შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მცირე კატალეფსია (თავი პირველი)


10-03-2020, 13:01
ავტორი მიდორი
ნანახია 749

ეს არის ამბავი ჩვეულებრივად არაჩვეულებრივ ადამიანებზე,ჩემზე და შენზე, ჩვენზე, და ყველა დანარჩენ ტიპიურ ადამიანზე, ვინც იმ დროს ჩვენს გარშემო მოხვდა.ამბავი, რომელიც დროში არ უნდა დაიკარგოს და მეხსიერებას თუ არა, ფურცლებს მაინც უნდა შემორჩეს.
ჰაერისგან დაცლილ ოთახში ფიქრებ აშლილი ვზივარ და ვგრძნობ, როგორ ვიხრჩობი იმ რეალობის გააზრებით, რომელსაც ბედმა მთელი კორპუსით შემაჯახა.
ინდეფერენტულობის ქაოსში გახვეული სული ხსნას ელის, რომელიც არსად ჩანს. ვდგავარ ქარში მარტო,ქარში, რომელიც ფანტავს ჩემი სულის ნაწილებს, ქარში, რომელიც ჩემივე არაცნობიერის წარმოქმნილია.სულში ზამთრის დასაწყისი, ალბათ, ისევ ფიქრების აშლილობის ბრალია, თორემ გაზაფხული უკვე რახანია შემოიჭრა დროთა ცვლაში,კალენდრისთვის უფრო ადრე რომ დამეხედა, ალბათ, მეც ვიგრძნობდი გაზაფხულს, მაგრამ რა აზრი აქვს აყვავებულ ყვავილებს, დაკვირტულ ხეებს, მზის მცხუნვარებას, გარეთ სანატრელ დაუსრულებელ ბოდიალს, როდესაც სპირიტუალურად გაყინული, განაცრისფრებული, გაბუნდოვებული ხარ. პასუხი ერთია /აზრი არ აქვს/
დიახ,სამყაროში ყველაფერი (გვ)ხდება, ყველა/ფერი.
ზაფხულის ის საღამო ისე შემოიჭრა ,იმის გააზრებაც ვერ მოვახერხე, თუ რას ვუშვებდი ჩემში. დიახ, ის საღამო იყო ყველა ფრის დასაწყისი. ამ ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი ამბის დასაწყისი. და ხომ,ჩემი და შენი /ჩვენი/ დასაწყისი. ვცდილობ, გონებაში აღვიდგინო გარემო, სადაც შეგხვდი. ყოველი გახსენებისას თავიდან ვდგები ამ სირთულის წინაშე, იმიტომ რომ არ ვიცი რა იყო შენს გარდა იმ დროს სამყაროში,გონებას შენი იდეალური სილუეტის გარდა არაფერი შემორჩა, ან რაც შემორჩა, ისიც ბუნდოვნად, ამიტომ ვცდილობ, აღვიდგინო და გავწმინდო ყველა დეტალი.მინდა, რომ არასდროს დაავიწყდეს ჩემს პიროვნებას შენთან დაკავშირებული თითოეული წვრილმანიც კი.
ვხუჭავ თვალებს,ჰაერის დიდ ნაკადს ვუშვებ ალვეოლებში,ვგრძნობ დიფუზიას, როგორ უერთდება ჰაერი სისხლს, როგორ მიუყვეება გზას და როგორ აღწევს ტვინამდე,ვგრძნობ ტელეპორტაციას.
ვახელ თვალებს.
ზაფხულისთვის შეუფერებელი სუსხიანი დღე, არც კი ვიცი რა მიზეზით გავიღვიძე,ისევე, როგორც აქამდე არ ვიცოდი, გუშინ,გუშინ წინ და იმის წინ.მოგისმენია შენი სუნთქვისთვის?! ყოველდღიურობასთან შეხორცებულს დღის განმავლობაში ორ წამზე მეტი რომ ვუსმინო ჩემს სუნთქვას ,ალბათ, გონება საღ აზრს დაკარგავს და სულიც გამოგლეჯს სხეულიდან გასასვლელ კარს.ისევ ჰორიზონტალურ დგომარეობაში შემორჩენილი სხეული, კედელზე მიშტერებული თვალები, ისევ... ისევ. არსაიდან წარმოქმნილი შავი წერტილი ჩემს შთანთქმას ლამობდა და ამდროს ოთახში ჩაგუბებული სიჩუმე ტელეფონის გაბმულმა ზარმა გაფანტა,ზარმა,რომელიც იმ წამს სულ ერთი იყო ჩემთვის. გონება დავძაბე,ყველა ნეირონი ერთიანობაში მოვიყვანე და კვლავ უკიდეგანობაში გადავეშვი... ამ ფიქრებში დღემ გვერდი ისე ჩამიარა ვერც გავიგე მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე ფანჯრისკენ გახედვა როდესაც ჩამავალმა მზემ თვალი გამისწორა და დაუკითხავად შემოიჭრა ჩემს ოთახში. დავუბრუნდი ვერტიკალურ მდგომარეობას და სამყაროს დინებას ავყევი ათასობით უცხო სახე და ალბათ მილიონობით ისტორია მოძრაობს ჩემს გარშემო,შეხედულობით განსხვავებულნი მაგრამ, შინაარსით ერთნი, წაშლილები დაცარიელებულნი, ცისარტყელის გარეშე დარჩენილნი.ნეტავ ბოლოს მთვარეს როდის ესაუბრნენ?! როდის შეწყვიტეს ყოველდღიურ წრეში თავჩახრილი სირბილი?! ან შეწყვიტეს რომ?! მინდა გავჩერდე, ერთერთ მათგანთან ან უბრალოდ ხმამაღლა ვიყვირო, ყველას გასაგონად რომ გაჩერდნენ, დაფიქრდნენ დასვან კითხვები და იპოვნონ პასუხები, თუ ვინები არიან რატომ არიან და რას აკეთებენ.ცოცხლობენ თუ უბრალოდ არსებობენ.მინდა მთელი ხმით ვიყვირო რომ ასწიონ თავები მაღლა, არ გაებან ყოველდღიურობის ქსელში, ასწიონ თავები რაც შეიძლება მაღლა და მოუსმინონ როგორ ეჩურჩულება მთვარე თითოეულ მათგანს, როგორ უამბობს იმ ამბებს, რომლებიც მათი სულების ხსნაა, მინდა მოუსმინონ ვარსკვლავებსაც, რომლებიც მხოლოდ მათთვის იმღერებენ ყოველ ღამით თუ უბრალოდ მოუსმენენ.
მაგრამ...
ყველგან არსებობს მაგრამ... და მეც ჩუმად ავუარე გვერდი თითოეულ მათგანს.
ამ ფიქრებში აშლილმა ვერც კი გავიგე, როგორ აღმოვჩნდი ფსიქიატრიულის ეზოში თეთრ სკამზე. ფანჯრიდან თეთრ ოთხ კედელს შორის გამოკეტილი ყურებამდე გაღიმებული ბიჭი ხელს მონოტონურად მიქნევდა,ზუსტად ერთი რითმით არხევდა თითებს.
პარადოქსია არა?! ის ბედნიერია,მაგრამ გამოკეტილია თეთრ კედლებში, მე კი თავ/აზრ დაკარგული მაგრამ თავისუფალი ვზივარ ფსიქიატრიულის ეზოში თეთრ სკამზე და არაფრის მოლოდინში თურმე ყველა ფერი ხდება.
ჰორიზონტზე გამოჩენილი სილუეტი,უსასრულობაში ჩაკარგული ორი წამი, ის ორი წამი, როდესაც ჩემი სუნთქვის და შენი ნაბიჯებისგან გადათელილი ბალახის ხმის გარდა არაფერი ისმის. ჩემი გონებისთვის/მხედველობისთვის/სმენისთვის სამყარო გამოირთო და სამივე მათგანს მხოლოდ შენ შემორჩი. ემოციები გრძნობები,განცდები და მდგომარეობა რომელიც შენს გამოჩენას მოჰყვა სიტყვებში იკარგება, კნინდება, პატარავდება, რადგან ვერცერთი მათგანი ვერ გადმოსცემს იმას რაც მე განვიცადე.
(ისევ) მაგრამ მაინც მიახლოვებული ახსნა მდგომარეობის/ მცირე კატალეფსია-მთელი სხეულის ყველა ორგანოს/სულის გაშეშება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent