სხვისი ქალი აივნიდან -3-
სახლში მშვიდობით მისული ბედნიერად წამოვწექი საწოლზე და სახეზე ღიმილ გადაფენილი საოცარ ქალთან შეხვედრას ვიხსენებდი. ვერაფრით ვხვდებოდი როგორ მოახერხა ამ გოგონამ თავი ერთი დანახვით შეეყვარებინა ჩემთვის. თანაც ისე რომ ჩემი არსებობაც არ სცოდნოდა. დღეს მის ნიკიტაზე საუბარში უდიდესი პატივოსცემა დავინახე. მიუხედავად გაბრაზებისა საყვარელი კაცის სახელს ამაყად და ფრთხილად წარმოთქვამდა. ზედმეტად დაღლილი იყო ფარისევლური თავშეკავებით და შვება იგრძნო უცხო ადამიანისათვის გულის გადაშლით. არც მე უნდა ვყოფილიყავი ცუდი მსმენელი მეხომ კიდევ უფრო ღრმად შვეიცანი მათი ურთიერთობა და დეტალებს დავაკვირდი. მიუხედავად ამ დაღლისა და საპირისპიროს საუბრისა ანკას ხმის ტონში გარკვევით იგრძნობოდა აღფრთოვანება ნიკიტას მიმართ. მეტიც სიამაყით ატარებდა დედოფლის გვირგვინს და მოსწონდა ხალხის ძანდატანებული პატივიცემა მის მიმართ. ამის აღიარება ალბათ საკუთარ თავთანაც კი უჭირდა მაგრამ აშკარა იყო ტკბებოდა ამ გარემებით და საკმაოდ ჰქონდა თავში ავარდნილი. თუმცა მისი ეს თვისება უფრო სექსუალურს და მიმზიდველს ხდიდა.... მასზე ფიქრში ჩამეძინა და საღამო ხანს მობილურის ზარმა გამომაფხიზლა, რომ დავხედე და უცხო ნომერი იყო თითქოს რეალობაში დავბრუნდი. ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე. ტელეფონის მეორე მხრიდან კი შემდეგი სიტყვები გავიგონე ⁃ გამარჯობა ლუკა - კბილებში გაცრით და ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი სახელი შემდეგ კი ამაყად გააგრძელა - ნიკიტა ვარ იოსელიანი! სახეზე ირონიული ღიმილი გადამეფინა, წარმოდგენა არ მქონდა რა მაცინებდა. ალბათ ის რომ ამ ზარს დარწმუნებული ველოდი. სასიამოვნო ხმა ჰქონდა, რომ არ მცოდნოდა რაზე იყო წამსვლელი მიზნის მისაღწევად და რამდენად დაუმორჩილებელი შეშლილი ხასიათი ჰქონდა მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრი სასიამოვნო შთაბეჭდილებას დამიტოვებდა. თუმცა კარგად ვიცოდი მოსაკითხად არ დაურეკავს და უსიამოვნრბა არ ამცდებოდა. უკან დახევის დრო აღარ იყო მისი ჯამიდან დავლიე წყალი და ვეღარ გამოვასწორებდი ამიტომ თამამად ვუპასუხე: ⁃ გისმენთ ⁃ სალაპარაკო მაქვს შენთან... სახლში უნდა იყო ეხლა და გეცალოს... - სიტყვებს მარცვლიდა და გარკვევით გამოთქვამდა - ეზოში სადარბაზოსთან გელოდები! ⁃ ახლავე ჩამოვალ - ვუთხარი და ყურმილი დავკიდე. მთელს ტანში ცივმა ოფლმა დამასხა წამიერად გავშეშდი და თვალები დავხუჭე. არვიცი ასე გაშმაგებით რას უფრო ველოდი ანკას გაცნობას თუ ნიკიტასი მაგრამ ფაქტი იყო ერთმანეთს მოსდევდა ეს ორი ფაქტორი და უკან დასახევი გზააღარსად იყო. სწორედ მას გადავუდექი წინ რომელზეც სასტიკად გამაფრთხილეს თბილიში ჩამოსვლის პირველივე დღეს არსად არუნდა გადაეყაროვო. მეკი რქებით შევეჯახე ალისფერი ნაჭრის მოფრიალე ტორეადორს. საძინებლიდან ჩუმად გავედი და ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ჩემი გაფითრებული სახის დანახვისას გაკვირვებულმა გიორგიმ მკითხა: ⁃ საით? ⁃ ნიკიტა იოსელიანი უნდა ვნახო - ისე ვუპასუხე თითქოს არაფერი ⁃ რა? რა მიქარე? ⁃ რომ ამოვალ მოგიყვები! ⁃ კი თუ ლაპარაკის თავი გქონდა - ირონიით გადამიკრა მეკი გამეცინა და კარისკენ შევბრუნდი. არ ველოდი მაგრამ დამიძახა და მორცხვად მკითხა: ⁃ გინდა გამოგყვე? - მის სიტყვებში თავდადება იგრძნობოდა. სხვა შემთხვევაში აუცილებლად მოერიდებოდა მის ნახვას მაგრამ მივხვდი საქმე მე, რომ მეხებოდა ანერვიულდა და მზად იყო ომის ველზე გამომყოლოდა. მისგან ეს სიტყვები ძალიან მეამა თუმცა უარი ვუთხარ ⁃ ჩემი პრობლემაა. მარტომ უნდა მოვაგვარო. ⁃ კარგი თუ რამე დარეკე. - მითხრა და კარამდე გამომაცილა გიორგის გვერდში დგომამ ცოტა მანუგეშა და კიბეებზე უჩვეულოდ მშვიდად ჩავედი. სადარბაზოს კართან შავი BMW იდგა მასზე მიყრდნობილი ახალგაზრდა ბიჭი კი პირდაპირ თვალებში ამაყად მიყურებდა და სიგარეტს ეწეოდა. ტანში ისევ ცივი ოფლი მასხვადა. მისკენ წავედი და ხელი გავუწოდე. სიგარეტი მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენით ძლიერად ჩამომართვა ⁃ დაჯექი! მანქანაში ვისაუბროთ, ეზოა ხალხი დადის - მშვიდად მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. მეც თამამად მივუჯექი გვერდით ცოტა მომეშვა კიდეც სადღაც გამიგია მანქანაში კაცს ხელს არ ურტყავენო. არვიცოდი რამდენად მართალი იყო თუმცა რატომღაც მჯეროდა ამის. თანაც ნიკიტა იმ კაცს არ გავდა ეს გაეკეთებინა. თუმცა ისიც გამიგია მანქანით ხალხს, რომ იტაცებენ სადღაც მიყავთ და იქ ურტყავენ. მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა მაშინებდა. ძლიერი ჩანდა მაგრამ არც იმდენად ცემაში მოვეკალი რამდენჯერმე მაინც მოვასწრებდი დარტყმას. მერე კი წარმოდგენა არ მაქვს რას ვიზავდი. საჭეს ხელები დააყრდნო წინ გაიხედა და საუბარი მშვიდად დაიწყო: ⁃ ლუკა მეტრეველი, 23 წლის, ფოტოგრაფი, ობოლი, ერთადერთი ცოცხალი ნათესავი რომელთანაც კონტაქტი გაქვს გიორგი დანელია. ერთი წლის წინ ჩამოხვედი ბერლინიდან. რამდენი წელი ცხოვრობდი იქ? ⁃ 8 - ცივად ვუპასუხე ⁃ აქედან სამი დედასთან ერთად მისი სიკვდილის შემდეგ კი მარტოდ მარტო უცხო ქალაქში. - მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა, ბავშობის გახსენებამ თითქოს ძალა გამომაცალა. მაგრამ შეეტყო გამიზნული ის ქონდა რომ ცოდნის დემონსტრირება მოეხდინა და არა ტრაგიკული ამბების გახსენებით ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდება - არვიცი ბერლინში როგორაა მაგრამ თბილიში ნამდვილად არაა მიზანშეწონილი სხვის ქალებთან ერთად კაფეში სიარული და ყავის სმა. მაგრამ მესმის ახლა ჩამოხვედი და არ იცი აქ როგორ ხდება. ამიტომ მშვიდად გიხსნი რომ რაც შენ გამიბედე დღეს არასდროს არავის გაუბედავს ჩემთვის. არვაპირებ უაზრო "აპრავდანიები" ვისმინო რამაც უნდა გამომიყვანოს მწყობრიდან და თავპირო დაგილეწო. ამის გაკეთება არ მინდა. ჩემი საყვარელი ქალი ისედაც გაბრაზებულია ჩემზე და შეშლილი მანიაკი ვგონივარ ამ ეჭვებს ახლა ვერ დავუდასტურებ. უბრალოდ ჩუმად იყავი და მომისმინე. - წყნარად ლაპარაკობდა, სულ არ ჩანდა ისეთი უხეში და შეურაცხადი როგორადაც ხალხს გამოჰყავდა - არვიცი რამიზნით დაპატიჟე ყავაზე მაგრამ არ მაინტერესებს. უბრალოდ მინდა აგიხსნა და გაგაგებინო რომ ეგ გოგო მიყვარს 16 წლიდან და მას მერე თუ კი რამე გამიკეთებია და დღეს რო ამხელა სახელი და ავტორიტეტი მაქ მაგის გამო რო ვერავის ზედმეტი ვერ გაებედა მისთვის, ქუჩაში ამაყდ, თავაწეულს დედოფალივით რო ეარა, ყველა გამვლელს სცოდნოდა მისი სახელი და შეხედვის შიში ჰქონოდათ. ეს სამყარო მისთვის შევქმენი. და დღეს მეუბნება ის 16 წლის ბიჭი მენატრება მარტო მე რო ვაინტერესებდიო. როგორ ფიქრობ დღეს რა მაინტერესებს? ⁃ ანკა - ჩუმად ვუპასუხე. ისე ლამაზად და იმხელა სიყვარულით საუბრობდა მასზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა ⁃ კი... დღესაც მხოლოდ ის მაინტერესებს. მარტო იმაზე ვფიქრობ რომ კარგად იყოს. მაგრამ იქნებ მართალიც არის? მან ამ სახელის და ავტორიტეტის გარეშე შემიყვარა და ვხვდები რომ ხანდახან ღლის მისთვის შექმნილი სამყარო. მაგრამ ეს მაქსიმუმია რისი მიცემაც მე შემიძლია ამ სიყვარულის სანაცვლოდ, ყველაფერს გადავაბიჯებ მისგამო. თუ საჭირო გახდა მოვკლავ კიდეც ვინმე რომ გაეკაროს. არასდროს დავკარგავ და არსად გავუშვებ ამაზე არავინ არც იფიქროთ. გაფრთხილებ და იმედი მაქვს რომ მიიღებ ამ გაფრთხილებას. მეორდ აღარ გაბედო მასთან გაკარება! ⁃ მესმის ყველაფერი და ვაფასებ შენს გულახდილობას - მშვიდად განბაგრძე საუბარი - მაგრამ არ შეგიძლია რომ დამაშინო. ეგ კატეგორია არ ვარ! არც ის კაცი ვარ ქალმა უარი მითხრას და უკან ვზდიო მაგრამ თუ მოინდომებს შენი არ მეშინია. რას იზავ? მომკლავ? მიდი მე დასაკარგი არაფერი მაქვს. ⁃ თამამი ხარ - გაეცინა - მაგრამ არ მოინდომებს ⁃ მაშინ სანერვიულო არაფერი გქონია - ზრდილობიანად მივუგე და მანქანიდან გადავედი. მისი სახე ისევ მომღიმარი დარჩა საკმაოდ კარგათ გაიგო ჩემი სიტყვები და ღრმად ჩაწვდა აზრს. ჭკვიანი იყო რამე კიდევ რომ ეთქვა ეჭვის შეტანა გამოდიოდა საყვარელ ქალში, რასაც არ იკადრებდა. დამელოდა სანამ სადარბაზოში არ შევედი. შემდეგ მშვიდად დაქოქა მანქანა და წავიდა. სახლში ასე ადრე რომ ავედი გიორგის საოცრად გაუკვირდა. მომვარდა და კითხვები დამაყარა. სავარძელზე ჩამოვჯექი და მის უამრავ კითხვას ჩემებური პასუხი გავეცი ⁃ საბა მართალი იყო. აფანატებს ამ ქალზე ⁃ რა გითხრა? ⁃ გამაფრთხილა კიდევ თუ გაეკარები მოგკლავო ⁃ და რას აპირებ? - გაკვირვებულმა მკითხა იმით რომ ჯერ კიდევ ცოცხალი და საღსალამათი ვიყავი. მეკი თავი უკან გადავწიე გავიღიმე და ამაყად ვუთხარი: ⁃ სიკვდილს... P.S ველოდები თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.