შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილის'ელები (მესამე ნაწილი)(დასასრული)


8-03-2020, 11:28
ავტორი Tako 1212
ნანახია 2 317

***
-თათა ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ უნდა წავიდე
-რა თქვი?(ანერვიულობა დაეტყო ანდრიას)

-კარგი გასაგებია გაგვაგებინე რა მოხდება (მითხრა კატომ აუღელვებლად)

-ვერვხვდები ადამიანები ხართ ან საერთოდ თქვენთან რთომ ვჩერდები... (ვთქვი ზიზღით და კარები ავაღე რომ წავსულიყავი რომ მოემსმა ანდრიას ხმა)

-ლუკა არასწორი იქნება ახლა რომ შენთან ერად წამოვიდე?(ხმაში აღელვება ეტყობოდა...გამეღიმა)
-არასწორი ის იქნება ახლა რომ აქ დარჩე
-ჰოდა წავედით...

-არმჯერა (აქოთქოთდა კატო)
-კატო გაჩუმდი გაჩუმდი... (დაუყვირა ანდრიამ)გააჩუმე ენა საბოლოოდ)
-რატომ ყვირი?რამეს ვტყუი?თუ რამე მეშლება?

-არიცი სიმართლე და ტყუილად ტლიკიმებ (დავუყვირე მე)
-რა არის სიმაეთლე მითხარი  იქნებ ვცდები...

-არმაქვს უფლება
-მითხარი
-არა მეთქი (ვყვიროდი უმოწყალოდ)
-თქვი...თქვი...
-გაუუპატიურეს...

სიჩუმე...

სიჩუმე...

სიჩუმე...

-რა თქვი?(ხმა გაებზარა ანდრიას)
-გააუპატიურა ლაშა გოგაბერიშვილმა გააუპატიურა ...ვერ გავუძლებდი თქვენთან ამ ყველაფრის შემდეგო და წავიდა...ანდრიასთან ვერ ვიქნები არშემიძლია ვერ დავუნგრევ მომავალსო ...ვერ დავუშვებ იმას რომ ვინმემ თქვას ჩემს მეგობრებზე რატომ ემეგობრებიან ასეთ გოგოსო ვერ შევარცხვენდი ჩემს ოჯახსო და ასე შემდეგ...ის მხოლოდ თქვენზე ფიქრობდა თქვენ კი...უბრალოდ შემეშვით ...წავედით ანდრია ვაგვიანებთ... (ვთქვი და გაშეშებულ ანდრიას ხელი დავავლე და გამოვათრიე სახლიდან...)



საბა's pov
უნივერსიტეტში ვიყავი როცა დამირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს რომ თათა ავარიაში მოყვა...ვერ დავიჯერე...სწრაფად გამოვვარდი ლექციიდან...მანამდე კი მამას დავურეკე ხმაში ეტყობოდა ნერვიულობა,მითხა მალე ჩამოვალთ, რაც შეგვეძლება გავაკეთებთო...საავადმყოფოში რომ მივედი მიმღებში ვიკითხე თათა და მითხრეს საოპერაციოშიაო მეც საოპერაციოს კარებთან დავუწყე ლოდინი...გავიდა 1 საათი...2 საათი...3...4...ექიმი არჩანდა მხოლოდ რამდენიმე ექთანი რომლებიც არაფერს ამბობდნენ...დაახლოებით  ღამის 2 საათი იყო ექიმი რომ გამოვიდა საოპერაციოდან ჩემს წინ დადგა შემომხედა და თავი გააქნია...ღმერთო...
-ვწუხვარ... (თქვა და გამეცალა)

ვწუხვარ!

ვწუხვარ!

ვწუხვარ!

მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში...

-არაააა(დავიყვირე და იქვე კედელთან ჩავიკეცე ვტიროდი მთელი ხმით და იქეთ აქეთ ყველაფერს ვლეწავდი...ექთნებმა შეეცადეს დავემშვიდებინე მაგრამ  ვერაფერს გახდნენ...ისეთ მდგომარეობაში ვიყავი უკვე ვეღარ ვტიროდი...იქვე სკამზე ჩამოვჯექი და თავი კედელს მივადე...რას ვაკეთებდი?არაფერს არც ვფიქრობდი არც მსგავსი არაფერი...უბრალოდ ვიჯექი უფროსწორად იჯდა ჩემი ფიტული და შევსცქეროდი პალატის კარს...რამდენი ხანი ვიყავი ასე?არვიცი 2 საათი?შეიძლება მეტიც...უბრალოდ ვერვაცნობიერებდი მომხდარს...ყველას ექნება გამოცდილი საყვარელი ადამიანის დაკარგვა მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო...მე ჩემი სულის ნაწილი დავკარგე,საუკეთესო და დავკარგე,დედა დავკარგე,მესაიდუმლე და საუკეთეზო მეგობარი დავკარგე თათას სახით...დედა რომ გარდაიცვალა მას შემდეგ თათა იყო ჩემი დედა...ის მისი ასლი იყო როგორც გარეგნობით ასევე შინაგანათაც...ისე მზრდიდა,ისე მექცეოდა უბრალოდ... მართლა ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის...
და ახლა მე რას ვაკეთებდი?
უბრალოდ ვიჯექი და...და ველოდი როდის გამოიტამდნენ თათას სხეულს...
უბრალოდ ვიჯექი...
უბრალოდ ვუყურებდი...
ამ სამყაროში არ ვიყავი...
1საათი...
2 საათი...
3 საათი...
მალევე მხარზე შეხება ვიგრძენი...
ექიმი შემომხედა და მითხრა ...
-შეგიძლიათ ნახოთ  თუ გნებავთ...
-კარგი წამომყევით (მიხრა ექიმმა და ოთახისკენ გამიძღვა რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ,,მორგი"...
კარი გავაღე და შიშის შეგრძნებამ სრულიად მომიცვა...სხეულში დამიარა თხემით-ტერფამდე და ძვლებშიც კი გაატანა...ადამიანისეულ თანდაყოლილ შიშისა და შემზარავობის შეგრძნებას ახლა ისიც ემატებოდა რომ მე ახლა თათა უნდა მენახა ისეთი როგორიც არასდროს ყოფილა...ნელა დავფარე მანძილი იმ ,,მაგიდამდე"სადაც ცხედარი ესვენა...თეთრი ტილო ჰქონდა გადაფარებული და ეს უფრო ამძაფრებდა ზემოთ ნახსენებ შეგრძნებებს...
-მზადხართ? (მკითხა ექიმმა...მე თავი დავუქნიე...ნელა წაიღო ხელი თეთრი ზეწრისკენ და ნელა დაიწყო გადახდა...გული საგულედან ამოხტომას ლამობდა და გონება გათიშვას...ვერცკი გავაცნობიერე როგორ აღმოვჩნდი ჩაკეცილი და გულამოვარდნილი...გულამოვარდნილი სიხარულისგან)
-ეს...ეს ვინ...რა... (ამოვთვი დაბნეულად...)
-თქვენ ხომ ამ მამაკაცის შვილი ბრძანდებით?(ცოტახანი გავჩუმდი და რომ გავიაზრე)
-თქვენი (დავიყვირე ბოლოხმაზე და პალატიდან გავვარდი...მიმღებში ჩავედი და იქ მჯდარ გოგონას მთელი ხმით დავუყვირე)
-სად ჯანდაბაში გამიშვით...ხომ გითხარით თათა მაყაშვილთან ვარ მეთქი...წარმოდგენა თუ გაქვთ რა ჯანდაბა გააკეთეთ?(ვყვიროდი ბოლო ხმაზე)
-ბატონი გთხოვთ დამშვიდდით...გთხოვთ...ეს უბრალოდ შეცდომა იყო...მაპატიეთ გთხოვთ... (ბლუყუნებდა გოგონა)
-აქ რახდება?(დაიგრგვინა ვიღაცის ხმამ)
-ეგ თვენ თვითონ არჩიეთ და ამიერიდან ისე ნუღარ გააკეთებთ რომ თქვენი უმაქნისობით ვინმეს რამე დაემართოს ახლა კი სწრაფად მიმასწავლეთ თათას პალატა... (დავიყვირე ისევ და შეშინებულ ექთანს გავყევი)



თათა's pov

თვალი რომ გავახილე ტკივილისგან ამოვიკრუსუნე რადგან პირველი პალატის სითეთრე მომხვდა თვალში და მგონი დამაბრმავა კიდეც... ჩემს გაოცებას საზღვარი არქონდა როცა ჩემს გვერდით დივანზე ერთმანეთზე მიწოლილი მიშო,თორნიკე,საბა და ლუკა დამხვდნენ...მეორე გვერდით კი მამაჩემი რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ მოუხეეხებლად ეძინა...მათ ღიმილიანი სახით შევცქეროდი როცა პალატის კარი გაიღო და ის ადამიანი შემოვიდა რომელსაც ყველაზე ნაკლებად ველოდი...

ანდრია...

ჩემი ანდრია...

იცით რაგააკეთა?

გამიღიმა...

გულწრფელად...

წრფელად...

გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა...

მერე კი მთელი ძალით ჩამიკრა გულში...

შემომხედა და როცა ჩემს ცრემლიან თვალებს წააწყდა...ამოიფრუტუნა...

ცრემლები მომწმინდა და მომეხუტა...

ჩემი ანდრო...

დიდი ხანი ვიყავით ასე სანამ სხვებმაც არ გაიღვიძეს და არ დაიწყეს ლექციები...

ღმერთო...

მაგრამ სულარ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ რადგან მე მას ვუყურებდი...ჩემს ერთადერთს რომელიც ასევე ღიმილიანი სახით მიცქერდა...

-კარგით კარგი ახლა წადით...საბა წაიყვანე ყველანი სახლში...დაისვენეთ...გამოიძინეთ და მერე მოდით...გთხოვთ...ჩემი ხათრით...

-ვერდაგტოვებთ მარტოს...ერთ-ერთი დავრჩებით(თქვა ლუკამ)


-მე ვრჩები... (თქვა ანდრომ და გამიღიმა)

(ყველანი დამემშვიდობნენ და წავიდნენ)

-მგონი ბევრი გვაქვს სალაპარაკო არა?( ღრმად ამოვისუნთქე და მას შევხედე)

-თათა ყველაზე სულელი ადამიანი ხარ მათ შორის ვისაც ვიცნობ...ყველაზე სულელი მაგრამ მიყვარხარ ეს ხომ იცი არა?...სულელი ხარ... როგორ იფიქრე რომ ზურგს შეგაქცევდი იმის გამო რაც მოხდა ან უბედური ვიქნებოდი?კი ვიქნევოდი მაშინ თუ შენ დაიტანჯებოდი მაგრამ იმ მომენტში როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა ჩემი და სხვების გვერდში დგომა წახვედი თავი დაიტანჯე და ჩვენც დაგვტანჯე...მაგრამ იცი რა?არასდროს შემიწყვეტია შენისიყვარული არასდროს მართალია ვგრძნობდი სიბრაზეს შენი საქციელის გამო მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ მიყვარდი მთელი ამ დროის მანძილზე მაგრამ როცა ამ ყველაფრის მიზეზი გავიგე უფრო შემიყვარდი იცი რატომ?ამ საქციელით დამიმტკიცე რომ სიცოცხლე შენს გარეშე არშემიძლია ისევე როგორც შენ ჩემს გარეშე საბოლოოდ ერთად ვართ ყოველთვის ხომ იცი ეს?!.

(დაამათავრა ანდრიამ მისი მონოლოგი მე კი ცრემლებიდან ვიღვრებოდი...)
-მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად...მარტო ჩემი ხარ...მარტო ჩემი მე კი შენი...მიყვარხარ ცამდე და ცის  იქით...ჩემი ანდრო ხარ მარტო ჩემი (ვამბობდი და თან ტირილს ვერ ვწყვეტდი ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა მეღირსა ბედნიერება...გვეღირსა ბედნიერება მე და ანდრიას,ჩემს ანდრიას)

მომშორდა ჩემსკენ დაიწია და ბაგეებზე დამაცხრა...ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვიგრძენი ეს სანუკვარი გრძნობა და გავითიშე,გულის ცემა შეწყდა და მეც მოვწყდი ამ სამყაროს ...

-აღარ გაბედო ჩემი მიტოვება გაიგე?რაც არუნდა მოხდეს...გთხოვ (მითხრა ანდრიამ მას შემდეგ რაც როგორც იქნა მოშორდა ჩემს ტუჩებს)
-გპირდები...(ვუთხარი და მუვეხუტე...დაახლოებით 10 წუთი ასე ვიყავით სანამ ოთახში გიორგი,ზურა ბიძია და ნანუკა არ შემოვიდნენ...ვაიმე როგორ მომნატრებიან...ანდრია სწრაფად წამოდგა ფეხზე მეც წამოვჯექი...მაგრამ  ფეხი მეტკინა ტკივილისგან ამოვიკრუსუნე)
-შენ მაიმუნო ადამიანო,შე დამპალო,შე ერთუჯრედიანო რამდენჯერ გაგაფრთხილე ჰა?რამდენჯერ გითხარი?გული გამისკდა საბამ რომ დამირეკა ვიფიქრე ყველაფერი მორჩა თქო შე ერთუჯრედიანო...(ქოთქოთებდა გიორგი და თან ხელებს აქეთ-იქით იქნევდა)
-დაამთავრე?(ვკითხე წარბაწევით...მან ღრმად ამოისუნთქა და მითხრა)
-შეგვაშინე...
-ვიცი,მაპატიეთ...
-ჰმმ (ჩაახველა ზურამ)თათა შვილო შენს სტუმარს არ გაგვაცნობ?
-ამ  დიახ ზურა ბიძია,გიო,ნანჩო გაიცანით ეს არის ანდრია წერეთელი...ანდრო გაიცანი ეს ზურა ბიძიაა ილიას მეგობარი და ჩემი მეორე მამა...ეს ნანუკაა მისი ცოლი ეს კიდე გიორგი ...
-თათას ძმა და მეგობარი(არ დამასრულებინა გიორგიმ და ანდრიას ხელი გაუწოდა მე თვალი ჩამიკრა)
-რა გაცინებს გოგო?!
(შემომიბღვირა გიომ)
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა (წარმოთქვა ანდრიამ სხვებმაც დაუბრუნეს პასუხი)
-თათუ რანაირად მოხდა ავარია იცი?
-ხო ეგ სხვა თემაა (უცებ დავსერიოზულდი მე)წინ დიდი მანქანა გადამიდგა მაგრამ ისეთ სიშორეზე ვიყავი რომ მოვასწრებდი გაჩერებას მაგრამ...

-მაგრამ რა თათა?(შემეკითხა დამფრთხალმა ანდრიამ)
-რა და ვფიქრობ მუხრუჭები განგებ დააზიანა ვიღაცამ... (ვთქვი და თვალი გიორგის გავუსწორე...)
-შენ ხომ მაშინ სახლიდან მოდიოდი?
-კი...
-ჰოდა ვიდეოკამერებს შევამოწმებ და ვნახოთ იქნებ რა აღმოვაჩინო...

-თათუ შვილო ილია ჩამოვიდა?
-კი ზურა ბიძია სახლში გავუშვი 1 საათის წინ...
-აჰამ მაშინ წავედი დავადგები მონატრებულ მეგობარს...
-კარგი
-მეც წავედი მიშოს და თოკოს ვნახავ თორე მაგათ პირიდან ვერ ამოვალ მერე...ანდრია შენ დაღლილი იქნები წამო სახლში ბარემ გაგიყვანთ (ჩამოარაკრაკა გიორგიმ)
-არა თათას  ვერ დავტოვებ იყოს...
-მე ვრჩები შვილო აქ შენ მაგაზე არ ინერვიულო (თქვა ნანუკამ მე კი თვალი ჩამიკრა...ოხ ეს დედა-შვილი და მათი თვალის ჩაკვრები რა)
-კარგით მაშინ წავიდეთ (თქვა ანდრიამ და ზურა ბიძიას და გიორგის მიყვა რომლებიც ოთახიდან  გადიოდნენ...ანდრომ თვალი ჩამიკრა,მე კი კოცნა გავუგზავნე...გადაიხარხარა ერთი გემრიელად და წავიდა...დავრჩით მე და ნანჩო აბა ჰე წავიდა  ჭორაობები...)
2 დღის შემდეგ*
-თათუ როგორხარ?(კარები შემოგლიჯა გიორგიმ და იქვე სკამზე მიესვენა)
-მე კარგად შენ როგორხარ,რაგაარკვიე...
-მოკლედ მტკიცებულებებს ნამდვილად ლაშა გოგაბერიშვილისკენ მივყავართ...მაგრამ საჭიროა ვიდეოჩანაწერია ან მსგავსი რამ...შენს სახლთან რომ კამერაა იმ კამერამ კი დააფიქსირა კაცი რომელიც მანქანას აზიანებს მაგრამ სახე ვერ ამოვიცანით...პოლიცია კიდევ მუშაობს მაგაზე...ჰოდა ალბათ ასე 1 კვირაში ყველაფერი გვეცოდინება (ჩამოარაკრაკა გიორგიმ და გამიღიმა)
-კარგია გიო...შენც ფიქრობ რომ ლაშას ნამოქმედარია?
-დარწმუნებულივარ თათუ და არა მარტო მე...ყველამ ვიცით რომ მისით იქნება გამოწვეული ის რაც დაგემართა...
-ოხ როდის მოვიშორებ რა (ამოვიოხრე და პალატაში შემოსულ ანდრიას გავუღიმე)


3 დღის შემდეგ*
-გამარჯობა თათუ (ამჯერად გიორგიმ,ლუკასთან და თოკოსთან ერთად შემოგლიჯა პალატის კარი)
-პრივეტ ბიჭებო...რახდება რამე გაიგეთ?
-გავიგეთ კი არა უკვე მოვაგვარეთ ყველაფერი (თქვა კმაყოფილმა გიომ)
-ანუ... (ვიკითხე შეწუხებული სახით)
-ის კაცი ვინც კამერაში ,,ჩანდა" ლაშას მამის დაცვის უფროსი ყოფილა...ამას გარდა ამოიღეს ამ კაცისა და ლაშას მამის ამ საქმესთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი და ასე და ამგვარად ...ლაშა და მამამისი
..ფაფუ (მითხრა და ხელები გაასავსავა)

გამიხარდა?გამიხარდა რომელია საავადმყოფოში რომარ ვყოფილიყაბი ტვინის შერყევით და ხელის მოტეხილებით ალბათ ხტუნვისგან და ყვირილისგან დავანგრევდი ყველაფერს...მე ისინი მოვიშორე...არმჯერა...


2 კვირის შემდეგ*

უკვე ორი კვირა გავიდა რაც საავადმყოფოში ვარ  და დღეს უნდა გამწერონ რაკარგია...ყველანი ჩემს პალატაში არიან და ისეთი ხმაურია ექთნები შემორბიან გთხოვთ ჩუმად იყავით ეს სააადმყოფოაო...ყველას ვუთხარით ჩემი და ანდრიას შერიგების შესახებ და გაგიჟდნენ ძალიან გაუხარდა ყველას...და აი მოვაგვარეთ ყველაფერი და უკვე სახლში ვარ...ამელია მოვიდა და მომიკითხა როგორ ვიყავი...ძალიან კარგი გოგოა...მითხრა რომ კომპანიაში რაღაც ხარვეზები იყო...აჰამ ორი კვირა არ ვიყავი და  ხარვეზები უკვე ერთს კარგად დავენთები და ვსო ყველა ხარვეზე გაქრება...ხელი მქონდა მოტეხილი და ექიმმა თაბაშირში ჩამისვა მხოლოდ ეს მაწუხებდა დანარჩენი ყველაფერი წესრიგში მქონდა ჩვეულებრივად დავდიოდი და ყველაფერი...ამიტომ გადავწყვიტე კომპანიში წავსულიყავი და ,,ხარვეზები მომეგვარებინა"...
დილით 8 საათზე ავდექი გვერდით მყოფ საბანში გახვეულ ანდრიას ერთი გემრიელად ვაკოცე და სააბაზანოში შევედი...ვიბანავე და პირსახოცშემოხვეული დავბრუნდი ოთახში ანდრია ოთახში არ დამხვდა...კარადასთან დავდექი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე
ჩავიცვი ნაცრისფერი კაბა იმავე ფერის მოსაცმელი და შიგნით თეთრი მაისური  და მისაღებში გავედი...ყველას ეღვიძა

-რაიყოთ ხალხო რამ გაგაღვიძათ  დილის 8 საათზე
(ანდრიამ წარბი ამიწია მე გამეცინა როგორც ჩანს დილით მაშინ გაეღვიძა როცა ვაკოცე)
-რა და კომპანიაში მოგყვებით(მითხრა თოკომ და გამეკრიჭა)
-ოკეი მარა დღეს ისეთი დღე მელის რო მგონი ვერ მოგაქცევთ ყურადღებას
-მაგაზე არაა პრობლემა მაგრამ რა მოხდა (მკითხა მიშომ)
-რა და 1 კვირა არ ვყოფილვარ და უკვე პრობლემებიაო ხოდა როგორც დაახლოებით 5 თვის წინ გავაკეთე ახლაც უსაქმურ თანამშრომლებს მოვძებნი და განვათავისუფლებ...
-აჰამ როგორც ჩანს მკაცრი ბოსი ბრძანდებით (მითხრა მამამ და გამეკრიჭა)
-აბა როგორ...(ამ დროს საბა გამოვიდა მე ყავას ვასხამდი)
-საით საბუ? (წარბი ავუწიე)
-უნიში...და თათუ ამელია მომიკითხე
-მე კი მოგიკითხავ მაგრამ ნუ მიწვალებ  იმ გოგოს შე სატანა  თორე მოგხვდება...
-აბა კი
-დღეს მოდი კომპანიაში იცოდე თორე უსაქმურებს ვუშვებ სამსახურიდან (სწერვულად გავუღიმე )
-მეტი არ გაქ საქმე მე გამიშვა სამსახურიდან (ენა გამომიყო და სახლიდან გავარდა...ყველამ გადაიხარხარა  ...ცოტახანში სიჩუმე ჩამოწვა მაგრამ...)
-რაო რაო ვის ნუ მიწვალებო?(ჩამეკითხა თოკო)
-აუ ვის და გუშინ რო გოგო იყო აქ მოსული ამელია ჩემი მდივანი აი იმას აწვალებს დამიტანჯა გოგო ვახ...
-კაი წავედით...
-მამი მე ზურასთან დამტოვეთ (მითხრა მამამ და გამეღრიჭა)
-კაი მა და თან გიოსაც გავუაროთ

გავედით სახლიდან და ბიჭები ტაქსისკენ მიდიოდნენ როცა შევაჩერე

-საით?
-ტაქსით არ მივდივართ
-აბა კი
-რა აბა კი აბა მანქანა შენ არ გყავს დაამტვრიე და (წამკბინა მიშომ)
-ჰო ის კი დავამტვრიე მაგრამ მეორე რა ვერ მეყოლება?(ვთქვი და მანქანების სადგომისკენ წავედით...ჩემ საყვარელ მანქანასთან მივედი და გადაფარებული სპეციალური ქსოვილი მოვაძვრე...)
-შენ ჩემი სიკვდილი გინდა გოგო?ახა ეს მანქანა უნდა დაამტვრიო?
(წაიწუწუნა ლუკამ)
-ჩემი საყვარელი მანქანაა და ერთი ნაკაწრი რომ გაუჩნდეს თქვენ კი არ დაგაცდით ისე თავს მოვიკლავ
-კაი გოგო  ერთი გაჩუმდი
-თქვა ლუკამ და მანქანის კარი გამოაღო
-აბა რომელი გაატარებთ?(ჩემს ხელზე მივანიშნე მათ)
-ესეიგი ილიას არ უნდა...ლუკას მოწმობა არ აქვს...თოკოს ეზარება...დარჩა ანდრია და მიშო აბა თქვენ გადაწყვიტეთ...(ანდრიამ და მიშომ წუწუნი დაიწყეს და ასე გადავწყვიტეთ:მიშო იქითობას ანდრია აქეთობას)
-აჰა დაიჭი (ვუთხარი და მიშოს გადავუგდე გასაღები)


მალევე ჩავეყარენით და ზურა ბიძიას სახლთან მივედით საიდანაც გიირგი გამორბოდა რომელსაც ელენე მოსდევდა...
-დედა ჩვენი თავი გამახსენდა მიშო (ვუთხარი მიშოს და არარსებული ცრემლი მოვიწმინდდე...ყველა ახარხარდა)
-მეც თათ (მიშომაც ჩემი მოქმედება გაიმეორა)
-ჭკვიანად (თითი დაგვიქნია მამამ და მანქანიდან გადავიდა...სამაგიეროდ გიორგი ჩახტა მის ადგილას)
-პრივეტები...ვაა რა ხალხი რა ხალხი...
-გიო ანა რამდენი ხანია არ მინახია და დღეს გავუაროთ და ყველა ერთად წავიდეთ სადმე...რას იტყვით?
-მოსულა (თქვა ლუკამ და მას ყველა აყვა)მაგრამ ანა ვინაა?
-ვინაა და ჩემი მომავალი რძალი (ვთქვი და გიოს თვალი ჩავუკარი)
-აჰამ (თქვა გიომ და თვალი აგვარიდა...აჰაჰაჰა შერცხვა????)
-კაი აბა მოვედით... (ვთქვი და მანქანიდან დინჯად გადმოვედი...დაცვას თბილად მივესალმე...ძალიან მაგარი კაცია...4 შვილი ყავს და პლიუს ორსული ცოლი ...აქ რომ მოვიდა ცუდ მდგომარეობაში იყო ფული არ ჰქოდათ საერთოდ და ბავშვებს საჭმელიც ძლივს ჰყოფნიდათ ამიტომ ყველანაირად დავეხმარე... ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და საკმაოდ განათლებული კაცია მაგრამ ერჩივნა  დაცვად მუშაობა და ახლა ჩემთან მუშაობს იმდენად თბილი და კარგი კაცია რა შეიძლება თხოვო და არ გაგიკეთოს)
-დილამშვიდობისა ბილ...როგორ ბრძანდებით?(მივესალმე ზრდილობიანად რადგან ჩემზე საკმაოდ დიდია ასაკით)
-კარად თათა შენ როგორ ხარ?გავიგე ავარია მოგსვლია
-არფერია ახლა კარგად ვარ...ბავშვები და თქვენი მეუღლე მომიკითხეთ ერთს აუცილებლად მოგინახულებთ
-აბა რა დიდი სიამოვნებით გელოდებით (უცებ მიმდინარეობდა ჩვენი დიალოგი სანამ ბიჭები მანქანის კარიდან გამოეტეოდნენ ღმერთო რა ზოზინები არიან...)
-ბილ ამ დღეებში რამე საეჭვო ხომ არ მომხდარა?
-არა თათა არაფერი
-კარგი დროებით ბილ
-დროებით (მითხრა და გამიღიმა მეც გაღიმებული შევედი კომპანიის შენობაში...ბიჭები უკან მომყვნენ...ჩემს ოთახში შევედი და ბიჭებს დივნისკენ მივუთითე...ლუკა და მიშო დაჯდნენ...თოკო ჩემს სავარძელში ჩაჯდა ანდრია კი ფანჯრის რაფას მიეყრდნო)
-ამელ შემოდი გთხოვ (ვუთხარი სპეციალურ ტელეფონში ამელს და ისევ  მაგიდასთან დავდექი...თოკო გემრიელად მოეწყო ჩემს სავარძელში და მაგიდაზე არსებული ნივთების დათვალიერება დაიწყო)

-აბა გისმენ რა ხარვეზებია (ვუთხარი ჩემს წინ მდგომ ანერვიულებულ ამელიას)
-თათა...აქამდე პატარ-პატარა პრობლემები იყო მართალია მაგრამ ახლა...ზუსტად 10 წუთის წინ ქსელი გაგვიტეხეს როგორც ჩანს ჩვენს ქსელზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს და ...
-ჯანდაბა... (ჩავიდუდღუნე და ამელიას მივმართე)სწრაფად ყველანი შეკრიბე და უთხარი სანამ ამ პრობლემას არ მოაგვარებენ ფეხს ვერსად გაადგავენ
-კარგი გასაგებია (თქვა ამელიამ და ოთახიდან გავიდა)

-ჯანდაბა ვინ შეიძლება იყოს?(ჩავიდუდღუნე და ოთახში მყოფებზე გავამახვილე ყურადღება რომლებიც ჩაფიქრებულები იყვნენ)


-თათუ შეიძლება ვინმე ისეთი იყოს ვისაც უარი უთხარი თანამშრომლიბაზე,ან სამსახურიდან დაითხოვე ან...არვიცი მსგავსი რამ...
-არვიცი ანდრო ბევრია ეგეთი...
-კარგად დაფიქრდი ვფიქრობ თუ გაიხსენებ გამოსავალსაც ვიპოვით...

-თათა ეს  წერილი მოვიდა ახლახან შენს სახელზე (შემოვიდა ამელია ოთახშიდ და კონვერტი გამომიწოდა...სწრაფად გამოვართვი და გავხსენი...დოკუმენტები იდო  რომელიც კომპანიის პირად საკუთრებას წარმოადგენდა და ასევე ფურცელი რომელზეც ეწერა)

-,,ხომ გითხარი 25 წლის ღლაპი ხარ და ბიზნესი ჩაგეძირება მეთქი...თავის დროზე უნდა გაგეფორმებინათ ხელშეკრულება ახლა გვიანია..."(წაიკითხა ანდრიამ ხმამაღლა...ღმერთო...)
-ტომი
-ტომი?ის ხომ...გასაგებია (თქვა ამელიამ და ვწუხვარ თვალებით შემომხედა...)

(ვისაც არ გახსოვთ ტომი მოთხრობის დასაწყისში იყო კაცი რომელიც გამოლანძღა თათამ და ხელშიკრულების გაფორმებაზე უარი უთხრა)


-ვინ არის ტომი?(იკითხა მიშომ)
-ვინ და ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორი რომელიც თათამ გამოლანძღა და უარით გაისტუმრა... (თქვა ამელიამ და ჩემსკენ წამოვიდა...მე გაშეშებული ვიჯექი ჩემს სავარძელში და ვფიქრობდი როგორ გადამერჩინა კომპანია რომელშიც მთელი 5 წელი ჩავდე)
-თათა... (მითხრა ამელიამ და ხელი მხარზე დამადო...ავხედე  და გამიღიმა...მეც გამეღიმა რადგან მივხვდი რაც უნდა მექნა...)
-მოვა ახლა საჭირო ხალხი და ტომსაც მოუწევს პასუხის გება...ამელ აქ ორი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მოვლენ და მიკითხავენ პირდაპირ ჩემთან შემოუშვი ისინი კარგი?და ასევე ბიუროს შეატყობინე ტომზე ...
-კარგი (მითხრა და ოთახიდან გავიდა)
-ბიჭებო თუგინდათ წადით სახლში აქ ძალიან დაიღლებით

-არაა (იყვირა ყველამ ერთად)
-არავითარ შემთხვევაში ახლა გჭირდებით და შენი აზრით მიგატოვებთ?(მითხრა ანდრიამ და მომეხვია...ვთქვი უკვე რომ მიყვარს?..)
-კარგი ახლა წავედით... (ვუთხარი და საკონფერენციო დარბაზისკენ წავედით...ყველა იქ დაგვხვდა შეკრებილი)
-მხოლოდ 1 კვირა არ ვიყავი და უკვე ასეთი შედეგებია...კარგი იმაზე არაფერს ვამბობ რომ უნდა გეკონტროლებინათ ქსელი რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო კარგით ეს დავივიწყოთ მაგრამ დანარჩენი ხარვეზები?წესით  არ უნდა ყოფილიყო ამდენი რამ...ასე რომ როგორც ადრე დავადგინე რამდენიმე პირი რომელიც აკვირდებოდა თქვენს მუშაობას  მალულად ისე რომ ვერ ხვდებოდით...სამაგიეროდ გავიგე ამ დროის მანძილზე როგორც ,,მუშაობდით"... ამელია მოგცემთ სიას იმ ადამიანებისა რომლებიც გათავისუფლებულია ამ და შემდეგი თვის ხელფასს აიღებთ და გათავისუფლებულები ხართ გასაგებია?(მთელი ამ დროის მანძილზე მრისხანედ ვლაპარაკობდი და არ გამომპარვია მათი ცხვირაბზუებული და გაცხარებული მზრა)შეგიძლიათ მიბრძანდეთ (ვთქვი და ჩემი ოთახისკენ დავიძარი სადაც  ნიუროს ორი თანამშრომელი მელოდა...)

-გამარჯობათ
-გამარჯობათ როგორხართ?
-ჩვენ კი კარად ვართ მაგრამ როგორც ვხედავთ დიდი პრობლემაა
-ჰო ძალიან დიდი
-ყველაფერი აქაა და დავიწყებთ ჩვენს საქმეს
-კარგით წარმატებები (ვუთხარი და დივანზე მჯდომ ანდრიას მივეხუტე)

-დამშვიდდი პატარავ ყველაფერი მოგვარდება...მამასაც ბევრჯერ შექმნია ეგეთი პრობლემა კომპანიაში მაგრამ დღეს მე ჩვეულებრივად ვხელმძღვანელობ
-აჰამ ვიცი მაგრამ...მაინც...ანდრი რაღაც გადავწყვიტე
-გისმენ აბა...
-მოკლედ მინდა საქართველოში დავბრუნდე (ანდრიას თვალები გაუბრწყინდა და მაგრამ მომეხვია)
-მართლა?
-აჰამ...ვინმე სანდო პირს ჩავაბარებ აქაურობას და უკვე ვიცი ვისაც (ვთქვი და ბილზე (დაცვა რომელსაც დილით თათა ესაუბრებოდა)თვალით ვანიშნე)მერე მიგიყვები მასზე...ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარ თემას ვბრუნდები საქართველოში და ხანდახან ჩამოვალ ხოლმე აქ
-მიყვარხარ თათ
-მეც მიყვარხარ ანდრო (ვუთხარი და მივეხუტე)

3საათის შემდეგ*
-ყველაფერი მოგვარებულია...ქსელი აღდგენილი და დაკარგული საქარალდეებიც ასევე აღდგენილია საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს იმის დასადგენად ვინ იყო ის ადამიანი ვინც შემოიჭრა და პოლიციას თუ გადასცემ ყველაფერი მოგვარდება
-დიდი მადლობა
-კარგი...ეს ჩვენი მოვალეობაა
-ნახვამდის

ისინი გავაცილე და ამელიას ვუთხარი სწრაფად გამოეცხადებინა ვაკანსიები...ყველაფერი მოვაგვარე და სახლისკენ წავედით...ცოტა დავისვენეთ გამოვიცვალეთ...ანას გავუარეთ და კლუბში წავედით ასეთი დღის შემდეგ ნამდვილად გვეკუთვნის დასვენება...

ანდრია's pov

კლუბში ვიყავით, მე  სავარძელში ვიჯექი კომფორტულად თათა კი მუხლებზე მეჯდა და მთელი ძალით მეკვროდა...ჩემმა ტელეფონმა დაიბზუილა...ვიბრაციით მივხვდი რეკავდა...ამოვიღე და როცა ნომერს დავხედე  გამეღიმა...რატი რეკავდა...თათას ვუთხარი ამდგარიყო...ხელი ჩავკიდე და კარისკენ გავაქანე...ტელეფონი ავიღე და თათას მივაჩეჩე...
-ამ ვინ არის მე რატომ მომეცი?
-უპასუხე(ვუთხარი უკვე ნაპასუხებ ტელეფონზე მანაც ყურთან მიიდო და დაბნეულმა წარმოთქვა)
-ამ გისმენთ... (ტუჩები აუკანკალდა და მთლიანად გააცახცახა...ხელი ჩავკიდე და მაგრად მოვუჭირე...შემომხედა და ცრემლები თვალებიდან გადმოუცვივდა)
-გამარჯობა რატი...
-****
-საპატიებელი შენ არაფერი გაქვს რატი პირიქით მე უნდა გთხოვოთ პატიება...
-****
-მე...მე ვარ იმის დასაწყისი რაც მოხდა...მაპატიეთ...ვბრუნდები...
-****
-ჰო საბოლოოდ გადავწყვიტე ნიკუშ
-****
- მეც ძალიან მომენატრეთ და მალე გნახავთ გპირდებით (ცრემლებად იღვრებოდა თათა და ისე ლაპარაკობდა)
-****
-კარგი მორჩა აღარ ვტირი...
-****
-კარგი მეც მიყვარხართ სამივე და მალე გნახავთ (თქვა და გათიშა შემდეგ კი იფეთქა და ხმამაღლა ატირდა...ჩემი პატარა...როგორ დაიტანჯა ჩვენ კი იქ რას არ ვიძახდით როგორ არ ვლანძღავდით ღმერთო...)

-კარგი მორჩა ჩემო პატარა...ყველაფერი მორჩა ყველაფერი დამთავრდა კარგი?

-მადლობა ანდრო მადლობა რომ მყავხარ მადლობა რომ ჩემი ხარ...მიყვარხარ ჩემო სიხარულო...
-მეც მიყვარხარ თათუ...დამშვიდდი ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ამიერიდან დაიწყო ახალი ცხოვრება ტკივილის და ცუდის გარეშე...
-გიო?მის გარეშე არიქნება ყველაფერი კარგად.
-ხომიცი ის სულ ჩვენს გვერდითაა ახლაც აქაა ვერ გრძნობ? აი აქ ჩვენს გვერდით დგას და გაღიმებული გვიყურებს ხო მასეა გიო...იგრძენი? დაგვეთანხმა გაუხარდა რომ მივხვდით ის რომ არასდროს მოგვშორებია გვერდიდან სულ ჩვენ გვერდითაა...ჩვენი გიო...
-ჩვენი გიო...მენატრები გიო (ჩაიბურდღუნა და მომეხუტა...მიყვარს)


თათა's pov
რაღაც სენტიმენტები შემომაწვა...ძლიერი მონატრება და დანაშაულის გრძნობა ვიგრძენი გიოსადმი აქამდე ხშირად რომ არ მახსენდებოდა...მაგრამ მართლა ვიგრძენი მისი ჩეემს გვერდით ყოფნა გინდ დაიჯერეთ გინდ არა...მისი დამსახურებაა ყველაფერი...მის გამო ჩავედი საქართველოში მის გამო გაიგო ლუკამ ყველაფერი შემდეგ კი დანარჩენებმა...გამოასწორა ჩემი სიცოცხლე და ისევ მომცა არსებობის მიზანი წარმოუდგენლად დიდი გრძნობა გამაჩნდა გიოსადმი ყოველთვის მიშოს,თოკოს და საბას ნაირად მიყარდა რათქმაუნდა რატიც,ნუკუშაც და  ლუკაც მაგრამ გიო მაინც განსხვავებულად...ამიტომაცაა ამხელა ადგილი რომ უკავია ჩემს გულში... კლუბიდან დაბრუნების შემდეგ მკვდარივით ჩამეძინა და გიო ვნახე სიზმარში რომელიც მიღიმოდა და ამბობდა რომ მუდამ ჩემთან იყო და ის რაც დღეს მასზე ლაპარაკისას ვიგრძენით მე და ანდრიამ მისი ნიშანი იყო...ნიშანი იმისა რომ სულ დაგვიცავდა და ჩვენს გვერდით იქნებოდა ...მითხრა გოგონებზე რომლებიც სირცხვილისგან იწვოდნენ და ვერ ბედავდნენ ჩემთან მოსვლას პატიების სათხოვნელად კატოზე რომელიც ყოველღამე ტირილში ათენებდა რადგან ბევრი ცუდი რამ ილაპარაკა ჩემზე და ასევე მის დაზე რომელსაც ძალიან ენატრებოდა  გიო და ბევრჯერ გაუფიქრია ისეთი რამ რასაც მერე ვეღარასდროს გამოასწორებდა...უპატიებელი ცოდვის ჩადენა და გიო მთხოვდა არ მიმეცა მისთვის იმის საშუალება რომ სიცოცხლე მოესწრაფებინა საკუთარი თავისთვის...გამოვემშვიდობე გიოს და მოვეხვიე...

როცა გამომეევიძა და  საწოლზე სწრაფად წამოვჯექი... ყველაფერი გავაანალიზე და სულელივით გამეღიმა როცა გავაანალიზე ყველაფერი რეალურად რომ მითხრა გიომ...პლედი მოვიხურე და აივანზე გავედი...მაღლა ავიხედე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავუწყე ყურება...

-მიყვარხარ გიო და გპირდები ყველაფერს გამოვასწორებ...მარიკუნას (გიოს დას)არმივცემ მსგავსი რამის ჩადენის უფლებას...გოგოებთან მე გადავდგამ პირველ ნაბიჯს და კიდევ ერთი რამ...მაპატიე იმის გამო რომ მე ვარ ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ წახვედი იმ ნაბიჭვართან საქმის გასარჩევად...მიყვარხარ გიო და მადლობა რომ არსებობ ჩემს გულში,გონებაში და სიზმრებშიც...(ვბურდღუნებდი და თან ცრემლები მცვიოდა...მალევე მოვიწმინდე ცრემლები და იქვე სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი...და ჩამეძინა)

ცოტახანში ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი...ხელში ამიყვანა...მიმიხუტა და თავზე მაკოცა...სურნელით მივხვდი ანდრო იყო...ოთახში შემიყვანა საწოლში ჩამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა...გავიგონე მისი ბურდღული
-არასდროს მივატოვებ გიო გპირდები...არასდროს ვატკენ გულს და მუდამ თვალის ჩინივით გავუფრთხილდები...მადლობა რომ მომეცი შანსი მენახე ამდენი ხნის მონატრებული...ჩემს გონებაში სულ ტრიალებ იცოდე... (ანდრას მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები რომ გავიგე გულში ჩხვლეტა ვიგრძენი...მანაც ნახა...მართალია მეძინა მაგრამ გონება ჯერ კიდევ არ იყო გათიშული მაგრამ ამდენ ემოციებს ვეღარ გაუძლო და ისიც მალევე გაითიშა...)

დილით უცნაურად ბედნიერმა გავიღვიძე...მისაღებში გავედი და საუზმე მოვამზადე ყველასთვის...მალევე გამოვიდნენ ლუკას,ანდრიას და გიორგისაც უცნაური ღიმილი ქონდათ აკრული სახეზე...ყველანი სასაუზმოდ დავჯექით...ცოტახანში ანდრიას დავუწყე ყურება და გუშინდელის გახსენებაზე გამეღიმა...

-გუშინ  დიდი ხნის მონატრებული სტუმარი მყავდა ღამით და  იცით რა მითხრა?(ყველას ყურადღება მივიქციე)მითხრა რომ ნერვიულობთ იმაზე რომ არ დავბრუნდები საქართველოში... (გამეღიმა და ანდრიას მივაშტერდი...მიხვდა...ხელი პირზე აიფარა და ისე შემომხედა)
-მოკლედ უნდა დაგამშვიდოთ და ჩემი გადაწყვეტილება ანდროს გარდა თქვენც უნდაგაიგოთ...მოკლედ ვბრუნდები
-ვიცი(წამოიძახეს გიორგიმ,მიშომ,თოკომ,საბამ  და ლუკამ... მამას  კი უდიდესი სიხარული გამოესახა სახეზე)

-გუშინ მითხრეს (მითხრა ლუკამ და თვალი ჩამიკრა)
-ნუთუ თქვენც გეწვიათ ჩემი სტუმარი?
-რაზე ლაპარაკობთ ბავშვებო?(წამოიძახა მამამ)
-გიო...ჩვენ გიოზე (ვთქვი და გავიღიმე)მოგწონს არა ყველა შენზე რო ვლაპარაკობთ?შე მაიმუნო(ვთქვი ხმამაღლა და  გეფიცებით გიოს  სიცილის ხმა მომესმა მთლად ნუ გამაგიჟებ ბიჭო...
-ხოვთქვი ჩვენთანაა თქო...ასე რომ...მალე მოვაგვაროთ თათა ყველაფერი სახლში წასვლის დროა...

-დღესვე ყველაფერი მოგვარდება...1 კვირაში უკვე სახლში ვიქნებით...(ვთქვი და ოთახს თვალი მოვავლე...რაკარგია ასეთი თბილი ოჯახი...)

1 კვირის შემდეგ*
-რაკარგია სახლში (ვთქვი და ჩემს საწოლზე მოწყვეტით დავეცი)
-ძალიან კარგია (მომესმა გვერდით ოთახიდან საბას ხმა და გემეცინა)



10 წუთია რაც თბილისში ჩამოვედით და  ყველანაირი სტრესი და დაღლილობა მომეხსნა...ცოტა დავისვენე...ანდროს დავურეკე და ვთხოვე ყველა ჩვენს კაფეში შეეყარა...ასეც მოიქცა შემდეგ კი გამომიარა და ერთად წავედით ,,ჩვენი"კაფისკენ...ჩემი შესვლა და რატის და ნიკუშას ფეხზე წამოფრენა ერთი იყო...მოვიდნენ და ისე ჩამეხუტა სამივე ყველაფერი დამავიწყდა...მოვიკითხე გემრიელად მოვეხვიე და ახლა გოგონებს შევხედე რომლებიც თავჩახრილები იდგნენ...შემდეგ კი ყველას ერთად მოვეხვიე და მათთან ერთად ამივარდა ტირილი...5 ზდასრული ქალი ვიდექით შუა კაფეში და პატარა ბავშვებივით ვჯღაოდით...
მერე იყო მაპატიე-გაპატიე...მიყვარხარ-მეც მიყვარხარ...მომენატრე-მეც მომენატრე...და ასე შემდეგ გადიოდა დღეები ყველაფერს ძველი სახე უბრუნდებოდა მაგრამ ისინი მაინც გრძობდნენ დანაკლისს გიოს სახით რომელიც მუდამ მათ გვერდით იყო...

ასე მიყვებოდა დღეები ერთმანეთს სანამ ერთხელაც დილით გაგიჟებული ანდრია არ დაადგა თათას თავზე ასე აღარ შემიძლია უშენოდ გავგიჟდები...ცოლად უნდა გამომყვე თორე არ ვიცი რას ვიზამო...სწრაფად დაავლო გოგოს ხელი და სამებისკენ გააქანა...გოგომ და ვერც ბიჭმა ვერ გაიაზრეს ისე ამოყვეს თავი სამების ტაძრის ეზოში...მაგრამ არც სჭირდებოდათ გააზრება რადგან ორივეს უაზროდ უყვარდათ ერთმანეთი და აი ასე  დაიწერეს ჯვარი 12 ივნისს სრულიად მოულოდნელად ანდრია წერეთელმა და თათა მაყაშვილმა...
Author's pov

-ყველაფერი მოგვარებულია კანონიერ ცოლ-ქმრად გაცხადებთ...

თქვეს თუ არა ეს სიტყვები შვებით ამოისუნთქა ორივემ ანდრიამაც და თათამაც...
მალევე წავიდნენ რესტორანში და დაიწყო ქორწილი ისეთი როგორც ქართველებს აქვთ ტრადიციაში...
ზუსტად ერთ კვირაში დაგეგმეს ქორწილი  და ხელსაც მაშინ მოაწერდნენ მიუხედავად იმისა რომ ჯვარი  1 კვირით ადრე დაიწერეს ილიამ არავითარ შემთხვევაში არ იცხოვრებთ ერთად სანამ ხელსაც არ მოაწერთ და ქორწილიც არ გექნებათო...ამიტომ მინიმალურ დროში 1 კვირაში მორჩნენ ქორწილის სამზადისა და ახლა დაღლილ-დაქანცული თათა აწ უკვე ქმარს შესჩივის თუ როგორ დაიღალა დღეს...

-თათ ცოტაც და წავიდეთ... (უთხრა ანდრიამ და თვალი ჩაუკრა აწ უკვე ცოლს)

მალევე გაიპარნენ და ანდრიამ უცნობი მიმართულებით დაიწყო სიარული...კატოს უკვირდა მაგრამ არ ეკითხებოდა...მალევე მიადგნენ მაღალ კორპუსს...ანდრიამ მეათე სართულზე ერთ-ერთ ბინაში შეიყვანა თათა და თვალებაციმცილებულმა უთხრა...
-აი ესეც ჩვენი ბუდე პატარავ...

თათა გადაირია ისე გაუხარდა...მივიდა ანდრიასთან და მთელი სახე დაუკოცნა...ცრემლები სდიოდა რომ წარმოიდგენდა რომ  მისი ამდენი ხნის ოცნება ახდა ...მალევე აიტაცა ხელში ანდრიამ თათას  სხეული და საძინებლისკენ გააქანა თან მთელ სახეს უკოცნიდა...კაბის ელვა შეუხსნა და მოაშორა  შემდეგ საწოლზე დააგდო და  მის ზემოდან მოექცა...ორივე გადაეშვა ვნებების სამყაროში...სხვადასხვა ამოძახილებითა და ოხვრით იყო გაჟღენთილი ოთახი მაგრამ უფრო მეტად სიყვარულით...სიყვარულით რომელიც  ამ ორმა ადამიანმა შეინარჩუნა...და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა ყველანაირ სისაძაგლეზე თუ სიბოროტრზე...


დილა*

დილით ანდრიაზე ადრე გაეღვიძა თათას და სწრაფად წამოხტა...ხალათი მოიცვა და სამზარეულოს ძებნას შეუდგა...სანამ ანდრია გაიღვიძებდა რამის მომზადება უნდოდა მაგრამ სულ ტყუილად მაცივარი სრულიად ცარიელი დახვდა...მალევე დაბრუნდა ოთახში და ისევ მის ანდროს მიუწვა გვერდით...სახეზე მოფერება დაუწყო...ანდრიამ ამოიხვნეშა და თათასკენ გადმობრუნდა ხელით ლოყაზე ეფერებოდა მაგრამ თვალები ისევ ეხუჭებოდა არ იყო გამოფხიზლებული...უცებ გაახილა ცალი თვალი და თათას ზემოდან დახედა...მერე დაიხარა და აკოცა მთელი გრძნობით და სურვილით...ხალათის შესაკრავს დასწვდა და ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა ხალათი იატაკზე...თათამ ხელები ბეჭებზე მოხვია და მთელი გრძნობით დაუწყო კოცნა ქმარს...ანდრიამ ნელ-ნელა ყელისკენ გადაინაცვლა და ნიშნების დატოვება დაუწყო...თათა საკმაოდ რეაგირებდა მისი ქმრის ქცევებზე...ანდრიას კი მის კრუსუნზე ეღიმებოდა...ბედნიერი იყო რომ ყავდა გვერდით ის და არა სხვა...ბედნიერი იყო თათა რომ ანდრია ერქვა მის ქმარს და ბედნიერი იყო ანდრია რომ მისი ცოლი იყო თათა...მხოლოდ ანდრია და მხოლოდ თათა...

გადიოდა დრო უკვე 1 თვე იყო მათი ქორწინებიდან გასული...თათა სახლში ახალმოსული იყო და ქმრისთვის საჭმელს ამზადებდა...მალევე გაიღო კარები და ანდრიამაც დაღლილმა შემოაბიჯა ცოლს აკოცა და იქვე  ბარის სკამზე დაებერტყა
-დაიღალე ჩემო სიცოცხლე?
-ჰო ძალიან დღეს მთელი დღეა ვეხმარები მამას და გადამწვარი ვარ...
-მოდი ჭამე და მერე ერთად ვიბანაოთ (უთხრა თათამ და თვალი ჩაუკრა ეშმაკური ღიმილით ქმარს)
-ეგ უკვე მომწონს ძალიან მჭირდება განტვირთვა (თქვა ანდრომ და კიდევ ერთხელ აკოცა ცოლს...საჭმელი წინ დაუდო თათამ და თვითონ სააბაზანოში შევიდა ჯალუზი გაავსო და ქმარს დაელოდა რომელიც ნელ-ნელა მოსეირნობდა სააბაზანოსკენ...მალევე ორივე სრულიად ,,შემთხვევით" აღმოჩნდნენ ჯაკუზში და თათაც ქმრის  განტვირთვას შეუდგა...

ასე გადიოდა დრო ანდრია კომპანიას უნდა გაძღოლოდა ამიტომ ძალიან დაკავებული იყო...თათამ მისი კომპანია გააფართოვა და საქართველოშიც გაიგეს უკვე თათას როგორც ბიზნესვუმენის სახელი, კონტრაქტი ანდრიას კომპანიასთან დადო და უკვე ბიზნესპარტნიორებიც იყვნენ ამიტომ ხშირად მიდიოდა ხოლმე თათა კომპანიაში ამ მიზეზით თუმცა  სინამდვილეში ანდრიას ნახვის სურვილი კლავდა...უკვე ერთი წელი იყო გასული მათი ქორწილიდან...თათა ფიქრობდა რა ეჩუქებინა ქმრისთვის მათი ერთი წლის თავზე ანდრიას  კი უკვე  ყველაფერი მზად ჰქონდა...ქეთის(ვისაც არ გახსოვთ მიშოს შეყვარებულია)და მიშოს მალე პატარა ეყოლებათ და თათა მამიდა გახდება რაც ყველაზე მეტად ახარებს და ვერ წარმოუდგენია თავი მამიდას ამპულაში...თოკოს და საბას შეყვარებულების არჩევას დიდი დაკვირვებითა და სიფრთხილით უდგებოდა...ხან საბას არ მოწონდა გოგო ხან თოკოს ხანაც კიდე თათას...არა თათა კი არ ურჩევდა უბრალოდ აფასებდა მათ არჩევანს  ....ბოლოსდაბოლოს ეგეც დაგალახეს და ახლა თოკოს საცოლეყავს საბას კიდე ჯერ კიდევ არავინ...მოკლედ  10 ივნისი იყო...თათა,მარიკუნა,კატო და სალომე კაფიდან გამოდიოდნენ თათამ ისევ იგრძნო ოდნავ თავბრუსხვევა  მაგრამ  ყურადღება ისევ არ მიაქცია იფიქრა ალბათ დავიღალეო...სახლში რომ მივიდა ისევ იგივე განმეორდა ადრეც ჰქონია ასეთი რამ დაახლოებით 1 თვის წინ დაეწყო  და დღემდე მოჰყვა...საჭმელი რომ დაინახა გული აერია...რამაც გოგონები გააკვირვა და თან გაახარა...თათა ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებოდა...მაგრამთქვენ ხომ მიხვდით?რათქმაუნდა მალევე მიხვდა თათამაც...მარიკუნა რომელმაც ძალით აყიდინა ორსულობის ტესტი აფთიაქში მართალი აღმოჩნდა...გოგოები სიხარულისგან დაფრინავდნენ თათაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია...უკვე მიხვდა რასაც აჩუქებდა ქმარს ...

დაღლილი შელასლასდა ანდრია ბინაში და ხმამაღლა დაუძახა მეუღლეს...
-თათ მოვედი!
-აქეთ ვარ ანდრო (გამოსძახა ცოლმა მეორე ოთახიდან...ანდრიაც იქეთ წავიდა საიდანაც თათას ხმა მოდიოდა თათა სამზარეულოში იყო და საჭმელს უმზადებდა ქმარს...ანდრია რომ შევიდა პირდაპირ თათასკენ წავიდა და პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით შეაფრინდა)
-ამდენხანს სად იყავი ჩემო ქმარუკა?
-სამსახურში ვიყავი ცოლუკა და ისე დავიღალე რო არვიცი
-უიმე ჩემი სიხარული მომენატრე ანდრო (უთხრა და მაგრად ჩაეხუტა თან კისერში აკოცა...ანდროს კი შეაჟრჟოლა)
-ანდრო
-ჰო
-შენთვის სიუპრიზიმაქვს
-მართლა?რა დამთხვევაა მეც
-არგადამრიო ქორწინების 1 წლის თავი ხომ არარის ნეტავ ხვალ?

-არვიცი...არვიცი (თქვა ანდრომ და გადაიხარხარა)
-აბამ რა სიუპრიზი მაქვსო?
-ჯერ შენ პატარავ
-ნწ ჯერ შენ...მე ისეთი რაღაცა უნდა გაჩუქო  ვერც კი მივა შენს საჩუქართან...
-ვითომ რატომ?
-დამიჯერე დამიჯერე...
-კარგი კარგი მჯერა...

ივახშმეს ,ცოტა ილაპარაკეს და ტელევიზორს უყურებდნენ როცა ანდრომ საათს დახედა და გაიღიმა
-თათუ...უკვე თორმეტი საათია პატარავ გილოცავ...
-მეც გილოცავ სიხარულო (უთხრა თათამ და აკოცა)
-ახლა კი (ანდრია ადგა და საძინებელში გავიდა იქედან კი პატარა ყუთით ხელში დაბრუნდა
-აი ჩემი საჩუქარიც
(თათამ დაინტერესებულმა გახსნა ყუთი და იქიდან გასაღები ამოიღო)
-ეს რისი გასაღებია ანდრი?
-მოკლედ ეხლა რა მოხდა ანუ ერთი ადგილი თბილისში რა უფროსწორად შენობა 2 სართულიანია დიდი ფანჯრებით და მთლიანად თეთრი ფერის...ჰოდა დავინახე ამ შენობას როგორ ინტერესით უყურებდა ერთხელ ჩემი ცოლი...მერე გავარკვიე რომ ამ შენობის ყიდვა თურმე დაასწრეს...რა სამწუხაროა არა?ჰოდა მეც ავდექი და ჩემს ცოლს ავუსრულე ეს ნატვრა და ის შენობა უკვე მის საკუთრებაშია მაგრამ რაში უნდა რომ გამოიყენოს ეგ არ ვიცი (დაამთავრა ანდრიამ ლაპარაკი და შეხელა თათას რომელსაც თვალები შუბლზე ასვლოდა გაკვირვებისგან და სიხარულისგანაც...დიდი ხანია ელოდა როდის გათავისუფლდებოდა ის ადგილი მაგრამ დაასწრეს ყიდვა...იქ თავისი გალერიის მოწყობა უნდოდა...ასე და ამგვარად სიხარულით შეაფრინდა ქმარს და მთელი სახე დაუკოცნა)
-მადლობა!მადლობა!მადლობა! საუკეთესო მყავხარ!მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ პატარავ...ახლა კი აბა ვნახოთ რა არის შენი საჩუქარი (თათამ წარბები აათამაშა და ეშმაკური მზერით გადასცა პატარა ყუთი ქმარს)
-ეს რა არის თათ?
-ნახე (უთხრა თათამ და თვალებ გაბრწუინებული დაელოდა ანდრიას რეაქციას...ანდრია ჯერ გაშეშებული იყურებდა მის ხელში მყოფ საგანს ნერე კი მთელ ხმაზე დაიღიალა და ცოლი ხელში ააფრიალა)
შენდეგ იყო :
სიხარული
სიყვარული
ბედნიერება
მილოცვები
ნეტარებაშე გალეული 9 თვე
ანდრიას მაღაზიებში სირბილი ღამის 4 საათზე
შემდეგ იყო ახალი წელი
და ზუსტად 12 საათზე მოვლენილი ახალი სიცოცხლე პატარა გიორგი წერეთელი...

ბედნიერები იყვნენ ყველანი ერთად ხალისობდნენ...ნათლიები ერთობოდნენ ნათლულებთან...სამეგობროში პირველი ბავშვი იყო ბატონი გიორგი...გიორგის მერე იყო ლუკა...მერე კატო და ვატო ტყუპები და ბოლოს პატარა იოანე...4 ძმა და ერთი და...ყველა განსაკუთრებულად დასტრიალებდა თავს კატოს რადგან სამეგობროში ერთადერთი არა მაგრამ მაინც განსაკუთრებული გოგო იყო...ყველაფერი კარგად იყო...
დილა ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა თათასთვის...დილით ადრე ადგა როგორც ყოველთვის და ბავშვებისვის საუზმის მომზადებას შეუდგა...მისი ადგომიდან 5 წუთში წამოყო თავი ანდრიამაც და მთქნარებით ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში...ცოლს აკოცა და იქვე ჩამოჯდა...
-ანდრო მიდი გააღვიძე რა ბავშვები (უთხრა თათამ და ისევ მის საქმეს შეუდგა...ანდრია ბავშვების ოთახისკენ დაიძრა...ჯერ 15 წლის გიორგი წამოაგდო საწოლიდან,შემდეგ 13 წლის ლუკა და 10 წლის კატო და ვატო და ბოლოს 5 წლის იოანე)
-აუუუუ მეზარება სკოლაში (წუწუწნებდა კატო)
-კაი რა დე 3 კვირაც და დამთავრდება მერე კიდე მთელი ზაფხული დავისვენებთ...
-ამ...ისა რაქვია დედა მამა დღეს ოდნავ გვიან მოვალ და ...(თავი მოისაწყლა გოირგიმ)
-სადმიდიხარ?(ჰკითხა დაეჭვებულმა თათამ)
-ამ...სად და...ხო...აი ჩემს ძმაკაცთან...ჩემი ძმაკაცი როა დაჩი  ხოიცი?აი მაგასთან
-კარგი?(კითხვასავით გამოუვიდა თათას ნათქვამი რაზეც ყველას გაეცინა...)
-ლუკა დე დღეს მშობელთაკრება გაქვს ხო?(ლუკას ამის გაგონებისას ლუკმა გადასცდა რადგან უმალავდა თათას)
-არა დე ...უფროსწორად კი მაგრამ მასწმა...ისა რაქვია ...დედაშენი არ მოვიდეს არაა საჭირო ისედაც კაი ბიჭი ხარო...
-კაი დე რადგან ასე მთხოვ წამოვალ (თქვა თათამ და ცინიკურად გაუღიმა შვილს ლუკამ კი ამოიხვნეშა მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში)
სწრაფად შეჭამეთ არ დაგაგვიანდეთ...
-თათ მოდი ერთიწუთი რა(გამოსძახა ანდრიამ ოთახიდან...თათაც შევიდა და წელს ზემოთ შიშველი ქმარი რომ დაინახა ეშმაკურად გაეღიმა)
-ხო ანდრი... (უთხრა და წარბები მაღლა აზიდა თან ეშმაკურად ჩაიცინა)
-ისა ჩემი...პერანგი მინდოდა (თქვა ანდრიამ და ნერწყვი  მძიმე გადაყლაპა თათას სახის დანახვაზე...სწრაფად მივიდა მასთან და ტუჩებზე ეძგერა...თან დაიჩურჩულა)
-მომენატრე პატარავ
-მეც ცხოვრებავ (უთხრა და გააგრძელებდნენ კიდეც ალერსს რომ არა მეორე ოთახიდან გამოსული,,ბომბდამშენების" ხმა)
-გავაგრძელებთ... (თითი დაუქნია თათამ და იქვე მიკიდული პერანგი მიაწოდა ქმარს...)აბა აქ რაამბავია?ააფეთქეთ სახლი?(დაუცაცხანა თათამ ბავშვებს)
-მამაააა (დაიყვირა ვატომ  ბოლო ხმაზე...)
-რაგაყვირებს?(უთხრა ანდრიამ და იოანე ჩაისვა კალთაში)
-მამა უთხარი ამ პატრა გოჭუნიას რომ ჯერ ძალიან პატარაა და არ უნდა ყავდეს შეყვარებული სანამ მე არ ვეტყვი და არ მივცემ  უფლებას არ უნდა ყავდეს (უყვიროდა ვატო წინ მდგარ ტყუპისცალს...)
-შენ რატომ უნდა გკითხო ნებართვა?რომ გკითხე ამასწინად მერე რო ცემე ის ბავშვი შენც პატარა გოჭუნიახარ მაშინ თუ მე ვარ იმიტო რო ტყუპები ვარ და საერთოდ დამანებე თავი(უყვიროდა კატოც ბოლო ხმაზე...ამ სანახაობაზე ყველა იცინოდა გარდა ტყუპებისა რომლებთაც არავინ აინტერესებდათ...)
-მა...მამი მომისმინეთ ორივემ (დაიწყო ანდრიამ და კატო ერთ მუხლზე დაისვა ვატო კი მეორეზე...)ჯერ შენ პატარა ხარ კატო რადროს შენი შეყარებულია მამი.. ჯერ ძალიან პატარა ხარ
-ხო მაგრამ დამიანემ  მიყვარხარო  მითხრა და ცოდოა (ამოიბურდღუნა კატომ რაზეც ყველას გაეცინა)
-მა არაუშავს გადაუვლის მერე სხვა შეუყვარდება...ჯერ არა კაი? ჯერ არა მა და მერე რამდენიც გინდა იმდენი გყავდეს რომ გაიზრდები ოღონდ
-კაი მა მაგრამ ეგ ნუ ბრძანებლობს (ამოიბუზღუნა და ხელით ტყუპისცალისკენ ანიშნა)
-ხო მაგრამ მე ხო შენთვის კაი მინდა კატ და მაგიტო ვბრძანებლობ (თქვა ვატომ დანანებით დიდი კაცივით და უკვე კორპუსი დაიძრა იმხელა ხმაზე მორთო ყველამ სიცილი)
-კაი ახლა წავედით და მერე დავილაპარაკოთ კიდე ხო
-კაი მა
-ანდრო მე გავიყვან იოანეს ბაღში თქვენ წადით...
-კაი თათ მიდი აბა შენ იცი...ღამით ვეღარ დამიძვრები (ჩასჩურჩულა ყურში ცოლს და აკოცა...ამას ბავშვები ღიმილით უყურებდნენ გიორგიმ კი თვალებისტრიალით გაყარა ბავშვები გარეთ)


ანდრიამ ბავშვები სკოლაში დატოვა თვითონ სამსახურში წავიდა და თავით ჩაეფლო ქაღალდებში ვიღაცამ რომ შემოანგრია კარი
-რაიყო მამა ძალა გერჩის?(კითხრა ანდრიამ მამამისს)
-მამა კი არა დასატყეპი ხარ ამხელა კაცი შვილიშვილს რომ მოანატრებ ადამიანს...არმაინტერესებს ბავშვები მიმყავს დღეს მე გაიგე?(თქვა და ამით წერტილი დასვა)
- მე უნდა მეთხოვა წაიყვანე თქო
(გადაიხარხარა ანდრიამ)
-ხოდა მიმყავს ამ შაბათ კვირას სოფელში შენი ხმა არ გავიგო
-კაი მაგრამ გიო არ წამოვა
-რატო?
-რავი არ უნდა ალბათ აქ ურჩევნია...უკვე დიდია და ვერაფერ დავავალებ

საღამოს *
უფროსმა წერეთელმა  ბავშვები სოფელში წაიყვანა ყველა გიორგის გარდა...თათა გოგონებთან ერთად იჯდა სამზარეულოში...კარი ანდრიამ და ლუკამ რომ შემოანგრიეს...
-რაიყო ბიჭო ძალა გაქვს და არ იცი რაში დახარჯო?ტყუილად არის შენი ცოლი?(წაუდირთა მარიშკამ და  ანდროს ფხუკუნს მომცინარმა შეხედა)
-ნუიდარდებ შენ მაგაზე მე ძალა თუ მერჩის ეტყობა ჩემს ოჯახს 5 შვილი მყავს და ისე მიდის საქმეები აბათ მალე მეექვსეც გვეყოლება...შენ თავს მიხედე შენ გირჩევნია თორე სულ რო არაფერი ქალიშვილი მოკვდები შე უბედურო(ჩამოარაკრაკა ანდრომ  პიჯაკი გაიძრო ჰალსტუხიც მიაყოლა და ცოლის გვერდით ჩამოჯდა)
-ჩემი სექსულური ცხოვრება თქვენი განსახილველი არაა ბატონო...(წარბები შეკრა მარიშკამ და ბიძაშვილს (კატოს)ჩაუხტა კალთაში)და არც თქვენი გვაინტერესებს (თქვა და ყველამ გადავიხარხარეს)
-კაით ვსიო სხვა რაშვებით აბა?
-რავი ძველებურად რა ...ნინიკო რატო ცქმუტავ?(ახლა შეამჩნია ლუკამ როგორ ცქმუტავდა ნინიკო და გაეღიმა)
-აუ ერთმა მომწერა რა და ვერ ვპასუხობ იტერნეტის ჩარიცხვა დამავიწყდა ამათთან კი დენი არაა და ... (ამოიხრიალა შეწუხებულმა ნინიკომ)
-შენ შვილო ნორმალური ხარ?რა დენი არაა...
-არიყო რომოვედი და არც ახლა ირთვება ინტე ანუ შუქი.... (გარშემო მიმოიხედა და გამოშტერდა)და გინდა მითხრათ რომ ამდენი ხანია შუქი არის და მე ველოდები როდის მოვა?ღმერთო....
ყველა გადაბჟირდა ამის გაგნებაზე....
-აუ ხალხო დანარჩენები სად არიან?
-არვიცი...სადღაც არიან წასულები მემგონი სვანეთში და რატო ეგ არვიცი (ჩამოარაკრაკა ნინიკომ და ისევ ტელეფნში ჩაძვრა)

-უი მართლა გიო სადაა?მომენატრა ჩემი ბიჭი...(თქვა მარიშკამ და ვაშლი გაიქანა პირში)
-ნათლია მთლად დაავიწყდა მაგასს ხო(წარბები შეკრა ლუკამ და ხელები გადაიჯვარედინა)
-ისეთ ასაკშია საერთოდ სახლში არ მოვდიოდით მაგის ასაკისები არ გახსოვს ლუკა?(გადაიხარხარა ანდრიამ)
-ხო ან კლუბებში ვიყავით ან 24 საათი თათას კორპუსთან ვიდექით...ეგ ის პერიოდია ჯერ კიდე რო არ იცნობდით ერთმანეთს... (თქვა ლუკამ და ჩაიცინა...)
-ჰო...ძალიან მიყვარს ეგ პერიოდი (ამოილაპარაკა თათამ და  ცრემლები გადმოცვივდა...ანდრიამ გაიღიმა და მიიხუტა თან თავზე აკოცა...ამ დროს დარეკა კარზე ზარმა...მარიშკა წამოდგა გააღო და ქარიშხალივით შემოვარდა გიორგი სახლში და პირდაპირ ოთახში გავარდა თან დაიყვირა...)
-არცერთი არ შემოხვიდეთ

ყველა გაკვირვებული უყურებდა ...
-ანდრი ნახე რა რაჭირს რამე არ დაიშავოს ან...ან ...არვიცი მიდი ნახე... (უთხრა თათამ ანდრია წამოდგა მაგრამ ნაბიჯიც არ ქონდა გადადგმული კარზე ისევ რომ დარეკეს ზარი...ანდრია კარისკენ წავიდა ყველა წამოიშალა და დაელოდეს ვინ გამოჩნდებოდა კარის გაღების შემდეგ...ზღურბლზე ქერა ყავისფერთვალება გიორგის ასაკის გოგო იდგა და უხერხულად იღიმოდა)
-გისმენთ (წყნარად მიმართა ანდრიამ)
-ამ... უკაცრავად გიორგი აქ ცხოვრობს?(იკითხა გოგონამ ჩუმი ხმით...)
-დიახ აქ ცხოვრობს გინდა დავუძახო?(უთხრა თათამ და ანიშნა სახლში შემოსულიყო)
-დიახ თუ შეიძლება დაუძახეთ და მადლობთ აქ დაველოდები მირჩევნია(თქვა გოგონამ და ძლივს გაიღიმა)
-ახლავე... (უთხრა თათამ და გიოს ოთახისკენ წავიდა...მალევე გამოგლიჯა სახლის კარი გიორგიმ და დააიგნორა დედამისი შეკივლებ როცა მისი დალურჯებული სახე დაინახა თათამ...)
-გისმენ თიკო (უთხრა უემოციოთ სადარბაზოში გასულმა გიორგიმ წინ მდგარ თვალებაწყლიანებულ გოგოს)
-გიო...მაპატიე რა...
-რა უნდა გაპატიო თიკო(ამოილაპარაკა ცინიკური ღიმილოთ გიორგიმ)
-მოვდივარ და იმისთვია გთხოვ პატიებას რაც არ არის ჩემი ბრალი შენ კი ცინიკურად მელაპარაკები...რა ხდება გიო ასეთი არ მახსოვხარ...
-მართალიხარ არ არის შენი ბრალი რომ სხვა შეგიყვარდა და არა მე მაგრამ შენი ბრალი ისაა რომ მაშინ ან ერთი უნდა აგერჩია ან მე ან ის...შენ კი იმდენი ქენი...იმდენი გვეკიდე ორივეს კისერზე და იმდენი ითამაშე ჩვენით და ჩვენს ნერვებზე ბოლოს მეც დამკარგე და ისიც...ჩვენც გვაჩხუბე ერთმანეთთან და ბოლოს მაინც საკუთარი თავი დაიტანჯე...მეყო თიკო ისიც რაც გამიკეთე ახლა კი შემეშვი და მომეცი უფლება გავაგრძელო ცხოვრება მშვიდად...მშვიდობით თიკო (თქვა გიომ და სახლში გუჩინარდა გოგონამ ერთი ჩაილაპარაკა მშვიდობითო და სადარბაზოდან გავიდა)

გიო საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად ...იქიდან ადევნებდა თვალს და-ძმებისა და დედ-მამის ცხოვრებას.. ყველაფერი კარგად მიმდინარეონდა მათ ცხოვრებაში...ანდრია და თათა მშვიდად აგრძელებდნენ ცხოვრებას მის გადარეულ სამეგობროსთან ერთად...მერე იყო შვილების,ნათლულების,სიძეების და რძლების შემომატება სამეგობრში...ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა რომ გეკითხათ არც კი გაიხსენებდნენ იმ ძველ დროს...იმიტომ რომ ეს იყო მათი საშინელი,ცუდი წარსული...აღარ იხსენებდნენ ახლა როცა მათ შვილებს უყურებდნენ და ხვდებდნენ ის უბედურება რაც მათ გამოიარეს ის ცუდი,საშინელი დღეები წარსულს ჩაბარდა და ახლა ისევ ძველი,ნამდვილი 'თბილისელები' იყვნენ...

--------------
ზაფხულის ერთი მზიანი შაბათ-კვირა იყო...ანდრია და თათა სახლში იყვნენ და უყურებდნენ როგორ 'ღლაბუცობდნენ'მათ თვალწინ თავიანთი შვილები...
-ანდრი (დაუძახა თათამ და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა)
-გისმენ თათუ...(ანდრიამ შეხედა და შუბლზე აკოცა)
-წამო რა გიორგის საფლავზე ავიდეთ...რამდენი ხანია არ ავსულვართ... ბავშვებსაც დავურეკოთ(უთხრა თათამ და ინსტიქტურად ბავშვებს გახედა...)
-ავიდეთ ხო...დიდიხანია აღარ ვსტუმრებივართ... (თქვა ანდრიამ და მოციმციმე თვალება იოანე მუხლებზე დაისვა)
-მამა... (ცისფერი თვალები შეანათა ანდრიას)
-ხო მა...რაიყო...
-ჩვენც წამოვალთ რა გიორგი ძიას სასაფლაოზე...(უთხრა და დედას მოეხვია)
-წამოთ მა...მიდი მოემზადეთ და წავიდეთ...

იმ დღეს ყველა ერთად შეიკრიბა გიორგის საფლავზე...ლაპარაკობდნენ...იცინოდნენ...ამბებს იხსენებდნენ...
გიორგის ახლოს ყოფნას გრძნობდნენ და ამითაც კი ბედნიერდებოდნენ...

საღამოს გიორგი და ცოტნე (მარიშკას და ლუკას შვილი) დაადგნენ თავს...გერმანიიდან ახალ ჩამოსულები იყვნენ...ყველა გაახარეს და ორმაგი შოკი იყო გიორგიმ რომ გოგო მოიყვანა მშობლებს,დეიდებს და ბიძიებს გააცნო და უთხრა ცოლი მომყავსო...

როცა გიორგის ქორწილში უყურებდნენ გიორგის,ცოტნეს,ლუკას ბედნიერს თავიანთ ცოლებთან ერთად ხოლო გოგონებს...მათ შვილებს საქმროებთან და ქმრებთან ერთად ანდრია და თათა კვლავ ერთმანეთის წინ იდგნენ და ამბობდნენ:

-მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები

-მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები

და სწორედ მაშინ როცა ახალი წელი დადგა...ცა მაშხალებით აბრჭყვიალდა და ქალაქი ასაფეთქებლების ხმებმა მოიცვა...ციდან რომ თეთრი ფიფქები წამოვიდა და უცებ გაისმა ქალის ყვირილის ხმა...და სწორედ მაშინ საბა წერეთელი გიორგის პირველი შვილი რომ მოევლინა ამ ქვეყანას თათა და ანდრია...მარიკუნა და ლუკა...კატო,სალომე,ნინიკო,ნიკუშა და რატი... და შეუმჩნევლად შორიდან მომცინარი გიორგის ლანდი...ყველანი მათი პალატის წინ იდგნენ აწ უკვე ბებია-ბაბუების ტიტულებით და უყურებდნენ მათ შვილებს რომლებთაც უკვე დიდიხანია წაერთმიათ მათი თავდაპირველი სახელი და ახლა თვითონ აეკრათ ტიტული 'თბილისელები' რომელთა მემკვიდრეების პირველი წარმომადგენელი თვალების ცეცებით შესცქეროდა მათ და პატარა ხელებს მამიკოს ტორებს უჭერდა...

                          დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

▪ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით ვინც კითხულობდით ამ მოთხრობას...ჩემი პირველი მოთხრობა იყო ამ გვერდზე და ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ისტორია...გმადლობთ კიდევ ერთხელ ვინც  კითხულობდით და თქვენი აზრს აფიქსირებდით...❤❤❤????



№1 სტუმარი სტუმარი მარია

საოცრება იყო! ასეთი ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხავს! ბევრი ვიტირე ბევრი ვიცინე????????❤️ძაან კარგად წერ❤️ასე გააგრძელე!❤️❤️❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent