შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული (თავი 6)


10-03-2020, 10:30
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 371

კატოს ქცევები აუტანელი ხდებოდა ლევანისთვის, სურდა ადამიანურად დალაპარაკებოდა მაგრამ არ გამოსდიოდა. ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს. ცდილობდა ბრაზი არ შეემჩნია.
ერთ საღამოს ლევანის მეგობრები მასთან შეიკრიბნენ, უკვე ღამის პირველი იყო კატო კი არ ჩანდა, ლევანი აივანზე გავიდა რომ მისთვის საერეკა,ეზოში შავი ემელი გამოჩნდა, დიტოს მანქანა იყო, კატომ მანქანიდან გადმოვიდა, დიტოც გადმოყვა და ისე დაემშვიდობა, ორი სამი წუთი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და კატო უღიმოდა, შემდეგ კი დიტო მანქანაში ჩაჯდა, კატო კი ბინაში ავიდა, იმ საღამოსაც მშობლები არ იყვნენ სახლში, პირდაპირ თავისი ბინის კარი გააღო და იქ შეაბიჯა, ეზოში ირაკლის , ლაშასა და დავითის მანქანებიც დაინახა მაგრამ მათი თავი ნამდვილად არ ქონდა, ლევანის მზერაც შენიშნა აივნიდან , ამის გამო კი ნამდვილად კმაყოფილი იყო. ბინაში შევიდა, ფეხზე გაიხადა, შემდეგ ქურთუკი ჩამოკიდა და სამზარეულოსკენ წავიდა, ლევანი შეუმჩნევლად გამოვიდა თავისი ბინიდან და კატოსთან დაზარა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია კატოს იმის გასააზრებლად რომ კართან ლევანი იყო
- გისმენ ლევან - გააღო კარი და ნაგლი მზერით შეანათა ლევანს თვალები
- სტუმრები გვყავს
- სტუმრები გყავს... და ჩემგან რა გინდა
- ბიჭები გელოდებიან , რვა მარტი უნდოდათ მოელოცათ
- მადლობა გადაეცი
- კატო ფეხზე ჩაიცვი და გელოდები
- ეს ბრძანებაა თუ თხოვნა
- რომელსაც უფრო შეასრულებ ის იყოს
- არა ჯერ შენ აარჩიე რომელი ფორმით მეუბნები და მერე მე გადავწყვეტ
- კატო რას ცდილობ
- ვცდილობ განანო ეს ქორწინება
- ტყუილუბრალოდ ცდილობ
- კარგი , აღარ ვეცდები- გაეცინა კატოს
- კატო, გთხოვ ჩაიცვი და სახლში წამოდი
- მე ისედაც სახლში ვარ
- ჩვენს სახლში
- "სტუმრები გვყავს" )) ჩვენს სახლში სტუმრები გველოდება- ირონიულად განაგრძობდა კატო თან ყავას ისხამდა.
- კატო ამიხსნი რას ცდილობ
- იმას რასაც თავიდან შენ
-კატო გელოდები
- თუ არ გამოვალ ?
- ძალიან გთხოვ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი
- მშობლებს ვატყუებთ, ახლა მაიძულებ შენს მეგობრებთან ვიყო მზრუნველი ცოლი ? იმდენი კაცობაც არ გყოფნის რომ სიმართლე უტხრა ?
- ლაშამ იცის სიმართლე
- ჰოო? და მერე რაო.. ბრავო მაგარი ბიჭი ხარ ავალიანოო ?
- მაგ გოგოს თუ რამეს აწყენინებ, ჩემი მხარდაჭერა დაივიწყეო
- ამაზე მეტი რა უნდა მაწყენინო, მაიძულებ შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრო ლევან
- რამეს გაძალებ კატო ? ცუდად გექცევი ? რამეს გიშავებ? რამეში გზღუდავ?
- კიდევ მეკიტხები ? მართლა მეკაიფები ? ამაზე მეტი დაძალება რა გინდა ?
- რატომ არ ცდილობ ერთი დღე მაინც ნორმალურად მოიქცე, იქნება არც ისეთი მონსტრი ვარ შენ რომ გგონია.
- რა გინდა რომ გავაკეთო მითხარი.
- არ გთხოვ მზრუნველი ცოლი იყავი მეთქი, უბრალოდ ჩვენს სახლში დარჩი, ნუ გამირბიხარ, ნუ გაურბიხარ თუნდაც ჩემთან ერთად საუზმეს, სადილს ვახშამს რავიცი, ნუ გაურბიხარ ჩემს გვერდით ჯდომას,

კატოს გაეცინა, მერე ფეხზე ჩაიცვა ქურთული მოიცვა და მშვიდად უთხრა
- გავიდეთ.
თვითონაც დაიღალა კატო ამ გაქცევით, ვეღარ ხვდებოდა რას ამტკიცებდა თავისი ქცევებით. მომენტებში არც სურდა გაქცეულიყო მაგრამ გონება კარნახობდა ასე. ბიჭებს თბილად მიესალმა, მერე ყავა შესთავაზა, მაგიდა გააწყო და თავად ლაშას გვერდით დაიკავა თავისი ადგილი. მერე ტელეფონზე ზარი იყო დიტოსგან და აივანზე გავიდა. ლაშამ ლევანს რაღაც გადაულაპარაკა, ლევანმა კი ჩურჩულით უთხრა იცის რომ სიმართლე იციო. დრო იხელთა ლაშამ და კატოსთან აივანზე გავიდა, კატოს სახე ხელებში ჩაერგო ერთ წერტილს მიშტერებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ლაშა გვერდით დაჯდა, სიგარეტი ამოიღო
- ხო არ მოწევ ?
- შენი ძმაკაცის ცოლი რომ არ ეწევა , წესით უნდა იცოდე, სიცილით უთხრა კატომ
- ხო ეგ ვიცი კატო.- გაეცინა ლაშას.
კატომაც ჩაიცინა
- ყველაფერი ვიცი- წყნარად დაიწყო ლაშამ
- ვიცი
- მინდა იცოდე რომ შენს გვერდით ვარ
- მადლობა ლაშა
- ლევანი არც ისე ცუდი ადამიანია, რაღაცეები არასწორად გამოვიდა, მაგრამ
- ლაშა გთხოვ
- უბრალოდ მომისმინე, მესმის , აქ თავმოყვარეობის თემა უფროა ჩემი აზრით ვიდრე იმის რომ ლევანი გძულს
- მძულს, იმიტომ რომ ჩემს თავმოყვარეობას ეხება, როგორ არ გესმის
-კატო, ორი თვეა უკვე ერთად ცხოვრობთ, ლევანმა რამე გაწყენინა?
- არა
- მიუხედავად იმისა რომ ორი თვის განმავლობაში უამრავჯერ გაამწარე
- იმსახურებდა
- მისმინე, ხალხმა არ იცის თქვენ შორის რა ხდება, შენი და დიტოს ხალხში გამოჩენდა კი პირდაპირ ლევანს აპაზორებს ხვდები ? მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველაფერი დაიკიდა ლევანმა და ყველა შენს ქცევას ითმენს
- ყველანი მეკაიფებით ? ნუ მოითმენს მერე? გამშორდეს
- არასწორად იქცევი, შენს მშობლებთან მივიდეს და კატო დიტოსთან მოძრაობს და მაგიტომ ვშორდებიო უთხრას?
- სიმართლე უთხრას ლაშა, სიმართლე.
- თავიდანვე პირველივე წუთას უნდა გეთქვა სიმართლე, ახლა კი ამ სიმართლეს რომელი იტყვით თანაბრად ინაწილებთ პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ორივე თანაბრად იტყუებოდით.
- დავიღალე ლაშა, მარტოობა მინდა, თავისუფლეაბა მინდა- ცრემლები წასკდა კატოს.
ლაშა ახლოს მივიდა და მიეხვია
- მესმის შენი მაგრამ დაფიქრდი, ასე ნუ ეჯიბრები ლევანს, უფრო მშვიდად იგრძნობ შენ თვითონ თავს, უფრო კომფორტულად იქნები მის გვერდით, ლევანს კი არა საკუთარ თავს მაინც მიეცი შანსი. იქნება მოგწონს ლევანის გარემოცვაში ყოფნა.

აივანზე მოულოდნელად ლევანი გამოვიდა. ნამტირალევი კატოს დანახვაზე სიტოაციას მიხვდა, ლაშა წამოდგა დაგტოვებთო უტხრა და ბიჭებთან შევიდა,
- ცოტა ხანს არავინ გამოუშვა უთხრა ლევანმა. მერე კატოს გადახვია ხელი. წამოდი საძინებელში შევიდეთ, შეიძლება რომელიმე მოსაწევად გამოვიდეს, თბილად უთხრა ლევანმა და კატო საძინებელში გაიყვანა.
ძალიან ესიამოვნა კატოს მზრუნველი ლევანის მკლავებში ყოფნა, იქვე ლოგინზე ჩამოსვა, თვითონაც გვედით მიუჯდა და მკერდზე მიიხუტა.
- რა გატირებს
- არაფერი
- მაპატიე. მშვიდად უთხრა ლევანმა და კატო ძლიერად მიიხუტა.
- დავიღალე ლევან, დავასრულოთ გთხოვ,... ცრემლიანმა უთხრა კატომ.
- ჩემთან შეჯიბრით დაიღალე კატო. რატომ არ ცდილობ ნორმალურად ვიცხოვროთ, ჩათვალე რომ მეგობრები ვართ, ან თანამშრომლები მივლინებით, მეტს ხომ არაფერს გთხოვ. უბრალოდ მშვიდად ვიყოთ ადამიანურა ერთმანეთთან. სხვას ხომ არაფერს გთხოვ.
ეს ერთი თვე, მხოლოდ ეს ერთი თვე მოითმინე და ეცადე რომ ადამიანურად ვიცხოვროთ. გპირდები ერთ თვეში მოვაგვარებ ყველაფერს.მხოლოდ ერთი თვე მოგიხდება ამ ყველაფრის ატანა, და საერთოდ აღარ გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში.
- ახლა დაისვენე.

არ ეგონა ლევანს, ასეთი კატოს დანახვა ასე თუ გაანადგურებდა. საშინლად იგრძნო თავი. მტკიცედ გადაწყვიტა, ისე უნდა მოეგვარებინა დაშორების საკითხი რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზე გადასულიყო. ერთ თვეში აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს.



№1  offline წევრი Tako_elizbarashvili

დარინა
იმედია იმ ერთ თვეში ორივე გამოასწორებს თავის ქცევებს ასე ერთმანეთის ჯიბრით ისეთ სიდებილეებს აკეთებენ ვერც კი ხვდებიან, მომწონდა ეს წყვილიი და იმედია რამე გამოუვათ არ მინდა რომ დაშორდენ.

შემდეგი თავი უკვე ავტვირთე, იმედია მალე დაუშვებენ საიტზე, მიხარია თუ მოგწონთ და იმედია მოგეწონებათ გაგრძელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent