შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული (თავი 5 )


9-03-2020, 11:38
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 858

ღამე ძილი არ გაკარებია კატოს, ლევანს მამამისი უკვე ქორწილზე შეუთანხმდა, საღამოს გვიან შეხვედრა სთხოვა კატოს უნდა დაგელაპარაკოო და ეზოში ჩავიდნენ.
- გისმენ- მკვახედ უპასუხა კატომ
- ნუგზარს და ზაზას სურთ რომ მალე ვიქორწინოთ
- შენ სულ გაგიჟდი? რომელ ქორწილზეა საუბარი, ლევან როგორც გინდა ისე აუხსნი შენებდაც და ჩემებსაც რომ მოიტყუე
- ვიქორწინებთ
- ლევან ხომ იცი რომ მაგაზე არ დაგთანხმდები
- სხვა გზას არ დაგიტოვებ
- უკვე საზღვრებს ცდები, ჩვეულებრივი მოძალადე ხარ
- ფიქტიურად ვიქორწინებთ
- დამცინი ხო?
- სრულიად სერიოზულად გეუბნები, ლევანი საჭეს იყო დაყრდნობილი.
- ლევან მე გაგაფრთხილე, ხვალ ან ყველაფერს თავად მოაგვარებ ან სიმართლეს ვიტყვი.
- მომისმინე, მე არაფერი ვიცოდი ამერიკაზე, დღეს ნუგზარმა მითხრა რომ მამაშენს ძაან უხარია რომ აღარ წახვალ
- ლევან წავალ, ეს ქორწილი არ იქნება, საერთოდ ხვდები რაზე მელაპარაკები?
- მოკლედ წახვალ, შეგიწყობ მაგაში ხელს, უბრალოდ ეს ქორწილი შედგეს
- მგონი მეკაიფები
- არაფერი მოხდება იქნება ფიქტიური ქორწინება და დროებით ვიცხოვრებთ ერთად
- შენი აზრით შენთან ცხოვრება ეგეთი სასიამოვნო იქნება ჩემთვის ?
- კატო, სხვა გზა არ არის და უნდა შეეგუო
- სხვა გზა ყოველთვის არის, გააჩნნია ვის რა გვაწყობს,
- სიმართლეს ვერ იტყვი
- რატომ გგონია ?
- დღესვე რატომ არ თქვი
- ვერ ვთქვი ლევან
- იმიტომ რომ ჩვენი მშობლების გახარებულ სახეებს ხედავდი.
- მშობლების გამო უბედური ვერ ვიქნები
- რატომ გგონია რომ უბედური იქნები ჩემთან_ ტონს აუწია ლევანმა, კატოს დამოკიდებულებას მწყობრიდან გამოჰყავდა
- აბა ბედნიერი უნდა ვიყო ? ვერ ხვდები როგორ მაიძულებ ყველაფერს ?
- მხოლოდ რამდენიმე თვე, მერე რაღაცას მოგიხერხებ
- არა ლევან, არაა, აი ისევ დიტოსთან ვიყო მირჩევნია, დიტოს ნამდვილი ცოლობა მირჩევნია შენს ფიქტიურ ცოლობას , ხვდები?
- დიტო რომ სიგიჟემდე შეგიყვარდეს, მე არ დავუშვებ რომ მაგ ს ცოლი გახდე გესმის? მე ვცადე ნორმალურად დაგლაპარაკებოდი, დანარჩენი შენ იცი, შენს ამდენ წიკვინს აზრი არ აქვს.
- გააღე მანქანა. მანქანის კარს დაეჯაჯგურა კატო.
- ღვედი შეიკარი, ერთად მივალთ სახლში.
კატოს ხმა აღარ ამოუღია. მთელი ღამე მომხდარზე ფიქრობდა, ის და ლევანი ერთ ჭერქვეშ, ამის წარმოდგენას ცდილობდა მაგრამ ვერ წარმოედგინა. ნუგზარს და ზაზას ყველაფერი დაეგეგმათ, ყველაფერი იმაზე სწრაფად ხდებოდავიდრე კატოს წარმოედგინა, გააზრებას ვერ ასწრებდა რომ ყველაფერი უფრო მძაფრდებოდა, თქმას ვერ ბედავდა, თვითონაც არ იცოდა რატომ, მეორე დღეს ლევანი სახლში გამოეცხადა და ზაზას დალაპარაკება სთხოვა
- მე და კატოს გვიყვარს ერთმანეთი, და მგონი აღარც ღირს გაჭიანურება, მინდა რომ ვიქორწინოთ. ზაზასგან თანხმობაც მიიღო და სამზადისი დაიწყო, ამის გაგებაზე კატო აწითლდა, სიმწრისგან არ იციოდა რა გაეკეთებინა, მამამისს უთხრა რომ ჯერ ფიქრობდა რომ ქორწინებისთვის მზად არ იყო, თუმცა მშობლებმა ეს ბავშვურ წუწუნად ჩათვალეს, და დაამშიდეს ქორწინებისთვის არავინ მზად არ არისო,შეეჩვევი ყველაფერსო. კატოს სხვა გზა არ ქონდა, კვლავ ანკას გადაუშალა გული
- მგონი ისე შეტოპეთ რომ რთულია უკან დასახევი გზის მოძებნდა
- და რა ვქნა? ცოლად გავყვე ?
- იცი, მე პირადად ძაალიან გავამწარებდი, გავყვებოდი და გავამწარებდი, ისე ადრე ხომ მოგწონდა
- მომწონდა ერთია და რომ მაიძლებს, მერე ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, ჰგონია რომ ყველაფერი გაუვა, აი ამაზე ვჭედავ, აღარ შემიძლია მოვუთმინო
- მისმინე , სიმშვიდე შეინარჩუნე და მაგით გაამწარებ ხვდები ?
- ისე მართალი ხარ, რაც მას უნდოდა ჩემი წყობიდან გამოყვანა იყო, ახლა მე გამოვიყვან წყობიდან.
- აი ეს უკვე მომწონს
- ხო მაგრამ მასთან ერთად როგორ უნდა ვიცხოვრო
- კაი რა, ცალცალკე დაიძინებთ,
- აუ არ ვიცი , ტვინი ამიდუღდა უკვე.


რამდენიმე დღე გავიდა, ლევანი არ გამოჩენილა, ბოლოს კი ნიშნობის ბეჭდით დაადგა კატოს სახლში. მშობლები მართლა ბედნიერები იყვნენ ლევანის და კატოს ამბით, კატო კი შფოთავდა და არ იცოდა ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდებოდა ან დასრულდებოდა, ლევანი თვითკმაყოფილი იყო, თუმცა კატოს შფოთვას ამჩნევდა, აქამდე უდარდელი და თავდაჯერებული გოგო ასეთი არასდროს ენახა. კატომ ქორწილზე უარი თქვა, ოჯახურ წრეში აღნიშნეს და ისე გადავიდა ლევანთან საცხოვრებლად. კატოს ლევანის საძინებელში ეძინა, ლევანი კი ძირითადად სტუმრების ოთახში იძინებდა ხოლმე. როცა კატოს მშობლები თბილისში არ იყვნენ კატო თავის ბინაში გადადიოდ და იქ ატარებდა მთელ დროს, სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა რომ ლევანი არ ენახა ხოლმე, ლევანი კი ქმრის მოვალეობებს ითვისებდა და მთელი დღე მოსვენებას არ აძლევდა ზარებით, კატო ან საერთოდ არ პასუხობდა ან უხეშად ესაუბრებოდა, რეალურად ეს ქორწინება საფიქრალად ლევანს უფრო ექცა ვიდრე კატოს. კატოს ქცევები უკვე საშინლად აბრაზებდა ლევანს.



№1  offline წევრი Tako_elizbarashvili

მეგობრებო გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი, გავაგრძელო ?

 


№2 სტუმარი სტუმარი etto

dges imedia dilas ro gavigvdizeb axali tavi damxvdeba saocari gogo xar dzalin momwons levanis da karos wyvili imedia gonze mova levani da mixvdeba ra sisuleleebsac aketebs da es piqtoiri qorwineba nadmvili gaxdeba

 


№3  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი etto
dges imedia dilas ro gavigvdizeb axali tavi damxvdeba saocari gogo xar dzalin momwons levanis da karos wyvili imedia gonze mova levani da mixvdeba ra sisuleleebsac aketebs da es piqtoiri qorwineba nadmvili gaxdeba

ძალიან , ძალიან დიდი მადლობა, უკ ვე ავტვირთე ახალი თავი, იმედია მალე დაუშვებენ <3

 


№4 სტუმარი Anka

მომწონს შენი ისტორიები და იმედია წერას განაგრძობ...ბევრსვველი შენგან აბა შენ იცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent