შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო (თავი მეოთხე)


9-03-2020, 02:44
ავტორი ბიბი
ნანახია 1 132

დილას ხმაურმა გამაღვიძა, თვალები გავახილე და აღმოვაჩინე რომ ამჯერად, ვინმეს ან საკუთარ ლოგინში კი არა ქუჩაში გავიღვიზე, წამით შემეშინდა, არა ქვაზე ნამდვილად არ მეძინა რადგან რაღაც სირბილეს ვგრძნობდი ხელებში. მორიდებით ნელა გავიხედე გვერდით და ოი საოცრებაც. ანდრიას მკლავზე მძინავს, გაუცნობიერებლად წამოვფრინდი ფეხზე და გაქცევა მომინდა. მაგრამ გავჩერდი...
-შენ აქ რა გინდა?-გაბრაზებულმა დავიწყე.
-მოიცა, სანამ საყვედურებით ამავსებ და სისულელეებს ილაპარაკებ, მომაყოლე. გათიშული მთვრალი იყავი, გვერდით მოგიჯექი და საკუთარი ნებით დაიძინე ჩემს მხარზე, ცოტა საშიში ხარ და ამიტომ მეც აქ დავრჩი, და წამით არ მომიხუჭავს თვალი რომ შენთვის ტკბილი ძილი არ დამეფრთხო. წარმოგიდგენია რა მოხდებოდა სახლში რომ წამეყვანე.
-კი-გამეცინა, და გავიფიქრე „კი რათქმაუნდა ვიცი, ვინ გაუძლებს ამდენჯერ შენს თვალებს, ღიმილს, სხეულს.“
-მაშინ ნუ მეჩხუბები-მასაც გაეცინა, წამით ვიფიქრე რომ ჩემს აზრებს კითხულობდა და თვალები მოვჭუტე.
-მისმინე, კიდევ ერთხელ სადმე გადამეყრები და პოლიციაში დავრეკავ.
-და რაო, რას ეტყვი?
-ვეტყვი რომ... ვეტყვი რომ... იცი რა?! დამსდევ, ასე რომ ვეტყვი რომ ვიღაც იდიოტი გადავიკიდე და მავიწროებს.
-მე გავიწროვებ? შენ არ იყავი სახლში რომ წამიყვანე? ჩემთვის ნამუსის ახდა რომ გინდოდა მე კი არ დაგანებე?-გიჟივით მივვარდი და პირზე ხელი ავაფარე
-გიჟი ხარ? ქუჩაში რეებს ლაპარაკობ
- კარგი ჰო კარგი. ხმას აღარ ვიღებ. წამოდი სახლში წაგიყვან, ნორმალურად გამოიძინე.
-არ მჭირდება, ჩემით წავალ
-მოიცა რა, წამოდი, გპირდები მხოლოდ სახლის კარამდე მიგიყვან, მერე კი სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან.
-მპირდები?-არც კი ვიცი რას ველოდი, არ მინდოდა გამქრალიყო, მინდოდა სამუდამოდ ჩემი კარის ზღურბლთან მდგარიყო.
-კი გპირდები.
მანქანაში ჩავჯექით, ფანჯარა ჩამოვწიე, ვუყურებდი როგორ ცოცხლდებოდა ქალაქი, სიგარეტს მოვუკიდე და უხმოდ, უთქმელად მივედით სახლამდე, მანქანის კარი გავაღე და უბრალოდ ღიმილით დავემშივდოებ, სადარბაზოში შესულიც არ ვიყავი უკვე რომ გაქრა არც კი ვიცოდი გამოჩნდებოოდა ისევ, თუ ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო. დაღლილი და ემოციებისგან დაცილილი ვიყავი, შხაპმა ქუჩის სიბინძურე ჩამომრეცხა და გადავწყვიტე საღამომდე კიდევ დამეძინა.
მეორე დილას კი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩადგა, მთელი დღე დატვირთული მქონდა ჩემი მიტოვებული კაფე, რომელმაც გიჟურმა დღეებმა სრულიად გადამავიწყა, ვარჯიში, ფილმები და ცხელი ჩაი ისევ ჩემი მეგობრები გახდნენ. გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და ანდრია მართლაც აღარსად ჩანდა. მეც თითქმის დავივიწყე ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა, თავს ყოველდღე ვუმეორებდი რომ ეს უბრალოდ ილუზია იყო, ილუზია იყო ფაქტი რომ ის წამით მაინც ფიქრობდა ჩემზე, როცა მე, ჩემს ოცნებებში უკვე სამი შვილი და ორი ძაღლი მყავდა ჩემსა და ანდრიას სახლში.
ამასობაში ზამთარიც მოვიდა, დეკემბერი ჩემი ყველაზე საყვარელი თვე, ახალი წელი, თითქოს თავისებული სურნელიც კი აქვს ამ დღეებს, დარიჩინის და ლიმნის. დედა ყოველთვის თავისი ხელით რთავდა სახლს, არავის ჰქონდა უფლება რაიმე შტრიხი მაინც შეეტანა მასში და ჩვენც უბრალოდ ვტკბებოდით მისი ულამაზესი მორთულობებით.
31 იანვარი.
დილას ნაძვისხე ავაწყე, დედას გაკეთებული რამდენიმე სათამაშოც ჩამოვკიდე, საჩუქრებიც კი შემოვალაგე ნაძვისხის ქვევით, რათქმაუნდა ყველასთვის, ჩემთვის, ჩემთვის და ჩემთვის. ჰო ახლა უკვე ყველა მე ვიყავი, სუფრაც ისე გავშალე როგორც დედა შლიდა ხოლმე და მოთმინებით დაველოდე 00:00 -ს რომ შამპანური გამეხსნა. აი ისიც დადგა, ქალაქი ახმაურდა, უამრავი ფეიერვერკი, მაშხალები, ასაფეთქებლების ხმა მესმოდა და მეც ჭიქა ავწიე, სუფრასთან მარტო ვიჯექი, უკვე მესამე წელი რაც ისინი აღარ არიან. ასე ყველა ერთად წავიდა და ამ სრულიად უსამართლო სამყაროში მარტო დავრჩი.
„თქვენთვის წერილია“ ფილმი ჩავრთე, მაგიდა არც კი ამილაგებია, ჭიქებიც არაფერში მჭირდებოდა შამპანურის ბოთლი სავარძელთან დავდგი და პლედში გავეხვიე. მიყვარს ეს ფილმი, თითქოს უბრალო, მარტივი მელოდრამაა მაგრამ მასში ყველაფერია, სიყვარული, მონატრება, ტკივილი, იმედგაცრუება, ბედნიერება.
უკვე ღამის ორს გადაშორდა ფილმი დასრულდა და კარზე ზარიც გაისმა. რათქმაუნდა ვინ იქნებოდა თუარა ნია და ბექა. ნია გიჟივით შემოვარდა სახლში.
-უნამუსო ტუტუცო ადამიანო, არ უნდა დამირეკო, არ უნდა გაიგო სად დაგრიალებს შენი უსაყვარლესი დაქალი? ახალ წელს გილოცავ ჩერჩეტო-კისერზე ჩამომეკიდა ნია
-მეც გილოცავ ჩემო საყვარელო- მეც გადავეხვიე, ბექაც გულში ჩავიკარი.
-როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგო ასე იჯდე ახალიწლის ღამეს სახლში, პიჟამოებში გამოწყობილი სქელი წინდებით. მიდი ჩაიცვი, ისე შენ რომ გიყვარს და ძალიან მაგარ ადგილას წაგიიყვან.
-კარგი რა ნია არ მინდა არსად წასვლა, არ მაქვს განწყობა.
-რატო დეპრესიული თამრიკო ხარ? დღეს ჩემი სიტყვა კანონია, დროზე ჩაიცვი და წავედით.
-მიდი მართლა ჩაიცვი და წავედით, ჩემი მეგობარი აწყობს წვეულებას სახლში, ნუ უფროსწორად უკვე დაიწყო მაგრამ ნიამ ყველაფერი მოიარა და საკმაოდ გვიანია. მაგრამ მაინც მივდივართ. წამოდი გაერთობი თან გაგისწორდება.
-ვინ მეგობარი? ლუკა?
-ლუკას იცნობ?
-კი შენ წამიყვაანე და მადლობა მანდ აღარ წამოვალ
-ნუ ჩერჩეტობ, ის ბიჭი მგონი უკვე წავიდა კიდეც-ნიამ თვალი ჩამიკრა
-ვინ ბიჭი?-ეჭვისთვალით გამომხედა ბექამ
-აი ის ამერიკაში რო სწავლობდა და მერე რომ ჩამოვიდა, მერე რომ ჩემს დაქალს ნერვები მოუშალა და ახლა რომ სადღაც ჯანდაბაშია წაბოდიალებული.-მოკლედ აუხსნა ნიამ
-კი, ნამდვილად წასულია-დაეთანხმა ბექაც.
ოთახში სულ ბუნძულით გავედი და ნიას ყვირილის ფონზე „მალე ჩაიცვი“ „ყველა მთვრალია უკვე“ „ამ დღეს ნუ ჩამაშხამებ“ ჩავიცვი მაღალწელიანი შავი შარვალი თეთრი ტოპი და შავი მარტინსები, ტყავის ქურთუკი მოვიცვი და ოთახიდან გავედი
-აი სრული შოკი ბექა თუ გინდა. ლუკას გადაურეკე კარდიოლოგები მოიმარაგოს, გული გაუსკდებათ ამის დანახვაზე.
-სულ როგორ უნდა მაიმუნობდე გოგო? ჰა გავედით-კარი გავაღე
-ნახე რა ნახე, სასმელი უხსენე და რა უცებ მოემზადა, რო კითხო არ უნდოდა წამოსვლა. სად მიდიხარ, ტაქსი არ გვინდა?
-რადროს ტაქსია მანქანით წავიდეთ.
-ჩვენ უმანქანოდ ვართ თან ნასვამები.
-ჰოდა მე ვარ ფხიზელი და მანქანაც მყავს
-ნახე რა ბექა, ისევ უნდა რო ლუკას ლოგინში გამოიძინოს, ოჰ შენ ვინ ყოფილხარ, რა გაგზარდე ამნაირი გაუმაძღარი.
ნიას უსასრულო ფანტაზიასა და ენის ტიკტიკს ბოლო არ მოეღო მანქანაშიც კი არ გაჩუმებულა, ჩემი შამპანურის ბოთლი წამოიღო, სმაში და სიმღერაში გართულმა ვერც კი გაიგო როგორ მივედით.
-ვა უკვე მოვედით?-ბარბაცით გადმოვიდა მანქანიდან- მოდი ბიჭო აქ და შემოხვიე შენს ერთადერთს ხელები, ჰოარგინდა ვინმემ თვალები მიჟუჟუნოს.-ბექაც წელზე მოეხვია და ეზოში შევიდნენ, მეც უკან მივყევი.
ზედმეტად ფხიზელი ვიყავი ამ გარემოსთვის, ეზო ისევ მორთული იყო ნათურებით პუფებიც ადგილზე იყო, ხალხიც კი გარეთ იყვნენ ზოგი ეწეოდა, ზოგი სვამდა, ზოგსაც ამ სიცივეში პუფში გაშხლართულს ეძინა, სახლში შევედი და პირველი რა სასმელიც მომხვდაა ეგრევე გადავკარი. ლუკაც გამოჩნდა გამოაპო ხალხის მასა და ჩვენამდე მოვიდა.
-სად ხართ ამდენხანს ე, რამდენიხანია გელოდებით.-ბექას და ნიას გადაეხვია და მხოლოდ შემდეგ დამინახა მე.-ვა შენც აქ ხარ, ახალწელს გილოცავთ! -შეყვირადა ამჯერად მე გადამეხვია.
ანდრეა არსად ჩანდა ეს უკვე კარგის ნიშანი იყო ანუ დღეს ვერაფერი გამიფუჭებდა და სასმელს უფრო მეტად მივეძალე. რაც უფრო გრადუსში შევდიოდი უფრო მეტად მინდოდა კარი შემოეღო შემოვარდნილიყო თავისი თვალებით გაენათებინა ნახევრად ჩაბნელებული სახლი. მოსულიყო და ეთქვა რომ არ დამივიწყა, რომ ისევ ვახსოვდი.
ფიქრებში გართული გარეთ გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. ჩემთან ბარბაცით, 28-30 წლის ბიჭი მოვიდა და მომესალმა, ენისლუღლუღით.
-გამ...გამარჯობა, მე გიორგი.
-გაგიმარჯოს.-მიუხედავათ სასმლისა მაინც მციოდა და აკანკალებული ვეწეოდი სიგარეტს.
-შეგიძლია მომაწევინო?-ამჯერად გამართულად ამოთქვა და ცოტა გამიკვირდა.
-კი რათქმაუნდა-ახალი ღერი გავუწოდე და მოვუკიდე კიდეც.
-იცი? ახალი წელი დიდად არ მიყვარს- არაფერი ვუპასუხე.-მთელი წელი თითქოს ამ დღეს ველოდებით რომ ბედნიერები ვიყოთ. გავერთოთ დავლიოთ, ახალი რაღაცები გავაკეთოთ, აი სულ ვიმეორებთ, „შემდეგი წლიდან“ „აი ახალი წელი დადგბა და მერე“ გულის სიღრმეში კი თავადაც ვიცით რომ ის დღე როცა რაღაც უნდა გავაკეთოთ, დღეს არის. რომ ის რისი შეცვლაც გვინდა ახლავე შეგვიძლია შევცვალოთ.-ისევ არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ სივრცეში ვიყურებოდი და მის ნათქვამზე ვფიქრობდი.-ჰო ვიცი რომ მეთანხმები, ამიტომ, კეთილო ქალბატონო, ადექი და ყველაფერი დღეს შეცვალე.-სიგარეტი ჩააქრო და სადღაც აორთქლდა. მეც სახლში შევედი, თვალებით ნია მოვძებნე, რომელიც გიჟივით ეცეკვებოდა ბექას.
-რაიყო პატარავ, ჰოარ მოიწყინე-მაშინვე ჩემსკენ შემობრუნდა.
-არა, უბრალოდ მეტი სასმელი მინდა.
-ლუკასთან მიდი, მისი სახლია და არა ჩემი-გამიღიმა და წარბები ზევით აზიდა.
-არაფერი გამოგივა ნია.
-კი გამომივა, რაც მოხვედი თვალს არ გაშორებს.
-ნუ ბოდიალობ.-თვალებით ლუკას ძებნა დავიწყე რომელიც მალევე ვიპოვნე, ვიღაც მაღალ ბიჭეს ესაუბრებოდა, მეც მისკენ წავედი.-ლუკა, სასმელი მჭირდება.
-მოკლედ, სულ სასმელს ეძებ...-მაღალი ბიჭისკენ ავიხედე.
-შენ აქ რა გინდა?
-ამჯერად ვინ ვის დასდევს თამარ.-თვალოები შემომანათა და ადგილზე გავიყინე, ვეცადე თავი მაგრად დამეჭირა და ლუკასკენ გამეხედა მაგრამ ლუკა უკვე ადგილზე აღარ იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent