თბილის'ელები (მეორე ნაწილი სრულად)
-გამარჯობა ნატო დეიდა ვიზიარებ... -მადლობა ჩემო ლამაზო გოგო ძალიან დიდი მადლიბა...მადლობა რომ პატივი მიაგე მის სულს ხომ იცი როგორ უყვარდი ,არასდროს ბრაზობდა შენზე გულწრფელად -ვიცი ნატო დეიდა და გპირდებით რომ პასუხს ვაგებინებ მას ვინც ეს ჩაიდინა გპირდებით.. მალევე მოვშორდი ნატო დეიდას და ეზოს უკანა მხარეს გავედი. ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე, ტუჩებს შორია მოვიქციე და სანთებელას ძებნა დავიწყე, როცა ვიღაამ მოუკიდა, გავიხედა და ისევ ლუკა... -როგორ მოხდა? (შევეკითხე მე) -საღამოს ყველანი ბარში ვიყავით, როცა ლაშაც იქ გაჩნდა,არვიცი რა დაემართა, გიორგიმ0 წამოიძახა მოვკლავ ამ ნაბიჭვარს, მას ეს როგორ აკადრაო და მისკენ გაიქცა, მაგრამ შევაკავეთ...ცოცხალი თავით არაფერს არ ამბობდა, მაშინ იმ სიტყვებში რა იგულისხმა...1 კვირაში მასთან ვიყავით შეკრებილები ლაშამ რომ დარეკა რაღაც გვაქვს გასარკვევიო,ჩვენც ბიჭები წავედით შუა ჩხუბში იარაღი ამოიღო და ორჯერ ესროლა გიოს...შემდეგ კი გაიქცა გიოსთან რომ მივედი თქვა ,,ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო,ის მას არ აპატიებდა არაფერს ალბათ რევანშისთვის ემზადება და მალე მიაზღვევს სამაგიეროს ჩემთვისაც და იმისთვისაც რაც გაუკეთა, გთხოვთ აპატიეთ რადგან ის მართალი იყო, მე უკვე ვაპატიე" ძლივს თქვა და მორჩა ამას ისმენდა თათა და ცრემლები დაუკითხავად მოსრიალებდნენ მის ლოყებზე...თათამ იცოდა, რომ მას ეხებოდა ეს სიტყვები, მაგრამ დანარჩენები საოცარ გაურკვევლიბაში იყვნენ... -ის მართალია ყველაფრისთვის მიიღებს (ჩავიჩურჩულე და ლუკას ხმისამოუღებლად გავეცალე,წინა ეზოში რომ გავედი დავინახე როგორ შემოდიოდნენ ეზოში სალომე,მარიამი და კატო... გავშეშდი არვიცოდი რა უმდა მექნა... ისინი ჩემსკენ წამოვიდნენ და წინ დამიდგნენ... -რაიყო თათა გაგახსენდით?თუ რა მოხდა?რომ დაგვიკიდე მაშინ არაფერი და ეხლა გგონია შენს ნიანგის ცრემლებს დავიჯერებთ?არა არასდროს ვეღარ მოგვატყუებ (ჩაისისინა კატომ) -ვიცი კატო რომ აღარაფერი მოხდება ისე როგორც ადრე და არაფერსაც არ ვამბობ, უბრალოდ ვიზიარებ, მალევე წავალ არ იდარდოთ (ვუთხარი და გავეცალე იქვე მანქანასთან მდგომ მიშოსთან მივედი და მთელი ძლით მოვეხვიე) -მათ მე შემიძულეს (ვთქვი და კვლავ ჩავრგე თავი მის კისერში) მიშომ ფრთხილად ჩამსვა მანქანაში და სახლისკენ დაიწყო სვლა -მიშო -გისმენ -დედას სასაფლაოზე ავიდეთ გთხოვ -კარგი (მითხრა და მიმართულება შეცვალა,ყვავილების მაღაზიაში შევიარე და წითელი ვარდების დიდი თაიგული ვიყიდე სასაფლაოზე რომ ავედით ყვავილები იქვე მდგარ ლარნაკში მოვათავსე და იქვე ჩამოვჯექი ვაკვირდებოდი ცივ ქვას რომელზეც დედას მომღიმარი სახე იყო გამოსახული და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას ჩემს სახეზე,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მთელი ხმით ავტირდი, მიშო გვერდით მომიჯდა ჩამიხუტა და მეჩურჩულებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მე ამის გადატანასაც შევძლებდი რომ ძლიერი ვიყავი და დედა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო...როდესაც ტირილით ვიჯერე გული,მიშოს უფრო მაგრად მოვხვიე ხელი და დავსვი ის კითხვა რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე გულს მიწუხებდა) -მიშო რატომ მაინც დამაინც ჩვენ?რატომ მე რატომ? -მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ თათუსი ეგ მხოლოდ ღმერთმა იცის -მას ყველაფერი გაუგია...გიოს გაუგია ჩემს შესახებ და უთქვამს ის ალბათ რევანშისთვის ემზადება აუცილებლად იძიებს შურს მისთვისაც და ჩემთვისაცო გესმის?მას უთქვამს მე მას ვაპატიე და თქვენც უნდა აპატიოთ მისი ბრალი არაფერი ყოფილაო...მიშ რა უნდა ვქნა მითხარი როდესაც ასეთი ადამიანი დავკარგე?ხოიცი როგორ მიყვარდა თითოეული მათგანი?ხოიცი როგორ ვაღმერთებდი ყველას?ხოიცი გიო რასაც ნიშნავდა ჩემთვის?რატომ ის?ჩემს გამო?მე შემეწირა? -მომისმინე თათუ,მან გაპატია და მიხვდა რის გამოც გააკეთე ყელაფერი,ხო გაპატია ჩემო პატარა და იცოდა რომ გაიგებდი მის ამ სიტყვებს,ხო გაიგონე რაც თქვა, ახლა შენ უნდა გააკეთო ისე რომ სამუდამოდ ჩააყუდო ციხეში ის ... -ჩემი ბრალია...ჩემს გამო დაიწყო მასთან კამათი...ნეტავ იმ დღეს არ გადაგერჩინეთ და იქვე დამესრულებინა ცხოვრება ახლა ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი იქნებოდა...ვერწარმოიდგენ რამდენჯერ მინატრია ეგ... -ეგ აღარ გაიმეორო თათუ ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს, გთხოვ აღარ გაიმეორო,შენ რომ ახლა არ ყოფილიყავი უარეს დღეში ვიქნებოდით...ახლა კი ცოტა დაწყნარდი,მოეშვი თვითგვემას და წავიდეთ სახლში ცოტა დაისვენე და ისევ წაგიყვან .... -კარგი (ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე...სახლში მალევე მივედით, ცოტა ვილაპარაკეთ, ყველას მოვესიყვარულე და დასასვენებლად წავედი დავწექი მაგრამ ვერაფრით მოვისვენე,ჩემდა უნებურად ყოველთვის გიორგისკენ გარბოდა ფიქრი,მალევე ჩამეძინა, მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული კოშმარმა გამომაღვიძა...ვტიროდი გულამომჯდარი ვტიროდი,ვერც შევამჩნიე ისე შემოცვივდნენ ოთახში, საბა მოვიდა და მომეხვა, მეც მთელი ძალით მოვხვიე ხელები და კვლავ გავაგრძელე ტირილი, ყველა გავიდა ოთახიდან მხოლოდ საბა თოკო და მიშო დარჩნენ, მე საბას ვეხუტებოდი და როდესაც მის სურნელს და ხელებს ვგრძნობდი, მიჩნდებოდა ისეთი შეგრძნება რომ გვერდით მყავდა ვიღაც და არ ვიყავი მარტო...მალევე ჩამეძინა საბა მეხვეოდა და მამშვიდებდა დანარჩენები კი მეორე ოთახში იყვნენ და მესმოდა მათი ამოძახილები იმაზე თუ როგორ არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ ჩემს დასამშვიდებლად,დიდხანს არც მძინებია მხოლოდ სამისაათი,როგორც კი თვალი გავახილე საბა დავინახე და გამეღიმა,მთელი ძალით დავუკოცნე ლოყები და სააბაზანოსკენ წავედი...სარკეში ვაკვირდებოდი ჩემს თავს აბურდულ თმას,უსიცოცხლო ლოყებს,ჩაწითლებულ თალებს და მის გარშემო ზოლებს და მიჩნდებოდა ის სურვილი რომ საერთოდ გავმქრალიყავი ამ ცხოვრებიდან. შხაპი მივიღე,პირსახოცი შემოვიხვიე და ისე დავბრუნდი ოთახში...საწოლისკენ გავიხედე და საბა და თოკო შემჩნენ ხელში რომლებიც მიყურებდნენ და სევდიანად მიღიმოდნენ,მათკენ წავედი და მთელი გულით მოვეხვიე ორივეს) -როგორ მოგვენატრე თათუსი (მითხრა თოკომ) -როგორ გვაკლდი ვერც კი წარმოიდგენ (გააგრძელა საბამ) -მეც მასე ვიყავი...სასწაული მონატრება მიპყრობდა მაგრამ... -ხომ აღარ წახვალ?(მითხრა საბამ) -სამწუხაროდ კი საბუ, უნდა წავიდე, ოღონდ ჯერ აქ უნდ მოვაგვარო რაღაცეები,ალბათ კიდევ 1 თვე დავრჩები,შემდეგ კი წავალ -კარგი რა თათუსი,კარგი რა (აწუწუნდა თოკო) - საბუ რა გადაწყვიტე ჩემს შემოთავაზებაზე, წამოხვალ ჩემთან?(ვკითხე საბას) -კიდევ მაქვს დრო და მოდი დავფიქრდები კარგი? -კარგი ჩემო პატარა...ახლა კი უნდა ჩავიცვა და გთხოვთ... -კაი ხო წავედით და ისე არ წახვიდე საჭმელი რო არ ჭამო კაი?(მითხრა თოკომ) -კაი (ვუთხარი და რაც შემეძლო გავუღიმე) ჩავიცვი შავი ჯინსისშარვალი, ასევე შავი ზედა ფეხზე შავი მაღალქუსლიანი ბათინკები,და ზემოდან მოკლე ტყავის ქურთოუკი(რადგან გარეთ წვიმდა) მთელი ოჯახუს დაჟინებული თხოვნით 2 ლუკმა ძლივს შევჭამე და მაშინვე გავვარდი სახლიდან,მიშოც უკან გამომყვა წუწუნით მაგრამ მალევე გაჩერდა რადგან მიხვდა არ ვუსმენდი...მანქანა ეზოსთან გააჩერა მე ცოტახანი შევყოვნდი -თათუსი გინდა წავიდეთ უკან? -არა არავითარ შემთხვევაში,არავის და არაფრის გულისთვის, უნდა ავინაზღაურო დრო რომელიც გიოსთან ვერ გავატარე,შენ წადი და დაგირეკავ აქ რომ არ მელოდო -კაი მიდი (მოვეხვიე და მანქანიდან გადავედი,სწრაფი ნაბიჯით წავედი კორპუსისკენ, შიგნით რომ შევედი დავინახე ხალხის მოშტერებული მზერა რომელთაც უკვე დაეწყოთ ჭორაობა ჩემზე...იქვე გადავაწყდი სიძულვილით გადაჭედილ თვალებს რომლებიც ჩემსკენ იყო მოპყრობილი,მეც არავისთვის მიმიქცევია ყურადღება ისე ავედი 4 სართულზე...ბინაში შევედი და გავშეშდი,გავქვავდი,კი ვიცოდი რომ მომიწევდა მათთან შეხვედრა მაგრამ მაინც მწარე ყოფილა როცა ხედავ როგორ შემოგცქერის საყვარელი ადამიანების სიძულბილით ანთებული თვალები არ მიმიქცევია ყურადღება ნატო დეიდასთან(გიოს დედასთან) მივედი და მოვეხვიე) -შვილო შენთან რაღაც საქმე მაქვს ისე არ წახვიდე რომ დასაფლავების შემდეგ არ შემომიარო რაღაც საქმე მაქვს... -აუცილებლად ნატო დეიდა(ვუთხარი და ცრემლიანი თვალებით მოვეხვიე იქვე იდგა გიორგის და მარიკუნა,,მათ"გვერდით და სევდიანი მზერა მოეპყრო ჩემთვის მეც ვეღარ გავუძელი და ნატო დეიდას ვთხოვე) -ნატო დეიდა რაღაც თხოვნა მაქვს და... -გისმენ შვილო -შეიძლება შევიდე გიოს ოთახში?ძალიან გთხოვთ -რათქმაუმა თათა შეგიძლია შეხვიდე(თავი დავუქნიე და თითქოს არაფერიო ისე ავუარე გვერდი ,,მათ" ალბათ გაინტერესებთ ვის ვგულისხმობ მათში... ახლავე გეტყვით: მარიკუნა ახალაძე კატო ნოზაძე სალომე ბენდელიანი ნინიკო ჩხიკვიშვილი ნიკუშა გაჩეჩილაძე ლუკა გოგაბერიშვილი რატი წერეთელი და... არა ის არიყო ის ერთადერთი რომლის დანახვა ახლა ერთდეოულად შვებასაც მომგვრიდა და გამაწამებდა კიდეც...ვერ ვხედავდი აქ არიყო არადა თან ველოდი თან არა... ველოდი ყველაზე დიდ ტკივილს ჩემი პირადი ცხოვრებისა და ჩემს სამუდამო ერთადერთ სიყვარულს... იცით რამხელა ტკივილი იყო ჩემთვის მათი ასეთი სიძულვილის დანახვა ჩემდამი? ზოგთან 15 წლიანი ზოგთან კი თუნდაც 10წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა...ნუ იმ დროს აღარ ვთვლი რაც აქედან წავედი და ასე და ამგვარად მივიღე ის რაც არდამიმსახურებია, მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვარ რომ ისინი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან...) გიოს ოთახში რომ შევედი იმწამსვე ვიგრძენი მისი სუნამოს სურნელი რომელიც სულ თან დასდევდა...ცხვირში მომიღიტინა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ის რასაც ახლა განვიცდიდი მონატრებაზე,სიყარულზე და დანაშაულზე დიდი იყო ცამდე იყო და ცის იქით...მის საწოლთან მივედი დავჯექი და არემარეს მოვავლე თვალი ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე არაფერი შეცვლილა...საერთოდ არაფერი ვხედავდი მის საწერ მაგიდას რომელზეც არეულად ელაგა ფურცლები მის ზემოთ წიგნების თაროს ,მის წინ გიტარას და გვერდით საწოლს რომელზეც მე ვიჯექი...წამოვწექი ,თავი იქ დავდე სადაც ოდესღაც მას ედო და ბალიში მივიხუტე რომელსაც გიორგის სურნელი ასდიოდა...ჩავიხუტე და ამდენს ვეღარ გავუძელი ავტირდი ხმით ვტიროდი მაგრამ უხმოდ მთელს ემოციას გადმოვცემდი მაგრამ მას ღრმად გულის სხვადასხვა კუნჭულში ვმალავდი...ხელზე ვიკბინე რომ დამემალა ის არაადამიანური ხმა რომლის გამოცემაც ახლა მინდოდა ვტიროდი და თან ვიხსენებდი ყველა იმ მომენტს რაც ჩემს გიოსთან მაკავშირებდა...საწოლზე ტანით ჩამხობილი ვიყავი და გიოს ბალიშს მთელი ძალით ვეხუტებოდი მომტირალი როცა, მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი) გავიხედე და -ლუკა?(აღმომხდა ჩახლეჩილი ხმით) -გამარჯობა თათა(მასაც ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო) -გამარჯობა... (ის ჩემს გვერდით ჩამოჯდა...ორივე ვდუმდით თითქოს გაფაცივებით ვუსმენდით იმ სიჩუმეს რომელიც გამეფებული იყო ოთახში) -როდის გაასვენებენ? (ვკითხე ისეთი ხმით რომ მე ძლივს გავიგე) -ზეგ გაასვენებენ...როგორ გაიგე? -ნიკუშამ დამირეკა...და ის დაიჭირეს? -არა...მაგრამ აუცილებლად დავიჭერთ და დაისჯება... (ისევ სიჩუმე...აი იცით როგორი სიჩუმე?გამაყრუებელი სიჩუმე...) Author's pov ორი...მხოლოდ ორნი იყვნენ ოთახში...ორივეს ესმოდა საკუთარი გულის ბაგაბუგი...8 წელი...8წელი იყო გასული მას შემდეგ რაც ბოლოს ნახეს ერთმანეთი...აღუწერელი მონატრება აკავშირებდათ ერთმანეთთან, ბოლოსდაბოლოს საბავშო ბაღიდან ერთად მოდიოდნენ და საფიცრად ყავდათ ერთმანეთი, მაგრამ არცერთი დამდა პირველ ნაბიჯს ...არა კიარა ვერა...ვერ ბედავდნენ... -ის რომ ახლა შენს გვერდით ვზივარ და არა სხვების და ახლა გელაპარაკები არმიიღო ისე რომ ყველაფერი გაპატიე და ისევ ძველებურად ვიქნებით მე უბრალოდ...ეს ჩემი მოვალეობაა... თათას გულში ჩაუკვდა და ღრმად შეიკეტა იმედის ის ერთი ნაპერწკალიც რომელიც ასე თუ ისე აძლიერებდა მას...ორივემ მშვენივრად იცოდნენ რომ ლუკა ამ სიტყვებით თავს იტყუებდა მხოლოდ და მხოლოდ, სინამდვილეში ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ აპატია...ისე უნდოდა ახლა მისულიყო და ჩაეკრა გულში მაგრამ ვერ ბედავდა რადგან ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა...ეწინააღმდეგებოდა მის სიამაყეს... და თათა?..თათა უბრალოდ ერთ რამეს ფიქრობდა ,,ნეტავ მაშინ მოვმკვდარიყავი"მხოლოდ და მხოლოდ ეს უტრიალებდა გონებაში...როგორც იქნა მოიკრიბა ძალა და თქვა 1 წინადადება რომელსაც მთელი გული და სული ამოაყოლა... -ვიცი ლუკა...ვიცი რომ არაფერი აღარ იქნება ძველებურად რადგან გიორგიმ დაგვტოვა მე კი უკვე რვა წელია აღარ ვარსებობ...მხოლოდ ჩემი ფიტული დაიარება ამ ქვეყანაზე და ალბათ ისიც მალე გაქრება...მადლობა რომ ასე იქცევით...მე ამის ღირსიც კი არვარ......ეს აიღე (კონვერტი გაუწოდა)მინდა ჩემი წვლილიც შევიტანო გიორგის დაკრძალვაში...ახლა კი მშვიდობით... იმედია ბედნიერები იქნებით... ლუკა მთლიანად შეძრა თათას ნათქვამმა,შეძრა მისი სული და გული,გული რომელიც ვერ იტევდა თათას სიყვარულს...არიცოდა რა ეგრძნო გაშეშდა,გაქვავდა,გაყვითლდა,გაწითლდა აღარ იცოდა რა ექნა...იცოთ რატომ?იმიტომ რომ დაინახა მის წინ მდგომი უცნობი რომელიც სულაც არ იყო მისი თათუსი არიყო ის ლაღი გოგონა რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა... გამოაბიჯა თათამ ოთახიდან თუ არა დაინახა იქვე მდგომები რომლებიც ამრეზით უცქერდნენ...შეხედა თბილად და სევდიანად გაუღიმა და წავიდა...წავიდა მაგრამ არ იცოდა სად მიდიოდა...წავიდა გაურკეველი მიმართულებით...თვალებდახუჭული მიაბიჯებდა კოკისპირულ წვიმაში და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა,, მოკვდი თათა,მოკვდი,მოკვდი,შენ არ იმსახურებ სიცოცხლეს,მოკვდი" და იყო:მანქანის მუხრუჭების ხმა,ხალხის კივილი,ლუკას განწირული ყვირილი და სიბნელე... ლუკა's pov ვერმოვისვენე, ვერგავძელი იქ სადაც თათაზე ლაპარაკობდნენ...თითქოს რაღაც მეუბმებოდა გაყევი ლუკა გაყევი...რაღაც კი არა...დაიფიცებდა რომ გიორგის ხმა გაიგო...სწრაფად წამოვარდა ფეხზე და კიბეებისკენ წავიდა პირველ სართულზე სირბილით ჩავიდა ზემოდ ამომავალი ანდრია რომ დაინახა... -რამოხდა ლუკა?მშვიდობაა? -წამოდი სწრაფად -რამოხდა (უკან მიზდევდა და თან ეკითხებოდა წერეთელი) სწრაფად გამოხსნა მანქანის კარი და უპასუხა -გავიგონე...მისი...გიორგის ხმა გავიგონე... -რაა?სულ გამო*ირდი? -გიორგის სულს და შენ ძმობას გეფიცები თუ არ გამეგონოს... -მერე რა გითხრა? -გაყევიო მეჩურჩულებოდა? -და ვის? -თათას -ჰაჰ -არმეცინება ანდრია...თათა იყო ისეთი რაღაცეები მელაპარაკა უეჭველი... და სათქმელი არ მქონდა დამთავრებული,რომ თათა დავინახე როგორ გადადიოდა თალდახუჭული გზაზე...და შოკისგან გავითიშე ერთადერთი რაც მახსოვს იყო როგორ ვიყვირე -თათააააა...სწრაად სასწრაფოში დარეკეთ,სწრაფად მასთან მივედი,ანდრია ისევ იმავე ადგილას იდგა,გაქვავებული... თათამ ნახევრად გახელილი თვალებით შემომხედა სევდიანად გამიღიმა და ამოიჩურჩულა -ახლა მაინც დამაცადეთ წავიდე მალევე მოვიდა სასწრაფო...მე მანქანაში ჩავჯექი და ანდრიას დავუყვირე რომელიც გაქვავებული იდგა ისევ ისე როგორც დავტოვე...ისიც სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და საავადმყოფოსკენ წავედით...სწრაფად დავრეკე მიშოს ნომერი და ვუთხარი საავადმყოფოში მოსულიყო... ვიცოცი ვერდავტოვებდი ისიც ვიცოდი ანდრია არ შემოვიდოდა...ამიტომ ის გავუშვი და დავპირდი ყველაფერს შეგატყობინებ მეთქი... საოპერაციოში შეიყანეს მე იქვე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე მის სიტყვებზე ,,ახლა მაინც დამაცადეთ წავიდე" რას ნიშნავს ეს სიტყვები რა მოხდა სინამდვილეში... ამასობაში მიშო,თოკო ,საბა და ილია ბიძიაც მოვიდნენ...იმწამსვე მომვარდნენ და მკითხეს -როგორაა? რა მოხდა? მე ყველაფერი მოვუყევი ისინისც მოუსვენრად იყვნენ აღარ იცოდნენ სად წასულიყვნენ ამასობაში ექიმიც მოვიდა და გვითხრა -ყველაფეეი კარგადაა,არყოფილა მძიმედ,ტვინის შერყევა აქვს და ასევე ხელის მოტეხილობა მალე გადავიყვანთ პალატაში შვებისგან ამოვისუნთქე...ანდრიას დავურეკე და შევატყობინე მანაც შვებისგან ამოისუნთქა, ვიცოდი რომ უყვარდა ვიცოდი არ შეცვლილა მისი გრძნობები მაგრამ არ აღიარებდა... -მიშო (დავუძახე მიშოს რომელიც კედელს მიყრდნობოდა) -გისმენ -ერთიწუთით რაღაც საქმე მაქვს (ვუთხარი და გამოსულიყო ვანიშნე) საავადმყოფოს უკანა მხარეს ავედი და ვუთხარი... -მიშო რაღაცას გკითხავ და გთხოვ მიპასუხე ოღონდ სიმართლე ძალიან გთხოვ თათას გაფიცებ... -კარგი გისმენ -თათას რომ მანქანამ დაარტყა იმწამსვე მივედი მასთან და იცი რა მითხრა?ახლა მაინც დამაცადეთ წავიდეო ეს რას ნიშნავს? რა იგულისხმა ამაში? მიშომ ერთი ამოიოხრა -მგონი ჯობია ეს თვითონ მან გითხრას გთხოვ მე ნუ დამაძალებ...არის რაღაც რაც მისგან უნდა გაიგო მე ეს არ მეხება კარგი? -კარგი (ვუთხარი და ისევ შევბრუნდი საავადმყოფოში, თათა უკვე პალატაში ჰყავდათ გადაყვანილი) -კარგად არის უკვე გაიღვიძა (თქვა ილია ბიძიამ) -შეიძლება შევიდე?(ვთქვი მორიდებით) -რათქმაუნდა მიდი პალატაში რომ შევედი პირველი დავინახე თათას ჩაწითლებული თვალები რომლებიც ცრემლებით იყო სავსე...და ჩვეული თაფლისფერის ნაცვლად შავი გამხდარიყო... ტიროდა... თავიგვერდით მიებრუნებინა და ტიროდა... არმიყურებდა... მაგრამ მკითხა ... -რატომ არ მაცადე?რატომ არ მაცადე მოვშორებოდი ამ საზიზღარ ადგილს?(მითხრა ჩახლეჩილი ხმით) -იმიტომ რომ აქ ბევრს სჭირდები, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა... -არავის ვჭირდები იცი რატომ?იმიტომ რომ მე არ მჭირდება საკუთარი თავი -სჭირდები...ბევრს სჭირდები (მაინც ჩემსას ვამბიბდი) -მაინც ვის (შემომხედა და სახეზე სიმწრის სიცილი დასთამაშებდა) სიჩუმე... სიჩუმე... სიჩუმე... -მამაშენს,ბებიას,მიშოს,თოკოს,საბას(გავჩუმდი...როგორღაც მოვიკრიმე ძალა და ვთქვია) და...და...და მე -რაა? -მეც მჭირდები (ვუთხარი და მთელი ძალით ჩავიკარი გულში,ატირდა...ვეხუტებოდი ვაწყნარებდი ის ისევ ტიროდა) -ვიცი... (ვუთხარი ჩუმად) -რაა?რა იცი ?(დაიბნა თან შეშფოთდა) -ვიცი რომ რაღაც მოხდა...გთხოვ მითხარი რა მოხდა სინამდვილეში...გთხოვ გაჩუმდა... გავჩუმდი... ცოტახანი სრული სიჩუმე ჩამოვარდა.... როგორციქნა ამოიღო ხმა... -კარგო ოღონდ უნდა დამპირდე რომ არავის ეტყვი საერთოდ არავის მხოლოდ მამამ და ჩემმა ძმებმა იციან...ინდა შემინახო ეს საიდუმლო დაიფიცე... -შენს თავს გეფიცები თათუ (ვუთხარი და დავინახე მის სახეზე აღუწერელი სიხარული...დაიწყო მოყოლა...ყველაფერი მითხრა...იმ დღიდან როცა მოხდა ყველაფერი- დღემდე...მერე იყო მისი ტირილი წარსულის გახსენებისას,ჩემი გული რომელიც ორად გაიხლიჩა და სინდისი რომელიც მეუბნებოდა თუ რა უნამუსოდ და უსინდისოდ მოვექეცი თათას) -მაპატიე (მხოლოდ ეს აღმომხდა და მთელი გრძნობით მოვეხვიე ატირებული,ჩემს პატარა გოგოს) თათა's pov 2 დღე გავიდა მას შემდგ რაც მანქანა დამეჯახა...მას შემდეგ არ ვყოფილვარ გიორგისთან სახლში...მხოლოდ შორიდან შევხედავ ისე რომ არავინ დამინახოს და მოვდივარ...ახლა სასაფლაოებს შორის ვდგავარ ხის ქვეშ და შორიდან გავცქერი როგორ ასაფლავებენ გიორგის ცრემლები თავისით კიაფობენ ჩემს სახეზე...ლუკამ რამდენჯერმე შემომხედე და მანიშნა გამაგრდიო...მიშო კი რომელიც ჩემს გვერდით დგას მეხუტება და ხელს მხვევს რომ არ წავიქცე...ყველაფერი წესების მიხედვით ჩატარდა უკვე დაასაფლავეს...ხალხიც გაიხიკა...მხოლოდ მშობლები და მეგობრები დარჩნენ...ის ხალხი ვისაც ნამდვილად ადარდებდათ გიორგი და არა ფარისევლურად...მალე ყველანი წავიდნენ...მხოლოდ ლუკა დარჩა...მეც მივედი სასაფლაოსთან და იქვე ჩავიკეცე,უკვე ტირილის თავიც აღარ მქონდა ისეთ დღეში ვიყავი მიშომ ფრთხილად წამომაყენა და იქვე დამსვა... -უნდა გავმაგრდეთ თათუ სზვა გზა არ გვაქ(ამოიოხრა ლუკამ) -მაპატიე გიო (ამოვიჩურჩულე მე) -ლუკა ახლა მაინც ხომ იცი ყველაფერი და აქედან გამომდინარე უთხარი რომ გიოს სიკვდილი მისი ბრალი არაა (ჩემსკენ ანიშნა) -მოიცადე შენ მასე ფიქრობ...კარგი რა თათუ აბა დაფიქრდი ეგრე რო იყოს გიო იტყოდა მე ვაპატიე ახლა თქვენც აპატიეთო?ან ჩემს გამო შურს იძიებსო? -კარგი უბრალოდ...არვიცი (ამოვიტირე მე...უცებ ჩემი მობილურის ხმა გაისმა ვუპასუხე დედექტივი იყო რომელიც მე ჩამოვიყვანე ამერიკიდანე) ტელეფონზე* -გისმენთ (ვუპასუხე) -ქალბატონო თათა...გამომივიდა...ყველაფერი რიგზეა...ყველაფერი მოვიძიე...მოვიგებთ სასამართლოს... -რამდენი წელია შესაძლებელი... -ჩემი მოპოვებული მასალებით ალბათ 30-40 წელი მისი სახლი გავჩხრიკეთ უკანონო იარაღები და ასევე ნარკოტიკები აღმოვაჩინეთ...ის ვიდეო კადრებიც მოვიპოვეთ თქვენ რომ...ხომ ხვდებით და ასევე იარაღი ვიპოვე რომლიდანაც გავარდა ის ტყვია რომელიც ექსპერტიზამ გარდაცვლილის სხეულში აღმოაჩინა... -ანუ მოვიგეთ? -დიახ ყველაფერი მოვაგვარეთ ჩვენ მოვიგებთ -გმადლიბთ ემილი სასამართლო 1 კვირაშია შემდგ უკან ვბრუნდებით მე ჩემს მდივანს ვეტყვი და დღესვე გადმოგირიცხავთ ანაზღაურებას...გმადლობთ ყველაფრისთვის -ეს ჩემი მოვალეობაა ქალბატონო თათა...ახლა კი დაგემშვიდობებით -ნახვამდის... -აბა? (შემეკითხა დაინტერესებულმა მიშომ და ლუკამ ერთად) -გამომივიდა...30-40 წელს მისცემენ ჩემს მიერ წარდგენილი სამხილებით... ბოლოჯერ დავხედე გიოს საფლავს და წამოვედი ... სახლში მივდიოდი მაგრამ გამახსენდა ნატო დეიდამ რომ მითხრა რომ მენახა გიოს დაკრძალვის შემდეგ ამიტომ მიშოს ვთხოვე... -მიშ გთხოვ გიოს სახლში წამიყვანე რა ნატო დეიდას რაღაც საქმე ჰქონდა და... -ახლავე... (მითხრა მიშომ და მიმართულება შეცვალა) კორპუსი მალევე გამოჩნდა...სწრაფად ავირბინე 4 სართული...კარზე დავაკაკუნე ცოტახნით სიჩუმე იყო კარიც არავინ გააღო...მაგრამ თხუთმეტ წუთში გაისმა საკეტის გადატრიალების ხმა კარი გაიღო და პირელი რაც დავინახე ირონიულ-სევდიანი ღიმილი იყო... -ა...ანდრია? -ჰო თათა ანდრია...აქ რატომ მოხვედი? -მე...მე უბრალოდ... -ანდრია შვილო ვინ არის?(გაისმა სახლიდან ნატო დეიდას ჩახლეჩილი ხმა) -შემოდი(მითხრა ანდრიამ და ცივი მზერით მომშორდა...ოთახში შევედი და დავინახე ჩემი განადგურებული მეგობრები...ჰაჰ ჩემი?..მეგობრები?...ძალიან საინტერესოა რომ ისევ ვაიმედებ თავს...) -რაიყო მაყაშვილი სინდისმა შეგაწუხა?(მითხრა ირონიულად სალომემ...არმივაქციე ყურადღება ნატო დეიდასკენ წავედი და მოვეხვიე) -გამარჯობა ნატო დეიდა -გამარჯობა შვილო...მე გითხარი რაღაც საქმე მაქვს თქო მაგრამ სინამდვილეში გიოს დანაბარები უნდა გადმოგცე... მითხრა და თეთრი კონვერტი გამომიწოდა... -ეს გიომ დაგიტოვა და თქვა რომ ეს შენს ხელში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ... -მადლობა ნატო დეიდა...უნდა გაძლიერდეთ ხომ იცით...გიოს არ ენდომებოდა რომ ცხოვრებაზე ხელი აგეღოთ... -ვიცი შვილო ვიცი...ნახვამდის და ნუ დაგვივიწყებ -ნახვამდის (კიდევ ერთხელ მივეხვიე ოთახს თვალი მოვავლე და წავაწყდი ირონიულ მზერებს და ჩემს საყვარელ შავ თვალებს რომელიც კიდევ უფრო გაშავებულიყო და ჩამქრალიყო...ერთი ,,ვნანობ"მზერით შევხედე ყველას და გამოვდიოდი როცა ლუკამ დამიძახა) -თათუ... -გისმენ -მოიცადე (მითხრა და ჩემსკენ წამივიდა სახლიდან გავედით თან კიბეზე ჩავდიოდით და თან ლუკას ველაპარაკებოდი) -რამოხდა?(ვკითხე დანაღვლიანებულმა) -რასაპირებ მოხვალ სასამართლოზე? -არა არ მოვალ გამოვიყენე უფლება და უკვე მივეცი ჩვენება ამიტომ არ დაასახელებენ ჩემს სახელს არ მოვალ მაგრამ სანამ ციხეში არ ვნახავ იმ ნაბიჭვარს მანამდე აქედან ფეხის ამდგმელი არ ვარ... -თათუ -გისმენ -მაპატიე რა... -ლუკა ჩემო ცხოვრებავ ხოიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო?! შენ არიცოდი სიმართლე და ამგვარად საპატიებელიც არაფერი გაქვს...ძალიან მიყვარხარ და აბა შენ იცი...იცოდე გელოდები ჩემთან ამერიკაში...ხო ჩამოხვალ ხოლმე? -ვნახოთ ვნახოთ...მეც მიყვარხარ ჩემო პატარა...ლუკას დავემშვიდობე ტაქსში ჩავჯექი და სახლისკენ წავედი... ანდრია's pov ,,-მაპატიე რა... -ლუკა ჩემო ცხოვრებავ ხოიცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო შენ არიცოდი სიმართლე და ამგვარად საპატიებელიც არაფერი გაქვს..." ეს სიტყვები მიტრიალებდა გონებაში მთელი დღეებია მანძილზე...რას ნიშნავს ეს ყელაფერი?რა მოხდა სინამდვილეში...ღმერთო ყველაფერი რატომ არის ასეთი ჩახლართული? -ლუკა(მივმართე ლუკას რომელიც ჩემს წიმ იჯდა) -რამოხდა? -რას ნიშნავდა შენი წეღანდელი დიალოგი თათასთან... -შენ რა იცი ან... -გავიგონე... -რას უნდა ნიშნავდეს?რაგინდა ანდრია? -უბრალოდ დამაინტერესა ეს 8 წელი ასე ადვილად როგორ აპატიე? -მე შეგეკითხე რაგინდა მეთქი -და მეც გაგეცი პასუხი(ვუპასუხე უკვე გაღიზიანებულმა) -არა შენ მითხარი ის რისი დაჯერებაც გინდა მე კი სიმართლე მინდა მხოლოდ და მხოლოდ -არვიცი,არაფერი არ ვიცი დაბნეული ვარ იცი როგორი დაბნეული ვარ?აი ყველაფერი რომ ერთმანეთში ირევა... ლუკას გაეღიმა -მე ვიცი... (მითხრა ღიმილით) -რა იცი? -მე ვიცი რას ნიშნავს ეგ ყველაფერი...გენატრება,ისევ გიყვარს მაგრამ შენს თავს ეწინააღმდეგები არგინდა რომ ასე იყოს...ეჰ ნეტავ ყველაფერი იცოდე (ბოლო სიტყვები ჩაიჩურჩულა მაგრამ მაინც გავიგე) -რას გულისხმობ (შევეკითხე დაინტერესებულმა) -რაზე მეკითხები? -შენს ბოლო სიტყვებში რას გულისხმობდი? -არა არაფერი (მითხრა დაბნეულმა და ოთახიდან გავიდა) ღმერთო რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? თათა's pov ოთახში იქეთ-აქეთ დავდივარ ხელში ტელეფონი მიჭირავს და ველოდები როდის დამირეკავს ჩემი ადვოკატი რომ მითხრას სასამართლოს გადაწყვეტილება... მიშო თავის საცოლესთან შესახვედრად წავიდა,მამა სამსახურშია,ბებო მეზობელთან წავიდა,ხოლო საბა უნივერსიტეტში ამრიგად სახლში მხოლოდ მე და თოკო ვართ...თოკო დივანზე ზის ნერვიულად ათამაშებს თითებს დივნის ხელზე და მიყურებს თუ როგორ დავდივარ ნერვიულად ოთახში...უკვე მოუთმენლობის პიკია თოკო სიგარეტს იღებს და ნერვიულად იქცევს ტუჩებს შორის...მეც მომინდა მაგრამო არასდროს,არასდროს ვიზამ ამას ჩემი რომელიმე ძმის ან ,,ძმაკაცის" თვალწინ...ისეთ დღეშივარ ლამის კედელზე მივაფშვნა ტელეფონი, რომ მისი გამაყრუებელი ზარი ისმის სიმშვიდე გამეფებულ ოთახში...სწრაფად ვპასუხობ ტელეფონს და თოკოს მინიშნებით სპიკერზე ვრთავ... -გისმენთ ბატონო კახა (ადვოკატი) -გამარჯობა თათა მოკლედ რახდება... საკმარისი მტკიცებულება არ აღმოჩნდა იმისთვის რომ გიორგის საქმეზე ბრალი დაედოთ...მაგრამ იმის გამო რაც გააკეთს...ნუ ხომ ხვდები...და ასევე უკანონო იარღისა და ნარკოტიკების შენახვისთვის მიუსაჯეს 35 წელი...ასე თუ ისე მაინც გილოცავ დამნაშავე დაისაჯა (ამოვისუნთქე ვერ წარმოიდგენთ რამდენად მომეშვა როცა ეს სიტყვები გავიგე) -მადლიბა ბატონო კახა ყველაფრისთვის მადლობა... - შვილო თუ რამეში დაგჭირდე შენს სამსახურში მიგულე -ნახვამდის... ვუთხარი და გავთიშე გახარებულმა გადავეხვიე თოკოს და ცრემლები წამომივიდა... -შევძელი,მე ეს შევძელი თოკ... -შენ ეს შეძელი და ეჭვი არც მეპარებოდა ჩემო ლამაზო (მითხრა და უფრო მჭიდროდ ჩამიკრა გულში) მალევე მოვიდა ყველა სახლში და ახალი ამბავი რომ ვახარე ყველამ შვებით ამოისუნთქა...საღამოს ჩემს ოთახში ვიყავი, როგორც ყოველთვის გიოს დასაფლავების შემდეგ, ოთახში თოკო შემოვიდა -თათუ!(მითხრა დანაღვლიანებულმა თოკომ გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა) -გისმენ თოკ (ვუთხარი ტირილისგან ხმაჩამწყდარმა...აბა როგორ მთელი 3 დღეა ოთახში გამოკეტილი ვარ და ვტირი დღევანდელი დილის გამოკლებით როცა სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდი...) -თათუ ხოიცი არშეიძლება ასე არც ჭამ არც სვამ მთელი დღე ტირიხარ და არც ღამე გძინავს...ხო არ გგონია არ გვესმის შუაღამეს რომ ტირიხარ ხოლმე?ხოიცი რომ შენი ეგეთ დღეში ყოფნა არ მოეწონებოდა გიორგის?ხოიცი ეგ...ისიც ხოიცი რომ ახლა ჩემთან ერთად უნდა შეჭამო ის საჭმელი საბა რომ შემოიტანს?და ხოიცი შენ რომ ამ დღეშიხარ მთელი ოჯახი ცუდად ვხდებუთ?! -ვიცი თოკ ვიცი მაგრამ ვერ ვერევი ჩემს თავს და მონატრებას რომელიც გიოსადმი ვგრძნობ -ვიცი თათ რომ გტკივა მაგრამ შეეცადე...შეეცადე იმას რომ ისწავლო ამ ტკივილით ცხოვრება და არა იმას რომ გულში ჩაიკლა ან საერთოდ გააქრო...დამიპირდი რომ დღეის შემდეგ შეეცდები მაინც... -..... -მიდი თათუ გთხოვ! -კარგი გპირდები შევეცდები თოკომ ჩამიხუტა და ასე ვიყავით სანამ ოთახში საბუნა არ შემოვიდა ლანგრით ხელში რომელზეც საჭმელი ელაგა -ეხლა ჩემი გოგო ნამუნამუს იზავს (მითხრა საბამ საყვარლად) -საბუ ეგრე ოდესღაც ჩვენ გაჭმევდით (ვუთხარი და ჩემსა და თოკოსკენ მივანიშნე) -კაი ხო შემარგეთ ერთი სიტყვა (ამოიბუზღუნა საბამ და ლანგარი წინ დამიდგა...მეც ნელ-ნელა დავიწყე ჭამა რადგან სამი დღე არ მეჭამა და ყელი დაწვრილებული მქონდა) -თააათთთთ!(გაწელა სიტყვა საბამ და ჩემს საწოლზე დაებერტყა) -ჰოუ... -მოკლედ გადავწყვიტე...მოვდივარ შენთან ერთად ამერიკაში იმდენად გამიხარდა ხმა ვეღარ მოვზომე და რომ დავიყვირე საბა მეთქი მიშო შეშინებული შემოვარდა ოთახში...მაგრამ მიზეზი რომ ვუთხარი გახარებულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე...მე კი ცრემლები წამომივიდა იმის გაფიქრებაზე რომ ამიერიდან მარტო აღარ ვიქნებოდი...ნუ გიო და ზურა ბიძია და მათი ოჯახი კია მაგრამ ძმა მაინც სულ სხვაა...ხომ გესმით რადგან საბას უნივერსიტეტის საქმეების მოგვარებას 5 დღე სჭირდებოდა და დღეს ორშაბათი იყო ბილეთი კვირისთვის ავიღე და სრული 1 კვირა მქონდა წინ... სამშაბათი იყო საღამოს 9 საათი რომ რაღაც ძალიან მძიმე დამეცა თავზე...რაღაც?..ჰმ თუ ვიღაც -მმმმმ... -რას ღმუიხარ გოგო ადე სწრაფად ნახე რაამბავია სახლში (მითხრა მიშომ და შეშფოთებული სახე მიიღო მე ეს ცალი გახელილი თვალით დავაფიქსირე) -ვდგები ხო ვდგები (ამოვიბუზღუნე და წამოვდექი...სწრაფად მივიღე შხაპი,ჩავიცვი და ახლა თმებს ვიშრობდი ისევ რომ ამომიტივტივდა ფიქრები თავში...რათქმაუნდა გიო ჩემი გიო სულ მახსოვს მაგრამ მაინც არშემიძლია დავიჯერო რომ ეს მოხდა მგონია რომ უბრალოდ სიზმარია... არმჯერა... აი ახლაც ალბათ იკითხავთ ახლა საიდან მოგაფიქრდა რა შუაშიაო... მაგრამ ...ყველა ფეხის ნაბიჯზე სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ის არის ყველგან ჩემი გიოა...ფიქრებიდან კარზე დაკაკუნებამ გამომაფხიზლა საბა იყო) -მოვდივარ (გავძახე და თმის საშრობი შევინახე...მისაღებში გავედი და...მოიცა რაამბავია? დამიჯერეთ მეც ეგ შეკითხვა მაწუხებს) დივნის თავში მიშო და მასზე მიყრდნობილი გოგონა რომლებიც ტელევიზორს შესციცინებდნენ მათ გვერდით მჯდარი ორი გოგონა შემდეგ საბა,ლუკა,თოკო რომელიც რაღაცას ეძებდა და გიორგი ...მოიცა ვიინ?)(აქ ის გიორგი ამერიკაში რომ იყო...) -გიო?მეჩვენები ხომ -არა მე ვარ -შენ?შენ ხარ გიო ჩხაიძე ხარ?(ვიმეორებ დაბნეული) -დიდიხანი იქნები ეგრე?არჩამეხუტები?(ქვედა ტუჩი გადმოწია) -ოხ ჩხაიძე ოხ...მომენატრე შენ დამპალო (ვუთხარი და მთელი ძალით ჩავიკარი გულში ლამის დავახრჩე) -კაი გოგო ნუ დამახრჩე ვახ... -როდის ჩამოეთრიე შე ნაგავო?ჰა? -აი ეგეთი უნდა იყოს მასპინძელი...ამ დილით 3 საათზე და არ გაგაღვიძე შემეცოდე (მე წარბები შევკარი) -კიდეკაი რო არ გამაღვიძე თორე მერე გენახა ... ყველამ სიცილი დაიწყო მხოლოდ ახლა დავაკვირდი დანარჩენებს...ლუკა მოვიდა და გადამეხვია...ჩემი თბილი ბიჭი ???? მხოლოდ ახლა შევნიშნე ოთახში მყოფი სამი უცხო გოგო... ის ორი რომლებიც ცალკე იჯდნენ ძალიან არმომივიდნენ თვალში ამიტომ პირდაპი შეტევაზე გადავედი -აბა ვინ არიან ესენი (უხეშად მივუგე იმ ორ გოგოზე) -გაიცანი ეს სალია ხოლო ეს ნუციკო (დაიწყო ლაპარაკი თოკომ თან თვალებს მიშტიმავდა) -კარგი... (ვთქვი ისე რომ არც სასიამოვნოა ვუთხარი არც ჩემი ვინაობა...პირაპირ ვაგრძნობინე რომ არმომეწონენ) საბამ და თოკომ თვალები დამიშტიმეს... -აბამ... (ვთქვი უსაქმურობისგან შეწუხებულმა) -აუ მოდი რაღაცეები ამოვიტანოთ მარკეტიდან და ფილმს ვუყუროთ მეტის ხასიათი მაინც არ მაქვს (შევთავაზე მე) -კარგი აზრია... (დაიწრიპინა იმ ორი გოგოდან ერთ-ერთმა მგონი ჯემალიო თუ ჟოზე რაც ქვია მოკლედ) -აი მესმის თავის დაპატიჟება (ჩავიდუდღუნე ისე რომ გაეგოთ იქნებ ასე მაინც მოვიშორო თავიდან თქო და მერე ავუხსნი საბას და თოკოს რომ მაინც არ შეეფერებოდნენ ისინი...მიშოს გვერდით მჯდომი გოგო არ გამიცვნია,ჯერ ამათ მოვაგვარებ და მერე გავიცნობ როგორც ვიცი მისი საცოლე უნდა იყოს ქეთი) ეს რომ ვთქვი მიშომ,ლუკამ და ჩხაიძემ ჩაიფხუკუნეს თოკო და საბა კი აილეწნენ... -თათა ორი წუთი გამოდი(მითხრა სახეაჭრილმა თოკომ) გვერდით დავდექით თოკო ვერ მიხვდა მაგრამ მე ისე მივიწიე მათთან რომ გაეგოთ ჩვენი საუბარი -თათა რახდება?რატო ექცევი ასე მათ? -მათ ვის თორნიკე?იმ ბო*ებს? -წესიერად ილაპარაკე გთხოვ (მითხრა საწყალი სახით) -ეხლა კარგად მომისმინე ვაჟბატონო ახლავე ადგებით შენც და ის მეორე სულელიც და ამ ორივე ბო*ს გაყრით აქედან...ან იზამთ რაც ვთქვი ან მე თვითონ გავაგდებ ისეთი ხერხებით რაც თქვენ არმოგეწონებათ...საკმაოდ კარგად ვიცნობ ეგეთებს და დამერწმუნე გოგოს ფსიქოლოგიას ვერ მასწავლი...აქედან წაათრიეთ ესენი და მეტჯერ აღარ დამანახოთ... (ვლაპარაკობდი გაბრაზებული...ზუსტად ასეთი იყო შეუვალი მტკიცე თათა მაყაშვილი როგორიც ამ წამს ვიყავი მე ) კარგი მომისმინე ყველაფერს მერე უკეთ განგიმარტავთ მაგრამ ახლა იცი რას გეტყვი?ვერაფერს მოიგებთ მათნაირებთან ურთიერთობით...დამიჯერე თოკო დამიჯერე და ოდესღაც მიხვდები რომ იმითაც კი შეცდობა დაუშით შენ და საბუნამ რომ ოდესმე გაიფიქრეთ ეს ბოტოქსისა და შპაკლისგან შექმნილი არსებები მომეწონებოდნენ...და ახლავე გთხოვ გააბრძანოთ ორივე აქედანა ვინცაა ნესტანია თუ დარეჯანი...(ახლა ვუთხარი უფრო შერბილებული ხმით) თოკომ საწყლად გადააქნია თავი და ორივე მათკენ მივბრუნდით...მაგრამ თოკოს ან საბას არ დასჭირვებიათ რამის თქმა იცით რატომ?ის ორი ქალბატონი ჩვენს წინ სახეახარჭლებულები იდგნენ და თვალებით მკლავდნენ... -დიახ გისმენთ რამე გინდოდათ?(ვუთარი თითქოს გაკვირვებულმა) -რიგორ გაბედე ეგეთი ლაპარაკი? -რამოხდა რამე ტყუილი ვთქვი? (შევიცდახე მე) -წაემოუდგენელია(დაიყვირა მეორე გოგომ და შემომიღრინა) -წარმოუდგენელი იცი რა არის?შენი სითავხედე რომელიც ახლა უფლებას გაძლევს აქ...ჩემს საკუთარ სახლში მომაყენო შეურაწყოფა ამიტომ დაიოკე ეგ რაღაც და გაეთრიე ჩემი სახლიდან (ვუთხარი მშვიდად და აუარელვებლად და ორივეს გადავხედე) ორივე სწრაფად გავარდნენ სახლიდან და კარი მიაჯახუნეს მე მშვიდად დავეშვი სავარძელში... ყველა ჩუმადა იყო სანამ... სანამ ოთახი არ დაფარა მოხარხარე ხალხის ხმამ...მე უბრალოდ გამეღიმა და მათ შევხედე...ცოტა რომ ჩაწყნარდნენ მე მიშოს საცოლესთან მივედი ...თოკო და საბა ისევ დაბღვერილი მიყურებდნენ -გამარჯობა შენ ალბათ ქეთი ხარ...მე თათა ვარ მიშოს და და გთხოვ არ დაგრჩეს წეღანდელიდან ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება სინამდვილეში სულ სხვანაირივარ და ჰო მიხარია შენი გაცნობა ... -სასიამოვნოა ჩემთვისაც და სულაც არა ეკუთვნიდათ მათ ასეთი მოქცევა... -არავის მოგვწონდა ისინი და კიდეკაი მოუგვარე ბოლოს დაბოლოს (თქვა მიშომ) -კაი კაი ბევრს ნუ ლაპარაკობთ... ჩხაიძე და უმცროსი მაყაშვილი აარჩევენ ფილმს,თორნიკე და ლუკა ამოიტანენ ღვინოს და სხვადასხვა დასალევს მიშოც მათ გაყვება და წამოიღებს სხვადასხვა სასუსნავებს ბლომად...და რამე საჭმელიც წამოაყოლე ... მე და ქეთი კიდე აქ ვიქნებით და დანარჩენი ჩვენ ვიცით... (გამგმირავი მზერა სტყორცნა ოთახში მყოფებს და თვალი ჩაუკრა ქეთის ხელი მოჰკიდა და სამზარეულოში გააქანა...) -აბა ქეთუსი მოდი უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი ბოლოსდაბოლოს რძალი და მული უნდა გავხდეთ... (გავიღიმე და ქეთის აწითლებულ ლოყებზე წავეთამაშე) -აბა რის გაკეთებას აპირებ პირველად ამას გკითხავ... (იკითხა ქეთიმ და მაგიდას დაეყრდნო) -ილიკოს საჭმელს გავუმზადებ გვიან ხომ მოდის ხოლმე კომპანიიდან და...ხო და მერე ამათ გავუკეთოთ რამე თან ვიჭორიკნოთ... -კარგი მოდი შენ სხვა რამე ქენი მაგათ მე დავჭრი (შესთავაზა ქეთიმ,თათამ საჭრელი დაფა გაუწოდა და უთხრა) -რამდენი წლის ხარ აბა რძალუკ? -25-ის ვარ -უი ჩემხელა ყოფილხარ რაკაია...კაი მომიყევი მოკლედ რამე აბა სად გაიცანი ჩემი ჯორი ძმა ან ასეთ ანგელოზივით გოგოს რა მოგეწონა იმ საქონელში... -მოკლედ ესეიგი მე ვარ გურული და ჩემი მშობლები ცხოვრობენ ერთ-ერთ სოფელში გურიაში მამაჩემს იქ საავადმყოფო აქვს და მუშაობს დედა დიასახლისია...მე,ჩემი 20 წლის და და 32 წლის ძმა ერთად ვცხოვრობთ თბილისში...ზუსტად პირველად რომ ჩამოვედი აქ სასწავლებლად...ჩემს ძმას არ ეცალა ბიზნეს შეხვედრა ჰქონდა ამიტომ მომიწია ტაქსის გაჩერება მაგრამ ვერაფრით გავაჩერე და ამ დროს შენი ძმა მომევლინა მხსნელად ეს იყო ზუსტად 5 წლის წინ...ჰოდა იმის შემდეგ აღმოჩნდა ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით მე და თოკო იქ მოვიდა მიშო ერთხელაც და მნახა...მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები და ნელ ნელა ვხვდებოდი რომ მიყვარდებოდა...ჯერ 2 წელი გაურკვეველი ურთიერთობა გვქონდა მერე მითხრა მიყვარხარო და ამ ახალწელს ხელი მთხოვა...ესეც ჩვენი ისტორია... (ცრემლები წამომივიდა რადგან გამახსენდა ჩემი და ანდრიას ამბავი...ვეცადე სწრაფად შემემშალებინა რომ ქეთის არ დაენახა მაგრამ სამწუხაროდ ჩავფლავდი) -თათა რამე მოხდა? -არა უბრალოდ ხახვს რომ ვჭრი... (ვეღარ გავძელი და ხმით დავიწყე ტირილი...ქეთი მოვიდა და ხელები მომხვია...ისე რომ არაფერი უკითხავს მაწყნარებდა და მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა) -კარგი მირჩა კარგად ვარ (ვთქვი და ცრემლები შევიმშრალე) -ამმმ...დარწმუნებულიხარ რომ კარგად ხარ? -კი უბრალოდ...კარგი მოდი გეტყვი სიყვარულთნ დაკავშირებით ჩემთვის რთულია საუბარი ...ალბათ გაიგებდი ჩემს ამბავს...ვიცი რომ რაღაცეებს დღესაც ლაპარაკიბენ... -არ დაგიმალავ და ვივი ჰო რაღაცეები -ჰოდა აი რაღაცით მივამსგავსე ჩემი ისტორია შენსას... და მაგიტომ ამეტირა... გავჩუმდი ეს იყო მწარე დუმილი -იცი?!8 წელი გავიდს მას შემდეგ და ისევ ისე თავის დაკარგვამდე მიყვარს როგორც მანამდე... (ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე თითქოს ამ სიტყვებს ამოვაყოლე სული) -ასეა...თუ სიყარული წრფელია ის სამუდამოა... (მითხრა და ცრემლჩამდგარი თვალებით შემომხედა) ცოტახანი ორივე გავჩუმდით... მე ყველაფერი მოვამზადე და მეორე ოთახში გავედით...გიორგი (ჩხაიძე) და საბა დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ...ღმერთო სულ დამავიწყდა რომ ესენი სახლში იყვნენ...რაღაცნაირად შემომხედეს და მალევე მომაშორეს მზერა ...იმ ღამეს ძალიან ბევრი ვიცინეთ...ძალიან კარგად გავიცანი ქეთი და ძალიან მომეწონა...გვიანამდე ვიყავით დავლიეთ და ფილმებს ვუყურეთ მოკლედ ძალიან მაგრად გავერთეთ... მალე გავიდა ეს დღეები დღეს პარასკევია...ხვალ მივფრინავთ მე,გიორგი და საბა... ხვალ შუადღის 2 საათზე გავფრინდებით... ყველაფერი მოვამზადე...მთელი დღე როგორც აქამდე დღესაც სახლში გავატარე მაგრამ დღეს ყველანი სახლში იყვნენ ბებოც და მამაც,თოკოც, მიშოც და საბაც და ასევე ქეთი რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი ამ დღეების მანძილზე... აი დადგა შაბათიც...დილის 11 საათი იყო რომ მოვემზადეთ მე და საბა...მამას მანქანაში ჩავჯექით ბარგი იქვე ჩავდე და სანამ წავიდოდი დედას სასაფლაოზე შემდეგ კი გიორგის საფლავთან გავიარე ორივეგან დაახლოებით ნახევარი საათი გავჩერდი და მერე ჩემი მტკიცე გადაწყვეტილებით რომელიც ამ დღეებში ბევრი ფიქრის შედეგად მივიღე მამას ვუთხარი... -მამი ციხეში უნდა მივიდე... -დარწმუნებულიხარ მა?(მკითა ილიამ შეწუხებული სახით) -ისე როგორ არასდროს... -კარგი (მითხრა მამამ და ციხის გზას დაადგა) მალევე გაჩერდა მანქანა დიდ დაწესებულებასთან რომელსაც დიდი გალავანი ერტყა... მივდიოდი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა...იქნებ ჯობდა მოვბრუნებულიყავი მაგრამ არა...მაინც მტკიცედ დავიწყე ნაბიჯების გადადგმა... -ყველაფერი დღეს მორჩება... ჩავიბუდბუტე და წავედი ადამიანისკენ რომელიც ცინიკურად მიყურებდა...ჩემს თავალებში კი ზიზღის და სიძულვილის ანარეკლი ნათლად ჩანდა... -გამარჯობა თათუსი მოგენატრე თუ რატომ მოხვედი?იქნნებ ადრინდელის გამეორება გინდა? -დამერწმუმე მაგ ნაბი*ვრობით ვერაფერს მიღწევ და ერთადერთი რაც ახლა მინდა ისაა რომ შენს ნაწლავებს ვხედავდე ამ ოთახში მიმოფანტულს და შენ პატიებას დაჩოქილი ითხოვდე ყველაფრის გამო რაც გააკეთე შენ ნაგავო ნაბი*ვარო... -არასოდეს პატარავ...არასოდეს ვინანებ...არაფერს (დაამატა ცოტახნის შემდეგ...წამოვდექი უხმოდ დავიხარე და ვუჩურჩულე) -ამ გისოსებში დალპები და აქედან ვერ გამოაღწევ...და თუ გამოაღწევ უკვე არაფრის ტრა*ი გექნება.. ( პირდაპირ სახეში შევაფურთხე და იქედან გამოვედი...უცნაურად ვგრძნობდი თავს...უცნაურად მსუბუქად თითქოს ამდენი ბოღმა და ღვარძლი რაც ამდენი ხნის მანძილზე გროვდებოდა ჩემში...ახლა დღეს მასზე გადმოვაფრქვიე... თავისუფალმა გავაბიჯე ქუჩაში და აეროპორტისკენ წავედით...არცერთი არაფერს მეკითხებოდა ჩემს გამომეტყველებაში კითხულობდნენ ყველაფერს რაც სრულებით საკმარისი იყო... Author's pov -თქვენი პასპორტი და ბილეთი თუ შეიძლება... -აი ინებეთ... -შეგიძლიათ მიბრძანთედ ქალბატონო -თქვენი ბელეთი თუ შეიძლება ბატონო... მიბრძანდით ბედნიერი მგზავრობა -სრულდება ჩასხდომა რეისზე საქართველო-ნიუ-იორკი...გამოცხადდით მერვე გასასვლელთან... ექსკალატორზე ადიოდნენ მაყაშვილები და ჩხაიძე,მაყაშვილები გულდაწყვეტით უქნევდნენ ხელს შესასვლელთან მდგომ მამას,ძმებს და მეგობრებს...ხოლო ჩხაიძეს თან უხაროდა წასვლა რადგან ოჯახს და თან არ უხაროდა იმიტომ რომ მოენატრებოდა საქართველო უფრო ზუსტად თბილისი... როგორც იქნა ააღწიეს თვითმფრინავში და როდესაც თვითმფრინავმა აფრენა დაიწყო თათა საბასკენ მიბრუნდა გაუღიმა და უთხრა... -აბა საბუ მზადხარ დაიწყო ცხოვრება ჩემთან ერად და გამოცადო მარტოობა ამხელა ქალაქში როგორც მე ადრე? -შენთან ერთად და შენთვის ყელაფერს გავაკეთებ თათუ ხო იცი... -ზუსტად მაგიტომ მებედნიერები ჩემო პატარა... უთხრა თათამ და მიეხუტა...გიორგი გაღიმებული უყურებდა ჩახუტებულ და ძმას და ბედნიერი იყო...ბედნიერი იყო იცით რითი?..იმით რომ როგორც იქნა ნახა თათა რომელსაც ამდენი ხნის შემდეგ თვალებში სიბნელე და სიცარიელე კი არა იმედის პატარა ნაპერწკალი დასთამაშებდა...გაუხარდა მთელი სულით ,გულით და გონებით... უყვარდა... უყვარდა სამი წელი... უყვარდა საკუთარ თავზე მეტად... მაგრამ ვერ უტყდებოდა... იცით რატომ? იმიტომ რომ იცოდა მისი გული სხვას ეკუთვნოდა ... კიდევ იმიტომ რომ თათა მას სიყვარულით კი უყურებდა მაგრამ ისეთი სიყვარულით როგორც მიშოს,თოკოს და საბას უყურებდა... როგორც ძმა ისე უყვარდა... მეტს ვერც მოთხოვდა იმიტომ რომ თავიდან ორივესთვის ასე იყო... იცით რატომ ვერ უტყდებოდა თათას?იმიტომ რომ იცოდა დაკარგავდა მასაც და თათას დაკარგვის შემდეგ საკუთარ თავსაც... უყვარდა... უყვარდა... მაგრამ გულში იკლავდა... ცდილობდა დაევიწყებინა... და იცით რა? გამოუვა კიდეც... როგორ? იცით როგორ? მაგრამ არა... ყველაფერს ახლა ხომ არ გეტყვით...????მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ გადავინაცვლოთ თათას ფიქრებში... მგონი რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რას ან ვის თუნდაც ვინებს ეხებოდა მისი ფიქრები... სამწუხარიდ იმედები უნდა გაგიცრუოთ ანდრიაზე ნამდვილად არ ფიქრობდა... ბოდიშით ამდენი იმედგაცრუებისთვის მაგრამ არც გიორგიზე (გარდაცვლილზე) კიდევ ერთხელ ვწყხვარ რადგან არც მის მეგობრებსა და ოჯახზე ფიქრობდა... იცით რა ერქვა მის ფიქრებს? არც მე ვიცი... იცით რატომ? ფიქრობდა ყველაფერზე და თან არაფერზე... ჰაჰ...ძალიან სასაცილო იცი რა არის? ბოლო წუთამდე რომ ფიქრობდა აი ახლა გაიღება აეროპორტის კარი და ბავშვები შემოცვივდებიანო...ანდრიას ვნახავ და ყველაფერი ძველებურად იქნებაო მაგრამ...მწარედ იმედგაცრუებული დარჩა...იძულებული იყო გაეგრძელებინა ცხოვრება ძველებური რიტმით და ასეც მოხდა... ყველაფერი ძველებურად იყო...სახლი-კომპანია-სახლი -ძილი-მუშაობა-ძილი არანაირი გართობა ... არანაირი მეგობრები... არანაირი კლუბები... არანაირი გასეირნებები... არანაირი პაემნები... მხოლოდ სამუშაო და სახლი...იმ განსხვავებით რომ ახლა საბა ჰყავდა...საბა უნიში დადიოდა და პლიუს ამას თათას თხოვა და თათამ კომპანიაში ძალიან კარგ ადგილას მოაწყო...ჩვეულებრივად სხვა თანამშრომლების მსგავსად მუშაობდა და ასევე იღებდა ხელფასსაც არანაირი უპირატესობები...საღამო კი ყოველთვის იმით მთავრდებოდა რომ ტელევიზორთან ისხდნენ ჩაბნელებულ ოთახში,პოპკორნით,ჩიფსებით და ლუდებით და იცინოდნენ,ტიროდნენ და მთელს გულის ნადებს უზიარებდნენ ერთმანეთს... ასე გავიდა კიდევ 1 წელი... კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ის იყო რომ საბა და ამელია(თათას მდივანი) ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს...თათა არწმუნებდა საბას რომ ეს ყველაფერი მალე დიდ გრძნობაში გადაიზრდებოდა ეს უკანასკნელი კი დარდობდა იმაზე რომ ხედავდა როგორ ენატრებოდა თათას ანდრია... სიკვდილამდე ენატრებოდა... დასასრულამდე ენატრებოდა... ენატრებოდა ცხოვრების ბოლომდე... მოდით გაავინაცვლოთ საქართველოში... კერძოთ ანდრიასთან და სხვა თათას მეგობრებთან... ლუკა-მუდამ გაღიზიანებული დადიოდა თათას წასვლის შემდეგ... ყველას აუკრძალა თათას ცუდად ხსენება მის წინაშე... მიზეზს კი არა და არ ამბობდა... ანდრია-თითქოს რაღაცას ხვდებოდა...მაგრამ არა მაინც მისას გაიძახოდა... წინდებივით იცვლიდა გოგოებს... ყველასთან უხეშობდა... ყველაფერი აღიზიანებდა... ხსნას მოსაწევში ნახულობდა... მიშო-მიუხედავად იმისა რომ ის და თორნიკე ყოველდღე ეხმიანებოდნენ და-ძმას მაინც ძალიან ენატრებოდათ... თოკო-ისიც მიშოს მსგავს მდგომარეობაში იყო... ქეთი-მიუხედავად იმისა რომ ერთი დღის გაცნობილი ჰყავდა მაინც ძალიან ენატრებოდა თათა...რაღაცნაირი ,,ხსნა"იპოვა ,,მულთან" :დდდ ძალიან შეუყვარდა და მოენატრა კიდეც... მოდით ახლა გადავინაცვლოთ ანდრიასთან რომელიც სხვებთან ერთად (მოკლედ ამ ,,სხვებში" ყოველთვის თათას დანარჩენი ძალიან ახლო მეგობრები იგულისხმება დანარჩენი 5 მეგობარი ზემოთ რომ იყო ჩამონათვალი)თავის აგარაკზეა ასული და ახალწელს ,,აღნიშნავენ" აღნიშნავენ... მუსიკის და ყველაფრის გარეშე იცით რატომ? რაც არ უნდა თქვან... რაც არ უნდა გააკეთონ... ყელამ იცის რომ.... ისინი არაფერს ნიშნავენ გიორგისა და თათას გარეშე... ამ ორის გარეშე არარიან ისინი ვინც უნდა იყვნენ... არარიან ,,თბილისელები" ანდრია's pov -კარგი რა რა იყო ეს ...ჩამოვიდა ღვარა ნიანგის ცრემლები და წავიდა... (ბობოქრობდა კატო) -კარგი კატო რა დაწყნარდი აღარ გვინდა მაგ თემაზე საუბარი რა (შეეპასუხა მარიკუნა) -არა რატომ უნდა შეწყვიტოს მართალია აბუქებს მაგრამ რაღაც მხრივ მართალიცაა(თქვა ნინიკომ) -ახლა არ შეწყვეტთ?(წარმოთქვა გაღიზიანებულმა ლუკამ) -ლუკა რამოხდა ასე რატომ შეიცვალე რა დაგემართა მახსოვს ადრე შენც ბრაზობდი თათაზე... (შეხედა გაკვირვებულმა რატიმ) -კი ვბრაზობდი იცი რატომ?იმიტომ რომ არ ვიცოდი სიმართლე (დაიყვირა ლუკამ) -რაზე ლაპარაკობ?(გაშეშდა ანდრია) -არაფერზე დაივიწყეთ (თქვა ლუკამ და სახლიდან გავარდა) -რახდება ამის დედა შვც გამარკვიეთ ვინმე(დაიღრიალა ანდრიამ და ისიც ლუკასავით გავარა სახლოდან) თათა's pov -საბა ზარია კარზე და გააღე რა (დავიყვირე და ჩემი საქმე გავაგრძელე სამზარეულოში...მალევე შემოავიჯა სპორტულებში გამოწყობილმა თმააჩეცილმა ახალგაღვიძებულმა საბამ და ახალმოსულმა გიორგიმ...) -დილამშვიდობისა თათა (მიესალმა გიორგი და ლოყაზე აკოცა) -დილამშვიდობისა გიო ყავას დალევ? -აუ კი... -საბუ შენ უნიში როდის მიდიხარ? -ჩავიცმევ და გავალ... -ჭამე მოდი ისე არ გახვიდე... -კაი თათუ ჩავიცმევ და მოვალ (საბა ოთახიდან გავიდა და გიორგიმ საუბარი ხაიწყო) -თათა რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო... -გისმენ აბა... -მოკლედ ვიცი ეს ძნელი გასაგები იქნება შენთვის და შეიძლება დაგკარგო მაგრამ არშემიძლია რომ დაგიმალო... -გიო ნუ მაშინებ... -გთხოვ არ შემაწყვეტინო...მოკლედ...(საუბარი უნდა დაეწყო რომ საბამ შემოყო სამზარეულოში თავი) -თათუ მაგვიანდება და წავედი რამეს ვიყიდი გზაში და შევჭამ (ლოყაზე მაკოცა და გავარდა) -აბა გისმენ გიო... -მოკლედ დაახლოებით 2 წლის წინ შეწყდა ის ყველაფერი რაზეც ახლა ესაუბრები...მას შედეგ რაც ანა გავიცანი... ვფიქრობდი მეთქვა თუ არა შენთვის და მივხვდი რომ ეს აუცილებელი იყო...მოკლედ მას შემდეგ რაც აქ ჩამოხვედი და გაგიცანი შემიყვარდი... (ამ სიტყვებმა ადგილზე გამაშეშა) მიყვარდი წლების მანძილზე მაგრამ დაახლოებით 2 წლის წინ ყველა გრძნობა გაქრა და მივხვდი რომ კიარ მიყვარდი უბრალოდ გარკვეულ სიმპათირბს ვგრძნობდი შენდამი...გარდა ამისა როცა ვნახე თუ როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდი ანდრიას...მივხვდი რომ უბრალოდ თავს ვაჯერებდი რომ მიყვარდი...(ზურგი ვაქციე ხელი პირზე ავიფარე და ცრემლები წამომივიდა) გთხოვ თათა არმინდა ჩემი ამ სისულელის გამო დაგკაეგო ძალიან გთხოვ მინდა ისევ ისე ვიყოთ ძველებურად... -მაპატიე გიო გთხოვ მაპატიე (ვტიროდი ისტერიულად და თან ბოდიშებს ვუხდიდი გიოს...) -თათუ დამიჯერე ერთადერთი ვისაც საპატიებელი აქვს ეს მხოლოდ მე ვარ(თქვა გიომ და ჩამიხუტა)ახლა კი დაწყნარდი რა გთხოვ... -მაპატიე და ერთს გთხოვ რომ დავივიწყოთ ყველაფერი კარგი? -კარგი თათ გპირდები... ცოტახანი სიჩუმეში ვისხედით შემდეგ კი ვთქვი... -გიო გინდა თქვენს აგარაკზე წავიდეთ ცოტა ხნით? -კარგი იქნება წავიდეთ ჩემებს ვეტყვი ელენეს(გიოს დას)და ანას (გიოს შეყვარებულს) წამოვიყვან და შენ საბა წამოიყვენე მოსულა? -მოსულა... -კარგი წავედი ახლა სამსახურში და ზეგ დილით წავიდეთ 2 დღით -კაი გიო (ვუთხარი მოვეხვიე და გავუშვი) მალევე მოვემზადე და კომპანიაში წავედი... ყველაფერი კარად მიდიოდა იმ ყველაფრის შემდეგ კიდევ 1 თვე გავიდა...კომპანიიდან მოვდიოდი გზა თავისუფალი იყო და სწრაფად წავედი...ცოტაღა მქონდა დარჩენილი სახლამდე... ხიდზე გადავდიოდი რომ მოულოდნელად წინ დიდი მანქანა გაამიდგა რომელიც ცდილობდა გაესწრო და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი რომ ყველაფერი საშინელმა ხმამ მოიცვა ვიგრძენი როგორ ვფრიალებდი ჰაერში მერე იყო წყალი...ხმები...ვიღაცის ხელები წელზე და ბოლოს სიბნელე... ლუკა's pov -ლუკა როდის უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე?(მეკითხება რატი) რა მოხდა სინამდვილეში... -შემეშვით გთხოვთ მე ვერაფერს ვიტყვი არმაქვს უფლება... -კიმაგრამ... (რატის სიტყვა გააწყვეტინა ჩემი ტელეფონის ხმამ მიშო იყო ) *** -გისმენ მიშო(ამ სახელის გაჰონებისას თვალები აატრიალეს) -ლუკა თათასთან მივდივართ ავარიაში მოყვა და ძალიან ცუდადაა... (მეუბნებოდა ანერვიულებულებული ხმით) -რააა? მიშო ახლა სადხართ? -აეროპორტში ნახევარ საათში გაფრინდება თვითმფრინავი -კარგი კარგი 15 წუთში მაქ ვარ (ვთქვი და სკამიდან წამოვხტი) -რახდება (შემეკითხა ანდრიამ) -თათა ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ უნდა წავიდე -რა თქვი?(ანერვიულობა დაეტყო ანდრიას) -კარგი გასაგებია გაგვაგებინე რა მოხდება (მითხრა კატომ აუღელვებლად) -ვერვხვდები ადამიანები ხართ ან საერთოდ თქვენთან რატომ ვჩერდები... (ვთქვი ზიზღით და კარები ავაღე რომ წავსულიყავი რომ მოემსმა ანდრიას ხმა) -ლუკა არასწორი იქნება ახლა რომ შენთან ერად წამოვიდე?(ხმაში აღელვება ეტყობოდა...გამეღიმა) -არასწორი ის იქნება ახლა რომ აქ დარჩე -ჰოდა წავედით... -არმჯერა (აქოთქოთდა კატო) -კატო გაჩუმდი გაჩუმდი... (დაუყვირა ანდრიამ)გააჩუმე ენა საბოლოოდ -რატომ ყვირი?რამეს ვტყუი?თუ რამე მეშლება? -არიცი სიმართლე და ტყუილად ტლიკინებ (დავუყვირე მე) -რა არის სიმართლე მითხარი იქნებ ვცდები... -არმაქვს უფლება -მითხარი -არა მეთქი (ვყვიროდი უმოწყალოდ) -თქვი...თქვი... -გაუუპატიურეს... სიჩუმე... სიჩუმე... სიჩუმე... -რა თქვი?(ხმა გაებზარა ანდრიას) -გააუპატიურა ლაშა გოგაბერიშვილმა გააუპატიურა ...ვერ გავუძლებდი თქვენთან ამ ყველაფრის შემდეგო და წავიდა...ანდრიასთან ვერ ვიქნები არშემიძლია ვერ დავუნგრევ მომავალსო ...ვერ დავუშვებ იმას რომ ვინმემ თქვას ჩემს მეგობრებზე რატომ ემეგობრებიან ასეთ გოგოსო ვერ შევარცხვენდი ჩემს ოჯახსო და ასე შემდეგ...ის მხოლოდ თქვენზე ფიქრობდა თქვენ კი...უბრალოდ შემეშვით ...წავედით ანდრია ვაგვიანებთ... (ვთქვი და გაშეშებულ ანდრიას ხელი დავავლე და გამოვათრიე სახლიდან...) გამრჯობათ! ესეც მეორე ნაწილი...მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ წინა ნანწილი❤ველოდები თქვენ კომენტარებს❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.