შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომანი ცხელ კვალზე (სრულად)


9-03-2020, 00:08
ავტორი abezara98
ნანახია 46 887

თავი 1
ღამის სამი საათი ხდებოდა, როცა გამომძიებელ ირაკლი ონიანის მობილური აწკრიალდა. კაცმა ძლივს წაართვა თავი ძილს და ისე, რომ ნორმალურად არც დაუხედავს, ეკრანს თითი გადაუსვა და ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა:
-გისმენთ.
-ბატონო ირაკლი, - გაისმა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის ხმა, რომელიც იმ ღამით მორიგე იყო, - მაპატიეთ, ასეთ დროს რომ გაღვიძებთ, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მობრძანდეთ პროკურატურაში.
-ლიზა, რა მოხდა? - ირაკლი თან იცვამდა და თან ტელეფორზე საუბრობდა.
-მკვლელობაა ჩადენილი წყნეთის ერთ-ერთ აგარაკზე. როგორც შემატყობინეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სულ რამდენიმე წუთის წინ დააპატიმრეს და ახლა აქეთ მოჰყავთ.
-აჰამ, გასაგებია, 5 წუთში მანდ ვიქნები.
ირაკლიმ მობილური ჯიბეში ჩაიდო, საფულეს და მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და სახლის კარის ჩაკეტვის შემდეგ, მანქანით ადგილს ისე სწრაფად მოსწყდა, საბურავების კვალი დაამჩნია ასფალტზე. ირაკლი ონიანი 26 წლის წარმატებული და ძალიან სიმპატიური გამომძიებელია. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საქმე ჰქონდა ისეთი, რომელიც გამოუძიებელი დარჩა (უფრო ზუსტად 3). ნუ, გამოუძიებელი რა, უბრალოდ დროში ძალიან გაიწელა და უფროსობამ საქმეები დახურა. არა და, თითქმის გასული იყო მკვლელის კვალზე. მართლაც ზუსტად 5 წუთში გააჩერა პროკურატურის ავტოსადგომზე მანქანა და სწრაფად აუყვა კიბეებს თავისი კაბინეტისკენ.
-ლიზა, - მიმართა მიმღებში მჯდომ მორიგეს, - სწრაფად ჩემს კაბინეტში. თან ყავა და საქმის მასალები წამოიყოლე, - გაუღიმა გოგოს და მხოლოდ შემდეგ დაამატა, - გთხოვ.
-ახლავე, ბატონო ირაკლი, - საყვარლად გაუღიმა გოგომ და მაშინვე წამოდგა.
ირაკლი თავის კაბინეტში შევიდა და მაშინვე სავარძელში ჩაეშვა. რამდენიმე ზარი განახორციელა, რომ ახლახან შემოყვანილი დამნაშავე დასაკითხ ოთახში შეეყვანათ და მის მისვლას დალოდებოდნენ. ყურმილი დადო თუ არა, მისი კაბინეტის კარი ლიზამ შემოხსნა და ოთახში შემოვიდა. გოგომ ფრთხილად დადგა დიდი ფინჯნით ყავა ირაკლის წინ და საშუალო ზომის საქაღალდეც გადასცა. ბიჭმა მაშინვე მოსვა ყავა და სანამ საქაღალდეს გადაშლიდა, გოგოს ჰკითხა:
-ლიზა, სანამ ამას წავიკითხავდე, იქნებ მითხრა რა ხდება?
-კარგი, - გადაღლილმა თქვა გოგომ და საქაღალდე გამოართვა, - ე.ი. დღეს ღამის ათიდან თორმეტ საათამდე მოხდა მკვლელობა. წყნეთში, საკუთარ აგარაკში მოკლული იპოვეს 30 წლის მამაკაცი, - გოგომ საქაღალდიდან ერთ-ერთი სურათი ამოიღო და ირაკლის წინ დაუდო, რომელზეც მომღიმარი კაცი იყო გამოსახული, - როგორც მოკლულის საბუთებიდან გავარკვიეთ, ლაშა ღლონტი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი იყო საქართველოსა და რუსეთში. ახლაც საქართველოში საქმეზე იყო ჩამოსული და 2 დღეში აპირებდა რუსეთში დაბრუნებას. ბატონმა ლაშამ დღეს 9 საათისთვის დატოვა თავისივე მფლობელობაში არსებული ბარი და წყნეთის აგარაკს მიაშურა. შემდეგ კი უკვე ღამის 1 საათზე მისმა მეგობარმა ქალმა დაგვირეკა, რომ ლაშა მკვდარი იპოვა. ჩვენი ბიჭები ზუსტად 20 წუთში მივიდნენ. მკვლელობის ადგილას კი შემდეგი სიტუაცია დახვდათ.
გოგომ კიდევ ერთი სურათი ამოაძვრინა საქაღალდიდან და ისიც ირაკლის წინ დადო. ნანახმა თმა ყალყზე დაუყენა. კაცი გაკვირვებული მისჩერებოდა სურათს და ვერ გაეგო ასეთი რამის ჩადენა როგორ შეძლო მკვლელმა. მოკლული ოთახის შუაგულში ესვენა და მთლიანად შიშველი იყო. ერთი შეხედვით აშკარა ცემის კვალი არ აღენიშნებოდა, მაგრამ მეტი ძალადობა რაღა უნდოდა. კაცს ხელის და ფეხის ყველა თითი დაჭრილი ჰქონდა და მძივის სახით ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ კაცის მუცელზე სისხლით მიწერილი იყო: „მაპატიე, ეკა“.
-ვინ არის ეკა? - მაშინვე იკითხა ირაკლიმ და ლიზას გახედა.
-ქალბატონი ეკატერინე სულხანიშვილი 24 წლის, მისი ყოფილი ცოლია. მხოლოდ 1 წელი იყვნენ ერთად და უკვე 5 წელია გაშორებულები არიან.
-ეკატერინე სულხანიშვილი? - გაიკვირვა კაცმა და ყავა მოსვა, - რატომ მეცნობა ეს სახელი და გვარი?
-ალბათ იქიდან, რომ ერთ-ერთი ცნობილი „ბიზნესვუმენია“ საქართველოში. მის შესახებ თითქმის ყოველ კვირას წერენ გაზეთები.
-არამგონია, - ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ნახევრამდეჩაცლილი ფინჯანი მაგიდაზე დადგა, - მკვლელზე მითხარი და ბარემ წავალ მის დასაკითხად.
-სწორედ იმის თქმა მინდა, რომ ეკატერინე დავაკავეთ ნახევარი საათის წინ მისი მკვლელობისთვის, - უთხრა ლიზამ და ირაკლისთან ერთად წამოდგა.
-საინტერესოა, - ჩაილაპარაკა ირაკლიმ, დასაკითხ ოთახში შესვლამდე ფინჯანი ყავით გაავსო, თან საქმის დეტალებს ეცნობოდა, - გიორგი, წამოხვალ? - მიუბრუნდა ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს.
-რა... კი, კი, აუცილებლად, - უცებ წამოდგა გიორგი და უკან აედევნა ირაკლის.
-წამოვა, აბა, რას იზამს, მაგას დააკლდება? - ჩაიბურტყუნა ლიზამ და თავის ადგილს დაუბრუნდა, - დეგენერატი! - ილანძღებოდა საყვარლად და ირაკლის ღიმილიც გამოიწვია.
-ნეტავ, ახლა ვისზეა გაბრაზებული? - ჩაიბურდღუნა გიორგიმ და ირაკლისთან ერთად დააკვირდა სარკისებური ფანჯრიდან ოთახში მყოფ ქალს, - რა ქალია, - აღმოხდა ბიჭს და თავი გადაიქნია.
-შენ გირჩევნია ლიზას მიხედო, - გაიმკაცრა ხმა ირაკლიმ და ოთახში ისე შევიდა, ქალისთვის არც შეუხედავს.
-საინტერესეო, ქალბატონო ეკატერინე, - ლაპარაკობდა დოკუმენტებში თავჩარგული და მაგიდისკენ მიიწევდა, - 2 კურსი პოლიციის აკადემიაში სწავლობდით, შემდეგ კი დაამთავრეთ, - კაცს თვალები გაუფართოვდა, - ჰარვარდი?! აბა, იქნებ მითხრათ, რამ გაიძულათ თქვენი ყოფილი ქმრის მოკვლა? - საქაღალდე დახურა, მაგიდაზე დადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა ქალს.
ხელში კი ნამდვილი ნიმფა შერჩა. ქალს მუქი ჩალისფერი თმა ჰქონდა, რომელიც ოქროსფერში გადადიოდა და აბურდული ეყარა მხრებზე, ლამაზი სახის ნაკვთები, რომელსაც პატარა, ოდნავ ჩაჩვრეტილი ნიკაპი აბოლოებდა და სქელი ტუჩები, რომლებსაც მუქი შვინდისფერი ტუჩსაცხი ფარავდა. ყავისფერი, თითქმის შავი თვალებით გრძელი წამწამების ქვემოდან დაკვირვებით შესცქეროდა და სწავლობდა მის წინ მდგომ მამაკაცს. ირაკლი წამით გაშეშდა ქალის დანახვისას და შემდეგ მთლიანად შეათვალიერა, ნუ რის საშუალებასაც მაგიდა აძლევდა, რადგან ეკატერინე მაგიდასთან მდგარ სკამზე იჯდა. ქალს ტანზეგამოყვანილი თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი და, ასევე, ტანზეგამოყვანილი მუხლს კარგად აცდენილი ნაცრისფერი ქვედაბოლო ეცვა. ტერფებს მბზინავი შავი მაღალქუსლა ფეხსაცმელი უმშვენებდა, რომელიც მის წვრილ და გრძელ ფეხებს უფრო მიმზიდველს ხდიდა. თეთრი პერანგი კი ოდნავ ამოჩაჩვოდა კაბიდან და იმაზე მეტად იყო ჩახსნილი, ვიდრე ეს საჭირო იყო, ისე, რომ ქალის მიმზიდველი და შავ გიპიურის ბიუსჰალტერში გამომწყვდეული მკერდი თავისუფლად მოჩანდა. ლავიწის ძვლებიც თითქოს სპეციალურად იყო ასე გამომწვევად გამოკვეთილი. ირაკლიმ მძიმედ გადაუშვა ნერწყვი ყელში და გონებაში წარმოდგენილი სურათების გასაფანტად თავი რამდენჯერმე გაიქნია.
-კიდევ დიდხანს უნდა მათვალიეროთ? - წკრიალა ხმით იკითხა ეკატერინემ და ანთებული თვალებით შეხედა მის წინ მდგარ მამაკაცს.
-ჰმმ... უკაცრავად, - ჩაიბურდღუნა ირაკლიმ და ქალის წინ ჩამოჯდა, - აბა, თქვენგან ჩემს კითხვაზე პასუხს ველოდები, ქალბატონო ეკატერინე, მითხარით რატომ მოკალით თქვენი ყოფილი ქმარი და ვნახოთ, შემდეგ შეიძლება, დაგეხმაროთ კიდევაც სასჯელის შემსუბუქებაში.
ქალმა ირონიულად ჩაიცინა, წვრილი ხელები გულზე გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ამით კაცს საშუალება მიეცა უკეთესად შეეთვალიერებინა მის წინ მჯდომი არსება.
-ჩემი ადვოკატის გარეშე ერთ სიტყვასაც კი არ ვიტყვი, - გამომწვევად ჩაილაპარაკა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
5 წუთიც არ იყო გასული, როცა დასაკითხი ოთახის კარი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა მაღალმა მამაკაცმა შემოხსნა, რომელსაც ხელში პორტფელი ეჭირა და ღრმად სუნთქავდა.
-გამარჯობა, - ამოთქვა კაცმა და ირაკლის ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, - მე დავით ქავთარაძე გახლავართ, ქალბატონი ეკატერინეს ადვოკატი.
-გასაგებია, - უემოციოდ ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ამრეზით გახედა ქალის გვერდით სკამზე ჩამომჯდარ მამაკაცს.
-აბა, იქნებ ზუსტად გამარკვიოთ, რაში ედება ბრალი ჩემს კლიენტს და რატომ არის ღამის... - მაჯაზე დამაგრებულ ვერცხლისფერ საათს დახედა, - ღამის 4 საათზე პროკურატურაში, როდესაც ხვალ დილით, უფროსწორად 5 საათში მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს უცხოელ პარტნიორებთან?
-თქვენს კლიენტს ბრალად თავისი ყოფილი ქმირს მკვლელობა ედება.
-ლაშა მოკლეს? როდის? როგორ? - გაოცდა დავითი და ეკატერინეს გადახედა.
ქალმა მხოლოდ მხრების აჩეჩვით უპასუხა, მეც არ ვიცი შენზე მეტიო და ისევ სივრცეს გაუშტერა მზერა.
-ჩვენც სწორედ ამის გარკვევას ვცდილობთ. ქალბატონო ეკატერინე, სად ბრძანდებოდით გუშინ ღამის 10 საათიდან 12 საათამდე?
-ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ვმუშაობდი დღევანდელ საბუთებზე, რომ არანაირი შეცდომა არ გაპარულიყო. სადღაც 12-ის ნახევარზე დავტოვე კაბინეტი და სახლში წავედი, იქაც ცოტა წავიმუშავე სხვა საბუთებზე და როცა დასაძინებლად უნდა წავსულიყავი, პოლიცია მოვიდა და აქ აღმოვჩნდი, - მშვიდად თქვა ქალმა და თავისი ყავისფერი თვალები მამაკაცის შავ თვალებს გაუსწორა.
-მოწმე თუ გყავთ ან ისეთი ვინც თქვენს სიტყვებს დაგვიდასტურებს?
-შეგიძლიათ კომპანიის კამერების ჩანაწერები გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ, - ისევ მხრები აიჩეჩა ქალმა.
-მაგას აუცილებლად გავაკეთებთ, - თქვა ირაკლიმ და ისევ საქაღალდეს ჩახედა, - რა ურთიერთობა გქონდათ თქვენ და ბატონ ლაშას მას შემდეგ რაც დაშორდით?
-გაყრიდან მოყოლებული პირველი სამი წელი არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ამ ბოლო 2 წელიწადში გააქტიურდა რაღაც. არ ვიცი, რა უნდოდა, მაგრამ წესით ჩემი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მას უნდა შევხვედროდი.
ირაკლიმ თვალის კუთხით კარგად შენიშნა როგორ დაეჭიმა სხეული დავითს.
-სად უნდა შეხვედროდით და რატომ?
-არ ვიცი, როცა ტელეფონზე მელაპარაკა, მხოლოდ ის მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დამლაპარაკებოდა და ადგილის მისამართს მეორე დღეს შემატყობინებდა.
-რატომ გგონიათ, რომ ჩემი კლიენტია მისი მკვლელი? - ჩაერთო მათ ლაპარაკში დათო და მაგიდას დაეყრდნო.
-მისმა მეგობარმა ქალმა განაცხადა, რომ ლაშას მტრები არ ჰყოლია საქართველოში და არც ცუდი ურთიერთობა ჰქონია ვინმესთან ეკატერინეს გარდა.
-მხოლოდ მაგიტომ? - ჩაეცინა ადვოკატს, - თვითონაც ხვდებით, ხომ, რომ უსაფუძვლოდ გყავთ ჩემი კლიენტი დაკავებული?
-მთლად უსაფუძვლოსაც ვერ ვიტყოდი, - ირაკლიმ დათოს დამცინავი ტონი არ შეიმჩნია და მათ წინ მოკლულის სურათები დააწყო, - ხედავთ ამას? - და თითით ლაშას მუცელზე დაწერილი ტექსტისკენ მიუთითა მათ, - აქ თქვენ ხართ ნახსენები, ეკა, - სახელი თითქოს ყრუდ წარმოთქვა, რაზეც ქალს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, - და, ამასთანავე, ადგილზე მისი თითის ანაბეჭდებია აღმოჩენილი.
ირაკლის კვლავ არ გამორჩენია დათოს წამით გაოცებული სახე, შემდეგ კი ქალს გახედა, რომელიც ზიზღითა და გაოგნებით დაჰყურებდა სურათებს.
-სისულელეა, - თქვა ეკატერინემ და ჯერ ერთ მამაკაცს გახედა, მერე კი მეორეს, - ამ სახლში უკვე 5 წელია აღარ ვყოფილვარ და ჩემი თითის ანაბეჭდები იქ ვერ აღმოჩნდებოდა.
-ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ამ სახლში აქამდეც ყოფილხართ?
-რა თქმა უნდა, სწორედ ამ სახლში ვცხოვრობდით მთელი ზაფხული, როცა მისი ცოლი ვიყავი, - ზიზღით ჩაილაპარაკა ქალმა.
-ხვდებით, ხომ, რომ ეკატერინე, აი, ამას ვერ ჩაიდენდა, თავისი ფიზიკურობიდან გამომდინარე, - ისევ იკითხა დათომ და თითით ლაშას მდგომარეობაზე ანიშნა.
-თანამზრახველის ყოლა არასდროსაა გამორიცხული, - მშვიდად მიუგო ირაკლიმ და ისევ ეკატერინეს გახედა, - რაიმეს მაინც თუ გეუბნებათ ეს ტექსტი?
ქალი წამით შეკრთა, მაგრამ მალევე აიყვანა თავი ხელში და უემოციო ხმით წარმოთქვა:
-საერთოდ არაფერს. წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა უნდოდა ამით მკვლელს ეთქვა.
-თუ კითხვები აღარ გაქვთ, - ალაპარაკდა ისევ დავითი, - მოვითხოვ, რომ ჩემი კლიენტი სასწრაფოდ გაათავისუფლოთ!
-კარგი. თავისუფალი ხართ, მხოლოდ, ქალაქიდან ნუ გახვალთ 1 თვის განმავლობაში. გამოძიებას აუცილებლად ექნება შეკითხვები თქვენთან.
-ნახვამდის, ბატონო გამომძიებელო, - ირონიულად ჩაილაპარაკა ქალმა, ირაკლის ჭიქას მისწვდა, ყავის ერთი ყლუპი მოსვა და ტუჩსაცხშერჩენილი ფინჯანი ისევ უკან დააბრუნა, - გემრიელი ყავაა.
ამაყად მხრებშიგაშლილმა გასწია კარისკენ და ისე დატოვა დასაკითხი ოთახი, უკან არ მოუხედავს, გვერდით კი დათო მიჰყვებოდა.
ირაკლიც გამოვიდა ოთახიდან და დერეფანში მიმავალ წყვილს გახედა. ქალს ფეხსაცმელი გაეხადა და ფეხშიშველი მიაბიჯებდა. ცალ ხელში ქუსლიანები ეჭირა, ხოლო მეორეში მობილური და ვიღაცას ამშვიდებდა:
-კი, კარგად ვარ... მოვალ და ყველაფერს აგიხსნი... ნუ ინერვიულებ...
მერე კი ხმა მიწყდა და ირაკლიმ გვერდით ამომდგარ გიორგის გახედა.
-აბა, რას ფიქრობ გიორგი მასზე? შენი აზრით დამნაშევე ისაა ამ საქმეში?
-ეკატერინე სულხანიშვილი? - შეიცხადა გიორგიმ და თავისი კაბინეტისკენ წასულ ირაკლის უკან აედევნა, - შანსი არაა.
-რატომ ფიქრობ მასე?
-პირველ რიგში, იმიტომ რომ ქალია და იმ საშინელებას ვერ ჩაიდენდა. უბრალოდ ძალა არ ეყოფოდა. თანაც, მასსავით კეთილი და სათნო ადამიანი მეორე არ მეგულება საქართველოში.
-რას გულისხმობ?
-რამდენიმე ბავშვთა სახლს, მოხუცთა თავშესაფარსა და კლინიკას აფინანსებს და მათთვის სპეციალური ფონდი აქვს შექმნილი, - თქვა აღფრთოვანებით კაცმა.
-ეგ არ მიუთითებს მის სათნოებაზე.
-ვიცი, - ჩაილაპარაკა გიორგიმ, - უბრალოდ, დედაჩემი და დედამისი ახლო მეგობრები იყვნენ და ეკას შორიდან ვიცნობ. სწორედ მაგიტომ ვთქვი წეღან ეგ. თან დედაჩემს სარძლოდ მოსწონდა და აპირებდა კიდეც მის გარიგებას, - ამ დროს ჩაუარეს მაგიდასთან მჯდომ ლიზას, რომელმაც ამ სიტყვების გაგონებაზე სახე დამანჭა და სიმწრის სიცილი აიკრა, როცა ირაკლიმ გამოხედა, - მაგრამ მერე ლაშას გაჰყვა ცოლად.
-საინტერესოა, - ამოილაპარაკა ირაკლიმ და სავარძელში ჩაეშვა, - და გული მოგრძნობს, რომ ეს საქმე დიდ პრობლემებს მომიტანს. მის ადვოკატზე რას იტყვი?
-მხოლოდ ის ვიცით, რომ ეკატერინესთან მუშაობს დიდი ხანია, მანამდე კი მამამისთან მუშაობდა.
-რატომღაც არ მომწონს ეგ კაცი, - თქვა ირაკლიმ და ხელებით მაგიდას დაეყრდნო, - დაინახე როგორ უყურებდა ეკას?
-ეგ ნამდვილად არ შემიმჩნევია, - დანანებით გადააქნია თავი გიორგიმ.
-ცუდია. აუცილებლად უნდა ისწავლო ადამიანების ემოციებზე დაკვირვება, თუ გინდა, რომ პროფესიონალი გამომძიებელი გახდე. მე კი შევნიშნე, რომ არც ბატონ დავითს და არც ეკატერინეს ეს ჩვენი ლაშა გულზე დიდად არ ეხატებოდათ, ამასთანავე, ეჭვი მაქვს, რომ დათუჩას გრძნობები აქვს ეკას მიმართ, მაგრამ ქალმა ამის შესახებ ან არაფერი იცის, ან იცის და არ იმჩნევს.
* * *
დასაკითხი ოთახიდან გამოსულმა ქალმა მაშინვე გაიძრო თავისი ფეხსაცმელი და შვებით ამოიხვნეშა, როცა ატკივებული ტერფებით დერეფნის იატაკის სიცივე შეიგრძნო.
-მეზიზღება ეს ფეხსაცმელი, - ჩაიბურტყუნა და ორივე ფეხსაცმელი კარგად ჩაბღუჯა ხელში, - ერთხელაც იქნება ყელში ამომივა და მოვისრიალებ.
-არადა, საოცრად გიხდება, - უთხრა მის გვერდით მიმავალმა კაცმა და თავის აწკრიალებულ მობილურს დახედა, - აშკარად შენ გირეკავენ, - ტელეფონი ეკას გაუწოდა, როცა ნომერს დახედა.
ქალმა თვალები აატრიალა და გაღიმებულმა უპასუხა გამოწვდილ მობილურს.
-გისმენ თამო... კი, კარგად ვარ... მოვალ და ყველაფერს აგიხსნი... ნუ ინერვიულებ...
მალევე გათიშა და გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-შენ მოგიწევს ჩემი გაყვანაც, - მიუბრუნდა დათოს და გაუღიმა.
-რა პრობლემაა, - თბილი ხმით უთხრა კაცმა და მანქანის კარი გამოუღო, - სად წაგიყვანო?
-ჩემთან, თამუნა უკვე იქაა და გაგიჟებულია. წარმოგიდგენია? გიგიც კი ვერ ამშვიდებს, - ჩაიცინა და უსაფრთხოების ღვედი შეიკრა.
-ეკა, - დაიწყო სერიოზული ხმით კაცმა, - ხომ ხვდები, რომ მომხდარზე უნდა ვილაპარაკოთ?
-ვიცი, დავით, ვიცი, მაგრამ არა დღეს და არა ახლა. ძალიან დავიღალე და ძილის გარდა არაფერი მინდა, თუმცა, ვხვდები არც ეგ მეღირსება თამუნას ხელში.
-კარგი, მაშინ სახლში დაგტოვებ და შენი შეხვედრის შემდეგ დავილაპარაკოთ.
-ნამდვილი ბაჯაღლო ხარ, - გაიღიმა ქალმა და სახლამდე ხმა აღარ ამოუღია.
დათო ხანდახან გადმოხედავდა ხოლმე ქალს და სწრაფადვე აცილებდა მზერას. თითქოს არ უნდოდა, ვინმეს გამოეჭირა. სახლამე უხმოდ იმგზავრეს, მერე კი ეკატერინემ მადლობა გადაუხადა და ჭიშკრის მიღმა მიიმალა.
სახლის კარი ნორმალურად არ ჰქონდა შეღებული, როცა ტანზე შემოეხვივნენ და ლამის წააქციეს.
-ვაიმე, კატო, როგორ მანერვიულე შენ ხომ არ იცი, - მაშინვე დაიწყო ახალგაზრდა ქალმა და ოდნავ უკან დაიხია, რომ დაქალი კარგად შეეთვალიერებინა, - ხომ კარგად ხარ?
-სახლში შემოსვლას თუ დამაცდი, კარგი იქნება, - ღიმილით თქვა ქალმა და თამუნასგან ძლივს დაიხსნა თავი, - დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა.
-რა უნდოდათ შენგან? რას გერჩოდნენ? ან ეს ღამის 3 საათზე პოლიციაში გაქანება რას ნიშნავდა? გათენებას ვერ დაელოდნენ?
-წამოდი, დავსხდეთ და მოგიყვები, - ამოიოხრა ქალმა და ფეხსაცმელი იქვე მიყარა, - ძალიან დავიღალე.
-კატო, მოხვედი? - მისაღებში შესულებს მოესმათ კაცის ხმა, - ხომ კარგად ხარ? გთხოვ, თქვი, რომ კარგად ხარ, თორემ შენმა დაქალმა სულ გაუბერა.
-გავუბერე, არა? - თვალები დააწვრილა თამუნამ და ისე გახედა ბიჭს, - კარგი, ამას დაგიმახსოვრებ.
-აი, - ამოილაპარაკა საწყლად ბიჭმა, - თვითონაც ხომ ხედავ?
-კარგი, კარგი, - გაეცინა კატოს და მოწყვეტით დაჯდა დივანზე, - ორივე დამშვიდდით, მე არაფერი მიჭირს. ლაშა მოკლეს და ამის გამო ვიყავი პროკურატურაში.
-ლაშა? - ორივემ ერთხმად შეიცხადა და გაოცებულებმა შეხედეს ქალს, - როგორ?
-მეც არ ვიცი ეგ ზუსტად, მხოლოდ სურათი ვნახე. საშინელება იყო. მის საყვარელს კი ჩემზე უთქვამს, ლაშასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდაო და მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვარ.
-ღმერთო, - ამოილაპარაკა თამუნამ და კატოს გვერდით ჩამოჯდა, - არა, ვხვდებოდი, რომ ლაშა რაღაც შარს აგკიდებდა, ვხდებოდი. თავიდანვე ხომ გაფრთხილებდი, ცოლად არ გაჰყვე-მეთქი, დამიჯერე?
-თამო, შეეშვი, რაა, - დაილაპარაკა გიგიმ და ფეხზე წამოდგა, - ვერ ხედავ, რა დღეშია?
-კარგი, ხო, მაგრამ ჩვენ კიდევ დავილაპარაკებთ ქალბატონო, - ჩაიბურტყუნა და დაქალს გახედა, - გიგი, მიდი, წვენი მოგვიტანე და ბარემ აქ დავრჩეთ დღეს.
-დარჩით, ხო, დარჩით, აბა, ასეთ დროს სად უნდა წახვიდეთ? - თქვა კატომაც და დივნის საზურგეზე გადააგდო თავი, - ირაკლი ვნახე, - ჩუმად ამოილაპარაკა, როცა ბიჭი სამზარეულოში გასული დაიგულა.
-ვინ ირაკლი? - შეიცხადა თამუნამ, მერე კი თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა შეხედა კატოს, - ონიანი?
ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მხოლოდ.
-ვაიმეე, დროზე მომიყევი სად, როგორ, რა ვითარებაში შეხვდი! სიმპატიურია? ისევ ისეთია თუ?..
-გამომძიებელი გამხდარა. სწორედ მან დამკითხა.
-რააა? - აღტაცებულმა წამოიძახა თამომ, - ვაიმეე, არ მჯერა. უნდა მეჩხუბა, რომ გიგისთან გასატარებელი ამდენი ხნის ნაოცნებარი ღამე ჩამიშალე, მაგრამ ახლა ისეთი რამ მითხარი, ეგ ვისღა ახსოვს, - გაიცინა გოგომ და ამ დროს გიგიც შემოვიდა ჭიქებით ხელში.
-მადლობა, - უბრალოდ ამოილაპარაკა კატომ და ერთი ყლუპი მოსვა.
-ჩემი ტკბილი ბიჭი, - სიყვარულით სავსე მზერით შეხედა კაცს და ჯერ ხმაურით აკოცა ლოყაზე, შემდეგ კი ყელში მიაკრა რბილი ტუჩები, - ამ ღამინდელს სხვა დროს გავაგრძელებთ, - ჩუმად უთხრა ყურში, ისევ აკოცა და ისევ კატოს გვერდით ჩამოჯდა, კაცი კი დატოვა ასე გახევებული და ვნებებაშლილი.
-წამოდი, დავიძინით, რაა, თორემ ფეხზე ვეღარ ვდგავარ, - საწყლად ამოილაპარაკა კატომ და წამოდგა, - თან რამდენიმე საათში შეხვედრა მაქვს.
-მე და შენ რომ არ დაგვისრულებია, ხომ იცი? - სიტყვა დაადევნა კიბეებზე ამავალ დაქალს თამუნამ.
-მაგას რა დამავიწყებს, თამო, - გაეღიმა ქალს და უკვე მეორე სართულიდან გადმოსძახა ოთახში დარჩენილ წყვილს, - რომელ საძინებელშიც გინდათ, იქ შედით, უბრალოდ ან სისხლის ღვრა გადადეთ, ან ძალიან არ იხმაუროთ, ადრე ვარ ისედაც ასადგომი.
-ოხ, ეკატერინე სულხანიშვილო, ვერ გადამირჩები! - დაიძახა გაბუსხულმა თამუნამ და მერე გიგის მიუბრუნდა, - წამოდი, დავიძინოთ.
კაცმა ჭინკებათამაშებული თვალებით გადახედა მის წინ მდგომ ქალს და წელზე ძლიერად შემოჰხვია მკლავები.
-ძილი გინდა მხოლოდ? - ვნებიანი ხმით უჩურულა ყურში და იქვე აკოცა.
თამუნას სხეული აუთრთოლდა და ჩუმად ამოიკრუსუნა.
-რატომ მოქმედებ ასე ძლიერ ჩემზე? - ძლივს მოაბა სიტყვებს თავი და გასათავისუფლებლად გაიბრძოლა, - მეც დაღლილი ვარ და შენც. ახლა ორივეს ძილი გვჭირდება. მაგას ყოველთვის მოვასწრებთ.
-როგორც შენ მეტყვი, - საყვარლად გაუცინა კაცმა და საყვარელი სხეული ხელში ააფრიალა, - დავიძინოთ, ოღონდ ერთად და ოთახამდე ასე მიგიყვან. გაპროტესტება არ მიიღება.
-თუ გგონია, უარს გეტყვი, ძალიან ცდები, - ჩაიცინა ქალმა, მხარზე თავი ჩამოადო და ბედნიერი გაიტრუნა.
კატო კი ამ დროს უკვე თავის საწოლში იწვა და ძილ-ბურანში გადაშვებული მხოლოდ ორ ადამიანზე ფიქრობდა, რომლებსაც უკვე 5 წელი იყო არ შეხვედროდა და საერთოდაც მივიწყებული ჰყავდა.

თავი 2
დილით მაღვიძარამ რეკვა დაიწყო თუ არა, კატომ ძლივს წამოსწია თავი ბალიშიდან და თვალგაუხელლად გათიშა. მერე კი ასე თვალგაუხელლად შელასლასდა სააბაზანოში და ცხელი წყლის ქვეშ დაეყუდა. ბოლომდე მაინც ვერ გამოფხიზლდა და თავისი უძილობისგან ამოღამებული სახე სარკეში შეათვალიერა. ერთი ამოიოხრა ამის დანახვაზე, თავსა და ტანზე პირსახოცები შემოიხვია და თავის ოთახში გავიდა. იქ საწოლზე წამომჯდარი, უკვე მოწესრიგებული თამუნა დაუხვდა, რომელიც ანთებულ თვალებს არ აშორებდა და იღიმოდა.
-რამე ხდება? - დაილაპარაკა დაღლილი ხმით კატომ და კარადიდან საცვლები გამოიღო.
მერე კი სხეულზე მოხვეული პირსახოცი შემოიხსნა და ჩაცმას შეუდგა.
-წუხელ საუბარი არ დაგვისრულებია, - თქვა გაღიმებულმა და კარგად შეათვალიერა დაქალის სხეული, - ვაო, რა ტანზე ხარ, კატოო!
-არც შენ აკლებ, - გაეღიმა მის ნათქვამზე და მუცელზე წინდების დამჭერი მიიმაგრა, - გისმენ, მკითხე რაც გინდა.
-ირაკლი ონიანი... ნამდვილად ის ირაკლი ონიანია? და წუხანდელზე არ გიპასუხია, ისევ ისეთია თუ უფრო გასიმპატიურდა?
-ჰმმ... არ შემეშლებოდა. ნამდვილად ის ირაკლი ონიანია პოლიციის აკადემიიდან და, ხო, იმაზე უფრო მეტად სიმპატიურია, ვიდრე მაშინ იყო. კიდევ უფრო გამაღლებულა, წვერი დაბალზე აქვს მოშვებული და ამით ტუჩები უფრო მეტად გამოეკვეთა, - ოცნებაში გადაშვებული ხმით ჩაილაპარაკა კატომ და წინდები სამაგრით შეიბნია.
-ოუ, მაი გად, - შეიცხადა თამომ, - გთხოვ, მითხარი, რომ სახლში რა ფორმითაც მოხვედი, ზუსტად მასე გამოიყურებოდი, როცა გკითხავდა.
-აბა, გამოცვლას როდის ან სად მოვასწრებდი? - შეიცხადა ქალმა და ახლა ბიუსჰალტერი მოირგო ტანზე.
-ოჰო, მაშინ ნამდვილად დაამახსოვრდებოდი, - ეშმაკურად ჩაიცინა თამუნამ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მის წინ მდგომი ქალი, - არა, რაა, მშურს შენი. ასეთ ფორმაში რომ გხედავ, ვეჭვდები, განსხვავებული ორიენტაციის ხომ არ ვარ და გიგის სულ ტყუილად ვაწვალებ.
-რატომ უნდა დავმახსოვრებოდი ონიანს? - გაიკვირვა კატომ და თმების გაშრობას მოჰყვა.
-თუ არ გახსოვს, გეტყვი, რომ ის შენი ტანზე მომდგარი პერანგი ერთი ღილით მეტით იყო ჩახსნილი და შენი სიამაყეები ძალიან კარგად ჩანდა.
-უიმეე, - მობეზრებულივით აიქნია ხელი კატომ, - დიდი ამბავი. დავიჯერო დიდმკერდიანი ქალი არ უნახავს თუ რა?
-შენნაირი ნამდვილად არ ეყოლებოდა ნანახი.
-რაღაც მხრივ, მართალი ხარ, ხომ იცი? - ფიქრებში გადაეშვა ქალი, - დასაკითხად რომ შემოვიდა, ცოტა ხანი გაშეშებული მომშტერებოდა. ისე, ის კანონი, მიშტერებაზე შემოიღეს, თუ იცი? შემიძლია ვუჩივლო, რადგან, ზუსტად ვიცი, იმ წამს თავში ძალიან ბილწი აზრები დაუძრწოდა ვაჟბატონს.
თამუნა მანამ არ მოეშვა, სანამ დაწვრილებით არ მოაყოლა ირაკლიმ რა უთხრა, მერე კატომ რა უპასუხა და არც დავითი გამორჩენია. ბოლოს, როგორღაც მოახერხა, გიგის მომზადებული საუზმე შეჭამა, საბუთებს ხელი დაავლო და სამსახურში წავიდა. მართალია, მაკიაჟი უფარავდა გადაღლილობის კვალს სახეზე, მაგრამ ვინც კარგად იცნობდა მაინც შეამჩნევდა, რომ ახლა კატო საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იყო. ერთში მაინც გაუმართლა, უცხოელი პარტნიორების დასათანხმებლად დიდხანს არ უწვალია. მალევე მოლბნენ და ისეთ კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც კატოს უფრო აწყობდა, ვიდრე მათ.
თავის კაბინეტში შედიოდა, როცა ლიფტის კარი გაიღო და დერეფანში ბატონმა გამომძიებელმა შემოაბიჯა. ქალს თითქოს გული აუფრთხიალდა მისი დანახვისას, მაგრამ მერე თავი გადააქნია და სქელი კარის მიღმა მიიმალა. არ გასულა რამდენიმე წუთიც კი, რომ მისმა მდივანმა, სალომემ, დაურეკა და ირაკლის მოსვლა აცნობა.
-შემოვიდეს, - მხოლოდ ეს უთხრა უემოციო ხმით და თავის სავარძელში გასწორდა.
სანამ კაცი შემოვიდოდა, ის რამდენიმე წუთი გამოიყენა და ხან რა პოზა მიიღო და ხან რა. ვერ მიმხვდარიყო რატომ ღელავდა ასე და როგორ ფორმაში დახვედროდა ირაკლის. კარის გაღება და კატოს საბუთებში თავის ჩარგვა ერთი იყო. მერე კი ძალიან ნელა წამოსწია თავი და თითქოს გაბეზრებული მზერით შეხედა კაცს.
-ოჰ, გამარჯობა, ბატონო პროკურორო. დღეს აქ ნამდვილად არ გელოდით.
-დღემშვიდობისა, ეკატერინე.
-დაბრძანდით, - ხელით სავარძლისკენ ანიშნა და წინ დადებული საქაღალდე დახურა, - რამ შეგაწუხათ? ნუთუ, წუხელ ამომწურავად ვერ გავეცი თქვენს კითხვებს პასუხი? მაშინ დამელოდეთ, დავითს გამოვიძახებ.
-არა, არა, - თავი უარის ნიშნად გააქნია კაცმა და ოთახი შეათვალიერა, - მე აქ ვიდეოჩანაწერების სანახავად ვარ მოსული.
-უწყება გამოგეგზავნათ და ვიდეოჩანაწერებს პროკურატურაში გამოგიგზავნიდით. არ იყო თქვენი შეწუხება და აქ მოსვლა საჭირო.
-სულაც არ შევწუხებულვარ, ეკა, - ჩაიცინა კაცმა და სახეზე კარგად დააკვირდა, - გამოუძინებელი და დაღლილი მეჩვენებით.
-ნუთუ? - ირონიულად ჩაიცინა ქალმა და ტელეფონზე ერთ-ერთ ღილაკს დააწვა, - სალომე, თუ შეიძლება, ორი ყავა შემოგვიტანე და ჩვენი დაცვის უფროსს სთხოვე, რომ დაუყოვნებლივ ჩემს კაბინეტში გამოცხადდეს.
-გასაგებია, ქალბატონო ეკატერინე.
-არც მიკითხავს თქენთვის, ბატონო ირაკლი, და ყავას ხომ დალევთ? - მხოლოდ ახლაღა გახედა კაცს და რატომღაც წამოწითლდა სახეზე.
-ხომ ვერ გაწყენინებთ, - მხიარულად გაეპასუხა ბიჭიც და მარჯვენა ხელი წვერიან ლოყაზე ჩამოისვა.
მერე კი კარი გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით ჯერ სალომე, მერე დაცვის უფროსი, ბოლოს კი დავითი შემოვიდა. ირაკლის რატომღაც არ ესიამოვნა ადვოკატის დანახვა, მაგრამ არ შეიმჩნია და მისასალმებლად წამოდგა.
-გმადლობ, სალომე, - თბილად გაუღიმა კატომ გოგოს და თავისი ფინჯანი ჩამოართვა.
დავითმა ხელი ჩამოართვა თუ არა, მაშინვე ეკატერინესკენ წავიდა და მის სავარძელთან დადგა ისე, რომ მარცხენა ხელით საზურგეს ეყრდნობოდა, თან სიბრაზეშეპარულ მზერას არ აშორებდა ირაკლის.
-ბატონო პროკურორო, კიდევ რაიმე ჩაიდინა ჩემმა კლიენტმა თუ თქვენს აქ გამოჩენას რას უნდა ვუმადლოდეთ?
-ვიდეოჩანაწერების სანახავად ვარ მოსული, ბატონო დავით, - ისეთივე ტონით გასცა პასუხი კაცს, როგორც ელაპარაკა და ამრეზით მოაცილა თვალი.
-კარგი, მაშინ, ლადო გაჩვენებთ ყველაფერს რაც გჭირდებათ, - თქვა ქალმა და ირაკლის დაცვის უფროსზე ანიშნა. მერე კი მის უკან მდგომ კაცს ახედა, - დავით, ჩაჰყვები მათ თუ საქმეზე დავილაპარაკოთ?
-ლადოც მშვენივრად გაუმკლავდება ყველაფერს, - თქვა კაცმა და წამით არ მოუშორებია მზერა კატოსთვის.
-კარგი, - მხრები აიჩეჩა ქალმა და წინ მდგომებს გახედა, - ჩანაწერებს ლადო გაჩვენებთ, მას გაჰყევით.
-გმადლობთ ყავისთვის, ეკატერინე, - გაიღიმა კაცმა, ნახევრამდე ჩაცლილი ფინჯანი მაგიდაზე დადგა და დაცვის უფროსს უკან აედევნა.
სანამ კატოს კაბინეტს დატოვებდა, კიდევ ერთხელ მოავლო მზერა ოთახს, შემდეგ დავითს, ბოლოს კი, ტკბილ ლუკმასავით შემონახულ ქალს გახედა. კიდევ ერთხელ ჩაიღიმა მის დანახვაზე და ზურგს უკან გამოიხურა მძიმე კარები.
გავიდნენ თუ არა ოთახიდან, დავითმა შვებით ამოისუნთქა და კატოს სავარძელს მოშორდა. შემდეგ ამრეზით გადახედა იმ სკამს, სადაც წამის წინ ირაკლი იჯდა და მის მოპირდაპირე მხარეს დაიკავა ადგილი.
-ეკატერინე, რატომ არ დამირეკე, როცა ირაკლი მოვიდა? - ტონს სიმკაცრე და ცოტა ბრაზი გაურია და ქალს შეხედა.
-საჭიროდ არ ჩავთვალე, მას შემდეგ რაც გავიგე, რისთვის იყო მოსული, - მხრები აიჩეჩა ქალმა და თავისი ნატიფი თითი ფინჯნის ზედაპირს მოატარა.
-მაინც უნდა დაგერეკა და გეთქვა, - არ ნებდებოდა კაცი.
-რა გინდა, დავით?
-მე შენზე ვღელავ, ეკა, - დაიწყო კაცმა თბილი ხმით, შემდეგ კი ჩაახველა და უემოციოდ განაგრძო, - როგორც ჩემს უფროსსა და ჩემს კლიენტზე.
-მგონი ზედმეტად ღელავ, - გაიღიმა ქალმა და ყავა მოსვა, - ზედმეტი ღელვა კი ნაადრევად დაგაბერებს და გაგაჭაღარავებს.
-მგონი, აჯობებს საქმეზე გადავიდეთ, - თემა შეცვალა კაცმა და კატოს მიაჩერდა, - ახლა დაწვრილებით მომიყევი, რა გითხრა ლაშამ როცა დაგირეკა, შენ რა უპასუხე, რას აკეთებდი გუშინ, სანამ აგიყვანდნენ. ეს ყველაფერი შემდეგ სამოქმედო გეგმის შედგენაში დაგვეხმარება.
კატომ ერთი ამოიოხრა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო.
ირაკლი ლადოს უკან მიჰყვებოდა და თან შენობის ყველა კუთხეს კარგად ათვალიერებდა. ჩაუარა თითქმის ყველა განყოფილებას, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ყურადღება დავითის კაბინეტმა მიიქცია, რომელიც კატოს კაბინეტისგან მხოლოდ ერთი მოსახვევით იყო დაშორებული და მისი ფანჯრებიდან მშვენივრად ჩანდა ქალის ოთახი. კაცს სიჩქარეში კარის დახურვა დავიწყებოდა და ირაკლის მხოლოდ ერთი თვალის შევლებაც ეყო იმის დასადგენად, რომ ოთახი იდეალურად მოწესრიგებული იყო, მხოლოდ მაგიდაზე არეულად დაწყობილი საქაღალდეები ჰქმნიდნენ სრულ დისონანს და ამ საქაღალდეებში ჩამალული მბზინავი შავი ნივთები, რომელთა მოყვანილობაც კარგად ვერ გაარჩია და გულში ჩარჩა.
ლადომ კიბეების ჩავლის შემდეგ მალევე შეაღო ვიწრო ოთახის კარი და ჯერ ირაკლი შეატარა, შემდეგ კი თავად მიჰყვა. ოთახის დიდი ნაწილი კედელზე დამაგრებულ მონიტორებს ეკავა და თითოეული მათგანის ეკრანი რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი და ყველა მათგანზე კარგად ჩანდა მომუშავე პერსონალი, მხოლოდ ერთი პიროვნების გარდა.
-ქალბატონი ეკატერინეს სამუშაო ოფისი რატომ არაა აქ? - მაშინვე იკითხა და კაცს მოლოდინით სავსე მზერით გახედა.
-ქალბატონმა ეკატერინემ თავის კაბინეტში კამერების დაყენებაზე უარი განაცხადა. არ ვიცი, რატომ, - მხრები აიჩეჩა კაცმა და ერთ-ერთ სავარძელში ჩაეშვა, - დაბრძანდით, გთხოვთ, - ხელით მეორე სავარძელზე ანიშნა და თავად სისტემაში შესასვლელი კოდი აკრიფა.
-აბა, გისმენთ, ბატონო ირაკლი, რა გინდათ, რომ ნახოთ?
-ეს კამერები მხოლოდ იღებენ თუ ჩანაწერსაც აკეთებენ?
-რა თქმა უნდა, ჩანაწერს აკეთებენ, ყოველი თვის ბოლოს კი სპეციალურ მონაცემთა ბაზაში იგზავნება და იქ ინახება.
-ძალიან კარგი, - თქვა ირაკლიმ და ისევ მონიტორებს გახედა, - პირველ რიგში, მე გუშინდელი დღის ჩანაწერები მჭირდება. შეგიძლიათ, რომ ასლი გამიკეთოთ?
-ეს ცოტა დიდ დროს წაიღებს, - ჩაფიქრებით თქვა კაცმა.
-არაუშავს, დაგელოდებით, - უპასუხა ირაკლიმ და იმ მონიტორს დააკვირდა, რომელზეც დავითის სამუშაო კაბინეტი იყო გამოსახული, - შეგიძლიათ ეს ოთახი უფრო ახლო კადრით რომ მაჩვენოთ? - მიუბრუნდა საქმით გართულ კაცს და ხელით ეკრანისკენ მიანიშნა.
-რა თქმა უნდა, დავიწყებ ასლის გაკეთებას და ახლავე.
ლადომ მალევე მოილია საქმე, ახლა მხოლოდ უნდა დალოდებოდნენ.
-აბა, რომელი ოთახის ნახვა გინდოდათ? - მიუბრუნდა ირაკლის და ინტერესეით დააკვირდა.
-აი, ეს კაბინეტი მაინტერესებს.
-ბატონი დავითის? - გაიოცა კაცმა და შეშფოთება დაეტყო ხმაში, - კი, მაგრამ...
-უბრალო ცნობისმოყვარეობაა. ეს გამოძიებას საერთოდ არ ეხება, - დაამშვიდა კაცი და გაუღიმა კიდეც.
-არ ვიცი, არ ვიცი, - მხრებში აწურული იჯდა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა, - ეს რომ გაიგონ, ალბათ, სამსახურიდა მომხსნიან.
-დამშვიდდით, ვერავინ გაიგებს.
-კარგი, - თქვა, მაგრამ სახეზეც კი ეტყობოდა, როგორ ნერვიულობდა.
-ეს რა არის? - ნივთების ფორმის გარჩევისას შეიცხადა ირაკლიმ და კარგად დააკვირდა მბზინავ საგნებს.
-აააა, ეგენი? - ნერვიულად ჩაიცინა კაცმა და ირაკლის გახედა, - ეგენი ბატონი დავითის კოლექციის ერთ-ერთი ნაწილია. სხვათა შორის, ახლახან ჩამოუვიდა. სახლში უფრო მეტი ნაირსახეობა აქვს. მივლინებაში თუ მიდის, ყოველთვის ყიდულობს ერთ ეგზემპლარს მაინც.
-და მათი გამოყენება თუ იცის?
-ნამდვილად არ ვიცი, - მხრები აიწურა კაცმა და შემთხვევით ერთ-ერთ ღილაკს დააწვა, რომელმაც კამერა ფანჯრებისკენ შეაბრუნდა და ირაკლიმ კარგად გაარჩია ეკატერინეს კაბინეტი, მართალია, შორიდან, მაგრამ სილუეტებს მაინც არჩევდა. მერე კი, შუშაზე მზის სხივები აირეკლა და თვალისმომჭრელი კაშკაშის გარდა აღარაფერი ჩანდა.
-აი, ჩანაწერიც გამზადდა, - შვებით ამოისუნთქა ლადომ და კომპაქტ დისკი ფაილში საგულდაგულოდ გაახვია.
-ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, - ირაკლიმ ღიმილით გაუწოდა ხელი და ჩამორთმევის შემდეგ კაბინეტი დატოვა.
„თუ კოლექციონერია, მათი გამოყენებაც ეცოდინება“ - ფიქრობდა თავისთვის, როცა მანქანას სამასახურისკენ მიაქროლებდა, - „და, მაინც, რატომ არ მომწონს ეს კაცი? რატომ იწვევს ჩემში ეჭვს და უნდობლობას?“.
პასუხებგაუცემელი კითხვებით მიაღწია პროკურატურის შენობას და შიგნით შესულმა მაშინვე ლიზას მაგიდას მიაშურა.
-ლიზიკო, ჩემო საყვარელო, - დაიწყო დათაფლული ხმით, - რაღაც უნდა გთხოვო.
-რა ხდება, ბატონო ირაკლი? - ეჭვით გახედა გოგომ და თან ჩანთა მოიკიდა მხარზე, - ხომ იცით, ჩემი მორიგეობა დასრულებულია ზეგ დილამდე.
-ვიცი, ვიცი და სწორედ ამიტომ გთხოვ, - ყველის ვაჭარივით გაეკრიჭა და წინ ჩამოყრილი ურჩი კულულები ყურს უკან გადაუწია.
გოგომ ერთი ამოიოხრა, ჩანთა სავარძელთან დააგდო და ირაკლის მიაჩერდა.
-გისმენთ!
-თუ გამიბრაზდები, არ მინდა, - საყვარლად დაიმანჭა ირაკლი და გაიღიმა.
-არ გიბრაზდებით და არც გებუტებით. უბრალოდ დაღლილი ვარ და დაძინება მინდა.
-კარგი, ვეცდები მალევე გაგიშვა. მხოლოდ, გიორგი უნდა მომიძებნო.
-რატომ მიგრძნობდა გული, რომ მსგავს რაღაცას დამავალებდით? - ამოიბურტყუნა ქალმა და კომპიუტერში რაღაც აკრიფა.
-ეს ყველაფერი არაა, - შეაპარა კაცმა და მის რეაქციას დაელოდა.
-კიდევ გნებავთ რამე? - თვალები გაუფართოვდა ქალს და მონიტორს დააკვირდა, - ჰმმ... გიორგი ახლა კაფეტერიაშია თუ მისი რაციის GPS-ი არ იტყუება და გადაპროგრამებული არ აქვს ვაჟბატონს.
-ძალიან კარგი, მადლობა, - გაიცინა ირაკლიმ და გოგოს ლოყაზე ნაჩქარევად აკოცა, - მე კაფეტერიაში წავედი და შენ შეგიძლია სახლში წახვიდე. მეორე დავალებას ზეგ მოგცემ.
-პროკურორი თან ასეთი სერიოზული და ასეთი ცანცარა პირველად შემხვა, - თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ და შენობა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
ირაკლიმ კი ორი სართული აირბინა და კაფეტერიაში შესულმა იქაურობას კარგად მოავლო თვალი. მაშინვე შეამჩნია ბატონი გიორგი, რომელიც ერთ-ერთ თამაშრომელ ქალთან საუბარში ისე იყო გართული, რომ ირაკლის მისვლაც კი ვერ გაიგო.
-გიორგი, - გაისმა პროკურორის მკაცრი ხმა და ბიჭიც მაშინვე გასწორდა წელში, - სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში!
-ახლავე, - ჩაიბურტყუნა ბიჭმა და თავისი ყავის ჭიქიანად უკან აედევნა უფროსს, - გისმენთ, რა ხდება?
ირაკლიმ დისკი მაგიდაზე დადო და გიორგისკენ ნელა გაასრიალა.
-ახალი დავალება მაქვს შენთვის.
-ეს რა არის? - ინტერესით შეათვალიერა კაცმა დისკი და ისევ უკან დააბრუნა.
-ეს გუშინდელი ჩანაწერებია ქალბატონი ეკატერინეს კომპანიიდან. მინდა გადაამოწმო, სიმართლე გვითხრა თუ არა და, ამასთანავე, მისი ადვოკატის კაბინეტსაც თუ შეამოწმებ, არ იქნება ურიგო.
-აჰამ, გასაგებია, - ჩაილაპარაკა ბიჭმა და საწყალი სახით დახედა დისკს, - გამოდის, რომ უფრო მეტი ყავა დამჭირდება.
-მართლა, გიორგი, - შეაჩერა უკვე კართან მისული ბიჭი, - რას ამბობენ, როდის იქნება ექსპერტიზის პასუხები?
-წესით, ამ კვირის ბოლოს უკვე ხელთ უნდა გვქონდეს წინასწარი დასკვნა, ხოლო საბოლოო პასუხი 2 კვირაში იქნებაო.
-კარგი, მადლობა, - თქვა ირაკლიმ და თვალი გააყოლა, როგორ დაიხურა კარი და ოთახში მხოლოდ თვითონ დარჩა.
ცოტა ხანს ასე იჯდა და ფიქრობდა, შემდეგ კი ყავის დასალევად წამოდგა და როცა თავისი ფინჯანი აიღო, თვალი შინდისფერი პომადის კვალმა მოსჭრა. მხოლოდ ახლაღა გაახსენდა, რომ მისი ჭიქიდან ყავა წუხელის კატომ მოსვა და ეს კვალიც იქიდან იყო დატოვებული. თავისთვის ჩაიღიმა, თითები ნაზად გადაატარა კვალს და თითქოს ქალის ტუჩების სირბილე შეიგრძნოო. მხოლოდ რამდენიმე წამიანი გათიშვის შემდეგ მოეგო გონს. სირბილით გადაჭრა ჯერ თავისი კაბინეტი, შემდეგ დერეფანი და დაუკითხავად შეიჭრა ლაბორატორიაში.
-რამდენჯერ უნდა გითხრათ, - მაშინვე გაიგონა კაცის ბუზღუნი და გაეღიმა, - ლაბორატორიაში ბახილების და სპეციალური სამოსის გარეშე არ შემოხვიდეთ-მეთქი? სტერილურ გარემოს მიბინძურებთ და ხელს მიშლით ჩემი საქმის კეთებაში!
-მაპატიე, სოსო, - გაიკრიჭა ირაკლი და ყავის ფინჯანი დაანახა, - მაგრამ შენი დახმარება მჭირდება.
-ვერ მოიცდის ეგ საქმე? ახლახან დავიწყე გვამის დეტალურად დათვალიერება!
-სულ 5 წუთის საქმეა.
-რა გინდა, ჰა, მითხარი. მაინც მომაცდინე, უკვე, - კაცმა ხელთათმანები გაიძრო და ურნაში ჩაუძახა, მერე კი ახალი წყვილი მოირგო და ირაკლის მიაცქერდა.
-დნმ-ის აღება უნდა გთხოვო ამ ჭიქიდან.
-5 წუთის საქმეა, კი, როგორ არა! რა მარტივად უყურებთ ეს ახალგაზრდები ამ ყველაფერს! - ისევ აწუწუნდა კაცი და ფინჯანი ფრთხილად ჩამოართვა, - რა იყო, ვინმე ბავშვიანად დაგადგა, ახლა გიმტკიცებს შენიაო და შენ შემოწმება გინდა?
-არა, სიმართლე გითხრა, მეც არ ვიცი, ჯერ რაში გამომადგება ეს, მაგრამ მისი დნმ-ი ხომ, მაინც გვექნება?
-კარგი, დატოვე ეს ჩემთან და რამდენიმე საათში მოაკითხე.
-ოღონდ, ფრთხილად, ხომ? არ დააზიანო, რაა. ჩემი საყვარელი ჭიქაა.
-ყმაწვილო, ხვდები ახლა, ხომ ვის ელაპარაკები? მე თავად სიფრხილის ღმერთი ვარ, - გაიცინა კაცმა და სწორედ ამ დროს, ვერც მოზომა, ისე გამოედო ბორბლებიან მაგიდას, რომელზეც სამუშაო იარაღები ეწყო და ყველაფერი იატაკზე დაყარა.
-კი, კი, სოსო, სიფრთხილის ღმერთი ხარ, ოღონდ დაბდურა სიფრთხილის ღმერთი, - გაიცინა ირაკლიმ და მანამ დატოვა ლაბორატორია, სანამ კაცი რაიმეს გამოუქანებდა.
***
უკვე კარგად შეღამებული იყო, როცა მაღალმა სილუეტმა შენობა დატოვა და მანქანაში ჩაჯდა. ღვედი არც კი გაუკეთებია, დაქოქა თუ არა, მაშინვე მიაჭირა ფეხი გაზის პედალს და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, ასფალტზე საბურავების კვალი დატოვა. ძალიან გაბრაზებული იყო და ახლა სწორედ თავისი ასე გაბრაზების მიზეზთან მიდიოდა. მთელი გზა კბილებს აღრჭიალებდა და ისე მაგრად უჭერდა საჭეს ხელებს, თითქმის შემოეფშვნა. ხანდახან უკანაც იყურებოდა. ამოწმებდა, ვინმე ხომ არ აედევნა და ბოლოს, ნახევარსაათიანი სიარულის შემდეგ ნახევრადგანათებულ ორსართულიან სახლს მიადგა. მანქანა არც კი ჩაუკეტავს, მაშინვე გადავიდა და გაბრაზებულმა შეაჭრა სახლში.
-შენ, გოგო, ნორმალური ხარ? - იღრიალა მაშინვე, როცა თითქმის სრულად ჩაბნელებულ ოთახში დივანზე ღვინის ჭიქით მიწოლილი ქალის სილუეტი დალანდა, - როგორ გაბედე ამ საქმეში მისი გარევა?
-ოჰ, გაიგე უკვე? - ქალმა წყნარად მოსვა შემდეგი ყლუპი და შიშველი ტერფები იატაკზე დაუშვა, - არაუშავს, თუ ერთით მეტი პრობლემა გაუჩნდება ჩვენს დედოფალს.
-გეკითხები და მიპასუხე, რატომ? მილიონჯერ არ გაგიმეორე, რომ ის ამ საქმეში არ უნდა გარეულიყო? ან საერთოდ როგორ მოახერხე მისი ჩათრევა?
-შენ შენი ხერხები გაქვს, მე ჩემი. რას ვიზამთ, - მხრები აიჩეჩა ქალმა, ღვინის ჭიქა დაბალ ყავის მაგიდაზე დადგა და ფეხზე წამოდგა.
თხელ აბრეშუმის ღამის პერანგში გამოწყობილი ქალი ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა ქერა თმით, დაბურცული, კარგად გამოკვეთილი მკერდითა და ჩამოსხმული ტანითა და გრძელი ფეხებით, რომელსაც პერანგი საერთოდ ვერ უფარავდა. საერთოდაც, მხოლოდ საჯდომამდე სწვდებოდა და ნებისმიერ მამაკაცში ვნებას გამოიწვევდა. ასე დაემართა კაცსაც. ხმაურით გადააგორა გამშალ ყელში ნერწყვი და გონზე მოსასვლელად თავი აქეთ-იქით გაიქნია.
-ვიცი, ვიცი, რომ გაგაბრაზე, მაგრამ შეგიძლია დამსაჯო, - გაიცინა ქალმა და კაცის წინ გაჩერდა.
ნელა და ძალიან ფრთხილად შეუცურა ხელი პიჯაკში, მისი მოშორების შემდეგ კი თეთრ პერანგში და ღილების ჩახსნა დაუწყო. თან ყბასა და ყელში უტოვებდა სველი კოცნის კვალს.
უკვე ქამრის სათავესთან იყო მისული, როცა კაცმა ქალის თხელი ხელი ჩაბღუჯა და უხეშად მოიშორა.
-გაჩერდი! - უთხრა და უკან დაიხია, - მე აქ სალაპარაკოდ მოვედი და არა შენთან სექსისთვის!
-საუბარი და სექსი ერთმანეთს არ გამორიცხავენ, ხომ იცი. თანაც შენც დამშვიდდები და ცხელ გულზე აღარ მიიღებ გადაწყვეტილებას.
-არა! - უკვე ბზარი ეპარებოდა კაცის ხმას, მაგრამ ჯერ კიდევ მტკიცედ იდგა თავის აზრზე.
-კარგი რაა, მოეშვი და მომენდე. თან რამდენიმე დღეში რუსეთში მოვდივარ და საერთოდ ვეღარ მნახავ.
-არ მგონია, ეს კარგი იდეა იყოს, - ძლივს ამოილაპარაკა კაცმა, როცა ქალი მის ბაგეებს მისწვდა და დაადუმა.
-ასე ძალიან თუ ხარ გაბრაზებული, უფლებას გაძლევ არ გამა**ვებინო.
-გიჟი ხარ! - მხოლოდ ესღა თქვა კაცმა და ჟინმორეულმა დაუწყო კოცნა და კბენა მთელს სხეულზე.
ქალს ღამის პერანგი ტანზევე შემოახია, დივანზე გადააწვინა და იმდენად უხეშად, ძლიერად და ღრმად შეიჭრა ქალის სხეულში, რომ ქალს ტკივილისა და სიამოვნებისგან თვალები მიელულა და დაიგმინა. კაცი უხეშ და სწრაფ ბიძგებს აკეთებდა და თავადაც ხვნეშოდა. თავად მართლაც მიაღწია სიამოვნების წერტილს, შიგნით გაუ**ვა, ქალი კი დაუკმაყოფილებელი დატოვა. სწრაფად შეიკრა შარვლის უბე და თავის პერანგს გადასწვდა, მაგრამ გონზე მოსულმა და შუბლშეჭმუხნულმა ქალმა წელზე ფეხები შემოჰხვია და კაცს დივნისკენ უბიძგა.
-ბოროტი ხარ! ასე როგორ შეიძლება? შენ დაკმაყოფილდი და მე დამტოვე ხომ, ისე? და შენ გგონია, ასე მარტივად გაგიშვებ? - ჩაიცინა, კაცს ზემოდან მოექცა და ერთი ხელის მოსმით შეუხსნა რამდენიმე წუთის წინ საგულდაგულოდ შეკრული შარვალი.
-ახლა ჩემი ჯერია, - ისევ გაიცინა ქალმა, კაცის სისხლსავსე კუნთი ნელა შეიცურა სხეულში და მოძრაობა დაიწყო, - ოდესმე მითქვამს, ლაშას მილიონჯერ რომ სჯობიხარ სექსში? იმ საცოდავს ისეთი პატარა ჰქონდა, ვერც კი ვგრძნობდი ხოლმე, შენ კი.... ოჰ... შენ...
და სიტყვა ვეღარ დაამთავრა, რადგან კაცმა კოცნით დაადუმა, ქალის მკერდს მისწვდა, დაბურცულ კერტებზე კბილები მოსდო და ახლა თავად მოექცა ზემოდან. ჩაბნელებულ სახლში კი მათი ხმამაღალი კვნესა და ოხვრა ისმოდა.

თავი 3
ცას მზის პირველი სხივები ეპარებოდა, როცა კაცი მოსწყდა ქალის სხეულს და საწოლზე გადაწვა. ქალი სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა, თან ზეწარი შემოიხვია, მარცხენა მკლავზე თავი ჩამოდო და კაცის შიშველ გულმკერდზე უცნაური ფიგურების ხაზვას მოჰყვა.
-როგორ გაქვს ჭრილობა? - ჰკითხა და თან კაცის ბინტით გადახვეულ მარცხენა ხელს გახედა, - ძალიან გაწუხებს?
-რა იყო, ჩემზე ღელავ? - ჩაიცინა კაცმა, ტუმბოზე დადებული სიგარეტი აიღო და მომწამვლელი ჰაერი ღრმად გადაუშვა ფილტვებში.
-არა, უბრალო ინტერესია, - მხრები აიჩეჩა ქალმა, კაცის მკლავებს შორის შეძვრა და თვითონაც შეისუნთქა მომწამვლელი ჰაერი.
-როდის აპირებ გამგზავრებას?
-ალბათ 2-3 დღეში. აქ რაღაც საქმეები კიდევ დამრჩა მოსაგვარებელი.
-გაფრთხილებ, მას შეეშვი!
-დამშვიდდი, აღარაფერს ჩავიდენ ისეთს, რაც მას დააზარალებს, - ჩაიცინა ქალმა და კაცის მკერდზე კარგად მოკალათდა, - გადააგდე ეგ სიგარეტი და გასწორდი, მეძინება!
კაცმა ნამწვი საფერფლეში ჩააგდო, ერთი ღრმად ამოიოხრა, მერე კი მასზე გაწოლილ ქალის სხეულს ხელები მჭიდროდ მოხვია და მასთან ერთად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
***
ლიზამ მხოლოდ 10 საათამდე შეძლო დაძინება, შემდეგ კი შიმშილმა შეახსენა თავი და თავისი ფუმფულა ბალიშის მიტოვება მოუხდა. ჯერ მხოლოდ 22 წლის იყო, მაგრამ ცხოვრებას უკვე მოესწრო მისთვის თავისი კლანჭების ჩასობა და ტკივილის მიყენება. ჯერ კიდევ პატარა იყო, დედა რომ გარდაეცვალა, ხოლო 19 წლის ასაკში მამაც დაკარგა და დარჩა სრულიად მარტო. მაშინ სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა და აკადემიურის აღება მოუწია, რათა ყველაფერი მოეგვარებინა. მერე, როგორღაც მოახერხა და სამსახური იშოვა, სოსოს დამსახურებით და სწავლისთვის ყურადღებაც აღარ მიუქცევია. სად ეცალა მაგისთვის?
სამზარეულოდან მთქნარებით გამოფრატუნდა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. იქვე ყავის მაგიდაზე დადებულ თავის ტელეფონს დასწვდა და მეგობართან უნდა დაერეკა, როცა, რასაც ჰქვია, ელემენტი ხელებში ჩააკვდა. ბუზღუნით წამოდგა და მთელი სახლი გადაქექა, მაგრამ დამტენი მაინც ვერსად იპოვა.
-ჯანდაბა, ნამდვილად სამსახურში დამრჩა, - ჩაიბურტყუნა გოგომ და თავის ოთახს მიაშურა გამოსაცვლელად.
ტანზე მომდგარი მუქი ლურჯი ჯინსი და დაკლეტკილი იდაყვებამდე მკლავით თხელი პერანგი ჩაიცვა, თმა ცხენისკუდად შეიკრა და კიბეებზე დაეშვა. სადარბაზოდან გამოსულმა სამარშუტო ტაქსი გააჩერა და სამსახურამდე ასე მივიდა. ღრმად ჩაისუნთქა, სანამ შენობაში შევიდოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეაღო კარი. სიცხიდან შემოსულს სახეში მაშინვე ეცა კონდიციონერების მონაბერი ცივი ჰაერი და ნელა გაუყვა დერეფანს თავის მაგიდამდე. მართალი აღმოჩნდა, დამტენი ლამაზად დახვეული მაგიდის მარჯვენა კუთხეში იწონებდა თავს. სწრაფად ჩაიგდო ჩანთაში და უკვე კიბეებთან იყო, როცა ირაკლის შეეჩეხა.
-უი, ლიზიკო, გამარჯობა, - გაუღიმა ირაკლიმ და ხელი შეაშველა ქალს, რომ კიბეებზე ფეხი არ დასცდენოდა, - აქ რა გინდა? მეგონა, დღეს ისვენებდი.
-კი, ბატონო ირაკლი, ვისვენებ, მაგრამ დამტენი დამრჩა გუშინ და მის წასაღებად მოვედი.
-აა, გასაგებია. მარემ აქ ხარ და ერთ თხოვნას ვერ შემისრულებ?
-თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ.
-ჩემს კაბინეტში თაბახის ფურცლები გათავდა და შეგიძლია ჩამომიტანო?
-რა პრობლემაა, - გაიღიმა გოგომ და გეზი იცვალა.
კიბეებს ბოლო სართულისკენ აუყვა, სადაც სათავსო ჰქონდათ და ყველანაირ საჭირო ნივთს ინახავდნენ. დერეფანი, როგორც ყოველთვის, ცარიელი დახვდა. მშვიდად მიაბიჯებდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა სურათი დახვდებოდა სათავსო ოთახში შესულს. კარი ნელა გააღო და გვერდით კედელზე ხელი მოაფათურა ჩამრთველის საპოვნელად. ჩამრთველის პოვნა, სინათლის ანთება და ქალის კვნესის გაგონება ერთი იყო. ლიზა შეცბა და წინ გადაშლილ სურათს შეხედა. ნახევრადშიშველ გიორგის ერთ-ერთ თაროზე მეოთხე სართულზე მომუშავე ქალი შემოესვა და გაშმაგებით ჰკოცნიდა. ქალის ყელს მაშინაც კი არ მოშორებია, როცა ოთახში შუქი აინთო. ლიზამ ამრეზით და წყენით მოაშორა მზერა მოალერსე წყვილს და თაბახების შეკვრისკენ დაიძრა.
-თქვენ განაგრძეთ, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას, - თქვა ხმამაღლა და თაბახების მთლიან შეკვრას დასწვდა გაბრაზებული, - მხოლოდ ფურცლებისთვის შემოვედი.
ქალი მაშინვე მოსცილდა გიორგის, თაროდან აწითლებული ჩამოხტა და სირბილით გაიჭრა კარში, ისე რომ ლიზასაც კი დაასწრო გასვლა. ბატონმა გიორგიმ კი მშვიდად გადაიცვა მაისური ნავარჯიშებ სხეულზე და გაოცებული აედევნა ლიზას.
-არ მეტყვი, აქ რას აკეთებ? - მკლავში ხელი ჩაავლო და თავისკენ მოატრიალა.
-ბოდიში, რომ ხელი შეგიშალე გართობაში, - გაბრაზებულმა უთხრა ბიჭს და მკლავის დახსნა სცადა, - ირაკლიმ ფურცლებისთვის გამომგზავნა.
-დღეს ხომ არ მუშაობ? - ისევ გაოცებული იყო ბიჭი.
-ანგარიში უნდა გაბარო?
-არა, მაგრამ...
-ხოდა, ხელი გამიშვი, მეჩქარება, - ხელი გამოჰგლიჯა და კიბებისკენ წავიდა, როცა გიორგიმ ისევ დაიჭირა და თავისკენ შეაბრუნა, - ახლა რაღა მოხდა?
-რატომ მიბრაზდები, ლიზ? - თბილი ხმით ჰკითხა ბიჭმა და ცასავით კრიალა ცისფერ თვალებში ჩახედა ქალს.
-რა სისულელეა, - ძლივს ამოთქვა ლიზამ და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში.
-კი, ნამდვილად მიბრაზდები. რამე დავაშავე და არ ვიცი? - უცოდველი სახით იკითხა კაცმა.
-ნამდვილი იდიოტი ხარ! - უკვე თავის თავზე ნერვებმოშლილმა ქალმა ხელი გამოჰგლიჯა და მტევანი გიორგის სახისკენ გაიქნია.
გოგოს ხელის ნაცვლად გიორგის სახეში რაღაც უფრო მძიმე და მაგარი მოხვდა. ლიზას ვეღარ მოეზომა და ბრაზისგან გონებაარეულს ბიჭისთვის თაბახებიანი ხელი მოექნია. კაცსაც სახეში სწორედ მთელი შეკვრა ფურცლები მოხვდა, თავბრუ დაეხვა და დარეტიანებული იატაკზე ბრაგვანით გაიშოტა. ლიზამ ერთი წამოიკივლა, ფურცლებს ხელი უშვა და გაუნძრევლად მწოლიარე კაცთან მუხლებზე დადგა. თვალები მაშინვე აუცრემლიანდა, როცა დაინახა, რომ ბიჭს წარბი გახეთქვოდა და მარჯვენა თვალიც ნელ-ნელა შესიებასა და დალურჯებას იწყებდა.
-გიორგიი, გიოო, გაახილე თვალი, გთხოვ, - გამტყდარი ხმით ეძახდა და თან თავის პატარა და საოცრად ნაზ ხელებს კაცის სახეზე დაატარებდა, - გთხოვ, ოღონდ ახლა გაახილე თვალები და გპირდები, აღარასდროს გეჩხუბები.
-ანუ აღარასდროს გამიბრაზდები, არა? - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა და აბრჭყვიალებული თაფლისფერი თვალებით ახედა ქალს, - იცოდე, ამას გაგახსენებ.
-მართლა იდიოტი ხარ, - მაშინვე ფეხზე წამოიჭრა ლიზა, როგორც კი დარწმუნდა, რომ ვაჟბატონი კარგად იყო, ხელი ძირს დავარდნილ ფურცლებს დაავლო და კიბეებისკენ სიბრაზისგან მხრებმოცახცახე წავიდა, თან თავისთვის ბურტყუნებდა:
-იდიოტი, რეგვენი, შტერი, დეგენერატი! არა, როგორ დავიჯერე, რომ რამე დაემართა? მაგას თავში ტვინი არ აქვს და გინდა თავი გასტეხვოდა, მაინც არაფერი დაემართებოდა.
ასე მობურტყუნემ შეაღო ირაკლის კაბინეტის კარი და კაცს ფურცლები წინ დაულაგა.
-მადლობა, ლიზიკო, - გაუღიმა ირაკლიმ და ქალს ახედა.
-არაფერს, - უბრალოდ ამოილაპარაკა ქალმა და კარისკენ წავიდა, მერე კი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, კაცისკენ შებრუნდა და საწყალი ღიმილით გახედა, - ბატონო ირაკლი, ყინული ხომ გაქვთ?
-კი, რა ხდება?
-არაფერი ისეთი, - ნერვიულად თქვა ქალმა, - უბრალოდ ტილოში გაახვიეთ და გამზადებული გქონდეთ.
-ხო მშვიდობაა, ლიზა?
-კი, კი, არაფერია, მართლა, - გაიღიმა ქალმა და ოთახი დატოვა.
დერეფანში გიორგი დალანდა თუ არა, მაშინვე მისკენ გაემართა, შორიახლოს გაჩერდა და უთხრა:
-ბატონი ირაკლი თავის კაბინეტში გელოდება.
მერე კი ზედაც აღარ შეუხედავს, ზურგი აქცია და წავიდა. გიორგიმ მზერა მანამდე გააყოლა, სანამ გოგო თვალს არ მიეფარა, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა უფროსის კაბინეტისკენ.
-მეძახდით, ბატონო ირაკლი? - თავი შეყო ოთახში და შეიხედა.
-კი, მაგრამ, როგორ? - გაოცდა კაცი, - სწორედ ახლა ვაპირებდი შენს გამოძახებას.
-ლიზამ მითხრა, გეძახისო და... - მხრები აიჩეჩა და ოთახში შევიდა.
ირაკლიმ ერთი აათვალიერა ბიჭი, მზერა მის გახეთქილ წარბსა და დალილავებულ თვალზე შეაჩერა და უხმოდ გაუწოდა გამზადებული ყინული.
-აი, თურმე რას გულისხმობდა, - თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე კი ბიჭს მიმართა, - ასე ვინ გაგალამაზა? - მოგუდული ხმით ჰკითხა და სიცილის შეკავება სცადა.
-სულაც არაა სასაცილო, - ამოიოხრა ბიჭმა, მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და ყინულები დალურჯებულ ადგილას დაიდო, - ლიზამ მოახერხა.
-ყოჩაღ ლიზიკოს, რა ძლიერი ხელი ჰქონია, - ყრუდ ამოთქვა ირაკლიმ და ქვედა ტუჩზე იკბინა.
-ხელი არა ის. ნატას რომ ვკოცნიდი, მაშინ შემოგვისწრო, მერე თაბახების შეკვრა გამარტყა, ნამდვილი იდიოტი ხარო მომაძახა და წავიდა.
-მართალია, ლიზა. იდიოტი ხარ, - ამოილაპარაკა ირაკლიმ და აქამდე შეკავებული სიცილი ახლა ერთიანად ამოუშვა სხეულიდან.
-დამცინეთ, ხო, დამცინეთ. რა გიჭირთ, რაა, - ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
-კარგი, ხო, ბოდიში, - სიცილით თქვა ირაკლიმ, - ახლა რაზე დაგიბარე.
-გისმენთ, აბა, - სავარძელში გასწორდა ბიჭი და ირაკლის გახედა.
-სოსომ დამირეკა, - დაიწყო კაცმა და გიორგის გახედა, - წინასწარი დასკვნა მზად არის და შეგიძლიათ გაეცნოთო. მე ვერ ვახერხებ მასთან მისვლას დასკვნის წამოსაღებად, ისედაც საკმარისზე მეტი საქმე მაყრია თავზე. ამ მელაშვილის დეკრეტულში გასვლამ, საერთოდ საქმე გამიორმაგა. ხოდა, მიდი მასთან, დასკვნა გამოართვი და მომიტანე.
გიორგიმ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ირაკლის საწყალი სახით შეხედა. ბავშვობიდანვე ეშინოდა მიცვალებულების და ახლა უფროსი საკუთარი ფეხით ეშაფოტზე გასვლას სთხოვდა. მითუმეტეს, მისთვის სოსო სულაც არ იყო ისეთი ბუნჩულა და საყვარელი კაცი, როგორც სხვებისთვის. მას შემდეგ, რაც სოსომ მისი შიშის შესახებ გაიგო, გიორგის ლაბორატორიაში ყოველი შესვალა ღამის კოშმარი იყო ხოლმე. ერთხელ კაცმა გვამის გაკვეთის დროს დაიბარა და მანამდე აყურყუტა ოთახში და აყურებინა ყველაფერს, სანამ არ დაასრულა საქმე და გამწვანებული გიორგი დასკვნით ხელში სიცილით არ გამოისტუმრა.
-სხვა არავინაა, რომ ის გაუშვა? - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე იყო გიორგის საქმე.
-ბოდიში, მაგრამ, არა, - თავი გადააქნია ირაკლიმ, - ლიზას კი ვეტყოდი, მაგრამ დღეს ისვენებს, დანარჩენებს კი ნამდვილად არ ვენდობი.
-ჯანდაბას, ამ ერთხელაც გავრისკავ, - ამოიოხრა ბიჭმა და კარისკენ წავიდა, - მაგრამ, მალე თუ არ დავბრუნდი, სოსომ მომკლა და მის მაგიდაზე უნდა მეძებო.
-წადი, წადი, არაფერს დაგიშავებს, - უთხრა სიცილით კაცმა და კარისკენ ანიშნა.
გიორგიმ ფეხის თრევით გაიარა დერეფანი, ჩაიარა კიბე და ბახილებსა და სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი შევიდა ლაბორატორიაში. ოთახში სრული სიმშვიდე იდგა. ბიჭმა იფიქრა, ალბათ, საჭმელად თუ გავიდაო და შედარებით შეგულიანებულმა დაიწყო ოთახის სიღრმისკენ სვლა.
-სოსო, - დაიძახა და როცა ხმა არავინ გასცა, თავის ნაფიქრში დარწმუნებული უფრო მეტად გათამამდა.
ლაბორატორიას კარგად მოავლო თვალი. ოთახის ბოლოს კედელში ჩამონტაჟებული მაცივრები იდგა, მათ წინ კი რკინის სწორი მაგიდები, რომლებზეც თეთრნჭერგადაფარებული სხეულები ესვენა. გიორგი ნელა წავიდა სოსოს მაგიდისკენ, რომელიც რატომღაც ოთახის შუაგულში დაედგათ და გარდაცვლილებთან ძალიან ახლოს მოუწევდა დადგომა. უეცრად, ამ სიჩუმეში მეხის გავარდნასავით გაისმა ცელოფნის ჭრაჭუნი, შემდეგ ელვა შესაკრავის ხმა და სიწყნარემ დაისადგურა.
-სოსოო, - აკანკალებული ხმით დაიძახა ბიჭმა და გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა, - სოსო, თუ შენ ხარ, ეს უკვე სასაცილო აღარ არის!
მაგრამ კვლავ არავინ გამოპასუხებია. „მგონი რაღაცები მეჩვენება ისე ვარ დაშინებული“ - გაიფიქრა თავისთვის და ისევ მაგიდისკენ აპირებდა მიბრუნებას, როდესაც თვალებმა რაღაც მოძრაობა აღიქვეს. მაშინვე იქით მიბრუნდა, მაგრამ კვლავ არაფერი. ისევ აპირებდა შებრუნებას, როდესაც კვლავ გამოძრავდა რაღაც. მაშინვე რკინის მაგიდებისკენ წავიდა და ერთ-ერთს ხელის კანკალით გადააძრო ზეწარი. მაგიდაზე დასახიჩრებული ადამიანის გვამი აღმოჩნდა. მისი დანახვისას ძარღვებში სისხლი გაეყინა და უკან გახტა, მაგრამ მეორე მაგიდას დაეჯახა და მწარედ მიარტყა ზურგი მის კუთხეს. ერთი ამოიგმინა და ხელით მაგიდას ჩამოეყრდნო. ვერც კი გაიაზრა, როდის დაიწყო მაგიდაზე დაწოლილმა სხეულმა წამოჯდომა და როცა ბოლომდე წამოჯდა, ბიჭმა შიშით გადააძრო თავზე დაფარებული ზეწარი.
-ბუუ, - ხმადაბლა თქვა სოსომ და გიორგის მაშინვე გული წაუვიდა, - უჰ, კარგი იყო, - გაიცინა კაცმა და მაგიდიდან ჩამოვიდა, - გიორგი, ბიჭო, ადექი.
მაგრამ გიორგი არ განძრეულა.
-დავიჯერო, ასე ახალგაზრდა გამომეცალე ხელიდან? მერე ლიზიკოს ვის უტოვებ, ბიჭო? - დაიწყო საუბარი და როცა მაინც ვერ მოიყვანა გონს, ადგა და მთელი დოქი ცივი წყალი გადაასხა თავზე.
ბიჭმა ფართხალი დაიწყო და მალევე წამოჯდა.
-ასე ძალიან შეგაშინე? - სიცილით ჰკითხა კაცმა და თავის მაგიდასთან დაჯდა.
-არა, რაა, ცხოვრებაში ფეხს აღარ შემოვადგამ აქ. რა დღე მაქვს ასეთი? ჯერ ლიზა, მერე შენ, საინტერესოა შემდეგი რა იქნება, მანქანა გამიტანს და პირდაპირ შენს მაგიდაზე აღმოვჩნდები? - ემოციებს ვეღარ იმორჩილებდა კაცი.
-კარგი, კარგი, რა მოხდა? გაგეხუმრე, - ისევ გაიცინა სოსომ და რამდენიმე ფურცელი გაუწოდა წინ მდგომ ბიჭს, - ყოჩაღ ლიზიკოს, კარგად გაულამაზებიხარ.
-და შენ რა იცი, რომ ლიზა იყო?
-ჰაჰ, აბა, სხვა მასე შენზე არავინ გაბრაზდებოდა. ახლა რაღა ჩაიდინე?
-ნატას ვკოცნიდი და მაშინ შემოგვისწრო.
-რომელ ნატას? - ჩაფიქრდა კაცი, - მეოთხეზე რომ მუშაობს, დიდძუძუებიანს?
-ხო, მაგას.
-და მერე იკითხავს, რა დავაშავეო. მართალია ლიზიკო, იდიოტი ხარ!
-დღეს რა იყოთ, ხალხო, ჩემი გალანძღვის ხასიათზე რატომ ხართ ყველა?
-ეჰ, გიორგი, გიორგი, იმედია, გაახელ თვალებს და დაინახავ იმას, რაც შენს ცხვირწინ ხდება. იცოდე, მალე თუ არ გააკეთებ მაგას, მერე გვიან იქნება და ინანებ, თანაც ძალიან, რომ ასეთი იდიოტი და ბრმა იყავი. აჰა, ახლა კი ეს წაუღე ირაკლის და უთხარი, რომ მისი დავალება შევასრულე და თავად უნდა დაიხსნას მძევალი, თუ მისი დაბრუნება უნდა.
გიორგი მთლად დაბნეული და გაოცებული გაემართა უფროსის კაბინეტისკენ და კარგად ვერ მიმხვდარიყო სოსოს სიტყვების მნიშვნელობას. იმდენს კი ხვდებოდა, რომ საქმე ლიზას ეხებოდა, მაგრამ მეტი შორს ვერ მიდიოდა და შუა გზაში იჭედებოდა.
-ბახილები მაინც გაგეხადა, - უთხრა სიცილით ირაკლიმ, როცა ფურცლები მაგიდაზე დაულაგა.
-აჰ, ესენი სულ დამავიწყდა.
-აბა, ახლა რაღა სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული შენთვის ბატონ სოსოს?
გიორგიმ ერთი ხელის მოსმით გაიძრო ბახილები, იქვე ნაგვის ურნაში ჩაყარა, სავარძელში ჩაჯდა და მოკლედ მოუყვა ყველაფერი.
-აუ, სად არ ვიყავი?! - სიცილი წასკდა ონიანს და ბიჭს გახედა, - რა სახე გექნებოდა, სოსო რომ წამოდგა მაგიდიდან! ვაიმეე, აღარ შემიძლია.
კაცმა სადღაც 5 წუთი გადაბმულად იცინა, შემდეგ კი დასერიოზულდა და გიორგის მიერ შემოტანილ სოსოს წინასწარ დასკვნებს ჩახედა. თითოეული გვერდის ჩაკითხვის შემდეგ სახე უფრო და უფრო ეღუშებოდა და ფიქრიანი უხდებოდა.
-რა წერია ასეთი? - გაიოცა ბიჭმა, როცა ირაკლიმ ბოლომდე ჩაიკითხა ფურცლები და მოღუშულმა გაუსწორა მზერა სივრცეს.
-ეს ყველაფერს ცვლის, - დაიწყო ლაპარაკი ონიანმა, - მაგრამ, მაინც არ ჯდება არც ერთი დეტალი ერთმანეთთან. ისე, შენ რა ქენი? დაასრულე ჩანაწერის ყურება?
-მხოლოდ ეკატერინეს ნაწილი, - თქვა ბიჭმა, - მართალი იყო. დილით კაბინეტში რომ შევიდა, ტუალეტის გარდა, არსად გასულა მთელი დღე. ახლა დავითის კაბინეტის კამერის ჩანაწერებს უნდა გადავხედო.
-კარგი, როგორც კი მორჩები ყურებას, მაშინვე შემატყობინე, მე მანამდე სოსოს უნდა დაველაპარაკო.
-ხო, მართლა, სოსომ შენთან დამაბარა, მძევლის დაბრუნება თუ უნდა, თავად უნდა მოვიდეს და გამოიხსნასო. რას გულისხმობდა?
ირაკლიმ გვერდულად ჩაიცინა და ბიჭს გახედა.
-შენთვის საინტერესოს არაფერს. შენ იმაზე დაფიქრდი, რაც გითხრა იმ კაცმა და თუ გაითვალისწინებ, კარგს იზამ.
-შენც დაიწყე? გამაგებინეთ, რას გადამეკიდეთ, რა გინდათ ჩემგან?
-მხოლოდ ის რომ თვალები მალე გაახილო და მოეშვა იმ გოგოს ტანჯვას.
-და ვის ვტანჯავ? - შეიცხადა გიორგიმ და თავი გაისულელა.
-ძალიან კარგად ხვდები ვისაც. ახლა, უნდა წავიდე, მეჩქარება.
მაგრამ კართანაც არ იყო მისული, როცა მისი მობილური აწკრიალდა და პასუხი მოუწია. უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ?!
-გამარჯობა, ბატონი ირაკლი ონიანი ხართ? - იკითხა ქალის ნაზმა, მაგრამ შეშფოთებულმა ხმამ.
-დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე ეკატერინეს მეგობარი ვარ, თამუნა. თქვენი ნომერი მან მომცა. მინდა, რომ სასწრაფოდ კატოს სახლში მობრძანდეთ.
-ხომ მშვიდობაა? - შეშფოთება გადაეგო ირაკლისაც.
-მობრძანდით და თქვენი თვალით ნახავთ ყველაფერს. მისამართს ახლავე გამოგიგზავნით, - თქვა ქალმა და ტელეფონი გათიშა.
-რამე მოხდა? - იკითხა გიორგიმ და კაცს მიაჩერდა.
-არ ვიცი, ალბათ, ეკატერინეს მეგობარმა დამირეკა და მასთან სახლში მისვლა მთხოვა.
ამ დროს ტელეფონის ეკრანიც აინთო და შეტყობინება გამოჩნდა.
-უნდა წავიდე, სოსოს გადაეცი, რომ მოგვიანებით შევივლი მასთან.
***
დამღლელი დღის შემდეგ კატო სახლში ბრუნდებოდა. მანქანა ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გააჩერა და სწრაფად გადავიდა. ვახშმისთვის პროდუქტები უნდა ეყიდა და თავისი საყვარელი ძაღლისთვის - საჭმელი. უკვე მონატრებული ჰყავდა თავისი ბუბუ, რადგან წინა კვირას, ამ ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე, თამუნას უმცროს ძმას გაატანა სოფელში, სუფთა ჰაერზე. ნიკუშა გიჟდებოდა ცხოველებზე, მითუმეტეს - ბუბუზე. ცხოველი სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზი იყო და ისეთი თბილი და საყვარელი, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. დღეს კი თამუნამ დაურეკა და ახარა, რომ მისი ბუბუ დაუბრუნდა მშობლიურ ბუდეს და ერთი სული ჰქონდა სახლამდე მიეღწია. სულ ფრენა-ფრენით მივიდა სალარომდე, მხიარულად გადაიხადა ფული და ასეთივე განწყობით მოთავსდა მანქანაში. სახლამდეც ასე გაბადრული მივიდა და მანქანა ჭიშკარშიც კი არ შეუყვანია. გარეთ დატოვა, საჭმლით სავსე ცელოფნებს ხელი დაავლო და სახლისკენ გაიჭრა.
-ბუბუ, ბუბუ, მოვედიი, - ეზოდანვე დაიწყო ძახილი და სახლის კარი საჯდომით მიხურა, - ბუბუკო, გამებუტე, ხომ, ამდენი ხნით რომ გაგიშვი? კარგი რაა, მოდი ჩემთან. შენი საყვარელი სასუსნავები მოგიტანე. რა იყო, ვაჟბატონო, გაგიტკბა სოფლის ჰაერი და ქალაქში ჩამოსული აღარ გვკადრულობ? მოიცადე, გიპოვი და ნახავ რასაც გიზამ, - სიყვარულითა და სიცილით წარმოთქვა სიტყვები და გამოსაცვლელად კიბეებს აუყვა.
გარეთ უკვე ბნელოდა, ამიტომაც სახლში შუქის ანთება უწევდა და თავის ოთახშიც ისე შეაბიჯა, ვერც კი არჩევდა ვერაფერს. ამ დროს ქვემოდან კარის გაღებისა და დახურვის ხმა მოესმა.
-ჩემო ტკბილო, თბილო და ლამაზო, მოვედიიი, - გაისმა თამუნას ხმა, - ხომ გაქვს ჩემთვის სასუსნავები? იმდენი რამ უნდა მოგიყვე!
-ზემოთ ვარ, თამო, მალე ჩამოვალ, - ჩასძახა და ჩამრთველს მიაჭირა ხელი.
თამუნამ მხოლოდ ის გაიგო, როგორ შეჰკივლა მისმა დაქალმა და მაშინვე მისკენ გაიქცა, ოთახში შესულს კი საშინელი სურათი გადაეშალა თვალწინ. კატო იატაკზე ჩაკეცილიყო და მოთქვამდა.
-კატო, კატო, - ეძახდა ქალს და თავზე ხელს უსვამდა, - დამშვიდდი, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.
ცოტა ხანს ასე იჯდა დაქალთან და მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი მოისაზრა რაც უნდა ექნა. მაშინვე კატოს ჩანთას მივარდა, იქიდან მისი მობილური ამოიღო და ირაკლის დაურეკა. დაკიდა თუ არა ყურმილი, მაშინვე გიგის ზარი შემოვიდა.
-როგორ გრძნობს თავს ჩემი დედოფალი? - გაისმა კაცის სიყვარულით გაჟღენთილი ხმა და ქალმა ამოიოხრა.
-გიგი, სწრაფად მოდი კატოსთან, ახლა სალაპარაკოდ არ მცალია.
-მშვიდობაა? - მაშინვე დასერიოზულდა კაცი.
-არ ვიცი.
-10 წუთში თქვენთან ვარ, - ჩაილაპარაკა და ყურმილი დაკიდა.

თავი 4
-ჩემი, ჩემი ბუბუ, - ბუტბუტებდა თავისთვის და მუხლებზე მკლავებშემოხვეული აქეთ-იქით ირწეოდა.
-კატო, წამოდი, აქედან უნდა გავიდეთ, - უთხრა თამუნამ და შეეცადა ფეხზე წამოეყენებინა.
-არა, არა, არ მინდა, - წამოიკნავლა ქალმა და თვალებიდან ღვარად დასდინდა ცრემლები, - არ მინდა, მხოლოდ ჩემი ბუბუ მინდა, მხოლოდ ბუბუ.
-კატო, გთხოვ, - დაუყვავა თამუნამ და თავზე გადაუსვა ხელი, - უნდა ადგე და წამომყვე ქვემოთ. ასე შენს ფსიქიკას იზიანებ.
-გეფიცები, ვიპოვი ვინც ეს გააკეთა და ჩემი ხელით მოვკლავ, - აქეთ-იქით რწევას არ წყვეტდა ქალი და თან იმუქრებოდა, - ზუსტად ისევე მოვექცევი, როგორც ჩემს ბუბუს მოექცა.
თამუნამ ვეღარაფერი უპასუხა, უბრალოდ მის გვერდით დაეშვა იატაკზე და მეგობარს ხელები ძლიერად შემოხვია.
პირველი სახლში გიგი შემოიჭრა და მაშინვე დაიძახა:
-კატო, თამუნა, სად ხართ?
-მეორეზე ამოდი, - გაეპასუხა თამუნა და ფეხზე წამოდგა.
კაცი გაგიჟებული შემოვიდა ოთახში და ჯერ თამუნა შეათვალიერა, რომ მიხვდა არაფერი სჭირდა, შვებით ამოისუნთქა და მერეღა შეავლო თვალი იქაურობას. კაცს პირი ღია დარჩა და გაოცებული და სიბრალულით სავსე თვალებით შეხედა კატოს.
-გთხოვ, დამეხმარე მის გაყვანაში, - ბიჭს მიუბრუნდა თამუნა და ხელით მეგობარზე ანიშნა, - მას შემდეგ ასეა, რაც დაინახა.
გიგი მაშინვე დაიხარა კატოსკენ, წინააღმდეგობის მიუხედავად მკლავებში მოიქცია, გულზე მიიკრა და ოთახი დატოვა. თამუნაც უკან აედევნათ. კიბეებზე ჩადიოდნენ, როცა სახლის კარი ისევ გაიღო და ონიანი შემოვიდა. კაცმა უცანაური მზერით შეათვალიერა გიგის მკლავებში მოქცეული ქალი, თავად გიგი და შემდეგ თამუნას შეხედა.
-გამარჯობა, მე... - დაიწყო, მაგრამ თამუნამ გააწყვეტინა.
-ირაკლი ონიანი ხარ, მივხვდი. წამოდი, გაჩვენებ, რა მოხდა, სანამ გიგი კატოს მოასულიერებს.
ირაკლი უხმოდ გაჰყვა ქალს, მაგრამ გულგადაქანებული მაინც მისაღებ ოთახში დატოვებულ კატოსთან იყო.
-არ მეტყვი, რა მოხდა? - უკვე კიბეებს ათავებდნენ, როცა ირაკლიმ იკითხა.
-მგონი, აჯობებს საკუთარი თვალით ნახო, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა და კატოს საძინებლის კარი შეაღო.
ირაკლი ადგილზე გაქვავდა, როცა ოთახს შეავლო თვალი. ერთი შეხედვით უცნაურს და საოცარს ვერაფერს შეამჩნევდით, სუფთა, ნათელი და დალაგებული ოთახი იყო,გემოვნებით მოწყობილი და არც ძალიან გადატვირთული. უბრალოდ, ამ ჟამად, ერთი რაღაც არ შეესაბამებოდა ოთახის ინტერიერს. პირდაპირ შუაგულში, სადაც ლამაზი ბროლის ჭაღი იწონებდა თავს, საშინელება ხდებოდა. იატაკზე დაგებული სპარსული ხალიჩა სულ სისხლით იყო მოსვრილი, ხოლო ჭაღი კი მასზე დაკიდებული სხეულის სიმძმის გამო, ლამის ჩამოვარდნილიყო. დიახ, ზუტად მასზე მუცელგამოფატრული ცხოველის ხეული იყო დაკიდებული საკუთარი ნაწლავებით. კედელთან მდგარ ტრილიაჟის სარკეზე კი სისხლით იყო წაწერილი „შემდეგი შენ ხარ“. ირაკლის ამ ყველაფრის დანახვაზე წამოაზიდა. თვითონ რა დღეში ჩავარდა და არც კი უნდოდა წარმოედგინა, ეკატერინე რა დღეში იქნებოდა. ბოლოს, როგორღაც მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა და ოთახი დატოვა. დერეფანში თამუნა მომლოდინე სახით დააბიჯებდა, როგორც კი მისკენ წამოსული კაცი დაინახა, გაჩერდა და ახლა მას დააკვირდა.
-ოთახში ვინმე რამეს შეეხო?
-კატო, ისიც, მხოლოდ კარის სახელურს.
-გასაგებია, - ჩაილაპარკა ირაკლიმ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, - მინდა, რომ ქვემოთ ჩახვიდე და ეკატერინე როგორმე გამოაფხიზლო, მასთან გასაუბრება აუცილებლად დამჭირდება.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და კიბეებზე დაეშვა, ირაკლიმ კი განყოფილებაში დარეკა და ჯგუფი გამოიძახა. მერე კი მანაც პირველ სართულს მიაშურა. ეკატერინე ფერდაკარგული და ხელებში სახეჩარგული იჯდა დივანზე და ცრემლებს ვერ იკავებდა. თამუნა მის გვერდით მოთავსებულიყო და ზურგზე ხელს უსვამდა, ხოლო გიგი შეწუხებული სახით მიჰყუდებოდა სამზარეულოს კედელს და დივანზე მსხდომ ქალებს არ აცილებდა თვალს.
ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა და ქალებს მიუახლოვდა. ვერაფრით მიმხვდარიყო რა უნდა ეთქვა და როგორ დაეწყო დაკითხვა. ბოლოს, რაღაც მაინც მოიფიქრა და ყველაფერი გამოჰკითხა.
-ვფიქრობ, ეკატერინეს ამ სახლში დარჩენა ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ იქნება კარგი იდეა, - თქვა ირაკლიმ და სამივეს გადახედა, - თან აქ პოლიცია იმუშავებს.
-რა თქმა უნდა, - მაშინვე დაეთანხმა თამუნა, - ახლა უნდა შემომეთავაზებინა სწორედაც, რომ კატო ჩემთან დარჩენილიყო.
-სისულელეა, თამო, - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მდგომმა გიგიმ, - შენთან ვერ დაეტევით, აჯობებს ჩემთან დარჩეს.
-ეგ უკვე თქვენ გაარკვიეთ, - ამოთქვა გულმოსულმა ირაკლიმ, ოღონდ თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ და ფეხზე წამოდგა, - მე ზემოთ ავალ, მაინტერესებს რაიმე თუ გაარკვიეს.
კატოს ყურადღებაც კი არ მიუქცევია არაფრისთვის, თავადაც ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გავარდა გარეთ.
-კატო, კატო, რას აკეთებ? - მაშინვე უკან გაჰყვა ყვირილით თამუნა და უკვე ჭიშკართან მისული ქალი ძლივს გააჩერა.
-არ შემიძლია, სუნთქვა მიჭირს აქ, გესმის, ვიხრჩობი, - ტირილით ამოთქვა ქალმა და იქვე ჩაიკეცა.
-ვაიმე, კატო! - შეჰყვირა თამუნამ და მიწაზე დავარდნილ დაქალს მივარდა, - გიგი, - დაიყვირა განწირული ხმით და თან ქალის გამოფხიზლება სცადა.
-რა მოუვიდა? - იკითხა ირაკლიმ და ისიც ქალისკენ დაიხარა.
თამუნას გაუკვირდა ონიანის თავის გვერდით დანახვა, არადა წუთის წინ მეორე სართულზე ამავალი დატოვა, გიგი კი მხოლოდ ახლა მორბოდა მათკენ.
-გული წაუვიდა, - ამოიოხრა ქალმა და ფეხზე წამოდგა, როცა ირაკლიმ კატოს სიფრიფანა სხეული ხელში აიტაცა, - სახლში არ გინდა, გიგის მანქანაში ჩასვი და ჩვენ მივხედავთ.
ონიანმა მხოლოდ თავი დაუქნია და ჭიშკართან გაჩერებული მანქანისკენ წავიდა, ფრთხილად დააწვინა უკანა სავარძელზე და გიგის და თამუნას შეხედა.
-გამაგებინე, როგორ იქნება, - სთხოვა ქალს და გატრიალებას აპირებდა, როცა დაამატა, - აუცილებლად გავარკვევ ვინ ჩაიდინა მსგავსი რამ და პირობას გაძლევთ, დაისჯება, თუნდაც პრეზიდენტი აღმოჩნდეს.
თამუნამ თბილად გაუღიმა, მერე კი უკანა სავარძელზე მოთავსდა და მეგობრის თავი კალთაში ჩაიდო.
-გიგი, წავიდეთ, გთხოვ, - ახედა მამაკაცს, რომელიც ონიანს ხელს ართმევდა.
-ახლავე, - სიყვარულით ანთებული თვალებით შეხედა ქალს და მძღოლის ადგილას მოთავსდა.
მანქანა სულ რამდენიმე წამში მოსწყდა ადგილს. ონიანი კი გაშეშებული იდგა და უყურებდა იქამდე, სანამ თვალს არ მიეფარა. შემდეგ კი უკან შებრუნდა და თავის საქმეს შეუდგა.
***
-როგორაა? - ჰკითხა ოთახიდან გამომავალ ქალს გიგიმ და საწოლში მოკუნტულ კატოს სიბრალულით გახედა.
-რასაც ჰქვია ვაიძულე რაიმე შეეჭამა, მერე კი დამამშვიდებელი დავალევინე და ახლა სძინავს, - ამოიოხრა ქალმა და უჩუმრად გამოიხურა კარი.
-ამასაც გადაიტანს, - თქვა ბიჭმა და სამზარეულოში გასულ ქალს უკან აედევნა, - უარესებისთვის გაუძლია.
-ეგ მეც კი ვიცი, მაგრამ... - თავი გადააქნია ქალმა და ჭურჭლის რეცხვა განაგრძო, - რის ფასად? სულ ეკა რატომ უნდა იტანჯებოდეს? არ ეყო ის, რაც გადაიტანა? მის ადგილას ალბათ უკვე გაგიჟებული ვიქნებოდი.
-ამას არ დავუშვებ, ხომ იცი, არა? - წამოიძახა კაცმა და უკნიდან აეკრო, - გინდა, დაგეხმარები? - ჩაიხითხითა მის ყურთან და ყელში აკოცა.
-გიგი, გაჩერდი, თორემ... - სუნთქვა გაუხშირდა ქალს და თავის კაცის მხარზე გადააგდო, - შენც დასველდები და მეც.
კაცმა მხოლოდ ეშმაკურად ჩაიცინა და ქალის ყელის შესწავლა გააგრძელა. თამუნამ ამოიოხრა, ონკანი სწრაფად გადაკეტა და გიგისკენ შებრუნდა, კისერზე ხელები შემოხვია და თვალებში ჩააშტერდა.
-რაო, რატომ ვერ ვისვენებთო? - ჰკითხა და ყბაზე მიაკრო რბილი ტუჩები, - ჰმმ, აღარ ხარ თამაშის ხასიათზე? - ახლა მან ჩაიცინა და როცა ბიჭს ტუჩებში უნდა ეკოცნა ხელიდან გამოეცალა.
-თამუნა, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კაცმა და უკან აედევნა, როცა ეკატერინეს ოთახიდან კივილი გაიგეს.
ორივემ ერთმანეთს შეშფოთებით გადახედა და მთელი სისწრაფით გაიქცნენ ქალი ოთახისკენ.
-ეკა, ეკა, - ანჯღრევდა თამუნა მეგობარს, - გაიღვიძე, გთხოვ, ეს მხოლოდ ცუდი სიზმარია, მხოლოდ და მხოლოდ ცუდი სიზმარი.
კატომ ჩაწითლებული და აცრემლიანებული თვალები შეანათა ორივეს და ქვითინი აუტყდა. თამუნა მაშინვე საწოლზე ჩამოუჯდა, ჩაიხუტა და იქამდე ეფერებოდა, სანამ ისევ არ ჩაეძინა. ძალიან ფრთხილად დატოვეს ოთახი და საკუთარ ოთახამდე ნორმალურად არ იყვნენ მისულები, როცა ქალი უცებ დაეტაკა გიგის და კოცნა დაუწყო.
-დამავიწყე, გთხოვ, ყველაფერი დამავიწყე. ცოტა ხნით მაინც მინდა, რომ საკუთრი სახელიც კი არ მახსოვდეს, - თან ჰკოცნიდა და თან პერანგის ღილებს უხსნიდა.
-ჩშშშ, წყნარად საყვარელო, წყნარად, - თმაზე ხელი ჩამოუსვა ქალს და ალერსში აჰყვა.
***
ზუსტად ერთი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ და ეკატერინემაც როგორღაც მოაბა თავი სამსახურში წასვლას. დავითი მომხდარიდან მეორე დღესვე ესტუმრა საშინლად გაბრაზებული, მაგრამ თამუნამ არ შეუშვა, ახლა არვის ნახვის თავი და ნერვები არ აქვსო და უკანვე გამოისტუმრა. მთელი კვირა გვერდიდან არ მოსცილებია მეგობარს და მის მოსანახულებლად მოსულ მხოლოდ რამდენიმე კაცს თუ შეუშვებდა ხოლმე. მათ შორის იყვნენ კატოს მდივანი, სალომე და, რა თქმა უნდა, ირაკლი ონიანიც. კაცს იმ დღის შემდეგ ზედმეტი კითხვებით არ გადაუღლია და შეუწუხებია ქალი, მხოლოდ მისი მდგომარეობის გასარკვევად მიდიოდა მასთან.
ახლაც სულ ძალით წამოაგდო ფეხზე თამუნამ და ძალით გაუშვა სამსახურში, გულს მაინც გადააყოლებო. კატოსაც მეტი რაღა ექნა? ადგა, თავი მოიწესრიგა და სამსახურში წავიდა. შენობაში შესულს ყველა თბილი ღიმილით შეეგება და ცოტა განწყობაზე მოვიდა, შემგედ კი საკუთარ კაბინეტს მიაშურა და მთელი კვირის დაგროვილ საქმეებში თავით გადაეშვა.
უკვე 8 საათი ხდებოდა, როცა საქმეებს მორჩა, ამოიოხრა და თავის განათებულ ტელეფონს დახედა. 17 გამოტოვებული ზარი თამუნასგან, 3 დავითისგან, 2-ც გიგისგან და დანარჩენი წაუკითხავი შეტყობინებები იყო. ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ შემოსულ თამუნას ზარს უპასუხა.
-გისმენ, თამუნა.
-დიდება ღმერთს, ცოცხალი ხარ, - გაბრაზებულმა ჩასძახა ქალმა, - არა, მითხარი, რაში გჭირდება შენ ტელეფონი? რომ გირეკავდი, არ უნდა გეპასუხა?
-ხმა მქონდა გამორთული და ვმუშაობდი, - დატუქსული ბავშვის ხმით ამოილაპარაკა კატომ და სავარძელში გადაწვა.
-ხმა ჰქონდა გამორთული, - გამოაჯავრა მეორე მხრიდან ქალმა, - მე აქ შენზე რომ ვნერვიულობ, არაფერი, ხომ?
-რა გინდა, თამუნა? - ამოიოხრა ქალმა.
-კარგი, ხო, - დამშვიდდა თამუნაც, - ბოდიში, რომ გიყვირე. საათს დღეს ბოლოს როდის შეხედე? იცი, მაინც რომელი საათია? ვინერვიულე.
-დამშვიდდი რაა, არ დავიკარგები. უბრალოდ, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა და ზუსტად ახლახან დავამთავრე და მალე წამოვალ.
-კარგი, რომ წამოხვალ, ხილის ტორტი გამოიყოლე, კარგი?
-ხილის ტორტი? - გაიოცა კატომ, - კარგად ხარ, თამო? დიეტაზე არ იყავი, შენ?
-ოოო, რა დროს დიეტაა, წამოიღე და წამოდი. რამდენი ხანია მე და შენ მარტოებს არ გვილაპარაკია?
-ახლა არ მცალია, თამო, წავედი, კარგად და შეიძლება დღეს ჩემს სახლში დავრჩე.
ქალის პასუხისთვის აღარ დაუცდია, მაშინვე გათიშა და ახლა ირაკლი ონიანის ნომერი აკრიფა. კაცმა მესამე ზარზე უპასუხა და კატოს თავისთვის ჩაეღმა.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ, ეკატერინე?
-მაინტერესებდა ჩემს სახლში თუ შემიძლია დაბრუნება.
-რა თქმა უნდა, ჩვენ დავამთავრეთ უკვე მუშაობა.
-მაშინ, მმმ... იქნებ სადმე შემხვდეთ და სახლის გასაღები დამიბრუნოთ?
-მიბრძანდით თქვენ, იქ დაგხვდებით და გასაღებსაც დაგიბრუნებთ.
-კარგი, ძალიან დიდი მადლობა.
-მეტი ხომ არაფერი გჭირდებათ ჩემგან, ეკატერინე?
ქალს გააჟრჟოლა კაცის მიერ წარმოთქმულ საკუთარ სახელზე და უნებურად ქვედა ტუჩზე იკბინა.
-არა, მხოლოდ გასაღების გამო დაგირეკეთ, - გაბზრული ხმით ამოიჩურჩულა ქალმა და კიდევ ერთხელ მოავლო ქვედა ტუჩს კბილები.
-დარწმუნებული ხართ? - არ ეშვებოდა კაცი.
-სრულებით.
-კარგი, მაშინ, თვენთან შევხვდებით.
-კარგი.
-კარგი.
არც ერთს არ ჰყოფნიდა გამბედაობა, რომ ყურმილი დაედო. ბოლოს ეკატერინემ ამოიოხრა, კარგიო, კიდევ ერთხელ თქვა და ტელეფონი გათიშა. ლიფტს არ დალოდებია, კიბეები ჩაირბინა, მანქანაში მოთავსდა და მონატრებული სახლისკენ გასწია. მართალია, უმძიმდა იქ მისვლა, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაეძლია?
***
უკვე დაწოლას აპირებდა, როცა ზარის ხმა გაისმა და ლიზიმ გაკვირვებულმა გააბიჯა და ისე, რომ ჭუჭრუტანაში არც კი გაუხედავს, კარი გამოაღო. ზღურბლზე ახალგაზრდა სიმპატიური მამაკაცი იდგა ჩემოდნით და ჰოლივუდის ღიმილით მისჩერებოდა ქალს.
-ტატო?! - შეიცხადა ლიზამ და მაშინვე კისერზე ჩამოეკიდა ბიჭს, ჩაკოცნა და მხოლოდ ამის შემდეგ მოშორდა, - აქ რას აკეთებ?
-არ შემომიშვებ ლიზიკო? - ჰკითხა ბიჭმა ღიმილით და თან წელზე მოხვია ხელი.
-რა თქმა უნდა, შემოდი, - გაიცინა ქალმა და გვერდით გაიწია.
უკვე კარს ხურავდა, როცა კიბეებზე გაშეშებული და მასზე მიშტერებული სილუეტი დალანდა, მაგრამ სადარბაზოში ძალიან ბნელოდა და გარჩევა ვერ შეძლო. კაცმა ზურგი უხმოდ აქცია და კიბეებზე გაბრაზებული დაეშვა, ლიზამ კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა და კარი დახურა, მაგრამ თითქოს გულში რაღაც ჩასწყდაო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა. მაშინვე მოიღუშა და ფანჯრისკენ აიღო გეზი. სულ ტყუილად, მაინც ვერ დაინახა ნორმალურად ვერავინ. მხოლოდ იმას მოჰკრა თვალი, როგორ გამოვარდა სადარბაზოდან ვიღაც და უკან არც მოუხედავს, ისე მიეფარა თვალს.
-რამე ხდება, ლიზიკო? - ზურგს უკნიდან მოესმა ხმა და მაშინვე მისკენ შებრუნდა.
-არა, არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? - მხრები აიჩეჩა ღიმილით და მისკენ წავიდა, - როგორ მომენატრე, ასე უნდა დაკარგვა? რომ დაადე თავი და წახვედი საბერძნეთში, შეიძლებოდა?
-ოოო, კარგი, რაა, ლიზა, სულ ჩემი ნებით წავედი, აბა, რაა, - თვალები აატრიალა ბიჭმა, - მოდი აქ, ნორმალურად გნახო!
ტატომ მხრებში ხელები ჩაავლო, უკან გასწია და კარგად შეათვალიერა, შემდეგ შეატრიალ-შემოატრიალა კიდეც და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიკრა გულში.
-გამხდარხარ ლიზიკო. არაფერს ჭამდი სანამ აქ არ ვიყავი თუ შეყვარებული ხარ და ის განერვიულებს?
ქალი სახეზე წამოჭრხლდა, რასაც ტატოს ჩაცინება მოჰყვა.
-არ მეტყვი, ვინაა ის ბედნიერი?
-ოოოო, ტატო, შემეშვი, რაა, - გოგო შემობრუნდა და სამზარეულოსკენ წავიდა, - არ გშია ან რამე არ გინდა?
-არა, მხოლოდ დაძინება.
-კარგი, წავალ და საწოლს გაგიშლი, მაშინ, - გაიკრიჭა ქალი და მეორე ოთახსი გავიდა, - ისე, მაინცდამაინც ახლა რამ ჩამოგიყვანა?
-ხოოო, ეგ ცოტა რთული ამბავია, - კეფა მოიქექა ბიჭმა, - საქართველოში ვაპირებ სამუდამოდ დაბრუნებას.
-ვაიმეე, რა კარგია, - აღტაცება ვერ დამალა ქალმა, - მაგრამ, შენი კონტრაქტი?
-კონტრაქტი დავასრულე და ახლა აქ ვაპირებ ბედის ცდას, თან რაღაც შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ნაკრებისგან.
-ჩემი საყვარელი ბიჭი, - ლიზამ ლოყაზე უჩქმიტა და გაიცინა.
-გაჩერდი, გოგო, - მოიცილა ქალის ხელები სახიდან, - შენთან დავრჩები რა, ცოტა ხანს. სანამ ჩემთვის შესაფერის ბინას ვიპოვი უნდა შემიკედლო.
-არ გრცხვენია მაინც? მაგას როგორ მეკითხები? - თავი გადააქნია ლიზამ და გასასვლელისკენ წავიდა, - რამდენ ხანსაც გინდა, დარჩი. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.
-ვიცი და კიდევ ერთი თხოვნა.
-აბა, გისმენ, გამოუშვი.
-ხვალ მანქანის საყიდლად მინდა გასვლა და გამომყვები?
-რაა? ჯერ ბინა არ გიყიდია და უკვე მანქანას ყიდულობ? - შეიცხადა ქალმა.
-ხოო, რა იყო? მერე ბინაზე ფეხით ვიარო, ტაქსით თუ საზოგადოებრივი ტრასპორტით?
-შენი ბედი, რომ ხვალ დასვენება მაქვს და სამსახურში არ ვარ წასასვლელი, - თითი სიცილით დაუქნია ქალმა, - ძილინებისა, ტატოშკები.
-გოგოოოო! - დაიყვირა კაცმა, მაგრამ ლიზა უკვე გასულიყო ოთახიდან.
***
სახლის კარი ღია დაუხვდა. მიხვდა, ონიანმა რომ მოასწრო მოსვლა. უჩუმრად ჩამოსწია სახელური, კარები უხმაუროდ მიკეტა და მისაღებისკენ უნდა წასულიყო, როცა დერეფანში დაკიდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოჰკრა თვალი. თვალები რაღაცნაირად უცხოდ უციმციმებდა, ხოლო თმა მთლიანად აბურდვოდა და უსწორმასწოროდ ეყარა მხრებზე. თითებით ნაჩქარევად ჩამოივარცხნა, უკან გადაიყარა და კარგად შეთვალიერების შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი სწორად ეცვა და ნორმალურად გამოიყურებოდა, ქუსლების კაკუნით გაემართა მისაღებისკენ. კაცი დივანზე იჯდა, მარცხენა ფეხი მოეხარა და მარჯვენაზე გადაედო, თან ათამაშებდა და თან პულტით არხიდან არხზე გადადიოდა. ქალის შემოსვლა თავიდანვე დააფიქსირა, ისიც კარგად დაინახა, როგორ ტრიალებდა კატო სარკის წინ და ტუჩჩატეხილი ელოდებოდა.
-საღამო მშვიდობისა, - ოთახში ქალის ნაზი ხმა გაისმა და ონიანიც მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-ვერც კი შევნიშნე, როგორ შემოხვედი, - გაიღიმა კაცმა და ტელევიზორი გამორთო.
ცოტა ხანს ორივე ჩუმად იდგა და უბრალოდ თვალებში შეჰყურებდა ერთმანეთს. მერე კი ირაკლი გამოერკვა, ოდნავ ჩაახველა და კატოსკენ დაიძრა. ქალმა თავისდა უნებურად უკან გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ფეხსაცმლის ქუსლი ძირს დაგებულ ხალიჩას გამოედო და აყირავდა. კარგად არჩევდა, როგორ ამოყირავდა ოთახი, როგორ დაიწყო იატაკმა მოახლოება და თვალები დახუჭა. მისდა გასაოცრად, არ დაცემულა. გავარვარებულმა ხელებმა, რომლებიც წვრილ წელზე სუროებივით შემოეხვივნენ, დავარდნის უფლება არ მისცეს და მკერდზე აიკრეს. იმდენად ახლოს აღმოჩნდა მამაკაცის სახესთან, რომ სუნთქვაც კი შეეკრა.
-მმმადლობა, - ძლივსგასაგონად თქვა ქალმა და ონიანის ხელებისგან დასახსნელად გაიბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ.
-სულ ასეთი დაბნეული ხარ? - ტუჩებზე ღიმილშეპარულმა ჰკითხა კაცმა.
ქალს ცხელი ჰაერი სახეზე მოედო და საერთოდ დაუკარგა აზროვნების უნარი. გულიც უცნაურად აუძგერდა და ამ გრძნობამ რატომღაც შეაშფოთა. აღარც კი ახსოვდა, მსგავსი რამ ბოლოს როდის იგრძნო, ან იგრძნო თუ არა ოდესმე საერთოდ. რამდენიმე წუთის შემდეგ ონიანი თავად ჩამოშორდა ქალს, სულ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და გასაღები გაუწოდა.
-მადლობა, - უთხრა კატომ და თავისი თლილი თითებით ჩამოართვა საგანი.
-სამადლობელო ნამდვილად არაფერია, - გაიღიმა კაცმა და მარჯვენა ხელი სახეზე ჩამოისვა, - ხო, მართლა, ეკატერინე, მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს და იმედია, მოგეწონებათ.
-საჩუქარი? - შეიცხადა ქალმა და ოდნავ შეეფაკლა ღაწვები.
-არ ვიცი, რამდენად ადეკვატურია მისი ჩუქება გადატანილი ამბის შემდეგ, მაგრამ გავრისკავ.
კაცი დივნისკენ შებრუნდა და აქამდე ბალიშებში ჩამალული მძინარე პატარა არსება ხელებში მოიქცია. კატო ჯერ მხოლოდ ირაკლის განიერ მხარ-ბეჭს ამჩნევდა და როცა კაცი მისკენ შემობრუნდა, სახეზე ხელები აიფარა და შეჰკივლა. ონიანს ხელში ღიაყავისფერი ფუმფულა შარპეის ლეკვი ეჭირა და ქალს უღიმოდა.
-ეს... ეს... ეს ჩემია? - აბრჭყვიზლებული თვალებით ახედა ირაკლის და ხელები გაიშვირა, რომ ლეკვი გამოერთმია, - ვაიმე, რა საყვარელია და როგორი ფუმფულა. ჩემი გაბერილი ბუშტიი, - ეფერებოდა უკვე საკუთარ მკლავებში მოქცელ პარატას და იცინოდა.
-მადლობა, მადლობა, მადლობა, უსაყვარლესია, - თქვა ქალმა, უკვე გაღვიძებული ლეკვი იატაკზე დასვა, თვითონ კი იარკლის მოეხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა.
ირაკლიმ ხელები წელზე მოხვია და უფრო მეტად მიიკრა ქალი გულზე. მერე კი ცალი ხელი ნიკაპზე მოჰკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა. ქალს თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა და იღიმოდა. ონიანს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურა ტანში, ქალის ბაგეებისკენ წაიწია და უნდა ეკოცნა, როცა არსაიდან ზარის ხმა გაისმა, რამდენჯერმე განმეორდა, შემდეგ კი ფეხსაცმლის კაკუნი და იატაკზე ბორბლების სრიალის ხმა გაისმა. ოთახში ქალი შემოვიდა და წყვილს შემფასებლურად გახედა.
მოსულს ერთიანი წითელი, ტანზემომდგარი კომბინიზონი ეცვა, რომლის სიგრძეც კარგად ასცდენოდა მუხლს. ღრმა დეკოლტედან ლამაზად მომზირალი მკერდი მოუჩანდა. ყელზე ოქროსფერი გველი ეხვია, ხოლო გრძელ და გარუჯულ ფეხებს ოქროსფერივე მაღალქუსლა ფეხსაცმელი უმშვენებდა. ირაკლი გაოცებული შესცქეროდა კარებში მდგომ ქალს, ასე ძალიან რომ ჰგავდა მის მკლავებში მოქცეულ გადაფითრებულ და აღელვებულ არსებას. უბრალოდ, კარებში მდგომი შედარებით ასაკიში იყო და მისი შემხედვარე თუ ვიმსჯელებდით, მივხდებოდით როგორი შეიძლება ყოფილიყო კატო 10 ან 15 წლის შემდეგ. ქალმა მხრებზე ჩამოყრილი ქერა თმა შეისწორა, მომხიბვლელად გაიღმა და ჩემოდნიანად შემოვიდა სახლში, შემდეგ კი ხელებგაშლილი წამოვიდა უკვე ირაკლის გვერდით მდგომი ქალისკენ.
-როგორ ხარ, კატო? არ მოგენატრე, დედიკო? - თქვა ქალმა და წითლადშეღებილი ტუჩები ლოყაზე მიაკრო.

თავი 5
კატო ადგილს მიეყინა და ამღვრეული თვალებით უცქერდა მის წინ მდგარ ქალს. ხმის ამოღებასაც კი ვერ ახერხებდა. ან კი, რა უნდა ეთქვა? წელიწადში ერთხელ ძლივს თუ მოკრავდა ხოლმე თვალს, მაშინ, როცა ქალი თბილისში ჩამოსვლას იკადრებდა და შვილის არსებობა გაახსენდებოდა ხოლმე.
-არ გამაცნობ? - კვლავ ქალმა დაილაპარაკა და ირაკლის გახედა.
-აქ რას აკეთებ? - ძლივს ამოთქვა კატომ და ბიჭს მკლავზე ჩააფრინდა, რომ არ დაცემულიყო.
-როგორ თუ აქ რას ვაკეთებ, კატო?! - შეიცხადა ქალმა და ნაწყენი სახე მიიღო, - როგორც კი გავიგე, რომ მამაშენი გარდაიცვალა, მაშინვე ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. შენ კი რას აკეთებ? დედას ასე უნდა დახვდე?
-სხვათა შორის მამა 6 თვის წინ გარდაიცვალა. მიდი, აღიარე, რომ ისევ მორიგ ქმარს დაშორდი და ახლა აქ ამიტომაც ხარ.
ქალმა შვილის კომენტარი არ შეიმჩნია, მაგრამ პასუხიც ვერ გასცა და გაჩუმება არჩია.
-აშკარად აჯობებს თუ მე დაგტოვებთ, - ჩამოვარდნილი სიჩუმით ისარგებლა ონიანმა და კარისკენ დაიძრა.
-გაგაცილებ, - ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ქალმა ძლივს ამოღერღა და უკან აედევნა. კართან იყვნენ მისულები, როცა ისევ ამოიღო ხმა, - მაპატიე, მის გამო. არ ვიცოდი თუ ჩამოსვლას აპირებდა.
-არაუშავს, - გაიღიმა კაცმა და ხელი ლოყაზე ჩამოუსვა, - მართლა, ეკატერინე, - უკვე ეზოში გასული შემობრუნდა.
-რა იყო?
-რამდენიმე კითხვა მაქვს ლაშას მკვლელობასთან დაკავშირებით, იქნებ, როგორმე მოახერხო და პროკურატურაში მოხვიდე?
-ანუ დავითიც დამჭირდება, არადა ამ დღეებში მივლინებაში მიდის.
-სიმართლე გითხრა, - ისევ უკან დაბრუნდა კაცი და წინ აესვეტა კატოს, - ოფიციალური დაკითხვა არ იქნება და დავითის მოცდენაც არ დაგჭირდება. მხოლოდ თქვენს ურთიერთობაზე უნდა გელაპარაკო.
-ოჰ, - შეიცხადა ქალმა და თვალები უარესად აუელვარდა, - კარგი, მოვიფიქრებ რამეს.
მერე კი, ირაკლისთვის აღარ შეუხედავს, კარი მიხურა და იმ ოთახში დაბრუნდა, სადაც დედამისი მოკალათებულიყო.
-მშვენიერი ბიჭი იყო, მე მომეწონა, - ქალს ფეხი ფეხზე გადაედო და ჭიქიდან წითელ ღვინოს წრუპავდა.
-მაინცდამაინც, ახლა რატომ დაბრუნდი? - ქალის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, დასამშვიდებლად ლეკვი მიიხუტა გულზე და რაც შეეძლო მოშორებით ჩამოჯდა ქალისგან.
-მომენატრე-მეთქი, რომ გითხრა, არ დამიჯერებ, არა? - ჩაიცინა ქალმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა ჭიქიდან.
-რამდენიმე წლის წინ შეიძლება დამეჯერებინა კიდეც, მაგრამ ახლა - არა!
-მართალი იყავი, მაქსს გავშორდი და იქ ვეღარ გავჩერდებოდი, - ამოიოხრა ქალმა, - თან, მართლა გამომგზავრების წინ გავიგე, რომ გურამი გარდაცვლილა. ლეილა შემხვდა აეროპორტში და იმან მითხრა ეგეც. რომ ჩაირთო კი ვეღარ გავაჩუმე. კიდევ კარგი, თვითმფრინავი მოფრინავდა უკვე. გურამის გარდა ლაშას ამბავიც მითხრა.
კატო შეკრთა და გულზე მიხუტებულ ლეკვს დახედა.
-დე, - ფრთხილად დაიწყო ქალმა და შვილს წინ ჩამოუჯდა, - არ მეტყვი, რა მოხდა? რაიმე გაკავშირებს მის მკვლელობასთან?
-ხომ არ გაგიჟდი? - შეჰყვირა ქალმა და დამფრთხალ ლეკვს მიუალერსა, - მართალია, ვერ ვიტანდი იმ ნა***ვარს, მაგრამ არც მთლად მაგდენად ნამუსგარეცხილი ქალი ვარ, რომ მისი სიკვდილი მდომებოდა.
ქალს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ კარზე ზარი დარეკეს და კატოც სასაწრაფო წესით მის გასაღებად წამოიწია, ისე რომ, ლეკვისთვის ხელი არ გაუშვია. ზღურბლს მიღმა კი არც მეტია არც ნაკლები, დავითი სცემდა ბოლთას. გაიღო თუ არა კარი, მაშინვე შევიდა, ეკა გადაკოცნა და ეჭვნარევი მზერა სტყორცნა მის ხელებში მოქცეულ მოწრიალე არსებას. ლეკვმა წკმუტუნით შეათვალიერა ახლადმოსული და ქალის მკლავებში ჩაიმალა.
-ეს რა არის ეკა? - ამრეზით იკითხა კაცმა და თითით ლეკვზე ანიშნა.
-ლეკვია, ვერ ხედავ?
-არ მეგონა, ბუბუს შემდეგ ახალ ძაღლს თუ იყიდდი.
-არ მიყიდია. მაჩუქეს.
-მართლა? შეიძლება გავიგო, ვინ?
-რა გინდა, დავით?
ამ დროს კი ოთახიდან კატოს დედა გამოვიდა და დერეფანში მოკამათე წყვილს დააკვირდა. შემდეგ გაიღიმა და ხელებგაშლილი გაემართა კაცისკენ.
-დავით, როგორ ხარ? რაც დრო გადის, უფრო სიმპატიურდები თუ მეჩვენება?
-ირინა?! - შეიცხადა კაცმა და თავადაც გადაეხვია, - აქ არ გელოდი.
-არც კატო მელოდა და კი ჩავუშალე პაემანი იმ ახალგაზრდასთან.
-პაემანი ჩაუშალე? - შეიცხადა კაცმა და ეკატერინეს გახედა.
-პაემანი არ ყოფილა და არც ისაა ჩემი შეყვარებული, არც ქმარი და მითუმეტეს არც საყვარელი, - ხმა გაიმკაცრა ქალმა და ორივეს გახედა.
-მე კი არ უნდა მეკოცნა მისთვის, სანამ შემოვიდოდი, - ჩაიცინა ირინამ და ისევ ოთახში შებრუნდა.
დავითმა ხმადაბლა შეიკურთხა და უკან მიჰყვა ოთახში შესულ დედა-შვილს.
-აბა, შენ რაღა დაგემართა, რომ ასე გვიან მესტუმრე? - ადვოკატს მიუბრუნდა ეკა და თან ისევ გააგრძელა ლეკვის ფერება.
-სანამ მივლინებაში წავიდოდე, საუბარი მინდოდა.
-მაშინ მე ხელს არ შეგიშლით, - ფეხზე წამოდგა ირინა და ჩემოდნისკენ წავიდა, - ჩემს ოთახში ვიქნები.
დათო ქალის გასვლას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საუბარი. კატო დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ონიანი კვლავ დაიბარებდა დაკითხვაზე, ვისთვის უნდა მიემართა მისი არყოფნისას და ბოლოს კი ვეღარ მოითმინა, თავისი გაბრაზებაც გადმოანთხია, თამუნა არ მაძლევდა შენი ნახვის საშუალებასო. კატო გატრუნული იჯდა, ხანდახან თუ დაუქნევდა თავს და სიტყვის ჩაკვეხებასაც ვერ ახერხებდა. როგორც იქნა, დავითმა გული იჯერა კიდევაც და ქალმა სიხარულითაც კი გააცილა წასასვლელად წამომდგარი.
***
მეორე დღეს მართლა წავიდნენ ავტოსალონში და მშვენიერი მანქანა იყიდა ტატომ. შემდეგ კი მთელი დღე ორივე განცხადებებს ჩაჰკირკიტებდნენ და ბიჭისთვის შესაფერის ბინას ეძებდნენ. უკვე კარგად შეღამებულიყო, როცა ლიზიკო წამოდგა, ტატოს ლოყაზე აკოცა, ტკბილი ძილი უსურვა და მთქნარებით წავიდა თავისი ოთახისკენ. ხვალ ადრიდანვე მორიგე უნდა ყოფილიყო და გამოძინება აუცილებლად სჭირდებოდა. გადაღლილს ძალიან მარტივად ჩაეძინა და დილით მაღვიძარას ნაცვლად ტატოს გამზადებულმა გემრიელი საუზმის სუნმა გამოაღვიძა.
-აბა, დღეს რა გეგმები გაქვს? - ჰკითხა ქალმა, როცა მანქანაში ჩასხდნენ ორივენი და ლიზას სამსახურისკენ აიღეს გეზი.
-ჯერ შენ გაგიყვან, შემდეგ კი გუშინ რომ დავრეკეთ იმ რამდენიმე სახლის პატრონს გავუვლი და დავათვალიერებ.
-ჰმმ, კარგად ჟღერს, - გაიღიმა ქალმა და გზას გახედა, - მეზიზღება ეს საცობები. ათენშიც ასე იყო?
-ჰაჰ, - გაიცინა ბიჭმა და მოხერხებულად აუარა გვერდი ერთ-ერთ მანქანას, - შენ იქ უნდა გენახა საცობები, ეს უბრალო გართობად მოგეჩვენებოდა.
-რა ვიცი, რა ვიცი, - სკეპტიკურად ჩაილაპარაკა ლიზამ.
-ჰე, მიდი, გადაკუსკუსდი ახლა და ეცადე, საღამოს მალე მოხვიდე, ხომ იცი, შენ გამო ჩემს რაციონს ვერ დავარღვევ.
-უჰ, უჰ, სპორტსმენი ვარო და რაციონს ვერ დაარღვევს ბიჭი, - ჩაიქირქილა ქალმა, კარგად დაინახა, როგორ გადმოვიდა ირაკლის მანქანიდან გიორგი, შემდეგ თავად ონიანიც მიჰყვა მას და სერიოზული სახეებით შენობისკენ წავიდნენ.
შემდეგ კი გიორგის თვალი მოსჭრა ახალმა მანქანამ და ინტერესიანი მზერით გამოიხედა მათკენ. სწორედ ამ დროს გადაიხარა ლიზა, ტატოს ლოყაზე მიაკრო ტუჩები და გაღიმებულმა გამოაღო კარი.
-ის ბიჭია, არა? - გადაულაპარაკა ტატომ და გვერდულად ჩაიღიმა, - აქეთ გამწარებული სახით რომ იყურება.
-არ ვიცი, ვინ იყურება გამწარებული სახით, მაგრამ კი, ეგაა გიორგი.
-მაშინ, - ეშმაკურად გაიღიმა ბიჭმა, მკლავი დაუჭირა და მანქანიდან არ გადაუშვა, - ცოტა ვაეჭვიანოთ ჩვენი რომეო, - ლიზას მტევანი ხელში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა, - ახლა შეგიძლია გადახვიდე და თუ გინდა, შენი შეყვარებულის სტატუსითაც გააცნო ჩემი თავი მათ.
-არა, სოსო გიცნობს, ხომ იცი? - თავი გააქნია ქალმა.
-სოსო კიდე აქ მუშაობს? - შეიცხადა ბიჭმა, - აუცილებლად მომიკითხე და ჰკითხე, როდის ეცლება, რომ გვესტუმროს.
-კარგი, მაგრამ ახლა წავალ და შენ იცი.
-ხო, მართლა, ლიზიკო, - უკვე შენობისკენ წასულს დაუძახა ბიჭმა, ისე რომ კარში გაჩერებულ ირაკლის, გიორგის და სოსოსაც გაეგოთ, - საღამოს მომწერე რომელზე ამთავრებ და გამოგივლი.
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია, გაიღიმა და წყნარი ნაბიჯებით გააგრძელა შენობიკენ სვლა. კართან მისულს კი პირველი ირაკლი შემოეგება.
-როგორ ხარ, ლიზიკო? - მოიკითხა ბიჭმა და დაბღვერილ გიორგის მხარი გაჰკრა.
-მადლობა, მშვენივრად, თავად?
-მეც არა მიშავს რაა, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა, - ისე, ის ვინ იყო, რომ მოგაცილა? არ გაგვაცნობ?
-დაკითხვაზე არ ვართ, ბატონო ირაკლი, - გაიღიმა ქალმა და კარი გამოაღო. შესვლას აპირებდა, როცა შემობრუნდა და თქვა, - ტატომ მომაცილა, აი, სოსო იცნობს.
-ტატო დაბრუნდა? - შეიცხადა კაცმა, სიგარეტის ნამწვი იქვე ურნაში ჩააგდო და გოგოს აედევნა, - არა, ხმა კი მეცნო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ გვიკადრებდა ბიჭი და დაგვიბრუნდებოდა. არ უნდა ვენახე?
-ჩემთან ცხოვრობს და, სხვათა შორის, გეპატიჟებით ჩვენთან ყველას. მასაც მოენატრე, სოსო.
-ტატო ჰქვია თურმე ბიჭს, - ჩაიბურტყუნა გიორგიმ და წინ მიმავალ ქალს თვალი გააყოლა. ყურებაში ისე გაერთო, რომ გაჩერებული სოსოც კი ვერ შეამჩნია და ცხვირით შეასკდა.
კაცი დაბღვერილი შემოუბრუნდა და მისი სახის დანახვაზე ჩაიცინა. შემდეგ მხარზე დაჰკრა ხელი და სერიოზული სახით უთხრა:
-ხომ გითხარი, დროზე მოეგე გონს, სანამ გვიან არ იქნება-მეთქი? ახლა კი ნამდვილად დააგვიანე, ყმაწვილო. ტატო ნამდვილად შესანიშნავი ბიჭია და ლიზას არაფერს დააკლებს, არც ცივ ნიავს მიაკარებს.
-და რაში მაინტერესებს? - უარესად მოეშხამა გუნება გიოს და გვერდით გაიხედა.
-არ გაინტერესებს?! - შეიცხადა კაცმა და ირაკლის თვალი ჩაუკრა, - კარგი, რადგან არ გაინტერესებს ლიზიკოს შეყვარებული, მაშ, რა გაეწყობა? დიდი ალბათობით, მალე დაინიშნებიან. ღმერთო, როგორ გამახარებენ.
გიორგიმ სიტყვაც აღარ თქვა, პირდაპირ თავისი კაბინეტისკენ წავიდა და კარი იმდენად ძლიერად მიიჯახუნა, რომ ფანჯრებმა ზრიალი დაიწყეს.
-ტატო მართლა ლიზას შეყვარებულია? - დაინტერესდა ირაკლი და კიბეებზე სოსოსთან ერთად გააგრძელა გზა.
-არა, რა შეყვარებული, - ეშმაკურად ჩაიცინა კაცმა, - ბიძაშვილია, უბრალოდ, ერთ სულიერს სჭირდება ჭკუაზე მოყვანა, თორემ თავისით აშკარად ძალიან აგვიანებს.
ირაკლიმაც გაიცინა სოსოსთან ერთად და ბოლოს მათი გზები ლაბორატორიასთან გაიყო.
-ხო, მართლა, ირაკლი, - დაუძახა კაცმა მინის კარების უკნიდან, - დღეს აუცილებლად შემომიარე, საბოლოო დასკვნა მზადაა და შენი მძევალიც ჯერ ისევ მე მყავს.
ონიანმა მხოლოდ თავი დაუქნია და თავისი კაბინეტის კარის მიღმა გაუჩინარდა.
ლიზიკოს დატოვების შემდეგ მისამართებს ჩახედა და ყველაზე ახლომდებარესკენ აიღო გეზი. ადგილზე მისულს არც მდებარეობა მოეწონა, არც სახლის მდგომარეობა და ღირებულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძლივს დაუსხლტა ხელიდან გამყიდველს და ის იყო, მთავარ გზაზე გადიოდა, როცა ჯერ შეჯახების, შემდეგ კი მტვრევის ხმა გაიგონა და მაშინვე გადააყენა მანქანა სავალი ნაწილიდან. ნორმალურად არ იყო გადმოსული, ახლა ყვირილი რომ აღიქვა და წინ მასზე 2 თავით დაბალი ახალგაზრდა ქალი აესვეტა. დაბურული სათვალეებიდან ირონიული მზერით კარგად შეათვალიერა ღია საფირონისფერ კლასიკურ კაბაში გამოკვართული ყორნისფერთმიანი სხეული, შემდეგ კი თავის ახალთახალ, უკვე დაზიანებულ მანქანას შეავლო შეშფოთებით თვალი.
-ნორმალური ხარ? - უყვიროდა ქალი, - საერთოდ ვინ მოგცა შენ მართვის მოწმობა?
-უკაცრავად?! - თვალები შუბლზე აუვიდა ტატოს და გაოცებულმა დახედა. ასეთი შეურაცხყოფა მისთვის ჯერ არავის მიეყენებინა.
-ყველაფერთან ერთად ყრუც ყოფილხარ! - არ ჩერდებოდა ქალი, თან აშკარად ნატკენ და არაბუნებრივად მოქცეულ მხარს იზელდა.
-შენ დამეჯახე, მიყვირი, მლანძღავ და...
-მე დაგეჯახე? - იმხელაზე იკივლა ქალმა, ტატოს ლამის ყურის ბარაბნები დაუსკდა.
-ღმერთო ჩემო, რამე დაგიშავე? - ამოიოხრა ბიჭმა და ცას საწყალი თვალებით ახედა, მერე კი ქალს დახედა და მზერა მის მხარზე შეაჩერა, - რა დაგემართა? გტკივა?
ბიჭმა ხელი უცნობის მხრისკენ წაიღო, მაგრამ ქალმა ისე მწარედ დაარტყა მის ხელს თავისი მტევანი, რომ ბიჭმა ყველანაირი დახმარების სურვილიც კი დაკარგა.
-არ გაბედო და არ მომეკარო, - შეუღრინა ქალმა და უკან გაიწია.
-უბრალოდ დახმარება მინდა. სპორტსმენი ვარ და ჩემთვის უცხო არაა ტრავმები, უფლება მომეცი დაგეხმარო.
ტატომ მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ მის პატარას მარჯვენა სარკე მოსტყდომოდა, წინ მდგომი ქალის უკან ოდნავ შელახული ველოსიპედი ეგდო, ხოლო თავად გოგონას მხრის გარდა მუხლებზეც ეტყობოდა პატარ-პატარა ნაკაწრები. ბიჭმა ფრთხილად გადადგა ნაბიჯი უცნობისკენ და მისი მხარი ნელა დაკვირვებით და მთელი სინაზით მოსინჯა, რადგან ეს გოგო ისეთი სიფრიფანა ჩანდა, რომ წამით შეეშინდა, ხელში არ შემოფშვნოდა ერთი ზედმეტი მოძრაობითაც კი. ნატკენის გასინჯვა ცოტა დიდხას გაუგრძელდა და გოგონამ უკმაყოფილოდ ჩაახველა. კაცის სიახლოვე და მისი გრილი ევკალიპტის სურნელი აბნევდა, რაც აშფოთებდა. ტატო ჩახველებაზე გამოერკვა და მაშინვე უკან დაიხია.
-ჰმ... არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, - თქვა და გოგონას თვალებში ჩააცქერდა, - დიდი ალბათობით, მხარი გაქვს ამოვარდნილი.
-ვერაფერს იტყვი, მაგარი იღბლიანი ვარ, - ჩაიბურტყუნა ქალმა და მოწოლილი ცრემლების შეკავება ტყუილად სცადა, მაინც ჩამოუგორდა ერთი ცრემლი, ლოყა გაიარა და ნიკაპს მიღმა ჩაიკარგა.
ტატომ მაშინვე შენიშნა ეს, ცრემლს ლავიწებამდე მიჰყვა და მძიმედ გადაყლაპული ნერწვის შემდეგ შერბილებული ტონით მიმართა:
-წამოდი, საავადმყოფოში წავიდეთ. ექიმს აუცილებლად უნდა ეჩვენო.
ქალის გაოცებული თვალებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ჯერ ის ჩასვა მგზავრის სავარძელში და თავადვე შეუკრა ღვედი, შემდეგ კი ველოსიპედი ჩადო საბარგულში და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.
-ისე, მადლობა, - დაიწყო ტატომ და კვლავ მოხერხებულად დასცილდა წინ მიმავალ მანქანებს, - გუშინ ნაყიდ მანქანაზე სარკე მომიტეხე.
-რა პრობლემაა, - ირონიულად გაიღიმა ქალმა და ტკივილისგან ქვედა ტუჩზე იკბინა, - მაგრამ, მაინც ტყუილად ჰქონდა. ისედაც არ იწუხებდი თავს სარკეებში ყურებით.
-მართლა? - წარბები აზიდა ბიჭმა, - შენი აზრით, სარკეების გარეშე მანქანის მართვა შესაძლებელია?
-შენი შემხედვარე თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, - მხრები აიჩეჩა ქალმა, მაგრამ უარესად ეტკინა და წამოიკვნესა.
-ძალიან გტკივა? - მაშინვე დასერიოზულდა ტატო და სიჩქარეს უფრო უმატა, - ცოტაც გაუძელი, მალე მივალთ.
ქალს ხმა აღარ ამოუღია, გაფითრებულმა თვალები დახუჭა და იქამდე აღარ გაუხელია, სანამ კაცმა მანქანა არ გააჩერა და ღვედი არ შეუხსნა, შემდეგ კი სწრაფად გადავიდა, კარი გამოუღო და გადასვლაშიც მიეხმარა.
ტატო მართალი აღმოჩნდა. მხარი ამოვარდნილი ჰქონდა და ყველა სიკეთეს ნაღრძობი მაჯა, მთლად დალილავებული მკლავი და გადაყვლეფილი მუხლები ემატებოდა. ექიმმა ჯერ მხარი ჩაუსვა, შემდეგ კი მჭიდროდ შეუხვია ხელი და კისერზე ჩამოჰკიდა. ამასთანავე, 2 კვირა მკლავის მკვეთრი მოძრაობა აუკრძალა. ტკივილგამაყუჩებლებიც გამოუწერა და სახლში გამოისტუმრა.
უკვე სავადმყოფოდან გამოდიოდნენ, როცა ქალი უეცრად გაჩერდა და მისი გაჩერებით გაკვირვებულ კაცს გახედა.
-რამე მოხდა? - მაშინვე წინ დაუდგა ტატო და შეშფოთებულმა დახედა, - გტკივა? გინდა, შევბრუნდეთ?
-რაა? არა! - თქვა ქალმა და რატომღაც ლოყები აუწითლდა, - უბრალოდ...
-რა, მითხარი, - ხმა დაითბო კაცმა.
-მადლობა ყველაფრისთვის, - უარესად აწითლდა ქალი და ძლივს შეხედა თვალებში, - ნამდვილად არ იყო საჭირო ყველა ხარჯის დაფარვა. იქნებ, როგორ გჭირდებოდა ეგ ფული...
-მაგაზე ნერვიულობ?! - გაიცინა კაცმა, - სადარდებელი არაფერია. ჯერ-ჯერობით იმხელა შემოსავალი მაინც მაქვს, რომ ერთი პატარა ქალბატონის მკურნალობის ხარჯები დავფარო, რომელიც აქეთ მეჩხუბება, რომ მე დავეჯახე. ახლა, თუ სხვა არაფერია გასარკვევი, იქნებ მითხრა, სად მიგიყვანო, თორემ მეც მეჩქარება. ვიღაცის წყალობით, ხელოსანთან მყავს ჩემი გოგო მისაყვანი.
-შენი გოგო? - ირონიულად ჩაიცინა ქალმა და მანქანისკენ წავიდა.
-დიახაც, - ამაყად გაიჯგიმა ტატო, - ჩემი ლამაზმანი გოგოა. შენ კი მას ატკინე და ახლა შენსავით მასაც სჭირდება ექიმი.
-ხოდა, მაშინ ბევრს ნუ ლაპარაკობ, დროზე ჩაჯექი. მისამართს გზაში გეტყვი, - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ქალმა, - მაინც შენი ბრალია.
-კი, როგორ არა, - ქალის სიჯიუტეზე გაიცინა ბიჭმა და ნაკარნახევი მისამართისკენ აიღო გეზი.
***
ძლივს მოასწრო დღევანდელი ამბის მოყოლა ლიზიკოსთვის, რომ უცებ ზარი გაისმა. კითხვისნიშნიანი სახით გახედა გვერდით მჯდომ და მასზე მოკისკისე ქალს.
-ვინმეს ელოდებოდი?
-ვაი, სულ დამავიწყდა, - თავში შემოირტყა ხელი ლიზამ და კარის გასაღებად გაიქცა, - გახსოვს, რომ გიყვებოდი, ჩემს მეგობარზე? ის უნდა მოსულიყო და ბარემ გაგაცნობთ ერთმანეთს. იცი რა საყვარელი გოგოა?
-კარგი რაა, ლიზა, შენც დაიწყე დედაჩემივით გოგოების გარიგება?
-რა სისულელეა. მე გითხარი, ჩემი მეგობარია და უბრალოდ უნდა გაგაცნო, კი არ მოგათხოვო-მეთქი! - გაბრაზდა გოგო და კარი გამოაღო.
ბინაში მაშინვე ქარბორბალასავით შემოიჭრა მარცხენა ხელშეხვეული ახალგაზრდა ქალი და ლიზას სიტყვის თქმაც არ დააცადა ისე გადაკოცნა და ლაპარაკი დაიწყო.
-როგორ ხარ, ლიზიკო? მე არც თუ ისე კარგად, მხედავ ალბათ, კიდეც. დამშვიდდი, სერიოზული არაფერია, უბრალოდ მხარი მქონდა ამოვარდნილი და მაჯა ნაღრძობი. ერთი იდიოტის მანქანას შევასკდი, ველოსიპედით რომ მივდიოდი სამსახურში.
ლიზას რატომღაც დეჟავუს გრძნობამ დაუარა და მისაღებისკენ წასულ მეგობარს უკან მიჰყვა, რომელიც ისევ არ ჩუმდებოდა.
-ღმერთო, რომ იცოდე, რა საყვარელი და სიმპატიური იყო, ჩემი წაყვანაც კი არ დაზარებია საავადმყოფოში და ყველაფრის მიუხედავად, მერე რა, რომ ჩემი ბრალი იყო, ხარჯებიც კი იმან დაფარა, - ოცნებებში გადავარდა ქალი, ორი წამით თვალები დახუჭა და ისე მივიდა დივნამდე, - ჰმმ... რომ ვუფიქრდები, დიდი სიამოვნებით შევჭამდი და ჩემთვის დავიტოვებდი.
ლიზამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ტატომ იმარჯვა და უცებ ააფარა პირზე ხელი, შემდეგ კი ნასიამოვნები სახით და ეშმაკური ღიმილით ჩამოუდგა უკვე თვალებგახელილ ქალს წინ და თქვა:
-არც მე ვიტყოდი უარს შენს დაგემოვნებაზე, - მომაკვდინებლად გაუღიმა და ცერა თითი დაბურცულ ტუჩებზე გადაატარა.

თავი 6
თავის კაბინეტში ცოტახნიანი მუშაობის შემდეგ, ირაკლი წამოდგა და სოსოს სამფლობელოსკენ გაემართა. ამჯერად მაინც არ დავიწყებია სპეციალური ტანსაცმლის მორგება და ზედმიწევნით დაიცვა სოსოს მიერ დაწესებული ყველანაირი წესი, სანამ ლაბორატორიაში შევიდოდა.
-ღმერთო ჩემო, - ირაკლის დანახვაზე გაბადრულმა წამოყო თავი სოსომ და კარგად აათვალიერა შემოსული, - ნახეთ ვინ გვესტუმრა, თანაც ყველა წესის დაცვით?!
-სოსო, ახლა ამის დრო არაა. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. რა გაარკვიე?
-უჟმური, - ჩაიბურტყუნა კაცმა, დემონსტრაციულად აქცია ზურგი და თავისი მაგიდისკენ წავიდა, - ჯერ მომიკითხე მაინც. მთელი დღე ამათთან ერთად დღის გატარება მომბეზრდა უკვე. რომელიმე მაინც ლაპარაკობდეს. ცოტას გავმხიარულდებოდი.
-კარგი რაა, სოსო. რომ ლაპარაკობდნენ, მაშინ შენთან კი არ იწვებოდნენ.
-ჩემთან იწვებოდნენ? - გაოცებით ასწია ორივე წარბი.
-ანუ, ის ვიგულისხმე, რომ შენს მაგიდაზე კი არ აღმოჩნდებოდნენ-მეთქი.
-მერე, თავიდანვე მასე გეთქვა.
-ძალიან კარგად მიხვდი, რაც ვთქვი და მოდი, რაა, დროს ნუ დავკარგავთ.
-შენზე რომ ვამბობ უჟმურია და საქმის მეტი არაფერი აინტერესებს-მეთქი, არავინ მიჯერებს.
სოსომ ცოტა ხანს კიდევ იბურტყუნა, შემდეგ კი მაგიდიდან სქელი საქაღალდე აიღო, სათვალეები მოირგო და რამდენიმე ფურცლის გადაშლის შემდეგ, ლაპარაკი დაიწყო.
-ხოო, ბატონ ლაშა ღლონტთან საქმე მეტად სერიოზულად გვაქვს.
-რა ხდება, ასეთი? შენი წინასწარი დასკვნით თუ ვიმსჯელებთ, მისი სიკვდილი ხელის და ფეხის თითების დაჭრით გამოწვეულ სისხლდენას სულაც არ გამოუწვევია.
-მართალია, მართალი, მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს დაზუსტებით სიკვდილის მიზეზის დასახელება.
-და რატომ?
-ყველა მიყენებულ ჭრილობასთან ერთად, ლაშას გულის შეტევაც ჰქონდა და ვვარაუდობ, რომ სწორედ ამან გამოიწვია მისი სიკვდილი.
-ვხვდები, აქ მაინც არის ხომ ერთი მაგრამ.
-რა თქმა უნდა, მაშ, როგორ?
ირაკლიმ ამოიოხრა და სოსოს მიაჩერდა.
-ლაშას არანაირი გულის პრობლემა არ სჭირდა. პირიქით, სრულიად ჯანმრთელი იყო. ახლა კი, მოდი, გვამს განახებ და იქნებ, თავად მიხვდე რისი თქმაც მინდა.
სოსომ ერთ ხელის მოსმით გადააძრო თეთრი ზეწარი ახლა უკვე გამოკვლეულ ცხედარს და მის თავთან დაიკავა ადგილი. ირაკლიც ნელა მიუახლოვდა მაგიდას და მხოლოდ ამის შემდეგ გაარჩია ყელზე არსებული სისხლჩაქცევა, რომელსაც ცენტრში წერტილისოდენა ჩაჩვრეტილი კანი აგვირგვინებდა.
-ეს რა არის? აქამდე ხომ არ ჰქონია? - თითით სისხლჩაქცევაზე ანიშნა და მომლოდინე მზერით გახედა კაცს.
-დაკვირვებული თვალი გქონია, - შეაქო სოსომ და ჩაიცინა, - ეგ, ჩემო კარგო, ნემსის კვალია, რომელიც, დიდი ალბათობით ძალით გაუკეთეს და გარდაცვალების მომენტში მას სულაც არ ეტყობოდა. მხოლოდ სისხლის შედედების შემდეგ გამოჩნდა.
-კარგი, მოდი, დავფიქრდეთ. თუ ლაშა სრულიად ჯანმრთელი იყო და გულის შეტევის მინიმალური შანსიც კი არ არსებობდა და ბონუსად ყელზე არსებული ნანემსარიც გვაქვს, რა გამოდის?
-ის რომ, შესაძლებელია მკვლელმა ის რაღაც ნივთიერებით გათიშა და შემდეგ მოკლა ან, - დაილაპარაკა სოსომ, - უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ მკვლელმა ისეთი პრეპარატი შეუყვანა სხეულში, რომელმაც გულის შეტევა გამოიწვია, მაგრამ კვალი არ დაუტოვებია.
-ასეთი პრეპარატებიც არსებობს? - გაიოცა ონიანმა.
-მერედა რამდენი, - ჩაიცინა კაცმა და სამედიცინო ტერმინოლოგიით რამდენიმე მათგანის ჩამოთვლა დაიწყო.
-მოიცადე, მოიცადე. იქნებ გასაგებ ენაზე მითხრა?
-მოკლედ, საქართველოში ასეთი პრეპარატების შოვნა შეუძლებელია.
-მერე?
-მერე ის რომ, მსგავსი პრეპარატის შემოტანა მხოლოდ უცხოეთიდანაა შესაძლებელი და შენც ისეთი ადამიანის პოვნა მოგიწევს, რომელიც მინიმუმ ერკვევა ასეთ ე.წ. შხამებში და ამასთანავე, საზღვარგარეთაცაა ნამყოფი. ზუსტ პასუხსაც ამიტომ ვერ გეუბნები ჯერ. ჩემს უცხოელ კოლეგასთან მაქვს გაგზავნილი სისხლის ნიმუშებიც და იმ სავარაუდო პრეპარატების ჩამონათვალიც, რამაც შეიძლება მოკლა ეს კაცი. ზუსტ პასუხს მხოლოდ იქიდან პასუხის მოსვლის შემდეგ გეტყვი.
-კარგი და სხვა არაფერია?
-კარგი რაა, ირაკლი, მასე მიცნობ? - ვითომ იწყინა კაცმა, - მე ყველაფერთან ერთად ინფორმაციების მამაც ვარ! - ამაყად გაიჯგიმა და ერთ-ერთი სინჯარა აიღო.
-ეს რაღაა? მოიცადე! - უცებ გამოერკვა და კარგად დააკვირა მოწოდებულ ნიმუშს, - ეს რა, ტყვიაა?
-ნუ, ის რაც მისგან დარჩა.
-არ მითხრა, რომ ესეც ლაშას სხეულიდან ამოიღე.
-არა, საერთოდაც არა! მაგრამ, დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ეს ნამდვილად დაგაინტერესებს.
კაცი სწრაფად მივიდა მონიტორთან და მონაცემთა ბაზაში რაღაც აკრიფა. შემდეგ კი ამოგდებული სურათი გაადიდა და ირაკლის მოუბრუნდა.
-სანამ ამას გაჩვენებდე, მანამ უნდა გითხრა, რომ ლაშას ხელებზე დენთის კვალი აღმოვაჩინე და დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ეს ტყვია სწორედ მან გაისროლა.
-მერეეე? ნუ წელავ, სოსო, პირდაპირ მითხარი!
-როგორ მიყვარს ეს მომენტი, - თვალები დახუჭა, თავი გააქნია და სიამოვნებისგან გაიბადრა, - ჩემზე რომ ხართ დამოკიდებული და სული გელევათ, როდის გეტყვით ყველაფერს.
-სოსოოოო! - მოთმინება გამოელია ონიანს.
-უჟმართან ერთად მოუთმენელიც ყოფილხარ.
-ვაიმეე, სოსო. ახლა ინფორმაცია მითხარი და მერე თუ გინდა, უარესი ეპითეტებითაც შემამკე.
-ჯანადაბას, გეტყვი, - ხელი ჩაიქნია კაცმა, - როგორც ჩანს, ტყვიამ სხეულში გაიარა და მეორე მხარეს გამოვიდა, რის შემდეგაც კედელში აღმოჩნდა და სწორედ ამიტომაა ასე დეფორმირებული. აი, მაგ მოხსენებაშია იმ იარაღის სერიული მოდელი და სრული ინფორმაცია, რომლიდანაც გაისროლეს. მაგრამ, მთავარი აქ ეს არაა. ამ ტყვიასთან ერთად, ლაშას ფრჩხილებქვეშ აღმოჩნდა ორი სხვადასხვა კანის ნიმუში. აქედან ერთ-ერთი ემთხვევა ტყვიის ზედაპირზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშს, ხოლო მეორეზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ჩვენს არც ერთ ბაზაში არ აღმოჩნდა.
კაცმა იქვე დადებული ჭიქიდან წყალი მოსვა და ისევ განაგრძო.
-ამასთანავე, ტყვიის და მეორე კანის დნმ-ი, გაგიკვირდება და აღმოჩნდა ჩვენს მთავარ ბაზაში. და, აი, მივადექით კულმინაციურ მომენტს, - სიტუაცია დაძაბა სოსომ და არსაიდან დაფდაფების ხმა გააჟღერა, - ამ ნიმუშებიდან დნმ-ი 92%-ით ემთხვევა ჩვენს ერთ-ერთ პატიმარს, - და კაცმა მონიტორი მიატრიალა, რომელზეც 30-35 წლამდე კაცი იყო გამოსახული, - ბატონ ვახტანგ ქავთარაძეს, რომელიც უკვე 5 წელია სასჯელს იხდის რეცეპტების გაყალბების გამო რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რომელსაც 8 წელი აქვს მისჯილი.
ირაკლი ცოტა ხანს ჩაფიქრებული მისჩერებოდა ეკრანზე გამოსახულ სურათს და ვერაფრით დაეკავშირებინა მომხდარი ინციდენტი ამ პატიმართან. ფიქრისგან უკვე თავი ასტკივებოდა, როცა სოსომ წინ თავისი ჭიქა დაუდო.
-აი, გიბრუნებ მძევალს.
-მადლობა, სოსო, - ჩაილაპარაკა ონიანმა და ჭიქისთვის ყურადღება არც მიუქცევია, ისე აიღო, - შეგიძლია, ეგ მასალები გადმომიგზავნო?
-უკვე ყველაფერი შენს E-mail-ზეა.
-ოქრო გვყავხარ ნამდვილი.
-ოჰ, რას ლაპარაკობ, არ გამაწითლო, - ვითომ დაიმორცხვა კაცმა და ხელი აიქნია, - ბაჯაღლო, ბაჯაღლო დამაკლდა და ბრილიანტიც. ჰე, გაიქეცი ახლა და მიხედე შენს საქმეს, მე სხვა საქმეებიც მაქვს.
ონიანმა თავი დაუკრა და უკვე გასასვლელთან მისულიყო, როცა მოუბრუნდა და დაბნეულმა დახედა ჭიქას.
-შენ რა, გარეცხე?
-ჰაა? რაა? ააა, ეგ, ხოო, გავრეცხე და მაგაზე გამახსენდა. ეკატერინეს დნმ-იც, გაგიკვირდება და ჩვენს ბაზაში აღმოჩნდა.
-რაა? რატომ? - შეიცხადა კაცმა.
-არაფერი სერიოზული. უბრალოდ იმ დროს აიღეს, როცა ლაშაზე შეიტანა ოქმი, რომ მასთან მიკარებაც კი აეკრძალათ კაცისთვის.
-კი, მაგრამ, დნმ-ი რაში სჭირდებოდათ?
-ეს ის ბნელი წლებია, სანამ რაიმე რეფორმა გატარდებოდა პოლიციაში და ამიტომაც, ყოველი შემთხვევისთვის, - კაცმა ეს სიტყვები თითების მოქმედებით ბრჭყალებში ჩასვა, - აიღეს, თან დიდი ალბათობით, ქალისგან დაუკითხავად.
-აჰამ, გასაგებია, მადლობა, კიდევ ერთხელ.
ლაბორატორიის კარი უფრო მეტად დაბნეულმა გამოიხურა და თავისი კაბინეტისკენ წავიდა ფინჯანის ხელში ტრიალით.
***
დავითის გამგზავრებიდან ორი დღის შემდეგ ესტუმრა ეკატერინე ონიანს. დილით ჯერ თათბირი ჩაატარა, შემდგე კი კაბინეტი დატოვა და პირდაპირ პროკურატურის შენობისკენ აიღო გეზი. მიმღებშივე იკითხა, რომელ სართულზე იყო ირაკლის კაბინეტი და პასუხის შემდეგ, მაშინვე იქით გაემართა. კიბეებზე ადიოდა და ყველას მზერას მიიყოლებდა თან. მართალია, ზაფხული მოსულიყო და გარეთ საშინლად ცხელოდა, მაგრამ კატოს მაინც კლასიკური შარვალი ეცვა, რომელიც ზედმეტად კარგადაც კი გამოკვეთდა მის ჩამოსხმულ ფეხებს და ტანზე შემოტმასნოდა. ქუსლიანების კაკუნით და მამრობითი სქესის მზერით ამწვარი ზურგით აიარა კიბეები და დერეფანში გაუხვია. სანამ პროკურორის კაბინეტამდე მიაღწევდა, მანამდე ლიზიკოს მაგიდასთან გაჩერდა და ნაზად გაუღიმა გოგოს.
-ბატონი ირაკლი აქ არის? - ჰკითხა და ურჩი კულული სულის შებერვით გადაიგდო უკან.
-დიახ, აქ არის. ახლავე შევატყობინებ, რომ მოხვედით.
-არ გინდა, იყოს. ის კარია, ხომ? - თავით დიდ ყავისფერ კარზე ანიშნა ლიზას.
-დიახ, ეგ არის.
-მადლობა, - კიდევ ერთხელ გაიღიმა კატომ და კარისკენ წავიდა.
ლიზამაც კი თვალი გააყოლა, ისე მოხდენილად მოძრაობდა ქალი და თეძოების რხევით მიდიოდა მისი უფროსის კაბინეტისკენ.
-ოჰო, ეკატერინეს აქ რა უნდა? - მოულოდნელად არსაიდან გამოჩენილმა გიორგიმ პირდაპირ ქალის ყურთან იკითხა.
ლიზა გულგახეთქილი შემობრუნდა მისკენ და გაბრაზებული მიაჩერდა ბიჭს.
-შემაშინე, - აჩქარებული გულისცემის დარეგულირება ღრმა ჩასუნთქვით სცადა და უკან გაიწია, რომ გიორგის მოშორებოდა.
-უი, მაპატიე, - უფრო ახლოს მიიწია ქალთან, შეკრული თმიდან ფანქარი ამოაცალა და ჩამოუშალა.
-რას აკეთებ? - უარესად გაბრაზდა ქალი და შეუბღვირა.
-გაშლილი უფრო გიხდება, - გაიღმა ბიჭმა და ფანქარი ტუჩებში მოიქცია.
-შენ არავინ გეკითხება მე შეკრული თმა უფრო მიხდება თუ გაშლილი. დამიბრუნე ფანქარი და დაუბრუნდი შენს საქმეს!
-რა აგრესიული ხარ, ლიზიკო? რა იყო, ტატო ვერ გატკბობს?
ქალმა ვეღარ მოითმინა, ხელი მოიქნია და სილა გააწნა. ბიჭს ფანქარი გაუვარდა და ხმაურიანად დაეცა იატაკზე.
-მომწყდი თავიდან და თვალით აღარ დამენახო! - კბილებს შორის გამოსცრა, ზურგი შეაქცია და თავის საქმეს დაუბრუნდა.
გიორგიმ კმაყოფილი ღიმილი გადაიკრა სახეზე და თავისი ოთახისკენ წავიდა, თან ხელით ამწვარ ლოყას იზელდა.
-ჯერ სად ხარ, ლიზიკო, ჯერ სად ხარ! - ჩაილაპარაკა თავისთვის და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ზურგით მჯდომ ქალს, - ისევე უნდა გაგიჟდე, როგორც მე მაგიჟებ ახლა. მართალი იყო სოსო, აქამდე სად მქონდა ან ტვინი, ან თვალები?
კატომ რამდენჯერმე წყნარად დააკაკუნა კარზე და როცა შიგნიდან ირაკლის ხმა გაიგო, მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა ოთახში.
-ეკატერინე, - გაოცებული ჩანდა კაცი, - დღეს ნამდვილად არ გელოდი!
-ხო, მეცალა და ბარემ გამოგიარე, - მხრები აიჩეჩა ქალმა, ჩანთა ერთ-ერთ სავარძელზე ჩამოდო, თვითონ კი მეორე სავარძელში ჩაჯდა, - გისმენ, აბა, რა გაინტერესებდა?
-პირველ რიგში, რამეს ხომ არ დალევ? - დაინტერესდა კაცი და ხელი ტელეფონისკენ წაიღო.
-არა, მადლობა, - თავი გააქნია ქალმა, - მირჩევნია, მალევე მოვრჩეთ საუბარს.
-ჰმ... როგორც შენ გინდა, - ჩაფიქრებით თქვა კაცმა და სავარძელში გადაწვა, - მაშინ, იქნებ მომიყვე, რა მიზეზით დაშორდით შენ და ლაშა?
ქალს სახე შეეცვალა, დაუსერიოზულდა და ბრაზი და სევდა ერთდროულად გამოსჭვიოდა მისი მზერიდან.
-ბოდიში თუ მტკივნეულ საკითხს შევეხე, მაგრამ...
-არა, არა. ვიცი, ეს ყველაფერი წარსულია, მაგრამ მაინც მტკივნეული. მოდი, ასე ვთქვათ, მან მიღალატა, მე კი არ ვაპატიე და დავშორდით.
-ნამდვილად ეს იყო მიზეზი?
-ერთ-ერთი.
-და დანარჩენებს არ მეტყვი?
-ვთვლი, რომ გამოძებასთან დანარჩენ მიზეზებს საერთო არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უფრო სერიოზულები იყო. ისე, გეტყვი, რომ ინა იყო ის ქალი, რომელთანაც მღალატობდა.
-მისი ახლანდელი შეყვარებული? - გაიოცა კაცმა და თავისთვის რაღაც ჩაინიშნა.
-მისი მუდმივი საყვარელი, - შეუსწორა ქალმა, - არა მხოლოდ ახლანდელი.
-და დაშორების შემდეგ რა მოხდა?
-როგორც კი განვქორწინდით, მე მამაჩემთან გადავედი საცხოვრებლად და მას შემდეგ თვალითაც არ მინახავს, თუ არ ჩავთვლით ტელევიზიაში გამოჩენებს ხოლმე. მერე კი, მამას თხოვნით, სადღაც ერთ წელში, მომიწია, რომ ჩემი საოცნებო პროფესიისთვის დამენებებინა თავი და ჰარვარდში გადამეტანა საბუთები ბიზნეს ადმინისტრირებაზე.
-მახსოვს, პირველად რომ იყავი დაკითხვაზე, მითხარი, რომ ლაშა მკვლელობიდან რამდენიმე საათით ადრე დაგიკავშირდა და შეხვედრა დაგინიშნა. რას ფიქრობ, რაზე უნდოდა დალაპარაკება?
-წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს. თავიდან მხოლოდ E-mail-ით მეკონტაქტებოდა, მაგრამ მე არ ვპასუხობდი. ბოლოს, ერთი წლის წინ გაბედა ჩემთან დარეკვა. უცხო ნომერი იყო, შევცდი და ვუპასუხე. მას შემდეგ აღარ შემშვებია. მერე კი, იმდენად მომაბეზრა თავი, რომ შეხვედრაზე დავთანხმდი, მაგრამ მისდა საუბედუროდ ვიღაცამ მოკლა.
-ასეთი რა საშინელება ჩაიდინა, შენში ზიზღის და ბრაზის მეტ ემოციას რომ ვერ იწვევს? - გულწრფელად დაინტერესდა ირაკლი.
-იცი, რაც მან ჩაიდინა, უპატიებელი იყო და ამაში მის ღალატს არ ვგულისხმობ. უბრალოდ რომ ეღალატა, გავცილდებოდი და მისი ზიზღის საბაბი ნაკლებად მექნებოდა, მაგრამ როცა მან... - კატომ ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ფანჯარას გახედა, - იმ საქციელს ნამდვილად ვერ ვპატიობ და ვერც ვერასდროს ვაპატიებ. სიმართლე გითხრა, ამდენი ხნის შემდეგაც კი. მინდა, რომ მისი მკვლელი მე ვიყო, რომ ამით მაინც ამოვიყარო ის ჯავრი და ზიზღი, რაც გულში ჩამრჩა, მაგრამ...
-მოდი, ასეთ სიტყვებს ნუ იტყვი, პროკურატურის შენობაში ხარ, მაინც, - მკრთალად ჩაიცინა კაცმა და ქალის ცრემლების დანახვაზე გული მოეწურა.
ცოტა ხანს უხმოდ ისხდნენ. ეკატერინე ღრმად სუნთქვით ცდილობდა დამშვიდებულიყო.
-იცი, მგონი, საკმარისია რაც მოვისმინე დღეისთვის, - ლაპარაკი კვლავ ირაკლიმ წამოიწყო, - შენც ზედმეტად აგაღელვე. ვწუხვარ, თუ მტკივნეულ მოგონებებს შევეხე.
-ჰმ, არაუშავს. ეს ჩემი წარსულია და ვერაფერს ვიზამთ.
-მართლა, ეკატერინე. მაინტერესებს, ჰქონია თუ არა ოდესმე ლაშას ცივ იარაღთან შეხება?
-ცივ იარაღში რას გულისხმობ დანას თუ?
-კი, დანა მაინტერესებს.
-არა. ლაშას ცხოვრებაში არ ჰქონია შეხება დანებთან დავითისგან განსხვავებით. პურსაც კი ვერ ჭრიდა ნორმალურად, მათ ქონაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მას მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღები აინტერესებდა და მგონი, ერთი სეიფშიც უდა ჰქონოდა.
-დავითი დანების კოლექციონერია, არა?
-კი. ამასწინათ, მეც კი ჩამოვუტანე ერთ-ერთი სანადირო დანა ამერიკიდან.
-მართლა? საინტერესოა. და როგორი იყო ხომ არ გახსოვს?
-სხვათა შორის, სანადირო დანა კია, მაგრამ ზომით პატარაა, ისეთი, რომ ნებისმიერს შეუძლია ჯიბით ტარება. დავითი უბრალოდ გიჟდება თავის დანებზე. მათი მოხმარება კი მასზე უკეთესად, ვგონებ, მთელს საქართველოში არავის შეუძლია.
კაცმა კვლავ რაღაც ჩაინიშნა, შემდეგ კი ფანჯარასთან მისულ ქალს გახედა, ფეხზე წამოდგა და მასთან მივიდა.
-რაღაც იდეა მაქვს, თუ როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ შენი ხასიათი.
-მართლა? - მკრთალი ღიმილით მოტრიალდა ქალი.
-კი. ოღონდ არ უნდა გამთქვა და ეს ჩვენს საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
-ვნახოთ, რა იქნება.
-მაშინ წამომყევი, - ფართოდ გაიღიმა კაცმა, კატოს მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისი კაბინეტის მეორე კარით ისარგებლა. საავარიო კიბით ჩავიდნენ ყველაზე დაბლა მდებარე სართულზე და ოდნავ ჩაბნელებული დერეფანი გაიარეს, შემდეგ კი ირაკლიმ ერთ-ერთი კარი გასაღებით გააღო და სიბნელეში შეუძღვა ქალს. ხელი მოაფათურა კედელზე და ჩამრთველსაც მიაგნო. ოთახი ნელა და ნათურების ზუზუნით განათდა და კატოს თვალწინ სამიზნიანი დაფები და თითოუეილი სამიზნისგან 30-40 მეტრით დაშორებული მაგიდები გამოჩნდა, რომლებზეც იარაღები ეწყო თავისი მჭიდებით, რამდენიმე ტყვიის კოლოფით, სათვალეებითა და ხმისჩამხშობებით. ქალი გაოცებული შებრუნდა ირაკლისკენ და თვალებში ჩააცქერდა. კაცმა მხოლოდ გაუღმა, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგიდასთან მიიყვანა და კითხვისნიშნიანი მზერა სტყორცნა.
-მოდი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, - დაიწყო ხმადაბლა, - როცა საშინელ ხასიათზე ვარ ხოლმე, აქ ჩამოვდივარ და სროლაში ვვარჯიშობ. ცოტათი მაინც მიკეთებს ხასიათს. არ გინდა, შენც სცადო?
-ჰმ, საინტერესოდ ჟღერს, - გაეღიმა ქალს და მაგიდისკენ შებრუნდა.
ჯერ ნაზად გადაატარა თითები წინ დადებულ იარაღს, შემდეგ კი სათვალეები მოირგო და ყურსაცვამების გაკეთებას აპირებდა, როცა ირაკლის ხმა გაიგო.
-სროლა იცი?
-სხვათა შორის, ბატონო ირაკლი, 2 წელი პოლიციის აკადემიაში ვსწავლობდი და ჩემს დროს სროლას პირველივე კურსზე ასწავლიდნენ, თანაც შენობაში კი არა, ღია ცის ქვეშ. გინდა, ამ იარაღზეც გითხრა ცოტაოდენი ინფორმაცია?
-აბა, გისმენ.
-ეს M1911-ია, ერთ მოქმედებიანი, ნახევრადავტომატური პისტოლეტი, გათვლილი 45 ACP ვაზნებზე. იარაღის დიზაინერია ჯონ ბრაუნინგი. როგორც სტანდარტული ტაბელური იარაღი, M1911 აშშ-ს შეიარაღებაში გამოიყენობოდა 1911 წლიდან 1986-მდე. მჭიდში სულ 7 ტყვიაა და თუ სწორად მახსოვს, მისი მასა 1 კილო და რამდენიმე გრამია, არა?
ირაკლი გაოცებული შეჰყურებდა მის წინ მგომ ქალს, შემდეგ კი ხელები დანებების ნიშნად ასწია და დააკვირდა, როგორ ჩასვა პისტოლეტში მჭიდი ქალმა, ჩამკეტი გადასწია და გაისროლა. პირველ გასროლას მალე მიჰყვა რამდენიმე, მერე კი კატომ სათვალეები და ყურსაცვამები მოიხსნა და ონიანს მიუტრიალდა.
-სამიზნის ნახვა მინდა.
-მოიცა, ახლავე.
კაცმა რამდენიმე ღილაკს მიაჭირა ხელი და სამიზნემ წინ წამოწევა იწყო. როცა მაგიდას გაუპირისპირდა, ორივემ კარგად დაინახა, რომ სამიზნეზე დახატულ მამაკაცს რამდენიმე ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი, ერთი გულს ასცდენოდა და მხარში გაეარა, რამდენიმე კი მუცლის არეში იყო გავლილი.
-ჰმ, - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა კატომ, - არადა, აშკარად გულს ვუმიზნებდი.
-შეიძლება ხელი აგიკანკალდა ან ცუდად დაუმიზნე.
-ხო, შეიძლება, - ისევ უკმაყოფილო ჩანდა ქალი.
-რას ერჩი, შესანიშნავი შედეგია. და რამდენი ხანია, რაც იარაღი არ გჭერია ხელში?
-მოდი, დავფიქრდეთ, - ჩაფიქრდა კატო და თან ხელი დაუშვა, - სადღაც 4-5 წელია, მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ იქნება. ღმერთო, სულ დამვიწყებია, რომ სუსტი მაჯები მაქვს და ადვილად მეღლება ხელი თუნდაც ამ 1 კილოიანი იარაღის ჭერისასაც.
-გინდა, - შეფიქრიანებულად დაიწყო მამაკაცმა საუბარი, - კიდევ ერთხელ სცადე, ოღნდ ამჯერად ჩემთან ერთად.
ქალი შეკრთა და თავი ჩახარა, შემდეგ კი უბრალოდ დააქნია და მჭიდში ახალი ტყვიები ჩააწყო.
-მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - მალევე მიუბრუნდა სამიზნის თავის ადგილას დამაგრებით გართულ ონიანს, - თუ შემდეგ ჯერზე შემეჯიბრები.
-როგორ თუ შეგეჯიბრები?
-ხო, შემეჯიბრები. შენ ხომ აქტიურად ვარჯიშობ სროლაში, მე კი - დღეს გავისროლე პირველად, ამდენი ხნის შემდეგ. ხოდა, ვნახოთ, ვინ არის ჩვენს შორს უკეთესი მსროლელი.
-დრო და ადგილი მითხარი, - აზრტში შევიდა კაციც, - და, ხო, გამარჯვებულს რა ერგება?
-ეგ გამარჯვებულმა გადაწყვიტოს. გაწყობს?
-ძალიან კარგი. მოემზადეთ დამარცხებისთვის, ქალბატონო ეკატერინე! - მხიარულად თქვა კაცმა, სამიზნე თავის ადგილას დააბრუნა და კატოსთან მივიდა.
ქალმა ღრმად ჩაისუნთქა, იარაღი კვლავ თითებს შორის მოიქცია და სამიზნეს დაუმიზნა. ამასობაში კი იგრძნო, როგორ ამოუდგა კაცი, როგორ მიეწება მკერდით ზურგზე, ხელები მის ხელებს შემოჰხვია, თავი მხარზე მიაბჯინა და სასხლეტისთვის თითი გამოაკვრევინა. დაინახა, როგორ მოხვდა მიზანს ტყვია და სულშეგუბებულმა და დაჭიმულმა დარჩენილი 6 ტყვიაც გაისროლა. ცოტა ხანს ასე იდგნენ. არც ერთი არ ინძრეოდა. ბოლოს კატო გამოერკვა. ხელები გაითავისუფლა, იარაღი მაგიდაზე დააბრუნა და ძალიან ნელა შემოტრიალდა ჯერ კიდევ მის ზურგს უკან მდგომი ონიანისკენ. კაცმა ყავისფერ თვალებში ჩახედა და თითქმის ჩაიკარგა მათში. ფრთხილად ასწია მარცხენა ხელი, ქალის ხერხემალს ამოაყოლა, კარგად იგრძნო, როგორ გააცახცახა მის წინ მდგომ არსებას, შემდეგ კი მის თმაში ახლართა და კეფასთან შეაჩერა. მარჯვენა ხელი, რომლითაც მაგიდას ეყრდნობოდა, მოადუნა და უბრლოდ წელზე შემოჰხვია, მერე კი წამში დაფარა მათ შორის დარჩენილი სულ მცირე მანძილიც კი და ქალის ბაგეებს დასწვდა. მხოლოდ წამით მოასწრო შეხებოდა მათ, როცა კაცის პეიჯერი ახმაურდა და მასზე შეტყობინება გამოისახა.
ირაკლიმ ხმადაბლა შეიკურთხა და მაშინვე ჩამოსცილდა ქალს, შემდეგ კი შეტყობინებას დახედა, რომელიც სოსოსგან იყო.
-ოხ, როგორ ვერ ვიტან ვერავის! - გაცხარებულმა წამოიძახა და საწყალი თვალებით ქალს გახედა, რომელიც გაცინებისგან თავს ძლივს იკავებდა.
-გეთანხმები. რა ვუთხარი ჩვენს ბედს! ჯერ დედაჩემი, ახლა შენი სამსახური. შემდეგ ჯერზე კარი უნდა ჩავკეტოთ და ყველანაირი საკონტაქტო საშუალება გამოვრთოთ.
-ანუ, შემდეგ ჯერზე? - მაშინვე დაიჭირა ქალის სიტყვები და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ვნახოთ, - თვალი ჩაუკრა და კარისკენ წავიდა, - წამოდი, თორემ აფეთქდა შენი პეიჯერი და მეც დამაგვიანდა გამოსვლა შენი კაბინეტიდან. რას იტყვიან შენი თანამშრომლები?
კაცმა დანანებით გადააქნია თავი და კატოს უკან მიჰყვა. ქალის წასვლის შემდეგ კი, ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა და ლიზა იხმო თავისთან.
-ლიზიკო, - დაიწყო თბილი ტონით და გაბრაზებულ ქალს შეხედა, - ხომ მშვიდობაა?
-კი, კი, უბრალოდ ერთმა პალეოლითის ხანაში ჩარჩენილმა არსებამ მომიშალა ნერვები და... რამე გინდოდათ?
-სწორედ მაგ პალეოლითის ხანის არსება მინდა მომიძებნო და ჩემს კაბინეტში მომიყვანო. უთხარი აქ დამელოდოს, სანამ მე სოსოთან ვიქნები და არ დავბრუნდები. სერიოზული საქმე მაქვს.

თავი 7
თითქმის ერთდროულად დატოვეს ონიანის კაბინეტი და საკუთარ საქმეებზე გაეშურნენ. ირაკლიმ სოსოსკენ აიღო გეზი, ხოლო ლიზა საკუთარ კომპიუტერს მიუჯდა და მაშინვე გიორგის ძიება დაიწყო. კაცის რაციაში ჩამონტაჟებული GPS-ი უჩვენებდა, რომ იგი კიბეებზე იყო და მეოთხე სართულისკენ მოძრაობდა. ქალი მაშინვე ფეხზე წამოხტა და იქით გაიქცა. გიორგის მაშინ გადააწყდა, როცა ბიჭი ქალბატონ ნატასთან აპირებდა გამოლაპარაკებას. ლიზამ სირბილისგან აჩქარებული სუნთქვა ძლივს დაირეგულირა, ღრმად ჩაისუნთქა და კაცს ხმამაღლა დაუძახა.
-გიორგი, სასწრაფოდ ბატონი ირაკლის კაბინეტში! - ეს სიტყვები იმდენად მკაცრად თქვა, რომ კაცს გული გადაუქანდა და უკანმოუხედავად წამოვიდა კიბეებისკენ.
-რამე დავაშავე? - შეშფოთებით იკითხა ბიჭმა.
-არ ვიცი, - მხრები გულგრილად აიჩეჩა ქალმა და კიბეებს ჩაუყვა, - ასე მითხრა, მიპოვე, სერიოზული საქმე მაქვს და სანამ სოსოსგან არ დავბრუნდები, კაბინეტში დამელოდოსო.
-ღმერთო ჩემო, - ამოიოხრა ბიჭმა და ხელები სახეზე დაისვა, - ამ კაცს ჩემთვის საქმეები არასდროს ელევა.
-შედი, შედი და ბევრს ნუ წუწუნებ. მაგაში კი არ გიხდიან ფულს, - კარი ცხვირწინ გამოუკეტა და ისევ საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
ირაკლიმ მალევე მიაღწია სოსოს რეზიდენციას და ყოველგვარი მომზადების გარეშე შევიდა. ამაზე, რა თქმა უნდა, შიგნით მყოფი კაცი აუყვირდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა.
-აბა, ახლა მეტყვი, რა გქონდა ჩემთვის სათქმელი, მნიშვნელოვან დაკითხვას რომ მომწყვიტე? - ჰკითხა გაფიცხებულმა ირაკლიმ და სკამზე ჩამოჯდა.
-ლამაზი იყო ეგ შენი მნიშვნელოვანი დაკითხვა? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები კაცმა და დაბალ და მრგვალ სკამზე მოკალათდა.
-საკმაოდ, - დაუფიქრებლად წამოაყრანტალა და მხოლოდ შემდეგღა იკბინა ენაზე.
-მართლა? - კიდევ უფრო გაიბადრა კაცი, - მიდი, მოუყევი შენს მოხუც მესაიდუმლეს, ამისთანა რა საქმეს მოგაცდინა, თუ ყველაფერთან ერთად საკმაოდ ლამაზი და მომხიბვლელი ქალბატონი გყავდა დაკითხვაზე. მოიცადეთ, - უეცრად წამოენთო და ფეხზე წამოხტა, - ეს ის არის, რაც მე მგონია?
-რაა?! არა! - მაშინვე უატყო ირაკლიმ.
-ხომ იცი, ჩემი გამცურებელი კაცი ჯერ არ დაბადებულა. ჰა, რა იმაიმუნე?
-არაფერი არ მიმაიმუნია, სოსო!
-აჰ, გასაგებია. უნდა გეკოცნათ ერთმანეთისთვის და მე ჩაგიშალეთ, არა? სხვა რამ რომ ჩამეშალა, ალბათ, აქაურობას დამამხობდი თავზე, - ჩაიცინა კაცმა, - არაუშავს, შემდეგ ჯერზე, გპირდები, ხელს აღარ შეგიშლით.
-რა დროს ეგაა, სოსო?
-კარგი, ხო, კარგი, ბატონო უჟმურებავ, - გაბეზრებით თქვა კაცმა და ფურცლებში ქექვა დაიწყო, - აჰა, ვიპოვე! - გამარჯვებულის იერით გამოაძვრინა დასტიდან ერთ-ერთი ქაღალდი და თვალი გადაავლო, - ხოო, ახლა რა ხდება. ჩემი ეჭვები, როგორც ყოველთვის, გამართლდა.
-ანუ?
-ანუ, ის რომ, ჩვენი საწყალი ლაშიკო, ერთ-ერთმა უიშვიათესმა შხამმა შეიწირა. მისი სახელია cor spissamentum-ი, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც გულის გამჩერებელი.
-დააა?
-ჩემმა უცხოელმა კოლეგამ, რომელიც სპეციალისტია შხამებსა და მათ მოქმედებებში, მომწერა, რომ სწორედ ეს შხამი გამოიყენეს ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი ლაშას მოსაკლავად. იმას ნუ ამახსნევინებ, იმან საიდან აღმოაჩინა შხამი და მე ვერა. გრძელი ისტორიაა და ჩემს ხელთ არარსებულ ხელსაწყოებს უკავშირდება. მოკლედ, ტრაგიკული ისტორიაა, რაა, - ხელი ჩაიქნია კაცმა, - ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს შხამი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ადამიანების მოსაკლავადაც. სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, საქართელოში ეს შხამი არ გამოიყენება და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მასზე საერთოდ არ სმენიათ ჩვენს ფარმაცევტებს.
-სოსო, თუ შეიძლება, საქმესთან უფრო ახლოს.
-ხოდა, რაზე გავჩერდი? ააა, ჰო, ამ შხამის მოქმედებას გიხსნიდი. ორგანიზმში დიდი დოზით შეყვანა, მაშინვე სიკვდილს იწვევს. მაგრამ, გვხვდება გამონაკლისებიც, როცა ადამიანს ნელ-ნელა წამლავენ მისით. იგი გახდომას იწყებს, აქვს სისხლიანი ნახველი და ლოგინად ვარდება. საბოლოოდ კი ისე კვდება, რომ ყველას ჰგონია, დასუსტებულმა გულმა ვერ გაუძლო და შეტევით გარდაიცვალა.
-მოიცა, ამით რისი თქმა გინდა? რა, ლაშას ასე წამლავდნენ?
-არა, - თავი გადააქნია კაცმა, - ლაშას ერთბაშად შეუყვანეს დიდი დოზა. სწორედ ამიტომ დარჩა კვალი. მისი გაფილტვრა ვერ მოხერხდა. ხო, რაც შეეხება იმას, თუ სად ამზადებენ ამ შხამს, გეტყვი, რომ ამაზონის ჯუნგლებიდან მოდის.
-კარგი, გასაგებია, მაგრამ ერთს ვერ ვხვდები.
-გისმენ, აბა, მკითხე. იქნებ პასუხი ვიცოდე.
-რაში დასჭირდა მკვლელს მისთვის თითების დაჭრა თუ ისედაც მოკლული ჰყავდა უკვე?
-ხოო, ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მაქვს, - მხრები ჩამოყარა კაცმა.
-მეტი არაფერია, ხომ?
-არა, კიდევ არის რაღაც. არ ვიცი, წაიკითხე თუ არა ჩემი დასკვნა, მაგრამ გეტყვი, რომ თითები იმდენად ბასრი საგნითაა დაჭრილი, რომ ეს ჩვეულებრივი სამზარეულოს დანა ვერ იქნებოდა. თანაც მონადირისეული პროფესიონალიზმითაა გადასერილი და გადაჭრილი თითოეული მათგანი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მკვლელი პროფესიონალურად ფლობს ცივ იარაღს.
-ხოო, ეგ საკითხი ცოტა მაფიქრებს და რაღაც ეჭვებიც მაქვს. კარგი, წავედი ახლა, რამე ხომ არ გინდოდა ჩემგან მეტი?
-შენგან არაფერი. თავისუფალი ხარ, - ჩაიცინა სოსომ და თავის სინჯარებს მიუბრუნდა, - მართლა, ირაკლი, ამ დღეებში ისევ მინდა ლაშას სახლის დათვალიერება და პოლიციელი დამჭირდება, ალბათ.
-კარგი, არაა პრობლემა, ვინმეს გამოგაყოლებ.
ონიანი დაფიქრებული გამოვიდა ლაბორატორიიდან და თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი. გზად ლიზის გაუღიმა და ოთახის კარიც შეაღო. გიორგი მაშინვე ფეხზე წამოდგა და ირაკლის თავის დაკვრით მიესალმა.
-დაჯექი, გიორგი, დაჯექი, - თავადაც დაიკავა საკუთარი სავარძელი და მის წინ მჯდომს გახედა, - მოკლედ, რაზე დაგიბარე. პირველი, მინდა, რომ ლაშას შეყვარებული თუ ვინც იყო, ინა დაიბაროთ ხელმეორე დაკითხვაზე, რაღაც კითხვები მაქვს მასთან.
-კარგი, მაგრამ, როგორც გავიგეთ, საქართველოდანაა გასული.
-რაა? - არ მოეწონა ონიანს.
-ხო, რუსეთში მოუწია დაბრუნება. ბებია გაუხდა ცუდად თუ რაღაც მასეთი.
-არ მაინტერესებს. სასწრაფოდ გაუგზავნეთ უწყება, დედამიწის მეორე ნახევარშიც რომ იყოს, მაინც, და აქ ჩამომიყვანეთ!
-კარგი, - თავი დაუქნია გიორგიმ და ფეხზე წამოდგა.
-მოიცადე, სად მიდიხარ?
-თქვენი დავალების შესასრულებლად, - დაეჭვებით თქვა კაცმა და ადგილს დაუბრუნდა.
-ჯერ კიდევ ერთი დავალება მაქვს შენთვის, - უხერხულად ჩაიღიმა ონიანმა და გიორგის მიაჩერდა.
-გისმენთ, რა ხდება? - დაიძაბა ბიჭიც.
-დავალება, რაა, უფრო თხოვნაა. მართალია, უარს თუ მეტყვი, გავიგებ, მაგრამ იქნებ მაინც სცადო?
-ახლა ძალიან დამაინტერესე.
-გახსოვს, მითხარი, რომ დედაშენი იცნობს ეკატერინესა და დედამისს.
-კი და რა ხდება?
-მოკლედ, - დაიწყო ირაკლიმ და გიორგის საკუთარი გეგმა გაუმხილა.
-მართალია, ახლა მთხოვ, რომ შარში საკუთარი ნებით გავყო თავი, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებ, - ეშმაკურად ჩაიცინა კაცმა და ონიანს თვალი ჩაუკრა.
***
ეკატერინემ სახლის კარი შეხსნა, ჩანთა მისაღებში დატოვა და ქუსლიანების გახდის შემდეგ ფეხშიშველი გაუყვა სამზარეულოსკენ გზას. უეცრად ფეხებში რაღაც ფაფუკი გამოედო და ღიმილით დაიხედა.
-აქ რას აკეთებ, პატარა მოუსვენარო? - მხირაულად ჰკითხა და ხელში აიტაცა, - წასვლისას ზემოთ არ დაგტოვე?
-მე გამოვუშვი, - მოესმა ქალის ხმა და კიბეებზე ჩამომავალი დედაც კარგად გაარჩია, - ჯერ იყო და წკმუტუნით აიკლო იქაურობა, თანაც, ხომ იცი, ვერ ვიტან ძაღლებს, - ქალს გააკანკალა და კატოსგანაც კი შორს დაიჭირა თავი, დაინახა რა, რომ მის შვილს ხელში ლეკვი ეჭირა.
-თუ ვერ იტან, მაშინ სხვაგან იცხოვრე. აქ არავინ გაკავებს, - შეუღრინა და სამზარეულოსკენ სვლა განაგრძო, თან ლეკვს ეფერებოდა და ელაპარაკებოდა, - რაო, ბოთა, მოგშივდა?
-ბოთა? - გადაიხარხარა ირინამ და გამოხედა, - ძაღლისთვის ბოთა რამ დაგარქმევინა?
-შეხედე უბრალოდ, როგორი ფუმფულა, გასიებული, საყვარელი და ბოთეა, - სიყვარულით ჩაილაპარაკა და ლეკვს თავისი ჯამით დაუდგა საჭმელი.
-გაიზრდება და ბოთედ ნამდვილად აღარ მოგეჩვენება, - ისევ გამოსძახა ქალმა.
-ჩემთვის მაინც ბოთედ დარჩება, მისი მჩუქებელივით, - თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა, ჭამით გართულ ლეკვს კიდევ ერთხელ გადაუსვა თავზე ხელი და სამზარეულოდან წყლის ჭიქით გამოვიდა.
ერთი აათვალიერა ლამაზად გამოწყობილი ქალი და კიბეებისკენ წავიდა.
-კატო, დედიკო, - ქალის ხმამ პირველივე საფეხურზე გააჩერა.
-ახლა რაღა მოხდა?
-გახსოვს, გიორგი და დედამისი ლალი?
-ისე რა, - მხრები აიჩეჩა ქალმა.
-დღეს ლალიმ დამირეკა და თავისთან დაგვპატიჟა ორივე. გაუგია, რომ ჩამოვედი და...
-მერე მე რა შუაში ვარ?
-რამდენი ხანია, არც შენ უნახავხარ. ბოლოს შენი და ლაშას ქორწილში მოგკრა თვალი და მორჩა. არ შეიძლება ხალხის ასე დაკარგვა.
-და გინდა, რომ შენთან ერთად წამოვიდე? - მობეზრებით აატრიალა თვალები ქალმა.
-რა თქმა უნდა. მიდი, ადი, გამოიცვალე და ცოტა კლუბურად ჩაიცვი.
-უკაცრავად, როგორ? - გაოცებულმა გახედა მის წინ მდგარ ქალს და მხოლოდ ახლაღა აღიქვა თუ რა ეცვა დედამისს.
-ხო, რა იყო, რა გაგიკვირდა?! მხოლოდ თქვენ ხართ ახალგაზრდები და გართობა მარტო თქვენთვისაა მოგონილი? ჩვენხელებიც დადიან კლუბებში და თქვენზე უკეთესადაც კი ერთობიან.
-არ ვიცი, - მაინც ყოყმანობდა კატო.
-ხო, სულ დამავიწყდა მეთქვა, - თითქოს ახლაღა გაახსენდა, - გიორგიც იქ იქნება, თავის მეგობრებთან ერთად. ასე რომ, არ მოიწყენ.
-გამახსენე, რა პროფესიისაა ეგ შენი ლალის გიორგი?
-სხვათა შორის, პოლიციელია, როგორც მე გავიგე და მისი faceebook-ის პროფილის შემოწმების შემდეგ ისიც კი დავადგინე, რომ შენი მაშინდელი სიმპატიური სტუმრის ახლო მეგობარია. თითქმის ყველა ფოტოზე ერთად არიან გამოსახულები. გასიმპატიურებულა ლალის ბიჭი, ხომ იცი, შენ?!
კატომ გაკვირვების ნიშნად წარბები ასწია და რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო, როცა სახლში ქარბორბალასავით თამუნა შემოიჭრა.
-ჩემო ლამაზო, საყვარელო და მეტად მოწყენილო მეგობარო, აქ ხარ? - დაიძახა მაშინვე და მისაღებში შესულმა მოიხსნა სათვალე, - ვაიმე, ირინა დეიდა, ჩამოხვედით? - შეიცხადა და ქალი აათვალიერა.
-არა, თამუნა, გეჩვენები, - გაიცინა ქალმა, - და რამდენჯერ უნდა გითხრა?! არანაირი დეიდა. უბრალოდ ირინა ვარ!
-ჰმ. თქვენზე კატოს ჩემთვის არაფერი უთქვამს. ნეტავ იმიტომ, ხომ არა, რომ ამ ბოლო პერიოდში სულ დამივიწყა? - და მკვლელი თავლებით გახედა დაქალს.
-არაუშავს, ეპატიება, - ხელი აიქნია ქალმა, - ბოლო-ბოლო მე ჩამოვედი და სხვისთვის ვეღარ იცლიდა.
-ზედმეტი წარმოდგენა რომ გაქვს საკუთარ თავზე, იცი, თუ მე გითხრა? - გაბეზრებით თქვა კატომ და კიბეებისკენ მიბრუნდა.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, ცუდ ხასიათზეა, - თამუნას მოუბრუნდა ირინა, შემდეგ კი თვალები გაუბრწყინდა და წარბები აათამაშა, - თამუნა, შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე მოსვლით.
-რა ხდება? - დაეჭვდა ქალი და თავისზე უფრო გაოცებულ კატოს გახედა.
-ჩემს ბედოვლათ ქალიშვილს უნდა დაეხმარო ტანსაცმლის არჩევაში. კლუბში ვართ დაპატიჟებულები, ეს კი არ მოდის. თან ამის სიმპატიური მეგობარიც იქნება იქ.
-სიმპატიური მეგობარი თუ გყვდა, მე რატომ არ ვიცოდი? - წარბები აძგიბა თამუნამ.
-აი, ლეკვი რომ აჩუქა ის ბიჭია.
-თან ლეკვიც უჩუქებია, ვაჟბატონს, - გააგრძელა ქალმა.
-მადლობა, დედა, - კბილებში გამოსცრა ქალმა და საწყალი სახით გახედა მეგობარს.
თამუნამ მეტს ვეღარ გაუძლო, უცებ გადაიკისკისა და ხელი ხელს შემოჰკრა.
-თუ სიმპატიურია, მაშინ აუცილებლად წახვალ, - „შეკამათება არც კი გაბედო, მაინც ვერაფერს გააწყობ“ ტონით დაილაპარაკა ქალმა და გარეთ გავარდა, შემდეგ კი რამდენიმე წუთში ხელში ქაღალდის პარკით დაბრუნდა, - სასწრაფოდ შენს ოთახში, საქმე გვაქვს, - ფიურერივით გაიშვირა ხელი და კატოს ასვლისკენ ანიშნა, - აი, ნახავთ, კატოს ვეღარც კი იცნობთ და ის ვაჟბატონი კი საერთოდ დაკარგავს აზროვნების უნარს.
-ყოველთვის მქონდა შენი იმედი, - გაიღიმა ირინამ და მანიკურის წასმა დაიწყო.
თამუნამ წამში აირბინა კიბეები და პირდაპირ მეგობრის ოთახში შევარდა.
-აბა, ვინ არის „ის“ და რატომ არ ვიცოდი მასზე არაფერი?
-არავინაც არაა. უბრალოდ, დედა აზვიადებს.
-აჰა, ანუ ამ „არავინმა“ გაჩუქა ლეკვი?
-ოოოოო, ირაკლიმ მაჩუქა ბოთა.
-ონიანმა? - შეიცხადა ქალმა და საწოლზე ჩამოუჯდა მეგობარს.
კატომ მხოლოდ თავი დაუქნია.
-ვაიმეეე, ვაი მეეე! არ მჯერა! მერე, მერე რა მოხდა? მადლობა როგორ გადაუხადე? - ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-ირინა მოვიდა ზუსტად მაშინ, როცა ერთმანეთისთვის უნდა გვეკოცნა, - იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა ქალმა.
-კარგი რაა, - ამოიბუზღუნა თამუნამ. არ მოეწონა მოსმენილი.
-დღეს კიდე, დაკითხვაზე ვიყავი, - დაიწყო მოყოლა და ბოლო დეტალამდე არაფერი გამოუტოვებია.
-ღმერთო ჩემო, იმედგაცრუებული ვარ. ბედი არ გაქვთ თქვენ ორს!
-ახლა ეს კლუბი აიჩემა. თან მიმტკიცებს, რომ ირაკლიც იქ იქნება. ლალის ბიჭის, გიორგის, ძმაკაციაო. Facebook-ზე უნახავს თურმე. საერთოდ ისიც კი არ ვიცოდი, დედას facebook-ი თუ ჰქონდა.
-ეს შენ ხარ მოწყვეტილი ყველანაირ სოციალურ ქსელს, თორემ ირინა ძალიანაც აქტიური მომხმარებელია. უბრალოდ, მისი like-ები უნდა ნახო, ფოტო არ აქვს ატვირთული, რომ უკვე 1000+-ზეა ასული.
-მერე, რას ვკარგავ მაგითი?
-ახლა მაგის დრო არაა, - ხელი აიქნია თამუნამ და ქაღალდის პარკი გახსნა, - კლუბისთვის უნდა გამოგაწყო. დღეს ვიყავი საყიდლებზე და ახლა იქიდან მოვდივარ. მიდი, გაისინჯე.
თამუნამ მოკლე ვერცხლისფერი, თვლებით გაწყობილი კაბა ამოიღო და მეგობარს გაუწოდა. ქალმა ამრეზით აათვალიერა ნაჭერი და მხოლოდ მეგობრის თვალების ბრიალის შემდეგ ჩამოართვა. იქვე გაიხადა ტანთ და თამუნას გამოწვდილი კაბა გადაიცვა. კაბას ზურგი საერთოდ არ ჰქონდა და სამკუთხედად დეკოლტეც საკმაოდ ღრმად ჰქონდა მაგრამ კატოს სხეულს ნამდვილად მოუხდა. მუხლს კარგად აცდენილი ნაჭრიდან მომხიბვლელად იმზირებოდნენ ქალის წვრილი ფეხები და მომრგვალებული თეძოები.
-რასაც ჰქვია, დაგაკვდა, - სიხარულით წამოიძახა თამუნამ და გარშემო შემოუარა, რომ კარგად შეეხედა, - ნამდვილად შენთვისაა შექმნილი. ერთი ამ ტ*აკს დამიხედეთ! ან მკერდი როგორაა გამოკვეთილი?! ახლა მაკიაჟს მივხედოთ და ეგაა. თმას გაშლილს დაიტოვებ!
-კარგი რაა, თამო, - ამოიწუწუნა ქალმა, - საერთოდაც არ მიხდება. მგონია, რომ ზედმეტად მოშიშვლებული და ვულგარულია.
-შენი ხმა არ გავიგო! - დაუცაცხანა და სულ ძალით დასვა სკამზე, - გამახსენე, ბოლოს როდის გეცვა მსგავსი რამ? არასდროს! ბოლოს როდის იყავი კლუბში? არასდროს! და ბოლოს როდის გქონდა სექსი? ძალიან დიდი ხნის წინ! ფაქტობრივად ქალიშვილი ბარდები ონიანს.
-და რა იცი, რომ მასთან დაწოლას ვაპირებ?
-რა, არ აპირებ? - ცალი წარბი ასწია, ისე რომ, საკუთარი საქმიანობა არ შეუწყვეტია, - აბა, ის მე ვიყავი, შემდეგი ჯერიო და კოცნაო?
-როგორ ვერ ვიტან, ყველა წვრილმანს რომ იმახსოვრებს შენი ტვინი!
-ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა, როგორ იკლებდი ამხელა სიამოვნებას ამდენი ხანი?
-სულაც არ ყოფილა ჩემთვის სიამოვნების მომტანი ლაშასთან სექსი.
-რაო? - შეიცხადა თამუნამ და ფუნჯი აუცდა.
-ხო. არც კი მესმის, რატომ ხართ გადარეულები მაგაზე.
-ღმერთო ჩემო, შენ რა არასდროს განგიცდია ორგაზმი? - ისე წამოიყვირა, თითქოს აქ არაფერიო.
კატომ უარის ნიშნად თავი გააქნია და მალევე გააჩერა, რადგან თამუნამ ახლა პომადის წასმა დაუწყო.
-კაცადაც არ ვარგებულა, - ჩაიფრუტუნა თავისთვის, - აბა, საწოლში რას აკეთებდით?
-რა გინდა, თამუნა?
-კარგი, ხო, კარგი. დამშვიდდი და არ გაინძრე. მე კაბის შესაფერის ფეხსაცმელს მოგიტან და ეგაა. მზად ხარ!
ქალი ცოტა ხნით კატოს ტანსაცმლის ოთახის კარში გაუჩინარდა, შემდეგ კი უკან პატარა ბრჭყვილა ჩანთასა და ღია კრემისფერ, თითქმის თეთრ მაღალქუსლიანებთან ერთად დაბრუნდა.
-მერე გამახსენე, რომ ამ დღეებში საყიდლებზე წაგიყვანო და შენი მოსაწყენი გარდერობი გავამხიარულო. სულ კლასიკური სამოსია. სასწაულებრივად ერთი-ორ სპორტულსაც წავაწყდი. ახლა ესენი ჩაიცვი და უფლებას გაძლევ, დღეს იცუღლუტო.
-მადლობა დედიკო, - ირონიულად გაუცინა კატომ და ფეხსაცმელში ტერფები ჩააცურა.
თამუნამ თმა საგულდაგულოდ დაუვარცხნა და მხრებზე თავისუფლად დააფინა. შემდეგ კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და საკუთარ ნამუშევარს შეხედა.
-შესანიშნავია, - აღმოხდა ქალს და თვალიდან არარსებული ცრემლი მოიშორა, - გამეზარდა ჩემი პატარა გოგო.
-დაამთავრეთ? - კარი შემოხსნა ირინამ და თვალებგაფართოებულმა შეათვალიერა კატო, - ვაიმე, რა ლამაზი ხარ.
-ჰე, არ გაგვიანდებათ თქვენ? - ორივე გამოაფხიზლა თამუნამ და კარისკენ უბიძგათ.
-ლეკვს ხომ დაიტოვებ? - მუდარის თვალებით გამოხედა და კიბეებზე დაეშვა.
-ლეკვსაც და გიგისაც, - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, სახლის კარი დაკეტა და მობილურმომარჯვებული იქით წავიდა, საიდანაც ლეკვის ხმა ესმოდა.
კატო მძღოლის სავარძელზე მოკალათდა, დაელოდა, როდის ჩაჯდებოდა ირინა მის გვერდით და მაშინვე დაძრა მანქანა. მისამართი გზაში გაიგო ქალისგან და გეზი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ღამის კლუბისკენ აიღო.
ლალი, გიორგი და ირაკლი უკვე კლუბში იყვნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ, როცა ონიანს თვალი კარში ახლად შემოსულმა ქალმა მოსჭრა. წინ კატოს დედა მოდიოდა, როგორც ყოველთვის, კვლავ წითელ ტანსაცმელში გამოწყობილი. ქალს ვერაფერს დაუწუნებდით. შესანიშნავად გამოიყურებოდა. უკან კი, ოდნავ დაბნეული და შუბლშეჭმუხნული კატო მოსდევდა. ონიანმა ძლივს გადაუშვა გამომშრალ ყელში ნერწყვი და თვალისდაუხამხამებლად აათვალიერა ქალი. კატო შესანიშნავად გამოიყურებოდა. როგორც კი შემოვიდა, მაშინვე მიიპყრო ყველას ყურადღება და მითუმეტეს, მამრობითი სქესის. რასაც ჰქვია, მშიერი თალებით მისჩერებოდნენ ქალს. კატომაც მალევე შეამჩნია, რომ ყველას ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი და სიმწრისღიმილაკრულმა გულში ჩუმად გამოლანძღა საკუთარი დაქალი ამ დღეში ჩაგდებისთვის.
-მითხარი სად იქნებით, - გადაულაპარაკა ირინას და იქაურობას მზერა მოავლო, - მე რამეს ავიღებ ჩვენთვის.
-მე მარტინი წამომიღე, - უპასუხა ქალმა და ხელით იმ მაგიდისკენ მიანიშნა, რომელსაც სამი ადამიანი უკვე შემოსხდომოდა.
დაბინდული განათების გამო, ნორმალურად ვერ გაარჩია სილუეტები. დედამისს თავი დაუქნია და ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა ბარისკენ.
-ერთი მარტინი და ერთი ფორთოხლის წვენი, თუ შეიძლება, - მომხიბვლელად გაუღიმა ბარმენს და შეკვეთას დაელოდა.
ბარმენმაც არ დააყოვნა. მაშინვე მიაწოდა სასმელი და თავაზიანი ღიმილით გამოისტუმრა. რაც უფრო უახლოვდებოდა მაგიდას, მით უფრო ემატებოდა მღელვარება და თითქმის სულმთლად გაბრუებული იყო, როცა მაგიდასთან მივიდა.
-აი, კატოც მოვიდა, - მხიარულად წამოიძახა ირინამ და თავისი მარტინი ჩამოართვა, - გახსოვს, ხომ, გიორგი და ლალი? ეს კი, ირაკლია. მეც ახლა გავიცანი, - თქვა ქალმა და თან თვალი ჩაუკრა.
ერთადერთი ცარიელი ადგილი, კედელთან ონიანის გვერდითღა იყო დარჩენილი. კაცი მაშინვე წამოხტა ფეხზე და კატო შეატარა. მხოლოდ დაჯდომის შემდეგ გადახედა ლალის და გიორგის ღიმილით და თავის დაკვრით მიესალმა.
-ლალი დეიდა მახსოვს, მაგრამ, ბოდიში, გიორგი ნაკლებად.
-ძალიან გალამაზებულხარ, - გაუღიმა ლალიმ და კარგად აათვალიერა, - გაზეთებიდან კი ვიტყობდი ხოლმე შენს შესახებ ინფორმაციას და გხედავდი, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო ლამაზი ყოფილხარ.
კატო რატომღაც ააწითლა ქალის კომპლიმენტმა და აქამდე ჩუმად მჯდარ ონიანს გახედა, რომელსაც მუქი ლურჯი გახეხილი ჯინსი და ამავე ფერის პერანგი ეცვა. ირაკლიმ ოდნავ ჩაიღიმა და მაგიდის ქვემოთ დატოვებული მარცხენა ხელი „სრულიად შემთხვევით“ კატოს ფეხს ჩამოადო. ქალი უცბათ აირია და დაქაჩული თვალებით შეხედა კაცს. ონიანი მხოლოდ თვალის ჩაკვრით შემოიფარგლა და ანიშნა საუბარში ჩართულიყო. თავად კი თითები ბარძაყისკენ ააცოცა და ნაზად მოუჭირა ხელი. ქალმა უნებურად თვალები მინაბა და ქვედა ტუჩზე იკბინა. ირაკლიმ ეშმაკურად ჩაიცინა და ამჯერად წელზე გადააცოცა თითები. ქალიც ოდნავ მოეშვა და უფრო ლაღად განაგრძო კითხვებზე პასუხი. ცოტა ხანში ლალი და ირინა წამოდგნენ.
-კატო, - მიმართა შვილს, - ჩვენ ცოტა ხნით გავალთ და მალე დავბრუნდებით, კარგი?
ქალი მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა, წვენი მოსვა და შიშველ ზურგზე მცოცავი ირაკლის ხელებისგან წამოსული სიმხურვალისა და კანზე დაყრილი ხორკლების იგნორირება სცადა.
-ნახე, ვინ შემოუერთდა წვეულებას?! - უეცრად გიორგის ირონიული გაუხდა ხმა და მეგობარს შესასვლელისკენ მიუთითა.
-არც კი გაბედო, გიორგი, - ხმადაბლა უთხრა ონიანმა, მაგრამ გიორგიმ ყურიც კი არ ათხოვა.
ბოდიშის მოხდით წამოდგა ფეხზე და მოცეკვავე ხალხის ბრბოში გაუჩინარდა.
-ნამდვილად რაღაც სისულელეს ჩაიდენს, - ამოიოხრა ირაკლიმ და კატოს გახედა.
-ახლა მაინც გაიწიე, - ყელგამშრალმა ქალმა ძლივს მოახერხა ორი სიტყვის გადაბმა, - მივეჭყლიტე კედელს.
ონიანმა გვერდულად ჩაიცინა, სულ ოდნავ ჩაიწია გვერდით და ქალიც თან გაიყოლა. თან ისევ განაგრძობდა ქალის წელზე თითების ტარებას და მის ფერებას.
-რას აკეთებ, ირაკლი? - გაიოცა ქალმა და თაველბში ჩახედა.
-წამოდი, ვიცეკვოთ, - უცბად ფეხზე წამოდგა და კატოც წამოაყენა.
ქალიც დაყვა მის ნებას და ონიანს უკან მიჰყვა. კაცი კი წამითაც არ უშვებდა ხელს და ისე მიიკვლევდა გზას მოცეკვავე სხეულებს შორის. მათ ბედზე უფრო მეტად ენერგიული მუსიკა ჩაირთო და განათებამაც იკლო. ირაკლიმ მაშინვე სხეულზე აიკრა ქალი და ჰანგებს იმდენად მოქნილად ააყოლა ტანი, რომ კატო გაოცდა და გაუცნობიერებლად ისიც აჰყვა. არც ცეკვის დროს შეუწყვეტია კაცს ეკატერინეს ტანზე ხელების სრიალი, რაც შემდგომში ქალის მიბნედილ თვალებსა და განუწყვეტლად დავლილ ჟრუანტელში გამოიხატებოდა. მალე სიმღერაც დასრულდა და შედარებით უფრო ნელი ჩაირთო, მაგრამ განათებას მაინც არ მოუმატია. ირაკლი კი გაჩერებეული დაჰყურებდა მასზე აკრულ ქალს და მხოლოდ ერთი სურვილი კლავდა. სულ რამდენიმე წამში კი თითები ქალის გაშლილ თმაში ახლართა, თავისკენ უბიძგა და ამდენი ხნის ნანატრ ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა. კატომ მოულოდნელობისგან მხოლოდ წამოიკვნესა, შემდეგ ხელები კაცის კისერს სუროებივით შემოაჭდო და თავადაც აჰყვა კოცნაში. მათ გარშემო კი მუსიკის ჰანგებს აყოლილი სხეულები გაუჩერებლად ბორგავდნენ და როკავდნენ.
კოცნა კატოს უეცრად აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინათ, რომელიც გაუჩერებლად რეკავდა და გაჩერებას არ აპირებდა. ქალმა თვალები გადაატრიალა, ირაკლის საწყალი ღიმილით ახედა და ეკრანზე დაუხედავად უპასუხა.
-გისმენთ. ხო, გიგი. რაა? ახლავე მოვდივარ, - სასწრაფოდ დაკიდა და გასასვლელისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

თავი 8
ტატო მანქანაში იჯდა და თავისი ახლად შეძენილი სახლისკენ მიემართებოდა და თან ამ რამდენიმე დღის წინ მომხდარს იხსენებდა. მაშინ თამთამ როგორც კი მასში იმდღევანდელი ინციდენტის ბიჭი ამოიცნო, სიტყვაუთქმელად გამოიხურა კარები და თავქუდმოგლეჯილი გავარდა. ტატო ფანჯრიდან იყურებოდა და ისე ადევნებდა ქალს თვალს, სანამ ლიზა მის დამშვიდებას ცდილობდა მობილურით. მერე კი იმდენი იცინა, თითქმის მოსაბრუნებელი გაუხდა კაცს. მას შემდეგ თამთას ფეხიც კი არ შემოუდგამს ლიზას სახლში და ტელეფონზე საუბრისასაც მაშინვე ასრულებდა ხოლმე ზარს, როგორც კი ტატოს ხმას მოჰკრავდა ყურს, თუნდაც მას მეორე ოთახიდან დაეძახებინოს თავისი ბიძაშვილისთვის რაიმე. ამასობაში კი კაცმა მოახერხა და თავისთვის 2 სართულიანი მყუდრო სახლი შეიძინა, მაგრამ რამდენიმე ოთახის დეკორაციები არ მოეწონა, ამიტომაც რემონტი წამოიწყო და ჯერ-ჯერობით ისევ ლიზასთან მოუწია დარჩენამ. მართალია, თამთა მეტჯერ აღარ უნახავს, მაგრამ ყოველ დღე უყურებს ხოლმე მის საინფორმაციო გამოშვებას. რაღაც ამოუცნობ მიზიდულობას გრძნობს ქალის მიმართ და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში. დღეს კი თავად ითავა სარემონტო მასალებზე წასვლა, რადგან უნდოდა მუშები არ მომცდარიყვნენ და რაც შეიძლება მალე დაესრულებინათ რემონტი. ახლა კი ელიავადან მომავალი, შუქნიშანმა ჩაკეტა და გაჩერება მოუწია. საჭეზე თითებს ათამაშებდა და რადიოდან გაჟღერებულ სიმღერას თავისთვის ჰყვებოდა, როცა დაინახა, რომ წითელი შუქი მწვანემ შეცვალა და მის წინ გაჩერებული მანქანების ნაკადიც დაიძრა. თავადაც დაძრა მანქანა და უკვე თითქმის ზებრა გადასასვლელთან იყო მისული, როცა წინ ქალი გადმოუხტა რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა. ამასობაში მწვანე შუქმაც ციმციმი დაიწყო. ტატომ ხისტად დაამუხრუჭა და მაშინვე გადმოვიდა იმის სანახავად, თუ ვინ შეუვარდა ბორბლებში მის მანქანას. ყველაზე ნაკლებად ახლა მის ნახვას ელოდა. ირონიული ღიმილი თავისით გამოესახა სახეზე და მტაცებლის ნაბიჯებით მიუახლოვდა მის წინ მდგომ ქალს.
-ამას ვის ვხედავ, - დაიწყო კაცმა და ღიმილით დახედა, - შენ აშკარად ჩემი წერა ხარ და ჩემი ხელით გიწერია სიკვდილი.
-ღმერთო, ოღონდ ახლა მეჩვენებოდეს, გთხოვ, ოღონდ ახლა მეჩვენებოდეს, - ჩურჩულებდა თამთა და ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა, - გთხოვ, გთხოვ, გთხოვ. ოღონდ გაქრებოდეს, თვალებს რომ გავახელ და მეტი არაფერი მინდა, - მერე ფრთხილად გაახილა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე თვალი და როცა ტატო კვლავ მის წინ აღმოჩნდა, ამოიოხრა, - ჯანდაბა! არ მეჩვენები, არა? ანუ, არც გაქრები, ხომ? ღმერთო, რამე დაგიშავე?
-არა, არ გავქრები, - ღიმილით უპასუხა კაცმა და თავისი მანქანისკენ ანიშნა, - ჩაჯექი, წაგიყვან. რა ვიცი, ახლა ვის გადაუხტები წინ და ვინ გაგიტანს. იქნებ ჩემსავით კარგი მძღოლი არ შეგხვდეს და პირდაპირი რეისით გაგიშვას, იქ, დაბლა.
-პირდაპირ ჯოჯოხეთში რატომ მიშვებ? იქნებ და სამოთხე მეკუთვნის?
-სამოთხე? შენ? - შეიცხადა ბიჭმა და სიგნალების ხმაზე უცებ გამოფხიზლდა, - სწრაფად ჩაჯექი! ისედაც ამდენ წესს ვარღვევ შენ გამო.
ქალი ბუზღუნით გაემართა მანქანისკენ, სავარძელში მოკლათებულმა კი იმდენად ძლიერად მოიჯახუნა კარი, ლამის ანჯამებიდან ამოაგდო. ტატომ მხოლოდ თავი გადააქნია ქალის საქციელზე და ღიმილით დაძრა მანქანა.
-არ მეტყვი, პირაპირდაპირ ჯოჯოხეთში რატომ გამიშვი? - მიუბრუნდა ქალი და კაცის პროფილს შეაცქერდა.
-ჯერ ღვედი შეიკარი. შეიძლება დამაჯარიმონ.
-ნახე რა, რას ამბობს. ღვედი შეიკარი არა იმიტომ, რომ შეიძლება ავარიაში მოვხვდეთ და რამე არ მოგივიდესო. არა! შეიძლება დამაჯარიმონო!
-დიახაც. იმ დაკარგულ ქულებს მერე შენ აღმიდგენ მართვის მოწმობაზე? - შეიცხადა ბიჭმა და ღვედთან მოჯაჯგურე ქალს თავადაც დაეხმარა, - ახლა შემიძლია აგიხსნა, რატომ გაგიშვი ქვემოთ.
-გისმენ, განმანათლე, - ამოიბურტყუნა ქალმა და თან გზას გახედა, - აქ მარჯვნივ შეუხვიე.
-როგორც მიბრძანებთ, - გაიცინა ტატომ და იქით წავიდა, საითაც ქალმა ანიშნა.
-აბა, რას ამბობდი წეღან? - მიაბრუნა თავი კაცისკენ.
-ააა, ჰო, ის უნდა ამეხნსა, რატომ გაგიშვი პირდაპირ ქვემოთ, შენს ნათესავებთან. თან, ხომ ვიცი, მონატრებული გყვანან და იმიტომაც მივარდები ყოველ მეორე დღეს მანქანის ბორბლებში.
-ჩემს ნათესავებთან? - შეიცხადა ქალმა.
-ხოო. რა იყო, დემონები და თავად ეშმაკი. რა შენი ნათესავები არ არიან და შემეშალა?
-კარგი. აგყვები. აბა, გენიოსო, რატომ ვარ თავად ლუციფერის ნათესავი?
-ამასწინათ იმ პოლიტიკოსს ისეთები უთხარი, ნამდვილად დამენანე, რომ ჟურნალისტი ხარ და არა პოლიტიკოსი. კაცი სულ ორ წინადადებაში მოსვი თავის ადგილას და ხმა აღარ ამოაღებინე. მეორე დღეს კი თავისი ნებით დატოვა სამსახური. არადა, მომწონდა. ერთ-ერთი ძლიერი პარლამენტარი იყო. მეგრელი შენ არ ხარ და ახლა მითხარი, სხვა რა უნდა მეფიქრა?
გოგო სიამოვნებისგან გაიბადრა, როცა ასეთი შეფასება მიიღო ტატოსგან, შემდეგ კი თავი გადააქნია ფიქრების გასაფანტად და ისევ გახედა საჭეზე თითებმოთამაშეს.
-არა, ის პოლიტიკოსი მეც კი მომწონდა, მაგრამ ადრე. ახლა დაბერდა და დროა, ახალ თაობას დაუთმოს ადგილი. აბა, ადრე გაებედათ და მსგავსი რამ ეთქვათ მისთვის. ცოცხლად შეჭამდა.
-ჰმმ, საინტერესო მიდგომაა. შენა და, შემთხვევით სპორტის ამბებსაც შენ ხომ არ აშუქებ?
-რა იყო, შეგეშინდა შენც არ მოგადგე? - ჩაიცინა ქალმა, - დამშვიდდი, წარუმატებელ ადამიანებზე არასდროს ვაკეთებ სიუჟეტებს, - უთხრა და მხარზე ხელი მოუთათუნა.
-კარგი, მაშინ ჩემზე სიუჟეტის გაკეთებას რომ გთხოვენ, წინასწარ ბოდიშის წერილი გამომიგზავნე 2 ვარიანტად, ინგლისურ და ქართულ ენებზე და შემდეგ ისე მოდი.
-ჰაჰ, მაგასაც ვნახავთ, - არ ნებდებოდა თამთა.
-როგორც გინდა, მაგრამ დაიმახსოვრე, 120 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს და რაც შეიძლება მხატვრულად დაწერილი მინდა. საქებარი სიტყვების ჩართვა არ დაგავიწყდეს.
-ღმერთო, რა დაგიშავე ასეთი, ამას რომ გადამკიდე? - ზემოთ აიხედა ქალმა.
-ცოდვებმა იცის, ჩემო თამთა, ცოდვებმა, - ჩაიხითხითა კაცმა და მანქანა გააჩერა, - აბა, ახლა გადაბრძანდი და შეეცადე ჩემ გარდა სხვას აღარვის შეუვარდე ბორბლებში. ეგ მხოლოდ ჩემი პრივილეგიაა.
თამთამ ალმაცერად გადახედა, შემდეგ ნელა გადმოვიდა მანქანიდან და კარის დახურვის შემდეგ „შემთხვევით“ გამოედო სარკეს.
-ვხედავ შეგიკეთებია შენი გოგო, - უთხრა და ამჯერად იდაყვი გაკრა სარკეს, - უი, მაპატიე, - ხელი პირზე აიფარა და ისე შეიცხადა, როცა ჭახანის ხმა გაისმა და დამსხვრეული სარკე მის ფეხებთან 1000 ნაწილად გაიფანტა ბრილიანტის თვლებივით, - ძალით არ მინდოდა.
-ამისთვის აუცილებლად მოგთხოვ პასუხს, - შეუღრინა ტატომ და ისე მოსწყვიტა ადგილს მანქანა, რომ ქალი კვამლში გაეხვა.
-აბა, შენ იცი, ტატუშკები, აბა, შენ იცი! - ღიმილით დაუქნია ხელი უკვე კარგად შორს მყოფ მანქანას, მას შემდეგ, რაც ხველას მორჩა და ასე ღიმილითვე გაუჩინარდა შენობის სიღრმეში.
ტატომ კი გეზი ჯერ საკუთარი სახლისკენ აიღო, მასალების მუშებისთვის დატოვების შემდეგ კი პირდაპირ ლიზას გაუარა სამსახურში და საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ქალმაც გამოაღწია.
-რა მოუვიდა, ტატო, მანქანას? - ჩაჯდომისთანავე ჰკითხა და კარგად შეათვალიერა მანქანა, - ისევ ვინმე გაიტანე?
-აბა თუ გამოიცნობ?! - კვლავ კბილებს აღრჭიალებდა ბიჭი.
-აშკარად უკეთესი მძღოლი მახსოვდი და რა დაგემართა?
-მეც და ჩემს ლამაზმანსაც შენი საყვარელი მეგობარი დაგვემართა, - ამოიოხრა ბიჭმა და გზას გახედა, - დროზე უნდა მოვაგვარო მასთან, თორემ ბოლოს სულ აღარაფერი დარჩება ჩემი საწყალი გოგოსგან, - თან ნაზად გადაუსვა ხელი საჭეს, - არა, მითხარი, რა დააშავა ამ პატარამ ასეთი, შენი ალქაჯი დაქალი რომ არ ეშვება და მუდამ რაღაცას სტკენს?
-ვაიმე, თენ გენათალე მაგ სათუთ გულში. ლოგოლ უკვალს თავისი პატალა, - ენა მოიჩლიქა ქალმა.
-არა, რა. მე რას ველაპარაკები და ეს კიდე აქეთ დამცინის, - უარესად მოეშხამა გუნება კაცს.
-მოიცადე, შენ რა ისევ თამთას დაეჯახე? - უცებ გახედა და შემდეგ გადაიკისკისა, - არა, რაა. რა ბედი გაქვთ ან ერთს, ან მეორეს? მთელი ძალით ცდილობდა, რომ შენთვის თავი აერიდებინა, რას აღარ აკეთებდა და მაინცდამაინც ისევ შენ არ გადაგეყარა?! არა, მითხარი, ამხელა ქალაქში სად მოძებნე, ჰა?
-კი, სულ მე მოვძებნე. პირდაპირი მნიშვნელობით საბურავებში შემომიხტა და კიდე მე მოვძებნე, არა? - უკვე ძალიან იყო გაცხარებული ბიჭი.
-კარგი, დამშვიდდი, - კაცის რეაქციამ შეაცბუნა ლიზა, - გასაბრაზებლად არ მითქვამს.
-მაპატიე, - მალევე დამშვიდდა ტატოც და ლიზას გაუღიმა, - უბრალოდ, ძალიან მომშალა ნერვებზე შენმა მეგობარმა. ტყუილუბრალოდ გამიტეხა სარკე. ისეთი არაფერი მითქვამს.
შემდეგ კი ყველაფერს მოუყვა. ლიზა თავიდან სიცილით კინაღამ გაიგუდა და ძლივს მოითქვა სული.
-არა, საერთოდ არ გითქვამს ისეთი რამ, რაც თამთას გააბრაზებდა, - ფხუკუნით თქვა და მანქანიდან გადმოვიდა, როცა ტატომ ეს უკანასკნელი სადარბაზოს წინ გააჩერა, - შენ არ მოდიხარ?
-არა. მანქანას ხელოსანთან წავიყვან და მერე დავბრუნდები. შენ ჭკვიანად იყავი და, ხო, კინაღამ დამავიწყდა. დღეს კლუბში მივდივართ და შეწინააღმდეგება არც კი გაბედო! - საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ კი იქამდე არ წასულა, სანამ ლიზა სადარბაზოში შესული არ დაიგულა.
-კარგი, მე მოგხედავთ ორივეს, - თავისთვის ჩაილაპარაკა ლიზამ და ლიფტში შევიდა.
სახლში ასვლისთანავე ჯერ დანაყრდა, შემდეგ კი კლუბისთვის კაბის არჩევას მოჰყვა და ბოლოს, თამთასთან დარეკა. ბევრი ხვეწნის შემდეგ ძლივს დაითანხმა მასთან ერთად წასვალზე და მის დასათანხმებლად მოიტყუა კიდეც, რომ ტატო არ მოდიოდა. კარგი, კლუბში შეგხვდებიო, უთხრა თამთამ და გათიშა. მერე კი, თითქმის იმავე დროს კაცმა შემოაღო სახლის კარი და მოწყვეტით ჩაჯდა დივანში.
-რატომ გაქვს ასეთი მოჟამული სახე? - გვერდით მიუჯდა ლიზიკო და თავი მხარზე ჩამოადო.
-ხელოსანმა წინაზე რომ გაგიკეთე, ის ბოლო სარკე იყო ამ მანქანის და მეტი აღარ მაქვსო. ისედაც ძლივს იშოვება მაგისი ნაწილები და ახლა მინიმუმ 1 კვირა მოგიწევს ლოდინი, სანამ გამოვიწერ და აქამდე ჩამოვაო.
-კარგი, რა იყო, - მხრებზე ხელი გადაუსვა და მოეხვია, - მალე გავა 1 კვირა და ისევ ნახავ შენს პატარას.
-ნეტავ, გენახა რა სევდიანი თვალებით მაცილებდა, იქიდან რომ მოვდიოდი და მას მარტო ვტოვებდი, - სევდიანი ხმით დაიწყო ბიჭმა.
-თვლებით თუ ფარებით? - ჰკითხა ლიზამ და გაიცინა, - კარგი რაა, მანქანაა, სხვა ხომ არაფერი?
-კიდევ კარგი, ახლა აქ არაა და შენი არ ესმის! - გამკიცხავად გადააქნია ბიჭმა თავი და წამოდგა, - წავალ, ცოტა ხანს დავისვენებ და მერე მოვემზადები. ეჰ, მოგვიწევს ეს 1 კვირა ტაქსით სიარული.
***
კლუბში შესულებმა მაშინვე ერთ-ერთი ცარიელი მაგიდისკენ აიღეს გეზი და მშვიდად მოკალათდნენ. მალე თავს მიმტანი დაადგათ და მათაც შეკვეთა მისცეს. მერე კი ტატომ თავისი ნაცნობები დაინახა და მათ მოსაკითხად წამოდგა.
-მალე დავბრუნდები, - ღიმილით გადახედა ბიძაშვილს და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ გასწია.
სწორედ ამ დროს შემოვიდა კლუბში თამთა და დიდი გაჭირვების შემდგომ ლიზამდეც მიაღწია. ქალს ტანზე მომდგარი შავი ტყავის მუხლს ოდნავ აცილებული ქვედაკაბა, რომელიც ბარძაყამდე ჩახსნილიყო და მთლად გიპიურის წითელი, ჰაეროვანი და გრძემკლავებიანი ზედატანი ეცვა, რომლიდანაც შავ ბიუსჰალტერში გამომწყვდეული მკერდი მედიდურად იმზირებოდა. მარცხენა ხელი კვლავ შეხვეული და კისერზე ჩამოკიდებული ჰქონდა, მაგრამ მთლიან სურათს მაინც ვერ უკარგავდა ელფერს. ქალი მაშინვე ჩამოჯდა რბილ ტყავის დივანზე ლიზას პირდაპირ და წინ დადებული ტატოს ჭიქიდან სულმოუთქმელად გამოცალა მათრობელა სასმელი.
-მადლობა, რომ ჩემთვისაც შეუკვეთე. ჰმ, რა კარგი და გემრიელი რაღაცაა, - უთხრა მეგობარს, ტუჩები სიამოვნებისგან გაილოკა და მიმტანს კიდევ ერთის მიტანა სთხოვა.
-რამე მოხდა? - ჰკითხა ლიზამ.
-ვერ წარმოიდგენ რა! - ქალი აშკარად გუნებამოშხამული იყო, - ალბათ, მოგიყვა შენმა ბიძაშვილმა ყველაფერი, არა? იმედია, რომ კი, თორემ ვერ გადავიტან კიდევ ერთხელ გამეორებას.
-კი, კი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ მაგან გაგაბრაზა ასე?
-არა, - ამჯერად წინ დადებული ჭიქიდან მხოლოდ ერთი ყლუპი მოსვა და თითით წრეების შემოხაზვა დაიწყო მის პირზე, - შენმა ბიძაშვილმა სამსახურთან რომ დამტოვა, შევედი თუ არა, მაშინვე ჩემმა პროდიუსერმა დამიბარა თავისთან. ჩვენი განყოფილების უფროსიც იქ დამხვდა და ისეთი სიურპრიზი გამიკეთეს! აბა, თუ გამოიცნობ, ვისზე მთხოვეს სიუჟეტის მომზადება? - კიდევ ერთი ყლუპი მოსვა ქალმა და ირონიულად ჩაიცინა.
-არა?! იმ კაცზე შენ რომ ვერ იტან?
-შანსი არაა, ვერ გამოიცნობ.
-ლაშა მესხს არ გულისხმობ? აბა, ვანო კაკალაძე?
-რა ლაშა მესხი, რის ვანო კაკალაძე! გეფიცები, სახელი და გვარი რომ მითხრეს, მხოლოდ იმასღა ვიძახდი, რომ ნეტა მაგ ორიდან რომელიმე ყოფილიყო.
-მოიცა, აბა, ვის გულისხმობ? ვერ ვხვდები! ვის ვერ იტან ამდენად, რომ იმ ორსაც გადაუჯოკრა?
-კარგი, მინიშნებას მოგცემ. აბა, თუ იცი, ვის გაუფორმა დინამო თბილისმა წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელშეკრულება და ვინ გადმოვიდა საბერძნეთის „ოფი“-დან აქ?
-არ არსებობს! - გაიცინა ლიზამ და თავადაც მისცა შეკვეთა მიმტანს, თამთამ კი საერთოდ მთლიანი ბოთლი ჯეკ დენიელსი შეუკვეთა და ისევ მთლიანად გამოსცალა სასმელი.
-არსებობს, თანაც როგორ! ვერც კი წარმოიდგენ მე რა დღეში ვიყავი! რას წარმოვიდგენდი, მაგ ვაჟბატონის სიტყვები დღესვე თუ ამიხდებოდა! ვერ მითხარი, ასეთი ცნობილი ბიძაშვილი თუ გყავდა?
-დამაცადე? თავად არ მეუბნებოდი, რომ მასზე სიტყვის გაგონებაც კი არ გინდოდა?
-მაინც უნდა გეთქვა! რა, ახლა მართლა უნდა გავუგზავნო ბოდიშის წერილი პირდაპირ ეთერში ჩართვასა და ინტერვიუზე რომ დამთანმხდეს?
-რა თქმა უნდა, უნდა გამომიგზავნო, - პირდაპირ მის ყურთან დაილაპარაკა ტატომ და თამთას გვერდით მიუჯდა, - თანაც 2 ენაზე, ხომ გახსოვს, არა? - გველურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა, - ვხედავ, ჩემი ჭიქის გამოცლაც მოგისწრია. რაო, ჩემს ტუჩებს სხვანაირად ვერ გაუსინჯე გემო და ამ ხერხს მიმართე? უბრალოდ უნდა გეთხოვა და არ დაგამადლებდი.
-ტატო! - მაშინვე გაუწყრა ლიზა და მაგიდაზე დადებულ ხელზე უჩქმიტა.
-აუუ, მეტკინა, ლიზიკო, - მაშინვე აწკმუტუნდა ბიჭი და ხელის ქნევას მოჰყვა ჰაერში, - ნუ ხარ, შენ, გოგო, ბოროტი სული! - მერე კი სახეზე ალეწილ ქალს მიუბრუნდა, - ბავშვობიდან სულ ასეთი ჩქმეტა იცოდა. ხორცს ამოგაცლიდა და გაგამწარებდა.
-ამ არსებას აქ რა უნდა, ლიზა? - მხოლოდ ახლაღა გამოერკვა და მეგობარს დაწვრილებული თვალებით გახედა, - ხომ მითხარი აქ არ იქნებაო? მომატყუე, არა?! გველი გამიზრდიხარ უბეში და არ მცოდნია! მოღალატევ! - ვეღარ ცხრებოდა ქალი, - ახლა იცი, რომელი სიმღერა მახსენდება და რომელს ჩავართვევინებ დიჯეის? „მოღალატე, მოღალატე, ნეტავ, როგორ გძინავს ღამე?!“. მერე ადექით და შენ და ამ შენმა უნამუსო ბიძაშვილმა იცეკვეთ! მე კი მივდივარ! გამატარე! - ტატო ხელის კვრით წამოაგდო და გასასვლელისკენ დაიძრა.
-კარგი რაა, თამთაა, - მაშინვე გამოეკიდა დაქალს და ძლივს დაეწია შუა მოედანზე, - რა გეწყინა, ახლა?! აბა, სხვანაირად შენ ჩემთან ვეღარ მოგიყვანე და რა გამეკეთებინა?
-მაინც ძალიან ცუდად მოიქეცი! - არ ცხრებოდა გოგო, - მეწყინა, - მოწყენილმა უთხრა.
-ბოდიში. მეტჯერ აღარ ვიზამ, - გაუღიმა ქალმა, როცა შენიშნა, რომ ყინული გაადნო და მეგობარს ფრთხილად გადაეხვია.
-ბოდიში მიღებულია, ოღონდ მეტჯერ ასეთი რამ აღარ გამიკეთო, რაა! თან, ნახე რა მითხრა?
-კარგი. გპირდები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, მაგრამ, იცი რა მიკვირს? სად გაქრა ჩემი დაქალი, რომელსაც პასუხი ყველა კომენტარზე მზად აქვს და მზადაა ყველა თავის ადგილას მოსვას?
-არ ვიცი, ლიზა, - ამოიოხრა ქალმა და უკან მიჰყვა მეგობარს, - მგონია, რომ მასთან ისევ ის პირველკურსელი დაბნეული თამთა ვხდები. არა, არც პირველ კურსზე ვყოფილვარ უენო, მაგრამ მაინც. უბრალოდ მაჩლუნგებს შენი ბიძაშვილი, ლიზა, და პასუხსაც ვერ ვუბრუნებ!
-ეს რაღაც ახალია, - გაეღიმა ქალს და მხარსუკან გახედა ქალს, - თამთა ბაგრატიონს ახალი მხარე აქვს, ხალხო! პირველად ვხედავთ მას დაბნეულს და ეს ყველაფერი ჩემი ზესიმპატიური ბიძაშვილის დამსახურებააა!
-ლიზა, გაჩუმდი, არ გაიგონოს!
-ამ ხმაურში რა უნდა გაიგოს?
-რა უნდა გავიგო, ლიზიკო? - ისევ არსაიდან გამოჩნდა ტატო და თავზე წამოადგათ.
-ისეთი არაფერი, - მხრები აიჩეჩა ლიზამ.
-კარგი, მაშინ შენ მაგიდასთან დაბრუნდი, მე შენს მეგობართან საქმე მაქვს! - უთხრა ლიზას და თამთას ჯანმრთელ ხელში ჩაავლო, თავისკენ მიიზიდა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.
-ნეტავ, რამე გეშველებოდეთ, - ღიმილით გადააქნია თავი და მაგიდისკენ წასვლას აპირებდა, როცა მასაც ჩაავლეს ხელი და სხეულზე ზურგიდან აიკრეს.
ლიზას წამში დააყარა ეკალმა ტანზე, როცა ცხელი ჰაერის მობერვა ყელზე იგრძნო, რომელმაც თმები ნაზად შეურხია და სასმელთან შერეული პიტნის სუნი გაავრცელა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა? - იკითხა ქალმა და მის ტანზე მარწუხებივით შემოხვეული ხელბიდან თავის დახსნა სცადა.
-აქვე ვიყავი დედაჩემთან, ირაკლის, ირინასა და ეკატერინესტან ერთად. მერე თქვენც მოხვედით და სალამის გარეშე როგორ წავიდოდი? მთლად მასეთი უზრდელიც არ ვარ!
-გიორგი, ხელი გამიშვი და წადი, შენს საქმეს მიხედე! - კვლავ გაიბრძოლა ქალმა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ. მაინც არ მაქვს სხვა საქმე და არც არავინ მელოდება, - ლიზას ყურთან ლაპარაკობდა კაცი და ქალს უფრო მეტად ძაბავდა.
-მართლა? - ირონიულად ჩაიცინა ლიზამ, - და ნატას ნეტავ, ვინ აბამდა?
-ახლა ნატა საერთოდ არ მახსოვს. ჩემი გონება უფრო მნიშვნელოვან პიროვნებაზეა კონცენტრირებული.
-გიორგი, შემეშვი, - უკვე ვეღარ უძლებდა ქალი და ნელ-ნელა მოდუნებას იწყებდა.
-ეგ რომ არ ვქნა, რას მიზამ? - თავისკენ შემოაბრუნა ქალი და სხეულზე უკეთესად აიკრა.
-მე... მე... - ნერწყვი ძლივს გადააგორა გამშრალ ყელში ქალმა და კაცის თვალებს მზერა აარიდა.
-ხო, გისმენ, ლიზა, - ქალის სახელი ძალიან ნაზად თქვა კაცმა, თითქოს აგემოვებს და აქამდე ჯერ არ წარმოეთქვასო, - რას იზამ?
-გიორგი, ხელი რომ შემიშვა, არა? - უკვე მუდარაზე გადადიოდა ქალი.
-რატომ ლიზიკო? - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა.
-მაბნევ და იმიტომ!
-და ახლა ეს რომ ვქნა, რას მიზამ? - სახე მთლად გაებადრა და უფრო ახლოს მიიწია ქალის ტუჩებთან.
-რა, რა უნდა ქნა?
-აი, ეს, - უთხრა ბიჭმა და მთელი სიმძაფრით დააცხრა ქალის თხელ ბაგეებს.
ლიზა გახევებული იდგა და აზრზე ვერ მოდიოდა თუ რა ხდებოდა, სანამ გიორგი არ მოსცილდა და კმაყოფილმა ტუჩები არ გაილოკა. ქალმა დაბნეულმა გადაიტარა დაბუჟებულ ტუჩებზე ხელი და გაოცებული მიაშტერდა ბიჭს.
-ნეტავ, ახლა რას იტყვი, თუ შენს საქმროს დაგანახებ, რომელიც შენს მეგობარ თამთას ჰკოცნის? - მოულოდნელად ირონიულად ჩაიცინა გიორგიმ.
-ვინ საქმროს? - გაიოცა ჯერ კიდევ კოცნისგან გაბრუებულმა ქალმა.
-აი, იმას, ტატო რომ ჰქვია, - კვლავ ირონია ერია ბიჭს ხმაში.
ლიზას მკლავში ხელი მოჰკიდა, მარჯვნივ შეაბრუნა და შუაგულ მოედანზე მოცეკვავე წყვილზე ანიშნა, რომლებიც ერთმანეთს ახუტებოდნენ და ვნებიანად ჰკოცნიდნენ.
-იმას, რომ იდიოტი ხარ და შენგან ნორმალური გამომძიებელი ვერასდროს გამოვა, - თითქოს კმაყოფილება შეამჩნია ბიჭმა ლიზას ხმაში და ახლა მან დახედა ქალს გაკვირვებით.
-რა ვქნათ, გიორგი, - სახეზე ნაზად ჩამოუსვა ხელი ქალმა, - მე ტატოსი მჯერა. ვიცი, არ მომატყუებს, აი, შენ კი მართლა იდიოტად დარჩები. არა, როდემდე უნდა ეგებოდე სოსოს ანკესზე?
თავი სინანულით გადააქნია და სახეზე აკრული ეშმაკური ღიმილით გასცილდა ბიჭს.

თავი 9
-კატო, - უკან მიჰყვა ირაკლიც და უკვე მანქანასთან მისული ქალი ძლივს დაიჭირა, მკლავში ჩაავლო ხელი და თავისკენ შემოაბრუნა, - რა მოხდა?
-გიგიმ... ბოთა... - სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს ანერვიულებული.
-რა გიგიმ, რა გითხრა?
-ბოთა, ბოთაა ცუდად. ვეტერინართან წაუყვანიათ თამუნას და გიგის. გთხოვ, გამიშვი. უნდა წავიდე.
-კარგი, კარგი. დამშვიდდი. მეც გამოგყვები, - უთხრა და პასუხის მოსმენის გარეშე მოთავსდა მგზავრის სავარძელზე, - ისე, ბოთა რა სახელია? - გაიცინა და როცა კატომ მკვლელი მზერით გამოხედა, მაშინვე გაჩუმდა, - მართალია, ლეკვი შენია და რასაც გინდა, იმას დაარქმევ.
-მაგდენს თუ ხვდები, ძალიან კარგი, - შუბლი არ გაუხსნია, ისე უთხრა და დაძაბულმა განაგრძო მართვა.
ვეტერინართან რაც შეეძლო მალე მივიდა, შემდეგ კი მთელი ძალა მოიკრიბა და იქით გაიქცა, საითაც გიგი და თამუნა დალანდა. მათთან მისულს კი მუხლები აუკანკალდა და თავის შესაკავებლად კედელს მიეყრდნო.
-რა... რა ხდება? - როგორღაც გაბედა და დასვა შეკითხვა.
-ჩვენც არ ვიცით ნორმალურად, კატო, - პასუხის გაცემა ითავა გიგიმ, უკვე ქალის უკან მდგარ ირაკლის გახედა და თავის დაქნევით მიესალმა.
ეკატერინე ნერვიულად მიმოდიოდა აქეთ-იქით და ხანდახან მინებიანი კარის შიგნითაც იჭყიტებოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ცოტა ხანში კი იმ კარიდან შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა და უკვე ერთად შეგროვილებს გადახედა.
-ლეკვს სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, - დაიწყო მამაკაცმა.
-კი, მაგრამ, რატომ? - იკითხა მაშინვე ეკამ და წონასწორობის შესანარჩუნებლად გვერდით მდგომ ირაკლის ჩაეჭიდა.
-როგორც გავარკვიეთ, შოკოლადი აქვს ნაჭამი, - თქვა და გამკიცხავად გადახედა იქ მდგომებს, - რაც ძალზედ მავნებელია ძაღლის ორგანიზმისთვის.
-რაა? - შეიცხადა ქალმა, - კი,მაგრამ შოკოლადი რანაირად შეჭამა, სახლში ერთი ცალიც კი არ მაქვს და რომც მქონოდა, არაფრის დიდებით არ მივცემდი მათი შეჭმის უფლებას.
-არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ შოკოლადი იმაზე უფრო საშიში იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ. ჩვეულებრივმა შოკოლადმა შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი.
-რას გულისხმობთ? - მაშინვე საუბარში ჩაერია ირაკლი.
-იმას, რომ შოკოლადი მოწამლული იყო, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა, გამოიწვია მუცლის ღრუს დაზიანება და ამიტომაც მოგვიხდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.
-როგორ თუ მოწამლული?
-დიახ, კერძოდ ამატოქსინით. ეს ერთ-ერთი სოკოს შხამია, რომელიც ძალიან საშიშია.
-კი, მაგრამ... - დაიწყო კატომ, მაგრამ სიტყვაც კი ვეღარ თქვა, გაოცებისგან უბრალოდ პირი დარჩენოდა ღია და აღარ იცოდა, რა ეთქვა.
-თუ თქვენს სახლში ის შოკოლადი ისევაა, აუცილებლად უნდა იპოვოთ. დიდი საფრთხის ქვეშ ხართ. ლეკვს, ცოტა ხნით აქ დავიტოვებთ, რამდენიმე დღეში კი შეგეძლებათ მისი სახლში წაყვანა.
-მე არანაირი შოკოლადი არ მინახავს, - მაშინვე ჩაერთო თამუნა და კატოს ხელზე ხელი მოუჭირა, - არადა, მერწმუნე, მთელი სამზარეულო გადავქექე. სასუსნავებს ვეძებდი.
-თუ არც შენ, არც გიგის და არც კატოს არაფერი გინახავთ მაგის მსგავსი, - დაიწყო ირაკლიმ, - აბა, მაშინ ვინ აჭამა შოკოლადი ძაღლს?
-დედა, - უეცრად წამოსცდა კატოს და მაშინვე პირზე იტაცა ხელი, - სასწრაფოდ დედაჩემს უნდა დაველაპარაკო!
ქალმა მაშინვე ამოიღო ტელეფონი და ირინასთან დარეკა, მაგრამ უშედეგოდ. ზარი გადიოდა და ქალი არ პასუხობდა.
-ჯანდაბა, დედა, ჯანდაბა, ტელეფონი სულ ხელში გიჭირავს და ახლა რა გჭირს, - წამოიყვირა ნერვებმოშლილმა და ხელი გამეტებით დაჰკრა კედელს, - თამო, მე უნდა წავიდე, - მიუბრუნდა მეგობარს და მისგან თანხმობის მიღების შემდეგ მაშინვე კარისკენ გავარდა.
ონიანიც უკან მიჰყვა. მანამდე კი მოასწრო ვეტერინარის დაკითხვა და იმ ყველაფრის გამოკითხვა, რაც მნიშვნელოვნად მიიჩნია.
-კატო, კატო, დამელოდე, სად მიდიხარ?
-ახლა არა, ირაკლი. ახლა არა!
ქალი მაშინვე საჭეს მიუჯდა და მანქანა დაქოქა. ირაკლიმ ძლივს მოასწრო კარის მიკეტვა, რომ უკვე გზაზე მიჰქროდნენ.
-ცოტა ნელა იარე. ვერავის გადაარჩენ თუ თავად მოჰყვები ავარიაში, - რაც შეეძლო მშვიდი ხმით მიმართა ქალს და თავადაც გადარეკა განყოფილებაში.
ეკატერინე ვერ მშიდდებოდა. წინ მიმავალ მანქანებს უსიგნალებდა და ცდილობდა, რაც შეიძლებოდა მალე მიეღწია დანიშნულების ადგილამდე. ბოლოს დედა კლუბში დატოვა და სწორედ იქით მიდიოდა.
-ირაკლი, გთხოვ, გიორგის დაურეკე და ჰკითხე, დედაჩემი კვლავ დედამისთან ერთადაა თუ არა და თუ მასთანაა, მაშინ ზუსტი ადგილმდებარეობა მითხრან, - წამით დაგახედა ქალმა და კვლავ გაუსწორა მზერა გზას.
ონიანიც დაემორჩილა და გიორგის ნომერი აკრიფა ეკრანზე. რამდენიმე ზარის შემდეგ უკვე შემთვრალმა კაცმა უპასუხა.
-გიორგიმ, ცოტა ხნის წინ გავაცილე ორივე. ირინა პირდაპირ სახლში წავიდაო, - გადასცა ბიჭის ნათქვამი ქალს.
-გასაგებია, - თავი დაძაბულად დააქნია ეკატერინემ და მანქანა მოატრიალა.
-კატო, დამშვიდდი, გთხოვ, - დაიწყო კაცმა და სიჩქარეების გადამრთველ კოლოფზე დადებული ქალის მარჯვენას თავისი ხელი დააფარა.
-არ შემიძლია, ირაკლი, არა. იცი, მაინც რატომ ვარ ასე განერვიულებული? - წამით გამოხედა, შემდეგ კი ისევ საქარე მინას მიაპყრო მზერა, - არ მინდა, რომ ასე მალე, მეორე მშობელიც დავკარგო. მერე რა, რომ არ ყოფილა ისეთი კარგი დედა, როგორიც მჭირდებოდა? ის უბრალოდ დედაჩემია, რომელმაც 9 თვე მუცლით მატარა, გამაჩინა, გამზარდა. მასზე მაინც ვღელავ და ჩემს ღელვას ის უფრო აძლიერებს, რომ ირინა უბრალოდ შეყვარებულია შოკოლადზე. მას რომ რამე მოუვიდეს, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. მამას დაკარგვაც კი ვერ გადამიტანია ნორმალურად... - ქალმა თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად, - არადა, ექიმები იმედოვნებდნენ, რომ გამოკეთდებოდა. თითქოს საშიში არაფერი სჭირდა. ყველაფერი გაციებით დაიწყო. არ მიაქცია ყურადღება და ექიმთან მისვლა მხოლოდ მაშინ იკადრა, როცა ყველაფერი უკვე ძალიან რთულად იყო. მხოლოდ მაშინ დაეჭვდა, როცა სისხლიანი ნახველი დაინახა და სისუსტემ მოტეხა. ყოველთვის ძალიან ჯიუტი იყო და სწორედ თავისმა სიჯიუტემ დაღუპა კიდეც!
ირაკლი ხმასაც ვერ იღებდა, უბრალოდ იჯდა და კატოს ხელს ხელს უჭერდა თანადგომის ნიშნად.
-მოიცადე, რა თქვი? - ქალის ბოლო სიტყვებს ყური მოჰკრა თუ არა, მაშინვე დაიძაბა და მთელი სხეულით დაიჭიმა.
-ხო. გაციებამ მთელი სხეული და იმუნიტეტი მოუსპო.
-არა, კატო, სისხლიანი ნახველი ახსენე, არა? და თუ საიდუმლო არ არის, რა ეწერა მამაშენის გარდაცვალების დასკვნაში?
-გულის შეტევა. ხომ გითხარი, ზედმეტად დაუსუსტდა სხეული-მეთქი. გულმა ვეღარ გაუძლო და...
ონიანს უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში და უარესად დაიძაბა.
-კარგი, ჯერ დედაშენი ვნახოთ როგორაა და მერე აუცილებლად უნდა გავესაუბრო მამაშენის მკურნალ ექიმს და იმას, ვინც მისი გარდაცვალების დასკვნა დაწერა.
-რის თქმას ცდილობ? - შეიცხადა ქალმა.
-არაფრის. ჯერ მხოლოდ ეჭვის დონეზეა, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ მაგასაც. ახლა მთავარი დედაშენია.
კატომ მანქანა ჭიშკართან გააჩერა. აღარ დალოდებია თუ როდის გააღებდა მას დაცვა, პირდაპირ გადახტა და სახლისკენ გაიქცა.
-დედა, დეე, - შევარდა თუ არა, მაშინვე დაიწყო ყვირილი და კიბეებზე აირბინა, - დედა, სად ხარ?
-რა მოხდა, ეკატერინე? - თავისი ოთახიდან ხალათით გამოვიდა ქალი, თან შოკოლადით მოთხვრილ თითებს ილოკავდა, - ღმერთო, ასეთი გემრიელი შოკოლადი ჯერ არ გამისინჯავს.
-დედა, - სიმწრისგან ამოხდა ქალს და მაშინვე მის ოთახში შევარდა, - შენ რა, სულ შეჭამე? - დაცარიელებულ ყუთს დახედა, მერე კი გაოცებულ ქალს.
-რა მოხდა მერე? შენ ისედაც არ გიჟდები შოკოლადზე. კარგი, ვაღიარებ, ერთი ცალი შენს მოწკმუტუნე ლეკვსაც მივეცი. აშკარად შიოდა.
-დედა, ლეკვებისთვის და საერთოდაც, ძაღლებისთვის შოკოლადი მავნებელია, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. სასწრაფოდ ჩაიცვი, ექიმთან მივდივართ!
-რა? რატომ? - გაოცდა ქალი, მაგრამ უეცრად შეტორტმანდა და კედელს ხელით მიეყრდნო, - უჰ, აშაკრად ვერ ვარ კარგად. ეტყობა წნევა დამივარდა. მიდი, გთხოვ, ყავა მომიდუღე.
-დედა, არ გეხუმრები. მიდი, სწრაფად, - მერე კი თავად მივარდა ქალის კარადას, გამოაღო და რაც პირველად მოხვდა ხელში, ის გადმოიღო, - ახლავე ჩაცვი. შოკოლადი მოწამლული იყო.
-რაო? - შეიცხადა ქალმა, - შენ სულ გადაირიე? რა მოწამლული, რის მოწამლული?
-დედა, არ მეხუმრება. ახლა კი, გთხოვ, უბრალოდ ჩაიცვი და წამომყევი ექიმთან, - შეემუდარა ქალი და ტანსაცმელი საწოლზე მიაფინა, - თუ გინდა დაგეხმარები, თუ თავს ცუდად გრძნობ.
-კატო, არაფერიც არ მჭირს მე. აშკარაა, ლაშას მკვლელობამ შენზე ცუდად იმოქმედა და პარანოია გეწყება უკვე. არც შენ და, მითუმეტეს, არც ჩემს მოკვლას არავინ არ აპირ...
მაგრამ ქალმა სიტყვის დამთავრება ვეღარ შეძლო, იატაკზე გულწასული დავარდა.
-დედა, - იკივლა ეკატერინემ და მაშინვე მასთან მიირბინა, - დედა, დედიკო, გამოფხიზლდი, გთხოვ, - ეხვეწებოდა და სახეზე ხელებს უსვამდა, - ირაკლი, გივი, დამეხმარეთ, - დაიყვირა მოგუდული ხმით და ღვარად წამოსული ცრემლების შემშრალება სცადა.
-რა მოხდა, ქალბატონო ეკატერინე? - პირველი სახლში დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვარდა და მაშინვე ქალისკენ წავიდა.
დაცვას კი უკან ონიანი მოჰყვა. მანაც ქალისკენ გაიწია, კატოს ფეხზე წამოდგომაში მიეშველა, გივიმ კი ირინა აიტაცა ხელში და ეკატერინეს მითითებისამებრ სასწრაფოდ მანქანისკენ წაიყვანა.
***
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, - გულში იკრავდა ატირებულ ქალს ირაკლი და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა, - დედაშენს არაფერი მოუვა.
-არ მინდა, გესმის, არ მინდა კიდევ ვინმეს დაკარგვა. აღარ შემიძლია. მეტს ნამდვილად ვეღარ გადავიტან.
-ჩშშშშ, - კვლავ მიეფერა თავზე ქალს, - ასე ტირილით მას ვერაფერს უშველი და შენს თავს ავნებ. მას ახლა ძლიერი შვილი სჭირდება.
კატომ წამით ახედა კაცის თვალებს, ცრემლები მოიწმინდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ კაცის მკერდს მიეყრდნო.
-გთხოვ, არ მომცილდე, კარგი? - ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და კიდევ უფრო მაგრად მოეხვია კაცს.
-არასდროს, - გაეპასუხა ონიანიც და ხელები უფრო მძლავრად შემოჰხვია სიფრიფანა მხრებზე.
საავადმყოფოში მთელი ღამის გათენება მოუწიათ. ეკატერინეს წამდაუწუმ თვალები საოპერაციოსკენ გაურბოდა, მაგრამ შიგნით არავინ უშვებდა. დროდადრო იქიდან მედდა გამორბოდა და მალევე ბრუნდებოდა ხოლმე შიგნით ისე, რომ ქალს ერთ სიტყვასაც კი არ ეუბნებოდა. ონიანი კი მის დამშვიდებას ცდილობდა და ამასთანავე, მობილურით აგვარებდა საკუთარ საქმეს. ქალის სახლში მაშინვე სოსო გაგზავნა და იმ ყუთის ლაბორატორიაში წაღება სთხოვა, რომელშიც შოკოლადი იყო.
დილის შვიდი საათი ხდებოდა, ონიანი კი კვლავ მობილურზე საუბრობდა. ცალი ხელით მის მკერდზე მიძინებულ ქალს მაგრად იკრავდა გულში, მეორეთი კი ტელეფონს იმაგრებდა ყურზე. მალევე საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა და მათკენ აიღო გეზი. ქირურგს სახეზე დაღლილობა დასტყობოდა და შუბლშეკრული მოაბიჯებდა. კაცმა მაშინვე შეაღვიძა კატო და მანაც წამსვე ჭყიტა თვალები.
-ქალბატონო, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ კუჭის და ნაწლავების ნაწილობრივი ამოკვეთა მოგვიხდა, - დაიწყო ექიმმა.
-და ახლა როგორაა? - მისუსტებული ხმით იკითხა კატომ და ყველაზე უარესისთვის შეამზადა თავი.
-მძიმედ, მაგრამ მდგომარეობის დასტაბილურება შესაძლებელია. ახლა ველოდებით, როდის გამოვა ნარკოზიდან. საოპერაციოდან ჯერ-ჯერობით რეანიმაციაში გადავიყვანთ და შემდეგ უკვე ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
-მის ნახვას როდის შევძლებ?
-სამწუხაროდ ჯერ ვერა. რეანიმაციაში ვერავის შევუშვებთ თანამშრომლების გარდა. მგონი, აჯობებს სახლში წაბრძანდეთ და დაისვენოთ. თუ რაიმე ახალი მოხდება, აუცილებლად შეგატყობინებთ.
ექიმმა კიდევ ცოტა ხანს დაჰყო მათთან, ირაკლის შეკითხვებსაც უპასუხა, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ეკატერინე შოკიდან ვერ გამოდიოდა. მოსაცდელის სკამზე ჩამომჯდარიყო და გაშტერებული ერთ წერტილს უმზერდა. ირაკლიც მის გვერდით მოთავსებულიყო, ქალის ხელი საკუთარ მტევანში მოემწყვდია და შიგადაშიგ მოუჭერდა ხოლმე.
-აქ ვეღარ გავჩერდები, - რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე წამოხტა ქალი და იქაურობას თვალი ისე მოავლო, თითქოს კედლები მოძრაობდნენ და მის გასრესას ლამობდნენ, - სული მეხუთება და მგონია, რომ სიკვდილის სუნი ტრიალებს ირგვლივ.
მერე კი უკანმოუხედავად გაიქცა კიბეებისკენ და მანამდე არ გაჩერებულა, სანამ მთავარი კარიდან საავადმყოფოს ეზოში არ აღმოჩნდა. ქალმა ღრმად ჩაუშვა ფილტვებში დილის შედარებით გრილი ჰაერი და თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად თავისუფლად ამოისუნთქა.
-გინდა, სახლში გაგიყვან, - შესთავაზა გვერდით ამომდგარმა ირაკლიმ და მკლავზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.
კატომ მხოლოდ თავი დაუქნია, მანქანის გასაღები მიაწოდა და კაცს მორჩილი ბატკანივით უკან აედევნა.
***
მთელი ორი დღე საავადმყოფოში გაათენა და დააღამა ქალმა, მაგრამ უშედეგოდ. ექიმების პასუხი კვლავ უცვლელი იყო. დედამისი კომაში იყო და არავინ იცოდა როდის მოვიდოდა გონს, ან მოვიდოდა თუ არა საერთოდ გონს. ბოლოს ყელში ამოუვიდა ყველაფერი, საავადმყოფოს სუნი, ექიმებისა და ექთნების ინერტული სახეები, პაციენტების ჩივილი, თამუნას, გიგის და ირაკლის შემოვლა და მისი გამხნევება. ექიმის ყოველ დღე გამეორებული რჩევა ყურად იღო, საავადმყოფოდან გამოვიდა და გულის გადასაყოლებლად კვლავ სამსახურში გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ყოველ საათში რეკავდა და დედის მდგომარეობას ამოწმებდა.
ამ დროს კი არც ონიანი იჯდა უსაქმურად თავის კაბინეტში. მთელი დღეები სოსოს გამოგზავნილ ინფორმაციას სწავლობდა და ჯერ კიდევ ვერ დაეკავშირებინა ფაქტები ერთმანეთთან. ვერ ხვდებოდა რა კავშირში იყო ციხეში მჯდომი ვახტანგ ქავთარაძე ლაშა ღლონტის მკვლელობასთან, ან საიდან მოხვდა მისი დნმ-ი მოკლულის ფრჩხილებ ქვეშ.
„იფიქრე, ირაკლი, იფიქრე! პასუხები შენს ცხვირწინაა და შენ კი მხოლოდ მათი დანახვა გჭირდება. უბრალოდ ფართოდ გაახილე თვალები და ყველა მხრიდან დააკვირდი. ვის რაში სჭირდებოდა ლაშას მოკვლა? რა უნდა ეთქვა მას ეკატერინესთვის? რაში სჭირდებოდათ ჯერ მისი მამის (მაგრამ, ეს საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და მისი შესწავლაც უნდა დაეწყო), შემდეგ ყოფილი ქმრის, მისი ძაღლის მოკვლა და ბოლოს თავად ქალის მოკვლის მცდელობა, რომელსაც შემთხვევით გადაურჩა და ახლა დედამისი წევს საავადმყოფოში და სიკვდილს ებრძვის?“. ლაშას მეგობარი ქალი დაკითხვაზე არ ჩამოვიდა, მაგრამ მეორედ გაგზავნილ უწყებაზე გასცათ პასუხი და მომავალ კვირაში დაკითხვაზე მისვლაზე თანხმობა განუცხადათ. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ფაილებს და თითქოს რაღაც დაინახა კიდეც, თითქოს მზის სხივივით გაიბრწყინა მინიშნებამ, მაგრამ უეცრად კაბინეტში მდგარი ტელეფონი აწკრიალდა და მზის სხივიც სწრაფადვე დაფარა მუქმა ფერის ფარდამ.
-ჯანდაბა, - ჩაიბურტყუნა თავისთვის და ყურმილს დასწვდა, - გისმენთ!
-ირაკლი, - მეორე მხრიდან გაისმა სოსოს გადაღლილი ხმა, - მკვლელობის ადგილის კიდევ ერთხელ გამოსაკვლევად მივდივართ მე და ჩემი რამდენიმე რეზიდენტი და ნებართვა გვჭირდება. ხო, ასევე ერთი პოლიციელიც.
-კარგი, მოვაგვარებ. ახალი არის რამე?
-ჯერ-ჯერობით არა. კამფეტების ყუთზე მხოლოდ ეკატერინეს დედის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა. სხვა არაფერი.
-ანუ, რა გამოდის, რომ კვლავ საწყის წერტილს ვუბრუნდებით და ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს?
-მასეა და სწორედ ამიტომ მივდივარ ისევ მკვლელობის ადგილას. წინაზე სახლში ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და შეიძლება რაიმე გამომრჩა. თან, ხომ გაგიგია? მკვლელი აუცილებლად უბრუნდება მკვლელობის ადგილსო.
-კარგი, მაშინ წარმატებები.
***
სოსომ მაშინვე ჩაალაგა საჭირო ნივთები ვერცხლისფერ პატარა ჩემოდანში, ტანზე შემოცმული ხალათი იქვე ჩამოკიდა და თავისი მაგიდის წინ მდგომ რეზიდენტებს გადახედა.
-კარგი, - დაიწყო კაცმა და თითოეული მათგანი შემფასებლურად შეათვალიერა, - თქვენგან მხოლოდ ორი წამოვა ჩემთან ერთად, დანარჩენები აქ დარჩებით და ჩემი ასისტენტი ჩაგიტარებთ ლექციას. მაშ ასე, ნათია, ნოდარ, თქვენ ჩემთან ერთად მოდიხართ. ლალი, შენ ამათ გაბარებ და წინა ჯგუფივით გულგახეთქილებს ნუ დამახვედრებ.
ქალმა მხოლოდ ჩაიცინა, შემდეგ კი ოთახში დარჩენილებს გადახედა და პირდაპირ პრაქტიკული ლექციის ჩატარებაზე გადავიდა.
-სად მივდივართ, ბატონო სოსო? - მაშინვე იკითხა კაცის უკან ადევნებულმა ნათიამ და ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა.
-მკვლელობის ადგილის ხელმეორედ შესასწავლად.
-და ხშირადაა საჭირო მსგავსი რამ? - საუბარში ახლა ნოდარი ჩაერია, - ანუ, ხშირადაა საჭირო დანაშაულის ადგილის ხელემორედ გამოკვლევა?
-ყმაწვილო, - შემოუტრიალდა სოსო ბიჭს და ქორივით დააცქერდა, - როცა ჩვენს პროფესიას ირჩევდი, უნდა მიმხვდარიყავი, რომ სამუშაო ყოველთვის თავზე საყრელადაა და ზუსტად იმდენჯერ მოგიწევს დანაშაულის ადგილის დათვალიერება, რამდენჯერაც საჭირო გახდება. უნდა ეცადო და შენი წვლილი შეიტანო გამოძიებაში. თუ ოდნავ მაინც შეცდი, სწორი დასკვნა არ დადე, გამოძიება სულ სხვა მიმართულებას შეიძენს და ნამდვილი დამნაშავის ნაცვლად ციხეში უდანაშაულოს გაუშვებ. მგონი, ეს არ გსურს, არა?
ბიჭმა მხოლოდ თავი გააქნია.
-ხოდა, ძალიან კარგი. თუ გასარკვევი აღარაფერია, მაშინ წავედით.
წყნეთში ასულებს სახლი კვლავაც ყვითელლენტშემოვლებული დაუხვდათ. კაცმა იგი მაღლა ასწია, ჯერ რეზიდენტები გაატარა, შემდეგ კი თავადაც შევიდა და უკან დარჩენილ პოლიციელს გარეთ დალოდება სთხოვა. სახლში შესულს პირველ რიგში მტვრის სუნი ეცა. განათება გააძლიერა და ძალიან ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა ყველაფრის ხელახლა დათვალიერებას.
-აბა, რისი თქმა შეგიძლიათ? - მიუბრუნდა უკან მდგომ რეზიდენტებს და ხელის დაქნევით ანიშნა მიახლოვებოდნენ.
-სისხლის კვალით თუ ვიმსჯელებთ, მოკლული ამ ადგილას იწვა, - მაშინვე მიათითა უკვე გაყავისფერებულ ლაქაზე ნათიამ, - აი, იქ კი, - ხელი დივნისკენ გაიშვირა, - სისხლის წვეთების კვალი შეინიშნება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ან ბატონ ლაშას ამ ადგილას დაესხნენ თავს, ან კიდევ თავად თავდამსხმელი დაიჭრა და მისი სისხლის კვალია.
-ჰმ, შესანიშნავია, შესანიშნავი, - თავი გვერდით გადახარა კაცმა, - შენ რაღას გვეტყვი, ნოდარ?
-მკვლელობის შესახებ ვერაფერს, რადგან ნათიასავით ამ საქმის დოსიე არ წამიკითხავს, მაგრამ დაკვირვებით ერთ რამეს მივხვდი. შეხედეთ, - მან ერთ-ერთ ჭიქაზე მიუთითა, - ეს ჭიქა განსხვავდება ყველა სხვა ჭიქისაგან. მსგავსი არც სამზარეულოში დგას, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი აქ მოიტანეს რაღაც დანიშნულებისთვის.
-ჰმ, - თავი გადააქნია სოსომ და ორივე ასისტენტს გადახედა, - როგორც ჩანს მხოლოდ ნათიას არ გადაუბულბულებია გამოძიების მასალები.
-ამასთანავე, თაროებზე, რაფასა და მაგიდაზე მტვერი შეინიშნება, აი, ამ ტუმბოზე კი ნაწილობრივ.
-და ამით რისი თქმა გინდა?
-რომ კვლელი ახლახან აქ იყო, ან ჯერ კიდევ აქაა და სადმე იმალება.

თავი 10
-საინტერესო მოსაზრებაა, - დაიწყო სოსომ და თავადაც დააკვირდა ბიჭის მიერ მინიშნებულ ადგილს.
ამ დროს ფეხის ხმა გაისმა კიბეებზე და კაცმაც მაშინვე იქით გაიხედა.
-ნოდარ, ნათია, სასწრაფოდ წადით და პაატა შემოუშვით აქ! - ხმადაბლა უჩურჩულა და ხელით კარისკენ ანიშნათ.
შეცბუნებულებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ფრთხილი ნაბიჯებით წავიდნენ კარისკენ. სოსომ წამით ქვემოთ დაიხედა, ფეხებთან მბზინავ თმის ღერს მოჰკრა თვალი, მაშინვე პატარა პაკეტში გაახვია, სინათლეზე კარგად დააკვირდა და შემდეგ ჯიბეში შეინახა. ამასობაში კი კიბეებზე ფეხის ხმა უფრო მეტად გაძლიერდა და გარედანაც შემოესმა რაღაც ჩოჩქოლი. კაცმა მაშინვე უკან მიაბრუნა თავი და კარში შემოსული ნათია დალანდა.
-ნათია? - იკითხა გაკვირვებულმა და მთელი ტანით თავისი რეზიდენტისკენ შებრუნდა, - აქ რა გინდა? პაატა სადაა?
-მაპატიეთ, ბატონო სოსო, - ჩუმად ამოილაპარაკა გოგომ, უკან დამალული ხელები წინ გამოშალა და ხელში მოზრდილი ტოტი შეათამაშა, რომლის ერთი მხრიდან წებოვანი სითხე წვეთავდა და იატაკს ალაქავებდა, - მაგრამ, ეს აუცილებელია.
შემდეგ კი გოგომ მთელი ძალით მოიქნია ტოტი და კაცს თავში ჩაარტყა. სოსო გაოცებული შეტორტმანდა. თავში მაშინვე დაუარა საშინელმა ტკივილის გრძნობამ და სანამ გონებას დაკარგავდა, მანამდე აღმოჩნდა იატაკზე გართხმული.
-ყოჩაღ, მშვენიერი დარტყმა იყო, - შეაქო ქალის ხმამ ახალგაზრდა გოგონა და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ძირს დაცემულ კაცს.
სოსო გაბრუებული იწვა იატაკზე და დიდი ძალისხმევით ცდილობდა გონება არ დაეკარგა და მოახლოებულ სიბნელეს არ დანებებოდა. გამოსახულება უკვე იდღაბნებოდა, იმასაც გრძნობდა, როგორ მიცურავდნენ მფეთქავი ჭრილობიდან სისხლის წვეთები, მის ყურს, ლოყის ნაწილს, კისერს მიუყვებოდნენ, შემდეგ კი იატაკზე პატარა გუბედ გროვდებოდნენ. ასეთ პოზაში მყოფი ბევრს ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ საუბარს არჩევდა, იმასაც ბუნდოვნად. შემდეგ კი გამოსახულება მთლად გადაითხაპნა, მხოლოდ ქალის საზაფხულო ფეხსაცმელს მოჰკრა თვალი, რომლის თასმებიც კოჭზე არსებულ ყავისფერ ლაქას ნაწილობრივ ფარავდა. ძალიან ნელა წაიღო ხელი იმ ჯიბისკენ, რომელშიც ცოტა ხნის წინ პარკით სამხილი ჩაიდო, მუჭში მძლავრად მოიქცია და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს გათიშვის უფლება.
-გამომადექი კიდეც, - კვლავ გაისმა ქალის ცივი ხმა ოთახში.
-და რა იქნება შემდეგი დავალება? - ღიმილიანი ხმით იკითხა ნათიამ და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ქალისკენ.
-ოოო, ძვირფასო, შემდეგი დავალება აღარ იქნება, - ცივ ხმას თითქოს სითბო შეჰპარვოდაო, - მაგრამ ახლა აღარ მჭირდები. სრულიად საკმარისია ის, რაც ჩემთვის გააკეთე. აქედან უკვე ჩემით მივხედავ საქმეს.
შემდეგ კი ოთახი გასროლის მჭახე ხმამ გაკვეთა და სოსოს გვერდით კიდევ ერთი სხეული დაეცა.
-აი, შენ კი, - ქალმა ახლა კაცს დახედა და მისკენ დაიხარა, - ცხვირს იქ ყოფ, რაც არ გეხება და შენი საქმე არაა. არაფერს გერჩი, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია.
ქალმა თმა ზურგს უკან გადაიყარა, მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ იარაღს დააკვირდა. შემდეგ უემოციოდ აიჩეჩა მხრები და იარაღი მის წინ დაცემულ, გათიშულ კაცს დაუმიზნა. ოთახში ჰაერი კვლავ გაჰკვეთა იარაღის გამაყრუებელმა ხმამ. კაცის სხეული ოდნავ შეტოკდა, თითქოს ჰაერში შეხტაო, მაგრამ მალევე დაუბრუნდა საწყის პოზიციას. შემდეგ კი იატაკის ჭრაჭუნი გაისმა, კარი ნაზად დაიხურა და სიჩუმემ დაისადგურა.
***
როცა პაატა გამოფხიზლდა, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. კაცს ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა და ბოლოს რაც იგრძნო, თავში ჩარტყმა იყო. ახლაც მთელი კეფა უგუგუნებდა და ორიენტირებაც უჭირდა, მაგრამ მაშინვე მოისაზრა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა და სასწრაფოდ საკუთარი მობილურის ძებნა დაიწყო. აუცილებლად უნდა შეეტყობინებინა ეს ამბავი ონიანისთვის და სასწრაფოც გამოეძახებინა. ხელის კანკალით აკრიფა ირაკლის ნომერი და ზუმერის გასვლის შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა. კაცმა მალევე უპასუხა.
-გისმენ, პაატა. სად ხართ ამდენ ხანს? რატომ შეყოვნდით?
-ბატონო ირაკლი, თავს დაგვესხნენ.
-რაა? როგორ? რა მოხდა?
პაატას ახსნა უნდა დაეწყო, როდესაც იქვე დაცემული ახალგაზრდის სხეულს დახედა და გული გადაუქანდა. ბიჭს თავი გასტეხვოდა და უკვე შედედებული სისხლით მთელი კეფა მოსთხვროდა, მაგრამ უფრო დიდი საშინელება წინ ელოდა. ყურის ძირიდან მეორე ყურის ძირამდე ყელი გადახსნილი და მთლად გაგლეჯილი ჰქონდა.
-სასწრაფო დახმარება გვჭირდება, თანაც ახლავე! - მაშინვე ჩაჰყვირა კაცმა, - აქ ერთ-ერთი სტუდენტი მკვდარია, ახლა დანარჩენებს შევამოწმებ.
-პაატა, ხაზზე დარჩი. მითხარი სად ხართ!
-დანაშაულის ადგილას.
შემდეგ კი ყურმილი დაკიდა და სახლის კარი შეაღო. წინ გაშვერილი იარაღით გაიარა ჰოლი და თავი მისაღებ ოთახში ამოყო. იქ სადაც რამდენიმე კვირის წინ ტრაგიკული მოვლენები განვითარდა და ახლაც რაღაც მხრივ, გამეორდა. იატაკზე მაშინვე შენიშნა სოსოც და მისი მეორე რეზიდენტიც. სწრაფად მოათვალიერა იქაურობა, დარწმუნდა რა, რომ სრულიად მარტო იყო ოთახში, მაშინვე იატაკზე მწოლიარეებს მივარდა და ორივეს პულსი შეუმოწმა. გოგონას გვამი უკვე გაციებას იწყებდა, აი, სოსო კი ჯერ კიდევ მძიმედ, მაგრამ მაინც სუნთქავდა და მისი პულსიც სუსტად, მაგრამ მაინც ისინჯებოდა. კაცს მარჯვენა ყურის ზემოთ გარეთ მწოლიარე ბიჭივით და თავად პაატასავით დარტყმის კვალი ეტყობოდა. გოგოს კი ხელში მაგრად ჩაებღუჯა ის ტოტი, რომლითაც მას ამდენი ადამიანის გათიშვა მოეხერხებინა. პაატა დააკვირდა თუ სად ჰქონდა ნასროლი სოსოს, შემდეგ კი სამზარეულოში ნაპოვნი პირასხოცით ეცადა ჭრილობიდან წამოსული სისხლის შეჩერებას.
„მიდით, ბატონო სოსო, არ დანებდეთ!“ - ფიქრობდა კაცი, თავის საშინელ ტკივილსა და გუგუგნს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა და მხოლოდ ჭრილობაზე აჭერდა ნაჭერს. რომ გეკითხათ, ალბათ, მთელი საუკუნე გავიდა, სანამ ოთახში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანამშრომლები შემოცვივდნენ. ნაწილი განაწილდა და სახლი დაათვალიერა, ნაწილმა კი მაშინვე მათთან მიირბინა და გასინჯვა დაუწყეს. სოსო სულ რამდენიმე წამში უკვე საკაცეზე ეწვინათ და მანქანისკენ მიაქანებდნენ. თავად პაატაც გასინჯეს, თავი გადაუხვიეს და გამაყუჩებელიც დაალევინეს. შემდეგ კი მასთან ონიანი მივიდა და ყველაფერი გამოჰკითხა.
„რა ჯანდაბა ხდება?“ - თავის თავს ჰკითხა ირაკლიმ, როცა პაატას გამოკითხვას მორჩა და კაცი სახლში გაუშვა.
***
-სალომე, - ტელეფონიდან გაისმა ეკატერინეს გაღიზიანებული ხმა, - ყავა შემომიტანე!
გოგოც სასწრაფო წესით წამოხტა ფეხზე და იქვე დადგმული ყავის მადუღარასაკენ აიღო გეზი. უკვე კარგად შეღამებულიყო, სალომეს კი მაინც ოფისში ჯდომა უწევდა.
-ეს სულ ასეთია? - კატოს გაღიზიანებული ხმის გაგონებისას დასვა შეკითხვა ლიფტიდან ახლახან გამოსულმა ირაკლიმ და მისი გამოჩენით სახეზე ფერებგადასულ ქალს გაუღიმა.
-ყოველთვის არა. უბრალოდ, დღეს დილიდან რაღაც ცუდ ხასიათზეა. ყველა დაცოფა.
სალომე თან ლაპარაკობდა და თან ცდილობდა მალე ჩამოესხა მდუღარე სითხე ჭიქაში და ლამის თავადაც დაიფუფქა.
-მოიცადე, - ქალის კაბინეტისკენ წასული გზაში გააჩერა, - ამ დროს შენ აქ უნდა იყო?
-მიწევს, - მხრები აიჩეჩა სალომემ, - სანამ ქალბატონი ეკატერინე სახლში არ წავა, ვერც მე წავალ. რა იცით, რა დასჭირდება, - ბედს შეგუებულივით თქვა და ჩხირით შაქრის გახსნა დაიწყო.
-მომეცი, მე შევუტან და შენ შეგიძლია სახლში წახვიდე, - გაუღიმა ირაკლიმ და ჭიქა ხელებიდან ფრთხილად აართვა.
-არა, მაგას ვერ ვიზამ. სამსახურიდან დამითხოვს, - თავი გააქნია ქალმა.
-დამშვიდდი, - თბილად გაიღიმა ონიანმა, - მაგას მე მივხედავ. შეგიძლია წახვიდე და გპირდები, სამსახურიდანაც არავინ დაგითხოვს.
-მადლობა, - სიხარულით წავიდა ქალი თავისი მაგიდისკენ და ჩანთას დაავლო ხელი, - ჩემი ქმარი ალბათ ხმასაც აღარ გამცემს დღესაც ასე გვიან რომ მივალ სახლში.
ირაკლიმ ღიმილიანი მზერით მიაცილა სალომე ლიფტამდე და როცა ქალის სხეული მთლად გაუჩინარდა კარებებს მიღმა, კატოს ყავა ხელში უკეთესად დაიკავა და კაბინეტისკენ წავიდა. რამდენჯერმე ფრთხილად დააკაკუნა კარზე და პასუხს დაელოდა.
-შემოდი! - ოთახიდან გაბრაზებული ხმა გაიგო და სქელი კარები შეხსნა.
-შენ რაღა გჭირს, სალომე? უფრო ნელა ვეღარ მოამზადე ყავა? დღეს ყველანი ჩემს ნერვებზე სათამაშოდ იქცევით ასე? - ფურცლებიდან თავი არ ამოუწევია, ისე დატუქსა მოადგილე, - არა, ამდენი საქმე უკვე ზედმეტია. აუცილებლად დავითს უნდა დავურეკო. მალე ჩამოვიდეს მივლინებიდან. დახმარება მჭირდება.
მხოლოდ მას შემდეგ ინება თავის აწევა, როცა შეამჩნია, რომ ფინჯანი რატომღაც სალომეს ნაცვლად მამაკაცის ხელმა დაუდგა წინ და მის მაგიდას ზურგით მიყრდნობილი გვერდით გაუჩერდა.
-შენ აქ რას აკეთებ? სადაა სალომე? - გაოცებულმა ჰკითხა და ახედა.
-სახლში გავუშვი, - უდარდელად ამოილაპარაკა კაცმა.
-რა უფლებით? - წამოიძახა ქალმა და უარესად მოეშალა ნერვები, - საერთოდ რა გესაქმება ჩემს მდივანთან? სხვა საქმე არ გაქვს? რა გინდა აქ? - მიაყარა კატომ და ყავა მოსვა, - ოხ, სალომე, მეტი მწარე ვეღარ გააკეთე?
-შაქარს გახსნას თუ დააცდი, არ იქნება მწარე და შეეშვი სალომეს. სხვათა შორის, მასაც ჰყავს ოჯახი, რომელიც სახლში ელოდება.
-მე ხელფასს მუშაობაში ვუხდი და არა სახლში ჯდომაში. შენ კი მაინც არ მპასუხობ. აქ რას აკეთებთ, ბატონო გამომძიებელო?
-შენს დასამშვიდებლად და აქედან გასაყვანად მოვედი.
-მეხუმრები, არა? სიმართლე მითხარი, რისთვის ხარ აქ?
-აი, ამისთვის, - გაიღიმა ირაკლიმ, მისკენ გადაიწია, ხელები წელზე შემოხვია, სწრაფი მოძრაობით თავის წინ დააყენა და ტუჩებზე აკოცა.
ქალი თავიდან გაკვირვებული ახამხამებდა თვალებს, მერე კი სიამოვნებისგან თვალები მინაბა და თავადაც აჰყვა კაცს კოცნაში.
-შენი ამ ხერხით დამშვიდება, დატკბობა და გაჩუმება თუ შეიძლებოდა, აქამდე არ ვიცოდი. ამის მერე, ხშირად გამოვიყენებ ხოლმე ამ ხერხს, - ღიმილით უთხრა ქალს და კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში.
ეკატერინეც თითქოს მთელი დღის სტრესისა და დაძაბულობისგან გათავისუფლდაო, ღიმილით მიეხუტა კაცის მკერდს, ხელები მძლავრად მოხვია და თავი გულზე მიადო.
-არ მეტყვი, რატომ იყავი ცუდ ხასიათზე? - დაბალი ხმით ჰკითხა ონიანმა და ქალის თმაში თითებით თამაში განაგრძო.
-საავადმყოფოში დავრეკე. სიახლე არაფერია დედაზე, - ამოოხვრას თან სიტყვები ამოაყოლა, - აქ კიდევ ყველაფერი თავზე მაყრია. ზოგჯერ მგონია, რომ მხოლოდ მე ვმუშაობ და დანარჩენებს ტყუილად ვუხდი ფულს.
-ხომ იცი, რომ მასე არაა?
-ვიცი, ხო, ვიცი, მაგრამ მაინც მეშლება ნერვები.
-ხო, სალომემ მითხრა, რომ დღეს ყველა დაცოფე, - ღიმილით თქვა კაცმა, - მართლა, სამსახურიდან ხომ არ გაუშვებ ჩემ გამო? - ოდნავ წინ წამოსწია ქალი და თვალებში ჩახედა.
-ნუ სულელობ. მისნაირ მეორე ასისტენტს და მდივანს მერე სადღა ვიპოვი? თან შენც ასეთი მნიშვნელოვანი საქმე გქონდა, - მანაც ჩაიღიმა და კვლავ მამაკაცის მკერდს დაუბრუნდა.
ცოტა ხანს ასე იდგნენ, შემდეგ კი ირაკლიმ ამოიოხრა და ქალს მოსცილდა.
-რამე მოხდა? - გაიოცა ეკატერინემ და კაცს გახედა, რომელიც ოთახის ბოლოში მდგარ დივანზე მოკალათებულიყო.
-კი. დღეს რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს თავს დაესხნენ ლაშას სახლში. აქედან ორი მკვდარია. სოსოს რეზიდენტები იყვნენ.
ქალს შიში, შეძრწუნება და გაოცება ერთდროულად გამოესახა სახეზე, მაშინვე ონიანისკენ წავიდა, გვერდით ჩამოუჯდა და ხელები მაგრად მოჰხვია.
-ძალიან ვწუხვარ, ირაკლი, - ჩუმი ხმით უთხრა და თავი მხარზე ჩამოადო.
-მე კიდევ, ჯერაც ვერ გავარკვიე ვინ ჯანდაბაა მკვლელი! - თითქმის იყვირა კაცმა, - და რა უნდა ვუთხრა მოკლულების ოჯახებს?
-ყველაფერს გაარკვევ. მე მჯერა შენი, - ღიმილით უთხრა ქალმა და ონინისკენ საკოცნელად გაიწია.
კაცი არ მოელოდა ამას, ამიტომაც დივანზე ზურგით გაწოლილი აღმოჩნდა, კატო კი მასზე გართხმული, რომელიც ნაზად კოცნიდა. აზრზე მოვიდა თუ არა, მაშინვე თავადაც აჰყვა, ხელები მძლავრად შემოხვია ქალის წვრილ წელს და თავისკენ მიიზიდა. მოულოდნელად კატო თავისი ინიციატივით მოსწყდა ირაკლის ბაგეებს, ტანსაცმელი შეისწორა და კაცსაც ანიშნა, რომ წამომდგარიყო.
-შენობის ყველა სართულს დაცვა ყოველ ნახევრ საათში ერთხელ ამოწმებს, - სიტუაცია აუხსნა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
კატო თავისი მაგიდისკენ წავიდა, საბუთები ერთად მოაგროვა, შემდეგ სეიფში ჩაკეტა, ჩანთა აიღო და ირაკლისკენ გაღიმებული წავიდა.
-წამოდი, წავიდეთ, - ხელი გაუწოდა და სწორედ ამ დროს დაბარებულივით შემოვიდა ოთახში დაცვაც.
-ქალბატონო ეკატერინე, თქვენ კიდევ აქ ხართ? - შეიცხადა კაცმა.
-ახლა მივდიოდი ზუსტად. შეგიძლია, ეს სართულიც ჩაკეტო, - გაეპასუხა და ონიანთან ერთად ლიფტისკენ წავიდა.
კაბინაში თითქოს მათ გარშემო ჰაერიც კი დაიმუხტა. ერთმანეთს მხოლოდ მხრებით ეხებოდნენ, მაგრამ მაინც დაძაბულები იდგნენ და ჰაერს ხარბად ისრუტავდნენ. კარის წკარუნით გაღებისთანავე ორივე მოეშვა და ავტოსადგომზე გაჩერებული ეკატერინეს მანქანისკენ წავიდნენ. მხოლოდ გზაზე გასვლის შემდეგ ამოიღო ირაკლიმ ხმა.
-კატო, ეს შენი სახლის გზა არაა.
-ვიცი, - თავი თანხმობის ნიშნად დააქნია ქალმა, - უბრალოდ, იმ სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. მეშინია ირაკლი, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიქნები და მეც მომაკითხავენ. ამიტომაც ცოტა ხნით ბინა ვიქირავე და იქ გადავედი.
-დამშვიდდი. არაფერი მოხდება. არ დავუშვებ, რაიმე შეგემთხვას, - ხელზე ხელი მოუჭირა და გაუღიმა, - მართლა, შენი ბოთა როგორაა? - სახელის წარმოთქმაზე კვლავ გაეცინა კაცს.
-ნუ დასცინი-მეთქი შენ ჩემს ლეკვს, - მაშინვე გაუწყრა ქალი.
-შენს ლეკვს არ დავცინი მე, უბრალოდ მის სახელზე მეცინება, - უპასუხა და კვლავ ჩაიფხუკუნა.
-ირაკლი!
-კარგი, ხო, კარგი, - ხელები დანებების ნიშნად ასწია კაცმა, - ვეცდები აღარ გავიცინო. როგორაა შენი ბოთა?
-უკეთესად. ვეტერინარმა მითხრა, ორშაბათს შეგეძლება წაყვანა, მაგრამ სპეციალური კვება დასჭირდება და წამლებიო.
დანარჩენი გზა უხმოდ გალიეს. ეკატერინემ ერთ-ერთ მაღალ კორპუსთან გააჩერა მანქანა და ორივენი ნელა გადმოვიდნენ. ამჯერადაც მოუწიათ ლიფტში შესვლა, ოღონდ კატოს სამსახურის ლიფტისგან განსხვავებით, ეს ყავისფერი და უფრო მეტად მოძველებული იყო.
-ხურდა ხომ არ გაქვს? - ჰკითხა ონიანს და თავადაც მოიჩხრიკა ჯიბეები.
-მგონი, სადღაც უნდა მეყაროს, - თქვა, შემდეგ კი ღიმილით ამოიღო ათთეთრიანი და ჩააგდო, - აბა, მერამდენე სართული, ქალბატონო?
-მეშვიდე, - ღიმილითვე უპასუხა ქალმა და კაცის მკლავებს შორის გამომწყვდეული აღმოჩნდა, როცა ონიანმა ღილაკს თითი მიაჭირა.
ორივემ კვლავ იგრძნეს თუ როგორ დაიმუხტა ჰაერი მათ გარშემო, მაგრამ ამჯერად არც ერთს აღარ შეუკავებია თავი. ირაკლიმ სულ ოდნავ დახარა თავი და მაშინვე ქალის ბაგეებს ჩააფრინდა. ეკატერინეც აჰყვა კოცნაში და ისე უცებ გაიღო ლიფტის კარიც, რომ ვერც ერთმა ვერ შენიშნა. ბოლოს, კატომ როგორღაც მოახერხა, მინაბული თვალები გაახილა და როგორც კი საკუთარი სართული დალანდა, მაშინვე ჩამოსცილდა კაცს.
-სად გამექეცი? - ბუზღუნით უკან მიჰყვა ონიანიც და ქალს ზურგიდან ამოუდგა, რომელიც საკუთარი ბინის კარის გაღებას ცდილობდა.
-გთხოვთ, ჩემს საბრძანებელში, - ბევრი წვალების შემდეგ, როგორღაც მოახერხა, გასაღები მოარგო და კარებიც შეხსნა.
ონიანმა შუქის ანთებაც კი არ დააცადა, კარი მიხურა თუ არა, მაშინვე მოიმწყვდია ქალი კედელთან და მის ტუჩებს დააცხრა. კატოც არ იყო წინააღმდეგი, პირიქით, ისიც აჰყვა კოცნაში და სულ მალე, ზედატანშემოძარცვული ახურებული სხეულით გრილ კედელს აეკრო. სიგრილე სასიამოვნოდ მოედო ქალის ტანს და სიამოვნებისგან აცახცახებული მისწვდა კაცის ბაგეებს. არც თავად ჩამორჩენია ირაკლის და მაშინვე დაუწყო პერანგის ღილების შეხსნა. ონიანმა კი ამასობაში ქვედაკაბაც შემოაძარცვა და მხოლოდ საცვლების, ბარძაყებამდე შავი წინდებისა და მაღალქუსლა ფეხსაცმლის ამარა ქალი ვნებამორეული მზერით შეათვალიერა.
-ოდესმე შენთვის უთქვამთ, რომ უსექსუალურესი და ულამაზესი ქალი ხარ? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა და ხელი ქალის სხეულზე აასრიალა.
-ძალიან ბევრს, მაგრამ არც ერთს ვუნახივარ ასეთ ფორმაში, - გაეპასუხა ქალი, როგორც იქნა ბოლო ღილიც შეუხსნა პერანგზე და მხრებისაკენ გადაქაჩა ნაჭერი.
ონიანმა მხოლოდ ჩაიცინა, გახურებული ტუჩები ქალის შავ ბიუსჰალტერში გამომწყვდეულ და იქიდან ლამაზად მომზირალ მკერდს დააწება და ცალი ხელით დოგმა შესაკრავს დაეჯაჯგურა. სულ მალე ქალი ზედა საცვლის გარეშე დარჩა, კაცმა კი მუცელზე შემოისვა, მის ტუჩებს დასწვდა და ხელის ფათურით გაიკვლია გზა საძინებლისკენ.
-მაქეთ არა, მარჯვნივ, - სიცილით უთხრა, როცა ონიანმა სააბაზანოს კარი გამოაღო და ტუჩები კაცის ყელზე ჩააცოცა.
საწოლზე სრულიად შიშვლები დაეცნენ. ვნებამორეულები ჰკოცნიდნენ ერთმანეთს და თითქოს ვერ ძღებოდნენ. უფრო და უფრო მეტი უნდოდათ. ონიანმა ტუჩები ჯერ ქალის ყელზე, შემდეგ ვნებისგან დაბერილ კერტებზე ჩააცოცა და ენის წვერით წაეთამაშა მათ. შემდეგ კი ნელა ჩააცურა ხელი ქვემოთ ისე, რომ ქალის ბაგეებისთვის თავი არ დაუნებებია და წრიული მოძრაობებით დაუწყო ფერება. მერე კი ძლიერი ბიძგით შეაერთა სხეულები და იგრძნო, როგორ ჩააფრინდა მის ბეჭებს ქალი ფრჩხილებით. ყოველი შემდეგი ბიძგი ოთახში ნელ-ნელა ქალის უფრო და უფრო ხმამაღალ წამოკვნესებად იშლებოდა და ონიანს სასიამოვნო ჰანგებად ჩაესმოდა ყურში. ცოტა ხანში ბიძგებმა იკლო, ბოლოს კი საერთოდ შეწყდა, კაცი კი კატოსთან ერთად სიამოვნების ზენიტში მყოფი მხოლოდ საყვარელი ქალის მასზე მჭიდროდ შემოხვეულ სხეულს გრძნობდა. ონიანი ძალაგამოცლილი მოეხვია ქალს და მთელი თავისი სიმძიმით კინაღამ მატრასში ჩაფლო. ეს სიმძიმეც კი სასიამოვნოდ ეჩვენებოდა კატოს. უფრო ძლიერად უჭერდა ხელებს მასზე მოქცეულ მამაკაცს და იმ მომენტის დროში გაყინვა სურდა.
***
კაცის მკერდზე მოკალათებულმა კვლავ რაღაც ფიგურების ხატვა განაგრძო თითებით და გაეღიმა, როცა წელზე შემოხვეული ხელის დაჭიმვა იგრძნო.
-რატომ არ გძინავს? - დაბოხებული ხმით ჰკითხა ირაკლიმ და ჯერ კიდევ გარეთ ჩამოწოლილ სიბნელეს გახედა.
-ვერ დავიძინე, - მხრები აიჩეჩა ქალმა და კვლავ ფიგურების ხაზვა განაგრძო.
-ჰმ... - ფიქრიანი მზერა სტყორცნა მასზე აწებებულ ქალს და ჭინკებათამაშებული თვალებით ეშმაკურად ჩაიცინა, - როგორც ჩანს, ძალა საერთოდ ვერ გამოგაცალე.
შემდეგ კი ორივე ხელი მაგრად ჩაავლო თეძოებში, გაოცებული ქალი თავის სხეულზე გადაიწვინა, ტუჩებზე მომთხოვნად დაეწაფა და სხეულები კვლავ შეაერთა.
***
თითქმის შუადღე მოღწეულიყო, როცა კატო ჟრუანტელმა გამოაღვიძა. ქალი მუცელზე იწვა, ხელები ბალიშისთვის შემოეხვია, ხოლო ზეწრები მხოლოდ საჯდომს უფარავდა. ონიანი კი თავის მოუსვენარ ტუჩებს ქალის ხელხემალზე დააცოცებდა. კაცი კისრიდან მოჰყვებოდა და ძალიან ნელა და მტანჯველი აუჩქარებლობით ჰკოცნიდა ქალის თითოეულ მალას. ეკატერინემ ვეღარ მოითმინა, ღიმილით გადაბრუნდა და კაცის წინ მოშიშვლებული მკერდით დაწვა.
-დილა მშვიდობისა, - ძილისაგან დაბოხებული ხმით მიესალმა კაცი და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
-უფრო სწორად, - ქალმა ტუმბოზე დადებულ საათს შეხედა და ირაკლის გაუღიმა, - შუადღე მშვიდობისა. აქამდე ცხოვრებაში არ მძინებია ამდენ ხანს, - მთქნარებით ამოილაპარაკა და ჟელესავით მოდუნებული სხეული გაამოძრავა.
-სად მიდიხარ? - საწოლიდან წამომდგარი ქალის დანახვა გააპროტესტა ონიანმა, რომელსაც იქვე მიფენილი ხალათის შემოცმა მოესწრო შიშველ სხეულზე, მკლავზე ხელი მოავლო და თავისკენ დაქაჩა.
-სამზარეულოში.
-და უფლება მოგცა ვინმემ? - ღიმილით ჩაეკითხა კაცი და ამჯერად ყელში აკოცა.
-მშია, ირაკლი, - სიცილით თქვა და კაცის მკლავებისგან თავის დახსნა სცადა, რომელსაც ხალათის ქამრის გახსნა უკვე მოესწრო.
-კარგი რა, ირაკლი, - საყვარლად ამოიბუზღუნა ქალმა, - დღეს ხომ შაბათია. არც მე და არც შენ საქმე არ გვაქვს. სად გაგექცევი?
-რომც გინდოდეს, გაქცევის უფლებას მაინც არ მოგცემ, - ღიმილით დაუკოცნა უკვე მოშიშვლებული მხრები, შემდეგ კი თავადაც წამოდგა, ოთახის ბოლოში მიგდებულ შარვალს დასწვდა და სწრაფად ამოიცვა.
ეკატერინე უკვე კარიდან გადიოდა, როცა ონიანი ზურგიდან ამოუდგა, ხელები მუცელზე შემოხვია, თავი მხარზე ჩამოადო და ასე გააგრძელეს გზა სამზარეულოსკენ.

თავი 11
-ჩემს წარსულზე მინდა მოგიყვე, - ამოიოხრა უეცრად ქალმა და ონიანის მუხლებიდან თავი ასწია.
კაცმა გაკვირვებულმა დახედა, შემდეგ კი პულტით ტელევიზორში ჩართული ფილმი დააპაუზა და ეკატერინესკენ მთელი ტანით მიტრიალდა.
-კატო, ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული?
-ვიცი, მაგრამ თუ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, მინდა ჩემზე ყველაფერი იცოდე.
არადა სულ რამდენიმე წუთის წინ მშვენიერ ხასიათზე იყვნენ. ფილმის ყურებაც კი გადაწყვიტეს და ქალმა ონიანის მუხლებზეც კარგად მოიკალათა. კაცი კი თავზე ნაზად უსვამდა ხელს და მის თმებში თითებს ასრიალებდა.
-ლაშა მამაჩემის ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი. მაშინ ხელი ახალი მოწერილი ჰქონდათ ბიზნეს შეთანხმებაზე, - დაიწყო ქალმა და მუხლებზე დადებულ საკუთარ ხელებს დახედა, - მაშინ ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი. შემდეგ ჩვენთან ხშირად უწევდა მოსვლა და ასე დავახლოვდით. სექტემბერში კი გამომიცხადა მიყვარხარ და ცოლად უნდა გამომყვეო. თავიდან არ ვაპირებდი. მართალია, მეც მქონდა მის მიმართ გრძნობები და მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ სწავლა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და უარი ვუთხარი. თავიდან თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივ ვაგრძელებდით შეხვედრებს, ლექციების შემდეგ მხვდებოდა და ხან სახლში მაცილებდა, ხანაც კაფეში ვისხედით და ვლაპარაკობდით ხოლმე. პირველი სემესტრის ბოლო გამოცდიდან რომ გამოვედი, გარეთ მელოდებოდა. როცა გაიგო, რომ ჩავაბარე და ცოტა ხნით თავისუფალი ვიყავი, მაშინვე აღნიშვნა გადავწყვიტეთ. იმ დღეს უკვე ჩემი მშობლების თანდასწრებითაც მთხოვა ცოლობა. ხოდა მეც ვეღარაფერს გავხდი და დავთანხმდი. ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღეში კი ჩემმა მშობლებმა საჩუქარი გამიკეთეს და ერთმანეთს დაშორდნენ. ერთი ერთ საყვარელთან წავიდა, ხოლო მეორე - მეორესთან. მეორე სემესტრის დაწყებისას უკვე გათხოვილი ქალი მერქვა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. შესანიშნავი ურთიერთობაც კი გვქონდა, საერთოდ არაფერზე ვჩხუბობდით. პატარა წალაპარაკება რაა, წალაპარაკებაც კი არ გვქონია. მაგრამ მერე ყველაფერი აირია, - კატომ ჩაიღიმა და თითები ერთმანეთში ახლართა, - ბიჭს შევხვდი. შემთხვევით აკადემიის ეზოში დავეჯახე, როცა გარეთ გამოვდიოდი და კიბეებიდან დაგორებისგან მიხსნა.
ონიანმა შუბლი შეჭმუხნა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მაგრამ ქალისთვის მოყოლაში ხელი არ შეუშლია.
-მე კი გულაჩქარებული ვიდექი მასზე აკრული და ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმ ბიჭის ჩემს წელზე მოხვეული ხელისა, რომლის სითბოც თითქოს ტანსაცმლის შიგნით ატანდა და სხეულს მიწვავდა. ბიჭმა მხოლოდ გამიღიმა, ფრთხილად იყავიო მითხრა და გამცილდა. მე კი მადლობის გადახდაც ვერ მოვახერხე. იმ დღეს ლაშამ პირველად მოიყვანა ჩვენთან სახლში სტუმრები და ინა გამაცნო, - მწარედ ჩაიცინა ქალმა, - მე კი, გონებაში სულ ერთი და იმავე კადრს ვხედავდი. როგორ მიხსნა უცნობმა ბიჭმა კიბეზე დაგორებისგან და მთელი საღამო გონებაგაფანტული ვიჯექი. მეორე დღეს, ჩემი კურსელისგან გავიგე მისი ვინაობა. ის უკვე დამამთავრებელ კურსზე იყო, ჩვენ კი - პირველკურსელები. იმ შემთხვევის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემთხვევით თვალს მოვკრავდი ხოლმე დერეფნებში და მისკენ თითქოს რაღაც ამოუცნობი მიზიდულობის ძალას მივყავდი. უკვე მეორე სემესტის ბოლოს იმდენად მეპარებოდა საკუთარ თავში ეჭვი, რომ ლაშა მიყვარდა, მასთან ახლო ურთიერთობაზეც კი სხვადასხვა მიზეზით უარს ვამბობდი. სწორედ მაშინ ვიჩხუბეთ პირველად და იმხელა ხმაზე მიღრიალა, ლამის გული გამისკდა. მერე კი, სახლის კარი გაიჯახუნა და მთელი 2 დღე სახლში არ მოსულა, - ქალმა ხმა ჩახველებით ჩაიწმინდა, მხოლოდ წამით მოჰკრა ადგილზე გახევებულ და სმენად ქცეულ ონიანს თვალი და ისევ გააგრძელა, - ივნისი იწურებოდა, მე კი გამოცდები ჯერ კიდევ არ მქონდა სრულად ჩაბარებული. ჩემს და ლაშას შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. ცოტა ხანს სხვადასხვა ოთახებშიც კი გვეძინა. მერე კი დამამთვრებელი კურსის წვეულება გაიმართა. ლაშა წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა, რომ წავსულიყავი. ჩემმა კურსელმა კი სულ ძალით წამათრია. სწორედ იმ დღეს, ვაკოცე იმ უფროსკურსელს, რომელმაც კიბეზე დაგორებისგან მიხსნა.
-მოიცადე, ანუ შენ იყავი ის გოგო? - ხმა ძლივს ამოიღო ირაკლიმ.
-კი, - თავი დაუქნია ქალმაც.
-აი, საიდან მეცნობოდი. ვიცოდი, რომ ადრე სადღაც მყავდი ნანახი, ლიზიკომ კიდევ - გაზეთებიდანო, აიჩემა.
-გაზეთებიც შეიძლება, ტელევიზიაც, მაგრამ შენი დამამთავრებელი წვეულების შემდეგ - არასდროს. სახლში რომ დავბრუნდი, ლაშა ნასვამი დამხვდა. ისევ ვიკამათეთ. მე მასთან დაწოლა არ მიდოდა, რადგან იმ კოცნის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ლაშას მიმართ გრძნობა მხოლოდ აცერცეტებული 18 წლის გოგოს მიზიდულობა იყო კაცის მიმართ და მეტი არაფერი. თანაც მაშინ მისი ყურადღება მომწონდა და მიხაროდა. მახსოვს, როგორ ვაქციე ზურგი და კიბეებზე დავიწყე ასვლა, როცა ლაშამ თავისკენ დამქაჩა და ძალით მაკოცა. მერე კი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც მომიწია მასთან დაწოლა, - ქალმა თვალზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ფანჯარას გახედა, - ვიცი, არც ფრთიანი და არც უფრთო ანგელოზი არასდროს ვყოფილვარ და ვიცი, რომ დავაშავე, როცა შენ გაკოცე, როცა ქმარი მყავდა, მაგრამ თავი ვეღარ მოვთოკე. მერე კი ზაფხულში ლაშას წყნეთის სახლში წავედით. აბა, თუ გამოიცნობ, ვინ აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი? რა თქმა უნდა, ინა. იმ ბოლო დღეებში თავს რაღაც ვერ ვგრძნობდი კარგად და ექიმთანაც წავედი. მგონი, იმ დღეს ვიყავი ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედურიც. ორსულად ვიყავი, თანაც 1 თვის და მართლა ერთი სული მქონდა, როდის ვეტყოდი ამ ამბავს ლაშას. გადაწყვეტილებაც კი მქონდა მიღებული, რომ დამევიწყებინა ყველაფერი და კიდევ ერთხელ მეცადა. სახლში მისულს პირველი სართული ცარიელი დამხვდა, არადა ლაშას მანქანა გარეთ ეყენა. მეც კიბეებს ბედნიერი ავუყევი. ჩვენი საძინებლის კარი ღია დამხვდა და შიგნით შესულს ლაშაზე გადამჯდარი მთლად შიშველი ინა დამხვდა. ვიცი, გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ას საერთოდ ჩუმდებიანო, მაგრამ არ შემიძლია. ლაშაზე მე კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვი! იმ ორს ჩვენს საწოლში ურცხვად სექსი ჰქონდათ, მე კი გაშეშებული ვიდექი და ვერ მომეფიქრებინა, რა უნდა გამეკეთებინა. ღებინებამ შემომიტია და პირზე ხელაფარებული გავვარდი. სამწუხაროდ, ფეხი იქვე მდგარ ლამფას გავკარი და ხმაურიც გამოვიწვიე. ორივემ მაშინვე ჩემკენ გამოიხედა და გაოცებულები წამოცვივდნენ. ლაშასთვის ისტერიკის მოწყობას ვაპირებდი და დავიწყე კიდეც, მაგრამ ხელი გამარტყა და მიყვირა, იქნებ დაფიქრდე და მიხვდე, რომ ეს შენ გამოიწვიეო. გარტყმული იმდენად არ მტკენია, რამდენადაც თავმოყვარეობა შემელახა და მაშინვე უხმოდ გავეცალე, მაგრამ უკვე გიჟს ჰგავდა და აღარ გაჩერებულა. უკნიდან თმით დამქაჩა და ამჯერად იმდენად მწარედ გამარტყა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, იქვე მდგარ მაგიდას მუცლით დავეჯახე და ძირს დავვარდი. გონზე საავადმყოფოში მოვედი, თავზე კი მამაჩემი მედგა. მერე კი სწორედ იმავე დღეს დავკარგე შვილი, რა დღესაც მისი არსებობის შესახებ გავიგე. ლაშასთვის ბავშვის შესახებ საერთოდ არაფერი მითქვამს, ექიმებიც გავაფრთხილე და მამაჩემს ვთხოვე, განქორწინების საბუთების მომზადება ეთხოვა თავისი ადვოკატისთვის. მიზეზად კი მისი ღალატი დავუსახელე. იმ დღის შემდეგ ლაშა მხოლოდ ერთხელ ვნახე, ისიც სასამართლოში, როცა განქორწინების საბუთებს ხელს ვაწერდით.
-კატო, კატო, - ამოილუღლუღა კაცმა და ქალი მკლავებში მოიქცია.
-ღმერთო, ირაკლი, იცი, როგორ მინდოდა შვილი? მხოლოდ მიწისთხილისოდენა არსება უკვე იმდენად მიყვარდა, როგორც არასდროს არავინ მყვარებია. ვფიქრობდი კიდეც, რომ ყველაფრის გამოსწორებას შევძლებდით მისი გულისთვის, მაგრამ...
-ჩშშშშ... - მიეფერა კაცი და თავზე აკოცა.
ქალმა ლოყებზე ჩამოდენილი ცრემლები შეიწმინდა, მასზე დაჩერებულ კაცს მკრთალად გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
-მგონი, აჯობებს დაფიქრდე, გინდა თუ არა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, მას შემდეგ რაც მოგიყევი.
-კატო, - გააპროტესტა ონიანმა, მაგრამ კატომ თავი გააქნია.
-იფიქრე ირაკლი, - დაუბარა და ოთახში მარტო დატოვა.
***
ვახშმობის შემდეგ ქალი უსიტყვოდ წამოდგა, მაგიდა მიალაგა და ნიჟარაში ჩაწყობილი ჭურჭლის რეცხვას მოჰყვა. მისი მონათხრობის შემდეგ არც ერთი ხმას არ იღებდა და უხმოდ მოძრაოდნენ აქეთ-იქით. ირაკლიმ საავადმყოფოში სოსოს მდგომარეობის გასარკვევად დარეკა, ხოლო კატომ - დედამისის. ორივეს ერთი პასუხი გასცეს, ახლა მხოლოდ უნდა ველოდოთ მათ გამოღვიძებასო.
ქალს თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მოხსნესო, მას შემდეგ რაც ონიანს ყველაფერს მოუყვა. ეგონა, ირაკლი მაშინვე წავიდოდა, როგორც კი კარგად დაფიქრება სთხოვა, მაგრამ გაოცებული დარჩა, როცა მან ფეხიც კი არ მოიცვლა. ახლა კი, ჭურჭლის რეცხვის და კაცის პასუხისთვის ლოდინის გარდა, აღარაფერი დარჩენოდა. იქამდე ხეხა ერთ-ერთი თეფში, სანამ სულ მთლად ბრწყინვა არ დააწყებინა, შემდეგ კი წყალი გადაავლო და იქვე დადო სხვა თეფშებთან ერთად. შემდეგ თეფშსაც დასწვდა და ქაფიანი ღრუბელი მოუსვა კიდეც, როცა იგრძნო თუ როგორ ამოუდგა ზურგს უკან ონიანი და ხელბი მუცელზე შემოხვია.
-იცი, - დაიწყო კაცმა და თან ყელში აკოცა, - დაფიქრება სულაც არ მჭირდება. ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მსურს ურთიერთობის გაგრძელება და ვისთან - არა.
-ირაკლი, - ამოიკრუსუნა ქალმა და თეფში ხელიდან გაუსრიალდა.
-ჩემი პასუხი კვლავაც უცვლელია, კატო, - ქალის ყურთან არ წყვეტდა საუბარს და თან მთელ სხეულზე ეფერებოდა, - თავიდანვე ვიცოდი, რომ უფრთო ანგელოზი არ იქნებოდი, მაგრამ მაინც წამოვიწყე შენთან ურთიერთობა და სულაც არ ვნანობ. როგორც ამბობენ, ყველას აქვს საკუთარი ჩონჩხი კარადაში და მე შენს ჩონჩხთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.
-დარწმუნებული ხარ? - ჩაწყვეტილი ხმით ჰკითხა კაცს და დავარდნილი თეფშის ხელახლა მოხელთება სცადა.
-სრულიად, - ვნებიანი ხმით უპასუხა კაცმა, მხრიდან კაბის სალტე გადაუწია და კოცნების კვალის დატოვება დაუწყო ყელსა და ბეჭზე.
-ირაკლიიი, - კვლავ ამოიკრუსუნა ქალმა და შებრუნება სცადა, მაგრამ კაცმა არ გაუშვა.
-ჩშშშშ... - ვნებიანი ხმით უჩურჩულა ქალს, ყურის ბიბილოზე კბილები მოსდო და უკბინა, - შენ შენს საქმეს მიხედე და დანარჩენი მე მომანდე.
-რა დანარჩენი? - გაიოცა ქალმა და იმწამსვე იგრძნო, როგორ დაიწყო დამოკლება კაბის სიგრძემ, მუცელთან დაუგორგლავდა და კაცს თავისუფლად თარეშის უფლება მისცა.
-ჭურჭელი კატო, - შეახსენა ონიანმა და ხელი ქალის საჯდომს მოსცხო.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კატომ წამოიკივლა.
-რეცხვა გააგრძელე, თორემ კიდევ მიიღებ, - ვნებისგან დაბოხებული ხმით უთხრა და ისევ ყელში აკოცა.
ქალს მთელი ტანი უცახცახებდა, მაგრამ მაინც მოძებნა ღრუბელიცა და თეფშიც და წყლის ჭავლს შეუშვირა. ონიანმა ერთი ჩაიცინა და კვლავ კატოს სხეულის შესწავლას შეუდგა. ეკატერინემ მოულოდნელობისგან წამოიკივლა, როცა კაცის ხელი საცვლის სათავეზე იგრძნო, შემდეგ კი ფხრეწვის ხმა და ძლიერი ბიძგი ერთიანად შეიგრძნო. დაფეთებულმა ძლივს მოასწრო ნიჟარის კიდეზე ხელის ჩაჭიდება წონასწორობის დასაცავად.
-იმედი მაქვს, შენი საყვარელი საცვალი არ ყოფილა, - ქშენით ამოილაპარაკა ირაკლიმ და ყელში უკბინა.
ქალი მთლიანად ონიანს მიესვენა, თავი მის მხარზე გადააგდო და ირაკლის მიერ შექმნილ რიტმს აჰყვა. ვერც კი მიხვდა, როგორ გადააძრო კაცმა თავზე კაბა, შემდეგ კი მისი მკერდი მტკივნეულად ჩაბღუჯა ხელში და სრესა დაუწყო. ეს ტკივილი სასიამოვნოც კი იყო. კატოს მხოლოდ კვნესის ძალაღა შერჩენოდა და ერთიანად მოდუნებული მთლად ონიანს მიენდო.
***
ორშაბათამდე არც ერთს არ დაუტოვებია კატოს ბინა. ერთმანეთით და ერთად ყოფნით ტკბებოდნენ. აი, ორშაბათ დილით კი ეს ყველაფერი შეიცვალა. ორივე მათგანი სამსახურში წასასვლელი იყო.
-ირაკლი, - მანქანიდან გადასვლისას გასძახა ქალმა.
-რამე მოხდა?
-არ დაგავიწყდეს, რომ დღეს საღამოს რესტორანში კორპორაციული წვეულება მაქვს და ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, კარგი?
-დამშვიდდი, იქ ვიქნები და გვერდიდან არ მოგცილდები, - ღიმილით უპასუხა კაცმა, ქალისკენ გადაიხარა, კიდევ ერთხელ აკოცა და ამჯერად ნამდვილად გადავიდა მანქანიდან.
ონიანმა ჯერ პროკურატურაში შეიარა, სოსოს გამოგზავნილ ფაილებს თვალი გადაავლო, რამდენიმე მათგანი ჩანთაშიც ჩაიდო სურათებთან ერთად და ჩქარი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი. ცოტა ხანს გიორგისთან გაჩერდა, სოსოს ამბავიც ჰკითხა, მერე კი კვლავ ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა გზას. ლალი ლაბორატორიიდან სწორედ იმ დროს გამოვიდა, როცა ონიანმა კიბეები ჩაიარა და შემოსასვლელისკენ წავიდა.
-ბატონო ირაკლი, - კი დაიძახა ქალმა, მაგრამ მისი ხმა ქუჩიდან შემოსულმა ხმაურმა ჩაახშო და კაცსაც არაფერი გაუგონია.
-რამე მოხდა, ლალი? - ჰკითხა იქვე მდგარმა გიორგიმ.
-სოსოს ხელში ჩაბღუჯული სამხილის პასუხები მოვიდა და ამის თქმა მინდოდა ირაკლისთვის.
-დამთხვევა გვაქვს? - დაინტერესდა კაცი.
-კი. ლაშას ფრჩხილქვეშ ნაპოვნ ერთ-ერთ ნიმუშს დაემთხვა.
-კარგი. ახლავე დავურეკავ და შევატყობინებ ირაკლის.
***
გიორგის ზარის შემდეგ თითქოს კვლავ გამოჩნდა ის სხივი, რომელიც ყველა სამხილს თუ მკვლელობას ერთმანეთთან აკავშირებდა, მაგრამ ახლა ამაზე საფიქრალად დრო ნამდვილად არ იყო. ონიანი რუსთავში მიდიოდა, ვახტანგ ქავთარაძის სანახავად და დასაკითხად. იქნებ მასთან საუბარს მაინც მოეფინა ნათელი ყველაფრისთვის. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისულმა მანქანა იქვე გააჩერა, საბუთებით ხელში გადმოვიდა და შენობაში შესულმა მაშინვე ადმინისტრაციული ნაწილისკენ აიღო გეზი. ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ დაცვამ ონიანი ერთ-ერთ დიდ დარბაზთან მიაცილა, რომელშიც უამრავი მაგიდა იდგა, ხოლო ამათგან მხოლოდ რამდენიმეს მისჯდომოდა პატიმარი და მისი მნახველი. ირაკლიმ სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას, მალევე შეამჩნია მარტო მჯდომი კაცი და მისკენ წავიდა.
-გამარჯობა, - მიესალმა და წინ ჩამოუჯდა, - მე გამომძიებელი ირაკლი ონიანი ვარ.
-ჰმ, - აგდებით ჩაიცინა კაცმა, ხელები გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიეყრდნო, - ნეტავ, რა საქმე უნდა ჰქონდეს პატიმართან გამომძიებელს?
-შენს საქმეზე ნამდვილად არ მოვსულვარ, - სერიოზული ტონით უპასუხა და იქვე დადებული ჩანთიდან საქაღალდე ამოაძვრინა, - მაგრამ, ვნახოთ, თუ დამეხმარები, პროკურორს შენი საქმის გადახედვას ვთხოვ და იქნებ, დროზე ადრეც მოვახერხოთ შენი გათავისუფლება.
-და რა დარწმუნებული ხართ, რომ აქედან გასვლა მინდა? აქ მშვენივრად გვაცხოვრებენ, ეზოში დღეში ორ საათს გვასეირნებენ, სამჯერადი კვებით და ტელევიზორით გვანებივრებენ. მართალია, ქალები გვაკლია, მაგრამ მთლად ამდენსაც ვერ მოვითხოვთ, - ირონიულად ჩაილაპარაკა ვახტანგმა.
-ვფიქრობ, შენი ირონია, სრულიად უადგილოა, - გაეპასუხა ირაკლიც და საქაღალდის თვალიერებას მოჰყვა.
-კარგი, მაშინ გისმენთ, ბატონო გამომძიებელო, - კაცი კვლავ სკამის საზურგეს მიეყრდნო და თითები მუხლებზე აათამაშა.
-ძალიან კარგი, - თქვა ონიანმა, ფაილში სურათების ლაგებას მორჩა და კაცს გახედა, - მაინტერესებს, იცნობდით თუ არა ლაშა ღლონტს?
-ლაშას? - გვერდულად ჩაიცინა კაცმა და წინ გადმოიხარა, - ლაშას მგონი მთელი საქართველო იცნობდა და მე რატომ უნდა ვყოფილიყავი გამონაკლისი?
-და რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?
-ოჯახებით ვმეგობრობდით. მამაჩემი და მამამისი ახლო მეგობრები იყვნენ, ხოდა თითქმის ერთად გავიზარდეთ.
-ჰმ, საინტერესოა. ანუ, ეკატერინე სულხანიშვილსაც იცნობთ?
-კატო? - უეცრად დაიჭიმა მამაკაცი, - რა შუაშია ჩვენს საუბართან კატო?
-აქ შეკითხვებს მე ვსვამ. მიპასუხეთ, იცნობთ თუ არა ეკატერინე სულხანიშვილს?
-რა თქმა უნდა, ვიცნობ. რაც ლაშას ცოლი გახდა მას შემდეგ.
ირაკლიმ ერთ-ერთი სურათი ამოაცურა საქაღალდიდან, კაცს გაუცურა და თქვა:
-ამ ერთი თვის წინ, ლაშა ღლონტი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, - კაცმა სურათზე ანიშნა, - სწორედ მაგ მდგომარეობაში.
-ვერ ვიტყოდი, რომ გული დამწყდა, მაგრამ მაინც, სიკვდილისთვის ყველა კაცი ცოდოა, რაც არ უნდა ცუდი ადამიანი იყოს.
ცოტა ხანს მათ შორის სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ სხვა მნახველების ზუზუნი იწვევდა ხმაურს, რომელიც განცალკევებით მდგარ მათ მაგიდასთან ძლივს აღწევდა. ქავთარაძე ჯერ კიდევ ღლონტის სურათს უყურებდა, ხოლო ირაკლი მის წინ მჯდომ პატიმარს.
-მოიცადეთ, ბატონო გამომძიებელო, - უეცრად თავი წამოსწია კაცმა, - თუ ლაშა მოკლეს, მაშინ თქვენ აქ რას აკეთებთ?
-კარგი კითხვაა, მაგრამ მაგაზე პასუხი უფრო მეტად საინტერესო. იცი, ვის დნმ-ს დაემთხვა 92%-ით ლაშას ფრჩხილებქვეშ აღმოჩენილი ნიმუში?
-მე საიდან უნდა ვიცოდე? - მხრები აიჩეჩა კაცმა.
-შენსას, - პირდაპირ უთხრა ირაკლიმ და ვახოს რეაქციას დააკვირდა.
კაცმა თავიდან გაოცებული სახე მიიღო, მერე კი სიცილი აუტყდა.
-თქვენ გინდათ თქვათ, რომ ლაშა ღლონტი მე მოვკალი? - სიცილით იკითხა, - იცით, მაინც რომ ციხეში ვზივარ?
-თქვენ არც არავინ გადებთ ხელს.
-აბა?
-მეც მაგის გასარკვევად ვარ მოსული აქ.
-იცით, ბატონო გამომძიებელო, არასწორ ადამიანს უსვამთ შეკითხვებს. მე არც ლაშა ღლონტთან მქონია შეხება უკვე დიდი ხანია და არც კატოსთან. გირჩევნიათ, წახვიდეთ და ჩემი ძმა დაკითხოთ! - გაცხარებით წამოიძახა კაცმა.
-თქვენი ძმა? თქვენ რა ძმა გყავთ? რატომ არაა მითითებული ეგ ინფორმაცია არც ერთ საბუთში?
-ჰაჰაჰაჰა, - ისევ გაიცინა კაცმა, - და ამის მერე თქვენ თავს გამომძიებელს უწოდებთ? ისიც კი არ იცით, რომ ძმა მყავს, თანაც ტყუპისცალი, - სიცილს აგრძელებდა და გაჩერებას არ აპირებდა.
-თქვენი ძმის სახელი და გვარი, - კბილებში გამოსცრა ირაკლიმ.
-ამ საქმეს იძიებთ და დავიჯერო, ჩემს ძმას ერთხელ მაინც არ შეხვედრიხართ?
-დროს ნუ წელავთ! თქვენი ძმის სახელი და გვარი!
-დავით ქავთარაძე, კმაყოფილი ხართ?
-კატოს ადვოკატი? - გაოცებით ჩაილაპარაკა, - ხომ ვამბობდი, რომ შენი გვარი სადღაც უკვე მქონდა გაგონილი.
-კატოსი არ ვიცი, მაგრამ მისი მამის, გურამის, ადვოკატი ნამდვილად არის.
-აღარ არის. გურამი 6 თვის წინ გარდაიცვალა.
-გურამი მკვდარია? - კიდევ უფრო მეტად დაიძაბა ვახტანგი, - კი,მაგრამ როგორ?
-გულის შეტევა.
-შანსი არაა! - წამოიძახა კაცმა, - გურამს არასდროს ჰქონია გულთან პრობლემები!
-ვიცი და ეგ მეც მაეჭვებს. მისი გარდაცვალების დასკვნას გადავხედე. დაგვიანებულმა მკურნალობამ და დასუსტებულმა სხეულმა თავისი ქნა. გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენ დატვირთვას.
-ლაშა ზუსტად როგორ მოკლეს?
-ორგანიზმში შხამი შეუყვანეს და მასაც გულის შეტევა დაემართა.
- cor spissamentum-ი, ხომ ასეა?
-შენ საიდან იცი?
-ეგ თუ არ ვიცი, მაშ რა უნდა ვიცოდე? - ჩაიცინა კაცმა, - სანამ დამაკავებდნენ, ფარმაცევტი ვიყავი.
-არა, იმას გეკითხები, საიდან იცი, რომ მაგ შხამითაა მოკლული ლაშა?
-ერთს გკითხავთ. კატო გიყვართ? - კითხვა ბანზე აუგდო და თვალებში მიაცქერდა.
-კითხვაზე მიპასუხე!
-ოო, არა. ამჯერად თქვენ მიპასუხებთ კითხვაზე. ახლა კი, კატო გიყვართ?
ირაკლი კაცის კითხვამ დააფრთხო და დააფიქრა.
-დავუშვათ, - ჩაწყვეტილი ხმით თქვა ონიანმა და თავი დახარა.
-მაშინ, ერთს გეტყვით, ბატონო ირაკლი. თუ მასაც უყვარხართ, გირჩევნიათ ხელი ჩაავლოთ და აქედან სადმე შორს წაიყვანოთ, რადგან ლაშას და კატოს მამის მკვლელი იქამდე არ გაჩერდება, სანამ მასაც არ იმსხვერპლებს.
-მაგას რატომ ამბობ? რატომ ამბობ, რომ კატოს მამაც მოკლეს, თან იმავე ადამიანმა, ვინც ლაშა?
-თუ ამ საქმეში ჩემი ძმა და ლაშას საყვარელი ინა ფიგურირებენ, მაშინ ყველაფერი ნათელია. კატო განწირულია.
-არ მეტყვი, რატომ ამბობ ამას?
-კატო ლამაზი ქალია, - სიტყვა ისევ ბანზე აუგდო კაცმა, - სილამაზე კი თაფლივითაა, რომელსაც როგორც ფუტკარი, ასევე ბუზი, შხამიანი კრაზანა, კოღო და თითქმის ყველანაირი ჯიშის მწერი ეტანება. ფუტკრის გარდა, ყველა მათგანი მას აფუჭებს, ჰგონიათ, რომ ზრუნავენ, უყვართ. სინამდვილეში კი ზიანს აყენებენ, წამლავენ და ყველანაირ დადებით თვისებას უკლავენ.
-რას გულისხმობ?
-ჩემ ძმას კრაზანას ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ მასზე ნაკლები არც არაფრით არაა. მას შემდეგაა კატოზე შეყვარებული, რაც მის მამასთან დაიწყო მუშაობა და თუ იმაზე წავიდა, რომ ლაშას მკვლელობაში გაეხვა, მერწმუნეთ, არც კატოსთვის რამის დაშავებაზე იტყვის უარს.
-და ინა?
-თქვენი აზრით, მარტო თქვენ და ჩემი ძმა ხართ ყურებამდე შეყვარებული კატოზე? მასზე იმაზე უფრო მეტი ადამიანია შეყვარებული, იყო და იქნება ვიდრე თქვენ გგონიათ.
-და მაინც, რა შუაშია აქ ინა?
-ღმერთო ჩემო, გამომიშვით ციხიდან და თქვენს ნაცვლად გამოვიძიებ, არ გინდათ? - თვალები გადაატრიალა კაცმა, - ყველაფერი მე თუ გითხარით, თქვენ რაღას გამიკეთებთ? მკვლელებს დაიჭერთ და ჯილდოსაც თქვენთვის დაიტოვებთ?
-ვახტანგ, მე სულაც არ მეხუმრება!
-ეჰ, - ხელი ჩაიქნია კაცმა, - თქვენს თაობას ტვინის განძრევა ეზარება. აი, თქვენი პრობლემა. ყველაფერი მზამზარეული გიყვართ. პირდაღებული ბარტყივით ელოდებით დედა ჩიტს, როდის მოვა და უკვე დაღეჭილ საჭმელს ჩაგიდებთ, რომ მხოლოდ გადაყლაპოთ.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კი ისევ ვახტანგი ალაპარაკდა.
-მაინც ვერ ხვდებით, არა? - თავი გადააქნია კაცმა, - ჯანდაბას. ამაშიც დაგეხმარებით! ჩემი ძმა იმაზე უკეთ იცნობს კატოს, ვიდრე სხვა ვინმე. მან ისიც კი იცის, რაც არც თქვენ, არც მამამისმა და მითუმეტეს, არც ლაშამ არ იცის. არ იცის რა, არ იცოდა.
-მაგალითად რა?
-მაგალითად ის, რომ კატო ორსულად იყო, ხოლო ლაშას წყალობით მან ბავშვი დაკარგა, - კაცი სკამზე გაიჯგიმა და ონიანს გახედა, - მოიცადეთ, ეს იცოდით, ხომ ასეა?
ირაკლიმ მხოლოდ თავი დაუქნია.
-საინტერესოა. მემგონი, კატოს ნამდვილად უყვარხართ, ასეთი რამ თუ არ დაგიმალათ და ყველაფერი მოგყვათ.
-საქმეზე ილაპარაკე და ნაკლები ჩემს ან კატოს გრძნობებზე!
-კარგი, რომეო, დამშვიდდი. არავინ გართმევს შენს ჯულიეტას! - ხელები დანებების ნიშნად ასწია, - უი, არა. თუ გართმევს? - იკითხა და გაიცინა.
-ვახტანგ, მე ნამდვილად არ მეცინება ახლა.
-იცით, რას გეტყვით? ცოტა დაფიქრება ნამდვილად მჭირდება, რომ მივხვდე, რა ჯანდაბა აქვს ჩაფიქრებული ჩემს საყვარელ ძამიკოს. თანაც ძალიან ცოტა რამ ვიცი ამ მკვლელობების შესახებ!
ირაკლიმ წინ დადებული ფაილი გაუწოდა და კაცს მასში ჩახედვის უფლება მისცა. ვახტანგმა დიდი ინტერესით ჩამოართვა, პირველ რიგში სამედიცინო დასკვნებს გადაავლო თვალი, შემდეგ კი დაკითხვის აქტებიც ჩაიკითხა და საქაღალდე კვლავ ირაკლის გაუწოდა.
-მდაჰ, - ინფორმაციისგან გადატვირთულმა თავი მაგიდაზე ჩამოდებულ ხელებს დააყრდნო და თვალები დახუჭა, - რატომ გაეხვიე ამ შარში, დავით? რა გიტრიალებს მაგ ბენტერა თავში? არა, რაა. მამაჩემს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მე უფრო ჭკვიანი ვიყავი, ვიდრე დათო, მაგრამ არასდროს მიჯერებდა. ადვოკატია, მაგრამ როგორ დაფაროს მკვლელობის კვალი, ნამდვილად არ იცის! მსგავს სისულელეს მე არასდროს არ ჩავიდენდი.
-რას გულისხმობ?
-კატოს ნათითურებიან ჭიქას. იმ სახლში მეორედ ფეხს არასდროს შედგამდა, ვიცი. ზედმეტად საეჭვო სამხილის დატოვება გამოუვიდა. აი, საწამლავი კი ქალის საქმეაო, ხომ გაგიგიათ?
ირაკლიმ კვლავ თავი დაუქნია.
-ხოდა, აბა, ახლა დააკავშირეთ! ინაა ის უცხოეთში ნამყოფი ქალი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ საწამლავზე. ჯერ კიდევ ჩემი თავისუფლების პერიოდში წავიდა ბრაზილიაში სამოგზაუროდ. მასაც ჩემსავით აინტერესებდა შხამები და მათი მოქმედებები. სხვათა შორის, კოლეგები ვართ, - აღნიშნა და კვლავ ფიქრი გააგრძელა, - ლაშამ კი ტყვიით დამიჭრა ძმა, თანაც მარცხენა მკლავში, აი, ამ ადგილას, - თითი მკლავზე მიიდო, - და სწორედ ამიტომაც ჩაგივარდათ ხელში მისი დნმ-ი.
-შენ საიდან იცი, სად დაიჭრა დავითი ასე ზუსტად?
კაცმა გვერდულად ჩაიცინა და ირაკლის გახედა.
-რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობა მქონდეს მასთან, მაინც ჩემი ტყუპისცალია და ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა მას რამე სჭირს. ახლა შეიძლება მსჯელობა გავაგრძელო? მადლობა. ე.ი. სად გავჩერდით? ხო, ლაშას მკვლელობაზე. მაგრამ, საინტერესო და გაურკვეველია, რას ერჩოდა გურამს?
-ლაშას ზარების გადამოწმების დროს, ვნახეთ, რომ გურამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ლაშას და მას ხშირი კავშირი ჰქონდათ, - ჩაერია საუბარში ონიანიც.
-ბევრს მაინც ვერაფერს გვეუბნება ეგ, - მხრები აიჩეჩა კაცმა, - მაგრამ ინა რაღას ერჩოდა ლაშიკოს? მას კატოსთან ჰქონდა პრობლემები და არა ლაშასთან.
-კატოსთან პრობლემები ჰქონდა?
-ნუ, ასე პირდაპირ არა, მაგრამ ვიცი, რატომ გახდა ლაშას საყვარელი და რატომ უნდა კატოზე შურისძიება ასე ძალიან.
-გისმენ.
-გახსოვთ, გითხარი, რომ კატო ის თაფლია, რომლისკენაც ყველანაირი ჯიშის მწერი მიიწევს. ყველას სურს მისი ხელში ჩაგდება და დაპატრონება.
-დიახ.
-ხოდა, ინას ძმაც ერთ-ერთი იმ მწერთაგანი იყო, რომელიც ამ თაფლისკენ მოიწევდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა.
-უფრო კონკრეტულად?
-ღმერთო ჩემო, ამის შემდეგ კიდევ უკვირთ, რატომაა კრიმინალის დონე ასე მზარდი დღესდღეობით და ამდენი საქმე გამოუძიებელი! მაინცდამაინც მაშინ რატომ გეთიშებათ გონება, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ და ხისთავიანდებით?! - თვალები ჭერისკენ აღაპყრო ვახტანგმა, - ინას ჰყავდა და იმედია, ახლაც ჰყავს უმცროსი ძმა, ზუსტად კატოს ასაკის, მაგრამ ის უფრო ბუზი იყო, ვიდრე კოღო ან კრაზანა. მხოლოდ დაბზუოდა მის გარშემო და სხვას არაფერს აკეთებდა ქალის გულის მოსაგებად. როცა კატო ლაშას გაჰყვა ცოლად, იმ ბიჭმა ეს ვერ გადაიტანა. თანაც ხომ იცით, 17-18 წლის ასაკში როგორ უქრით თავში ბიჭებს, ამასთანავე თუ ეს ბიჭი ცოტა ვერ იყო თავის ჭკუაზე და გადახრები აწუხებდა.
-გადახრები?
-ცოტას წაუგიჟებდა, რა, - კაცმა საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო და აქეთ-იქით გადაატრიალა, - ხოდა, ჩვენი კატუშა ლაშას მისთხოვდა, ხოლო ინას ძმამ ამის გამო ჯერ ვენები გადაიჭრა, მაგრამ დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს, მერე კი, თავისი ოთახის ფანჯრიდან ისკუპა. მაინც გადარჩა, მაგრამ იმდენად დაუზიანდა ტვინის ფუნქციონირება, რომ მისი დაწვენა საგიჟეთში მოუწიათ. აბა, ახლა მითხარით, თქვენს საყვარელ პატარა ძმას რომ რამე დამართნოდა, თანაც ქალის გამო და მისი ამ საქციელების ჩადენის მიზეზი მხოლოდ თქვენთვის ყოფილიყო ცნობილი, თქვენ რას გააკეთებდით?
-არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შურისძიებაზე ნამდვილად არ ვიფიქრებდი.
-ამ გადასახედიდან მსჯელობა მარტივია, მაგრამ სინამდვილეში ვინ როგორ მოვიქცეოდით, კაციშვილმა არ იცის. თანაც, ქალი ბუნებაში ის ერთადერთი არსებაა, რომლის საქციელის პროგნოზირებაც წინასწარ შეუძლებელია.
-ხო, მაგრამ, რაღა მაინცდამაინც ახლა და არა სხვა ნებისმიერ დროს?
-ეგ ნამდვილად კარგი კითხვაა, - დაეთანხმა კაციც, - მაგრამ ინამ კატოს გამწარება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ლაშას საყვარელი გახდა. ახლა, ალბათ, საბოლოო სვლას გააკეთებს და ამ წლების განმავლობაში დაგროვებულ ბოღმას, ღვარძლს, ტკივილს და სიძულვილს ერთიანად ამოაფრქვევს. თქვენ ინა ნუ გეგონებათ სულელი და შურისძიებაზე ჩაციკლული ქალი. ის ჭკვიანია. ის იმ მცირე მონადირეთაგანია, რომელსაც ლოდინი შეუძლია, რათა საბოლოო დარტყმა იმაზე უფრო მწარე და მტკივნეული იყოს, ვიდრე ეს მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო. ამის დამამტკიცებელი ფაქტიც სახეზე გვაქვს. მან მოქმედება დაიწყო და იქამდე არ გაჩერდება, სანამ თავის მიზანს არ მიაღწევს. აი, თქვენი თანამშრომლის დაჭრა, უბრალო დამთხვევა იყო. უბრალოდ, ეგ კაცი ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი პაიკები კი მოიცილა.
-ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ინა ნებისმიერ წუთას დაესხმება თავს კატოს?
-რა თქმა უნდა. თქვენ კიდევ აქ ზიხართ და ჩემთან ლაპარაკში გაგყავთ დრო. თუ ეკატერინე ინას ჩაუვარდება ხელში, მას ვერც ჩემი ძმა ვეღარ დაეხმარება.
-შენი ძმა ისედაც ვეღარავის დაეხმარება. როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება, მაშინვე დავაკავებთ!
-დავითი აქ არ არის? - წარბები აზიდა ვახტანგმა, - მაშინ გასაგებია, რატომ დააჩქარა მოვლენები ინამ, - და როცა კითხვისნიშნებიანი მზერით მომზირალ ირაკლის სახეს გადააწყდა, უთხრა, - თქვენს ენაზე რომ განვმარტოთ, ბატონო გამომძიებელო, ინა და ჩემი დათუჩა საყვარლები არიან, მას შემდეგ რაც ერთმანეთი გაიცნეს. ახლა ყველაფერი დალაგდა თქვენთვის?
ონიანი მაშინვე ფეხზე წამოდგა, ყველა მასალა თუ საქაღალდე ერთი ხელის მოსმით ჩატენა ჩანთაში და წასასვლელად შებრუნდა.
-ირაკლი, - მოესმა ვახტანგის ხმა უკვე კარებთან მისულს და უკან მიბრუნდა.
კაცს კვლავ ხელბორკილს ადებდნენ და საკანში უნდა წაეყვანათ.
-სხვების მსგავსად ნუ იქებით ნებისმიერი სახის მწერი, რომელიც თაფლმა მოხიბლა და მისი შენარჩუნება არ შეუძლია! იყავით ფუტკარი, თუნდაც მამრი, მაგრამ მაინც ფუტკარი. მერწმუნეთ, მეორე მისნაირს ვეღარასდროს შეხვდებით. დაიმახსოვრეთ, ის თაფლია. თაფლს კი კარგი პატრონი უნდა.
ცოტა ხანს ადგილზე გაშეშებული იდგა და დაფიქრებული გასცქეროდა იმ ადგილს, სადაც წამის წინ ქავთარაძე გაატარეს, შემდეგ კი თავი გადააქნია და თავისი მანქანისკენ წავიდა. ვახტანგთან საუბარი ზედმეტად გაუგრძელდა. მზე უკვე ჩადიოდა და ცაც მოწითალო-მოვარდისფრო ფერებში შეღებილიყო. კაცს მაშინვე კატოს კორპორაციული წვეულება გაახსენდა, რომელიც შესანიშნავი ადგილი იყო მასზე თავდასასხმელად. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, ტელეფონი აიღო და ზარების განხორციელება დაიწყო.

თავი 12
შინდისფერ კლასიკურ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა ონიანმა ხელები შარვლისავე ფერ პიჯაკში გაუყარა და საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა. არ მოეწონა ბოლომდე შეკრული ყველა ღილი, ამიტომ ყელთან ორი მათგანი ჩახსნა და თითქოს თავისუფლად ამოისუნთქა. იქვე დადებული სუნამოც აიღო, დაისხა და მზერა სარკის გვერდით დადებულ პრიალა ნივთზე გაუშეშდა. ნაზად გადაატარა თითები ცივი ლითონის საგანს, გეგონებათ საყვარელ ქალს ეფერებაო, შემდეგ კი ერთბაშად დასწვდა, მჭიდი და საკეტი შეამოწმა, დარწმუნდა რა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ზურგს უკან, ქამარში ჩაიცურა, პიჯაკით დაფარა მისი სათავე და საათის ნახვის შემდეგ კარისკენ გაემართა.
უკვე საღამოს 9 საათი ხდებოდა, როცა მანქანა რესტორანთან გააჩერა და იქაურობს შემფასებლურად მოავლო თვალი. ეკატერინეს გემოვნება, როგორც ყოველთვის, ახლაც მჟღავნდებოდა. მართალია, აქედან ეზოს ის ადგილი, სადაც წვეულება იმართებოდა, კარგად არ მოჩანდა, მაგრამ რასაც ირაკლი შორიდან ხედავდა, ის ნამდვილად ულამაზესი იყო. კაცმა კვლავ მოსინჯა ქამარში გარჭობილი იარაღი და როცა თავის ადგილას დაიგულა, დამშვიდებული გაემართა წვეულებისკენ. შენობას შემოუარა თუ არა, გამაძლიერებლებიდან წამოსული მუსიკის ხმამაც იმატა და სულ მალე მთელი სილამაზით გადაიშალა მის წინ ფერადი ნათურებით და ყვავილების გირლანდებით მორთული რესტორნის ეზო. შუაგულში წყნარად მოჩუხჩუხე შადრევანი ამოზრდილიყო, რომლის გარშემოც სუროები წამოზრდილიყვნენ და მის ქვედა ნაწილს მთლად მწვანედ ფარავდნენ. თვალებით კატოს ძებნა დაიწყო, თითქმის ყველა სტუმარს ჩამოუარა და ბოლოს ხალხის შუაგულში მხიარულად მოკისკისეს გადააწყდა. ქალი შესანიშნავად გამოიყურებოდა. პირდაპირ ბრწყინავდა, ამ სიტყვის ყველანაირი განმარტებით. წითელი, მარჯვენა მხარეს ბარძაყამდე სიგრძის და უმკლავო, ხოლო მარცხნივ მკლავით და კოჭამდე სიგრძის ულამაზესი თვლებით მორთული წითელი კაბა ეცვა, რომელიც მისი სხეულის თითოეულ ნაწილს კარგად გამოჰკვეთდა. სიცილის მიუხედავად ქალს თვალებში სევდა და ნერვიულობა მაინც აღბეჭდვოდა. ონიანი მაშინვე მისკენ დაიძრა, სახეზე ყალბღიმილაკრულმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ძალიან მხიარულობდა, შემდეგ კი კატოს ხელი წელზე შეუცურა და ყურში უჩურჩულა:
-შენთან აუცილებელი საქმე მაქვს, სადმე წყნარ ადგილას გავიდეთ.
ქალმაც ღიმილიანი სახით გამოხედა, მაგრამ როცა კაცის თვალებში სერიოზულობის გარდა ვერაფერი დაინახა, მაშინვე დაუკრა თავი და მობოდიშებით გამოეცალა იქაურობას. ონიანიც უკან აედევნა.
-კატო, - უეცრად მოესმათ ხმა და ორივენი გაჩერდნენ, - საით? ახლა გაუჩინარება შეიძლება?
-ახლა არა თამუნა, გთხოვ, - ქალის ნაცვლად ირაკლიმ გასცა პასუხი და ეკატერინეს მსუბუქად უბიძგა.
ქალი რესტორანში უკანა კარიდან შევიდა, გადავსებულ დარბაზს გვერდი აუარა და კიბეებს აუყვა. ონიანიც მას მიჰყვებოდა, იქამდე სანამ ქალმა ერთ-ერთი ყავისფრად შეღებილი მძიმე კარი არ შეაღო და სიბნელეში არ მიიმალა. შიგნით შესულ ირაკლის კი კატო იქვე კედელთან მდგარი დაუხვდა. კარი ნორმალურად მიხურულიც არ იყო, როცა ქალმა ხელი ჩაავლო, თავისკენ მიიზიდა და აკოცა, შემდეგ კი თავადვე ჩამოშორდა და წინ დაუდგა.
-რამე ხდება, ირაკლი? - იკითხა ინტერესით და სავარძლისკენ დაიძრა.
-კი, - ღრმად ამოიოხრა კაცმა და თავადაც გვერდით მიუჯდა ქალს, - გავარკვიე, ვინ მოკლა ლაშა.
-რაა? მართლა?
-აჰამ, - თავი დააქნია, - და უფრო მეტიც გავიგე.
-მერე? არ აპირებთ მის დაჭერას?
-ძებნა უკვე გამოცხადდა, ახლა მხოლოდ ლოდინი მოგვიწევს, მაგრამ ყველაფერთან ერთად ახლა შენც საფრთხე გემუქრება.
-ეგ ხომ ისედაც ცხადი იყო? რამდენჯერ სცადეს ჩემი მოწამვლა...
-ვიცი, მაგრამ ახლა ეს უფრო რეალური და ცხადი საფრთხეა. ამიტომაც, არ მინდა, რომ თუნდაც წამითაც გვერდიდან მომცილდე.
-რას ამბობ, ირაკლი?
-სიმართლეს. ლაშას მკვლელები დავითი და ინა აღმოჩნდნენ.
-რააა? სულ გაგიჟდი? დავითი რა შუაშია?
-ნეტავ, კატო, ნეტავ, მაგრამ სიმართლეა. დავითის დნმ-ი მკვლელობის ადგილას აღმოვაჩინეთ, ასევე ლაშას ფრჩხილებქვეშაც.
-მასე, ჩემი ანაბეჭდებიც ხომ აღმოაჩინეთ იქ? - არ ნებდებოდა ქალი.
-ეკატერინე, დავითს უკვე ძალიან დიდი ხანია უყვარხარ.
განაჩენივით გაიჟღერა ოთახში ონიანის ხმამ და დაზაფრული კატო ერთიანად გაშრა.
-რას ამბობ?
-ხო, უყვარხარ. დავიჯერო, არასდროს შეგიმჩნევია ეს?
ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-მეც კი შევატყვე, როცა პირველად იყავით პროკურატურაში დაკითხვაზე. იმდენად ღელავდა შენზე და ისე გიყურებდა, რომ არავისთვის დარჩებოდა ეგ შეუმჩნეველი, ვისაც თვალები აქვს.
-კარგი, - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ თავი ასწია ქალმა, - დავითს სურს ჩემი მოკვლა?
-დავითს არა, ინას.
-ინას? ინას რა დავუშავე?
-თავისი ძმის გამო უნდა შენზე შურისძიება.
-რაა? მის ძმას საერთოდ არ ვიცნობ!
-შენზე შეყვარებული ყოფილა ის ბიჭი, მაგრამ როცა შენ ლაშას გაჰყევი ცოლად, რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა და ბოლოს ფსიქიატრიულში მოხვდა.
-ღმერთო ჩემო, - თავი ხელებში ჩარგო ქალმა.
-ვიცი, ძნელი მოსასმენია, მაგრამ სიმართლე ესაა, - ზურგზე ხელი ჩამოუსვა ირაკლიმ.
ცოტა ხანს ორივენი ხმისამოუღებლად ისხდნენ, მერე კი ონიანის ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენ, გიორგი.
-ირაკლი, ახლახან გადავამოწმეთ აეროპორტის ჩანაწერები და ეს არ მოგეწონება.
-რა მოხდა?
-დავითი დღეს დილით ჩამოსულა თბილისში.
-ჯანდაბა, - ამოიოხრა კაცმა, - რა ისმის მისი დაკავების შესახებ?
-ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია. არც ინა და არც დავითი არსად არ სჩანან. მათი ყველა შესაძლო ადგილსამყოფელი გადავამოწმეთ, მაგრამ არაფერი.
-კარგი, - სახეზე ხელი ჩამოისვა კაცმა, - თუ რაიმე სიახლე იქნება, გამაგებინე.
ირაკლიმ მობილური კვლავ პიჯაკის ჯიბეში დააბრუნა და მასზე მიშტერებულ ქალს გახედა. მხოლოდ ერთხელ გააქნია თავი და ფეხზე წამოდგა.
-კატო, ამდენ ხანსაც დაკარგვა არ შეიძლება, - თქვა ხმადაბლა და ხელი გაუწოდა მისაშველებლად.
-მართალი ხარ, - თავი დაუქნია ქალმაც და ხელზე ხელი ჩასჭიდა, - მაგრამ, 2 წუთს ვერ დამელოდები? - დერეფანში არსებულ ტუალეტზე მიუთითა და ოდნავ გაიღიმა, - ასე სად წამოვიდე?
-ღმერთო ჩემო, ეს ქალები, - თვალები აატრიალა ირაკლიმ და გაიცინა, - კარგი, შედი, მაგრამ 5 წუთში თუ არ გამოხვალ, იცოდე, თავად შემოვალ და როგორც არ უნდა გამოიყურებოდე, გარეთ გამოგიყვან!
-კარგი რაა, ირაკლი, - ამოიბუზღუნა ქალმა და ტუჩები დაბრიცა, - ტუალეტში რა უნდა დამემართოს?
-მე გაგაფრთხილე! - თითი დაუქნია, გაბუსხულს ნაზად აკოცა ტუჩებში და კარის გვერდით, კედელს ცალი მხრით მიეყრდნო.
5 წუთიც გავიდა და 10-ც, მაგრამ კატო არა და არ ჩანდა. ონიანმა კიდევ ერთხელ დახედა მაჯაზე დამაგრებულ საათს, შემდეგ კარზე დააკაკუნა და თავი ოდნავ შეყო. იქაურობა ცარიელი დაუხვდა. ცოტა არ იყოს და ეუცნაურა ეს ფაქტი, შემდეგ კი კატოს სახელის ძახილით შევიდა და კაბინებისკენ გაემართა. რამდენიმე კაბინა ღია დაუხვდა. ყოველი შემთხვევისთვის მათშიც შეიხედა, მაგრამ ტყუილად. იქ ქალის არანაირი კვალი არ ჩანდა. ბოლო კაბინების შემოწმების შემდეგ კი დარწმუნდა, რომ კატო იქ ნამდვილად არ იყო. დაფეთებული გამოვარდა და იქაურობა კარგად მოათვალიერა. კედლებს უყურებდა და ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ქალი აქედან ისე გასულიყო, რომ ვერავის დაენახა. უღონოდ შემოიწყო თავზე ხელები და სიმწრით ამოიგმინა, შემდეგ კი ნიჟარებისა და სარკის ზევით სარკმელი შენიშნა, რომელიც ღია იყო. კარგად რომ დააკვირდა, სარკმლის ჩარჩოზეც და მის ქვევით ნიჟარაზეც კარგად შენიშნა კატოს კაბის წითელი თვლები. მაშინვე ნიჟარაზე აძვრა და სარკმლიდან გადაიხედა. მართალია, აქედან გაძრომა არც თუ ისე მარტივი იყო და ონიანი ვერაფრის დიდებით ვერ გაეტეოდა, მაგრამ კატოსნაირი აღნაგობის ქალი, მარტივად შეძლებდა ამას. კიდევ უფრო ყურადღებით დათვალიერების შემდეგ კი იქვე ნაჭრის პატარა ნაწილიც შენიშნა, რომელიც ქალის კაბისას საერთოდ არ ჰგავდა.
-გიორგი, - მთელი ხმით ჩასძახა კაცს, როცა მან როგორც იქნა ინება პასუხი, - სასწრაფოდ გამოგზავნე ოპერატიული ჯგუფი და ექსპერტებისაც, დიდი ალბათობით, კატო გაიტაცეს! მინდა, რომ ახლავე დაიწყოთ მისი ძებნა!
საუბარს მორჩა თუ არა, მაშინვე ტუალეტის ქაღალდით აიღო ის პატარა ნაჭრის ნაგლეჯი და საგულდაგულოდ გაახვია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის გადაეცა.
***
ადგილზე მისულმა პოლიციამ და ექსპერტთა ჯგუფმა ბევრი ვერაფერი აღმოაჩინეს. მართალია, მოსვლისთანავე პერიმეტრი გადაკეტეს და თითოეული სტუმრის დაკითხვას შეუდგნენ, მაგრამ ამან არც შედეგი გამოიღო და დროც გაწელა. ონიანი, როგორც ერთ-ერთი მოწმე ისე წარსდგა ამ საქმეში, ამიტომაც მისი საქმის დეტალებისგან ჩამოცილება მოუხდათ და ახლა საქმეს მის ნაცვლად, მისი კოლეგა კოტე ჟღენტი იძიებდა. ირაკლიმ, დაკითხეს თუ არა, მაშინვე სახლში გაშვება მოსთხოვათ, თავის მანქანას მივარდა და დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
თამუნა და გიგი ერთ-ერთი უკანასკნელები იყვნენ, რომლებმაც გამთენიისას დატოვეს რესტორნის ტერიტორია. გაგიჟებული ქალი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ტირილის პირას მისული მთელი ძალით ჩაჰფრენოდა მის გვერდით მჯდომი კაცის თითებს.
-თამო, თამოო, - როგორც იქნა სახლთან გააჩერა მანქანა გიგიმ და ქალისკენ მიტრიალდა, - დამშვიდდი, გთხოვ. ხომ გაიგონე, არა? პოლიცია ყველაფერს აკეთებს მის საპოვნელად. კატო ძლიერია და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენთან იქნება. თან, ხომ გახსოვს, დაგპირდა, რომ ჩვენს ქორწილში მეჯვარე იქნება და მე კი ვიცი, რომ კატო პირობას ყოველთვის ასრულებს.
-მეშინია, გიგი, ძალიან მეშინია, - უკვე ცრემლებსაც ვეღარ იკავებდა, - არ მინდა, მისი დაკარგვა.
-არც დაკარგავ, მერწმუნე, - გულში ჩაიკრა ქალი, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა, თამუნას მხარესაც გამოხსნა კარი, ქალი ხელში აიტაცა და სახლისკენ დაიძრა, - ახლა შენ დაისვენებ, დამშვიდდები და მერე ერთად ვიფიქრებთ თუ სად შეიძლება ჰყავდეთ შენი მეგობარი წაყვანილი, კარგი?
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და გიგის მკლავებში გატრუნულმა თავი მის ყელში ჩარგო. კაცმა თავიანთ საძინებელში აიყვანა, სწრაფად გამოუცვალა, საბანში გაახვია, შემდეგ კი თავადაც მიუწვა გვერდით, მკერდით ზურგზე აეკრო და ცოტა ხანს თავს დაძინების საშუალება მისცა.
***
ვერც კი მიხვდა, როგორ ჩაეძინა. ისედაც გაგიჟებული მივიდა კატოს ბინაში, დივანზე ჩამოჯდა და ფიქრებისგან თავატკიებული მიესვენა საზურგეს. დაღლილობამ და ემოციურმა ფონმა თავისი გაიტანეს და ირაკლის ჩამოეძინა. ძილშიც კი შფოთავდა და წრიალებდა. ცას პირველი სხივები შეეპარა თუა არა, დაბარებულივით დააჭყიტა თვალები და სახეზე ხელი ჩამოისვა. რაღაც უნდა მოემოქმედებინა, რაღაც უნდა გეკეთებინა, თორემ ასე ჯდომითა და ლოდინით ჭკუიდან გადავიდოდა. ამ გამოძიებიდანაც რაღა ახლა ჩამოაცილეს!
ძლივს წამოდგა ფეხზე. ორგანიზმს ძალა მთლად ჰქონდა გამოცლილი და მოძრაობა უჭირდა, მაგრამ მაინც წავიდა სააბაზანოსკენ, სახეზე ცივი წყალი შეისხა, ამოღამებულ თვალებს ყურადღება არ მიაქცია და უკან გამოსულმა კატოს საძინებელში შეიხედა, ისე თითქოს ქალი იქ დახვდებოდა. ამ ოთახში მის გარეშე შესვლაც კი არ უფიქრია, გველნაკბენივით გამოიხურა საძინებლის, შემდეგ კი მთავარი კარი და თავისი სახლისკენ დაიძრა. ტანსაცმელი გამოიცვალა თუ არა, საათისთვის არც დაუხედავს, მაშინვე გიგის სახლში წავიდა და ახლადჩაძინებული წყვილი გამოაფხიზლა. კარი, პიჟამას შარვალში გამოწყობილმა კაცმა გაუღო, რომელიც უძილობისგან დასიებულ თვალებს ძლივს ახელდა.
-გამარჯობა, გიგი, - კაცის სალამს არც კი დალოდებია, მაშინვე შევიდა სახლში და სამზარეულოსკენ აიღო გეზი, - ვიცი, ნორმალურად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ...
-ხო, ვიცი, შენ ირაკლი ხარ ონიანი, - ამოიბუზღუნა კაცმა და კიბეებზე ხალათის შეკვრით ჩამომავალ თამუნას გახედა.
-არის რაიმე ახალი, ირაკლი? - შემოსვლისთანავე დასვა კითხვა ქალმა და გიგის გვერდით დაიკავა ადგილი.
-არა, - ამოიოხრა კაცმა და ორივე მათგანს ყავა დაუდგა, - მაპატიეთ, ასე ადრე რომ მოვედი, მაგრამ მარტო არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
-რა პრობლემაა, - ჩაიბურტყუნა გიგიმაც და ყავა მოსვა.
-საქმეს ჩამომაცილეს, - განაგრძო კვლავ ონიანმა.
-მოველოდი რაღაც მაგის მსგავსს, - თქვა თამუნამ და წამოდგა, - მე ავალ, გამოვიცვლი და მერე იქნებ ერთად მაინც მოვიფიქროთ რაიმე.
-აი, ზუსტად მაგიტომ ვარ მეც აქ, - თქვა ირაკლიმ და თავისი ყავის ჭიქიანად მისაღებისკენ დაიძრა.
-თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, არაა პრობლემა, - კვლავ ბუზღუნით თქვა გიგიმ, უკანასკნელი ყლუპი ყავაც მოსვა და თავადაც უკან მიჰყვა თამუნას.
-აბა, რა ვიცით კატოს გატაცების შესახებ? - აშკარად დიდი ენთუზიაზმით დაბრუნდა უკან თამუნა და პირდაპირ ონაინს მიაცქერდა.
-კარგი, მგონი აჯობებს ყველაფერს მოგიყვეთ, - თქვა ონიანმა და მათთვის იმ ინფორმაციის გაზიარება დაიწყო, რაც კი ლაშას მკვლელობასა და კატოს გატაცების შესახებ იცოდა.
უკვე მოყოლას ამთავრებდა, როდესაც ერთმა აზრმა გაუელვა თავში. მაშინვე ფეხზე წამოხტა და მობილურით სიარულს აქეთ-იქით მოჰყვა.
-ალო, ლიზიკო, - დაიწყო ირაკლიმ და ქალის ბუზღუნის მოსმენის შემდეგღა გახედა საათს, - მაპატიე, ასე ადრე რომ გირეკავ და გაღვიძებ, მაგრამ შენი დახმარება მჭირდება და თანაც სასწრაფოდ.
-სამსახურში რომ მივალ და მაშინ დამავალოთ ეგ საქმე, არა? - იკითხა ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმით.
-და რამდენ ხანში მიხვალ?
-გააჩნია, ახლა რომელი საათია.
-შვიდის ნახევარია, ლიზა.
-მაშინ საათნახევარში გაგირკვევთ ყველაფერს.
-უფრო სწრაფად არ მოხერხდება?
-რა, ახლავე ავდგე და წავიდე? - შეიცხადა ქალმა.
-არ იქნებოდა ურიგო და პირობას გაძლევ, ამ საქმის დასრულების შემდეგ ერთკვირიან ხელფასიან შვებულებაში გაგიშვებ.
-ახლა რომ არავინ არ იქნება იქ? - თითქოს ხავსს ეჭიდებოდაო ქალი.
-როგორ არა, დაცვა იქნება და შეგიშვებს. თუ რამე, მე ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავურეკავ და გავაფრთხილებ.
-ჯანდაბას, კარგი, - როგორც იქნა დასთანხმდა ქალი და ტელეფონის მეორე მხრიდან შრიალი მოისმა, - მაგრამ ერთკვირიანს კი არა, ორკვირიანს გამიფორმებთ!
-კარგი, თანახმა ვარ, - გაეცინა კაცსაც.
-მაშინ შევეცდები, ნახევარ საათში მაინც ვიყო იქ. მე თვითონ დაგირეკავთ, მივალ თუ არა.
-ძალიან კარგი. საუკეთესო ხარ, ლიზ, - და ონიანმა ყურმილი დაკიდა.
-ირაკლი, იქნებ, ჩვენც გაგვარკვიო საქმის არსში? რა მოიფიქრე? - მაშინვე დაინტერესდა თამუნა.
-ყველაფერს მალე გაიგებთ, ძალიან მალე, - ცოტა ხასიათზე მოვიდა.
***
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე მეტად კვლავ საწოლში დაბრუნება და დაძინება უნდოდა, ონიანის თხოვნის შესასრულებლად მაინც წამოდგა და სააბაზანოში გალასლასდა. ცივი წყლის შესხმამ თითქოს გამოაფხიზლა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. ასე ილასლასა აქეთ-იქით, თან ჩაცმას, ყავის მომზადებას და მის დალევას ერთდროულად ცდილობდა. ამ ბოდიალში კი მთლად დაილურჯა ბარძაყები, მკლავები და კოჭებიც კი, რადგან ხან რას წამოედო და ხან რას.
-უხ, - ამოიყვირა, როცა შემთხვევით დივანს გამოედო და ნეკა თითი ლამის შეატოვა ზედ, - ვერ გიტანთ!
-ჰეი, ლიზიკო, - ხალათშემოცმული ტატო გამოვიდა მეორე ოთახიდან, - რა გაყვირებს?
-მარცხენა ფეხზე რომ ვარ ამდგარი დღეს - ის! - მასაც შეუღრინა ქალმა და თითი დაიზილა.
-ამ დროს რატომ არ გძინავს?
-სამსახურში ვარ წასასვლელი და მაგიტომ. შეგიძლია, შენი მანქანა მათხოვო?
-კი, მაგრამ... - შეყოყმანდა კაცი, - კარგი, ხოო, წაიყვანე, მაგრამ ერთი ნაკაწრიც რომ აღმოვაჩინო, იცოდე, ვერ გადამირჩები!
-შევეცდები, არაფერი ვავნო, - მთქნარებით ჩაილაპარაკა ქალმა, შემდეგ კი ბიძაშვილის მიერ გამოწვდილ გასაღებს დასწვდა და კარი გაიხურა.
კომპიუტერის მონიტორს მიშტერებულს, ლამის თავისივე მკლავზე ჩამოსძინებოდა, როცა ეკრანი აციმციმდა და სასურველი პასუხი გამოჩნდა. ლიზამ მაშინვე ჭყიტა თვალები, დაკვირვებით გადაავლო თვალი თითოეულ დოკუმენტს და როცა სასურველი სახელი და გვარი იპოვა, მაშინვე ირაკლისთან დარეკა.
-მალხაზ ბერიძე, - ყურმილის აღებისთანავე თქვა ქალმა.
-მადლობა, ლიზა, - და კაცმა მაშინვე დაკიდა.
ლიზამ მეტს ნამდვილად ვეღარ გაუძლო. ისედაც წინა ღამით ძალიან ცუდად ეძინა. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გამოეღვიძა და ძილის შებრუნება გაუჭირდა, მერე კი დილაადრიან ონიანმა დააფეთიანა. კომპიუტერის ეკრანი, რომელიც რატომღაც ძალიან უჭყიტინებდა თვალებში, ჩააბნელა, კლავიატურა წინ მისწია, მკლავები მაგიდაზე ჩამოაწყო, თავი დადო და თვალები დახუჭა. როცა ვიღაცის შეხებამ გამოაფხიზლა, ეგონა სულ რაღაც წუთის ჩაძინებული იყო, სინამდვილეში კი საათნახევარი გასულიყო მისი სამსახურში გამოცხადებიდან. თვალების სრესით წამოსწია თავი და მასზე მიშტერებულ გიორგის ახედა.
-რამე გინდოდა? - შეუღრინა კაცს და სავარძელში გასწორდა.
-დილამშვიდობისა მაინც გეთქვა ჯერ, - ჩაიცინა გიორგიმ და მეორე სავარძელი მოაგორა, ქალის გვერდით დადგა და ჩამოჯდა, - ხომ მშვიდობაა, ლიზიკო?
-თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს, გირჩევნია წახვიდე. შენთან სალაზღანდარაოდ ნამდვილად არ მაქვს ნერვები.
-რატომ ხარ ასე აღრენილი? - შეიცხადა ბიჭმა, - დავიჯერო, ჯერ კიდევ იმაზე ბრაზობ, რომ გაკოცე?
-ჯერ კოცნა ისწავლე და მერე ისე დაიბრალე, რომ მაკოცე, - არ ცხრებოდა ქალი, - ახლა კი მომცილდი!
-კარგი რაა, ლიზა, მოვედი, მაინტერესებდა რამე ხომ არ გიჭირდა, ისე საწყლად იყავი მობუზული. მართლა, და აქ რატომ გეძინა? შენ ხომ დღეს მორიგე ხარ?
-გამასწარი აქედან! შენი ნერვი არ მაქვს-მეთქი, ხომ გითხარი არა?
-კარგი, ხო, კარგი, - ხელები ასწია და წამოდგა, - როგორც ჩანს, დღეს შენთან ლაპარაკი შეუძლებელია. ხოდა, იყავი მარტო და იფიქრე!
-ნეტავ, მე ტვინი მომცა, შენ კიდევ თვალები, - ჩაიღიმა ქალმა, კვლავ ჩამოდო თავი მკლავებზე, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ყავა დაისხა და წინა დღეს დარჩენილი საბუთების აღრიცხვას შეუდგა.

თავი 13
-მალხაზ ბერიძე, მალხაზ ბერიძე, - რამდენჯერმე გაიმეორა ეს სახელი და გვარი თამუნამ, მერე კი უკვე მალხაზთან მოსაუბრე ირაკლის გახედა, - მეცნობა ეს სახელი და გვარი.
-შენ რა პროკურორთან აქამდე შეხება გქონია? - ჰკითხა გვერდით ჩამომჯდარმა გიგიმ.
-ეს კაცი პროკურორია, არა? - კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა ქალი, - ღმერთო, ძალიან ნაცნობი სახელი და გვარია და ვერ გამიხსენებია საიდან! მჭადის სახელი რომ დაგავიწყდება კაცს, ზუსტად ისეა!
-მოიცადე, მორჩება ირაკლი საუბარს და ხომ გვეტყვის, არა?
ამასობაში ონიანმაც დაასრულა ლაპარაკი და წყვილისკენ შებრუნდა.
-მე უნდა წავიდე. ბატონ მალხაზს შეხვედრაზე შევუთანხმდი.
-ჩვენი რომელიმე ნაცნობის საქმეში ხომ არ იყო ეგ კაცი პროკურორი? - მაშინვე იკითხა თამუნამ.
-კი, ვახტანგ ქავთარაძის საქმეში, - თავი დაუქნია ირაკლიმაც.
-ხომ ვამბობდი, მეცნობა-მეთქი! - წამოიძახა ქალმა, - მოიცადე, ირაკლი და რაში გჭირდება პროკურორი?
-ეს საქმე თითქმის სულ ვახოს წყალობით გავხსენი და დაპირებას ვასრულებ. აუცილებლად დაველაპარაკები მალხაზს და იქნებ, ვახტანგის დროზე ადრე გათავისუფლებასაც მივაღწიოთ.
-მერე კი ვახო ჩვენ დაგვეხმარება კატოს მოძებნაში, - სიხარულით ჩაილაპარაკა ქალმა.
-სწორედ მასეა, - დაეთანხმა ირაკლიც.
***
ირაკლისა და მალხაზის საუბრიდან ზუსტად ერთ დღეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთ საკანში ვახტანგი თავისივე ნაცნობ პატიმრებს ნარდს ეთამაშებოდა.
-ქავთარაძე, - მოულოდნელად გაისმა საკანში ბადრაგ ლევან ჭეიშვილის ხმა და ურდულის გაღების ხმამაც გაკვეთა გაყუჩებული ოთახი, - მოაგროვე შენი ნივთები და მომყევი!
-უკაცრავად?! - შეიცხადა ვახტანგმა და ყურადღების მიუქცევლად გააგორა კამთლები, - ჯერ ვერა. ნახე, თან კარები ავიღე, ახლა გამოსვლასაც დავიწყებ, აი, ამ ვითომ ნარდის ოსტატს მარსით დავამარცხებ და მერე მითხარით რაც გინდათ ჩემგან.
-ქავთარაძე, სწრაფად! - დაიყვირა ბადრაგმა და ოთახში შევიდა.
-აქ ხომ არაფერს გაცდიან! - ბუზღუნით წამოდგა ფეხზე კაცი.
საკუთარ საწოლთან მივიდა, რამდენიმე ნივთი აიღო და უკვე დერეფანში გასულ კაცს უკან მიჰყვა.
-არც კი გაბედო და არ დაჯდე ჩემს ადგილას, - მიაძახა ერთ-ერთ პატიმარს, - დავბრუნდები და მაინც მოგიგებ!
-ფეხი გამოადგი და ნუ ზოზინობ, - მიაძახა ლევანმა და იმ დერეფნისკენ გადაუხვია, რომელშიც ვახტანგი ჯერ არასდროს ყოფილა.
-შეიძლება გავიგო, რა ჯანდაბა ხდება? - დასვა თავისთვის ფრიად ლოგიკური შეკითხვა და მის წინ მდგომ მამაკაცს მიაჩერდა, რომელსაც კარი გაეღო და მის გასვლას ელოდებოდა.
-გაგათავისუფლეს, ვახტანგ.
გაოცებულმა ქავთარაძემ ხმაც კი ვეღარ ამოიღო, უბრალოდ მიჰყვა ბრძანებებს. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა უკვე თავისი ნივთებით გავსებული ზურგჩანთაგადაკიდებული ციხის ეზოში გავიდა და ჭიშკრისკენ წავიდა.
-აბა, შენ იცი, არ დაგვივიწყო და ხშირად შემოგვიარე ხოლმე, - ირონიული სიცილით უთხრა ლევანმა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა.
-მაგას ნამდვილად მეუბნები? - გაეცინა კაცსაც.
-არა! აქ ფეხმოდგმული აღარ დაგინახო! - ახლა უკვე ნამდვილმა ღიმილმა გაუნათა ბადრაგს სახე და ჭიშკრის ზემოთ დატანებულ სამორიგეო კოშკში მჯდომ დაცვის თანამშრომელს ანიშნა, რომ კარი გაეღო.
ვახტანგმა ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი ზურგჩანთის სწორებით შებრუნდა კარისკენ და დაელოდა მის ბოლომდე გაღებას. გარეთ გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მხოლოდ ზურგს უკან ჭიშკრის დაკეტვის ხმის შემდეგღა წავიდა წინ.
-თავისუფლებაა სულს ისე მოსწყურდაა... ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარაა! - ღიღინებდა თავისთვის და წინ მიიწევდა, - თავისუფლებაა, ისე არ მოდიის, თავისუფლეებააა ლომთა ხვედრიააა! - რეპერტუარი შეცვალა ახლა.
შემდეგ კი მანქანას მიყრდნობილი უკვე ნაცნობი სილუეტი დალანდა და თავის აქეთ-იქით ქნევით მისკენ აიღო გეზი.
-სიტყვის კაცი ყოფილხარ, ბატონო გამომძიებელო, - ღიმილით მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა, - როგორც ჩანს, ჩემს ამ ნაადრევ თავისუფლებას, თქვენ უნდა გიმადლოდეთ, არა?
ირაკლიმ მხოლოდ თავი დაუქნია, შემდეგ კი წელში გასწორდა და კაცს მიმართა.
-რეალურად, შენი დახმარება ისევ მჭირდება, - დაიწყო ყოყმანით და ვახტანგს გახედა.
-ოოო, არა, არა. ჩვენ ხომ უკვე ბარი-ბარში ვართ? - თავი გადააქნია და უეცრად ისევ ციხისკენ მიბრუნდა, - დაცვაა, დაცვაა, - ასძახა კოშკს და ჭიშკარზე ბრახუნი დაიწყო, - დამაბრუნეთ უკან, გადავიფიქრე. სულაც არაა საჩემო ეს თავისუფლება!
აქამდე მანქანაში უხმოდ მჯდომმა თამუნამ კი ვეღარ მოითმინა, მაშინვე გამოაღო კარი, გადმოვიდა და კაცს დაუყვირა:
-ვახო!
ამ ხმის გაგონებაზე კაცი უნებურად მოტრიალდა. კარგად შეთვალიერა ქალი, ღიმილიანი მზერით წამოვიდა მისკენ და ახლა ახლოდან დააკვირდა.
-ჰმ, გაზრდილხარ თამუნა. და გალამაზებულხარ კიდეც.
მერე კი მოულოდნელად გადაიხარა ქალისკენ და ლოყაზე ისეთნაირად აკოცა, რომ შემთხვევით ტუჩის კუთხესაც შეეხო. ქალმა მაშინვე უკან დაიხია, ხოლო მანქანიდან ახლა გაგიჟებული გიგი გადმოხტა და მაშინვე თამუნას გვერდით გაჩნდა.
-უი, უი, - პირზე ხელი მიიტყა სინანულით, - შენ უკვე ტრისტანიც გყოლია, ჩემო იზოლდა.
-ვახტანგ, - საუბარში ირაკლი ჩაერია, - ახლა შენი უაზრო გამოხტომების დრო ნამდვილად არაა.
-ირაკლი მართალია, ვახო, - საუბარი თამუნამ გააგრძელა, - შენი დახმარება გვჭირდება.
კაცი კი არაფრისმთქმელი მზერით იდგა და ხან ირაკლი უყურებდა, ხან თამუნას, ხანაც გიგის.
-კარგი, ხოო, - თქვა მოულოდნელად ირაკლიმ, - ვეცდები, მოსამართლესაც დაველაპარაკო და იქნებ, ნასამართლეობის სტატუსიც მოგიხსნათ.
-თავიდანვე მასე გადეწყო მერე, - ჩაიცინა კაცმა, - აბა, ახლა მითხარით, რა ხდება და რა ჩაიდინა ჩემმა ჩერჩეტმა ძმამ.
-რატომ ფიქრობ, რომ დავითი რაიმე შუაშია? - იკითხა გიგიმ.
-აბა, სხვა მიზეზით თქვენ ჩემთან არ მოხვიდოდით, - მხრები აიჩეჩა კაცმა.
-რა გინდა, ლოგიკურია, - ირონიულად ჩაიღიმა ონიანმა.
-რაღაც მხრივ მართალი ხარ, - თქვა თამუნამ, - კატო გაიტაცეს.
-რა თქვი? - მაშინვე დაუსერიოზულდა სახე კაცს.
-თამუნა მართალია, კატო მოიტაცეს, - დამნაშავეს ხმით დაადასტურა ონიანმა.
-და შენ სად იყავი მაშინ? - აფეთქდა ვახტანგი, - სად იყავი-მეთქი? ხომ გაგაფრთხილე, ყურადღება არ მოადუნო, თორემ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს-მეთქი! ხომ გაგაფრთხილე?!
-იქნებ, ყვირილის ნაცვლად მისი პოვნის შესაძლებლობებზე გვეფიქრა? - ჩაერია გიგი და ონიანზე გაწევის შანსი მოუსპო ვახოს.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! - დაიყვირა ვახტანგმა და მანქანში ჩაჯდა, - ჰა, რაღას უცდით? თუ გინდათ, რომ მაინცდამაინც მისი გვამი ვიპოვოთ დანაწევრებული და არა თავად კატო ცოცხალი?
სამივე მათგანი კაცის რეპლიკამ თითქოს ძილბურანიდან გამოაფხიზლაო, მაშინვე ჩასხდნენ მანქანაში და ონიანმა იგი წამის უსწრაფესად გააქროლა.
-თამუნა, შენ რა, ორსულად ხარ? - მოულოდნელად იკითხა ვახომ და სულ ოდნავ მიაბრუნა თავი უკან მჯდომი წყვილისკენ.
-რაა? არა! - მაშინვე უარყო კაცის ნათქვამი თამუნამ და გიგის გახედა, - საიდან მოიტანე?
-ან ეგ მაისური გაქვს პატარა და მკერდთან გიჭერს, ან ორსულად ხარ და მკერდი მაგიტომაც გაგეზარდა.
-არ ვარ ორსულად და არც მაისურია პატარა!
-მაშინ თავში მხოლოდ ძალიან ბილწი ფიქრები მიტრიალებს, - წარბები აათამაშა ვახომ და გაიცინა, - მხოლოდ ხელს გიჭერს ხოლმე თუ... მმმ... გკოცნის და გეფერება კიდევაც?
-უტაქტო ხარ! - მიაძახა ქალმა და გაბუსხულმა გაიხედა ფანჯარაში.
-ვახტანგ, - დაიწყო გიგიმ დაბალი და მუქარანარევი ხმით, - გირჩევნია მოკეტო, თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ!
-გიგი, შეეშვი, გთხოვ, - კაცისკენ მიტრიალდა თამუნა, - არ ღირს თავის ატკივებად.
გიგიმ მკრთალად გაუღიმა, მხრებზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
-ნახე რაა, უმადურები! მე აქ ერთი შეხედვით დავადგინე და ვუთხარი რომ მალე მშობლები გახდებიან, ესენი კიდევ რას მეუბნებიან?! უტაქტოო... ჰმ... არაფრის უჟმურებო! - ნაწყენი ხმით თქვა კაცმა,წამის მერე კი ისევ მხიარულ განწყობაზე მოვიდა, - აი, თავად ნომერ პირველი ბატონი უჟმურებაც აქვეა, გვერდით მიზის, - და ონიანისკენ თითით მიანიშნათ, - სიმპატიური კია, მაგრამ... - თავი დანანებით გადააქნია, - უჟმურება მაინც თავისას შვრება! ეჰ, რას ვიზამთ, ყველაფერი საუკეთესო მხოლოდ შენ ვერ შეგხვდება. აქ გარეგნობაო, იქ კატოო და ერთი მინუსი ხომ მაინც უნდა გქონდეს? - ორატორობას არ წყვეტდა ვახო, - ხოდა, შენი ხასიათია ეგ.
-იქნებ, კეთილი ინებო და იმის ნაცვლად, რომ სისულელეები იბოდიალო, იმაზე დაფიქრდე, კატო როგორ ვიპოვოთ? - თავის შეუბრუნებლად უთხრა ონიანმა.
-შენთვის არ უთქვამთ, არა, ციცერონი რომ ვარ? - სიტყვა ბანზე აუგდო კაცმა, - მიდი, ახლა შენი ჯერია, უნდა მკითხო, რატომო, - და ხელი გაჰკრა ირაკლის.
ონიანმა თვალები მობეზრების ნიშნად აატრიალა და ჰკითხა:
-რატომ, ვახტანგ?
-მეც მასსავით ერთდროულად ორი საქმის კეთება შემიძლია, - და თან ჩეშირის კატასავით გაიბადრა, - ხოდა, სანამ რაიმეს დამაბრალებთ, მანამდე კარგად დაუკვირდით სიტყვებს. ეს თითოეულ თქვენგანს გეხებათ. ჯერ ჩემს შესაძლებლობებს გაეცანით და მერე ისე თქვით რაიმე, ოღონდ ტვინს ცოტა ძალაც დაატანეთ ხოლმე, რომ მთლად ყველაფერი სისულელე არ წამოროშოთ!
-ოჰ, ჩვენ ბოდიშით, ეს როგორ ვიკადრეთ, - არც ირაკლი ჩამორჩენია, - თავიც ხომ არ დაგვესაჯა თქვენი შეურაცხყოფისთვის?
-აი, ხედავ, შეგძლებია გონივრულად აზროვნება, - წამში კვლავ გაიბადრა კაცი, - ვნახოთ, ვნახოთ, რისი მოფიქრება შეგვიძლია, - ფიქრიანი მზერით შეათვალიერა თითოეული, შემდეგ კი წვერიან ლოყაზე დაისვა ხელი.
-ღმერთო, გამძლეობა მოგვეცი, - ჩაიბურტყუნა გიგიმ და თავის მკერდზე მიძინებულ ქალს სახიდან ფრთხილად გადაუწია თმები.
***
-უკაცრავად, - ლიზას მაგიდას მიუახლოვდა კურიერი და ქალის ყურადღება მიიქცია, - ქალბატონი ლიზა თქვენ ხართ?
-დიახ, - დაბნეულმა უპასუხა და ახედა, - რამე მოხდა?
-შეგიძლიათ ხელი აქ მომიწეროთ? - იკითხა კაცმა და კალამი და ფურცელი გაუწოდა.
-რა თქმა უნდა, მაგრამ რა ხდება?
-არაფერი, აი, ეს თქვენთვისაა, - უპასუხა ბიჭმა და მინდვრის ყვავილების ულამაზესი თაიგული გაუწოდა.
-კი, მაგრამ ვისგანაა? - დაბნეულმა გამოართვა და გულზე მიიხუტა.
-არ ვიცი, ქალბატონო. მე მხოლოდ ადგილზე მოტანადა და ადრესატისთვის მისი ჩაბარება მევალება, - მხრები აიჩეჩა კურიერმა, შემდეგ კი თავის დაკვრით დაემშვიდობა ქალს და გასასვლელისკენ გასწია.
ლიზამ კარამდე მიაცილა მზერით, შემდეგ კი თაიგულს დახედა და თვალები აუბრჭყვიალდა. ბავშვობიდან გიჟდებოდა ყვავილებზე, განსაკუთრებით კი მინდვრის ფერად-ფერად ყვავილებზე იყო შეყვარებული. სალხის აივანი ხომ საერთოდ გადავსებული ჰქონდა ქოთნებით და შვილებივით დაჰფოფინებდა თავს. თაიგულის შუაგულში მალევე შენიშნა პატარა კონვერტი, ნელა ამოაძვრინა და ბატიფეხურით დაწერილ ტექსტს დააკვირდა.
„მძინარე მზეთუნახავო, იმედია ესენი მაინც გამოგიკეთებენ გუნებას და ხასიათზე მოგიყვანენ. P.S. კოცნაც შემიძლია, თუ რამე“.
ქალმა თვალები აატრიალა, შემდეგ კი ფურცლის კონვერტში დაბრუნებაღა მოასწრო, როცა არსაიდან გიორგი წამოადგა თავს.
-ვაა, ლიზიკო, რად გინდა ყვავილები, გასვენებაში მიდიხარ? - იკითხა ცინიკური ხმით და თაიგული საგულდაგულოდ შეათვალიერა.
-კი, შენ უნდა დაგაწყო გულზე, - ასევე ცინიკურად მოუჭრა ქალმა, შემდეგ კი კონვერტი კვლავ თაიგულში ჩააბრუნა და სავარძელს დაუბრუნდა.
-ოჰო, - კონვერტი მაშინვე ამოაცალა და წერილს გადაავლო თვალი, - უი, უი, მძინარე მზეთუნახავო, ვიღაც იდაგება შენი სიყვარულით და არ გინდა უშველო?
-გიორგი შემეშვი! - კბილები გააღრჭიალა ქალმა და წერილის წართმევას შეეცადა.
-თან კოცნაც სცოდნია ბიჭს, - არ ჩერდებოდა გიორგი და თან ხელს უფრო ზემოთ სწევდა, რათა ქალი ვერ მისწვდენოდა.
-გიორგი, დამიბრუნე წერილი და მოშორდი აქედან, - უთხრა და ახტა, მაგრამ სულ ტყუილად.
-ყვავილები თუ ვერ გამოგიკეთებენ გუნებას, შეუძლია გაკოცოს შენმა პრინცმა. აი, ეგ ნამდვილად იმოქმედებს, - სიცილს არ წყვეტდა კაცი, ლიზა კი ხტუნაობას.
-ოოოო, ნუ მაწვალებ, გიო! - ხტუნაობით ქანცგაწყვეტილმა ამოილაპარაკა ლიზამ და თავისი სკამი მოაგორა.
-ამის მიწვდენას რა უნდა ლიზა? - ქალის ბავშვობაზე ეღიმებოდა გიორგის და უფრო მეტად უტევდა მისი გაწვალების სურვილი.
-ხოდა, მანდ გაჩერდი და არ გაინძრე, - საჩვენებელი თითი დაუქნია, შემდეგ კი ახლოს მოგორებულ სკამზე ავიდა და ის-ის იყო ფურცელს წაეტანა კიდევაც, რომ ბორბლებიანი სკამი გაცურდა და ლიზაც აყირავდა. ერთი წამოიკივლა, ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მოსალოდნელი დაცემისაგან გამოწვეული ტკივილის ასატანად შეამზადა თავი.
-ჰეი, ლიზა, - ყურთან ახლოს მოესმა ნაცნობი ხმა და სხეულზე შემოჭდობილი ხელების სიძლიერეც შეიგრძნო, რომლებმაც დაცემისაგან იხსნეს, - ლიზიკოო, კარგად ხარ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა კაცმა და ტკიპასავითმიკრულ სხეულს დახედა.
-მგონი, - ამოიჩურჩულა ქალმა და მხოლოდ ამის შემდეგღა გააცნობიერა, რომ ერთიანად გიორგის იყო მინდობილი და კაცის კისერს წვრილ ხელებს მთელი ძალით ხვევდა.
-დარწმუნებული ხარ? - თბილი ხმით ჰკითხა კაცმა და ფრთხილად დაუშვა.
-კი, კი, - უცებვე გამოერკვა, ხელებიც მოაცილა და თავადაც მოსცილდა.
-მეორედ ასე აღარ შემაშინო, კარგი? - თბილი ხმით ჰკითხა გიორგიმ, წინ გადმოვარდნილი კულული ყურს უკან გადაუწია და გაუღიმა.
-შენ რომ არა, არც ეს მოხდებოდა, - ასეთ მომენტშიც კი არ ჰკარგავდა საღ აზრს ქალი.
-ღმერთო ჩემო, - თვალები მობეზრების ნიშნად აატრილა კაცმა და ქალს დაკუჭული წერილი გაუწოდა, - აშკარად, გათიშული უფრო მომწონდი.
-რა გაუკეთე? - დაკუჭულ ფურცელს დააკვირდა ქალი და ბრაზმორეული თვალებით შეაცქერდა.
-ლიზა, შენ დამეჭირე თუ წერილის სიმრთელეზე მეზრუნა?
-იდიოტი ხარ!
-რაიმე ახალი მითხარი, - ჩაიცინა კაცმა და უკანსვლა იწყო, - ხო, მართლა, ლიზიკო, შენს პრინცს არ ალოდინო და მადლობა გადაუხადე. გაუხარდება, - მიაძახა სიცილით და როგორც გამოჩნდა, ისევე აორთქლდა იქიდან.
***
-ოჰო, რა კარგი სახლია?! - ორსართულიანი სახლის შეთვალიერების შემდეგ თქვა ვახომ და მანქანიდან პირველი გადმოვიდა, - აბა, რომელი თქვენგანისაა?
-ჩემია და გირჩევნია, ზედმეტი არაფერი თქვა, ისედაც გაღიზიანებული ვარ, - შეუღრინა გიგიმ და ჩაძინებული თამუნა ფრთხილად გადმოიყვანა მანქანიდან.
-ჰმ, უხეში, - ჩაიბურდღუნა კაცმა და ზურგჩანთამოგდებული უკან გაჰყვათ.
-აბა, რაიმე იდეა გაქვს, სად შეიძლება იყოს შენი ძმა ან კატო? - იკითხა ონიანმა, როცა ვახო გამოკვებეს, შხაპის მიღების საშუალებაც მისცეს და როგორც იქნა, მისაღებში სათათბიროდ შეიკრიბნენ.
-წარმოდგენა არ მაქვს, - თითქოს უდარდელად ჩაილაპარაკა კაცმა, მაგრამ თვალებშივე ეტყობოდა, რომ ყველაზე მეტს ის დარდობდა.
-როგორ დაგვეხმარე?! - დაიღრინა გიგიმაც და სახეზე ხელი ჩამოისვა.
-მერწმუნე, კატო ჩემთვისაც იმდენივეს ნიშნავს, თუ იმაზე უფრო მეტს არა, რამდენსაც თქვენთვის, - დაბალ ხმაზე დაიწყო ვახომ და თავი ხელებში ჩარგო.
-არც რაიმე გახსენდება? - ჩაეძია ონიანი, - სად უყვარდა შენს ძმას დროის გატარება, ან სად ხვდებოდა ინას ან რა ვიცი, რამე მაინც!
-ვფიქრობ, ირაკლი, ვფიქრობ. მას მერე ვფიქრობ, რაც მითხარით, რომ კატო გაიტაცეს, მაგრამ თავში საერთოდ არაფერი მომდის. მე რა ვიცი, იქნებ გემოვნება შეეცვალა? უკვე 6 წელია, რაც აღარ მინახავს!
-ჰმ, მაგარია. ძმობაც ამას ჰქვია. ჩაგსვეს თუ არა ციხეში, მაშინვე მიგატოვა, არა? - იკითხა გიგიმ.
-პირველივე დაკავებაზე, - ოთახში თამუნას ხმა გაისმა და სამივემ კიბეზე მდგარ ქალს გახედა, - მე და კატო ვცდილობდით გადაგვეფიქრებინა მისთვის და დახმარებაზე დაგვეყოლიებინა, მაინც ადვოკატი იყო, ბოლო-ბოლო ღვიძლი ძმა იყო, მაგრამ სულ ტყუილად!
უეცრად ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე ონიანის ქამარზე დამაგრებულმა რაციის შიშინმა გაჰკვეთა და ყველამ მას მიაპყრო ყურადღება.
-ყველა დანაყოფის საყურდღებოდ, - შიშინით ისმოდა ქალის ხმა, - ნაპოვნია გუშინ გატაცებული ქალის მანქანა, - შემდეგ კი მისამართიც თქვა და ოთახშიც აღარავინ დარჩენილა.
მხოლოდ მანქანასთან მისვლისას დაფიქრდა ონიანი თუ რას აკეთებდა, შემდეგ კი მის უკან მოყოლილ სამ კაცს გახედა, მანქანის კარს ხელით ჩამოეყრდნო და თქვა:
-თქვენ სამნი აქ რჩებით!
-რაა? არა! - მაშინვე უარყო ეს აზრი თამუნამ.
-ირაკლი მართალია, თამო, - თმაზე მიეფერა გიგი, - სჯობს აქ დარჩე.
-გიგი, შენც აქ რჩები და ვახოც, - ხმა გაიმკაცრა ირაკლიმ, - წესით იქ არც მე უნდა მივდიოდე, მაგრამ რამდენიმე ნაცნობი მყავს და დათვალიერების უფლებას მომცემენ.
-მე წამოსვლას ვერ გადამაფიქრებინებ! - ახლა ვახომ წამოყო თავი, ირაკლის არც დალოდებია, მანქანაში ჩაჯდა და ონიანსაც ანიშნა, ჩამჯდარიყო.
-დაფიქრდით, - კვლავ გიგის და თამუნას მიუბრუნდა, - ირმა რომ გამოფხიზლდეს და შვილი იკითხოს, ვინმე ნაცნობი მაინც არ უნდა ჰყავდეს გვერდით?
-ჯანდაბა, კარგი, დავრჩებით, მაგრამ როგორც კი რაიმეს გაარკვევ, დაგვირეკავ და ყველაფერს გაგვაგებინებ! - მუქარით თითი დაუქნია გიგიმ და უეცრად ფერდაკარგულ ქალს ხელი შეაშველა, რომ არ დაცემულიყო, - კარგად ხარ, თამო?
-არაფერია, კარგად ვარ. უბრალოდ თვალები ამიჭრელდა და მაგიტომ, - ძლივს გაიღიმა თამომ და გზაგე გასულ ირაკლის მანქანას გააყოლა თვალი.
-თამო, - უჩვეულად ჩაფიქრებულმა დაიწყო გიგიმ, როცა სახლში შებრუნდნენ, - იქნებ, ვახო მართალია?
-ჰა, რას გულისხმობ? - ვერ მიუხვდა კაცს.
-დღეს დავფიქრდი და იქნებ, მართლა ორსულად ხარ?
-კარგი რაა, გიგი, რა სისულელეა? თანაც ვახო ფარმაცევტია, გინეკოლოგი კი არა!
-აბა, დაფიქრდი. ამ ბოლო პერიოდში სულ უხასიათოდ ხარ და სულ გეძინება. ჭამის მადაც მოგემატა, არა ეგ ფაქტი მახარებს. აქამდე ჩხირი იყავი და ახლა ცოტა ფერზე მოხვედი. და, ხო, მკერდიც გაგეზარდა, იცი?
-რას ამბობ, თითქოს ეგ ფაქტი გწყინდეს, - ეშმაკურად ჩაიცინა ქალმა.
-მერედა მაგას ვინ ამბობს? - ჩაიცინა კაცმა და თამუნას ყელში აკოცა, - ჩემი გემრიელი გოგო.
-გიგი, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა და აწყლიანებული თვალებით ახედა ბიჭს, - მართლა ორსულად რომ ვიყო, - სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა და თან თვალებს აფახუნებდა, - რა უნდა ვქნათ?
-რა კითხვები გაწუხებს, თამო? - შეიცხადა ბიჭმა და გულში ჩაიკრა, - რა უნდა ვქნათ და უნდა გავზარდოთ. მერე, ჩემთან გადმოსვლაც შეიძლება შემოგთავაზოთ და ჰა-ჰა, ხელიც გთხოვო ოდესმე, - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა, თან თმებზე ეფერებოდა ქალს.
-გიგი, მე არ მეხუმრება. მართლა რა უნდა ვქნათ?
-შენ ჩემი ცოლი გახდები, ორივე ერთად კი მშობლები. აი, რა მოხდება და რას ვიზამთ.
-ვგიჟდები შენზე, - მთელს სხეულში მეტასტაზებივით გავრცელდა ბედნიერება და უფრო მეტად ჩაიკარგა კაცის მკლავებში.

თავი 14
-გამარჯობა კატო, - ისედაც პატარა ოთახში უფრო მეტად გაჟღერდა ქალის გამყინავი ხმა.
-ინა? - სახეზე ერთი ემოციაც კი არ დასტყობია, ისე იკითხა და ნელა შებრუნდა ქალისკენ, რომელსაც ხელში იარაღი მოემარჯვებინა და მას უშვერდა.
-ისეთი სახე ნუ გაქვს, თითქოს არაფერი იცოდე. ვიცი, რომ შენმა საყვარელმა ირაკლიმ უკვე ყველაფერი იცის და შენთან წაჭორავებაც მოასწრო დაწოლასთან ერთად.
-რა გინდა ჩემგან? - უშფოთველობის ნიღაბი ჩამოირეცხა სახიდან და უტეხად გაუსწორა თვალი.
-აი, მაგას აუცილებლად გაიგებ! - ბოროტულად ჩაიცინა ინამ, - ახლა კი გაინძერი და აი, იმ ფანჯარაში გაძვერი. სწრაფად! - თან იარაღით მიუთითა რაზეც საუბრობდა.
-სულ გადაირიე, არა? - შეიცხადა ქალმა და მისკენ წამოსული ინასგან 2 ნაბიჯით უკან დაიხია.
-ბევრს ნუ ტლიკინებ და გაინძერი! - ხმას აუწია ქალმა, კატოს თმაში წვდა და თავისკენ გადაქაჩა.
ეკატერინემ სიმწრისგან შეჰყვირა და თავის დახსნა სცადა, მაგრამ ინა იმდენად ძლიერად იყო ჩაფრენილი მასზე, როგორც არწივი მონადირებულ საკვებზე.
-არ გესმის?! გაინძერი-მეთქი! - კიდევ ერთხელ გაიმეორა ქალმა და კატოს ხელით უბიძგა.
მოულოდნელობისგან ქალმა წონასწორობა ვერ დაიცვა და წინ გადაქანდა, თავით ნიჟარას დაეტაკა და ცოტა დააკლდა, რომ იქვე არ მომკვდარიყო. უკვე ყველაფერი ორად ეჩვენებოდა და ინასთვის წინააღმდეგობის გაწევასაც ვეღარ შეძლებდა, ამიტომ ქალის მესამედ გამეორებულ ბრძანებას დაჰყვა და რამდენადაც შეეძლო, იმდენად სწრაფად აძვრა ნიჟარაზე, შემდეგ ზემოთ არსებული ფანჯარა გამოაღო და დარეტიანებული ჩაებღაუჯა ჩარჩოს. ტანის აზიდვა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ეგეც შეძლო და სანამ ინა ამოძვრებოდა, გაქცევა სცადა. თავი უგუგუნებდა და იმდენად სტკიოდა, ეგონა სადაც არაა ამიფეთქდებაო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა და პარკინგისკენ გარბოდა. საკუთარი მანქანის კარი გამოხსნა თუ არა, მაშინვე გაიგო ზურგს უკან ჩაცინების ხმა, შემდეგ კი კვლავ ინა ალაპარაკდა.
-გეგონა გამექცეოდი, ჩიტო? - იმდენად ირონიული და ღვარძლიანი იყო ქალის სიტყვები, რომ კატოს გული გადაუქანდა.
-ისე, ჭკვიანურად მოგიფიქრებია. სწორედ წეღან ვფიქრობდი, რითი უნდა წამეთრიე აქედან და საკუთარი ფეხით არ მომიყვანე გამოსავლამდე? - გადაიხარხარა და მერე ისევ იარაღი დაუმიზნა, - ახლა კი ყველანაირი ზედმეტი მოძრაობის გარეშე გამოაღე უკანა კარი და შეძვერი.
-შეძვერი-მეთქი! - ხმამაღლა უთხრა, როცა კატო ადგილიდანაც არ დაიძრა.
ქალს სხვა რა გზაღა დარჩენოდა? იქაურობა სულ მთლად ცარიელი იყო. ერთი სულიერიც კი არსად ჭაჭანებდა, რომ დახმარება ეთხოვა. ამიტომ ბედს დამორჩილდა, მართლა გამოაღო უკანა კარი და სავარძელზე უნდა მოთავსებულიყო, როცა კეფაში ძლიერი დარტყმა იგრძნო და გულწასული დაემხო სავარძლებს. ინამ ხელით უბიძგა, ზურგზე გადმოატრიალა, ფეხებიც შეაკეცინა, მერე კი თავადაც მოთავსდა წინა სავარძელზე და იქაურობას თვალისდახამხამებაში მოსცილდა.
***
კატო გონს ყვირილის ხმამ მოიყვანა, რომელიც დახშულად, მაგრამა მაინც აღწევდა მის ყურამდე. უმეტესწილად მამაკაცის ხმა ისმოდა, რომელიც საეჭვოდ ჰგავდა დავითისას.
გამოძრავებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. მთელი სხეული ჟელესავით მოსდუნებოდა, ყველა კუნთი სტკიოდა და ყველაფერთან ერთად მაჯებითა და კოჭებით საწოლის თავსა და ბოლოში იყო მიბმული. ხმის ამოღება და დაყვირება სცადა, მაგრამ ბნელ ოთახში მისი საწყლად ამოჩურჩულებული მიშველეთ გაისმა და მალევე გაქრა. მხოლოდ ახლაღა იგრძნო, რომ პირი საჰარას უდაბნოსავით გამოშრობოდა, ყელზე ხომ საუბარიც ზედმეტია. თავის გვერდზე გატრიალებას თითქმის მთელი შერჩენილი ენერგია შეალია და ქოშინი აუვარდა.
ბნელ და შმორის სუნად აყროლებულ ოთახში იწვა და აზროვნება უჭირდა. ნორმალურად ისიც კი არ ახსოვდა, როგორ მოხვდა აქ. ბუნდოვნად თუ წამოუტივტივდებოდა კადრები, როგორ გამოძვრა ფანჯარაში, პარკინგზე ინას სიტყვები და მერე სიბნელე და სიცარიელე, სრული სიცარიელე.
წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რა მოუვიდოდა და ვერც იმას ხვდებოდა, რატომ აკეთებდა ინა ამ ყველაფერს. რაღა მაინცდამაინც ახლა და არა სხვა დროსა და სხვა ვითარებაში.
წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენი დრო გასულიყო მისი მოტაცებიდან, ან თუნდაც იქიდან, რაც ამ ოთხ კედელში გამოამწყვდიეს. ისევ უნდა ჩასძინებოდა, როცა კარი ჭრიალით გაიღო და კატომ მხოლოდ სილუეტის გარჩევა მოახერხა. ლანდი ცოტა ხანს კარში გაშეშებული იდგა და არ ინძრეოდა, მერე კი ოთახის კედელზე ხელი მოაფათურა და შუქის ჩამრთველი ტკაცუნით ასწია.
ოთახის მოულოდნელმა გაჩახჩახებამ ქალს მაშინვე მოსჭრა თვალი და რამდენიმე წუთი დასჭირდა, სანამ ბოლომდე შეეჩვეოდა განათებას. მანამ კატო დაბინდულ მზერას გაიწმენდდა, კარში მდგარს უკვე მოესწრო ოთახში შემოსვლა და კარის საიმედოდ გადაკეტვაც კი.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო, შენი პრინცი მოვიდა, - ირონიულად ჩაილაპარაკა ქალის ხმამ და საწოლთან მიტანილ ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა.
-რა გინდა ჩემგან, ინა? - თვალების გახელისთანავე იკითხა ქალმა, რამდენადაც ამას გამომშალი სასა და დამსკდარი ტუჩები აძლევდნენ.
-ხომ გითხარი, ამას აუცილებლად გაიგებ, მაგრამ არა ახლა. სულ ცოტა ხანში, - ქალმა ამაზრზენად გაიცინა, - ამჯერად შენს სატანჯველად შემოვედი აქ. მოგეწონა ხომ შენი ახალი ოთახი? მაპატიე, ბატონი გამომძიებლის დახვედრება დამავიწყდა, - პირზე სინანულით აიფარა ხელი და დამწუხრებულმა გახედა.
-მაინც მოგვაგნებენ... ხომ იცი, არა? - როგორღაც ამოილაპარაკა კატომ და ტუჩებზე ენის წვერი გაისვა.
-ოდესმე შეიძლება, მაგრამ ახლო მომავალში იმედი ნუ გექნება. ვინც ამ ადგილის შესახებ იცოდა, ერთი ციხეშია, მეორე კი მკვდარი. აი, თამუნა კი მაშინ საერთოდ არ ყოფილა შენთან ერთად.
-როგორ ვერ მივხვდი.
-არაუშავს, იცის ხოლმე, - თავზე დაყვავებით გადაუსვა ხელი, არ ინერვიულო, შენი გვამის ადგილმდებარეობას ირაკლის აუცილებლად შევატყობინებ. მაგდენად სასტიკიც არ ვარ. ახლა კი, დავიწყოთ!
ხელები ერთმანეთს სიამოვნებისგან გაუხახუნა და მთელს სახლში გავრცელდა ქალის სასოწარკვეთილი კივილი.
***
-უკვე თითქმის სამი კვირა გავიდა და ჩვენ ისევ არაფერი გვაქვს, - ბურტყუნებდა ნერვებმოშლილი ირაკლი და უკვე გაზეპირებულ „მარშრუტზე“ დააბიჯებდა.
-როგორ შეიძლება ასეთ პატარა ქვეყანაში ისე აორთქლდე, რომ ვერავინ ვერ მოგაგნოს, მითუმეტეს, გაქცევის დროსაც კი ვერ დაგინახოს?!
მაგრამ მონოლოგი კარების, რასაც ჰქვია, შემოგლეჯვამ გააწყვეტინა. ვახო ხელში რაღაც ფურცელს აფრიალებდა და თან მძიმედ სუნთქავდა.
-რა ხდება, ვახო? - სამზარეულოდან თავი გამოყო თამუნამ და ოთახში მსხდომებს დააკვირდა.
-წყალი დამალევინე, შენი ჭირი მე, ჯერ და მერე გეტყვით. ვერ ხედავ... ძლივსღა ვსუნთქავ.
-აი, აიღე, - მიაწოდა და გიგის გვერდით დაიკავა ადგილი.
-ამოღერღე, ჰე! - ონიანს მოთმინების ძაფი გაუწყდა და შეუღრინა ჯერ კიდევ აწითლებულ კაცს.
ვახომ თვალები დააწვრილა, შემდეგ კი ეშმაკურად გაიცინა და დივანზე უკეთესად მოთავსდა.
-ჯერ მითხარი, რა ქენი მოსამართლესთან? - გაახსენა ციხიდან გამოსვლისას შეპირებული და ცალი წარბი ასწია.
-დაველაპარაკე და ვნახოთ, რისი გაკეთება შემიძლიაო.
-კარგი, ძალიან კარგი, - თავი დააქნია ვახომ და ფურცელი, რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა ხელში ჩაბღუჯული, ჟურნალების მაგიდაზე გაშალა, - აქ იმ სავარაუდო მისმართთა სიაა, სადაც ინას და ჩემს ძამიკოს შეიძლება კატო ჰყავდეთ.
-რაა? მართლა? - მაშინვე ფეხზე წამოვარდა ირაკლი და ფურცელს დააცქერდა, - მერე? აქამდე ვერ გვითხარი?
-დამაცადე? - შეიცხადა ვახომ და მარჯვენა ხელი გულზე მიიდო, - როგორც კი წყლის დალევას მოვრჩი, ლაპარაკის წამოწყებაც არ მაცადე, ისე მაჯახე მოსამართლესთან ვიყავი და შენს საქმეს გადახედავსო. ასე არ შეიძლება, ირაკლი. ხალხს ლაპარაკი უნდა აცადო! ასე შენგან კარგი გამომძიებელი ვერასდროს დადგება! - თან თავი სინანულით გადააქნია, - ეჰ, ძალიან მოუთმენელი და თავშიავარდნილი თაობა მოდის. სულ გაფუჭდნენ!
მაგრამ არც ირაკლი, არც გიგი და არც თამუნა ვახოს მჭერმეტყველებას უკვე აღარ უსმენდნენ. სამივე დიდი ინტერესით ჩაჰკირკიტებდა ფურცელს, რომელზეც უმეტესი მისამართებისა გადახაზული იყო.
-რატომაა ესენი გადახაზული? - იკითხა ირაკლიმ და ფურცელი კვლავ მაგიდაზე დადო.
-რადგან ეგ მისამართები უკვე გადავამოწმე და ყველა მათგანი ცარიელი იყო და არც ამ რამდენიმე კვირის მანძილზე შეინიშნებოდა რაიმე აქტიურობა.
-კარგი, ანუ ეს დარჩენილი სამი მისამართიღაა გადასამოწმებელი, არა? - გადაუხაზავ მისამართებს დააკვირდა ირაკლი.
ვახომ მხოლოდ თავი დაუქნია და მაგიდაზე დადებულ ტელეფონებს დაუწყო თვალიერება.
-ეს შენი მობილურია, არა? - ყველასგან მოულოდნელად იკითხა ვახომ და ირაკლის გახედა.
-კი. რა გინდა?
-არა, არაფერი. მიდი, შენ გააგრძელე ის, რასაც აკეთებდი. მე ცოტა ხანს ვითამაშებ. უიმე, რა იყო, არც ერთი თამაში რატომ არ გიწერია?
-ვახო! - სამივემ ერთდროულად შეუყვირა კაცს.
-კარგი, ვჩუმდები, - ხელები დანებების ნიშნად ასწია კაცმა და ირაკლის ტელეფონს მიუბრუნდა, - ვნახოთ, რაიმე საინტერესო თუ მაინც უწერია, - ჩაიბურდღუნა თავისთვის და მობილურის პროგრამებს დაუყვა.
რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ ირაკლიმ გაიმარჯავა და მაშინვე დაურეკეს პოლიციას. მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ისინიც გაჰყვებოდნენ თან და მათთან ერთად იქნებოდნენ კატოს დახსნის პერიოდში.
-შენ არ მოდიხარ, ვახო? - მანქანაში ჩაჯდომამდე ჰკითხა თამუნამ.
-არა, - მოკლედ მოუჭრა კაცმა და უკვე დამჯდარი მობილური პატრონს გაუწოდა, - მირჩევნია აქ დაგელოდოთ. ბოდიში, შემთხვევით შემომეჯინა, - ოცდათორმეტივე კბილით გაიკრიჭა და სახლისკენ შებრუნდა.
ირაკლის სულაც არ ეპიტნავა ვახოს იქ დარჩენის ამბავი, მაგრამ ხმაც აღარ ამოუღია. ტელეფონი დასატენად შეაერთა და წინ მიმავალ პოლიციის ესკორტს მიჰყვა.
-როგორც იქნა! - ამოთქვა ვახომ და მანქანები მიეფარნენ თვალს თუ არა, მაშინვე დატოვა ეზო და ქუჩის ბოლოს გაჩერებულ ტაქსიში ჩაჯდა.
-აი, ამ მისამართზე მივდივართ, -მძღოლს დაწერილი ფურცელი გაუწოდა, - ოღონდ, რაც შეიძლება სწრაფად. სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.
მანქანა ნორმალურად არ იყო გაჩერებული, ვახო უკვე გადმომხტარი იყო და სახლისკენ გარბოდა. მძღოლმა მხოლოდ წამით მოჰკრა თვალი ეზოში შევარდნილ კაცს თვალი, რომელმაც რაღაც აკრიფა ტელეფონზე, შემდეგ კი სახლის უკან გაუჩინარდა.
როგორღაც გადაძვრა ერთ-ერთი ფანჯრიდან, რომელიც ცუდად იყო აჭედილი და უკვე ირყეოდა და სახლშიც შეაღწია. იქაურობას თვალი მოავლო, მაგრამ არავინ იყო. ჩამიჩუმიც კი არსაიდან ისმოდა. გაუბედავად დაიძრა და სამზარეულოს გვერდის აქცევის შემდეგ მისაღებ ოთახში შეაბიჯა. ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა. აქაურობა კარგად აღარ ახსოვდა, ამიტომაც უწევდა ამდენ ხანს თვალების ცეცება და ალალბედზე გადაწყვეტილების მიღება. ბოლოს კიბის ქვეშ დატანებული კარი შეაღო და იმედიანად შეათვალიერა. იქაურობა ჩაბნელებული იყო, მაგრამ კაცმა მაინც შეძლო და ადამიანის სილუეტი გაარჩია. მაშინვე შევიდა ოთახში და კარი ზურგს უკან მიხურა. ხელის ცეცებით აანთო სინათლე და სანახაობამ მეტყველების უნარიც კი დაუკარგა.
ოთახში მდგარ ერთადერთ საწოლზე საწყლად მობუზულიყო კატო და გამოცარიელბული თვალებით მისჩერებოდა ჭუჭყიან კედელს. საწოლზე მიბმულიც კი აღარ იყო და ვახოს იმაში ეჭვიც კი შეეპარა, საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა. მხოლოდ მკერდის ოდნავ მოძრეობაზე შეამჩნია, რომ სუნთქავდა. ქალი საშინლად გამოიყურებოდა. ტანსაცმელი ალაგ-ალაგ სისხლით დალაქავებოდა და შემოხეოდა. ვახო მაშინვე მასთან მიიჭრა და საწოლზე ჩამოჯდა.
-კატო, - ხმადაბლა დაუძახა და მხარზე შესახებად ხელი გაიწვდინა, მაგრამ ქალმა ხმადაბლა შეჰკივლა და მაშინვე კედლისკენ გაიწია.
-რა გაგიკეთეს, კატო? - თავისთვის ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა, - ნუთუ... ოხ, დავით შენი! - დაიღმუვლა და კარისკენ გაიქცა, - აუცილებლად გაგიყვან კატო აქედან, აუცილებლად! - კარის მიხურვამდე ამოთქვა და გაუჩინარდა.
***
ინამ გადაფითრებულ სახეზე წყალი შეისხა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სააბაზანო. მისაღებში დაბრუნებულს კი სიურპრიზი დახვდა. დივანზე მშვიდი გამომეტყველებით წამოსკუპებულიყო ვახტანგი და მხოლოდ თვალებზე ეტყობოდა, რომ მისი ეს მშვიდი გამომეტყველება მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი იყო.
-გამარჯობა, ინა, - ღრენას უფრო ჰგავდა კაცის ხმა, ვიდრე გულრწფელ მისალმებას, - ჩემი საყვარელი ძამიკო ხომ არ იცი სადაა?
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - შიშჩამდგარი თვალებით ამოილაპარაკა ქალმა და თვალები იქით გაექცა, სადაც კატო ჰყავდა ჩაკეტილი.
-დამშვიდდი, შენი პატიმარი ისევ იქ წევს საღსალამათი და ელოდება როდის დაასრულებთ შენ და ის ნაბ**ვარი დავითი მის წამებას!
-შენ...
-ხო, მე, ინა, - ირონიულად გაუღიმა კაცმა და ფეხზე წამოდგა, - ახლა კი, თუ არ შეწუხდები, დათოს დაუძახე, ახლავე!
-აქ არაა.
-როგორ თუ აქ არაა?
-აი, ასე. წასულია და წარმოდგენაც არ მაქვს როდის მოვა, ან მოვა თუ არა საერთოდ.
-კარგი ერთად დაველოდებით, სხვა საქმე არ მგონია, ან შენ გქონდეს, ან მე, - მხრები აიჩეჩა კაცმა და დივანზე ჩამოჯდა.
ინას სულ არ ეპიტნავებოდა ვახოს იქ დანახვა, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, წინ მდგარი საგნები გაორებას იწყებდნენ და იარაღიც რომ სჭეროდა ხელში, კაცი მაინც მარტივად მოერეოდა. ამიტომ დაცდა ამჯობინა.
თითქმის მთელი საათი გავიდა, დავითი კი არა და არ სჩანდა. ამასობაში ინამ კი 5-ჯერ მოახერხა სააბაზანოთი სარგებლობა. ვახოს თავი ისე ეჭირა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა და ობმოკიდებული ოთახის თითოეული სანტიმეტრის თვალიერებით იყო გართული, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი დეტალი არ გამორჩენია. კიდევ ერთხელ რომ წავიდა ქალი სააბაზანოსკენ, ინება და კითხვა დაუსვა:
-კარგად ხარ, ძვირფასო?
-მშვენივრად, საყვარელო, უბრალოდ მოვიწამლე, - არანაკლები ირონია ჩადო პასუხში და იქაურობას გაეცალა.
-მჯერა, როგორ არა. ჯანდაბა შენს თავს დავით, ახლა მოგინდა დედამიწიდან გაქრობა და აორთქლება!
სწორედ ამ დროს გაიღო კარი და ცოტა ხანში დათომ შემოაბიჯა ოთახში.
-ძაღლი ახსენეო, სწორედ შენზე ყოფილა ნათქვამი, - ირონიულად გაიცინა ვახომ და სახეზე ოფლდასხმული ძმა შეათვალიერა, - ეს რა დაგმართნია დათუჩა?! რა მოგივიდა?
-შენ აქ რა გინდა? - მანაც ინას შეკითხვა გაიმეორა და იქაურობას თვალი მოავლო, - მარტო ხარ? ან ციხიდან როდის გამოხვედი?
-რას ლაპარაკობ, მადლობა დახმარებისთვის. ციხიდან გამოსვლას შენ უნდა გიმადლოდე, - თავი მდაბლად დაუკრა და გაიცინა, - შენ რომ არა, ალბათ, იქ მომიწევდა დალპობა.
-რას ბოდავ, ვახო?
-წყნარად, წყნარად, რატომ აფორიაქდით? - თავისთვის ჩაიცინა და დავითს ხელით უბიძგა, რომ დამჯდარიყო. კაციც მოცელილივით ჩაესვენა სავარძელში, - თქვენნაირი იდიოტი კი არ ვარ, რომ ყველგან სამხილები დამეტოვებინა და ისე მოვსულიყავი. თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ არავინ იცის ჩემი აქ ყოფნის ამბავი, - „თუ ონიანს არ ჩავთვლით, რომელიც იმედია ოდესმე მოიფიქრებს და ტელეფონსაც მიაქცევს ყურადღებას!“ , გაიფიქრა და თვალი შეავლო ორივეს.
-მე იმას გეკითხები, აქ როგორ მოხვდი? - ახლა ინამ აიმაღლა ხმა.
-შენ საერთოდ ხმა ჩაიკმინდე და მაცადე ამ გამოტვინებულთან საუბარი, - ნერვები ვეღარ მოთოკა ვახომ და მთელს ხმაზე უღრიალა ქალს.
ინა უფრო მეტად გადაფითრდა და ხმისამოუღებლად ჩამოჯდა დივანზე.
-ხო, სად გავჩერდი, დათუჩა? - კვლავ სიმშვიდის ნიღაბი აიფარა და ძმას მიუბრუნდა, - შენს იდიოტობაზე ვსაუბრობდით, მგონი. არა, მითხარი, ამდენად გამო**ევებული როგორ უნდა იყო ადამიანი, რომ ამ კახპასთან ერთად იმოქმედოს და ყველაფერი იმდენად არიოს, რომ გამოსწორების **აკიც კი არ ჰქონდეს? არა, რას ფიქრობდით, მითხარით ერთი, ჯერ კატოს მამას რომ კლავდით, მერე ლაშას და ბოლოს, საერთოდ, ეკატერინეს იტაცებდით. ყველაფერთან ერთად კი იმდენ სამხილს ტოვებდით, რომ პოლიცია დასაჭერად მოგდევდეთ!
-ინას შეურაცხყოფას ნუ აყენებ! - ღრიალში არც დავითი ჩამორჩა, მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო და ამოიქოშინა.
-ნუ მაცინებ, დათუჩა! შენზე კარგად მაინც ვინ იცნობს ინას? მაგრამ ახლა ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ, - უცბად გადაიხარა ძმისგან და საყელოში წვდა, - ადვოკატად არ ივარგე, არ ივარგე, ძმობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ჩამსვეს თუ არა, მაშინვე შეშინდი, ზურგი მაქციე და ყველაფერთან ერთად, ყველა საბუთიდან გააქრე, რომ ძმები ვიყავით. მაგრამ ადამიანობა ან კაცობა მაინც სად დაკარგე? როგორ გაბედე და ხელი როგორ აწიე ქალზე, რომელიც გიყვარს?! ესაა შენი სიყვარული?! მითხარი, ესაა?! - უყვიროდა ბოლო ხმაზე და თან გამეტებით ურტყამდა სახეში.
-ვახო, გაჩერდი, თორემ მოკლავ, - წამოდგა ინაც, მაგრამ ვახოს განრისხებული სახის დანახვისთანავე უკან დაიხია და მუცელზე მოიხვია ხელები.
-მართალი ხარ, არანაირად მაწყობს ამ არაკაცის სიკვდილი, - სუნთქვააჩქარებული წამოდგა და სისხლიანი ხელები მაისურზე შეიწმინდა, - კაცად დამწერდება და აქაც და იქაც მე უნდა დავისაჯო ამ დამპლის გამო, - თქვა და იატაკზე დააფურთხა.
დათომ მტკივან მკლავზე დაეცა და სისხლსაც არ დაუყოვნებია გამოჟონვა. არა მხოლოდ კაცის პერანგი და მოსაცმელი დაისვარა, არამედ იატაკიც. მაგრამ სულ სხვანაირი ღია ფერი დაჰკრავდა და სუნიც ჟანგის ნაცვლად უკვე აყროლებული გვამის ჰქონდა.
-შენ ისიც გეყოფა, ეგ მკლავი რომ გილპება და ნელ-ნელა გიწამლავს ორგანიზმს! იმის თავიც კი არ გქონდა ჭრილობისთვის ნორმალურად მიგეხედა! არა, ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ, რომ ერთ საშვილოსნოში ვისხედით. შენ რა დასაბადებელი იყავი?!
ამასობაში დავითი სავარძელზე დაყრდნობით წამოიწია და ფეხზე ტორტმანით წამოდგა. ვახომ კი კიდევ ერთხელ მოუქნია მუშტი და კვლავ იატაკზე დააგდო.
-შენი ადგილი მანდაა და ტყუილად ნუ დახარჯავ ძალებს წამოდგომაზე. რამდენჯერაც წამოდგები, იმდენჯერ დაგაბრუნებ უკან, ნაბი**არო!
-მართალი ხარ. ღირსი ვარ, - ბედს დანებებული ადამიანივით წამოიწყო საუბარი დავითმა და იატაკს რამდენჯერმე დაარტყა ხელი, - ყველაფრის ღირსი ვარ, რადგან იმდენად შევიშალე ქალის სიყვარულით, რომ მასზე ვიძალადე კიდეც, მაგრამ არ ვნანობ, იცი? მასზე ტკბილი ქალის დედა შე**ცი!
-რა თქმა უნდა, არ ნანობ. შენ სინდისი როდის გქონია, რომ ახლა ნანობდე?
-გაჩუმდი და ჩემი მხრიდანაც შეხედე! ჩემი ძმა ხარ და ვიცი, გამიგებ!
-ახლა გაგახსენდა, რომ ძმები ვართ? - სიმწრის ღიმილი გადაეკრა ვახოს და წიხლი მოუქნია იატაკზე დაცემულს.
-შენ რომ ისე გყვარებოდა ვინმე, როგორც მე ეკატერინე მიყვარდა, გამიგებდი კიდეც, - დაიწყო დავითმა და სისხლი გადმოაფურთხა იატაკზე, - ძალიან ბევრი რამ ვაპატიე! ჯერ იყო და ლაშას გაჰყვა ცოლად და არაფრად ჩამაგდო, არადა მშვენივრად ხვდებოდა, რომ მასზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული, მერე არ იკმარა და იმ გამო**ევებული გამომძიებლის საყვარელი გახდა! არა, მითხარი, რით მჯობდა ის დამპალი ონიანი მე?
-იქნები იმით, რომ ქალს სულ მცირე სითბო აგრძნობინა და შურით არ სკდებოდა ყოველ მეორე მის თაყვანისმცემელზე! ან თუნდაც იმის გამო, რომ მას მისი მამა და ყოფილი ქმარი არ მოუკლავს. ანდაც იმიტომ, რომ ინას საყვარელი არ ყოფილა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. კიდევ გავაგრძელო?
-ჰაჰ, ვახუშტი, ახლა შენ ხარ სასაცილო. ვერც კი ხვდები, რატომ მოვკალით ჯერ ეკას მამიკო და მერე ის დამპალი ლაშა, არა? ლაშამ შემთხვევით გაიგო, რომ კატო მაშინ ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა. ხოდა, ადგა და გურამთან მოვიდა ვაჟბატონი, თანაც ზუსტად იმ დროს, მე რომ ვიყავი კაბინეტში. ეკატერინესთან შერიგება უნდოდა!
-და ამის გამო მოკალით? თქვენ სულ გამო**ევდით, არა? იმდენს ვერ მიხვდი, რომ კატო ლაშას არასდროს აპატიებდა იმ ამბავს?
-მოხდა ის, რომ გურამი დათანხმდა, რომ ეკასთან შერიგებაში დახმარებოდა ლაშას, - ყური არ ათხოვა ვახოს ნათქვამს და საუბარი განაგრძო, - შენ კი ჩემზე კარგად იცი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც კატო უჯერებდა, პატივს სცემდა და ყველაფერზე თანხმდებოდა, გურამი იყო. ამიტომაც მოვწამლეთ ჯერ ის, შემდეგ კი ლაშაც მივაყოლეთ ზედ.
-მოდი გამოვიცნობ, კარგი? შემთხვევით იმ დროს შემოგისწროთ, როცა სექსი გქონდათ, არა? ხოდა, თქვენც გადაწყვიტეთ ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ ბარემო და ლაშაც მოკალით.
-ის ნაბ**ვარი ვერ მიხვდა, რა შარში ჰყოფდა თავს, როცა კვლავ გაანაგრძობდა ეკას შეწუხებას და თავს აბეზრებდა ხვეწნით, შემხვდი, შემხვდიო.
-და შენ ინა, - ვახო ახლა დივანზე მჯდარ ქალს მიუბრუნდა, - ნუთუ, ამხელა ზიზღის ტარება შეგიძლია გულით, რომ ისედაც გაუბედურებული ქალის ამ დონემდე მიყვანა შეგეძლო?
-ოჰ, დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, მეც რომ მომაქციეთ ყურადღება, - ირონიულად ჩაიცინა ქალმა და ვახოს ჟესტი გაიმეორა, მდაბლად დაუკრა თავი, - და თქვენს კითხვაზე კი პასუხი დადებითია. შემიძლია, თანაც თავისუფლად. ამ დამპალი ქალის გამოა, რომ დღეს ჩემი ძმა კუკიაზე წევს და ბედნიერების ნაცლად ცივი მიწით ტკბება.
-ახლა ყველაფერი გასაგებია. საბაბიც მშვენივრად დავინახე და ყველაფერი დალაგდა, რაც კი არ ვიცოდი. მაინც რა გააკეთა შენმა საყვარელმა ძამიკომ? საგიჟეთის ფანჯრიდან ისკუპა? თუ არა, მოიცადე, მაგათ გისოსებიანი ფანჯრები არ აქვთ? მაგას რანაირად მოახერხებდა?
ინა გამწარდა და სახეზე წამოწითლდა. ვახომ კი შარვლის შიგნით მობილურის ვიბრაცია იგრძნო და რაღაცნაირად დამშვიდდა. მიხვდა, რომ ონიანმა მისი შეტყობინება ნახა და ახლა მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ დრო გაეწელა. ასე გადაბმით მხოლოდ ის თუ დაურეკავდა.
-როგორ ბედავ და ჩემს ძმასზე მასეთ სისაძაგლეს როგორ ლაპარაკობ? - დაიწივლა ქალმა და ფეხზე წამოხტა, - მისი ფეხის ფრჩხილის ღირსიც კი არ ხართ არც ერთი.
-მშვიდად, ინა, მშვიდად, - ირონიული გაუხდა ტონი ვახოს, - როგორ შეიძლება შენს მდგომარეობაში ასეთი მოძრაობები?
ქალი გაშრა და ადგილზე გაქვავდა.
-შენ... შენ საიდან იცი?
-თქვენნაირი იდიოტი კი არ ვარ! გონებაშეზღუდულებო! და არც იმდენად უვარგისი ბიძა ვიქნები, რომ რამე დავუშავო. რა იყო, დათუჩა, არ იცოდი? შენი საყვარელი ორსულადაა. მართლა იდიოტი ხარ, ღმერთო ჩემო! არასდროს უკვირდებოდი შენ გარშემო მომხდარ ფაქტებს, თუ ისინი შენს საქმეს არ უკავშირდებოდა. ადვოკატობის მეტი არაფერი იცი და მაგაშიც კი ჩაი**ი.
-იქნებ ჩვენს ლანძღვას მორჩე და რეალური მოტივი გვითხრა, რა ჯანდაბას აკეთებ აქ და როგორ მოგვაგენი? - ისევ ინა ალაპარაკდა და დავითს თვალი აარიდა.
-ისევ იმ საკითხს ვუბრუნდებით? - თვალებით აატრიალა ვახომ და ინას შეხედა, - კარგი, გეტყვით. თქვენ ხომ გამიმხილეთ თვენი საიდუმლო, ახლა ჩემი ჯერი დადგა. მოკლედ, არც იმდენად ჭკვიანები ხართ, რომ ჩემი გაცურება მოახერხოთ. არა, ერთში გეთანხმები დათუჩა, ონიანი თავისი პროფესიისთვის ზედმეტად სულელია, მაგრამ ეს მისი ახალგაზრდობითაც შეიძლება აიხსნას ან კიდევ იმით, რომ კატოზეა შეყვარებული და ყველა დეტალს არ უფიქრდებოდა და ვერ ხედავდა. მისი გაცურება ამ შემთხვევაში ნამდვილად გამოგივიდათ, მაგრამ ვერ გაითვალისწინეთ ადამიანი, რომელიც თავისი ხუთი თითივით გიცნობთ. არასდროს მაგდებდი რამედ და სწორედ ამიტომაც დაეცი მიწაზე ასე მწარედ. შენ რომ ჩემთვის ერთხელ მაინც გამოგეწოდებინა დახმარების ხელი, იმდენს მაინც ვიზამდი, რომ რამეს მოგიფიქრებდი და გარდაუვალი სასჯელისგან გიხსნიდი, მაგრამ ახლა, რაც მოგივა მხოლოდ საკუთარ თავსა და აი, ამ ქალბატონს უნდა დააბრალო! რაც შემეხება მე, აქ ეკატერინეს წასაყვანად მოვედი.
-ვერავისაც ვერ წაიყვან. დაპირებას შევუსრულებ და აქედან მხოლოდ მკვდარს თუ გაიყვანენ! - ფერზე მოვიდა ინა და მაშინვე გადაუდგა წინ ვახოს.
-აბა, სცადეთ და შემაჩერეთ! - დაიღრიალა ვახომ, ინას ხელი გაარტყა და გათიშული ქალი დივანზე დაეცა, მერე კი წამოწეულ დავითს ჩაარტა წიხლი და კიბისკენ გაიქცა.

თავი 15
ვახტანგმა მთელი ძალით შეგლიჯა კარი და საწოლზე ისევ იმავე ფორმაში მოკუნტულ ეკატერინეს მიეჭრა. ქალს მაშინვე შიში ჩაუდგა თვალებში, მაგრამ ვახოს ახლა ამის დრო ნამდვილად არ ჰქონდა.
-მაპატიე, კატო, მაპატიე, - დაიჩურჩულა და მაშინვე ხელში აიტაცა დასუსტებული სხეული.
ქალი შეიშმუშნა, მაგრამ ვახომ ამას ყურადღება არ მიაქცია და მაშინვე გარეთ გაიჭრა. მანქანიდან კარგად ვერ დაინახა, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ სახლს გარშემო ტყე ეკრა და თუ აქედან ცოცხლად გაღწევა სურდათ, იქ უნდა შესულიყვნენ. იმ გზით რომ წასულიყვნენ, რა გზითაც ტაქსიმ ამოიყვანა, უკან დადევნებული ინა ან დავითი აუცილებლად შენიშნავდნენ და ეს ყველაფერი დასრულდ-ებოდა. ამიტომაც დიდხანს არ უფიქრია ვახოს, პირდაპირ ტყეში შეაბიჯა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა. თან წამითაც არ უშვებდა ხელს ეკატერინეს და ტემპსაც არ აგდებდა. მის სხეულზე უკვე კარგად შეინიშნებოდა დაბერილი ძარღვები და ოფლი, მაგრამ მამაკაცი ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. მისთვის ახლა მთავარი იყო ხელში მოქცეული უცნაურად მოფართხალე არსება გადაერჩინა და სამშვიდობოს გაეყვანა. ტყეს კი თითქოს ბოლო არ უჩანდა. სწორედ მაშინ, როცა ხეებმა შეთხელება დაიწყეს და შედარებით მეტი სინათლე გამოჩნდა, იქაურობა გასროლის მჭახე ხმამ გააყრუა. ვახომ მწვავე ტკივილი იგრძნო ჯერ მხარში, შემდეგ კი ფეხში და მუხლი მოეკვეთა. მასთან ერთად კატოც დაეცა და მხოლოდ წამოიკვნესა.
-ჯანდაბა! - ამოიღმუვლა გამწარებულმა ვახომ და მიწას გაშლილი ხელი დაარტყა, მერე კი კატოს მიუბრუნდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა უღრიალა, რომ იქნებ გონზე მოეყვანა, - გაიქეცი! წადი! წადი აქედან!
ქალიც თითქოს მის ყვირილს ელოდაო, მაშინვე წამოხტა ფეხზე და იმ მხარეს გაიქცა, საითაც ვახო მიარბენინებდა. ტყეში კვლავ გაისმა გასრლის ხმა, მაგრამ ამჯერად ტყვიებმა მხოლოდ ხის გახვრეტა მოახერხა.
-ფუ შენიც, - დაიკივლა გამწარებულმა ქალმა და იქითკენ გაიქცა, სადაც წამის წინ გაქცეულ ეკატერინეს მოჰკრა თვალი.
კატოს მაგისტრალზე გასვლა და მის წინ მანქანის დამუხრუჭება ერთი იყო. ქალი ისედაც კანკალებდა, ამან კი უარესად იმოქმედა და მაშინვე ჩაიკეცა.
***
ერთი კვირის შემდეგ.
ონიანი საავადყმოფოს დერეფანში ბოლთას სცემდა და ხან 119-ე პალაას შეაცქერდებოდა, რომელშიც ეკატერინე იწვა, ხანაც კი 125-ეს , სადაც ვახტანგი ჰყავდათ მოთავსებული. ყველაზე ხშირად კი მაინც 119-ე პლანეტასთან ჩერდებოდა და დამამშვიდებლების ზემოქმედებაში მყოფ ქალს კარის პატარა სარკმლიდან უცქერდა. ქალი, რომელმაც სულ რამდენიმე კვირაში დაიპყრო მისი მთლიანი გონება და გული, ახლა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ისიც კი არ იცოდა, მოინდომებდა თუ არა სიცოცხლისკენ მობრუნებას. გონებაში მხოლოდ ერთი მომენტი უტრიალებდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა. ექიმებმა ქალის მდგომარეობის შესახებ ამცნეს და მასთან 5 წუთით შეუშვეს, მაგრამ კატო გაგიჟდა, გადაირია, ლამის ყველაფერი დაგლიჯა და ირაკლის მიახლოების საშუალებაც კი არ მისცა. თვალებში კი შიში, სირცხვილი და სიშლეგის მეტი არაფერი ედგა. თითქოს ის კატო სრულიად გაექროთ მისგან, ვინც ასე ძალიან უყვარდა. ამ ამბის შემდეგ მასთან შესვლასაც კი ვეღარ ბედავდა. ზუსტად იგივენაირად მოიქცა თამუნას და გიგის დანახვისასაც და ირაკლი ამან უფრო გადაიყვანა ჭკუიდან.
ბოლო შემობრუნებისას ვახოს პალატიდან გამოსული ექიმი დალანდა და მისკენ წავიდა. მისგან კაცის ნახვის უფლება აიღო, რასაც ერთი კვირის განმავლობაში არ აძლევდნენ, რადგან პოლიცია ჰკითხავდა და თანაც თავსაც სუსტად გრძნობდა. ახლა კი თავისუფლად შეეძლოთ ელაპარაკათ.
-ეს რატომ ჩაიდინე ვახო? - ჰკითხა ონიანმა და სკამზე უკეთესად მოთავსდა, - ასეთი სულელური ნაბიჯი რამ გადაგადგმევინა?
-მაპატიეთ, ბატონო გამომძიებელო, მაგრამ ეს აუცილებელიც კი იყო. ბევრისგან განსხვავებით სინდისი გამაჩნია და ეს სინდისი უკვე რამდენიმე წელია არ მასვენებს.
-ანუ?
-ანუ ის, რომ ლაჩარი ვარ, ირაკლი, ლაჩარი.
-შენზე სულელი, დაუფიქრებელი, მატყუარა და მაგავსი ეპითეტები ნამდვილად ითქმის, მაგრამ ლაჩარი? - გაოცდა ონიანი.
-ზუსტადაც რომ ლაჩარი უფრო შემეფერება მე, ვიდრე ის დარჩენილი ეპითეტები ჩემს შესამკობად რომ გაისარჯე და ჩამოთვალე. შენი აზრით, საიდან ვიცოდით ან მე, ან დავითმა ის ამბავი, რომ ეკატერინემ ბავშვი დაკარგა?!
-ალბათ, თავად გითხრათ, არა?
-ხო, ჩვენ გვითხრა და მამამისს და ყოფილ ქმარს არა. ლოგიკურია ახლა ეს შენი აზრით?
-კარგი, მაშინ გისმენ, - დანებების ნიშნა ხელები ასწია კაცმა.
-იმ დღეს იქ ვიყავი და მერე დათოსაც მე მოვუყევი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ნაჩხუბრები. უბრალოდ ეკატერინემ არ იცოდა ამის შესახებ. ახალი მისული ვიყავი, როცა სახლიდან ყვირილის ხმა შემომესმა და მაშინვე იქით წავედი. იქ კი დავინახე, როგორ სცემდა ლაშა კატოს. მე იდიოტი ადგილზე გაქვავებული ვიდექი და ისიც კი ვერ გავბედე, რომ ჩავრეულიყავი და ლაშა გამეკავებინა. ინა იდგა და იცინოდა. მხოლოდ მაშინ გავბედე ოთახში შესვლა, როცა დავინახე, რომ კატომ გონება დაკარგა. მაშინვე მივვარდი და საავადმყოფოში წავიყვანე. გზაში შევნიშნე, რომ დენა ჰქონდა დაწყებული. მაშინ არავისთვის არაფერი მითქვამს ჩემი ძმის გარდა, რომელმაც მხოლოდ თავი გადააქნია, ევროპასავით შეშფოთდა ეგ იყო. კატომაც კი არ იცოდა, რომ მე იქ ვიყავი. ალბათ, დღემდე ჰგონია, რომ ლაშამ მიიყვანა საავადმოყოფოში, მაგრამ ახლა რაღას შევცვლი? იმის მერე მალევე დამიჭირის და ჩემსა და დათოს შორისაც შავმა კატამ გაირბინა. ეს ამბები იმის გამო მოვაწყე, რომ ჩემო დანაშაული გამომესყიდა და ცოტა დათოზეც მეძია შური, სულ ცოტა, - თითები ერთმანეთთან მიიტანა და ირაკლის დაანახვა.
-ღმერთო ჩემო, ეს რა ხალხს გადავეყარე? - ჭერს ახედა ონიანმა და თავი გადააქნია.
-ისე მეჯვარედ ხომ წამიყვან? - დუმილის შემდეგ თემა შეცვალა და წარბები აათამაშა ვახომ.
ონიანმა მხოლოდ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
-რა, არ მეკუთვნის თუ? რაც მე დაგეხმარე, გონება ვიჭყლიტე. ფაქტობრივად საქმე გავხსენი და შენ კიდევ ჩემი მეჯვარედ წაყვანაც კი არ გინდა?! უმადურობაა ეგ ირაკლი.
-ვახო, ახლა ნამდვილად არ მცალია შენი ხუმრობებისთვის.
-რა სახე გაქვს, რა მოხდა? როგორაა ეკატერინე?
-საშინლად. არავის არ იკარებს თამუნას დანახვაზეც კი პანიკური შეტევა დაემართა და დამამშვიდებელი გაუკეთეს. თანაც...
-თანაც? რა ხდება ირაკლი?
-ორსულადაა, - სიმწრით გამოსცრა კბილებში.
-არ მითხრა, რომ...
-არ ვიცი, არ ვიცი. ჯერ მხოლოდ 4 კვირის ორსულია. ექიმმა კი მე-10 კვირასაა შესაძლებელი დადგენა, ვინაა მამაო.
-და რას აპირებ?
-არაფერს დავეძებ. მთავარია კატო იყოს კარგად და ჩემთვის ნამდვილად სულ ერთია ჩემი შვილი იქნება თუ დავითის, მაინც ჩემს შვილად გავზრდი.
-ეკატერინემ რა თქვა ამაზე?
-ჯერ არ იცის. ნორმალურად გონსაც ვერ მოსულა. თანაც ნაყოფი სუსტია მისი მოშორების ალბათობა დიდიაო. არც კი ვიცი, რა რეაქცია ექნება ამ ამბავზე. არადა ბავშვი ძალიან უნდოდა, მახსოვს. თან ეს ყველაფერი არაა.
-კიდევ მოხდა რამე?
-მასეა. ირინა გარდაიცვალა. ზუსტად იმ დღეს, როცა შენ საბოტაჟი მოუწყვე შენს ძმასა და ინას. და შეცდი ბატონო ვახტანგ. თამუნა არ აღმოჩნდა ორსულად.
- ჰმ... არადა ყველა სიმპტომი მაგაზე მიუთითებდა. ცუდია, მაგრამ ღმერთო ჩემო, საწყალი ირინა. კარგი დედა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მხიარული ნამდვილად იყო. კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ნუ, მინუსი უფრო მეტი ჰქონდა, მაგალითად, ჩემი ძმა მოსწონდა სიძედ და რომ შესძლებოდა კატოს დიდი სიამოვნებითაც მიათხოვებდა. ეჰ, რაღას ვიზამთ. დაკრძალეს უკვე?
-კი, გურამის გვერდით.
-კატო ნამდვილად განადგურდება და ძლიერი საყრდენიც დასჭირდება. მის მიტოვებას არ აპირებ, ხომ ასეა?
-წეღან გეუბნებოდი, რომ დავითის შვილიც რომ აღმოჩნდეს მაინც გავზრდი-მეთქი და ახლა მეკითხები მივატოვებ თუ არა?!
-კარგი კაცი ხარ, ირაკლი, - დუმილის შემდეგ ამოთქვა ვახომ.
-მაგრამ? - ღიმილით ჰკითხა ონიანმა, - ვიცი, რომ შენს სიტყვებს მაგრამ მოჰყვება.
-მართალი ხარ, მაგრამ მოჰყვება, - ღიმილითვე უპასუხა ვახომ, - მაგრამ სულელიც. ფარმაცევტი ვარ და...
-ყოფილი ფარმაცევტი. შენთვის ლიცენზია ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ.
-კარგი, ხოო, ყოფილი ფარმაცევტი ვარ და მე გაჯობე მოქმედ გამომძიებელს, მე გავხსენი საქმე და ბოლოს დაზარალებულიც მე დავრჩი. ხედავ, მარცხენა ხელს საერთოდ ვერ ვამოძრავებ, ფეხზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. ისე, ფარმაცევტიაზე გამახსენდა და ლიცენზიას როდის დამიბრუნებენ? - ცალი წარბი აუწია ონიანს და ჩეშირის კატასავით გაიკრიჭა.
-მაგას ჩემო ვახო გამომძალველობა ჰქვია და კანონით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, - ოდნავ გამხიარულებულმა დაუბრუნა პასუხი.
-უი, რას მეუბნები კაცო, კი არ ვიცოდი. მე მაპატიეთ, ბატონო უფროსო გამომძიებელო.
-არ ვარ უფროსი გამომძიებელი. შენ არ გამოგიძიებია ეს საქმეო და დაწინაურებამაც შორეული მომავლისკენ გადაიწია.
-ვაიმე, შენ რა გითხარი. მე კიდევ ალბათ, მაზოლზე ფეხი დაგაჭირე, არა? ბოდიში, ბოდიში და ათასი ბოდიში.
-შეეშვი რა, ამ ღლაბუცს. არ გიხდება.
-ხოო? - თვალები დააწვრილა კაცმა, - რა ვიცი, რა ვიცი, იმ ლამაზ ექთანზე კი გაჭრა და...
-რომელ ექთანზე?
-როგორ არ იცი ეგ კაცო. იცი, რა ქალია?! ჩემთვის განძრევა და სიარული რომ შეიძლებოდეს, უკვე ჩემს მკლავებში აღმოჩნდებოდა. თან ჭკვიანია, ლამაზი, მხიარული და რაც მთავარია, ჩემი იუმორი ესმის.
-ოჰო, მართლა საშენო იპოვე ვინმე? ჰა, მე ხომ არ გამოგყვე მეჯვარედ? თორემ ჩემი და კატოს ამბავმა ჩემი დაწინაურებასავით შორეულ მომავალში გადაინაცვლა.
-არა, მადლობა, - მაშინვე წამოიძახა და თავი შორს დაიჭირა, - ნამდვილად არ მინდა შვილი თუ მეყოლება შენი სისულელე დაანათლო.
-და შენ რა უნდა დაგენათლებინა ჩემი შვილისთვის ტყუილის ხელოვნება თუ ირონია?
-იუმორის გრძნობა, - შესცინა სახეში და ხელი აუქნია, - წადი ახლა და დამტოვე საკუთარ თავთან მარტო. ნახე როგორაა ეკატერინე და თუ ჩემი ექთანიც შეგხვდეს დერეფანში, აქეთ გამოუშვი. ჭკუა კი გაქვს და მოიფიქრებ რამეს.
ონიანმა მხოლოდ თავი გააქნია და პალატიდან მართლა გავიდა.
კიდევ რამდენიმე დღემ ისე გაირბინა, საერთოდ არაფერი მომხდარა. კატოს მდგომარეობა საერთოდ არ უმჯობესდებოდა, პირიქით, ქალმა იმ დღეს საერთოდ ჭამაზე განაცხადა უარი. ექიმი უკმაყოფილო გამოვიდა ქალის პალატიდან და პირდაპირ ირაკლისთან მივიდა.
-ბატონო ირაკლი, - დაიწყო და თან თამუნასა და გიგისგან მოშორებით გაიყვანა, - ალბათ, თქვენც დაინახეთ, რომ პაციენტი ჯიუტად აცხადებს უარს ჭამაზე. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება მის ჯანმრთელობასა და პირველ რიგში ნაყოფზე. იქნებ, თქვენ მოახერხოთ და როგორმე დაიყოლიოთ რომ საკვები მიიღოს, თორემ მხოლოდ გადასხმით არაფერი მოხდება. სხეული დასუსტდება და... - ექიმმა თავი გადააქნია.
-მე რა შემიძლია? - ამოიოხრა კატოს მდგომარეობით შეწუხებულმა ირაკლიმ და პალატას გახედა, - არ გახსოვთ, რა რეაქცია ჰქონდა მასთან რომ შევედი?
-დიახ, მაგრამ ვხვდები, რომ მას თქვენ უყვარხართ და საყვარელი მამაკაცი უფრო შეძლებს ახლა მის დახმარებას, ვიდრე მეგობარი.
-და რა უნდა გავაკეთო?
-თავიდან ეცადეთ დაყვავებით სცადოთ მისი დათანხმება. თუ არა და მედიცინა სხვა მეთოდსაც იცნობს. უნდა დააძალოთ, აიძულოთ საჭმელი შეჭამოს. შოკურ თერაპიას მხოლოდ ეკონომიკა და პოლიტიკა კი არ იცნობს.
-კი, მაგრამ... - შეყოყმანდა ირაკლი.
-დამშვიდდით, ამან შეიძლება უკეთესი შედეგიც კი მოგვიტანოს და მდგომარეობიდან გამოვიდეს.
-და თუ არ გამოვა? თავად არ თქვით, შეიძლებაო.
-ამ მომენტში უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და გადაწყვეტილების მიღება ახლა თქვენზეა. ამ საჭმელს აქვე დავატოვებინებ ექთანს, - თქვა, ახალგაზრდა გოგოს თვალით ანიშნა და ლანგრის სკამზე მოათავსების შემდეგ იქაურობას გაეცალნენ.
-რა უნდოდა, ირაკლი? - ექიმის წასვლისთანავე ონიანთან მივიდა თამუნა.
-კატო საჭმლის ჭამაზე უარს ამბობს და იქნებ შენ მოახერხო რამეო.
-კი, მაგრამ როგორ... - სახეზე შეშფოთება გამოესახა ქალს, - იქნებ, მე მეცადა?
-არა, ახლა უმჯობესია შენ შეხვიდეო. რაღაც შოკური თერაპიაო თუ რაღაც მსგავსი ახსენა.
-და დარწმუნებულია, რომ გამოვა?
-ორმოცდათი-ორმოცდაათზეაო. მართლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
-სცადე, იქნებ და ამართლებს. მიდი. თუ არა და მერე მე შევალ. ნუ მიურებ მასეთი გაოცებული სახით. ახლა კატოზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინაა. მიდი, შედი! - ბოლოს ხელით უბიძგა და კარებიც თავად გაუღო.
თავიდან კატო გაჯიუტდა, მაგრამ როდესაც ონიანის მობრიალე თვალებს წააწყდა, თითქოს რაღაც შეიცვალაო მასში. მორჩილად გააღო პირი და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში, ნორმალურად შეჭამა. მაგრამ როგორც კი იგრზნო, რომ ირაკლი მოლბა და ოდნავ დაუყვავა, მაშინვე გაჯიუტდა, რასაც ისევ კაცის თვალების ბრიალი მოჰყვა. თამუნა სარკმლიდან უცქერდა ამ ყველაფერს და უხაროდა, რომ როგორც იქნა მისმა მეგობარმა სააქაოსკენ მოიხედა. მაგრამ ჯერ-ჯერობით კატო ჯიუტად არავის სცემდა ხმას.
რამდენიმე დღეში ვახო გაწერეს, მაგრამ ეკატერინეს ჯერ ისევ ექიმის მეთვალყურეობისქვეშ ტოვებდნენ. შოკურმა თერაპიამაც გამოიღო თავისი შედეგი. მოჰკრავდა თუ არა ონიანს თვალს, კატო მაშინვე იწყებდა ჭამას ყველანაირი გაჯიუტების გარეშე. რამდენიმე დღის შემდეგ კი თამუნას გამოელაპარაკა. ქალი სიხარულისგან დახტოდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ის ჰკითხა კატომ, თუ როგორ იყო.
ამასობაში კიდევ ერთი კვირაც მიიწურა და ამჯერად ექიმმა ონიანი იმის გამო დაიბარა, რომ კატოს გაწერა სურდა. ირაკლიმ ყველანაირი ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ უნდა მოევლო ჯერ კიდევ სუსტად მყოფი ქალისთვის და შემდეგ მისი პპალატისკენ წავიდა. თამუნას უკვე მოეხერხებინა და ტანსაცმელი ჩაეცვა მისთვის და ორივე მას ელოდა. ონიანი ფრთხილად გადაიხარა კატოსკენ და მისი შიშჩამდგარი თვალების დანახვისას უხმოდ შეიკურთხა.
-ნება მომეცი, ხო? - თბილად უთხრა და ფრთხილად აიტაცა ხელში, - დროა სახლში წავიდეთ.
კატომ ერთი წამოიკივლა, მერე კი თვალები დახუჭა და კაცის შეხებით გამოწვეული ცახცახის ჩახშობა სცადა. ონიანმა ფრთხილად მოათავსა უკანა სავარძელზე თამუნასთან, თავად კი მძღოლის ადგილას დაჯდა და ძრავა აამუშავა. ნახევარ გზაზე მეტი ჰქონდათ უკვე გავლილი, როდესაც კატომ თვალები გაახილა და ფანჯარაში გაიხედა.
-ირაკლი, - დაილაპარაკა ქალმა და ოდნავ ჩაახველა, რომ დაბოხებული ხმა ცაეწმინდა, - ეს ჩემი სახლის გზა არა არის და სად მივდივართ?
-ჩემთან კატო, - სარკიდან გაუსწორა მზერა ქალს და მერე კვლავ გზას გახედა, - დღეიდან ჩემთან გადმოდიხარ საცხოვრებლად და ეს თემა არც კი განიხილება.
-კი, მაგრამ, მე... - შეწინააღმდეგება სცადა ქალმა.
-არანაირი მაგრამ! ისედაც დიდხანს ვიცადე!
-ირაკლი, არ მინდა!
-არ განიხილება-მეთქი, არ გიხარი?
-თამუნაა, - ბოლო ხავსს მოეჭიდა და ამჯერად მეგობარს მიუბრუნდა.
-მაპატიე, მაგრამ ირაკლიზე გავლენა ნამდვილად არ მაქვს. აი, გიგი სულ სხვა საქმეა, მაგრამ ირაკლი... - თავი გადააქნია ქალმა და ხელები ასწია.
-პოლიციაში გიჩივლებ, - არ დანებდა კატო.
-მოუთმენლად დაველოდები, - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და ირონიული ღიმილი აჩუქა ქალს, - მაგრამ, შეგახსენებ, რომ თავად ვარ მაგ უწყების წარმომადგენელი.
-უსინდისო! - გაიბუსხა ქალი და გულის გადასაყოლებლად ფანჯარაში გაიხედა.
-მეც მიყვარხარ! - გაიცინა ირაკლიმ და სახლისკენ გადაუხვია, - მოგესალმებით თქვენს ახალ სახლში! - მანქანიდან ხელშიაყვანილმა გადმოიყვანა და ფრთხილად აუყვა კიბეებს.
-ეს კი თქვენი ოთახია, - ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოსვა, - ადგომაზე არც კი იფიქრო! ექიმმა წოლითი რეჟიმი დაგინიშნა და არ შეიძლება, - წამოწეულ ქალს მხრებში ჩაავლო ხელი და კვლავ უკან დააბრუნა, - შენს ნივთებს გიგი მოიტანს ცოტა ხანში.
ირაკლი ლაპარაკობდა და თან უხსნიდა სად რა იყო. სააბაზანოც აჩვენა და როდესაც ქალის სახეზე შეშფოთება ამოიკითხა, კარისკენ წავიდა.
-დამშვიდდი, მე შენს გვერდით ოთახში ვიძინებ. თუ რამე დაგჭირდება, უბრალოდ დამიძახე და მოვალ, ხო?
ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია და სააწოლზე კომფორულად მოეწყო. მართალია, ისე კოფორტულად ვერ გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში და საკუთარ საწოლში, მაგრამ ირაკლის მადლობელი ნამდვილად იყო აქ რომ მოიყვანა. მარტო ნამდვილად ვერ გადაიტანდა ვერაფერს და იმხელა სახლშიც გაუჭირდებოდა დარჩენა. შეეძლო, თამუნასთვის ეთხოვა დარჩენა, მაგრამ როგორც გაიგო, მისი დაქალი ახლა გიგისთან ცხოვრობდა და წყვილს ნამდვილად ვერ დააშორებდა. რამდენიმე საათში ოთახში ლანგრითხელში ონიანი შემოვიდა და ლამის სამი კაცის სამყოფი საჭმელი აჭამა. მაგრამ თავისდა გასაკვირად, ერთიც კი არ დაუწუწუნია ამდენ საჭმელზე და ყველაფერთან ერთად, დამატებაც კი ითხოვა. ირაკლიმ უარი განუცხადა, ცუდად გახდები, ამდენიც არ შეიძლებაო და ლამის ცრემლებად დაიღვარა. კაცმა მხოლოდ ჩაიცინა, შემდეგ კი რამდენიმე წამალი დაალევინა და ისევ გავიდა.
ირაკლის ოთახში შემოსვლა ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ისეთი ურთიერთობა როგორიც აქამდე ჰქონდათ, არ ბრუნდებოდა. ქალი შებოჭილი იჯდა და მხოლოდ ონიანის ლაპარაკს უსმენდა. ხანდახან თავადაც იტყოდა რამეს და სულ ეს იყო. რა თქმა უნდა, თამუნა ყოველ დღე სტუმრობდათ, ზოგჯერ გიგიც მოდიოდა და ართობდათ ხოლმე, მაგრამ კატო მდგომარეობიდან მაინც ვერ გამოდიოდა.
ერთი-ორჯერ ჭამის შემდეგ გულიც კი აერია და გადაფითრდა, მაგრამ ვერ მიხვდა, რატომ არ ღელავდა ამაზე ირაკლი. დღეების უმეტეს ნაწილს კი ძილში ატარებდა. თავიდან ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ბოლოს, როდესაც თავბრუს ხვევებმა და ძილიანობამ ძალიან მოიმატა, თანაც გადაუცდა კიდეც, დაეჭვდა. იმ დღეს პირველად თავისი ნებით საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში მოფუსფუსე ირაკლის სვენებ-სვენებით ჩააკითხა. მისი სხეული ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე პროტესტს გამოთქვამდა.
სანახაობამ წამით თვალი მოსწყვიტა. ირაკლი გაზქურასთან იდგა და რაღაცას ამზადებდა. ამ რაღაცას კი იმდენად გემრიელი სუნი უდიოდა, რომ კატოს სანერწყვე ჯირკვლები აეწვა. ნელა მიუახლოვდა სკამს და ზედ ჩამოჯდა.
-აქ რას აკეთებთ, ქალბატონო ეკატერინე? - ონიანს არც კი მოუხედავს, ისე დასვა კითხვა და ტაფაზე ბოსტნეული დაყარა.
-ირაკლი, ორსულად ვარ? - პირდაპირ ჰკითხა ის, რაც აეჭვებდა და აინტერესებდა.
კაცი რამდენიმე წამს გაშეშდა, შემდეგ კი გაზქურა გამორთო და ქალს მიუბრუნდა.
-ვიცი, რომ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ექიმი შენ გესაუბრებოდა და ამასაც ამიტომ გეკითხები.
ონიანი კატოს სახისა და რეაქციების შესაწავლას ცდილობდა, მაგრამ ქალმა ეს იმდენად ურეაქციოდ ჰკითხა, რომ მისი ხმიდანაც კი ვერ მიხვდა, როგორ მიიღებდა ამ ამბავს.
-ირაკლი, არ მიპასუხებ? - ამდენი ხნის მანძილზე, პირველად შეხედა თვალებში ისე, რომ რამდენიმე წამის შემდეგაც არ მოუშორებია მზერა.
-და რა გინდა, რომ გითხრა, კატო? - მზერა სევდიანი გაუხდა კაცს.
-სიმართლე, ირაკლი.
კაცმა სახეზე ჩამოისვა ხელები, ამოიოხრა და კატოსაგან მოშორებით ჩამოჯდა, რომ ქალისთვის დისკომფორტი არ შეექმნა.
-ვიცოდი, რომ ამ თემაზე საუბარი მოგვიწევდა, მაგრამ იქითა კვირას ველოდები, როცა გამოკვლევებზე უნდა წამეყვანე.
-ანუ, ორსულად ვარ? - აღმოხდა ქალს და სახე წაეშალა.
-მასეა, მაგრამ...
-რა მაგრამ, ირაკლი, რა მაგრამ? - ფეხზე წამოიჭრა ქალი და ყვირილი დაიწყო.
-კატო, დამშვიდდი, გთხოვ. არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.
-ნერვიულობა არ შეიძლება? - უფრო აუწია ხმას და რაც პირველი მოხვდა ხელში, ის დაახეთქა ძირს. ეს კი მწვანილიანი თეფში აღმოჩნდა, - თურმე ნერვიულობა არ შეიძლება! ეს აქამდე როგორ არ მითხარი ირაკლი?
-და რას შეცვლიდი, აქამდე რომ მეთქვა? - არც ონიანი ჩარმორჩა ღრიალში და ფეხზე წამოიჭრა.
-აბორტს გავიკეთებდი, თუმცა არც ახლაა გვიან!
-შენ სულ გადაირიე, გოგო?! - ლამის გაგიჟდა კაცი, თვალები ჩაუწითლდა და მაგიდის კუთხეს ჩაავლო ხელი, რომ მასზე გადაეტანა მთელი ბრაზი.
-როგორ არ გესმის, ირაკლი?! - ქალს უკვე ცრემლები სცვიოდა, მაგრამ ერთ ადგილას მაინც ვერ ჩერდებოდა.
-რა უნდა მესმოდეს კატო, რა? - იმდენად გაბრაზდა, რომ კატოს მიეჭრა, მხრებში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია.
-არ მინდა, არ მინდა, არ მინდა! - ხმა ჩაუწყდა ქალს და რამდენიმე წამში გულწასული ჩაესვენა ირაკლის მკლავებში.
-ჯანდაბა, ჯანდაბა! - დაიყვირა კაცმა და მაშინვე აიტაცა ხელში ქალის სუსტი სხეული.

თავი 16
ერთი თვის შემდეგ
უკვე ღამდებოდა, როცა კუკიას სასაფლაოს გადასახვევთან მერსედესის ფირმის ჯიპი გაჩერდა და იქიდან შავებში ჩაცმული ქალი გადმოვიდა. სახეზე გადაფითრებული იყო და მოძრაობაც უჭირდა, მაგრამ წამითაც არ ჩერდებოდა. მოხრეშილ გზაზე გადაადგილებას მისი მაღალქუსლა ფეხსაცმელი ართულებდა, მაგრამ მაინც შეუდრეკლად მიიწევდა წინ. ხელში მინდვრის ყვავილებისგან შეკრული ორი გვირგვინი ეჭირა. სასაფლაოზე ხალხი კანტიკუნტად მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა და თითოეულის მზერა ახლა სწორედ მისკენ იყო მიპყრობილი. ქალი ლამაზი იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა მიზეზით უცქერდნენ. მის ჩალისფერ თმას ბზინვარება დაეკრგა, თვალებიც ჩაჰქრობოდა და ცოცხლად მოსიარულე მუმიას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანს. შორიდანაც კი ადვილად ემჩნეოდა ჩაცვენილი ყვრიმალები და კლასიკური სამოსის მიუხედავად, რომელიც აშკარად დიდი ჰქონდა, მარტივად დაითვლიდით მის ნეკნებსაც. მის კანს მიწისფერი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ვარდიფერი. ქალმა კიდევ ერთხელ წაიბორძიკა და ლამის ჩაიკეცა კიდეც, მაგრამ დროზე მოასწრო წონაწორობის შენარჩუნება. ბოლოს ნერვებმოშლილმა ფეხსაცმელი ერთიხელისმოსმით გაიძრო და ასე განაგრძო გზა. თუმცა ეს მოძრაობა ისეთი ლაღი და თავისუფალი აღარ ყოფილა, როგორც ამ რამდენიმე თვის წინ პოლიციის განყოფილებაში.
წვეტიანი კენჭები ფეხისგულების ნაზ კანს წამში უსერავდა და სისხლიან კვალს ტოვებდა გზაზე, მაგრამ ქალს ბუმბულის შეხება თუ ეგონა, თორემ ისე რეალურად ვერაფერს გრძნობდა. ის საფლავები, კი, რომლებისკენაც მიიწევდა, ყველაზე შორს იყო. თავადაც ვერ მიხვდა, რატომ იყო ჯერ კიდევ სასაფლაოს ეს მხარე ცარიელი და აუთვისებელი, მაგრამ ამ წუთას საქმეს უიოლებდა კიდეც. არავინ შეაწუხებდა, არავინ გამოელაპარაკებოდა და მშვიდად აცდიდა გრძნობებისგან გათავისუფლებას.
ცოტა ხანში მის წინ შავი რკინის ღობე აღიმართა, რომელიც სამოცდაათ სანტიმეტრზე მაღალი არც იქნებოდა. ქალმა ჭიშკარი უხმაუროდ შეაღო და წამშივე მიკეტა. ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი გრანიტის ქვა იდგა. ერთზე შეჭაღარავებული კაცი იყო დახატული, რომელიც თბილად იღიმოდა და ამ ღიმილისგან გაჩენილი ნაოჭების დახატვაც ზუსტად ისე მოეხერხებინა უკვე გაწაფულ მხატვარს, თითქოს ცოცხალ გურამ სულხანიშვილს უყურებდეთო. მის გვერდით კი ქალის გამოსახულებიანი ქვა იდგა. ამ ნახატიდან სითბოს ნატამალსაც კი ვერ შეამჩნევდით, მიუხედავად იმისა, რომ ქალი იღიმოდა. ეს ღიმილი უფრო ირონიული და ამპარტავნული იყო და სწორედ ამ ქვის წინ მდგარი ქალი ხვდებოდა, რომ დედამისის სურათი უკეთესად გამოსვლოდა მხატვარს, ვიდრე მამის.
-გამარჯობა, მამა, - ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და გვირგვინების გადანაწილების და სანთლების დანთების შემდეგ სწორედ კაცის საფლავთან ჩამოჯდა და მამის სურათს გაუსწორა მზერა.
-ვიცი, ვიცი, უკვე თვეებია აღარ ამოვსულვარ შენს სანახავად, მაგრამ შენ ხომ არც იცი, რა გადამხდა თავს. ან იქნებ იცი და სულ ტყუილად ვლაყბობ ახლა აქ? თუმცა, დედასგან განსხვავებით შენ ყოველთვის მისმენდი და ახლაც მომისმენ, არა? უბრალოდ საიდან დავიწყო, ისიც კი არ ვიცი. მგონი, იქიდან სჯობს, თამუნას და გიგის გარდა რომ აღარავინ დამრჩა. ცუდ დროს წახვედით შენც და დედაც. ვიცი, რომ ერთმანეთს ვერ იტანდით, მაგრამ ცალ-ცალკე ძალიანაც კარგი მშობლები იყავით და ახლა, როცა რეალურად მჭირდება თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა, სწორედ მაშინ მოგინდათ ორივეს სიკვდილი.
აქ ქალს ხმა ჩაუწყდა და ცოტა ხანს მხოლოდ მიწისთვის მზერაგაშტერებული იჯდა. შემდეგ კი კვლავ წამოიწყო მონოლოგი:
-ირაკლის დავშორდი. თუმცა ვის ვატყუებ?! თავად დამშორდა. ზუსტად ერთი თვის წინ, როცა გაიგო, რომ ბავშვი მაინც მოვიშორე, მასაც უმტყუნა ნერვებმა, ერთი მიყვირა, შენი დანახვაც კი აღარ მინდაო და ასე მარტივად აორთქლდა ჩემი ცხოვრებიდან. ამასწინად კი მოვკარი თვალი ტელევიზორიდან. შეცვლილა. უფრო დასერიოზულებული და წარბებშეკრული მეჩვენა, მაგრამ რას ვიზამთ, არც მე ვარ უკეთეს დღეში. კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ზუსტად ახლა მაკლია ის ადამიანი, რომელიც ისეთს მიმიღებს, როგორიც რეალურად ვარ. ყველა ჩემს გადაწყვეტილებას უყოყმანოდ დაუჭერს მხარს და გამამხნევებს კიდეც. იცი, იმ დღის მერე ცოტა ხანი თამუნაც კი არ მელაპარაკებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ შემირიგდა. სხვათა შორის, გიგის ხელი უთხოვია და შენი მეორე ქალიშვილი თხოვდება სამ კვირაში, მამიკო. ის მაინც იყოს ბედნიერი. ჰო, ცრემლები დამიშრა. თავადაც არ ვიცი, რატომ. ტირილი მინდა, ყველაფერზე მეტად მინდა, მაგრამ არ გამომდის. შენც გგონია, რომ არასწრად მოვიქეცი, როცა აბორტი გავიკეთე?
ამასობაში მთლად ჩამობნელდა. სასაფლაოზე დამონტაჟებული ლამპიონები და გარე განათებები ჩაირთო, მაგრამ სიბნელეს მაინც ვერ გაუმკლავდნენ. განსაკუთრებით კი სასაფლაოს იმ ნაწილში ბნელოდა, სადაც კატო მობუზული იჯდა და ჩუმი ხმით ამჯერად დედის სურათს ებუტბუტებოდა.
-ვიცი, რომ მინდვრის ყვავილები არასდროს გყვარებია, დედა, მაგრამ ამ ერთხელ მაპატიე. იქნებ ამათ მაინც გააფერადონ აქაურობა, თორემ ძალიან მუქი მეჩვენება ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად არასდროს გვილაპარაკია, არ გვქონია დედაშვილური საუბრები, მაინც მენატრები. სულ ეს იყო შენი მებრძოლი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა? ქალმა რომელმაც რამდენიმე ქმარი მოინელე და მაინც ძალიან ბევრ რამეს მოელოდი ცხოვრებისგან, როგორ აიღე ასე მარტივდ ცხოვრებაზე ხელი? მართალი იყავი, როცა კაცებს მხოლოდ სათამაშოებად აღიქვამდი! მეტი ღირებულება მართლა არ აქვთ! - აქ კი შეერია სიბრაზის ნოტები ქალის ხმას და სახეზეც უსაზღვრო გაბრაზება გამოეხატა, - მათ არასდროს ესმით ჩვენი და ეს შენც გეხება, მამა! და კი, ნამდვილად გაბრაზებული ვარ! მითხარით, დამნაშავე რაში ვარ? იმაში, რომ იმ მკვლელი ადამიანის შვილი არ მინდოდა მომევლინა ამ ქვეყნად? მე სულაც არ ვნანობ ამას და იცით, რა, მეყო რაც ვინერვიულე და მის გამო ვათენე ღამეები! დროა მეც ჩავდგე კალაპოტში. ცხოვრებაში ქალს ან გაუმართლებს და ნორმალურ კაცს შეხვდება, ანდაც უფრო ძლიერი გახდება. ხოდა, მეც უფრო ძლიერი გავხდები, ორივეს გაძლევთ პირობას! დღეიდან კატო სულხანიშვილი ახალ ცხოვრებას იწყებს!
შემდეგ კი ფეხსაცმელები მოირგო, მხრებში გაიმართა და იმავე გზით დატოვა სასაფლაო, რომლითაც მოვიდა. ამჯერად თავდაჯერებულობას ასხივებდა. მიდიოდა ისე, თითქოს ცხოვრებაში ყველა სადარდებელი მხრებიდან ჩამოხსნოდა და ამაში სწორედ მშობლების თანადგომა დახმარებოდა. მანქანაშიც მძღოლის დაუხმარებლად მოთავსდა და თამუნას სახლისკენ აიღო გეზი, რადგან მეგობარს ნამდვილად სჭირდებოდა.
***
-რას შვრები, ლიზიკო?! - მონიტორის წინ ჩამოძინებულ ქალს თავზე დაადგა გიორგი და ანცი ღიმილით პირდაპირ ყურთან დაუყვირა.
-ამ შენს უკბილო ხუმრობებს ხომ ვერაფრის დიდებით მოეშვი! - თვალები აატრიალა ქალმა და კატასავით სხარტად გაიზმორა, - მთელი ღამე მორიგე ვიყავი და წამით თვალის მოტყუების საშუალებაც აღარ მომცე!
-სამსახურში ძილი ვის გაუგონია, თანაც მაშინ როცა შენი შეყვარებული შენზე ფიქრში ღამეებს თეთრად ათენებს?! შენ კი მის მოსვლასაც კი არ ელოდი! - ნაწყენი სახე მიიღო და გვერდით გაიხედა ბიჭმა.
-ნეტავ, არ გაკლდეს, რაა, - გაეცინა გოგოს, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა, სავარძელში უხერხულად ძილისგან ატკიებულ ძვლებს ყურადღება არ მიაქცია და მის თავზე ქორივით ჩამომდგარ ბიჭს ლოყაზე აკოცა, - დილა მშვიდობისა, გიორგი.
-ამით ვერ მომთაფლავთ, ქალბატონო! - ამჯერად ხელები გადააჯვარედინა ბიჭმა.
ლიზამ კი ფეხისწვერებზე აიწია და მეორე ლოყაზეც აკოცა, შემდეგ კი ტუჩებსაც მიადგა. გიორგიმაც აღარ დააყოვნა. მაშინვე შემოჰხვია ხელები და გოგო გულზე აიკრა.
-ტიტუუ, რას ვხედავ ამას! - გაისმა მოულოდნელად არსაიდან სოსოს ხმა და წყვილიც მაშინვე ჩამოსცილდა ერთმანეთს. მეტიც ლიზა სახეზე იმდენად აწითლდა, რომ ჭარხლის სიწითლესაც კი გადაუსწრო.
-ერთი თვე ვიწექი მხოლოდ საავადმყოფოში და შენ ეს ბიჭი მოარჯულე, ლიზა? ყოჩაღ, გოგო! - სიცილით მიგორდა მათთან სავარძელში ჩამჯდარი კაცი და ლიზას თვალი ჩაუკრა, - შენი ბედოვლათი ბიძაშვილი რას შვრება? ერთხელ არ უნდა მოვეკითხე?
-მაგას ახლა თქვენთვის კი არა, ჩემთვისაც კი აღარ სცალია, - ამოიოხრა ქალმა და სოსოს მთელი სიფრთხილით გადაეხვია, - რაც ახალი სახლი იყიდა, იმის რემონტს გადაჰყვა! თქვენ როგორ ხართ? რამე ხომ არ მოგიტანოთ?
-მშვენივრად ვარ ლიზიკო, მშვენივრად. არ მეტყობა? სამსახურშიც კი მინდა გამოსვლა, მაგრამ ჩემი ცოლი აჭირებს ცოტა საქმეს. მკურნალობის კურსი გაიარე ბოლომდე და მერე დაბრუნდიო. ისიც კი არ ესმის, რომ მეც ექიმი ვარ და საკუთარი ორგანიზმის მასზე უკეთესად გამეგება. აქ რა ხდება? დამიფრთხო, ხო, ლალიმ ყველა სტაჟიორი?!
-სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ნაკლებშეშინებულები დადიან ხოლმე, მაგრამ დღეს უწევთ შუალედური გამოცდა და არამგონია, რომელიმე ცოცხალი გადაურჩეს, ლალის, - საუბარში ჩაერთო გიორგიც და თან ლიზას მხარზე ხელი გადახვია, - მოაკლდა აქაურობას შენი ხელი, სოსო. მეც კი თავისუფლად შევდივარ ხოლმე შენს კაბინეტში. ვიცი, რომ აქ არ ხარ და გულს ვერავინ გამიხეთქავს.
-სულ რამდეიმე კვირაც მაცადე, გიორგი და ყველაფერს ერთიანად აგინაზღაურებ, არ ინერვიულო შენ, - ეშმაკურად გაიცინა კაცმა და მერე ირაკლის კაბინეტის კარს გახედა, - აქაა?
-კი. რამდენიმე ახალი საქმე აიღო ერთად და ფაქტობრივად აქ ათენ-აღამებს, - შეშფოთებული ხმით ამოთქვა ლიზამ და სევდიანი მზერით გახედა ყავისფერს კარს ისე, თითქოს ხის ფიცრის ნაცვლად იქ ონიანი მდგარიყო.
-კარგი, მაშინ თქვენ იჟღურტულეთ, ბარტყებო, მე კი ბატონიშვილს ვეახლები.
სოსო კარებისკენ გაგორდა, შემდეგ კი დაკაკუნების გარეშე შეაღო კარი და იმდენად სწრაფად გაუჩინარდა მის მიღმა, რომ ჩუმად მომზირალ წყვილს საშუალებაც კი არ მისცა, დაენახათ თუ რა ხდებოდა ოთახში.
კაბინეტი კი ნამდვილ თინეიჯერი ბავშვის საძინებელს დამსგავსებოდა ამ ბოლო კვირებში. საბუთები და საქაღალდეები აქეთ-იქით აკოკოლავებული ეწყო, კედელზე გაკრული დაფა ლამის მთლად გაწითლებულიყო აბურდულად გაბმული ამავე ფერის ძაფისგან, ხოლო მაგიდა და სავარძლები საერთოდ საღორეს დამსგავსებოდა. ზედ სწრაფი კვების ობიექტების შესაფუთი ქაღალდები მოსჩანდა და რამდენიმეს უკვე მყრალი სუნიც კი ასდიოდა. თავად ბატონი გამომძიებელი კი ამ დროს მშვიდად იყო წამოწოლილი იქვე კუთხეში მდგარ დივანზე და უშფოთველად ეძინა.
-ღმერთო ჩემო, ირაკლი, რას ჰგავს აქაურობა?! - თავი ვეღარ შეიკავა სოსომ და ხმამაღლა წამოიძახა, თან ონიანთან მიგორდა და რამდენჯერმე შეანჯღრია, - ირაკლი, ახლავე გაახილე თვალები და ამიხსენი რა ჯანდაბა უქენი შენს თავს და აქაურობას!
-რა ხდება, რა არის, ხანძარია? - ბუზღუნით წამოიწია კაცმა და მხოლოდ წამოჯდომის შემდეგ ინება თვალების გახელა, - ვახ, სოსო, გამოხვედი უკვე სამსახურში?
-მე ჯერ არ გამოვსულვარ, მაგრამ შენ არც გასულხარ აქედან, არა? რა დაგემართა, ირაკლი?
-არც არაფერი, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო. უბრალოდ იმდენად ბევრი საქმე მაქვს, რომ თავის მოსაფხანადაც კი ვერ ვიცლი. აი, შენი ნახვა კი ნამდვილად ძალიან გამიხარდა!
-მე არა! - ლამის უყვირა კაცმა და სავარძლის ბორბლებს ხელები ძლიერად ჩასჭიდა, რომ ონიანისთვის გამოსაფხიზლებლად სახეში არ გაერტყა.
-ჰა? - ცოტა არ იყოს ამ პასუხმა გააოცა ირაკლი, - რატომ? რამე დავაშავე?
-ბოლოს სარკეში როდის ჩაიხედე? ან შხაპი როდის მიიღე? - ბოლო სიტყვების წარმოთმისას ცხვირი შეჭმუხნა კაცმა, - მხოლოდ დეოდორანტი ვერაფერს გიშველის, უნდა იბანაო კიდეც! ან ეს წვერის მოშვება როდის გადაწყვიტე? თალიბანების დაჯგუფებას უერთდები?
-აქ ჩემთან საჩხუბრად მოხვედი? - ვეღარც ონიანმა შეიკავა თავი, დაიყვირა და დივნიდან წამოხტა.
-საჩხუბრად არა, შენს გამოსაფხიზლებლად მოვედი. ჩემი გარეთ გამოსვლა ჯერ კიდევ არ შეიძლება, მაგრამ შენზე იმდენად შემტკივა გული, რომ ცოლსაც კი გამოვეპარე და შემოგიარე. ახლა კი მითხარი, რა გჭირს!
-არაფერი, - უემოციოდ აიჩეჩა კაცმა მხრები და თავი მოიქექა.
-შენ თუ გასვანდი, ხო ვეღარაფერი გიშველის, რაა! კარგი, მაშინ ასე დავსვათ შეკითხვა. კატო რას შვრება?
ამ სახელის გაგონებამ კაცში თითქოს რევოლუცია მოახდინაო, იმწამსვე აენთო თვალები და სახე მოეჭმუხნა.
-წარმოდგენა არ მაქვს.
-რატომ?
-დავშორდით და იმიტომ. უფრო სწორად, არც დაგვიწყია, არა, უფრო სწორად დავიწყე, მაგრამ მას არ უნდოდა გაგრძელება, ჰოდა, იქ გავჩერდით, სადაც ორივესთვის ნაკლებმტკივნეული იქნებოდა დაშორება.
-და ეგ დაშორება ორივემ ერთად გადაწყვიტეთ თუ მხოლოდ ერთ-ერთმა თქვენგანმა?
-სოსო, არ მინდა ამაზე საუბარი და არ გინდა, შენზე მომიყვე?
-ონიანო, იცი, რას გეტყვი? ამ ქვეყნად შენზე დიდხანს მიცხოვრია და ყველაზე კარგად ის ვისწავლე, რომ ტკივილის გულში დატოვება უფრო მეტ ტკივილს გაყენებს, ვიდრე მასზე ახლო ადამიანთან საუბარი. მომიყევი და მოგეშვება, ნახე თუ არა!
ირაკლის რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ იმ დღეს უკვე მეორედ დაუკითხავად გაიღო მისი კაბინეტის კარი და ამჯერად ოთახში ყავარჯნებიანი კაცი შემოვიდა.
-ონიანს ვახლავარ, - მხიარულად დაიბუხუნა კაცმა და მანაც მალევე დახურა კარი, - როგორ გიკითხოთ, ბატონო გამომძიებელო?
-შენ რაღა გინდა აქ, ვახო? - ამოიოხრა კაცმა და სავარძელში ჩაჯდა, - ლიზიკო არ იყო გარეთ? ასე დაუკითხავად რომ შემოხვედი.
-იმ საყვარლადმოჟღურტულე ბავშვზე მეკითხები? იყო, მაგრამ ვიღაც ბიჭს ეტიტინებოდა, ხოდა გამოვეპარე.
-ხოდა, მაგ ბიჭს მოუწევს სხვა დეპარტამენტში გადაბრძანება, მიცდენს აქ თანამშრომლებს, - ჩაიღრინა ონიანმა.
-უი, მარტო არ ყოფილხარ, არადა შენთან სალაპარაკოდ მოვედი, - თქვა კაცმა, შემდეგ კი დივანზე დაყრილი ნივთები ხელით მისწი-მოსწია და კომფორტულად ჩამოჯდა, - რაა? - გაოცებულმა გახედა მასზე მიშტერებულებს და მხრები აიჩეჩა, - ჩემთვის დიდხანს ფეხზე დგომა კი არ შეიძლება, კაცო!
-კარგი, გისმენ, რა ხდება?
-ჯერ ამ პატიოსან კაცს მაინც წარუდგინე ჩემი თავი. კატოსთან დაშორებამ სულ დაგიკარგა ზრდილობა? თუ არა, მოიცადე დავფიქრდე, უზრდელი კატოსთან შეხვედრის პერიოდშიც იყავი! გამარჯობა, მე ვახტანგ ქავთარაძე ვარ. თქვენ ალბათ სოსო უნდა იყოთ, არა?
-მასეა, ვიცნობთ ერთმანეთს?
-არა, ლოგიკურად მივხვდი, - მხრები აიჩეჩა ვახომ და ისევ ონიანს გახედა, - ახლა კი ვაჟბატონო, ამიხსენი რამ წამოგიარა მაგ ჩერჩეტ თავში და კატოს როგორ დაშორდი?! შენ არ მეუბნებოდი, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც არ მივატოვებო? ფეხზე დგომა არ მიჭირდეს, ერთი კარგად გაგლახავდი!
-აქ თუ მაგ თემაზე სალაპარაკოდ ხართ ორივენი მოსულები, მაშინ დროს ტყუილად კარგავთ! - დაიყვირა ირაკლიმ და მაგიდას მუშტი დაარტყა.
-ოჰ, ოჰ, ძალიან არ შეგვაშინო ახლა! - არც ვახომ დააკლო ყვირილში.
-ირაკლი, არ გინდა, ჯერ მოწესრიგდე და მერე ვილაპარაკოთ?
-რას შე**ცით, რა გინდათ? - საბოლოოდ ამოასხა კაცს და ყველა ფაილი იატაკზე მოისროლა, - ხო, მე დავშორდი იმ დაწყევლილ ქალს, რადგან არ შემეძლო შვილის მკვლელთან ერთად ცხოვრება! არ შემეძლო მისი ატანა.
-თუ შეიძლება, ჩაგერთვებით, რაა, - პირველიკლასელივით ორი თითი ასწია ვახომ და ონიანის ყვირილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე განაგრძო ლაპარაკი, - ჯერ ეს ერთი, რაც კატომ გააკეთა, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო, რადგან მას უნდა ეტარებინა ბავშვი თავისი სხეულით და არა შენ. მეორეც, ის ბავშვი იყო დავითის და არა შენი. მერე მესამეც, ემბრიონი იმდენად სუსტი იყო მაინც მოშორდებოდა და მოსალოდნელი დენის გამო შეიძლება კატოს სიცოცხლეც შეეწირა, ამიტომაც ექიმი მას მაინც მოაცილებდა. შენ კი რა გააკეთე? პატარა ბავშვივით გაებუტე ქალს, რომელსაც შენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, კაბინეტში გამოიკეტე, საღორედ აქციე აქაურობა და შენი თავი კი საერთოდ რას დაამსგავსე, ღმერთმა უწყის!
-ირაკლი, ვახო მართალია.
-და რის თქმას ცდილობთ ახლა ამით? რა გინდათ, რომ გავაკეთო?
-ბოდიში უნდა მოუხადო კატოს, იქნებ როგორმე შემოირიგო! - ორივემ ერთდროულად დაუყვირა და შემდეგ ერთმანეთს ალმაცერად გაღიმებულებმა გადახედეს.
-მაგრამ, პირველ რიგში უნდა იბანაო და ეგ საზიზღარი წვერი უნდა გაიპარსო! - ცხვირი აიბზუა სოსომ.
-არა! - გაკერპდა ონიანი.
-ხოდა, სულ კარგად მეყოლე, - მაშინვე ზურგი აქცია ვახომ და კარისკენ გასწია, - თუმცა, არა, რაღაც მაინც დამრჩა სათქმელი. სამ კვირაში თამუნას და გიგის ქორწილია, - ონიანს მიუახლოვდა კაცი და გვერდით ჩამოუდგა.
-მერე მე რა?
-არა, გამომძიებლად რომ არ ვარგიხარ, ვიცოდი, მაგრამ ტვინი სულ გამოგეცალა? შენც დაპატიჟებული ხარ.
-მადლობთ, მაგრამ მოსვლას ვერ მოვახერხებ.
-ხოდა, მაშინ ეს ჩემგან საჩუქრად. ქორწილში მინდოდა გადმომეცა, მაგრამ თუ არ მოდიხარ, რაღას ვუცადო? - ჩაიცინა ქავთარაძემ, შემდეგ კი იმდენად ძლიერად გაარტყა სახეში, რომ ირაკლიმ თავი ვეღარ შეიკავა და სკამიანად გადაყირავდა, - ნახვამდის, ბატონო გამომძიებელო, - ამჯერად კი ნამდვილად გატრიალდა და ოთახიდან გავიდა.
-მიდი, შენც დამიმატე, სოსო, ვიცი, რომ ძლივს იკავებ თავს, - საკუთარ თავზე ეცინებოდა ირაკლის.
-არა, მე არაფერსაც არ დაგიმატებ, უბრალოდ გირჩევ, რომ კარგად დაფიქრდე და შენი პრიორიტეტები სწორად გადაანაწილო. დამალვა არაფერში გამოგადგება, ირაკლი. მშიშრად გაქცევს და მომავალში წამოჭრილ ყველა პრობლემისგან გაქცევას მიგაჩვევს. შენ კი ასეთი არ ხარ. გახსოვს, პირველად რომ შემოხვედი ამ შენობაში, როგორი მოწადინებული, როგორი გაბედული იყავი? ისევ ის ირაკლი დააბრუნე და საკუთარ ცხოვრებას მიხედე.
-და რა ვქნა?
-პირველ რიგში, შხაპი მიიღე! დანარჩენი ნელ-ნელა დალაგდება და შენც სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიკარნახებს.
-მადლობა, სოსო.
-თავს მიხედე, ირაკლი, თავს. მე კი წავალ და ცოტა ხანს ისევ შევირგებ დამსახურებულ შვებულებას. აბა, აქ რომ დავბრუნდები, ვინღა მომასვენებს? ისე, იმ ბიჭის ნომერი ხომ არ გაქვს? გამომადგებოდა მისი ჭკუა.
-ფარმაცევტია ეგ.
-მერე რა? კაცმა არ იცის, რომელი პროფესიის ადამიანი, როდის დაგჭირდება.
***
-ტატო, სად ხარ? - ჯერ კიდევ ხარაჩოებშიგახვეულ სახლში შეაბიჯა ლიზამ და ბიძაშვილის ძებნაში თვალების ცეცებას მოჰყვა.
-აქეთ, მეორე სართულზე, - ჩამოსძახა კაცმაც და ლიზაც კიბეებს აუყვა, - ნახე, როგორი ნათელი გახდა ეს ოთახი მთელი კედელი შუშის რომ გავაკეთებინე! - აღტაცებული იყო ტატო და ჯერ კიდევ ცელოფანში გახვეულ შუშას აღტაცებული შესცქეროდა.
-არ მესმის, როგორ შეგიძლია ასე დაუღალავად ილაპარაკო რემონტზე და თან რეალობაში ახორციელებდე შენს თითოეულ სურვილს.
-მაგას, ჩემო ლიზა, მოთმინების უნარი ჰქვია და როცა რაიმე ძალიან მოგწონს და თან გამოგდის, სიზარმაცეს იქ უკვე ხელი აღარ აქვს. ისე აქ რამ მოგიყვანა?
-კარგი გამახსენე, - წამოიძახა ლიზამ და ბიძაშვილს მაშინვე თავში წამოარტყა.
-ეს რისთვის?
-ჩემი მეგობარი რომ გადააგდე და შეხვედრაზე არ მიხვედი, მაგისთვის!
-ვაიმე, თამთა! - წამოიძახა ტატომ და მაშინვე კიბეებისკენ გაიქცა, - შენი აზრით, ძალიან გაბრაზებულია?
-თუ ოფიციალურად არ მოუხდი ბოდიშს და თან წერილსაც არ გაუგზავნი, მაგრამ ამჯერად სამ ენაზე (ბერძნულიც დაამატა, მაინც კარგად იცისო), შანსი არ გაქვს.
-მეღადავები? - თვალები შუბლზე აუვიდა ბიჭს.
-აბა, რას ვშვრები?! ჩემი დაქალი შენნაირი დეგენერატი ხომ არ გგონია?! მართლა იქამდე არ მიეცი ინტერვიუ, სანამ ის წერილები არ გამოგიგზავნა. წადი, შე სულელო, ჩაეხუტე, აკოცე და არ იცი, რომ მაშინვე მოითაფლება?
-მიყვარხარ ლიზიკოო და ილოცე, რომ თამთას ცოცხალი გადავურჩეეე, - უკვე ეზოდან ეძახდა გოგოს და თან თავის საყვარელ მანქანაში ჯდებოდა.
-ვატყობ, კიდევ ერთი სარკე შეეწირება ტატოს დაგვიანებას, - ამოიოხრა ლიზამ და თავადაც დაეშვა კიბეებზე, - ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტან.
***
-მართლა რას დამსგავსებიხარ, შე უბედურო, - ეს იყო პირველი სიტყვები, როცა ონიანმა სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი შეათვალიერა.
ერთი თვის შემდეგ პირველად იყო საკუთარ სახლში და იმდენად ეუცხოა იქაურობა, ლამის ისევ უკან გაბრუნდა. ამ მცირე ხანშიც კი შეეტყო სახლს, მეთვალყურის გარეშე რომ იყო დარჩენილი. ყველა ნივთს მტკაველზე უფრო მეტად მტვერი დასდებოდა და გაუკაცრიელებულ ადგილს ჰგავდა, რომელიც ადამიანებმა საუკუნეების წინ მიატოვეს. რამდენიმეკვირიანი ეკატერინესთან ცხოვრებაც კი კარგად დაემახსოვრებინა თითოეულ კუთხეს და საითაც არ უნდა გაეხედა, მოგონებები არ ანებებდნენ თავს. სწორედ ამის ეშინოდა ირაკლის, ამას გაურბოდა და ამიტომ რჩებოდა მუდამდღე სამსახურში. იცოდა, აქ რომ მოსულიყო, პირველი რასაც გააკეთებდა, ქალთან გაქცევა და პატიების თხოვნა იქნებოდა. მაგრამ ამისგან როგორღაც შეიკავა თავი. თვლიდა, რომ თავად იყო მართალი და ბოდიშის მოხდასაც არ აპირებდა.
როგორც იქნა, თავი მოიწესრიგა და ადამიანს დაემსგავსა. ახლა დარჩენილი პრობლემებიც უნდა მოეგვარებინა. პირველი კი მაინც რაც თავში ამოუტივივდა, ეკატ
ერინე სულხანიშვილის სახელი იყო. თუმცა ირაკლი ონიანის ტვინს გეგმა უკვე დასახული ჰქონდა, ახლა მთავარი ის იყო, განსახორციელებლად აუცილებელი პირები დასთანხმებოდნენ მოქმედებაზე.
სახლი მიალაგა, მაცივარიც კი გაავსო პროდუქტებით, აი, შემდეგ კი უფრო რთულ მისიაზე გადავიდა. ხელში მობილური მოიმარჯვა და ბოლო პერიოდში გაზეპირებული ნომერი აკრიფა.
-გამარჯობა, თამუნა, ირაკლი ონიანი ვარ. გთხოვ, ნუ გათიშავ, შენთან საქმე მაქვს...
***
ქორწილი ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც ამდენი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. სიძეცა და პატარძალიც უბედნიერესები იყვნენ და ლაღად იცინოდნენ. მეჯვარეებიც არაჩვეულებრივ ფორმაში იყვნენ, თუმცა აშკარა იყო გიგის მეჯვარე უფრო მხიარულობდა და უკეთესადაც გამოიყურებოდა, ვიდრე თამუნასი. ეკატერინე ფერზე მოსულიყო, მაგრამ ბოლომდე ფორმაში ვერ ჩამდგარიყო, ამიტომაც ბოლომდეც ვერ ბრწყინავდა. თან თამუნას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად კაბის ნაცვლად კლასიკური შარვალი და პერანგი ეცვა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თათბირიდან ახალი გამოსული იყო ანდაც აქვე აპირებდა თათბირის გამართვას.
სიძე-პატარძლის შემდეგ მეჯვარეებმაც იცეკვეს. ამის შემდეგ კი კატო სკამიდანაც კი ვერ ააყენეს. მხოლოდ მაშინღა წამოდგა, როცა ხალხმა დაშლა დაიწყო და დაინახა, რომ გიგიცა და თამუნაც წასვლას აპირებდნენ.
-უკვე მიდიხართ? - მიუახლოვდა უკანა კართან ატუზულ მეგობრებს და ქორივით დაადგათ თავზე.
-შენგან განსხვავებით, ძვირფასო ცოლის დავ, - დაიწყო ოდნავ შემთვრალმა გიგიმ ღიმილით და ხელი გადახვია ქალს, - მე და ჩემს ცოლს რაღაც გეგმები გვაქვს.
-მორჩი ერთი, - ხელი აუქნია ქალმა და თამუნას გადაეხვია, - აბა, შენ იცი, ჩემო ლამაზო, თავი არ დააჩაგვრინო, ამ ლოთს და აჩვენე ვინაა ოჯახში უფროსი!
-აბა, რას ვიზამ, - მეგობრის სიტყვები შეიფერა თამუნამ შემდეგ კი ამდენ ხანს დამალული პატარა ფურცელი გამოაძვრინა სახელოდან და კატოს გაუწოდა.
-ეს რა არის? - გაოცდა ქალი, როცა ყვითელ წებოვან ფურცელზე წაწერილი მისამართი წაიკითხა, მაგრამ ვერაფერს მიხვდა.
-კატო, მენდობი?
-რა შეკითხვაა, თამო?
-მაშინ, ხვალ ამ მისამართზე წადი, კარგი? როცა შენ მოგინდება, მიდი, გთხოვ.
-და რა ხდება, არ მეტყვი?
-მიხვალ და გაიგებ, - უკვე მანქანიდან გამოსძახა და გიგიმაც ადგილიდან მოსწყვიტა.
***
მთელი დილა თავის ტკივილმა არ მოასვენა და რამდენიმე გამაყუჩებლის დალევაც მოუწია. კიდევ კარგი კვირა დღე მაინც იყო და სამსახურში წასვლა არ უწევდა. თუმცა თავიდან თამუნას დატოვებული მისამართიც არ ამოსდიოდა. ჯანდაბას, წავალ, გავიგებ, რა უნდოდაო, ბოლოს ჩაიქნია ხელი და მანქანისკენ მოჰკურცხლა.
შუა დღის სამი საათი ხდებოდა, დანიშნულ ადგილს რომ მიაღწია. ადგილი არაფრითგამორჩეული იყო, ერთ ჩვეულებრივ მიტოვებულ საბჭოთადროინდელ ქარხნის შენობას წარმოადგენდა, რომლის იქითაც ქარსაცავი ზოლი იწყებოდა. იქაურობა მოათვალიერა. არავინ ჩანდა. ამიტომ მანქანიდან გადმოვიდა და იქაურობის თვალიერებას მოჰყვა. ბოლოს კი შენობაშიც შევიდა. აქ კი ადგილზე გაშეშდა. შენობის შუაგულში ვიღაცას სამიზნე დაფები დაეკიდებინა. მათგან მოშორებით კი პატარა ხის ყუთზე რამდენიმე იარაღი მოსჩანდა. ქალმა ჯერ უკან დაიხია, შემდეგ კი გაუბედავად წავიდა შენობის შუაგულისკენ. და მაინც ჩქამიც კი არ ისმოდა. როგორც სჩანს, კატოს გარდა აქ არავინ იყო. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რატომ გამოუშვა თამუნამ მაინდამაინც აქ.
ქალმა ფრთხილად გადაუსვა თითები იარაღს და ლითონის სიცივის შეგრძნებაზე გააკანკალა. უნდოდა ხელში აეღო კიდეც, მაგრამ ვერ გაბედა. ისევ უკან დაიხია, თუმცა ამჯერად ვიღაცას შეასკდა. წინასწორობის დასაცავად კი ქალის წელს მთელი ძალით შემოაჭდო ხელები და სხეულზე უფრო მეტად აიკრო.
-გამარჯობა, კატო, - დაიჩურჩულა ქალის ყურთან და იმ წამს მიხვდა ეკატერინე, თუ რატომ იყო იქაურობა ასე მოწყობილი. იმაშიც კი ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ მის უკან ირაკლი ონიანი იდგა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ან მე რას ვაკეთებ? - მაშინვე იყვირა ქალმა და რამდენიმე ნაბიჯით ჩამოსცილდა.
-დამშვიდდი, აქ მხოლოდ ჩემი პირობის შესასრულებლად მოგიყვანე.
-და ამისთვის თამუნა გამოიყენე, არა? ან ის საერთოდ როგორ დაგთანხმდა?
-კატო, კატო, მომისმინე.
-რა ჯანდაბა გინდათ, ბატონო გამომძიებელო?
-გახსოვს, ჩვენი პირობა? რომ ერთმანეთს აუცილებლად შევეჯიბრებოდით სროლაში?
-მერე?
-მინდა, რომ ახლა ვცადოთ.
-და შემდეგ თავს დამანებებ?
-ვნახოთ, როგორ დასრულდება შეჯიბრი, - ჩაიცინა კაცმა და იარაღი ხელში შეათამაშა.
კატომ კი ინანა, წამის წინ ის იარაღი რატომ ხელში არ ავიღე, ახლა ხომ დიდი სიამოვნებით დავახლიდი თითოეულ ტყვიას ამ არსებასო.
-რას გულისხმობ?
-მხოლოდ ერთი პირობით შეგეჯიბრები, ძვირფასო, - დათაფლული ხმით დაიწყო ონიანმა და იარაღი გადატენა.
-რა გინდა? - კბილებში გამოსცრა ქალმა.
-შენ.
-ბატონო?
-არ მოგესმა. სწორად გაიგე. თუ მე მოვიგებ, მე და შენ კიდევ ერთხელ ვცდით ურთიერთობას.
-და თუ მე მოვიგებ, მაშინ სამუდამოდ ჩამომცილდები?
-თუ ასე გინდა, კი, შევასრულებ შენს პირობას.
-და ხვდები, არათანაბარ პირობებში რომ ვიბრძვით? შენ იარაღის ჭერასა და გამოყენებაში გამოცდილი ხარ, მე კი არა.
-არც ისეთი არათანაბარია. უკვე დიდი ხანია, აღარ გამომიყენებია.
-მაინც, შენ წლების სტაჟი გაქვს!
-მერე რა? განა ცხოვრებაც თანაბარი პირობებით გვეთამაშება?
კატოს ხმა აღარ ამოუღია. ფრთხილად დაიხარა იარაღისკენ მანაც ონიანივით ხელში შეათამაშა.
-რომელ სამიზნეს ირჩევ? - იკითხა ირაკლიმ.
-აი, იმას, - ხელით მიანიშნა ყველაზე ახლოს დაკიდებული სამიზნისკენ და პირველი გასროლაც განახორციელა, - ამჯერად ვერ მაჯობებ, ირაკლი!
-მაგასაც ვნახავთ, - ჩაიცინა კაცმა და თავადაც გაისროლა.
დასასრული
08.03.2020

***
იმედი მაქვს, ჯერ კიდევ გახსოვართ და მელოდებოდით sweat_smile დავბრუნდი და რა თქმა უნდა, ველი თქვენს შეფასებებს. ვიცი, შეიძლება ბავშვურად, გაუმართავად და მოსაწყე სიუჯეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც გელით. პირველი მცდელობაა ჩემი ამ ჟანრში და ვნახოთ რა გამომივიდა sweat_smile heart_eyes heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი თათუკა

05:59 დავამთავრე კითხვა და სულაც არ ვნანობ გატეხილ ძილს:)))

სიუჟეტი მიუხედავად იმისა, რომ ჩახლართული იყო, მაინც არ იყო ძნელი გამოსაცნობი რა რატომ მოხდა და რას რა მოჰყვებოდა.
თუმცა იმდენად სწორი მხრიდან და საინტერესოდ იხსნებოდა კარტები, არ მომბეზრებია და დიდი ინტერესით ვკითხულობდი.
ძალიან მომეწონა სასიყვარულო ურთიერთობის რამდენიმე ხაზი.
ცალკე გიო და ლიზიკო, ცალკე თამთა და ტატო და რაც მთავარია, ირაკლი და კატო.
ვერ დავუკარგავთ იუმორის ჰაი ლეველს ბატონ სოსოს და ვახოს.
ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და დაძაბულ-მხიარული ისტორიაა.
მომეწონა და ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ! <3

 


№2  offline მოდერი abezara98

სტუმარი თათუკა
05:59 დავამთავრე კითხვა და სულაც არ ვნანობ გატეხილ ძილს:)))

სიუჟეტი მიუხედავად იმისა, რომ ჩახლართული იყო, მაინც არ იყო ძნელი გამოსაცნობი რა რატომ მოხდა და რას რა მოჰყვებოდა.
თუმცა იმდენად სწორი მხრიდან და საინტერესოდ იხსნებოდა კარტები, არ მომბეზრებია და დიდი ინტერესით ვკითხულობდი.
ძალიან მომეწონა სასიყვარულო ურთიერთობის რამდენიმე ხაზი.
ცალკე გიო და ლიზიკო, ცალკე თამთა და ტატო და რაც მთავარია, ირაკლი და კატო.
ვერ დავუკარგავთ იუმორის ჰაი ლეველს ბატონ სოსოს და ვახოს.
ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და დაძაბულ-მხიარული ისტორიაა.
მომეწონა და ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ! <3

შენ ხომ არ იცი, როგორი გული ფანცქალით ველოდი პირველ კომენტარს, მართლა არ ვიცოდი, როგორი გამომივიდა და ამდენად თუ მოგეწონა, ძალიან მიხარია! heart_eyes heart_eyes ბოდიში გათენებული ღამისთვის, არ მეგონა, ამდენად თუ ჩაგითრევდა sweat_smile მადლობა შენ, რომ დრო დაუთმე და წაკითხვა არ დაგზარებია! heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი N1penguin

მახსოვს, როდის დაიწყე ამ ისტორიის წერა და, სიმართლე ითქვას, აღარც მეგონა, თუ დაასრულებდი sweat_smile sweat_smile თავის დროზე ბევრს ვხალისობდი კიდეც - ნუ, ძირითადად ვახოსა და სოსოს წყალობით, ცოტა არეულიც ვიყავი, რა ხდებოდა და როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. ისევ ვახოს დავუბრუნდეთ, ხოო? joy ერთი ასეთი პერსონაჟი კი სჭირდება ყველა ისტორიას.

ბოლო თავზე ჩემი შეხედულება კი იცი. ბოლოს ისე მომეშალა ნერვები, სულ არ მინდოდა, შერიგებულიყვნენ და, სხვათა შორის, ისე დასრულდა, ვერც გავიგე რა მოხდა და ეს ძალიან მომწონს innocent innocent

 


№4  offline მოდერი abezara98

N1penguin
მახსოვს, როდის დაიწყე ამ ისტორიის წერა და, სიმართლე ითქვას, აღარც მეგონა, თუ დაასრულებდი sweat_smile sweat_smile თავის დროზე ბევრს ვხალისობდი კიდეც - ნუ, ძირითადად ვახოსა და სოსოს წყალობით, ცოტა არეულიც ვიყავი, რა ხდებოდა და როგორ დასრულდებოდა ყველაფერი. ისევ ვახოს დავუბრუნდეთ, ხოო? joy ერთი ასეთი პერსონაჟი კი სჭირდება ყველა ისტორიას.

ბოლო თავზე ჩემი შეხედულება კი იცი. ბოლოს ისე მომეშალა ნერვები, სულ არ მინდოდა, შერიგებულიყვნენ და, სხვათა შორის, ისე დასრულდა, ვერც გავიგე რა მოხდა და ეს ძალიან მომწონს innocent innocent

შენი მოთმინების უნარი მომცა და მეტი მართლა არაფერი არ მინდა smile მადლობა, რომ მიძლებ heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

ძაან ვისიამოვნე მადლობა <3

 


№6  offline მოდერი abezara98

სტუმარი თაკო
ძაან ვისიამოვნე მადლობა <3

პირიქით, მადლობა შენ, რომ დრო დახარჯე, წაიკითხე და აზრი გამიზიარე ❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Me dzalian momewona, warmatebebi

 


№8  offline მოდერი abezara98

სტუმარი Mariamimari
Me dzalian momewona, warmatebebi

მადლობა, ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა blush kissing_heart

 


№9 სტუმარი Lana

Me dzalian momewona kargi aris. Rom gagrdzeldes kide kargi iqnaba. Ar meyo???? warmatebebi????

 


№10  offline მოდერი abezara98

Lana
Me dzalian momewona kargi aris. Rom gagrdzeldes kide kargi iqnaba. Ar meyo???? warmatebebi????

მართლა? კი ვაპირებ მეორე ნაწილის დაწერას, მაგრამ ამ პერსონაჟებიდან იქ მხოლოდ ორი იქნებიან გამოყენებულნი, ნუ შეიძლება გაკვრით ვახსენო ძირითადებიც, თუ რა მოუვიდათ bowtie მადლობა დიდი, ძალიან გამახარე heart_eyes

 


№11  offline წევრი ნადარაია

ძალიან მომეწონა და რა ვქნა?! მე ვთვლი, რომ საოცარი ნიჭი გაქვს წერის და არასდროს მიატოვო ეს საქმე❤️❤️❤️კარგად და სწორად გადმოსცემ სათქმელს და რაც მთავარია მკითხველი არ იღლება კითხთვით და სულაც არ ენანება ის დათენებული ღამეები???????? (ნუ ჩემს შემთხვევაში ასე იყო). მომეწონა წყვილები და მათი დრამები????❤️❤️ განსაკუთრებით ნუ ირაკლი და კატო❤️❤️მოკლედ მიხარია, რომ აღმოგაჩინე როგორც მწერალი და კიდევ ბევრ საინტერესო და ამაღელვებელ დრამას ველოდები შენგან❤️❤️❤️

 


№12  offline მოდერი abezara98

ნადარაია
ძალიან მომეწონა და რა ვქნა?! მე ვთვლი, რომ საოცარი ნიჭი გაქვს წერის და არასდროს მიატოვო ეს საქმე❤️❤️❤️კარგად და სწორად გადმოსცემ სათქმელს და რაც მთავარია მკითხველი არ იღლება კითხთვით და სულაც არ ენანება ის დათენებული ღამეები???????? (ნუ ჩემს შემთხვევაში ასე იყო). მომეწონა წყვილები და მათი დრამები????❤️❤️ განსაკუთრებით ნუ ირაკლი და კატო❤️❤️მოკლედ მიხარია, რომ აღმოგაჩინე როგორც მწერალი და კიდევ ბევრ საინტერესო და ამაღელვებელ დრამას ველოდები შენგან❤️❤️❤️

ვაიჰ, ამას ნამდვილად არ მოველოდი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, იცი? scream heart_eyes მე პირიქით შენს ისტორიებზე ვგიჟდები და ვთვლი, რომ არც შენ უნდა შეწყვიტო ეს საქმე ❤️❤️❤️ ძალიან გამახარე heart_eyes მადლობა, მადლობა, მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№13 სტუმარი მაარხ

სუპერ... ჩემთვის ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო კარგი დასასრულით????????????
ძალიან მაგრად წერ და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო წერა????
მადლობა❤

 


№14  offline მოდერი abezara98

მაარხ
სუპერ... ჩემთვის ძალიან საინტერესო წასაკითხი იყო კარგი დასასრულით????????????
ძალიან მაგრად წერ და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო წერა????
მადლობა❤

პირიქით, მადლობა შენ რომ დრო გამონახე, წაიკითხე და ასე გამახარე heart_eyes ვეცდები, არ დავაგვიანო heart_eyes heart_eyes

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხი იყო კარგად დამთავრდა ვიმხიარულე ვახოს და სოსოს იუმორზე ისე მომეწონა კიდევ რომ გაეგრძელებინა წავიკითხავდი მადლობა დიდი წარმატებით ????????????????????????

 


№16  offline მოდერი abezara98

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხი იყო კარგად დამთავრდა ვიმხიარულე ვახოს და სოსოს იუმორზე ისე მომეწონა კიდევ რომ გაეგრძელებინა წავიკითხავდი მადლობა დიდი წარმატებით ????????????????????????

პირიქით, მადლობა შენ, რომ დრო დაუთმე ამ ისტორიას. ნამდვილად ვეცდები მალევე დავბრუნდე heart_eyes heart_eyes სოსო და ვახო ჩემი მარგალიტები იყვნენ ამ ისტორიაში, ძალიანს მიყვარს ეს ორი და ნამდვილად ვერ დავთმობ მარტივად smile მადლობა, კიდევ ერთხელ. არც კი იცი, როგორ გამახარე heart_eyes heart_eyes

 


№17  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო❤️❤️მომეწონა ძალიან❤️❤️ურთიერთობის თავიდან დაწყების მცდელობაც რომ დაგემატებინა არ იქნებოდა ცუდი❤️ველოდები შემდეგს იმედია მალე იქნება❤️❤️

 


№18  offline მოდერი abezara98

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყო❤️❤️მომეწონა ძალიან❤️❤️ურთიერთობის თავიდან დაწყების მცდელობაც რომ დაგემატებინა არ იქნებოდა ცუდი❤️ველოდები შემდეგს იმედია მალე იქნება❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა. მართლა იმდენად მიხარია, ასე რომ მოგწონთ, ვეღარც გამოვხატავ sweat_smile ვეცდები არ დავაგვიანო, თუმცა, რამდენჯერაც რაღაცას ვპირდები ხალხს, იმდენჯერ იშლება. ამიტომ, ხმას აღარ ამოვიღებ sweat_smile heart_eyes heart_eyes

 


№19  offline წევრი sole_soul

აუ ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია heart_eyes heart_eyes შენს სხვა ისტორიებსაც უნდა ჩავუჯდე heart_eyes გთხოვ, გააგრძელე წერა kissing_heart

 


№20  offline მოდერი abezara98

sole_soul
აუ ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა ეს ისტორია heart_eyes heart_eyes შენს სხვა ისტორიებსაც უნდა ჩავუჯდე heart_eyes გთხოვ, გააგრძელე წერა kissing_heart

წერას ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ ვეშვები და ასეთი თბილი კომენტარებით კიდევ უფრო მიძლიერებ მოტივაციას, რომ მალე დავბრუნდე blush მადლობა შენ ამისთვის heart_eyes heart_eyes

 


№21  offline წევრი lelukalelo

აუ ეს რაიყო
ძალიან მაგარია მართლა heart_eyes

 


№22  offline მოდერი abezara98

lelukalelo
აუ ეს რაიყო
ძალიან მაგარია მართლა heart_eyes

მადლობა, მართლა მახარებს ის ფაქტი, რომ მოგწონთ heart_eyes heart_eyes

 


№23  offline წევრი დელირიუმი

ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო❤ ეკატერინე შემეცოდა რამდენი რამე გადაიტანა❤

 


№24  offline მოდერი abezara98

დელირიუმი
ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო❤ ეკატერინე შემეცოდა რამდენი რამე გადაიტანა❤

უპირველეს ყოვლისა, მადლობა, რომ წაიკითხე და შთაბეჭდილება გამიზიარე ❤❤ ნამდვილად გეთანხმები, კატომ ბევრი გადაიტანა და ამ მეორე ნაწილის წერასაც თუ მივაბი თავი, კიდევ ბევრის გადატანა მოუწევს :D ვნახოთ, რა მოხდება ^_^
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ ჩემი გახარებისთვის! ❤❤❤

 


№25  offline წევრი haddes

მომეწონა სიუჟეტი კარგი წყვილები შედგა ❤️ ყველაზე მეტად მაინც ვახოს პერსონაჟი მომწონს ამ ისტორიაში❤️ ნაწერს რაც შეეხება ცოტა ბავშურია თუმცა არც ისეთი რომ ვეც წაიკითხო. უბრალოდ ცოტა დახვეწა სჭირდება❤️ ეს მკითხველის თვალით თორე მე პირადად ამის მეასედსაც ვერ დავწერდი :დ ❤️

 


№26  offline მოდერი abezara98

haddes
მომეწონა სიუჟეტი კარგი წყვილები შედგა ❤️ ყველაზე მეტად მაინც ვახოს პერსონაჟი მომწონს ამ ისტორიაში❤️ ნაწერს რაც შეეხება ცოტა ბავშურია თუმცა არც ისეთი რომ ვეც წაიკითხო. უბრალოდ ცოტა დახვეწა სჭირდება❤️ ეს მკითხველის თვალით თორე მე პირადად ამის მეასედსაც ვერ დავწერდი :დ ❤️

ჰო, მეც ვთვლი, რომ ცოტა ბავშვური ნაწერია, მაგრამ ძალიან გამახარა, რომ მაინც მოგეწონა ❣❣ მადლობა, დრო რომ დაუთმე და წაიკითხე ❤❤❤

 


№27 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე კიდეც კითხვისას ისეტი კარგი იუმორი გასდევს.არ შეწყვიტოთ წერეთ და წერეთ.დასარულიც კარგია.აშკარად ცანს რპმ ერმანეთი არ ეთმობათ და ერთაფაც იქნებიან

 


№28 სტუმარი სტუმარი ჯული

მადლობა, ძალიან კარგი საკითხავი იყო, ერთი სული მქონდა ბოლომდე ჩავსულიყავი,ამისათვის დიდი მადლობა თქვენ, ზოგადად ძალიან მომწონს თქვენი რომანები და ნოველები.

 


№29  offline წევრი Salome Salu

ალბათ არასოდეს მომბეზრდება პერიოდულად თავიდან წაკითხვა ამ ისტორიის.. <3 ყოველ ჯერზე ერთი ამოსუნთქვით, რომ ვკითხულობ.. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent