობდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ან თავის იძულებას, რომ სხვა რამეზე ეფიქრა. დარია მისი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. სადაც არ უნდა წასულიყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ხედავდა ქერა თმას, გაცრეცილ კანს და წყლისფერ თვალებს. შხაპის მისაღებად შევიდა. ესიამოვნა ცხელი წყლის ჭავლი. თეთრი პირსახოცი შემოიხვია და თავის კარადას მიადგა. თმას არასდროს იშრობდა, მოსწონდა თავისი გრძელი თმა ბუნებრივ ტალღებს რომ იკეთებდა. ის იყო ლეპტოპი უნდა გაეშალა, როცა ტელეფონმა დარეკა. უცხო ნომერი იყო. გადაწყვიტა არ ეპასუხა, მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა. - ვინ მირეკავს ასეთ დროს? - შეიცხადა გაბრაზებულმა. - გისმენთ... ტელეფონიდან ტირილნარევი კივილის ხმა გაისმა, ეს დარია იყო... დარიას ხმა... ნოე ფეხზე წამოიჭრა. „ნოე... მიშველე, ნოე... აქ არის...“ - იხვეწებოდა ხმა ტელეფონიდან. „ტელეფონი დადე, შენი დედა მოვტ*ან! დადე მეთქი!“ - გაისმა კაცის ღრიალი, რაღაცის დავარდნის ხმა და ისევ დარიას კივილი, რასაც კავშირის გაწყვეტა მოჰყვა. - შენი დედაც მოვტ*ან! ნაბიჭ*არო! - ნოე უკვე დაბლა სართულზე იყო და ცალ ფეხსაცმელს იცმევდა. - ახვარო! ნაბოზ*რო! შენ თუ არ მიგაკლა, მე ვიყო არაკაცი! ისე გავარდა, სახლის კარიც არ დაუკეტავს. მანქანა გიჟივით დაქოქა და ისე გააქროლა, კინაღამ ავტოფარეხის კარი გაიტანა. გინება არ შეუწყვეტავს, სიგნალებით აიკლო ყველა, ვინც კი წინ გადაეღობა. დარიას მისამართი კოტესგან იცოდა, ამიტომ სანზონის გზას დაადგა. ყველა წითელზე გაიარა, იმდენი საავარიო სიტუაცია შექმნა, ვინმე რომ არ შეიწირა გასაკვირიც კი იყო. მანქანა გააჩერა და გიჟივით ავარდა ერთ-ერთი ძველი კორპუსის კიბეზე. არ იცოდა რომელ სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ ყვირილის ხმამ გააჩერა. კარი ღია დახვდა. - ხელი გაუშვი, შე ნაბოზ*არო! მხრებში სწვდა თავისზე დაბალ, გამხდარ და გალეულ კაცს, რომელიც დარის თმებში ჩაფრენოდა. კაცი გაოცებისგან შემობრუნდა, მაგრამ წამებში იატაკზე აღმოჩნდა გაშხლართული. ნოეს ძლიერი მუშტი პირდაპირ ცხვირში მოხვდა, სისხლი თქრიალით წამოუვიდა. დარია კუთხეში ძირს ეგდო. კაცმა ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ გაუჭირდა. - ვინ ჩემი *ლე ხარ! - დაუღრიალა ბოლოს ნოეს. ნოეს წინ ჩვეულებრივი ნარკომანი იდგა, ნახევრად შემელოტებული, გამხდარი და აწურული, საშინელი შესახედაობის, მაგრამ სწორედ ისეთი კაცი, როგორზეც ნოე ეჭვობდა - ძლიერი მხოლოდ ცოლის ჩაგვრაში. ლეშკაშელს ჩაეღიმა, კიდევ ერთი მოქნევით ამჯერად კედელს მიანარცხა და ყბა მოამტვრია. კაცმა თავის დაცვა სცადა, ნოესკენ გამოექანა და დარტყმა სცადა, მაგრამ ლეშკაშელმა მოქნეული მუშტი ჰაერში გაუჩერა და ხელი გადაუტრიალა. - ახლა აქედან გააჯ*ავ, თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე, თუ არა და შენგან განსხვავებით მე ამის გამკეთებელი ნამდვილად ვარ! - კბილებში გამოსცრა კაცის ყურთან. დაემორჩილა, კოჭლობით წავიდა კარისკენ. - როგორც ჩანს, ჩემს აქ არ ყოფნაში საყვარელი გიშოვია... ნაბოზ*არო რუსის კახპავ! - მოაძახა თავის ცოლს. ამაზე კი ნოეს გადაეკეტა. კაცს მივარდა, კისერში ხელი წაუჭირა და კედელზე ააკრა. ხელებში მოქცეული თავი გაწითლდა, თვალები გადმოკარკლა. - ნოე... არ მოკლა! - დაიწივლა დარიამ. - ხომ გითხარი... წადი მეთქი... გინდა მართლა მოგკლა? - თავი შუბლთან ახლოს მიუტანა, ცოტაც და დარიას ქმარს სიცოცხლეს გამოასალმებდა. ბოლო წამს გაუშვა ხელი. კაცი ძირს დავარდა და საშინელი ხველა აუტყდა. - გი...ჩი...ვლებ... - ამოიხნავლა. - სად მიჩივლებ? - გაისმა ჩვეული ცინიკური ხმა. - აქედან დაიკარგე მეთქი, თორემ ვერ გადამირჩები. შენნაირ არაკაცს თუ მოვაშორებ სამყაროს, დამიჯერე ღირს ამისთვის ციხეში ჩაჯდომა. კაცი ფორთხვით წამოდგა და გაუჩინარდა. - ამ ნაბიჭ*ართან 6 წელი იყავი?! - დაიღრიალა და კარი მიაჯახუნა. დარია ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ თავს ძლივს იკავებდა, თმები აბურდვოდა, თვალი ჩალურჯებული ჰქონდა, ხელებზეც ცემის კვალი ეტყობოდა. უყურებდა ნოე და თვალებს არ უჯერებდა. მისი დარია, ხო, ზუსტადაც, მისი დარია ასეთ დღეში იყო. წამიერად იფიქრა, ახლა იმას გავეკიდები და მართლა მოვკლავ, მერე ციხეში ჩავჯდები, ჯანდაბას ჩემი თავიო, მაგრამ დარია შეეცოდა, შეეცოდა მარტოობისთვის, სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვისთვის და უბედურებისთვის. ნელი სვლით წავიდა გოგონასკენ, მის წყლისფერ თვალებს მზერას არ აშორებდა. მოულოდნელად დარია ბიჭისკენ გადმოიხარა და ხელები შემოჰხვია. ბიჭი წამიერად გაშეშდა, შემდეგ კი თავისი ძლიერი მკლავები საოცარი სინაზით შემოაჭდო. გოგონამ თავი მკერდზე მიადო, ლეშკაშელმა კი ხელი თმებში შეუცურა, საოცარი სინაზით, თითების წრიული მოძრაობით ეფერებოდა თავზე, სადაც წუთების წინ ის არაკაცი თავისი ბინძური თითებით ჩაფრენოდა. ნიკაპი თავზე დაადო და კიდევ უფრო ახლოს მიიხუტა. ასე იყვნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ დარია არ ასლუკუნდა. - კაი რა... - ნოეს სიცივე და მბრძანებლური ტონი სადღაც გამქრალიყო, თითქოს პატარა სანის ელაპარაკებოდა. - გთხოვ... არ იტირო... და გპირდები... არასდროს არავინ აღარ შეგეხება... გოგონას თავი ხელებში მოიქცია და ცერა თითებით ლოყებზე მიეფერა. დარიამაც ამოხედა თავისზე ორი თავით მაღალ, უზარმაზარ არსებას, რომლის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულ ადამიანად გრძნობდა. - შენ მე გადამარჩინე... - ისევ სლუკუნებდა. - რომ არ მოსულიყავი, მართლა მომკლავდა... - ჩშ... ჩშ... - ტუჩებზე ხელი მიადო. - დაიმახსოვრე, ასეთი არაკაცები ამდენს ვერ გაბედავენ... - შენ ლევანს არ იცნობ... - არ ნებდებოდა დარია. - კაი, კაი... ვსო... - კიდევ ერთხელ ჩაიხუტა, რაღაცნაირი მუხტი მოდიოდა დარიას სხეულიდან, ისეთი მუხტი, აქამდე ბიჭს არასდროს რომ არ ეგრძნო და თითქოს აცოცხლებდა. - დამშვიდდი... - ნოე... მადლობა... - ახლა აირჩიე, ისევ ზურგზე მოგიკიდო და ჩემთან წაგიყვანო თუ აქ დავრჩე? ეს ბოლო მხოლოდ იმიტომ, რომ შენმა ცრემლებმა იმოქმედა ჩემზე და ამჯერად არჩევანის საშუალებას გაძლევ... დარიას ოდნავ გაეღიმა. ნოეს ესიამოვნა. - აქ დარჩი... - უთხრა მშვიდი ხმით. - დივანი გაქვს? - დიდი საწოლი მაქვს... დაეტევი... ნოემ წარბი აზიდა. პირველად ეპატიჟებოდა გოგონა საწოლში, რომელიც სულაც არ აპირებდა მასთან სექსს. ნოეს ძლიერ და უზარმაზარ მკლავებში თითქმის აღარ ჩანდა გამხდარი და გალეული უკრაინელი გოგონა. ორივე მშვიდად სუნთქავდა. ნოემ ისევ ისე მძაფრად იგრძნო დარიას იასამნის, პიონების და სხვა ეგზოტიკური ყვავილების სურნელი, რომელიც უკვე ყველა სურნელს ერჩივნა ამ ქვეყანაზე. დარია კი ცხოვრებაში პირველად გრძნობდა თავს ასე დაცულად, ისიც არანაკლებ გიჟდებოდა ლეშკაშელის სურნელზე, ჰაეროვანი სუნამოს სურნელი სასიამოვნოდ ირეოდა რაღაც სხვა, მხოლოდ ნოეს სურნელში, რომელიც თავბრუს ახვევდა მარტინენკოს. და თითქოს წამი გაჩერდა... ასე მშვიდად, ალბათ, მუცლად ყოფნის შემდეგ აღარ სძინებიათ. გაქრნენ ნოეს თანამდევი მარტოსულობის და სიცარიელის აჩრდილები, ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო ის სიმშვიდე, ასობით ქალის მკლავებში რომ ეძებდა და ვერაფრით მიაკვლია. გაქრა დარიას დაძაბულობაც, მისი მუდამ თანამდევი შიშიც და ჰპოვა სიმშვიდე სრულიად უცხო კაცის მკლავებში, სადაც პირველად შეძლო უშფოთველად დაძინება. 6. დილით ისევ ნოეს მკლავებში გაეღვიძა. წამიერად მოეჩვენა, რომ ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა მხოლოდ სიზმარი იყო, მაგრამ როცა მთელი სხეულის ტკივილი იგრძნო, როცა ჩალურჯებულმა თვალმა უცნაურად დაუწყო ფეთქვა, მაშინ მიხვდა, რომ რეალობაში გაიღვიძა. ბიჭისკენ შემოტრიალდა, მის მშვიდ და მძინარე სახეს დააკვირდა. პირველად შეამჩნია, როგორი სიმპატიური იყო ნოე, როგორი ლამაზი ცხვირი, ტუჩები და თვალის ფორმა ჰქონდა. - რატომ... ფართხალებ... და... მაღვიძებ... - დაიდუდღუნა ძილისგან დაბოხებული ხმით, თვალები არც გაუხელია. - არ გაღვიძებ... - თავი გაიმართლა დასჯილი ბავშვივით. - როგორ არა... თან მიყურებ და ვგრძნობ... - თვალები გაახილა და სახეზე ბოროტი ღიმილი აუთამაშდა. დარიას შერცხვა, შემობრუნდა და თავი დაიძვრინა ბიჭის მკლავებისგან. ნოეს ჩაეღიმა. - ახლოს თუ არ იქნები, ვეღარ დავიძინებ... - ხოდა გაიღვიძე. - არც შეუხედავს, წამოდგა და აბაზანისკენ წაბარბაცდა. როცა გამოვიდა, ნოე უკვე მისაღებში დახვდა. დარია ძველ სახლში ცხოვრობდა, გახუნებული შპალერით, ალაგ-ალაგ ამოცვენილი, ფერდაკარგული იატაკით. კედელთან ძველი „სტენკა“ იდგა, რამდენიმე ჭიქით და თეფშით. მის გვერდზე პიანინო. კედელზე ძველებურ ჩარჩოში ჩასმული სარკე ეკიდა, რამდენიმე ნახატსაც წააწყდებოდით, ძირითადად პეიზაჟებით ან საქანელაზე ჩამომსხდარი წყვილებით. შუაში მრგვალი მაგიდა იდგა, გარშემო რამდენიმე სკამით, თუმცა გუშინდელი ამბის მერე სკამები ძირს ეყარა და მაგიდის გადასაფარებელიც საცოდავად ჩამოკიდულიყო. მეორე კედელთან დივანი იყო მიდგმული, მასაც სიძველის ფერი ჰქონდა, გახუნებული და გაცრეცილი იყო, არც კომფორტულად დასაჯდომი ჩანდა. - შენს სასახლეს არ ჰგავს... - დარიას ხმამ გამოაფხიზლა ბიჭი, რომელიც ოთახის შუაგულში იდგა და მისაღებს აკვირდებოდა. - ძალიან მომწონს ვინტაჟური სტილი... - თავი გაიმართლა ბიჭმა. დარიას გაეცინა. საოცრად უხდებოდა ღიმილი. - ყავა გინდა? - შესთავაზა. - მინდა... გოგონა მისაღებიდან გავიდა და გვერდით ოთახში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში ორი დიდი ფინჯნით ხელში დაბრუნდა. - ვიცი, რომ დილით არ საუზმობ, მაგრამ მაინც შემოგთავაზებდი რაიმეს. - არა, ყავაც საკმარისია. ნოემ რამდენიმე ყლუპი მოსვა, თან დარიასთვის თვალი არ მოუშორებია. ნერვები ეშლებოდა გოგონას ჩალურჯებული თვალის დანახვაზე, ისევ ლევანის მოკვლის სურვილი იპყრობდა. - უბრალოდ არ მესმის... ქალზე ხელი როგორ უნდა აღმართო? დარიას სიმწრისგან ჩაეღიმა. - რა გაცინებს, გოგო! სწორი საქციელია? შენ გგონია ამ ამბავში ნაკლებად დამნაშავე ხარ? თავის დროზე ხმა რომ ამოგეღო, ამდენის მოთმენა აღარ მოგიწევდა! - ჩემთვის არავის უსწავლებია თავის დაცვა, ნოე... მე ყოველთვის ასე ვიყავი, სამი წლისაც და ახლაც, როგორც ხედავ. - ასე რომ ამბობ, უარესად მეშლება ნერვები... თავის დაცვა უნდა ისწავლო, დარია! ეს აუცილებელია. ყოველთვის ვიღაც ხომ ვერ დაგიცავს? მაგრამ სანამ თავის დაცვას ისწავლი, მანამდე შენი თავი უნდა დააფასო და შეიყვარო... რატომ გგონია, რომ რაღაც ნივთი ხარ, რომელსაც როგორც უნდათ ისე მოექცევიან, რომელსაც არ გააჩნია თავისი გრძნობები? - რატომ არ გესმის... მე ყოველთვის ასე ვცხოვრობდი... - ხოდა დაივიწყე ეგ ძველი ცხოვრება! თუ ნებას მომცემ, დაგეხმარები... დარიას ხელი თავის ხელებში მოიქცია, რამდენიმე დალურჯება მის თეთრ კანზე კიდევ უფრო საზარლად ჩანდა. ნოემ ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. დარიამ თავი უხერხულად იგრძნო, ხელი გაითავისუფლა. - მინდა... ძალიან მინდა... მაგრამ შიშს ვერ ვიშორებ... მარტო ცხოვრებას არ ვარ მიჩვეული... არც ჩემი თავის რჩენა შემიძლია... შენ შეიძლება ხმამაღლა არ ამბობ, მაგრამ ამ წუთას ნამდვილი არარაობა ვარ... - დარია! - კარგი რა, არაფერი შემიძლია, უნივერსიტეტიც კი არ დამიმთავრებია. ქმარს, რომელიც 6 წლის განმავლობაში ყველანაირად ძალადობდა ჩემზე მხოლოდ გუშინ გავშორდი, მაგრამ ვერანაირ შვებას ვერ ვგრძნობ... პირიქით, ორმაგად უფრო მეშინია... მეშინია, რომ მარტო დავრჩები, რომ შიმშილით ამომხდება სული... რომ ვერაფერს შევძლებ... - დარია! - ჩემი თვითშეფასება განადგურებულია... არც არასდროს მქონია თვითშეფასება... გიკვირს რატომ არ მიყვარს ჩემი თავი? რატომ ვცადე ? ვერ ხედავ სად ვცხოვრობ და როგორ ვცხოვრობ? ვერ ნახე ვის მიმყიდა საკუთარმა მამამ და ვისთან ვცხოვრობდი 6 წელი? მე არაფერი შემიძლია, ნოე, მე უძლური ვარ... გესმის? დარია კანკალმა აიტანა, პანიკაში იყო. ნოემ მაჯაში ხელი ჩაავლო, კალთაში ჩაისვა და ორივე ხელი მოჰხვია. - კარგი... მორჩა... დამშვიდდი... დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება... და შენ ძლიერ გოგოდ იქცევი... გპირდები... რამდენიმე წუთის შემდეგ დარიამ კანკალი შეწყვიტა, ისევ ნოეს მკერდს მიესვენა, ისევ საოცარი სიმშვიდე იგრძნო. ესმოდა როგორ ძგერდა ნოეს გული და გრძნობდა თავისი პატარა გულიც, რომ ამოხტომას აპირებდა. - ვინ ხარ ნოე... - დაიწყო ძალიან ჩუმად. - რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში... - შენ ვინ ხარ, დარია... ან შენ რატომ გამოჩნდი? ასობით გოგოს დავუმახინჯე სიცოცხლე, გამოვიყენე და მერე მივაგდე... აი შენ კი... შენ სულ სხვა ხარ... შენი აზრით ჩემნაირი არაკაცი იმსახურებს დარიას? - ჩემი ყოფილი ქმრის ნახვის შემდეგ არაკაცს კიდევ შენს თავს უწოდებ? - ყველა სხვადასხვანაირად ავლენს თავის კაცობასაც და არაკაცობასაც... მაგათი გარჩევაც უნდა შეგეძლოს... ისევ ნოეს კალთაში იჯდა, ზურგით ბიჭს ეყრდნობოდა, თავი მის კისერში ჩაერგო, ნოეს კი ხელი შემოეხვია მისთვის და თითებით ნაზად ეფერებოდა მეორე ხელზე. - უი, მართლა, ეს სახლი შენია? - არა... უფრო სწორედ კი... ბებიაჩემის იყო, აი იმ უკრაინელი ბებიის... მერე მე დამიტოვა... - ლევანთან ერთად ცხოვრობდი აქ? - არა. ლევანთან ერთად მის მშობლებთან ვცხოვრობდი. - ანუ, ყველაფერთან ერთად დედამთილ-მამამთილთან ერთადაც გიწევდა ცხოვრება... და ეჭვი არ მეპარება, ისინიც ლევანისნაირები იყვნენ. - ლევანის დედა საშინელი ქალია... სახლში მოყვანის დღიდან მხოლოდ ჩემს გამწარებას ცდილობდა... ლევანთან სულ ჩხუბობდა და მერე მე მაბრალებდა, შენ მიმხედრებ შვილსო... ყველანაირ საქმეს მე მაკეთებინებდა, მეც ვემორჩილებოდი. პასუხად მაინც მლანძღავდა, მიყვიროდა, უმაქნისს და გამოუსადეგარს მეძახდა. - დარია! ასეთ რამეებს რომ მიყვები გული ბრაზით მევსება! მინდა, რომ ყველას სათითაოდ დავერიო, ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდო! დარიას ისევ ჩაეღიმა. წამოდგა და მოპირდაპირე სკამზე გადაჯდა. - დაკარგულ წლებს ვერ დაიბრუნებ, მაგრამ არც ახლა არის გვიან... შენ შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო, ახალი დარია შექმნა... - არ შემიძლია... - შეგიძლია! წამოდი ჩემთან! ჩემთან გადმოდი და მე დაგეხმარები ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონას შექმნაში. - ხვდები, რომ ისევ დამოკიდებულს მხდი? შენზე... მე რომ შენთან წამოვიდე, გგონია სხვა დარიად ვიქცევი? ნოე დადუმდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აკვირდებოდა გოგონას. - კარგი... როგორც გინდა... მაგრამ უნდა შემპირდე, რომ არ გამაგდებ შენი ცხოვრებიდან... მომცემ უფლებას, რომ დაგეხმარო... შენ მე გჭირდები, მაგრამ უფრო მეტად მე მჭირდები შენ... - მე? - გაიოცა მარტინენკომ. - შენ მე შემცვალე და ყოველ წამს მცვლი... ჩემში იმ ადამიანს აღვიძებ, რომელიც მეგონა საერთოდ გაქრა... დარიამ თავი დაუქნია, ნოეს გაეღიმა. შემდეგ წამოდგა და კარისკენ წავიდა. - ხვალ მოგაკითხავ და ერთად წავალთ აკადემიაში, სადაც განცხადებას დაწერ სწავლის გაგრძელების თაობაზე... - ხვაალ? - შეიცხადა გოგონამ. - არა... ხვალ... მე არ ვარ ჯერ მზად... - დარია... ხვალამდე... 2 საათისთვის მოვალ... თვალი ჩაუკრა და კარი გაიხურა. ვერ ხვდებოდა ნოე თუ რატომ იყო ბედნიერი. ვერ ხვდებოდა რატომ შეიპყრო ასე ამ გოგონამ. რატომ გაუჩნდა მისი დახმარების სურვილი. ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი იყო. 7. მეორე დილით ადრე გამოვიდა ნოე სახლიდან. რამდენიმე საათით ოფისში შევლა გადაწყვიტა. ღიღინ-ღიღინით რომ აუყვა კიბეს და ასევე ჩაიარა დერეფანი, ყველა თანამშრომელი გაოგნებული დატოვა. იყო დრო, როცა ნატრობნენ, რომ ნოე საერთოდ არ მისულიყო ოფისში, ერიდებოდნენ კაბინეტებიდან გამოსვლას, ყავის აპარატთან მისვლაც კი არ უნდოდათ, რადგან არ იცოდნენ რაზე გაბრაზდებოდა მათი უფროსი და ვინ იქცეოდა მის შემდეგ მსხვერპლად. ორი საათი ხდებოდა, როცა დარიას სახლთან გააჩერა მანქანა და იქაურობა სიგნალებით აიკლო. იმდენი ქნა, რომ გვერდზე კორპუსიდანაც კი იყურებოდა ხალხი. დარია სირბილით ჩამოვიდა, სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან რცხვენოდა, გამოაღო კარი და წამებში ჩაჯდა. ჩალურჯებები მაკიაჟით გაექრო, ალბათ, ამაშიც გაწაფული იყო. - სალამი... - გაუღიმა ნოემ. - ნოე... გაგიჟდი? მთელი სამეზობლო მე მიყურებს... - ხო და გიყურონ... შენზე კარგს ვის უყურებენ? - ნოე! არ მიყვარს ყურადღების მიქცევა... - მე შენნაირი მშიშარა და თავმდაბალი ხალხი არ მიყვარს! და შეეგუე, რომ დღეიდან სულ სხვანაირად წარიმართება შენი ცხოვრება. დარიას პასუხი აღარ გაუცია. ნოემაც პედალზე ფეხის მიჭერით მოწყვიტა მანქანა ადგილიდან. - სისწრაფის მეშინია! - თქვა რამდენიმე წუთში დარიამ, რომელიც ორივე ხელით მანქანის სავარძელს ჩაფრენოდა. - დარია! ამდენი მეშინია შეიძლება? მაინც დაემორჩილა გოგონას ნებას და სიჩქარეს ცოტათი უკლო. დარიასკენ გახედვას სიარულის დროსაც კი არ ერიდებოდა, შუქნიშანზე გაჩერების დროს ხომ საერთოდ... თვალებით ბურღავდა მარტინენკოს, მის ყოველ ნაწილს, ყოველ დეტალს აკვირდებოდა. დარია მზერას არიდებდა, აღარ იცოდა საით გაეხედა, ვერ ხვდებოდა, რატომ აკვირდებოდა ბიჭი ასე, ვერც ეწინააღმდეგებოდა. ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. - რატომ არ მიყურებ, დარია? - ეშმაკები დახტოდნენ ბიჭის თვალებში. დარიამ მხოლოდ რამდენიმე წამით შეხედა, მერე კი ისევ დაბლა დაიხედა. - ასე არ შეიძლება, დარია... ასეთი მორიდებულობა არ შეიძლება... მოულოდნელად ნოემ მანქანა გააჩერა. - შემომხედე! - უბრძანა თავისი ჩვეული კილოთი. დარია არ განძრეულა. - დარია, შემომხედე! გოგონა დაემორჩილა, თავისი წყლისფერი უძირო თვალები ბიჭს გაუსწორა. - აი ასე... ყოჩაღ... ახლა მიყურე! არ გაბედო გახედვა! მე მიყურე! მარტინენკოს რატომღაც უჭირდა ბიჭისთვის მზერის გასწორება. ორმაგად აბნევდა მისი საოცარი გარეგნობა, მისი უზადო სახის ნაკვთები. კიდევ უფრო აგიჟებდა ბიჭის მომთხოვნი მზერა, მბრძანებლური გამოხედვა და შეკრული კოპები. ვერ ხვდებოდა რას მოითხოვდა მისგან ნოე. რატომ აიძულებდა მისთვის მიუჩვეველი და არაკომფორტული რაღაცების გაკეთებას. მაგრამ მაინც ჩახედა თვალებში, ძალიან ლამაზ და მეტყველ თვალებში. ნოეს ნასიამოვნები ღიმილი გადაეფინა სახეზე. ძალიან დიდმა სურვილმა შეიპყრო ეს პატარა არსება ხელში აეტაცებინა და თავის კალთაში ჩაესვა, ორივე ხელით მაგრად მოეხვია და მისი სურნელი შეეგრძნო, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო. სვლა განაგრძო. - აკადემიაში დაქალები არ გყავდა? - რამდენიმესთან მეგობრობა ვცადე, მაგრამ როცა იგებნენ, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი, რატომღაც ყველა თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას, მერე ჩემზე ჭორაობდნენ და ასე... - ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ჩუმად თქვა. - და შენც, როგორც ყოველთვის, ხმას არ იღებდი და უსმენდი... - მბრძანებლურ ტონს სიბრაზეც დაერთო თან. დარიას პასუხი აღარ გაუცია. ნოემ მანქანა გააჩერა. მუქ კლასიკურ შარვალთან თეთრი პერანგი ეცვა, ღილები ოდნავ შეეხსნა და პიჯაკი მოეცვა. გრძელი თმები გაეშალა, მზის სათვალე ეკეთა და, როგორც ყოველთვის, კოპებშეკრული იყურებოდა. დარიაც გადმოვიდა მანქანიდან, მაგრამ აკადემიის შესასვლელის წინ გაქვავდა. შენობაზე მზერა მიეყინა. ნოემ ერთხანს უყურა, ბოლოს კი ამოიფრუტუნა. - კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? - ნოე... მე არ შემიძლია... შენ არ გესმის... აქაურობა ძალიან ცუდ მოგონებებთან ასოცირდება ჩემთვის... - დარია... რატომ არ გინდა იმის დაჯერება, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია?! რატომ არ ცდილობ თავი დააღწიო მაგ შენს დამპალ წარსულს? - ნოე... - სახე საწყლად მოეღრიცა. - აქედან ფეხს არ მოიცვლი, სანამ სტუდენტის სტატუსს არ დაიბრუნებ! ჩემი ხასიათი კი უნდა იცოდე! მე აქედან არსად წავალ და შედი ახლა, ნუ მალოდინებ. დარია მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. აკადემიის კარი შეაღო. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა დეკანატს. უნივერსიტეტში ასობით სტუდენტი ირეოდა, ხმაური იყო. მაგრამ გოგონების თვალთახედვას არ გამოჰპარვია ნოეს შემოსვლა. რამდენიმე გოგონამ მშიერი თვალით აათვალიერა, რამდენიმეს მტრული მზერაც მოხვდა დარიას. შეშინებული და დაბნეული მარტინენკო კიდევ უფრო აიბნა. ხმაურმა თავი აატკია. კართან კიდევ ერთხელ შედგა, ღრმად ჩაისუნთქა. მოულოდნელად ნოეს ხელი მის წელს შეეხო, თავი კი მის სახეს მოუახლოვდა. - ნუ გეშინია, დარია, მე აქ ვარ... - ჩასჩურჩულა ბიჭმა. თითქოს სწორედ ამის მოსმენა სჭირდებოდაო გოგონას, ამ შეხებამ, ამ სიტყვებმა ერთიანად აავსო თავდაჯერებულობით, რაღაც ამოუცნობი ძალით. კარზე დააკაკუნა და შევიდა, ნოე აღარ შეჰყოლია. იდგა ბიჭი გარეთ და აკვირდებოდა სხვებს. რამდენი გოგონა ტრიალებდა მის გარშემო, ზოგი ქერა, ზოგი შავგრემანი, წვრილი წელით, გრძელი ფეხებით, მაგრამ არა... დარიას მეტი მას აღარავინ აინტერესებდა, თითქოს ტვინმა ყველა სხვა ჩაკრა დახურა და გონება მთლიანად ერთმა სიფრიფანა, ქერა ლამაზმანმა მოიცვა. ძველი ნოე ახსენდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ მარისიას მიერ განადგურებული ნოე კიდევ ძალიან ბევრ გოგონას დაღუპავდა და ვინ იცის საბოლოოდ რა განაჩენს გამოუტანდა თავის თავს. გულს ურევდა ეს ნოე. ეზიზღებოდა თავისი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი. დარია კი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის ცხოვრებაში, ამოუცნობი არსება, რომელმაც ლეშკაშელის ცხოვრებას ხალისი დაუბრუნა, ფერები დაუბრუნა, აზრი და მიზანი დაუბრუნა. არა... არასდროს დათმობდა ამ გოგოს... არასდროს გაუშვებდა თავისი ცხოვრებიდან... მას დარია ისე ესაჭიროებოდა, როგორც თევზს წყალი, ადამიანს ჰაერი. დარია დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან, თვალები გაბრწყინებოდა. - აბა? - ეჭვის თვალით შეხედა ბიჭმა. - აღმადგინეს... - აღფრთოვანება და გაოცება ერთდროულად ჟღერდა გოგოს ხმაში. - ჩემი ჭკვიანი გოგო... მარტინენკოს ესიამოვნა ბიჭის კომპლიმენტი, განსაკუთრებით კი სიტყვა „ჩემი“, რომელიც ძალიან არარეალურად ჟღერდა მისთვის. - ნუთუ ეს დარია აბულაძეა? - გამყინავი და ავისმომასწავლებელი ქალის ხმა გაისმა. ნოე და დარია ერთდროულად შებრუნდნენ უკან. ვულგარულად ჩაცმული, მაღალი და საკმაოდ ლამაზი გოგონა ნოეს მისჩერებოდა და თვალებით სჭამდა. - არ თქვა სწავლას ვაგრძელებო... - დამამცირებელი მზერა გაუსწორა დარიას. - კი... - დაიჩურჩულა. - მერე შენი ქმარი? თუ უკვე ახალი იპოვე?! - ეშმაკური მზერით ისევ ნოეს გახედა. ბიჭს სიბრაზისგან კისერზე არტერია დაებერა. ხელი მომუშტა. ცოტაც და ამ გოგოს იქვე გააქრობდა. - ქმარს გავშორდი. - უთხრა აკანკალებული ხმით. - უი, არ გადამრიო?! და სწავლა მოგინდა? ისეთი ცინიკური იყო, ისეთი ქედმაღალი, ცოტაც და ნოე ალბათ უკადრებელს იკადრებდა. - აღმადგინეს... - და ეს ახალგაზრდა ვინ არის, არ გამაცნობ, დარია? - როგორ მეცოდები... - ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა ბიჭმა და უცხო გოგოს თვალებში ჩახედა. - შენნაირი უსუსურებით და უსიყვარულო ადამიანებითაა სავსე დედამიწა... მე უბრალოდ მეცოდები... გოგონა ამას არ ელოდა. თვალები გაუფართოვდა, სახე მოეღრიცა, სულ გადაწითლდა. ცოტაც და ალბათ ამოასხამდა. გააფთრებული შებრუნდა და ფეხსაცმლის კაკუნით გაეცალა მათ. დარიას ხმა არ ამოუღია, ისიც არანაკლებ გაოგნებული იყო მომხდარით. მანქანაში ისე ჩაჯდა, დუმილი არ დაურღვევია. ნოეს სიბრაზისგან აჩქარებული სუნთქვა კიდევ უფრო აშინებდა. მოულოდნელად ბიჭმა მთელი ძალით დაარტყა საჭეს ხელი. - რატომ?! რატომ აძლევ ამ ხალხს უფლებას, რომ ასე გადაგიარონ?! გამაგებინე, დარია! რატომ?! ენა რისთვის გაქვს, ეს დედამოტ*ნული, რისთვის?! ბიჭს მზერა გაუსწორა, დარიას თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა. ამის დანახვა და ნოეს დადუმება ერთი იყო. წამებში დაულაგდა სახე, წამებში გაიხსნა მისი კოპების კარიბჭე. გოგონას გაყინული, სათუთი ხელი ხელებში მოიქცია, ტუჩებისკენ წაიღო და ძალიან ნაზად აკოცა, თითქოს ეშინოდა, რამე არ დავუშავოო. - მაპატიე... - თქვა ხრინწიანი ხმით. - არ უნდა მეყვირა... დარიას სხეულში ბიჭის კოცნისგან გამოწვეულმა მუხტებმა დაუარა, მუხტმა მთელი სხეული მოიცვა და ბოლოს მუცელში გაჩერდა, რაღაცნაირი ყრუ ტკივილი იგრძნო, რომელსაც სასიამოვნო კანკალი სდევდა თან. ასეთი რაღაც არასდროს განეცადა. გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და ხელი გაითავისუფლა. მანქანაში ჩასხდომამდე ხმა არავის ამოუღია. დუმილი ისევ ნოემ გაარღვია. - ერთი კარგი კაფე ვიცი... ყავაზე დაგპატიჟებ... დარია ისევ დუმდა. ერთ-ერთი სასტუმროს ბოლო სართულზე ავიდნენ. კედლები მთლიანად შუშის იყო, საიდანაც ძველი თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა. - რამდენი ადგილია თბილისში, სადაც არასდროს ვყოფილვარ... - სევდიანი თვალებით გადახედა დედაქალაქს. ნოემ გოგონა კოჭებიდან თავამდე აათვალიერა. როგორი სიფრიფანა იყო, როგორი განსხვავებული. ფერადი, თავისუფალი ტანსაცმელი ეცვა, ძაფებისგან და მძივებისგან დაგრეხილი სამაჯურები და ყელსაბამები ეკეთა, ნოემ იფიქრა, ალბათ თვითონ გააკეთაო, მაგრამ მართლაც ულამაზესი იყო ყველაფერი, თითქოს დარია თავისნაირ სამკაულებს ქმნიდა, თავის პიროვნებას და ხასიათს ამ დაგრეხილ ძაფებში და ბისერებში აქსოვდა. არანაირი განსაკუთრებული და ფერადი მაკიაჟი არ აჩნდა მის სახეს, თვითონ მისი სახე იყო ნახატი, ყოველ შემთხვევაში, ნოე ასე აღიქვამდა მას. - ყველაფერს ნახავ... შენგან ისეთი ქალი დადგება, რომელსაც ვერავინ გადაეღობება წინ... დამიჯერე... - თვალი ჩაუკრა. დარიამ ღიმილი ვეღარ შეიკავა და თავისი ლამაზი თეთრი კბილებიც კი გამოაჩინა. - რა ვთქვი ახლა სასაცილო? - წარბები აზიდა ნოემ. - შენს თავდაჯერებულობაზე მეცინება... არც კი მიცნობ და ისეთ იმედებს ამყარებ ჩემზე... რა ვქნა... მეცინება... - მე ყველაფერს სრული სერიოზულობით ვამბობ... - კარგი, კარგი... მჯერა... რაღაც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო მარტინენკო. ნოემ მოკლედ შეუკვეთა ყველაფერი, არც კი უკითხავს დარიასთვის აზრი. - შვილი რატომ არ გყავს? - პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე ჰკითხა ბიჭმა. დარია მოულოდნელობისგან შეკრთა, თვალები გაუფართოვდა, წამიერად სიწითლემაც კი გადაჰკრა გოგონას გაცრეცილ სახეს. - რა იყო?! რა რეაქცია გაქვს?! - არ მყავს... - დაიჩურჩულა. - ეგ მეც ვიცი, დარია... - თვალები აატრიალა. - უბარლოდ 6 წლიანი ქორწინების განმავლობაში ცოლ-ქმართა უმრავლესობას 1 შვილი მაინც ჰყავთ. დარია ორჭოფობდა, არ იცოდა რა ეთქვა. მის სახეზე კი ყველანაირი ემოცია ამოიკითხებოდა, რაც ნოესთვის პირდაპირ გადაშლილი წიგნი იყო. - გელოდები, დარია... - მაინც თავისი ჩვეული მბრძანებლური კილო ჰქონდა, მაინც ისევ ისეთი მოურიდებელი და მომთხოვნი იყო, როგორც ყოველთვის. დარიამ ყავა მოსვა. - არ გავაჩინე... - აბორტი გაიკეთე? - ჰკითხა სრულიად უემოციოდ. - რას ამბობ?! - ისე შეიცხადა დარიამ, მიმტანმაც კი გამოიხედა. - მაგას როგორ ვიზამდი?! ნოეს მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა, არ ელოდა მარტინენკოსგან ასეთ რეაქციას. - რატომ, ვითომ? - არასდროს! ნოე მიხვდა, რომ გოგონასთავის მეტად სენსიტიურ თემას შეეხო. - აბა, რა მოხდა? - აბებს ვსვამდი... - რაღაცნაირი დარცხვენით ჩაილაპარაკა გოგონამ. - ოჰო... ჭკვიანურია... მთლად ისეთი მოუხერხებელი და შტერიც არ ყოფილხარ, როგორიც მეგონე... დარიამ თვალები დააწვრილა და მრისხანე მზერა ესროლა. როგორც ჩანს ბიჭმა დარიაში ის წლების მიძინებული არსება გააღვიძა, რომელსაც სიბრაზე ერქვა. გოგონას ასეთ რეაქციაზე ნოემაც ვერ შეიკავა სიცილი და გადაიხარხარა. ყოველ წამს ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებდა და უფრო მეტად შედიოდა აზარტში. თითქოს ეს პატარა უკრაინელი რაღაც ამოცანა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა ამოეხსნა. - კარგი, კარგი! - ხელები აწია დამნაშავესავით. - ბრჭყალების გამოჩენაც გცოდნია, ვაღიარებ... - და ტუჩები რაღაცნაირად დაბრიცა. - არ მინდოდა იმ კაცისგან შვილი... სასტიკად არ მინდოდა... - სწორია! - თავიდან აბების დალევა ექიმმა მირჩია. როცა დამნიშნეს... დედამთილმა გინეკოლოგთან წამიყვანა... ნოეს ყავა გადაცდა და ხველა აუტყდა. - რა ქნა?! - იმხელა ხმაზე დაიღრიალა, მთელმა კაფემ მათ მაგიდას გამოხედა. - რა ვთქვი გასაოცარი? - დაიბნა დარია. - დედამთილები ხომ ამოწმებენ ქალწულია თუ არა მათი სარძლო. ისე თქვა, თითქოს ერთ-ერთ დაუწერელ კანონს უხსნიდა. - რას ბოდავ, გოგო! რას ჰქვია ქალწულობაზე შეგამოწმა! სრულ ჭკუაზე ხარ? - რა გაღრიალებს, ნოე! ახლაღა მიხვდა ბიჭი, რომ უკვე ზედმეტი მოსდიოდა, ამიტომ დამშვიდება სცადა, ხელები მაგრად მომუშტა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს დამშვიდდა, მაგრამ განრისხების ალები ისევ კრთოდნენ მის მუქ თვალებში. - ასე არავინ აკეთებს, დარია... მხოლოდ ჩამორჩენილი პროვინციელი ხალხი... ეს ხომ შენი შეურაცხყოფა... ასეთი დამცირება როგორ აიტანე?! უბრალოდ ვერ ვიჯერებ... - შეურაცხყოფა? მე დედაჩემმაც ასე მასწავლა... - და ბებიაშენი? - ბებიაჩემმა არც იცოდა... - ნეტავ გეთქვა! დარია ისევ გაოგნებული იყურებოდა. - კარგი, მერე რა მოხდა... - ნოესაც ეტყობოდა, რომ კიდევ რომ ესაუბრა ამაზე, რაღაცას აუცილებლად დააზიანებდა. - ექიმმა უთხრა, ჯერ პატარაა, ძვლები არ აქვს კარგად ჩამოყალიბებული და მინიმუმ 2 წელი მისი დაფეხმძიმება არ შეიძლებაო... ნუ დედამთილს თავიდან არ მოეწონა, მაგრამ ექიმმა უთხრა 90%-ით მშობიარობას გადაჰყვება, ამიტომ თავი დაიცვანო... - და შენც დაიწყე აბების სმა... დარიამ თავი დაუქნია. - იმ 2 წელში საკმაოდ კარგად გავიცანი ჩემი ქმარი და მისი ოჯახი... მათთვის ნამდვილი არარაობა ვიყავი... რახან 2 წელი შვილის გაჩენა არ შემეძლო დედამთილი სულ გამოუსადეგარს მეძახდა... ნოეს სიბრაზისგან კისერზე არტერია დაებერა. - მაგრამ მაინც არ დაანებე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დალევას თავი.... - მეშინოდა... მეშინოდა, რომ ბავშვიც ჩემს ბედს გაიზიარებდა... რომ თუ მე ბავშვს იქ გავაჩენდი, ვეღარასდროს დავაღწევდი მათ თავს... - მოიცა... ანუ შენ მათგან წამოსვლის იმედი გქონდა... - სიხარულის ნაპერწკალი გაკრთა ბიჭის თვალებში. - არა... მე... მე... ს ვაპირებდი... ნოეს სახე წაეშალა. დამუნჯდა. - ბავშვი რომ გამეჩინა, მის დატოვებას იმ მონსტრების ხელში ვერ შევძლებდი... და შესაბამისად მეც და ბავშვიც ორივე დავიტანჯებოდით... მთელი ცხოვრება... - დარია... თუ ხვდები საერთოდ რას ამბობ... - ეჰ, ნოე... სათქმელად მარტივია... შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დღეები გამოვიარე მათ ოჯახში... ერთადერთ შვებად, სამწუხაროდ, მიმაჩნდა... - დარიას თვალები აემღვრა. ნოემ გოგონას ხელები თავის ხელებში მოიქცია და კიდევ ერთხელ ძალიან ნაზად აკოცა. ისევ იგივე მუხტებმა დაუარეს დარიას სხეულში, ისევ გაჩნდა ამოუცნობი მუცლის ტკივილი, ისევ გამოფხიზლდა გოგონა. - მაპატიე... მართალი ხარ... მერე რა მოხდა? - ამდენი წელი შვილი რომ არ გამიჩნდა დედამთილმა ისევ წამიყვანა გინეკოლოგთან... რამდენიმე თვის წინ... გინეკოლოგმა ყველა მხრივ ჯანმრთელია, თქვენი შვილი გადაამოწმეთო... მაგრამ ჩემი დედამთილი დაშვების დონეზეც კი არ განიხილავდა იმას, რომ საქმე მის შვილში შეიძლებოდა ყოფილიყო... - მიუხედავად იმისა, რომ ლოთი და ნარკომანი იყო... - დაასულა ნოემ სიმწრის ჩაღიმებით. დარიამ ისევ თავი დაუქნია. - ბაზარში გამგზავნა... ისეთი რაღაცები დამავალა, 3-4 საათი სახლში ვერ დავბრუნდებოდი და ჩემი ნივთები გადაჩხრიკა... - ნაბო*არი ქალი! - აბები იპოვა... ნუ მერე, ალბათ, ახნსა არ სჭირდება რა მოხდა სახლში... დედამთილმა თმებით მათრია... ხმაც კი არ ამომაღებინა... პოლის ჯოხი მირტყა... ერთი მაგდენი ქმარმაც დამიმატა, როცა ღამით დაბრუნდა... - დარია! ეს ყველაფერი პოლიციაში რომ მოყვე, იმ ქალს დღესვე დაიჭერენ... - და რაში მჭირდება ეს მე? - რას ჰქვია რაში! ადამიანზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ყველანაირად ძალადობდნენ! ასეთი ხალხი საშიშია საზოგადოებისთვის! არ მესმის, რატომ არ აღიქვამ ამას სერიოზულად! - არ მინდა, ნოე... ჯერ არ ვარ ამისთვის მზად... - მერე რა მოხდა? - სახლიდან გამომაგდეს... - ეს ნაცემი და დასისხლიანებული გოგო სახლიდან გამოგაგდეს? - ხო... და წავედი ბებიაჩემის სახლში... - იმედია აღარ დაბრუნებულხარ... - არა... არა... მეორე დღეს დედაჩემი მომადგა, ორი იმდენი მაგან დამიმატა... - მოიცა, დედაშენმა ისინი გაამართლა? დარიამ თავი დაუქნია. - ასე მგონია რაღაც ვენესუელურ ტელენოველას მიყვები, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ ესეთი ამბები რეალურად ხდება! დარია, რატომ მაგიჟებ! სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა ნოე, მუშტები ისე ჰქონდა შეკრული, ფრჩხილები კანში ერჭობოდა. ცოტაც და, ალბათ, მართლა ერთიანად ამოასხამდა ყველაფერს. რომ სცოდნოდა სად იყო ლევანი, ალბათ, არც კი დაფიქრდებოდა, ისე გაემართებოდა მის მოსაკლავად. - დედაჩემმა საშინელი სიტყვებით მლანძღა... სულ ბო*ი და გათახს*რებული მეძახა... დაივიწყე ჩემი შვილი რომ ხარო... შემარცხვენელო... და მსგავსი რაღაცები... - ამხელა სტრესთან მარტო გამკლავება სულაც არ არის მარტივი... - თქვა ბიჭმა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, თან დარიას წყლისფერ თვალებს თვალს არ აშორებდა. - სწორედ ამიტომ შემოგივარდი მანქანის ბორბლებში... - ჩაიღიმა დარიამ. - კიდევ კარგი „დავატორმუზე“. ბევრი აღარ უსაუბრიათ, უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს და თითქოს ყველაფერი ესმოდათ. ნოემ დარია სახლამდე მიაცილა, მსუბუქად შეახო ტუჩები ლოყაზე და დაემშვიდობა. - იცოდე, შეგამოწმებ დადიხარ თუ არა აკადემიაში... გაიგე? - ეჭვის თვალით შეხედა. - გავიგე, გავიგე... - ისევ ჩაეღიმა და მანქანის კარი მიუჯახუნა. ნოე იქამდე უყურებდა, სანამ სადარბაზოს კიბეზე არ გაუჩინარდა და სანამ დარიას სართულის ფანჯრებიდან შუქმა არ გამოანათა. - ღმერთო, რა მემართება! - ჩაილაპარაკა თავისთვის. - რატომ არ მინდა ამ გოგოსთან განშორება... რატომ მრჩება ფეხები ააქ! მაგრამ სიტყვები სიტყვებად დარჩა და ნოეც სოლოლაკისკენ გაემართა. 8. ნოეს სასწრაფო საქმეები გამოუჩნდა ოფისში, ამიტომ დარიას სანახავად ვეღარ მოიცალა. 3 დღე გამწარებული სამშენებლო ობიექტებზე დარბოდა, ხან ვის ეჩხუბებოდა, ხან ვის აგინებდა. ნუ, როგორც სჩვეოდა ხოლმე. საღამოს კი დაღლილი და დაქანცული მიდიოდა სახლში, შხაპის მიღების თავიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ცხელი წყალი კიდევ რამდენიმე წუთით აცოცხლებდა, რომ დარიასთვის დაერეკა. რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მაინც ურეკავდა. ერთხელ გააღვიძა კიდეც, მაგრამ არ ადარდებდა, მისთვის მთავარი დარიას ხმის გაგონება იყო. აყოლებდა უნივერსიტეტის ამბებს, რას აკეთებდა მთელი დღე, როგორ გაჰყავდა დრო. აუცილებლად დააყოლებდა კითხვას: „ვინმე იმათგან ხომ არ გამოჩენილა?“, რაზეც უარყოფით პასუხს იღებდა. ბოლოს ისევ დარია ემშვიდობებოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში პირველად თვითონაც ელოდა ვიღაცის ზარს ძილის წინ. არ აღიარებდა, მაგრამ თვითონაც ესაჭიროებოდა ლეშკაშელის ხმის გაგონება, მასთან საუბრის შემდეგ ყველაზე დაცულად გრძნობდა თავს, მოტივაციას მატებდა მასთან საუბარი, მეორე დღის იმედს აძლევდა. „წადი, ნოე, გეძინება... ცოდო ხარ...“ - დააყოლებდა თავისი მშვიდი ხმით და ბიჭიც ემორჩილებოდა მას. „იმედია, ხვალ მაინც გნახავ...“ ასე მთავრდებოდა მათი საუბარი. ნოეს გადაუდებელ საქმეებს შაბათს საღამოს კოტეს ზარიც დაემატა, „დროზე ბიჭო, მაკა მშობიარობსო“ და ასე აღმოჩნდა ნოე ლეშკაშელი „ჩაჩავას“ კლინიკის ეზოში. ბავშვები... ნოეს ყველაზე სუსტი წერტილი. თვალწინ დაუდგა, როგორ იდგა აქ წლების წინ და თავისი დისშვილის, სანის დაბადებას ელოდა. ისევ ისე ნერვიულობდა, როგორც მაშინ. კოტე მისთვის ძმა იყო. კოტესთან ერთად ბოლთას ცემდა კლინიკის ეზოში, სიგარეტის ღერს ღერზე ეწეოდა, მაშინ, როცა არასდროს ყოფილა აქტიური მწეველი, კვირაში ერთ ღერს თუ მოწევდა და ეგეც, ალბათ, ნახევარს. კლინიკის ყოველი კარის გაღებაზე ორივე რაღაც სიახლის მოლოდინში შედგებოდა, მაგრამ ამაოდ. თითქმის მთელი ღამე გაატარეს იქ, ოჯახის წევრებიც და მაკოს დაქალებიც არანაკლებ ნერვიულობდნენ. გამთენიისას, დილიდ შვიდის ნახევარზე ინება თბილი და მყუდრო ადგილიდან იოანე გაბაშვილმა გამობრძანება. თითქოს უზარმაზარი ლოდი ჩამოხსნეს ისეთი შვება იგრძნო ლეშკაშელმა, ამოისუნთქა და ამდენი საათის შეკრული კოპები გახსნა. ამ ამბავს რაც მოჰყვებოდა, ალბათ, ხვდებით... იყო შამპანიურის ბოთლის გახსნა, კლინიკის ეზოს ქვაფენილზე დაღვრაც, დაცვის თანამშრომლისთვის, ექთნებისთვის, კარის კაცისთვის გახარებული მამის მიერ ფულის ჩაკუჭვა, მაკოს და კოტეს მშობლების ცრემლიანი თვალები, ბავშვის სანახავად შესული კოტეს მიერ 1 საათის დაბადებული იოანეს პირველი ფოტოების გამოტანა და შეძახილები „დედას ჰგავს... მამას ჰგავს...“. ნოემ საკმაოდ ბევრი დალია. იმაზე ბევრი, ვიდრე სვამდა ხოლმე, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს საღი გონება. კოტეს დაემშვიდობა და ტაქსი გააჩერა. გაუაზრებლად თუ გააზრებულად პირდაპირ დარიას მისამართი უკარნახა. ბარბაცით ავიდა ძველი სადარბაზოს ისედაც ალაგ-ალაგ ჩამოცვენილ კიბეზე. დარიას კარს მიადგა, რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა. „რამ გამოგა*ლევა ამხელა კაცი... სად მოხვედი... გული უნდა გაუხეთქო გოგოს?!“ - არ ასვენებდა ქვეცნობიერი, მაგრამ თითი მაინც მიაჭირა ზარს და საკმაოდ დიდხანს რეკა. ჯერ კიდევ ნამძინარევი სახით, აბურდული თმით და სახეზე ჩვეული გაოგნებით აღბეჭდილმა დარიამ გაუღო კარი. ფეხშიშველი იდგა, მოკლე პიჟამო-კაბა ეცვა, ლამაზი, წვრილი ფეხები და გამობერილი მუხლები უჩანდა. - ნოე! - შესძახა გაოცებულმა. ნოემ, როგორც სჩვეოდა ხოლმე, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა, სახეზე ისევ ცინიკური, ოდნავ სულელი ღიმილი დასთამაშებდა. - აუ... რა საყვარელი ხარ... - ვერ შეიკავა თავი და წაბორძიკდა. დარიამ ხელები შეაშველა. ლეშკაშელმა ისევ დაიბრუნა წონასწორობა. - არ შემომიშვებ? - სიმთვრალისგან ენა ებმოდა. - მოდი... მოდი... მზრუნველად მიაშველა ხელი გოგონამ და კარი ჩარაზა. ბიჭი თავის ოთახში შეიყვანა და ჯერ კიდევ თბილ, არეულ საწოლზე წამოაწვინა. დარიას ყვავილების ეგზოტიკური სუნელი მაშინვე მოხვდა ნოეს ყნოსვის რეცეპტორებს. ო, როგორ უყვარდა, როგორ გიჟდებოდა ამ სურნელზე. - როგორ... მენატრებოდა... შენი... სურნელი... - გოგონასთვის თვალებში ჩახედვა სცადა, თან ფეხზე იხდიდა. დარია დაიმორცხვა, როგორც ყოველთვის, აიბნა. - მოდი, დაწექი... კი მაგრამ, სად დალიე ამდენი... - ჩემს ძმას... კონსტანტინე გაბაშვილს გვარის გამგრძელებელი შეეძინა... კიდევ ერთი... ერთი არაჩვეულებრივი... ბავშვი... მოევლინა... ამ სამყაროს... დარია... გესმის? - მესმის, მესმის... - ბავშვის გაგონებაზე მასაც რაღაც სითბო ჩაეღვარა გულში. - მეც მინდა შვილი... მეც... მინდა... ოღონდ... ჩვენი შვილი... დარია... დარიას გაოცებისგან კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები. გაშეშდა. - შენ იქნები... ჩემი... შვილების... დედა... და... გვეყოლება... შვიდი... არა.... რვა შვილი... მე და შენ... და... შენ იქნები... ჩემი... დარია... რომელმაც... ჩემი... ცხოვრება... არია... ნოე კიდევ ბურდღუნებდა, მაგრამ დაღლილობამ მაინც თავისი ქნა და ჩაეძინა. დარიამ კარადიდან სუფთა ტანსაცმელი გამოიღო და აბაზანისკენ წავიდა. ცხელ აბაზანას შეუშვირა თავი, მაგრამ ნოეს სიტყვები ისევ გუგუნით ჩაესმოდა ყურებში. „შენ იქნები ჩვენი შვილების დედა... შენ იქნები ჩემი დარია... შენ ხარ დარია, რომელმაც ჩემი ცხოვრება არია...“ ვერც კი იაზრებდა რა დატრიალდა მის ცხოვრებაში ამ ორი თვის განმავლობაში. ვერც იმას მიხვდა, როდის შემოეპარა გულში გრძნობები ამ ერთი შეხედვით თავხედი და უზრდელი ბიჭის მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა დარიას ბედნიერებისთვის. ნოე იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც დარიაზე ზრუნავდა და ყველაფერზე იყო მისთვის წამსვლელი. ნოეს შუადღემდე არ გაუღვიძია. გაღვიძებაც ღმუილით ამცნო დარიას, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და თავის საყვარელ სამაჯურებს ქსოვდა. გოგონა ფეხზე წამოფრინდა და ბიჭს თავზე დაადგა. ხელები თავზე შემოეკრა. - თავი მისკდება... - შენც დილამშვიდობისა... ნოემ კართან მდგარ გოგონას გამოხედა, რამდენჯერმე თვალები დაახამხამა, არ სჯეროდა, რომ დარია რეალური იყო. მერე ოთახს მოავლო თვალი და წამოჯდომა სცადა. - აქ რა მინდა?! გოგონამ მხრების აჩეჩვით უპასუხა. - არ უნდა დამელია ამდენი... - აღმოხდა ბოლოს. - წვნიანი გინდა? - მაცდურად შესთავაზა. - ჯერ ვიბანავებ, გთხოვ... ნოე წამოიზლაზნა, დარიას პირსახოცები გამოართვა და აბაზანაში შეიკეტა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა ბრახუნის, ლეწვის და ნოეს გინების ხმა. როგორც ჩანს, მინიატურული დარიას სახლი სულაც არ იყო ბიჭის განიერ მხარ-ბეჭზე გათვლილი. წელზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან, წყლის წვეთები ჯერ კიდევ ტანზე ჰქონდა. საძინებელში შესული კი პირდაპირ კართან მდგარ დარიას შეეჯახა, რომელსაც უკვე მოესწრო ოთახის დალაგება. დარია ბიჭის მხურვალე სხეულს პირდაპირ ხელებით დაეჯახა. დაბნეულობისგან მაშინვე უკან გახტა, თვალები იატაკს მიაშტერა, ნოეს თვალებში ვერ უყურებდა. - რა იყო, გოგო, შიშველი კაცი არ გინახავს? - სიცილი დაიწყო ბიჭმა. დარიას ხმა არ გაუცია ისე გავარდა ოთახიდან. რამდენიმე წუთში მას უკვე ჩაცმული ნოეც მიჰყვა. გოგონას ისევ დაბნეული იყო და ისევ აქეთ-იქით უაზროდ იყურებოდა. - კარგიიიი... ნუ ხარ ბრინჯივით აბნეული... - დააყოლა ისევ სიცილით. - არ ვარ! - ეწყინა გოგოს. - კაი, არ ხარ... რას მაჭმევ? - ქათმის და სოკოს წვნიანი... ნოემ ეჭვის თვალით აათვალიერა ჯერ დარია, შემდეგ წვნიანი. არ სჯეროდა, რომ ამ სიფრიფანა არსებას კულინარობაც შეეძლო. - რა გემრიელია! - აღმოხდა რამდენიმე ლუკმის გასინჯვის შემდეგ. - ყოჩაღ, დარია, ნამდვილად გამაკვირვე! დარიამ თვალები აატრიალა. - ეე, უყურე ამას... როგორ გამითამამდა! - ძმაკაცის შვილს გილოცავ... ნოეს თითქოსდა ახლა გაახსენდა იოანეს შესახებ. რამდენიმე წამს გაქვავდა. - ღმერთო ჩემო, ნათლია ვარ! - დააყოლა ბოლოს. - იცი რა საყვარელია?! სუფთა დედამისია... ეს ჩემისა კი იძახის მე მგავსო, მაგრამ დედას ბიჭი დაიბადა... ფაქტია... როგორი პატარაა... ვერ წარმოიდგენ... და დარიას თვალწინ კიდევ ერთხელ მოხდა ნოეს გარდასახვა. მკაცრი, მომთხოვნი, უხეში და, ხანდახან, ძალიან უტაქტო ნოე ბავშვების მოყვარულ მზრუნველ და თბილ ადამიანად იქცა. უყურებდა დარია და თვალებს არ უჯერებდა... ნუთუ ასეთი რამ რეალურად ხდებოდა... ნოემ ჭამა დაასრულა და ფეხზე წამოიჭრა. - ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახლა კოტესთან უნდა ვიყო... იმედია არ მიწყენ... შენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია... მაგრამ... - რას მიხსნი, ნოე... წადი, წადი... ლეშკაშელმა თავისი პიჯაკი მოიცვა, ურდული გადასწია. დარია მისაღების კარს მიყრდნობილი უყურებდა ნოეს. - ერთი ჩამეხუტე რა... - ვეღარ მოითმინა ბიჭმა. დარიამ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა, შემდეგ კი თავისდა უნებურად ბიჭისკენ წავიდა, თითქოს რაღაც არაამქვეყნიურმა ძალამ უბიძგაო. ნოეს ნასიამოვნები ღიმილი გადაეფინა სახეზე. ორივე ხელი გაშალა და სიფრიფანა დარიას მოხვია. თავი მარტინენკოს სურნელოვან თმებში ჩარგო და მისი საყვარელი ეგზოტიკური სურნელი ღრმად შეისუნთქა. დარიამ დაკუნთულ მკერდზე დაადო თავი, მასაც ეცა ნოეს გამაბრუებელი გრილი სუნამოს სურნელი. - ისე, რომ იცოდე, მახსოვს რაც დაძინების წინ გითხარი... და ეგ აუცილებლად მოხდება... ერთ დღეს... მოწყვეტით აკოცა გოგონას ლოყაზე და კარში გაუჩინარდა, დატოვა, როგორც ყოველთვის, გაოგნებული. 9. მაკო და პატარა იოანე რამდენიმე დღის შემდეგ გამოწერეს. კოტე გაბაშვილი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. ბავშვის ხელში აყვანას ერიდებოდა, სამაგიეროდ სპეციალურ კალათის მაგვარ სავარძელში ჩასმულს ყველგან დაატარებდა. ნოე თითქმის ყოველ საღამოს კოტეს სახლში იყო და ისიც ძმაკაცივით წინ და უკან დააპროწიალებდა ბავშვს, ოღონდ მამისგან განსხვავებით მას მშვენივრად შეეძლო ბავშვის ხელში ჭერა. - სათამაშო ხომ არ არის?! რანაირად იქცევით ამხელა კაცები?! - ისმოდა გამუდმებით მაკოს წუწუნი, მაგრამ არც ერთი არ უსმენდა. ერთი კვირის იოანეს ისედაც თითქმის სულ ეძინა, მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში დაანახებდა თავის პატარა, მწვანე თვალებს გარშემომყოფებს და ისევ იძინებდა. ამჯერად ნოეს მკლავებში ჩაეძინა. ლეშკაშელმაც დიდი მორიდებით და მოწიწებით ბავშვი გულზე დაიწვინა და დივანში ჩაეშვა. უყურებდა პატარა, მოციცქნულ არსებას, უსმენდა მის მშვიდ სუნთქვას, პატარა გულის ცემას, სუნთქავდა პატარას სურნელს და ამ სამყაროში აღარაფერი ახსოვდა. - ლეშკაშელო, ატყობ რომ შენც გინდა შვილი? - გვერდზე მიუჯდა დაღლილი კოტე, რომელსაც ბავშვის ოთახის ავეჯის აწყობა მოუწია. ნოეს ჩაეღიმა. - როგორი პატარა... როგორი საყვარელი... როგორი საოცარი... თან როგორი დაუცველია... - რაღაც საოცარი თვალებით დასცქეროდა პატარას და ციცქნა ხელზე თითებით ეფერებოდა. - მართლა არ მჯერა, რომ ეს საოცრება მე შევქმენი... - აჰყვა კოტეც. - ჯერ შენს თავს შეხედე ერთი სარკეში... შენ კი არა მაკოს მონდომებულია სულ... არა მაკო? - თვალი ჩაუკრა ოთახში ახალშემოსულ დედას. - თან მე მგავს... - სიამაყით ჩაილაპარაკა გოგომ. ნოემ ვეღარ მოითმინა და პატარას ნაზ ლოყას ტუჩებით შეეხო. - ნოე! - აწიკვინდა მაკო. - კაი, კაი, ბოდიში... - დამნაშავის თვალებით ამოხედა. - სანამ შენ და შენი ძმაკაცი წვერის გაპარსვას არ ინებებთ, ბავშვს ვერ აკოცებთ! - ხედავ, როგორი მკაცრი მყავს? – „გადაუჩურჩულა“ ძმაკაცს. - ნოე, ისე გეფიქრა ცოლის მოყვანაზე... აშკარად გიხდება მამობა... - ჩაუნამიოკა მაკომაც. - შეიძლება... - რაო? - ისე შეიცხადა კოტემ, მძინარე ბავშვი შეკრთა. - რა გაყვირებს! - მრისხანე მზერა ესროლა ლეშკაშელმა. - ვიღაც გყავს... აღიარე! ვიღაც გყავს... - სიცილი დაიწყო გაბაშვილმა. - რა სულსწრაფი ადამიანი ხარ, კოტე! - მოყევი ახლა... - მოულოდნელად კოტეს თვალები გაუფართოვდა და პირიც კი გააღო. - არ არსებობს! - რა? - ჩაერთო მაკოც. - ის უკრაინელი გოგო! ხოოო! ის უკრაინელი! რა გვარი იყო? მარტინენკო! ნოე ისევ ბავშვს უყურებდა. - არ თქვა რომ ისევ მაგას ხვდები! - ხო ვხვდები... - მზერა გაუსწორა ძმაკაცს. - ვის ხვდება? მეც მითხარით... - რამდენიმე თვის წინ ვიღაც გოგო გაიტანა მანქანით. - რა? - შეიცხადა მაკომ. - კარგი, ნუ აშინებ... - ხოდა სახლში წაიყვანა... მაგრამ მერე ის გოგო წავიდა... კი მაგრამ, როდის მოასწარი მაგასთან ურთიერთობის გაბმა? - მოვასწარი... და შემეშვი... ჯერ არაფერიც არ ხდება... შენი გამომძიებლური ინსტიქტები რომ არა, არც ვაპირებდი რამის მოყოლას! - დაანებე თავი, კოტე... წავიყვან ამას, ძილის დროა ისედაც უკვე... მაკო წამოდგა, სახე მოეღრიცა, როგორც ჩანს ისევ სტკიოდა ჭრილობა. ნაზად აიყვანა ხელში პატარა და მკერდზე მიიხუტა. „ დედას პატარა ოცნება...“ - დააყოლა სიყვარულით სავსე თვალებით. - მეც წავედი... მიხედე შენ კიდევ ცოლს... - ნოე კარისკენ წავიდა. - ეს საუბარი ჩვენ არ დაგვიმთავრებია! გაიგე? არ მომწონს მე ეგ გოგო. - კოსწი, შემეშვი... თუ რამე სერიოზულობისკენ წავიდა, პირველი შენ გაგაგებინებ, ხომ იცი... კოტეს აღარფერი უთქვამს, რკინის კარი გამოხურა. რამდენიმე წუთში ნოე სახლში იყო. რაღაცნაირი ცივი და ცარიელი მოეჩვენა სახლი. შუქი აანთო, მაგრამ თითქოს ისევ ბნელოდა. რაღაცნაირ მარტოსულობას დაებუდებინა სახლში. წამიერად დარიას სახემ გაიელვა მის წინ. მომღიმარი დარია... ასე იშვიათად რომ იღიმოდა და მაინც თავისას მართებდა ნოეს. წარმოიდგინა, რომ ეს დარია ახლა აქ იყო, მის სახლში. წარმოიდგინა, რომ ის ეგზოტიკური სურნელი ისევ დაბრუნდა, ამდენი კვირის შემდეგ. - ეჰ, მარტინენკო... ნეტავ მართლა აქ იყო... ჩაილაპარაკა თავისთვის, მოსაცმელი დივანზე მიაგდო და ოთახისკენ ავიდა. დაღლილობისგან თავი უბჟუოდა. დაძინება სცადა, მაგრამ არა და არ გამოუვიდა. ბევრი იწრიალა, თავის საყვარელ აივანზეც გავიდა, სიგარეტიც კი მოწია, მაგრამ არაფერმა უშველა. გამთენიისას ჩაეძინა, ზუსტად მაშინ, როცა ცა ჯერ იისფრად, შემდეგ ვარდისფრად და ბოლოს ყვითლად შეიღება. სიზმარშიც დარია იყო, ცხადშიც დარია იყო. პატარა უკრაინელმა ლამაზმანმა მთლიანად მოიცვა ნოე ლეშკაშელის გარემო, გონება და ახლა უკვე გულიც. 10. დარიას და ნოეს გაცნობის დღიდან მესამე თვეც მიიწურა. ნოე კვირაში რამდენჯერმე ნახულობდა მარტინენკოს. ხან უნივერსიტეტში აკითხავდა, ხან სახლში, ხან სადმე კაფეში. ცდილობდა კარგად გაეცნო გოგონა და თავის თავსაც მაქსიმალურად აცნობდა. იმდენს მიაღწია, რომ ამდენი წლის დადუმებული დარია აალაპარაკა. ხშირად აღიმებდა, ცდილობდა არ ეჩხუბა და ნაკლებად აეწია ხმისთვის, მიუხედავად დარიას ძველი ცხოვრების ისტორიებზე გაბრაზებისა. ჭკუიდან გადაჰყავდა დარიას ისტორიებს, ბავშვობიდან დაწყებული ბოლომდე. აცოფებდა მშობლების დამოკიდებულება ამ საწყალი გოგოს მიმართ და ლევანის მოკვლის სურვილს უჩენდა ლევანის და დედამისის ისტორიები. მაინც ცდილობდა, რომ ემოციები მოეთოკა, რადგან კარგად ხვდებოდა, რომ თვითონაც ისე მოქმედებდა დარიაზე, როგორც დარია მასზე. სწორედ ამიტომ უფრთხილდებოდა, არ უნდოდა მისი წყენინება, მისთვის ტკივილის მიყენება. დარია კარგი მოსწავლე გამოდგა. უნივერსიტეტს არასდროს აცდენდა, როგორც ნოემ დაასკვნა, ყველაფერზე თავს აღარ ხრიდა და შეწინააღმდეგებასაც სწავლობდა. რამდენჯერმე ნოემაც სცადა მისი წყობიდან გამოყვანა, უნდოდა შეპასუხებოდა, შეწინააღმდეგებოდა, ეყვირა, რამე მაინც გაეკეთებინა, მაგრამ ამაოდ... დარია ნოესთან ისევ იმ ძველ დარიად რჩებოდა. კვირა საღამოს ნოე ტკბილეულით ხელში დარიასთან აიჭრა. კიდევ ერთი სუსტი წერტილი უპოვა - დარია გიჟდებოდა ტკბილეულზე. შოკოლადების და ნამცხვრების დანახვისას თვალებში ჭინკები უხტოდნენ. ნოე კი უბრალოდ უყურებდა და იცინოდა გოგონას ბავშვურ ქცევებზე. ნამცხვრის ყუთი ეჭირა, შოკოლადიანი ეკლერებით სავსე. დარია ჩვეულ ფორმაში დაუხვდა. ცისფერი მოკლე მაისურით და გაშლილი, ფართხუნა ზოლიანი შარვლით. თმა აბურდულად შეეკრა უკან, ეტყობა რაღაცას აკეთებდა და უცებ აიწია, არც მიუქცევია ყურადღება. - ნოე! - მის ხმაში ბიჭის დანახვით გამოწვეული მღელვარება იგრძნობოდა. - არ მელოდი? - წარბის აწევით შეხვდა. - შემოდი, შემოდი... ნოემ ეკლერებიანი ყუთი სამზარეულოს მაგიდაზე დადო, თან გამომცდელი მზერით დარიას დააკვირდა, რომელსაც თვალები წამებში აენთო. - რატომ შეწუხდი... - დააყოლა ჩუმი ხმით. - კაი, კაი... არ გინდა ეს „ტრუხა“ ბაზარი... - გაეცინა. უყურებდა დარიას და გულის ცემა უჩქარდებოდა. ასეთი რამ არასდროს არავისთან არ განეცადა. მაშინაც კი, როცა მარისიასთან იყო და თავი ყველაზე შეყვარებულ ადამიანად მიაჩნდა. - ჩაი გინდა? - ისევ დარიას ხმამ გამოაფხიზლა. - რა თქმა უნდა... - რა ხდებოდა უნივერსიტეტში? - საინტერესო არაფერი... ახალ ნახატზე ვმუშაობ... ერთი ძალიან კარგი ლექტორი მყავს... ისეთ ტექნიკურ ხრიკებს მასწავლის, გადაირევი... - ეს ლექტორი, შემთხვევით მამაკაცი ხომ არ არის? - ნოე! - ჩაიდანს ხელი უშვა და გაკაპასებულმა შემოხედა. - ვგიჟდები როცა ბრაზდები! ძალიან სექსუალური ხარ! დარიამ თვალები ჭყიტა. ნოესგან ასეთი კომპლიმეტი პირველად მიიღო და, როგორც ყოველთვის, ახლაც დაიბნა. ისევ ჩაისკენ შებრუნდა და დასხმა განაგრძო. ნოეს გვერდით ჩამოუჯდა და ნამცხვრების ყუთი გახსნა. - ეკლერი! - აღმოხდა სახეგაბრწყინებულს. - მადლობა, ნოე... მზად იყო კისერზე ჩამოკიდებოდა ბიჭს, მაგრამ მაინც თავი შეიკავა. ერთი ეკლერი წამებში გააქრო და მეორეს დასწვდა. ნოე გაღიმებული უყურებდა. - ასე თუ გააგრძელე, გამისუქდები... - მერე რა? - არც არაფერი... მიყვარს პუტკუნა გოგოები... - ვის ატყუებ... - ცინიკურად შეხედა დარიამ. - პუტკუნა დარიაზეც არ ვიტყოდი უარს... მარტინენკოს პასუხი აღარ გაუცია, ისევ ეკლერს მიუბრუნდა და ეს უკანასკნელიც რამდენიმე წამში გააქრო. ტუჩები შოკოლადით და კრემით ჰქონდა მოთხვრილი. ნოე საოცარმა სურვილმა შეიპყრო ამ ტუჩებს დასწაფებოდა და ამ გემრიელი შოკოლადის ნაზავისთვის გემო გაესინჯა. იმდენად მოუნდა, რომ სახეზეც დაეტყო. - რა? - ჰკითხა გაოგნებულმა დარიამ, რომელიც ვერ მიმხვდარიყო, რატომ უყურებდა ნოე ისე, როგორც ნადირი უყურებს მსხვერპლს. მოულოდნელად ბიჭი მისკენ გადაიხარა, გოგონას ლამაზი თავი თავის ხელებში მოიქცია და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. - იმდენად მაგიჟებ... იმდენად, რომ ჩემს საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ... - მოიც... მაგრამ სიტყვა აღარ დაამთავრებინა, გოგონას ტუჩებს თავისი ტუჩებით ძალიან ნაზად შეეხო, ნაზად და ჰაეროვნად, თითქოს მართლა გემო გაუსინჯაო. მაინც ერიდებოდა, ბოლომდე ვერ ბედავდა, მაგრამ მის ხელებში მოქცეული დაჭიმული სხეული უცებ მოდუნდა, რაც ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს. დარია დანებდა. წამიერად მოშორდა და გოგონას თვალებში ჩახედა, ვნებისგან ანთებულ თვალებში. ოდნავ გაეღიმა. ისევ ტუჩებს მიუახლოვდა, ამჯერად უფრო ვნებიანად, უფრო მომთხოვნად აკოცა. - მოდუნდი... ტუჩები გახსენი... პირი გააღე... - თავისი მბრძანებლური ტონით უთხრა და ისიც დაემორჩილა. ნოემ თავისი ენით ჯერ გოგონას ტუჩები მოსინჯა, ყველა მხარეს გაუსვა, კარგად შეიგრძნო შოკოლადის და დარიას გემოს ნაზავი, შემდეგ კი ენა პირში ღრმად ჩაუყო, ღრმად და ძალიან მომთხოვნად. არ ელოდა, მაგრამ დარიაც აჰყვა, სავარაუდოდ ინსტიქტურად, მაგრამ გოგონასგან წამოსულმა ტალღამ სტიმულივით დაუარა მის სხეულს, მის ტუჩებს. კიდევ უფრო გაცხარდა, უფრო ძლიერად განაგრძო კოცნა, ცდილობდა დარიაც აეყოლიებინა, ახალ-ახალ ბიძგებს აძლევდა. გოგონას გული ამოხტომას ჰქონდა, მთელი სხეული ათრთოლებოდა და კანკალებდა. აწ უკვე ნაცნობი მუცლის ტკივილიც დაუბრუნდა. ნელ-ნელა დაშოშმინდა ბიჭი, უკლო ენის გამოყენებას და ისევ კოცნაზე გადავიდა. აკვირდებოდა თვალებდახუჭულ დარიას, რომელიც საოცარ სიამოვნებას განიცდიდა მისი წყალობით. მოულოდნელად მოსწყდა გოგონას ბაგეებს. ორივე გამალებით სუნქავდა, სამზარეულოში მხოლოდ მათი ხვნეშა და გულის ბაგაბუგი ისმოდა. დარიას სახეზე სიამოვნება, სურვილი და დაბნეულობა ერთდროულად იყო გამოხატული. ისხდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, თვალებს არ აშორებდნენ ერთმანეთს. მზერით ესაუბრებოდნენ, ეალერსებოდნენ და სურვილით იწვოდნენ. - დარია... გადმოხვალ ჩემთან? ნოეს თავდაჯერებული ხმა ჰქონდა. ის სრულიად დარწმუნებული იყო თავის სურვილში, თავის არჩევანში და გოგონასგანაც იგივეს მოელოდა. უყურებდა წყლისფერ, დაბნეულ თვალებს, რომელიც რამდენიმე წამის წინ ნოეს სურვილით იყო ანთებული და ეს უფრო დიდ იმედს აძლევდა. მოულოდნელად დარია ფეხზე წამოიჭრა, ფანჯარას მივარდა და გამოაღო. გარედან შემოსულმა ცივმა ჰაერმა მაცოცხლებლად დაუარა გოგონას, ნოეს კი ავის მომასწავლებლად. - რატომ დუმხარ? - ვეღარ მოითმინა ბიჭმა. დარიას არც მოუხედავს. - დარია! - ხმას აუწია ბიჭმა და თვითონაც წამოდგა. - რატომ არ მპასუხობ? ასეთი რთული კითხვა დავსვი? გოგონა მობრუნდა. თვალებში ცრემლები ედგა, ბიჭს დამნაშავის თვალებით უყურებდა. - გგონია ეგ შენი ნიანგის ცრემლები ყოველთვის იმოქმედებს ჩემზე?! - დაიღრიალა. - ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ ამდენი კვირაა ფეხქვეშ გეგები, სულ შენზე ვფიქრობ, სულ შენთან ყოფნა მინდა! რატომ არ მაძლევ უფლებას, რომ მოგიახლოვდე?! ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ნაბიჯს ვდგამ, შენ სულ უკან იხევ! გამაგებინე რა გინდა?! ისიც კარგად იცი, რომ ასე არასდროს არავისთან მოვქცეულვარ! შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც ჭკუიდან გადამიყვანა! ნოე გაჩერდა. იფიქრა, ახლა მაინც მეტყვის რამესო, მაგრამ ამაოდ. დარია ქანდაკებასავით იდგა. - მშვენიერი! არაჩვეულებრივი! - ხელები აიქნია. - შენ თუ გგონია შენ გამოგეკიდები, ძალიან ცდები! შენი დუმილი ყველა კითხვას სცემს პასუხს... ნოე სამზარეულოდან გამოვარდა, თავის მოსაცმელს სწვდა და სახლის კარი ისე გაიჯახუნა, რამდენიმე მეზობელმაც კი გამოიხედა. იდგა დარია ისევ ისე, ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა, მაგრამ ვერ მოძრაობდა, თითქოს პარალიზებული იყო, გაქცევა უნდოდა - ვერ გარბოდა, ყვირილი უნდოდა - ხმას ვერ იღებდა, უნდოდა ბიჭს გაჰკიდებოდა, მაგრად მოხვეოდა და ეთქვა, რომ ნოესთან ერთად მთელ დედამიწას გადაივლიდა, მაგრამ... შეეშინდა. როგორც ყოველთვის, შეეშინდა. ეს საზარელი გრძნობა იმდენად იყო გოგონაში გამჯდარი, რომ თავს ვერ აღწევდა, ყველგან შიში იყო, ყველგან დაუცველობა, ყველგან მარტოობა. და მაშინაც კი, როცა შანსი მიეცა, რომ ამ ყველაფრისთვის თავი დაეღწია, უბრალოდ გაშეშდა, უუნაროდ იქცა და, ალბათ, ის ერთადერთი კეთილისმსურველიც დაკარგა, ვინც გოგონაზე მართლა ღელავდა და ზრუნავდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეძლო გამოძრავება, მთელი სხეული დასჭიმვოდა, სტკიოდა, ეწვოდა. ვერ იგებდა რა მოხდა, რა დაემართა. ნოეს მანქანაც უკვე კარგა ხნის წასული იყო დარიას ეზოდან. 11. ორი კვირა ისე გავიდა, ნოეს არც ერთხელ მოუკითხავს დარია. იმ საღამოს მერე ლეშკაშელი ისევ იმ ადამიანად იქცა, ვინც აქამდე იყო, მეტიც, უარესადაც. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი უფროსი რაღაც სასწაულებრივმა ძალამ გააკეთილა, ნოემ შავი დღე დააწია. იმდენი იყვირა და იწივლა, რამდენიმე მომუშავემ თავისი ხელით დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე. ისევ დაიწყო სმა, არ ეძინა, არ ჭამდა. სახლში მისვლას ერიდებოდა, რამდენჯერმე სასმელისგან გაბრუებულს სასტუმროს ნომერშიც კი გამოეღვიძა. წვერი მოუშვა, აღარც თმას უვლიდა, აღარც ჩაცმულობას აკვირდებოდა. აღარც სანი უნახავს, არც თავისი დის ზარებს პასუხობდა, უბრალოდ მისწერა „ცოცხალი ვარ, შემეშვითო...“. ამაოდ ცდილობდა კოტეც დაკავშირებას, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ ისიც დანებდა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ბავშვის გამო ვეღარ იცლიდა. გოგონებთან ურთიერთობაც სცადა, უფრო სწორედ, როგორც აქამდე ხდებოდა, ბარში სასმელით სავსე ჭიქით ხელში მჯდომს არაერთი ლამაზმანი მოუახლოვდა, მაგრამ მათ სახეს ვერც კი არჩევდა, უგონოდ მყოფ მთვრალსაც კი დარიას ქერა თმა, გაცრეცილი, თეთრი კანი და ღია ცისფერი თვალები ელანდებოდა. უღრენდა ყველას, როგორც გაცოფებული ძაღლი, ფაქტობრივად არ ელაპარაკებოდა არავის. მხოლოდ სასმლის დასხმისას ან სიგარეტის ყიდვისას გადმოუგდებდა რამდენიმე სიტყვას. პირველი რამდენიმე დღე ელოდა, რომ დარიასგან ერთი შეტყობინება მიანც მოვიდოდა, არ აღიარებდა, მაგრამ მთელი გულით ელოდა. ტელეფონის ყოველ ანთებაზე ეგონა, რომ დარიას სახელი დაეწერებოდა, მაგრამ ამაოდ. ამიტომ ტელეფონიც გათიშა და საბოლოოდ მოსწყდა კავშირს „ნოე ლეშკაშელთან“, რომელიც უგონოდ იყო შეყვარებული დარია მარტინენკოზე. მაშინ, როცა საკუთარ თავს სიფხიზლის რამდენიმე საათში გამოიჭერდა, მანქანაში ჯდებოდა და აკადემიისკენ მიდიოდა. მოშორებით აჩერებდა მანქანას იმ იმედით, რომ სადმე მაინც მოჰკრავდა უნივერსიტეტისკენ მომავალ დარიას თვალს. მაგრამ ისევ ამაოდ. დარია არც ერთხელ არ დაუნახავს. ბოლო რამდენიმე დღე ესეც მობეზრდა, ამიტომ უბრალოდ ეძინა ან ისევ სიმთვრალეს აფარებდა თავს. ვერ ხვდებოდა, რატომ გაუჭირდა ასე, რატომ ვერ აიტანა გოგონასგან ეს უარი, არა და გულში ხვდებოდა, რომ ეს მოსალოდნელიც იყო. ხვდებოდა, რომ გოგონასთვის, რომელიც 23 წელი ტყვეობაში ცხოვრობდა, არ გააჩნდა საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება და მის ბედს ყოველთვის სხვა წყვეტდა, არ იქნებოდა მარტივი 3 თვეში დამოუკიდებელ ქალად ქცევა. ხვდებოდა და საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, რომ გოგონა ასეთ სიტუაციაში ჩააყენა, ასეთი სიტყვები უთხრა და ისევ მარტო დატოვა. მაგრამ არა... სიამაყე მაინც თავისას შვებოდა. ერჩივნა თავისი თავი დაესაჯა, თავის თავზე ეძია შური, ვიდრე უბრალოდ მისულიყო გოგონასთან და შერიგება ეთხოვა. საკუთარი თავი ღუპავდა ნოეს და, სამწუხაროდ, ამას კარგად იაზრებდა. ბოლო სამი დღე მანქანაში ეძინა. ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ იმ გაყინულ სახლში არ მისულიყო, სადაც მარტოსულობა და სიცარიელე ელოდა, სადაც თავისი ოთახის კედლებს კიდევ შემოენახათ დარიას იასამნის, პიონების და კიდევ რაღაც ეგზოტიკური ყვავილების სურნელი. იმ საღამოსაც ბარში წავიდა. რამდენიმე ჭიქა დალია, მაგრამ საერთოდ არ მოეკიდა სასმელი. იმდენად მიეჩვია ორგანიზმი, რომ რეაქცია აღარ ჰქონდა. ის იყო წამოსვლას აპირებდა, რომ ერთ-ერთ დაბნეულ მიმტან გოგონას შეეჯახა, რომელსაც ხელში ლანგარზე დაწყობილი რაღაც ბორდოსფერი სასმელი ეჭირა. სასმელმა ნოეს საყვარელი თეთრი მაისური წითლად შეღება. მაშინვე გამოვარდა ბარის მენეჯერი, რომელიც უხერხულობისგან აწითლებულ გოგონას მკლავში სწვდა, გოგონაც არანაკლებ იყო დასვრილი. - ტლანქი! მოუქნელი! გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან! გოგონამ თვალები ძირს დახარა დამნაშავესავით. ნოეს თვალწინ ისევ დარია დაუდგა. წარმოიდგინა დარია, რომელიც ასეთივე დაუცველი იდგა სადღაც და ვიღაც გამოს*რებული მასაც ასეთი სიტყვებით ლანძღავდა. ნოე მენეჯერს მიუახლოვდა, მუშტი მოიღერა და ყბა კინაღამ მოატეხა. არავინ ელოდა ბიჭისგან ასეთ რეაქციას, ბარი უცებ აჩოჩქოლდა, მერე კი სამარისებულად გაირინდა. გააფთრებულმა მენეჯერმაც შეუბრუნა ხელი და წარბი გაუხეთქა. მართალია ნოეზე ორი თავით დაბალი და გაჩხიკული იყო, მაგრამ მაინც დაიცვა თავისი ღირსება. - ახლავე წადი, თორემ პოლიციას გამოვიძახებ! - დაიღრიალა მენეჯერმა. - პოლიცია კი არა... ამ გოგოს ხელს არ ახლებ, თორემ ისეთ დღეში ჩავარდები, სიკვდილი სანატრელი გაგიხდება, გაიგე? - ღრიალებდა ლეშკაშელი. - იმას თუ ხვდები, რომ აქ სახალხოდ მემუქრები? ამისთვის შემიძლია გიჩივლო! - არ მიჩივლებ, იმიტომ რომ იცი, რომ მართალი ვარ. გოგოს არაფერი დაუშავებია... ბოდიში მოუხადე, დროზე! ყველასდა გასაკვირად კაცი დაემორჩილა. მართალია ერთხანს მტრული მზერით უყურებდა ბიჭს, მაგრამ ბოლოს მაინც ამოღერღა „ბოდიში“. გაოგნებული მიმტანი გოგონა მადლიერი თვალებით შესციცინებდა ბიჭს. ნოე მისკენ დაიხარა. - არასდროს მისცე უფლება მსგავს არასრულფასოვან *ლეებს შეურაცხყოფა მოგაყენონ და დაგამცირონ... გოგონამ თავი დაუქნია. ნოე ბარიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. - სხვას უკითხავს მორალს ის, ვისაც უარეს დღეში ჰყავს თავისი თანამშრომლები... - ჩაილაპარაკა თავისთვის. - *ლე ხარ, ნოე... *ლე ხარ... მანქანა დაძრა და სახლისკენ წავიდა. სამწუხაროდ, მეტი სუფთა ტანსაცმელი არ აღმოაჩნდა მანქანაში, შხაპიც უნდა მიეღო, ამიტომ გადაწყვიტა გაყინულ სახლში დაბრუნება. ზუსტად ისეთი დახვდა სახლი, როგორსაც მოელოდა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ დამლაგებელი მოსულიყო და დალეწილი, აყრილ-დაყრილი იქაურობა მიელაგებინა. ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ რამდენიმე წუთი იდგა, შეიძლება საათიც კი. მოსწონდა, რომ ცხელი წყალი კანს სწვავდა, აფხიზლებდა, თან ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. პირსახოცშემოხვეულმა სარკეში თავის თავს ჩახედა. ვერ იცნო. მას ასეთი ნოე არასდროს ენახა. თითქოს სახეზე ნაოჭები ჰქონდა გაჩენილი, თითქოს ჩამობერდა. თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა, წვერი მოშვებული, გაბურძგნული და მოუწესრიგებელი, თმის სიგრძეც საკმაოდ გაზრდილიყო. გახეთქილი წარბიც შესიებოდა. ერთი სიტყვით, გამოქვაბულიდან გამოქცეულს ჰგავდა. სუფთა ტანსცმელი ესიამოვნა. ცხელმა წყალმა მოთენთა, ძილი მოერია. საწოლზე დაწოლა ვერ გაბედა, ისევ თავის დივანს გახედა. ის იყო დაწოლას აპირებდა, როცა კარზე ზარმა დარეკა. რა თქმა უნდა, არ აპირებდა გაღებას. ან თათაა, ან კოტეო. არც ერთის ნახვის სურვილი არ ჰქონდა. იმედია მიხვდებიან და წავლენო, მაგრამ ზარი არ გაჩერებულა. მისი ხმა უკვე ნერვებს უშლიდა. წამოფრინდა და კიბეზე დაეშვა. - კოტე, თუ შენ ხარ... ცემაში გაგხევ... თუ თათა ხარ... არ ვიცი რას გიზამ... ბუზღუნით მიუახლოვდა კარს, გამოაღო და გაშეშდა. კართან მობუზული დარია იდგა. დარიასაც ნანერვიულები სახე ჰქონდა, ნამტირალევი, რაღაცნაირი ჩამომჭკნარი. მუქი ტანსაცმელი ეცვა, რაც მას ნამდვილად არ სჩვეოდა, თმაც უწესრიგოდ შეეკა უკან. და მაინც... როგორ გაუხარდა ლეშკაშელს მისი დანახვა. თურმე როგორ ძლიერ მონატრებია მის თვალებს ამ პატარა არსების ხილვა, მის ყნოსვის რეცეპტორებს - ყვავილების სურნელი, მის სხეულს დარიას სხეული, მის ტუჩებს დარიას ტუჩები. დარიაც გაკვირვებული ჩანდა ნოეს გარეგნობით. ასეთი ბიჭი არასდროს ენახა. შეეშინდა, ისიც იფიქრა, ხომ ნამდვილად ნოეაო. ამჯერად დარიამ გადმოდგა ნაბიჯი და სახლში შემოვიდა. როგორც ჩანს, დიდხანს გეგმავდა ამას, დიდხანს ორჭოფობდა და საბოლოოდ დააყენა საშველი. ნოემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, კითხვის ნიშნებით სავსე მზერით შეხედა ამ მონატრებულ ადამიანს. დარიამ კარი დახურა. ბიჭმა ცინიკურად აზიდა წარბები. და მოხდა ის, რაც ორივეს ასე ძალიან უნდოდა, ასე ძალიან ენატრებოდა. დარია ბიჭისკენ გადაიხარა და მთელი ძალით ჩაეხუტა, მთელი სხეულით მიეკრო, თავი მხარზე დაადო. ნოე გაკვირვებული იდგა, ამჯერად თვითონ იყო ქანდაკება. შინაგანი სიამაყე დარიაზე ყურებამდე შეყვარებულ ნოეს ებრძოდა, არ უშვებდა, არ აძლევდა დანებების საშუალებას. მაგრამ... სხეულმა თავისით მიიღო გადაწყვეტილება, ლეშკაშელმაც ორივე ხელი მაგრად შემოხვია გოგონას, თითქოს ეშინოდა არ გამქრალიყო. მართლა როგორ მონატრებია ეს პატარა, სიფრიფანა არსება, როგორ მონატრებია მის სხეულს იმ სითბოს შეგრძნება, რომელსაც გოგონას სხეული ასხივებდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგნენ ასე, ბოლოს ისევ დარია მოშორდა. - იმედია ხვდები, რომ მარტო ჩახუტება არ გიშველის... - დაიდუდღუნა ბიჭმა. - ნოე... ასე აღარ გაქრე, გთხოვ... ასე აღარ დამტოვო... არასდროს... დარიამ ამ რამდენიმე სიტყვას მთელი გული და სული ამოაყოლა. ამ სიტყვების შემდეგ დაეტყო მის სახეს ის ტკივილი, ის ტანჯვა, ის ნერვიულობა, რომელიც გოგონამ ამ ორი კვირის განმავლობაში გამოიარა. - მე არც ვაპირებდი შენს დატოვებას... შენ თვითონ ცდილობდი ჩემს მოშორებას... - არ ვცდილობდი, ნოე, არ ვცდილობდი! რატომ არ გესმის, რომ ეს ყველაფერი ჩემთვისაც ახალია? ეს განცდები... ეს ემოციები... ყველაფერი უცხოა... მე მეგონა უფრო მეტ დროს მომცემდი... - ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ტირილს დაიწყებდა. - მე არასდროს არავინ მყვარებია... არც კი მომწონებია... ვერ აგიღწერ, როგორი უჩვეულო შეგრძნებაა ჩემთვის ის ყველაფერი, რაც შენი გამოჩენის შემდეგ განვიცდი... გიყურებ და ლაპარაკის უნარს ვკარგავ... ენაზე მომდგარი სიტყვები ასე უბრალოდ ქრებიან... ტვინს მირევ, გონებას მირევ... სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე სულ შენზე ვფიქრობ, გესმის? სულ შენ ხარ... ყველგან შენ ხარ... სადაც არ უნდა გავიხედო ნოეს ვხედავ... არასდროს გამომიცდია მსგავსი რამ... რომ გეხები რაღაც ტალღები მივლის ტანში, მუცელი მტკივა... თითქოს მთელი ზოოპარკი ჩემს მუცლშია... - დარია არ სუნთქავდა, ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. - როცა ჩემს გვერდით ხარ... თავი ყველაზე ძლიერი ადამიანი მგონია... თავს დაცულად ვგრძნობ... ასე მგონია, მთელი სამყარო რომ დამიპირისპირდეს, მაინც მოვერევი... ვცდილობ თავი მოგაწონო... იცი როგორ ვცდილობ? მინდა იმედები გაგიმართლო... მინდა კარგად დავხატო... მინდა ლამაზად მეცვას... მინდა კარგად გამოვიყურებოდე... მინდა შენი შესაფერისი გავხდე... არ მინდა ის დარია ვიყო, რომლისაც შეგრცხვება... მინდა რაღაცას წარმოვადგენდე... - მე შენ ყველანაირი მომწონხარ, დარია... და შენ მე არასდროს შემარცხვენ... საიდან მოიტანე ეს საერთოდ? - შეეპასუხა გაოგნებული ბიჭი. - დამამთავრებინე! ამ სიტყვების მოსაფიქრებლად ღამეები არ მეძინა... ნოე კიდევ უფრო გაოცდა, თვალები გაუფართოვდა. - შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, ვინც არსაიდან გამოჩნდა და ჭაობიდან ამომათრია... შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემზე მართლა ზრუნავს, მართლა ფიქრობს... ასე არასდროს არავინ ყოფილა, ნოე... მშობელი დედაც კი... ამიტომ მინდა რომ გამიგო... მინდა მიხვდე, რომ მე ყველანაირად ვცდილობ შეგეგუო, შევეგუო ჩემს ახალ ცხოვრებას, ახალ მდგომარეობას... შენ ვერასდროს მიხვდები ეს როგორი რთულია... ვერავინ მიხვდება, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადა ეს... ტყვეობა, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიყავი დასრულდა... და მე თავისუფალი ვარ... მაგრამ ვერ ვგრძნობ ამ თავისუფლებას... მინდა ვგრძნობდე, მაგრამ ჯერ ვერ... მაგრამ შენ მეხმარები, ნოე... უშენოდ მე ამას ვერ შევძლებ... აბნეული ვარ... ვერ გამიგია რა მინდა ამ ცხოვრებისგან, რას უნდა მოველოდე, რით დავიმსახურე შენნაირი ადამიანი გვერდით... მართლა არ მესმის... იცი ვის ვგავარ? ციხიდან ოცი წლის ტყვეობიდან გათავისუფლებულ პატიმარს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა უნდა ქნას, სად უნდა წავიდეს და შენ წარმოიდგინე, ციხეც კი ენატრებათ... მაგრამ მე არ მინდა, იმ კოშმარის გახსენებაც არ მინდა, რომელშიც ვცხოვრობდი... ახალი ცხოვრების დაწყება მინდა... დამოუკიდებლობა მინდა... - მაპატიე რომ დაგტოვე... - შენ მაპატიე, რომ ვერ ვარ ისეთი კარგი, როგორიც შენ გინდა რომ ვიყო... - დარია... - ნოემ ორივე ხელი დაუჭირა და თავისი ტუჩებისკენ წამოღო, ნაზად აკოცა თითქმის ყველა თითზე, ხელის ყველა ნაწილზე. - შენ ყველაზე კარგი ხარ... მართლა ყველაზე კარგი ხარ... და ჩემნაირი არაკაცი არ იმსახურებს შენნაირ გოგოს... - ნოე... - მაგრამ მეც ისევე მჭირდები, როგორც შენ... ხედავ რას ვგავარ?! ხედავ რას დამამსგავსა უშენობამ?! ჰაერი ხარ, წყალი ხარ, დარია... მე უშენოდ არარაობა ვარ... ამიტომ მინდა, რომ ჩემთან იყო... ხედავ როგორი ეგოისტი ვარ? მინდა, რომ სულ ჩემთან იყო... მხოლოდ ჩემი იყო... მხოლოდ მე მეკუთვნოდეს შენი პატარა გული... შენი სხეული... შენი სული... აი, ასეთი ეგოისტი და მესაკუთრე ვარ... არსად არ მინდა შენი გაშვება... უშენოდ არც ეს სახლი მინდა, არც სამსახური, საერთოდ არაფერი... მინდა, რომ ჩემი იყო... მაგრამ ყველაზე მეტად მინდა, რომ დარია იყო... ძლიერი, დამოუკიდებელი ხელოვანი ქალი, რომელსაც ყველა შეჰნატრის, რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია, რომლისთვისაც ღამეები არ სძინავთ... დარიას ჩაეღიმა. - რა გაცინებს? შენ გგონია ასეთი არ ხარ? შენ გგონია არ შეგიძლია, რომ ასეთი იყო? - შენ ყველაზე მეტად გჯერა იმის, რასაც მე არასდროს დავიჯერებ... - მომეცი უფლება, რომ დაგაჯერო... გთხოვ... ამხელა კაცი იდგა ამ პატარა არსების წინ და სრულიად უძლური იყო, რომ ებრძანებინა გული ამოიღე ჩემთვისო, თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა ამას. მისი გული მხოლოდ დარიას ეკუთვნოდა, სამუდამოდ. - ამიტომ მოვედი... საოცრად მომენატრე, ნოე... - ისევ მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა. - დარჩები ჩემთან? - ხმაში იმედი ჟღერდა. - დავრჩები... მოულოდნელად ბიჭმა გოგონა ხელში აიტაცა, ჰაერში ააფრიალა და თავის ოთახში აარბენინა. - იცი რამდენი ღამეა არ მძინებია? - ჰკითხა დარიას. - არც მე მძინებია... - გთხოვ, ჩემთან იყავი... ერთად დავიძინოთ... მინდა შენს სურნელში გამეღვიძოს, შენს პატარა ხელებს ვეხებოდე... ნოემ ისევ ხელში აიტაცა და ამჯერად საწოლზე გადააწვინა, დარიამ გადაიკისკისა. ბიჭი ზემოდან მოექცა ნანადირევივით მკლავებში მიმწყვდეულ დარიას. - ვინ ხარ, დარია... რა მიქენი? რა გამიკეთე? ბევრი აღარ უსაუბრია, გოგონას ტუჩებისკენ დაიხარა და თავისი ტუჩები შეაგება. ძალიან ნაზად აკოცა, თითქოს სიამოვნების გახანგრძლივება უნდაო, თითქოს უნდა ბოლომდე შეიგრძნოს ამ ტუჩების გემოო. კოცნიდა ძალიან ნაზად, ძალიან ნელა. კოცნიდა ტუჩის ყოველ ნაწილზე, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. სიამოვნებდა, როცა გოგონაც ცდილობდა აყოლას, ისიც იჩენდა ინიციატივას. ტუჩებს მოსწყდა და კისრისკენ გადაინაცვლა, აქაც ნელი და სველი კოცნებით ჩაუყვა გზას, კოცნიდა კისერზე, მხრებზე, ლავიწებზე, ხელებზე. ეხებოდა ყველგან, თითქოს ცდილობთა თავისი თითებით გოგონას სხეულის ყველა ნაწილი შეეცნო, შეეგრძნო, დაემახსოვრებინა. დარიას თვალები დაეხუჭა და სიამოვნების მორევში გადაშვებულიყო მთელი სხეულით. ისიც ცდილობდა თავისი სხეულით ნოეს ყოველი შეხების დამახსოვრებას, შეგრძნობას. ბიჭი კიდევ ძალიან დიდხანს კოცნიდა. კოცნიდა ყველგან, სადაც შეეძლო, დაუკოცნა ლოყები, შუბლი, თვალები და ის პაწუა ცხვირიც კი, ასე ძალიან რომ მოსწონდა გოგონაში. იქამდე კოცნიდა, სანამ სიამოვნების ექსტაზში მყოფი გოგონა აწმყოს არ მოსწყდა და ძილის ზმანებაში არ გადაიჭრა, დაღლილობამ და უძილობამ მაინც თავისი ქნა. დარია სხვა სამყაროში გადაეშვა, მაგრამ ეს სამყაროც კი ყველაზე წყნარად და მშვიდად მოეჩვენა, რადგან გვერდით ნოე ეწვა, რომელიც ვერ ძღებოდა გოგონას ალერსით, ვერ ძღებოდა მისი კოცნით და მოფერებით. 12. დარიას ნოეს მკლავებში გაეღვიძა. ბიჭს ორივე ხელი მაგრად შემოეხვია, თითქოს ეშინოდა, სადმე არ გაქრეს და ისევ მარტო არ დამტოვოსო. აკვირდებოდა ნოეს ნანერვიულებ სახეს, მოშვებულ წვერს, ალაგ-ალაგ ჭაღარა რომ შეჰპარვოდა უკვე, ბიჭის ჩამუქებულ თვალის უპეებს, მუდამ შეკრული კოპებისგან გაჩენილ სახის ნაკეცებს. „ნუთუ ეს მე გავუკეთე? ნუთუ მე ჩავაგდე ასეთ დღეში?“ მარტინენკოსთვის ეს ზედმეტად არარეალური იყო. მასზე არასდროს უნერვიულია ვინმეს, პირიქით, თვითონ ნერვიულობდა ყველაფერზე. თავისი ნაზი, ნატიფი, გრძელი თითებით ბიჭის შუბლს შეეხო, ნაკეცები შეიგრძნო, მერე თვალებისკენ წამოვიდა, მოეფერა ცხვირს, ლოყებს და ბოლოს ტუჩებს. ნოე შეირხა. - რატომ... ხარ... ალიონის... ფრინველი? - თვალი არ გაუხელია, ისე ამოიგრუხუნა თავისი ძილისგან კიდევ უფრო დაბოხებული ხმით. - რა ვარ? - გადაიკისკისა დარიამ. - ალიონის... ფრინველი... რომელი საათია? ნოემ უკვე თვალებიც გაახილა და თაროზე ჩამოდებულ ელექტრო საათს გახედა. - კარგი რა, დარია... რვის ნახევარია... - მართლა გულით ამოიწუწუნა. - ვაიმე... იძინე, გენაცვალე... მე ავდგები უბრალოდ... გოგონამ ამაოდ სცადა წამოდგომა, ლეშკაშელის ხელებმა ისევ საწოლს მიაჯაჭვა. - ძლივს დაგიჭირე... და შენი აზრით... ახლა გაგიშვებ? - ოჰ... - მე შენს გარეშე არ მინდა ძილი... - ნოე... ნუ იქცევი ბავშვივით... ბიჭი ბუზღუნით წამოიზლაზნა. - შხაპის მიღება მინდა... - თქვა გოგონამ. - იქნებ ჩემთან ერთად? - წარბები აზიდა და მაცდურად გამოხედა. - ნოე! - მოულოდნელად გადაწითლდა. ნოეს ხარხარი აუტყდა. თან გოგოს სიმორცხვეზე ეცინებოდა, თან იმაზე, რომ დარია ერთადერთი გოგო იყო, რომელმაც უარი უთხრა, არადა რამდენი ეხვეწებოდა ხოლმე, ნოესთან გიჟური სექსის შემდეგ, ერთად მივიღოთ შხაპიო, მაგრამ ბიჭი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ყოველთვის. - სუფთა პირსახოცები აბაზანაშია და იცოდე მალე გამოდი, მეც მინდა შესვლა... თუ დიდხანს მალოდინებ, შემოვალ... - თვალი ჩაუკრა. დარიას პასუხი აღარ გაუცია, აბაზანისკენ წავიდა სირბილით. ლეშკაშელმა თვალი გააყოლა, არ სჯეროდა, რომ დარია მართლა მასთან იყო, რომ ის ორ კვირიანი ჯოჯოხეთი დამთავრდა. დარია სადაც იწვა იმ ბალიშს გახედა, გადაგორდა და თავი მასში ჩარგო. რა თქმა უნდა, დარიას სურნელი ჰქონდა. აი ის სურნელი, ასე რომ აგიჟებდა ნოეს და ასე ძალიან რომ უყვარდა. ღრმად შეისუნთქა. - რა გჭირს, ... - შესძახა თავის თავს. - რამ გამოგას*რა ასე... თან თავის თავზე გაეღიმა. ცოტა ხანს კიდევ იკოტრიალა, მერე ტელეფონი მოძებნა და დასატენად შეაერთა. 47 გამოტოვებული ზარი ჰქონდა თათასგან, ამდენივე კოტესგან. ასევე ასამდე შეტყობინება. ზოგი ლანძღვის, ზოგი ტკიბილი სიტყვის. თათას ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ გოგონას შეშფოთებული ხმა გაისმა. - ნოე! ნოე! ხმა გამეცი! - რა გჭირს, გოგო... - რა მჭირს? - იმხელაზე იკივლა, ნოემ ტელეფონი ყურს მოაშორა. - რამდენი დღეა არ მპასუხობ! რა არ ვიფიქრე! მეგონა მოკვდი! მორგში დავრეკე, ნოე! გესმის?! - კარგი რაა... ასეთი შესაშფოთებელი რა მოხდა? - იდიოტი ხარ! თათამ ტელეფონი გაუთიშა. ლეშკაშელი კარგად იცნობდა თავის დას. გადარეკვას აზრი არ ჰქონდა, გაბრაზებულ თათას უნდა გასცლოდი და მერე თავისით გამოჩნდებოდა. დარიას შხაპმა თხუთმეტ წუთს გადააცილა, ამიტომ ბიჭმა თავისი პირობის შესრულება გადაწყვიტა. აბაზანაში შევიდა. დახურული, დაორთქლილი და წვეთებიანი დუშკაბინის მიღმა მაინც იკვეთებოდა დარიას წვრილი წელი, გამობერილი საჯდომი, მკერდი, წვრილი ხელები და ფეხები. ნოემ იგრძნო, როგორ მოაწვა ტვინში სისხლი, როგორ დაუწყო გულმა ძალიან სწრაფად ძგერა, როგორ გადაუხურდა სხეული, როგორ დაიწყო მისმა ასომ გამობერვა. - არა... არა... არა... - დახედა თავის ღირსებას. - ახლა არ შეიძლება... ღმერთო ჩემო... ეს რა განსაცდელი მომივლინე... როგორ უნდა დავაწყნარო ჩემი ბიჭი... სხვა გზა არ ჰქონდა, აბაზანიდან გამოვიდა და აივანზე გავარდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჰყურებდა ჰორიზონტს. როცა სახლში შემოსვლა დააპირა, პირსახოცშემოხვეული დარია შეამჩნია, რომელიც ჩანთაში იქექებოდა და ტანსაცმელს ეძებდა. - რას მიკეთებს ეს გოგო, ჰა? რა უნდა? რატომ მაგიჟეებს?! მანამ დაიცადა, სანამ დარია ბოლომდე არ მოწესრიგდა და შიგნით შევიდა. - გარეთ რა გინდოდა, ნოე... ამ სიცივეში! - შეიცხადა გოგონამ. - ნეტა რა მინდოდა... - დაიბუზღუნა და ამჯერად თვითონ შეაღო აბაზანის კარი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სუფთად ჩაცმული და მოწესრიგებული ნოე დაბლა ჩავიდა, სადაც დარია საუზმეს ამზადებდა. გოგონას უკნიდან მიეპარა, თავის სხეულზე აიკრო და ორივე ხელი მუცელზე შემოხვია. დარიამ ისევ იგრძნო ის მუხტი, ისევ იგრძნო ზოოპარკი მუცელში, ისევ იმატა მისმა გულისცემამ. - გშია? - ჰკითხა ჩუმად. - გააჩნია რას მთავაზობ... - ჯერ ლოყაზე აკოცა, მერე ყურს უკან და ნელ-ნელა კისერს ჩაუყვა. იგრძნო როგორ დაიძაბა და როგორ ერთიანად მოეშვა გოგონა მის ხელებში. - შენი მაცივრიდან გამომდინარე მხოლოდ ყიყლიყოს შემოთავაზება შემიძლია... - ხომ იცი, რომ დილით არ ვსაუზმობ... - ამოიჩურჩულა გოგონას ყურთან. - მაგრამ შენნაირ საუზმეზე უარს არ ვიტყოდი... - ნოე! გოგონა უხერხულად შეიშმუშნა და ბიჭს ხელებიდან დაუძვრა. არა, აქ რაღაც სხვა რამეში იყო საქმე. ნოე მის ნებას დაჰყვა. მოშორდა და მაგიდასთან დაჯდა. დარიამ ყავა დაუდგა. იცოდა, რომ ნოე ყავაზე არასდროს ამბობდა უარს. თვითონაც წინ დაუჯდა. - გიხდება გაპარსული წვერი... - ხო? არადა გამიგია გოგონები გიჟდებიან წვერიან ბიჭებზეო... - წვერის სიგრძეს გააჩნია... მე მოკლე წვერი მომწონს... მაგრამ... - მოიცა, ანუ გუშინ იმ წვერში არ მოგწონდი? - ნოემ კოპები შეკრა. დარია შეკრთა. - არა... იცი... მე... ბიჭმა ისევ გადაიხარხარა. - კარგი, დარია... ნუ ხარ ასეთი დაძაბული... ცოტა მოეშვი... დარიას ხელი თავის ხელში მოიქცია და ნაზად ეამბორა. გოგონამ ოდნავ ტუჩის კუთხე ჩატეხა. - მიდიხარ დღეს სამსახურში? - ჰკითხა გოგონამ უხერხულობის გასაფანტად. - შენი აზრით, ძლივს რომ ხელში ჩაგიგდე სამსახურში წავალ? გოგონას აღარ უპასუხია, ყიყლიყოს დიდი ლუკმა მოკბიჩა. - როგორ უყვარს ჩემს გოგოს ჭამა?! „ჩემს გოგოს“- ძალიან უცნაურად მოხვდა დარიას სმენის რეცეპტორებს ეს ფრაზა. - დედამთილი არ მაჭმევდა ხოლმე... - რას ჰქვია არ გაჭმევდა?! - ახალ საჭმელს რომ გააკეთებდა, მხოლოდ თავისი ქმრისთვის და შვილისთვის უნდოდა... მე მაიძულებდა 2-3 დღის წინანდელი მეჭამა, რომ არ გაფუჭებულიყო... დარიას ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა, თითქოს ერთ ჩვეულებრივ ისტორიას უყვებოდა, არაფერს განსაკუთრებულს. - დარია! ასეთი ამბების შემდეგ მინდება, რომ მკვლელი გავხდე... და გთხოვ, დამინდე... გოგონა ვერც მიხვდა რა მოყვა ასეთი საგანგაშო, მაგრამ მაინც გაჩუმდა. მთელი დღე ერთად გაატარეს, ხან ვერანდაზე ისხდნენ, ხან ფილმს უყურებდნენ. აი როგორც ფილმებში ხდება ხოლმე - დარიას ნოეს მხარზე დაედო თავი და ერთ-ერთ ძველ, შავ-თეთრ ამერიკულ სასიყვარულო ფილმს უყურებდა. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებიც წამოუვიდა. თან იმდენი, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ტიროდა. ნოე ჯერ გაოგნებული უყურებდა, შემდეგ კი, როგორც ყოველთვის, ხარხარი დაიწყო. - კარგი, გოგო, კარგი... გეყოფა... რა გატირეეებს... დარიასაც ეცინებოდა, მაგრამ მაინც ტიროდა. - აი მართლა გამაგებინე რაზე აგეტირა? - როგორ ნაზად ექცეოდა... ის ბიჭი... თან მე წიგნიც წაკითხული მაქვს... - მართლა? - ხო... და წიგნი გამახსენდა... იქ კიდევ უფრო დეტალურადაა ყველაფერი... ამათი ურთიერთობა... - და თუ ასეთი ურთიერთობა გინდოდა რატომ არ იბრძოლე შენი თავისთვის, დარია?! რატომ არ იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის... შენ ხომ შეგეძლო ხმა ამოგეღო... - კარგი რაა... ასეთი ისტორიები მხოლოდ წიგნებში და ფილმებში ხდება... - საიდან მოიტანე? - ხმას აუწია ბიჭმა. - რა იყო, შენ ბევრი ასეთი ზღაპრული ურთიერთობა გქონია? როგორ სწორად დაუსვა მარტინენკომ ეს კითხვა. მართლაც რომ... განა თვითონ ოდესმე სჯეროდა ამის? აქამდე არასდროს... დარიას გამოჩენამდე, არასდროს... - შენს გამოჩენამდე მე საერთოდ არაფრის არ მჯეროდა... - უთხრა მტკიცე ხმით. დარიას ამჯერად ცინიკურად ჩაეღიმა. - დარია, ნუ მაბრაზებ... - არ გაბრაზებ... - ასეთი ურწმუნო რატომ ხარ? - უთხრა ერთმა ურწმუნომ მეორეს... როგორც ჩანს, გოგონა სულაც არ იყო საუბრის ხასიათზე, ამიტომ ნოემ გაცლა გადაწყვიტა. თავისი ლეპტოპი გაშალა და ვითომ რაღაც საქმეს აკეთებდა, არადა მთელი გონებით დარიასთან იყო და მისი განსაცდელის ამოხსნას ცდილობდა. ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ ასე. იძინებდნენ ერთად ჩახუტებულები, იღვიძებდნენ ისევ ასე. ნოე რიტუალივით აგრძელებდა თავის კოცნებს, თავბრუს ახვევდა გოგონას და ცდილობდა თავისი შეხებისთვის მიეჩვია. ცდილობდა გაეცნო გოგონას სხეული, მისი სუსტი წერტილები, ეპოვა ის პიკები, სადაც დარია სიამოვნებას განიცდიდა, რადგან სწორედ დარიას სიამოვნება ანიჭებდა მას თავად ყველაზე დიდ სიამოვნებას. დარიაც კარგი მოსწავლე გამოდგა, ადვილად ითვისებდა ყველაფერს, რასაც ბიჭი ასწავლიდა, კოცნაშიც გამოეწრთო და აღარ იყო ისეთი მორიდებული, როგორიც თავიდან. ამ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დატოვა ბიჭმა გოგონა, ისიც რამდენიმე საათით, რადგან გადაუდებელ საქმეებზე მოუწია გასვლა. ერთ-ერთ საღამოს, როგორც ყოველთვის, ფილმს უყურებდნენ. უკვე გვიანი იყო, მაგრამ არც ერთს არ ეძინებოდა. მოულოდნელად ფილმში ეროტიული სცენა გამოჩნდა, თან საკმაოდ რომანტიული. ნოემ გამომცდელი მზერა გააპარა დარიასკენ, აინტერესებდა გოგონას რეაქცია. დარია ეკრანს აღარ უყურებდა, იატაკისთვის გაეშტერებინა მზერა. ნოემ ფილმი დააპაუზა. - ვსო, მორჩა... გამაგებინებ რა ხდება?- მოუტრიალდა გაოცებულ გოგონას. - რა ხდება? - კითხვა შეუბრუნა. - დარია... 23 წლის ხარ... 6 წელი ქმარი გყავდა... შენ კი 12 წლის ბავშვივით იქცევი პორნოს ყურებისას რომ შეუსწრებენ... თავს არიდებ ამ თემას და არც მე გაძალებ, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რამე პრობლემაა? - საიდან მოიტანე... - ბიჭის მკლავებიდან თავის დაძვრენა სცადა, ისევ ამაოდ. - მეძინება უბრალოდ... და ეტყობა მზერა გამიშტერდა... - დარია, ნუ მატყუებ. - ნოე... - არა, მე მინდა რომ მესაუბრო... მე მინდა რომ დაგეხმარო... უბრალოდ მესაუბრე და ერთად მოვაგვაროთ... აქამდე ხომ ყველაფერს ვაგვარებდით? - ნოე... დარიას ხმაში ნერვიულობა გაკრთა, აწრიალდა და ადგილს ვეღარ პოულობდა. - სექსის დროს გცემდა ის ნაბო*არი, ხო? - კბილებში გამოსცრა. დარიამ საპირისპირო მხარეს გაიხედა. - დარია, შემომხედე! - უბრძანა. - სიმართლე მითხარი! - ხო... მცემდა... - უთხრა გაბრაზებული ხმით. - რატომ მახსენებ? - მე მინდა დაგეხმარო... - ლოყაზე მოფერება სცადა. გოგონამ ბიჭის ხელი უხეშად მოიშორა. ნოე მსგავს საქციელს არ ელოდა. - საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი, აღარასდროს... ნოეს პასუხი აღარ გაუცია. დარიას ხელი გაუშვა. გოგონა წამოდგა და ოთახისკენ წავიდა. ლეშკაშელსაც მოეშალა თავის თავზე ნერვები, მაგრამ იცოდა, რომ ამაზე საუბარი ოდესღაც უნდა წამოეწყო და აუცილებლად უნდა დაესრულებინა. ორი საათის შემდეგ ავიდა ოთახში. თავიდან იფიქრა დივანზე დავიძინებო, მაგრამ დარიას გარეშე ამას ვერ შეძლებდა. ისევ დაბრუნდებოდნენ ძველი კოშმარები, ისევ დაბრუნდებოდა მარტოსულობა. გოგონა კუთხეში მიკუნჭულიყო. ნოემ ჩუმად გაიხადა და ჩაწვა, გოგონასკენ მიჩოჩდა და ორივე ხელი წელზე შემოხვია, დარია მის ნებას დაჰყვა. ხელი რაღაც სველზე მოუხვდა - დარია ტიროდა. - ისევ აგატირე... - დაიჩურჩულა მის ყურთან. - და ახლა რამით განვსხვავდები შენი ტირანი ქმრისგან?! - ჩამეხუტე... და უბრალოდ გაჩუმდი... - უპასუხა ჩუმად და თავისი თითები ნოეს თითებში გადახლართა. 13. დილით დარიას, როგორც ყოველთვის, ადრე გაეღვიძა. ამჯერად ნოეს გაღვიძებას აღარ დალოდებია, პირდაპირ გამოძვრა მისი მკლავებიდან და ჩაცმა დაიწყო. - ჩემი ალიონის ფრინველი სადმე მიდის? - დაიგრუხუნა ნოემ. დარია შეხტა. - სახლში მივდივარ. მოულოდნელად ნოე ფეხზე წამოფრინდა, გოგონას მივარდა და ორივე ხელით მხრებზე მოეჭიდა. - რას ჰქვია მიდიხარ? ისევ მარტო მტოვებ? თუ გუშინდელის გამო ხარ გაბრაზებული... - მოიცა... - აღარ დაამთავრებინა. - ტანსაცმლის და რაღაც ნივთების წამოღება მინდა. უნივერსიტეტში უნდა ვიარო. ნოემ შვებით ამოისუნთქა. მოწყვეტით დაეშვა დივანზე. - მე წაგიყვან. - არ მინდა, ნოე, რა საჭიროა? ცოტა ხნით მარტო მინდა ყოფნა... გამიგე... ლეშკაშელმა ისევ დამნაშავის თვალებით შეხედა. - ტაქსს მაინც გამოგიძახებ... - კარგი... გამომიძახე... დარიამ თავისი პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კიბეზე დაეშვა, ნოეც უკან გაჰყვა. - არ მაკოცებ? უნდოდა მივარდნოდა გოგონას, მოეტრიალებინა, კარზე აეკრო და ძალიან, ძალიან მაგრად ეკოცნა, მაგრამ გუშინდელის გამო თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა, ამიტომ მოშორებით იდგა და დარიას მოწყალებას ელოდებოდა. დარიამ ჯერ თვალებში ჩახედა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა, ცერებზე აიწია და ნოეს ტუჩებს თავისი ტუჩები მსუბუქად შეახო. ბიჭიც ასეთივე ნაზი და ჰაეროვანი კოცნებით აჰყვა, მაგრამ სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა, დარია მალევე მოშორდა. - გაბრაზებაც როგორი სცოდნია... - ჩაილაპარაკა ნაწყენი ხმით. დარიას ჩაეღიმა. - ფული ჩანთაში გიდევს... რაიცი რაში დაგჭირდეს... მარტინენკოს თვალები გაუფართოვდა, კოპები შეკრა. ჩანთა გახსნა. რამდენიმე ას ლარიანი კუპიურა იდო. - რა? ეს... ნოე! - ხმას აუწია. - რა ნოე? მე ვზრუნავ ჩემს გოგოზე... ახლა კი მიბრძანდი... - კარისკენ მიუთითა. - ჩვენ ასეთ რამეზე არ შევთანხმებულვართ! - დარია! ახლა გავბრაზდები! გოგონა მიხვდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გატრიალდა და კარი გაიხურა. ძალიან დაბნეული იყო. ვერ ხვდებოდა, რა და რატომ მოხდა მის თავს. მართლა ვერ იგებდა, რით დაიმსახურა ნოესნაირი კაცის თავის ცხოვრებაში გამოჩენა. იმას კი კარგად ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა იცვლებოდა. სწორედ ნოეს დამსახურებით დღითიდღე უკეთესობისკენ იცვლებოდა. პირველ რიგში სწავლას დაუბრუნდა, თავის საყვარელი საქმეს დაუბრუნდა. რომ არა ნოე, დარია ამას არასდროს იზამდა. ახლა კი დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეს აღარ მიატოვებდა. იბრძოლებდა თავისი საქმისთვის, თავისი სიამოვნებისთვის, თავისი მხატვრობისთვის. სწორედ, რომ ნოემ გააღვივა მასში ის მარცვალი, რომელსაც ბრძოლისუნარიანობა ჰქვია. ნოემ გამოაფხიზლა დარია, ნოემ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი. მართალია ვერ გამოხატავდა, მაგრამ მასაც სიგიჟემდე შეუყვარდა ბიჭი. ატყვევებდა მისი გარეგნობა, მისი გამჭოლი მზერა, რომელიც ყველაფერს ამჩნევდა და ხვდებოდა. აგიჟებდა ბიჭის შეხება, გონებას ურევდა მისი ალერსი და კოცნა. თითქოს ნოეს გამოჩენამდე არც უცხოვრია, ან უბრალოდ ჯოჯოხეთი იყო მისი ცხოვრება. ამ ოთხ თვეში იმაზე მეტი განიცადა, იმაზე მეტი შეიგრძნო და გამოსცადა, ვიდრე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. პირველად იგრძნო ვიღაცის მიმართ მიზიდულობა, სულიერი სიახლოვე, სიყვარული. პირველად ზრუნავდა ვიღაც მასზე, პირველად ფიქრობდა და ადარდებდა დარია სხვას, ისევე, როგორც დარიას ის. პირველად იგრძნო „მუცელში პეპლები“, პირველად იგრძნო სიყვარულისგან და სურვილისგან გამოწვეული მღელვარება და კანკალი, პირველად იგრძნო თავი სასურველ ადამიანად, სასურველ ქალად. და რაც ყველაზე მთავარია, მას სჭირდებოდა ნოე. სჭირდებოდა როგორც ჰაერი და წყალი. ბიჭს კი სჭირდებოდა დარია. ნოე იქცა მის ერთადერთ დასაყრდენ ბოძად, ერთადერთ მაცოცხლებელ ძალად, ერთადერთ მოტივაციად. სწორედ ნოეს გამო უნდოდა, რომ გამხდარიყო ისეთი, როგორსაც ბიჭი ელოდა - დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალი, რომელიც სასურველია ყველასთვის, რომელსაც გვერდში უდგას ნამდვილი მამაკაცი, რომელიც მას არასდროს მიატოვებს და მასთან იქნება „ჭირში და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ.“ უნდოდა ბიჭისთვის დაემტკიცებინა, რომ საკუთარი თავისთვის ყველაფერს შეძლებდა, რომ აღარ იქნებოდა ერთი საწყალი, სულელი და დაუცველი დარია, რომელსაც ყველა თავის ჭკუაზე ატარებდა. უნდოდა ბიჭის იმედების გამართლება, უნდოდა ნოეს თვალებში სიამაყის განცდა დაენახა და დღეიდან ყველაფერს გააკეთებდა ამ მიზნის მისაღწევად. თავისი ნივთები მალევე ჩაალაგა, თან ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა. სახატავი ნივთებიც მოაწესრიგა, ერთად შეკრა და ბოლოს დაღლილი დივანზე წამოწვა. ისევ ის ფიქრები შემოაწვა, რომელსაც მთელი დღის და მთელი კვირის განმავლობაში ყველაზე მეტად გაურბოდა. ხვდებოდა, რომ ნოესთან ურთიერთობა კოცნით და ჩახუტებით ვერ შემოიფარგლებოდა. მართალია ბიჭი ყველანაირად იკავებდა თავს, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გადასულიყო მათი ურთიერთობა სხვა ფაზაში. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვიდოდა სექსუალური ცხოვრების დაწყების დროც. როგორ აეხსნა ბიჭისთვის, რომ სექსი მისთვის მხოლოდ აუტანელ ტკივილთან, ცრემლებთან, ლანძღვა-გინებასთან და შეურაცხყოფასთან ასოცირდებოდა. ძალიან რცხვენოდა, ძალიან ერიდებოდა ბიჭთან ამ თემის განხილვა, არადა კარგად ხვდებოდა, რომ ნოე ამ პრობლემის მოსაგვარებელ გზასაც გამონახავდა. როგორ უნდა აეხსნა, როგორ უჭირდა ამ თემაზე საუბარი, თითქოს შინაგანად რაღაც ანგრევდა, რაღაც ჭამდა, რაღაც ახრჩობდა და არ აძლევდა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. ყველაზე მეტად ლევანთან სარეცელის გაყოფა ეზიზღებოდა. მისი ყოფილი ქმარი ასეთ დროს ენით აღუწერელ მონსტრად იქცეოდა ხოლმე, ყველაფერს აკეთებდა თავისი სიამოვნებისთვის. ლევანი ზუსტად იმ კაცებს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც უფრო აღაგზნებდათ და უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდათ სექსის დროს ქალის ტკივლით მოჭმუხნული სახე, ქალის ვედრება შეწყალებისთვის და ქალის ცრემლები. ამიტომ დარია არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, არაერთი სისხლჩაქცევა და ჩალურჯება ჰქონია სხეულზე, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა. განა ასე არ იქცევა ყველა ქალი, ვინ, სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია?! სწორედ ამ დროს ნოესგან შეტყობინება მოუვიდა. „რაღაც საქმე გამომიჩნდა, უნდა გავიდე. თუ ჩემს მოსვლამდე დაბრუნდი, გასაღები ჩანთაში გიდევს. და ნუ მანერვიულებ!“ დარიას ჩაეღიმა. განა ყველა ასე იქცეოდა? განა ყველას აძლევდნენ თავიანთი სახლის გასაღებს ყველანაირი გაფრთხილების გარეშე? განა ყველას დაბრუნებას ელოდნენ სახლში და თან ნერვიულობდნენ? დიდხანს აღარ დარჩენილა თავის სახლში. ახლა უკვე ყველანაირი დაეჭვების გარეშე ბრუნდებოდა უკან ნოესთან, ახლა უკვე მზად იყო მასთან ერთად ყველაფრის განსახილველად. ლეშკაშელი გვიან დაბრუნდა სახლში. ღამის სამი საათი იქნებოდა. რამდენიმე შეკვრა ეჭირა ხელში, პროდუქტებით სავსე. თვალები გაუბრწყინდა, როცა დივანზე ჩაძინებული დარია დაინახა. მაინც როგორი სათუთი იყო, როგორი ნაზი, როგორი ჰაეროვანი და ამავდროულად ნოესთვის ყველაზე სექსუალური და სასურველი ქალი. მოსაცმელი გაიხადა და ფეხაკრეფით მიეპარა მძინარეს. მის წინ ჩაიმუხლა, სახისკენ დაიხარა და იასამნის, პიონების და რაღაც სხვა ეგზოტიკური ყვავილების სურნელი ღრმად შეისუნთქა. მერე დაიხარა და თავისი ტუჩები დარიას ხავერდოვან კისერს შეახო. გოგონა შეიშმუშნა და ნელ-ნელა თვალები გაახილა. - ნოე... - ძილისგან გაბზარული ხმა ჰქონდა. - დამიბრუნდა ჩემი ალიონის ფრინველი? - დაგიბრუნდა... - და აღარ წავა? - აღარ წავა... ნოეს ნასიამოვნები ღიმილი გადაეფინა სახეზე. ხელი დარიას თმებში შეუცურა და მისი ბაგეებისკენ დაიხარა. - ახლა მინდა, რომ ისე გაკოცო, როგორც მე მისწორდება... - ანუ? - პირი გააღე. - უბრძანა. გოგონა დაემორჩილა. ნოე გაშმაგებით წაეტანა გოგონას ტუჩებს, ენა ღრმად ჩაუყო და მისი გემო კარგად შეიგრძნო. დარიამაც სცადა აყოლა, რაც ბიჭისდა გასაკვირად ძალიან კარგად გამოუვიდა. ნელ-ნელა წამოჯდა, თვითონაც შემოჰხვია ხელები ნოეს განიერ მხრებზე, ფრჩხილები მსუბუქად ჩაარჭო კისერთან. რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს სიამოვნება, შემდეგ კი, სუნთქვააჩქარებულები მოეხვივნენ ერთმანეთს. - შენზე ვგიჟდები... - ამოთქვა გოგონამ ბიჭის ყურთან. ნოე ამას არ ელოდა. ნუთუ მიაღწია თავისას? ნუთუ დაიმსახურა დარიას გული? ნუთუ მარტინენკოსაც შეუყვარდა? მოშორდა და თვალებში ჩახედა. იმ წყლისფერ თვალებში ჩახედა, ახლა რომ ასე განსაკუთრებულად ელვარებდნენ. როგორი წრფელი იყო, როგორი სუფთა, როგორი ლამაზი. - დარია... მე შენ მიყვარხარ... გოგონას თვალები გაუფართოვდა. თურმე როგორი უჩვეულო, როგორი სასიამოვნო ყოფილა ამ სიტყვების საყვარელი ადამიანისგან მოსმენა. - მეც მიყვარხარ... - მოსწყდა გოგონას ბაგეებს. - მართლა? მართლა გიყვარვარ? - თითქოს არ სჯეროდა. - ამას კითხვა უნდა, ნოე? განა ვინ უნდა მიყვარდეს შენ გარდა? - თავისი ხელებით ბიჭის ლოყას შეეხო. ნოეს ბედნიერების ნაპერწკლები აუთამაშდა თვალებში. გოგონას ხელის გულები დაუკოცნა. - იმედია ხვდები, რომ ვეღარ მომიშორებ... ვეღარასდროს... - უთხრა ბოლოს. - შენ ჩემი იქნები... მხოლოდ ჩემი... დარიას გაეცინა. - მე შენი ვიქნები... მხოლოდ შენი... - მინდა იცოდე, რომ შენი ამ სიტყვებით ყველაზე დიდი სიხარული მომანიჭე, მარტინენკო, ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე ამ ქვეყანაზე! მთელი ცხოვრება მეყვარები... ჩემს პირობას შევასრულებ... სულ შენს გვერდით ვიქნები... დარიაზე ფიქრით გათენდება და დაღამდება... ჭირში და ლხინში... - სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს... - დაასრულა გოგონამ ამაყად. კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდნენ ერთმანეთს, ამ წუთით ვერ ძღებოდნენ, უნდოდათ, რომ სამუდამოდ გაგრძელებულიყო. - დავიძინოთ? - სიჩუმე დაარღვია ლეშკაშელმა. დარიამ თავი დაუქნია. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. ღმერთის მადლობელი იყო, სწორედ იმ ღმერთის, რომლის არსებობისაც აღარ სჯეროდა, მაგრამ ახლა უკვე ორმაგად ირწმუნა. ნოემ ისევ ჰაერში აიტაცა, ისევ გადაიკისკისა დარიამ, ისევ საწოლში აღმოჩნდნენ ერთად. 14. კვირა დილა გათენდა, მაგრამ ალიონის ფრინველსაც კი არ გაუღვიძია შუადღის ორ საათამდე. ამჯერად ნოემ დაასწრო გაღვიძება. გაუკვირდა, მაგრამ მშვენიერ ხასიათზე იყო, ამიტომ დარიას კოცნებით გაღვიძება განიზრახა. - აუ... ნოე... - ალიონის ფრინველსაც კი ჩაეძინა... შემეშინდა... ხომ კარგად არის მეთქი... შეგამოწმე... დარიას გაეცინა, მაგრამ თვალების გახელა მაინც არ უნდოდა. - გაიღვიძე, თორემ შორტი ისე სექსუალურად გაქვს გაკვეხილი, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. გოგონა უხერხულობისგან ისევ აწითლდა. - კარგი, კარგი, ხოო... რას მენაზები ერთი... ნოე წამოდგა და აბაზანაში შევიდა. როცა გამოვიდა, დარია უკვე ჩაცმული დახვდა. კარგი ამინდი იყო, ამიტომ ვერანდაზე ისაუზმეს. ნოეს ფუმფულა საქანელა ეკიდა გარეთ, იქ იწვნენ ჩახუტებულები რამდენიმე საათის განმავლობაში. დარიას ბიჭის კალთაში ჩაერგო თავი, ნოე კი თითებით მის სურნელოვან თმებს ეთამაშებოდა. - ნოე... - მოულოდნელად წამოჯდა გოგონა. ლეშკაშელმა წარბები მაღლა აზიდა. - მე მინდა, რომ ყველაფერი მოგიყვე... - რა ყველაფერი? - იცი რაც... - კოპები შეკრა. - და დარწმუნებული ხარ, რომ ამისთვის მზად ხარ? - კი... ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გადავლახო ეს... - მაშინ გისმენ. - შენ მკითხე, მე გიპასუხებ. დარიას ეტყობოდა როგორ უჭირდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ნოესთვის ეს უნდა გაეკეთებინა. - მაშინ დავუბრუნდეთ გუშინწინდელ კითხვას... სექსის დროს გცემდა? - კი... მცემდა... ძალიან სასტიკად და დაუნდობლად... ნოეს სიბრაზისგან არტერია დაეჭიმა კისერზე. - გაგაუპატიურა? - არაერთხელ... - დარია... მოვკლავ და ციხეში წავალ... სამუდამოდ... - ნოე! განა მე ამისთვის გიყვები? მე მისი სამუდამოდ დავიწყება მინდა... ამისთვის ვაკეთებ ყველაფერს... გთხოვ... არ გინდა... - შენ თვითონ რას ფიქრობ სექსზე? - მეზიზღება... - გოგონას სახეზე აუტანელი ტანჯვა გამოიხატა. - მძულს... ის ჩემთვის მხოლოდ ტკივილია, სხვა არაფერი... ბიჭის სახეზე ერთდროულად რამდენიმე ემოციამ შეცვალა ერთმანეთი. - ასე როგორ უნდა დაუმახინჯო ადამიანს ფსიქიკა? ასეთი მოძალადე როგორ უნდა იყო? - პირველი აქტის მერე ერთი კვირა საწოლიდან ვერ ვდგებოდი... ჩემი ღრიალი მთელ სახლში ისმოდა, ამიტომ პირში ზეწარი ჩამთხარა... - დარია... - ამოიგმინა ბიჭმა. - იმედია ხვდები, რატომ ვარიდებდი ამას ამდენ ხანს თავს... მაგრამ მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ შენთან ერთად, ამიტომ მინდა სრულფასოვანი ვიყო... - ოდესმე ორგაზმი გქონია? - რა? არა... არასდროს... - გოგონა გადაწითლდა, თითქოს რაღაც ტაბუდადებულ სასირცხვილო თემას შეეხნენო. - ექვსი წლის განმავლობაში არც ერთხელ? - ნოე ყურებს არ უჯერებდა. - არა... - არც შენი მცდელობით? - შენი აზრით? - კიდევ უფრო გაწითლდა. - ღმერთო ჩემო... დარია... არც კი ვიცი რა ვთქვა... გოგონას სიმწრისგან ჩაეცინა. - გაგიმართლა სექსუალურად საკმაოდ განათლებული პარტნიორი რომ შეგხვდა... - სიტუაციის განმუხტვა სცადა ბიჭმა. - ხო... მე და მთელ თბილისს... ნოემ გაოცებისგან წარბები მაღლა აზიდა. - როგორ მომწონს თამამი დარია, ვერ წარმოიდგენ... მოულოდნელად გოგონას ხელი ჩაავლო და თავის ქვეშ მოიქცია. - ნოე... რას აკეთებ! - აღმოხდა გაოცებულს. - ჩემი დარიას კოცნა მინდა... თამამი დარიასი... თავის გრძელ ენაზე... დათქმული აასრულა და გოგონას ტუჩებს დააცხრა. გააფთრებული, ვნებამოზღვავებული კოცნიდა და მის აყოლიებასაც ცდილობდა. გოგონამ ინსტიქტურად ფეხებიც კი შემოჰხვია წელზე. ნოე კოცნებით კისერს ჩაუყვა. სველი და ცხელი კოცნებით იკვლევდა გზას. - მოდუნდი! - უბრძანა და ისიც მაშინვე დაემორჩილა. გოგონას ზოლიან მაისურს დასწვდა და წამებში გადააძრო. თან დარიას რეაქციას დააკვირდა, თითქოს რაღაც თანხმობას ელოდებოდა მისგან. ვნებამ და აჩქარებულმა გულმა თავისი ქნა და გოგონა დაემორჩილა. კოცნებით ჩაუყვა მკერდის ძვალს, ჩავიდა მუცლისკენ, ახალი, მისთვის აქამდე უცნობი ადგილების შესწავლას ცდილობდა თავისი ტუჩებით. ხელი ბეჭების უკან შეუცურა და თითების მარტივი მოძრაიბით ბიუსჰალტერი გაუხსნა. საბოლოოდ გაძარცვა დარიას მკერდი სამოსისგან, მის წინაშე დარიას პატარა, მაგრამ სავსე მკერდი იწონებდა თავს, დაბერილი თავებით და სიცივისგან ტაო დაყრილი კანით, რომელიც ბიჭს კიდევ უფრო აღაგზნებდა. - მოეშვი! იდეალური ხარ! - თვითონაც აჩქარებოდა სუნთქვა. სათითაოდ ორივე მკერდი დაუკოცნა, ყველა ნაწილი, ყველა კუნჭული. დარია სიამოვნებისგან კრუტუნებდა. ნელ-ნელა კოცნას უმატა, ხმარობდა ენასაც, ხელებით ეფერებოდა. ერთ-ერთ მკერდს ტუჩებით და ენით წაეტანა, მეორე კი თავის მუჭში მოიქცია. მარტინენკოს კვნესა აღმოხდა, თავი უკან გადააგო და მკერდი კიდევ უფრო ამობრიცა. მოსწონდა ლეშკაშელს, რომ გოგონას სიამოვნებას ანიჭებდა. მოსწონდა ის, რომ დარია მის ბრძანებას ბოლომდე ემორჩილებოდა, დუნდებოდა და დაძაბულობის გარეშე ცდილობდა სიამოვნება მიეღო, აქამდე განუცდელი სიამოვნება. რამდენიმე წუთის შემდეგ ნოე გაჩერდა. - დარია... ჩაიცვი... სულ კანკალებ... არ გამიცივდე... - სიცივის გამო... ნამდვილად... არ... ვკანკალებ... ნოეს უბრალოდ გაეცინა, მაისური მიაწოდა. დარია ბიუსჰალტერისკენ გაიწია, მაგრამ ბიჭმა დაასწრო. - არა, არა... ეს აღარ გჭირდება... გოგონასაც გაეცინა. - ეს ვის ხელში ვარ? - სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანის... ბიჭი სახლში შევიდა. - გინდა პიცა გამოვიძახოთ? გოგონას ანთებული თვალები თანხმობის ნიშანი იყო. - იმენა „ბეზ ატკაზნი“ ტიპი ხარ... ოღონდ საჭმელი იყოს და... - გადაიხარხარა და მობილური მოიმარჯვა. პიცის მოტანა დააგვიანდათ. - აუ, ნოე... სად არიან ამდენ ხანს... - დარიას წუწუნმა აიკლო სახლი. - რა ვქნა? დავურეკო და დედის ტრა*ი დავაფარო? - იცინოდა ლეშკაშელი. - ხო, მიდი, იცინე, იცინე... ეწყინა და გაიბუსხა. მოშორებით დაჯდა. ნოემ ფილმი ჩართო და თავის საყვარელ ადგილას მოკალათდა. დარიას გახედა, რომელიც არ იმჩნევდა და ეკრანს მიშტერებოდა. - დიდხანს გელოდო ახლა? - ბიჭმა ხელით თავის გვერდზე ანიშნა. დარიამ ზურგი აქცია. - კარგი, მაშინ პიცას მარტო მე შევჭამ. ორ წუთში ნოე პიცის დიდი ყუთით ხელში იჯდა დივანზე. პიცის სუნმა მთელი სახლი მოიცვა. ბიჭმა დარიასკენ გააპარა მზერა, რომელიც ანთებული თვალებით უყურებდა საჭმელს, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. ნოემ პირველი ნაჭერი ამოიღო და გემრიელად მოკბიჩა. ყველი გაიწელა. - მმმ... - აღმოხდა ბიჭს სიამოვნებისგან. დარიას მაინც არ ამოუღია ხმა. - ეს რა ჯიუტი ყოფილა... - თქვა ბიჭმა რამდნიმე წუთის მერე. - აჰა, გოგო, ჭამე... არ მინდა... სულ შენი იყოს... გოგონა წამებში მის გვერდით გაჩნდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ დარიას სიამოვნების ზმუილი ისმოდა. ნოე კი უყურებდა, როგორ მადიანად ილუკმებოდა მარტინენკო და სიცილს ძლივს იკავებდა. - აი, რამდენ პაემანზე ვყოფილვარ, ხო? რამდენ გოგოსთან მქონია ურთიერთობა... მორიდებით რომ ჭამდნენ და მარტო სალათით კმაყოფილდებოდნენ... და ეს ვინ მყავს მე აქ? ყველაზე მადიანი ქალი... დარიას საპასუხოდ ჭამის შეწყვეტა არ უცდია. ფილმს ბოლომდე უყურეს, ბევრიც იცინეს. დარია ასეთი ბედნიერი და მხიარული ნოეს არასდროს ენახა. ბოლოს გოგონა წამოდგა, თეფშები გასარეცხად ჩააწყო და წყალი მოუშვა. ცოტა ხანში ნოე უკნიდან მიეპარა და ხელები შემოჰხვია, მთელი სხეულით აეკრო. - ნოე! ბიჭმა ორივე ხელი საჯდომისკენ გამოაცურა და მაგრად უჩქმიტა. დარიას თეფში ხელიდან გაუვარდა, გატყდა. - ნოე!.. - ისე მიყურებდა შენი ტრა*ი, ეს რომ არ მექნა, არ შემეძლო... - ამოიჩურჩულა ვნებიანად მის ყურთან და აკოცა. ხელები ნელ-ნელა წინ წაიღო, ტანზე მოტკეცილი ელასტიკი გადაუწია და ხელი საცვალში ჩაუცურა. დარია შეხტა, არ ელოდა. - ნუ იძაბები! მოდუნდი! დამაცადე რასაც ვაკეთებ! მიდი... დამემორჩილე... მისი სიტყვები ჰიპნოზივით მოქმედებდნენ და დამორჩილებას აიძულებდნენ. მოდუნდა, დანებდა. ბიჭი ნაზად ჩაუყვა დაბლა, სასირცხვო ბაგეებზე მიეფერა. დარია უკვე საკმარისად დასველებულიყო. - ნუთუ ასე აღგაგზნებ, ლამაზო? - ისევ ჩასჩურჩულა. ნელი ბიძგით თითები საშოში შეუცურა, დარიამ ამოიკვნესა და ხელებით ნოეს მაჯას ჩააფრინდა. ბიჭი ძალიან ნელა მოძრაობდა, უნდოდა გოგონა შეჩვეოდა. ხანდახან აც ეხებოდა და მის სტიმულაციას ცდილობდა. დარიას ბაგეებს კვნესაც კი მოსწყდა. ნოემ ნელ-ნელა ტემპს უმატა, გოგონას კუნთები დაეჭიმა. კვნესა გახშირდა. - მიდი, დარია... უნდა გა*თავო... უნდა იგრძნო რისთვის ღირს ცხოვრება... კიდევ უფრო გაახშირა ბიძგები და მარტინენკოს ყვრილი აღმოხდა, ბიჭმა კი იგრძნო პულსაცია, რომელიც მისი საშოდან მოდიოდა. - აი, ასე... ყოჩაღ... კარგი გოგო ხარ... - შეაქო, თავისკენ შემოატრიალა და ტუჩებზე დააცხრა. გოგონამ რაღაც საოცარი, აქამდე განუცდელი იგრძნო, ორგაზმმა თითქოს სადღაც ძალიან მაღლა ააფრინა. ნუთუ ეს იყო ის, რის გამოც ხალხი ასე გიჟდებოდა სექსზე?! - ნოე... მე შენზე ვგიჟდები... - დაამთავრა ბოლოს. - მე კი შენზე... თვითონაც ნასიამოვნები სახე ჰქონდა, რადგან დარიასთვის ის ერთადერთი მამაკაცი იყო, ვინც მას ეს უსაზღვრო სიამოვნება მიანიჭა და ორგაზმის ძალას აზიარა. მაინც მორცხვობდა გოგონა, მაინც ვერ უსწორებდა მზერას. ბიჭი კი პირიქით, თავისი განმჭოლავი მზერით ბურღავდა. - დარია... - დაიწყო და თმა ყურზე გადაუწია. მოულოდნელად გოგონა ხელებიდან დაუძვრა, სირბილით წავიდა კიბისკენ. - მე... მე... აბაზანაში... უნდა... არ ვიცი... - დაიწყო ბოდვა. ნოემ ეშმაკური მზერა გააყოლა, თან ეღიმებოდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ექვსი წლის განმავლობაში დაქორწინებული გოგონა კი არა, პატარა, უკარება ქალწული ჰყავდა სახლში. ახურებული, სახეარეული დარია აბაზანაში შევარდა და ჩაიკეტა. ცივი წყალი მოუშვა. ძალიან სცხელოდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა და გული ამოვარდნას ჰქონდა. ლევანთან ურთიერთობის დროს მსგავსი არაფერი განეცადა, მისი შეხება მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს აღძრავდა მასში, მაშინაც კი, როცა მთვრალი ლევანი კარგ ხასიათზე მოვიდოდა სახლში და დარიას ცემის ნაცვლად საშინელ და უხეშ ალერსს იწყებდა. ნოე სულ სხვა იყო. მისი შემოხედვაც კი აფორიაქებდა, გონებას ურევდა, თავბრუ ესხმოდა. მისი შეხების დროს მთელი სხეული უხურდა, მუცელში ყრუ სასიამოვნო ტკივილი უვლიდა და აკანკალებდა. ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა, გამოფხიზლება და დამშვიდება სცადა. აბაზანიდან გამოსულს ოთახი ცარიელი დახვდა. „ალბათ, ისევ დაბლააო“ - გაიფიქრა. ოთახის მილაგება დაიწყო, აქა-იქ მიყრილი ბიჭის ტანსაცმელი დაკეცა და კოხტად დააწყო. ნოეს ერთ-ერთ ნაცრისფერ მაისურს დასწვდა, ჩაიხუტა და თავი მასში ჩარგო. ღრმად შეისუნთქა ბიჭის სურნელი. როგორი დამათრობელი და მომაჯადოებელი არომატი ჰქონდა ნოეს, როგორ ძალიან უყვარდა დარიას ეს. სწორედ ეს სურნელი ასოცირდებოდა მისთვის სიმშვიდესთან, იდილიასთან და პირად უტოპიასთან. მოულოდნელად დარიამ წელზე ხელების შემოხვევა იგრძნო, შემდეგ კისერზე ტუჩების შეხება და ცხელი სუნთქვა. - მე გამირბიხარ და აქ ჩემს მაისურს ეფერები? გოგონას შერცხვა. ყოველთვის ასეთ უხერხულ მომენტებში იჭერდა ხოლმე ნოე და რასაც ფიქრობდა ყველაფერს ეუბნებოდა. ბიჭი ორი თითით ნიკაპზე შეეხო და თავი ააწევინა, თავისი მუქი თვალებით დარიას წყლისფერ თვალებს ჩახედა, უძირო თვალებს. - მე მინდა ჩემს გვერდით ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი იდგეს. იცი როგორი ქალი? რომ მიუშვა მთებს რომ გადადგამს... მე ვხედავ შენში ამას... დარია... - თითები ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა. - ჩემო დარია... ჩემო ამოუცნობო უკრაინელო... ჩემო ყველაზე ლამაზო და სექსუალურო, სასურველო გოგონავ... რა გიყო? როგორ არ მყოფნის შენთან ურთიერთობა, როგორ მაკლიხარ ყოველ წამს, როგორ მინდა, რომ სულ შენს ეგზოტიკურ სურნელში ვტრიალებდე, როგორ მინდა სულ გეხებოდე, სულ გკოცნიდე, სულ გიყურებდე... რა უქენი ნოე ლეშკაშელს? იმ ბოროტ კაცს ათობით გოგონას ცხოვრება რომ გაუმწარა და არაკაცურად მოექცა? როგორ მოახერხე ხელიდან წასული და გაუბედურებული, ყველასგან მიტოვებული და მარტოსული კაცის გამოცოცხლება? როგორ შეაყვარე ცხოვრება, რომელიც ყველაზე მეტად სძულდა? - ასე ნუ ამბობ, ნოე... შენ ყველაზე კარგი ხარ... საუკეთესო ხარ... ბიჭს ჩაეცინა. - ჯერ კიდევ არ იცი კაცების და არაკაცების ცნობა, ჩემო დარია... - ნოე... - ჰო... - ხომ არასდროს დამტოვებ? - დარიას ხმაში კითხვაზე მეტად ხვეწნა ისმოდა. - არა... არ დაგტოვებ... და რომც დაგტოვო... იმდენს ვიზამ, რომ შენ შეძლო უჩემოდ ცხოვრება... - რას ჰქვია დამტოვო?! - შეიცხადა გოგონამ. - ვისთან უნდა წახვიდე? - შენივე სიტყვებს გაგიმეორებ... „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. - ნოე! ასე ნუ ამბობ! იცოდე, აღარ თქვა, აღარასდროს! არც კი გაბედო! მე უშენობას ვერ გადავიტან... რატომ არ გესმის? არა! არა! არასდროს! - კარგი, დარია, დამშვიდდი... - თითქოს არ ელოდა ასეთ რეაქციას. - ეს უბრალოდ სიტყვებია... ამაზე ნერვიულობ? - იმის გაფიქრებაც კი მზარავს, ნოე... შენ რომ რამე დაგემართოს... მე... მე... - არაფერი არ დამემართება... აქ ვარ, შენთან... ეს ხომ საკმარისია?! გოგონა ცერებზე აიწია, ბიჭს ხელები კისერზე შემოჰხვია და თავისი ტუჩებით ნაზად შეეხო მის ტუჩებს. დარიამ პირველად გამოიჩინა ინიციატივა, ცხოვრებაში პირველად ეს ნაბიჯიც გადადგა. ნოემ იგრძნო, როგორ დაუარა რაღაც მაცოცხლებელმა მუხტმა მთელ სხეულში. ინსტიქტურად მოეხვია გოგონას და კოცნაში აჰყვა. დარიას ნაზი კოცნა ნელ-ნელა ვნებიან და ძლიერ კოცნაში გადაიზარდა. ამჯერად დარია დააცურებდა ბიჭის ზურგზე ხელებს, ეხებოდა მის თმას და მთელი მონდომებით კოცნიდა. რამდენჯერმე ენაც კი შეუყო პირში ბოლოს კი ტუჩზე უკბინა. ვნებებაშლილი ნოე გაოცებას ვერ მალავდა. ხელები ნელ-ნელა საჯდომისკენ ჩაუცურა, გოგონას გააკანკალა. ნოე მიხვდა, როგორ ესიამოვნა ეს შეხება მარტინენკოს, მსუბუქი ბიძგით ხელში აიტაცა და კედელს მიანარცხა ზურგით. დარიამ კოცნა შეწყვიტა, ფართოდ გაუღიმა და თვალებში ჩახედა. ბიჭი პირველად ხედავდა ასე გაღიმებულ დარიას, მის ლამაზ, თეთრ კბილებს, ღიმილისგან გაჩენილ ნაოჭებს თვალების გარშემო, ჩაჩუტულ ლოყას მარცხენა კუთხეში და კიდევ უფრო აპრეხილ ცხვირს. და თვალები... ოხ, ეს მომაჯადოვებელი თვალები დამატყვევებელი მზერით... ამ თვალებში აკიაფებული ვნების ნაპერწკალი ხომ პირდაპირ აგიჟებდა ლეშკაშელს. - დარია... ხომ იცი, რომ ასეთი მზერით დღეს ვერ გადამირჩები? - ვინ თქვა, რომ გადარჩენა მინდა? - ნოეს მსგავსად ცინიკურად აზიდა წარბი. - მოიცა... - დასერიოზულდა უცებ. - ამას მართლა ამბობ? - შენ ის ხარ, ვინც ცხოვრებაში პირველად მაგრძნობინა თავი ადამიანად, ნოე... ახლა მინდა თავი ქალადაც ვიგრძნო... მხოლოდ შენთან... ნოემ სურვილით სავსე მზერით შეხედა. ნელი ნაბიჯით მიიყვანა საწოლთან. ზურგიდან ამოუდგა და ხელები მუცელზე შემოჰხვია. ნელა დაიხარა მისი კისრისკენ და კოცნის სველი კვალი დაუტოვა. - შენ ის ერთადერთი ხარ, ვინც მე მაბედნიერებს... - ამოიჩურჩულა გოგონას ყურთან. სველი კოცნებით ჩაუყვა ლავიწის ძვალს და მხრებს. გოგონას მაისურს დასწვდა და წამებში გადააძრო. თმა გადაუწია და კისერზე აკოცა. ნელი კოცნებით ჩაუყვა ხერხემალს, თითების მარტივი მოძრაობით გაუხსნა ბიუსჰალტერი, ნაზად ჩამოუცურა მხრებზე და ნაჭერი ძირს დავარდა. ბეჭები დაუკოცნა და ისევ ხერხემალს დაუბრუნდა, ნელ-ნელა დაიჩოქა და მუხლებზე დადგა. თითები დარიას ნაჭრის შარვალს ჩაავლო და ისიც დაბლა ჩამოცურდა. გოგონას გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, სუნთქვა გახშირებოდა. ბოლოს ნოე საცვალსაც დასწვდა და რამდენიმე წამის შემდეგ მის წინ დედიშობილა დარია იდგა. უყურებდა დარიას სხეულს, მოსწონდა მისი ფორმები, რამდენი სხეული ენახა, მაგრამ დარიასი მისთვის ყველაზე იდეალური იყო. მოსწონდა მისი ნერვიულობა, მისი თრთოლვა, მისი სურნელი. ბიჭი წამოდგა, გაიხადა მაისური და შარვალი და საცვლის ამარა დადგა გოგონას წინ. დარია შემობრუნდა, მათი თვალები ისევ შეხვდა ერთმანეთს. რცხვენოდა, ძალიან რცხვენოდა, უნდოდა საბანს დასწვდომოდა და ტანზე შემოეხვია, სიშიშვლე დაემალა, მაგრამ ბიჭის მზერა... ნოეს თვალები... ის მას ადგილზე აქვავებდა. ორივეს თვალებში ჩანდა აქამდე უნახავი ნაპერწკლები, ვნება, სურვილი და სიყვარული ერთმანეთში არეული. ბიჭმა სურვილით სავსე მზერა სახიდან ჯერ მკერდისკენ გადაიტანა, შემდეგ კი მთელ სხეულს ჩაუყვა. ძალიან ნელა. თითქოს მის შესწავლას ცდილობდა, უნდოდა ყველაფრის დამახსოვრება. დარიამ ვეღარ გაუძლო და თავი გვერდზე შეატრიალა, ძირს დაიხედა. იმავე წამს იგრძნო ბიჭის შეხება და რაღაც რბილზე დაცემა. - შემომხედე! - უბრძანა. დარია დაემორჩილა და თვალები გაახილა. - არ გაბედო თვალის დახუჭვა! მინდა, რომ დაივიწყო ვინც კი აქამდე ოდესმე შეგხებია! მინდა, რომ შენმა სხეულმაც დაივიწყოს ყველა სხვა შეხება! გოგონამ თავი დაუქნია. ნოეს გაეღიმა, მზრუნველი თვალები მოავლო დარიას ლამაზ სახეს. ისევ მისი ტუჩებისკენ დაიხარა და გააფთრებით დაუწყო კოცნა. ერთი ხელი ისევ მის წვრილ წელზე შემოეხვია, გრძნობდა გოგონას ვნებისგან ათრთოლებული სხეული როგორ იკლაკნებოდა მის მკლავებში. მოულოდნელად მოსწყდა და ისევ თვალებში ჩახედა. - დარია... ჩემო დარია... მე შენ მიყვარხარ... გესმის? მე... შენ... მიყვარხარ... დაინახა როგორ აივსო გოგონას თვალები, როგორ ჩამოუგორდა საფეთქელთან ცრემლი და სადღაც თმებში გაუჩინარდა. - კარგი რა... ოღონდ ცრემლი არა... - სახე შეეცვალა ბიჭს. - მე... შენ... მიყვარხარ... ნოე ლეშკაშელო... მიყვარხარ... ნოეს თვალები გაუნათდა. თითქოს ამ წამს მიხვდა, რისთვის დაიბადა, რისთვის ღირდა მისი ცხოვრება, რა ფასი ჰქონდა მის არსებობას. ისევ კისერს დაუბრუნდა, ამჯერად უფრო გაგიჟებით კოცნიდა, უნდოდა კარგად შეესწავლა გოგონას სხეული, უნდოდა სამუდამოდ მისი გამხდარიყო, უნდოდა გაებედნიერებინა და თავისი მთელი ცხოვრება მხოლოდ ამ გოგონას ბედნიერებისთვის მიეძღვნა. კოცნებით ჩაუყვა მკერდს, თავისი ძლიერი ხელებით ეფერებოდა, უსრესდა, კოცნიდა, კბენდა, ენით ეთამაშებოდა. აგზნებული დარია კიდევ უფრო მეტად იკლაკნებოდა ბიჭის ხელებში, რამდენჯერმე კვნესაც კი აღმოხდა. კოცნების კვალი დაუტოვა მუცელზეც, თეძოებზეც, ბოლოს კი ენით მის ბოქვენსაც შეეხო. ხელებით დუნდულებზე მაგრად უჩქმიტა, თან კოცნებით მის ვაგინას ჩაუყვა საშომდე. დარიას ყვირილი აღმოხდა. ნოე არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო მეტად ცდილობდა მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა, მისი გემო გაესინჯა. - ღმერთო... ჩემო... - კვნესოდა მარტინენკო. რამდენიმე წუთის შემდეგ, ზუსტად ორგაზმის მოახლოების წინ ბიჭი ვაგინას მოშორდა და ისევ გოგონასკენ აიწია. სიამოვნების მოლოდინში დაჭიმული სხეული ნელ-ნელა მოუდუნდა. ცოტა არ იყოს ეწყინა. - ჩშ... ჯერ ადრეა ეგ... - ბოროტულად გაუცინა ნოემ. - ჯერ პროცესი... თავის საცვალს დასწვდა და გაიხადა. არ გამორჩენია გოგონას არიდებული მზერაც, რაზეც ჩაეცინა. პრეზერვატივი გახსნა. - ოხ, დარია... რაღა შენ და რაღა ბიჭის უნახავი საქალწულე აპკიანი გოგონა... - ამოიოხრა ცინიკურად. გოგონამ რაღაც დიდის და მაგარის შეხება იგრძნო ფეხებთან. ისევ დაიძაბა. - მოდუნდი! - უბრძანა. - მოეშვი! ხელით ფეხები გადაუწია, თითებით მის საშოში შეძვრა, რამდენიმე ბიძგი მისცა თან ს სტიმულაციას მოჰყვა. - ნუ ხარ დაჭიმული... აი ასე... - იგრძნო როგორ მოეშვა გოგონას სხეული. - როგორი სველი ხარ... ოხ, როგორ მაგიჟებ... რამხელა თავშეკავება შემძლებია თურმე... თუმცა ოდესმე განახებ ჩემს ძალასაც... შენ მაგაზე არ იდარდო... დარიას გაეღიმა. - შემომხედე! თვალებში მიყურე! მინდა ვხედავდე როგორ განიჭებ სიამოვნებას! ხელები მოაშორა და ძლიერი ბიძგით შეერწყა გოგონას სხეულს. როგორი ცხელი იყო დარია, როგორი მხურვალე. მარტინენკომ შეჰყვირა, ხელები ზეწარს ჩაავლო, რომელიც იმავე წამს ნოეს თითებმა ჩაანაცვლა. კიდევ ერთი ბიძგი და ბიჭმა იგრძნო გოგონას ფრჩხილების ჩარჭობა თავის კანში. თითქოს ესიამოვნა, თითქოს კიდევ უფრო გახელდა. ბიძგებს უმატა, იმატა დარიას კვნესამაც. რამდენჯერმე ნოესაც აღმოხდა ღმუილი. - როგორი ლამაზი ხარ... დარია... როგორი სასურველი... ყველაზე იდეალური... - ნოე... ბიჭი ისევ აგრძელებდა კომპლიმენტებით და ლამაზი სიტყვებით თავისი ალიონის ფრინველის შემკობას. ბიძგებს უმატა და იგრძნო, როგორ დაეჭიმა გოგონას სხეული, რომელიც რამდენიმე წამში სიამოვნების ქარცეცხლმა მოიცვა. დარიამ კივილით გაათ*ვა. ცოტა ხანში იგივე განიცადა ბიჭმაც, გოგონას სხეულს მოსცილდა და გვერდით მიესვენა. დარია ჯერ კიდევ ორგაზმის ბურანში იყო გახვეული, აღარც სიშიშვლე ადარდებდა, აღარც თავისი წარსული, საერთოდ არაფერი... რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივე ხმამაღლა სუნთქავდა, ბოლოს დარია გადაბრუნდა ბიჭისკენ, თავი მხარზე დაადო და ხელი მხარზე შემოჰხვია. - ახლა მესმის მთელი თბილისის გოგონების... ნოემ გადაიხარხარა. - ხვდები რა ბიჭი გეკუთვნის შენ? - ვხვდები და ცოტა არ მჯერა... რაღა მაინც და მაინც მე? - იმიტომ, რომ შენ ყველაზე გამორჩეული ხარ მთელ დედამიწაზე... შენ ხარ ის ერთადერთი, ვისთვისაც სიცოცხლე მიღირს... - ოჰ, ნოე... ნუთუ რეალური ხარ?! ნუთუ არ მძინავს?! - შენ თუ ძილში ასეთ ორგაზმებს განიცდი, საღოლ... ხელები ამიწევია... - აუ, ნოე... - გადაიკისკისა. - აი, პროსტა როგორ გიხდება სიცილი... გეფიცები, ვ*ლევდები... დარია წამოიწია და ზემოდან მოექცა. ისევ იცინოდა, თავისი თეთრი კბილებით და ანთებული თვალებით დასცქეროდა ბიჭს მაღლიდან. ნოეს ხელი თავის ხელებში მოიქცია. თავისი თვალებისკენ მიიტანა. - ეს თვალები შენ გეკუთვნის, ნოე... მხოლოდ შენთვის ანათებს, მხოლოდ შენ გხედავს... თითი ცხვირისკენ ჩამოიცურა. - ამ ცხვირს მხოლოდ შენი საოცარი სურნელის შეგრძნება სურს, მხოლოდ ნოეს სურნელის... თითით ტუჩებისკენ ჩამოუყვა. - ამ პირს მხოლოდ შენთვის უნდა გაცინება... მხოლოდ შენი ბედნიერებისთვის... ამ ტუჩებს კი მხოლოდ შენი კოცნა უნდა... მხოლოდ და მხოლოდ ნოე ლეშკაშელის... ნოეს ხელი მკერდისკენ ჩამოიტანა, თითები გააშლევინა. - ამ გულს... ხომ გესმის როგორ ფეთქავს? მხოლოდ შენთვის უნდა ძგერა, მხოლოდ ნოეს დანახვაზე უნდა აფართხალება, მხოლოდ ნოეს შეხებაზე უნდა საგულედან ამოხტომა... მხოლოდ შენთვის... ხელი მუცლისკენ წაიღო, აქეთ-იქით შემოიტარა, ბოლოს ფეხებისკენ ჩაასრიალა. - ამ სხეულს კი უნდა, რომ მხოლოდ ნოესი იყოს... მხოლოდ ნოე ეხებოდეს... მხოლოდ ნოე ანიჭებდეს სიამოვნებას... მინდა, რომ მხოლოდ შენი შეხება მახსოვდეს... ყველგან შენი ალერსი დამყვებოდეს თან... ნოე წამოიწია, წამოჯდა. დარიას თვალებში ჩახედა. ასეთი წრფელი, ასეთი სუფთა თვალები ჯერ არასდროს ენახა. ორივე ხელი მაგრად მოჰხვია, გულში ჩაიკრა და ზურგზე დაუწყო მოფერება, ცხვირი თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა იასამნის, პიონების და კიდევ რაღაც ეგზოტიკურის სურნელი. - გპირდები... დაგავიწყებ ყველანაირ ტკივილს... გაგიფრთხილდები... მოგივლი... ვეცდები არ გაწყენინო... დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან... მხოლოდ შენთან ვიქნები... მხოლოდ შენ მეყვარები... - უთხრა მტკიცე ხმით. ასე იყვნენ უხმოდ ჩახუტებულები რამდენიმე წუთის განმავლობაში, უსმენდნენ ერთმანეთის სუნთქვას, მათი შიშველი სხეულები ეკვროდნენ ერთმანეთს. როგორი ბედნიერები იყვნენ ამ წამს... როგორ უნდოდათ ამ წამის გახანგრძლივება... 15. დილით ისევ დარიას ფართხალმა გააღვიძა ლეშკაშელი, ჩაეღიმა. - ალიონის ფრინველმა ჩემს ბიჭსაც კი დაასწრო გაღვიძება... - ჩაილაპარაკა ბოხი ხმით. - აუ, რა ვქნა... ერთხელ თუ გამეღვიძა მერე ვეღარ ვიძინებ... ბიჭმა გადაიხარხარა. ეცინებოდა დარიას ბავშვურ პასუხებზე, მის გულწრფელ ემოციებზე. - აი... ჩემმა ბიჭმაც გაიღვიძა... დარიამ დაინახა, როგორ ამოიბურცა მის წინ თეთრი გადასაფარებელი. - ვაიმე... - დაიძახა და თვალებზე ხელები აიფარა. - რა იყო, გოგო, პორნო მაინც არ გინახავს არასდროს? - ამჯერად უფრო გულიანად იცინოდა. - კაი, ჯანდაბას, ქმარს თუ არ უყურებდი... - ოოო... ნუ დამცინი... - მეორე მხარეს გადაბრუნება სცადა, მაგრამ ნოეს ძლიერმა ხელებმა მკლავები ადგილზე მიუჯაჭვა. - ამ შენი მორცხვობით უფრო რომ აღმაგზნებ, იცი? - დაიჩურჩულა ვნებიანად დარიას ყურთან. ხელი დაბლა ჩაუცურა, თითებით ფეხებს ამოუყვა და საშოსთან გაჩერდა. სასირცხო ბაგეებზე მიეფერა, ნაზად დაუწყო ზელვა და რამდენჯერმე საშოშიც შეუცურა. - თან როგორი სველი ხარ... შენც როგორ გინდივარ... მიდი... აღიარე... - ხო... მინდიხარ... - უთხრა გამომწვევად და ანთებული თვალები შეანათა. დარიას ეს სიტყვები და ყვირილი ერთი იყო. ძლიერი ბიძგით გააერთიანა ბიჭმა მათი სხეულები. ამჯერად აღარ ცდილობდა ისეთ სინაზეს, ნელ-ნელა აჩვევდა თავის ძალას. - იცი... როგორ... მსიამოვნებს... ასე... რომ... გაკვნესებ?.. ბოროტული ღიმილი გადაეფინა. რაც უფრო უმატებდა ტემპს, მით უფრო მეტ სიამოვნების ტალღას ხედავდა გოგონას სახეზე. დარია გათამამდა, აღარ ერიდებოდა ყვრილის, უფრო და უფრო უმატა. ნოეს ბიძგებიც გაძლიერდა, უფრო ღრმა გახდა. ორივემ ერთდროულად გა*თავა, ორივეს ერთდროულად აღმოხდა ღრიალი, ორივეს სხეული ერთდროულად გადაეშვა სიამოვნების მორევში. ნოე პირდაპირ დარიას სხეულს ჩამოწყრდნო, მკერდზე თავი დაადო და სუნთქვის დარეგულირება სცადა. - აი, ახლა მზად ხარ უნივერსიტეტში წასასვლელად... - დაამთავრა ბოლოს სიცილით. - ხო... საერთოდ თუ გავიარე ფეხზე... - გაივლი... გაივლი... სხვა რა გზა გაქვს? ისეთები გელოდება წინ... წამოდგა, დარიას ხელი დაავლო, ჰაერში აიტაცა და აბაზანისკენ გააქანა. ცხელი წყალი მოუშვა, თავისი დაკუნთული განიერი მხრები მიუშვირა, დარიაც წინ დაიყენა. უყურებდა, როგორ დაუსველდა ნელ-ნელა ქერა თმები, როგორ ჩაედინებოდა წყლის წვეთები გოგონას მკერდზე. თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიხედა და გამომცდელი მზერა ესროლა. უხერხულობისგან აჭრელებულმა დარიამ გვერდზე გაიხედა. აღარ იცოდა რა ექნა, ვერ უძლებდა, ნოეს ასეთ გამოხედვას ვერ უძლებდა. - დარია, შემომხედე! - უბრძანა, გოგონაც დაემორჩილა. - სად გაქრა შენი სითამამე? ხომ გითხარი, რომ ძლიერი გოგონები მომწონს? 15 წლის ქალიშვილი გოგონასავით რატომ მეპრანჭები? დარიას ეწყინა, სახე შეეცვალა, ცოტაც და, ალბათ, ტირილს დაიწყებდა. - არ... გეპრანჭები... - ამოილუღლუღა ბოლოს. - როგორ არა... სიშიშვლის გრცხვენია... მე არც კი მიყურებ... რამდენი წლის ხარ? მოულოდნელად დარიამ თვალები დააწვრილა, ყბა წინ წამოწია. - დიდი ბოდიში, რომ შენი სხვა ქალებივით გამოცდილი არ ვარ! - უთხრა ხმამაღლა. - დიახ, სამწუხაროა... - ჩაილაპარაკა დანანებით. გოგონას თვალებში მრისხანების ალები აკიაფდა. - ხო, არა?! - დაიყვირა. - ხო და რას კარგავ დროს ჩემთან? ნოემ ვეღარ მოითმინა და გადაიხარხარა. დარიას სახეზე დაბნეულობა დაეტყო. - აი, მაგ ყვირილისთვის... ახლა რა მოგივა... - თქვა სიცილით. - რა? - ვგიჟდები, როცა გაბრაზებ... განრისხებულ დარიაზე სექსუალური არაფერი არაა... დამიჯერე... - რა? რას ბოდ... სიტყვა აღარ დაამთავრებინა, ისე დაეძგერა ტუჩებზე. ხელში აიტაცა, კედელზე ააკრა და მთელი სხეულით მიეკრო. გააფთრებული კოცნიდა, ენას გოგონას ტუჩებზე დაატარებდა, უნდოდა გოგონასგანაც იგივე ეგრძნო. ბოლოს ტუჩზე უკბინა და დარიამაც დაიკვნესა. - როგორ დამიყვირე? მიდი, აბა, კიდევ სცადე... - ფეხები გადააშლევინა. - ხედავ, როგორ მაგიჟებ? - წყობიდან გამომიყვანე!.. - არ ცხრებოდა დარია. - და? კიდევ დამიყვირებ? - რამდენჯერაც საჭირო იქნება... ნოეს სახეზე ღიმილი გადაეფინა. ძლიერი ბიძგით გააერთიანა თავიანთი სხეულები. დარიამ დაიღრიალა. - ვნახოთ ახლა ვინ იყვირებს... ხელებით ხან საჯდომზე ჩქმეტდა, ხან მკერდს უსრესდა და თან გიჟივით კოცნიდა კისერზე. დარია იმდენად გადაეშვა სიამოვნების მორევში, რომ საერთოდ აღარ ახსოვდა ვინ იყო ან სად იყო, მხოლოდ და მხოლოდ ყვიროდა და კვნესოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივეს ღრიალმა მოიცვა მთელი სახლი. - მეზობლები... გყავს?.. - უთხრა სუნთქვაგახშირებულმა. - მიჩვეულები არიან... - წარბები აათამაშა და პირსახოცი მოიხურა. დატოვა გაოგნებული, აკანკალებული და სუნთქვაარეული გოგონა მარტო. დარია უნივერსიტეტთან ჩამოსვა და ოფისისკენ დაიძრა. ძალიან ბედნიერი იყო, ასეთ კარგ ხასიათზე რამდენიმე წელია აღარ ყოფილა. თითქმის ღიღინით შევიდა ოფისში, მაგრამ „ნოე ლეშკაშელი“ არ დავიწყებია, მხრებში გაიმართა, თავი მაღლა ასწია და სერიოზული სახე მიიღო. კაბინეტში შესულს მარისია დივანზე წამომჯდარი დახვდა. - რას მივაწერო შენი აქ ხილვის სიამოვნება? - თვალები აატრიალა. - რა ბედნიერი ხარ? კარგად იჟიმ*ვე გუშინ? - დაგესლა. - ვერც კი წარმოიდგენ, როგორ კარგად... - პიჯაკი გაიხადა და ჩამოკიდა. - ნოე! ვიცი, რომ მაინც ჩემზე ფიქრობ... ვიცი, რომ ვისაც არ უნდა ტყნ*ვდე, მაინც მე გიდგავარ თვალწინ... - კაი კაცო... და საიდან ასეთი დარწმუნება? - შენ მე გიყვარვარ! - ფეხზე წამოიჭრა. შავი თმა ჩამოშლოდა, ერთ დროს უდარდელი და ლამაზი თვალები ჩამქრალიყვნენ. ლოყები სიგამხდრისგან ჩამოსცვენოდა, მაკიაჟიც ალაგ-ალაგ ესვა. - კარგი, რა... მარისია... ნუთუ ამდენი წლის მერე ისევ გჯერა მაგის? მე შენ არც არასდროს მყვარებიხარ... რატომ არ გინდა ამის გაგება? - რატომ მტკენ გულს, ნოე? მე ხომ ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... - შენ საერთოდ არავინ გიყვარს... მით უმეტეს შენი თავი... - ასეთი დაუნდობელი როგორ ხარ? - თავი დამანებე, მარისია... წადი... სხვა ნახე... სცადე რომ ბედნიერი იყო... მე უკვე ვნახე ის, ვინც მჭირდება... შენც იგივეს გირჩევ... - ნახე?! ვინ ნახე?! შენ მე გიყვარვარ! ნოე! ბიჭმა ხმამაღლა ამოისუნთქა. - საქმეები მაქვს... არ მცალია შენთვის... გთხოვ, გადი... - რატომ ვერ მპატიობ? - შენ მე მიღალატე! - ვეღარ მოითმინა და დაიღრიალა. - მერე რა?! ოცი წლის ცოლ-ქმრები ღალატობენ ერთმანეთს... რა გიკვირს? ყველა ყველას ღალატობს! თან არაერთხელ! მე ერთხელ შევცდი! და მაგას ვერ მპატიობ?! - ღალატი ყველაზე დიდი შეურცხყოფაა, რაც შეიძლება წყვილმა ერთმანეთს აკადროს, გესმის?! ყველაზე დიდი სირცხვილი, ყველაზე დიდი თავზე ლაფის დასხმა ღალატია, მარისია! შეიგნე! - და გგონია ახლა რახან ვიღაც გამოუცდელი გოგო შეიტყუე მთელი ცხოვრება შენთან იქნება? იმ ზღაპრებისაც ხო არ გჯერა დიდხანს და ბედნიერად რომ ცხოვრობენ სიბერემდე, სანამ არ აყროლდებიან და შავ მიწას არ მიაბარებენ? გგონია შენ გაძლებ მთელი ცხოვრება ერთ ქალთან? გგონია შენ თვითონ არ ატკენ გულს, ისე, როგორც მე შენ? - მარისია! - მე და შენ ერთნაირები ვართ, ნოე! ცხოვრებისგან დაჩაგრულები... ბედნიერების მაძიებლები... გარყვნილები... ჩემთვის და შენთვის არ არსებობს კარგი დასასრული... არ არსებობს „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“... მეგონა ჭკვიანი ბიჭი იყავი... მეგონა ასეთ რაღაცებს ხვდებოდი... რეალისტი მეგონე, ნოე... მეოცნებე ბიჭებს არ ჰგავდი... ახლა რა დაგემართა? მე და შენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები... შენ ჩემნაირი ქალი გჭირდება, მე შენნაირი კაცი... - კმარა! - იმ გოგოს გააბედნიერებ? გააბედნიერებ კი არა ყველაზე უბედურად აქცევ, როცა ნამდვილ ნოე ლეშკაშელს დაინახავს... შენს ბოროტ მხარეს რომ დაინახავს, თვითონ გაგექცევა... ვერ ხვდები, რომ მის ცხოვრებასაც შეიწირავ? - ის სხვანაირია! - ორივე ხელი მაგიდაზე მთელი ძალით დააბრახუნა. - ის მე უკეთეს ადამიანად მაქცევს! მარისიამ გადაიხარხარა. - რომელ უკეთეს ადამიანად? ვის ატყუებ? - მარისია! გაეთრიე აქედან! - მე ჩემი მითქვამს... კარგად დაიმახსოვრე... შენ მაგ გოგოსთან ბედნიერი ვერ იქნები... შენ ყველას აუბედურებ... გავიდა და კარი მაგრად მოიჯახუნა. თვალებჩასისხლიანებული, ერთ წამში ჩამომჭკნარი და ჩამობერებული ნოე სკამზე მიესვენა. შავი ღრუბელი გადაეფინა მის გონებას, მზერაც კი დაებინდა. „მართლაც რომ ვის ატყუებ?“ - გაიგონა ქვეცნობიერის ხმა. - „შენც კარგად იცი, რომ მარისია მართალია... შენ ყველას აუბედურებ... შენს გარშემო ყველა უბედურია...“ მთელი დღე ამ ფიქრებში იყო, ვერც კი მიხვდა, როგორ ჩამობნელდა მის ფანჯარაში, როგორ მოსაღამოვდა. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. დარია იყო. არ უპასუხია, წამოიზლაზნა და მანქანისკენ წავიდა. უყურებდა გზას და წინ მარისიას სახე ედგა. „შენ ყველას აუბედურებ“, „შენ მის ცხოვრებასაც შეიწირავ“. - ჩაესმოდა. ხედავდა დარიას ლამაზ სახესაც, წყლისფერ თვალებს და ქერა თმას. ხედავდა დაღვრემილს, ატირებულს, გაუბედურებულს... ისევ ისეთს, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო, მაგრამ ამჯერად ყველაფერში დამნაშავე თვითონ გახლდათ. სახეგაბრწყინებულმა დარიამ კარი გაუღო. როგორც ჩანს, მის დღეს ნოესგან განსხვავებით არაჩვეულებრივად ჩაევლო. - ნოე... ხომ კარგად ხარ? - შეიცხადა. ბიჭმა არაფერი უპასუხა, შევიდა და დივანს მიესვენა. დარიაც გვერდით მიუჯდა. პირველად ხდებოდა, რომ დარია მას უყურებდა, ის კი სადღაც უსასრულობაში იცქირებოდა. - ნოე... გთხოვ, სანამ გავგიჟდი... მითხარი რა ხდება? ბიჭი თითქოს გამოფხიზლდაო, მოღრუბლული თვალებით შეხედა დარიას. - ადრე, წლების წინ ერთი გოგონა მიყვარდა... უფრო სწორედ... მეგონა, რომ მიყვარდა... მაგრამ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში იყო... ძალიან მატკინა გული... მან მაქცია ბოროტ, დაუნდობელ, საზიზღარ ადამიანად, შემაძულა ჩემი თავი, შემაძულა ყველა გარშემო... ცხოვრება შემაძულა... დარიას თვალები შიშმა მოიცვა. - მერე იცი რა ქნა? ადგა და მიღალატა... ვიღაც რამდენიმე საათის გაცნობილ ბავშვთან მიღალატა... ხო... ბავშვთან... 19 წლის ბიჭთან შევუსწარი... - ჩაეღიმა. - მიღალატა და ვითომც არაფერი... იგივენაირად განაგრძო ცხოვრება... ისევ ისეთია, როგორიც იყო... სულ ასეთი იყო... უბრალოდ მე ვერ ვხედავდი... და მე რა მიქნა? ამ თავისი ღალატით სამყაროს მიმართ ნდობა დამაკარგვინა, გესმის? სიყვარული დამაკარგვინა... ეჭვებში ჩამაგდო... არ დამიტოვა არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა მივნდობოდი... ყველგან ღალატს ვხედავდი... ყველასგან ღალატს მოველოდი... - ნოე... - და მერე გამოჩნდი შენ... გამოჩნდი და დამიბრუნე ყველაფერი, რაც მან წამართვა... თან იმაზე მეტი მომიტანე, ვიდრე ველოდი... სულ სხვა ადამიანად მაქციე... სულ სხვა გრძნობები განმაცდევინე... ყოველ დღე ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ... შენი წყალობით, დარია... შენით ვხედავ სამყაროს ახალ, სულ სხვა ლამაზ და ხასხასა ფერებში... ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ... - მერე რა არის ამაში ცუდი? - ჩემი გულუბრყვილო გოგო... როგორ ვერ ხვდები?! როგორ ვერ ხვდები, რომ მე შენთვის საშიში ვარ? მარისიამ მითხრა, შენც უღალატებ ერთ დღეს დარიასო... შენც გააუბედურებო... შენც ატკენო... მე არ მინდა, რომ შენი უბედურების მიზეზი გავხდე... - არ გახდები, არასდროს! რას ამბობ?! - რა იცი? შენ მე არ მიცნობ კარგად... შენ გგონია შენი არაკაცი ქმრისგან დიდად განვსხვავდები? ხელში ქამარი რომ არ მიჭირავს და არ გცემ ეს იმას ნიშნავს, რომ მე იმაზე უკეთესი ვარ? - ნოე! გთხოვ, აღარ გააგრძელო... - მე სიმართლეს ვამბობ... დარია მისკენ მიჩოჩდა, კალთაში ჩაუჯდა და თვალებში ჩახედა. თავისი ნაზი, პატარა თითებით სახეზე შეეხო, ბიჭმა თვალები მილულა. ნაზად ჩამოუსვა თითები მთელ სახეზე, მერე დაიხარა და მთელი სახე დაუკოცნა, შუბლიდან ნიკაპამდე, ყველგან შეახო თავისი ლამაზი ტუჩები. ბოლოს ორივე ხელი კისერზე მოჰხვია და ისევ თვალი თვალში გაუყარა. - შენ ჩემთვის ყველაზე კარგი ხარ, ნოე... დაიმახსოვრე... უშენოდ მე სიცოცხლეც კი არ მინდა... არც ერთი წამით... შენ ხარ ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მიხარია თვალის გახელა, ყოველი ამოსუნთქვა... უშენოდ საერთოდ არ მიღირს ცხოვრება... უშენოდ ჩემთვის ცივა... ბნელა... სამყაროში სიცარიელე იბუდებს... კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები, ნოე ლეშკაშელო... შენ მე ვერ გამაუბედურებ, რადგან შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, ვინც უბედურებისგან მიცავს... ნოემ ერთხანს ისევ თვალებში უყურა, შემდეგ კი ორივე ხელი მაგრად მოჰხვია და მთელი ძალით ჩაიხუტა. - არ მიმატოვო... დარია... გთხოვ... - ამოიჩურჩულა. - მე უშენობა დამღუპავს... - აქ ვარ... ნოე... და სულ შენთან ვიქნები... 16. დარიას და ნოეს თანაცხოვრებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. აპრილიც თითქმის მიილია, გიჟურმა ამინდებმაც გადაიარა და ნელ-ნელა დათბა. იზრდებოდა იოანე გაბაშვილი და უფრო ემსგავსებოდა თავის დედას. ლეშკაშელი ცდილობდა მეტი დრო გაეტარებინა თავის ძმაკაცთან, მაგრამ ვერც დარიას დატოვებას ელეოდა. კოტეს არ მოსწონდა დარია, საშინლად არ მოსწონდა და ამას არც მალავდა. - რა გაგიკეთა ამ გოგომ კი მარა? - ურთხრა ერთხელ, როცა აივანზე ერთად ეწეოდნენ სიგარეტს. - რას გულისხმობ? - სხვანაირი გახდი... საერთოდ არ ჰგავხარ იმ ნოეს მე რომ ვიცნობდი... - მერე ეგ კარგი არაა? - კვამლი გამოუშვა. - ვერ ხვდები რას ვამბობ? - კოტე, რა გინდა?! - რამდენი თვეა ხვდები, რამდენი ხანია შენთან ცხოვრობ და არც კი მაცნობ... რას უნდა ვფიქრობდე? - ჯერ ადრეა... - რა არის ადრე? იძახი სერიოზულად ვუყურებო, მიყვარსო, ვგიჟდებიო... და რა არის აქ ადრე? - რატომ არ გესმის?! ეს დარიასთვის არის ადრე... ჯერ არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩემი მეგობრები და ოჯახი გავაცნო... - აჰ... დაჟე თათასაც არ იცნობს? - წარბები მაღლა აქაჩა და სათვალე გაისწორა. - არა... ჯერ არა... - ჩაიდუდღუნა. - და შეიძლება გავიგო შენს დას მაინც რატომ არ აცნობ? - ყველაფერში ცუდს რატომ ეძებ? გავიგეთ, რომ გამომძიებელი ხარ... - ნოე! რატომ არ გესმის?! მე შენთვის კარგი მინდა... შენზე ვზრუნავ... ამიტომ ვარ დაეჭვებული... ვიღაც უცხო გოგო გამოჩდა შენს ცხოვრებაში, ამოგაყირავა, გამოგაშტერა და არაფერი გავაკეთო? - მალე გაგაცნობ, დამშვიდდი... - ნოე! - რა ნოე, კოტე, რა ნოე? შეიგნე უკვე, რომ მართლა მიყვარს მე ეგ გოგო... მართლა სერიოზულად ვუყურებ და დიახ, მე მასში ჩემი შვილების დედას ვხედავ... შეიგნე უკვე! - ნოე! ჩქარობ! - მეუბნება ადამიანი, რომელმაც ცოლი სამ თვეში მოიყვანა... - ჩემი და მაკოს ურთიერთობას ნუ ადარებ... კარგად იცი, რომ იქ სხვა სიტუაცია იყო... - ხო და აქაც სხვა სიტუაციაა და აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი... დიდხანს აღარ დარჩენილა ლეშკაშელი, მალევე წამოვიდა. მართალი იყო კოტე... დარიასთვის და ნოესთვის ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. მარტინენკოს უნდა გაეცნო ნოეს უახლოესი ადამიანები, თან ძალიან მალე. სახლში მისულს დარია დივანზე წამოწოლილი დახვდა. - კარგად ხარ? - მაშინვე გოგონას მივარდა. - კი... უბრალოდ თავბრუ დამეხვა... - ოხ, დარია... რატომ მანერვიულებ? წავიდეთ ექიმთან? - რა საჭიროა... კარგი რა... უბრალოდ დღეს დიდხანს ვმუშაობდი ერთ-ერთ ნაშრომზე და გადავიღალე... - დარწმუნებული ხარ? - კი... შენ რას შვები? - კოტესთან ვიყავი... - როგორ არის ბავშვი? - გოგონას თვალები გაუნათდა. - კარგად, კარგად... - ამოისუნთქა. - იცი, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო... - გისმენ... - მინდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები გაგაცნო... დარიას ისედაც დაკარგული ფერი კიდევ უფრო გადაუვიდა. - კარგი რა... დარია... ნუ მაშინებ... - მმე... გავიცნო? - ხო... ჩემი აზრით დროა... - და რომ არ მოვეწონო? - შენნაირი ლამაზი, კარგი, საოცარი... - თმა ყურზე გადაუწია. - როგორ შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს?! - ოო... ნოე... ეს შენთვის არის... - დარია... შენ ყველასთვის კარგი ხარ... - ვერ ხვდები რას ვგულისხმობ? - დარია ანერვიულდა. - შენ უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული კაცი ხარ... გაქვს პროფესია... გაქვს სამსახური... შენ ხარ შემდგარი ადამიანი... და მე ვინ ვარ? ქმარს გაშორებული გოგონა, რომელსაც საერთოდ არაფერი გააჩნია... - როგორ გიყვარს სისულელეების მოჩმახვა... - სიბრაზე გაერია მის ხმაში. - ეს სისულელე არ არის, ნოე... დარწმუნებული ვარ შენს ოჯახს და მეგობრებს შენთვის სულ სხვანაირი პარტნიორი უნდათ... ყოველშემთხვევაში ისეთი არა, ვინც ტრავმირებულია, მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიურ წნეხში და ძალადობაში ცხოვრობდა და საერთოდ არაფერს წარმოადგენს ამ ცხოვრებაში... ნოემ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. გოგონას ხელი თავის ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა. - დარია... როდის უნდა ირწმუნო შენს თავში? როდის უნდა მიხვდე, რომ ვიღაც გოგო არ ხარ? როდის უნდა დააფასო შენი თავი? სანამ შენი ნახატები მილიონებად არ გაიყიდება და ფანების რიგი არ დაგხვდება კართან? დარიას ჩაეღიმა. - კარგი რა... - მე მჯერა ამის, დარია... მე მართლა მჯერა, რომ შენ ყველაზე კარგი ხარ... და მინდა, რომ შენც ირწმუნო შენი თავის... შენი შესაძლებლობების... გთხოვ, ჩემი ხათრით მაინც ეცადე... მე ხომ შენთან ვარ... გოგონას კიდევ ეტყობოდა ორჭოფობის და უწმუნოების კვალი სახეზე, მაგრამ მაინც თავი დაუქნია. - კარგი... როგორც შენ გინდა... ნოემ ხელები მოჰხვია და მაგრად მიიკრა სხეულზე. - ის ვინც ჩემთვის ძვირფასია, ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვისაც ძვირფასი იქნება... დაიმახსოვრე... - ჩასჩურჩულა. - მე მაინც მეშინია... - ჩემი მშიშარა... - მაისურის ქვეშ ხელები შეუცურა და ბიუსჰალტერი გაუხსნა. - ნოე! - მაშინვე მოშორდა. - რაიყო? არ ვიმსახურებ ჩემი ქალის ალერსს? - საწყალი თვალებით შეხედა. - დაღლილი ვარ... - დაიწკმუტუნა. - იცოდი... - მაისური გადააძრო. - რომ... სექსი... სტრესის მოხსნის და დაღლილობის პირველი წამალია? - ბიუსჰალტერის ზორტებიც ჩამოუცურა და მშიერი მზერით მკერდს დააშტერდა. - ღმერთო ჩემო... ყველაფერზე პასუხი აქვს... - გადაიკისკისა დარიამ. ნოე გოგონას ტუჩებს გიჟივით დააცხრა. დარიამაც დაავლო მის მაისურს ხელი და ბიჭს შიშველ მკერდზე ხელები ჩამოუცურა. მოულოდნელად გოგონა მუხლებზე წამოიწია, მსუბუქი ბიძგით ბიჭი დივანზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. - რო კითხო დაღლილია... - ჩაილაპარაკა და ვნებაანთებული მზერით ახედა. დარიას სახეზეც გადაირბინა რაღაც ეშმაკურმა, რაღაც ისეთმა, რაც ბიჭს მის სახეზე არასდროს უნახავს. გოგონას მკერდისკენ დაიხარა და სველი კოცნები დაუტოვა. რამდენჯერმე უკბინა კიდეც, რასაც დარიას კვნესა მოჰყვა. - აუ... ისე უნდა გაკვნესო... - ჩაილაპარაკა აზარტში შესულმა ლეშკაშელმა. გიჟივით გახადა შარვალი და საცვალსაც კი კბილებით დასწვდა. - ნოე... - აღმოხდა. ბიჭი აღარ დალოდებია, მისი ენა გოგონას ყველაზე სუსტ წერტილს შეეხო. რამდენიმე წუთის შემდეგ მუცელს ამოუყვა კოცნებით, წელზე ხელი მოჰკიდა და გადააწვინა. თვალებში ჩახედა. - ოჰ... რა გემრიელი ხარ... ერთი იცოდე... ფეხები გადააშლევინა და მსუბუქი ბიძგით გააერთიანა თავიანთი სხეულები. გოგონამ სიამოვნებისგან თავი უკან გადააგდო და ბიძგებს ტანი ააყოლა. - რა მალე ითვისებ ყველაფერს... როგორი ჭკვიანი მოსწავლე ყოფილხარ... მელევე იგრძნო სხეულში რაღაც ცხელი, მაშინ, როცა უკვე სიამოვნების პიკს აღწევდა. მერეღა მიხვდა, რომ არც ნოე იცავდა თავს და არც თვითონ. კვირა დილას კარზე ზარი გაისმა. ალიონის ფრინველას რა თქმა უნდა უკვე ეღვიძა და სამზარეულოშიც ფუსფუსებდა, მაშინ, როცა ნოე ჯერ კიდევ ბალიშში იყო თავჩარგული. კარი გამოაღო. მის წინ ელეგანტურად ჩაცმული შავგრემანი ქალი და პატარა, ხუჭუჭა ბავშვი იდგნენ. ქალმა გოგონა აათვალიერა, შემდეგ კი სახლში შეაბიჯა და ბავშვს მოსაცმელი გახადა. დარია იდგა გახევებული და არ იცოდა რა ექნა. - ჰა... დაკეტე კარი ახლა... ორპირია... - თავისი პალტოც კოხტად ჩამოკიდა. მაღალი ქუსლების კაკუნით წავიდა დივნისკენ. ბავშვი მაშინვე კიბისკენ წავიდა და საძინებელში გაუჩინარდა. - თქვენ... - ხმა ამოიღო მარტინენკომ. - ნოეს და... თათა... - ხელი აუწია და წამიერად გაუღიმა. - და შენ, ალბათ, ის გოგონა ხარ, ვინც ჩემს ძმას თავი შეაყვარა... - დარია... - რუსი ხარ, დარია? - კოპები შეკრა. - არა, ქართველი... - მაშინვე იუარა. - ბებია მყავდა უკრაინელი. - არა, ჩემს ძმას გემოვნება აქვს... ვერ დაუკარგავ... - კიდევ ერთხელ აათვალიერა გოგონა. მაღლიდან ნოეს ღმუილის, ბავშვის სიცილის და გიჟური კოცნის ხმა მოისმა. - ნოე, ჩამოხვალ თუ როგორ? - დაიძახა თათამ. - მოვდივარ... და მანამდე არ შემიჭამო მანდ ეგ გოგო... - რატომ უნდა შევჭამო... ბოროტს ვგავარ? - სერიოზულად შეხედა დარიას. გოგონამ თავი გააქნია. - მაინც სად იპოვა ეს ბავშვი ჩემმა ძმამ... - ჩაილაპარაკა თავისთვის და მხრები აიჩეჩა. - ყავას გამიკეთებ? დარია მაშინვე მადუღარას დასწვდა. - ჩემი ყველაზე ლამაზი... ყველაზე ბოროტი... ყველაზე დაუნდობელი... ყველაზე ეშხიანი... ნოე კიბეზე ჩამოვიდა, კისერზე ბავშვი ეჯდა, ღიმილიანი სახით მივიდა დისკენ და ლოყაზე აკოცა. - დიდება შენს გამოჩენას... თითქმის ორი თვის მერე... - ცინიზმი გაერია მის ხმას. - რა გაგიკეთა ამ გოგომ ასეთი? - კარგი, თათა... იფიქრებს, რომ მართლა ბოროტი ხარ... ვერ ხედავ რა შეშინებულია ისედაც? - კი, ვხედავ... - ჩაეცინა. - შენ რა იყო, შემირიგდი? - არა! - მაშინვე გადაურბინა სახეზე მრისხანებამ. - უბრალოდ ბავშვს მოენატრე... - აჰ, ესეიგი ბავშვს... შენი ქმარი როგორ არის? - არაჩვეულებრივად... - დარია... კიდევ ერთხელ გაიცანი ჩემი საოცარი და - თათა... დარიამ გოგონას ყავა მიაწოდა. - ახლა გამოწმებს... გამოდგები თუ არა რძლად... - თვალი ჩაუკრა. მარტინენკოს ისევ ფერი გადაუვიდა. - ნოე! - ხმას აუწია თათამ. - ოოო, დამაცადე... - გადაიხარხარა. - ნუ გეშინია, დარია... არ ვიკბინები... და ესეც რაღაც ლეგენდებს ყვება ჩემზე... - ნოე, მეთამაშე რაა... - ფეხზე ჩამოეკიდა სანი. ლეშკაშელს თვალები გაუნათდა, თითქოს ისიც 5 წლის ბავშვად იქცა, სანი მხრებზე მოიგდო და სათამაშო ოთახისკენ წაიყვანა. - რამდენი წლის ხარ, დარია? - ჰკითხა ოდნავ ღიმილიანი სახით. - ოცდა სამის... - პატარა... სადმე სწავლობ თუ დაამთავრე? - სამხატვრო აკადემიაში... - ოჰო... - გაუკვირდა. - საინტერესოა... დიზაინი? - არა, მხატვრობა... - ეს შენი ნახატებია? - თვალით კედელზე გასაშრობად ჩამოკიდულ ნახატებზე ანიშნა. - კი, ჩემია... - ნიჭი გაქვს... - გაუღიმა. დარიას ნელ-ნელა დაძაბულობა მოეხსნა. - აქამდე რატომ არ დაამთავრე სწავლა? - დროებით შეჩერებული მქონდა სტატუსი... - რატომ? - ოჯახის გამო... - მშობლები წინააღმდეგები იყვნენ შენი მხატვრობის? - არა... ქმარი... თათამ წარბები მაღლა აზიდა, დარიამ კი ძირს დაიხედა. - დიდი ხანია გაშორდი? - ჰკითხა პაუზის შემდეგ. - რამდენიმე თვეა... - და რატომ გაშორდი? - მოძალადე იყო... - დაასრულა ჩუმად. - ეგეთი კაცები რატომ არ კვდებიან? - შესძახა სასოწარკვეთილმა. დარიამ გაკვირვებულმა ამოხედა. - რამდენი ხანი იყავი მაგ ცხოველთან? - ექვსი წელი... - ღმერთო ჩემო! - უფრო ხმამაღლა შესძახა. - საბრალო ბავშვი... აკვირდებოდა დარია მის წინ მჯდომ 30 წლამდე ქალს. როგორი საოცარი იყო, როგორი ლამაზი, ეფექტური, ეშხიანი. ლურჯი თვალები ჰონდა, სწორი ცხვირი, დიდი, ვნებიანი ტუჩები და კოხტად შეკრული შავი თმა. ლამაზი წამწამები ჰქონდა, წვრილი წარბები, გრძელი კისერი და საოცრად პროპორციული ტანი. მასში თვითდაჯერებულობა სჭარბობდა, ყოველ ქმედებაში, ყოველ მიმიკაში და მიხვრა-მოხვრაში ეტყობოდა როგორი დამოუკიდებელი, თავისუფალი და სრულყოფილი ქალი იყო. „ნუთუ მეც ვიქნები ოდესმე ასეთი?“ - ფიქრობდა გულში დარია. - იმედია ჩემი ძმა გაგაბედნიერებს... და შენც იზურნებ მასზე... - დაამთავრა ბოლოს და ყავა მოსვა. - მადლობა... - საოცრად ბედნიერი ხმით უთხრა. რამდენიმე საათის შემდეგ თათას დაურეკეს და წასვლა მოუწია. - როგორ მოგეწონა ჩემი და? - ჰკითხა ნოემ, როცა დივანზე მოკალათდა და დარიას ხელი შემოჰხვია. - საოცარია... - თქვა აღფრთოვანებით. ნოემ გადაიხარხარა. - როგორი ლამაზია... როგორი ქალურია... როგორი ელეგანტური... - შენც შეგიძლია იყო ეგეთი... - შემიძლია რო? - დარია... ისევ ვიჩხუბებთ... - ხო... შემიძლია, შემიძლია... - ნოეს მკლავებში მოკალათდა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. 17. თითქმის თვე-ნახევარი გავიდა, გაზაფხულის ბოლო თვეც მოვიდა. ქალაქში დათბა, აყვავებული ხეებიდან ყვავილებმა ცვენა დაიწყო და კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა დაბერილი კვირტები. დარიას ნოეს მკლავებში ეძინა, უფრო სწორედ, ახლა უკვე ეღვიძა და თავის დაძვრენას ცდილობდა. - ალიონის ფრინველმა გაიღვიძა... - დაიდუდღუნა. - გთხოვ გამიშვი... მშია... - შეეხვეწა. ნოემ ხელები მოაშორა და დარიაც მაშინვე წამოხტა. სიშიშვლის უკვე აღარ ერიდებოდა. - შენი მადის ამბავი კი ვიცი... მაგრამ მგონი ამ ბოლო დროს უფრო მეტს ჭამ... - და? - გასუქდები... დარიას თითქოს ეწყინა. - და მსუქანი აღარ გეყვარები? - დავფიქრდები... ამის თქმა და დარიას მიერ ბალიშის სროლა ერთი იყო. ნოემ გადაიხარხარა. - კარგი, ხოო... მე შენ ასი კილოც მეყვარები... მადის აღმძვრელად აათვალიერა გოგონას სხეული, რომელიც უჯრებში საცვლებს ეძებდა. მისი ულამაზესი საჯდომი ნოეს ბიჭზე უკვე მოქმედებდა. - დარია... - ჰო... - არც გამოუხედავს. - აქ ერთ კაი ტიპს გაეღვიძა... და საყვარელ ქალს ითხოვს... - ნოე, მშია... - ამოიწკმუტუნა. - აქ სხვა საჭ... - ნოე! - დაიყვირა. - კარგი, ჩუმად ვარ... დარიამ როგორც იქნა მიაგნო, რასაც ეძებდა, მაგრამ იმავე წამს ჰაერში აღმოჩნდა, შემდეგ კი საწოლზე. - ნოე.... - შეანათა თავისი ღია ცისფერი თვალები. - აი, რატომ იკატუნებ თავს, რომ ვითომ სექსი არ გინდა? არ დაიღალე ამ ახალმოყვანილი პატარძლის საქციელებით? - სექსოლოგს უნდა გაესინჯო... - თვალები აატრიალა. - აი, მაგ ატრიალებისთვის ახლა... რამდენჯერმე ტუჩებზე შეეხო, შემდეგ კი კისერს ჩაუყვა ცხელი კოცნებით. - ნოე! - ხო, დამავიწყდა, რომ თავს ვიცავთ... ხელი თაროზე გადაყო და პრეზერვატივი მოიმარჯვა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ორივე დაბლა იყო. დარიას უზარმაზარი სენდვიჩი ჩაებღუჯა და მადიანად შეექცეოდა. ნოე ღიმილიანი სახით უყურებდა, თან შიგადაშიგ ცინიკურად ათამაშებდა წარბებს. - ტყუილად... ჩდილობ... მაინჩ... ვჭამ... - დაეჯღანა დარია. როცა ჭამა დაასრულა, ნოემ გოგონას თვალებზე ხელები ააფარა. - ადექი... - ნოე! რა ხდება! - წამო, რაღაც უნდა გაჩვენო... - ნოე... რა ხდება... - როგორი სულსწრაფი ხარ... ლეშკაშელმა გოგონა პირველ სართულზე არსებულ ოთახში შეიყვანა. ხელები ნელა მოაშორა თვალებიდან. - ღმერთო ჩემო! - აღმოხდა გოგონას. მის წინ აღარ იყო სათამაშოებით სავსე ოთახი, არამედ სახელოსნო, ნამდვილი სახელოსნო. კედლები მთლიანად დარიას ნახატებით იყო სავსე, შუაში მოლბერტი იდგა, თეთრი ტილოთი, გვერდით კი პალიტრა, ფუნჯები და საღებავების აურაცხელი რაოდენობა. - ნოე! არ მჯერა! ეს... ეს... როგორ?! თვალები უბრწყინავდა, ბიჭს თვალებში ჩახედა, ხელები კისერზე მოჰხვია. - დაბადების დღეს გილოცავ, დარია... შენი არსებობით სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცევ... - ცხვირზე აკოცა. - მადლობა... ნოე... სიტყვები არ მყოფნის... საოცრება ხარ... მე კი არა შენ მაქცევ სამყაროში ყველაზე ბედნიერ ქალად... რით დავიმსახურე შენი თავი... - დღეიდან შენი სამუშაო ოთახი გაქვს... - წინ მიატრიალა და ხელები წელზე შემოაჭდო. - აქ ხელოვნების ნიმუშები უნდა შექმნა... - მადლობა, რომ გჯერა ჩემი! შენ იმაზე მეტად გჯერა, ვიდრე მე საკუთარი თავის... - მაგის დროც მოვა, დამიჯერე... - კისერზე აკოცა. მოულოდნელად დარია ხელიდან დაუსხლტა, კიბეზე კისრისტეხვით ავარდა და სააბაზანოში შევარდა. ამის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ღებინების ხმა ისმოდა. ლეშკაშელიც გვერდზე ედგა და შუბლს უჭერდა. დარიამ სული მოითქვა და ბიჭის მკლავებს მიესვენა. - გითხარი მე შენ ამდენს ნუ ჭამ თქო... - დარიას სახეზე სველი ხელი მოუსვა, ფერი არ ედო. - ეტყობა ძეხვმა მაწყინა... - ამოიჩურჩულა. - ძეხვმა კი არა, ბევრმა ჭამამ იცის ეგ... - გაიცინა. - აუ! ნოე! - უხეშად მოიშორა და წამოდგომა სცადა. - კარგი, რა იყო... რას მეჩხუბები... „პერიოდზე“ ხო არ ხარ... - განაგრძო სიცილი. დარიას თვალები გაუფართოვდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და კალენდარს დახედა. სახე წაეშალა, ფერი გადაუვარდა. - დარია... რა ხდება? - დასერიოზულდა ნოე. - ორი... ორი... თვეა... ციკლი... აღარ მქონია... - ამოიკნავლა. ბიჭსაც შეეცვალა სახე, თვალებში შიში და გაკვირვება ჩაუდგა. - შანსი არაა... - თავი გააქნია ბიჭმა. - ოსრულად ვერ იქნები... ჩვენ ხომ სულ... - ვიქნები... ვაიმე... ნოე... ვიქნები... იყო ერთი შემთხვევა... ღმერთო ჩემო... - თავი მუხლებში ჩარგო. - წინასწარ ნუ პანიკობ... ჯერ ტესტი ჩაიტარე... - თვითონაც ძლივს იჭერდა თავს. - ნოე... სულ ვჭამ... ადვილად ვბრაზდები... უზაროდ ვწუწუნებ... - ახლა ხელები თავზე ჰქნდა შემოკრული. - წავალ და ტესტს მოგიტან... რამდენიმე წუთის შემდეგ ბიჭი აფთიაქის შეფუთვით დაბრუნდა, შიგნით სამი შეკვრა იდო. ლოდინის ათი წუთი საუკუნედ გაიწელა. ორივე სივრცეს მიშტერებოდა, ორივეს თავში ათასი ფიქრი იბლანდებოდა ერთმანეთში, ორივე დაბნეული იყო, ორივე დამუნჯებული, ორივე რაღაცის მოლოდინში. სამივე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. - ორსულად ვარ... - აღმოხდა გოგონას. ხელები უკანკალებდა, მთლიანად თრთოდა, სახეზე ოფლი ასხამდა. ლეშკაშელი მოშორებით იდგა და ძირს დავარდნილ ორსულობის ტესტებს მიშტერებოდა. - ახლა რა უნდა ვქნათ, ნოე... - მოუტრიალდა სასოწარკვეთილი. - რა კითხვაა? მე და შენ შვილი გვეყოლება... - ხვდები მაინც რას ამბობ? - რა არის აქ მიუხვედრელი? - გოგონას მიუახლოვდა, მისი ათრთოლებული და გაყინული ხელები თავის ხელებში მოიქცია. - მგონი ვერ იაზრებ, ნოე... მე შენგან შვილს ველოდები... ბავშვი... ცოცხალი არსება... მე მისი დედა... შენ მამა... - დარია, დამშვიდდი... - ხელზე აკოცა, თბილად გაუღიმა. - შენ ყველაზე კარგი დედა იქნები ამ ქვეყანაზე... ხომ იცი? - ხო მაგრამ... ჩვენ ცოლ-ქმარიც კი არ ვართ... - არ ცხრებოდა. - და? ფორმალობა თუ გინდა ახლავე მოვაწეროთ იუსტიციაში ხელი... - არა, ნოე, ამას არ ვამბობ... უბრალოდ ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა... - დარია... ჩემთვისაც მოულოდნელი ამბავია, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ჩემს ყურებს ოდესმე მოუსმენია... - ოჰ, ნოე... - სახეზე მიეფერა. - რანაირი ხარ?! როგორ შეგიძლია ყველაფერს ასე მარტივად უყურებდე? - დარია, გიყვარვარ? - რა კითხვაა? - კოპები შეკრა. - გიყვარვარ, მეთქი? - ყველაზე მეტად... - მეც მიყვარხარ, ყველაზე მეტად... განა ეს საკმარისი არაა? ნუ ხარ შეშინებული, გთხოვ... - ნაზად შეეხო გოგონას ტუჩებს, ხელი მუცლისკენ ჩაუცურა და მოეფერა. - აი აქ ჩემი და შენი შვილი ზის, დარია... ჩემი და შენი... - ღმერთო ჩემო... - ახლა კი ნამდვილად გაიაზრა გოგონამ, რა მოხდა მათ თავს. - მე დედა ვიქნები... - სამყაროს უნდა გავაგებინო! - შესძახა საზეიმო ხმით. ნოემ ტელეფონიც კი მოიმარჯვა, მაგრამ დარიამ გააჩერა. - გთხოვ, ნოე... ჯერ ექიმთან მივიდეთ... მანამდე არ გააგებინო არავის... იქნებ ტესტი ცდება... - სამი ტესტი ცდება? - ნოე... - კარგი, ხო... მოხდა ისე, რომ დარიას გინეკოლოს ადგილი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ჰქონდა, ამიტომ ლოდინის რეჟიმში გადავიდნენ. ასეთი ნოე ლეშკაშელი დარიას არასდროს ენახა. სახეგაბრწყინებული, უბედნიერესი, თითქოს კი არ დადიოდა, დაფრინავდა. ყოველ დღე აურაცხელი პროდუქტით და სასუსნავებით ბრუნდებოდა შინ. დარიას ხილის და ბოსტნეულის ჭამას აძალებდა, რაზეც დარია გულს ირევდა. თავს ევლებოდა, ფეხის გადადგმის საშუალებასაც არ აძლევდა. გოგონას სხვა რა გზა ჰქონდა, ემორჩილებოდა, თან ღიმილიანი სახით შესცქეროდა თავის საყვარელ კაცს. - ნოე... - ჰკითხა ერთ საღამოს. - გოგო გინდა თუ ბიჭი? - ორივე... - მაინც? - ორივე, თქო... - ღმერთო ჩემო! - გაეცინა და თავის სახელოსნოში გაუჩინარდა. გადმოიღო ყველაზე ნათელი ფერები, რაც კი იპოვა. არ იცოდა რას ხატავდა. ზოგადად, ყველაზე მეტად აბსტრაქცია მოსწონდა და, რეალურად, კონკრეტულს არც არაფერს ხატავდა. ამჯერადაც იგივე აზრზე იყო. ასე გავიდა ერთი კვირა. დარიამ ნახატი დაამთავრა, ისეთი ლამაზი გამოვიდა, ნოე რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშტერებული უყურებდა. - დარია, შენ მართლა ტალანტი გაქვს... ასეთ საოცრებას უბრალოდ ვერ დახატავს ვერავინ... მერე ხელში აიყვანა და კიბეზე აარბენინა. - ხვალ რომელზე მივდივართ ექიმთან? - დილით... - წინადადება ვეღარ დაამთავრა, მორიგმა გულის რევამ შემოუტია. ნოე ისევ გვერდით ედგა, ისევ შუბლს უჭერდა, ისევ ეცინებოდა. - აღარ... შემიძლია... - აღმოხდა და საწოლზე მიესვენა. - ცოტაც უნდა გაუძლო... - ისევ იცინოდა. - დავიძინოთ რა, თავბრუ მეხვევა რაღაც... შუა ღამით ნოე დარიას ყვრილმა გამოაღვიძა. შუქი აანთო, დარია ოფლში ცურავდა. სახეზე ფერი არ ედო, წარბები მოეჭმუხნა, ტკივილისგან კვნესოდა, ტანი ეგრიხებოდა. - დარია... დარია... - დაიხარა მისკენ, რამდენჯერმე მსუბუქად შემოარტყა. - გამოფხიზლდი, დარია... - მტკივა... მტკივა... - კვნესოდა. ბიჭმა საბანი გადახადა, დარია სისხლში ცურავდა. გიჟივით წამოხტა, თვალები შუბლზე აუვიდა, 112 როგორ აკრიფა, წარმოდგენა არ ჰქონდა, მთლიანად კანკალებდა. - დარია... დამშვიდდი, გთხოვ... - ევედრებოდა. გააფთრებული დადიოდა აქეთ-იქით. აგიჟებდა თავისი უუნარობა, უნდოდა როგორმე ეშველა, აგიჟებდა ის ტანჯვა, რაც გოგონას სახეზე იყო გამოხატული, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. სასწრაფოს მანქანით გააქროლეს დარია. საოპერაციოში შეიყვანეს, ნოე კი მოსაცდელში დატოვეს. - ნოე, რა ხდება? რა ხმით დამირეკე? - სირბილით მოვარდა სახეწაშლილი თათა, ამჯერად თეთრი ხალათი ეცვა. - დარია... საოპერაციოში შეიყვანეს... - უთხრა გაშეშებული სახით, ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს. - რატომ კი მაგრამ?! რა მოუვიდა? - ორსულად არის... - რა? - შეიცხადა. - ერთი კვირის წინ გავიგეთ... დღეს მიმყავდა ექიმთან... - რამდენი ხნის ორსულია? - არ ვიცით... სავარაუდოდ ორი თვის... გთხოვ... შედი და ნახე როგორაა... - კარგი, შევალ... ოღონდ შენ დამშვიდდი... გაგაგებინებ ეგრევე... - ხელზე ხელი დაადო. - გთხოვ, ნუ ნერვიულობ... რამდენიმე წუთის შემდეგ საავადმყოფოს დერეფანში გააფთრებული კოტე შემოვარდა, სათვალეები შუბლზე ჰქონდა ასული. - ნოე, რა ხდება?! - დაიგრგვინა. - არ ვიცი... - ამჯერად მუხლებში ჰქონდა თავი ჩარგული. - რა არ იცი? რა მოხდა მეთქი! ოე! გამოფხიზლდი! - ხელი წაჰკრა. - დარია არის ცუდად... - და რა მოხ... ამ დროს არანაკლებ სახეალეწილი თათა გამოვიდა საოპერაციოდან. - თა, რა ხდება!? - ფეხზე წამოიჭრა ნოე. - როგორ არის? - დარია კარგად არის... დამშვიდდი... - ბიჭმა შვებით ამოისუნთქა, ნერვიულობისგან დაჭიმული სახე მოუდუნდა. - გული გამისკდა... - ამოთქვა კოტემ. - ნოე... - დაიწყო თათამ. - სამწუხაროდ... სამწუხაროდ მუცელი მოეშალა... ამის გაგონება და ნოეს გაშეშება ერთი იყო. - ორსულად იყო? - თავი ვერ შეიკავა გაბაშვილმა. - რამდენიმე კვირის... მაგრამ ბავშვი ვერ გადარჩებოდა... ვერც კი დაიბადებოდა... ამას მერე ერთად აგისხნით ორივეს... - ნოეს მხარზე ხელი დაადო და ნაზად მიეფერა. - გთხოვ, არ ინერვიულო... ჩვენ, გინეკოლოგები ამას ორსულობასაც არ ვეძახით... თათას საოპერაციოდან დაუძახეს. ნოე გასასვლელისკენ დაიძრა, ძმაკაციც უკან მიჰყვა. ღობეს ჩამოეყრდნო. - სიგარეტი გაქვს? - მიუბრუნდა კოტეს, თვალები ამღვრეოდა და ჩასწითლებოდა. გაბაშვილმა წითელი „მალბოროს“ კოლოფი ამოიღო ჯიბიდან. ნოემ ღრმა ნაპასი დაარტყა, თვალები დახუჭა და მომწამლავი კვამლი ფილტვებში გადაუშვა. - იცი რას ვერ ვხვდები? - თქვა რამდენიმე წუთის შემდეგ. - რატომ არ მაცდის ცხოვრება ბედნიერებას? - კარგი, რა... - არა, მართლა... - გაეცინა. - მაინტერესებს... ანუ რატომ? ნუთუ არ ვიმსახურებ? ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რაღაც შემერგოს?! ასეთი დედამოტ*ნული ბედი რატომ მაქვს? - ნოე... ამით ხომ არაფერი მთავრდება... - არ მთავრდება, ვიცი... მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს... რა დავაშავეთ მე და დარიამ ესეთი რამ რომ გადაგვხდა? ან იმ საცოდავმა ბავშვმა რა დააშავა? რატომ უნდა განეცადა ასეთი ტკივილი დარიას, როცა ცხოვრებამ ისედაც არ დააკლო? - ნოე... - რისი ნიშანია? რას მენამიოკება ცხოვრება? რა გინდა? - ცას ახედა. - რატომ არ მაცდი ბედნიერებას? რა ვქნა? გინდა, რომ მივატოვო ეს გოგო სანამ კიდევ უფრო გაუბედურდება? - ნოე, დამშვიდდი... ნუ სულელობ... - ხო არა? მგონი ყველაზე კარგად იცი, როგორ მიყვარს ბავშვები და რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ... - ლეშკაშელო! მთელი ცხოვრება წინ გაქვს! გაჩერდი ახლა! რა? მე და მაკამ არ გადავიტანეთ იგივე? თან ორჯერ... მაგრამ როგორც ხედავ სახლში იოანე გვიზის ახლა... დებილივით იქცევი! ნოე დადუმდა. - ახლა ყველაზე მეტად იმ გოგოს სჭირდები შიგნით! ამიტომ აწიე ტრ*კი და შედი შიგნით... შენ რომ აქ განიცდი, ის იქ ორმაგად იტანჯება... ხო იძახი მიყვარსო?! ხოდა მიდი მასთან! გაამხნევე და გვერდში დაუდექი! ადამიანები შვილების სიკვდილის შემდეგ აგრძელებენ სიცოცხლეს, შენ კიდევ იმ ჩანასახს დასტირი, რომელსაც სქესიც კი არ ჰქონდა... მესმის... გასაგებია... შეიძლება ყველაზე მეტად მე მესმის ახლა შენი... გამომიცდია... მაგრამ ყურების ჩამოყრით და ღმერთის შენს უბედურებაში დადანაშაულებით ვერაფერს შეცვლი, გაიგე?! ნოემ სიგარეტის ბიჩოკი სანაგვეში მოისროლა და საავადმყოფოში შებრუნდა. - ეჰ, ძმაო... - ჩაილაპარაკა თავისთვის კოტემ. - ნეტავ, ეს ტკივილი არ გამოგეცადა... თათა მოსაცდელში იჯდა, ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა და კითხულობდა. - როგორ არის? - ჰკითხა მოგუდული ხმით ლეშკაშელმა. - უკეთ... ოპერაცია დასჭირდა... მალე ნარკოზიდანაც გამოვა... ბიჭმა ამოიოხრა. - ნოე... დამშვიდდი, გთხოვ... - ნაზად აკოცა ლოყაზე. - შენი ნერვიულობა და ხვნეშა არაფერს უშველის... - შეიძლება შევიდე? - ჯერ გამოვიდეს ნარკოზიდან და შემდეგ აუცილებლად შეგიყვან... შენ ეტყვი ბავშვზე თუ მე ვუთხრა? - მე ვეტყვი... - ამ ორ სიტყვას მთელი გული და სული ამოაყოლა. - ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მაინც უნდა გკითხო... რა მოხდა? ხომ არ იჩხუბეთ? რამეზე ინერვიულა? - არა, არაფერი საერთოდ... პირიქით... ასეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართ... - აქამდე ჰქონია მსგავსი პრობლემა? ძველ ქმართან... რამე ხომ არ უთქვამს... - არა... პირველი ორსულობა იყო მისთვის... როგორც მითხრა, როცა გაათხოვეს 17 წლის იყო და ექიმმა აბები დაუნიშნა, რომ არ დაფეხმძიმებულიყო, უთხრა ორგანიზმი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებულიო... შეიძლება ამას გამოეწვია? - 24 წლის ასაკში ქალის სხეული უკვე ჩამოყალიბებულია, ამიტომ მაგის ალბათობა ძალიან დაბალია. და აბებზე უთქვამს რამე? რა ტიპის აბები იყო? - არ ვიცი... მარტო ის მითხრა, რომ ამ აბებს 6 წელი სვამდა, რადგან არ უნდოდა იმ კაცისგან შვილის ყოლა. თათას თვალები გაუფართოვდა. - 6 წელი ერთი და იგივე აბებს სვამდა? ყველანაირი პაუზის გარეშე? - ხო, მგონი ხო... რატომ? - ეგ ამბავი გამოსაკვლევია, მაგრამ დიდი ალბათობით სწორედ ეგ გახდა ამ ყველაფრის მიზეზი... ნოეს ჩაეცინა, ეს მხოლოდ სიმწრის სიცილი იყო. - არც კი ვიცი რა ვთქვა... - თათა ექიმო, მარტინენკო ნარკოზიდან გამოდის... - დაუძახა ერთ-ერთმა ექთანმა. - წამოდი, შევიდეთ... - ძმას ხელი ჩასჭიდა. დარია საწოლზე მისვენებულიყო, სახეზე ფერი არ ედო, თვალებს ძლივს ახელდა. ათობით რაღაც ჰქონდა სხეულზე შეერთებული. ნოე მის გვერდით ჩამოჯდა, მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია და ნაზად ეამბორა. - ჩემმა ალიონის ფრინველმა ახლაც ყველაზე ადრე გაიღვიძა... - უთხრა და თავი ხელზე დაადო. - რა... რა მოხდა... - იკითხა ჩახრეწილი ხმით. - ცუდად გახდი... სასწრაფო გამოვიძახე და აქ წამოგიყვანეს... ოპერაცია დაგჭირდა... - ბავშვი... ხომ... კარგადაა?.. - დარია... - ეს კითხვა ლახვარივით ჩაესო ნოეს გულს. - იცი რა... ბავშვი... - ნოე... ბავშვი ხომ კარგადაა? - სასოწარკვეთილება გაკრთა მის ხმაში. - ბავშვი აღარ არის... დარია... - ნოეს თვალიდან გადმოგორებული ცხელი ცრემლი დარიას ხელზე დაეცა. - არა... არა... - ასლუკუნდა, სახე მოეკუმშა. - ნოე... არა... ოღონდ ეგ არ მითხრა... ნოე... მატყუებ... გთხოვ... თათამ ხელში დამამშვიდებელი მოიმარჯვა და დარიას კათეტერს შეუერთა. რამდენიმე წამში გოგონა გაითიშა. - ეს რატომ გააკეთე!? - მოუბრუნდა განრისხებული სახით დას. - მისი ნერვიულობა არ შეიძლება! გინდა ჭრილობები გაეხსნას?! - აქ ვიქნები მე... - მოუჭრა მოკლედ. მთელი ღამე დარიას პალატაში გაატარა, ზუსტად ისე, როგორც მათი პირველი შეხვედრისას. ოღონდ იმ დღისგან განსხვავებით, რომელიც ნოეს ძალიან შორეულად ეჩვენებოდა, ისინი ყველაზე ახლო ადამიანებად იქცნენ ერთმანეთისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, უკვე საერთო ტკივილს იზიარებდნენ. იმ ტკივილს, რომელიც მხოლოდ მათი იყო, მხოლოდ ამ ორი ადამიანის. მაგრამ უნდა გაეძლოთ. აუცილებლად უნდა გაეძლოთ ამ ტანჯვისთვის და განსაცდელისთვის. გაწერის წინ დარია თათამ გასინჯა. ორივეს თავის კაბინეტში მოუხმო და წინ დაისვა. - პირველ რიგში მინდა ორივემ გაიაზროთ, რომ მომხდარში თქვენი ბრალი არ არის. ეს ნაყოფი ვერ დაიბადებოდა, ვერასდროს... ის არ იყო სრულყოფილი, მას ჰქონდა სხვადასხვა ანომალიები და მუტაციები... ტყუილად რომ არ დაითრგუნოთ გეტყვით, რომ გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ ის თვითონ დაგინიშნავდა, ასე ვთქვათ, სავალდებულო აბორტს. დარიას შიშისგან თვალები გაუფართოვდა. - იმის გამო, რომ ექვსი წლის განმავლობაში სისტემატიურად იღებდი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შენს ორგანიზმში გარკვეული ჰორმონალური ცვლილებები მოხდა, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი... მე დაგინიშნავ წამლებს, რომლებიც ეცდებიან შენი მდგომარეობის გამოსწორებას თუ სისტემატიურად დალევ და ექიმთანაც გაივლი კონსულტაციებს... მაგრამ ასევე როგორც ექიმმა უნდა გითხრა, რომ ამ ჰორმონალური ცვლილებების გამო შვილის გაჩენის ძალიან დაბალი შანსი გაქვს... - ღმერთო ჩემო... - დაწყო ქვითინი და თავი ხელებში ჩარგო. - მე არ ვამბობ, რომ ბავშვს ვერასდროს გააჩენ თქო, დარია... მე ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ეს არ გამოვა, სანამ მკურნალობის კურსს არ ჩაიტარებ... - დამშვიდდი, დარია... - ნოემ ხელი მოჰხვია. - მოუსმინე, გთხოვ... - არაფრით არ შეიძლება ახლა შენი დაფეხმძიმება, ეს ორივემ კარგად უნდა გაიგოთ... ნოე, გესმის? სანამ კურსს არ დაამთავრებს, მანამდე ეს არ უნდა მოხდეს, თორემ ისევ იგივე შედეგი დადგება, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა... მესმის... რთულია... მტკივნეულია... მაგრამ ასეა საჭირო... დამიჯერე, დარია, მეც არანაკლებ შემტკივა თქვენზე გული... ამიტომ უნდა დამიჯეროთ... შეუძლებელი არაფერია... სამი დღის შემდეგ დარია სახლში გაწერეს. გოგონამ შეწყვიტა საუბარი, მხოლოდ ნოეს ესაუბრებოდა, ისიც რამდენიმე სიტყვას. შეწყვიტა ჭამა, სმითაც ძალიან ცოტას სვამდა. მიუხედავად ექიმების, თათას, ნოეს და თვით კოტეს ხვეწნისა, მაინც არ ეკარებოდა საჭმელს. ამ სამ დღეში ძალიან გახდა, სახეზე ძვლები დაეტყო, თვალის უპეები ჩაუშავდა და მოსიარულე გვამს დაემსგავსა. ნოეც არ იყო კარგად, არც მას ჰქონდა მადა, არც ცხოვრების გაგრძელების სურვილი, მაგრამ ხვდებოდა, რომ ის ამ განსაცდელში მარტო არ იყო, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა გაეძლო. კარი გააღო და სახლში შევიდა. დარია ზღრუბლთან გახევდა. სახლს თვალი მოავლო. როგორ უცხოდ ეჩვენა ეს სახლი. სახლი, რომელმაც შეიფარა, რომელმაც სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა ახლა ყველაზე უცხო სახლად ეჩვენებოდა. - დარია, გთხოვ, შემოდი... - უთხრა ნაზად. - მე და შენ ამას შევძლებთ... შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ? წელზე ხელი შემოჰხვია და სახლში შემოუძღვა. - ნოე... მტკივა... - ამოიკვნესა. - ჭრილობა? - შეიცხადა. - არა... გული... - ოჰ, დარია... - მეგონა ამდენი ხნის შემდეგ ჩემთვისაც დადგა ბედნიერების ჟამი... მეგონა ყველაფერი შეიცვალა... მეგონა... - დარია... ასეც არის... უბრალოდ ეს განსაცდელია, რომელიც უნდა გადავლახოთ... ერთად... მე და შენ... - მე... მე არ შემიძლია... ნოე... ვერ ვუძლებ... - დარია, გთხოვ... მეც გამიგე... - ნოე... მე წავალ... გთხოვ... - რას ბოდავ? - წავალ ჩემს გზაზე... ვითომ არც არასდროს გამოვჩენილვარ შენს ცხოვრებაში... - თვალები ცრემლებით აევსო. - გაგიჟდი? - ნოე... მე ხომ ვხედავ, რომ შენ ამ ქვეყანად ყველაზე მეტად ბავშვები გიყვარს... მე ხომ ვხედავ შენს თვალებში თუ როგორ ოცნებობ შვილზე... განა მე უფლება მაქვს ეს ოცნება წაგართვა? რატომ უნდა იყო იმ ქალთან, რომელიც შენს ყველაზე დიდ ნატვრას ვერ აგისრულებს? - დარია... მე უშენოდ მოვკვდები... რატომ არ გესმის? მართლა ვერ ვიცოცხლებ... - ასეთი საბრალო ნოე გოგონას არასდროს ენახა. - რა მნიშვნელობა აქვს ამას? მე მჯერა, რომ შვილი აუცილებლად გვეყოლება. თან ბევრი შვილი... ყველა ერთმანეთზე უკეთესი... თუ არ გვეყოლება, არც ეგ არის ჩემთვის პრობლემა... განა ამ ქვეყანაზე გასაზრდელი ბავშვები გამოილია, ვისაც მშობლები სჭირდება? ჩემთვის მთავარი შენ ხარ, მხოლოდ და მხოლოდ შენ... - ოჰ, ნოე... მაპატიე... მაპატიე, რომ ასეთი ეგოისტი ვარ... - მისი ხელი აიღო და კოცნა დაუწყო. - შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ... მე კი... უსარგებლო... გამოუსადეგარი... საშინელება... - ხვდები მაინც რას ამბობ? ამას შენს თავს როგორ ჰკადრებ? მესმის შენი... მეც ძალიან მტკივა... მეც ძალიან ცუდად ვარ... მაგრამ გავუძლებთ... გპირდები... ამ ყველაფერს გადავიტანთ... ორივე ხელით მაგრად მოეხვია და თავი მის თმებში ჩარგო. ისევ იგრძნო იასამნის, პიონების და კიდევ რაღაც ეგზოტიკურის სურნელი. სწორედ ამ სურნელმა მისცა ძალა და, რაც მთავარია, იმედი. - მე სახელოსნოში შევალ, კარგი? 18. ორი კვირის განმავლობაში დარია სახელოსნოდან არ გამოსულა. მხოლოდ მაშინ გამოიხედავდა, როცა წამლის დალევის დრო უწევდა, ან გვიან ღამით, როცა უნდა დაეძინა. ნოე მშვიდად იტანდა ამ ყველაფერს, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი არ უთქვამს. მშვიდად შეხვდა დარიას დივანზე დაძინებასაც. მართალია მანამ არ იძინებდა, სანამ დარიას ჩაძინებულს არ ნახავდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. არც სახელოსნოში შეუხედავს, რადგან დარია ამის წინააღმდეგი იყო. საათების განმავლობაში იქ იყო და ხატავდა. თავის ტკივილთან გამკლავებას ამ ხერხით ცდილობდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ უკეთესობა შეეტყო, სწორედ ამიტომ გაჩერდა ნოეც. დარიამ საჭმლის ჭამა დაიწყო, სახეზე ფერი დაუბრუნდა, ჩაშავებული თვალის უპეებიც ნელ-ნელა გაუფერულდა. ნოე მოჩვენებად იქცა, საკუთარ სახლში მოჩვენებასავით დადიოდა. სამსახურში არ წასულა, თავისი ოთახიდან მუშაობდა. გაზაფხულის თბილმა ამინდებმა ვერანდაზე საქმეებიც გაუჩინა, რაც დაეხმარა ყურადღების გადატანაში და მოდუნებაში. ორივეს ერთი განსაცდელი ჰქონდა, ორივეს ერთნაირად სტკიოდა, ორივე ერთნაირად იტანჯებოდა, მაგრამ სხვადასხვანაირად ებრძოდნენ ამ უბედურებას. ორივეს დივანზე ეძინა, ერთს დაბლა, მეორეს მაღლა, ორივე ხელოვნებაში აქსოვდა თავის ტკივილს. დღეში სულ ათ სიტყვას თუ ეტყოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ორივეს ესმოდა ერთმანეთის. ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო ყველაფრისთვის. ამაზე მეტი სიახლოვე რა გინდა? ისინი ერთმანეთის აზრებს კითხულობდნენ, თვალებით ამშვიდებდნენ ერთმანეთს და განსაცდელს ერთად ებრძოდნენ. თითქოს ამ უბედურებამ კიდევ უფრო დაახლოვა ერთმანეთს, მათ წინ ურთიერთობის სხვა განზომილება გაიხსნა. ეს იყო რაღაც განსხვავებული, ტკივილის გზაზე გავლილი სიყვარული, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა ორივეს. ერთ დღესაც ვერანდაზე მოფუსფუსე ნოეს დარიას ხმა შემოესმა. - რა ლამაზი ყვავილია... გაოცებული ბიჭი გოგონასკენ შემობრუნდა. - ნამდვილად... სიურპრიზი მომიწყო და დღეს ინება გაფურჩქვნა... - გოგონა აათვალიერა. - მართლა? და რა ყვავილია? - პიონი... - კარგი სუნი აქვს? - საოცარი... დამათრობელი... ყველაზე საუკეთესო... საკმარისია ერთხელ ჩაისუნთქო... შეგიყვარდება... ვერ გაძღები... სულ გენდომება მისი ხილვა... რომ მისი სურნელი სულ შენთან ახლოს... - გოგონას თვალს არ აშორებდა. დარია ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, თავისი წვრილი ხელები მის განიერ მხრებს შემოაჭდო და თავი მკერდზე დაადო. - მომენატრე... - მეც ძალიან მომენატრე... - თმებზე აკოცა. - დავბრუნდი, ნოე... ისევ შენთან ვარ... - როგორ მომენატრე... როგორ ძალიან მომენატრე... - თმებზე ეფერებოდა, თავისი ძლიერი ხელებით გულში იკრავდა, მის სურნელს სუნთქავდა. - ხომ გითხარი ჩვენ ამას შევძლებთ თქო? - წამო... ნახატები უნდა განახო... ბიჭს ხელი ჩასჭიდა და დაბლა ჩაიყვანა. ბიჭი სულ სხვა ოთახში შევიდა. კედლებიდან დარიას ძველი ნახატები ჩამოეხსნა, მხოლოდ რამდენიმე ახალი დაეკიდა გასაშრობად. ბიჭი მიუახლოვდა. - საოცრება... - აღმოხდა ბოლოს. - მოგწონს? - ჩემი აზრით, ეს შენს შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესოა... მეტიც, წინა ნახატებზე ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე დგას... - მართლა? მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მუქი ფერებია? თითქოს მარტინენკომ ის ტკივილი, რაც გადაიტანა გულიდან ტილოზე აღბეჭდა. თითქოს ასე შეძლო ამ განსაცდელის დამარცხება. თითოეული ნახატი რაღაც ძალიან მტკივნეულს, არეულს, დამთრგუნველს, მაგრამ ამავდროულად საოცარს, განუმეორებელს და ენით გამოუთქმელს აღწერდა. - შენ ამ ბნელი ფერებით ყველაზე კარგად აღწერე შენი განცდები... და მე... მე აღფრთოვანებული ვარ შენით... დარია... შენ... საოცრება ხარ... - ნოე... - მხარზე თავი მიადო და ტირილი დაიწყო. - გთხოვ... ნუ ტირი... ამისთვის არ მითქვამს... - მაპატიე, რომ მარტო დაგტოვე... გთხოვ... - შენ მარტო არ დაგიტოვებივარ... ჩვენ ერთად ვიყავით... უბრალოდ სხვადასხვანაირად გამოვხატეთ ეს... შენ განსაკუთრებით... - ხელი ნახატებისკენ გაიშვირა. - დარია... შენ შედევრები შექმენი... - ეჰ... ნეტავ შენ გარდა ვინმე აღიქვამდეს ამას შედევრად... - ცოლად გამომყვები? - რა? - გაფართოებული თვალებით შეხედა. - გამომყვები ცოლად? - ნოე... - შენ ყველაზე საოცარი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც მე, ყველასგან მიტოვებულს და მარტოსულს, თავი ადამიანად მაგრძნობინე. შენი წყალობით მინდა, რომ ვიცოცხლო, მინდა, რომ ვიარსებო და შენ გაგაბედნიერო. შენ, დარია, მე - ყველაზე ურწმუნო ადამიანს სიყვარულის არსებობაში დამაჯერე... გესმის? შენი წყალობით ჩემს სიცოცხლეს აზრი მიეცა... და მინდა, რომ ჩემი ცოლი გერქვას... მინდა, რომ მე მეკუთვნოდე... გინდა ეგოისტი მიწოდე, გინდა თავხედი იდიოტი, მაგრამ... მე შენ მჭირდები ისე, როგორც ჰაერი და წყალი. მე შენი გვერდში დგომა მჭირდება... შენი თვალები... შენი ხელები... შენი თმები... შენი ტუჩები... მინდა, რომ ყოველ წამს ვგრძნობდე შენს სურნელს... ვიძინებდე და ვიღვიძებდე შენს გვერდით... გეხვეოდე... გკოცნიდე... ალერსში გახრჩობდე... - ოჰ, ნოე... რით დავიმსახურე შენი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში!? - ორივე ხელით სახეზე მიეფერა. - რა თქმა უნდა, ნოე... რა თქმა უნდა გამოგყვები ცოლად... ლეშკაშელმა გოგონა ხელში აიტაცა, ჰაერში დააბზრიალა და ოთახისკენ ააფრიალა. - მიყვარხარ... მარტინენკო... მე შენ მიყვარხარ... - საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა. - მეც ძალიან მიყვარხარ, ნოე... ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე... ბიჭს ჩაეღიმა. გრძელი კაბა ერთი ხელის მოსმით მოაშორა გოგონას სხეულს და ამდენი ხნის მონატრებულ სხეულს დაეწაფა. ნოე ასეთი ნაზი და სათუთი არასდროს ყოფილა. სათითაოდ უკოცნიდა სხეულის ყველა ნაწილს, ხელებით ცდილობდა თავისი საცოლის სხეულის შეგრძნებას, საოცარი სინაზით ეფერებოდა და ეალერსებოდა. გრძნობდა ყვავილების დამათრობელ სურნელს. გიჟდებოდა... ამ ქალზე გიჟდებოდა... 19. სექტემბერში ქორწილი ჰქონდათ. არაფერი გრანდიოზული, მაგრამ ორივესთვის დაუვიწყარი და საოცარი. დარიას სადა თეთრი კაბა ეცვა. როგორც გაირკვა, როცა მშობლებმა გაათხოვეს მხოლოდ ხელი მოაწერეს და მაშინვე ლევანთან გადავიდა საცხოვრებლად, ამიტომ დარიას ქორწილი არასდროს ჰქონია. მართალია ნოე დიდად არ იხიბლებოდა ამ რიტუალით, მაგრამ დარიას ბედნიერება მისთვის ცხოვრების მიზნად იქცა. საკმაოდ თბილოდა იმ დღეს, მზე ანათებდა, მაგრამ იგრძნობოდა უკვე, რომ შემოდგომამ შემოაბიჯა. ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ნოეს მშობლები, რომლებიც დიდი სიყვარულით შეხვდნენ დარიას. გაკვირვებულებიც კი დარჩნენ შვილის შეცვლილი ხასიათით, გამქრალი უხეშობით და მბრძანებლური ტონით. მათ წინ სულ სხვანაირი, მომღიმარი, თავაზიანი ნოე იდგა. ჯვარი დაიწერეს. ეს დარიას სურვილი იყო. მთაში, ერთ-ერთ ძველ ეკლესიაში დაერქვათ მათ ცოლი და ქმარი. საღამოს ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნეს, მოკრძალებული, მაგრამ ძალიან მდიდრული და ლამაზი წვეულება ჰქონდათ. ნოემ დარიას ხელი დაავლო და საცეკვაოდ გაიყვანა. - ნოე... ცეკვა არ ვიცი... შეგარცხვენ... - ცდილობდა უხერხულობა გაეფანტა, თან ხალხისკენ აპარებდა მზერას. - დარია... მეგონა ეგ სიტყვა ხმარებიდანაც ამოვიღეთ... კარგი რა... ცოლისკენ დაიხარა და კისერზე აკოცა. - ნოე... ხალხია... შენი მშობლები... გეყოს... - აი, ამ გაჩერებისთვის ვერ წარმოიდგენ სახლში რა გელოდება... - ჩასჩურჩულა ბოროტულად და ჰაერში დააბზრიალა. - შენ ჩემი ცოლი ხარ... ჩემი ცოლი... ლეშკაშელმა ცოლს დანაპირები აუსრულა. სახლში მისულებს მთელი ოთახი იასამნებით, პიონებით და სხვა სურნელოვანი ყვავილებით დახვდათ მორთული. - ნოე... რა სილამაზეა... - შენ სილამაზეს ვერ შეედრება... - ჩასჩურჩულა და ხელით კაბის შესაკრავის გახსნა დაიწყო. - რა მოუთმენელი ხარ... - თვალები აატრიალა გოგონამ. - ცოლი მოვიყვანე... დამაცდი ბედნიერებას? - ოხ, დიახ, რა თქმა უნდა... კაბა ძირს ჩამოცურდა. გოგონა მხოლოდ თეთრი ტრუსის ამარა იდგა მის წინ. - ყოველ ჯერზე რატომ მაგიჟებს შენი სხეული?.. - ჩასჩურჩულა ძალიან ვნებიანად და ყურს უკან აკოცა. დარიამ ხელი ბიჭის უბისკენ წაიღო. - ოჰო... ვთქვი უკვე, რომ თამამ დარიაზე მიდგ*ება? - ხო... რაღაც ეგეთი მახსენდება... - და თან ცოლი რომ ჰქვია, ვააფშეე... ხელი დაავლო და საწოლზე გადააწვინა. - ნება მომეცით ერთხელ მეც ვასიამოვნო ჩემს ქმარს... გოგონამ ნოე გადმოატრიალა და თვითონ მოექცა ზემოთ. ბიჭმა დამცინავად აზიდა მაღლა წარბები. დარია პერანგის ღილებს დასწვდა და გახადა. ჯერ ბიჭის ტუჩებისკენ დაიხარა და რამდენიმე ვნებიანი, ღრმა კოცნით დააჯილდოვა. შემდეგ კოცნებით მის კისერს და მკერდს ჩაუყვა, დაკუნთულ მუცელს, V ხაზს და შარვლის ქამარს დასწვდა. ამჯერად ნოე მიეხმარა და რამდენიმე წამის შემდეგ სრულიად შიშველი იწვა გოგონას წინ. ცინიკურ მზერას მაინც არ აშორებდა. დარიამ ბიჭის ერეგირებული ასო ხელში მოიქცია. - რამდენ პორნოს უყურე ამის სასწავლად? - თავი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა. - რამდენიც საჭირო იყო... - ღმერთო ჩემო! ჩემი ცოლი მაოცებს... ვოოუუ... ნოეს ღირსება დარიას პირში აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ბიჭის ღმუილი ისმოდა. დარიამ საცვალი გაიხადა და ბიჭს ზემოდან მოექცა. მათი სხეულები გააერთიანა. გოგონა აღარ ერიდებოდა ვნებების დამალვას, სიამოვნებისგან ამოსული ხმების შეკავებას, ის უკვე აღარ იყო ძველი დარია. ის იყო თამამი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი. შეიძლება ბოლომდე არ გამოსდიოდა, მაგრამ ამ მხრივ დიდი წინსვლა ჰქონდა. - საოცარი ქალი ხარ... - უყურებდა თვალებანთებული ნოე. გოგონა ბიჭის ბიძგებს სხეულს აყოლებდა, თვალებს ნაბავდა და თმებს მხრებზე იყრიდა. სხვა არც არაფერი სჭირდებოდა ბიჭს ბედნიერებისთვის, უბრალოდ უნდოდა დაუსრულებლად ეცქირა თავისი საყვარელი ქალისთვის. ცოლ-ქმრობა იმაზე უფრო გასაოცარი აღმოჩნდა, ვიდრე რომელიმე ელოდა. ქორწილის მეორე დღეს ნოემ დარია ტაილანდში წაიყვანა და გასაოცარი, ეგზოტიკური, საუცხოო და საკმაოდ ეროტიკული ორი კვირა აჩუქა. დარიას ნახატების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ვერც მისი ლექტორები, რომლებიც გოგონაში დიდ პოტენციალს ხედავდნენ და გასაოცარ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ერთ დღესაც ლექტორის შექებით გაბედნიერებული და გაბადრული დარია დაბრუნდა სახლში. ნოეს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, თვალები უციმციმებდა, ანათებდა. - დარია... ჯერ კიდევ შარშან გეუბნებოდი, რომ შენგან საოცარი მხატვარი დადგება თქო... რატომ არ გჯეროდა? - სახეზე ნაზად მოეფერა. - ხო, მაგრამ მაშინ მხოლოდ შენ გჯეროდა ჩემი... ახლა კი სხვებსაც სჯერათ... ნოე... ვერ აღგიწერ როგორი გასაოცარი შეგრძნებაა, როცა ვიღაც შენით ამაყობს... რომ შენც გჯერა საკუთარი შესაძლებლობების... მადლობა, ნოე... მადლობა, რომ არ მომეცი დანებების საშუალება... რომ სულ ჩემს გვერდით იყავი და მამხნევებდი... შენ საოცრება ხარ... ჩემს ცხოვრებაში მოვლენილი საოცრება... სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორი მადლობელი ვარ შენით... შენი მოთმინების უნარით... შენი თითოეული სიტყვით და საქმით საოცარ მოტივაციას მაძლევდი და დღემდე მაძლევ... შენი გვერდში დგომა ჩემთვის ყველაზე დიდი იმედია, ნოე... ვერც კი წარმოვიდგენ შენ რომ არ გამოჩენილიყავი ახლა სად ვიქნებოდი... შენ მე შემცვალე... უკეთესობისკენ შემცვალე... ძველი დაუცველი, უძლური და უიმედო დარია გააქრე და ახალი დარია შექმენი... მე... მე შენ ძალიან მიყვარხარ... უზომოდ მიყვარხარ, ნოე... - მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ... ჩემო ალიონის ფრინველო... ჩემო ულამაზესო უკრაინელო... ვერ წარმოიდგენ როგორ ვამაყობ შენით... როგორ მინდა, რომ კიდევ უფრო განვითარდე და საოცარ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქალად იქცე... - უნივერსიტეტმა ჩემი ნახატების გამოფენაზე გატანა გადაწყვიტა... წამოიდგინე, იქ მხოლოდ ყველაზე წარმეტებული სტუდენტების ნამუშევრებს აჩვენებენ... - რას ამბობ!? - გაოცდა ბიჭი. - ხო... არც მე მჯერა, მაგრამ ასეა... - სახეზე ღიმილი გადაეფინა. - დარია... ეს საოცრება... ასეთი ამბავი უნდა აღვნიშნოთ... ნოემ ღვინის ბოთლი და ორი ბოკალი გამოიღო. - ჩემს ცოლს გაუმარჯოს... ჩემს გასაოცარ ცოლს... რომელიც სულ რამდენიმე წელში მთელ მსოფლიოს მასზე აალაპარაკებს... ღვინო მოსვა და შემდეგ დარიას ტუჩებს დაეწაფა. საოცარი ნაზავი აღმოჩნდა, იმაზე მეტად დამათრობელი, ვიდრე წამოედგინა. წლის ბოლოს დარიამ თავისი სადიპლომო ნაშრომი კომისიას წარუდგინა. ამ ნახატზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, შეიძლება ითქვას დღეს და ღამეს სახელოსნოში ათენებდა. რამდენჯერ მოუწია ლეშკაშელს საჭმლის და სასმლის გოგონასთვის ოთახში მირთმევა. ამაოდ ცდილობდა ალერსით და ხელების ფათურით დარიას გამოტყუებას. მარტინენკო იმაზე უფრო მიზანდასახული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ნოეს ამ მცდელობებს უგულოდ აიგნორებდა და ბიჭს ხახამშრალს ტოვებდა. მაგრამ ამდენი თვის შრომამ შედეგი გამოიღო და დარიას ნამუშევარმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ნახატს „ალიონის ფრინველი“ დაარქვა. მართალია დახატული ძალიან ჰგავდა ფენიქსს, სწორედ იმ ფენიქსს, რომელადაც დარია იქცა, მაგრამ მაინც „ალიონის ფრინველი“ დაერქვა. თებერვლის ერთ-ერთ საღამოს დარიას ტელეფონზე უცხო ნომერი აციმციმდა. გოგონა ნოესთან ერთად დივანზე მოკალათებულიყო და “რომაულ არდადეგებს“ უყურებდა. „გისმენთ...“ - უპასუხა. „დარია მარტინენკოს ვესაუბრები?“ - გაისმა კაცის ხმა. „დიახ.“ - დაბნეული წამოჯდა გოგონა. „ჩემი სახელია ფრიდრიხ ლემანი... თქვენთან შეხვედრა მინდა თუ ამისთვის მოიცლით...“ „რასთან დაკავშირებით?“ „თქვენს ნახატებთან...“ ფრიდრიხ ლემანი სასიამოვნო გარეგნობის ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი აღმოჩნდა. არაჩვეულებრივად საუბრობდა ქართულად, რადგან ქართველი დედა ჰყავდა. ის მსოფლიოს მასშტაბით ეძებდა ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებსაც მსოფლიოს ასპარეზზე წარდგენა ესაჭიროებოდათ. შემთხვევით შეიტყო დარიას შესახებ. დარიას ლექტორი მისი მეგობარი აღმოჩნდა. მან მოუთხრო გოგონას გასაოცარი ნიჭის და შთამბეჭდავი სადიპლომო ნაშრომის შესახებ. - მე თქვენი ნახატების დათვალიერება მინდა... - უთხრა შეხვედრისას. დარიამ ბატონი ლემანი სახლში წაიყვანა და თავის სახელოსნოში შეახედა. გერმანელი იდგა კედელზე ჩამოკიდული ნახატების წინ და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. რამდენჯერმე გერმანული შეძახილებიც კი ამოაყოლა, მაგალითად „Super toll…” “ wunderbar…”. - თქვენ ნამდვილად გასაოცარი ნიჭი გაქვთ, დარია... ასეთ პატარა ასაკში ასეთი საოცარი ნახატები... მართალია ბევრი არ არის, მაგრამ ესეც სრულიად საკმარისია... - საკმარისია რისთვის? - ვერ იჯერებდა გოგონა. - ნუთუ ვერ ხვდებით? მე მინდა თქვენი პერსონალური გამოფენა მოვაწყო... - ჩემი?! - შეიცხადა. - დიახ, თქვენი... გამოფენა მაისისთვის იგეგმება. დიდი იმედი მაქვს ამ სამ თვეში კიდევ ბევრ გასაოცარი ტილოს შემატებთ თქვენს შემოქმედებას... - მე... მე... არც კი ვიცი რა ვთქვა... და ვინ დააფინანსებს ამ ყველაფერს? - მაგაზე არ იღელვოთ... მე ჩემი ფონდი მაქვს შექმნილი, რომელიც ყველანაირ ხარჯს დაფარავს... გოგონა სახეგაბადრული დახვდა ნოეს. ბიჭი რომ შემოვიდა, მაშინვე გაექანა და კისერზე ჩამოეკიდა. გაოგნებული ნოე კიდევ უფრო გააოცა დარიას სიტყვებმა. - მაისში ჩემი პერსონალური გამოფენა იქნება... დარია მარტინენკოს პერსონალური გამოფენა... ახლა კი იცი რა მინდა? - ბიჭს გამომწვევი მზერა ესროლა. - ძალიან მხურვალე, ვნებიანი და ორგაზმებით სავსე სექსი... გაიგე?! - გასაგებია... - ჩაეღიმა. ბიჭმა პიჯაკი გაიძრო და გოგონა კედელზე ააკრა. რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა ანთებულ თვალებში, ბიჭის თვალებში სიამაყით გამოწვეული ალები კრთოდნენ, შემდეგ კი მის ტუჩებს დაეძგერა. ტანსაცმელი თითქმის შემოახია. დღითიდღე უფრო მეტად აოცებდა დარიას ტემპერამენტი, მისი მიმზიდველობა, სილამაზე და ეშხი. აოცებდა გოგონას ზღვა შესაძლებლობები, ამბიციები და მიზნები. ამდენი თვის წვალების და მონდომების შემდეგ მის წინ სულ სხვა ქალი იდგა. დიახ, ქალი, ჩამოყალიბებული, სრულყოფილი ქალი და არა ის მშიშარა ბავშვი, რომელსაც ყველაფერი აბნევდა და სუიციდზე ფიქრობდა. ეს იყო სწორედ ის დარია, რომელზეც ნოე ოცნებობდა, ის ხედავდა პატარა, დაუცველ გოგონაში დამალულ ქალღმერთს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა. და ეს დღეც დადგა... ცხელი კოცნებით ჩაუყვა გოგონას სხეულს, გაეთამაშა მის მკერდს და მუცელს. - ყოველ დღე... თავიდან მიყვარდები... დარია... - თვალებში ჩახედა და მის სხეულს შეერწყა. 20. გამოფენა დარიას დაბადების დღეს დაემთხვა, მისი 25 წლის იუბილეს. ტანზე გამოყვანილი, გრძელი და საკმაოდ თამამი შავი კაბა ეცვა. ეს კაბა ნოემ მოუტანა დიდი ყუთით რამდენიმე დღის წინ. ოთახის შუაგულში იჯდა და ვიზაჟისტს მაკიაჟს აკეთებინებდა. კარზე საზეიმოდ გამოწყობილმა ნოემ დააკაკუნა, თეთრი პერანგი დაკუნთულ სხეულზე ეტმასნებოდა, რაც უფრო სექსუალურად აჩენდა მის სხეულს. გრძელი თმა გაეშალა, ტალღები სახეზე ეცემოდნენ. ღვთაებრივად გამოიყურებოდა ნოე ლეშკაშელი კლასიკურ ტანსაცმელში. დარიას ბიჭზე თვალი გაუშტერდა, მოინუსხა. - თუ შეიძლება ერთი წუთით ცოლთან მარტო დამტოვეთ... - უთხრა გოგონას. - უკვე ისედაც დავამთავრე... - გაუღიმა და გაეცალა. დარია ფეხზე წამოდგა და სარკეს მიუახლოვდა. გაოგნდა. სარკიდან სულ სხვა ქალი უმზერდა. ის აღარ იყო ნაცემი, ტირილისგან სახეშეშუპებული გოგონა, რომელსაც ყოველთვის ჩაგრავდნენ. მას აღარ ემოსა ფერად-ფერადი ტანსაცმელი, აღარც თავის გაკეთებული სამაჯურები უმშვენებდა ხელებს. თითქოს ეს ყველაფერი ძველ დარიას გაჰყვა. იმ დარიას, რომელიც ნოეს გამოჩენამდე ცხოვრობდა. - საოცრება ხარ... ენით აღუწერელი საოცრება... - ჩასჩურჩულა ბიჭმა, უკნიდან ამოუდგა და ხელები წელზე მოჰხვია. - ოჰ, ნოე... არც კი მჯერა, რომ ეს მე ვარ... - ჩაეღიმა. აბრეშუმის კაბა გამომწვევად იყო ზურგზე ამოჭრილი, წინიდან კი ადვილად შეიმჩნეოდა გოგონას დაბერილი ძუძუსთავები. წელზე მოჭერილი კიდევ უფრო გამომწვევად აჩვენებდა მის საჯდომს და ფეხთან ჩაჭრილი ქვედა ნაწილი სექსუალურად აჩენდა გოგონას სწორ და ლამაზ ფეხებს. თმა მაღლა აეწია, მოღერებული კისერი ნებისმიერი კაცის ოცნებად იქცეოდა. მუქი, გამომწვევი საღამოს მაკიაჟი კი ვნებას და ელვარებას სძენდა გოგონას წყლისფერ თვალებს და მის გამოხედვას. - ეს შენ ხარ, დარია... და შენ ეს შეძელი... ორი წელიც არ გასულა და შენგან გასაოცარი ქალი ჩამოყალიბდა... მინდა, რომ მთელი სამყარო ფეხქვეშ გეგებოდეს... ყველა კაცი შენ შემოგნატროდეს... მინდა რომ ჩემი შურდეთ... რა გაცინებს? - ჩაეღიმა. - მართლა მინდა, რომ შურდეთ... რომ მე ასეთი ცოლი მყავს... და ეს ცოლი მე მეკუთვნის... მისი გული ჩემთვის ფეთქავს... მისი თვალები მხოლოდ მე მხედავენ... - სითავხედეა... მაგრამ მომწონს... - თვალი ჩაუკრა ბიჭს. ნოემ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო. - დაბადების დღეს გილოცავ, დარია... გოგონას წინ ულამაზესი ყელსაბამი აბრდღვიალდა. გამომწვევი, გადატვირთული და ძალიან მდიდრული, სხვადასხვა ზომის თვლებით მოჭედილი. ლეშკაშელმა მოწიწებით გაუკეთა კისერზე. - ნოე... - გოგონამ ძლივს ამოიღო ხმა, თვალები გაფართოებოდა. - ეს... ეს... საოცარია... - არა... ეს შენს კისერზეა საოცარი... - თავი გადააწევინა და ნაზად ეამბორა. - მადლობა... ნოე... ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა... მართლა მაინტერესებს, დღემდე ვერ გამიგია რით დავიმსახურე შენი თავი... - ჩშშ... - ჩასჩურჩულა. - ერთი სული მაქვს ეს კაბა ტანზე შემოგახიო... შენი ცხელი სხეული შევიგრძნო... - ავადმყოფი ხარ... - გაეცინა გოგონას. - რამდენიმე საათი გავძლებ... შემდეგ კი... - ლავიწი და მხარი დაუკოცნა. - ბავშვი უნდა გავაკეთო... დარიამ გადაიკისკისა და ბიჭის ხელები მოიშორა. - გამიშვი... თორემ შენი ამბავი რომ ვიცი... რამდენიმე საათსაც აღარ მოიცდი... ფეხსაცმელების კაკუნით ჩაირბინა კიბე. შარვალ-კოსტუმში და ბანტში გამოწკეპილი ფრიდრიხი საგამოფენო დარბაზის წინ შეეგება. - დაბადების დღეს გილოცავ, დარია... - ნაზად აკოცა გოგონას. - დაე, შენგან საოცარი ხელოვანი დადგეს... - მადლობა, ძალიან დიდი მადლობა... თქვენ რომ არა ახლა არც აქ ვიდგებოდი... არც ეს გამოფენა ჩატარდებოდა... - დამიჯერე, მე რომ არა, სხვა აუცილებლად გიპოვიდა... დარიამ გაუღიმა და შიგნით შევიდა. საშუალო ზომის დარბაზი იყო, კედლები გაენათებინათ და დარიას ნახატებით დაემშვენებინათ. მთავარ კედელზე მხოლოდ სამი ტილო ეკიდა. დარიას ბოლო სამი ნამუშევარი. ერთ-ერთი კი „ალიონის ფრინველი“ იყო. მის მოპირდაპირედ ავისმომასწავლებლად ჩაემწკრივებინათ შვიდი მუქი ტილო, ზუსტად ის ნახატები, რომლებზეც დარიამ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი აღწერა. გოგონას სახე მოექუფრა. - დარია... ეს უბრალოდ ნახატებია... - ჩასჩურჩულა ნოემ. - შენი შემოქმედების ნაწილი... მინდა, რომ ასე დაინახო... კარგი? მარტინენკომ თავი დაუქნია. ნოემ ნაზად აკოცა ლოყაზე. იმაზე მეტი სტუმარი მოვიდა, ვიდრე ელოდნენ. დარია მაქსიმალურად ცდილობდა ყველას გამოლაპარაკებოდა, ყველასთვის გაეღიმა. ნოეს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ გოგონას რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნო. საღამოს მიწურულს ფრიდრიხმა დარია ოდნავ შემაღლებულ სცენაზე იხმო და მიკროფონი გადასცა. დარიამ დამფრთახლმა მოავლო აუდიტორიას თვალი. იფიქრა, მხოლოდ მადლობას გადავუხდი მობრძანებისთვის და დავემშვიდობებიო, მაგრამ ხალხის შუაში ნოეს თვალებს გადაეყარა. სწორედ იმ თვალებს, რომლებმაც მის ცხოვრებას აზრი დაუბრუნეს, რომლებმაც დარიას აქამდე განუცდელი გრძნობები განაცდევინეს, რომლებმაც დარიას განვითარებასა და წინსვლაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს. ის თვალები, რომლებიც მარტინენკოს სიყვარულით ანათებდნენ. ნოემ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. თითქოს ყველაფერი უთხრა, თითქოს ამ პატარა ჟესტით უბიძგა, ძალა მისცა, გონებაში სათქმელი დაუტრიალა. დარიამ ჩაახველა და მიკროფონი მოიმარჯვა. - პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის... უკლებლივ ყველას... თქვენ პირველები ხართ, ვინც ჩემი შემოქმედება იხილა და მინდა გითხრათ, რომ არასდროს დამავიწყდებით. არც ერთი თქვენგანი... თქვენი სახეები სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემს მეხსიერებაში... უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ფრიდრიხს, რომელმაც მიპოვა, რომელმაც არ დაიშურა არც ძალი არც ღონე, რომ დღეს მე აქ ვმდგარიყავი, თქვენს წინ და ჩემს შემოქმედებაზე მესაუბრა... გერმანელმა თბილად გაუღიმა. - ბოლოს კი მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ქმარს... ჩემს ყველაზე დიდ ინსპირაციას... ყველაზე დიდ მუზას... მხარდამჭერს და მეგობარს... მან მე სწორედ მაშინ მიპოვა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა... როცა ჩემს ცხოვრებას დაკარგული ჰქონდა ყველანაირი აზრი და მეც ამ უსასრულობაში ვაპირებდი შთანთქმას... მაგრამ ის გამოჩნდა და ჩემი ცხოვრება შეცვალა... ალბათ, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ მონდომებას, იმ მხარდაჭერას, მოთმინებას და რწმენას, რაც ნოემ გამოიჩინა. მან პირველმა დაიჯერა ჩემი შესაძლებლობების, პირველმა მითხრა, რომ ერთ დღეს ჩემგან არაჩვეულებრივი მხატვარი დადგებოდა, რისგანაც ჯერ ძალიან შორს ვარ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე მისი დახმარებით ვიქეცი იმ ადამიანად რაც ახლა ვარ... მან ჩემს უაზრო, უმიზნო ცხოვრებას მიმართულება მისცა... ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბევრი კარგი და ცუდი დღე... ზოგიერთი იმდენად მტკივნეული იყო, რომ არც მეგონა თუ გავუძლებდი, მაგრამ სწორედ მისი დახმარებით შევძელი ეს... არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს ან თავი მოგაბეზროთ, მაგრამ სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვა... შეიძლება იფიქროთ, რომ ამ ყველაფერს ვიგონებ ან თქვენი ყურადღების მიპყრობა მინდა, მაგრამ გეფიცებით, ერთი სიტყვითაც კი არ ვაჭარბებ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მე ვიყავი ერთი დაუცველი, უძლური და ყველასგან დაჩაგრული არსება. მოდი, ცოტა სხვა თვალით შევხედოთ: მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი გალიაში გამომწყვდეული ჩიტი. ჩიტი, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა თავისუფლებაზე. გალიიდან გასცქეროდა ფანჯრის მიღმა სამყაროს და ნატრობდა, ნეტავ ოდესმე თუ შევძლებ აქ ფრთების გაშლასო. ჩიტი არასდროს კარგავდა ტყვეობიდან თავის დაღწევის იმედს, ყოველთვის ალიონზე იღვიძებდა და მზის ამოსვლას ეგებებოდა. ერთ დღესაც ის ძალიან ავად გახდა. გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა. დაიღალა ლოდინით და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებით. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა, რომ პატრონს მისი გალიის კარი ღია დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ამდენი ხნის ნატვრა ასე ახლოს იყო, მაინც შეეშინდა გაფრენის. შეეშინდა ფანჯრის მიღმა არსებული სამყაროსი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში იმედის თვალით შეჰყურებდა. მაგრამ მაინც გაბედა... გაბედა და გაფრინდა... ბევრი არც უფრენია... მიხვდა, რომ თავისუფლება ზედმეტად უცხო ხილი იყო მისთვის. სწორედ ამ დროს იპოვა ის ერთმა არაჩვეულებრივმა კაცმა. დაუძლურებულს ხელი დაავლო და თავისთან წაიყვანა. მოუარა. ფეხზე დააყენა. ის არც გალიაში ჩაუსვამს, არც სახლში გამოუკეტავს. უთხრა, წადი, იფრინე, თავისუფალი იყავიო, მაგრამ გალიაში გაზრდილმა ჩიტმა არ იცოდა როგორი იყო თავისუფლება, ან როგორ მოქცეულიყო, რომ თავი თავისუფლად ეგრძნო. ამიტომ კაცმა გადაწყვიტა მისთვის ყველაფერი ესწავლებინა. ალიონის ფრინველი შეარქვა, რადგან ჩიტი მზის ამოსვლას ასწრებდა გაღვიძებას. ალიონის ფრინველი სულაც არ იყო ჩვეულებრივი ჩიტი. მას ძალიან ბევრი ფერადი და გასაოცარი ბუმბული აღმოაჩნდა, რომელიც მუქი და ბნელი ფერების ქვეშ იმალებოდა. და ჩიტმა დაიწყო ფერის შეცვლა. კაცი ყოველ დღე ხედავდა, რომ მისი ალიონის ფრინველი ცდილობდა მუქი და ბნელი ბუმბულის მოშორებას და მათი ფერადი და ლამაზი ბუმბულით ჩანაცვლებას. ყოველ დღე უფრო და უფრო ფერადი ხდებოდა, რამაც კაცი გააოგნა, ასეთ რამეს არ ელოდა. და მოხდა ისე, რომ კაცს ჩიტი შეუყვარდა, ძალიან შეუყვარდა. ჩიტს კი ის უკვე კარგა ხანია უყვარდა. სწორედ მისთვის ცდილობდა მუქი ბუმბულის მოშორებას, რაც მისთვის არც თუ ისე მარტივი და ძალიან მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი შეძლო. ეს ისტორია რაღაცით ფენიქსს ჰგავს, ოღონდ ფენიქსი სიკვდილს გრძნობს, აალდება და ფერფლიდან თავიდან იბადება, ის ამ ყველაფერს მარტო აკეთებს, ის ამ ძალას თავის თავში პოულობს. ალიონის ფრინველი კი უბრალოდ სახეს იცვლის, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მას შეხვდება, ვინც გვერდში დაუდგება, გაამხნევებს, ცხოვრების ხალისს დაუბრუნებს და მომავლისთვის ბრძოლას ასწავლის. ის მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ გადასხვაფერდება. ჩემს ნახატზე უმეტესობა ფიქრობს, „ალიონის ფრინველი“ რა შუაშია, დახატული ხომ აშკარად ძალიან ჰგავს ფენიქსს. ჩემი აზრითაც ეს ორი ფრინველი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ორივე თავიდან იბადება, ორივე ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალია, მაგრამ მოდი დარჩეს ეს ყველაფერი ისე, როგორც არის, მოდი იქცეს „ალიონის ფრინველი“ დარიასეულ ფენიქსად. მე კი ვეცდები, რომ იმედები გავუმართლო ჩემს ადამიანს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში წამითაც კი არ შეჰპარვია ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი... ვეცდები, რომ იმედები არ გაგიცრუოთ თქვენ, რადგან მინდა ჩემი შემოქმედებით რაღაც კვალი დავუტოვო ამ სამყაროს, რომელიც ერთ დროს ძალიან უსამართლო და დაუნდობელი მეგონა, სანამ ყველაზე საჭირო ადამიანმა ის სხვა თვალით არ დამანახა. დიდხანს უკრავდნენ დარიას ტაშს, დიდხანს ესმოდა ეს გუგუნი გოგონას ყურებს, მაგრამ თვალები მხოლოდ ნოეს ხედავდნენ, სიამაყით, ბედნიერებით და სიყვარულით ავსებულ ნოეს, რომელიც ქედს იხრიდა თავისი ალიონის ფრინველის წინაშე. დაგიბრუნდით მეგობრებო <3 როგორც მთხოვეთ, ვეცადე მალე გამოვჩენილიყავი კარგი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ და არ დაიშურებთ სამოტივაციო სიტყვებს ჩემთვის. :) ჩემი აზრით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხე ამ ისტორიით და მინდა გაიგოთ, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი პარტნიორის შერჩევას. მართლა ძალიან მიყვარხართ და თქვენი ყოველი სიტყვა მაბედნიერებს. თებერვლის არდადეგებს უნდა ვუმადლოდე, რომ ამ ისტორიის დამთავრებას თავი მოვაბი :) :) გოგონებს კი გისურვებთ ნოესნაირი პარტნიორები გეპოვოთ (ნუ მათ, ვინც ამ ბიჭით მოიხიბლეთ). თუმცა ბედნიერებისთვის ბიჭი სულაც არ არის საჭირო, მთავარია თქვენი თავის და თქვენი შესაძლებლობების გჯეროდეთ. მიყვარხართ <3 <3 (გრიალებო) :) :) :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.